რატომ უყვართ ფეხბურთი?
დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი – არ დავიწყებ მოყოლასმეთქი… ყოველთვის, როცა ამას რაღაცაზე ვამბობთ, სინამდვილეში სწორედ იმის მოყოლას ვიწყებთ.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ბევრი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, პირადად კონკრეტული ადამიანისთვის. რა გავლენას ახდენს ეს ხელოვნებად ქცეული ვითომდა უბრალოდ სპორტის სახეობა ცხოვრებაზე. რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს, რა მნიშვნელოვანია პროტესტისთვის, ემოციისთვის, გრძნობისთვის, იმედისთვის, მოლოდინისთვის. რა კარგი მაჩვენებელია სიღარიბის თუ სიმდიდრის, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც იმას შეგახსენებთ(ანუ შეგახსენებთ), ფეხბურთი დაარსების დღიდანვე რომ აღარ იყო უბრალოდ სპორტის სახეობა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ რომ არის. ვიღაცისთვის ეს თავის მოტყუებაა, ვიღაცისთვის გართობა, ჩემმთვის და კიდევ არც ისე ცოტა ადამიანისთვის კი – ცხოვრება. ამას თუ ვერ გრძნობ, ვერც გაიგებ. ამიტომ, მოყოლას აღარ გავაგრძელებ. ხშირად უკვირთ ხოლმე რატომ გიჟდებიან ასე ფეხბურთზე, როგორ შეიძლება ამის გამო კამათი, ჩხუბი, ნერვიულობა… ვეცდები ცოტა სხვანაირად გიპასუხოთ და უბრალოდ, რამდენიმე პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო დროს მოხდა. რამდენიმეს რა… სამს, ამბობენ ღმერთი სამობით არისო და ალბათ ფეხბურთის ღმერთიც.
ნუ ვიდავებთ იმაზე, სად უფრო კარგი გულშემატკივრობა იციან, ვინ უფრო მაგარია და მსგავს რამეებზე. იმიტომ, რომ ფეხბურთში ,აბსოლუტური ჭეშშმარიტება’ არ არსებობს და ამითაც არის მიმზიდველი. მე უბრალოდ, გეტყვით ფაქტს, რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზე ორ ქვეყანაშია – ბრაზილიაში და იტალიაში. როცა ვამბობ რელიგიის დონეზე ვგულისხმობ კიდეც ამას. თორემ ინგლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და იქნება, არგენტინაში არავისზე ნაკლებათ არ უყვართ, გერმანიას არაფერი ესწავლება და ასე შემდეგ. ნურც იმას გავარჩევთ, კარგია თუ არა, ის რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზეა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რომ ეს ფაქტი მივიღოთ. აი მაგალითად – მრავლისმნახველ მიროსლავ კლოზეს რა უნდა გაკვირვებოდა ფეხბურთში? მაგრამ ამ ზაფხულს რომის ლაციოში გადმოსულს გაუკვირდა… და ცდილობს გერმანელებიც გააკვირვოს – ვერ წარმოიდგენთ აქ როგორ სიგიჟემდე უყვართ (თავისი) ფეხბურთიო, ხან რომელ ცნობილ გერმანულ გამოცემას ეუბნება და ხან რომელს. მისთვის ,ბოლო წვეთი’ იყო როცა ცოტა ხნის წინ სახლში მისული ფოსტალიონისგან წერილის გარდა კიდევ უცნაური რამ მიიღო – ფოსტალიონი ლაციოს გულშემატკივარი გამოდგა, დაიჩოქა და მირო კლოზეს ფეხებზე კოცნა დაუწყო. იმ ფეხებზე, რომლითაც მიროს ამ სეზონში არცთუ ცოტა გოლი გააქვს ლაციოსთვის. განსაკუთრებული მონდომებით ფოსტალიონი მარჯვენა ფეხს აკოცებდა, ფეხს, რომლითაც მან რომას კარში ბოლო წამზე გაიტანა და ლაციოს დიდი ხნის ნანატრი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა დერბი დელა კაპიტალეში. ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ კოცნის.
ესეც ბონუს ისტორია გამოვიდა და ის სამი ამბავიც იტალიურ ფეხბურთს ეხება. ბრაზილიაზე, ინგლისზე, არგენტინაზე, გერმანიაზე, ჰოლანდიაზე და სხვა ქვეყნებზე მერე ვისაუბროთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, თორემ შესავალი გაგვიგრძელდა.
პატარა ფილიპო
ცოტა ხნის წინ, ინტერმა სახლში ბოლოადგილოსან ნოვარასთან წააგო(სეზონში მეორედ), დიდი სირცხვილი ჭამა და ბევრი აალაპარაკა. ამან გული მოუკლა ინტერის 9 წლის ქომაგს, ფილიპოს. ნერაძურის(ანუ ინტერს) შემდეგი, მატჩიც შინ ჰქონდა ბოლონიასთან და ყველა ფიქრობდა, რომ ინტერი ამჯერად მაინც მოიგებდა. ყველაზე მეტად ამას ფილიპო ელოდა, რომელსაც გუნდის სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი დელიკატური საკითხი აწუხებდა და სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ გუნდისთვის მოგება მოეთხოვა. მან სპეციალური ბანერი გააკეთა და ასე დარაზმული მივიდა სან სიროზე(იგივე ჯუზეპე მეაცაზე).

ფილიპოს ბანერი აეთი შინაარსის გახლდათ: ,,გთხოვთ, შეგიძლიათ რომ მოიგოთ? თორემ ისინი სკოლაში დამცინიან! დიდი მადლობა, ფილიპო”. ინტერმა ის მატჩი 0:3 წააგო…
ინტერელები შეწუხდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ახლა კრიზისშია, ფილიპოსთვის მოიცალეს. იგი ბაზაზე დაიბარეს და 9 წლის ფილიპოს კლუბი შეხვდა. კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ სამახსოვროდ სპეციალურად მომზადებული მაისურა აჩუქა და მასთან ერთად სურათებიც გადაიღო. თუ არ გამოგიცდიათ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს, როცა ბავშვს თავის საყვარელ გუნდზე დასცინიან, როგორ ბავშვურად იბუტება, სწყინს და ბრაზდება და როგორ სტკივა გული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იყო ყოველივე ამის შემდეგ ფილიპო. პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მისი ოჯახიც დაპატიჟა და პირობა დადო, რომ ინტერთან ერთად სპეციალურ ტურნეს მოაწყობს მათთვის.
,, გუნდს არ შევიცვლი და ინტერის ფანად ვრჩები. არა უშავს, როცა ჩვენ ჰეთ თრიქი შევასრულეთ, მაშინ მე დავცინოდი მეგობრებს. ახლა კი შემიძლია თავაწეული ვიყო” – სიამაყით აღნიშნა ფილიპომ და ისიც დაამატა, ბოლონიასთან რომ ბანერი მეჭრია, იმედია, აღარასდროს დამჭირდებაო.
ფილიპო გაიზრდება, ვინ იცის როგორ აეწყობა მისი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ აღარასდროს შეიცვლება – ინტერთან ერთად გატარებული დღეები, მისი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო მოგონება იქნება, ხოლო ეს პატარა ისტორია, სამუდამოდ დარჩება დიდ ისტორიაში და ყოველთვის როცა ვინმე გაიგებს ან წაიკითხავს, სასიამოვნოდ გაეღიმება.
აბა მილანის ბანაკში ისე როგორ მოისვენებდნენ… მათაც ჰყავთ თავისი ფილიპოები! ესეც საპასუხო ბანერი, რომელიც პატარა სამუელემ გააკეთა:
,,გააგრძელეთ მოგება, რომ მეც გავაგრძელო სკოლაში ფილიპოს გაბრაზება” – ასე მიმართავს მილანს სამუელე. ეს პატარა ოხუნჯობა და ნერვებზე თამაში უნდა ვაპატიოთ. მით უმეტეს, რომ არც მილანს ეშლება რაიმე და სავარაუდოდ, ცოტა ხანში სამუელე გუნდის ბაზას(ანუ მილანელოს) ესტუმრება. ასეთია კალჩო…
ჯადა სკალიზე
იანვარში 12 წლის ჯადა სკალიზე თავისი საყვარელი იუვენტუსის ერთ–ერთ თამაშს უყურებდა, როცა ტვინში სისხლი ჩაექცა(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და კომაში ჩავარდა. დღეები გადიოდა, ჯადას კი ექიმები ვერაფრით შველოდნენ, ერთადერთი იმით ცდილობდნენ მშობლების დამშვიდებას, რომ ადრე თუ გვიან გოგონა გამოიღვიძებსო აიმედებდნენ. ჯადას მამამ ფრანჩესკომ გადაწყვიტა იუვენტუსისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა. ფრანჩესკო პირადად ალესანდრო დელ პიეროს თხოვდა დახმარებას, შეუძლებელია იუვე გიყვარდეს და დელ პიერო არა – პინტურიკიო თავად არის იუვენტუსი.
,,ბებერი ქალბატონის”(ანუ იუვენტუსის) პასხუმა არ დააყოვნა. ალექს დელ პიერომ სკალიზეებს აუდიო ჩანაწერი გაუგზავნა, რომელიც ამ შინაარსის იყო: ,, გამარჯობა ჯადა, მე ალესანდრო დელ პიერო ვარ. იმედია, მალე გაიღვიძებ და დაგვიბრუნდები, რადგან ჩვენი კიდევ ბევრი თამაში ნახო”. ექთნები ამ ჩანაწერს 12 წლის გოგონას გაუთავებლად ასმენინებდნენ და ერთ–ერთი მოსმენისას ჯადამ ჯერ ხელი გაამოძრავა, შემდეგ კი გამოიღვიძა და ორკვირიანი კომიდან გამოვიდა. ფრანჩესკო სკალიზე დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ პინტურიკიოს ხმის დამსახურებაა.
,,ეს ნამდვილი სასწაული იყო. სიტყვები არ მყოფნის. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ექიმებს, რომლებიც ჩვენს პატარა გოგონას უვლიდნენ და იმ სიყვარულს, რომელიც ზემოდან მფარველობდა” – ამბობდა უბედნიერესი ფრანჩესკო სკალიზე.
აი ასე ჩაიდინა პატარა სასწაული დელ პიერომ, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ, ის მინდორზე ხშირად ახდენდა და ახდენს საოცრებებს. ხოლო როცა ჯადა უკვე თავად იქნება ბებერი ქალბატონი, მოყვება შვილიშვილებს, როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს ფეხბურთის, იუვენტუსისა და დელ პიეროს სიყვარულმა.
ჩემი შავ–თეთრი ისტორია
ასევე ცოტა ხნის წინ, იუვენტუსი თავის ახალ და ლამაზ სტადიონზე სიენას მასპინძლობდა. ეს მატჩი მე უნდა წამეყვანა, მაგრამ რელაივში (ანუ ჩანაწერში). ისე გამოვიდა, რომ ყველა კაბინა დაკავებული იყო. ამიტომ, გადავწყვიტე ანგარიშს არ გავიგებდი და უფრო საინტერესო იქნებოდა ყველაფერი. თუმცა მოთმენაც ძნელი გახლდათ, ძალიან ძალიან ძნელი. ასე იყო თუ ისე, მატჩის დამთავრებამდე პატიოსნად გავძელი, თან ფლეშსქორზე იუვეს თამაში ამოგდებული მქონდა და სხვა ანგარიშებს ვუყურებდი. როცა დავინახე, რომ უშუალო კონკურენტმა მილანმა ვერ მოიგო და სხვა კონკურენტებმაც ქულები დაკარგეს, ცდუნებას ვეღარ გავუძელი… ჟრუანტელმა დამიარა, წაგებაზე და წაუგებელი სერიის შეწყვეტაზე ფიქრიც არ მინდოდა და მარცხს გამოვრიცხავდი. მაინც მჯეროდა, რომ იუვენტუსის სასარგებლო ანგარიში დამხვდებოდა, დიდი ნერვიულობით, ძირითად გვერდზე გადავედი, ჩანოვსქროლე და თან ვითვლიდი უკვე რამდენ ქულამდე გაიზრდებოდა სხვაობა მილანთან და სხვა გუნდებთან… მაგრამ უცებ, გულმა ერთი მაგრად დამიბაგუნა, რადგან ანგარიში ასეთი დამხვდა – 0:0. ყოველთვის უკეთესის დანახვას ვცდილობ, და წაუგებელი სერია გაგრძელდათქო გავიფიქრე, მაგრამ გული კი მწყდებოდა. მოვემზადე რეპორტაჟისთვის და წავედი სამსახურში.

რელაივის წაყვანა როცა ანგარიში იცი, არც ისე სასიამოვნოა, ალბათ ხვდებით. თან საკმაოდ რთულია. თუმცა სხვა რა გზა იყო. მატჩის მსვლელობისას კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, განვიხილავდი შეხვედრას(სხვათა შორის ობიექტურად, როგორც ყოველთვის ))) ) და ასე მოვიდა შეხვედრის 87–ე წუთი… 87–ე წუთი, რომელზეც კინაღამ პატარა ჯადას ბედი გავიზიარე. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა შორეული დარტყმა მოიგერია, ბურთი მის სიახლოვეს დაეცა და მისკენ სიენას ფეხბურთელი ალესანდრო გაცი დაიძრა – ვუყრებ და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ააცილოს აქედან, ფაქტიურად ცარიელ კარში, როგორ ვერ უნდა გაიტანოს გოლი. ხომ იცით, სიკვდილის დროს უცებ გაგიელვებს ყველაფერიო რომ ამობენ, აი მსგავსი რამ განვიცადე. წარმოიდგინეთ, ვიცოდი, რომ მატჩი 0:0 დამთავრდა და მიუხედავად ამისა, გული სასტიკად მიცემდა იმ მომენტში, გამიელვა სხვადასხვა მატჩების კადრებმა, რატომღაც ანტონიო კონტეს გოლმა თურქეთის კარში… გავიაზრე, რომ ამით მთავრდებოდა კონტეს წაუგებელი სერია, პირველი მარცხი სიენასთან საკუთარ მოედეანზე, ისეთ მატჩში როცა იუვეს წაგება არ ეკუთვნოდა… დიდ განცდებში ვიყავი და ჩემივე ღრიალმა გამომაღვიძა: ,,გაციიი” – ეს იყო უბუნებრივესი რეაქცია. გონზე მოვედი, მივხვდი, რომ ტყუილა ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი, არ მჯეროდა რომ ააცილა, თან ვამბობდი, რა შანსი გაუშვა, ეს როგორ ვერ გაიტანამეთქი.
რეპორტაჟი რომ მორჩა, კარგ ხასიათზე დავდექი, იუვენტუსმა ვერ მოიგო, მაგრამ მომენტმა, რომლის დროსაც გული კინაღამ გამისკდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ვიცოდი, გაცი გოლს ვერ გაიტანდა, მიმახვედრა – იუვენტუსი მართლა დაბრუნდა! ეს იყოს დიდებული განცდა და ემოცია. საერთოდ კალჩო ბრუნდება, ამ სეზონის შემხედვარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალჩოპოლის კრიზისი დაძლეულია, კოშმარული პერიოდი უკან დარჩა, არის პროგრესი და წინსვლა, წაქცეულიც მაგარი იყო… მაგრამ სერია ა ფეხზე დგება!. მე მიყვარს ფეხბურთი.
პ.ს.
კიდევ კარგი ის ფოსტალიონი რომას ფანი არ იყო
რა? სად? როდის? – როგორც ასეთი
გადავწყვიტე ყველას გაგაცნოთ ოდნავ დაწვრილებით თუ რა არის სინამდვილეში რა? სად? როდის? და ვინც კარგად იცით, იმათ უბრალოდ გაგამხიარულებთ. მე მგონი გამომივა…
ხალხის უმეტესობისთვის, რსრ(რა? სად? როდის?) ასოცირდება 6 ბანტიან კაცთან(და შიგადაშიგ, უბანტო ქალბატონებთან). ამ ხალხის უმეტესობაში კი ასევე უმეტესობას, ვერც კი წარმოუდგენია, რომ იმ ადგილის გარდა, ეს ადამიანები(და მით უმეტეს სხვებიც, რომლებიც არ ჩანან) კიდევ სადმე იკრიბებიან და თამაშობენ. როცა იგებენ რომ რსრ–ს თამაშობ, გისვამენ სამ სტანდარტულ კითხვას, რომლებსაც შემდეგ მოჰყვება ეგრეთ წოდებული ,პრიკუპები’, გაგრძელებები. ჩვენც ავიღოთ ეს სამკითხვიანი პაკეტი(ასე ეძახიან რსრ–შნიკები კითხვათა ერთობლიობას, რამდენიმე კითხვას ერთად – პაკეტი ))) ) და მივყვეთ.
1). ტელევიზორში როდის იქნები? – შემთხვევების 90 პროცენტში პირველი კითხვა არის ეს. როდესაც პასუხობ, რომ სატელევიზიოში არ ხარ, იბნევიან. ჰგონიათ რომ ატყუებ და არაფერსაც არ თამაშობ. შენ უხსნი, რომ სატელევიზიო არის შოუ, გუნდებიც ,სხვანაირად’ იკრიბება და საერთოდ, ბევრად უფრო საინტერესოა სპორტულის თამაში… აი აქ, აწყდები მეორე პრობლემას, მოსაუბრეს ჰგონია, რომ მიხვდა რაშიც არის საქმე(თან მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში)… ზოგი არც გეკითხება და თავისთვის აკეთებს დასკვნას(ამ დროს თუ ხვდები, თავად უნმარტავ), ზოგი კი გეკითხება – ააა, სპორტზეა კითხვები ხო? – შენ პასუხობ რომ არა და ამ დროს კიდევ უფრო იბნევა, ვიდრე იქამდე იყო დაბნეული. მერე უხსნი, რომ უბრალოდ სპორტული ჰქვია სტილს, თორემ ისე კითხვები სხვადასხვა თემატიკიდან არის(სამწუხაროდ ყველაზე ნაკლები სწორედ სპორტიდან). მერე ზოგი გეკითხება – 6–მდეა? შენ უხსნი, რომ იქ სხვა სისტემაა, ბევრი გუნდი ჯდება ერთ დიდ დარბაზში და თითოეულ გამოცნობილ კითხვაზე, ჩვეულებრივად თითო ქულას იღებს, ხოლო საბოლოოდ ვინც მეტს აგროვებს, ის იგებს. იმართება ჩემპიონატები, რამდენიმე ტურად და ასე შემდეგ. აქ არის კიდევ ერთი განშტოება, ზოგს უკვირს, რომ ყველა გუნდი ერთი და იგივე კითხვებზე თამაშობს, მაგრამ ეს მალე დაძლევადი ბარიერია.
მოსაუბრე საბოლოოდ მაინც გაკვირვებული რჩება იმით, რომ ტელევიზორში არ გამოჩნდები და იწყება მეორე ეტაპი – თავისი აზრის გაცნობა, რომელიც ხშირად არ გაინტერესებს, რადგან სინამდვილეში რეალური წარმოდგენა მას შიდა სამზარეულოზე არ აქვს. გეუბნება რომ არ ევასება ბაქრაძე, რადგან ზედმეტად გაბღენძილია ან პირიქით, გეუბნება რომ მაგარი კაცია ბაქრაძე, ყველაფერი იცის. პროცენტულად პირველი გვარი რომელიც ფიგურირებს ბაქრაძეა. მერე გეტყვის, სხვებზე, გეტყვის, რომ სამი კითხვა გამოიცნო ან იმას, რომ იდიოტური შეკითხვებია, ასევე ხშირად ფიგურირებს მამა – მამაჩემმა იმათზე მეტი კითხვა გამოიცნო. ეთანხმები თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა ენაზე საუბრობთ იმ მომენტში. ამიტომ, ცდილობ, ეს მონაკვეთი ყველაზე მალე გაიარო და საერთოდ მორჩეს ამ თემაზე ლაპარაკი.
პასუხი: ახლა კი ვცადოთ მოკლედ და შედაებით სერიოზულად ვუპასუხოთ ამ კითხვას. დიახ, მეგობრებო სატელევიზიოს გარდა არსებობს რსრ–ს სპორტული ვერსია, ჭეშმარიტი რსრ, როგორც შეიძლება ვუწოდოთ. ამ შემთხვევაშიც გუნდში 6 მოთამაშეა, რომელთაგან ერთ–ერთი კაპიტანია, არჩევს ვერსიებს და წერს საბოლოო პასუხს. დიდ დარბაზში სხდებიან გუნდები, წამკითხველი კითხულობს კითხვებს, გუნდს ეძლევა 1 წუთი. როცა რჩება ბოლო 10 წამი, წამკითხველი იწყებს ხმამაღლა ათვლას ათიდან ნულამდე. გუნდმა პასუხი უნდა დაწეროს ფურცელზე და ჩააბაროს ,ლასტოჩკას’(ამაზე მერე), დაგვიანებული პასუხი არ მიიღება. არის სპეციალური ,ორგკომიტეტი’, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ჩატარებას. წელიწადში ორჯერ იმართება თბილისის ჩემპიონატი, ამჟამად 4–ტურად. თითო ტურში ამჟამად 48 კითხვაა(რაოდენობა ხშირად იცვლება). არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა და ასე შემდეგ. ამ ლიგებში ისმება სხვადასხვა კითხვები, ყველა ლიგას ჰყავს თავისი რედაქტორი(ადამიანი ვინც არჩევს და ზოგჯერ ადგენს კიდეც კითხვებს). იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რსრ–ს ბუმია, საქართველოში ოფიციალურად ყველაზე მეტი გუნდია დარეგისტრირებული. აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის და აბსოლუტურად ყველა თამაშობს, თუ როგორ თამაშობს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი ლიგა და ძალიან ბევრი გუნდია. სხვათა შორის, ეს არ არის ცუდი. ასევე წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, იმართება ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი და ბათუმში ამიერკავკასიის ჩემპიონატი, სადაც ჩამოდიან აზერბაიჯანელები და სომხები. ამ ტურნირზე ჩვენ და ისინი ერთმანეთს ვეჯიბრებით რსრ–ში, ბრეინში, სვაიაკში, ფეხბურთშიც კი… ამ თქვენთვის უცნობ სიტყვებს მერე აგიხსნით, ქვემოთ. რაღაც მასპინძელივით კი ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში სტუმარი ვარ და რიგითი მოკვდავი გახლავართ, ამიტომ, სხვანაირად არ გაიგოთ. ისე კი კლუბში ბევრნი არიან ღმერთები, ნახევარღმერთები, უკვდავები… ეს ნახევრად ხუმრობით, თავისი სიმართლის მარცვლით. აქ არიან ადამიანები, ვისაც სასაცილოდ დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ჰგონიათ, რომ ,რაღაც ისეთების’ ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ბლაბლაბლა. თუმცა არიან ძალიან კარგი ადამიანებიც, ჩვეულებრივი მოკვდავებიც. ერთი სიტყვით სექტაა, ჯამში დადებითი და კარგი სექტა
2). რო მოიგებ რას გაძლევენ? – ეს ასევე ერთ–ერთი პოპულარული კითხვაა. პასუხობ რომ არაფერს… და ცოტა ხანი არის დუმილი. მოსაუბრეს უკვირს – ისე თამაშს რა აზრი/მუღამი აქვს? – ფიქრობს თავისთვის. მთავარი დეტალი ამ დროს არის, რომ პასუხობ – არაფერს – მაგრამ იმას აღარ ეუბნები, რომ ფულს აქეთ იხდი რათა ითამაშო, რადგან მოსაუბრე უბრალოდ და მარტივად ჩათვლის, რომ დებილი ხარ. ამას მოჰყვება გარკვეული პროტესტი, უფრო სწორად ძნელია დაარქვა სახელი იმას, რასაც ფიქრობს და გრძნობს ის. იმ დღესვე თუ არა, მერე მაინც იგი აუცილებლად დაგისვამს რაღაც კითხვებს ან კროსვორდის შევსებისას ან უბრალდო ისე, ,გამოცდის’ მიზნით(აბა ერთი რა იცის, ჩემზე მეტი რა უნდა იცოდეს ამანო და ცხადია, კითხვა იქნება აბსოლუტურად არა რსრ–ს ფორმატის). ახლა კი იმ სისულელე ტრივიადორის ბუმია და ესეც დამატებითი მიზეზი და წყარო ,იმ კითხვების’ დასმისა. გეტყვის – აი ხო თამაშობ ,იმას’ და აბა მითხარი რომელი ქიმიური ელემენტი ბლაბლაბლა… შენ რა თქმა უნდა, ეტყვი, რომ არ იცი(აქ ჩემნაირ მოკვდავებზე მაქვს საუბარი, თორემ არის ხალხი ვინც ეტყვის, ეგრე სულაც არ არის აუცილებელი რსრ–ს სექტაში იყო, ეგ რომ იცოდე), შეიძლება ისიც აუხსნა, რომ საერთოდ არ გაინტერესებს ეგ თემა და კიდევ ბევრი თემა არ გაინტერესებს და არ იცი, ცოტა ხანში აუცილებლად გკითხავს რა არის ბიგ–ბენის სიმაღლე ან რამე მსგავსს… შენ ისევ უპასუხებს, რომ არ იცი და ამას მოჰყვება მისი გულწრფელი აღშფოთება და გაბრაზება – აბა რა რა? სად? როდის?–სს თამაშობ ვერ გავიგე…
თუ ვსიოზნაიკა არ ხარ და ყველაფერზე ან უმეტესობაზე არ უპასუხე, თვლიან რომ არაფერი არ იცი(ზოგჯერ ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის და ამ შემთხვევაში არა ))) ). თუ გაგიმართლა და ,შენი თემატიკა’ მოვიდა და პასუხი გაეცი, უცებვე დაიჯერებენ საბოლოოდ, რომ თამაშობ და თან მაგარი ხარ. გეკითხებიან რომელ ადგილზე ხარ, წააგე თუ მოიგე(მერე ხვდებიან, რომ მთლად სწორი ფორმულირება არ არის წააგე თუ მოიგე, მაგრამ ატარებენ ამას). თუმცა რაღაც აქაც რჩება – ნუთუ მართლა არაფერს არ აძლევენ გუნდს რომოელიც იგებს?
პასუხი: მეგობრებო, მართლაც რომ არაფერს არ აძლევენ როგორც წესი მოთამაშეებს მოგების შემთხვევაში. თუ აძლევენ პირველ სამ გუნდს, ძირითადად წიგნებს, ესეც მხოლოდ ზოგიერთ ტურნირზე. გადასახადი ყველა ტურნირზე მერყეობს კაცზე 5–დან სადღაც 12 ლარამდე. სხვა პატარა გადასახადებია სვაიაკში, რომელიც ცალკე თემაა და ვრცლად არა, მაგრამ მოკლედ, როგორც შეგპირდით ქვემოთ გეტყვით. ბრეინი, როგორც ასეთი არ ტარდება, იშვიათად. მოკლედ, პატარა გადასახადი ყველგან არის. რაც შეეხება ჯილდოს, სულაც არ გახლავთ აუცილებელი რამის მოგება, მთავარი ჯილდო თამაშისგან მიღებული სიამოვნებაა და თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ხოლმე ზოგჯერ ეს სიამოვნება… მეც ვერ წარმომედგინა, სანამ დაახლოებით 3 წლის წინ შემთხვევით არ მოვხვდებოდი ამ თამაშში. ზოგჯერ ადრენალინის ზღვაა. მეც კი მისწორდება, რომელსაც თავმდაბლობის გარეშე მგონია რომ ჭკუა და აზროვნება არ მაკლია, მაგრამ ფაქტობრივი ცოდნის დიდი ბაგაჟით ნამდვილად ვერ გამოვრიჩევი და კითხვების უმეტესობაში შანსი მცირე მაქვს(რადგან სამწუხაროდ, კარგი კითხვა დიდი რაოდენობით ჭირს და აქცენტი უფრო ცოდნაზე(+ჭკუა და აზროვნება) კეთდება და არა ჭკუაზე/აზროვნებაზე. თუმცა ვისთვის როგორ, მოკლედ დაახლოებით ასეა), მაგრამ ამ შემთხევაშიც კი, შეიძლება იყო სასარგებლო გუნდისთვის და თან სიამოვნება მიიღო, იმიტომაც არის გუნდური ეს თამაში. სამაგიეროდ წარმმომიდგენია, ვინც ამით ცხოვრობს, იმათთვის კიდევ რა სიამოვნება მოაქვს… დამიჯერეთ, ასეთები ბევრნი არიან. ამ ყველაფრის ძააალიან ზედმეტად სერიოზულად მიღება ცუდია თუ კარგი, ნუ ჩავეძიებით, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. თუმცა ფაქტია რომ ასეთები ბევრნი არიან და ჩვენც უნდა მივიღოთ ისინი, თავიანთი პატარა სამყაროთი. მეტის მოყოლას აზრი აღარ აქვს, რადგან შეიძლება ითამაშო რამდენჯერმე და ვერ მიხვდე ამ მუღამს(თუ მიხვდი ხომ მოაქვს და მოაქვს…), აი მოყოლით კი, მით უმეტეს ბევრს ვერაფერს გაიგებთ.
3). კავეენი გაქვს?/კავეენში რა ქენი? – ესეც მესამე და სამართალი. რატომღაც ხალხის დიდ ნაწილში ხდება რსრ–სა და კავეენის ერთმანეთში არევა. თან ბოლოს შეიძლება ხვდებოდეს კიდეც მოსაუბრე, მაგრამ აღარ გამოასწოროს და მაინც კავეენი იძახოს სულ. შენც ხვდები რომ აზრი არ აქვს და პასუხობ: ,,ხო, ხო…”. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კავეენი არამარტო შედარებით მოზრდილი ხალხის მასაში შეინიშნება, არამედ საკმაოდ ახალგაზრდებშიც. როგორჩ ჩანს, რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია და კავშირია, უცებ თავისით აკეთებს ასოციაციას და აგდებს სიტყვა კავეენს, თან უფრო ადვილია და მერე სულ ერთმანეთში ერევათ. ოღონდ როცა მოსაუბრე გეუბნება ამ სიტყვას – კავეენი – როგორც წესი ეს ხდება ღიმილის თანხლებით და შეიმჩნევა რაღაც შორეული, არაგამაღიზიანებელი და არაშეურაცხმყოფელი, მაგრამ მაინც მცირე ირონია.
ამოჩემებაზე თუ მიდგა საქმე, რსრ–შიც არის ამოჩემებული თემები და ფაქტები… საერთოდ ამ თამაშში გამოცდილება ბევრს ნიშნავს, სხვადასხვა მუღამებსაც იჭერ მერე, ,გარე დამხმარე ფაქტორებს’ ჩაავლებ. ანგარიშს უწევ ვინ არის კითხვების ავტორი ან რედაქტორი, ამის მიხედვით ხვდები რომ აქტუალური შეიძლება იყოს რომი, საფრანგეთი, ბეგბედერი და ასე შემდეგ. მე მაგაზე არ ,ვმუშაობ’ ხოლმე, მაგრამ ,სერიოზული ხალხი’ ბევრს მუშაობს, მათ შორის ვარჯიშებზეც, რომელსაც ყველა ნორმალური გუნდი(ეჰ…) ატარებს. არის რამდენიმე აქსიომა, აი ერთ–ერთი მაგალითად: არ იცი პასუხი? დაწერე პუშკინი. აუცილებლად მოვა რომელიმე პაკეტში შრედინგერის კატა, ჰამელნი, აზიმოვი, ვარსკვლავური ომები და ასე შემდეგ. ახლა ეშხში თუ შევედი, შორს წავალ და ცოტა თემასაც გადავუხვევ. ამას ნელნელა აგროვებ და ეს გამოცდილება და ბაზა გეხმარება თამაშში, მერე უკვე ინსტინქტურად იღებ კითხვებს, თუ ძალიან მონდომებული ხარ მით უმეტეს. მე მასე სულ არ ვიყავი მონდომებული და ,მობიუსის(თუ ვიღაც ჩუვაკის) ლენტა’ ისე გამოვიცანი, რომ წესიერად არც ვიცოდი მაშინ რა იყო, იმიტომ რომ სხვა ტურნირზეც მოვიდა ამაზე კითხვა და ჩამრჩა, ხოლო მეორედ რო დაისვა, ამოტივტივდა. არის ხალხი, ვინც წიგნების სათაურებს და მოკლე შინაარს იზეპირებს და ბევრისახეობაა მოკლედ
წლებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მე მაგალითად წლები კარგად არასდროს მამახსოვრდებოდა, არადა თამაშში ძალიან გადგება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გიხარია ლოგიკურად გამოცნობილი კითხვა(არა შენი თემატიკიდან, სხვა თითქოს უცნობი თემატიკიდან აღებული უფრო გიხარია), ლამაზი კითხვის აღება, რთული კითხვის აღება… თუ ისეთია, რომ მარტო შენ გამოიცანი(რაც არც ისე ხშირად ხდება და ჩემდა გასაკვირად ერთხელ თუ ორჯერ მეც შემემთხვა), ხომ საერთოდ ორგაზმნარევი შეგრძნებაა.
ახლა კი დავუბრუნდეთ თემას და… ამავდროულად, თანამედროვე პერიოდში პოპულარულია გედევან ფოფხაძე – ბატონი გედი(ღადაობაა რა). მაგალითად, ჩემს სამსახურში(ტელეკომპანია GMG) უფროსობა ხშირად გვეკითხება ხოლმე მე და ჩემს მეგობარსა და კოლეგას ტატო ბაციკაძეს, რომელიც ასევე არის რსრ–ში, თუ როდის გვიწევს თამაში, რადგან კომენტატორებისა და რეპორტაჟების განრიგის შედგენისას გრაფიკი გაითვალისწინონ. კითხვა ასე ჟღერს ხოლმე – როდის გაქვთ გედევან ფოფხაძეობა? გედევან ფოფხაძესთან მიდიხართ? ესენი ბატონ გედისთან მიდიან – და ასე შემდეგ. ამის დასტურად გთავაზობთ, ძალიან სახალისო სურათს, ეს არის დაფაზე გამოკრული განრიგი, რომელმაც საბოლოოდ მიბიძგა კიდეც ამ პოსტის დაწერისკენ. ყურადღება მინაწერს უნდა მიაქციოთ ))))
,,გიორგი ბაქანიძე წავიდა, ტატოს და გიორგის კვირას გედევანობა აქვთ. თვალიას ბავშვის კონცერტი, გიგას კი დინამოს მატჩი”.
პ.ს.
მოკლედ – ამ სექტაში ბევრი გრძნობაა, ბევრი ემოცია, ბევრი ქვედა დინება, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, შური, მტრობა და ის ყველაფერი, რაც ზოგადად ყველგან, ცხოვრებაში. თუმცა ჯობია არ დავწვრილმანდეთ და დაე დარჩეს ასე უცნაურად მიმზიდველი, ბუნდოვანი და დამაინტრიგებელი ,სპორტული რა? სად? როდის?’. ბევრს წარმოუდგენია, რომ რაღაც განსაკუთრებული გარემოა, ფრაკები, ბანტები და სხვა დანარჩენი, სინამდვილეში კი ყველაფერი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ხოლო რთული და ჩახლართული ისეთი რამეებია, რასაც ზუსტად რომ არ ფიქრობთ და ვერც წარმოიდგენთ. მოკლედ, ეს არის და ეს. ბუნებრივია ნახევრად ხუმრობით და ყველას არც ეხებოდა აქ მოყვანილი მაგალითები, ზოგადი ,ფოტორობოტი’ დავხატე.
ბოლოს კი, გაგაცნობთ ელემენტარულ ტერმინოლოგიას, რადგან თუ შემთხვევით ამ სექტის ცოტა ისეთ წევრებთან მოხვდით, ზემოდან ყურების, დაცინვის და მარიაჟობის საშუალება არ მისცეთ, თავი დაძაბულად არ იგრძნოთ და მომზადებულნი იყოთ. ესეც მცირე ლექსიკონი:
რსრ – როგორც ხვდებით და როგორც გითხარით, ეს უბრალოდ აბრევიატურაა – რა? სად? როდის?
კლუბი – ასე ეძახიან მთელ ამ კომუნას. ინტელექტკლუბიდან ძირითადად მარტო კლუბი რჩება.
პაკეტი – კითხვების ერთობლიობა, რომელიმე ტურნირისთვის, ერთი ტურისთვის. მაგალითად ტურში არის 48 კითხვა და ამ 48 კითხვას ერთად ჰქვია კიდეც – პაკეტი.
სვეჩკა – ეს ერთ–ერთი პირველია რაც უნდა იცოდეთ, როცა კლუბში მიდიხართ. ხშირია რუსული სიტყვები, ისევე როგორც მანქანის ნაწილებში მაგალითად. სანთელს როგორც წესი არავინ იტყვის. სვეჩკა ნიშნავს ისეთ კითხვას(ან კითხვაში გამოყენებულ ფაქტს), რომელიც უკვე სხვა ტურნირზე დაისვა(ან ის ფაქტი იყო გამოყენებული), კითხვის ფორმულირებაც დაახლოებით იგივეა და მოთამაშეთა გარკვეულმა რაოდენობამ იცის მასზე პასუხი. ასეთი კითხვები შეცდომით და უყურადღებობით ხვდება პაკეტში, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის, რადგან იმდენი კითხვაა დასმული განსაკუთრებით რუსულენოვან რსრ–ში, რომ შეიძლება ავტორს ან რედაქტორს კითხვის შექმნის მერე, შემოწმებისას გამოეპაროს.
ვაპროსნიკი – ესეც მარტივია ანუ თარგმანში – მეკითხვე. ადამიანი, რომელიც კითხვებს ადგენს. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, მაგრამ რთული საქმეა
თან ისეთი კითხვის დაწერა რომ მუდმივად უკმაყოფლო პუბლიკას მოაწონო. ტელევიზიასავით არის, დაახლოებით 30%–ს თუ მოეწონა ესე იგი მაგარია
თუმცა კარგი კითხვის დაწერა ნამდვილად სიამოვნებაა(ხშირად ტამაშზე არანაკლები) და იმის ყურებაც, როგორ თამაშობენ შენს კითხვაზე.
რედაქტორი – ადამიანი, რომელიც ვინმეს მიერ დაწერილ კითხვას საბოლოოდ აყალიბებს და უფრო დახვეწილი სახით წარმოაჩენს, რამე ფაქტს უმატებს ან აკლებს და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში რედაქტორი თავადაც არის მეკითხვე, მაგრამ ყოველთვის არა. ამჟამად კითხვების უმეტესობა რუსულიდან ითარგმნება. ჩვენთან ვაპროსნიკები ჭირს, უფრო სწორად ბევრი კარგი კითხვა ჭირს, რადგან თუნდაც ერთი სეზონისთვის ძალიან ბევრი კითხვაა საჭირო.
ლასტოჩკები/მერცხლები – უფრო იხმარება რუსულად – ლასტოჩკა, ლასტოჩკები. აი თუ ქართულად იტყვის ვინმე 99% მარტო მრავლობითში – მერცხლები – მერცხალს არავინ იტყვის. ესენი არიან ადამიანები(უფრო ხშირად გოგონები), რომლებიც თამაშის დროს გუნდების მიერ დაწერილ პასუხებს აგროვებენ და მიაქვთ ,ჟიურისთან’. ხშირად თავად მოთამაშეები(რომლებიც იმ ლიგაში არ თამაშობენ) ლასტოჩკობენ, მაგრამ არსებობენ ,პროფესიონალი ლასტოჩკების’ ![]()
რო იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ხალხია.
დასარიგებელი მასალა/რაზდატკა – ანუ ფურცელი, რომელსა თამაშის დროს მოგიტანენ. შეიძლება იყოს სურათი, წარწერა, ბანერი ან რამე მსგავსი, შეიძლება მასზე რამე იყოს წაშლილი ან არც იყოს. შემდეგ ამაზე აეწყობა კითხვა, შენ კი გუნდელებთან ერთად უყურებ, ფიქრობ და უნდა გამოიცნო.
სვაიაკი – ეგრეთ წოდებული ,სვაია იგრა’. თამაში რომელსაც სხვა პრინციპი აქვს. ძალიან შორს წავალთ დეტალურად რომ ავხსნა, ძნელი არაფერია, მაგრამ ახლა არ გვინდა. მოკლედ გეტყვით, რომ თამაშობს სამი ადამიანი, მოსაფიქრებლად არის დაახლოებით 3 წამი კითხვის დასმის მერე(თუმცა დარტყმა ანუ პასუხის უფლების მოპოვება ნებისმიერ წამს შეგიძლია, სანამ კითხვა დამთავრებულია მანამდეც თუ მიხვდები პასუხს) და არის დასწრებაზე. ყველა კითხვას აქვს თავისი ქულა (5 ნომინალია თითო თემაში), თუ სწორად პასუხობ იმდენ ქულას იწერ რამდენიანი კითხვაც არის, ხოლო თუ არასწორად, პირიქით იმდენი მინუსი გეწერება. თამაში კიდევ უფრო დიდ ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს, რადგან აქ რსრ–სგან განსხვავებით სწორედ ამაზეა აგებული ყველაფერი, კონკრეტულად უნდა იცოდე რაღაც. გამოგიტყდებით და მუღამიანი რამეა, მაგრამ ჯობია არ მოიწამლოთ, მოარიდეთ ბავშვები ამ თამაშს
იმიტომ, რომ აგიჟებს ადამიანებს, რყვნის :D ზოგს აფუჭებს კიდეც, მე რამდენიმე ადამიანზე ცოტა აზრი შემაცვლევინა
და ძალიან იცის ჩათრევა, იწვევს ნარკოტიკივით დამოკიდებულობას და ლომკას. მოკლედ აპასნი რამეა. თან სპეციფიური, მოითხოვს სხარტ აზროვნებას და თამაშის ცოდნას(სტატეგიულად, რაც რთულია). შეიძლება რაღაცეები იცოდე და უბრალოდ ვერ ასწრებდე, არ იყო ამ სტილის და ასე შემდეგ. ასევე ბოლოს ისმება ეგრეთ წოდებული სვაიაკის კითხვა რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, უნდა გათვალო აღებულიდან რამდენი ქულა დადო და შეიძლება ვინმეს ჩამორჩებოდე გვარიანად ქულებით და იმ ერთი კითხვის აღებით(ხო რო იცოდეთ, კითხვა გამოვიცანის ხმარობენ იშვიათად – კითხვას იღებ
) გაასწრო ან პირიქით.
ბრეინი – ბრეინ რინგის შესახებაც მოგეხსენებათ ალბათ. არანაკლებ მუღამიანი თამაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვაიაკისა და რსრ–ს ნაზავია. მოსაფიქრებლად უფრო მეტი დრო გაქვს ვიდრე სვაიაკში და უფრო ნაკლები ვიდრე რსრ–ში. სვაიაკისგან განსხვავებით, სანამ კითხვა არ დასრულდება პასუხის უფლება არ გაქვს, როგორც კი წამკითხველი დაასრულებს კითხვას და იტყვის დროს, გაისმება რაღაცნაირი ხმა და მისი დამთავრებისთანავე უნდა დააჭირო ღილაკს(იქ კნოპკას ეძახიან), თუ ადრე დააჭირე ფალსტარტია ანუ ვეღარ უპასუხებ და მეორე გუნდს 20 წამი ეძლევა მშვიდად მოსაფიქრებლად. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მინუსი არ გეწერება. ამ თამაშში ორი ასევე ექვსკაციანი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. კითხვებიც შესაბამისად ნაჯვარია, ცოდნაზეც და სააზროვნოც. თუ რსრ და სვაიაკი აქტიურად ტარდება საქართველოში და თან არამარტო ქართულად, რუსულადაც კი, ბრეინი სერიოზული პრობლემაა სამწუხაროდ. მარტო აპარატურა(თითის დასაჭერი) არ არის პრობლემა, სხვა რამეებიც, რაც ბრეინს ეხება(მაგალითად სათანადო კითხვები).
წამკითხველი – ქეით უინსლეტი არაფერ შუაშია. წამკითხველი არის ადამიანი ვინც კითხულობს კითხვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წამკითხველი წესითა და რიგით კარგად უნდა მეტყველებდეს, თან სწორ ადგილებზე აკეთებდეს აქცენტს, არც ზედმეტად სწრაფად კითხულობდეს და არც ზედმეტად ნელა და ასე შემდეგ. ბოლო დროს აქტუალური და მტკივნეული გახდა კარგი წამკითხველი. ხო, ცოტა სხვაა წამკითხველი სვაიაკში, იქ ოღონდ იპოვონ(რადგან იქ არაერთი, არამდედ ბევრი წამკითხველია საჭირო) და არც მეტყველებას ექცევა ყურადღება და არც არაფერს, მეტიც შეიძლება სხვადასხვა ,ქრთამები’ შემოგთავაზონ, ოღონდ პაკეტი წაიკითხო, რაც რასაკვირველია ნორმალურ ადამიანს ეზარება.
ვადამდელი – ანუ კითხვა რომელსაც მის დასრულებამდე ან დასრულებისთანავე იღებ/იცნობ.
პასი – პასი არის მინიშნების მაგავარი ან რაიმე, ისე ნათქვამი(წესი N1 აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ვერსია უნდა თქვა რაც განხილვის დროს თავში მოგდის, იმიტომ, რომ რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს, შეიძლება ეს მაინც სასარგებლო გამოდგეს), რაც შენს გუნდელს კითხვის ბოლომდე გახსნაში და აღებაში დაეხმარება. გუნდში მინიმუმ ერთი კარგი მეპასე ხშირად გამომცნობზე საჭირო და მნიშვნელოვანია.
დუალი – დუალი არის როცა კითხვას აქვს მეორე პასუხიც, რომელიც თავისუფლად ჯდება კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე და ასეთ შემთხვევაში ითხოვ პასუხის ჩათვლას, რასაც გიკმაყოფილებენ თუ მართლა დუალია ან იქვე გიკმაყოფილებენ ან წერ აპელაციას, რომელსაც შემდეგ განიხილავს ჟიური და გუნდის დასაბუთებისა და თავისი შეხედულების მიხედვით გადაწყვეტს სამართლიანია თუ არა მოთხოვნა.
დუპლეტი – ეს არის კითხვა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი ანუ რეალურად გისვამენ ორ კითხვას ორივეს პასუხი რაღაცით დაკავშირებულია ერთმანეთთან და თითოეულზე საპასუხოდ გაქვს 30 წამი. ფურცელს აბარებ მხოლოდ ორივე კითხვის მოსმენის და სავარაუდო პასუხის დაწერის შემდეგ, ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ ერთი გამოიცნო და ამან მიგახვედროს მეორის პასუხი.
გრობი – გრობი არის კითხვა, რომელიც ვერავინ ვერ გამოიცნო, რომლის გამოცნობაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, არ ჰქონდა კარგი მინიშნება, არ იყო კარგად ფორმულირებული ან რამე მსგავსი. არის კითხვები რომელსაც ვთქვათ ერთი გუნდი იღებს, მაგრამ ზოგჯერ ასეთებიც გადის გრობთა კატეგორიაში თუ ის ყველაფერი თან ახლავს კითხვას რაზეც თავში ვისაუბრე(იმ ერთმა გუნდმაც გამოიცნო იმიტომ, რომ ზეპირად იცოდა ფაქტი ან უბრალოდ გაარტყა სიტყვაზე).
მამა–მარჩენალი – ასე მოიხსენიებენ გიორგი მოსიძეს. კლუბის მმართველსა და ,ბატონ წამყვანს’. ხშირად ეს პატივისცემით ან სიყვარულით არის ნათქვამი, ხშირად ქილიკით.
კიდევ არის რაღაც–რაღაცეები, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია
მიუხედავად მინუსებისა, პლუსებიც ბევრია(სვაიაკი არ გეგონოთ). ასე რომ მე მიყვარს ეს სექტა და ეს თამაში…
ეს სწორი პასუხია! – ბატონო წამყვანო
მე-9 სართული
რა სახის ბნელი, გოიმი და მეშჩანი არ მინახავს და ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზნად თუ ჩვეულებად იქცა, მათთან ბრძოლა ან უბრალოდ, მათზე გაბრაზება და ტყუილა ნერვების მოშლა, იმის მიხვედრის მერე, რომ ძალიან შორს ვართ და დიდი ხანი არაფერი გვეშველება. თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ და მაინც გამოვდივარ ხოლმე წყობიდან.აი რამდენიმე დღის წინ კი ისეთ რამეს შევესწარი, რომ ულაპარაკოდ მოწინავე პოზიციებზე გადავიყვანე რეიტინგში. მოთხრობის დაწერა მინდოდა, კარგი მასალაა, მაგრამ ვერ მოვითმინე და უნდა გაგიზიაროთ, მოთრობად შეიძლება მერე გადავაკეთო. მივყვეთ ეტაპობრივად, ოღონდ გთხოვთ, რომ კულმიაციასთან მისვლამდე სულ რომ არ დაგაინტერესოთ და დაგეზაროთ, მაინც ბოლომდე წაიკითხეთ, თორემ არნახულ სიამოვნებას გაუშვებთ ხელიდან.
1. ფსიქოლოგიური ფონი: აუცილებელია გითხრათ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა ეს მოხდა. ვეცდები, მოკლედ მოგითხროთ. მას მერე რაც ამჟამინდელი ლინზებით ისე ვეღარ ვხედავდი და ჩავთვალე, რომ მხედველობა კიდევ უფრო გამიუარესდა, ჩვენში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკას მივაშურე. დამჭირდა, სამსაათნახევრიანი პროცედურები. განსაკუთრებული და ახალი ფაქტობრივად არაფერი უთქვამთ. ერთადერთი, ხანდახან ფეხბურთი ითამაშე მსუბუქად(თავით თამაშის გარეშე, დარტყმულის მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტია), აბა სულ ისე ხომ არ იქნებიო, თუ არ ისუნთქე რაღა გამოვიდაო. ოღონდ თავის ტრავმებს ერიდე, მკვეთრ მოძრაობებს, ხტუნაობას და ასე შემდეგო. არ შეიძლება, მოტოციკლეტი, ველოსიპედი(მხოლოდ ტრენაჟორი ან ტრეკზე, სწორ გზაზე), ცურვა კი ბატონოო, ოღონდ ყვინთვის გარეშე(ცურვა არ ვიცი კსტატი). კომპიუტერი შეზღუდე, ეცადე ფილმებს ტელევიზორში, შორიდან უყუროო. ალკოჰოლი მაქსიმალურად შეზღუდეო, არაყი განსაკუთრებითო(კიდევ ერთი მძიმე დარტყმა). თან ცხრა პარასკევი აქვთ, ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. თურმე ზომიერი ვისკი სასარგებლოც კი ყოფილა თვალებისთვის
გამიხარდა. მოკლედ, ალკჰოლი ცოტ-ცოტა და ასე თუ ისე ხშირადაც მოსულაო, მთავარია ბევრი არ იყოს და არაყს ერიდეო(მეორემ თქვა სულ თუ არ დალევ კაიაო). უპირველეს ყოვლისა, არ ინერვიულო და რაც მთავარია, სიმძიმე არ აწიოო, გამორციხეო, მაქსიმუმ 2 კილოო. რაც მთავარია, არანაირი ოპერაცია რაიმეს გასაუმჯობესებლად არ არის, ეს ბადურა, ყველაზე მარაზმი რამეა. უბრალოდ, უნდა მოუფრთხილდეო. კიდევ უფრო წვრილმანებზე აღარ გადავალ, თორემ ბევრი იყო. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მარჯკვენა თვალში -25 ყოფილა უკვე მარცხენაში -27 და ზემოთო
სისცხლჩაქცევა მარცხნივ გაწოვილია, მაგრამ ნაკვალევი რჩება, რაც გამოსახულებას ბრიცავს, მოკლედ მარცხენა თვალში პოლნი პიზდეცია. კონტაქტური ლინზის მერკებითაც მომიმატა მინუსი ექიმმა, მარჯვენაში -14 და მარცხენაში -16. თან დამამშვიდა, კი არის -25 და მეტი, მაგრამ სამაგიეროდ კომპენსირებული გაქვს, ლინზით მაინც ხედავ ასე თუ ისე და ზოგს -10 აქვს და ვერაფერს ხედავსო. ჩვეულებისამებრ კინაღამ წამომცდა – მაგარი კომპენსირებულია შეჩემათქო – მაგრამ არ წამომცდა და უბრალოდ, გავიღიმე. ამ მომატებული ლინზებით, წესით რეპორტაჟების წაყვანა არ უნდა გაგიჭირდეს და ნომრები უნდა დაინახოო… ვნახოთ, ვნახოთ. ფაქტია, პროგრესირებს, უფრო ნელა, მაგრამ მაინც და როდის სადამდე წავა ვინ იცის. მეთქი, თუ არ გაჩერდება 40 წლამდე მაინც მაცალოსთქო და ეწყინათ, რა ხაზი გადაგვისვი, მე მგონი 40 წლიდან იწყება ცხოვრებაო, არადა მე ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე, მაგრამ მაინც ძალიან ისე მომივიდა, 50 უნდა მეთქვა )) ერთხელ ჩემი მეზობელი, თითქოს წერსიერი კაცი დათვრა და ვიღაც მესნი წწ-ს(ანუ ძველ ბიჭს) და წამლის მოყვარულს გაუჭედა – მე რომ 50 წელზე მეტი ვიცხოვრო მაინც გრეხიაო – ეგ ბაზარია რა. ისე გადაცდა უკვე 50-ს.
2. მარაზმის დასაწყისი: მოკლედ, ეს ყვერლაფერი კიდევ ერთხელ მოვისმინე და თვითირონიით გაჟღენთილი, არც ისე კარგ ხასიათზე ვზივარ, რათა ბოლოსწინა პროცედურაზე შევიდე. თავადაც იცით, რომ ადვილი არაა გაძლება სამსაათნახევრიდან ორსაათნახევარი ლოდინი რომ გიწევს, მით უმეტეს ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის. ყველა პრობლემა გავიწყდება და მთავარი სატანჯველი სწორედ ეს უაზრო ლოდინი ხდება. რიგი საკმაოდ დიდი იყო. მე თავს ვირთობდი პატარა საყვარელი კიკინიანი გოგონათი, რომელიც თვალებს მალავდა ექიმის ყოველ გამოჩენაზე და გაუჩერებლად ტიროდა. მერე დედამ თმები გაუშალა და სასწაულად საყვარელი პატარა ქალი იყო, ბოლოს პროტესტის ნიშნად სახლში არ მიყვებოდა დედამისს. თან დერეფანში შავგვრემანი უმა თურმანის მსგავსი ექიმი დადიოდა, გასაწკეპლი, სტერვა გამომეტყველებით და ვათვალიერებდი, ნეტა ამან ჩამიტაროს რამე პროცედურათქო. თან ,ტერმინატორის სათვალეები’(იხ. ჩემი სათვალე სურათზე, ეს კიდევ შეთხელებული შუშებითაა
) მეკეთა, აბა ლინზებით ყოფნა ამ კვლევების დროს არ გამოდის. ამ დროს დერეფანში გამოჩნდა ჩქარა და მტკიცე ნაბიჯებით მომავალი ქალი…
3. მშობელი – დედა: მოვიდა პროვინციელი ქალი, ჯერ იკითხა ქალბატონი რ ამ კაბინეტშიაო? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კარი ეგრევე შეაღო. იქ უთხრეს ერთი წუთითო. ცოტა ხანში, ცეტი და ნერვიული ექთანი გამოვიდა და ქალბატონს უთხრა გისმენთო – ამან დაიწყო რაღაცის სწრაფად მოყოლა და აუხსნასავით, რომ ,დარეკილია’ და სასწრაფოდ უნდა მიიღონ ,ბავშვი’. იმიტომ, რომ ცუდად ხედავს და ურჩიეს რ რაც მთავარია დარეკილია. ექთანმა გასაგებიაო, ცოტა ხანი დაგვიცადეთო. მერე, ეს ექთანი სადღაც წავიდა და ეს ,დედა’ ხომ ხედავს, რომ გარშემო ამდენი ხალხი ვსხედვართ არა? მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს და დაახლოებით 3 წუთში მივიდა ისევ იმ კართან, შორს გასძახა შვილს – მოდი დედიკო აქ დავიცადოთო და შეაღო კარი… ნუ აი ჯერ, ცოტა რამის რიდი ან შეგნება ხო უნდა გქონდეს? შიგნით პაციენტი ხომ არის? ხო შეიხედე და ნახე რო ადგილი არც ისე დიდია თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ? ხომ გითხრეს მოიცადეო? რატო არიან ეს დედანაქაჩები ასეთი ნაგლები ამიხსენით რა? და რატომ არ გამოდის სხვანაირად ამ ქვეყანაში? უცებ დერეფანში ექთანი გამოჩნდა და რასაც ჰქვია დაიჩხავლა, ქალბატონო ხომ გითხარით ცოტა ხანი დამიცადეთ არაო… უი, უი ბოდიში გენაცვალეო და გამობუნძულდა უკან. უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
4. ვახ სოფელო, რა შიგან გაქვს: სიტუაცია თავიდანვე არ მომეწონა, რადგან საკმაო ხანი მქონდა რაღაც საშინელება ჩაწვეთებული, თან მეჩქარებოდა და ვერ ვიტან როცა ვინმე ურიგოდ ცდილობს გაძრომას. თანაც როცა დარწმუნებულნი არიან რატომღაც, რომ მათ გარდა პრობლემა არავის არ აქვს და სხვებზე მაღლა დგანან და სხვებზე წინაც უნდა წავიდნენ. ძირითადად ეს ამბიციურ პროვინციალებს ახასიათებთ. ძვირფასმა დედამ დაიწყო რეკვა. ჯერ დაურეკა მეუღლეს, ააფორიაქა, არაფერი არ მომხდარა და უკვე პანიკას ტეხდა. ბოლოს მიაძახა, რამე რომ მოხდება დაგირეკავო, არაფერი არ გვინდა ყავა წამოიღე მარტოო. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ბავშვი, მოჰყავდა, ვიღაც ბიჭს(როგორც შემდგომ გაირკვა ქმარს). მთელი დერეფანი ააწრიალა კვნესით და კუთვით – ვაიმე რა ცუდად ვარ, ვაიმე როგორ მტკივა, ვაიმე რა ვქნა, ვაიმე სახლში მინდა, ვაიმე თვალი, ვაიმე ვერაფერს ვხედავ. შემიძლია დავიფიცო, რომ მინიმუმ ნახევარი აქედან იყო გამუქებული, რადგან როცა უნდოდა ძალიან ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. დაჯდა ზუსტად ჩემს პირდაპირ და რასაც ჰქვია ყველა შეაწუხა, არცერთი წამით არ გაჩერებულა. თან რომ ატყობ ყალბ რეაქციებს და ნერვები უმაღლეს დონეზე გეშლება + ეგეთი ტიპაჟის გოგოების ატანა არ მაქვს. ქუდის ნერვიულად თამაში დავიწყე, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რამე არ წამომცდეს ჯობია წავიდეთქო, მაგრამ ამდენ ნაწვალებს წყალში ხომ არ გადავყრიდი.
5. გონორი: სწორედ ასეთ ხალხს აქვთ ყველაზე არანორმალურად გამაღიზიანებელი გონორი, აი ისეთი აბსოლუტურად წყნარად რო იყო, და ბოროტება არასდროს რომ არ გქონდეს ჩადენილი, რამეს გაგაკეთებინებენ. ვერღ აღვწერ რამდენი იწუწუნა ამ გოგომ, ტვინი გახვირტა უმაღლეს დონეზე. ამას ისევ, იმ ასაკოვანი წყვილების მოსმენა მერჩივნა, რომლებიც საყვარლად განიხილავდნენ, რას ნიშნავს ლოთი – იმას, ვინც ხშირად სვამს თუ იმას, ვისაც აკანკალებს სასმელის გარეშე თუ ორივეს? ერთი ბებო ძალიან პრადვინუტი იყო სხვათა შორის და იცავდა ვიღაც ტიპს, რომელსაც თურმე დიდი ხელფასი აქვს და როგორ შეიძლება ლოთი დაუძახო, მართლა ლოთი რომ იყოს ვინ გააჩერებდა სამსახურში და ვინ მისცემდა ამხელა ხელფასსო, მე ის ტიპი შორიდან დიდად არ დამევასა, მაგრამ ამ ბებოს ვბალელშიკობდი. ჩვენ კი დავუბრუნდეთ ,ბავშვს’, რომელმაც ახლა უკვე თავად დაურეკა მამამისს და აცნობა, რომ ჯერ კიდევ ელოდებიან! მერე დაამატა, რომ 2 ლარი ჩაურიცხოს 593-ზე, თან არანორმალურად რბილი ლ-ებით მეტყველებდა და გული შემეკუმშა, ჰაერი აღარ მყოფნიდა.
6. ისტერიჩკა ექთანი: რა ვქნა, ცოტა ვულგარული მხარე გავუღე ჩემს ფანტაზიას და მომეჩვენა, რომ ამ ანერვიულებული ექთნის მთავარი პრობლემა სექსის უკამრისობა იყო. გამოვიდა თუ არა ოთხარიდან, იმ წუთას ვკითხე აღარ დამადგება საშველითქო? ასე ,გოიმურად’ არასდროს ვიქცევი(და ხშირად ამის გამო ვიჩაგრები), მაგრამ ეს ახლა სპეციალურად გავაკეთე, ჯინაზე, იმათ გასაგონად. ხო უნდა გამოვიდეს პაციენტი, რომ შეხვიდეთო – ნერვიულად მიპასუხა ექთანმა, მერე კი მიუბრუნდა დედას და უთხრა, ცოტა ხანი უნდა დაიცადოთო. აი აქ ატყდა პანიკა… ,დედა’ ელაპარაკებოდა უცნობ დედა-შვილს ამ თავისი ,ბავშვის’ თ-ს პრობლემაზე(სახელი და გვარი დავიმახსოვრე ამ გოგოსი), უცებ ეს შენი ბავშვი გასტერვდა და მიახტა დედამისს – მოკეტე ეხლა, რო წაგიგდია ენა და ელაპარაკები მაგათ, ვითომ შენი დაქალი იყოსო, მოეთრიე აქ და დაჯექიო – არანაირი პატივისცემა ან არანაირი მორიდება არავის მიმართ… მარტო თვითონ იყო იქ ვითომ, მარტო თვითონ ჰქონდა პრობლემა(იმ წუთას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაბშე არაფერი სჭირდა, მაქსიმუმ -1 ან -2, დიდი შანსია ასეც იყოს, მაგრამ მერე, რაღაცეები გაირკვა). თან სწორად გამიგეთ, იმას კი არ ვამბობ, რომ – როგორ გაუბედა უფროსს – და მსგავს სისულელეებს, უბრალოდ, რატომ? რისი გულისთვის?
ბოლო ბოლო არ გრცხვენია შეჩემა? ორი შენხელა სათვალე მიკეთია. გვერდზე მოხუცია, საერთოდ ვერ იყურება თვალებიდან… კარგიი რა – ვფიქრობდი ჩემთვის და წარმოვიდგენდი, როგორ არ აწყენდა გემრიელი მიტყეპა ამ არსებას.
7. ,დარეკილიამ’ არ გაჭრა: გაგრძელდა რეკვები. დედასაც არ მოეწონა, რომ თურმე რაღაც ანკეტაა შესავშები და თან რიგის გარეშე არ იღებენ ,ბავშვს’. დაურეკა იმას, ვინც გამოუშვა აქ. იმას ეტყობოდა, რომ ესენი ასევე ვიღაცამ მიუგზავნა და უარი ვერ უთხრა, აქ კი იმხელა ვლასტი არ ჰქონდა, რომ ეგრევე მოეყომარებინა ყველაფერი და რაღაც გაუგებარ წინადადებებს ეუბნებოდა ტელეფონში ანუ როგორც ხდება ხოლმე – კლასიკა ჟანრა. დედა მიხვდა, რომ სხვა გზა არ იყო, მადლობები გადაოუხადა, ბოდიშიც მოუხადა შეწუხებისთვის და დაემშვიდობა – მერე უკმაყოფილომ დაამატა, მასე ,ჩემთანაც’(ეს სად არ ვიცი), არ იყო ცუდი ექიმიო, რაზეც მონსტრი ,ბავშვისგან’ მიიღო თვალების ბრიალი. როცა უკვე მემილიონედ იწუწუნა ამ გოგომ და პრეტენზიულად იკითხა – როგორ, ესენი ყველანი უნდა შევიდნენ და მერე უნდა შევიდე მეო? – ძალიან ცუდად გავხდი, ენაზე ვიკბინე, რომ არაფერი მეთქვა. ის ის იყო რამე წამომცდებოდა(თან წინადადებებს ვალაგებდი თავში, დელიკატურად მიმესხა თუ აგრესიულად, ვერ გადავწყვიტე), ექთანმა კარი გააღო და თქვა – შემობრძანდით და მშობელიც შემოვიდესო. თ-მ ისევ ვერ მოითმინა და აუ წავედით წავედითო ატეხა წივილ-კივილი, მისი საცოდავი ქმარიც კი გამოვიდა წყობიდან და ლამის იყვირა – ხო, მოიცადე ცოტა ხანი და წავალთო.
8. კულმინაციის მოახლოება: შევედი თუ არა რ-სა და მის ექთანს განვუცხადე, კიდევ კარგი მიშველეთ, თორემ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, რა ძნელია ასეთების ატანამეთქი. ეს საშინელი გოგო ვინ არის, გამაგიჟა ცუდად გავხდიმეთქი და დავამტე, ძალიან ძნლები არიან სულით პროვინციელებიმეთქი. აი აქ უკვე საბოლოოდ გაიყარა ჩემი და ექთნის გზები, ჩათვალა, რომ მე ვარ ცუდი, ბოროტი და ასე შემდეგ. კი მაგრამ რა მოხდაო… მეთქი ააწრიალა ყველაფერი, თითქოს მის გარდა პრობლემა არავის ჰქონდეს, აკ კინაღამ კარი შემოანგრიეს და ცუდად გამხადესთქო. მე ვიფიქრე რამე კიდევ ხომ არ მოხდა, ასე აგრესიულად რომ განეწყვეთო – არა, ესეც საკმარისი იყომეთქი. რ-მ რომელმაც პირველად ცივად მიმიღო, რადგან ისე უბრალოდ(მეც უაზროდ მომივიდა), რამდენიმე მისი ნაცნობი ადამიანი ვუხსენე, ახლა უკვე დამოკიდებულება შეცვალა და დათბა – ეჰ, თქვენ არ იცით დღეში რამდენი ეგეთის მიღება მიწევსო. მითხრეს აქ დაწექიო და რაღაც საშინელება(თურმე გამაყუჩებელი) ჩამაწვეთეს, თვალები ამეწვა… სკამზე გადმოჯექიო და თან ექთანმა დაიძახა, მშობელი სად არისო(ესენიც მაგრები არიან, ცოტა გაუგებრად კი თქვეს), იმათ ეგონათ, რომ ჩემ მშობელს ეძახდნენ და ,დედამ’, მე მაგისი დედა არ ვარო… ვიცით ქალბატონო, თქვენ გეძახით, რომ აგვიხსნათ რაშია საქმეო.
მე-9 სართული – მარაზმის პიკი: რ.თ.-მ ჰკითხა აბა ქალბატონო, რა არის ასეთი საჩქარო მითხარითო და დაიწყო…
-ბავშვს უცებ გაუუარესდა მხედველობა – დაიწყო დედამ.
-რამდენი წლისაა ბავშვი? – იკითხა რ-მ
-20-ის. რაღაც პერიოდის წინ გვყავდა ექიმთან და ბოლო 2 ხაზი ვერ დაინახა.
-მერე რა – ღიმილით თქვა რ-მ. ბოლო ორი ხაზის ვერდანახვა აი იცით როგორი არაფერი არ არის? ახსნაც ძნელია
მარტო ბოლო ორ ხაზს რომ ვერ ვხედავდე რა ბედნიერი ვიქნებოდი
-ეს ადრე იყო. ახლა კი ერთი 4 დღის წინ უცებ ვერ დაინახა კარგად და შეგვაშინა. 5 დღეა რაც გათხოვდა ბავშვი, მე კი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ… -აქ რ-მ შეაწყვეტინა.
-მერე აქამდე რატომ არ მოიყვანეთ?
და იცით სად ჰყავდათ პირველ რიგში ,ბავშვი’?
არსად? -არა.
რომელიმე სხვა თვალის ექიმთან? – არა.
ბევრმა შეიძლება დიდი ხანი იფიქროთ და ვერ მიხვდეთ, მაგრამ აი შენ სწორად მიხვდი… დიახ, დიახ – გინეკოლოგთან!
რატომ? როგორ თუ რატომ… ბავშვი ხომ 5 დღის წინ გათხოვდა, ესე იგი სექსი ჰქონდა და ეს ხომ ,ხიხიაა’, ალბათ მაგის გამო დაკარგა მხედველობა, აბა როგორ შეიძლება სექსი, თან დედა წინააღმდეგი იყო
მაგრამ ეს ყველაფერი როდია, მთავარი წინ არის მეგობრებო…
-ჯერ გინეკოლოგთან გვყავდა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მერე ნევროპათოლოგთან, ძალიან განერვიულებული იყო ბავშვი – აღნიშნა დედამ. -მე ვერაფერს ვერ ვხედავდი და ყურაბამდე გაღიმებული ვიჯექი, სულ არ მაინტერესებდა მხედავდა თუ არა ის ქალი. ღიმილი ვერც რ-მ შეიკავა.
-კი მაგრამ, ლოგიკურად თუ მივყვებით, როცა გოგონას მხედველობა რადიკალურად გაუუარესდა, ჯერ თვალის ექიმთან უნდა მოგეყვანათ…
-ხო, მაგრამ ბავშვი გათხოვდა, არა მე კი წინააღმდეგი ვიყავი, ქალაქში გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთამენთი და…
-სოფელში გათხოვდა? – იკითხა რ-მ.
-კი, ეს ბიჭი სოფელში ცხოვრობს, არადა დედისთვის როგორია, ხომ წარმოგიდგენიათ, ქალაქში, მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთმანეთი.
იმ მომენტში, რა მოძრაობები გავაკეთე არ ვიცი, ზურგით შემოვტრიალდი და როგორც შემეძლო სიცილს ვიკავებდი. ყოველგვარმა სიბრაზემ გამიარა. ფხუკუნისგან ცრემლი მომდიოდათქო ვერ ვიტყვი, რადგან ცრემლი ისედაც მომდიოდა წამლისგან. ამას აღარ ველოდი, დავიშოკე – მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, გაზულუქებული გათამამებული გოიმის გოიმი, ქალაქში გაზრდილი, თან თურმე მე-9 სართულზე! და ეს მაგარი რომ ჰგონია. შემიყვარდა ის გოგო და პარალელურად ძალიან შემეცოდა მისი ქმარი, შემეცოდა ჩვენი ქვეყანა…
ცოტა ხანი რ-ც შოკში იყო, მაგრამ ყოჩაღი ქალია. კარგით გასაგებიაო – უთხრა დედას და აუხსნა, რომ მას რაც შეეძლო გააკეთებდა. კონსულტაციის ფულს არ აიღებდა, მაგრამ რაღაც პროცედურები გადასახდელი მაინც იქნებოდა. იმ საწყალმა ქალმა, რაღაც თანხა ამოიღო საფულიდან ამის მეტი არ მაქვსო(მომკალით და მგონია, რომ ფული არ იყო მათი პრობლემა და საერთოდ არც იმ გოგოს მგომარეობა იყო, საგანგაშო, უბრალოდ, ,ხასიათით’ მოსდიოდათ ასე, მაგრამ თას ვერ დავდებ და ვერც დავრჩებოდი გასარკვევად, მეჩქარებოდა). ესენი დაფაცურდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება შეღავათი გაეწიათ. რ-მ აუხსნა, რომ თავიანთი მოვალეობა უნდა მოიხადონ, უპირველეს ყოვლისა თვალები უნდა შეუმოწმონ და მერე იფიქრონ ნევრეოპათოლოგზე და ასე შემდეგ. ბოლო ბოლო ქალი წავიდა ანკეტის გასახსნელად. ის კი არ იცოდნენ, რომ რაღაცის ჩაწვეთების მერე, მინიმუმ ნახევარი საათი კიდევ დაცდა მოუწევდათ და ესეც მხოლოდ პირველ ეტაპზე
კაკა გავარიტსა – როგორც იქნა დავრჩით მარტო
საკმაოდ კარგად ავაყოლეთ მე და რ-მ. ექთანი იბღვირებოდა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექთანზე კეთილი, ყურადღებიანი და სამართლიანი ვარ მეც და რ-ც ეგრე იქნება. უბრალოდ, ობრაზი ეჭირა ამ ექთანს, თან მე აღარ ვევასებოდი. მე და რ-მ კი მართლაც კარგად ავაყოლეთ რაღაცეები, ალბათ გაცივდა მე-9 სართულზეთქო ვთქვი და ბევრი კიდევ მსგავსი და უკეთესი, აღარ მახსოვს, რაც არ უნდ იყოს, პარალელურად თვალზე რაღაც დანადგარი მედო
რ-ს ეცინებოდა, თან ამატებდა ღმერთო მაპატიეო, თავის გაჭირება ეყოფათ, სი გოგოც ცოდოა უცებ დაკარგა მხედველობაო, იმედია სერიოზული არაფერი იქნებაო. მეც შემეცოდა ყველა, მთელი ის ოჯახი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი სერიოზული არ იყო, და იმედია ასეცაა. აი კიდევ თუ მივალ ამ კლინიკაში კონტროლზე, ვიკითხავ მერე. გინეკოლოგთან მიყვანამ და მე-9 სართულმა გადაფარა, როგორც შემდეგ რ-მ დაახასიათა ჩემი ,ძალიან სუსტი თვალები’ და ,ძალიან დაზიანებული ბადურა’. კარგ ხასიათზე დავშორდით ერთმანეთს. გადავწყვიტე, რომ თუ სხვა ბინაში გადავალ, აუცილებლად მე-9 სართულზე უნდა იყოს. 3 საათში ლინზების ჩასმის ნებართვა მივიღე და ლუდის დასალევადაც წავედი.
პ.ს.
მონსტრ ბავშვსა და დედას კი, მთელი გულით ვუძღვნი შესაფერის სიმღერას
რანი ვართ… საიდან მოვედით? თოვლი მოდის, არე მარეეე…
ადვოკატის როლში შესული, ჩემი სახლის ასე თუ ისე სიახლოვეს მდებარე ,საქსეროქსოში’ წავედი პრინტერიდან რამდენიმე ფურცლის ამოსაბეჭდად და საჭირო დოკუმენტებისთვის ქსეროასლების გადასაღებად. იქ მისულს, რუსული აქცენტის მქონე ტიპი, რომლისაც არის ეგ ,საქსეროქსო’ გასიებული თავით დამხვდა, ტელეფონზე საუბრობდა და აჩქარება არც უფიქრია, არადა მე ცოტა არ იყოს მეჩქარებოდა. გავიგე, რომ გუშინ სადღაც დალია ძმაკაცებთან ერთად. მერე გზაში ერთად ორნი დარჩნენ და უყიდიათ კიდევ თითო ლუდი ბალტიკა, ბოლოს კი პოპულიში თითო არგო. ახლაც არგო ედგა და წრუპავდა, იმ მესამე ძმაკაცსაც ურჩია, სიკვდილს ჯობია შენც დაითრიო ლუდიო. ისე შემომხედა, მივხვდი უნდოდა, რომ რამე მეთქვა და მეც, განსაკუთრებული აქცენტით ვკითხე – პახმელია? – უუუფ, ტიჟოლაიაო მიპასუხა.
ამ დროს, შემოვიდა ქალი… უცებ ძალიან მომაგონა ვიღაცა… მანანა არჩვაძე გამსახურდია? ვიფიქრე… მაგრამ არა, როგორც ჩანს უბანში მინახავს იქამდეც, ვიღაცას მაგონებდა ძალიან და ვერ გავიხსენე ვის. მიესალმა იმას(სახელს არ ვიტყვი მაინც), ტკბილად გაცვალეს ერთი-ორი სიტყვა, რუსულნარევი ცხადია. ქალმა გამოაცხადა ტრიოხკრატნაია ბაბუშკა გავხდიო(თუ რაღაც ეგეთი, იტოგში მესამე შვილიშვილი მეყოლაო), იმან მიულოცა. ამასობაში ძალიან ,პლავნად’ გადავიწიე მე მეორე პლანზე, არანაირ რიგის დაცვაზე, ბოდიშის მოხდაზე, მადლობაზე და მსგავსებზე საუბარიც კი არ იყო, ვითომ ასეც უნდა მომხდარიყო…
ნუ კაი, ეს გავატარე, ცოტა მინახავს მსგავსი სიტუაციები ან უარესები თუ რა? თან მაინც ,ჩაგრულ წესიერად’ ვრჩები ხოლმე და იშვიათად გამოვდივარ ასეთ დროს წყობიდან, რომ იქვე რამე ვთქვა და გადავწყვიტე ნერვების მოშლას აზრი არ აქვსმეთქი. მობილურს დავხედე და ვიფიქრე, თუ რამე დიდს გააძრობს, ჩუმად წავალ სხვა ადგილასთქო, მაინც გავბრაზდი. ორი ფურცელი მინდა სულო, ,საშობაო ეპისტოლეო’ და ფლეშკა მიაწოდა… ძლივს იპოვეს ეს ფაილი, რაღაც უკბილო, უნიჭო ხუმრობები გაცვალეს და ბოლო ბოლო პრინტზე გაუშვეს. თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო მთავარი…
ქალი იცით რა მასტი იყო? აი, შარიანი ბიჭები რომ ევასება, მუშტის მბრახუნებელი, ცოტა წამალი, ცოტა ისა, ცოტა ესა… ,ნამდვილი კაცი’ რა რასაც ჰქვია ქართული გაგებით და სულ რო ტანჯული ყოფნა მოსწონს, მერე ამ თემის გარჩევა და ასე შემდეგ, როლშია ერთი სიტყვით. უჭირავს მედიდური, პატივცემული ვიდი, აგოიმებს ამ ქსეროქსას, ესეც თავის პონტში როლშია, არ უტეხავს და მოწიწებით ელაპარაკება და ის ჭკუაზე არ არის სიხარულისგან, იფერებს. ერთი სიტყვით, ეს მარაზმი გავშიფრე უცებ და ამ დროს ქალმა დაიწყო საუბარი:
-მესამეც ბიჭია, წარმოგიდგენია? სამი შვილიშვილი მყავს და მესამეც ბიჭი, არადა გოგოზე ვოცნებობდი, როგორ ვთქვა და ცოტა მეწყინა კიდეც.
-ეტა ნიჩივო, თავად მშობლებს ტუ გაუკარდათ? – აქცენტით იკითხა ქსეროქსამ.
-იმათთვის სულ ერთი იყო.
-ხო, ჩემი ძმაკაციც გოგო უნდოდა და მეოთხე ბიჭი შეეძინა, გაგიჟდა კინაღამ, მაგრამ რა ქნას.
აი აქ, პაუზა უნდა ავიღოთ და ესოდენ საინტერესო დიალოგი გავწყვიტოთ. ქსეროქსას ძალიან უყვარს სიტყვა ,ძმაკაცების’ გამოყენება, თან სასაცილოდ ამბობს ამ სიტყვას. ნუ ვაბშეტა ცუდი ტიპია არაა, ჩუვაკია, პროსტა გამოყლევებული. მთავარი კი ის არის, რომ სინამდვილეში ეგ შენი ძმაკაცები ჰყავს 2-3, არადა ისე ამბობს ხოლმე და ისე ყვება, გეგონება ჯარზეა საუბარი. ამაში ცუდი არაფერია, მეც 2-3 თუ მყავს ჭეშმარიტი ძმაკაცი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ სასაცილოა ის, თუ როგორ საუბრობს ,ძმაკაცებზე’ თავად ქსეროქსა.
დავუბრუნდეთ დიალოგს, სადაც კულმინაციას მივუახლოვდით. ქალის პასუხი იყო ისეთი, რომ მუხლები მომეკვეთა ლამის: ,,ხო, სულ ბიჭები მოდიან… გარკვეული კანონზომიერებაცაა. რას ამბობ კაცო, აფხაზეთში ისეთი ვაჟკაცი და ანგელოზივით ბიჭები ამოწყდნენ, ისეთი კარგები რომ… ისინი რომ ყოფილიყვნენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ესენი ესე ვერ იბლატავებდნენ… ვინ არიან საერთოდ ესენი, საიდან მოვიდნენ…”. ეს ბოლო სიტყვები ისე დამცინავად და ჩირქიანად თქვა, რომ წიხლისქვეშ მომინდა გაგდება ამ ქალის, არ ვმალავ, რა ვქნა. ვიფიქრე, დავუწყებ ახლა ლაპარაკს, შენნაირების ბრალია ამ ქვეყანას დედა რომ აქვს მოტყნულითქო, მაგრამ მივხვდი არ ღირდა, მაინც ვერ შეიგნებდა, მეც ნერვები მომეშლებოდა და მერე კიდევ მე გამამტყუნებდნენ ეს ბნელები. რატომღაც შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვიფიქრე, რომ მისი სიძის გარდა, ეს ბოღმა და ჩირქი მეც მეხებოდა და ბევრ თქვენგანსაც, ვინც ახლა ამას კითხულობთ. საერთოდ აღარ მინდა აფხაზეთზე და დაღუპულებზე საუბარი, ნარკომანებზე, მანქანის ქურდებზე და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ მართლა ბევრი კარგი ბიჭიც დაიღუპა და იმათი ხათრით არ ღირს ამის გარჩევა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს ამაზრზენი ქალი ,კარგებში’ სწორედ ცუდებს გულისხმობდა და არა კარგებს. როგორც ამბობენ, იქ უნდა ყოფილიყავით, რომ ეს ყველაფერი კარგად აღგექვათ, რა საშინელი აურა თუ რაღაცა იყო.
ვინ ჩვენი ფეხები ვართ? საიდან მოვედით? ,კაი ბიჭების’ ადგილები რატო დავიკავეთ და სულ ბიჭები რატომ გვიჩნდება? მოკლედ ბანძებმა წამოვიწიეთ წინა პლანზე რა… წარმოგიდგენიათ რა ჩამყაყებული ფსიქიკის მატარებელი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში? წარმოგიდგენიათ როგორი იყო ის თაობა და როგორია ბევრი დღესაც? და კიდევ გიკვირთ რომ ამ ქვეყანას არაფერი შველის? მე არა, დიდი ხანია არა.
ამით ყველაფერი არ დასრულებულა, სანამ მე კბილებს ვაკრაჭუნებდი და ბრაზს ვიკლავდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ის ქალი უცებ გადახტა ,იკრაზე’ და ხიზილალაზე საუბარი გააბეს. გაირკვა, რომ ქალს შავი უყვარდა, ქსეროქსას წითელი. გაირკვა რომ აბსოლუტურად ყველა ხიზილალა ნაგავია, გარდა რუსეთიდან ჩამოტანილისა და როგორც ხდება ხოლმე უცებ გაიხსენეს გენიალური ფილმი ,ივან ვასილევიჩ მენაიტ პროფესიუ’. რასაკვირველია ფილმი გაიხსენეს არა იმიტომ, რომ მართლა რამე კარგი ეთქვათ და ნამდვილად ბრწყინვალე ფილმის რომელიმე მომენტით სწორი კუთხით დამტკბარიყვნენ, არამედ… ,იკრა ზამორსკაია’ რომ ეხსენებინათ პატარა რომ არის და ამის ხსენება რატომ იყო საჭირო? დიააახ, სწორად მიხვდით, ქართველების საყვარელი მომენტი, როცა ამბობენ, რომ – მამაჩემს(როგორც წესი მამა ფიგურირებს) ვედროობით ჩამოჰქონდა, იმდენი იყო, რომ დედაჩემი ყრიდა, არავინ ჭამდა და ფუჭდებოდა… ეს თუ რ ითქვა რაა მამული. თუ დამწყები ხართ ვინმე და გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ყრიდნენ და ვინმეს რატომ არ ეხმარებოდნენო, არ დასვათ ეს კითხვა, სატოპკეა – მაშინ ხომ ყველას ყველაფერი ჰქონდა
იმ ქალმა დაამატა – უფასოდ ვსწავლობდით, უფასოდ ვისვენებდით, ცხელი წყალი გვქონდა, სინათლე გვქონდა, გაზი გვქონდა, ყველაფერი კაპიკები ღირდა, იკრა გვქონდა, მაგრამ… მაინც არ გვინდოდა, მონები ვიყავითო ამბობენ და ახლა სამაგიეროდ ხომ ვართო… და აღარ დაამთავრა. ამოიოხრა და გააჯვა. დიახ, გააჯვა, ზოგადად არ ვარ უზრდელი, თუ დამიჯერებთ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ჩამყაყებული ტექსტის მეათასედ მსომენით შეუგნებელი ადამიანებისგან და იმ მომენტში რაც იმ ქალმა გააკეთა, სწორედ ეს იყო – გააჯვა.
ბოლო ბოლო, ჩემი რიგიც მოვიდა. ჩუვაკს იმ წუთას ფეხებზე ეკიდა ეპისტოლეც, იკრაც, აფხაზეთიც… იმენნა პახმელიაზე სურდა საუბარი და გუშინდელ ღამეზე, რადგან მისი ორი ძმაკაციდან ერთს ისევ ეძინა, მეორემ კი წეღან ნახუიზე გაუშვა. შესაბამისი პოზით და ჯღანვით წრუპავდა თავის არგოს და მელაპარაკებოდა – ძველი ბიჭები კიდევ თუ არსებობდნენ არ ვიცოდი – სასაცილო აქცენტითა და ბავშვური აღშფოთებით მითხრა. მე სრული სერიოზულობით ვუპასუხე – კი, ახალი ტალღაა წამოსული, ისევ წამოყვეს თავიმეთქი. არაო, ჩემზე ერთი წლით პატარებიო, საუბარში გავარკვიე გუშინო. საქმე რაში ყოფილა:
-კაროჩე, პლეხანოვზე, აი ბავშვების თეატრი რომ არის ხომ იცი? (მე თავს ვუქნევ) მანდ ცხოვრობს სამი ზანგი მაგარი მუტელი. პლეხანოვზე სულ სეირნობენ და ჩვენც ზაკაზად, დალევის მერე დავაწექით, გაიჩითნენ და გავყევით. ეზოში რომ შეუხვიეს, ვიღაც ბიჭები იდგნენ და იმათ ვკითხეთ, ეს მუტლები ვინ არიანო, თან იცი რა მაგრა აცვიათ?(და მითხრა რაღაც კრეტინობები, რაც დავასკვენი, ელასტიკები აცვიათ, შემოტკეცილი და ჭრელი რაღაცეები) ჰოდა, დაიწყეს კაჩაობა, რა უბნელები ხართო და რაღაცეები… ჰეჰ, მეთქი თქვენ სად იყავით მე რომ ვკაჩაობდი. – აი ამ ბოლო სიტყვებზე ვერაფრით ვერ შევიკავე ღიმილი, მაგრამ ვერ დაინახა.
რას კაჩაობდი, სად კაჩაობდი… 5 თეთრს იღებ ქსეროქსში შეჩემა, იცხოვრე ნორმალური ადამიანივით და დაეტიე შენს კანში რა. ისეთ ტიპებს უნდა ჯობდე და ერეოდე, ის კი არ უნდა გინდოდეს რომ ჰგავდე… კი არსებობენ ეგეთებიც ,გამოსწორებულები’, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ქსეროქსა არაფერსაც არ კაჩაობდა არასდროს არა? თან ისე სასაცილოდ თქვა ესეც… ხომ ვამბობ, კაი ჩუვაკია, პროსტა ცოტა გამოყლევებული.
ბოლოს სინანულით დაამატა: ,,ჩემი ძმაკაცი დაჟე იქსპიატით მივიდა იმ ზანგებთან, თან მაგან ინგლისური მაგრა იცის, მაგრამ არაფერი გამოვიდა”. ბოლომდე გავმხიარულდი, სულ აღარ მახსოვდა აფხაზეთი. თუ ,დაჟე იქსპიატით’ მივიდა და თან ინგლისური მაგრა იცის, იასნია ,შოკოლადკები’(ასეც უწოდა) მანქანაში ჩაუხტებოდნენ ეგრევე. როგორ ბნელა ეს დედამოტყნული ჰა? ![]()
გავიგეთ, მიშას ჩამოუყვანია ეგენიო და სამინისტროში თუ სადღრაც მუშაობენო, ჩაიცინა, მერე ისევ დასევდიანდა და ფიქრი გააგრძელა, ალბათ იმაზე თუ X5-ის მერე რითი უნდა მისულიყვნენ ,ძმაკაცები’(ლოგიკურად X6-ით). მე წამოვედი, სასამართლოში მეჩაქრებოდა. სამართალი… ეს კიდევ ცალკე თემაა, სასაცილო ან სატირალი.
პ.ს.
გუშინ ღამე ჩემი ქუჩის დასაწყისში პური ვიყიდე, ბარდნიდა, ქუჩის შუაში რომ ვიყავი მისული, ვიღაც გოგო, სადღაც ,ტრიცატსჩემტა’ მიუახლოვდა თავის ბმვ-ს, თან ტელეფონი მიიტანა ყურთან და უცებ დაბოხებული, აცეტებული და ტყლარჭია ხმით თქვა: ,,თოვლი მოდის არე მარეეე… განა მართლა, რას შვები? ა პატომ? კაი, მაშინ მოვდივარ”. ეს ყველაფერი თქვა დაახლოებით 6-8 წამში. იმ მონაკვეთში და შესაძლოა მთლიანად ქუჩაზეც, მხოლოდ ჩვენ ვიყავით იმ მომენტში. არ ვიცი ქალს ელაპარაკებოდა თუ კაცს, არც აქვს ამას მნიშვნელობა. კითხვებს სვამდა და პასუხებს არ ელოდებოდა, ძალიან აცეტებული იყო, ხმას იცვლიდა, იტყლარჭებოდა, თან ბმვ ჰყავდა ანუ ყველა წინა პირობა ჰქონდა ქალს იმისა, რომ მე არ მომწონებოდა, თან ძალიან არ მომწონებოდა, მაგრამ გულიანად გამეცინა და გავხალისდი… ეს იყო მშვენიერი არსება. შეიძლება მაგარი ქენქერა გოგო იყო, შეიძლება უპასუხისმგებლო, ბოროტი, შტერი(ბევრი ცუდი შეიძლება ვივარაუდოთ, ყველაზე უარესიც რომ ყოფილიყო)… შემეცით და აი ისეთ ქალებს მირჩევნია, მილიონჯერ მირჩევნია!
პ.პ.ს.
და საერთოდ, ბოლო დროს მოკლეთმიანი გოგოებიც მომწონს, ადრე არ მომწონდა… მაინც ვთვლი, რომ ქალში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გრძელი სწორი თმაა, მაგრამ ბოლო დროს აშკარად დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე, რომ თუ გოგოს კარგად აქვს თმები მოკლედ, უხდება, ძალით პროტესტის და ძალით რაღაცეების გამო არ აქვს შეჭრილი, ძალიანაც მომწონს. ვაბშე გემოვნება შემეცვალა, შაქრიან მაკარონს ვეღარ ვჭამ ამის დედა ვატირე.
მე მიყვარს ბარნოვა
ეს არის პოსტი, რომელიც ლიტ.ჯიზე ჩემი ბლოგისთვის დავწერე. შესაძლოა, ძალიან ხანმოკლე იყოს ჩვენი ურთიერთობა, რადგან რაღაც მურამი არ მაქვს და თითქოს საჩემო არაა ეს ფორმატი, მაგრამ პოსტი გემრიელია და ზერელედ არაფრის კეთება არ მიყვარს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გირჩევთ თვალი მიადევნოთ http://blog.lit.ge/ -ს ბევრ საინტერესო და სასიამოვნო პოსტს აღმოაჩენთ, თან ჯერ ახალი დაქოქილია.
ესეც ჩემი პოსტის ლინკი და შემდეგ, თავად პოსტი(იქ კომენტარები რატომღაც დახურულია):
http://blog.lit.ge/giorgi-kakabadze-blog/
მე მიყვარს ბარნოვა
მე მიყვარს ბარნოვა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, არჩილას კლასელი. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ 12-13-ის, როცა არჩილ კობახიძე გავიცანი. მე ძველბიჭობისკენ მიმავალი გზა ნებით თუ უნებლიედ მივატოვე, მაგრამ მცირე, სასაცილო ელემენტები, ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა. არჩილა კლასელებზე ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ბარნოვა იყო.
საინტერესოდ გავიცანი. ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდით, ბარნოვზე (ჩემთვის დღემდე ასეა). არჩილას უშველებელ კორპუსში ლიფტი იმ დღესაც არ მუშაობდა, მაგრამ შუქი მაინც არ იყო და მერვე სართულზე ასვლა-ჩასვლა ფეხით გვიწევდა. გაციებული ვიყავი. თუმცა ფეხბურთის თამაშზე უარს რა მათქმევინებდა. გავიგე, რომ ბოლო-ბოლო ჩვენთან ერთად წამოსვლა ბარნოვასაც გადაუწყვეტია. აღვფრთოვანდი, იქამდე რაღაც ისტორიები მქონდა მასზე მოსმენილი, კლასის ჩხუბები, შელაპარაკებები… მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხვდებოდით თუ რა იდიოტობაა ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად იმ ისტორიამ მომხიბლა, როდესაც ბარნოვას მზერა მერხზე, რომელიღაც მელნის ვირტუოზის მიერ დახატულ ასოზე, გაუჩერდა. ამ დროს კი მათმა ერთმა ძალითმოძველბიჭო და ენაკვიმატმა კლასელმა ჩამოიარა და იკითხა – ვა, ბარნოვ სარკეში იყურები?
მოკლედ, არჩილამ სახლში ბარნოვას უხმო და აღარ მახოვს, როგორ, მაგრამ გავიგეთ, რომ უკვე სადარბაზოში იყო. რაღაც ძალიან უშნო, ვიღაცის ნახმარი ქურთუკი მეცვა, ქუდი ირიბად მეხურა, გაციებული ვიყავი, როგორც ყოველთვის ქრონიკული სურდო მაწყუხებდა და ჩემი განუყრელი ატრიბუტი ცხვირსახოცი თან მახლდა. სწრაფადვე გავვარდი სადარბაზოში, თავის გამოდება მინდოდა. არჩილა მიხვდა, რომ რაღაცას ვაპირებდი და გამომეკიდა. მაშინ სწრაფად დავრბოდი, სანამ თავადვე არჩილა მომტეხდა ფეხს ფეხბურთის თამაშისას, წლების მერე. კიბეებზე ცოტა შეშინებული იერის ბიჭს შევეჩეხე. ვერც კი მოვიფიქრე, რომ ცხვირსახოცი მომეშორებინა და ისე მელაპარაკა და პირდაპირ ვაჯახე: კაი კაცი ხარ? – ბარნოვა დაიბნა, დაახლოებით სამი წამის შემდეგ კი მკითხა: – კობახიძე მოდის?
მე გამეცინა. არჩილაც დამეწია, ისიც იცინოდა, ბოლო რამდენიმე საფეხურზე ჩამოხტა და ხელი მკრა, თავი დაანებეო. მერე სიცილით იხსენებდნენ, ცხვირსახოცით რომ გაიჩითე და საერთოდ რას ჰგავდი, რა გინდოდაო. თან ბარნოვამ თუ რამე ამოიჩემა, მთელი ცხოვრება გაიმეორებს და გაიხსენებს. ძალიან უცნაური, კირკიტა, კომპლექსიანი და რასაც ჰქვია რაღაცნაირია ბარნოვა. მას თავისი მიდგომები აქვს, მაგრამ ის ჩემი ახლო მეგობარია და როგორიც არის, აი ისე რაღაცნაირად მიყვარს მეც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვლანძღავ. ბარნოვას არასდროს არ დავუძახებ გასაჭირში, არასდროს არ ვთხოვ ფულის სესხებას იმიტომ, რომ ყოველთვის ბარნოვად დარჩეს ჩემთვის. აი იმ ბარნოვად კობახიძე მოდისო, რომ მკითხა.
2002 წლის მარტი იყო, ასე მახსოვს. სან სიროზე იუვენტუსი ინტერს ხვდებოდა და ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. მთელი დღე ვნერვიულობდი… ასეთი თამაშების ყურება მარჩელო ლიპისა არ იყოს, ჩემთვის, მარტოს, მიყვარს. როცა ყველაფერს დეტალურად ამჩნევ. ლიპიც ასე იქცევა, ტელევიზორში უყურებს ხოლმე მატჩებს, როცა თავად არ უწევს მინდორზე ყოფნა, ხოლო თუ უწევს, მერე ხშირად ჩანაწერს უყურებს. მაშინ იუვენტუსის მწვრთნელი იყო და თავისი სიგარაც ხელში ეჭირა. მატჩის მნიშვნელობაზე საუბარიც არ ღირს.
ორივე გუნდში ცვლილებები იყო და ორივეს წარმატების იმედი ჰქონდა. იუვეში ბუფონი, ტურამი და სხვანი გამოჩნდნენ. ინტერში მატერაცი, ტოლდო… ეს ის ტოლდოა ჰოლანდიასა და მსაჯს ნახევარფინალი, რომ მოუგო და მერე დელ პიეროსთან ერთად ფინალი წააგო საფრანგეთთან. ისტერიული სიცილი მქონდა ბოლო წამზე გოლი, რომ გაიტანეს ფრანგებმა. მეორე უკვე დროის ამბავი იყო. იტალიის ხასიათი ხომ ზეპირად და გრძნობით ვიცი, იმ მოგებულ თამაშს ეგენი ვეღარ მოაბრუნებდნენ. ისე კი, როგორ ვთქვა და ინტერში, მალევე დამჭკნარი, ტოლდო შეიძლება ,თვით იმაზე’ ნიჭიერიც კი იყო, ვიმეორებ – შეიძლება.
ალესანდრო დელ პიერო კი ის კაცია, მილიონობით ადამიანს ფეხბურთი სიგიჟემდე რომ შეგვაყვარა. ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი, რომელიც შედგა, მაგრამ შეეძლო, ორჯერ მეტიც ყოფილიყო. იქამდე სხვები გავიცანი, იქამდე გავხდი გულშემატკივარი, მაგრამ დელ პიერომ ამ ყველაფრის გემო გამაგებინა და რაც მთავარია მისი წყალობით მივხვდი, თუ როგორ შეიძლება გრძნობდე ფეხბურთს და როგორ ცხოვრობდე მისი საშუალებით. უბრალოდ, ბარში ლუდისა და გინების თანხლებით კი არ უყურებდე გამორჩეულ მატჩებს, ძირითადად პრემიერლიგიდან. ფეხბურთზე სერიოზული კამათი და იმის თქმა, რომ ამით ცხოვრობ და როგორც გურჯებმა იციან ,ვიღაც გადამთიელების’ ქომაგი ხარ, კი არ გეთაკილებოდეს. არამედ, პირიქით, მთელი ამ პროცესით, პრინციპებით, თითოეული მატჩით ცხოვრობდე და ბოლომდე ჩართული იყო. სიამოვნება ერთი კონკრეტული მომენტისგან მიიღო და დაინახო განსხვავება რეალურ, ბუნებრივად, ნიჭიერსა და ცარიელ ფიზიკურ მომზადებას ან მონდომებას შორის.
დელ პიერო ხატავდა, ამიტომაც შეერქვა პინტურიკიო. ავოკატო ანიელიმ იხუმრა, არადა რამხელა სიმართლის მარცვალი იყო მის ხუმრობაში. მერე რა, რომ ბოლომდე რაფაელი ან უფრო დიდი თუ ვერ გახდა. მას ეს შეეძლო, დასანანია, რომ ვერ მოახერხა, მაგრამ რაც დახატა, ისიც საკმარისია. მოდით, ახლა მართლა ნუ მომაყოლებთ ვინ არის დელ პიერო. დღეს ბავშვებს პედრო ფეხბურთელი ჰგონიათ, არადა ჩემს ბავშვობაში პედრო რეზინა იყო, საღეჭი. დელ პიეროზე კი იცინიან, სამწუხაროდ ზოგიერთი უფროსიც, მაგრამ იმათმა ხომ, სწორედ ის არ იციან, რაც ჩვენ ვიცით. რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ფეხბურთით ვცხოვრობთ და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვგულშემატკივრობთ – ინგლისს, გერმანიას, იტალიას, ბრაზილიას, არგენტინას, ჰოლანდიას თუ სხვას. ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს და ფეხბურთი ვიცით, ფეხბურთი რომელიც დაარსების დღიდანავე არ იყო უბრალოდ სპორტი, გართობა და თამაში. ჩვენ, თუნდაც მცირე რაოდენობით, ყველა გუნდის თუ ნაკრების ,ბანაკში’ ვართ. ისინი კი ტოტის გააღმერთებენ; გაიკრავენ ჩავის, ხავის, შავის პოსტერს; ლუდს დალევენ; შეიგინებიან; საჯარიმოში მანჩესტერ სიტის თაჩებს, ჩარლი ადამების ქროსებს და დელივერებს დაითვლიან; ფენტეზიში შემადგენლობას დააყენებენ და მათი ფეხბურთიც ხომ ესაა.
პირველი ტაიმი იყო, ანგარიში თანაბარი. იუვენტუსს ძალიან სჭირდებოდა გოლი. საკუთარი ქომაგებითა და იუვეს სიძულვილით შეგულიანებული ინტერი აგრესიულად თამაშობდა. უცებ, მარჯვენა ფლანგზე ვიღაცამ ჩაირბინა, არ მახსოვს ვინ, დაბალი ბურთი გაჭრა და… ცოტა ხანი ვფიქრობდი თუ რა მოხდა. მერე, აი ის ყველასთვის ნაცნობი რამ დამემართა – ჟრუანტელმა დამიარა, გავბრუვდი, წამოვდექი, სიარული დავიწყე, რაღაც სიამოვნების მსგავსი გრძნობა მიღიტინებდა მუცელში, თან სევდანარევ თვალებს ვაცეცებდი. გონზე მოვედი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მოხდა. დელ პიერომ კიდევ ერთი სამუდამო შედევრი დახატა, რომელიც ჩემს გონებაში მარადჟამს საპატიო ადგილას იქნება გამოფენილი. მას ჰქონდა დრო და ცოტა სივრცე, მაგრამ პინტურიკიომ ქუსლით! დააკვირდით… ერთი შეხებით, ქუსლით, სცადა დაბალი(!) ბურთის საოცრად კარგ ფორმაში მყოფი ტოლდოსთვის თავზე გადაგდება. რაც მთავარია, ეს ოსტატური დარტყმა გამოვიდა და კარშიც მიდიოდა, მაგრამ ტოლდო არ მოტყუვდა, წამით თითქოს წინ კი დაიძრა, ხელის შესაშლელად, მაგრამ მერე მიხვდა, დაინახა, თუ რა მოხდა არ ვიცი, ადგილზე დარჩა და ბურთი ხელებში დაიჭირა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს, რომელსაც პრაგმატულად მოაზროვნე უგრძნობი ადამიანები ვერასდროს მიიღებენ, მაგრამ რომელიც მათგან განსხვავებით სამუდამოდ იცოცხლებს. რუსმა კომენტატორმა თქვა, სხვანაირადაც შეიძლებოდა დარტყმა, მაგრამ… ,, но Дель Пьеро эстет, по другому не может’’. ამ სიტყვების მოსმენისას ბოლომდე დავთვერი. თითქოს, კონკრეტულად, წითელი ღვინით სავსე ყანწი დავლიე. აი რა მინუსი აქვს, მაესტრო მარჩელო, ჩვენს საყვარელ მარტო ყურებას, როცა გინდა რომ შიგნით მყოფი მღრღნელი გამოუშვა, как говорится – хочешь выпустить пар – მაგრამ არავინ არის გარშემო… პაუზა დავიჭირე თუ არა, რატომღაც ბარნოვასთვის დარეკვა გადავწყვიტე, ვიცოდი უყურებდა, მაგრამ რატომ ავირჩიე მაშინ ბარნოვა არ ვიცი.
- ნახე რა ქნა? ეგ გოლი რომ გასულიყო…
- ხო ბიჭო, მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეგ რატომ გააკეთა? დრო ხომ ჰქონდა ბურთი, რომ მიეღო და მერე დაერტყა, ხომ უეჭველი გოლი იყო?
მე ყურმილი დავკიდე.
ჩემი ბლოგის სტატისტიკა – 2011
ძალიან უცნაური ახალი წელი იყო. ,აფეთქებები’ და ,სროლები’ შეიძლება დროში დიდ ხანს გაგრძელდა, მაგრამ რაოდენობრივად იკლო და ეს იგრძნობოდა. ბებიაჩემიც უჩვეულოდ უფრო კარგ ხასიათზე იყო ახალ წელს, ვიდრე ცუდზე. მე ყოველთვის მიხარია 31(ცოტა პირველი არ მიყვარს), მაგრამ რაღაც დაღლილივიყავი და ორი ვარიანტი მქონდა, ორივე შემტხვევაში საკმაოდ შორს უნდა წავსულიყავი, რაც საბოლოოდ გამოვრიცხე და გავაკეე ის, რაც სვისი მეზიზღება – გამოვრთე ტელეფონი. ოღონდ ეს იმიტომ კი არ ვქენი, რომ ამიფეთქდებოდა რეკვით თუ მესიჯებით ან იმიტომ, რომ მე რო არ მიყვარს იმათ დავემსგავსე. უბრალოდ, შესაძლო იყო იმ ორი ადგილიდან დაერეკათ, მე კი უარის თქმა ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს უტეხავ, რეალურად უსაფუძვლოდ. ინტერნეტით კიდე მიადვილდება მიმოწერაში, ტელეფონით, უფრო მიძნელდება და ლაივში თუ მელაპარაკება ადამიანი, უარს როგორ ვეტყვი
თუ მართლა რაღაც გადაუდებელი საქმე არ მაქვს.
ავიღე წიგნი და დავიწყე ,ვეჩნი მუჟის’ კითხვა. იასნია კარგად შევიდა. 3-ზე დავიძინე 13:30-ზე ავდექი. ბოლო სამი დღე ძალიან ჯიგრულად გამოვიძინე, რაც მთელი წინა წელი მაკლდა. ასევე ბოლო სამი დღეა არ მომიწევია 29 რიცხვიდან და დავამთხვიე ახალ წელს, იმედია, 2013-საც ასე შევხვდები )))
ჩავრთე კომპი და მეილზე დამხვდა wordpress-ის ტრადიციული სტატისტიკა. ჰოდა, გადავწყვიტე გამეზიარებინა. ქვვემოთ ლინკს დააჭირეთ და იხილავთ ამ სტატისტიკას. მართალია წინა წელი მიზეზთა და მიზეზთა გამო ძალიან პსიური მქონდა, მაგრამ რაოდენობრივად თითქმის იმდენივე ხალხი შემოსულა, რამდენიც წინა ორი წლის მანძილზე. თურმე ეგვიპტიდან, ახალი ზელანდიიდან, ვენესუელიდან და ერაყიდანაც კი შემოდიან გზააბნეულები. ყველაზე დატვირთული დღე ყოფილა წინა წლის 1 იანვარი ))) სერჩიდან აქ ხალხი ყველაზე ხშირად ხვდება შემდეგი სიტყვების ჩაწერით: 1. წვიმა 2. ლეონი 3. არასერიოზული კაცი 4. ლუზერი
![]()
მოკლედ დანარჩენსაც(ბევრი არც არის) იხილავთ იმ ლინკის მეშვეობით.
მე კი რაღაცეებს მივხედავ, 5-ზე სამსახურში ვიქნები, გავახმოვანებ მარსელს, 7-ზე წავიყვან სანდერლენდი-სიტის და 21:00-დან(ისე კი უფრო ხვალიდან, 2 რიცხვიდან 6 რიცხვამდე), ბევრი სმის, გართობის და მონატრებული თუ არამონატრებული ხალხის ნახვის სეზონს, გახსნილად ვაცხადებ ))
ვნახოთ რას მოგვიტანს 2012
კიდევ ერთხელ წამრატებებს გისურვებთ ყველას და მადლობას გიხდით აქ ხშირი სტუმრობისთვის.
The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.
Here’s an excerpt:
The concert hall at the Syndey Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 13,000 times in 2011. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 5 sold-out performances for that many people to see it.
2011 წელს გავიგე, რომ…
ჯანმრთელობა მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ცოტა უფორ მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ თავს(მაგრამ ვერ ვასრულებ მაინც).
სხვა სხვის ომში ყოველთვის ბრძენია და შეუძლია საყვედურები გითხრას, რჩევები მოგცეს, ბრძენის პოზიცია დაიჭიროს და ამ დროს სულ არ აინტერესებდეს შენი ამბავი ან რომც აინტერესებდეს, რეალურად ვერ იაზრებდეს პრობლემის არსს.
ლარი ძალიან გაუფასურდა და ცხოვრება მართლაც გაძვირდა თთქმის ორმაგად. ხელფასი კი არ გაიზარდა. ამასთანავე, როცა გაიზარდა საქმეში ჩაერთო ადამიანური თვისებები, ყოველთვის უფრო მეტი გინდა და მაინც არ გყოფნის.
ყველაფერი რაც ბრწყინავს… ამბობენ, ნამდვილი მეგობარს მაშინ ამოიცნობ თუ რაც მთავარია ლხინში შენთანაა და შენს სიხარულს იზიარებსო. თუმცა ქართველებს ყველაფერი უკუღმა გვაქვს და აქ ჭირში უფრო საჭიროა მეგობარი. მივხვდი, რომ ადამიანი შეიძლება მშვენივრად იყოს შენს გვერდზე სანამ სულ პატარა ბარიერი არ შეიქმნება და როგორც კი ეს ბარიერი გამოჩნდება ან სცადოს მისთვის გვერდის ავლა შენთან ერთად(და არა გადალახვა) ან ბოლომდე ჩაისვაროს და ფეხებზე დაგიკიდოს. არცერთი არ არის კარგი, მაგრამ პირველი მეორეს სჯობია. ამიტომ, კიდევ უფრო ცივი და მკაცრი გავხდი და თუ რაიმე პატარა არ მომეწონა, ეგრევე გადავხაზავ ხოლმე ადამიანს, მერე კი ძალიან იშვიათად რომ გული მომიბრუნდეს.
მივხვდი რომ ქართველ ერს ჯერ ძალიან ბევრ ასპექტში ისევ არაფერი ეშველება და შორს ვართ წინსვლისგან, მიუხედავად მოჩვენებითი ძვრებისა. აქ არის ,ჩამყაყებული’ მენტალიტეტი, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხანი დაგვატორმუზებს. არ ვიცით ძველიდან კარგის ამორჩევა და ცუდის გადაგდება, ამიტომ ჩვენი საშველი არ არის. ახალგაზრდობაში კი ისევ მოდის უკვე დაღუპული თაობა. ერთი ტალღა საკმარისი არ გამოდგა.
გავიგე ისიც, რომ ისევ ძველებურად ჭრის ძმაკაცობა, ვიღაცის შვილობა, ბიძაშვილობა და ასე შემდეგ. სულ ფეხზე შეუძლიათ დაიკიდონ შენი შესაძლებლობები და ვიღაც უვიცი შენზე წინ დააყენონ. შენ კი პირიქით, მაქსიმალურად გამოგიყენონ. რაც მეტი იცი, მით უარესია და თუ ,ნაგლი’ არ ხარ შორსაც ვერ წახვალ. წესიერება, მორიდება, პატიოსნება ეს ჩვენთან დადებითი თვისებები არ არის სამწუხაროდ.
შემექმნა იულზია, რომ ვალებიდან ვეღარასდროს ამოვალ და მეტიც, ვფიქრობ უკვე იმაზე, რომ თუ ვალი არ მაქვს თავს ცუდად ვგრძნობ, შემესისხლხორცა უკვე.
მივხდვი რომ ნამდვილად იმ საქმეს ვაკეთებ რაც მახარებს(მიუხედავად რაღაც პრობლემებისა შიდა სამზარეულოში, მაინც), მაგრამ იმასაც ვგრძნობ რომ აბსოლუტურად ვიფიტები. ასეთი რეჟიმია… ერთის მხრივ კარგია, რადგან სულ მოძროაბაში ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ არაფრისთვის დრო არ გრჩება და სულ დაღლილი ხარ. თან რაღაც მომენტში, ყველაფერი ყელში ამოგდის.
დრო კი მართლაც ძვირფასი რამეა, დავაფასე კიდევ უფრო. გინდა წერა, გინდა კითხვა, გინდა ფილმის ყურება, გინდა მეგობრებთან ერთად გართობა… მაგრამ დრო არ გრჩება. ყველაზე დასანანი ეს არის.
გული დამწყდა კიდევ ეთხელ, რომ იმდენს ვერ ვწერ რამდენიც მინდა, მაგრამ თუ წერ, მაშინ ბევრ რამეს უნდა მოეშვა და თუ ბევრ რამეს მოეშვი საჭმელს ვერ შეჭამ… ძნელია.
კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი დოსტოევსკით და მოვიტოვე მისი რამდენიმე რამ წასაკითხად. ამის მერე ბულგაკოვზე გადავდივარ(რაც მინდა მასტერის გარდა, ეგ უკვა სამჯერ წავიკითხე) და მერე ვნახოთ… ძლიერები არიან ამ საქმეში ეს დამპლები.
კარგად გავიაზრე რამდენ დროს ვკარგავ და როგორ ვიშლი ნერვებს გზაში. ამიტომ, მივხვდი რომ ვინმემ რამე მალალიტრაჟკა მანქანა უნდა მაჩუქოს, მაგრამ თოვლის ბაბუა ჯერ არ ჩანს. გარდა ამისა, ზეციერმა მფარველი ანგელოზი უნდა გამომიგზავნოს, რომ ამ გიჟ ქალაქში ჩემნაირი მხედველობისა და ნერვების მქონე ადამიანმა მანქანა მშვიდობიანად მართოს.
მემილიონედ დადასტურდა ისიც, რომ გურჯები ძალიან ზარმაცი და ხალტურშიკი ერი ვართ. მთავარია ჩვენი ოჯახი იყოს კარგად და დანარჩენც ვიკიდებთ(სამწუხაროდ უდიდეს ნაწილს ეხება). იმას კი ვერ ვხვდებით, რომ გარშემო რაც მეტი ხალხი იქნება კრგად, საბოლოოდ პირადად ჩვენც ბევრად უკეთ ვიქნებით მერე. მაგრამ მთავარია ერთი კილოთი ნაკლები ხორცი და კარტოფილი არ იყიდონ და ამის გამო ყველაფერზე მიდიან.
კიდევ მივხვდი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტებზე მეტად ნერვებს მიშლის რიგები, როცა რიგში დგახარ და მოდის ვიღაც და გვერდზე ,ფორტოჩკაში’ იყურება ანუ შენ დებილად მიაჩნიხარ, რომ დგახარ რიგში და ამ დროს გვერდზეც შეიძლება ყიდვა/გადახდა. ყველაზე ცუდი კი არის როცა ნაგლად მიდის წინ და თამაშობს იმაზე, რამდენად წესიერი ტიპი ხარ და გაატარებ თუ არა. ქალები ყველაზე მეტად მაბრაზებენ ასეთ დროს.
კვლავ გაუცემელია პასუხი კითხვაზე – რა სურთ ქალებს? ამისთვის მელ გიბსონივით ფენს ნუ ჩაიგდებთ აბაზანაში, მაინც ვერაფრს გაიგებთ და უარესი დაგემართებათ.
მივხვდი, რომ მგონი ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული, მაგრამ მალე მოევლება ამასაც და დამარცხდება არასაჭირო გრძნობა. ვინც არ არის ღირსი, არც უნდა მიიღოს ეს ))) ანუ არც ის არის ღირსი ჩემი გრძნობის და ალბათ არც მე.
მაგრამ მტკივნეულთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა ამ გრძნობის განცდა, რისთვისაც მადლობა მას
შევიტანე სარჩელი განქორიწნებაზე და გავიგე სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი ![]()
თურმე ფეხმძიმე მეუღლე მივატოვე, საავადმყოფოში არასდროს მივსულვარ, არასდროს მქონია კონტაქტის სურვილი მიუხედავად მეორე მხარის არაერთგზის მცდელობისა და თურმე საგულდაგულოდ და მიზანმიმართულად ვმალავდი სამუშაო ადგილს(რაც აბსურდის აპოთეოზია).
გარდა ამისა, თურმე ჩემი ოჯახის წევრები(ესე იგი მათ შორის ბებიაჩემიც რომელიც მალე 73 წლის გახდება) ეწევიან ,თავისუფალ’ ცხოვრებას(ასე წერია ზუსტად) და მათთან ბავშვის კონტაქტი წარმოუდგენელია. თუმცა ალიმენტი ძველიც და ახალიც თვეში 500 ლარი უნდა ვიხადო, მეორე მხარის მოთხოვნით და თან ბავშვი არ უნდა ვნახო… რომელსაც იმ გარემოში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს მე მგონი ჯანმრთელობასთან, ისედაც ისეთი მძიმე და სარისკო მშობიარობა ჰქონდა… ![]()
ამდენსაც აღარ ველოდი… საიდან ჩნდებიან ასეთი უნამუსო და მდაბიო ადამიანები და რატომ ამძიმებენ ამ დედამიწას.
ვნახოთ როდის და როგორ დასრულდება პროცესი, იმედია მალე.
გავიგე რომ სიგარეტისთვის თავის დანებება თან მინდა და თან არა. გავიგე, რომ დალევა მაზიანებს(არა ისე როგორც სიგარეტი), მაგრამ ვერ ველევი და არც შეველევი, რადგან სარგებელიც მოაქვს სმას
გავიგე, რომ მხედველობა მგონი კიდევ უფრო გამიუარესდა. გავიგე რომ დაზღვევა ხშირად არაფერს არ გიფინანსებს და უბრალოდ ფულს უხდი
დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი და ერთი სიტყვით, კიდევ ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც იდეაში აქამდეც ვიცოდი… ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია(როგორ მიყვარს ბანალურობა).
სამწუხაროდ, ისიც დავინახე, რომ გარდა იმისა, რომ ზოგადად მინდა წერა და დროს ვერ ვუთმობ. უშუალოდ ბლოგისთვისაც ვეღარ ვიცლი წელს, რაც პოსტების რაოდენობაზეც და ხარისხზეც ნათლად აისახება. თუმცა საბედნიეროდ, აქაურობას შეუძენია ერთგული მნახველები, რომლებიც სისტემატიურად შემოდიან და სიამოვნებთ აქაურობა, რაც უკვე მე მსიამოვნებს
დიდი მადლობა ამისთვის ყველას, ცუდსაც და კარგსაც, ნაღდ ახლობელსაც და ცრუ ახლობელსაც, მოყვარესაც და მტერსაც…
გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს. ნაძალადევი არ გვინდა, მართლა კარგ ხასიათზე ვიყოთ და გვქონდეს იმედი, რომ 2012 წელი, სულ მინიმუმ უკეთესი იქნება წინა წელზე და თუ ბევრად უკეთესი და ძალიან კარგი იქნება ხომ მით უმეტეს.
ნუ გექნებათ დაღლილი და ნატანჯი საახეები, თუ სადმე წასვლა არ გინდათ ნუ წახვალთ, თუ დალევა არ გინდათ ნუ დალევთ ან პირიქით, თუ გინდათ და გიკრძალავენ დალიეთ. იცოხვრეთ ისე, როგორც გაგისწორდებათ, ოღონდ ცუდს ნუ გააკეთებთ და დანარჩენი, ვინ რას იტყვის… დაიკიდეთ.
არ გვინდა ტექსტები – ვერ ვიტან ახალ წელს, ჩემს დაბადებისდღეზე სახლიდან უნდა წავიდე… და ასე შემდეგ.
რატომ? პროტესტის უკეთესი ფორმებიც არსებობს.
გაიხარეთ უბრალოდ. თუ მაინც არ გიხარიათ და… სხვებს მაინც ნუ შეუშლით ხელს.
ჯანმრთლეობას და ბედნიერებას გისურვებთ, თქვენებურად გაგეკეთებინოთ ყველაფერი
მეც ისევ – I’m on my way…
პ.ს.
რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მშვენიერია!
მე კი პესიმისტის მანტიამოსხმული გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ
აუხსნელი უზრდელობა
დღეს საინტერესო სცენას შევესწარი და გადავწყვიტე ჩემთვის ჩამენიშნა. მერე, დავფიქრდი და ისიც გადავწყვიტე, რომ სხვებისთვის გამეზიარებინა და სადაც აქამდე მივედი, იმასაც მივხვდი, რომ ამ ამბის მოყოლამდე წინა დღის ინციდენტზეც უნდა გიამბოთ, რატომღაც ასე ვთვლი. ყოველთვის მეკითხებოდნენ, როგორ მომდიოდა მუდამ ასეთი უცნაური შემთხვევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში… ამაზე პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირად საინტერესო რამეს წავაწყდები ხოლმე ან მე ვარ ზედმეტად დაკვირვებული ან უბრალოდ, ვიზიდავ მსგავს სიტუაციებს.
ამბავი, რომელიც გუშინ შემემთხვა, პირწმინდად ჩემი ბრალია, ამას ბევრი ფიქრი და ანალიზი არ სჭირდება. საინტერესო ხალხი ვართ, ერთის მხრივ შეიძლება რამე და ვინმე დავიცვათ და მეორეს მხრივ, სწორედ იმ რამეს ან ვინმეს შევუტიოთ. ეს ,პროტივზე დადგომის’ თეორიის შემადგენელი ნაწილია და ამ თეორიაზე ვრცლად ახლა ნუ ვისაუბრებთ. ყოველთვის ვიცავდი ავტობუსებში ბილეთების სისტემის შემოღებას(ოღონდ ის მაგნიტი და მასზე მიწეპებული ხურდები აღარ დამენახა), სახლში, მეგობრებთან… ხშირად მომსვლია ჩხუბი ამ საკითხზე და სერიოზული ჩხუბიც. თუმცა… იმავე დღეს, როცა შეიძლება ეს კამათი მომსვლოდა ვინმესთან, თავისუფლად შემეძლო შემეტია მაგალითად კონტროლიორისთვის, რომლის დანახვაზეც, რატომაღაც, შინაგანად ჩნდება გაურკვეველი წარმომავლობის პროტესტის გრძნობა. ხომ ვამბობ, უცნაური ხალხი ვართ.
ბევრჯერ მიჩხუბია იმაზე, რომ მოქალაქეებმა უნდა აიღონ ბილეთი და შემდეგ, ზოგჯერ თავად არ ამიღია. ბევრჯერ უბრალოდ, თვალში არ მომსვლია და ამითვალწუნებია კონტროლიორი და ამის გამო, ,გამიწვალებია’ იგი. ერთი სიტყვით, ტრანსპორტში უამრავი საინტერესო თავგადასავალი მქონია, გუშინდელზე ბევრად და მართლა საინტერესო, მაგრამ ამას სხვა დროს მოვყვები.
ოთხშაბათი, ეს იყო დღე, როდესაც ვისვენებდი სამსახურისგან და გადავწყვიტე სხვადასხვა წვრილმანი საქმეებისთვის მიმეხედა. რამდენიმე ადგილზე გავლის შემდეგ, მივაშურე ,სთეიშენ ოფ სთეიშენ სქუეარს’. იქ ვიყიდე საჭირო რაღაც-რაღაცეები და როდესაც ჩემთვის დასაშვებ სიმძიმეს გვარიანად ასცდა ნაყიდი ნივთების წონა, მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი. ჩავჯექი ავტობუსში, ბილეთი ასვლისთანავე ავიღე და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივდიოდი, ცოტა კი დავიღალე.
არის დღეები, როცა გარეგნულად, პრინციპში შინაგანადაც და მთლიანობაში მშვიდად ხარ, მაგრამ სადღაც რაღაც პატარა გღრღნის და არ იცი რატომ, რა გინდა, რა გააკეთო ან რა გააფუჭო… ჩემს გაჩერებაზე მიახლოებისას კონტროლიორი დავინახე. სამი პარკი მეჭირა და იმავე ხელში ბილეთი, რომელიც უკვე დაკუჭული იყო. როცა ბილეთს დავხედე, უცებ მომივიდა რაღაც იდეა, ოღონდ არ ვიცოდი რა, აი რაღაცამ დამარტყა თავში, ქვეცნობიერად რაღაც გადაწყდა. ჩავედი, კონტროლიორმაც არ დაახანა და ზედმეტად სერიოზული სახით განაცხადა – ბილეთები წარმოვადგინოთო. თითქოს ზუსტად ამას ველოდი(დამრჩა შთაბეჭდილება, არაფერი რომ არ ეთქვა. როგორც იქცევიან კიდეც ზოგჯერ, არც არაფერი მოხდებოდა), ხელი გამოვინთავისუფლე და დაკუჭული ბილეთი ვაჩვენე. ბევრი კონტროლიორი ამ შემთხვევაში მომთხოვდა ბილეთს, გაშლიდა და შეამოწმებდა. ეს ასე არ მოქცეულა, თავი დააქნია იმის ნიშნად, რომ უფლება მქონდა წავსულიყავი, მაგრამ ამანაც ვერ ,უშველა’. ჩემს ქვეცნობიერს რაღაც აუხსნელი უკვე გადაწყვეტილო ჰქონდა, ის რაღაც არ მასვენებდა და ეს დაკუჭული ბილეთი შეიძლება ითქვას სახეში ვესროლე, ოღონდ არა ისე, რომ მოხვედროდა. ჩვენს შორის ორი თუ სამი ქალი იდგა, ბილეთმა გადაიფრინა და ზუსტად მისი ფეხების წინ დაეცა. შესაშური სიზუსტის ტყორცნა იყო, ბილეთისგან გაკეთებულმა ბურთმა ზუსტად ისეთი ტრაექტორია მოხაზა, როგორიც ქვეცნობიერს უნდოდა.
როგორც კი ეს გავაკეთე იმ წამსვე ვინანე. იმიტომ არა, რომ რამის შემეშინდა, პირიქით… უბრალოდ ვიცოდი, რომ არასწორად მოვიქეცი, ხოლო როცა მტყუანი ვარ ბოლოს ამას ყოველთვის ვაღიარებ და თავს უხერხულ მდგომარეობაში ვიგდებ, რადგან ჩემებური სამართალი მაქვს და ,ჩემიანია ესე იგი უნდა დავიცვა მტყუანიც რო იყოს’ მიდგომის მაღიარებელი და მიმდევარი არ გახლავართ. გარდა ამისა, აქ ორმაგი დანაშაული ჩავიდინე, მეორე ჩემი აზრით, კიდევ უფრო ცუდი – ნაგვის ძირს დაგდება. ვერ ვიტან როცა ასე იქცევიან მგზავრები, რატომღაც განსაკუთრებიტ არ მიყვარს როცა ქალები აკეთებენ ამას. თუმცა ამჯერად, ბირეთს შოუ ითხოვდა, ეს მთავარი ნიუანსი იყო.
იმ პატარა მღრღნელმა გაიმარჯვა, ბილეთი მასროლინა და ცოტა ხნით მომეშვა, თითქოს დავისვენე. თუმცა ახლა ახალი წურბელა შემიჩნდა სინდისის სახით. ერთადერთი, რითაც იმ კონტროლიორმა გამაღიზიანა, მისი ზედმეტად სერიოზული და რაღაცნაირად გამაღიზიანებელი გამომეტყველება გახლდათ. ცოტა თმებგაცვენილი, ქარისგან თმააწეწილი კაცი იყო 30-დან 40 წლამდე. საკმაოდ მაღალი და ფიზიკურად ჩემზე საგრძნობლად ძლიერი, მაგრამ ასეთ დროს არასდროს არ მეშინია არც ,მეტოქის’ ფიზიკური ძალის და არც რაოდენობის. თუ უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, უფრო თამამი და აგრესიული, გამომწვევი ვხდები(ოღონდ აქაც არის ერთი გარემოება, ეს ყველაფერი მაშინ, თუ უსიამოვნება ჩემი ,ატეხილია’). რა გაეწყობა, ყველას გვაქვს ჩვვნი მინუსი. ერთადერთი ვიცი და იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ თავში არ უნდა მომხვდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება, ეს კი ჩხუბისას ცოტა არ იყოს დამაბრკოლებელი მომენტია, მაგრამ როცა გახურდები და აი ,იმ’ მომენტში ესეც არ გახსოვს.
გაჩერებაზე დგას სპეციალური ,ჯიხური’, მგზავრების დასაჯდომად და ამ ჯიხურებს პატარა ხვრელები აქვთ. მე დასაჯდომებს მარცხნიდან შემოვუარე და სწორედ ამ ხვრელიდან დავინახე, რომ კონტროლიორი შემორუნდა და მარცხნიდან მოდიოდა, სახეზე ეწერა, რომ მისმა ქვეცნობიერმაც რარაც გადაწყვიტა, ზსუტად ჩემსავით. ბუნებრივია, რამდენიმე წამში ერთმანეთი ნორმალურად დავინახეთ, მე მიწისქვეშასკენ მივდიოდი. თამაში დაწყებული იყო, ამიტომ, ასე უბრალოდ ყველაფერი ვერ დამთავრდებოდა და პატარა მღრღნელმაც გაიღვიძა. როცა თვალი გამისწორა, უხერხული მოძრაობით ,ჩესტი ავუღე’ და ხელით ვანიშნე წადიმეთქი. აი ისე, ვიღაცას ხელს რომ უხეშად აუქნევ წადი დროზეო.
-მოდი აქ. – მითხრა მშვიდი ტონით. წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებდა და არც მაინტერესებდა.
-აბა ჰე.
-მოდი აქ! – ტონს აუწია.
-მოდი აქ კი არა… – აგრესიულად შევუძახე და თან სანახევროდ შევტრიალდი და სვლა გავაგრძელე, თან რაღაცეები ჩავილაპარაკე მე მგონი ასე – დავაი აქედან სანამ დროა.
-შე ნაბოზვარო – ლაკონურად და გამოთქმით მომაძახა კონტროლიორმა.
ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა მისი მდედრობითი სქესის მშობელისადმი გარკვეული ქმედებების ჩადენის დაპირება. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები… ყველაზე სასაცილო ინციდენტები რაც კი ხდება, არის სწორედ სიტყვების გამო. არა თქვენ ვერ გამიგეთ, სიტყვა ძალიან ძლიერი რამ არის და მის გამო უნდა ხდებოდეს კიდეც ბევრი რამ, მაგრამ უზრდელური და უხამსი სიტყვების გამო მომხდარი ჩხუბი, ძალიან სასაცილოა და საქართველოში ეს განსაკურეით მტკივნეული თემაა. თუმცა ადვილია ლაპარაკი და ფაქტი მეორე, რომ მაინც ხდება ეს ინციდენტები და ვისაც გვესმის, რომ სისულელეა ისინიც ბევრს ვერაფერს ვცვლით, ხოლო ის მასა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხშირად ვიღაც საოცდავი, განუვითარებელი ადამიანისგან ნათქვამი ,შენი დედა მოვტყან’ მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს არაფერს არ შეცვლის. ეს არის ქვეყანა, სადაც უმოწყალო და უსამართლო მკვლელი შეიძლება გაამართლონ, მაგრამ გინება არ გაპატიონ. ეს სასაცილო სტერეოტიპების და მიდგომების ქვეყანაა. შეიძლება ძალიანაც არ უნდოდეს ვინმე გელას რამე უსიამოვნება, მაგრამ თუ ვიღაცამ უთხრა, სამი არაფრისშემცველი და რეალურად არაფრისმთქმელ/მქმნელი სიტყვა, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ რამე არ იფიქროს მასზე, გელა თავს გაიგიჟებს, ხოლო როცა თავი მართლა გასაგიჟებელია, როცა მას ან მის გარემოცვას რეალურად ეხებიან, როცა პრობლემაა, როცა თავდაუზოგავი მუშაობა და საკუთარი თავის თუ გარშემომყოფების დაცვა ამ გზითაა საჭირო, მაშინ შეიძლება არც არაფერი ქნას. თუმცა ძალიან სხვაგან წავედი, ესეც აბსოლუტურად სხვა და გრძელი თემაა. დავბრუნდეთ გალაკტიონის ძეგლთან(ახლა როცა ამ ,სტრიქონს’ ვწერ, მისი დაბადებისდღეა), დავბრუნდეთ გაჩერებაზე… მეც ეს ქართველებისთვის საოცრად შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოვთქვი. საერთოდ არ მიფიქრია, როგორც კი გავიგე ,შე ნაბოზვარო’, ამას ჩემი მხრიდან მოვაყოლე ორმაგი გინება, გამოთქმით და გემრიელად.
-სადაც გნახავ გადაგხსნი შუაზე. – მითხრა ყვითლებში გამოწყობილმა ჩვენა მეგობარმა.
-ვერ მხედავ? ახლა რომ მოვბრუნდე რას იზამ? – მას შესაძლოა თავისი ფიზიკური ძალის იმედი ჰქონდა, მაგრამ მე როგორც ვთქვი, ეს სულ არ მაბრკოლებს. გარდა ამისა, რატომღაც დანა მედო ჯიბეში და ამიტომაც ვიცოდი, რომ არ უნდა მივბრუნებულიყავი. მთავარი მიზეზი კი რატომაც არ მივდიოდი უკან(არადა, ჩვენს შორის მაქსიმუმ 10 მეტრი იყო სხვაობა)ის გახლდათ, რომ ვიცოდი მტყუანი ვიყავი, არანაირი ქურდული, ქუჩური ან რაიმე სხვა გაგებით, არ მაინტერესებს ეს ყველაფრი. უბრალოდ, ჩემი გაგებით, ჩემი წესებით და მიდგომებით, ადამიანური თვალსაზრისით… აბსოლუტურად არაფერ შუაში მყოფი(შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც…) კონტროლიორი გამოვიყვანე წყობიდან და მივაყენე შეურაცხყოფა, რომელიც მას იმ მომენტში არ დაუმსახურებია. თუმცა როცა მღრღნელი შეგიჩნდება, ზოგჯერ უარესებიც ხდება, ალბათ დამეთანხმებით.
იქვე კიბეებთან ქალი გაჩნდა, რომელიც რა თქმა უნდა ჩემსკენ იყო. ქალი, რომელსაც ეიმედებოდა, რომ მალე ,ამათი დრო წავა’ და ეს ბოროტი კონტროლიორები ადამიანებს ავიწროვებენ, ქალი რომლის სახეც წამითაც არ დამინახავს, რადგან საერთოდ არ ვაკვირდებოდი, ეს კი უცნაურია იმის ფონზე, რომ საკმაოდ დაკვირვებული ვარ. ამ ქალმა მითხრა – შვილო არ მიაქციო ყურადღება, გამოწვევაზე არიან ეს მათხოვრები, ასე დაწრწიანო. არაფერი მიპასუხია და ალბათ იმიტომაც არ შევხედე, რომ ეს ქალი აზრზე არ იყო რა ხდებოდა, მას ეგონა, რომ ბილეთი არ მქონდა და უბრალოდ გავურბოდი კონტროლიორს, მის თვალსი მე ,კაი ბიჭი’ ვიყავი.
როგორც ქართულ ტრადიციებს შეეფერება, კიდევ რამდენიმე გინება გავცვალეთ. ორატორული ნიჭი გამოვავლინე, ,განსხვავებული’ გინებები შევთავაზე მსმენელს, ყანწით. ბოლო წვეთამდე დავიცალე და წამოვედი. ისიც თავის გზას გაუყვა ალბათ, მიწისქვეშაში ჩამოყოლა არც უფიქრია. წამის მეასედებში გამიელვა ბანალურმა აზრებმა – ,რა იცი როგორ უჭირს, ამ საქმეზე რო წავიდა ახალგაზრდა კაცი’. ისე თითქოს ამ პროფესიას გამართლება სჭირდებოდეს და ,გრეხი’ იყოს. ქართული საზომით არის კიდეც ,გრეხი’, მაგრამ არა ჩემთვის და კიდევ ერთხელ მაგრამ… მე არასდროს ვიმუშავებდი კონტროლიორად. აი ხომ ხედავთ, მეც ქათველი ვარ – ორმაგი სტანდარტები. თან ამაზე ვფიქრობდი, თან ვიგინებოდი, სახალისო იყო. მეც ჩემი მხრიდან, ვცდილობდი კიდევ უფრო მართალი გამომეყვანა ის და გამემტყუნებინა მე. ეს ერთის მხრივ სამართლიანიც იყო და მეორეს მხრივ, თავის მოტყუებაც და იმ პატარა მღრღნელის დამშვიდებაც, რომელსაც უნდოდა რომ მივბრუნებულიყავი. სხვათა შორის, უკვე გვირაბში იყო წამი, როცა რაღაც ბრაზნარევმა აზრმა დამკრა და კინაღამ მივბრუნდი, საბედნიეროდ გადამიარა. კიდევ კარგი ის ქალი სიახლოვეს აღარ იყო, თორემ რატომღაც მგონია, ყურში კიდევ რამე რომ ჩაეძახა, აუცილებლად მივბრუნდებოდი. ის ქალი ყველაზე მტყუანი და გამაღიზიანებელი იყო იმ მომენტში.
დღეს დანა სახლში დავტოვე და გარეთ ისე გავედი. ის კონტროლიორი რამდენჯერმე შემხვედრია და იყო ალბათობა, რომ დღესაც ვნახავდი, მას კი ჩემი დამახსოვრება არ გაუჭირდებოდა, რადგან გუშინ ერთობ გამორჩეული ქუდი მეხურა, იმავე ქუდითა და ქურთუკით გავედი დღესაც. ერთადერთი რაც ვიფიქრე, უკნიდან არ მომეპაროს და თავში არ წამომარტყასთქო ან როგორმე თავს არ შეეხოსთქო, თორემ მერე მართლა ცუდი მოხდებოდა რამე. სხვა მხრივ არ მიფიქრია რომ მენახა რა მოხდებოდა, რას ვეტყოდი და რას მეტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტყუანი ვიყავი ბოდიშის მოხდით რომ არ დავიწყებდი (ესეც ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა, ,გაპრავებული’ ტექსტით – გადაფურთხებული არ უნდა ალოკო)ეს კარგად ვიცოდი. სავარაუდოდ, მის ნაბიჯს დაველოდებოდი, თუ ჩაყლაპავდა შეერგოსთქო ვიტყოდი და მართლა არ ყოფილა მთლად ცუდი და შეუგნებელითქო. ახტებოდა და მაშინ არ ვიცი…
კონტროლიორების ჭაჭანება არ იყო, ისე ჩავედით პავლოვამდე(აღარ ჰქვია პავლოვი ხალხო არა), იქვე სისხლის გადასხმის ინსტიტუტთან ბევრი ხალხი ჩავიდა და ავტობუსმაც ცოტა ამოისუნთქა, დასაჯდომი სკამებიც კი გაჩნდა და მე როგორც უძინარი, მას მერე, რაც მიმოვიხედე და დავრწმუნდი, რომ სხვა არავინ ჯდებოდა დავჯექი ფანჯრის მხარეს, მესიამოვნა კიდეც, ჯერ კიდევ მეძინებოდა. გვერდზე უმალვე ვიღაც პროვინციელი ბიჭი მომიჯდა, არ იკითხოთ რა იცოდი რომ პროვინციელი იყოო – ვიცოდი.
ცოტა ხანში გავიგე უხეშად ნთქვამი სიტყვები: ,ფეხი გაწიე’. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ როგორც კი მოვიხედე ყველაფერი ცხადი გახდა, როგორც ამბობენ, ეს იყო ,კლასიკა ჟანრა’ – ასაკოვანი ქალი ამოვიდა და არ ესიამოვნა, რომ ახალგარზდებმა და პირადად ჩემს გვერდზე მჯდომმა ბიჭმა არ დაუთმო ადგილი. ამ ბიჭის ოდნავ გვერდზე გაწეული ფეხიც თითქოს გამზადებული დახვდა იმ ქალბატონს და უცებვე გამოიყენა სურათის გამუქების მიზნით. ადგომა არც მიფიქრია, რადგან შეიძლება სხვებივით არა, მაგრამ არ მიყვარს, როცა ასეთი გონორით ,ითხოვენ’ ადგილის დათმობას, რეალურად ხომ ასაკი გადამწვყეტი არ არის. გარდა ამისა, ასეთ დროს მახსენდება თუ რამდენჯერ ვყოფილვარ ძალიან ცუდად, როცა ნაკერს შეუხსენებია თავი ან სხვა სახის პრობლემა მქონია და ზურგსუკან დაწყებულა განხილვა თუ როგორ გაფუჭდა ახალგაზრდობა და როგორ არ უთმობენ ადგილს უფროსებს. ასეთ დროს ვერც ახსნი რამეს და თან ცოტა ბრაზდები, გიგროვდება და ბუმერანგივით მსგავს სიტუაციებში გიბრუნდება.
მედლას ამ შემთხვევაშიც ორი მხარე აქვს, არც ის არის სწორი, რომ ჯინაზე არ დათმო არაფროთ ადგილი თუ შეგიძლია. თუმცა იმ ბიჭის მე აბსოლუტურად მესმის, უკვე პრინციპის საკითხი იყო. ყველაფერს ემატებოდა ამ სავარაუდოდ 60-ს გადაცილებული ქალბატონის ძალიან მკაცრი სახე, რომლიდანაც სიტყვების გარეშეც ,ყვიროდა გონორი’. იმ ქალბატონს ეცვა შარვალი, ცოტა გაქუცული ლურჯი ქურთუკი, ეხურა ქუდი, ეკეთა სათვალეები და ჰქონდა ძალიან დანაოჭებული სახე, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანდა, როცა რამეს ამბობდა. ეს ყველაფერი, თავისებური ტანსაცმელიც კი მართლაც ზედმეტად მკაცრ ელფერს სძენდა. თუმცა ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად სიმკაცრისა და რთული ხასიათისა, სამართლიანი ქალი გახლდათ. მთელი გზის მანძილზე ვცდილობდი მიმხვდარიყავი ,სტარაია დევა’ იყო თუ არა.
სიჩუმემ დაახლოებით 10 წამს გასტანა და შემდეგ იმ ჩემს გვერდით მჯდომმა ბიჭმა მცირე აქცენტით(ხომ ვამბობდი) ჩაილაპარაკა: ,მერე, მითხარით წესიერად ქალბატონო და გავწევ, არ უნდა მაგას ყვირილი’. ამის გაგონებაზე ქალბატონმა დაიწყო წიწინი, ძნელი სათქმელია, მაგრამ წიწინი ბოხი ხმით, რადგან ხმა ბოხი ჰქონდა, ხოლო წიწინი წვრილ ხმასთან ასოცირდება. ეს არ იყო, არც ხავილი, არც ბღავილი, არც ჯიჯღინი, ეს იყო წიწინი ბოხი ხმით, ტვინს რომ ხვრეტს ისეთი. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მართლაც ძალიან გამაღიზიანებელი. შემდგომმა მოვლენებმა ისეთი გავლენა მოახდინა, რომ ნამდვილად არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა იქ ქალი, რას პასუხობდა პროვინციელს.
ერთი რაც დანამდვილებით მახსოვს, გაკეთდა მომაკვდინებელი პაუზა… აი, როდესაც ტვინი გეხვრიტება, თითქოს გკბენენ (ეს განსაკუთრებით კარგად ქალებს ეხერხებათ) უკვე ახლოს ხარ წყობიდან გამოსვლასთან და უცებ ჩერდება, რამდენიმეწამიანი პაუზა და ოცნებობ – ნეტა აღარაფერი თქვას, ნეტა გაჩერდეს, ნეტა ხმა აღარ ამოიღოს – უცებ კი რაღაცას ისევ ამატებს და ეს ბოლო წვეთია. ასე მოიქცა ის ქალიც, როცა გაჩუმდა თავმა დაისვენა, რაღაც მომენტში ადგილის დათმობის აზრმაც გამიელვა, მაგრამ ეს სპორტულმა ინტერესმა დაძლია – ვნახოთ რას იზამს, როცა არავინ დაუთმობს ადგილს. ამ დროს კი ისევ გონორით დაამატა რაღაც, თითქოს მისი ნათქვამი ყოფილიყო ჭეშმარიტება. გული მწყდება რომ არ მახსოვს რას ამბობდა, მაგრამ ამას აღარ აქვს გადამწყვეტი მნივნელობა.
მე მგონი ის პროვინციელი ბიჭი საერთოდ ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, თავის მობილურს ჩაკირკიტებდა და ბურდღუნებდა რაღაცას. ჩვენს უკან უკვე ავტობუსის ბოლო სკამები იყო, და სწორედ იქიდან, მარცხენა კუთხიდან გაისმა უცებ განსხვავებული ხმა, რომელმაც ის ხალხიც დააინტერესა, ვისაც აქამდე ეს ინციდენტი საერთოდ არ აღელვებდა.
-ხმას ნუ უწევ! – ეს სიტყვები მხოლოდ იმიტომ არ იყო გამაღიზიანებელი, რომ იმ ქალის დამღლელი ლაპარაკის შემდეგ, სიახლის ეფექტი ჰქონდა, თორემ ფრაზა, არანაკლები გონორით გახლდათ წარმოთქმული.
-რაა? – გაოცცებულმა იკითხა ქალმა, მაგრამ იმდენად მტკიცე ხასიათის ქალი ჩანდა, რომ მხოლოდ 2-3 სამი წამით თუ დაიბნა და დაამატა – შე უზრდელო!
-ტონს ნუ უწევმეთქი! – უკვე ლამის ყვირილით გაისმა ხმა და მეორედ მოსმენისას ეჭვი აღარ რჩებოდა, ბავშვის ხმა იყო.
-როგორ მელაპარაკები შე უზრდელო, შე გაუზრდელო, სად გაიზარდე… – აიჭრა ქალი და სუნთქვა შეეკრა აღელვებისგან, მაგრამ თითქოს თავადვე მიხვდა, რომ მისნაირ ,ძლიერ პიროვნებას’ ეს არ შეეფერებოდა და დაუბრუნდა კალაპოტს.
-როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და წესიერად შენ ილაპარაკე – ამის გაგონებაზე აქა-იქ სიცილი ატყდა. ყველაზე მეტად ბავშვის ეს წინადადება იმ პროვინციელ ბიჭს გაუხარდა რომელმაც გულიანად ჩაიცინა, მაგრამ არ ვიცი ჩემს გარდა, მიაქცია თუ არა ამას ვინმემ ყურადღება, ყოველ შემთხვევაში იმ ქალს არ მიუქცევია.
-შენ კი არა თქვენ! არ გისწავლია რომ უფროსებს თქვენობით უნდა ელაპარაკო?
-მე როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და ტონს დაუწიე. – თან ეს სიტყვა ,დაუწიე’ ისე გაცრა კბილებში ბავშვმა, როგორც დამწყებ ქუჩის ბიჭებს შეეფერებათ, საერთოდ ასეთი სტილის საუბარი ჰქონდა და ვერ ვიტყვი რომ მიუხედავად ასაკისა(დაახლოებით 11-13 წლის იქნებოდა) მისი ნათქვამი სასაცილოდ ჟღერდა, კი ცოტა ხმის წვრილი, ბავშვური ტემბრი ამ სიტყვებს კომიკურობას სძენდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბავშვს კარგად ნამეცადინები ჰქონდა საუბრის ამ სტილზე, ალბათ სარკის წინაც. ეს კი სასაცილოზე მეტად სატირალი უფრო გახლდათ.
-ხო ოჯახში, სკოლაში და არსად თუ არ გასწავლეს, რომ უფროსებს თქვენობით უნდა ელაპარკო, მაშინ მე გასწავლი. – აგრძელებდა იმავე გონორით მკაცრი ქალბატონი.
-შენ არავინ არ გეკითხება მე ვინ რა მასწავლა.
-პატრონი არ გყავს, ქუჩაში იზრდებოდი?
-ჩემ პატრონს თავი დაანებე და სად ვიზრდებოდი ეგ შენი საქმე არ არის.
-თუ ჭკვიანად არ მოიქცევი, ჩაგსვამ ბოლოს ავტობუსიდან.
-მიდი აბა ჩამსვი, მიდი. – გეგონებოდა სწორედ ამას ელოდებოდა ბავშვი.
-ჩაგსვამ. – თითქოს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და პასუხისთვის უპასუხა ქალმა.
-ჩამსვი მიდი აბა, ჩამსვი და ვნახოთ. – დაიმუქრა ბავშვი.
-ვაი შე საცოდავო და უაპტრონო. სად გიზარდე მაინც ასეთი უზრდელი, ბებიის ტოლ ქალ ასე რომ ელაპარაკები… – ძველ სიმღერას დაუბრუნდა ქალბატონი.
-აუ ჩემი, ახლა ამას ვცემ… – ისე თქვა ეს სიტყვები ბავშვმა ვითომც არაფერი და პროვინციელი ბიჭი ისევ გამხიარულდა, ოღონდ ეს არ იყო ბოროტი სიცილი, უბრალოდ, შოკისგან გამოწვეული სიცილი იყო, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე ჩამეღიმა და თან ამომასხა, ძალიან გავბრაზდი, მომინდა რომ შევტრიალებულიყავი და ამ ბავშვისთვის ჩამერტყა ან ეს ბრაზიანი გამოხედვა მესროლა, თითქოს რამეს მიხვდებოდა და გაჩერდებოდა. არადა, ის ქალბატონი სულაც არ მეხატებოდა გულზე, პირველივე წამიდან არ მომეწონა, მაგრამ ამ მომენტში ძალიან შემეცოდა.
ამ შელაპარაკების დასაწყისში პირველად ის გავიფიქრე ერთად ხო არ არიან პროვინციელი ბიჭი და ეს ბავშვიმეთქი, მაგრამ ნათლად გამახსენდა, რომ ეს ბიჭი მარტო ამოვიდა, ხოლო უკანა ადგილები იქამდე უკვე დაკავებული იყო. მერე, მომინდა ამ ბავშვისთვის შემეხედა,რადგან მსგავს სიტუაციებში ყოველთვის მაინტერესებს როგორ გამოიყურებიან ასეთი ადამიანები, როგორი სახე აქვთ… რამდენჯერმე მივიხედე, ცოტა ნერვული სახე ჰქონდა ან უბრალოდ, სიტუაციის გამო, შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება, თორემ მე არ მიყვარს, ბრმად მსჯელობა და იარლიყების მიკერება – ყველა მკვლელს რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, ყველას ვინც ქალიშვილებზე საუბრობს ესე იგი აუცილებლად ვინმე არ აძლევს, ყველა ნერვიულ ბავშვს ოჯახში პრობლემები აქვს, მშობლები აუცილებლად გაშორებულები არიან და ასე შემდეგ – არ არის ასე, ხშირად ბევრად უბრალოდ არის ყველაფერი და ვერ ვიტან ამ სტერეორიპებს. თუმცა მაინც მომეჩვენა, რომ ბავშვი საკმაოდ ნერვიული ჩანდა, სგამხდარი იყო, სახე აწითლებული ჰქონდა და ერთადერთი რითაც გამოვარჩევდი ცოტა სქელი ტუჩებია. საერთო ჯამში, გამომწვევი გარეგნობა ჰქონდა, ქართველები ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ,ტიპიური ნაბიჭვარი’ – ანუ ბოროტი, აგრესიული, ძალით მოძველბიჭო.
ბავშვმა რამდენჯერმე საკმაოდ ხმამაღლა(წესითა და რიგით იმ ქალსაც უნდა გაეგო, მაგრამ ალბათ უბრალოდ წაუყრუა) ჩაილაპარაკა თუ როგორ ცემდა, გაიგდებდა და გაუხეთქავდა თავს იმ ქალს და ამას პერიოდულად იმეორებდა. მეც პერიოდულად ვტრიალდებოდი, მაინტერესებდა რა სახის გამომეტყველება ჰქონდა ხოლმე. პროვინციელი ბიჭი ხალისობდა. ზოგი შოკში იყო, მათ შორის ასევე პროვინციელი გოგონების სამეული, ხითხითებდნენ და დაბნეული სახეებით იყურებოდნენ აქეთ. ბავშვის გვერდზე ქალი იჯდა, ისეთი ,ტიპშა’ იყო მუდმივად სიმშვიდეს რომ ინარჩუნებენ, ძალიან კეთილები რომ არიან, სახეზე სულ ღიმილი რომ გადაჰკრავთ და მათი ქმრები ყოველთვის ყველაფერში მართლები რომ არიან. სამწუხაროდ, მოულოდნელობის ეფექტმა ჩემზეც ცოტა ზედმეტად იმქომედა და ყველა ნიუანსსა და ფრაზას ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ ორივე მხარე უკანდაუხევად აგრძელებდა შელაპარაკებას.
-შე ნაგავო – ვეღარ მოთოკა ნერვები ქალმა.
-აუ ამას მოვკლავ ეხლა – ჩაილაპარაკა ბავშვმა.
ზუსტად ამ დროს, თითქოს ჯინაზე, გაჩერებასთან მივედით, ავტობუსის კარებებიც გაიღო და ბავშვმა ისტერიულად დაიწყო მიწოლა: ,აი ხო გავჩერდით, ხო ამბობდი ჩაგსვამო, მიდი ჩამსვი აბა, ჩამსვი’. ქალი დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა და რა ექნა, უკვე ნათქვამი სიტყვები და უზრდელო გაუმეორეა. ბავშვი კი არ ჩერდებოდა და ,ჩამსვი აბა, ჩამსვი’ ეკერა პირზე და იმდენად ისტერიულად იმეორებდა, რომ აქ მეორე შეტევასთან გამკლავება მომიხდა, ისევ ამასხა და მომინდა მე ჩამეყვანა, არა ჩამეთრია! და გემრიელად მეცემა, რომ იქნებ ცოტა ჭკუაზე მოსულიყო, მაგრამ მაინც არ მოვიდოდა. ამ დროს კი სცენაზე შემოვიდა 40-ს გადაცილებული მამაკაცი, რომელმაც ბავშვს მიმართა: ,გაჩერდი ეხლა, რა დაგემართა, არა გრცხვენია?’. ქალმა შვებით ამოისუნთქა და არც დაამთავრებინა ლაპარაკი იმ კაცს ჩაერთი: ,გამოჩნდით ერთი კაცი რა, არავინ ხართ? ამოიღეთ ხმა ვინმემ, ეს ხომ თქვენი შვილიშვილის ხელაა’.
გამიკვირდა რომ ბავშმა ხმა არ ამოიღო, მაგრამ მცირეხნიანი პაუზა ისევ ბავშმა დაარღვია და რაღაცა ჩაიბურდღუნა, ერთხელ, მეორედ, მესამედ… უცებ, მთელი შელაპარაკების დროს ჩუმად მყოფმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც გვერდზდე ეჯდა იმ ბავშვს ხმა ამოიღო და დაწყნარდიო უთხრა. წყობიდან გამოსულ მკაცრ ქალბატონსაც მეტი რაღა უნდოდა?
-ქალბატონო თქვენია ეს ბავშვი? – მიმართა მკაცრმა კეთილს.
-არა, ჩემი არ არის. -თბილი ღიმილითდა ცოტა დაბნეულად უპასუხა იმ ქალმა, ისე რომ ეჭვი გაგიჩნებოდა, თითქოს დის ან ვინმე ახლობლის შვილი ყოფილიყოს ის ბავშვი. ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი და ძალიან დავინტერესდი, ნუთუ მართლაც ვინმეა ეს ბავში ამ ქალის და ამდენი ხანი ჩუმად იჯდა?
-ხო ეტყობა რომ უპატრონოა. – კმაყოფილებით მიუგო ბრაზიანმა ქალმა. ძალიან გამიკვირდა, რომ ამას ბავშვის პასუხი არ მოჰყვა.
ამ დროს ადგილი განთავისუფლდა კეთილი ქალბატონის გვერდით და ბრაზიანი ქალბატონი ბოლო ბოლო დაჯდა. თითქოს ბავშვი ამით გაღიზიანდა, რომ ის ქალი მაინც დაჯდა სკამზე და რაღაც ისევ ჩაილაპარაკა. პასუხმაც არ დაახანა.
-ხო, არ გაჩერდე ახლა არ გაჩერდე, 80 წლის ბებერივით, ბოლო სიტყვა შენი უნდა იყოს.
-შენი საქმე არ არის როდის გავჩერდები და როდის არა.
-შენი არა, თქვენი! თქვენი! – შეყვირა ქალმა.
-შენი, შენნაირ უზრდელებს თქვენობით არ ველაპარაკები.
-ვინ არის უზრდელი ეტყობა, ამ ხნის ქალს როგორ მელაპარაკები, შე მართლა უზრდელო.
-აუ ჩემი… რატო ვარ უზრდელი, რო დაიწყე აქ ჭკუის დარიგება – ჩაილაპარაკა ბავშვმა და შეყვირებით, ისტერიულად, დაამატა სიტყვები, რომელმაც ეს დაძაბული ფონი აბსოლუტურად განმუხტა – ახსენი აბა ჩემი უზრდელობა! ახსენი აბა!
ამაზე მეც კი გამეცინა, ოღონდ გამეცინა ბრაზის გარეშე, შეუძლებელი იყო აქ გაბრაზება, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათი გახლდათ. ისეთი კომიკური იყო ამ პატარა ბავშვის ძალით მოძველბიჭო ,რაზბორკული’ წამოყვირება, რომ თავის შეკავება მართლა შეუძლებელი გამოდგა. ის პროვინციელი ბიჭი ხომ საერთოდ უბედნიერეს ადამიანად იქცა, თან ჩემი მისამართით ფრაზა ისროლა – ამ ქალის ოჯახში შევიდა ჩემი მტერი, ხომ წარმოგიდგენია როგორი სიდედრი იქნებაო. მე რასაკვირველია არ ვუპასუხე, სად მეცალა, თან არც მესიმპათიურებოდა ეს ბიჭი. როგორც ჩანს, არც უფიქრია, რომ ის ქალი შეიძლებოდა მარტოხელა ყოფილიყო. ავტობუსში ჟრიამულმა დაისადგურა, ვიღაცეები იმეორებდნენ: ,ახსენი აბა ჩემი უზრდელობა’. ამ ხმაურში არც ვიცი ქალმა უპასუხა თუ არა რამე, ვერ გავიგე. ერთადერთი დავინახე როგორ გააქნია თავი იმ კაცმა, აი ნამდვილი ძველი თბილისელი კაცი იყო, არც იქით და არც აქეთ, რო მოსულა ,კაჩაობა’ ოღონდ მთავარია ქალს არ უთხრა არაფერი და ზურგსუკან თუ გინდა ქალზეც თქვი, კაცს და ბიჭს კი უნდა უთხრა აბა რა უნდა ქნა. მთავარი ხო ამათთვის ცრუ ეტიკეტი, ცრუ ,წესები’ და ცრუ გაგებაა. გულწრფელად აღშფოთებული ჩანდა ბავშვის საქციელით.
ადგილები ნელნელა განთავისუფლდა. დასხდნენ ის გოგოენბიც, დაჯდა ეს კაციც. მკაცრმა ქალბატონმა მიუთითა ძალიან ასაკოვან ბებიას, რომ ადგილი გაცარიელდა და დაბრძანდითო(იქამდე არც დამინახავს თუ ფეხზე იდგა ის ბებია). კეთილმა ქალბატონმა კიდევ ერთი სიკეთის ჩადენა მოასწრო და იმავე ბებოს მიასწავლა, რომ აქ უნდა ჩასულიყო და 30 ნომერს გაჰყოლოდა. პროვინციელი ბიჭი ჩავიდა.
ამასობაში კი გოგოენბში დაიწყო განხილვა, უნდა ასწავლონ თუ არა ბავშვს სახლში რომ უფროსებს თქვენობით ელაპრაკოს და არ ეუზრდელოს.
-კი მაგრამ არ უნდა იცოდეს ბავშმა რომ უფროსებს ასე არ უნდა ელაპარაკოს? – რიტორიკულად იკითხა პირველმა.
-ოჯახში არ უნდა ასწავლონ? – დაამატა მეორემ.
-კოშმარია, გავგიჟდი. – დაასკვნა მესამემ. არცერთი არ ვარგოდა შესახედავად.
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის იყო, რომ ეს გოგონები ისევ და ისევ პრობლემის კოსმეტიკური მოგვარებისკენ მიდიოდნენ, რაც ქართველებისთვის ასე ახლოსაა. თითქოს თუ რამეს არ იტყვი, ის არ მომხდარა და პრობლემა არ არსებობს, ჩვენ ხო სიგიჟემდე გვიყვარს ყველაფრის დამალვა, მათ შორის კარგისაც – ყველას უნდა გააგებინო, რომ ბინა იყიდე? – რა თქმა უნდა არა, უნდა დამალო. ეკას ჯანმრთელობა აწუებს? ეს არსად არ უნდა თქვა, ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო. მთავარია ჩემთან იყოს კარგი და სხვასთან როგორი იქნება რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის არაფერი დაუშავებია – აი ამ მიდგომის ხალხი ვართ. ვიჯექი და ამაზე ვფიქრობდი. იმ გოგოებისთვის მთავარი ის კი არ იყო, თუ რატომაა ბავშვი ასეთი აგრესიული, რა პრობლემა აქვს ან ასე რატომაა გაზრდილი(აქ შეიძლება მშობელი არაფერ შუაშია, ხშირად მშობლების მცდელობა არაფერს ცვლის და საქმე სხვა რამეშია), მათთვის მთავარი პრობლემა იმაში გახლდათ, რომ ამ ლაწირაკმა ამ ხნის ქალს(ეს სიტყვები ,ამ ხნის ქალს’ განსაკუთრებულად უნდა გამოთქვა თან)სიტყვა შეუბრუნა და თქვენობით არ მიმართა. თითქოს, თქვენობით რომ დალაპარაკებოდა და ისევ ეს ჩვენი საყვარელი პირფერული და ცრუ ეტიკეტი გამოეჩინა, პრობლემა მოგვადებოდა. რამდენი აგრესიული ბიჭი არსებობს, რომელიც ოჯახში მშვენივრად იქცევა და გარეთ ბოროტების და სისულელეის მეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ რადგან ,გურჯულ ეტიკეტს’ იცავს ესე იგი მოსულა, ესე იგი მშობლებმა უნდა დაიცვან, ყველაფერი აპატიონ და თავზე ხელი გადაუსვან, ის ხომ მათიშვილია. ისევ შორსმიმავალ თემებსა და პრობლემებში გავიჭერით… და მოდი, აღარ გვინდა.
თითქოს ჰაერსაც, აურასაც დაეტყო, რომ დაძაბულობის პიკმა გადაიარა. ყველა დამშვიდებული ჩანდა. ბავშვი წამოდგა და ჩავთვალე, რომ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა – ჩემს მშობლებს შეურაცხყოფას აყენებს და რატო არ ელაპარაკება თქვენობითო, ვერ რიან ესენი – და ეს ბოლო სიტყვები იმ ბავშვური სიალალითა და სისუფთავით წარმოთქვა, რომელიც მცირე დოზით, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა. ცოტა კი მესიამოვნა, მაგრამ მდგომარეობა მაინც უიმედო მეჩვენა, ეს იყო ტიპიური, ცუდი გაგებით ქუჩის ბიჭი, ჩვენი მომავალი თუ ,მომავალი’. გამახსენდა 90-იანი წლები, როგორც თანამედროვე საქართველოში ამბობენ – დავიგრუზე. ყველაზე მეტად ბოლო დროს სწორედ ასეთი ტიპაჟების ნახვა მგრუზავს ამ ასაკის ბავშვებში და ასევე ვერ ვიტან მოდერნიზირებულ ძველ ბიჭებს, ყველაზე უშნო ჯიშია.
ბავშვი გაძვრა კარებთან და ვიღაცას უთხრა ,უკაცრავადო’. ამ სიტყვამ ძალიან გამამხიარულა, მისი წინა გამოსვლების გათვალისწინებით. ბრაზიანი ქალი კი ზიზღიანი თვალებით უყურებდა ბავშვს და რასაც ვერ ვიტან იმას აკეთებდა, ფეხსაცმლიდან იწყებდა იმის თვალიერებას თუ როგორ ეცვა მას, სხვათა შორის, ბავშვი საკმაოდ ნორმალურად იყო ჩაცმული. არ ვიცი იმ ქალს თავში რა უტრიალებდა, მაგრამ მე მგონი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სიტყვამ მოიტანა და იმასაც ვერ გადაეჩვივნენ, რომ ,კარგი ოჯახის შვილი’ კარგ ჩაცმულთან არ უნდა ასოცრიდებოდეს და რომც ასოცირდებოდეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ოჯახის შვილი, კარგ ადამიანს არანაირად არ ნიშნავს და საერთოდ რა არის კარგი ოჯახის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმი?
ბავშვი ჩავიდა. ვიღაცეები ისევ განხილვაში იყვნენ, ერთმა უპასუხა მეორეს: ,ხო, თავიდანვე შენობით მიმართა’. იქამდე აბსოლუტურად ჩრდილში მყოფმა ქალმა უცებ ირონიულად ჩაიცინა და ამ ბრაზიან ქალბატონს გამოხედა.
-ეს ჩვენი უბედურებაა ქალბატონო, ჩვენი. სადამდე მივედით. – ჩაილაპარაკა მკაცრმა ქალმა და უცებ კეთილ ქალს მოუტრიალდა – გარდა იმისა, რომ უზრდელი იყო, ეს ბავშვი აბსოლუტური ნევრასტენიკია. ხომ ნახეთ არა? წარმოგიდგენიათ, რა გარემოში და რა პირობებში იზრდება?
და იქნებ სულაც ძალიან მშვენიერ პირობებში იზრდება, ზედმეტად მშვენიერშიც კი. იქნებ სწორედ ეს ან სულ სხვა რამეა პრობლემა, რაც თქვენ სტერეორიპულ აზროვნებაში ვერ ჯდება, ჩუმად ვსვამდი შეკითხვებს მე, მაგრამ ხმის ამოღებას ნამდვილად არ ვაპირებდი. კონტროლიორები არ შეგვხვედრიან. პავლოვზე ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მკაცრი ქალბატონი, მე და პროვინციელ გოგონათა სამეული ერთად ჩავედით. მხოლოდ მაშინ დავინახე, რომ ამ ქალს დიდი ჩანთაც ჰქონია, რატომღაც დამაინტერესა რა იდო შიგნით, რაღაც არასტანდარტული, ძველი ჩანთა იყო. გოგომები ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ: ,აუ ბავშვმა რა იკაჩავა’. – ამბობდა ერთერთი. უცებ ვიფიქრე, რომ მივსულიყავი იმ ქალთან და მეკითხა, დაოჯახებული ბრძანდებით თუ არათქო(ისე არცერთხელ არ უხსენებია, ჩემი შვილიშვილის ტოლი ხარო), მაგრამ წამშივე მივხვდი, რომ ძალიან სულელური აზრი იყო, უფრო სწორად, უფრო არასწორი, ვიდრე სულელური. ცოტა გამოვფხიზლდი, ჩემი საქმეც გამახსენდა და არქივის შენობისკენ დავიძარი.
პინტურიკიო მიდის…
ამის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი გარდაუვალია და ოდესმე, ალესანდრო დელ პიეროც წავიდოდა ფეხბურთიდან. იუვეს მერე, სადმე რომც ითამაშოს ეს მაინც ფეხბურთიდან წასვლას ნიშნავს უკვე
იუვენტუსის, იტალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სულ მალე, 9 ნოემბერს 37 წლის გახდება, ბოლო სეზონს ატარებს კლუბში, ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმაც დაადასტურა. მას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებენ. სწორი გამოდგა ჩემი ვარაუდიც იმის შესახებ, რომ ზუსტად კონტეს ხელში წავიდოდა ალე. თუმცა აქ კონტე ნაკლებად არის შუაში, ხელმძღვანელობაა უფრო დამნაშავე. მათ დელ პიერო სათანადოდ ვერ დააფასეს და ახლაც… ეს აბსოლუტურად უდროო და რაც მთავარია ძალიან მშრალი განცხადება ანიელისი, უცნაური და მოულოდნელი იყო. ბოლო ბოლო, სეზონის მიწურულისკენ ეთქვათ. ამის გამო, ლუჩანო მოჯიმ გააკრიტიკა ანიელი და სწორადაც მოიქცა, აბსოლუტურად მართალია მოჯი, ამ შემთხვევაშიც.

არადა, ალესანდრო დელ პიეროს კიდევ შეეძლო სასარგებლო ყოფილიყო იუვესთვის, მაგრამ არ უნდათ და გვართმევენ მისი სერია ა-ში ხილვის სიამოვნებას, ხოლო დელ პიეროს ართმევენ შედეგების გაუმჯობესების შანსს. თუმცა ეს ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო, უბრალოდ ფორმაა გამაღიზიანებელი
თავად დელ პიეროს კომენტრი ჯერ არ ჩანს…
დელ პიერო, იუვეს შემდეგ არცერთ იტალიურ გუნდში აღარ ითამაშებს. ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა უცხოეთში კარიერას, დათანხმდება თუ არა კლუბში დირექტორის პოსტს (ამ ეტაპზე ალბათ არა) თუ უბრალოდ, დაისვენებს ცოტა ხნით. კარიერის მანძილზე, მათ შორის ტრავმირებულსაც მას უამრავი წინადადება მიუღია, მაგრამ სულ ერთგჰული იყო იუვესი, სერია ბ-შიც. ახლა ამბობენ, რომ ისევ პრემიერლიგიდან არის ინტერესი… ასევე, ყველასთვის ცნობილია მისი პოპულარობა ამერიკაში, მისი დამოკიდებულება ამერიკასთან და ამ ქვეყნის სიყვარული, რაც არ გამორიცხავს კარიერის მეიჯორლიგაში გაგრძელებას.
მიუხედავად ამისა, იუვენტუსს აქვს ახალი მშვენიერი სტადიონი. ჰყას ნამდვილი იუვენტინო მწვრთნელად, ემოციური და მებრძოლი. გუნდი იბრუნებს იმ ცნობილ, იუვენტუსურ ,მებრძოლ სულს’, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. მოკლედ, არის სასიკეთო ძვრები და იმედია, კუთვნილ ადგილზე დაბრუნდება იუვე. თუმცა ალესანდრო დელ პიეროს გარეშე იუვენტუსიც სხვაა და ზოგადად ფეხბურთიც. კიდევ ერთი ლეგენდა მიდის ![]()
იუვენტუსის გულშემატკივრებს კი კლაუდიო მარკიზიო სულ ოდნავ თუ გადაგვატანინებს ალექსის წასვლას. იმიტომ კი არა, რომ ,პატარა პრინცი’ ალესავით ნიჭიერია, მისი 30%-იც არ არის. მოჯის თქმის არ იყოს, დელ პიერო ტექნიკის თვალსაზრისით ახლაც საუკეთესოა იუვენტუსში(და არა მარტო იქ
). არამედ იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტი იუვენტინო და მომავალი კაპიტანია, ამით კი ყველაფერი ნათქვამია, ასეთებს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ.
ალეს სიდიადე კი წასვლის მერე კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანია
ახლა წერის ხასიათზეც არ ვარ და ანიელისა არ იყოს, მეც მაპატიეთ ეს მშრალი ნაწერი. მერე, როცა ნამდვილად დრო მოვა, გამოვაცხობ პოსტს. ის ჯერ კიდევ თამაშშია და ადრე ნუ გამოვეთხოვებით
Fორცა ალე!
ალესანდრო დელ პიერო, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანია.
პინტურიკიო მართლაც ხატავდა და ხატავს მინდორზე

Del Piero to leave Juve in 2012
Juventus President Andrea Agnelli has confirmed that this will be Alessandro Del Piero’s final season at the club.
Speaking at a shareholders meeting on Tuesday, the Signora chief admitted that the No 10’s playing career with the outfit will end in the summer.
“Our captain Alessandro Del Piero really wanted to stay with us for what will be his final year in Bianconero,” Agnelli noted.
“Let’s dedicate a massive round of applause to him.”
There has yet to be a comment from the Del Piero camp, but it was widely accepted before today’s announcement that the Italian would leave in 2012 at the end of his contract.
The veteran, who signed a new 12-month deal earlier in the year, will celebrate his 37th birthday in November.
The Azzurri international joined the Turin giants in 1993 from Serie B side Padova and he’s gone on to break numerous club records.
He’s also won just about every major trophy with the side, as well as staying loyal to the Old Lady following their demotion to Serie B in 2006.
It’s unclear whether Del Piero will retire from the game next year or go and play his football in a foreign country.
He’s already underlined that he wouldn’t play for another Italian team after Juve.
Moggi blasts Juve over Del Piero
Luciano Moggi has questioned the manner in which Juventus announced that this will be Alessandro Del Piero’s final season at the club.
President Andrea Agnelli confirmed the news at a shareholder meeting on Tuesday, but the player himself has yet to make a comment.
“I didn’t understand Agnelli’s statement,” Moggi, the club’s former director general before the Calciopoli storm, told Radio Mana Mana.
“When Alessandro plays he always produces problems for the opposing team and he’s still the best player at Juventus in terms of technique.
“The club should have said these things in March or April. It made no sense to make this statement now.
“Whoever advised Agnelli to do so has made a terrible error.”
Moggi added that he fears yesterday’s announcement could impact on the performances of the almost 37-year-old.
“It’s dangerous, as this could demotivate the forward,” the ex-official continued. “This was the wrong way to deal with a player who has given so much to the club.
“Everyone can behave in the manner which they think is appropriate, but I’m convinced that Alex can still give a lot to Juventus.”
Del Piero expected to go abroad
Alessandro Del Piero’s first agent, Claudio Pasqualin, believes he’ll want an experience abroad before returning to Juventus as a director.
Brio expected Del Piero exit
Former Juventus defender Sergio Brio is unsurprised by the news that this will be Alex Del Piero’s last season with the club.
Torricelli questions Del Piero timing
Moreno Torricelli was left surprised by the timing of today’s announcement that Alex Del Piero will leave Juventus in 2012.
პ.ს.
და აი ვიდეო, რომელშიც დელ პიეროს ოსტატობის ძალიან მცირე ნაწილია შესული. აკლია უამრავი მომენტი და ბევრი სუპერგოლი, მაგრამ იმდენ ვიდეოსა და გადაცემას შორის, რაღაც ყველაზე კარგად გადმოსცემს საერთო სურათს, ჩინებული მუსიკით.
სამწუხაროდ, უკეთესი ხარისხით იდო ადრე და ვერ ვნახე, ესეც ძლივს ვიპოვე. ძველ ვინჩესტერზე მაქვს და თუ აღვადგინე, მერე იმას დავდებ
ყველამ ნახეთ
* * *
ტრენტინიანი
2003 წელს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მეც ამ სევდიანი ისტორიის მოყოლა მსურს, რამდენიმე დღის წინ ძალიან მომინდა და აი დავიწყოთ, დავიწყოთ პატარა წინასიტყვაობით და მერე – სულ თავიდან
მართალია ბავშვები ყოველთვის ზედმეტად ფაქიზები, პატარები და სათუთები გვგონია, მაგრამ ადამიანი სწორედ ბავშვობაში ირჩევს იმ მიმართულებას, რომელსაც შემდგომ ძალიან იშვიათად ღალატობს. იშვიათად იცვლის გეზს, გემოვნებას, აზრს ამა თუ იმ საკითხზე და ასე შემდეგ. პირადად მე ყოველთვის არასწორი მგონია ფრაზები – გაიზრდება და ისწავლის, რომ გაიზრდება მიხვდება – და მსგავსები. არაფერსაც არ მიხვდება, რომ გაიზრდება უფრო მეტად გაჰყვება ბავშვობაში არჩეულ გზას, როცა ,ენას უჩლექდნენ’, ადრე აძინებდნენ, სიგარეტს არ აწევინებდნენ, სასმელს არ ასმევდნენ, ,უხამსობებს’ არ აყურებინებდნენ, ძალიან ანებივრებდნენ(რაც დამღუპველია) ან ძალიან მკაცრად ექცეოდნენ(რაც ასევე დამღუპველია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით არა ისე, როგორც პირველი, თუმცა ყველაფერი შედარებითია და სიტუაციას გააჩნია).
ბავშვობაში ირჩევ საყვარელ სპორტსმენს, გუნდს, საჭმელს, წიგნს, ფილმს, ქალის/კაცის ტიპს რომელიც მოგწონს, ჩაცმულობის სასურველ სტილს(წარმოდგენით მაინც), სასურველ მანქანას, მეგობრებს… აბსოლუტუირად ყველაფერს. ეს კი მარტივ რამეზეა აგებული – რაიმე დადებითი ან უარყოფითი ემოცია და მორჩა – არჩევანი გაკეთებულია
ერთადერთი რასაც ბოლომდე ვეთანხმები ბაშვებთან მიმართებაში ისაა, რომ ბავშვი ფაქიზია, ყველაფერს კარგად აღიქვამს, გულთან ახლოს მიაქვს და ადვილად ექცევა რაღაც კონკრეტული ისტორიის, ვიზუალური ეფექტის, განცდის, ტრაგედიის, გარემოების… ზეგავლენის ქვეშ. ხოლო როცა რაიმეზე წარმოგენას შეიქმნის 100-დან 90 შემთხვევაში თუ მეტში არა, აღარც შეიცვლის.
სწორედ ბავშვობაში, როცა ჯერ არაფერი მესმოდა და არც კინომოყვარული ვიყავი, ვერც ვიქნებოდი, რატომღაც თავიდანვე დადებითად განვეწყვე ერთი გვარის გაგონებაზე, ეს იყო – ტრენტინიანი. მომწონდა ,უცნაური’ გვარები, ქეცბაია, ტრენტინიანი, აზნაური… ჩემი საყვარელი სახსენებელი გვარები იყო. გარდა ამისა, გადავწყვიტე, რომ ჯინა ლოლობრიჯიდაზე უკეთ გაირითმებოდა – ჯინა ლოლობრიჯინა – და მიკვირდა თუ რატომ არ ,დაარქვეს’ ამ ქალბატონს მშობლებმა გვარად ლოლობრიჯინა, განა ეს ასეთი ძნელი გასაკეთებელი/მისახვედრი იყო? მაშინ 6-7 წლის ვიქნებოდი. ამიხსნეს კარგად ყველაფერი, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლოლობრიჯინა უკეთესი იქნებოდა. ტრენტინიანი კი არასოდეს მენახა, მხოლოდ ყური მოვკარი და თავიდანვე მომეწონა ეს გვარი, სახელიც სხვათა შორის – ჟან ლუი ტრენტინიანი…
დიდი შანსია, ამ ბაშვური ,სტერეოტიპისა’ და დადებითი განწყობის ბრალი იყო ის, რომ ტრენტინიანი პირველივე სერიოზული ნახვისასვე ძალიან მომეწონა და დავაფასე ეს მსახიობი. თუმცა განწყობის გარდა, აქ ობიექტური მიზეზებიც არის. ჩემი აზრით, ჟან ლუი ტრენტინიანი ერთ- ერთი ყველაზე სახასიათო და გამორჩეული მსახიობია, თან ძალიან ლამაზი, რა ალენ დელონი… თუმცა ამაზე ნუ ვიკამათებთ, ყველას თავისი გემოვნება აქვს და თან მე მამაკაცი, მამაკაცის სილამაზეს სხვანაირად აღვიქვამ ცხადია, ხოლო ქალებს თავიანთი სამყარო და ხედვა აქვთ.
ჟან-ლუი ტრენტინიანი 1930 წლის 11 დეკემბერს საფრანგეთში, კერძოდ პიოლენკში დაიბადა. ტრენტინიანი საკმაოდ შეძლებული და ცნობილი ოჯახიდან იყო. მისი ერთ-ერთი ბიძა ლუი ტრენტინიანი 1933 წელს ტრასაზე საკუთარი ბუგატით პრაქტიკისას დაიღუპა. მრბოლელი იყო მეორე ბიძა, ლუის ძმა მორის ტრენტინიანიც, თანაც არა უბრალოდ მრბოლელი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო 1950-იან წლებში და მას ორჯერ მონაკოს გრანპრიც აქვს მოგებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ პატარა ჟან-ლუი თავიდან ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა.
უაღრესად მორცხვ ბავშვად დახასიათებული ჟან-ლუი პოეზიამ გაიტაცა და მის საყვარელ პოეტებად გიიომ აპოლინერი, ჟაკ პრევერი და ლუი არაგონი იქცნენ. 12 წლის ასაკში ის დრამატურგიის შესასწავლად პარიზში გადაბარგდა. მოგვიანებით, ცოტა მოულოდნელად ის სამართლის შესწავლას იწყებს, მაგრამ ოცნებას მსახიობობაზე გულის სიღრმეში იტოვებს. 1949 წელს კი ტრენტინიანის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება – მას იწვევენ მოლიერის სპექტაკლში ,L’Avare ou l’École du mensonge’(ძუნწი). 19 წლის ჟან-ლუი სიამოვნებით თანხმდება შემოთავაზებას, თავს ანებებს სამართლის შესწავლას და თეატრალურზე გადადის, ის გაკვეთილებს ტანია ბალაშოვასა და შარლ დიულენისგან იღებს. თან ცდილობს, როგორმე დაძლიოს საკუთარი ზღვარგადასული სიმორცხვე.
მალევე ტრენტინიანი ასევე მსახიობი სტეფან ოდრანი მოიყვანა ცოლად. თუმცა მათი სიყვარული და ქორწინება, არც ისეთი წარმატებული და ხანგრძლივი გამოდგა. გაშორების შემდეგ სტეფანი ცოლად რეჟისორ კლოდ შაბროლს გაჰყვა. ჟან-ლუის თეატრალური კარიერა კი წარმატებულად გრძელდება… ის ტრიალებს ჟერარ ფილიპის, ბრიჯიდ ბარდოს, ჟან მოროს და სხვების გარემოცვაში.
ტრენტინიანის ყველა კარიერულ ნაბიჯზე აღარ შევჩერდეთ. უბრალოდ გეტყვით, რომ მისი პირველი ფილმი იყო 1956 წლის ,If All the Guys in the World…’, რომელიც კრისტიან ჟაკმა გადაიღო. იმავე წელს როჟე ვადიმმა გადაიღო საკულტო ფილმი ,…და ღმერთმა შექმნა ქალი’. მთავარ როლში ბრიჯიდ ბარდო გვევლინება, რომლის პერსონაჟიც მხოლოდ გართობასა და კაცებზე ფიქრობს. ხოლო ჟან-ლუიმ ახალგაზრდა და თავდავიწყებით შეყვარებული ქმრის როლი ბრწყინვალედ შეასრულა. სხვათა შორის, ბარდო მაშინ სწორედ როჟე ვადიმის ცოლი იყო, ტრენტინიანმა კი მასთან რომანი გააბა. ამ ამბავმა დიდი ხმაური გამოიწვია და საბოლოოდ, ყველაფერი ვადიმისა და ბარდოს განქორწინებით დასრულდა.
მოულოდნელად, ტრენტინიანი დაახლოებით 3 წლით ტოვებს ,ელიტას’, რადგან ჯარში სამსახური უწევს. ამ პერიოდში ის ალჟირსა და გერმანიაში მსახურობდა. ამასობაში, ბარდოსთან ურთიერთობაც ქრება, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ბრიჯიდი მუსიკოს ჟილბერ ბეკოსთან ახლო ურთიერთობაში შედის.
ჯარიდან დაბრუნებულმა ტრენტინიანმა სამსახიობო კარიერა გააგრძელა და ის მრავალ ფილმში ათამაშეს. თუმცა ჩვენ 1966 წლის კარგად დაპიარებული და ცნობილი ფილმი ,ქალი და მამაკაცი’ უნდა გამოვარჩიოთ(20 წლის მერე წარუმატებელი გაგრძელებაც გადაიღეს). სწორედ ამ პიარის გამო, ეს ალბათ ჟან-ლუის ყველაზე ცნობილი როლია, მაგრამ არა საუკეთესო. ამ ფილმმა მიიღო ორი ოსკარი(საუკეთესო უცხოური ფილმი და ორიგინალური სცენარი) და კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო. მთავარი პერსონაჟი ავტომრბოლელია, შესაბამისად, ჟალ-ლუის ოჯახიან და გავრიდან გამომდინარე, რეჟისორ კლოდ ლელუშს ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ ვინ უნდა მოეწვია მამაკაცის როლის შესასრულებლად. რაც შეეხება ქალს. ეს უკვე ლელუშმა ტრენტინიანის რჩევით გააკეთა და ფილმში ანუკ ემე ათამაშა, რომელიც ჟან-ლუის ახლო მეგობარი გახლდათ და ტრენტინიამა რეკომენდაცია გაუწია.
არ გამოგვრჩეს, რომ იმავე პერიოდში(1960 წელს) ტრენტინიანი თავის რომანს მსახიობ, სცენარისტ და რეჟისორ ნადინ მარკანთან ქორწინებით ასრულებს(და მოგვიანებით ეს ქორწინებაც გაყრით მთავრდება – 1976 წელს). მათ სამი შვილი შეეძინათ – ვენსანი, პოლინა და მარი, მაგრამ პოლინა დაბადებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა (1969 წელს). ვენსანი დღესაც ცოცხალია, რაც შეეხება მარის…
1968 წელს, ტრენტინიანმა მიიღო ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ალენ რობ-გრიიეს ფილმში ,L’Homme qui ment’(კაცი რომელიც იტყუება). იმავე წელს გამოვიდა სერჯო კორბუჩის შესანიშნავი ვესტერნი(პირადად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი ჟანრში) ,The Great Silence’. იტალიელებს მაინც სხვანაირად შეუძლიათ ხელოვნება…
სპაგეტი-ვესტერნიც და სხვა ყველაფერიც, ფილმში ტრენტინიანი საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ არც არის საჭირო ))) ასევე ბრწყინვალედ გამოიყურება ნიკოლაუს კარლ გიუნტერ ნაკშინსკი ანუ უბრალოდ კლაუს კინსკი, ნასტასია კინსკის მამა.
საერთოდ, ჟან-ლუი ტრენტინიანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მან იმუშავა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ბერნარდო ბერტოლუჩი, ეტორე სკოლა, დინო რიზი, ვალერიო ძურლინი… ითამაშა ვიტორიო გასმანთან ერთად.
1969 წელს, მან მოიპოვა ყველაზე დიდი აღიარება კარიერაში, მიიღო რა კანის კინოფესტივალის ჯილდო, ბერძენი რეჟისორის კოსტა-გავრასის ბრწყინვალე ფილმში ,Z’ შესრულებული როლისთვის, რომელშიც ასევე ძალიან საინტერესო და დიდი პირვონება ივ მონტანიც თამაშობს. 1972 წელს მიიღო ,დავიდ დი დონატელოს’ სპეციალური ჯილდო და ასევე 4-ჯერ იყო ნიმინირებული ,სეზარ’-ზე.
სხვათა შორის, ტრენტინიანისა და ლოლობრიჯიდას გზებს მარტო ჩემს ბავშვურ ფანტაზიებში არ გადაუკვეთავთ ერთმანეთი. მათ ერთად იმუშავეს ფილმში Death Laid an Egg (1968). მოგვიანებით, ჟან-ლუიმ ჯინასადმი კრიტიკა არ დაინანა. მან ლოლბრიჯიდა უპასუსხიმგებლობაში, მედიდურობასა და ჭირვეულობაში დაადანაშაულა და თან სულელიც უწოდა. სამაგიროდ, აქო და ადიდა კოსტა-გავრასი, ხოლო ანუკ ემეზე თქვა, რომ ისეთი მსახიობი ვერ არის, როგორც ბრიჯიდ ბარდო, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთივე ექსტრაორდინალურია, როგორც გარი კუპერი იყო მაგალითადო. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ ტენტინიანის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი გახლდათ.
1970 წელს მან ითამაშა ბერნარდო ბერტოლუჩის შესანიშნავ ფილმში ,კონფორმისტი’. სწორედ ეს არის ჩემი საყვარელი როლი და ფილმი ჟან-ლუი ტრენტინიანისა.
პარალელურად, ბავშვობის ოცნება ნაწილობრივ აისრულა და ავტორალიში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა. 50 წლის ასაკში კი ავინიონთან ახლოს, თავის სახლში განმარტოვდა და განაცხადა, რომ კინოსამყაროსგან დაიღალა. 1990-იან წლებში მაინც ითამაშა რამდენიმე როლი, ძირითადად მიზანტროპების ან ცინიკოსების. პირადად მე ამის გამო უფრო შემიყვარდა. ითამაშა კშიშტოფ კიშლოვსკის ბოლო ფილმში ,წითელი’. მთლიანად ფილმია შედევრი და ტრენტინიანი განსაკუთრებით უხდება, ბრწყინვალე წყვილს ქმნის ჩემთვის არანორმალურად მიმზიდველ ირენ ჟაკობთან. ასევე ფრანსუა ტრიუფოს ბოლო ფილმში აქვს ნათამაშები, ფანი არდანთან ერთად. ასევე შეგვიძლია მოკლედ ვახსენოთ მისი მშვენიერი როლები რომი შნაიდერთან, მონიკა ვიტისთან და სხვა ლამაზმანებთან ერთად… ძალიან ბევრია ასეთი და ცხადია არამარტო ქალებთან, არამედ ასევე კარგ მსახიობ მამაკაცებთანაც.
1996 წელს კიდევ ერთ რამეში მიბაძა ბიძამისს მორისს(რომელიც 2005 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა) და გადაწყვიტა მევენახეობა დაეწყო, შეიძინა კიდეც დიდი ტერიტორია, რომელსაც სახელი Children of Paradise-ში არლეტის(ნამდვილი სახელი – ლეონი ბატია – ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მოდელი)პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვა. თუმცა ეს წამოწყება წარმატებული არ გამოდგა.
2003 წელს ტრენტინიანი მის ქალიშვილთან ერთად კითხულობდა თავისი საყვარელი პოეტის გიიომ აპოლინერის ,Поэмы к Лу’-ს. იმავე წელს ჟან-ლუი ტრენტინიანის ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია მოხდა…
მარი ტრენტინიანი 1962 წლის 21 იანვარს დაიბადა. ბუნებრივია შეძლებულ და პოპულარულ ოჯახში მას ბავშვობიდანვე ანებივრებდნენ. დედამისმა ნადინმა 4 წლის ასაკში უკვე საკუთარ ფილმშიც(My Love, My Love) ათამაშა. მარი 8 წლის იყო, როცა მისი პატარა და პოლინა გარდაიცვალა და ამან მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, საკმაო ხანი საკუთარ თავში ჩაკეტილიც იყო. მასზე არც მშობლების დაშორებამ იმოქმედა კარგად, მაგრამ შემდგომ, ორივესთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. მსახიობობაზე ცოტა ხანი აღარ ფიქრობდა და იმდენად უყვარდა ცხოველები, რომ ვეტერინარობა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ოჯახმა, გარემომ, გენმა, გარემოცვამ და ყველაფერმა ერთად თავისი მაინც გაიტანა…
17 წლის ასაკში მარიმ მამამისთან ერთად, ფილმში ,La terrazza’ ითამაშა(ეტორე სკოლას ფილმი ,ტერასა’) და აქედან დაიწყო მისი საკმაოდ წარმატებული კარიერა. შესაძლოა არა ისეთი წარმატებული, როგორც ჟან-ლუის ტრენტინიანის, მაგრამ მაინც. მარი 5-ჯერ იყო ნომინირებული ,სეზარ’-ზე და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.
მარი ტრენტინიანი, გარდა გვარისა და ნიჭისა, სილამაზითაც გამოირჩეოდა და სასიყვარულო ურთიერთობებიც არ აკლდა. გატაცებული გახლდათ მუსიკითაც. მან ოთხი ვაჟიშვილი გააჩინა – დრამერ რიშარ კოლინკასგან რომანი(და არა რომენი) ეყოლა. მსახიობ ფრანსუა კლიუზესგან პოლი შეეძინა. მატიას ჟირართან ურთიერთობა კიდევ ერთი ვაჟის ლეონის დაბადებით დასრულდა. მეოთხე ბიჭი ჟიული კი ბოლო ქმრისგან სამუელ ბენშეტრესგან გააჩინა.

2003 წელს მარიმ ფრანგ ფოლკმომღერალ თომას ფრესენთან დუეტი ჩაწერა. იმავე წლის ივლისში კი ნადინ მარკანი/ტრენტინიანი ფრანგ მსახიობ ქალბატონზე კოლეტზე ფილმს იღებდა, რომლის გადაღებებიც ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარეობდა და კოლეტის როლი სწორდ მარის უნდა შეესრულებინა. მარის თან ახლდა ბოიფრენდი ბერტრან კანტა, რომელთანაც 18-თვიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
ბერტნარ ლუსიენ ბრუნო კანტა 1964 წლის 5 მარტს ფლოტის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ლე ავრში გაატარა, შემდეგ კი ოჯახმა ბორდოში გადასვლა გადაწყვიტა. მან სწორედ იქ გაიცნო დენი ბარტი, ჟან-პოლ რუა და სერჟ ტისო-გე, რომლებთან ერთადაც მალევე როკჯგუფი ,ნუარ დეზირი’(Noir Désir – შავი სურვილი) დაარსა. კანტა ჯგუფის სოლისტი გახლდათ. 1981 წლის მარტში, პირველი კონცერტის ბოლოს, 16 წლის კანტა ხალხის მასაში გადაეშვა და ამის გამო თავის ტრავმა მიიღო.
Noir Désir-ს საუკთესო წლები 1990-იან წლებში ედგა და კანტაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაც გახლდათ, მემარცხენე შეხედულებების მქონე კანტას ხალხის საკმაო მასაზე შეეძლო გავლენის მოხდენა. იგი საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება იყო. თუმცა სიგარეტსა და ალკოჰოლზე არანორმალური დამოკიდებულობის გამო, ჯანმრთელობა ხშირად აწუხებდა. 1991 წელს მას ხშირად უბნელდებოდა თვალებში. 1993 წელს ხმის იოგებთან შეექმნა პრობლემები და საოპერაციო გახდა, რის მერეც სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა.
1997 წელს კანტამ უნგრული ფესვების მქონე კრისტინა რადი მოიყვანა ცოლად(იმავე წელს გათხოვდა მარი სამუელ ბენშეტრიზე) და იმავე წელს შეეძინა პირველი შვილი მილო, ხოლო 2003 წელს ქალიშვილი ალისა. მიუხედავად კრისტინ რადისთან ურთიერთობისა, პარალელურად კანტას მარი ტრენტინიანთან ჰქონდა რომანი, რომელიც 2001 წელს დაიწყო. ასევე უკვე ისიც გითხარით, რომ იგი თან ახლდა მარის ვილნიუსში.
როგორც შემდგომში გაირკვა, კანტასა და მარის შელაპარაკება მოუვიდათ. ამის მიზეზი მესიჯი იყო, რომელიც მარიმ მისი ყოფილი(ბოლო) ქმრისგან სამუელისგან მიიღო. ეჭვიანობით წყობიდან გამოსულმა კანტამ გამხდარი და ფიზიკურად სუსტი მარი ტრენტინიანი უმოწყალოდ სცემა. ექიმების დასკვნით, მარის სახეში მინიმუმ 19-ჯერ ჰქონდა დარტყმული, ამან თავის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ძნელი სათქმელია რა დგომარეობაში იმყოფებოდა იმ მომენტში ბერტნარ კანტა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ ,დაბინდვისა’ და აფექტის მერე, მან სასწრაფოს არ გამოუძახა, თუ რატომ, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ სასწრაფო 7 საათის მერე გამოჩნდა, როდესაც მარი უკვე უაღრესად მძიმე მდგომარეობაში და კომაში იმყოფებოდა.
31 ივლისს მარი ტრენტინიანი პარიზის სიახლოვეს, ნეიიში ჰარტმანის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღის შემდეგ, გარდაიცვალა კიდეც. 41 წლის მარი 6 აგვისტოს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს…
ამის მერე, საფრანგეთი ორ ნაწილად დაიყო – პროკანტისტები და ანტიკანტისტები. ხალხის ნაწილი კანტას მხარს უჭერდა და მისთვის მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელის მომხრე იყო, ნაწილი კი პირიქით. არ მინდა ბერტრან კანტა გავამართლო, არც იმ კუთხით, რომ აფექტში ყველაფერი მოსულა და საერთოდ არ უნდა აგო პასუხი… მით უმეტეს, არა იმ კუთხით და დემაგოგიით – იმას, რომ დაიჭერენ, მერე მშობლებს რა? გაცოცხლდება შვილი? და იმ უბედურს ცხოვრება რაღატო უნდა დაუნგრიონ, თავისი გაჭირვებაც ეყოფა – ეს მარაზმია. მაგრამ… ყველაფერში არის სიმართლის პატარა მარცვალი, თან სიტუაციას გააჩნია.
ჩემთვის, როგორც სამწუხაროდ პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანისთვის, ძალიან მარტივად გასაგებია, თუ როგორ შეიძლება გამოგიყვანოს ადამიანმა წყობიდან, თუ ამას ფონად პრობლემები, ნერვიულობა და მსგავსები სდევს, ხომ მით უმეტეს. თან საყვარელ ადამიანს კიდევ უფრო შეუძლია ამის გაკეთება, თან ძალიან მარტივად, როცა ნებისმიერ დეტალზე ეჭვიანობ. რატომ არ ესმის ხალხს, რომ ყველაზე უმოწყალოდ შეიძლება სწორედ საყვარელ ქალს(ამ შემთხვევაში) მოექცე, რადგან ის გიყვარს, მის ყველა ნაბიჯზე ეჭვიანობ და რომც არ იყო ეჭვიანი, მისგან უფრო გწყინს, მისგან უფრო გიხარია… აბა ვინც არ გაინტერესებს ან არ გიყვარს, იმას შეიძლება ყველაფერი გაუტარო, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან ყველაფერს სხვანაირად იღებ, გაათკეცებული ემოციითა და გრძნობით.
ისიც გაითვალისწინეთ, თუ რა აუტანლად იქცევიან ზოგჯერ ქალები, კაცებიც ცხადია, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ქალებს უფრო შეუძლიათ ნერვებზე თამაში. სათქმელია ისიც, რომ მარის ჰქონდა ბევრი რომანი და არ უჭირდა გაშორება ერთ დროს საყვარელ მამაკაცთან. ზოგჯერ კი, როგორც ქალების დიდმა ნაწილმა, ალბათ თავადაც არ იცოდა რა უნდოდა. იმ კანტასთვის გამაღიზიანებელი შინაარსის მესიჯმა, გამოიწვია კონფლიქტი, მარიმაც ალბათ რაღაც ისეთი თქვა… არ გაუჭირდებოდა, მამამისის შვილს ენაც უჭრიდა და უთქვამს კიდეც მწარე ,რაღაც-რაღაცეები’ ცხოვრების მანძილზე, ცხადია, ამიტომ უნდა მიხვიდე და 19-ჯერ ჩაარტყა ქალს რომელიც გიყვარს ან სულაც არ გიყვარს, მაგრამ გატაცებული ხარ, სწორი არცერ შემთხვევაში არ არის. ოღონდ, ეს ცხოვრების რომ არაფერი გაეგებათ ისეთი ხალხის გასარჩევი არაა, მარტო წესების მიხედვით რომ ცხოვრობენ ერთი შეხედვით, ხოლო როცა თავად აწყობთ, თავის სასარგებლოდ ურევენ და ,არღვევენ’ კიდეც. ყველაფერი ხდება, მათ შორის ასეთი რაღაცეებიც და ვისაც გრძნობა არ აქვს, იმან ხმაც არ ამოიღოს.
ერთ მხარეს გვყავს გათამამებული, გაზულუქებული გოგო, რომელსაც აქვს მიდრეკილება სირთულეებისკენ. თან რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კომფორტთან და გათამამებასთან ერთად, პრობლემებიც ბევრი შეხვდა. პოპულარულია, ლამაზია, ჯიუტია… მეორე მხარეს, კაცი, რომელსაც ისეთი პირობები არ ჰქონდა, გზა ძირითადადა თავად გაიკვლია, ადრეულ ასაკში შეეჩვია დამოუკიდებლობას, რაც უნდოდა თითქმის ყოველთვის აღწევდა, იმპულსურია, ფეთქებადი და ალკოჰოლზე დამოკიდებული(ვინ იცის, ალბათ ნარკოტიკებზეც, სამწუხაროდ). ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მოეწონათ, საკმაო ხანი ერთად იყვნენ, პრობლემებიც ჰქონდათ, კარგი დღეებიც და უცებ… ხდება სამწუხაროდ ასე და ვერ გავექცევით. კი საშინელი საქციელია, მაგრამ დამიჯერეთ, გულის ამოგლეჯვამდე შეუძლია ქალს კაცის წყობიდან გამოყვანა და თავსაც იღუპავს და იმასაც ღუპავს. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, არ უარვყოფ პატივმოყვარეობის გამოც ხდება ხოლმე ეს, ზედმეტი ეჭვიანობაც საშინელი დაავადებაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, მაგრამ მთავარი მიზეზი სიყვარულია. რომ არ ჰყვარებოდა კანტას მარი, ისე წყობიდან ვერ გამოვიდოდა, გამორიცხულია
და კიდევ ერთხელ, უბრალოდ, ვცდილობ ცოტა განვმარტო და ,პროფესორების’ ყურებამდე მივუშვა. თორემ ამით არ მინდა მისი გამართლება, თან უაღრესად დამამძიმებელი გარემოების გამო – არ აქვს მნიშვნელობა მთვრალი იყო მაშინ, კაიფში იყო, თუ რა ჭირდა, როცა იმ სიგიჟემ, ნერვულმა დარტყმამ, ბრაზისა და გულისტკენის(ასეთი გამოხტომები გულისტკენის დროს ხდება სწორედ, გამოცდილი მაქვს, როცა ძალიან გატკენს გულს საყვარელი ადამიანი, არ არის აუცილებელი შეყვარებული იყოს. როცა უსამართლობის გრძნობა გიჩნდება ან რამეს გაბრალებენ, როცა მართალი ხარ… თუ ნერვები მწყობრში არ გაქვს და იმპულსური ხარ, უცებ თავში გირტყამს და საშინელებას აკეთებ, მერე კი ცხადია ყველაფერი შენ გბრალდება) შეგრძნებამ და შემოტევამ გადაუარა, მან სასწრაფოში არ დარეკა და ბოლომდე გაიმეტა რა მინუსებიც არ უნდა ჰქონოდა, მაინც მშვენიერი არსება, ეს კი უპატიებელია. გაქცევა და მსგავსები არ უცდია, როგორც ამბობენ. უბრალოდ, ასე მოხდა და კანტამაც მიიღო ეს ამბავი. როგორც ირკვევა, ის მთვრალი იყო, და ეს სიტუაციაც რა ნაცნობია… მთვრალზე ყველაფერიში გამტყუნებენ, არადა ძალიან ხშირად საერთოდ არ ხარ დამნაშავე. ხოლო როცა ხარ, ერთს დალევ, ერთი ფეხი დაგიცდება და შეიძლება განადგურდე, არადა რატო, ერთი სისუსტის, ცუდი დამთხვევის გამო… თან ეს შეიძლება აბსოლუტურად ნებისმიერს მოუვიდეს და ხალხს სწორედ ეს არ ესმის, სწორხაზოვნად მსჯელობენ – არ უნდა მოუვიდეს. ეგრე არ ხდება ცხოვრებაში მეგობრებო.
მაპატიეთ, აზრი გამიწყდა, შემაწყვეტინეს და ეს სუბიექტური გადახვევა მთლად გასაგები ვერ გამომივიდა ალბათ, მაგრამ გამგებნი მაინც გაიგებთ და ახლა ამბავს დავუბრუნდეთ.
იმავე, ტრენტინიანებისთვის წყეულ 2003 წელს ნადინ ტრენტინიანმა გამოსცა წიგნი ,ჩემი ქალიშვილი მარი’, სადაც ბერტრან კანტას ადანაშაულებდა მარის მკვლელობაში. რასაკვირველია ქალბატონი ნადინი უმძიმეს სასჯელს ითხოვდა კანტასთვის. 11 სექტემბერს ლანდებში დაიწვა კანტას სახლი, რა თქმა უნდა, ეჭვი გაჩნდა, რომ ეს მარი ტრენტინიანის მკვლელობით გაგულისებულმა ხალხმა გააკეთა, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და საქმე გაუხსნელი დარჩა. გააქტიურდნენ ფემინისტებიც, რომლებიც ასევე კანტას უმკაცრეს დასჯას ითხოვდნენ. თუმცა როგორც გითხარით, კანტას მომხრეებიც ბევრნი იყვნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ მუსიკოსი მარიმ მიიყვანა ამ ზომამდე. მათ შორის, ცხადია, ჯგუფის წევრები, ისინი ამბობდნენ, რომ კანტას ნამდვილად არ სურდა მარისთვის ზიანის მიყენება და იმ მომენტში უბრალოდ, წყობიდან გამოსული და გაგიჟებული იყო.
კანტას გასამართლება 2004 წლის 16 მარტს დაიწყო. განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. პროცესისას, მაშინ 40 წლის მუსიკოსი ცრემლებად დაიღვარა და განაცხადა – ,,მარიმ კონტროლი დაკარგა, მეც დავკარგე კონტროლი…”. პროცესი ღიად მიმდინარეობდა, მას დაახლოებით 200 ჟურნალისტი აშუქებდა (ძირითადად ფრანგები). ოჯახების მოთხოვნა, რომ პროცესი დახურული ყოფილიყო, რათა მარისა და ბერტრანის შვილებს, სხვადასხვა სახის ჭორები არ წაეკითხათ გაზეთიდან და დამატებით ტრავმებს არიდებოდნენ, ვილნიუსმა ,ბოდიშის მოხდით’ არ დააკმაყოფილა. სასამართლოში ნადინ ტრენტინიანი მთლიანად შავებში მივიდა. ახლოსვე ისხდნენ, კანტას დედა, მამა და როკჯგუფის წევრები. იქ იყო მისი მეუღლეც.
კანტამ განაცხადა, რომ მარის მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა. მე კი შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ექსპერტიზა 19 დარტყმაზე საუბრობდა. ასევე თქვა, რომ მთვრალი იყო. მას იცავდნენ მეგობრებიც.
,,რასაკცირველია, უბრალოდ უნდა წავსულიყავი. ეს არასდროს არ უნდა გამეკეთებინა. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე” – ამბობდა აცრემლებული კანტა.
,,ჩემი შთაბეჭდილება მცდარი გამოდგა. მე მეგონა ის ჯენტლმენი იყო” – თქვა ნადინ ტრენტინიამა კანტაზე.
ეს კი ისევ ბერტრან კანტას სიტყვები: ,,ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არცერთი წამით, არცერთი წამით არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. ეს ხელი არასდროს არ უნდა ამეწია. მე მიყვარს მარის შვილები, ეს ინციდენტი საერთოდ ამოვარდნილია ჩვენი ურთიერთობიდან. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ მარი სიძულვილის ნიადაგზე არ მომკვდარა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ისტორია სხვა ხალხსაც ეხება, ჩემ ცოლს, ჩემ შვილებს…”.
2004 წლის 29 მარტს, ბერტრან კანტას განაჩენი გამოუტანეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს არაგამიზნულ მკვლელობაში. რასაკვირველია, მარის ოჯახი უკმაყოფილო დარჩა და ტრენტინიანებმა განაჩენი გაასაჩივრეს, ისინი სასჯელის დამძიმებას ითხოვდნენ. სხვათა შორის, განაჩენი კანტამაც გაასაჩივრა და პირიქით, სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. თუმცა საბოლოოდ, აპელაცია ორივე მხარემ გამოიტანა და ძალაში პირველადი გადაწყვეტილება დარჩა.
კანტა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ციხე ლუკიშკსკაიაში მოათავსეს. იქ მას 2004 წლის 11 აგვისტოს კონცერტი ჰქონდა პატიმრებისა და ციხის ადმინისტრაციისთვის. ადვოკატების მოთხოვნამ გაჭრა და უკვე 28 სექტემბერს კანტა საფრანგეთში, მიურესთან ახლოს მდებარე ციხეში გადაიყვანეს. 2007 წლის 16 ოქტომბერს კი, სასჯელის სანახევროდ მოხდის შემდეგ ის ციხიდან კარგი მოქცევისთვის გაანთავისუფლეს.
ბუნებრივია, ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ანტიკანტისტებში. ფემინისტებმა გამოხატეს პროსტესტი, ხოლო ნადინ ტრენტინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მიმართა და ეცადა მის დარწმუნებას იმაში, რომ პრეზიდენტს არ უნდა მიეცა კანტას ნაადრევი განთავისუფლების უფლება. ნადინმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძლიერი პიროვნებაა და ბოლომდე იბრძოდა. თუმცა სარკოზი სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ არ აღუდგა და ნადინის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კი ბატონო, გეთანხმებით, ბერტრან კანტა ძალიან ადვილად გამოძვრა ამ სიტუაციიდან, მხოლოდ 4 წელი. თან მაშინ, როცა ხშირად უდანაშაულო ხალხს იჭერენ ან მართლა გასაშვებებს არ უშვებენ და არ იწყალებენ. კავშირებმაც თავისი გაიტანა. განვმეორდები – მე განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, რომ სასწრაფო მხოლოდ 7 საათის მერე მივიდა და იქამდე არ გამოუძახა არავის. 7 საათი უბრალოდ ძალიან დიდი დროა… აფექტიც გადაგივლის, სიმთვრალეც და ყველაფერი, არა მგონია გათიშული ყოფილიყო მთელი ამ ხნის მანძილზე. ისიც სხვაა თუ გადაწყვეტილებას მიიღებ და მოკლავ ვინმეს და იტყვი მოვკალიო, ღირსი იყოო, მაიძულაო ან რამე. თუ შემთხვევით შემოგაკვდება და იმ წუთასვე იმოქმედებ, აღიარებ(უღირს შემთხვევაში გაიქცევი), გამოხვალ წყობიდან, ცემ ვინმეს და აფექტგადასული იმ წუთას დახმარებას ეცდები… მაგრამ ეს რაღაც სხვა, გაუგებარი მომენტია, რაც ძალიან არ მსიამოვნებს, ისედაც ამ ტრაგიკულ და სევდიან ისტორიაში. ცხოვრება მარტივად რთული რამეა და მით უმეტეს ასეთი ურთიერთობები, ყველაფერი შემიძლია გავამართლო სიტუაციის მიხედვით, მაგრამ ეს ძალიან ძნელია გასაგებია.
თავის მხრივ, კანტაც რასაც ჰქვია უბედური პრივონებაა. ამის კიდევ ერთ დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა კრისტინა რადიმ 2010 წლის 10 იანვარს თავი ჩამოიხრჩო, იმ მომენტში კანტაც იმ სახლში იყო, და ეძინა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კანტას ჰქონდა რამდენიმე გამოღვიძების მსგავსი პერიოდი მუსიკალურ კარიერაში. 2010 წლის ოქტომბერში შვიდწლიანი პაუზის მერე, მან ბორდოში კონცერტი გამართა და ძალიან დადებითი გამოხმაურებებიც მიიღო. თუმცა ცხადია, ხალხის ნაწილი მას ზიზიღით უყურებს და ამ კონცერტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფემინისტებსა და მსხვერპლთა დაცვის ორგანიზაციებში. ცოტა ხანში, კერძოდ იმავე წლის 30 ნოემბერს კი საბოლოოდ გამოცხადდა ჯგუფ Noir Désir-ის დაშლის შესახებ. 2011 წლის დასაწყისში იყო შემთხვევა როცა მისმა მეგობარმა ვაჯდი მუავადმა იგი მონრეალში მიიწვია, მაგრამ მცირე დებატების შემდეგ გადაწყდა, რომ კანტას კანადაში არ შეუშვებდნენ და ის მუავადის მოწყობილ ღონისძიებაზე ვერ იმღერებდა.
ნადინ მარკანი/ტრენტინიანი დღესაც უკმაყოფილოა კანტას ასე მსუბუქად დასჯით. ნიცაში დაბადებული ქალბატონი, რომლის ძმა კრისტიან მარკანი ასევე მსახიობი და რეჟისორია, 11 ნოემბერს 77 წლის გახდება.
ახლა კი ჟან-ლუი ტრენტინიანს დავუბრუნდეთ ))
2005 წელს მან ავინიონის ფესტივალზე წარადგინა საკუთარი(მარისთან ერთად მომზადებული) სპექტაკლი ,ჟან ლუი ტრენტინიანი კითხულობს გიიომ აპოლინერს’ და ის ქალიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
2007 წელს მოუვიდა უსიამოვნო ინციდენტი, რომლის დეტალებიც უცნობია. მოტოციკლეტმა ფეხი დაუზიანა და რაღაც პერიოდი საავადმყოფოში გაატარა.
ახლა ჟან-ლუი ტრენტინიანი 80 წლისაა და 2012 წელს გამოჩნდება მიხაელ ჰანეკეს ახალ ფილმში .Amour’
აი ასე, როგორც ბევრს ჰგონია, პოპულარული ადამიანების, ვარსკვლავების… ცხოვრება არც ისეთი ადვილია. პირიქით, ხშირად პრობლემები და რთული ცხოვრება სწორედ მათ აქვთ ისეთი, რომ ბევრს არც დაესიზმრება. თუმცა ცხადია ყველაფერი შედარებითია.
ჟან-ლუი ტრენტინიანს თითქოს ყველაფერი ჰქონდა, ნიჭი, გარეგნობა, საყვარელი საქმე, კარგი ოჯახი, ჰყავდა მშვენიერი ქალები, შვილები, წარმატება, ფული… თუმცა მას უამრავი ტრაგედიის გადატანა მოუხდა. მართლაც ფორმულა ერთის პილოტივით სწრაფად, სახიფათოდ, მძაფრი შეგრძნებებით, მტკივნეულად და სასიამოვნოდ გაიარა თავისი ცხოვრება. განვმეორდები – ეს ყველაფერი, სიყვარული, სიძულვილი და კარიერა არც ისეთი მარტივია როგორც ბევრს ჰგონია, შორიდან მსჯელობა ყოველთვის ადვილია, ვინმეს გამტყუნება ან გამართლებაც ძალიან ადვილია. არადა, ცხოვრება რთული და თან მარტივად მშვენიერი რამ არის, თავისი უბედურებით და ბედნიერებით. მაქსიმალური სიამოვნების მიღება უნდა ვიცოდეთ, ოღონდ არა სხვისთვის ცუდის გაკეთებით. ოცნებებში გავიჭერი…
ისტორიის მოყოლის პარალელურად შეიძლება ეს ჩემი ჩანართები და გადახვევები სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ არც როგორც ასეთი ,სტატიის’ სახე მინდოდა ჰქონოდა ამ ნაწერს. ეგ სხვაგან და სხვა დროს )) გადაღლილმა მაინც ვერ გადმოგეცით კარგად რისი თქმაც მინდოდა და როგორ ვაკეთებ ხოლმე ასეთ დროს, ამისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ აზრს დაახლოები გაიგებდით.
“The best actors in the world are those who feel the most and show the least” – ჟან-ლუი ტრენტინიანი.
თარგმანში კარგად არ გამოვიდოდა… დიახ, გრძნობა… ეს მთავარია და ჩვენ ყველანი გარკვეულ წილად მსახიობები ვართ
Keep Gurjing!
სალამი მეგობრებო, ყველაზე კარგად მე ვგრძნობ, რომ ბოლო დროს ჩემმა ბლოგმა ის ,პეწი’ ცოტა დაკარგა, რომელიც ალბათ ჰქონდა. ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ იმედია გამოსწორდება ყველაფერი. თუმცა ცოტა პაუზა მჭირდება. თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ამ სარჩევი – My Wayმკვლევი – აქედან დაიწყეთ :) პოსტშიც ვისაუბრე მოკლედ. უდროობა, სიზარმაცე, დატვირთული რეჟიმი, ნევროზი და ა.შ. ეს პოსტიც ვერ ქაჩავს, მაგრამ სათაურად ღირს
ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ,სიტყვთა ნაჯვარს’ თუ სიტყვების თამაშს და გაურკვეველი ვადით დაგემშვიდობებით, ვინ იცის, ეგებ მუზამ ამავე ღამეს მოიფრინოს, ეგებ არც.
ბოლო დროს, ხშირად ვიყენებ სიტყვას ჩუვაკი. ალბათ თქვენც… ჩუვიხა და ჩუვაკი ისევ აქტუალურია.
დავაკვირდი და – ჩუვაკი ჩუ-ვაკური სიტყვაა, აი თურმე რაშია საქმე
ტურინის იუვენტუსში სრული ქაოსია, ერთ-ერთი იმედი ალესანდრო მატრია
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,ბებერ ქალბატონში’ მატრიარქატი დამყარდა.
ჩვენს ქვეყანაში კი დიდი ხანია პატრიარქატია…
ჰო მართლა, დღეს ჩემმა ფინგალმა ფერი იცვალა და თურმე ფერისცვალება ყოფილა
(შენიშვნა: არ გეგონოთ ხმალამოღებული ათეისტი ან თუნდაც აგნოსტიკი, აქტიური ათეისტები და აგნოსტიკები, პირიქით მაღიზიანებენ კიდეც ზოგჯერ. მე შუალედისტი ვარ
ჩემებური რწმენა, ვერა და ვაკე მაქვს
)
ისე მართლა მხოლოს ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, რომ მართლა ქვე-ყანაა ეს გურჯისტანი.
ბოლო დროს სკაიპის გატეხვის ფაქტები მომრავლდა, შესაბამისად ძველი სიბრძნე უნდა გავიხსენოთ:
,სკაიპის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო’
ბოლოდროინდელი გამოგონებებეიდან კი საუკეთესო და თითქმის გენიალური, ნამდვილად ეს არის:
Keep Gurjing!
გარშემო სულ ამას ვხედავ და ბევრი მეუბნება, ხშირად ზედმეტი მოგდის ამ გურჯების ძახილითო, მაგრამ რა ვქანა, ეგრეა და… თქვენ კი Keep Gurjing! მეგობრებო
вера – ბოლოს მომხდარი ჩხუბის მერე, კიდევ უფრო ცინიკური გავხდი ადამიანებისადმი, მათ შორის საკუთარი თავისადმიც, რადგან ბრალი ჩემი დიდი იყო ამ ყველაფერში და მთავარი დამნაშავეც მე ვარ, ამიტომ ყველასთვის ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენო და ე.ი. ესეც საჭირო იყო, რაღც რაღაცეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბეწვზე გადავრჩი 4-1ზე ჩხუბისას და ჯერ გადავრჩი თუ არა ვინ იცის, თვალის სილურჯე კიდ გადის, მაგრამ… რწმენა კიდევ უფრო შემერყა და უნდა ვცადო, რომ მეც ,გავფუჭდე’
თავის თავის კაცი გავხდე, უაზრო კარიერისტი, ზურგსკუან მოჩურჩულე, სხვების ამბის დამკიდებელი, ,ლიჟბი შეყო ტიპი’ და ვეცდები სხვებიც გავაფუჭო ხოლმე, რავი, არა მგონია გმომივიდეს, მაგრამ ვცდი, მაინც უმეტესობა ასეა. როცა შენ უფრო მეტის გასაკეთებლად ხარ მზად სხვისთვის, ვიდრე სხვა შენთვის და პლუს სხვაები ,სხვებისთვის’ აკეთებენ ბევრს და შენთვის არა – შენ ცდები – როგორც ჩანს. თანაც საბოლოო ჯამში მაინც ყველა თავისთვისაა. გარშემო ბევრ ადამიანზე შემეცვალა ცოტათი ან ბევრით შეხედულება და ვფიქრობ, ადრე ნაძალადევად არჩეული მეთოდი ანუ ,აძინოკი ვოლკობა’ საერთო ჯამში სწორი მიდგომა გამოდგა, ცივი, მაგრამ სწორი, ფარისევლობას სიცივე სჯობია. ამას აფერისტი ექიმი დაემატა, რომელმაც უამრავი წამალი დამიწერა, 5-ს აქტიურად ვსვამ ახლა და იმედია თავის ტკივილები, მსუბუქი შერყევა, თვალზე ფინგალი და ყველაფერი გაგრძელების გარეშე ჩაივლის, ხოლო სექტმებრის ბოლოს, როცა ისევ წავეტანები საყვარელ ალკოჰლოს, გაჭედვა არ მოჰყვება ამას ამდენი წამლებისა და ნევროზის მერე. თუმცა კაცს რო ეტყვი თავი მტკივაო და მკრუნალობაზე მეტს, ეკლესიაზე დაგელაპარაკება… თან რა გასინჯა და რა არა, კაცმა არ იცის, მეც იზმენაში დავრჩი, ჯობდა კომპიუტერული გაშუქება გამეკეთებინა, ცოტა მეტს გადავიხდიდი და იზმენასაც მოვიშორებდი… აღრა გვინდა, სიტყვა გაგრძელდა და ამ ექიმის, ჩხუბისა და დანარჩენის დეტალებს შემოვინახავ, კაი რამე გამოვა დასაწერად.
надежда – იმედი იმისა, რომ რამე რადიკალურად შეიცლვება, დღითიდღე ქრება, სადაცა რ გაიხედავ, ყველგან და ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ აქაურობას და ამ ხალხს დიდი ხანი არაფერი ეშველებათ, მაგრამ ეს ნადეჟდა ყველაზე მაცდური ქალი ყოფილა. სადღაც გულის სიღრმეში მაინც რჩება. წასვლა არის საუკეთესო გამოსავალი, შორს აქედან, რამდენიმე წლით, მაგრამ ჯერ არ გამოვა.
любовь – ეს ამოუცნობი ფენომენია, როდის ჭეშმარიტი და როდის ფსევდო ძნელი გასაგებია, მერე, შორიდან კარგად ჩანს ხოლმე, მაგრამ მომენტში… ვებრძვი და ვამარცხებ როგორც წესი, მაგრამ ცოტა დრო უნდა, ჰოდა ისევ გავიმარჯვე(ბ) და ეგაა. თანაც ,აძინოკი ვოლკობა’ ვინმეს ზედმეტად ახლოს მოშვებას მაინც არ გულისხმობს, ეს პლუსი აქვს.
მე მგონი მართლა შარი ავიკიდე, იმ პროფესორის სახით, აპასნი წამლები დაუწერია
აბა ასეთებს რა დამაწერინებდა ისე.
არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე ცუდი დაავადება ნევროზია, საუკეთესო წამალი კი ოპტიმიზმი და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაა, როგორც შეგიძლიათ ისე
ტყუილა კი არ უთქვამთ – ცხოვრება მშვენიერიაო ![]()
პ.ს.
სხვათა შორის, ის მოფარიკავე ვერაფრით ვერ გავიხსენე და დავგუგლე. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, ვერც გავიხსენებდი, სხვაგან ვიყავი )))
ალდო მონტანო

მე ვიცი რა ჰქვია ვოლანდრის – თქვენ?
თუ მასხარაობაა, წყალია და წვიმაა, მაშინ, იყოს მასხარაობა და წყალი (წვიმაც იყოს ცოტა ხანი) და კიდევ ერთი პოსტი გამოვაცხოთ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გუშინ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამავიწყდა და გავბრაზდი მერე საკუთარ თავზე, იმდენად გათიშული ვიყავი და იმდენად გართული საფულის ინციდენტით რომ სულ გამომრჩა, ხოლო როცა გამახსენდა, ჩამატება აღრა გამოვიდოდა, ხალხს უკვე წაკითხული ჰქონდა პოსტი.
აი ფილმებში რომ არის, გაგრძელებას რომ იღებენ(რომელიც როგორც წესი არ ამართლებს) ხომ იცით? თან ისეთ გაგრძელებას, თუ როგორ მოვიდნენ გმირები წინა ნაწილამდე, აქაც ეგ ვარიანტია. ვთქვი ფაქტობრივად უძილო ღამე მქონდათქო და დამავიწყდა აღმენიშნა სიცხის გარდა, კიდევ რამ გამოიწვია ეს უძილო ღამე. საქმე ის არის, რომ უცებ, რატომღაც გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე(ყოველ შემთხვევაში – ჩემს შემთხვევაში) უცებ რომ გახსენდება ადამიანს რაღაც, რადგან სპორტთან და ფეხბურთთან ახლო შეხება მაქვს, სულ მიტივტივდება გონებაში სხვადასხვა გვარები და ხშირად ხმამაღლაც ვამბობ ხუმრობით – აი უცებ, მაგალითად: მიროსლავ/მიოდრაგ ბელოდედიჩი… ვიტყვი და გამეღიმება, ვიღაცა მიხვდება, ვიღაც იფიქრებს გიჟიაო, ვიღაც კი უბრალოდ იკითხავს – რა შუაშია? ამის ახსნა ძნელია და არასაჭირო, თუ ვერ ხვდება ადამიანი. მარტო სპორტსმენებზე არ ვრცელდება ეს თან, მსახიობები და პოლიტიკოსებიც აქტიურობენ. ნუ ისე ადამიანებიც – ერთი სიტყვით ვიცი რაღაცეების ამოჩემება, გახსენება, ტრიალი… ვისაც ეს აღიზიანებს და ცუდი ჰგონია რა ვუყო, ასეთი ვარ და არაფერია ამაში განსაკუთრებული.
ეს შესავალიც საჭირო იყო, ახლა კი გავაგრძელოთ. მოკლედ გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, რომელიც ბოლო წლებში საუკეთესოა და ხშირად გავუხარებივარ, ოლიმპიადაზე ხშირად იღებს ოქროს. თუმცა გამახსენდა როგორც ტიპი, გარეგნულად, თავისი ემოციებით, დუელებიდან ფრაგმენტებით… მაგრამ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ. საერთოდ, ბოლო დროს მეხსიერეაში სერიოზული პრობლემები მაქვს და ეს პირველ რიგში უძილობის ბრალია. ხოლო როცა რამეს ვერ ვიხსენებ ძალიან არ მიყვარს და ვცდილობ არც ვნახო ინტერნეტში და არც არავის ვკითხო. მთელი ტანჯვა და სიამოვნებაც პროცესშია, რო იხსენებ, იხსენებ… თითქოს მოდის, მერე ისევ მიდის და ბოლოს რო გაიხსენებ, ზოგჯერ ისეთი სიამოვნებაა რომ… მიმიქარავეს ერთი-ორი კარგი რამ, აღარ ვიტყვი.
ოლიმპიადაზე, როგორც ყველგან და ყველაფერში იტალიას ვქომაგობ ხოლმე. უკვე მივეჩვიე სცენარს – თავიდან ლიდერებში არიან, მერე ერთვება ისეთი სახეობები, სადაც შანსი არ არის, ჩავარდებიან ქვემოთ და საბოლოოდ მე-5 მე-6 ადგილი კარგ შედეგად ითვლება. არის კონკრეტული სახეობები სადაც განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ და ერთ-ერთი მათგანი ფარიკაობაა, როგორც ერთეულებში, ასევე გუნდურში, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფრანგებსაც კარგი ნაკრები ჰყავთ და აქაც ეკვეტებიან, მახსოვს ერთხელ ფინალში როგორ მოუგეს იტალიას და ამ ,იტალიელმა მოფარიკავემაც’ ვერ აიღო ოქრო ცალკე, ტრაურში ვიყავი. ერთი სიტყვით ათასი დეტალი, ათასი დუელი გამახსენდა, მაგრამ გვარი არ მოდის არაფრით…
ვიფიქრე ადრე ვარ ასადგომი და დიდ დროს ვერ დავუთმობ ამას ახლათქო, მაგრამ შიგნიდან რაღაც მაინც მღრნიდა. ამ პროცესში რამდენიმე კარგი მომენტია – 1. როცა სახელსა და გვარს იხსენებ დამახინჯებულად და უცნაურ კომბინაციებს ადგენ 2. როცა ამოიჩემებ რომ რომელიღაც კონკრეტული ასო(მინიმუმ ერთი) ურევია, არადა დიდი შანსია არ ერიოს
3. ყველაზე საინტერესო არის ტიპი, რომელიც ,ნიპრიჩომ’ ამოდის გონებაში კონკრეტული ადამიანის გახსნებებისას. აბსოლუტურად სხვა ვინმეა, მაგრამ რატომღაც პირველი ის გახსენდება, რატომღაც აკავშირებს ტვინი. ყოველთვის საინტერესო ,პერსონაჟები’ არიან ესენი. 4. აბსოლუტურად გაუგებარი პირვონებბების და სიტყვების ჩამოთვლით, ნელნელა თავში ქარიშხალივით იწყებს რაღაცა ტრიალს და სწორედ ეს პროცესია ყველაზე სასიამოვნო. გრძნობ რომ გიახლოვდება, გიახლოვდება და გაწვალებს, ახლოს მოვა, მაგრამ მერე ისევ მიდის და ასე, სანამ არ გაგახსენდება. ეს კატეგორია, ორ ქვეკატეგორიად იყოფა ა). როცა ენის წვერზე გიპწკენს რაღაც და ამართლებს გამოთქმას ,ენის წვეზე მადგასო’ ბ). როცა თავში თითქოს რაღაც მართლა ქარიშხალია, ტალღები მძვინვარებენ და აი გამორიყეს ის ვისაც იხსენებ, ახლოს მიდიხარ და იმავე ტალღების ნაკადს ისევ უკან მიჰყავთ.
ამჯერად, ,ნიპრიჩომ’ პერსონაჟი იყო ვინმე მარკო ვოლანდრი. რატომღაც ეს პიროვნება ამომიტივტივდა. უფრო სწორად იმიტომ, რომ ვოლანდრი ჩოგბურთელია და ის გამახსენდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ მარკო არ ჰქვია. თუმცა გონება დიდი მონდომებით მტენის ამ მარკო ვოლანდრის… იყო ენის წვერიც, სტიქიაც თავში, ბევრიც ვიწრიალე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ის პიროვნება. ამის მერე, როგორც იქნა და როგორღაც ცოტა ხნით დამეძინა, მაგრამ არც იქ მომასვენა ამ ამბავმა. იმდენად ჩამყვა ეს ჩვენი მოფარიკავე და განსაკუთრებულად ერთი კადრი(როცა ჩხვლეტის მერე დამცავ ნიღაბ მოიხსნის და იტალიური ემოციურობით, ღრიალით ზეიმობს გამარჯვებას), რომ დამესიზმრა. თან ძილში გათამაშდა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მზის ერთ-ერთი სართულის დერეფანში შემდგარი საუბარი, როცა მე და სანდრო ცნობილაძე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ სხვა თემების გარდა საქართველოს ნაკრების მომავალ ,სიკვდილის ჯგუფზე’. გულისტკივილი გამოვთქვი, რომ ყველა ელე,ეკი,სალი,თიკა, ლიკა, ნუკი, თაკჩო. ანკა და ნიიი ესპანეთის მაისურებით და უაზრო კომენტარებით ტვინს შეჭამდნენ. ასევე დავასკვენით, რომ უმეტესობას გაუკვირდებოდა, რომ სხვა ჰობიტებთან ერთად მინდორზე არ გამოვიდოდა მესი და გადაწყვეტდნენ, რომ მწვრთნელმა უბრალოდ დაასვენა და არ დააყენა შემადგენლობაში. საუბრის ეს მონაკვეთი იგივე იყო, მაგრამ შემდეგ ემატებოდა მოფარიკავეზე, უკვე წარმოსახვითი საუბარი და ბოლო სიტყვა, რომელიც გაღვიძებამდე ჩამესმა იყო – ვოლანდრი.
აბსოლუტურად ოფლიანი ვიყავი და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ვოლანდრი აქ არაფერ შუაშია. ამასობაში კინაღამ დაიწყო მეორე სერია… ,ვოლანდრის ხომ მარკო არ ჰქვია?’ ვკითხე საკუთარ თავს და კინაღამ მისი სახელის გახსენებაზე გადავერთე, მაგრამ ეს არ იყო აქტიუალური, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სანახევროდ მაინც მახსოვდა ეს ჩოგბურთელი და მერე მეორე, მთავარი მოფარიკავე გახლდათ. ამას მოჰყვა ისევ ენის წვერზე პწკენაც, თითქმის გახსენებაც და ყველაფერი, მაგრამ შედეგი ამ ყველაფერმა არ გამოიღო, აი ცოტა დროც რომ მქონოდა… ამას წინად, ძალიან მთვრალი, დაახლოებით 2 საათი ვიხსენებდი დანკან ედვარდსს, არადა ჩემთვის ამ ფეხბურთელის ვერგახსენება დიდი სირცხვილია(მართალია მანჩესტერის ბევრი ,თავგადაკლლული ქომაგისთვის და ფეხბურთის დიდი მცონდეებისთვის’ უცნობი ვინმეა და ჩემთვის, ვითომდა მანჩესტერის მოძულისთვის ძალიან ნაცნობი, მაგრამ არა უშავს), ბოლოს ედვარდ დანკანითქო ვთქვი და გამიხარდა, მაგრამ წამშივე, ტანშივე შეჩერდა ჟრუანტელი და სანამ პირიქით ,გრუსნიაკს’ მოიტანდა, თავადვე გამოვასწორე -დანკან ედვარდსი! ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა ამას გამართლება აქვს, მაშინ ძალიან მთვრალი ვიყავი. ხოლო როცა მთვრალი ხარ და გადაღლილი… რაღა შორს წავიდე, მართლა მავიწყდება ორი კვირის წინ ნანახი ფილმები და მე და არჩილამ იმ დღეს ვინსენ კასელი ვერ გავიხსენეთ ერთი ნახევარი საათი
ხოლო ბოლოს, როცა გავიხსენეთ… თუ ვაკის პარკში იყავით ამ ბოლო დღეებში ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამე ვიღაცის ღრიალი შემოგესმათ – ვინსენ კასელიიი – ეს მე ვიყავი.
დრო ნამდვილად არ იყო, და ავიბარგე და ასე ნატანჯი წავედი სამსახურში. მერე კი მოხდა ის ყველაფერი, რაზეც გუშინ გიამბეთ. რაც შეეხება დღევანდელს, დღესაც იყო რამდენიმე საინტერესო დეტალი. 8 საათი პატიოსნად მეძინა, რადგან გრილოდა. გაღვიძებულს გამიკვირდა რომ წვიმას შევესწარი ამ სიცხეების მერე. ხო იცით, რაც მეტი გძინავს უფრო მეტი გინდა და მაინც გაბრუებული ვიყავი, ასე ზარმაცად გავეშურე სამსახურში და იქ გადაცემაში სტუმარიც მე უნდა ვყოფილიყავი. საჩქაროდ, სპონტანურად რაღაც თამაშები შევარჩიე და ჩავაბულბულეთ გადაცემა. მარშრუტი იგივე იყო, მეორე სამსახური და მომავალი რეპორტაჟი. სიტუაციაც იგივე იყო, უჭმელი წავედი…
და აი, მივადექით ცარიელ საფულესაც. ამჯერად საფულეში 5 ლარი იდო. ეს 5 ლარი, სახლში, კარადიდან მოვიპარე, დიახ დიახ, რასაც ჰქვია მოვიპარე. არ მითქვამს ჩემებისთვის, ვიცოდი სხვისი ფული იყო, მაგრამ მერე დავაბრუნებთქო და თან არ ველაპარაკები ახლა ამათ და უბრალოდ, ავიღე და წავედი. ვიმგზავრე ისევ ბარათით, ხოლო მეორე სამსახურში მისულს მომშივდა და მეც იბისისკენ დავიძარი. ავიღე ერთი ჰოთ დოგი, ერთი კარტოფილის ღვეზელი და ერთი პატარა კოკა კოლა, მივედი სალაროსთან და დიდი ამბით გავუწოდე გოგონას ამექსი, რაც შეეხებათ გამყიდველ გოგონებს, ცაკალელი, გულუბრყვილო პროვინციელი გოგოები იყვენენ, მორცხვად რომ გიღიმიან და ბევრს რო სჯობიან ისეთები, მაგრამ მაინც… უშუალოდ სალაროსთან ვინც დამხვდა, ისე შეიცხადა – ვაიმე ტერმინალი არ გვაააქვს. თან ამ ,ქვს’-ს თქმისას სადღაც შ-ც გავიგონე და საერთოდ, აი საყვრალად ლაპარაკს რო ცდილობენ, ცოტა ენას ,ჩლიქავენ’ და ინტონაციაც შესაბამისი აქვთ, ასეთი გოგო იყო, მაგრამ იმ სხვაობით, რომ ამას უკვე გამჯდარი ჰქონდა და არ თამაშობდა(სიტყვით ვერ აღვწერ, თქმითაც კი ძნელია, უნდა მოისმინო კაცმა), ამიტომაც არ გამაღიზიანა, ეგეთ რაღაცეებს და მეორე უკიდურესობას ,ჯაან ტაკოი’ გოგოებს ვერ ვიტან, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო და ყურს ცუდად არ მოხვდა, პირიქით.
ბედის ირონიაც ამაშია, გუშინ, მთელი შემართებით დავიძარი იბისიკენ, არიქა, ტერმინალი იქნებათქო და თურმე ამხელა სუპერმარკეტში არ აქვთ წყეული. კიდევ კაი ის 5 ლარი მქონდა, თავადაც ვერ მივხვდი რა გავაკეთე, მგონი მაგარი ტიპი გავითამაშე, რო მერე რა ტერმინალი რო არ გაქვთ, რა პრობლემაა, აგერ ფულითქო(არადა, როგორ საჭირო იყო ის 5 ლარი ხელუხლებლად
) – ვაიმე არ გაააქვთ? რას ამბოოობ? – წავითამაშე უნიჭოდ, მაგრამ გოგოცუნა კმაყოფილი დარჩა. ჯერ შესაბამისი ინტონაციით და რაღაცნაირი მეტყველებით მკითხა იცოდი ხოო, მერე კი, რამდენიმე წამსი დაამატა, ვითომ არ იცოდა და ღადაობდაო, ამ ყველაფერს ამბობდა ყოვლად უწყინარად და მორცხვად(თორემ როცა ვინმე რამეზე ჩალიჩობს, ამას პირველი ვიჭერ და ვყვირი ხოლმე, ზოგჯერ ვაბრალებ კიდეც
ამ გოგოზე ამას ვერ ვიტყვი). მე არაფერი მიპასუხია, უბრალოდ ვიღიმებოდი.
ვჭამე, ვითომ მეყო, დავლიე კოლა და ავედი სამსახურში, თან გემრიელად დავსველდი, მაგრამ წვიმაში სიარული ხომ ძალიან მიყვარს. მოვემზადე რეპორტაჟისთვის, პარალელურად კი სამ გოგოს ვემესიჯებოდი და კაცმა არ იცის რატომ
არა კი იცის კაცმა, მაგრამ მაინც, რა მიზნით რა აზრით… რეალურად უაზროდ
ესეც საინტერესო მომენტია ხოლმე. აქედან ორს ფეისბუქზე, ეთს მობილურით. მთავარია რამდენიმე დღეა წარმატებით გრძელდება ამჟამად გოგო N(ონგრატა)1-ის ბოლომდე დავიწყების პროცედურა, მოხდა მისი დემონტაჟი Fეისბუქიდანაც(ეს ძეგლებზე გამახსენდა, თან ქუთაისზე
ძნელია…).
წამოვედი სახლში, 2 ლარი ჩავრიცხე მეტრომანზე და დამრჩა სულ რაღაც 80 თეთრი, რომელიც ახლა ძალიან ძვირფასია
ხო, სულ რაღაც მავიწყდება, კინაღამ დამავიწყდა, რომ ამ საერთაშორისო გამომზეურების პერიოდში, სამი ძალიან კარგი გოგო ვნახე ქალაქში, ხოლო ერთი გენიალური დამა-ქალი მეტროში, მიყვარს მე დამა-ქალები. აი თან ზუსტად ისეთი იყო მე რომ ვგიჟდები – არ არის ძალიან ლამაზი, მაგრამ აქვს რაღაც, რას სასტიკად გიზიდავს. არ არის ვულგალური, მაგრამ არც ჩაკეტილი და ოდნავ გამომწვევადაც იქცევა… აუ გამაგიჟა, ეცვა მინი, წინ, ფეხებშუა აჭრილი ქვედაბოლო. შავი მოსაცმელიც გემრიელად ჰქონდა ჩახსნილი, კაი ვიდზე იდგა და იცოდა, რომ გარშემომყოფების ყურადღებას იქცევდა(ისინი ხო ამაში დიდ კაიფს იჭერენ), ერთი 4-ჯერ თვალი გამისწორა, მაგრამ ეტყვი რამეს და შეიძლება ისე შეიცხადოს და თავი შორს დაიჭიროს(სულ რო (არ) უნდოდეს მაინც), მერე ან დაგიჭერენ ან გაგიტყდება და აზრი?
ზოგჯერ კი ღირს, მაგრამ მეტროა, ხიხიაა… რო გამოვედი ვაგონიდან, კინაღამ ჩავხტი რელსებზე და გვირაბში გავეკიდე, მაგრამ სინამდვილეში არ ღირდა ![]()
უხ, ისე კაი რამე კი იყო, იF…
ხუმრობა იქით იყოს, აი პრობლემები კი მოუგვარებელი დარჩა:
1. როდის იქნება ხელფასი? საიდან ჯობია სესხად ფულის გამოტანა? თუ ტოტლიზატორში გავიარო?
2. რა გვარია ის ჩემი საყვარელი მოფარიკავე?
უნდა ვაღიარო და რამდენჯერმე კინაღამ სულმა წამძლია, გუგლში ვნახავთქო ვიფიქრე, მაგრამ არა, როგორც შევთანხმდით, მთავარი მუღამი იმას აქვს, შენ რომ გაიხსენებ ან იმ კონკრეტულ სიტუაციაში და წრეში რო გაიხსენებს ვინმე, სადაც საუბარი ჩამოვარდა და სადაც ხარ. ერთი ფაქტორიცაა, ეს არც ისე ,ახლო და შინაური’ ვინმეა, რომელზეც მუდამ ვსაუბრობდე ან სულ ვაკვირდებოდე, ამიტომ აპრიორი უნდა გავიხსენოთქო და დანკანისნაირად სირცხვილია რო ვერ გავიხსენოთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც სირცხვილია ![]()
ასეა თუ ისე, კაი დროს დავუთმობ კიდევ ერთი-ორი დღე და თუ არა, ვნახავ მერე ნეტში, თორემ ნელნელა უკვე ძალიან გრუსნიაკს მოიტანს და თავისი შპაგით ტვინს გამიხვრეტს.
არადა, მაგარი ტიპია
აჰა, ალესანდრო დელ პიერომ რაღაც დაწერა Fეისბუქზე, უამრავ ფანთან ერთად მეც დავუკომენტე და ამის წერასაც მოვრჩი, გარეთ ძალიან მაგრად წვიმს, უშხაპუნებს ))) დღეს არა და ხვალ, საქმეების მერე, დავლევ და დავლევ ბევრს ![]()
ორშაბათს ,ამფსონების’ პოვნა ძნელია ამ საქმეში და საერთოდ ბოლო დღეებში ხალხი უცნაურად პასიურობს, მაგრამ მარტო დავლევ ბოლო ბოლო, ამხელა პაუზა არ შეიძლება მეგობრებო
პ.ს.
თუ იცით რომელ მოფარიკავეზეა საუბარი და გეღიმებათ არ მითხრათ, ჩემით უნდა ვქნა
პ.პ.ს.
უი მართლა, თქვენ იცით რა ჰქვია ვოლანდრის?
მე ვიცი
ცარიელი საფულე
ასეთი სიცხე მე კაი ხანია არ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში აგრილდა და კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი, მაგრამ გადაღლილი, რადგან ეს გაუთავებელი შეხვედრები… და ასე შემდეგ, როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა ))) რეჟიმი დატვირთულია და იმის გათვალისწინებით, რომ საფეხბურთო სეზონი დაიწყო, ახლა ორმაგად დატვირთული იქნება. ,თავიც დავისაჯე’(რა სასცილოდ ჟრერს ზოგისთვის) და არსად არ მივდივარ, მიყვარს ჩემი ძუნძგლიანი თბილისი, იყოს, კიდევ ერთ მთლიან ზაფხულს გავატარებ აქ.
რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ჯაბას თეორემიდან მხოლოდ ერთი ემთხვევა – ლოგინს ათბობს.
თან ისე ათბობს, რომ ღამე ოფლში გაწურულს და დახუთულს მეღვიძება ან უფრო უარესი, საერთოდ არ მეძინება. ასე იყო .გუშღამაც’. შესაბამისად, ცოტა მოთენთილმა გავიღვიძე, წყალი გადავივლე და პირველ სამსახურში წავედი. სამარშრუტო 195-ს გავყევი, რომელიც 80-ს ნაცვლად 60 გახდა და შესაბამისად 60 თეთრი გადავიხადე(ამ დეტალებს, მნიშვნელობა აქვს). გადაცემის მსვლელობისას, ფურცელი, რომელზეც მაყურებლების ზარებს ვინიშნავ ხოლმე 4-ჯერ დამივარდა, ნახევრად გათიშული ვიყავი, ყავა მაინც დამელია.
წავედით მეორე სამსახურში და რეპორტაჟისთვის მზადება დავიწყე. ცოტა ხანში მოვრჩი და დრო მომრჩა, მივხვდი რომ მომშივდა. ახალგაღვიძებული ვერ ვჭამ ხოლმე თუ რამე განსაკუთრებული და სასიამოვნო არაა, ჰოდა უჭმელი ვიყავი (საზამთრო არ ითვლება), დავამთქნარე და ჩავედი ქვემოთ. ხელფასს ორივე სამსახური აგვიანებს და ცუდადაა საქმე, ჩავხედე საფულეს და აღმოვაჩინე რო ერთი ლარი და რაღაც ხურდები მქონია. წინ ჯიხურში, კარტოფილის ღვეზელი და ლობიანი არ იყო, წავედი იბისიში… თან ტერმინალიათქო ვიფიქრე, იქამდე კი შევამოწმე ბარათები – თიბისიში 757 ლარი მქონია დასაფარი. ამერიკან ექსპრესზე 15 ლარი და 10 თეთრია გახარჯული. ბანკი რესპუბლიკა – ხელფასი ისევ არ ჩარიცხულა. საქ. ბანკის სახელფასო აღარ ვნახე, მესიჯი მომივიდოდა, რომ ჩაერიცხათ. აი ტაოს საკრედიტო აღარ შემიმოწმებია, მაქაც რამე იქნება ნაღდად გახარჯული ))) მოვიმარჯვე ამექსი და შევედი იბისიში. დამხვდა ნაირსახეობა საჭმლისა, მაგრამ უაზროდ გაბერილი ფასებით, ნაყინი ქებულიც არ იყო(რატომღაც ეგ მინდოდა) ყველაზე არაგაბერილი ფასის ჰოთ-დოგი მეჩვენა, რომელიც იქამდე არ შემიმჩნევია და 80 თეთღი ღირდა, ვიფიქრე თავს მოვიტყუებთქო და ავიღე, მაგრამ ბარათით გადახდა მეუხერხულა და ძვირფას 80 თეთრსაც შეველიე. უცებ შევსანსლე ჰოთ დოგი და შევედი მარკეტში, სადაც აღმოვაჩინე ქებული-სუპერი და ვიკითხე ფასი – 70 თეთრიო რო მითხრეს ისე შევწუხდი, რომ ქალები იფიქრებდნენ ვერ არის ვიღაცააო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგდენი ხურდა აღარ მქონდა, იქვე ამოვქექე და ხანდახან ,ზაკონ პოდლოსტი’ ხო არ მოქმედებს, ძალიან იშვიათად ხო გვიმართლებს ხოლმე? წესით 10 თეთრი უნდა დამკლებოდა, მაგრამ არა, ზუსტად 70 თეთრი იყო, და სიამოვნებით მივუგე გამყიდველებს მომეცითმეთქი.
სანამ ნაყინს ვჭამდი, ვუყურებდი როგორ წვალობდნენ დახმარება.გე-ს თანამშრომლები გაფუჭებული ლიმუზინის წასაგორებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ვერ გამოდგა მათი მანქანა ამ საქმისთვის. ეს ლიმუზინები და ჯიპები ცალკე ტრაგედიაა. მოვიდა რეპორტაჟის დროც, მოთენთილობა იქაც დამეტყო, რამდენჯერმე ენა დამება, რაც არ ხდება ხოლმე, ეს არ მესიამოვნა, მაგრამ რა გაეწყობა, დღე იყო ასეთი. იქ ორჯერ დამივარდა პასტა და ა.შ. ერთი სიტყვით, აშკარად არ ვიყავი ,ხოდზე’.
მეტრო-ავტობუსის კომბინაცია გავითამაშე აქაც ბარათმა ,მეტრომანმა’ მიშველა. სახლში მოსული პოპულისკენ დავიძარი, ვიყიდე პური, ნაყინი, ლიკანი… მივაწოდე გამყიდველს ბარათი, ქვითარზე ხელი მოვაწერე და გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთი გამყიდველსი ხმა შემომესმა(ორი მარკეტია საქართველოში – პოპული და დიპლომატი, სადაც სიმპათიურ გამყიდველებს არასდროს არ უმუშავიათ) – ბარათი გრჩებათ – ეს იქნებოდა აღარც მახსოვს მერამდენე შემთხვევა, როცა დავკარგავდი ბარათს, უკვე ახალ ვითარებაში. ორივე ხელში პარკი მეჭირა, უხერხულად ამოვიღე საფულე, ამ დროს იქვე მყოფი ჭეშმარიტი ლოთები(და არა ისეთი, როგორიც მე ვარ მაგალითად) მიყურებდნენ, მიდი და დააჯერე რო კაპიკი არ გაქვს. ცოტა წინ წავიწიე და მერე დავიწყე ჩალიჩი – ბარათის ჩადება მინდოდა საფულეში – ჩემი მთელი ღამისა და დღის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ უცებ საფულე დამივარდა და სანამ მე ,გადავეწყობოდი’, პატარა ბავშვმა სტაცა ხელი და ცოტა წინ გაიქცა, ოღონდ უცნაურად, ხტუნავ-ხტუნავით, თითქოს სათამაშო წაერთმია თანატოლისთვის და აღარ უბრუნდება.
ვერ გავარჩიე ეს ბავშვი ციგანი იყო თუ ძალიან დაუბანელი ქართველი, ლაპარაკთ ნორმალურად კი ლაპარაკობდა. გაბრაზების თავიც არ მქონდა, არც დავბნეულვარ, სხვა დროს ძალიან გავბრაზდებოდი, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩავიღიმე, სიმწრისგან ალბათ ან არც, ამას ხომ მიჩვეული ვარ, რომ ყველაფერი ერთად ხდება. მოდი აქ ბიჭო, ვაბშე ფული არ არის შიგნითთქო მივაძახე. გაკიდება არც მიფიქრია, პარკებით მაინც ვერ დავეწეოდი. არადა, ყველა წყეული ბარათი, პირადობა, მართვის მოწმობა და ერთი საჭირო ფურცელი მქონდა შიგნით. როგორც მერე ვიფიქრე, მე მგონი ამ ბავშვს თავადვე შერცხვა საკუთარი თავის, რომ ფულის თხოვნიდან ქურდობაზე გადავიდა ან უბრალოდ, ხუმრობდა და თავიდანვე არ აპირებდა გაქცევას ან ჩემი ,ამოძახილი’ იმდენად ალალი ეჩვენა რომ… ასეა თუ ისე, ჩასახვევთან მობრუნდა, უაზროდ გაიკრიჭა და ეშმაკური თვალებით მიყურებდა. ტკბილად ვუთხარი, მოდი მოდი, ჩემი ,საბუთები რად გინდა’, ფული კი მაინც არ არის შიგნითთქო. ლოთებმა ,ვირიშვილიო’ თუ რაღაც ჩაილაპარაკეს. ბავშვმა რაღაც უნიჭო მოძრაობით გაშალა საფულე, თან ღიმილი არ მოშორებია სახეზე, დაინახა რომ შუაგული ცარიელი იყო, ბევრი აღარ უმოწმებია და სიცილით მომიახლოვდა, ცოტა კი ეშინოდა მგონი. ხო გითხარი ცარიელიათქო – ვუთხარი და ღიმილით გამოვართვი. არაფერი უთქვამს, გული დამწყდა, რომ ფული საერთოდ არ მქონდა, ერთადერთი რაც მოვახერხე ნაყინი ,სენდვიჩი’ ვაჩუქე და რადგან მეორე ბებიაჩემს ვუყიდე, ხოლო შებრუნება გამოვრიცხე, მე უნაყინოდ დავრჩი. იმიტომ კი არ ვაჩუქე, რომ დაიმსხურა, შემეცოდა ან რამე, უბრალოდ, რაღაცნაირად კაი ტიპი იყო, და თან ის გამიკვირდა რომ საერთოდ არ გამოვსულვარ წყობიდან, არადა ნერვები მაქვს სრულ მზადყოფნაში. ღიმილით ჩამოვბრუნდი სახლში და კარგ ხასიათზეც ვიყავი, სანამ რამდენიმე დღის წინ პოპულიშივე სემოსული ტლუ-ნარკომანი არ გამახსენდებოდა, გამყიდველს რომ უთხრა ,აუ გეხვეწები ცოტა ხნით მოდი რააა, ძაან ცივი წყალი მინდააა’ და მერე ტელეფონით ,ახლობელ გოგოს’ რომ ელაპარაკებოდა ნერვიულად, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი მერე. ეგეთები უწამლოდაც მარაზმები არიან და მით უმეტეს… სახლში მოსულმა გამოვთვალე, რომ რადგან ხელფასი იმედია, უახლოეს ერთ კვირაში ჩაირიცხება იქამდე მისვლის ორი ვარიანტია – საკრედიტოდან ქეშის გამოტანა, რაც წეწვაა და რომელიღაც ტოტალიზატორის ანგრიშზე შესვლა, სადაც მცირე თანხა უნდა იყოს დარჩენილი და იქიდნ გამოტანა. ჯერაც არ შემიმოწმებია, წერას შევუდექი.
კიდევ რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ასეთი სიცხე იმიტომ ყოფილა კარგი, რომ უსაშველოდ დიდი დოზით გავიდა ხალხი ქალაქიდან, აქამდე ასე არ მახსოვს. რამდენიმე დღის წინ ,სასტუმრო საქართველოს’ წინ მივაბიჯებდი და საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ 15-20 წამი აბსოლუტური სიმშვიდე იყო ქალაქში, რამდენიმე ადამიანი ვმოძრაბდით მარტო. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები ამ ზაფხულს. გინდა ,ნუდნი’ მიწოდეთ, გინდა ,ზანუდა’ და გინდა სნობი, მაგრამ უტკბილესი მომენტი იყო, ბევრ 3-4-დღიან დასვენებას სჯობდა, დიდ დროს მაინც გზაში რო ატარებ და იტანჯები. საერთოდ, სოფლელებიც და ქალაქელებიც გაიხიკნენ და პერიოდულად ისეთი სიმშვიდეა ხოლმე, რომ ერთი სიამოვნებაა გარეთ გასვლა, თან ეს ორი დღეა ოდნავ აგრილდა და ჰაერიც არის, ნეტა სულ ასე იყო.
სამაგიეროდ, დამღალეს კალიებმა, მართლა შემოსევაა, მუტაციაც განიცადეს, ასე უპრობლემოდ ვერ დაფრინავდნენ ადრე და რო მოკლა იმდენი უნდა ურტყა, რომ შეიძლება დაიღალო და ხელი ან ფეხი იტკინო. კიდევ ბევრმა ვინმემ და რამემ დამღალა…
დამღალა თვალთმაქცობამ, დამღალა ტყუილმა, დამღალეს პროვინციელებმა, დამღალეს სამსახურში ზოგიერთება, ზოგმა უსაფუძვლოდ ამბიციურმა, ზოგმა უაზროდ პრინციპულმა, ზოგმა უპასიხისმგებლომ, ზოგმა გუშინ მოსულმა, ზოგმა თავი მაგარი რო ჰგონია, თან შენზე მაგარი რაღაცეებში და რო არ არის. დამღალეს უაზრო წესებმა და დოგმებმა, მთლიანად ქვეყანამ და ხალხმა, გარშემო მყოფების უმეტესობამ, რომლებმაც არ იციან კარგი საქმის, კარგი ადამიანის, ცოხვრების ფასი. რაც გასაკვირი არ არის უკვირთ, რაც გასაკვირია არ უკვირთ. დამღალეს უგემვონებო გურჯებმა, ჯიპებმა, მეშჩანებმა და ხამებმა. დამღალეს რესპექტაბელურმა და ეგოისტმა სლეებმა, თავის შეწუხება რო არ უნდათ წამით სხვისი გულისთვის. დამღალეს ვითომ მეგობრებმა, ზურგსუკან ჩურჩულებმა, დაცინევბმა, შეძრომებმა და ასე შემდეგ. დამღალეს ნათესავებმა, მეგობრებმა, უცხოებმა, უგემოვნო, უჭკუო გოგოებმა და ქალიშვილმა ქალებმა. დამღალეს მხოლოდ გამორჩენაზე შენიანებმა. დამღალეს ვიღაცეებმა რომ ჰგონიათ ჭკუაში გატყუებენ და ამ დროს, შენ წესიერებაზე თამაშობენ. დამღალეს ნაკითხმა და ნასწავლმა ფალოსებმა, იმის იქით რომ ნულები არიან. დამღალეს სათვალიანმა სლეებმა, თავი ცინიზმის მამა და ყველა საქმეში პროფი რომ ჰგონიათ, კინო იქნება, მუსიკა, პოლიტიკა, სპორტი თუ სხვა რამე. დამღალა იმან რომ ხალხს გემოვნება საერთოდ არ აქვს და ინერციით, პიარს ან რაიმე სხვასაა აყოლილი, თუნდაც ბლოგზე… აბსოლუტურად არაფრით გამორჩეულ ნაწერს შეიძლება მოჰყვეს 200 ლაიქი(ხო, ფეისბუქმაც დამღალა ისე) და 420 კომენტარი, არადა მე ბოლომდე ვერ ჩავამთავრო კითხვა იმდენად ჩვეულებრივი ნაწერი იყოს, მაგრამ რადგან ,გოჩამ, პეტრემ, პავლემ’ დაწერა, ე.ი. მაგარია… ესეც ნაგავია, რაც ახლა მე დავწერე, მაგრამ ზოგიერთ ნაგავს ბევრად სჯობია.
,მარშუტკებმაც’ დამღალეს… კაი 0 თეთრი გახდა, ჯანდაბას, პირველ დღეებში ბარათის აპარატს რო არ რთავდენ ძალით ეგეც არა უშავს, მაგრამ… სხვა ,მარშუტკებმა’, რომლებიც ისევ ძველი ჯაბახანა მანქნაებით დადიან რა პონტში გახადეს 80 თეთრი? სად არის ლოგიკა, რა სინაგლეა, რა სლეობაა… ძალიან ცუდი ხალხი ვართ, ძალიან.
აი 195 ჩუვაკია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური… 60 თეთრღი გახდა(ესეც რის საფუძველზე, როცა ისევ ძველი მანქანებით მოძრაობენ ვერ გავიგე
). ნაღდად ვინმე ხისთავიანმა გურჯმა თქვა მიქცეულად – მე რა წითელი კოჭი ვარ? ის თუ 80 თეტღი გახდაო – ამას ომახაიანად აყვებოდა სრულიად მძღოლთა საგურჯეთი და… მოგიდგანთ მიდგომა.
ხალხია ცუდი ხალხი, ქვეყანას რას ვერჩი. გადავიწვი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ამითაა საინტერესო, კარგი და მშვენიერი ეს .ოხერი’ )))
დავივიწყო გოგო N1, არ გავიხედო გოგოსკენ N2, ახლა ესაა მთავარი ))) სიგარეტი არ მომიწევია 30 ივნისის მერე და თავისფულად სუნთქვაც კაია, ვნახოთ როდის მოვწევ ისევ.
და საერთოდ, დალევა კარგია, იმაზე კარგი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ
აი ახლაც დალევდა კაცი და სანამ ვწერდი ვარიანტი გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ლუდი და ლუდით წუწაობა არ მიყვარს მე, ასეთ დროს ,კრეპკი’ გინდა კაცს
თუმცა სულ არაფერს ლუდი ჯობია, თან რამდენიმე ისეთ ადამიანთან, ვინც არ დამღალა, თორემ მეგობრების უმეტესობაც ყელშია, ნელნელა ილექება, კარგი მეგობარი ხომ ცოტაა, ასეც უნდა იყოს.
ახლა მე მინდა გზის ფული ანუ მომიწევს, მაინც საკრედიტოდან გამოტანა ან თუ დროულად გავედი, ავტობუსით მოძრაობა და ტერმინალი.
თქვენ კი ჭკუით იყავით, ნაკლები თვალთმაქცობა და მეტი თავისუფლება.
უამრავი რაღაც ჩავინიშნე და ეგებ დრო გამოვნახო, დავწერ რამეს, ახლო მომავალში, აბა ეს რა არის, მასხარაობაა.
——————————————————–
…მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!
…
ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!
პ.ს.
უაზროდ მალე გავიდა ზაფხული
სველი პერიოდი
ახლა მთლიანად სველი ვზივარ და ვწერ ამას, აბსოლუტურად ჩვეულებრივ პოსტს. ეს იმიტომ ხდება, რომ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ბლოგი კარგი რამეა და გავხსენი. დავიწყე წერა, ზოგჯერ კარგი პოსტების, ზოგჯერ არც ისე. ხანდახან დღიურად და ძალიან ჩაკეტილი წრისთვის მექცა ბლოგი, მაგრამ ალბათ ესეც საჭიროა და ინფორმაციული და ძალით ოფიციალური ბლოგები არ არის მთავარი და საუკეთესო. თუმცა ნელნელა, როგორც ყველაფერში ხდება ცოტა ენთუზიაზმი შენელდა, ეს სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა, ძირითადად უდროობა, სიზარმაცე, დაღლილობა… აი ახლაც, მომენატრა ბლოგზე წერა და ამიტომ გადავწყვიტე ამ არაფრით გამორჩეული და ბევრის მსგავსი ისტორიის მოყოლა, მაგრამ ზოგჯერ ხომ სწორედ თითქოს არაფრით გამორჩეულ ისტორიებშია მთავარი
თუ კარგად წერ. ვერ შეგპირდებით, რომ კარგად ვწერ და დავწერ, მაგრამ უნდა დავწერო, რადგან გადავწყვიტე, რადგან მომენატრა, მომინდა და თან გავბრაზდი, გარემოებებზე.
კაი ხაინა აქ არაფერი დამიწერია, მაგრამ ამაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ისე მაქვს რაღაცეები დასაწერი და არ დავიღლები ამის გამეორებით. მაშინვე უნდა დაწერო როცა მოგაწვება, თორე მერე მუხტი იკარგება, ჩანიშვნები კი დავიწყე, მაგრამ მუხტი მაინც იკარგება. ორი კარგი მოთხრობის დარის იდეა მაქვს დიდი ხანია და ვერაფრით ვერ დავაყენე საშველი. არადა, ვგრძნობ რომ მზად ვარ, დროა… არ ვამბობ რომ შედევრებს დავწერ, მაგრამ დაწყებისთვის მზად ვარ. თუმცა როგორც ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, არ დაიჯეროს ზღაპრები ვინმემ იმის შესახებ, რომ ერთეული გენიოსების გარდა, ვინმე ახერხებს რამდენიმე რამის ერთად კეთებას და მართლა კარგი რამის დაწერას, სხვა საქმერების პაალელურადო. როცა სხვა რამეებს მიაქვს შენი დროის უდიდესი ნაწილი და სხვანაირად არ გამოდის, ძნელია… თუმცა ვიცი, რომ ადრე თუ გვიან,დავჯდები და დავიწყებ… ერთი-ორჯერ ხომ ვქენი უკვე, საფუძველი არის. ახლა კი ამ პოსტს მივხედოთ
აი როგორი სველი და გაბრაზებულიც(მაგრამ გულის სიღრმეში ცოტა ნასიამოვნებიც) ახლა ვარ, ზუსტად ასეთი პერიოდი მაქვს ბოლო თვეებში. ბევრ ნაცნობზე და მეგობარზეც კი ავიცრუე გული. ბევრ რამეზე ავიცრუე გული საერთოდ და ნეტა ერთი-ორი წელი სადმე უცხოეთში ჩემთვის ჩამსვათქო ისევ ვფიქრობ. ერთი პირობა ისიც გავიფიქრე ცხოვრებაში პირველად დეპრესია ხომარ მაქვსთქო, თუნდაც მსუბუქ ფორმებში. არცთუ უსაფუძვლოდ გავიფიქრე, რადგან არის რაღაც ნიშნები, მაგრამ იმედია ასე არაა, რადგან მძულს დეპრესია და დეპრესიულები… ეს არის სისულელე, რომელსაც ადამიანი თავისით იმართებს და მე არც ისეთი სულელი ვარ, მგონი. ალბათ უფრო მწვავე ნევროზია, რომელიც მქონდა ერთი-ორჯერ ადრეც, ქრონიკულიც მაქვს, მაგრამ მწვავე იშვიათად. ეს დიდად გასაკვირი ჩვენს რეალობაში და ცხოვრებაში არც არის. აქ, ნევროზისას, შენ არაფერს იმართებ, თავისით გემართება და ხშირად გარდაუვალია, აბა მიმოიხედეთ, კარგად დააკვირდით რა ხდება, დაფიქრდით და…
მიზეზებიც ბევრია, ჰონორარმა იკლო, სეზონში პაუზაა, ბევრმა ადამიანმა აურია ჩემს თვალში, ბევრი ისევ უგემოვნებო რჩება, ბევრი ბევრს ტლიკინებს და საცემია, ჩემებს ვეჩხუბე, ბანკში ისევ ცოტა ვალი ავიღე, რათა რაღაცეები მეყიდა სახლისთვის და სექტემბრამდე ვერ გავისტუმრებ, ისევე როგორც რამდენიმე ადამიანის ძველ ვალს. ერთი გოგოც მომწონს და ვერ ვისწავლე ჭკუა, რომ გოგო რომელიც შენი ღირსი არ არის (ან შენ არ ხარ მისი ღირსი, არ აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი, შევარბილოთ თუ გინდათ), გოგო რომელიც შენი არაა, რომელიც ,აქაური’ არაა, პატარაა, როგორც შეხედულებებით ასევე ცხოვრებისეულად(ასაკი ყოველთვის მთავარი არ არის), არ უნდა მოიწონო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხალისიანი და სიცოცხილმომგვრელი გოგო ალბათ არასდროს მომწონებია და ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რაც გამიკეთებია ხოლმე, მაინც… დიდი შეცდომა დავუშვი და შეცდომა ჩანასახშივეა, როცა იცი, რომ ამ სახით ამ ეტაპზე მაინც(ეს სულ მინიმუ), შენ არ შეგეფერება, არ უნდა მოიწონო… მაგრამ აბა როგორ უბრძანებ ცხოვრებას
ისე უინტერესოც იქნებოდა.
ამას დაემტა ის, რომ ჯანმრთელობა სულ თავს მახსენებს, მამენტ ბოლო დღეებში იმდენს ვსვამდი, შემახსენებდა. აი, რამდენიმე დღის წინ, იმდენი დავლიე(გავათენე, როგორც ხდება ხოლმე და ესაა ყველაზე ცუდი), რომ ბევრს გაუჭირდებოდა. შეიძლება მალე დავთვრე, მაგრამ შემიძლია იმავე კონდიციაზე დავრჩე და უზომოდ დავლიო მერე, ჰოდა ასე ხდება ხოლმე. იმ დღეს, როგორც იტყვიან, მართლა გული ხელით მეჭირა. ,მარშუტკაში’ მიმოვიხედე ვინმე ისეთი მაინც თუ არის, სასწრაფს რო გამოუძახოს რამე რო დამემართოსთქო, მივხვდი რომ სანამ გონზე მოვიდოდნენ ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. რამდენჯერმე მეგონა რო გული მირტყამდა, იქაც და სახლშიც(ნუ ისეთ მდგომარეობასი სამსახურში აღარ უნდა წავსულიყავი, დაძინება ძალიან გავწელე). დავთქვი, ოძღონდ ახლა გადავრჩე და ამდენს აღარ დავლევთქო. 2-3 დღე მოვახერხე სიტყვის შესრულება, აი ერთხელ მაინც ვერ შევასრულე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი სასმელი მაინც არ ავურიე და მთლად იმდენიც არ დამილევია, მაგრამ ბევრიც არ დააკლდა. ასეა თუ ისე, იმ ,ცოტათი ნასიამოვნებიც’-თქო რომ ვახსენე, სწორედ ეს არის, რადგან საკმაოდ კარგ ხალხთან ერთად ვსვამდი ძირითადად და საეთოდ კაი იყო. თუმცა ცოტა დასტოპებაც საჭიროა, მაგრამ არა სულ, რადგან თუ გინდა რომ წერამ აგიტანოს, თუ გესმის და გრძნობ, ხშირად ცოტა(ან ბევრი) სასმელის გარეშე წარმოუდგენელია.
კარგი კიდევ ამ სმების დროს ის იყო, რომ მიუხედავად ამდენი სმისა 30 ივნისის მერე სიგარეტს არ გავკარებივარ, ეს კი უკვე იმის ნიშანია, რომ ისევ სწორ გზაზე ვარ
უბრალოდ, შარიკი უნდა გადაატრიალო თავში და ნასვამზეც იოლად აკონტროლებ სიგარეტის ამბავს. სამაგიეროდ, რამდენიმე ისეთი ადამიანი შევაწუხე სიმთვრალის ჟამს, ვისი შეწუხებაც არ ღირდა, მაგრამ არა უშავს, ესეც საინტერესოა
კაი ადამიანი კარგად გაიგებს და არც მე დავწყვეტ გულს საბოლოოდ, თორემ უკვე ვიზამდი
არადა მეორეს მხრივ, არ არის ეს სწორი შეიძლება, როცა სხვა არ გიფრთხილდება, ყველა გოგოს შენ რატო უნდა გაუფრთხილდე
საკუთარ თავში, ზედმეტი ,პატიოსნების’ დამარცხებაზე მუშაობაც დავიწყე, ვნახოთ რა გამოვა ))
ავიღე და მეგობარს დოსტოევსკის რამდენიმე ტომი გამოვართვი. უნდა ამოვწურო, მერე ბულგაკოვსაც მივადგე(ბულგაკოვის ბოლომდე ამოწურვას არ ვაპირებ, მაგრამ რაღაცეები უნდა წავიკითხო, მაგრამ ასე მგონია, რომ უკეთესს ვეღარ წავიკითხავ, ვიდრე პიატი პროკურატორ იუდეი, ვსადნიკ პონტიი პილატია
). ერთ დღეს პარკში გავედი, კინკლაობის მერე, ჩემთვის მშვიდად, დაბნელებამდე ვკითხულობდი. ძმები კარამაზოვები დავიწყე, არა მგონია ეს დოსტოვსკის საუკეთესო იყოს(მით უმეტეს იდიოტი წაკითხული მაქვს), მაგრამ გენიოსი იყო დოსტოვსკი-ც, რამდენიმე თავზე ორგაზმი მქონდა და დიდი ნაწილი წინაა, მაგრა იმასაც მეუბნებიან მეორე ნაწილი ნიტოაო. თუმცა შესავალში თავადვე გააპრავა კაცმა, თავად უნდა გადაწყვიტოთ წაიკითხოთ თუ არაო და აწი კი წავიკითხავ ბოლომდე. თან მეშინია, როცა ცოტა გაქვს წაკითხული ის პლიუსიც აქვს, რომ გავლენას არ ახდენს არავინ და მერე რამე გავლენა არ შემომეპაროს, რამეს რო დავჯღაბნითქო
მით უმეტეს, დამბრალებლების მეტი რა არის(ახლა იმასაც დამაბრალებს ვინმე, რა ხალხთან აიგივებს თავსო, არადა ასე არაა
).
აი, თუნდაც მოკლე მონაკვეთი თავიდან ,სემინარისტ კარიერისტ’. ამის მსგავსი რამ არაერთხელ მიქვამს და მსგავსად დაწერასაც ვაპირებდი, მასინ როცა წაკითხული არ მქონდა და რამდენი იტყოდა, წაიკითხა და იმეორებს, სასაცილოაო, არადა… ამიტომაა გენიოსი დოსტოევსკი, ადამიანის ფსიქოლოგიას აუპატიურებს. აი ეს მოკლე მონაკვეთი თავიდან, მართლა ორგაზმია
თუმცა ამისთვის сладострастник-ობაა საჭირო ან უბრალოდ უნდა გრძნობდე
Тут… тут, брат, нечто, чего ты теперь не поймешь. Тут влюбится человек в какую-нибудь красоту, в тело женское, или даже только в часть одну тела женского (это сладострастник может понять), то и отдаст за нее собственных детей, продаст отца и мать, Россию и отечество; будучи честен, пойдет и украдет; будучи кроток – зарежет, будучи верен – изменит. Певец женских ножек, Пушкин, ножки в стихах воспевал; другие не воспевают, а смотреть на ножки не могут без судорог. Но ведь не одни ножки… Тут, брат, презрение не помогает, хотя бы он и презирал Грушеньку. И презирает, да оторваться не может.
ბევრი გენიალური მომენტი ვნახე კიდევ, მიუხედავად იმისა,რომ მესამედი წავიკითხე, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ მინდა, სხვა პოსტის, სხვა თემაა. +მაშინ ჩემ საყვარელ მასტერ ი მარგარიაზე რომ დავიწყო, ვეღარც დავამთავრებ. სხვა დროს იყოს ეს ყველაფერი. მე კი სულ უბრალო რამის მოყოლა მინდოდა, იმის, თუ როგორ გავილუმპე, არადა სადამდე გავედი…
მოკლედ, სადღაც 22:30-ზე ჯერ კიდევ სახლში ვიყავი, გრუხუნის ხმა მესმოდა და მსიამოვნებდა, რადგან მთელი დღე ისეთი სიცხე იყო, ვერც წავიკითხე, სხვა რამეებიც დამეზარა. მეთქი ცოტას გავგრილდებითქო. პლუს ორი თუ სამი დღეა არ დამილევია და ამდენი თავგდასავლების მერე, ფხიზელზე ამ არეული ქვეყნის ყურება ორმაგად ძნელია. ვიფიქრე, გავგრილდები მაინც სანამ სამსახურში მივალთქო. ნაცნობს ვუთხარი, დავსველდები ცოტასთქო და ეგ როგორ მოგწონს, სამსახურში რო მიხვალ არა მგონია კაი იყოსო. ვუპასუხე, ძალიან დასველებას არც ვაპირებთქო, მაგრამ თითქოს დამთარსა )))
დაიწყოთ იმით, რომ კი გრუხუნებდა კაი ხანი, მაგრამ როგორც კი სახლის კარიდან გამოვედი, მხოლოდ მაშინ დაიწყო წვიმა და თან ისეთი წვიმა, ხანდახან გახურების გარეშე, პირდაპირ კოკისპირული რომ იწყება ხოლმე ხომ იცით? სანამ გაჩერებაზე ავედი, ცოტათი დავსველდი, სულ ხეებია. ავტობუსში ყველაზე კარგი ისტორია გურამიშვილის ძეგლის საპირიპირო მხარეს გაჩერებაზე გადამხდა(გადაგვხდა), ტრასაზე, ზუსტად გაჩერების წინ გოგო-ბიჭი გამალებული კოცნიდნენ ერთმანეთს, თავიდან ვერც დავინახე, არ ამიხედავს, სანამ მძღოლი არ დაიყვირებდა დაიხრჩოო. არც უფიქრიათ განძრევა, ძლივს ააცილა ავტობუსი და გააჩერა. ერთმა გოგომ ისტერიული სიცილი ატეხა ამის ყურებზე, უკანაც იყო ხალისი და არაადეკვატური რეაქციები, უცებ კი ეს წყვილი ჩვენს ავტობუსში ამოვიდა და იგივე გააგრძელეს, ზუსტად შუა კარის წინ. ძლივს იკავებდა ზოგი თავს, რო ეცინება და ამ დროს ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი და თავისუფლება რო არ აქვს, სატირლადაა მისი საქმე. მე კი ეჭვი გამიჩნდა, რომ რაიმე ,მოძრაობის’, ,აქციის’, ფლეშმობის მსგავსი რამაა ან უბრალოდ, ჯინაზე გადაწყვიტა ამ წყვილმა, პროტესტის ნიშნად კოცნაობა(სიტყვა ზასაობას უფრო ვერ ვიტან). არც არის გასაკვირი ორი უცნაური კანონის მერე, რომელიც მივიღეთ, იმედია, მხოლოდ ქაღალდზე და მართლა, დებოშიორებისთვის’
წყვილი ორი გაჩერების მერე ჩავიდა და ამან ჩემი ეჭვები გააღვივა. თუმცა მალე დამავიწყდა ეს, რადგან კინოს სახლს მივუახლოვდით. აქ ის ვერ გავთალე, რომ თავისუფლებამდე შემეძლო გავყოლოდი ავტობუსს, მაინც მეტროში მივდიოდი და იქ უფრო ახლოს არის და თან იქნებ გადაეღო წვიმას, მაგრამ მე ხო წვიმაში გასეირნება მსურდა, აი ზუსტად ამ ხასიათზე ვიყავი. ჩასული იმ წუთასვე მივხვდი, რომ ჩემი საქმე მთლად კარგად არ არის, რადგან ასეთ წვიმას არ ველოდი და ასე დასველებაც არ მინდოდა
მიუხედავად ამისა, თითქმის არასდროს არ გავქცეულვარ ასეთ დროს, ნელი ნაბიჯებით წავედი მეტროსკენ. მაშინ როცა ხალხი თავქუდმოგეჯილი გარბოდა, კინოს სახლს ეფარებოდადა ა.შ. მე კი სანამ მაკდონალდსთან მივედი, უკვე აბსოლუტურად სველი ვიყავი, მერე იქ იმხელა გუბები იყო, მუხლებამდე მომესხა წყალი, მეტროს ქვეშაც ბევრი ხალხი იდგა, ელოდებოდნენ გადღებას ალბათ. მეტროში შევედი და უკვე ისე ვიყავი, აი თითო ნაბიჯი რო არ გსიამოვნებს, სველი ტანსაცმელი რო გეხება და ცუდად ხდები. მთელი გზა ხელი წელთან მედო, ჩემი ჭკუით წელი მაინცა რ გამიცივდესთქო. რაც შეეხება მეტროს, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე დააგვიანა.
უცებ გავბრაზდი, ოღონდ ვისზე და რაზე არ ვიცი, ცოტა ჩემ თავზეც, ცოტა გარემოებებზეც. რა აღარ ვიფიქრე, ახლოს არავინ ახლობელი არ ცხოვრობს, რომ მშრალი ტანსაცმელი გამომერთმია. სახლში მიბრუნება და ტაქსებით სირბილიც გამოვრიცხე. ერთი ბიჭი კი დავლანდე მშრალი მაიკა ჰქონდა გადაკიდებული, აი სულ რაღაც რო აქვთ მოკიდებული და ლეპტოპის ჩანთა თუ რაღაც მსგავსი რომ აქვთ გადაკიდებული იმ კასტიდან იყო, მაგრამ ისეთი მოდებილო სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდა ეგ, არ მივედი, მეთქი ვითხოვებ მაისურსთქო, მაგრამ არა, გდავიფიქრე. აი ასეთ ცუდ მდგოარეობაში არასდროს ვყოფილვარ, რადგან ამ პერიოდში გაციება არანაირი ლოგიკით არ მაწყობს + 01:30-ზე რეპორტაჟი მაქვს და ვფიქრობ იმაზე, რო რა გამაძლებინებს და ხო უეჭველი გავცივდები საუკეთესო ვარიანტში და უარესში ფილტვების ანთება… რაც არანაირად არ მაწყობს )))
გადავწყვიტე, რომ სამსახურში მისვლისას არაყი მეყიდა და ერთი სამი ჭიქა დამელია, გადარჩენის მიზნით, მაგრამ მეტროდან ამოსულმა გადავიფიქრე და მხოლოდ ყავა ვიყიდე, რომელიც კი დავლიე ახლა, მაგამ რას მიშველის. იმდენად ცხელა, ის აბსოლუტურად სველი საროჩკა ცოტა კი გაშრა, მაგრამ არა ბოლომდე, ახლა სკამზე გადავკიდე. გაიხადე,რისი გერიდებაო, მეც გავიხადე. თუმცა მგონი უარესია, კონდიციონერიდან ცივი ჰაერი აღწევს, ფანჯარაც ღიაა და წერაში გართულს დაკეტვა დამავიწყდა, ორპირში ვარ, ტიტველი
წელიც წამომტკივდა, მთავარია ფილტვების ანთებას გადავრჩე და დანარჩენს ვინ ჩივის, მათ შორის იმასაც, რომ ფეხები აბსოლუტურად სველი მაქვს. ერთმა კოლეგამ მითხრა, რატომ გიყვარს წვიმაში სეირნობა, არავინ არ სეირნობს ასეთ წვმაშიო, პრაგმატული და თითქოს აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა, კარგი ადამიანისგან, მაგრამ…
რა ვიცი, ბევრ რამეს ვიტყოდი კიდევ, ბევრი დეტალი გამომრჩა ამ დღეების ამბების, ბევრიც განგებ გამოვტოვე. თუმცა დავიღალე კლავიატურაზე კაკუნით, თან შემცივდა, ახლა ჯობია ის საროჩკა მოვიცვა მაინც, ერთი ყავაც დამრჩა და იმასაც დავლევ. მალე რეპორტაჟიც დაიწყება და რაც არის, არის რა ![]()
მთავარი ისაა, რომ მეტროდან ამოსულს წვიმა გადაღებული დამხვდა, რადგან მაშინ დაიწყო როცა გამოვედი და მაშინ გადაიღო, როცა მეტროში შევედი და სხვა ბევრი დეტალიც დამეთხვა, ესე იგი, ასე იყო საჭირო, ასე უნდა ყოფილიყო და მე მიყვარს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს
უF, მომნატრებია წერა!
ჩემი ოთახი

ოთახი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რამაა და მესმის კიდეც თუ რატომ, რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს ოთახს და რა კარგია, როცა შენი ოთახი გაქვს. თუმცა მე გართულება ამაზე არასდრს მქონია და მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი დადებითი რაც ჩემს ძველ სახლს აქვს, შედარებით დიდი ფართია, როგორც ასეთი პირადად ჩემი ოთახი არასდროს მქონია, აი როგორც უცხოურ ფილმებშია, კარი რომ იკეტებოდეს ან მარტო შენი მაგიდა და ნივთები იყოს ოთახში. საინტერესოა ისიც, რომ ვთქვი როგორც ასეთი ჩემი ოთახი არ მქონიათქო, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოთახი ჩემი იყო.
ერთი სიტყვით, ოთახი, რომელიც ,ჩემ ოთახად’ არის ცნობილი არის ის, რომელიც შესასვლელშივეა და იქ ძირითადად ბებიაჩემთან ერთად ვიყავი ხოლმე, ახლა დედა და ბებია არიან იქ, მე კი სასტუმრო ოთახი დავიპყარი
ვყოფილვარ იმ ოთახშიც, რომელიც თავიდან დედაჩემის იყო და შუშაბანდშიც მიცხოვრია საკმაო ხანი ანუ სახლში ყველა ოთახში გამიტარებია საკმაოდ დიდი დრო, მაგრამ ,ჩემ ოთახად’ მაინც ის პირველი მოიხსენიება. თუ ბევრის ფსიქიკაზე, აღზრდაზე, თავისუფლებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს საკუთარი ოთახი, ჩემთვის ის პირველ რიგში თავისი სივრცით და კედლებით იყო მნიშვნელოვანი, რადგან საშუალება მომეცა უამრავი პოსტერი გამეკრა, ფაქტობრივად შპალერის ნაცვლად.
ყველაფერი 1999 წლის იანვარში დაიწყო, როცა ერთმა ძველმა ნაცნობმა ჟურნალ ,ფეხბურთის’ პირველი ნომერი მოიტანა და ალესანდრო დელ პიეროს პოსტერი მიჩვენა, თან იუვენტუსის ,წარდგენა’ იყო პირველ ნომერში -ლეგენდა რომელსაც ჰქვია იუვე – და ამ ჟურნალით მოვიხიბლე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წლის ვიყავი და ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, პოსტერების გაკვრით აქტიურად დაკავებული არ გახლდით, არადა კი მქონდა სახლში რამდენიმე.
ასეა თუ ისე, ეს პოსტერი იყო პირველი, რომელიც გაიკრა იმ ,ჩემს ოთახში’. ამას მოჰყვა დიდი აზარტი და მონდომება, ჩემი ბინა სიმაღლეში 3 მეტრზე ცოტა დიდია და ფაქტობრივად ბოლომდე ,პლაკატებით’ ავავსე. ჩემები მიხვდნენ, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერ გადამაფიქრებინებდნენ და მსუბუქ წინააღმდეგობებს თუ არ ჩავთვლით (როგორიც არის მაგალითად: ,,კარადაზე რაღატო აკრავ, არ რა უნდა, სულ გაგიჟდი…”), ხელი არ შეუშლიათ. თან არაფერს ვაფუჭებდი, რადგან სახლი ძველია, პლუს მეზობლისგან დაზიანებული და გაურემონტებელი, ასე რომ პირადად ჩემთვის ეს პოსტერები ალამაზებდა კიდეც იქაურობას.
ერთი შეხედვით შთამბეჭდავია, მაგრამ სინამდვილეში მაინც ვერ გაიაზრებთ თუ რამდენი წელი დასჭირდა ამ კედლების შევსებას, რამდენი წვალება, სხვადასხვა სასურველი პოსტერების მოძიებას და თავის დროზე რამხელა იდეები იყო ჩაქსოვილი ამა თუ იმ პოსტერისთვის ადგილის მიჩენაში. რამხელა ემოცია ახლდა თან ზუსტად იმ ოთახში, იმ გარემოში ფეხბურთის ყურებას… შემდეგ, ცხადია, ბევრი რამ და ბევრი პოსტერის ადგილი შეიცვალა. სამწუხაროდ, მათი რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კარებებზეა დაზიანდა და სულ ვეჩხუბები ჩემებს, ახლაც კი, არ უფრთხილდებითმეთქი ))) ჩემებს კი სულ ეცინებათ, ჩვენზე მეტად პლაკატები გიყვარს, ნეტა ასე საკუტარ თავს უფრთხილდებოდეო.
აბა მე ახლა იშვიათად შევდივარ იმ ოთახში და სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ პოსტერებს, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არიან!
მთავარი კი იმიტომაა, რომ იყო ირონიული ღიმილები, როგორც უფროსების მხრიდან, ასევე თანატოლების, მეგობრების ნაწილის მხრიდან. ერთი განსაკუთრებით გადამეკიდა – გაიზრდები ცოტა და ჩამოხსნი შენი ხელით ამ პლაკატებსო. მე ვეუბნებოდი არათქო, ის მაინც თავისას აწვებოდა, აბა ვინ გამოდგა მართალი? )) მესმის რომ ძირითადად ასე ხდება, მაგრამ ეს ხალხი ყველაფერს ასაკს რატომ უკავშირებს? ჩამოხსნით ის მომღერლების და მსახიობების პოსტერები ჩამოვხსენი, რომელიც იქამდე მქონდა გაკრული და მართლა ბავშვობის ამოჩემება იყო. ეს კი ბევრად მეტია, ზოგი ვერ იგებს რას ნიშნავს ,ფეხბურთით ცხოვრება’ და ეცინება. მე კი მკიდია ეს, მე ვიცი ეს რაც არის და სულ ასე იქნება, მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე ფეხბურთი ცოტა გაირყვნა, ცოტა ინტერესიც განელდა, ისეთი ყოვლისმომცველი, როგორიც ადრე იყო, და მიუხედავად იმისაც,რომ დიდი ხანია პოსტერი აღარ გამიკრავს ))) სამწუხაროდ, გარშემო ბევრი მყავს ისეთი ადამიანი, ვინც იტყვის ,ბოლო ბოლო ფეხბურთია მაგის დედაც…’, ,ფეხბურთიოს გამო ის ხო არ უნდა ქნა…’ და ა.შ. არადა, ამ ხალხს პრეტენზია აქვს ფეხბურთის ქომაგობაზე და სიყვარულზე. მე კი ეს არასოდეს მესმოდა, თუ რამეს ვაკეთებ და მიყვარს, მაშინ ბოლომდე უნდა იყოს და არა ნახევრად… ვერასდროს ვერ ვიტყვი ,ბოლო ბოლო ფეხბურთია…’. ფეხბურთი დაარსების დღიდანვე უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტი და გართობა და ასე იქნება სულ.
მოკლედ, არ ვიცი შურდა ზოგს თუ მართლა ეცინებოდა(ალბათ ორივე ერთად იყო), მაგრამ რამდენიმემ დაიჟინა მოხსნი მოხსნი მაგ პლაკატებს, მაქსიმუმ 2-3 წელიწადშიო. წლები გადიოდა, პოსტერები კი მოხსნის მაგივრად ემატებოდა და ემატებოდა. მაშინვე ვიცოდი რომ არ მოვხსნიდი, თუნდაც იმიტომ რომ მეუბნებოდნენ მოხსნიო და არც მომდომებია მოხსნა, ესაა მთავარი
ერთადერთი რაც არის, რაღაც პერიოდია უკვე აღარ ვაკრავ, მაგრამ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ადგილიც აღარ არის ))) ნუ ის ოთახი და შუააბანდი გავავსე და სხვა ორ ოთახზე არ გადავდივარ. სამაგიეროდ ვინახავ პოსტერებს, რომლებიც ხელში მივარდება ხოლმე, ჩემით აღარ ვეძებ, მხოლოდ გამორჩეულებს.
ერთ, დღესაც იმ ოთახის კედლები გაივსო და კარადებზე და კარებებზე გადავედი… ამას ცოტა ხანში მოჰყვა შუშაბანდის კედლები, რომლებიც ასევე ბოლომდე გავავასე, მერე იქ რაღაც გადანაცვლებები მოხდა და რაღაც ნაწილის ჩამოხსნა მომიხდა, რომ არ გაფუჭებულიყო. შუშაბანდშივე მოვაწყვე სპეციალური კუთხე, სადაც მხოლოდ იტალიელებისა და იტალიური კლუბების პოსტერებია, ასევე იტალიისა და იუვენტუსის ბრელოკები და საქართველოსა და იტალიის ჩემი დახატული დროშები (ორი პატარა დროშა იმ ძველ ოთახშიც მაქვს, ჯერ კიდევ ძველი საქართველოს დროშა და იტალიის, ისინიც ჩემით დავჯღაბნე).
ბებიაჩემი ხუმრობდა კიდეც, მერიდება ხოლმე გამოცვლა ამდენ კაცებშიო. ბევრი გაოცებული რჩება ხოლმე ოთახში შემოსვლისას. ყველაზე გაოცებული ერთი მღვდელი იყო, რომლის შესახებაც მეხუთე ვიდეოში ვყვები. ერთი სიტყვით, ეს პატარა საფეხბურთო სამყაროა. პირადად ჩემი აზრით და ხედვით, ამას ასაკი არ აქვს და ცუდი ამაში არაფერია, ცუდი ის დამოკიდებულებაა რომელიც ზოგს აქვს, რომ პოსტერს აუცილებლად პატარა უნდა აკრავდეს და არასერიოზულია ან ცუდი ის იქნებოდა მე რომ ვფიქრობდე საპირისპიროდ, რომ თუ პოსტერს არ გააკრავ ე.ი. ცუდი როჟა ხარ და მაგალითად ფეხბურთი არ გიყვარს.
კიდევ ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორია უკავშირდება ამ ოთახებსა და პოსტერებს. საერთოდ, დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა და სულ მეზარებოდა, ასეთ დროს კი როგორც ხდება ხოლმე, პოსტი გემრიელი არ გამოვიდა, როგორც მაშინ გამოვიდოდა, როცა პირველად მომინდა დაწერა, მაგრამ რაც არის ეს არის. ვცადე საერთო სურათი გადმომეცა მოკლედ და იგივეს ვცდილობ პატარა ვიდეოებში, სულ ნახევარი საათიც არ იქნება მგონი, 5 ვიდეოა, თავისი კომენტარით. ხარისხი საუკეთესო არაა, რისთვისაც ბოდიში. სულ არაფერს სჯობია.
ასევე ოთახების სურათები ავტვირთე, გარემო რომ უკეთ აღიქვათ
ისიამოვნეთ ფეხბურთით და ზოგადად ცხოვრებით, რომელიც კაი ხალხისთვის ჭირს, მაგრამ ნამდვილად მშვენიერია.
ბებერი ხარის… ფეხებიც დადიანო
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სამსახურში ხელფასი ჯერაც არ მოუციათ. შესაბამისად, მძღოლმა გამოაცხადა დღეს, რომ ვერ მოვალ ვერავის წასაყვანად, რადგან აღარც ბენზინი მაქვს და აღარც მსესხებელი მყავს ვინმეო. ეს ამბავი საღამოს გავიგე, როცა თითქმის 2 საათში საფრანგეთის მტანჯველად გრძელ მიმოხილვას მოვრჩი და ფრენბურთის რეპორტაჟისთვის ვემზადებოდი. თუმცა როგორც ადამიანს სჩვევია, იმ მომენტში გავატარე, დრო რო მოვა მერე დავფიქრდები რა ვქნათქო. საქმე იმაში არ არის, რომ ფული არ მქონდა, ფული მქონდა არაერთი ტაქსის სამყოფი, მაგრამ პრინციპის საკითხი იყო, რეპორტაჟის ჰონორარის თითქმის ნახევარი ტაქსს თუ მიეცი, რაღა გამოვიდა?
რასაკვირველია წინა ფრენბურთიც 5 სეტი გაიწელა და ამიტომ, ჩემი თამაშის დაწყებაც გადაიდო ნახევარი საათით და მერე ჩემი თამაშიც მტანჯველად გაიწელა, 5 სეტი. კაი თამაში კი იყო, მაგრმამ გვიან დამთავრდა და დავიწყე ფიქრი რა მექნა. თავიდან სადმე წასვლის და ლუდის დალევის ვარიანტს განვიხილავდი, მაგრამ მალევე ეს აზრი ამოვიგდე, რადგან მაინც ხვალ იმედის ფსონია, მერე ფრენბურთის რეპორტაჟი მაქვს, გვიან ღამით კი ფეხბურთის, ამიტომ ცოტა გამოძინება მჭირდებათქო. სახლში წასვლა ტაქსით ასევე გამოირიცხა, ნაწილს ფეხით გავივლი, ნაწილს ტაქსით, რო იაფად გამოვიდეთქო… მაგრამ ბოლოს რა გამოვიდა? -რა და ის, რომ 300 არაგველს კიდევ ორი გაჩერებით რომ გაცდე ისნისკენ, იქიდან ანუ ჩემი სამსახურიდან, სახლში ფეხით მოვედი
და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ))) ბებერი ხარისაცო… ბავშვობაში გავდიოდი ასეთ მარშრუტებს და საერთოდ ფეხით ძალიან ბევრი მაქვს გავლილი, ბოლო წლებში მოვუკელი უბრალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყველაფერი კი ასე მოხდა…
2:07-ზე დავიძარი სამსახურიდან და გეგმა მარტივი იყო – ტაქსით გასვლა თავისუფლებამდე ან ფილარმონიამდე და მერე ფეხით სახლში. თავისუფლება ან ფილარმონია იმიტომ, რომ წინა ზაფხულს მთელი თვე ეგ მარშრუტი მქონდა ღამე, კინოთეატრებში 101 ფილმი რო გადიოდა და ნოსტალგია მომეძალა. თუმცა მადა ხომ ჭამაში მოდის და სულ ცოტა ხანში უკვე 300 არაგველის მეტროსთან ვიყავი. იქ, არამიანცის ასახვევთან ჯინჯიკო გამახსენდა, რომელსაც ოპერაცია გაუკეთებია და კარგად არისო. კიდევ არამიანცის ასახვევთან ერთი ღვთაებრივი გოგო გამახსენდა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. თან დედაჩემს დავურეკე, ,იაფიანი ტაქსის’ ნომერი დამავიწყდა, მაგრამ ზარის ხმა ვერ გაიგო, მერე თვითონ მირეკავდა, მე კი ხმა გათიშული მაქვს როგორც წესი.
ამასობაში, თავში გამკრა კანიბალზე აზრებმა, თუ მართლა დადის, სადაც ვითომ და ჩემ სახლთან ახლოს, ყოფილ სკოლასთან დაუნახავთ, აქ რო გაიჩითოს რა მოხდათქო და ჩაბნელებულ ტროტუარს მოვშორდი და ტრასაზე, კიდესთან დავიწყე სიარული. ჩემი სამსახურის წინ სულ ჩხუბებია და აქაც არ გამიკვირდებოდა, აპასნი ადგილია ღამე. მეტეხთან საწყალი ქალი გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ რომ მოკლეს… ნელნელა გავცდი მეტეხსაც და უკაცრიელ ადგილსაც და სადღეღამისო ჯიხურებს მივადექი, იქ სამი ლაწირაკი აბირჟავებდა, ერთის მონოლოგი იყო – გაჭედა, მერე რა მოხდა ბოზის შვილი ვიყო, მე და ვიღაცას(სახელი დამავიწყდა)-აც გაგვიჭედია სიმთვრალეში და შეჩემაში ერთმანეთისთვის გვიგინებია კიდეც, მერე მაგრა გაგვტყდომია ერთმანეთში, მაგრამ მომხდარა, რა მოხდა ბიჭო – მერე ძაან გავცდი და ვეღარ გავიგე, როგორ დაასრულა მონოლოგი ამ ბანძმა ტიპმა და დაარწმუნა თუ ვერა ძმაკაცი, იმაში, რომ არა უშავს. ადრე დანას ვჰყვარობდი ხოლმე და ასეთ დროს ხელს ვკიდებდი ან მოვიმზადებდი, რადგან შანსი არ იყო მსგავს ტიპებს(და კიდევ უარესები იყვნენ ხოლმე ბევრად), რამე რომ არ ეთქვათ და დიდი შანსი იყო შარზე წამოსულიყვნენ, ახლა მთლად ასე აღარ არის. შესაძლოა იმიტომ, რომ ყოველ ორ წუთში ლურჯ-წითელი ფერებით მოელვარა მანქანა ჩაივლიდა ხოლმე და შიგნით მსხდომები იმედიანი თვალებით შესცქეროდნენ სხვა მანქანებს, იქნებ უღვედო ვინმე გამოვიჭიროთო.
აქვე ვიფიქრე იმაზე, რომ ვინმემ შარი აგიტეხოს და ვაი და დანა დაგარტყას ან რამე გაუგებრობა მოხდეს და სიტყვაზე სადმე ეგეთ ადგილას დაიბრიდე. ხო უეჭველი აგაკრავენ რამეს ან იმას, რომ სადმე მიდიოდი, კონკრეტულად ვიღაცასთან ან იმას, რომ პიდარასტი ხარ ან იმას რომ, რამე გარჩევაში იღებდი მონაწილეობას… არადა ყველაფერი მარტივადაა ზოგჯერ… ხელფასი არ ჩარიცხეს, მძღოლი არ მოვიდა, ტაქსში ფულის დახარჯვა არ გინდა და გადაწყვიტე გაისეირნო
მეტრო ისანსაც მივადექი, რაღაცას აკეთებდნენ გზაზე, აქეთ გადმოვედი და საათს დავხედე, დედაჩემის ზარებიც ვნახე და გადავურეკე, ტელეფონი ვთხოვე ტაქსის და გაკვირვებულმა მკითხა – მანქანა არ არისო? მერე, მითხრა რას ბოდიალობ ტაქსით წამოდი დროზეო, მაგრამ ლაპარაკს მალე მოვრჩი და გავაგრძელე გზა კოლმეურნეობის მოედნისკენ, თან ვიფიქრე შაურმა დიდი ხანია არ მიჭამია და მერე ლესელიძეზე ჩავივლითქო. გადავხედე ახლადგაკეთებულ ბაღს, სადაც ხალხი იყო. ასევე კიბეებიდან მთვრალები ამოვიდნენ, ორი მთვრალი კი ისედაც იდგა იქვე. ყურებ-ყურებით აღმოვჩნდი ხიდზე, აი სიყვარულის ქანდაკენები თუ რაღაცეები რომ არის. აქეთ უკვე უფრო ჩქეფდა სიცოცხლე. ბევრი ფულიანი მამიკოს ბიჭი იყო, სადღაც შესასვლელად ემზადებოდნენ. ერთი ბომჟიც ვნახე და რამდენიმე მთვრალი. ნუ უამრავი გაჩერებული და მოძრავი ტაქსი ისედაც იგულისხმება.
თავისუფლებაზე სანამ ავიდოდი, ყველაზე მეტად გამიჭირდა, აღმართია მაინც… შესაბამისად ლესელიძეზე ჩასეირნებაც გამოვრიცხე, იქვეც იყო შაურმა, ხაჭაპური და რაღაცეები და კარგი სუნიც იდგა, მაგრამ მაქ ერთხელ კუბდარი ვიყიდე და არ მომეწონა, ამიტომ აღარ გავეკარე. ისე მაგ ადგილზე სულ ლედი დიანა მახსენდება, რადგან მისი დაკრძალვის ცერმონიას, შესახვევი როა იმ სახლში ვუყურეთ ვიღაცასთან და ჩამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ტანჯვა იყო ჩემთვის ლედი დის დაკრძალვის ყურება.
მოძფრაობა საკმაოდ აქტიური იყო, დაახლოებით წუთი თუ მეტი არა ველოდე, სანამ ქუჩაზე თავისუფლად გადასვლას შევძლებდი. ტროლებუსების ყოფილ გაჩერებასთან ავტყდი და გავედი რუსთაველზე, ბაღში წყლის დასალევად შესვლა დამეზარა, შეიძლება არც მოდიოდა. ტაქსის იქ გაჩერება გადავიფიქრე(და გულის სიღრმეში უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბოლომდე ფეხით წასვლა). ჯორდანოს და რაღაცეების მაისურები შევათვალიერე და კინორუსთაველისკენ დავიძარი, თან ცოტა ხნის წინ სხვადასხვა მიზეზებით ეპიცენტრის ტერიტორიას ვათვალიერებდი კარგად. კინოსთან მიახლოვებულმა ბოლო ბოლო ვუპასუხე დედაჩემის ზარს და ვუთხარი რომ აღარ დაერეკა.
რა უცებ და კარგად აღუდგენიათ კინოს შესასვლელი იმ ამბების მერე და ისე ის წითელი ხალიჩაო რო იძახდნენ, პოდიუმი არ იყო? ხალიჩა მე ვერსად დავინახე. ვნახე სიცოცხლის ხის პოსტერი, რომელზეც ალბათ წავალ. ასევე აგვისტოს 5 დღის რეკლამები, მუდმივად მშენებარე სახლის ტერიტორიაზე. ეკლესიიდან აქეთ კი დაიწყო მთვრალი ტიპების პარპაში. იქვე 3 ახალგაზრდა ტიპი იყო გალეწილი და ტაქსის გაჩერებას ცდილობდნენ მგონი, განგებ არ გადავედი იქეთა მხარეს და აქეთ გავაგრძელე სიარული. მერიოტთან, დაახლოებით იგივე სიტუაცია დამხვდა. გალეწილი ტიპი ვიღაც გოგოს ეკაჩავებოდა, სად ადიხარ ეხლა, სახლშიო? ქერა გოგო იყო, მოპუტანკო, არ პასუხობდა, მეორე გოგოც იქვე იდგა. ცოტა მოშორებით ორი მთვრალი ტიპი იდგა და ვიღაცას უსტვენდნენ ან უაზროდ უსტვენდნენ. დაცვამ ალმაცერად შემომხედა. ტაქსები კი განგებ ანელებდნენ ჩემს სიახლოვეს მოძრაობას.
ბოლო ბოლო გადავედი იქეთა მხარეს, წყალი არ მოდიოდა. მივადექი სადღეღამისო ,ფორტოჩკას’ მანდ გემრიელი სემიჩკა ჰქონდათ, კინოებზე რო დავდიოდი მაშინ დავამუღამე. ამჯერად უჟნური ქალი იყო ვიღაც, გავაღვიძე სემიჩკის გულისთის და რკინის ორლარიანი მივაწოდე, დაიჯღანა, ამის ხურდა არ მაქვსო, მაშინ აჰა და ამოაკელითქო, დარწმუნებული ვიყავი რომ 15 თეთრი იყო, თურმე ორი ათთეთრიანი ყოფილა და რა უნდა ამოვაკლოო, სულ გაგიჟდა – აა, ოციამეთქი და წამოვედი, სემიჩკა ისევ ისეთი გემრიელი გამოდგა. ქალს მაგრად გაუტყდა, მამენტ გასაგებია, რისთვის გამაღვიძეო, რამე რო მეთქვა მეტყოდა. მე კიდევ ვუპასუხებდი თუ არ გსსიამოვნებს ნუ მუშაობ ასეთ სამსახურშითქო. იმის მდგომარეობაც გასაგებია, მაგრამ აბა ახლა მე ამეხსნა… რომ 300 არაგველიდან სხალმდე ფეხით მივდიოდი და გასართობად მზესუმზირა მინდოდა…
მერე იყო ევროპულ სტილში გარეთ გამოტანილი კაფეები, ეგ ტერიტორია არ მიყვარს, თუმცა ლუდის დასალევად მაინც სიამოვნებით დაჯდებოდა კაცი, მაგრამ ისეთი კატეგორიის ხალხია, რომ იქ ნაღდად ვერ გავჩერდებოდი. გაიჩითა ზავიდენია შხარა, მაგაზე რამდენიმე რამე და ვინმე გამახსენდა. თუმცა ყველაფერს საჯაროდ ვერ იტყვი, თორემ ამ მოგზაურობისას კიდევ იმდენი რამე გამახსენდა და იმდენის თქმა შეიძლება…
იქვე ჩასახვევთან ძალიან ბევრი გატყლარჭული გოგო და ბევრი ფულიანი, ძალით მობლატავე ბიჭუნა იდგა, მათ შორის ერთი ყოჩობდა და აწვებოდა, რომ – კომპლექსების ბაზარია- რაზე იყო ლაპარაკი ვერ მიხვდვი, ერთ გოგოს მოვკარი თვალი, გარეგნულად არა უშავდა და გამოვცდი იქაურობას. მერე სამი ნასვამი ბიჭი ეფიცოებოდა ერთმანეთს ძმობას და ერთი ამბობდა, რომ ვიღაცა, ვინც დაითესა, ახლა რომ ნახოს დედას მოუტყნავს. სადღეღამისო ,პოკერებთან’ კი სამი პროვინციელი რაღაცას ვერ იყოფა, ერთი წუთი მომისმინეს გარდა არაფერი გამიგია რამდენიმე წინადადებიდან.
ამას მოჰყვა ჩემი გადმოსახედიდან ღამის თბილისში, მთავარ მარშრუტზე ყველაზე სახიფათო მონაკვეთი – კინოს სახლიდან ფილარმონიამდე, პრინციპში ვაკემდეც. ჩემდა გასაკვირად, კინოს სახლთან სიწყნარე იყო. უცხოელი წყვილი შემეფეთა, ქერები იყვნენ, საყვარლები, იმედია ვინმე რამეს არ აუტეხავდა. მაკდონალდსთან და მეტროსთან იასნია ერთი-ორი ბირჟა ჩითავდა, ერთი ძაან ბანძი იყო, ზედმეტად ბანძი. ხო ვიღაც ბომჟიც ვნახე გზად, დიდი ჩანთით, პოტენციური კანიბალი და მანიაკი იყო ან მოქმედი. ეგეთებს რომ გავცდები ხოლმე, ერთი სამჯერ მაინც ვიყურები უკან რამდენიმეწამიანი პაუზებით, ხო არ მომყვებას პონტში.
გურჯულად, სემიჩკის ფურთხებით შევაჭერი გვირაბში, სადაც საწყალი გამყიდველი ქალი გვიდა და გამეცინა. იქ აღარ დამიგდია სემიჩკა. ასევე ჩემდა გასაკვირად, მთვრალები არც გამომცემლობის ტერიტორიაზე შემხვედრიან, სამაგიეროდ იქვე, პოპულთან იყვნენ მრავლად. პოპულში შესვლა და ლუდის ყიდვა გადავიფიქრე, ბევრი ხალხი იყო და ღრიანცელის თავი არ მქონდა. ამდენი სენსაცია არ მოხდებოდა და ცხადია, ბითლზ კლუბთან მორიგი რაზბორკა იყო. სადღაც ფილარმონიის ტერიტორიიდან კი დისკოტეკის ,ხმები’ გამოდიოდა, ვითომ კოტონ კლუბი თუ რაღაც? იქ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფეხით ჩავიდოდი სახლამდე – სადაც აქამდეს პრინციპით… ფორმალურად გავაპრავე დაწყებული მსვლელობა.
ბაზსიბანკის წინ მარტო იჯდა ბიჭი და აშკარად ნერვიულობდა, სიგარეტს ეწეოდა გამწარებული. გავუყევი მელიქიშვილს და ავერსთან ვიღავ ბიჭი რაღაც წამლებს ყიდულობდა, მანქანაში ბრატები ელოდებოდნენ. მეორე, წვერიანი მასტი მიადგა უკნიდან, მეც ვიფიქრე სადმე აფთიაქთან ხო არ ისვქნათქო, ალერგიის წამალი დამრჩა სახლში და გამიხურა დღეს ალერგიამ. მერე სასტუმრო საქართველოსთან რომ მივედი, გავიფიქრე, მარტო კაზინო აჭარაში ვარ ნამყოფი, თუმცა სხვაგან დიდი სურვილი არც მაქვსთქო. იქვე ზემოდან გოგო-ბიჭი ჩამოდიოდნენ მხიარულ განწყობაზე. ბიჭი კოცნიდა, გოგო კი წიკვინებდა და იცინოდა, ნაყლაპში იყვნენ, ბედნიერი კაცითქო გავიფიქრე.
მაგარი კაცი ვნახე ალდაგთან, ჩემს წინ რვიანებს ხაზავდა, შორტებში და ჩუსტებით იყო, გრძელი თემბით, ფიზიკურად ძლიერი… ერთი პირობა ნაცნობსაც მივამსგავსე, მაგრამ მერე აღარ შევხედე, რო მივუახლოვდი ისე დაბარბაცდა, გვერდი ძლივს ავუარე. იქვე მარკეტი გაუხსნიათ და გოგომ განწირული თვალებით გამოიხედა, აქ არ შემოვიდესო, მაგრამ გაცდა მარკეტს. ძალიან დამაინტერესა სად მიდიოდა, მაგრამ ხო არ გავყვებოდი. წინ კიდევ უფრო სტრანნი დვიჟენია გაეძრო – ქალი მოცილდა კაცს, კაცი დადგა აი ღვინის სახლი თუ რაღაც რო არის იმ კუთხესთან და დადგა ძეგლივით, თავი ჩაღუნა და არც განძრეულა, არ ვიცი იქნებ დაეძინა, მგონი ორივენი ძაან მთვრალები იყვნენ. ამ ქალის მარტო ზურგხედი დავინახე, ჩაცმულობაზე მეძავს არ ჰგავდა, ზედმეტად დახურული და გურჯული კაბა ეცვა. ან ეს ქალი სად მიდოდა ნეტა, რო გავუსწორდი გამოიხედა, მაგრამ მე არ გავიხედე. იქ ჩაის სახლი რომ არის, რაღაც ტოტალიზატორი ხოა, და ბიჭები იდგნენ პაჩკობით, არაზბორებდნენ რაღაცას. უცებ დავასკვენი, რომ თბილისი ამ თავისი სიბანძით, გაუგებარი პონტებით და უპონტო პონტებით, მაინც მაგარი ქალაქია, თან მართლა, ზიზღით, მაგრამ ვაღიარე კიდევ ერთხელ.
მაგთის ოფისთან, გაჩერებაზე და იმ ტერიტორიაზე, რიკომდე არავინ შემხვედრია. რიკოსთან მივუახლოვდი ლეპტოპ ან უბრალოდ ეგეთჩანთაგადაკიდებულ ტიპს. აი როგორი ტიპი იყო იცით? ჭკვიანები და წესიერები რო არიან, ერთი შეხედვით მაინც. საუბარშიც და ურთიერთობაშიც კარგები თითქოს, მაგრამ სიტყვაზე ერთმა გოგომ რო გაუღიმოს, ნძრვით რო მოკვდებიან და იმ გოგოს გულისთვის ურთიერთობასაც დაიკიდებენ და დაგკარგავენ სამუდამოდ, იმიტომ რომ იმ გოგოსთან რამე გქონდა ან გინდოდა გქონოდა, ხოლო რადგან ამას პატივი მიაგო, შენს ჯინაზე ან არა ჯინაზე, ისე პრაგმატულად, მორჩა, რო გაგიჟდებიან და ყველაფერს იკიდებენ – ერთი სიტყვით ,ნძრეველა’ იყო. ეგეთები, ვსმისლე ლეპტოპგადაკიდებულები ბევრი მყავს გარშემო, მაგრამ არ მინდა დავასახელო, ზოგი არაა ცუდი და ამ კატეგორიის, ზოგი კი კლასიკა ჟანრაა
თუმცა როგორც მერე გაირკვა შეიძლება პეძიკიც იყო, რადგან როცა აბგონზე წავედი და დამაფიქსირა, რაღაც ნაძალადევი მთქნარება გაჩითა და უაზრო ხმა გამოუშვა იმენნა ძალით, ყურადღების მიქცევის მიზნით, მე არ გამიხედავს და კაი ხანი არც აღარავინ შემხვედრია ილიაუნიმდე.
სემიჩკა ავრორასთან გამითავდა, რა სიმბოლურია… ავრორას რო გამოცდები გრძნობ რომ სახლში ხარ. მეთასაედ ვიტვყი, მაინც მაგარია ეს წამპალი და დედამოხნული უბანი და რა ვქნა. ფიქრებში წავედი, ერთ ფაქტობრივად დედისტოლ ქალზე ვფიქრობდი, როცა რაღაც ხმები შემომესმა და უნივერსიტეტის ეზოში მოსიყვარულე წყვილი შევნიშნე, პუტკუნა გოგონა კალთაში ეჯდა ვიღაც ბიჭს და ძალიანაც აქტიურობდა, რაც მეამა. გუდვილთან ოთხი გოგოს სხადნიაკი იყო, ორი დაცვის ბიჭი უახლოვდებოდა, შეიძლება გამოლაპარაკება უნდოდათ. 55-ესთან ორმა ბიჭმა ჩამიარა რაღაცა უნდა, წაეცხოთ’ და იმაზე ლაპარაკობდნენ. აი არაყიშვილის ქუჩას რო გადაკვეთ უკვე სახლის სახლში ხარ, ყველაზე მაგარი გრძნობაა )))
არაყიშვილის კუთხეში წყვილი იდგა და კიდევ ვიღაც ბიჭი. მგონი ფული აღარ ჰქონდათ და ფიქრობდნენ სად ეშოვათ და საერთოდ ტაქსის რამდენი დასჭირდებოდა. მერე იყო ისი პარი, უკვდავად მკვდარი ალბატროსი, ვალუტის კურსი და მსგავსი სისულელეები. ასევე ჩიქოვანების სადარბაზო, სადაც მივდიოდით რამდენიმე წლის წინ მე და ერთი უხსენებელი შუაღამისას კაი მთვრალები, თოვლში. იმან მისამართი არ იცოდა, მე კი სადარბაზო დაკეტილი დამხვდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეორე სადარბაზო იქნებოდა, იქ ვიღაც კაცი გავაღვიძე, რომელიც კინაღამ მეჩხუბა, დამიძაბა და ბოლოს მშვიდობით დავშორდით, შენ ვისაც ეძებ იმ სადარბაზოშიაო. იქ მაინც ვერ შევედეთი მაშინ.
ამას მოჰყვა რიგის კუთხის მაღაზაია, სადაც ოხრად დევს იუვენტუსის ბურთები და ერთი ვერ ვიყიდე ამდენი ხანია. მერე იყო სტრანნი მაღაზია, მგონი არავინ არაფერს ყიდულობს, არადა კაი, ძვირიანი სუვენირებია. მერე ჯიპისი, სადაც ჩემი ყოფილი(ფორმალურად მოქმედი) ცოლის ნათესავი მუშაობს და საყვარელ ნივიჟუს ვურტყამთ ხოლმე ერთმანეთს. მერე რონიკო სადაც ტუჩებდაბერილი და მოკლეთმებიანი(იშვიათად რო უხდებათ ეგეთი) გოგო მუშაობს და თვალები უბრწყინავს ხოლმე. მერე ზავიდენია, როემლსაც რა აღარ ერქვა, ახლა შემოიხედე გენაცვალე გააკეთეს, მის წინ ამობურცული რკინაა, ფეხი წამომიკრავს ბევრჯერ, ამიტომ ვეძებდი, ისევ არ წამოვკრთქო, მაგრამ ავცდი.
ბიგ ბენთან საქსაფონისტი არ იდგა სამწუხაროდ და საერთოდ მაგ მონაკვეთში უჩვეულო, ზედმეტი სიწყნარე იყო დღეს. ბიგ ბენში არ შევიდოდი, რადგან გუდვილზე მეტად არ მევასება, სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ერთხელ როცა ახალი გახსნილი იყო, და ვნახე პროსტა. მეორედ იმ ღამეს იმ უხსენებელთან ერთად სადარბაზო დაკეტილი რომ დაგვხვდა და დანარჩენ შემთხვევებში ალექსასთან ერთად ახლახან, უყვარს ბიგ ბენი. ერთ-ერთ აფთიაქში საწყალ ბიჭს სკამზე დამჯდარს ეძინა, კისერი ჰქონდა სასაცილოდ და საწყლად. ჰოდა უცებ პოპულის ვირთხა გამახსენდა და პოპულში შესვლა გადავწყვიტე. ,უბორკასავით’ ჰქონდათ, უჟმური გოგოები იყვნენ, ვიყიდე ორლიტრიანი ლუდი გერმანული და გავაგრძელე გზა, ცოტაღა აკლდა.
გაიჩითა იუნონა და რაღაცეები, მერე იმ წყალზე დამწყდა გული, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი წყალი იყო და გააუქმეს, ის ტოჩკაც ვიცოდი ბავშვობაში, სადაც დააბიჯებდი და წყლის ნაკადს არეგულირებდი. ბანკ სოლოსთან და ახალ ძალით ფოე ფოე კაფესთანაც მივედი. ჩავუხვიე ჩემ ქუჩაზე და უნიკა დიპლომატსაც ალმაცერად გავხედე, არც ეგ მარკეტი მიყვარს, მერე ჩამწკრივებული ჯიპების და იშვითად სხვა მანქანების თვალიერება და კაიფი დავიწყე, ყველა სერია რო თეა, 777, 111, სოფ, ანა, კკკ, ბმვ ან რამე მსგავსი როა
მოვაღწიე სახლში, მოვისმინე ჩემების დობრი რეჩები, არაგაბრაზებული სხვათა შორის. შევჭამე საჭმელი, დავისხი ლუდი და დავიწყე ამის წერა
დღესაც არ მიწერია გამოძინება სამწუხაროდ, ხვალაც ადრე უნდა ავდგე. ისე ამ მსვლელობას ერთი საათი და 24 წუთი დავახარჯე. სავსებით კმაყოფილი დავრჩი, როგორც ვიპ-სოხუმსკი იტყოდა წითელი ქალაქის ღამის ქუჩებში სერინობით, კრიტიკულ სიტუაციებს ირონიით უნდა შეხედო რო არ დაიგრუზო და მართლა სასიამოვნოც კია. თან სხვათა შორის სულაც არ დავიღალე იმდენად, ჯერ კიდევ ფორმაში ვარ
თუმცა ხვალ მძღოლზე რამე უნდა მოვახერხებინო, თორემ სამის ნახევრაზე, დაღლილი და უძინარი ასე აღარ წამოვალ. ასეა თუ ისე, ვისიამოვნე მოკლედ, მიხარია ხოლმე მსგავს ხუშტურებს, ამოჩემებებსა და პრინციპებს რომ გავიტან ბოლომდე.
თან საბლოგე მასალაც ავაგდე და მაქსიმუმი გამოვწურე ამ სიტუაციიდან )))
პ.ს.
სანამ გოგოს ამბებს მოვყვებოდე… სურათის გასართულებლად შეიძლება ითქვას, რომ 4 საათი მეძინა მარტო, გუშინ გვიან მოვედი და დღეს ადრე ავდექი, გაზის საქმეებზე ვიყავი წასასვლელი. ე.ი. გაზში რო ქაოსია, ცისფერი მთები მონაგონია, მერწმუნეთ, ეგეთი ქაოსი მე არსად მინახავს. ძლივს გაზის დაყენებაზე ვფიქრობ და სერიოზული პრობლემა გამოდგა, ათასი საბუთი მომაგროვებინეს, რომელიც საჭირო არ გამოდგა, ამდენი ხანია ტყუილა გვაბოდიალებენ, მერე კინაღამ დაგვაჯკარიმეს ტყუილა, ახლა ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი და ტიპი ადგილის წესიერად ნახვის გარეშე ამბობს, ვიცი უკვე, ზეპირად შევაფასებ და მილები ხელახლა უნდა გავიყვანოო… მაშინ როცა ძველი მილები გაყვანილია… პროსტა ფულს აკეთებენ, ასეთი ტლუ და არეული ხალხი მე მართლა არ მინახავს, არცერთ ორგანოში.
რაც შეეხება გოგოს, ესე იგი ჯმჯ-ში რო მივდიოდი საღამოს, მგონი სადღაც ჩიტაძეზე ამოვიდა საოცარი ბავშვი, დაბალი კი იყო და რამე, მაგრამ საყვარელი ცხვირპირი ჰქონდა, რასაც ჰქვია. მთავარი კი ის არის, რომ მკერდი ჰქონდა საოცარი, მე არ ვგიჟდები დიდ მკერდზე, მაგრამ ამას ისე ლამაზად და ადრეულად მომწიფებული ჰქონდა რომ დამატყვევა. თან ადგილი მარტო ჩემ გვერდით იყო და რო მომიჯდა ბოტასზე დამაბიჯა, ბოდიშიც მოიხადა და რაღჩნაირად იქცეოდა რა, მერე იყურებოდა და იღიმოდა, ნუ ეს ჩემი ბრალიც იყო. თან ამ მკერდს თვითონვე უყურებდა და ისწორებდა, ზოგმა რო იცის უაზროდ მალვა ეგრე კი არა, პირიქით, უფრო წარემოსაჩენად ისწორებდა, იცის ბავშვმა თავისი კოზირი ალბათ
კაროჩე გამაგიჟა, იშვითად ვიცი ხოლმე ეგეთები, მაგრამ ვიფიქრე, მობილურზე ავკრიფავ – რა გქვია? – და მივაწვდითქო. მერე ორი ოფლიანი კაცი გადმოჯდა უკან და ეს წინ გადაჯდა. თან ასაკი მაინტერესებდა ვკვდებოდი. საუკეთესო შემთხვევაში 18-19 წლის იქნებოდა, მაგრამ სავარაუდოდ უფრო პატარაც, იშვითად ვცდები და მაინტერესებდა. თუმცა ვერ გავბედე… ვერ რა, არ, გადავიფიქრე. ეგაა ცუდი, როცა საჭირო არაა, მაშინ ვიცი ხოლმე თავის გამოდება და როცა საჭიროა არ ვშრვები… ნუ აი რაღაც საოცარი ბავშვი იყო, სულ დავბრმავდი მგონი ძუძუების ყურებით. თან არ ჩადიოდა და მე სანამ არამიანცისკენ გადავა იქ ჩამოვდივარ ხოლმე და ფეხით 5 წუთის სავალი სამსახურამდე. ეგრეც ვქენი, ეს მაქსიმუმ ბოლო გაჩერებაზე, არამიანცთან ჩამოსულიყო. მაგრად ვინანე მერე, ნეტა გავყოლოდი ან გამოვლაპარაკებოდი როგორმეთქო, თან აშკარად მონდომებული ბავშვიო იყო და პერსპექტიული. კაროჩე ამიშალა ნერვები.
ხო, მერე ფრენბურთელებმა ამიშალეს ნერვები ამ 5-5 სეტით. თუმცა ფრენბურთი ყოველთვის მევასებოდა(პლაჟის არა) და წასაყვანადაც მშვენიერია, მით უმეტეს, უფრო და უფრო მოვდივარ აზრზე. ქალების ფრენბურთი ვიზუალურადაა კარგი(ხელბურთის მერე საუკეთესო, ჩოგბურთსაც მირჩევნია ორივე ბევრად) და კაცების ტექნიკური თვალსაზრისით. მაგარი საიმოვნება მივიღე ამ მატჩებით. დღეს ჩემი ფავორიტი იყო ამერიკელი მერი სპაისერი, საოცარი გოგოა, იმდენად ლამაზი არა, რამდენადაც ეშმაკი და როგორც გურჯები იტყვიან ,,ცეცხლი,, ან ცუღლუტი
იმ მკერდიან გოგოსთან ერთად, დღის ქალია მერი. იტალიელებში საკალელი მარტა ბეკისი მომეწონა ყველაზე მეტად და ასევე ცხენივით გოგო ლაურა საკომანი. ჰოლანდიელებს ჰყავთ ბევრი სიმპათიური გოგო და კიდევ მრავლად არიან მოკლედ.
სხვა რა… მარცხენა თვალში სისხლჩაქცევა არ გადის, რა უცნაური ჩუვაკია ადამიანი, ყველაფერს ეჩვევა, აღარც მაწუხებს, გავაუქმე ფაქტობრივად ეს თვალი
სიგარეტზე ვწვალობ, იმედია გამომივა, გუშინ მთელი დღე არ მოვწიე და ღამე ორი ღერი, ეგეც ტაბოს და ანდროს ბრალია
იმის მერე არ მომიწევია, დღეს ასეთი დღის მიუხედავად არ გავეკარე. ველოდები ვალების გასტუმრებას, მინდა რომ მანქანა მაჩუქოს ვინმემ
და უკვე ველოდები ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას. სკაიპს აღარ ვხმარობ, Fეისბუქის ჩეთშიც არ შევდივარ, მარტო ერთი გოგო მყავს ონლაინში, ისიც ტყუილა საკმაო ხანია აღარ მაინტერესებს, მაინც ,არაა აქაური’ და საჩემო, მაგრამ მაინც ერთია ჩეთში
მაქვს ხოლმე არაგასაჭედებზე ლაითად გაჭედვის პერიოდები, ეს კიდევ კაი ვარიანტია მართლა, უარესებიც ყოფილან, რამდენიც გინდათ. სხვა ჯერ ყველაფერი ძველებურად. ბლოგზე დიდი ხანია მინდა ერთი პოსტის – ჩემი ოთახი-ს დაწერა და ვეღარ მოვაბი თავი, ალბათ ამ დღეებში ვიზამ. იქამდე კი ჭკვიანად იყავით
მე კი ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არსებობს ამდენი უპრინციპო, აფერისტი, გაძივერა, ყველაფერზე წამსვლელი და უნიჭოდ ამბიციური ხალხი და თანაც რატომ სწორედ ეგენი აღწევენ ხშირად წარმატებას, მაგრამ ვაი მაგ წარმატებას, მე მაინც ჩემი გზა და ჩემი პრინციპები მირჩევნია
ვინ მოიგონა ეს – თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო… რა კვერცხობაა
ცრემლიან სერია ა-ში მთვარეზეც დადიან
კევინ პრინს ბოატენგმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა და დაადასტურა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. საქმე ისაა, რომ იგი შეჰპირდა მილანის ქომაგების, რომ თუ როსონერი იტალიის ჩემპიონი გახდებოდა მაიკლ ჯექსონის ცნობილ Moonwalk-ს შეასრულებდა. ცხადია, ამააზე ყველას გაეღიმა და ასე გაღიმებული ელოდებოდა ყველა იმ სახალისო მომენტს, როცა ბოატენგი ,იცეკვებდა’ მუნვოქს და მას მასხრად ავიგდებდით. თუმცა ასევე გაღიმებულები დარჩნენ სკეპტიკოსები, როცა ბოატენგმა კი არ ,იცეკვა’, არამედ იცეკვა! და მერე როგორ, შეარსულა
პირადად მე, პირველად რომ ვნახე გაოგნებული ვუყურებდი და კარგ ხასიათზე დამაყენა, მერე რამდენჯერმე ვუყურე კიდევ. მიუხედავად მისი შემდეგი უხეში მოძრაობებისა და ღრიალისა, იქამდე რასაც აკეთებს საოცარი და ნამდვილად დაფასებას იმსახურებს. ასევე არ შემიძლია(@ზუზუ) ორი სიტყვით არ შევეხო სამპდორიას გავარდნას და პალომბოს ცხარე ცრემლებს, ძალიან გულისამაჩუყებელ კადრებს. დიდი გუნდი გავარდა სერია ა-დან. დორია ისევ გასაჭირში, მაგრამ 92-ე წუთზე, როცა გუნდი 1:2-ს აგებდა და უკვე სერია ბ-ში იყო, დორიას ქომათა ნაწილი ტიროდა, ხოლო ნაწილი ხმამაღლა და გულმოდგინეთ მღეროდა და თავისიანებს ამხნევებდამ ანხნევებდა და აფასებდა ბოლომდე! ამიტოა გენუა დიდი ქალაქი, თავისი სამპდორიათიც და თავისი ჯენოათიც, რომელმაც გაწირა თანაქალაქელი. ამიტომაა, იტალია დიდი ქვეყანა, სერია ა კი განსაკუთრებული ჩემპიონატი. იქ ფეხბურთი რელიგიაა, იქ სხვა ემოციაა, სხვა გრძნობაა.
შეგიძლიათ თავად დატკბეთ მილანის მაიკლ ჯექსონით:
ბოატენგი გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, იქვე გაიზარდა და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ითამაშა, მას შეეძლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მშობლიურ განას მიანიჭა უპირატესობა და ეს დასაფასებელია. იყო თითქოს ფიზიკურად ძლიერი, ცოტა უტვინო და უხეში ფეხბურთელი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვანაირი ვიხილეთ – დაუღალავი, ტექნიკური, მებრძოლი, არც ისე უხეში… მერე გადავიდა მილანში, ჯენოადან ინათხოვრა როსონერიმ და იქ საოცრად ათამაშდა. რამდენიმე თამაში ტრეკუარტისტადაც კი ჩაატარა და ეს სახუმარო საქმე არაა, თან წარმატებით ჩაატარა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში ტრავმამაც ვერ შეუშალა ხელი
ის მხოლოდ 24 წლისაა და ბევრი რამ წინ აქვს.
მილანმა თქვა, რომ აუცილებლად გამოისყიდის ბოლომდე. ჯენოამ კი იხუმრა, რომ აქამდე როგორც ფეხბურთელს ისე ვყიდდით და მოცეკვავეც არანაკლები ყოფილა, ასე რომ ჩვენი ფასი ერთიორად აიწევსო
ვინ იცის ამ მუნვოქის გამო მილანს მართლაც გვარიანად მეტის გადახდა მოუწიოს – აი ასე
საერთოდ ძალიან ლამაზი იყო მილანის ცერემონია, რომელიც სან სიროზე/ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ მოიძიოთ და ნახოთ. რაც არ უნდა ვლანძღოთ სილვიო ბერლუსკონი, მისი მილანი ძალიან ლამაზია, ძალიან კლასნია, ძალიან დონეა, ყველაზ ტიტულოვანია… იცის ასეთი რაღაცეების კეთება. მთლიანად სან სირო ლამაზი იყო, ფეხბურთელებმა მშვენიერი შოუ დადგეს, ლამაზი ქალები, გარემო, მუსიკა… ვისიამოვნე, ბრავო როსონერი! ეკუთვნოდათ
და მადლობა ბოატენგს კიდევ ერთხელ.
მადლობა კლარენს ზეედორფს, თავისი დახვეწილობის და კლასისთვის, მადლობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავისი სიგიჟისა და უდიდესი ნიჭისთვის… ამას მე ვამბობ, იუვენტუსის ქომაგი
ამ ამბავმა მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფანჩესკო გვიდოლინმა უდინეზეს თავკაცმა, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს და მის უდინეზეს ,მფრინავი ცირკი’ შეარქვეს, აღნიშნა, რომ თუ უდინელები მართლაც გავლენ მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ისიც შეასრულებს მუნვოქს!!! აი ეს მართლაც დიდი სანააობა იქნება, ვისაც ოდნავი არმოდგენა მაინც აქვს გვიდოლინის რიპაჟზე, მით უმეტეს მიხვდება. იმედია მწვრთნელს არ უხუმრია. სხვათა შორის, უდინეზე ბოლო ტურში უკვე ჩემპიონ მილანს ხვდება და ამბობენ, ამ გუნდებს შორის კარგი დამოკიდებულების გამო, მილანი თავ არ მოიკლავსო. ჩვენც ვთხოვოთ როსონერის, რომ კიდევ ერთი მუნვოქი გვაჩუქოს
ბოდიში ლაციოსთან, მაგრამ… დაე უდინეზე გავიდეს.
ჩვენ ყველას გვაქვს პერიოდები ცხოვრებაში, როცა მართლაც მთვარეზე ვართ სიხარულისგან და ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის დარად გულში მაინც ვცეკვავთ. ამიტომაა ცხოვრება მშვენიერი – ეს არის ემოცია, ეს არის ფეხბურთი, ეს არის სერია ა, იტალია, სილამაზე, სიყვარული, სიგიჟე, სევდა, სიხარული, გრძნობა…
ეს ვიდეო, სადაც ჯექსონის და ბოატენგის მუნოქი ერთად ჩანს ![]()
ესეც მილანის დაქნეული გულშემატკივარი და კომენტატორი ტიციანო კრუდელი, ცდილობს ,გაიმეოროს’ მუნვოქი ![]()
დაბოლოს
ანჯელო პალომბო, რომლის გუნდსაც სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს, რომლის გუნდის ცუდი თამაშის გამოც, მაგრამ პრეზიდენტის შეცდომებისა და უიღბლობის დიდი წილით გავარდა სერია ბ-ში, რომელიც ძალიან გაწონასორებული და მშვიდია, მაგრამ პალერმოსთან შეხვედრაში წყობიდან გამოვიდა, კინაღამ იჩხუბა კიდეც, შემდეგ თავადვე დაამშვიდა ისევ გარემო. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და საფინალო სასტვენის მერე, რასაც ჰქვია იბღავლა, რამდენიმე წუთი ჩამუხლული ტიროდა და ვერავინ ვერ დაამშვიდა(სამწუხაროდ ეს კადრები სრულად არ არის ჯერ ატვირთული და რო მოვახერხებ სრულად დავდებ მერე), ბოლოს კი წამოდგა დორიას ულტრასებისკენ წავიდა, ტირილით მოუბოდიშა, თავის თავზე აიღო ეს წარუმატებლობა და ძლივს გაიყვანეს მინდვრიდან
საერთოდ, რაც იმ წუთებში გენუაში ლუიჯი ფერარისზე/სტადიო მარასიზე ხდებოდა ძნელი გადმოსაცემია და შეუძლებელი იყო ამისთვის მშვიდად გეყურებინა კაცს. ამიტომ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი და რაც მთავარია ცხოვრება
მართვის მოწმობა და მანჩესტერი
ხომ ვამბობდი ია ბუდუ იმეტ იხთქო?
,პრავა’ ავიღე და ძალიან მიხარია, მართლა მაგარი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც მაგარი ქენი, რაღაცას მიაღწიე, რამე მოიგე… რა უცნაურია ისე რატომ იწვევს ადამიანებში მართვის მოწმობის აღება ასეთ სიხარულს, არადა ბევრის ცხოვრებაში ეგ დღე დამღუპველიც არის, მაგრამ ახლა ცუდზე საუბარი არ გვინდა. თითქოს მომეშვა, გულიდან ლოდი მომეხსნა, დავისვენე, გავიხარე… მაგრამ ისე მაინც ვერ გავიხარე, როგორც შეიძლებოდა, რადგან რამდენიმე დღის წინ ერთ ცუდ დაწესებულებას ნახევარი ხელფასი ვუსახსოვრე და საკუთარი თავი შემძულდა, ხოლო გუშინ, როცა ბევრად უფრო ფხიზელმა, შედარებით საღ გონებაზე იგივე შეცდომა გავიმეორე, და გამოვიდა რომ უკვე თითქმის მთელი ხელფასი დავკარგე, თავი კიდევ უფრო შემძულდა და სინდისი ძალიან მქენჯნის, ჩემი თავისაც მრცხვენია და ჩემებისაც, ყველაფერს აღარ მოვყვები ახლა
თავი კიდევ იმიტომ შემძულდა, რომ მაგალითად ბოლო ორ დღეში პაჩკანახევარი სიგარეტი მოვწიე
მოკლედ ავუშვი, ცუდი დღეები მაქვს.
სამაგიეროდ, გაკვეთილად გამომადგება… სადღაც ერთი წელი მაინც. საშინელება ვქენი, რამდენ რამეში მჭირდებოდა და გამომადგებოდა ის ფული ან ტოტალიზატორში მაინც მეთამაშა ან პოკერი მეთამაშა(ოღონდ არა იქ), გარანტიას ვიძლევი არ წავაგებდი, ეგრე უაზროდ მაინც. ნუ არა უშავს, ხდება ხოლმე, როგორმე გადავიტან, დავმშვიდდები და მერე წაგებულსაც დავიბრუნებ
ცხოვრებაა რა, თან შეცდომებზე ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ.
თავის დასჯის მექანიზმად სუხოი ზაკონის შემოღება გადავწყვიტე და აქედან რამდენიმე საათში კონიაკი დავლიე, კაი კონიაკი იყო. დალევა საერთოდ კარგია, მაგრამ მართლა ვაპირებ რომ კრეპკი სასმელზე რაღაც პერიოდი უარი ვთქვა, მაქსიმუმ 1-2 ბაკალი ლუდი ისიც ხანდახან. ოღონდ 1-2 პირდაპირი გაგებით
არადა სულ არ ვარ ლუდისტი.
მოკლედ, ცოტა თემას გადავუხვიე და დავუბრუნდეთ საკითხს. როცა თვითგვემას ვეწეოდი, ხუმრობით ვთქვი აი ახლა ყველაზე ღადაობა ის იქნება ხვალ გამოცდა რომ ჩავაბაროთქო. როცა ყველაფერი თავდაყირა დამიდგათქო(სხვა რაღაცეებშიც დამერხა ცოტ-ცოტა) და თურმე…
მოვყვეთ როგორ მოხდა ყველაფერი:
პირველ რიგში, ძალიან დიდი ხნით ადრე ვიყავი დარწმუნებული, რომ ბოლო ცდაზე ვერ ჩავაბარებდი, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი. თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ სწრაფად და პირველივე ეტაპზე და ასეც მგონია, თუ რამეს აკეთებ რაღა ბოლოს უნდა გააკეთო? სულსწრაფიც ვარ და შეიძლება ესეთი მიდგომაც მინუსია ჩემი, მაგრამ რა ვქნა, მე ასე მგონია სწორი. თან ასეთი ნანერვიულები, გაბრაზებული, ცუდ ხასიათზემყოფი, უძინარი, პახმელიაზე, წინასწარ შეგუებული რომ ჩავიჭრები და უკვე მომზადებული მომავალ კვირაში თეორიის გადასაბარებლად… თან არანაირი გაკვეთილი აღარ ავიღე გამოცდის წინ, აზრი არ აქვს, მაინც ჩავიჭრები და თეორიას რომ გადავაბარებ, იმ პირველ ცდაზეც ჩავიჭრები, აი მერე ავიღებ კიდევ გაკვეთილსთქო, ასე მქონდა გეგმები დაწყობილი.
ფსიქოლოგიური განწყობა იქ მთავარია, სწორედ ამიტომ ვერ ჩავაბარე აქამდე, თორემ გაკვეთილებზე ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდი, გარდა რვიანისა
ამაზეც ვისაუბრე უკვე, რაც ადვილია, ის მიჭირს ხოლმე სწორედ. თან იზმენის, თვალების პრობლემის გამო თავის დაკომპლექსებისა და სხვა მიზეზების გამო იმ რვიანში უფრო ვიბნევი, მგონია, რომ ახლოს ვარ ბოძთან და ადრე ვატრიალებ, არადა არაა ასე. ყველაზე კარგად გაკვეთილებზე ვაკეთებდი პარალელურ პარკირებას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გარაჟს, დაჟე მაქსიმალურად შევიწროვებულშიც კი შევაყენე, მაგრამ გამოცდაზე სხვაა
იმ ყველაფერს რაც ვილაპარაკე, ემატება ძალიან დამთრგუნველი გზა რუსთავამდე, რომ გეზარება წასვლა, თან თუ იქ ლოდინი მოგიხდა ხომ საერთოდ კოშმარია(მაგრამ ამაში გამიმართლა პირველი მისვლის გარდა სხვა მისვლებზე). დღეს კი დაემატა ისიც, რომ მაქსიმალუროდ კულტურულად რომ ვთქვათ, თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ძლივს მივაღწიე საპატრულომდე, მის არცთუ სასიამოვნო ტუალეტშიც შევედი, რომელშიც უნიტაზი ისე შეირყა და ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ვიფიქრე გატყდებათქო და თავი ბორატი მეგონა, რატომღაც ბორატი გამახსენდა იმ დროს. ვინმე გურჯი იტყვის ეგ რა მოსაყოლი იყოო, მაგრამ იყო, რადგან უფრო მეტად დაიხატოს სურათი და ის თუ რა პირობებში ჩავაბარე
იქიდან გამოსულმა ცივი წყალი შევისხი სახეზე და გავეშურე უჟმურად და განწირულად საგამოცდო მოედნისკენ.
ჰო, ხელისშემშლელი ფაქტორები ნელნელა მახსენდება კიდევ და შეიძლება ყველა ვერც გავიხსენო
წვიმდა, იმ პერიოდში საშინლად, საერთოდ გიჟი დღე იყო, ხან წვიმდა ხან მანიაკალური მზე გამოდიოდა. წვიმაში კი უფრო რთულია, მით უმეტეს ახალბედასთვის. ჰო კიდე ისა, ამჯერად რუსთავში აქვე ფალიაშვილიდან წავედი, ადრე სხვანაირად მიწევდა და ვიფიქრე ახლაც სხვა ადგილიდან წავალ, აბა სანამ აქ მოვა, მეზარება ლოდინითქო… მე ხომ რამის და ვინმეს ლოდინს ვერ ვიტან, მირჩევნია რამე სხვა და უფრო ცუდი მოვიფიქრო, ოღონდ რამე ვაკეთო და ვიმოძრაო. თუმცა დღეს ისეთი განადგურებული ვიყავი, სხვაგან წასვლაც დამეზარა და როცა მოვა მოვათქო, რამდენიმე წუთში მოვიდა და უფრო მალეც ჩავედი რუსთავში, ვიდრე ადრე ჩავდიოდი, მაგრამ რა ვქნა ვერ ველოდები უაზროდ რაღაცას და მირჩევნია გზა გავირთულო ხოლმე. ამ კაცმა კი შეღავათი რომ გააკეთო, არ გირჩევნია ცოტა წინ ჩამოხვიდე და 3 ნომერ მარშრუტკას გაჰყვე, შეღავათიაო… ეჰ ძია 2 ლარს დავეძებ იმდენი გავანიავეთქო კინაღამ ვუთხარი, მაგრამ ჭკუაში დამიჯდა და მართლა ეგრე მოვიქეცი, აბა აფერისტი ტაქსისტებისთვის 2 ლარი რატომ უნდა მიმეცა. ვერ ვიტან გაჩერებულ ტაქსებს. მოკლედ, რუსთავში ყოველ წასვლაზე რაღაც ახალს ვიგებდი და ახლა ეს ახალი 3 ნომერი მარშრუტკა იყო, თავისი პრიკოლი ახალგაზრდა პუსკუნა მძღოლით და ცუდი კარით, რომლის გამოწეული რკინაც თავში მომხვდა ცოტათი და დავპანიკდი, მაგრამ ამ მინი მგზავრობის დეტალების მოყოლა მეზარება, არადა იმ მცირე მონაკვეთშიც მოხდა სახალისო რამ.
ისევ გადავუხვიე… მოკლედ, მივედი ასეთ მდგომარეობაში მოედანთან და ერთი კაცი აბარებდა მარტო იმ დროს, მაგრამ არცერთი გამომცდელი არ მოვიდა ჩემთან პირადობის გამოსართმევად. ცოტა ხანში ერთმა დაიძახა მოდიო… რაღაც ისეთი უჟმური ტონი მეჩვენა, თან შორიდან როგორც წესი არ იძახდნენ სანამ პირადობას არ გამოგართმევდნენ და მაინც ჩავეკითხე მემეთქი? ხოო. ვიფიქრე, ამაშიც არ გამიმართლა რა ცუდ პალასაზე ვართქო, თურმე მწარედ(ან ტკბილად) ვცდებოდი
პირადობა გავუწოდე, ღვედი შევიკარი, ფარებს გავხედე… ამ დროს მეუბნება – გიორგი გენაცვალე, ხო იცი ბოლო ცდა გაქვს და ყურადღებით იყავი – ვაა… უკვე ეს ადამიანური მიდგომა მომეწონა და ვეცდებიმეთქი ვუთხარი. კიდე ცოტა დრო გავწელე, რადგან შორ გარაჟში მინდოდა შესვლა, ის უკეთესია ოდნავ, ნაკლები აღმართია და ის ერთი ტიპი, ჩემთან ერთად რომ იყო, საბედნიეროდ დროულად გამოვიდა. შორში წავალთქო, როგორც გინდაო. მივედი, სერიული მკვლელივით გავაჩერე, ზედმეტად წინ მე მგონი და იქიდან გამოსვლაზეც ვიწვალე მერე. მოკლედ, ამ ზადნიზე/გარაჟზე ჩემს მოსაზრებას კიდევ დავწერ ქვემოთ და აქ მოკლედ ვიტყვი რომ იღბალია რა, ახალბედა კაცისთვის. ჯოხი დამემალა, ისე, რომ ასე არასდროს მომსვლია არც გაკვეთილზე და არც გამოცდაზე, პანიკაში ჩავვარდი და რული ვატრიალე უაზროდ, რატო დამემალა ვერ მივხვდი, ვიღაცამ ამოიღო და მერე ისევ ჩადო ალბათ
მოკლედ უაზრო ტრიალის დროს მანქანაც გამექცა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მეც ვატორმუზებდი, მაგრამ იმან დამასწრო. ნუ რო დაატორმუზა ვიფიქრე ვსიო, იასნია ჩავიჭერითქო. ამ დროს ნახეო მეუბნება და სარკე გაასწორა. სარკეში ვხედავ, რომ თურმე შემოვსულვარ, მაგრამ ტრაკი ლამისაა ბოძს გაედოს უკვე. ვეჯახებითქო? უაზროდ ვკითხე, რამე ხომ უნდა მეთქვა. მე დაგანახე და მეტი რა ვქნა, ახლა შენ იციო. შოკში ვიყავი, ვბურდღუნებდი რატო გამექცა მანქანათქო და რამდენიმე წამში მივხვდი რაც უნდა მექნა, დავატრიალე რული და გავასწორე მანქანა, მერე კი ცხვირიც დავუმალე. კი ამოვისუნთქე, მაგრამ თან უფრო ავნერვიულდი
რაღაი ზადნი გავიარე რაღა მომკლავსთქო ვიფიქრე, მაგრამ ჩემი განწყობა მაინც თავისას შრვებოდა. ზიგზაგი ასე ცუდად არასოდეს გამივლია, უბრალოდ იმხელა მანძილებია იქ, რომ ძალიან უნდა მოინდომო, რომ გაედო რამეს. ძაან შორს ვუშვებდი მანქანას, მეკიდა, მაგრამ მაინც გავიარე. ამ ჩუვაკმა მითხრა ცოტა თამამად გაუშვი მანქანა რა გჭირსო, მე ვუთხარი ვნერვიულობ, გაკვეთილზე ყველაფერს კარგად ვაკეთებ აქ კი ვნერვიულობმეთქი, ჰოდა ნუ ნერვიულობ ეგრე, თან ხო ხედავ მეც მინდა რო ცოტა მოგეხმაროო. ჩუვაკიხართო გულში ჩავილაპარაკე, მაგრამ მაინც არ ავუჩქარე.
მივადექი ჩიხს, ჩიხი რვიანთან ერთად ყველაზე იოლია, მაგრამ წინაზე ძლივს გავედი, რადგან არ ვიცოდი, რომ მარტო ერთხელ მქონდა უკუსვლაში გადართვის უფლება. ამჯერადაც იგივენაირად მოვიქეცი, ღრმად არ შევედი და იქვე დავატრიალე, მგონი თავისუფლად შეეძლო ეთქვა რატომ არ შეხვედი ღრმადო და ჩავეჭერი, მაგრამ არ ქნა, თან ამჯერად მშვიდად და კარგად მოვატრიალე, ღრმადაც რო შევსულიყავი არ გავედებოდი(აი წინაზე ისე ნაადრევად დავატრიალე, რომ ღრმად რომ ვყოფილიყავი მაშინ გავედებოდი ჯოხს).
დავიძარი რვიანისკენ და ოპააა… ისევ ფეხი ამიკანკალდა ცეპლენიაზე და კინაღამ ჩამიქვრა მანქანა. საერთოდ პირველად გავიგე დღეს რა ყოფილა ეს ,ლეგენდარული’ ფეხის კანკალი, რა რა და აქამდე ეგ არ მომსვლია გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ძალიან ვნერვიულობდი. ჯერ გარაჟზე ამიკანკალდა და ახლა აქ, მუხლზე ჩავირტყი მუშტი, გავაგიჟე ის კაცი. მაინც მიკანკალებდა და იმაზე ვფიქრობდი ეს აღმართზე არ მომივიდესთქო, ყველაზე ცუდი აღმართზეა, თუ დაზეპირებული მეთოდით აბარებ აღმართს
არადა, რა დროს ეს იყო, ჩემი აქილევსის ქუსლს რვიანს ვუახლოვდებოდი. უცებ დამავიწყდა როგორ უნდა შევსულიყავი და რაც არის არისთქო… აი ისე ვიარე, რომ რასაც ჰქვია ფეხებზე მეკიდა და რობოტივით ვატრიალებდი რულს, რადგან სხვანაირად უეჭველი ჩავიჭრებოდი ამ სისულელე რვიანში, ვერ ვიტან. რაღაც მომენტში მეგონა რომ დავაგვიანე დატრიალება და გავედებითქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ასე არ მოხდა და რვიანიდან რომ გამოვედი არ მჯეროდა… თუმცა იმან გამახარა რომ პოხუისტურმა მეთოდმა გაამართლა, დავიკიდე და გავიარე.
მივადექი აღმართს, გაზი მივახმარე და სტოპ ხაზთან ისე დავატორმუზე რომ ღვედი რომ არა…
ამოვწიე რუჩნოი და აქ ახალი ქვესტი მელოდა. მანქანა მე არ მყავს, ახლო მომავალში არც მეყოლება და არც სიარულს ვაპირებ შესაბამისად ჯერ. ხოლო როცა დავაპირებ ისედაც უნდა ვიარო და ქალაქში რამდენიმე გაკვეთილი ავიღო, აბა ისეთი უპასუხისმგებლო და გურჯი არ ვარ რომ მანქნას მივახტე ეგრევე. ამიტომ, ცუდს ვერაფერს ვხედავ ამ შემთხვევაში ე.წ. დაზეპირების მეთოდში ანუ აღმართი მქონდა დაზეპირებული – ამდენ გაზს რომ მიცემ, ცეპლენია წამოიღე და აქამდე რომ ჩამოვა ფეხი გააშეშე, მერე დაუშვი რუჩნოი და მანქანა წავა, შეიძლება ცოტა გაზიც მიახმარო. პრობლემა რაში იყო, დავიზეპირე ისე რომ ფეხი უნდა გავაშეშო როცა ისარი ჩამოვა 10-ზე ერთი ხაზით თავზე, მაგრამ ფაბიაზე პატარა ხაზები არაა, მარტო ერთი ხაზია შუაში, შესაბამისად ფაბიაზე თვალით უნდა მოზომო და წარმოიდგინო ის პატარა ხაზი 10-ს თავზე და ამაზე ვნერვიულობდი, თან აღმართი გარაჟთან ერთად ყველაზე რთულად ითვლება და… თან წვიმს და ვფიქრობ უფრო რთული იქნებათქო, იტოგში ცოტა ვიწვალე, გავაშეშე ფეხი და რაც იქნება იქნებათქო, აი რუჩნოი რო დავუშვი და მანქანა წავიდა იმენნა არ მჯეროდა
თუმცა უცებვე გაუჭირდა, ამ დროს ცოტა დავიბენი გაზი მივეცი და ცეპლენიიდან ოდნავ წამოვიღე ფეხი, არ მახსოვდა ეს უნდა მექნა თუ არა, მაგრამ როგორღაც ავიდა…
ავიდა და მეთქი ნუთუ? მაგრამ არა გიორგი, არ აცეტდე, ჯერ პარალელური პარკირება წინაა! რაღაცეებს ველაპარაკები ჩემ თავს და რა თქმა უნდა, ვწყვეტ რომ პარალელურ პარკირებაზე ჩავიჭრები, რაც არცერთხელ არ შემშლია გაკვეთილზე(პირველი გაკვეთილის გარდა, როცა არაფერი არ ვიცოდი), რასაც როგორც იტყვიან თვალდახუჭული აკეთებდი, მაგრამ ჩემი ბოლო დღეების პალასის ბოლოც ხომ ეგ იქნებოდა, იდელური გაგრძელება.
წითელი აინთო, გავაჩერე, მერე ლიანდაგებთან ხმამაღლა ვთქვი მიმოვიხედოთქო და დიდად არ მიმოვიხედე, უკვე ჩუვაკის იმედი მაქვს, რომ ასეთ რამეზე არ ჩამჭრის
ნუ შედარებით ნელა კი გავიარე და გავაჩერე როგორც კი ბოლო ჯოხს გავცდი, ამოვისუნთქე და დავიწყე. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ნასწავლი მქონდა, ერთადერთი მაშინ დავორჭოფდი, როცა ბორბალი ხაზს მიუახლოვდა, დავატორმუზე და რულის ტრიალი რო უნდა დამეწყო უკვე, ჩავთვალე რომ ჯერ არ იყო ხაზთან ბორბალი და კიდევ მივეცი ზადნი ცოტა, აი მერე დავატრიალე რული და თან შემეშინდა, ზედმეტად შიგნით არ შევიდეთქო, კაროჩე იზმენები მაქვს ვინ მოთვლის… თუმცა შედის მანქანა, ვიწყებ რულის სწორებას და კაი გეყოფაო მეუბნება…
არც შევიმჩნიე და არაფერი, არ მჯერა, გაოგნებული ვარ. მივდივარ დაახლოებით იქ საიდანაც დავიწყე და ჩავაქროთქო ვეკითხები, ჩააქვრეო, შეეძლო ეთქვა არ ჩააქრო, მაგრამ ეგენი აღარ შემეშლებოდა
ჰოდა, ვეკითხები მორცხვად და შეშინებული – ჩავაბარე? – თან ტონი მაქვს ისეთი, გაკვირვებული
რაღაც თბილად გაეცინა და თავი დამიქნია, მაგრად მესიამოვნა ეგ მომენტი და არასოდეს დამავიწყდება
როდის აიღებ, დღეს თუ ერთ კვირაშიო, მეთქი ერთ კვირაში(დღეს და 50 ლარის გადაყრა რად მინდა ან სად მეჩქარება, რაც ვყარე ისიც დიდი ხანი მეყოფა თან
), ახლა სადმე უნდა მივიდეთქო? არაო, ერთ კვირაში ქავთარაძეზე აიღებო. ალბათ დამიმესიჯებენთქო ვუთხარი და ამაზე რა მიპასუხა აღარ მახსოვს, უკვე ასტრალში ვიყავი. დიდი მადლობა გადავუხადე ორჯერ და დავემშვიდობე. მერე მართვის მასწავლებელს დავურეკე და მადლობა გადავუხადე. ტრასამდე ფეხით ჩავისეირნე, საოცრად ნასიამოვნები ვიყავი და წაგებულ ფულზე ნაკლებს ვფიქრობდი, თან ამ შხამ სიგარეტს ვეწეოდი და საკაიფოდ მივაბიჯებდი. დროულად ჩამოვედი, წავედით ბავშვთა სახლში წყნეთში, ჩამოვედით და ახლა ამას ვწერ.
კაი ხანი მეცინებოდა ჩემ თავზე და სიტუაციაზე, ახლაც არ მჯერა ბოლომდე
და ცხოვრება მართლა მაგარი რამეა რა, როცა არ ელოდები, როცა ყველაზე ნაკლებად გგონია, როცა მაგარი გატისკული ხარ და ცხოვრების ერთ წიხლს მეორე ემატება, ბოლოს, უცებ, მოულოდნელად, რაღაც კარგი ხდება და ეს მშვენიერია. არადა, თითქოს რა, ისე მიხარია თითქოს ფერარი მელოდებოდეს ქვემოთ ან რამე განსაკუთრებული იყოს ეს პრავა და მანაქანა საერთოდ, მაგრამ…
ამიტომაცაა მშვენიერი ეს ოხერი ცხოვრება
რამდენიმე პუნქტს გამოვყოფდი:
1. არავინ არ ინერვიულოს და ეს არის ძალიან ადვილი რამ. ამ გამოცდების ჩაბარება მართლა ადვილია თუ ოდნავ ნერვებს მოთოკავ და ასევე ოდნავ მომზადებული მიხვალ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტარება იცი ადამიანმა
ქალაქშიც უნდა აიღო რამდენიმე გაკვეთილი მერე და მარტო არ გახვიდე. ეს უბრალოდ მართვის მოწმობის აღებაა და მართვის ცოდნა ცოტა სხვა რამეა. ამ მხრივ უაზრობაც არის ეს გამოცდები.
2. არ მოუსმინოთ ხალხს ვინც გეტყვით – ,ნინჩომ ჩააბარა და შენ რა გჭირს’ , ,ამდენი ცდიდან მერაბაც ჩააბარებდა’ , ,ზვიადამ აიღო პრავა და შენ როგორ ვერ იღებ, რით ვერ ჩააბარე’ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ყური არ დაუგდოთ და სერიოზულად არ მიიღოთ. კი შეიძლება ვინმე ცანცარამ, უცნაურმა, გიჟმა, ყველანაირმა… პირველივე ცდით ჩააბაროს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კაკრაზ სამაუვერინი ბალვანები, ნასტირნი უსინდისო ტიპები, ცივსისხლიანი პრაგმატული რობოტები და ქენქერა გოგჩოები(მცირე ნაწილი) შეიძლება ვინმეზე მალე აბარებდნენ, მაგრამ ეს მათი ბუნებიდან და ხასიათიდან გამოდის და ეს არ უნდა გაინტერესებდეთ. მე იმიტომ მიყვარს ჩემი დაღუპული ქვეყანა, იმიტომ მიყვარს იტალია, იმიტომ მიყვარს სამხრეთი, რომ აქ გრძნობს ხალხის რაღაც ნაწილი მაინც რაღაცას და დიახაც ვნერვიულობ გამომცდელის გვერდზე რადგან მისდამიც ვგრძნობ პასუხისმგებლობას და საერთოდ ნერვები და გრძნობა მაქვს და არც პრგამატული სლე ვარ და არც რამე ეგეთი. ამიტომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, იმათ თავისი. მთავარი იცოდეთ რომ აიღებთ ,პრავას’. არ უნდა აიკიდო იზმენა ერთი-ორჯერ თუ ჩაიჭერი და გაკვეთილზე ყველაფერს აკეთებ და იქ ვერა. გაივლის და ჩააბარებ მაინც.
3. თუ ძალიან კარგი მძღოლი არ არის ვინმე, ახლაბედა მძღოლისთვის გარაჟი არის იღბლის მომენტი. არავინ თქვას, რომ თუ კარგად ისწავლი ყველა ვარიანტში ჩააბარებო. ბევრ ფაქტორზეა გარაჟი დამოკიდებული, ახლოში მოხვდები თუ შორში(შორი ჯობია, ნაკლები აღმართია), ნერვები როგორ გექნება იმ მომენტში, რა ამინდი იქნება და ა.შ. საერთოდ, სულ მცირე იღბალს ითხოვს ეს გამოცდები, მაგრამ თუ გარაჟი გაიარე ადამიანმა, მერე რაც არ უნდა მოგივიდეს არის შენი ბრალი, ასე ვუყურებ მე. დამთრგუნველია მგზავრობა, ლოდინი, გარემო, ზოგიერთი ნასტირნი პოლიციელი, მაგრამ კარგებიც არიან. 50% მაინც ამ პროცედურისა ფსიქოლოგიური მომენტებია. შესაბამისად ვინც ასეთ რამეებს ყურადღებას აქცევთ მომზადებული უნდა შეხვდეთ და დაიკიდოთ.
4. რაც შეეხება სხვა საკითხებს: ზიგზაგი – იმხელა დაშორებებია, რომ ძალიან უნდა მოინდომო რომ ჩაიჭრა. ჩიხი – არც ისეთი ხელწამოსაკრავია, მაგრამ რეალურად თუ ყურადღებით იქნები, არასდროს ჩაიჭრები ამაში. რვიანი – ამის დედა ვატირე მე, თვალდახუჭული გადის ხალხი, თუმცა თავისი მინი სირთულეები ამასაც აქვს, მე თან ფსიქოლოგიურად ავიკიდე რვიანის იზმენა და ალბათ ამიტომ გამიჭირდა. აღმართი – გარაჟთან ერთად ყველაზე რთულიაო, მაგრამ დაზეპირების ხერხით გაკვეთილებზეც არ შემქმნია სერიოზული პრობლემა და დღესაც არ ვიცი გამიმართლა თუ რა იყო, მაგრამ ავედი რა… კი ბატონო გარაჟთან ერთად ყველაზე რთულია, მაგრამ არც ისეთი რა. პარალელური პარკირება – ეს ელემენტარულია თუ გაიაზრებ და დაიზეპირებ რასაც აკეთებ. ნუ ეხლა შუქნიშანზე და რკინიგზის გადასასვლელზე არ უნდა ჩაიჭრა კაცი რა
და მოკლედ გავიმეორებ, ჩემი აზრი ასეთია, რომ თუ გარაჟი გაიარე მერე ყველაფერი შენი ბრალია და გარაჟში შეიძლება ყველაფეერი მთლად შენი ბრალი არ იყოს, ცოტა იღბალიც უნდა
5. საქართველო საოცარი ქვეყანაა. შეიძლება იხილოთ გოგო გამოცდაზე უზარმაზარი ქუსლებით, აი შანსი რომ არ აქვს ისეთი. შეიძლება იხილოთ და გაიგოთ, რომ ზოგიერთ გოგოს ეხმარებიან, ასეც არის
თუმცა ზოგიერთებს არ ეხმარებიან და მაინც ბატებივით დადიან, ამიტომ ეს მთავარი პრობლემა ალბათ მაინც არ არის, რადგან ეს გამოცდები გინდა არ გინდა ჯამში მაინც რაღაც ნიტოა, ამიტომ გოგოების დახმარება მაშინ იქნებოდა ძალიან აღმაშფოთებელი, ქალაქში ტარებაზე რომ იყოს შემოწმება და იქაც დაეხმარონ. რაც შემეხება მე, კეთილგანწყობა ამ კაცისა მომეწონა და ვთვლი, რომ არა უშავს, რადგან ჯერ ერთი მაინც ჩავაბარებდი მერე, მერე მეორე, დაჯდომამდე გაკვეთილების აღებას ისედაც ვაპირებ, მესამე ის რომ, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს მიქმნიდა გვერდზე მჯდომი გამომცდელი და ამ ჩუვაკმა აანაზღაურა ეს გამომცდელების ,დანაშაული’
ასე რომ ეს დახმარება არაა.
კიდევ საქართველო იმიტომ არის საოცარი ქვეყანა, რომ მე რომელსაც -20 და -18 მაქვს თვალებში, უფსიქოოდ ავიღე პრავა, რადგან ლინზებს ვატარებ და დალტო ტესტი გავიარე, ხოლო საწყლები ვისაც -1ები და -2ები აქვთ, ფსიქო მიაქვთ, რადგან სათვალეს ატარებენ
და საერთოდ პრავა გვაქვს ისეთ ხალხს, ვინც ტარება არ ვიცით
6. თეორიაში გადავიხადე 100 ლარი, რეალურად 6-7 გაკვეთილი დამჭირდა და ტყუილა დავხარჯე ამდენი ფული, მაგრამ თეორიაზე მაინც მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი. თავადაც შეგიძლიათ ყველას სწავლა, ნორმალური წიგნით, მაგრამ რო გესმის და ვიღაც რო გეუბნება, მაინც ცოტა სხვა ეფექტი აქვს, თან რამდენიმე მელკი ნიუანსია, კარგად აქვთ მასწავლებლებს ამორჩეული და უფრო მარტივად იგებ.
მართვის გაკვეთილზე ვიყავი 10-ჯერ, მაგრამ რეალურად 4-5 გაკვეთილის მერე წყალს ვნაყავდი, რადგან რაც 4-5 გაკვეთილის მერე ვიცოდი და რასაც ვაკეთებდი, მერეც იგივე იყო. უბრალოდ, ნერვიულობის გამო ვერ ვაბარებდი და გამიგრძელდა. აგერ ბოლოს სულ აღარ ავიღე გაკვეთილი და ჩავაბარე… ეს ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება 3 გაკვეთილი ეყოს, ზოგს 5, ზოგს 10 დასჭირდეს. ერთხელ საათიანი გაკვეთილი(20 ლარი) ავიღე, 9-ჯერ 45 წუთიანი(15 ლარი) ანუ ამაში დავხარჯე 155 ლარი. თეორია და მოწმობა 57 ლარი ჯამში, რომელსაც გამოცდამდე იხდი. ამას გზის ფულიც
და ასე 350 ლარი დამიჯდა ეს ამბავი. შეიძლება ბევრად იაფიც დაგიჯდეს კაცს და ბევრად მეტიც, მთავარი მიზანია )))
7. პირველი გასვლა ყოველთვის ემოციებითაა სავსე, თან თეორია ახალი ჩაბარებული რომ გაქვს, ამიტომ შანსი ცოტა ნაკლებია, მაგრამ პოხუისტურად ვინც გავა, ის უფრო ჩააბარებს. მე ვერც დავიწყე გამოცდა ისე ჩავიჭერი პირველ ცდაზე, მოვყევი ამაზე უკვე და აღარ გავაგრძელებ. ამიტომ პირველ ცდას არ ვთვლი. მეორე ცდაზე ჩავიჭერი რვიანში. მესამე ცდა გამიცდა
ვერ წავედი. მეოთხეზე გარაჟში ჩავიჭერი, რადგან ვიმორცხვე და პუტკუნა გამომცდელს არ ვუთხარი რომ საზურგე მოეწია, რომელიც უკან შუშას მიფარავდა, ამიტომ ბოძს საერთოდ ვერ ვხედავდი და ბრმად დავატრიალე საჭე, შესაბამისად ჩავიჭერი. როგორ ცუდად მახსოვს, არაფერი რომ არ ითქვამს და წინასწარ მოიხსნა ღვედი მივხვდი ეგრევე, მაგრამ გავაგრძელე სანამ არ ჩავეხუტებოდი ბოძს
მეხუთე ცდაზე კი ჩავაბარე
შესაბამისად, პირველს არ ვთვლი, ერთი გავაცდინე… გამოდის, რომ სამ ცდაში ჩავაბარე.
8. პირველ ჯერზე ნორმალური გამომცდელი შემხვდა, მაგრამ მაინც თითქოს ცოტა უჟმური ტიპია, ყოველ შემთხვევაში მასზე უკეთესებიც ყოფილან
მეორეზე ის პუსკუნა გაუგებარი ჩუვაკი იყო, ნე რიბა ნე მიასა. აი ეს დღევანდელი გამომცდელი კი, თავიდან რომ ნასტრინი ტიპი მეგონა(ჰყავთ ერთი ეგეთი, შორიდან ასე ჩანს აშკარად, შეიძლება იმაშიც ვცდები) გამოდგა ყველაზე ჯიგარი და რასაც ჰქვია ადამიანი
ამ საკითხზე ვიფიქრე და დასკვნა ულაპარაკოა:
ეგ გამომცდელი უნდა გახდეს პოლიციის უფროსი!
მოკლედ, დავისვენე რა. მადლობა მართვის მასწავლებელ ვანოს და მადლობა თეორიის მასწავლებელ თაკოს. მადლობა იმ უჩუვაკეს გამომცდელს, მადლობა მეგობრებს რომლებიც მამხნევებდნენ და მადლობა იმ მეგობრებსა და ნაცნობებსაც, რომლებიც მეკაიფებოდნენ ან მგრუზავდნენ. სხვათა შორის, რომ ჩავაბარე და ტრასამდე მივსეირნობდი, პირველი ფრაზა რაც გამახსენდა ეს იყო – არა… ბაჩო კაი მძღოლია – ამას მარტო ბაჩო და კიდევ რამდენიმე ადამიანი მიხვდება
თქვენ მთავარია მანქანა იგრძნოთ
(ესეც ახალი საკულტო ფრაზა ვისწავლე, მაგარი პრიკოლია – შენ მთავარია მანქანა იგრძნო, მიხვდი? მასწავლებლებმა იციან
)
და რა შუაშია მანჩესტერი?
სულ იმას გავიძახოდი, შანსი არ მაქვს, ჯერ ჩემი ხასიათი რო ვიცი და თან არც გაკვეთილს ვიღებ და არც ხასიათზე ვარ, თანაც მანჩესტერი ხომ არ ვარ ბოლო წუთზე გოლი გავიტანოთქო…
ხანდახან ყველაფერი ხდება, ხანდახან ისიც ხდება, რომ მანჩესტერს ვქომაგობ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასე ნელნელა დავუახლოვდი MU-ს და ეს საშიშია, რამე უნდა ვიღონო
თუმცა თავის დროზე ამ გუნდისადმი ანტიპათია სწორედ უსამართლობის გრძნობის გამო გამიჩნდა და ახლა ანალოგიურად განვეწყვე ბარსლონას მიმართ, რომელიც დიდი გუნდია და ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ჰყავს, მაგრამ უბრალოდ ძალიან დაგროვდა ბოლო წლებში შეცდომები ბარსას სასარგებლოდ, ძალიან გაბურღეს ტვინი მისმა სექტანტმა ქომაგებმა(როგორებიც ბევრი ჰყავს და ყველას არ ეხება ესეც ცხადია), თან უკვე საფეხბურთო კლუბია თუ თეატრალური დასი ვეღარ გაიგებ, ამაზრზენი ტიპაჟებიც არიან – ბუსკეტსი, დანი ალვეში და ა.შ. ამიტომ – მანჩესტერ ბლიად
ამაზე Fეისბუქზე შედარებით ვრცლად ვილაპარაკე და თავს აღარ შეგაწყენთ
ია იმეიუ პრავა!
ჭეშმარიტად დღე!
უკვე რამდენიმე წელია, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ დღეებად აღდგომის შაბათ-კვირა იქცა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთი ის რომ აღდგომას მართლაც რაღაც შინაგანად მშვიდად ვარ ხოლმე და ეს დიდი ხანია ასეა. არ აქვს მნიშვნელობა აქ ვინ მორწმუნეა, ვინ მორწმუნეობს, ვინ ათეისტია, ვინ ათეისტობს, ვინ აგნოსტიკია, ვინ აგნოსტიკობს, ვინ ბნელეთით მოცულია ფანატიკია და ვინ უაზრობამდე დასული პროტივზე დამდგარი მებრძოლი. აი მეორე და გავრისკავ და ვიტყვი, მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ დღეებში ქალაქი ქალაქს ჰგავს! განსაკუთრებით უშუალოდ კვირა, აღდგომა მიყვარს. ასეთ დროს სიგიჟემდე მიყვარს ქუჩაში გასვლა და სიარული, ასეთ დროს ჩვენი ბინძური და ამავე დროს მაგარი თბილისი კიდევ უფრო მიყვარს და თვით ჩემი უბანი და ქუჩაც კი მიყვარს ახლა.
ამის მიზეზი ის არის, რომ მეშჩანების, გოიმებისა და პროვინციელების უმეტესობა, თავისი ჯიპებით გაიხიზნა ქალაქიდან და ჩემთან ეს კიდევ უფრო იგრძნობა. ქალაქში ჰაერია, ქალაქში თავისუფლება და სიმყუდროვეა. საოცარი სიმშვიდეა და გარეთ რომ გადიხარ ბედნიერი დადიხარ ქუჩებში. ცუდად არავინ გაიგოს, ყველა ვინც თავის სოფელში ან ქალაქში წავიდა სულაც არ იგულისხმება იმ ხალხში ვინც ამძიმებს და აფუჭებს თბილისს. არამც და არამც, პირიქით, ბევრი კარგი ხალხიც მიდის ამ დროს და მათ გარეშე უფერულდება თბილისი. თუმცა მე იმ მასაზე ვსაუბრობ და თუ რომელზე ალბათ თავადაც ხვდებით.
გაუთავებელმა წვიმამაც ვერ დამიკარგა ხალისი, სიამოვნებით ვიარე დღეს ქუჩაში და კიდევ ვივლი. სამსახურში რომ წავედი მაგრად წვიმდა და საჩქაროდ მისასვლელი რომ არ ვყოფილიყავი, ჩავიდოდი იმ სიშორეზე ფეხით. საოცარი გარემო იყო, წვიმის მიერ დამატებული სევდიანად სასიამოვნო სიმყუდროვე, აქა-იქ ადამიანები, ძალიან იშვიათად, ძალიან ცოტა მანქანაც… ველოდებოდი მარშრუტკას და თან გულში მინდოდა დიდ ხანს არ მოსულიყო. მერე სახლში მობრუნებული მაღაზიაში და აფთიაქში გამიშვეს, განგებ ნაწილ-ნაწილ მოვიტანე რაღაცეები, რომ ბევრჯერ გავსულიყავი.
აი ახლახან რომ ვიყავი გასული, თვალის ექიმი შემხვდა, გავესაუბრე, სმა ცუდიაო მითხრა, სიმძიმეები არ აწიო და მოუფრთიხლდი თავსო. მერე მაღაზიის გამყიდველმა უჟმურად მითხრა ქრისტე აღსდგაო, ეგონა მე ვეტყოდი, ზეთი გოგოა და ზეთი ხალხი არ მევასება. ჭეშმარიტადმეთქი.
დავიძარი თონესკენ, გზად ვიღაც გოგო აივანზე იყო გამოსული და ესაუბრებოდა ვიღაც ბიჭს. ასეთი სიტუაცია დაიხატა – ის ბიჭი მთვრალია და გაეხსნა, სიყვარულის ბუშტი ან რაიმე სხვა ბუშტი გაუსკდა ან გაებერა და დაურეკა ამას. ამ გოგოს სკარეე ვსივო ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ გოგო რის გოგოა ტყუილა იმედი თუ არ მისცა ბიჭს და მერე მამა ბარამის ბატკანი არ ითამაშა? იცით როგორ ელაპარაკებოდა? აი, რო იგრძნობა რომ ჰკიდია, მაგრამ შორსაც რომ არ უშვებს, როგორც ღირსეული ადამიანი მოიქცეოდა
საბაბს უტოვებს რომ კიდევ დაურეკოს და დაეკონტაქტოს ის გაჭირვებული. ბოლოს სამჯერ გაუმეორა კაი მზრუნველივით, აღარ დალიო, მეტი აღარ დალიო, შენ იციო. ოხ ეს ქალები… ყველაფერი კარგად ისმოდა, რადგან საოცარი სიმუდროვე იყო ამ პატარა ქუჩაზე.
ქუჩის მეორე ნახევრამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მერე იქ ,მომავალი’ თაობა იყო შეკრებილი 16-17 წლის ბიჭები, ერთქ ქალბატონს დაყენებული ხმით უთხრეს ქრისტე აღსდგაო, მერე კი ალბათ შეიგინებოდნენ ან დაიგინებოდნენ. წელში მუდამ მოხრილი ,სტაიანშიკი’ მარტო იდგა მარკეტთან, მისი მოლოთო ბიჭმუჭობა სხვაგან სვამდა დღეს. პური გამომცხვარა და ვიყიდე. ხოლო აფთიაქში მეორედ რომ შევედი საეჭვოდ გამომხედა გოგომ. ვიყიდე ალერფასტი და დიკლოფეროლი. სხვათა შორის, ,ცეტეკი’ ვიყიდე ასევე დღეს, აბა ვნახოთ როგორ შველის ალერგიას.
უკანა გზაზე, რამდენიმე გოგოშკა შეეგება ერთ ბიჭს, წაკბინეს ერთმანეთს და ამ გოგომ უთხრა ჩავაბარეო. აქაც არ მომეშვა ეს მართვის მოწმობა
იმ ბიჭმა უპასუხა, შენ როგორ ჩააბარე, თვალი ჩაუკარიო? გოგოს გაეცინა და მეც გამეცინა. ძაღლებს ეძინათ, როგორც ჩანს ,მეხორცის’ გადმოყრილი ძველბი ახალი შესანსლული ჰქონდათ. ამასობაში ძალიან სტრანნი ჩუვაკი გაიჩითა, საკმაოდ ასაკოვანი ბაბუა გოგოსთან ერთად. სანამ მე კიდევ რაღაცის საყიდლად შევჩერდი, გოგო სადღაც გაქრა, დარჩა მარტო ის ბაბუა, ყვითელი პერანგითა და პლაშით, ძალიან აპასნი კაცად მეჩვენა.
ქალი გადმოვიდა მანქანიდან და წინა სახლიდან ვიღაცამ დაუძახა, ამოდი ამოდი, მარტო შინაურები ვართო. ბაშვიც წამოიყვანეო მიაძახა და ამან აბა მანქანაში ხომ არ დავტოვებო. ისე დიდად არ უნდოდა ასვლა ეტყობოდა. ამ დროს ის ბაბუა ორ ახალაშენებულ სახლსშუა ჩატყდა, მოვწვი რა პონტიც იყო, მაგრამ რომ ჩავიარე მაინც შევიხედე, შორსაც არ წასულა, იქვე მიუშვა. ერთადერთმა მანქანამ ჩაიარა ამ დროს და ქალმა ბაშვით. ვერ მივხვდვი, ნამთვრალები იყო, და უჭირდა თუ უბრალოდ უზრდელი მასტია. პირველი შემთხვევა ან ისეთი შემთხვევა როცა თავს ვერ იკავებ კაცი მოსულა და მაგაზე დაძრახვა გოიმების საქმეა. თუმცა მე ეს ჩუვაკი თავიდანვე არ მომეწონა, თავისი მყვირალა პერანგითა და სამნიტელნი პლაშით/ლაბადით.
ბოლო გაჩერებამდე ანუ ბოლო მაღაზიამდეც მივედი, იქაც მეორედ შევედი და ვუთხარი, მაკარონი, ჰერკულესი და ფეტვი მომეცითმეთქი, სანამ არკვევდნენ რა იყო ფეტცი, ბაბუაც იქ შემოვიდა, ნაბეღლავს სტაცა ხელი და მეორე გამყიდველს უთხრა ხურდებით რომ მოგცე ხომ არ გეწყინებაო, მერე ჯიგარიხარო დააყოლა და გაუჩინარდა. ესე იგი, პახმელია, მაგრამ მე მაინც არ დამევასა ეგ ბაბუა, ნიტო ტიპი იყო.
გაღიმებულმა გავხედე ქუჩას, მიმოვიხედე და ამოვედი სახლში. 4-ჯერ უკვე ვიყავი დღეს გარეთ და გვიან სამსახურში მიბრუნებამდე ალბათ კიდევ გავალ. ყველას არ გესმით ალბათ თუ რა დონეზე მაგარი დღეა დღეს
რა სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიამოვნებაა. ჩიტების ჭიკჭიკი, წვეთების ხმა და სიყვარული სუფევს. მხოლოდ აქა იქ თუ ნახავთ მოღუშული სახით ჯიპში მჯდარ ქალბატონს, რომელიც თავის იობარს ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ უბედურია, იხტიბარს არ იტეხს და შემაღლებული ჯიპიდან იყურება სევდიანი თვალებით.
თუ წვიმას ჰგონია რომ ამ დღეებს გააფუჭებს ძალიან ცდება, პირიქით, ამჯერად უფრო მოუხდა. პატარა ალკოჰოლი და მშვენივრად ჩავასეირნებ დღევანდელ დღეს, ნანატრი ქალქით დავტკბები. მერე რეპორტაჟზე წავალ, მერე დავიძინებ, ხვალ დილით მიმოხილვასაც გავაკეთებ და მერე უკვე ბევრი ალკოჰოლი მაქვს გეგმაში, განტვირთვის დროა.
მარშრუტკის მძღოლებმა დღესაც მოახერხეს და ცოტა გამაღიზიანეს. კიდევ ვიღაც შეუგნებელმა ტიპმა, აი ცარიელი იყო აბსოლუტურად ეტყობოდა, ვერაფერს რო ვერ შეაგნებინებ თუ გაგიჭედა – სილა იესტ, უმა ნე ნადა – პროსტა თუ გათიშავ, მაგრამ თავი რო რაღაც ჰგონია. სულ ძმაოებით ელაპარაკა ვიღაც ახლობელს, ბრტყელი, ბანალური მილოცვებითა და ჩახუტებებით. უთხრა რომ ძალიან მაგრად არის, რადგან მთელი ღამე ტაძარში გაატარა და ვაბშე თავისი თავით კმაყოფილია. არადა არც მორწმუნეა, არც ვაჟკაცი, არც კაი ბიჭი, იმენნა ეტყობოდა ტიპს რაც იყო, არიან ეგეთი მასტები, მე კი არ ვიგონებ. ტემრბით, ქცევით, ტექსტით, ყველაფრით რო გაგაღიზიანებენ და წამში რო გაშიფრავ. კიდევ ერთი საინტერესო სცენა და დედა-შვილი იყო მარშრუტკაში, მაგრამ მეზარება მოყოლა.
ერთადერთი ნიტო ის არის, რომ 2 ღერი ისევ მოვწიე და ღამე მატჩისას მესამესაც მივაყოლებ ალბათ, თუ მეოთხეს არა. ხვალ ერთი თვე გადის, რად ვმაიმუნობ ხანდახან იმ ერთწლიანი პაუზის მერე და თუ მაისშიც მოვწიე, უნდა ჩავთვალო რომ დამერხა და განვაახელ მოწევა, მაგრამ ვეცდები ეს არ დავუშვა. დღევანდელ დღეს კი მოწევაც უხდება ისე, იმდენად დღეა.
ესაა და ეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომაა აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაული.
დღეს უმაგრესი დღეა! მართლაც ჭეშმარიტი – ჭეშმარიტად დღეა!
ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა, ი ია ბუდუ იმეტ იხ
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილი ერთჯერადად გამოაცხადა დასვენების დღედ. ამას თავიდან ყურადღება არ მივაქციე, სულ ვერ გავიაზრე, რომ დღეს წესით მართვის მოწმობის გამოცდა უნდა მქონოდა. როგორც ჩანს, იქ ზემოთ გადაწყვეტილი იყო, რომ დღეს გამოცდაზე არ უნდა წავსულიყავი, აი რამდენი რამე მოხდა ამისთვის ახლა მოგიყვებით. ეს უკვე ნამდვილი ,ზაკონ პოდლოსტია’. უბრალოდ, ბოლომდე ჩაიკითხეთ.
გადაწყვეტილი იყო, რომ 12 საათზე მივიდოდი ტარების მასწავლებელთან და მერე წავიდოდი რუსთავში. უცებ საღამოს მირეკავენ სამსახურიდან და მატყობინებენ, რომ დღეს 14:00-ზე მაქვს რელაივი/ჩანაწერი ნაიმეგენი-აიაქსისა. ეს თამაში არ უნდა მქონოდა წესით, მაგრამ რაღაც შეიცვალა და დამემატა. უარს არ ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდ დროს დაემთხვა. სასწრაფოდ დავურეკე მასწავლებელს და ავუხსენი სიტუაცია… მან მითხრა, რომ 9 საათზე მივსულიყავი გაკვეთილზე, მერე წავსულიყავი რუსთავში და 14:00-სთვის აქ ვიქნებოდი.
ახლა გავთვალე, რეპორტაჟი მაქვს ღამე, მერე ბარსა-რეალს ვუყურებ, ნუ ყველაზე კაი პონტში 3-ზე დავიძინებ, 6 საათიც არ გამომივა ძილი და რა ჩემ ფეხებს ჩავაბარებ ვიცი, მაგრამ რა ვუყოთქო. თუმცა ჯერ სად ხართ, ჯერ შეიცადეთ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა – ვიღაცას ძალიან არ უნდოდა რომ დღეს გამოცდაზე წავსულიყავი და თავისი გაიტანა
მე კი ნერვები მომეშალა.
მეგობართან ერთად ცოტა ლუდის დალევისა და სასიამოვნო საუბრისა და ასევე ძალიან სასიამოვნო საჩუქრის მიღების მერე(ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ კიდევ), წავედი სამსახურში. იქამდე მეგობრებმა დამირეკეს, თამაშის საყურებლად და დასალევად მივდივართ წამოდიო, ვერა, რეპორტაჟი მაქვსმეთქი, მაშინ მერე მოდიო… ვერა გამოცდაზე მივდივარმეთქი და კაიო. წუთი-წუთზე მივასწარი თამაშს და რაღა დაგიმალოთ, თამაშიც კაი გამოვიდა და კომენტარიც, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. კომპლიმენტებიც მივიღე და მესიამოვნა. ტოტენჰემი-არსენალი 3:3 მორჩა და რომ მორჩა ბარსა-რეალის ყურებაზე გადავერთე.
უცებ რატომღაც ფორუმზე მართვის მოწმობის თემაში შევიხედე და ერთ იუზერს ეწერა, ხვალ ხო დასვენების დღეა და არ იქნებიანო. მაააგრად გამიტყდა, რადგან ლოდინს ვერ ვიტან და ფსიქოლოგიურად უფრო მერხევა მერე, ახლაც ფსიქოლოგიური პრობლემის გამო ვერ ვაბარებ, თორე ისე რა… ბიჯო მომეშალა ნერვები და იასნია, თამაშის დამთავრებისთანავე დავურეკე მეგობრებს – სად ხართ, ხვალ დასვენება ყოფილა და არსადაც აღარ მივდივარ დილით, მოვალ თქვენთანთქო. იასნია კიო, ანდრო საერთოდ იქამდე იმასაც მეუბნებოდა, დაიკიდე ეგ გამოცდა ამჯერადო
თან მომაძახა პირველად რო გელაპარაე მეგონა იცოდი ხვალ რო დასვენების დღე იყოო(არადა თურემ როგორ კიდიათ ეს შენი დასვენების დღე საპატრულოში).
თან, მასწავლებელს დავუმესიჯე, ხვალ დასვენების დღე ყოფილა და ამიტომ აღარ მოვალთქო. ფეხბურთს უყურებს ხოლმე კაცი, მაგრამ ჯინაზე გუშინ არ უყურებდა და ეძინა ალბათ, თორემ გადმომირეკავდა ეგრევე, რადგან გარკვეული ჰქონია, რომ მაინც იყო დღეს გამოცდა. მე კი ღამის ორისკენ მომერიდა დარეკვა და ამიტომ გავგზავნე მესიჯი. მეგობრებთან მისულს კი ცოტა დამეზარა, თან უკვე სახლთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი ძალიან შორს, ძებოს ფაქტობრტივად ,ქალაგარეთ’ სახლში ![]()
იქ ცოტა დავლიეთ და ბევრი მოვწიეთ
აი ამ ნაგვობას ვერ ვეშვები მთვრალზე, ფხიზელზე ვთქვი და აღარ მოვწევ! მთვრალზეც უნდა შევეშვა და ისევ ერთწლიანი პაუზა დავდო.
7-ს წუთებზე მივხვდი, რომ თუ არ დავიძინებდი ცოტას, ძალიან გათიშულს მომწიევდა ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერის წაყვანა და გამოვედი ტრასაზე. ტაქსის ლოდინში გავიყინე. კიდევ კაი ნორმალური ტაქსისტი შემხვდა და არა ,ძია’, ,ძია’ რომელსაც ანდრომ ტვინი მოუხნა უმაღლეს დონეზე და ეს საერთოდ ცალკე ისტორიებია და არ გადავწვდები. კაცს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ისე დალევის მიზეზი ცხადია, ჟოზე მაურინიუს(თან კრისტიანას გოლით) გამარჯვება იყო სეპარატიზმზე და სახლში მისულმა რაღაც კომენტარებზე ვიხალისე ინტერნეტში და დავწექი…
8:10-ზე ანუ სადღაც ერთ საათში, ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. მასწავლებელი მირეკავს – არიან დღეს გამომცდელები, გადავამოწმე ორჯერ სააგენტოშიო… თან მესიამოვნა და თან გამიტყდა. ნეტა ღამე მესიჯი ენახა და დაერეკათქო ვიფიქრე, ხო არ შევიცვლიდი გეგმებს. ვუთხარი, ახლა შანსი არ მაქვს გაკვეთილზე მოსვლის და მაშინ რეპორტაჟის მერე წავალ გამოცდაზეთქო. კაი კაი, წადი გაკვეთილის გარეშე, ეს ჯერი არ ჩააგდო, ცადეო. მაღვიძარა 12:00-ზე დავაყენე, ავდექი და დავრეკე ,სააგენტოში’, მითხრეს მარტო 2-მდე ვართო, საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი… ვინანე, ნეტა მცოდნოდათქო ან ეს რეპორტაჟი საიდან მოვიდამეთქი. გავთვალე და წასვლა მოსვლას ვერ ვასწრებდი, ცოტა ადრეც არ ავდექი ამის გამო, აზრი არ აქვსთქო.
დიდი ამბით ავიკრიფე, მოვედი სამსახურში და 14:00-ს 10 წუთი რომ დააკლდა ჩემი მეწყვილე მოვიკითხე, თამაში რომ გვაქვს იციმეთქი. როგორ არაო მითხრეს. აბა 10 წუთი აკლია და არჩანსთქო. დავხედე გამოკრულ განრიგს და აშკარად 14:00 წერია, იქიდან მქონდა ამოწერილი. უი ეგ შეიცვალა და 15:00-ზეა დღეს ჩანაწერიო
აი ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ნერვები დამაწყდა და დავიწყე დამეწერა, ცოტა მაინც რომ დავმშვიდებულიყავი
ხო შეიძლებოდა ამ ცვლილების შესახებ მეც მცოდნოდა და წავიდოდი კიდეც გამოცდაზე, მოვასწრებდი ან იმდენი ცუდი დამთხვევა არ მომხდარიყო და წავუსლიყავი დღეს გამოცდაზე? მაგრამ არა, როგორც ვთქვი იმენნა არ უნდოდათ, ალბათ იქ, ზემოთ
გამოდის რა? პირველ ჯერზე გამოცდამდე ვერ მივედი, საკითხი ვერ დავიწყე ისე ჩავიჭერი. მეორე ცდაზე, ყველაზე ადვილ რამეში, რვიანში ჩავიწერი, ფსიქოლოგიაა… დ ავერ ვამუღამებ ამ კვერცხობას. მესამე ჯერი გამიკატავდა დღეს. მეოთხეზე, თუ არ გამიმართლა, ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ ჩავიჭრები. მეხუთე ჯერზე ხო იასნია, ფსიქოლოგიური მომენტია, ბოლო და რამე და იქაც ჩავიჭრები. მათხოვარი მანჩესტერი ხომ არ ვარ, რომ ბოლო წუთზე გოლი გავიტანო. ანუ წავალ ალბათ მეორე წრეზე
სამწუხაროდ. დამატებით გასვლაში ფულის გადაყრა არ მინდა, მაგას მირჩევნია თეორია გადავაბარო და კიდევ 5 უფასო შანსი მქონდეს. პრავას კი ავიღებ აუცილებლად, მაგრამ როდის, საკითხავი აი ეგაა
არც მანქანა მყავს და არც მეჩქარება ამ პონტში, მაგრამ რამეს რო ვიწყებ, გაწელვას ვერ ვიტან და ლოდინს
აი უბრალოდ, რო გადავხედოთ, რამდენჯერ ამერ-დამერია უაზროდ გეგმები და რამდენი დამთხვევა მოხდა ჩემს საწინააღმდეგოდ. პარალელურად კი შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოოდ დავასკვენი – მარშრუტკის მძღოლების 90% არის ნაგავი, უნდა ცემო ეგენი მწარედ, რო ცოტა მოვიდნენ აზრზე. ხალხის ბრალია საჭესთან რო ზიან და ერთი და იგივე წრეებს ურტყამენ? უზრდელი, სოფლელი, გოიმები. ამოვიდა ყელში მაგათი ნერვოზი, უზრდელობა, ხამობა და ყველაფერი, ხალხს მართლა ხურდებივით უყურებენ და ვინმემ 10-თეთრიანები ან 5-იანები რომ მისცეს რა პრეტენზიები აქვთ უნდა ნახოთ. სულ მინდება ხოლმე რო შემოვარტყა, ვიღაცას რო ეჯუჯუღუნებიან, ერთხელ გამოვალ წყობიდან
დეტალებზე და ,პრავის’ ღადაობებზე, მერე მოვყვები, როცა ავიღებ
ნუ ბევრი არც არაფერია, მაგრამ რამდენიმე პრიკოლი არის და ასევე საგამოცდო საკითხებზე, ჩემი თეორიები მაქვს უკვე ![]()
ახლა კი წავედი, მალე ,წყეული’ ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერი იწყება
ჰო, მართლა. ამ ,პრავის’ საქმეს რაც შევუდეექი, ეს ქვეტექსტიანი წინადადებაც ,მოვიფიქრე\ – ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა! და მერე დავამატე ,ი ბუდუ იმეტ იხ’. ერე კი იქნება – ია იმეიუ იხ
































































