1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უგვირგვინო მეფეები

with 10 comments

,უგვირგვინო მეფეები’ ასე ერქვა ჩემი ჭადრაკის პირველი მასწავლებლის(ნუ მეორე მისი ძმა იყო) პატარა, ბროშურასავით წიგნს, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და იმ პერიოდში ძალიან საჭირო და ჩვენ ასაკს შეეფერებოდა. მასში მოთხრობილი იყო იმ მოჭადრაკეების მცირე ბიოგრაფია და ცხოვრების დეტალები, რომლებმაც ამ საოცარი თამაშის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო(ძირითადად იმიტომ, რომ ძალიან ადრინდელები იყვნენ), მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს არ ატარებენ.

სამწუხაროდ ის წიგნი აღარ მაქვს, ბავშვობაში ძმააკცს ვათხოვე და მის ოჯახში შემთხვევით ჩაი გადაასხეს, მერე გაუთოვება სცადეს და სულ მოისპო 😦 არჩილას მაგის გამო რამდენიმე წელი დასცინოდა ბარნოვა, წიგნი როგორ შეიძლება ათხოვო მაგას ჩაიში ალბობენო.

სწორედ ასე მინდა დავარქვა ამ ჩანახატსაც, რომელიც რაღაც ,რუბრიკასავით’ იქნება ფეხბურთის მოყვარულთათვის(და პრინციპში არამარტო). წარმოგიდგენთ შედარებით ,ღარიბი’ კლუბების ,ისე ვერ გაქაჩულ’ ფეხბურთელებს. ძირითადად 90-იანი წლებიდან და ძირითადად თავდამსხმელებს. ასეთები ბევრნი იყვნენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს მათი გახსენება. მე ასე ხშირად ვიქცევი ხოლმე. ვინმეს შესაძლოა მათი მეფეებად(თუნდაც უგვირგვინო :D) შერაცხვა გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ არა, ფეხბურთს ასეთი ხალხიც ერთიორად ამდიდრებს და ისინი თავის ამბავში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, სწორედ მეფეები გახლდნენ მრავალი ქომაგის თვალში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველაფერი შედარებითია და შესაძლოა ბევრად უფრო წარმატებულ მოთამაშესთან(ოღონდ ბოლომდე მაინც რომ ვერ წავიდა), ბევრად უფრო უფერული ვახსენო, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხომ არ აქვს, მთლიანობაში გავაერთიანოთ ისინი ,უგვირგვინო მეფეების’ კასტაში 😛 და ვისიამოვნოთ მოგონებებით.

რადგან ათეულები მობეზრებული გვაქვს, ხოლო ფეხბურთს ერთი გუნდის მხრიდან 11 კაცი თამაშობს, იყოს თერთმეტეულები 😛
ცხადია, მიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში გავიხსენოთ ფაუსტინო ასპრილია, ჯოვანი სტტოპა, ოლაფ მარშალი, ანჯეი იუსკოვიაკი… სხვანი, სხვანი და სხვანი 🙂

ესეც პირველი 11 უგვირგვინო მეფე…

1). ვინჩენცო მონტელა


განა ოდესმე დაგვავიწყდება ლ’აეროპლანინო თავისი ცნობილი აღნიშვნით გატანილი გოლის მერე, რის გამოც მიიღო კიდეც ეს მეტსახელი? ცხადია, არა. ასეთი ფეხბურთელები არ გავიწყდება, როცა ნახავ და მათ ეპოქაში ცხოვრობ 🙂 მერე რა, რომ ისეთი ვერ გახდა, როგორც შეეძლო. ხომ მაღალი კლასის ფორვარდი იყო, მაგრამ მაინც, ბევრად მეტი შეეძლო ნამდვილად. მიუხედავად ამისა,  ამ სიაში შესაძლოა ის ყველაზე წარმატებული და ბევრზე ტიტულოვანია, მაგრამ ეს ზემოთთქმულს არ გამორიცხავს. წარმატებაცაა და წარმატებაც. იტალიის ნაკრებში სულ 20 მატჩი ჩაატრა და 3 გოლი გაიტანა. კარგად მახსოვს მისი და დელ პიეროს წყვილი რაღაც სულ სხვანაირი იყო, აი რაღაც კარგად სხვანაირი. თუმცა ბევრჯერ ერთად თამაშის საშუალება არ მიეცათ. დიდი პოსტერიც მაქვს სახლში მათი გაკრული. მონტელაც რაღაც წყნარი, საქმის კეთების მოყვარული ტიპი იყო, ზედმეტების გარეშე. გეხსომებათ, ძირითადად სულ შეცვლებზე შემოდიოდა და საბოლოოდ, იმ ფორვარდებზე მეტი გაჰქონდა, როგორც წესი, რომლებიც ძირითადში იყვნენ ხოლმე. ძალიან შედეგიანად თამაშობდა ემპოლიში, ჯენოასა და სამპდორიაში. თუმცა მისი კარიერის საუკეთესო წლები რომას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ მატჩში იქ ნაკლები გოლი გაიტანა. საჩემპიონო წელსაც დახაზა, ძალიან დაეხმარა რომას, იმენნა ხსნასავით იყო, არ მისდის გუნდს თამაში? კაპელო შემოუშვი მონტელა… შემოვიდა – გაიტანა 😀 ძირითადშიც ხშირად უთამაშია, მახსოვს ერთხელ დამკვიდრება სცადეს, კაცს ამდენი გოლი გააქვს და სირცხვილია უკვეო. ცუდი არ იყო, მაგრამ არ გამოვიდა რა, მაინც უფრო ეფექტური შეცვლებზე იყო, არიან ასეთი ფორვარდებიც. გოლის ალღო ჰქონდა, მრავალფეროვნება და ყველაფერი. რა დამავიწყებს, ის პერიოდია რომა და ლაციო დაახლოებით თანაბარი ძალისანი რომ არიან, დაჟე ლაციო უფრო ბლატაობს, მაგრამ დერბიში სულ რომა უგებს, აი ყველგან რო უგებდა, ეგ პერიოდიც გეხსომებათ. ჰოდა ერთ დღეს დერბია და დამაგვიანდა სახლში, გიჟივით ვეცი ტელევიზორს რა ხდებამეთქი და ჩაირთო თუ არა შემოეფეთა მონტელა გაშლილი ხელებით, გოლს ზეიმობდა, მაგარი მომენტი იყო, ვიხალისე 😀
კარიერის ბოლოს მცირე ხანი ფულემსა(ინგლისელებსაც კი 😀 ეგრევე შეაყვარა თავი, ქომაგებს ევასათ) და იმავე სამპდორიაში გაატარა.
2008 წელს აეროპლანინო წავიდა 🙂
ახლა იგი 35 წლისაა და უკვე მწვრთნელობას ცდილობს. რომას 15-წლამდელ ბავშვებს მოძღვრავს, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმებია. წარმატებები ვინჩენცო.

2). მიხაელ პრეეცი
ეს

ეს ფეხბურთელი ძალიან მესიმპათიურებოდა. რაღაც ელეგანტური ტიპი იყო, და ასე თამაშსაც ცდილობდა. თავისი საქმე ნორმალურად იცოდა და არ ჰქონდა რაღაცეებზე პრეტენზია, გოლიადორობაზე კი იქაჩებოდა ხოლმე ბუნდესლიგაში, რო უყურებდი გისწორდებოდა. მისი დროინდელი ჰერტაც საკმაოდ კარგი გუნდი გახლდათ. საუკეთესო წლები სწორედ ბერლინურ კლუბში გაატარა. 1999-2000 წლებში ნაკრებიც აღირსეს. 7 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ეს იყო, და ეს, მერე შეეშვნენ. თამაშს 2003-ში დაანება თავი ამ წლიდან ჰერტას გენერალური მენეჯერია.

3). სტენლი ვიქტორ ან უბრალოდ სტენ კოლიმორი


თამაშს 2001 წელს 31 წლის ასაკში შეეშვა. დიდ წილად ტრავმების გამო. ასეთი სტილით თავდამსხმელები მიყვარს, არატიპიური ინგლისელები, არა იმდენად ტუგადუმები 😀 ფანებსაც უყვართ, მაგრამ იმ მათხოვარ კუნძულზე 😀 მარტო დაპიარებულებს სწყალობენ და ასეთები იჩაგრებიან, როგროც წესი. ერთ დროს, ბრიტანეთის უძვირფასესი მოთამაშე იყო, 1995 წელს 8,5 მილიონ გირვანქად გადავიდა  ნოტინგემ ფორესტიდან ლივერპულში. ნაკრებში 3 თამაში ჩაატარა მხოლოდ.
ერთი სახალისო ისტორია მახსენდება, ევრო 2000-ზე, მატარებელში ჩემპიონატზე მიმავალი ნაცნობი შეესწრო(და მერე სტატიაც დაწერა, არადა ინგლისის ქომაგია. სხვათა შორის, გურჯისტანში საკმაოდ ცნობილი და უბრალოდ, კარგი ადამიანი 🙂 ) ნაგავი ინგლისელი ქომაგების ლაპარაკს, აი მარტო ქალაქების დასარბევად და ჩასასკდომად, რომ მიდიან, ტიპიური ღორები რომ არიან, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ  – ვის ათამასებს ის …? კოლიმორი ხომ იქნება ,სასტავში’? ამ სტილის საუბარი ჰქონდათ, არადა სტენი 1997 წლის მერე არ გამოჩენილა ნაკრებში და მით უმეტეს, ევრო 2000-ზე მისი წასვლა გამორიცხული იყო 😀

4). დარიო დებრაი სილვა პერეირა


დარიო სილვას კარიერა დეფენსორ სპორტინგში დაიწყო, მერე იყო პენიაროლი, კალიარი, ესპანიოლი, საუკეთესო წლები მალაგაში, სევილია და ბოლოს პორტსმუთი. ურუგვაის ნაკრების მუდმივი წევრიც გახლდათ. 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში ავტოავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ მოეჭრათ. შემდეგ, იტალიაში შეუკვეთა ფეხის პროთეზი, რათა მაქსიმალურად თავისუფლად ემოძრავა. იმედია, ახლა კარგად არის.

ესეც იყოს, დასაფასებელია და აღსანიშნავი რამაა 🙂
On October 6, 2006, news reports suggested that Silva was offered a job as a football pundit in his native Uruguay. However, pending the success of his prosthesis, he has expressed a desire to return to the game as a player coach.

In November 2006, the British newspaper Daily Mail reported that Silva aimed to make the 2012 Olympics as a rower.

Dario Silva took the pitch again on January 13, 2009 after a 3 year absence, taking part in a charity match between Uruguay XI and the Argentina XI for the “Fundación Niños con Alas” (Winged Children Foundation). Showing he still has it he not only played but stepped up to score a penalty. A number of scouts regularly attend matches and speculation mounts on a spectacular and unexpected return to professional football in the U.S.A. MLS League. He has been recently linked with a return to football with a whole host of American and Australian sides linked, he has believed to have been on trial at MLS side Toronto FC in December 2008.

5). ხულიო სეზარ დელი ვალდესი


იგი კალიარიში და პსჟ-შიც იყო, მაგრამ უკეთ ესპანეთიდან გვახსოვს, კერძოდ რეალ ოვიედოდან და მერე, მალაგადან. მე ოვიედოდან ვუყურებდი. ეს პანამელი მშვენიერი ფორვარდი იყო, ეფექტური გოლებიც გაჰქონდა ხანდახან. სანამ შეძლო გააჩერა ოვიედო ლა ლიგაში. რა დამავიწყებს ოვიედოს უცნაურ ფორმას, გეგონებოდა, ბომჟების გადაგდებული სამოსიაო 😀 თავისებურად მიმზიდველი გუნდი იყო მაინც და გული მწყდება რო ძაან ჩაბანძდა მას მერე. ხულიო სეზარის  ტყუპისცალი ხორხე ლუისი ასევე ცნობილი თავდამსხმელი იყო, უბრალოდ ევროპაში არასადროს უთამაშია. როგორც ტყუპებს შეეფერებათ, კარიერაც ერთად 2006 წელს დაასრულეს.

6). მარტინ მაქსი


იგი კიდევ ერთი პოლონეთში დაბადებული გერმანელი ფორვარდია. შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა გლადბახში, შალკეში, მიუნხენ 1860-სა და ჰანზაში. ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი(2000,2002), ფანების დიდი ნაწილი კატეგორიულად ითხოვდა მის ნაკრებში მიწვევას, მაგრამ ნაციონალმანშაფტში, ოდენ ერთი თამაში აღირსეს 2002 წელს. საერთოდ გერმანიაში უცნაური ჩვევა აქვთ, ბუნდესლიგაში თითქმის სულ არიან ასეთი მუდამ ,გამტანი’ თავდამსხმელები, მაგრამ მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ამოჩემებულ მოთამაშეებზე აკეთებენ აქცენტს. ბუცები ლურსმანზე მაქსმა 2004 წელს ჩამოჰკიდა.

7). ფილიპო მანიერო


მისი კარიერა პადოვაში დაიწყო. ცოტა ხანი იყო პარმაში, მილანში, ტორინოში, სამპდორიაში, არალანტაში და ასე შემდეგ, ბევრი კლუბი ჰყავს გამოცვლილი. თუმცა მე ყველაზე უკეთ ვენეციადან მახსოვს. ფორვარდისთვის საჭირო გოლის ალღო ჰქონდა, რაღაცნაირი ჯიუტი და ,ნაგლი’ ტიპი იყო, თან გოლს ისე ემოციურად და სხვანაირი ღრიალით აღნიშნავდა გიჟდებოდნენ ქომაგები. ბოლოსრ აც ვენეციამ სერია ა-ში გაძლო, დიდ წილად მისი დამსახურება იყო. კარიერა ოფიციალურად 2007 წელს დაასრულა. თავის დროზე იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩიც აქვს ჩატარებული.

8). მიხაელ ალექსანდრ მოლსი


ეს ამსტერდამელი სასწაული ფორვარდი და დიდად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა რაღაცნაირი კაი ტიპი იყო. გოლებიც ბევრი თუ არა, საკმაოდ გაჰქონდა და ხშირად სასარგებლო გახლდათ. აიაქსის აღზრდილს პირველი გამორჩეული შედეგი ტვენტეში ჰქონდა. ჩვენ ყველაზე უკეთ იგი რეინჯერსიდან გვახსოვს, სადაც შოთა არველაძის მეწყვილე იყო. გლაზგოელებთან ერთად არაერთი ტიტულიც მოიგო. კარიერა წელს ფეიენროორდში დაასრულა. წინა წელს კი როტერდამელთა რიგებში ჰოლანდიის თასი მოიპოვა. ჰოლანდიის ნაკრებსი მხოლოდ 6-ჯერ გამიძახეს

9). ლიუკ ნილისი


ამ ბელგიელი თავდამსხმელის კარიერა იმ კლუბში დაიწყო, რომელსაც რასინგ გენკის სახელით ვიცნობთ. თუმცა მისი მთავარი და გამორჩეული პერიოდი ბრიუსელის ანდერლეხტსა და პსვ ეინდჰოვენს უკავშირდება 🙂 სწორედ ამ ორ კლუბში იყო ნამდვილი ნილის და ჩვენც აქედან გვახსოვს. კარიერის მიწურულს 3 მატში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო ასტონ ვილას რიგებში. თუმცა იფსვიჩთან მატჩში მეკარე რიჩარდ რაიტთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა და ნაადრევად წასვლა მოუხდა, ეს 2000 წელს მოხდა.  მაშინ მის ამბებს ძალიან განვიცდიდი მახსოვს. ბელგიის ნაკრებში 1988-2000 წლის პერიოდში 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

10). (ენ)ტონი იებოა


ნუ როგორ შეიძლება ტონი იებოა არ გვახსოვდეს 😀 ამ საკმარისად ქარიზმატულმა განელმა 90-იანებში შემოირბინა გერმანია… ზაარბრიუკენი,  აინტრახტი, ჰამბურგი… შუალედში ლიდსშიც გახლდათ. თან ყველა ამ კლუბში გვარიანი შედეგიანობით გამოირჩეოდა. კარიერა 2002 წელს ალ იტიჰადში დაასრულა. განის ნაკრებში მისი მონაგარი 59 შეხვედრაში 29 ბურთია. 2008 წლიდან განური ,რამე’ ბოჩემ ჩელსის მენეჯერი ყოფილა.

11). მუსტაფა ქემალ ,მაზი’ იზეტი


ეს ინგლისში დაბადებული თურქი, ფორვარდი არ ყოფილა, ნახევარმცველი გახლდათ, მაგრამ ხშირად სასარგებლო შეტევაში. საგოლე პასები იცოდა და საკმაოდ დახვეწილი მოთამაშე იყო. მისი პოსტერიც კიდია ჩემ ჯადოსნურ ოთახში 😀 😀 ერთ-ერთი პირველი თურქი გახლდათ, ვინც შემოიჭრა ჩემი თაობის საფეხბურთო ცხოვრებაში. ჩელსის ახალგაზრდულ გუნდში კი იყო, მაგრამ ლონდონელთა რიგებში ვერაფრით დამკვიდრდა. მისი ყველაზე გამორჩეული და დიდი ნაწილი ლესტერ სიტის უკავშირდება. როცა ეს გუნდი პრემიერლიგაში დამკვიდრებული გახლდათ. სხვათა შორის, მომენატრა ლესტერი, მაგათაც თავისებური ეშხი ჰქონდათ. ფეხბურთიდან 2006 წელს წავიდა, ბოლოს ბირმინგემში ირიცხებოდა. ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელია მისი უმცროსი ძმა ქემალიც ,მაგრამ ნაკლებად წარმატებული. იგი დღემდე პირველლიგელ კოლჩესტერში ირიცხება, ამპლუით ასევე ნახევარმცველია.

პ.ს.
აი ასე, ნოსტალგიაც მცირედით გაქარწყლდა 😀 ან პირიქით გაღვივდა 😀 სხვების გახსენებაც მოგვინდა, თან ძალიან ბევრია გასახსენებელი 🙂

მე სულ ასე ვიქცევი, მეგობრებთან ერთადაც, უცნობ ხალხთანაც, ფეხბურთზე, რომ დაელაპარაკები და თუ შეატყობ, რომ ასე თუ ისე ჩახედულია.

ამიტომ, არის ეს ზესპორტი, ხელოვნებაა ფაქტობრივად 😛 ფეხბურთი დაასრებიდან აღარ არის უბრალოდ თამაში, ის ბევრად მეტია.
ფეხბურთი ცხოვრების წესია!

Written by 1myway1

დეკემბერი 25, 2009 at 11:23 AM

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ra dros esenia ki arada gilocav :*

    cucqa

    დეკემბერი 25, 2009 at 8:27 PM

  2. kidev ertxel madloba cucq 2kiss

    p.s.
    magati dro sul aris 😀
    fexburti cxovrebaa!
    )))

    1myway1

    დეკემბერი 25, 2009 at 10:21 PM

  3. Ra iyo? Vincenzos chveni maisuriani suratis mozebna dagezara, tu dadeba dagenana?:)
    Yochag shen, Pipo Maniero rom ar dagvitsyebia 🙂

    ikadoriano

    აპრილი 8, 2010 at 12:41 PM

  4. რომელი ხარ მანდ? 😀 იკა გქვია შენ? 😀

    1myway1

    აპრილი 8, 2010 at 1:02 PM

  5. გერონტი ვარ, ტელეგრაფისტი 🙂

    ikadoriano

    აპრილი 8, 2010 at 6:57 PM

  6. ყოჩაღ 😀

    1myway1

    აპრილი 8, 2010 at 10:11 PM

  7. შენ გირჩევნია ბებია გამაცნო! ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ 😀

    ikadoriano

    აპრილი 9, 2010 at 6:53 PM

  8. არ არის პრობლემა… ვსმისლე გაცნობა 😀 😀

    1myway1

    აპრილი 9, 2010 at 9:30 PM

  9. ნიკოლა ვენტოლას და პატრიკ მბომას დავამატაბდი ამ სიას

    andria

    მარტი 28, 2011 at 12:19 PM

  10. kai xania ar damiweria ugvirgvino mefeebi, pauza avige da momaval romelime nawilshi aucileblad moxvdebian, bevria kidev egeti chuvaki

    1myway1

    მარტი 28, 2011 at 2:10 PM


Leave a reply to 1myway1 კომენტარის გაუქმება