1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ვიცი რომ… შენ აფრენ!

with one comment

დღეს გავიგე რომ დედაენის ბაღში 2015 წელს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი დაიდგმება და ძალიან გამიხარდა. დღეს 19 ნოემბერია, დღეს ირაკლის დაბადებისდღეა🙂
მახსოვს მისი გარდაცვალების დღეც, სახლში მთვრალი მოვედი და მაჯახეს აცრემლებულმა დედაჩემმა და ბებიაჩემმა. დანას ვშლიდი და შუშაბანდის იატაკს ვესროდი, ვიღებდი, ისევ ვესროდი და თან ვვსვამდი და ირაკლის ვუსმენდი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

მახსოვს კიდევ ერთი ისტორიაც…

დაახლოებით ორი წლის წინ ერთ ადგილას ვიყავი, დავლიეთ, შევთვერით და საუბარი ჩამოვარდა იმაზე, ვის და რამდენად მოსწონდა ირაკლი ჩარკვიანი. უმეტესობა პოზიტიური გრძნობებითა და სიმპათიით გამოირჩა, გარდა ერთისა. იმ ერთს „გოგორად“ იცნობენ ხალხში. სიტყვამ მოიტანა, აი „ჩარკვიანს რომ ძეგლი დაუდგანო“… მაშინაც იყო ამაზე ლაპარაკი. ჰოდა, უცბად „დიდგოგორმა“ განაცხადა, სრული სერიოზულობით – მაგას თუ ძეგლს დაუდგამენ ავაფეთქებო. მე ირაკლი საოცრად მიყვარს და ლამის პირად შეურაცხყოფად მივიღე, მაგრამ გოგორა იმდენად საყვარელი იყო, შეზარხოშებულ-კატეგორიული რომგულიანად გამეცინა. თან დადიოდა წინ და უკან, ნერვიულად და წარბებშეკრული მკაცრად ამბობდა – აგერ ნახავთ თუ არ ავაფეთქო, თქვენ იცინეთ და აგერ ნახავთო. ბოლთას სცემდა, აქეთ-იქით დაგოგორავდა.

ეპატიება, სიმთვრალეში სისულელეები ვის არ გვითქვამს და გაგვიკეთებია და ეს არც ისე ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია. ისე კი, გოგორა წესიერი კაცია, თავისებური და თავისებურად წესიერი.

ამას მოჰყვა შეკითხვა. კარგი გოგორ, სიტყვაზე შენ საერთოდ არ მოგწონს, მაგრამ რატომ უნდა ააფეთქო, რას გიშლის, ბოროტი, მავნე ადამიანი ხომ არ იყო, რა დააშავა, სხვას მოსწონს და იყოს ეს ძეგლი, რას გიშავებსო? ვეკითხებოდით. რატომ, აი უბრალოდ რატომ?
პასუხად ასევე მავანი წესიერი კაცები ახსენა, დიდი მოღვაწეები, მებრძოლები, მეცნიერები… მაგათი ძეგლი თუ არ არის „ეგ ვინ ჩემი ფეხებია“, რომ ძეგლი დავუდგათ, მატრაკვეცობააო(რაღაც სხვა სიტყვა იხმარა ოღონდ, აზრი იგივე იყო. ვერ წარმომიდგენია ეგ სიტყვა რომ გოგორამ თქვას).

არა უშავს, გოგორა მგლებზე მონადირე, „ვაიენნი“ კაცია, გოგორას არ ესმის…

პ.ს.
არის მეორე და მესამე კატეგორიაც. მეორეში არიან დაბოღმილი და მოქილიკე სასტავი – „ჰეჰ, ეგ რა ალტერნატივშიკი იყო, ბუშს შეხვდა ეგ!“, „ეგ რანაირი ალტერნატივშიკია, ცოლი გეექცა მაგას, მაგი სექსუალური კაცი მაგი“, „ქართველებზე ასე რომ ლაპარაკობს, ვინ არის ეგ, რას წამროადგენს, ვინ მისცა უფლება“ (€ყველაზე მაგარი ფრაზა). „რა ალტერნატივა, ნაციონალებისთვის დაუკრა“ (ამ დროს ახსენდებათ, რომ ერთ-ერთი პირველი იყო,ვინც ნაცებს განუდგა და მაშინ ნაცებს თითქმის ყველამ მისცა ხმა ან შეცდომა ვის არ დაუშვია, ბევრად უარესიც, მთავარია მიხვდე და ნაცებიც და სხვა მთავრობაც ამის მთქმელებს ქვეყნისთვის უფრო საზიანოდ „გაუპრავებიათ“. ბოდიში თქვენთან პატონებო და საბჭოთა კავშირთან, სლავა კპსს!

რაც შეეხება მესამე სასტავს – ეს არის ხალხი, რომელსაც ევასება, მაგრამ ამბობს, რომ აი გაჯი გაჯიევი უფრო მაგარი როჟა იყო, და გაჯი გაჯიევი რომ იყო სად იყო ირაკლი. ამბობენ, რომ „პიშკა“ და „ჩიჩო“ რო ალტერნატივას აკეთებდნენ სარდაფში, ირაკლი მაშინ აზრზე არ იყო. ირაკლი კომერციული გახდა და ირაკლი „გაიყიდა“, რარაც დოზით და რაღაც მომენტში. მეგობრებო გავიგეთ, არავინ ამბობს, რომ „დენისა და პაიკა“ ცუდია, გაჯი გაჯიევი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ და გახლავთ, „პიშკაც“ მაგარია და „ჩიჩოც“, მაგრამ ეს ერთმანეთის მისხმა-მოსხმის გარეშეც შეიძლება ითქვას და ვინმეს დაკნინების გარეშეც… „ვიცი რომ“ რომ პაპსაა, ნეტა ეგეთ სიმღერას წერდეს და მღეროდეს ბევრი, კაი პაპსაც რომ არ არის ცუდი არ იცით? ასეთ ჩამყაყებულ საზოგადოებაში რომ იარსებო, ზუსტადაც ის შენი იდეები ცოტათი მაინც რომ მიაწოდო ხალხს, ამისთვის ხანდახან ცოტა კომერციული უნდა გახდე… რაც მთავარია, სცენაზე ხანგრძლივად დასტაბილურად უნდა იყო, და არა აი დავიწყე და მერე მე რას შევცვლიდი და იქ ხო აზრი არ აქვს და წავედი უცხოეთში და ასე შემდეგ.

ამიტომ ყველას თავისი მნიშვნელობა და გზა აქვს და პატივი ვცეთ ადამიანებს, დიდ და ნიჭიერ ადამიანებს, მით უმეტეს რომ ბევრი არ გვყავს, თან ამ სფეროში… ასევე გასაბრაზებელია ნინო ქათამაძეზე ქილიკი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მეც გამაღიზიან-გამაბრაზა და გადაიწვა თან, მაგრამ… როგორ შეიძლება ამ ადამიანის ნიჭი არ დაინახო და არ დააფასო… ჰო, გავიგეთ „ლალულალეია“ და დიჯეი ჭიპო(იმედია, ასეთი დიჯეი არ არსებობს, თუ არსებობს და მას არ ეხება ნამდვილად) და ჰოლანდიელეი სუპერდიჯეები ორანჯო და მარი ხუ ანა ჯობია და ახლა „ელექტრონულის“ დროა და ჰაჰაჰა „როკერები“, რაღა დროს პინ ფლოიდია, უი „ჯაზსს უსმენს“ ლოოოლ, ჰაჰაჰა… გავიგეთ ეს დედანაქაჩი, გავიგეთ… მაგრამ როკი, ჯაზი, ქათამაძე, კაი პაპსაც კი არავის და მით უმეტეს ზოგიერთების დასაკნინებელი და საღადაო არ არის. კაია კლუბური დვიჟენიებიო ბრატცი, მაგრამ ყველას არ მოსწონს და რატომ შეუკიკინეთ? ქილიკი ყველას შეუძლია და ცოტა პატივისცემით რომ ისვქნათ, არა?
ვინ გვყავდა ბოლო ბოლო, რობი/აუტსაიდერი, სოფთ ეჯექთი, ჩარკვიანი, ქათამაძე… (ნიკაკოიც დავამატოთ ) აქედან ყველას თავისი გემოვნება აქვს, ზოგს ყველა მოსწონს, ზოგს არცერთი, ზოგს ერთი… მაგრამ მოდი, ნუ დავაკნინებთ რა. კი სხვებიც იყვნენ და არიან კარგები, ყველა ახალგაზრდასაც წარმატებები, მაგრამ მოდი ამ „მაღალი ხარისხის“ მუსიკაზე ხშირად არამრალი ხარისხის მუსიკის მოყვარულები და შემქმნელები მაინც ნუ ილაპარაკებთ კაცო და ან თუ ილაპარაკებთ, ტყუილა და უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებთ სხვების შემოქმედებას. ჰო, ეს ბოლო ნაწილში ვისზეც ვისაუბრე, ეს უკვე მეოთხე კასტაა მამენტ, პირველის, მეორის და მესამეს უარყოფითების ნაერთი.

ნუ გაღიზიანებთ ხალხო ადამიანი, რომელმაც რაღაცაში თქვენზე მეტი იცის, რომელმაც რაღაც მხრივ დროს გაასწრო და ამიტომ მისი არ გესმით, განათლებულია, ან არ არის, მაგრამ იცის და ჰა… თქვენ „გონორი“ გეჩვენებათ ან არ გეჩვენებათ და არის, მაგრამ საფუძვლიანი ტონია „სწორი გონორია“, მერე რა? ნუ გაღიზიანებთ სწორი შენიშვნა, ნუ გძულთ განსხვავებული ტიპი, „არასტანდარტული“. ნუ გიტყდებათ თუ ვინმე რამეში ჭკუას გარიგებთ, იქნებ სწორს გეუბნებათ. მარტო თქვენი აზრი ნუ გგონიათ მართალი, თუ ჩემთან არ არის, ესე იგი ჩემს წინააღმდეგაა – ასე ნუ უდგებით.

მე არ მიყვარს როდესაც მეფედ მოვიხსენიებ ირაკლი ჩარკვიანს (თუმცა თავადაც ირონიით და თვითკრიტიკით აიღო ეს მეტსახელი – „ძირს მეფე“), მაგრამ ისეთებს აქვთ რაღაცაზე პრეტენზია და თან აქ ნამდვილად მეფე იყო, აბა ვინ იყო. ირაკლი ჩარკვიანი ჩემი აზრით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ქარიზმატული და საამაყო ქართველი ადამიანი გახლდათ და ძალიან მიხარია, რომ მისი ხსოვნის და არსებობის პატივსაცემად დაიდგმება ეს ძეგლი. განსაკუთრებით, კი ბატონ გელას ვულოცავ. ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ისტორიას დარჩება.

„წავიდეთ“ ალბათ ყველაზე ნათლად ასახავდა საქართველოს დრევანდელ რეალობას და სიმბოლურია, რომ ირაკლის ბოლო სიმღერა იყო🙂 მას ყველა სახის სიმღერა აქვს – „ტკბილი“, „თბილი“, „გრუზი“, „ჩქარები და ნელები“, „პაპსა“, „არაპაპსა“, „გამყვანი“, „გამომყვანი“, „მენატრება“ „საქართველო“, „ნანასი“, „აქ ხარ“, „ერთად“ „მანგო“, „ბუია“, „ომარას ძაღლიც“, „ამო“, „ჰგავდე სხვას“/„ქაჯებს“… როცა მას ვუსმენ სხვა სამყაროში ვარ, უფრო სწორედ რეალობაში, სევდანარევ-სიამოვნებაში, მადლობა ამისთვის. სიმბოლურია ისიც, რომ არაირკლის მიერ დაწერილი ერთ-ერთო ყველაზე კარგი სიმღერა  თუ ყველაზე კარგი არა „Artificial Love“ მოგვიანებით ირაკლის მიეძღვნა. როგორც უკვე ითქვა – ირაკლი, ეს შენ🙂

პ.პ.ს.
გოგორ, არ ააფეთქო

Written by 1myway1

November 19, 2014 at 7:20 pm

Posted in Uncategorized

კუწუნი და ბიბი კინგი

with 2 comments

ჩვენ ქუჩაზე მოძრაობს ერთი ლეგენდარული „მასტერ ნა ვსე რუკ“ კარლო, მართლა ჩუვაკია, ყველაფერის გაკეთება იცის, ვსმისლე სახლის საქმეში რა, სანტექნიკიცაა, მეხანიკიც, მშენებელიც… ნიჭიერი კაცია და სხვათა შორის საკმაოდ ჭკვიანი… რამდენიმე კვირის წინ შემხვდა და შეზარხოსებულმა მითხრა, რა ევროკავშირი, რა ევროპაო… ექიმები ყურადღებას არ მოგაქცევენ რო კვდებოდე ფული თუ არ გაქვსო, დაზღვევა გატყუებსო, დაზღვევის გარეშე თუ ხარ კიდევ უფრო ძვირი ღირს ყველაფერიო. ყველა ზემოდან გიყურებს, დამცინავადო(მით უმეტეს სხვა ეროვნებისაა წარმოშობით, მაგრამ აქ დაბადებულ-გაზრდილი). ეს კაცი ხვდება ამას და ეს ფოე-ფოე ჯიპიანი გოგო-ბიჭები… კაი მაგ თემაზე არ მინდა ახლა

ერთხელ სახლში რაღაცას აკეთებდა ჩვენთან და ბებიაჩემმა დაიწყო ასე ხომ არ ჯობია, ისე ხომ არ ჯობია… კაი დალი ტვინს ნუ ბურღავმეთქი… და რამდენიმე წამში ეშმაკურად გაიცინა კარლომ – ჰეჰე, მივხვდი, ბევრს ლაპარაკობს და ტვინს „ხვრეტავს“ ))))
ჰო, და თან საჩვენებელი თითიც ისე გააკეთა თითქოს დრელი ყოფილიყოს მისი ხელი, ხელი ალბათ მარჯვენა იქნებოდა, აღრა მახსოვს

კუწუნი (ბავშვობაში შევარქვი რატომღაც) ჩუვაკია! ყველაფერზე ამბობს, რომ უმაღლესად არის გაკეთებული ცოტა მეძვირე კი არის და ზოგჯერ გადამგდები, მაგრამ თუ შეატყვო რომ გაჭედილი ხარ და თან კარგად განწყობილი მისდამი, გულკეთილია შინაგანად და ეგრევე სკიდკებს გიკეთებს. ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე ჭკვიანი და კარგი როჟაა ეს კაცი, ხუთებზე შეიძლება არ უსწვალია, შეძლებუყლი ოჯახიდან არ ყოფილა, გამოსული ოჯახების შვილებთან არ უგრიალია აგარაკებზე, ყოველდღე აუზზე (და არა ბასეინზე) არ არის და განათლებაც ვერ მიიღო, მაგრამ ცხოვრებისეული განათლება აქვს და თავისი ჭკუა, თავისით მომოზგა ბევრი რამ. ძალიან ჭკვიანურ რარაცეებს ამბობს ხოლმე და მორიდებულად ცდილობს რჩევები მოგცეს.

მოკლედ გადავუხვიე ახლა მე

აი ამ ვეშზე გამახსენდა არადა ეს ისტორია და „ტვინს ბურღავს“ რომ გაუხარდა. ძია ბიბი თავისი ოდნავ ამპარტავნობაშეპარული, ცოტა უგემოვნო „პერსტენით“ უბერავს და ტვინს ხვრიტავს რომელია, ბურღავს და მერე როგორ ბურღავს…
ზევეში

პ.ს.
ჰო ბავსვობაში კიდენ კანლოს ვეძახდი, რატომღაც გადავწყვიტე არჩილა მომეტყუებია კანლო ჰქვიათქო. გადაირია კაცი, კანლო თუ კარლოო? თუ რაღაცა-რაღაცა-რაღაცაო უცნაური სახელები ჩამოთვალა, მსგავსი რაც იცოდა. კანლო არ გამიგიაო, ვინ იცის თავის წიგნებში ქექვა დაიწყომერე,იმის დასადგენად თუ სადაური სახელია კანლო… კუწუნი კი ჩემი ფანტაზიის შემოქმედებაა, უმაღლესი მეტსახელია.

პ.პ.ს.
ჰო, კარლო რომ მუშაობს, თან ჩქარობს სულ და ზოგჯერ ახალტურებს თავზე თუ არ დაადექი, ეჩქარება სხვა წერტილში… და თან ახმოვანებს – ეს ესე, ეს ესე… კეთების პროცესში. გიოჯან ყველაფერი იქნება უმაღლესად…

Written by 1myway1

July 19, 2014 at 12:53 pm

Posted in Uncategorized

Parodyქსების ქვე-ყანა

leave a comment »

საქართველოს არის ქვეყანა, რომელიც ფიქრობს როგორც გრუზია და იქცევა, როგორც გურჯისტანი. ჯორჯია არ არსებობს.

საქართველოში უყვართ რეპი, მაგრამ ვერ იტანენ „ზანგებს“. რა, ზანგიორატომ არის შეურაცხყოფა(კი, სიტყვა შეურაცხყოფა ასე იწერებ, უცქირეთ – შ ე უ რ ა ც ხ ყ ო ფ ა)? ვერ გავიგე… შოთა რუსთაველის სიტყვაა… ტი შტო…

საქართველოში გიჟდებიან ქვინზე, ფრედი მერკურიზე, რა ხმა ჰქონდა, მაგრამ… „პ-ე-დარასტი“ იყო😦  მაგრამ…

იტალია მაგარია, იმიტომ რომ მაფია ჰყავთ (მაფიაა მარტო მაგარი იტალიაში აბა რა. კინო? რა კინო, ეგ ხო ცვენც გვაქვს. კიდევ ბუნებით გვგავს იტალია, ჩვენ კი არ ვგავართ, ისინი გვგვანან და ხასიათითაც გვგვანან. კოლიზეუმრი რა არის, ნანმგრევები რაღაც… რა კულტურა და ისტორია ან ევროპას ზოგადად რა უნდა, ჩვენამდე სად მოვა, მე-5 საუკუნეში ქრისტიანები ვიყავით ჩვენ! იმხელა ისტორია გვაქვს, დღევანდელობის დედაც). ფეხბურთი არ უვარგათ იტალიელებს იასნია, ეეე, ნი ტოო, დაცვაა(მტყუანს?)… მაგასი უფრო ბრაზილიელები რაა, ჩვენ ხომ ოდითგანვე ვუტევდით (მტყუანს?) და ყველაზე ნიჭიერები ვართ (მტყუანს?)

საქართველოში ჭკუა ეკეტებათ ზაგარზე. ნუუუუ… მზად არიან სამი პენსიონრის ერთობლივი თვიური შემოსავალი და მრავალშვილიანი ოჯახის თვიურ შემოსავალზე მეტი დახარჯონ სოლარიუმში. ან იყვნენ პლაჟზე წამოწოლილები ვარდისფერი კუპანიკით და დიდი შავი სათვალეებით, რამდენიმე საათი, ამაში დახარჯონ დრო, თან მაშინაც, როცა ზაგარი უკვე აქვთ… მაგრამ იციიი, ეს შავი ტიპები არ ევასებათ, რო შეეხოს არ შეუძლია რა და საერთოდ ეს თურქები და ცინელები რაღაცნაირი ბინძურები არიან, სუნი აქვთ. ისინი რომ ჩავლენ წყალში, იქ როგორ უნდა ჩახვიდე ფუუუ…

ძალიან უყვართ და პატივს სცემენ ნელსონ მანდელას, რამდენი წელი იჯდა ციხეში… მადიბა და რაღაცეებს იძახიან, მაგრამ ვერ იტანენ „ზანგებს“!

ჩვენთვის მაინც ყველაზე „ახლობელი“ ერია ის ნაცია, რომელიც მუდმივად გვართმევს ტერიტორიებს, ხელშ გვშლის განვითარებაში, გვჩაგრავს, მაგრამ… ერთმორწმუნეა!
გრუზინების საყვარელი საქმიანობა ახალ წელს ისევ ტელეპროგრამების მომარაგებაა იმისთვის, რომ ნახონ თუ რა გადის ოერტ-ზე და სხვა რუსულ არხებზე. „კონცერტი“ იქნება აუცილებლად სადმე, სადაც უნიჭიერესი და რუსული ესტრადა ძალიან გემოვნებიან მუსიკას შემოგვთავაზებს )) და სიამოვნებისგან ინაბებიან
რუსულ დიშოვი სერიალებზე და ფილმებზე აღრაფერს ვამბობ. 

საქარველოში დიდი მოწიწებით სვამენ ერთმანეთის სადღიგრძელოს, ოთახიდან გასულს კი აგინებენ. სვამენ ერთობის და ძმობის სადღიგრძელოს, ამ დროს კი ყველა რეგინი, უბანი და ქუჩაც კი დაქსაქსულია ცალცალკე და ერთმანეთის ჭამითაა დაკავებული.

საქართველოში ძალიან უყვართ NBA მოდური და სვეცკი სახეობაა სპორტისა. უცებ ყველა შეყვარებული და პროფესორი გახდა, ნამდვილი მცოდნე, თან ძაან სერიოზული ცოდნა სჭირდება, მთელი 30 გუნდია. ესროლააააა, ჩაააგდოოოო… აააცილაა, როგორ აააცილაა, ნტ ნტ ნტ

გურჯისტანში ყველა კრიმინალი ლექსებს წერდა და ისეთი კარგი ბიჭი იყო, მეზობლებს ისე უყვართ… სამაგიეროდ, ასეთებისგან დაჭრილი ან მოკლული მართლა კარგი ბიჭების თუ გოგოების საქმეები ხშირად არ იხსნება, იმიტომ, რომ ამის ჩამდენელს ბაბუა რეჟისორი ჰყავდა ან ცნობილი ექიმი ან ლექტორი ან მწერალი(აქედან ეს ყველაფერი ხშირად ბრჭყალებშია ხოლმე) ან სულაც მთავრობის წევრია დედიკო ან მამიკო, ბიზნესმენზე რომ აღარფერი ვთქვათ.

პატრული სამარცხვინო კადრებითაა სავსე, მაგრამ ეს ცალკე თეამაა – პატრულში დარეკვა ტეხავს, „ბოზობაა“. სანამ სხვას ეხება, სანამ სხვას აქვს პრობლემა… სამაგიეროდ, თავის შვილიკოს რომ შეეხება… მერე იქნება წივილ-კივილი – ხმა როგორ არავინ ამოიღო, როგორ არავინ დაეხმარა, პატრულში როგორ არავინ დარეკა…

აქ ყველაფერში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს „შენიანი“ ყოველთვის მართალია, რაც არ უნდა დაასავოს ან ჩაიდინოს, „სხვა“ კი ყოველთვის დამნაშავეა, არადა ქართველობაზე ვლაპარაკობთ, ერთობაზე და ძმობაზე… ამ დროს კი არაფრის გულისთვის შეიძლება ყელი გამოგჭრან, უბრალო სიტყვების, გაუგებრობის ან სიბოროტის გამო.

ეს არის რო კითხო თავისუფალი ხალხის ქვეყანა, რომელსაც მოსწონს, რომ საქმეს უგვარებს ვიღაც სხვა „ავტორიტეტი“, არადა რო კითხო თავისუფალი ადამიანია – ყველაზე თავისუფლებეეე

ქართველებს უყვართ, ისწავლეს რაღაცეების უცხოეთიდან გამოწერა და მოსწონთ უცხოური პროდუქტი. თუმცა ამერიკა და ევროპა გარყვნილია!

ასევე ძნელია მოთხოვო იმ ქვეყნის „ბრმადმორწმუნე“ მოქალაქეს რამე, რომელი ქვეყნის მამაოთა გარკვეული ნაწილიც „ძველი ბიჭივით“(თანაც შეუმდგარი) კაჩაობს, შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს, ქადაგებს ბოროტებას, ეწინააღმდეგება განათლებას და წინსვლას. არ სიამოვნებს „გარყვნილი და გადაგვერებული ევროპა“… და ტან არავის არ აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს „სასულიერო პირის“ სიმართლეში და ზრახვებში, თორემ „ბრმადმორწმუნეები“ გაბრაზდებიან და „ბნელი მამაოები“, ასეთ „ბნელებს მოგვიქსევენ“, დაგესავენ ჩვენზე… რასაც „სასულიერო პირი“ ამბობს, ეს აპრიორი ჭეშმარიტებაა რატომღაც…

ომში წასვლა არავის არ უნდა, მშვიდობით და წყნარად საქმის კეთება არავის არ უნდა, სამაგიეროდ ყველას სცალია იმისთვის, რომ 17 მაისს გავიდეს და რამდენიმე ადამიანს მოსაკლავად გამოეკიდოს… ეს ქვეყნის დაცვაცაა და „ბავშვის აღზრდაც“!

ეთანხმები თუ არა უფროსს, მთავარი „ტრაკში სეუძვრე“, რომ მისი კეთილგანწყობა გქონდეს, მთავარია თავი დაუქნიო და გაიცინო ყველაფერზე. ეთანხმები თუ არა ვინმეს, მთავარია გაიღიმო და ითამაშო, რომ „ყველასთან კარგი ხარ“, ძალიან პოზიტიური ხარ, სიკეთეს და სიყვარულს აფრქვევ… ამ დროს კი ასეთები როგორც წესი, ყველაზე ბოროტი, უნამუსო და თაღლითი ადამიანები არიან. საქართველოს ერთსიტყვიან დევიზს რომ ვურჩევდეთ „ფარისევლობა“ ერთპიროვნული გამარჯვებული უნდა გახდეს.

მთავარია დიდი ჯიპი! ბევრი „ოქრო-ები“ და ის თუ რას იფიქრებს შენზე სხვა, მეზობელი, თანამშრომელი თუ ნაცნობი…

სხვადასხვა პოსტებზე, თანამდებობესა თუ სამსახურებში „კუტოკის“ მიერ მიღებული გადწყვეტილებით დანიშნვა-არდანიშვნები, მეგობრულ-ნათესაური კავშირებით სიმპათიები და დანიშვნები… 

არა კაცო, ქართველები ყველაზე შემწყნარებები ვართ სინამდვილეში, ვის გაუგია ჩვენგან ჩაგვრა? ჰომოსექსუალებიც ყოფილან და არიან და ზანგებიც და წვრილთვალებებიც, იყვნენ ბატონო, ოღონდ თავისთვის!
)))))))))))) რას ჰქვია ეს თავისთვის? :დ რატომ უნდა იყვნენ თავისთვის, დამალულები… რატომ წყვეტშენ, ვიღაცა, რომ რაღაცით ვინმეზე მეტი ხარ? მით უმეტეს თუ თავს კრისტიანს ეძახი და თუ არ ეძახი მაინც…ვინ მოგცა ამის უფლება?

ეთნიკური უმცირესობების, სექსუალური უმცირესობების,სუსტების ჩაგვრა… პათოლოგიური ამოჩემება იმის, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა ჩვენგან და გვებრძვის.
რა არის ზოგადად ქართველობა? ეს ყველაფერი? თუ ეს არის, მაშინ ჭირსაც წაუღია და ნეტა მართლა წაურთმევიათ, მაგრამ არავის არ ჭირდება არც ეს და არც სხვანაირი „ქართველობა“ დამშვიდდით🙂 და ვერც ვერავინ წაგვართმევს.

ვიღაცეებისთვის ქათმების ძახილს, მაშინ როდესაც ასეთების უმეტესობა თავად არის ცხოვრებისეულად ქათამი და „პეტუხი“, ჯობია რამე ღირებული გააკეთოთ ცხოვრებაში. აცადოთ ადამიანებს ცხოვრება როგორც უნდათ და სხვის თავისუფლებას არ შეეხოთ. ცხვირი არ ჩაკრათ სხვის საქმეში. ვინ ფერადკანიანია, ვინ წვრილთვალება, ვინ ცისფერი, ვინ ათეისტი და ვინ მორწმუე ეს თქვენი გასარჩევი არ არის. უბრალოდ, თქვენი ცხოვრებით რომ იცხოვროთ და დატკბეთ არ შეგიძლიათ?

ვითომ ზოგად განათლებაში რომ მაგრები ვყოფილცართ ქართველები(რაც სიცრუეა), ხომ არ ჯობია, რომ კონკრეტულ რაღაცეებში ვიყოთ მაგრები? მაგალითად „მეხანიკად“, ოფიციანტად, მასწავლებლად, დამლაგებლად, ოპერატორად, ავტობუსის მძღოლად, ექთნად, მაღაზიის გამყიდველად… მოდი, ნუ გაგვიტყდება ეს ოფიციანტობა და მაღაზიის გამყიდველობა თუ მძღოლობა, მოშხამული და გაბრაზებული სახით ნუ ვიქნებით, ხალისით ვაკეთოთ ის რასაც ავკეთებთ და ნუ გვეგონება რომ ამის გამო ვინმეზე ნაკლები ვართ(არც მეტი).

მოდი იქნებ ადამიანი მისი საქციელებით და ადამიანობით შევაფასოთ და არა იმით, ვინ ჰყავს თუ ჰყავდა, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ძმა, და…

ეგებ გავიაზროთ, რომ  „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ არის მარაზმი. სექსი ქორწინებამდე არ ტეხავს, ოღონდ ფარულად რომ იძლევიან გოგოები ეგრე კი არა, ისე მალული რომ არ არის და არავის რომ არ აქვს ამასთან დაკავშირებული თეორიები ამ გოგოს მსუბუქი ყოფაქცევისთაობაზე… ხოლო გოგობმა ეგებ დაიკიდოთ შობლების, მეზობლების აზრი… 
ბიჭებმა კი გაიაზროთ, რომ კაი ბიჭის და ნაცნობის დაც გოგოა და იმისი დაა, თქვენი არა. საბჭოთა კავშირში სექსი იყო. 10 საათზე გვიან დაბრუნებული გოგო ბოზი  არ არის, მინი ვისაც აცვია ბოზი არ არის, შვილი ვისაც ჰყავს და ღამის კლუბშია შესაბამისად ღამის პირველ საათზე ამ მიზეზით ცუდი დედა და ბოზი არ არის.

მაშინ როცა ქართველი „გლეხების“ ნაწილი ქალაქში ან უცხოეთში მოსაპარად მიდის, ანდაც სოფელში ტრუხა პლანისა და ნაჩალიჩარი ღვინის სმით კვდება. უკვირთ და წყინთ, რატომ იღებენ მიწებს აზერბაიჯანელები, ჩინელები და სხვები… რომლებიც მუშაობენ, შრომობენ, შენს მიზაწე, რომელსაც თან ვერ წაიღებენ… ააა, მაგათ ხომ ჩვენი გადაგვარება უნდათ, მალე შეგვჭამენ სულ, თუ ასე გაგრძელდა – მოკლედ, საქართველო არის მსოფლიოს ცენტრი! სომხებს, თურქებს, ჩინელებს, ამერიკელებს… ყველას საქართველოს ინტერესი აქვს! და ცხადია გარყვნილ ევროპასაც! ერთადერთი რუსეთია კეთილი და ერთმორწმუნე, საერტოდ რას გადავეკიდეთ ამ სტალინს, რომ არა რუსები, ახლა ჩვენი ნასახი აღარ იქნებოდა…

იქნებ როცა ჯიპებიდან და კარგი პრიალა დისკებიანი და ფარებიანი მანქანებიდან გადმოხვალთ და სიგარეტს ძერსკად გახსნით, ეგებ ძირს არ დაყაროთ ნაგავი, როდესაც ნაგვის ყუთი იქვეა. ისე არც მანქანის ჩამოწევა და იქიდან რაღაცეების გადმოყრაა მაგარი საქციელი. წითელზე გაჩერებაც რომ გრეხი არაა, ამასაც შეგახსენებთ და როგორცკი მწვანე აინთება უკნიდან სიგნალი ყლეობაა.

როცა გულანთებულ სტუდენტებს პატიმრების ჩაგვრა და ძალადობა არ მოსწონთ, სხვა მტავრობაც რომ იგივეს გააკეთებს, იმაზეც უნდა თქვან რომ ცუდია და მაშინაც უნდა მოაწყონ აქციები. როცა ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერები მეორის ყველა არგუმენტსა თუ დოკუმენტს სისულელეს და ფაბრიკაციას უწოდებს, ხოლო თავისას ყველაფერს აპრავებს და პირიქით, როცა პირველი პოლიტიკური პარტია მომხრეებითურთ ასევე იქცევა მეორის მიმართ – სირცხვილია. ნუ ხართ უკიდურესად ფანატიკები ხალხო. 

ილია მეორე ისეთივე ადამიანია როგორც ჩვენს. შეიძლება ეკლესიაში არ დადიოდე და უფრო ძვირიან სანთელს არ ყიდულობდე, მაგრამ სხვაზე მეტად მორწმუნე იყო. შეიძლება მამაოების ნატქვამი ყველაფერი არ გჯეროდეს და ჯიპიანი მამაოები არ მოგწონდეს, მაგრამ ბევრზე მორწმუნე იყო, და „ეკლესიურად ცხოვრობდე“, ათ მცნებას იცავდე – რომელიც აგრესიას, სხვების ჩაგვრას(როგორებიც არ უნდ აიყვნენ), ჩხუბს, ლანძღვას, ფარისევლობას, აფერისტობას და სიბოროტეს არ ქადაგებს. 

ცოტა ხნის წინ ერთი საინტერესო  და ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სპეციალურად გაკეთებულ საქანელას, ხამებივით მიაწყდნენ გურჯი სამზამთროსთავიანი ბავშვები, 10 და 11 ჯდებოდა ერთად… აბა უჯმაჯურიძეების ელენიკო ომ დაჯდება, ცვენი პატარა არ უნდა იყოს იგ ბუგზარ? ქენი რამეეე… ტოჟე მნე პრინცესა. ნუგომაც ქნა. 
აბა თემუკა მიდი მამა, არ დაიჩაგრო, შენც იკატავე, გელუკამ არ გაჯობოს…
აი ასეთი მეშჩანი, მდაბიო და ხიხო ხალხი, მარტო თავისზე რომ ფიქრობენ და ცხოვლური ინსტინქტით რომ ამაყობენ, ჩემსას თუ რამე მოაკლდა, ყელს გამოვჭრი სხვასო… მივარდნენ და „ასეთი ბავშვებისთვის“ სხვაგან დადგით საქანელაო… იმიტომ რომ 10 და 11 რო კატაობდა და არ უტოვებდნენ მათ ამ საქნაელას ვისთვისაც განკუთვნილი იყო, გაფუჭდა და კინაღამ ეს უკვე გასტერვებუილი პატარა პრინცესები და „პასპორტი მაჩვენე მამა“ ბიჭუკელები კინაღამ რო დაზიანდნე, მშობლებმა (რომლებიც ძალიან ბევრში არიან დამნაშავენი… შეიძლება კარგი ადამიანი იყო, მაგრამ შვილი ვერ გაზარდო ისე, გაერმოცვამ დაღუპოს ან რამე და ვიღაც ქლიავს თუ კარგად გაზრდილი შვილი გამოუვა ამიტომ ის ქლიავი შენზე კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ იმას მაინც ნუ გააკეთებ, რომ საშინელებები ჩააწვეთო შვილს, ზომბად აქციო, შენი თეორიები თუ შეხედულებები მოახვიო თავზე და რობოტად გამოზარდო, ხელს მაინც ნუ შეუწყობ ბავშვის გაფუჭებას, დაუტოვე საკუთარი მე) ერთი ამბავი ატეხეს – აბა ეს საქანელა აქედან მოაშორეთო და „ეგეთი ბავშები“ საერთოდ ცალკე უნდა გყავდეთო. რა ჰქვია ამას? თუ არა მარაზმი.
და მერე, ვიღაც ფსევდო „კაი ტიპები“ იტყვიან დაბოღმილები ხართო, რამ გაგამწარათო და ასეთ სლეობებს… რატომ გძულთ ხალხიო, ქართველობაზე რა უფლებით ლაპარაკობთი, ქვეყანა არ გიყვართო… თუ სულ იმაზე ილაპარაკე წასვლა როგორ გინდა და რა ცუდია აქაურობა არაფერი არ გამოსწორდებაო – მოდი იდი ნა ხუით რა ეგეთებმა🙂
ქვეყანაც გვიყვარს, ზოგი თქვენზე მეტად მორწმუნეც არის, თქვენზე ნაკლებადაც სცოდავს, ზოგი არ არის მორწმუნე, მაგრამ მაინც ტქვენზე „ეკლესიურად ცხოვრობს“. თქვენზე ნაკლებად ქვეყანა არავის არ უყვარს, რომ გიყვარს იმიტომ შეგაწუხებს ასე ეს დეტალები და შემთხვევები და საერთოდ ტქვენნაირების ბრალია ის რაც ხდება –  გათამამებული ბავშვების, დედიკოს და მამიკოს გოგო-ბიჭების, ფოე-ფოე კლანურად მოაზროვნე ტიპების რომლებსაც უსამართლობა თავად რომ ეხებათ აღშფოთდებიან ხოლმე და სხვას რომ ეხება ჰკიდიათ, ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტის გამზიარებლების, მშიშრების, ლაჩრების, ფარისევლების…

ეს არის ერი, რომელსაც სჯერა, რომ ერთი რიგითი ქართველი, ყოველთვის უფრო ჭკვიანი, უფრო ცბიერი(რაც რატომღაც დადებითად ითვლება ჩვენში, სამაგიეროდ მარიაჟობა, ირონია და ცინიზმი აუცილებლად უარყოფითია. სამაგიეროდ „ტრიპაჩი“ მოსულა) და ბრძენი 10, ნუ კაი 5 უცხოელზე მაინც. რაც მთავარია ერეოდა ერთი ქართველი ამ 5 და 10 უცხოელს! მთავარიც ხომ ესაა, ბანჯგვლები, კუნთები და ფიზიკური ძალა… აბა ჭკუის დედაც არ ვატირე, ისედაც ყველაზე ჭკვიანები ვართ. ან იარაღი უნდა გედოს ჯიბეში და მაგარი მამაცი ხარ ან დანა და ბირჟაზე ერთი და იგივე ადგილას დაფურთხებაში ჩემპიონი იყო. სამაგიეროდ, მარტო რომ ხარ ჩაისვარო ან ბოლი მტერი თბილისზე მოდისო რომ იტყვიან გაიქცე და დაიმალო, აბა ტავს ხომ არ შეაკლავ, ვიღაც პოლიტიკოსების გულისთვის🙂
თან სჯერათ, რომ 1 ქართველი 10 უცხოელს ერეოდათ, მაგრამ იმის არაფრით არ სჯერათ, რომ 11/11-ზე თამაშისას კოლუმბიამ შეიძლება ბრაზილიას მოუგოს – ეგ როგორ ტო, ბრაზილიას ფუტბოლი როგო უნდა მოუგოს ვინმეს, შანსი არაა… თუ მოუგო და ესე იგი ჩაწყობილია, ისე წარმოუდგენელია. თუმცა ამავდროულად, 1 ქართველს შეუძლია 10 უცხოელს აჯობოს. ჩვენ რჩეულები ვართ! წილხვედრი ქვეყანა! ყველაფერს ზემოთ აკეთებენ ჩვენს მაგივრად, რად გვინდა შრომა და მუშაობა.
საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რატომღაც აქვს ამბიცია, რომ არის სხვაზე უკეთესი – ჩინელზე, აზერბაიჯანელზე, სომეხზე, თურქზე, პაკისტანელზე, აფრომაერიკელზე… არადა, აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ეს ოდნავ მაინც შეესაბამებოდეს სიმართლეს. ჯერ ერთი უარეს-უკეესობაზე საუბარი ქრისტიანი ადამიანისგან(რომელსაც ღმერთი ეუბნება რომ ყველა თანასწორია, ხოლო ქართველების უმეტესობა „მართმადიდებლობაზე“ თავს დებს) უხერხულია და არაქრისტიანისგანაც, მორწმუნისგანაც და არამორწმუნისგანაც. ზოგადად ხემოდან ყურებაც ძალიან ცუდია უიშვიათესიგანმონაკლისების გარდა ან ხუმრობით თუ არ ხდება ეს იმის გარდა, მაგრამ თუნდაც მინიმალური საფუძველი ხომ უნდა იყოს ამის? ხოლო როცა ის, ვისაც მინიმალური საფუძველი აქვს, რამე შენიშვნას გაძლევს, მეგობრულს, პროფესიულს ცხოვრებისეულს… ცუდია, ბოღმოაა, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,  უტაქტოა, კომპლექსიანია, არ ესმის… და ასე შემდეგ. არადა, შინაგანად სწორედ რომ თავად არიან ასეთები. ეს არის ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება სხვის კომპლექსებზე ლაპარაკობს, თითქოს კომპლექსი ან ცოდვა იყოს, ან დანაშაული, ან სამარცხვინო, ან პრობლემა ან რამე მაინც ესმოდეთ ამ საქმის და ამ დროს თავად არიან ყველაზე კომპლექსიანები.

გარდა იმ საქანელის ამბისა, ასე დღეს გავბრაზდი, როცა ორი სულ პატარა და თითქოს ისეთი არაფერი რამ ვნახე. ავტობუსში ჯერ ორი კაიფში მყოფი ძაან ვზროსლი ძმაკუშა ამოვიდა და – ჰეჰეე, რა კოლუმბია ბიჭო, ბრაზილია დედას მოუტყნავსსს, შეიძლება შოუ დადგან, მაგრამ დედას მოუტყნავს, კოლუმბიის მოსაგები სადააა… თუ მოიგებს კოლუმბია, მერე იტყვიან ჩაწყობილიაო. 11/11-ზე არ შეიზლება რომ ცოტა „სუსტმა“(ესეც საკამათოა) ცოტა ძლიერს მოუგოს, სტერეოტპილუად ბრაზილია ძლიერია და მორჩა… სამაგიეროდ ამ ხალხს სჯერა რომ ერთი ქართველი აუცილებლად უფრო მაგარია, ვიდრე 10 უცხოელი.
მეორე შემთხვევა კი ის გახლდათ, რომ გაჩერებაზე შევნიშნე აზიელი გოგო იდგა, წითლად შეღებილი თმებით, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა. მასთან გადახოტრილი და თხლადწვერმოშვებული(ხლა მოდაშია, „ბაბულიკობები“ და ასეთი სლეობები) ბიჭი იყო მისულიდა ტვინს უხნავდა, უცებ ხელში წვდა, როგროც ჩანს მაგრად, ამ გოგოს გაუჭირდა გაშვება… წამებში მოხდა ეს ყველაფერი, რო გავიაზრე რა ხდებოდა, ავტობუსი უკვე დაძრული იყო, თუმცა იმის დანახვა მოვასწარი, რომ იქვე კიდევ ორი აზიელი იდგა, გოგო და ბიჭი, იცინოდნენ. ესე იგი, იმედია სერიოზული ზიანის მიყენების საშუალებას ა მისცემდნენ იმ ვიღაცას, ,აგრამ საერტოდ რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ?
და თქვენ რა გგონიათ, პატრული რამეს იზამს? რომ მივა ისიც „უცხოელს“ მიაყედნებს შეურაცხყოფას, თუ ეს უცხოელი ფერადკანიანია ან „წვრილთვალება“. როგორც ერთი ტაქსისტი მომიყვა რამდენიმე თვის წინ სიამაყით, როგორ ცემა(თან ცემა, ეს მოერია, კი არ იჩხუბეს) გაუგებრობაში მოყოლილი „ზანგი“ და პოლიციამ როგორ უთხრა, ახლა სხვა დრო რომ იყოს დაგიჭერდით, მაგრამ მოდი მანქანაში ჩაჯექი ცოტა ხანი იმან რო დაინახოს და მერე გაგიშვებთ, ჯიგარი ხარ „ზანგი“ რომ ცემე და ქართველს გამოესარჩლეო. იგივე პოლიცია „ძალიან გაბლატევებულია“ და თავისივე უდანაშაულო მოქალაქეებს ელაპარაკება გონორით, „ისეთ უცხოელებს“ ხომ საერთოდ. ამას წინად ერთი სექსუალური უნცირესობის წარმომადგენლისთვის უკითხავთ, ბატონოთი მოგმართოთ თუ ქალბატონოთიო… ასეთმა ადამიანმა ვინ და რა უნდა დაიცვას? რომელ სამართალზეა ლპაპარაკი?

ამ ბიჭს და ასეთებს კი რა უნდათ? „ეგზოტიკური მუტელი“, აზიელის იტნერესი აქვთ და სექსუალური ლტოლვა აქვთ, მაგრამ თან „სძულთ“! ისევე როგორც ყველა კაცს უყვარს და მოსწონს მინეტი, მაგრამ აბა ცოლს ხომ არ გააკეთებინებს? ბოზი ხომ არ ჰყავს ცოლი? ეგ საროსკიპოში ძმაო, მთვრალზე, ვირაც ქალთან. ცოლი ბავსვებს დააძინებს და სამზარეულოში საჭმელს გააკეთებს. ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს- „კუხნა“!
ქართველი უცხოელს, განსაკუთრებით ფერადკანინსა და აზიელს, აპრიორი ზემოდან უყურებს, თითქოს რაღაცით მეტია მასზე – კაცი უნდა ცემოს, ქალი უნდა მოტყნას! 

ეჰ, კიდევ გაუთავებლად შეიძლება გურჯებზე საუბარი. შეხსენება შეგვიძლია, რომ ჯიპის, მერსედესისა და „ბე-ემ-ვეს“ გარდა, სხვა ტიპის და სხვა მარკის ავტომობილებიც არსებობს. სტიქიური უბედურებები იაპონელებისთვის ღმერთს არ გაუგზავნია, სწორედ, მაგ „უსკაგლაზების“ გაკეთებულ რაღაცეებს უყურებთ, მათზე ბეჭდავთ და დებთ თქვენს სელფებს… და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

თუ გვინდა, რომ მართლა გამორჩეულებივიყოთ, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვუმუშავოთ, მატრაკვეცობის, ამპარტავნობის და ჩამყაყებული მენტალიტეტის გარეშე. ყველას ისე ცხოვრების საშუალება უნდა მივცეთ, როგორც უნდა და ჩვენც ისე ვიცხოვროთ როგორც გვინდა. საკუთარი და საკუთარი ოჯახის ინტერესებისა სხვა რამეებიც უნდა დავინახოთ და გავითვალისწინოთ. უნდა შევიცვალოთ, ოღონდ უკეთესობისკენ და მართლა ქართველები გავხდეთ, კარგი ქართველები. არა გურჯები და არა გრუზინები.

უნდა გავიაზროთ, რომ არაცერთი მთავრობის ბრალი არ არის ბოლომდე რაც ხდება. ეს ხალხის ბრალია, პრობლემა ხალხშია, ჩვენშია… 

და ამ პოსტს ქართულადვე ბანალური დასასრული ექნება – ჩვენისთანა бедныйერი…

Written by 1myway1

July 4, 2014 at 4:46 pm

Posted in Uncategorized

დიკაპრიო–>ოსკარი–>მაკკონაჰი

with one comment

ბევრ ადამიანს წყდება გული იმაზე, რომ ლეონარდო დი კაპრიოს არ აქვს ოსკარი. ამ ადამიანთა სიაში ვარ მეც, მაგრამ ისიც მესმის, რომ ყოფილან უფრო დიდი მსახიობები, ვისთვისაც არ მიუციათ ოსკარი და არიან ისეთებიც, ვისაც ნაკლებად ეკუთვნის, მაგრამ აქვს. ამიტომ, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. მე უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა მეთქვა ის, რამაც წლების წინ იდეის დონეზე გამოიელვა თავში და შესაძლოა ამ მოსაზრებაში არის გარკვეულკი სიმართლის მარცვალი, თუნდაც პატარა. ამ პოსტის საბოლოოდ ახლა დაწერა კი, ოსკარის მომავალმა ცერემონიამ გადამაწყვეტინა, თუ რატომ ნელნელა მიხვდებით. რეალურად, ორი სხვადასხვა ისტორია უნდა მოგიყვეთ, ორ ადამიანზე, რომელთა გზებიც ირიბად გადაიკვეთა თავის დროზე, და ახლა ისევ იკვეთება. დავიწყოთ ლეოთი.

მოკლედ, ალბათ ყველამ იცით შესანიშნავი ფილმი The Raging Bull, რომელიც ჯაკობე(ეს აუცილებლად უნდა დამეწერა, ფესვების თავიდანვე ხაზგასასმელად) „ჯეკი“ ლამოტას ცხოვრებას ეხება. მასში ასევე წარმოშობით იტალიელები რობერტ დე ნირო და ჯო პეში თამაშობენ. ხოლო ფილმის რეჟისორი, ჰოი საოცრებავ და მარტინ სკორსეზეა, როგორი დამთხვევაა. ჰოდა, ამ ფილმში არის ერთი სახასიათი სცენა – ლამოტასთან მიდის მოგანგსტერო ელემენტი (უფრო სწორად ლამოტა მიდის მასთან, დაბარებულია), რომელიც მიმდებარე ტერიტორიას „კურირებს“, ჰოდა ეს ბოროტი და ბრაზიანი კაცი, ლამოტას ეუბნება, რომ ადგეს და შევიდეს მისი „ფრთის ქვეშ“, მის „გუნდში“, გააკეთოს ისე, როგორც მას უნდა და ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის ვერასოდეს გახდება ჩემპიონი, სულ რომ უძლეველი მოკრივე იყო და დაასისხლიანო მეტოქე, მსაჯი მას გამოაცხადებს გამარჯვებულადო, თუ იმას არ იზამ რასაც მე გეუბნები ვერასოდეს გახდები ჩემპიონი, ხოლო თუ დამიჯერებ, დიდ ჩემპიონად გაქცევო… ლამოტას კი ამ ბრაზიან დას ბოროტ კაცთან საქმის დაჭერა არ უნდა, სუფთად სურს კარიერის გაკეთება და ჩემპიონობა, მაგრამ სუფთად ხდება რამე ამ ქვეყანაზე? ძალიან ცოტა რამ. თუ ეგეთ დონეზე წარმატება გინდა, ვინმე უნდა „გკრიშავდეს“(მით უმეტეს მაშინ), ზოგს უღირს ამ ხერხით წარმატების მიღწევა, ზოგს კი წვალება და რთული გზით, მაგრამ ბოლომდე თავისით და სუფთად სიარული ურჩევნია. ხოლო ასეთი მოგანგსტერო ელემენტები კი, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენ, მაინც არსებობენ და ბევრ რამესაც წყვეტენ. ჯერჯერობით სამწუხაროდ, ადამიანები არ არიან მზად იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალები საერთოდ არ იყვნენ, ვიღაც მაინც არის, ხოლო იმ ვიღაცეებს შორის „მაფია“ ისევ ყველაზე პროგრესული და უარესზე უკეთესია, თორემ ისე ცუდია ცხადია. ჯობია ბომჟურ რუსულ ქურდულ მენტალიტეტსაც, ძველებურ-ახლებურ ძველბიჭობასაც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან, ფულთან და… ერთი სიტყვით, ხვდებით როგორც არის. ჰოდა, ამ სცენამ წლების წინ გამიჩინა ასოციაცია იმაზე, რომ თავის დროზე ალბათ დი კაპრიომაც, სადღაც იქ, ზემოთ, ვინმე ასეთ ბრაზიან და ბოროტ კაცს აწყენინა და ამიტომ, სასწაული თუ არ მოხდა, ის ოსკარს ვერ მიიღებს. მაქსიმუმ ერთი-ორი ათწლეულის მერე როდესაც ბებერი ბუზღუნა მარტოხელა კაცის როლს შეასრულებს ან  „მიუგდებენ“ დამსახურებისთვის. რა უქნეს ენიო მორიკონეს არ გახსოვთ? რამდენი ხანი აწვალეს იგივე სკორსეზე არ გახსოვთ? რაშიც ეკუთვნოდა არ მისცეს და მერე აღირსეს. მოკლედ, იქ დიდი პოლიტიკა და დიდი სიბინძურეა… ჩვენ კი აქ განცდებში ვართ და ზოგჯერ ცოტა სუბიექტურებიც ვხდებით😉 იმიტომ რომ გულით გვინდა, რომ დი კაპრიომ ოსკარი აიღოს, მაგრამ აი ახლა ამ წუთას ეკუთვნის?

ჩემი აზრით, ლეომ უკვე გაიმარჯვა. თუნდაც იმიტომ გაიმარჯვა რომ ბეცებსაც დაუმტკიცა, რომ არ არის „ნაზიკო“(ან რო იყოს, მერე რა?), არ არის უბრალოდ ლამაზი ბიჭი და მხოლოდ სასიყვარულო ფილმებში თამაში კი არა, თითქმის ყველაფერი შეუძლია. დი კაპრიომ დადო არაერთი კარგი როლი, თან მრავალმხრივი და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მოიგო და მოიპოვა მთავარი ოსკარი – ხალხის სიყვარული და აღიარება. კი, დაჩაგრეს როდესაც ინსეფშენი იქით იყოს და შათერ აილენდისთვის ნომინაცია არ აღირსეს, დაჩაგრეს იქამდეც, მერეც… თუმცა მეორეს მხრივ, ახლა უცებ რომ აიღოს ოსკარი არ გაგიკვირდებათ? რაღაც პონტში „გული არ დაგწყდებათ“? ვიცი რომ ბევრს არა, ვაბშე არა, მაგრამ ზოგი ხომ მიხვდით რასაც ვგულისხმობ. ესეც ხომ თავისებური მუღამია? მუდმივად საუბარი და წუწუნი იმაზე რომ ლეოს ოსკარს არ აძლევენ და ისიც იხლიჩება შუაზე, რომ როგორმე ეს პატარა მოოქრივილი კაცუნა  დაისაკუთროს. უცებ, რომ აიღოს, ხომ ვეღარ ვილაპარაკებთ მერე ამ უსამართლობაზე და „ვაიმე ლეოოო“ და ასე შემდეგ ხომ მორჩება? )))

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე და დავიწყოთ ისტორიის მოყოლა. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ყბადაღებულ „ტიტანიკში“ მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი „ვინმე“ მეტიუ მაკკონაჰი. თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, რომ ჯეკ დოუსონის როლი სწორედ მაკკონაჰს უნდა ეთამაშა, როდესაც ლეონარდო დი კაპრიომ თანხმობა განაცხადა ფილმში თამაშზე და საბოლოოდ, ამ როლზე ლეო დაამტკიცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ- ერთი კრიტერიუმი იყო ზუსტად ის, რასაც „აბრალებდნენ“ ლეოს, რომ ქალურია, უბრალოდ საყვარელი ბიჭია და მეტი არაფერი და მსგავს სისულელეებს და უნდა ვაღიარო, რომ „ტიტანიკისადმი“ გარკვეული პროტესტი მეც მქონდა ჯეელობისას. დიახ, ამ როლისთვის ასეთი „საყვარელი“ და „სიმპატიაგა“ ბიჭი სჭირდებოდათ, ხოლო არანაკლებ სიმპატიურ მაკკონაჰს, მაინც აქვს რაღაც „უხეში“ და უფრო მამაკაცური სახეში, რაც ბოლომდე არ ჩაჯდა „ობრაზში“ და დი კაპრიომ გადაწონა. ის რომ ლეოს უკვე არაერთი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ არაერთი… კარგი როლი ჰქონდა შესრულებული და საკმაოდ ცნობილი იყო, თითქოს დასამტკიცებელიც მეტ-ნაკლებად დაემტკიცებინა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ტიტანიკი“ მას არ დაეხმარა სამომავლო წარმატებებსა და სახელის მოხვეჭაში. დაეხმარა და მერე როგორ🙂 ამ ფილმა არანორმალურ წარმატებას მიაღწია, ყველა ტიპის ადამიანი მიიზიდა და… მოკლედ, მგონი ახსნა არ სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარებოდა ეს როლი მაშინ შედარებით ნაკლებად ცნობილ მაკკონაჰს? რამდენად შეცვლიდა ეს მის ცხოვრებას და კარიერას და მას რომ ეთამაშა ჯეკ დოუსონი, ნეტავ ახლა სად იქნებოდა მაკკონაჰი და სად დი კაპრიო. ძალიან მაინტერესებს, მჯერა, რომ ლეო ასეთივე წარმატებული იქნებოდა, ხოლო მაკკონაჰი კიდევ უფრო აღიარებული, ვიდრე ახლა არის. თუმცა შეიძლება ორივესთვის ისე ჯობდა, როგორც მოხდა… რა და როგორ იქნებოდა ამას ჩვენ ვერ გავიგებთ და რაც არის იმაზე ვისაუბროთ. ფაქტია, მას მერე მეტიუს საქმეები არც ისე კარგად წავიდა და რაიმე განსაკუთრებული როლი მას არ ჰქონია იმ ფილმამდე, რომელსაც Dallas Buyers Club ჰქვია.

მეტიუ მაკკონაჰი ძალიან საინტერესო ვინმეა, რასაც ჰქვია ჩუვაკი🙂 ის ტექსასელია ამიტომ, იქაური „ზამაშკები“ ცოტა გამოყოლილიც აქვს, კაი ტიპი მარტო იმიტომაა, რომ რაც უნდოდა ის გააკეთა და არ გაჰყვა სხვების მითითებებს, მამის ბიზნესს, როგორც მისი ძმები, არ უნდოდა ნავთობის ბიზნესით დაკავება. არ აინტერესებდა გამზადებული ფული, პოსტი, ჰალსტუხი… არც თავიდან ჩაფიქრებული კრიმინალური განხრით იურისტობა(ეს მხოლოდ მოგვიანებით, ფილმებში განახორციელა, ორი როლის შესრულებით)… და მსახიობობას მიჰყო ხელი. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ასეთი საინტერესო ადამიანებს ნარევი სისხლი აქვთ – მის ძარღვებში ჩქეფს ირლანდიური(უპირველეს ყოვლისა), გერმანული, შვედური, ცოტა შოტლანდიური და ცოტაც ინგლისური სისხლი. ამას დავუმატოთ გაზგასამართი სადგურის მეპატრონე და ნავთობის ბიზნესით დაკავებული მამა, რომელიც თავის დროზე ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, თან მაღალ დონეზე და სკოლის მასწავლებელი დედა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე გაშორდნენ და დაქორწინდნენ, სანამ მეტიუს მამა 1992 წელს არ გარდაიცვლებოდა. მოკლედ, მხიარული ოჯახი და ძალიან „აპასნი სმესი“, თავისი გერმანელი დიდი ბებიითა და ცნობილი გენერლის დანდრიჯ მაკრის ნათესაობით.

სიმბოლურია ისიც, რომ მისი როგორც მსახიობის პირველი როლი იყო ლუდის რეკლამაში. წარმატება მოუტანა 1993 წლის ფილმმა Dazed and Confused, სადაც იგი მიმზიდველ და გოგონების გულთამპყრობელ ბიჭს თამაშობს. სხვათა შორის, სასწავლებელში ერთხელ დაასახელეს კიდეც წლის ყველაზე სიმპათიურ ბიჭად. შემდეგ იყო რამდენიმე როლი, არშემდგარი „ტიტანიკი“, ზემეკისის „კონტაქტი“ და ცოტა კალაპოტიდან ამოვარდნა… 1999 წელს იგი პირველად ჩავარდა მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ ცხადია, სერიოზული არაფერი. იმავე წელს, მეზობლებმა მუსიკის ზედმეტად ხმამაღლა ჩართვის გამო პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გამაყრუებელ ხმაურში შიშველი მეტიუ დახვდათ, რომელიც გამეტებით ურახუნებდა დასარტყამ ინსტრუმენტებზეუყვარს ეს საქმე), იქვე იყო უცნობი მამაკაცი და არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები. მეტიუ დააკავეს, იგი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, ეს ტექსასში, მის სახლში მოხდა. თუმცა საბოლოოდ, აქაც სერიოზული არაფერი.

როგორც ამბობენ, ცოტა ხანი იყო პენელოპა კრუსთან ერთად, შემდეგ კი გაიცნო ბრაზილიელი კამილა ალვეში და მასთან სერიოზული ურთიერთობა გააბა. მართალია ისინი მხოლოდ 2012 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ რა აუცილებელია ერთად ცხოვრებისთვის რაიმე საბუთი და სხვების დასანახად ცერემონია? წლების მანძილზე ისედაც ერთად ცხოვრობდნენ და ორი შვილიც ეყოლათ, ხოლო შეუღლების მერე, მესამეც. პირველი შვილის დაბადებისას მეტიუ პალატაში იყო, და 8 საათის მანძილზე უკრავდა ბრაზილიურ მუსიკას, რადგან კამილასთვის მშობიარობა გაეადვილეინა. ისე ბრაზილიის ხსენებაზე უნდა ვთქვათ, რომ მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ბოლო 15 წლის მანძილზე არაერთი ქვეყანა მოიარა, არამარტო „სამსახურეობრივად“ და ფილმების გამო, არამედ თავისი ინიციატივითა და საკუთარი სიამოვნებისთვისაც. მისივე თქმით, ყველაზე მეტად სამხრეთ ამერიკა და აფრიკა იზიდავს.

ევასება ქანთრი და ბრიტანული როკ-პოსტ პანკ ბენდი The Cult. განსაკუთრებით ახლოს მეგობრობს ლენს არმსტრონგთან, ჯეიკ ჯილენჰოლთან და ჯეიმი ჯონსონთან. რა ვიცი, კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება ამ ნარევი სისიხლის, მაგრამ მკვეთრად ირლანდიური არომატის მქონე გიჟმაჟზე… თუნდაც იმის რომ თავის სხვადასხვა საძინებლებში რიგრიგობით ძინავს, აქვს „სატრიალო/ტრიალა კრაებების“ შიში, იყენებს საღეჭ ნიკოტინს და ჰყავს ძაღლი „მისის ჰადი“, ფილმ „ჰადის“ პატივსაცემად, რომელშიდაც მთავარ როლში პოლ ნიუმენია, ხოლო ნიუმენი მისი საყვარელი მსახიობია. დასაფასებელია პირადად ჩემთვის ის, რომ მაკკონაჰი ძალიან აფასებ კრისტიან ბეილის, ხოლო მე მიყვარს ბეილი )) მეტიუს თქმით, იშვიათად შეხვედრია ისეთ ნიჭიერ და ბოლომდე საქმეში ჩაფლულ და ამა თუ იმ როლში შეჭრილ მსახიობს, როგორიც ბეილია. ჰო, კიდევ რა? ერთხელ მალიბუში შოპინგზე გასულს, სეირნობისას ის სახლი მოეწონა, რომელიც არ იყიდებოდა, მაგრამ მან მეპატრონეს ისეთი წინადადება გაუკეთა, რომელზეც ის უარს ვერ იტყოდა – 10 მილიონი. ახალ ის სახლი მეტიუსია. კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის, ამბის, ექსცენტრიული ინციდენტის მოყვანა და მოყოლა შეიძლება მაკკონაჰზე, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება, ისედაც გაგრძელებული ისტორია და მოდით, იმაზე გადავიდეთ, რის გამოც დავიწყე ეს ყველაფერი.

რამდენიმე წლის წინ მეტიუმ თავის კარიერაზე საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „მე გამხდარი ცხენი ვარ, გრძელი რბოლისთვის განკუთვნილი. თავს 15-რაუნდიან ბრძოლის მე-3 რაუნდში ვგრძონ“… მგონი მოვიდა მე-15 და გადამწყვეტი რაუნდის ჟამი🙂 როდესაც ვნახე Dallas Buyers Club გავიფიქრე, როგორც იქნა ამ ბიჭის დროც მოვიდათქო და მივხვდი, ამაზე უკეთეს შესრულებას „წელს“ ვერ ვნახავდი, ვერც ვნახე. ოსკარზე მისი „ძცელი მეგობარი“ ლეონარდო დი კაპრიოა წარდგენილი, რომლის გამარჯვებასაც ასე (ვ)ელით. მეტისუთვის პატივსაცემი კრისტიან ბეილი. პატივცემული ბრიუს დერნი და ჩემთვის სრულიად გაუგებრად „დახვეწილი ჯანგო“. არა, გაუგებრად არა, სინამდვილეში მშვენივრადაც მესმის რატომაც და ისიც ვიცით, რომ ოსკარს 12 Years a Slave აიღებს, მაგრამ დამღალა ამ „პოლიტიკურ-კლანურ-თემატურმა“ და არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა და ეგებ სხვა ნომინაციებს მაინც შეეშვან. ამაზე ბევრად ცუდ ფილმებს აუღიათ, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ამით ეს ფილმი იმაზე კარგი არ ხდება, ვიდრე არის. ფილმი კარგია და საოსკარედ გადაღებული, მაგრამ არა საოსკარე🙂 თუმცა ეს თემა შემდეგი პოსტისთვის შეოვინახოთ და მაკკონაჰს დავუბრუნდეთ.

ჩემი აზრით, მეტიუს ეს როლი ასე კარგად იმიტომ გამოუვიდა, რომ გარკვეულ წილად ჯდება მის ხასიათში, ცხოვრებისეულ გზაში, მიდგომებში… არის ცოტა ანარქისტი, ცოტა ბოჰემური, ცოტა ტეხასელი(ამ შემთხვევაში ასე უხდება), პრინციპული, ჯიუტი, თავდაჯერებული და ამავდროულად გაწვალებული. რაღაც მომენტებში უსამართლოდ იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი. სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი. ამიტომაც, მთელი ამ წლების ნაგროვები აიღო და დადო🙂

კიდევ ერთხელ ვთქვათ სიტყვა „სიმბოლურია“, რომ მაინცდამაინც წელს, როდესაც ამდენი ხნის მერე, ლეონარდო დი კაპრიოსა და მეტიუ მაკკონაჰის გზები ისევ ირიბად თუ პირდაპირ გადაიკვეთა, ისინი თუნდაც ეპიზოდურად, მაგრამ მაინც ერთ ფილმში მოხვდნენ. დი კაპრიო კარგია, ძალიან კარგიც ამ ახალ როლშიც, როგორც ყოველთვის… მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უკეთესებიც ჰქონია და სკორსეზესაც გადაუღია უკეთესი ფილმ(ებ)ი. ასე რომ, მაპატიე ლეო, მაგრამ ოსკარი მაკკონაჰისაა, მან ეს დაიმსახურა🙂

მეტიც, The Wolf of Wall Street-ში მარკ ჰანას როლი აი ხო არაფერია, ხომ ეპიზოდური როლია, მაგრამ მარტო რესტორნის სცენისთვის სადაც დი კაპრიო და მაკკონაჰი ერთად სხედან მაგიდასთან და მეტიუ პირველ და მთავარ რჩევებს აძლევს ლეოს, აი მარტო მაგ სცენისთვის, რომელმაც სიამოვნებისგან აჟიტირების ლეველზე გადამიყვანა, კიდევ ერთ პატარა ოსკარს დავუმზადებდი მაკკონაჰს და იმასაც მივცემდი დიდთან ერთად🙂 ვიყოთ ობიექტურები.

დი კაპრიოზე ტრაგედია ამ ბოლო 2 წელში ჩემთვის ისაა, რომ ხოაკინ ფენიქსი დარჩა „მასტერში“ უოსკაროდ, არადა მასტერკლასი ჩაატარა მანაც და ცხონებულმა ფილიპ- სეიმურ ჰოფმანმაც, რომელიც განსაკუთრებულად რომ გიყვარს ვინმე, სხვანაირად, აი ეგრე მიყვარდა და ჰიტ ლეჯერის მერე ასე გული არ დამწყვეტია მსახიობზე, რამდენი მაგარი როლი დაიკარგა და რა კარგი ტიპი წავიდა😦 რატომ იკლავენ ასეთი ადამიანები თავს ნარკოტიკით😦

ფენიქსმა მართლაც მასტერკლასი ჩაატარა(ეს ჰერი, იმასთან შედარებით მასხარაობაა, არადა აქაც კარგად ითამაშა იასნია) და უოსკაროდ დარჩა, იმიტომ რომ ლინკოლნის როლის შემსრულებლისთვის უნდა მიეცათ! არა, მე იმას კი არ ვამბობ, დენიელ დეი ლიუისს რატომ მისცესთქო, ეგეთი არანორმალურად ნიჭიერი და კლასნი კაცი მართლა სულ რამდენიმეა, უბრალოდ, დეი ლიუისი აუცილებლად აიღებდა კიდევ ოსკარს და აიღებს, თან არაერთს და რეკორდსმენიც გახდება. იმენნა ლინკოლნში რომ მიიღო ეგ გამიტყდა და ფენიქსის არანორმალური ნამუშევარი ისე რომ დარჩა. ასე რომ, ჩემი სუბიექტური აზრით, წინა წელს უფრო სადავო იყო ამ ნომინაციაში. წელს კი თამამად ვიტყოდი – მეტიუ მაკკონაჰი!

ასე რომ, ჩემო ლეონარდო… ველოდებით როდის გამოიბუტები და დადებ რამე სუპერს.

პ.ს.
ნუ ჯარედ ლეტო მხეცია, ისედაც ვიცოდით, თავის პონტში ძალიან მაგარი ტიპია. ის, რომ იგი კარგი ბიჭია „გოგოს როლის“ შესრულებით დაამტკიცა. არა სერიოზულად, ისე კარგად თამაშობს ქალად გარდაქმნილ და  გადაცმულ კაცს, რომ მართლა ვერ ვიცანი, დიდი ხანი ვერ ვცნობდი. თან მიზეზთა გამო, ჰოლივუდურ კინოსამყაროს მოწყვეტილი ვიყავი ბოლო თვეები და დეტალურად არც მქონდა გადახედილი რა და როგორ, მაკკონაჰი მახსოვდა რომ თამაშობდა Dallas Buyers Club-ში, შევყევი შევყევი და უცებ, ვახ… ლეტო. ბრავო ჯარედ. ისიც ოსკარს აიღებს ცხადია და ისიც დამსახურებულად🙂

Written by 1myway1

February 7, 2014 at 8:45 pm

Posted in Uncategorized

Old One

with 5 comments

jack

და აი დაიწყო ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული დოღი. 7 წრე უკვე გავიარეთ და სათქმელიც დაგვიგროვდა. წინ გაიჭრა გამოცდილი ჟოკეის, მუსიე არსენის ბედაური სახელად – „არასტრაბილურად ხელშეუხებელი“.

პირველ ტურში ლონდონში წაგებული მატჩის მერე, არსენ ვენგერის არმიის ასეთ კარგ თამაშს ნაკლებად წარმოვიდგენდით. ფრანგი სპეციალისტის წინასასეზონო განცხადებებს მისი კლუბის რეალურ შანსებთან დაკავშირებით კი, ბევრი ისევ დამცინავად და ირონიით უყურებდა.  ვენგერმა კრიტიკოსები დროებით გააჩუმა, მაგრამ კარგად ვიცით „არსენალის“ მთავარი პრობლემა – არასტაბილურობა. ამიტომ, მაინც დეკემბერს დავუცადოთ და ვნახოთ ნაახალწლევს სად იქნება მუსიე არსენი, თავის ამალასთან ერთად. ამჟამად კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონელები ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ იტალიურ „რომასთან“ ერთად. რა არის ამის მიზეზი? „არსენალი“ ხასიათის გუნდია, ლონდონელებმა ტალღა დაიჭირეს და ასეთ დროს მათი შეჩერება მართლაც შეუძლებელია, მაგრამ ნაპირამდე ჯერ კიდევ შორია და გზად, ვენგერმა როგორმე აუცილებლად უნდა შეიძინოს ყველაზე საჭირო  კომპონენტი, რომელსაც სტაბილურობა ჰქვია. ლამაზ თამაშს რა სჯობია, მაგრამ სულ ლამაზად ვერ ითამაშებ ან თუ სულ ლამაზად ითამაშებ, პირველ ადგილზე ვერ გახვალ. გამონაკლისები ათწლეულებში ერთხელ ხდება და ეს გამონაკლის „არსენალი“ უკვე იყო წლების წინ. ზოგჯერ, ცუდი თამაშითაც უნდა მოიგო, უნა მოიგო როცა მეტოქე გჯობია, მაგრამ 3 ქულა შენ უნდა დაგრჩეს, უნდა იყო ეშმაკი, თანაც წითელი.

მოდი, კონკრეტულად ფეხბურთელებზეც ვთქვათ ორი სიტყვა – მესუთ იოზილი. იოზილი „არსენალის“ არსენალში შეუფასებელი დანამატი ან დინამიტია. იქნებ ის იარაღი „მეთოფეებმა“ უკვე იყიდეს, რომელმაც მათი თამაში უნდა დააბალანსოს და მუდამ ზედაპირზე ატივტივოს. თუმცა ნუ ვიჩქარებთ და თან უსამართლობა იქნება ამდენი ახლადმოსულ ფეხბურთელზე ვისაუბროთ და ძველი გვარდია არ დავაფასოთ. აარონ რემსი ის კაცია, რომელსაც გოლები უკვე ისე ხშირად გააქვს, რომ ხალხი სიკვდილს ვეღარ ასწრებს. რემსის ძალიან მოუმატა და ეს კლუბისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჯეკ უილშირი იშვიათად დახვეწილი მოთამაშეა და რამდენ სიგარეტსაც არ უნდა ეწეოდეს და სულ რომ ნახალოვკელი ძველი ბიჭის პოზებით იდგეს ღამის კლუბებში, თუ ის ვენგერმა მოაჭკვიანა და აუხსნა რა ცუდია და რა კარგი, უილშირი აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ჰო ტრავმებმაც თუ არ შეუშალა ხელი – ცოტა ბევრი თუ გამოვიდა. არაფერი არ უნდა დაემართოთ კირან გიბსსა და ბაქარი სანიას, რადგან მათი ღირსეული შემცვლელები გუნდს უბრალოდ არ ჰყავს. სიმართლე ითქვას, დაცვის ცენტრი სასიამოვნოდ მაოცებს, თუნდაც ლორენ კოშელნი, ასე მშვიდი, ასე წყნარი, მე  ის ჯერ არ მახსოვს. რასაკვირველია, „არსენალის“ ტრადიციული სენი – ტრავმიანობა – ძალაშია და წარმოიდგინეთ, როცა თეო უოლკოტი, სანტი კასორლა, მიკელ არტეტა, ტომაშ როსიცკი, ლუკას პოდოლსკი… ერთად იქნებიან ფორმაში. დაბოლოს, ოილივიე ჟირუ – ფეხბურთელი, რომელიც ამოიჩემეს და სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიხსნებოდა და საბოლოოდ, მორგო კიდეც პრემიერლიგას და უშუალოდ, „არსენალშიც“ იპოვნა თავისი ადგილი. მარტო გოლებით ნუ განვსჯით ფრანგს, დააკვირდით როგორ გადაადგილდება ის მინდორზე, რამდენს მუშაობს, როგორი პროდუქტიულია თავისი გუნდისათვის და საკმაოდ ტექნიკურიც გახლავთ.

ეტიენ კაპუ, გილფი სიგურდსონი, ნასერ ჩადლი, ერიკ ლამელა, კრისტიან ერიკსენი, ლუის ჰოლტბი, სანდრო, მუსა დემბელე, პაულინიო – ეს ანდრე ვილაშ ბოაშის შინდლერის სიაა. პლუს, ფლანგებზე – აარონ ლენონი და ანდროს თაუნსენდი – მიდი და აარჩიე. კი, როცა ასეთი შემადგენლობა გყავს და ამხელა არჩევანის წინაშე დგახარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდს, რომ ასეთი დონის კონკურენციას, გუნდში გარკვეული დაძაბული ფონიც მოაქვს, რომელიც აუცილებლად ჩანასახშივე უნდა განიმუხტოს. ამას გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება და მარტო გამოცდილებაც როდი კმარა – ფეხბურთელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარია საჭირო. გამოდის, რომ ახალგზარდა პორტუგალიელს სპეციალისტსს ჩვენთვის და პირვრელ რიგში საკუთარი თავისთვის ბევრი რამის დამტკიცება ევალება – იმის, რომ მაღალ დონეზე სამუშაოდ უკვე მართლაც მზადაა. იმის, რომ პრემიერლიგაში შეუძლია თავის დამკვიდრება. იმის, რომ ძალუძს გაუმკლავდეს ამდენ ახალგაზრდა ტალანტს და საუკეთესო ვარიანტი თუ გამოსავალი იპოვნოს და იმის, რომ შეუძლია გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის გააბრძოლოს. ცოტა ბევრია და ვილაშ ბოაშს გაუჭირდება, მაგრამ ადვილად არაფერი მოდის, მით უმეტეს პრემიერლიგაში. ფაქტი ერთია, „ტოტენჰემს“ თითქმის სამი შემადგენლობა ჰყავს, ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც შედეგს ითხოვენ. მოდი, ნუ ვიდავებთ იმაზე, რა და როგორ შეიცვალა გარეთ ბეილის წასვლის შემდეგ და მოიგო თუ წააგო ამით „ტოტენჰემმა“. მაინც ვიდავოთ? კარგი, ჩემი აზრით მოიგო. ჯერ ერთი, გუნდმა უდიდესი ფინანსური სარგებელი ნახა და იმ ფულით რამდენიმე მაღალი დონის ტალანტი იყიდა, ხურდა კი სოლიდური დარჩა. მერე მეორე, „დეზები“ ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებულნი აღარ იქნებიან და მესამე – არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ „დეზების“ რიგებში ბეილი ისევ იმ დონეზე ითამაშებდა და როცა ითამაშა, ლიგაში გუნდი მაინც ვერ გაიყვანა.

მოკლედ, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპირველეს ყოვლისა ოპტიმალურ შემადგენლობას უნდა მიაგნოს. შემდეგ კი, ცოტა იღბალზეც იქნება დამოკიდებული. „ტოტენჰემს“ მინიმუმ ერთი კარგი მცველიც არ აწყენდა, რადგან უკანახაზში ცოტა სიხალვათეა. აი თავდასხმა კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – რობერტო სოლდადო ჩინებული ფორვარდია, მაგრამ თამაშიდან გოლი თბილისის „დინამოს“ გარდა ვერავის გაუტანა, მარტო პენალტებით კი მეტოქის კარს უგო ლორისიც დალაშქრავს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ძირითად ფორვარდად სწორედ გოლდადო მოიაზრება და ვილაშ ბოაში მომლოდინე რეჟიმშია- როდის გაიხსნება ესპანელი. ეს შესაძლოა ცოტა აღიზიანებს „ტოტენჰემის“ ძველ ჯარისკაცს, ჯერმინ დეფოს. მეც ძალიან მიყვარს დეფო და მესმის მისი, მაგრამ ვაღიაროთ, სტაბილურად ერთ დონეზე ის ვერ თამაშობს, რაღაცეები აკლია და უფრო ეფექტური შეცვლებზე გამოსვლისასაა ხოლმე. ერიკ ლამელა და კრისტიან ერიკსენი სწორედ ამიტომ მოიყვანეს, რომ „ტოტენჰემის“ შეტევებს მეტი ფანტაზია შეემატოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. „დეზების“ კიდევ ერთი იარაღი ანდროს თაუნსენდია, ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში, რადგან მისი სათადარიგოტა სკამზე დასმა და ახლა სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვება დანაშაულია. ალბათ ამიტომაც დაიტოვეს და იმედია, 22 წლის შემტევი პოტენციალს სრულად გამოავლენს, ფლანგის ფრხბურთელების მოყვარულები ნუ მიწყენთ, მაგრამ იდეაში თაუნსენდი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კლასიკურად პრიმიტიული ფლანგელი(არ მინდა მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიყვანო მაგალითად).

სანამ ვილაშ ბოაში თავისი პაზლის აწყობაშია, დოღში აშკარად გამოჩნდა „ტროას ცხენი“. ფეხბურთის ღმერთის მფარველობით „წმინდანები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან და მაურისიო პოჩეტინიოს გუნდს ნამდვილად შეუძლია ამ სეზონში ხმაურიანი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. კარგად იცით, რომ „საუთჰემპტონი“ ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული სკოლის პატრონია. გუნდში ახლაც არიან ადგილობრივი წარმოების ახალგაზრდა ტალანტები, რომლებსაც გამოცდილი ვეტერანები ემატებიან და ხელმძღვანელობა ამ სინთეზით არ დაკმაყოფილდა – გუნდმა ახლაწვეულებში თითქმის 50 მილიონი დახარჯა – ეს კი, დამეთანხმებით, რომ „საუთჰემპტონის“ დონის და შესაძლებლობების მქონე კლუბისათვის ძალიან დიდი თანხაა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად „სენტ მერის“ ბინადრები ლამაზ ფეხბურთსაც გვთავაზობენ და თუ ასე გაგრძლედა და თუ გუნდი სეზონის ბოლომდე დაიფარა მის ლოგოზე გამოსახულმა შარავანდედმა…

პაბლო დანიელ ოსვალდო უცნაური კაცია – ის „ორიუნდია“ ანუ იტალო-არგენტინელი. მან გამოიარა „ურაკანის“, „ბანფილდისა“ და „ლანუსის“ სკოლები. თამაშობდა ბერგამოში, ლეჩეში, ფლორენციაში, ბოლონიაში, კატალონიაში, რომში… დანი ოსვალდოს ბლანჟე და კიკინა აქვს, ხოლო როცა ფეხბურთს არ თამაშობს სათვალე უკეთია, დინჯად ლაპარაკობს და მასწავლებელი გეგონება. სამაგიეროდ, გასახდელში შეუძლია გათამამებულ და რთული ხასიათის მქონე ერიკ ლამელას მართლაც ჭკუის სწავლება და საქმის გარჩევა დაუწყოს. მოკლედ, ოსვლადოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პრემიერლიგის გიჟურ რიტმს აჰყვეს და  წესით დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს ადაპტაციისთვის. 15 მილიონი ოსვალდო ნამდვილად ღირდა. თითქმის ამდენივე გადაიხადეს ვიქტორ ვანიამაში, რომელიც თავისთავად ასევე უცნაური კაცია – მაკდონალდ მარიგას ძმაა. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა მაკდონალდ მარიგას გვარს არ ვუმატებთ ხოლმე, თორემ ისიც ვანიამაა, ხოლო ვიქტორის სრული სახელი და გვარი ასე ჟღერს – ვიქტორ მუგუბი ვანიამა. სხვათა შორის, მათი ორი ძმაც ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ისინი ნაკლებად წარმატებულნი არიან. ვანიამა ამჟამად თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და 22 წლის კენიელი შავს სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. დენის ლოვრენმაც უკვე დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი 10 მილიონი წყალში გადაყრილი არ არის და ერთი სიტყვით, „საუთჰემპტონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და ეგზოტიკური კოქტეილის არომატს ტოვებს. არ დაგვავუწყდს ისიც, რომ „წმინდანებს“ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და ამ შედეგებს ისე აღწევენ, რომ გუნდისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი კლასიკური პლეიმეიქერი გასტონ რამირესი ჯერ ხეირიანად არც ათამაშებულა. ურუგვაელი ნელი მოქმედების ნაღმია და თუ აფეთქდა…

„ჩელსი“ – ერთი შეხედვით აქ ყველაზე მარტივადაა საქმე, ველოდებით როდის დაალაგებს ჟოზე მაურინიუ სიტუაციას, გვჯერა რომ დაალაგებს და ვიცით, რომ „ლურჯები“ მოუმატებენ, რადგან მათ საუცხოო შემადგენლობა ჰყავთ, უდიდესი პოტენციალის პატრონები არიან და სათავეშიც „განსაკუთრებული“ დაბრუნდა. მეორეს მხრივ… მაუ ვეღარ არის ისეთი „განსაკუთრებული“ და რაღაც-რაღაცეები დასამკიცებელი აქვს. პრობლემები უკვე სახეზეა და თავისი ხასიათის, პრინციპებისა და მიდგომების გამო, პორტუგალიელი თავისით იმატებს ამ პრობლემებს – მან მოსვლისთანავე კონფლიქტები გააჩაღა, როდესაც ხუან მატა აითვალწუნა, ხოლო პრესაში წერდნენ, დავიდ ლუისიც არ ეხატება გულზე და „ჩელსიმ“ ბრაზილიელი შეიძლება გაყიდოსო. თუ მატას მოძულებას რაღაც მომენტში გავიგებდით და ჩავთვლიდით, რომ მაურინიუს მონახაზში, სტილში და გეგმებში ესპანელი ვერ ჯდება სხვადასხვა მიზეზების გამო, დავიდ ლუისისადმი პრეტენზიები პირადად მე ძალიან მაოცებს, რადგან ლუისი ამ წუთისთვის ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ბრაზილიელის პატარა ჭკუამხიარულობა და ზომიეად თავხედ-თავნებობა, მაურინიუსთვის მიუღებელია, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა თითქოს ცოტა დათბა. აი მატას შემთხვევაში კი მაურინიუს იძულებით მოუხდა დათმობაზე წასვლა, რადგან მას ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი აუჯანყდა, ახლა კი პორტუგალიელს ყველაზე ნაკლებად შიდაარეულობა უნდა. მისი ტავარი პრობლემა ის არის, რომ მან აბსოლუტურად სხვა „ჩელსი“ დატოვა, ეს კი რადიკალურად განსხვავებული გუნდია, რომლის თავის გემოზე გადაწყობაც გარკვეულ დროსთან და ბარიერებთანაა დაკავშირებული. მაურინიუსთვის ცოტა ახალია ერთბაშად ამდენ ახალგაზრდა ფეხბურთელთან მუშაობა და ლოდინი თუ როდის გაიხსნებიან და „მოჭკვიანდებიან“ ისინი. მან უწოდა კიდეც თავის ფეხბურთელებს „ლამაზი პატარა კვერცხები“ და პუბლიკა კვლავ გაამხიარულა. ვინ და როგორი გამოიჩეკება, ამას დრო გვიჩვენებს და რაღაც დრო მაუს აქვს, მას ხელს უწყობს სწორედ ის ფაქტი, რომ პრემიერლიგაში ახლა არეულობაა, ამჟამინდელი ლიდერები „არსენალი“ და „ლივერპული“ ბოლო წლებში პირველი ადგილისთვის ვერ იბრძოდნენ და უდანაკარგოდ ვერც ახლა გაივლიან მთელ მანძილს, იქნება კრიზისი, თუნდაც პატარა ჩავარდნა და სწორედ ესაა „ჩელსის“ შანსი. ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ მაურინიუ ისეთი მღვრიე წყლიდანაა სუფთად გამოსული, რომ მას ამჯერადაც შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ მშვენივრად ცურვა და კვარცხლბეკზე დაბრუნება. იქამდე კი, ფაქტია, რომ მისი ფავორიტი ანდრე შიურლე გახდა, ის პორტუგალიელის განსაკუთრებულ იარაღად მოიაზრება, თავისი გერმანული პრაგმატულობითა და ჟინით. მაუმ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ კევინ დე ბრუინს, ბევრად მეტ სათამაშო დროს მივცემდი, ოსკარის კი ჯერჯერობით ისევე არ მჯერა როგორც უკვე წლებია ოსკარების ცერემონიის. და მაინც, „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუ არ უნდა გაენათხოვრებინა.

მანუელ პელეგრინი კუნძულზე მოხვდა და ეს რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროა პირველად უელსში აღმოაჩინა, როცა მის „მანჩესტერ სიტის“ „კარდიფმა“ გამარჯობა უთხრა. პელეგრინი რობერტო მანჩინი არ არის, რომ კაშნე შემოიხვიოს და დამაჯერებელი სახით ელეგეანტურად დადგეს – ვითომც არაფერიო ან ყველა პრობლემას ირონიული ღიმილით შეხვდეს. ჩილელი სერიოზულად მიუდგა საქმეს და ამ ქაოსში გარკვევას ცდილობს, ეს კი ძნელია, ძალიან ძნელი. ამდენი კარგი ფეხბურთელი, ამდენი განსხვავებული ტიპაჟი, ამდენი ამბიცია და ამდენი ფული – უნდა აიღო, ყველაფერი დააბალანსო, ყველასთან ურთიერთობის ინდივიდუალური გზა გამონახო, თითოეული ფეხბურთელი დაარწმუნო, რომ ის გუნდისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, თუნდაც რაღაც პერიოდი თადარიგში ჯდომა მოუხდეს… და ამავდროულად, დააბრუნო ის მოტივაცია, რომელიც სიტის ჰქონდა საჩემპიონო სეზონში და რომელიც სერხიო აგუეროს ბოლო წამზე გატანილ გოლთან ერთად დაიკარგა. ერთადერთი ვითანაც პრობლემა არ არის და არც იქნება იაია ტურეა – კოტდივუარელი ერთადერთია გუნდში, რომელიც იმ მსუყე ხელფასს დამსახურებულად იღებს. ის თავის საქმესაც აკეთებს და ხშირად სხვისასაც. პრობლემა კი ბევრია – ჯო ჰარტმა ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება. დაცვაში მუდმივად 2-3 ფეხბურთელია ტრავმირებული და ამის გარეშეც, მწვრთნელი ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელი ფეხბურთელები მოიაზრებიან ძირითადის მცველებად. დავიდ სილვა იმის ნახევარსაც ვეღარ თამაშობს, რამდენიც შეუძლია და იქნებ ახლა მაინც გამოიღვიძოს. ედინ ჯეკო სრულ გაუგებრობაშია, გააქვს ყველაზე მეტი, მაგრამ მაინც სათადარიგო ფორვარდად მოიაზრებენ… პელეგრინიმ მისი ძირითადში დაყენება დაიწყო და ვნახოთ… კუნ აგუერო თუ ხასიათზეა შეუჩერებელია, მაგრამ თუ… სწორედ ამ თუებზე და ხასიათზეა ხშირად სიტის თამაში აგებული და პრობლემაც ამაშია. პელეგრინიმ პირენეებიდან ალვარო ნეგრედო წამოიყოლა, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით ისეთივე უცნაურია, როგორც კალეხონის „ნაპოლიშ“ გადასვლა, ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ან ძალიან გაამართლებს და ან… დაბოლოს, სტევან იოვეტიჩი, რომლის დარი ტალანტიც თანამედროვეობაში ძალიან ცოტაა. თუმცა იოიო ტრავმების მიღებაშიც ნიჭიერია და სეზონის სტარტი უკვე გაუცდა, ახლა კი დრო დასჭირდება ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად. მე ვინ მეკითხება, მაგრამ ვფიქრობ, იოვეტიჩი შეცდა, როცა „სიტიში“ გადასვლა გადაწყვიტა და აქ შეიძლება გაუჭირდეს, შესაძლოა პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინოს, მაგრამ თუ გამოავლინა, „სიტი“ ჩემპიონობის ფავორიტი იქნება.

რამდენი ხანია პრემიერლიგა ასეთი არეული, ქაოსური და ამავდროულად საინტერესო და დაბალანსებული არ ყოფილა. თიტქმის ყველა წამყვან გუნდში სერიოზული ცვლილებებია, თითქმის ყველგან ახალი მწვრთნელია, რომესაც სიტუაციის დალაგება და სასურველი შემადგენლობის პოვნა სჭირდება და ასე შემდეგ. გამონაკლისი არც „ევერტონია“, რომელიც მარუან ფელაინის ტრანსფერის მერე უფრო თავისუფლად ათამაშდა, რადგან იქამდელი სპეკულაციები ცხადია გნდში დაძაბულ ფსიქოლოგიურ ფონს ქმნიდა. ახლა კი ყველამ იცის, რომ ძველი ლიდერი სხვა გუნდში გადაბარგდა  და ლივერპულელებიც მოეშვნენ. კი, დარჩა მეორე საგა, ლეიტონ ბეინსთან დაკავშირებით, მაგრამ მინიმუმ ზამთრამდე ბეინსი ვერსად წამსვლელი ვეღარაა და ამიტომ, ამას არა უშავს. რობერტო მარტინესი განსაკუთრებული თუ არა, უნიკალური მწვრთნელია მის განვლილ გზასა და თავგადასავლებს თუ გავიხსენებთ, თანაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. დევიდ მოიესი „ევერტონისთვის“ ალექს ფერგიუსონიც იყო, და ბობ პეისლიც. მის ადგილას მისვლა ძალიან რთულია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მარტინესი საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლებს სიტუაციის თავის ყაიდაზე მოტრიალებას, ფეხბურთელების გულსაც მოიგებს, გულშემატკივრებსაც მალე შეაყვარებს თავს და საერთოდ „ევერტონი“ ამ სეზონში ძალიან კარგი გუნდი იქნება, რომელიც უფრო ლაღ და ტკბილ ფეხბურთს ითამაშებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა, მერსისაიდელებისგან სასწაულებს ველოდები და მგონია, თითქოს ოთხეულში შესვლის კანდიდატები იქნებიან. გამორიცხული არაფერია, დანარჩენს ერთად ვნახავთ, მაგრამ ერთი ფაქტია – რომელუ ლუკაკუს იჯარით აყვანა ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად, რობერტო მარტინესს ბევრად მეტი შეუძლია.

10 წელი ცდილობდა დევიდ მოიესი „ევერტონი“ ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავზე ყოფილიყო და აი, ბოლო ბოლო მან ეს მოახერხა. მწარე ხუმრობები იქით იყოს და რეალურად ხდება ის, რაც მოსალოდნელი გახლდათ. რასაკვირველია, იყო შანსი, რომ „წითელი ეშმაკები“ ძველებურად კარგად ათამაშებულიყვნენ, მაგრამ მოვლენები უფრო სავარაუდო სცენარის მიხედვით ვითარდება. სერ ალექს ფერგიუსონი მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხანი წვრთნიდა ამ გუნდს და შეუძლებელი ჩანდა, რომ ასე უმტკივნეულოდ ჩაეარა მის წასვლას. „მანჩესტერის“ გამარჯვებას მიჩვეული ქომაგების გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ ჯოხის გადატეხვა მარტო მოიესზე და მისი ზედმეტად გაკრიტიკება მაინც არასწორია. თვით სერ ალექსსაც რამდენიმე წელი დასჭირდა დიდი გუნდის გასაკეთებლად და ის გაგდებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ… ხოლო ის, რომ მაშინ ფერგიუსონმა სულ სხვა „იუნაიტედი“ ჩაიბარა, ბოლომდე მყარი და წონადი არგუმენტი ვერ არის. არც ისაა შოტლანდიელის ბრალი, რომ ხელმძღვანელობამ ფული არ გაიმეტა და სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურა. „მანჩესტერი“ უამრავი ტრანსფერით არც არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა რომ შემადგენლობას გვარიანი გადახალისება სჭირდებოდა ეს ფაქტია. განსაკუთრებით სუსტად დაცვა გამოიყურება. გუნდის  მთავარი შენაძენი მარუან ფელაინიც ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი, თანაც მან ახლა ტრავმა მიიღო, საკმაო პერიოდი გაუცდება და მერე ხელახლა უნდა დაიწყოს მანჩესტერული კარიერა. ყველაზე კარგი რაც „მანჩესტერისთვის“ ჯერჯერობით მოხდა, უეინ რუნისა და დევიდ მოიესის შერიგება და ისაა, რომ „შრეკი“ გუნდში დარჩა. ნუ ეს ისეთი სახის კონფლიქტია და ისეთი ტიპაჟის ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომ წყენა ბოლომდე ვერასდროს გაქრება, მაგრამ ეს რუნის საოცრებების კეთებაში ხელს არ უშლის და ის კვლავაც გუნდის უდავო ლიდერია. დაბოლოს, „წითელმა ეშმაკებმა“ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ ადნან იანუზაი, რომელმაც გუნდი „სანდერლენდთან“ სირცხვილს პირადად გადაარჩინა. „იუნაიტედს“ მწარედ ახსოვს პოლ პოგბას ამბავი და წესით იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, თორემ 18 წლის კოსოვოში დაბადებულ ბელგიის მოქალაქეს, რომელსაც ხორვატული სისხლიც ურევია უკვე ბევრი მსურველი ჰყავს და არამარტო კლუბები, მასზე ქვეყნებიც ნადირობენ.

„ჰალის“ ფეხბურთელები ჯერჯერობით მეტსახელს ფრიადზე ამართლებენ და მართლაც ვეფხვებივით თამაშობენ. „ასტონ ვილასგან“ ბევრია მოსალოდნელი, რადგან პოლ ლამბერტს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ მისგან ბევრად მეტია მოსალოდნელი. მთავარი პრობლემა დაცვაა და შოტლანდიელმა სპეციალისტმა სწორედ უკანახაზს უნდა მიხედოს. წინ არანაირი პრობლემა გუნდს არ აქვს – დიდებული კრისტიან ბენტეკე, კვლავაც ფორმაში მყოფი გაბრიელ აგბონლაჰორი, „ცივი იარაღი“ ლიბორ კოზაკი, ყველაზე უცნაური ავტრიელი ანდრეას ვაიმანი და კიდევ უფრო უცნაური დანიელი ნიკლას ჰელენიუსი. ყველაფერი წესრიგშია ნახევარდაცვაშიც და კარშიც.

ალან პარდიუს ფრანგული „ნიუკასლი“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ჯორდებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ შესაბამის თამაშს ვერ აჩვენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია იოან კაბაის საკითხი, თითქოს მისი წასვლა გადაწყვეტილი ჩანდა და ამის გამო „კაჭკაჭების“ ფრანგთა შორის ყველაზე დახვეწილ ფრანგს, მწვრთნელთან ირთიერთობა დაეძაბა და სათადარიგოთა სკამზეც აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მინიმუმ ზამთრამდე და ალბათ ზაფხულამდეც, კაბაი არსად აღარ მიდის. ამიტომ, ეგებ მხარეებმა ისევ გამონახონ საერთო ენა და არა ვითომ, არამედ მართლა შერიგდნენ – კაბაიზე და ბენ არფაზე აწყობილი თამაშით „ნიუკასლი“ ბევრად უფრო შორს წავა, ვიდრე მარტო ბენ არფაზე დაყრდნობით.

სრულიად გამოუცნობი კლუბია „ვესტ ბრომვიჩიც“. ძალიან უფერული სტარტის მერე, სტივ კლარკი კინაღამ გააგდეს, მაგრამ მან ვითარება გამოასწორა და „ალბიონი“ ცხრილის შუაში აწია. „ვესტ ბრომვიჩს“ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური და „აჯაბსანდალი შემადგენლობა“ ჰყავს მთელს ლიგაში. უნდა გამოვარჩიოთ ერთი ახალი სახეც – ახალგაზრდა თავდამსხმელი საიდ ბერაჰინო – ბურუნდიში დაბადებული ინგლისის მოქალაქე. მან თასზე გაილაღა და ნელ-ნელა მეტი სათამაშო დრო დასტყუა სტივ კლარკს, რაც მშვენივრად გამოიყენა და გუნდს „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოაგებინა. თუ „ალბიონს“ წინა სეზონის დარი ჩავარდნა არ დაეწყო, ეს გუნდი ალბათ მშვიდად იტრიალებს სადღაც შუაგულში.

დიდი სემი და მისი „ვესტ ჰემი“ „ტოტენჰემთან“ „უაით ჰართ ლეინზე“ ხმაურიანი გამარჯვებით გამოირჩნენ, მაგრამ მატჩი მაინც ლონდონში იყო, და ალარდაისი შეგირდებს გასვლაზე, დედაქალაქს გარეთ თამაშს თუ ასწავლის „ჩაქუჩები“ ამ სეზონში ბევრ ლურსმანს ჩააჭედებენ. უელსურ გუნდებს „კარდიფსა“ და „სუონსის“ რაც შეეხებათ, ორივე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და ორივესგან ველით ნორმალურ, კარგ შედეგს. უფრო მაინც „სუონსი“ უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც უკვე მოასწრო არათუ პრემიერლიგაში, არამედ ევროსარბიელზეც თავის დამკვიდრება. ოღონდ, ერთიცაა – მიქაელ ლაუდრუპის გუნდი ჯერ ბოლომდე მაინც ვერ გახურდა და აქა-იქ „უელსური ბარსელონას“ თამაშში ხარვეზები ჩანს, მაგრამ ალბათ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ლაუდრუპის ბიჭები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდებიან.

„სტოკი“, „ფულემი“ და „ნორვიჩი“ ამ ეტაპზე შეგვიძლია ერთ ქვაბში მოვხარშოთ – სამივე გუნდში დგას გოლების გატანისა და თავდამსხმელების პასიურობის პრობლემა. არადა, სამივე მათგანში ირიცხებიან მშვენიერი შემტევები, თანაც აბსოლუტურად სხვადასხვა სახის და წესით, როგორც ამ ასევე სხვა კუთხით ამ გუნდებში სიტუაცია უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. „სტოკი“ ყველაზე მძლავრად გამოიყურებოდა, თუ ბოლოს „ნორვიჩთან“ უფერულად წაგებულ მატჩს არ ჩავთვლით. იქამდე, გუნდს მარკ ჰიუზის ხელი აშკარად ეტყობოდა, სტოკელების თამაში უფრო სანახაობრივიც გახლდათ და თან შედეგიანიც. სავარაუდოდ, ჰიუზი მაინც გაიტანს თავისას და  „ნორვიჩთან“ ჩაგდებული მატჩის დარ გაუგებრობებს მინიმუმამდე დაიყვანს. თამაში უნდა დაასტაბილუროს კრის ჰიუტონმაც, მისი გუნდის ადგილი გასავარდნ ზონაში ნამდვილად არ არის. აი „ფულემის“ საქმე შედარებით მძიმედ ჩანს და მარტინ იოლმა რამე უნდა მოიფიქროს, თორემ დიდი პატივისცემისა თუ დამსახურების მიუხედავად… დარენ ბენტს სხვები ჯერჯერობით მხარს ვერ უბამენ. დიმიტარ ბერბატოვის ზარმაცად ელეგანტური მიხვრა-მოხვრა და მოედნის ცენტრში ტექნიკური თამაში საკმარისი არ გახლავთ, ხოლო მუდმივად პოერსპექტიული და ახალგაზრდა ადელ ტაარაბტი, უკვე 24 წლისაა და აქაც თუ ვერ გამოავლინა თავისი პოტენციალი, უკვე შეგვეძლება გაუხსნელ ფეხბურთელთა დიდ არმიაში გადავიყვანოთ. რუისი, დაფი, პარკერი, როდალ(ი)ეგა, რიჩარდსონი, კაჩანიკლიჩი, კარაგუნისი… ველოდებით აშკან დეიაგას მომჯობინებასაც – მოკლედ ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია.

ორი აუტსაიდერიც გამოიკვეთა – „კრისტალ პალასი“ და „სანდერლენდი“. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბოლო და ბოლოსწინა პოზიციებზე იმყოფებიან, მათი თამაშიც ხარისხიც ძალიან დაბალი იყო. ვიტყოდი, „კრისტალ პალაისის“ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს, ვიდრე „სანდერლენდის“. მიუხედავად იმისა, რომ „არწივებს“ ჯერაც მოუგებელ „შავ-კატებზე“ მეტი ქულა აქვთ(სწორედ „სანდერლენდთან“ მოპოვებული 3 ქულა).

ცხადი გახლდათ, პაოლო დი კანიოს „ლაითზე“ დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა. გუსტავო პოიეტი კი ბევრად უფრო დინჯი და გამოცდილია, იგი წლებია მწვრთნელად მუშაობს და დრო იყო, კარიერული წინსვლა განეცადა. „შავი კატების“ შემადგენლობა ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ გულშემატკივრებს სიტუაციის გამოსწორების იმედი ჰქონდეთ და იმედია, ბოლო 10 წელიწადში უკვე მეშვიდე მწვრთნელი – გუსტავო პოეტი – საკმაო ხნით შემორჩება პოსტზე. აი იან ჰოლოვეისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის შანსებზე საუბრისას ისეთივე ოპტიმისტური ვერ ვიქნები. კი, პირველ ტურში „არწივები“ შესანშნავად გამოიყურებოდნენ „ტოტენჰემთან“, კი ტრავმებმა გუნდს ხელი შეუშალა, კი აქაც არიან პრემიერლიგისთვის შესაბამისი ფეხბურთელები… მაგრამ ფაქტია კლუბი ცოტა მოუმზადებელი შეხვდა ელიტას და ძალიან გაუჭირდება. თუმცა „კრისტალ პალასს“ 40 წლის ლეგენდარული კევინ ფილიპსის სახით ისეთი თილისმა ჰყავს რომ წარმატებების მეტი რა უნდა ვუსურვოთ. ჰო, იედინაკის თამაში აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ. სულ ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, მასზე ნადირობა ატყდებოდა, მაგრამ მსურველები ალბათ არც ახლა მოაკლდება. ბევრის აზრით გუნდის მთავარი შენაძენი დუაით გეილი ფეილი იყო, მაგრამ ვაცადოთ… ასეა თუ ისე, იგი 2 გოლით „არწივების“ საუკეთესო ბომბარდირია.

სადღაც განზე კი, თავისთვის მარტო გარბის წითური ფაშატი, გარბის გამალებით, ცოტა მოუხეშავად. ისე რომ, მასში იგრძნობა ჩრდილოეთიც, ირლანდიაც, სამხრეთიც… ასეთი ცხენის დამორჩილება ძალიან რთულია, მას „old one“ ჰქვია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა და ჟოკეიბრენდან როჯერსი ჯერჯერობით უფრო როდეოს მომთვინიერებელს ჰგავს, ვიდრე ჟოკეის.

დიახ, „ლივერპული“ ახლა იქ არის სადაც უნდა იყოს, სადაც მის ყოფნას უშუალოდ პრემიერლიგაში არავინ მოსწრებია, სადაც „ლივერპულს“ 1990 წლის მერე ელოდებიან. ძალიან ძნელი სათქმელია, იქნებიან თუ არა მერსისაიდელები ისევ კენწეროში სეზონის ბოლოს კი არა, თუნდაც რამდენიმე ტურის მერე, მაგრამ ამის შანსი რომ გაჩნდა ეს უკვე საქმეა და გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური თუ მოიპოვა, რაც ასევე უაღრესად რთული იქნება, ბრენდან როჯერსს ძეგლი უნდა დაუდგან. ამ ადამიანს შეუძლია იმის გაკეთება, რაც წინამორბედებმა ვერ შეძლეს და დრო სჭირდება. დრო და სწორი სატრანსფერო პოლიტიკა.

დაცვა მოძლიერდა, მეკარე კარგია… ის რაც ყველაზე მეტად აკლდა „ლივერპულს“ შეტევაში მრავალფეროვნება და მრავალმხრივობაა. როჯერსის ტაქტიკიდან გამომდინარე ფანტაზისტა ფეხბურთელები მას ორმაგად სჭირდება. რაჰიმ სტერლინგი ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ უკვე მრავლისმნახველი მამა და „ხულიგანი“. ფელიპე კოუტინიო ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილი და ასევე არასტაბიულური. ჯორდან ჰენდერსონი თავის თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ ამ სეზონში იყო ერთი-ორი კარგი ნიშანი. დანიელ სტარიჯი მარტო ყოველთვის ვერ მოიგებდა თამაშებს. თუმცა ასე იყო თუ ისე, „ენფილდის“ ბინადრების თამაში რაღაც ჩარჩოში ჯდებოდა და მოარგებდი რამე ფორმულას, თუნდაც 51-ს. ხოლო მას მერე რაც „ის“ დაბრუნდა, ყველაფერი აირია, „მან“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და აურდაურია. სხვათა შორის, ეს ძალიან დროული და საჭირო იყო, რადგან ვხედავდით რას თამაშობდა „ლივერპული“, მაგრამ ეს უკვე აღარ ჭრიდა, არ გადიოდა და ერთი სტილით შედეგი აღარ მოვიდოდა. „კალვერამ“ კი გუნდში ქაოსი ახალი ტალღით შემოიტანა და ამან გაჭრა. მთავარია ეს ახალი ტალღა სადამდე გაჰყვება როჯერსის გუნდს, რომელსაც კიდევ სჭირდება დასაყრდენი. იაგო ასპასი კარგი პასის მიმცემი ფეხბურთელია, მაგრამ მეტზე საუბარი ჯერ ადრეა და მით უფრო, ლუის ალბერტოს შემთხვევაში. თავისი საყვარელი ფაბიო ბორინი კი როჯერსს არ გამოადგა და იტალიელი დროებით გაუშვეს. მოკლედ კარგი შემტევი ან შემტევები, „ლივერპულს“ დახატავდა. თუმცა სანამ „სუა“ აქ არის, ვის მოსწონს ის და ვის არა სხვა საკითხია, მაგრამ ნომერ პირველი აუცილებლად ურუგვაელი  უნდა იყოს, სხვანაირად მას არ შეუძლია. უბრალოდ, თუ როდის რა უკბენს სუარესს ან როდის ვის უკბენს, ეს არავინ იცის, არც თავად ლუისმა.

დოღი გრძელდება, ყველაზე გიჟური მონაკვეთიც წინ გვაქვს. რაღა დარჩა, სიცივე, შობა, ბოქსინგ დეი, ახალი წელი, ტრანსფერები… ისე, თუ ასე გაგრძელდა ვინ იცის, ფოტოფინიში გახდეს საჭირო.

გიორგი კაკაბაძე

 

Written by 1myway1

October 14, 2013 at 3:16 pm

Posted in Uncategorized

კარგი შუტკა

with 2 comments

მახსოვს რამდენიმე წლის წინ როგორ არ მინდოდა ძაკაცის დაბადებისდღეზე წასვლა. საქმე ისაა, რომ ვიცოდი რა საზოგადოება დამხვდებოდა და ძალიან მეზარებოდა. თუმცა ბავშვობის მეგობარს რომ არ სწყენოდა, ისედაც ბევრი უარის მერე, ავდექი და წავედი. საზოგადოებაზე რა გითხრათ – კლასიკურ-მოდერნიზირებული გურჯები, წარსულსა და მომავალს შორის საბჭოთა კავშირის დაშლა-არდაშლის პერიოდში ნოსტალგიურად უფრო არდაშლისკენ ჩარჩენილები. თან „ხელოვანები“, თან ნაკითხები, თან სერვისის თანამშრომლები, თან ოჯახის კაცები და თან კაი ბიჭები, აბა დამადებიდან ოფისში კი არ ყოფილან ძმაო, ჯერ ქუჩა იყო.

აი როგორი ბიჭები იყვნენ იცით? ვინც უცოლო არ გახლდათ, ქორწილისას აუცილებლად ჩოხით რომ დაიწერდნენ ჯვარს არასტანდარტულად დიდი სანთლით ხელში. შემდეგ უკვე თეთრ საროჩკებსა და კოსტუმებში „პეწენიკად“ რომ მივიდოდნენ სუფრაზე, სადაც 300-დან 500 კაცამდე ოჯახის ახლობელი მოიყრიდა თავს. მე-17 სადღიგრძელოზე ასულ ბატონ ანზორს დიდი ხანია აღარავინ რომ არ უსმენს, ერთმა მეჯვარემ უკვე აირია გული, რადგან ბევრი დალია და ცუდად გახდა – ერთ-ერთმა ძმაკაცმა ის მიაცილა და დაბრუნდა, თან ყველას ეუბნებოდა დინჯი და დასტოინი გამომეტყველებითა თუ ტონით – არა უშავს, ვის არ მოსვლია – ამ დროს კი უბედნიერესია იმით, რომ მას არ დამართია და სხვას მოვუდია, ხოლო მან მიაცილა, ჯიგრულად. ამასობაში ჩხუბიც შემოგვესწრო – გელას ცოტა ზედმეტი წამოსცდა და იკამ ვერ აიტანა, არმოსულია, გოგოები ისხდნენ მაგიდასთან თან. თეთრსაროჩკიანმა ბიჭებმა, რომლებსაც კოსტუმები უკვე სკამზე ჰქონდათ გადაკიდებული, ხოლო თეთრი პერანგის სახელოები მკლავებამდე ატანებულ-გადაკეცილი, მარჯვენა მხარეს უკვე დაჭმუჭნულ-დანაკეცებული და ზედა ორი ღილი შეხსნილი… გააშველეს მოჩხუბრები – არ გრცვენიათ ტო, ყველანი მეგობრები ვართ, გიორგას ქორწილი, ტეხავს, ნინო ინერვიულებს… მერე ვილაპარაკოთ. საქმე ჩაიფარცხა, დროებით გადაიდო, პატარძალთან იყო უხერხული.

ისე გოგოები შეცდომით ვთქვი, მოკლედ სასტავი იყო პატრიარქის, საქართველოს და არა გოგოების, არამედ აუცილებლად „მანდილოსნების“ სადღიგრძელოს განსაკუთრებული მოწიწებით სვამენ – თუმცა ქბეყნიოსთვის რა გაუკეთებია უმეტეს მათგანს საკითხავიც არ არის, ცოდვებს ყოველდღიურად იმატებენ, თან არასახუმაროს, ამნდილოსნებს კი პატივს იმით სცემენ, რომ მინეტისთვის და მრავალფეროვნებისთვის, რომელიც ძალიან უნდათ საყვარელთან ან უფრო ხშირად „მუტლებში“ დადიან(„მუტლებში“ და არა ბოზებში, რადგან ბოზებში/მეძავებში სიარულის იშვიათი ხიბლიც კი უცო ხილი და უცნობია მათთვის), აბა „მეუღლეს“ ხომ არ აკადრებენ, მერე ბავშვს რა პირით აკოცოს. ასეთი ტიპები ძირითადად შავტუხები არიან, სასურველია ბანჯგვლებითა და კუნთებით, მსხვილი წარბებით, მეტყველი სახით, ბერძნულრ-რომაული სტილში გადაწყვეტილი ცხვირითა და საოცრად მდგრადი, დიდი წვალების შედეგად დაყენებული ჩახლეჩილი, ბოხი ხმით, რომელისაც ჯო კოკერს არ შეშურდებოდა(არ შემთხვევით არ დამიწერია).

ნადიმი ისეთი გაიმართა როგორიც ქართულ სუფრას შეშვენის – ჩიტის რძე არ აკლდა იქაურობას. მე ცოტას ვსვამდი, „ნე ვსვაიე ტარელკე“ ვიყავი და არც ვცდილობდი ამ ჭეშმარიტ მამულიშვილებში გათქვეფასა და თავის მოკატუნებას. არ მინდოდა დათრობა, აქაოდა რამე შარი არ ავტეხოთქო. ბიჭები შეთვრნენ – ერთი საუკთარი წარმოშობის დიდ ისტორიაზე ჰყვებოდა, მეორე ნადირობის დროს მოკლულ ცხოველებზე და ნადირობის ტექნიკაზე, მესამე მეოთხეს ეფიცებოდა სიყვარულს… ცოლიანებს მეუღლეები თვალში შესციცინებდნენ და მხოლოდ აქა-იქ თუ შეუბედავდნენ მოკრძალებულად, რომ მეტი აღარ დაელია. უცოლოებს თავში მუდმივად უტრიალებდათ აზრი აქედან „მუტლებში“ წასვლის შესახებ, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა მატერიალური სახსრის გადახედვა-გადათვლამდე მიდოდნენ, მერიქიფის მიერ ჩამოსხმულ განსხვავებულს აჩეჩებდნენ, ალავერდით გადმოსულს და „თამადის მიერ ნათქვამს“ დაეწაფებოდნენ ვაჟკაცურად, რის მერეც წამით ყველაფერი გადაავიწყდებოდათ, ზოგიერთი მათგანი ყანწს ან რაიმე განსხვავებულ წარმონაქმნს ამოაპირქვავებდა, რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბოლომდე ჩაცალა – თუმცა შიგნით დარჩენილი ხუთიოდ წვეთი მაინც ეღვენთებოდა თეფშზე შეციებულ-შედედებულ „სალიანკას“. ხო, ხორცი ბევრი იყო, აბა ქართულ სუფრას სხვანაირად არ ეგების. მშვიდობა, პატრიარქი, ნათელი და სანთელი, ომი, მანდილოსნები, საქართველო, დედმამიშვილები… ეს ყველაფერი ითქვა და თამადის სადღიგრძელოებს რასაკვირველია ვეღარავინ იგება, ხშირად ვერც თამადა, მაგრამ მაინც გაუმარ-ჯოს! სუფევდა გარშემო, ყველას ყველა უყვარდა. ამდენ სიყვარულს ვეღარ იტევდა ჩემი პატარა გული და ნელნელა წასვლისათვის ვემზადებოდი.

სადამდეც გავძელი, გავძელი… კიდევ ერთ სიგარეტს მოვუკიდე და დავიწყე ფიქრი მიზეზზე, რომლის შემდეგაც შედარებიტ ადვილად მომშორდებოდნენ, თორემ წავიდოდი თუ დავრჩებოდი ისედაც ხომ ეკიდათ, მაგრამ ეტიკეტია… სწორედ ამ დროს, საუბარი ჩამოვარდა ცხოვრებისა და მთავრობისგან დაჩაგრული ქართველი გლეხების საყვარელ საქმიანობასა და მოსავალზე – პლანის მოწევაზე. ცხადია, იქ შეკრებილი საზოგადოება, რომლემაც ქიციც იცის და ქიცმაცურიც – აცქმუტდა. გაირკვა, რომ ერთ-ორს უკვე მოუსწრია გაბოლება და არხეინად იყვნენ, ზემოდან იყურებოდნენ. დანარჩენებმა გაიბუტნენ და დაიწყეს ფიქრი სად ეშოვნათ „მოსაწევი“. გვერდზე მჯდომმა „ჩერეზ ბრატმა“(სულ მეორედ ვხედავდი) გადაწყვიტა რომ მეც მოწეული მქონდა და ირონიული ღიმილით მითხრა – შენც კარგად მოგისწრიაო. გამიკვირდა და პატარა პაუზის მერე ვუთხარი – არა, საიდანმეთქი. თუმცა მისტერ გამჭრიახობა ვერ მოვატყუე და თვალებიო, თითებით მანიშნა, გეტყობაო. საქმე ისაა, რომ ჩემს ლინზებს იმ მომენტში ვადა ჰქონდა გასული და გამოსაცვლელი იყო, თან სიგარეტის საოცარმა კვამლმა სიტუაცია დაამძიმა და ამატებით დისკომფორტს ესეც მიქმნიდა. ასეთ დროს, მართლა ცუდად ჩანს თვალები, თითქოს „რაღაც ნამაიმუნარი“ გაქვს… ვრცლად ახსნას და მოყოლას ხომ არ დავუწყებდი ჩემი მდგომარეობის და სერიოზული სახით, მოკლედ ვუთხარი – ლინზები მაქვს და სიგარეტის კვამლზე გამოშრა და ალბათ სხვანაირად ჩანსთქო. ის არ დაიბნა, ბოხი ხმით, ეშმაკურად ჩაიცინა, საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაყენებული ხმით მითხრა – „ჰეჰე, კარგი შუტკაა…”. ხოლო სანამ მე გაოცებული ვუყურებდი, პატარა პაუხის შემდეგ დაამატა: „ლინზები კაი იყო“. მიხვდვი, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს თქმას და მონდომებით გავუღიმე.

პ.ს.
მას მერე, დამშვიდობების სადღიგრძელო დავლიე და ეს ერთ-ერთი ყველაზე უაზრო და უხერხული წუთნხაევარი გავიდა და ბოლო ბოლო სუფთა ჰაერზე გამოვედი, ჩემს ქუჩაზე მარკეტს მივაშურე, რადგან ლუდი მეყია და მშვიდად მომეწრუპა. „ფორტოჩკასთან“ სხვა მყიდველი გოგოც მოვიდა, იმ ბიჭების ქალური ვარიანტი იყო, ისეთივე ტიპაჟი, მერყევი ინტონაციით მკითხა – აუ შენ საიდან გიცნობ? აქედან თუ… ვარანცოველი ხომ არ ხარ? იქაც ვცხოვრობ… ალბათ აქედან – ცივად ვუპასუხე. სასმელს ყიდულობდა და აშკარად წამოკიდებაზე იყო. წამით გამიელვა აზრმა, ვეტყვი, ხომ არ დაგველიათქო და მთელი ჯავრი ბარემ მასში ხომ არ ჩამეღვარათქო, მაგრამ ბეცი გამოვდექი. იმის მერე ეგ გოგო(ნუ გოგო რა, პადტრიცატ რა). თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი სწორად მოვიქეცი.

პ.პ.ს.
ჰო, გიტარა დამავიწყდა. რასაკვირველია, სუფრაზე ფიგურირებდა გიტარა! ხოლო მანდილოსნები თვალებანთებულნი შესცწეროდნენ მას ვინც უკრავდა და პერიოდულად ახსენებდა – მზეს, მთვარეს, გულს, წვიმას, მე-ს და შენ-ს. საოცრად პრიმიტიული არსებები არიან „ქართველი მანდილოსნები“. გიტარიანი ვაჟკა(იკა)ცები კი ახალი ტალღაა.

Written by 1myway1

September 23, 2013 at 3:55 pm

Posted in Uncategorized

Fergie Time

with 2 comments

ძველი, ტკბილი და ამავე დროს მძიმე 90-იანების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ჩემი თაობის ჩვეულებრივი, მოკვდავი ბავშვებისთვის უცნაური ფირმის ASAHI-ს საათები გახლდათ. ასაჰის არაერთი საათი მქონდა, სადღაც ლარნახევარი ან ორი ლარი ღირდა და ეს მაშინ, არც ისე პატარა ფული იყო. ერთი მათგანი განსაკუთრებით მიყვარდა, ის დაბადებისდღეზე რაღაცასთან ერთად მაჩუქა ერთ-ერთმა ნათლიამ. ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის გავხდი, საკმაოდ პატარა ვიყავი.

ფაქტი, ეს საათი მეხმარებოდა სირბილისას თუ ფეხბურთის თამაშისას დროის დანიშვნაში, გრაფიკით მოწოდებული სინათლის მოლოდინში, სკოლის გაცდენისას ვირტუალური გაკვეთილების ხანგრძლივობის გამოთვლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას მალევე მოტყდა სამაჯური, მაგრამ რაც მთავარია მუშაობდა და რატომღაც გადავწყვიტე რომ ძვირფასი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ასე წყვეტენ ადამიანები ამა თუ იმ ჩვეულებრივ ნივთზე, რომ ის ძვირფასია მათთვის და ასეთი ნივთები მართლაც ჭეშმარიტად ძვირფასები ხდებიან, ვიდრე ძვირადღირებული საგნები. საათების მოყვარული არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა და კლასიკურ, მაქსიმალურად ზუსტ და ფოე ფოე საათს ელექტრო, ჩვეულებრივი, ჩუვაკური საათი მერჩივნა. მოკლედ, 1999 წელს ეს საათი უკვე რამდენიმე წლისა იყო, გვარიანად შელანძღული, შიგნიდან დამტვერილი პატარა ეკრანით(სულ მიკვირდა და მაინტერესებდა როგორ ჩნდება შიგნიდან მტვერი ამ საათებშითქო). მოკლედ, ხსენებული 1999 წლის 26 მაისს ტელევიზორის წინ უცნაურ სამფეხა მაგიდაზე მედო ჩემი საათი, როცა დამხმარე მსაჯმა პიერლიუიჯი კოლინას გადაწყვეტილებით დამატებული 3 წუთის შესახებ გვამცნო. ის სამი წუთი ჩემს საათზე დავინიშნე, ჩემთვის სწორედ იმ პატარა „ციფერბლატზე“ აისახა პირველად ეგრეთ წოდებული Fergie Time. საათს კაგად ჩავებღაუჭე, მუჭში მოვიქციე, კრიალოსანივით მეიმედებოდა მისი და თითქოს სწორედ ასაჰის ამ საათის უფრო მჯეროდა, ვიდრე რომელიმე სხვა წამზომის.

მარიო ბასლერის ადრეული გოლით ბაიერნი მანჩესტერ იუნაიტედს 1:0-ს უგებდა და უგებდა თამაშთაც, მომენტებითაც. სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში კარსტენ იანკერის მოულოდნელად უხერხული მაკრატელა და ხარიხა, მეჰმეთ შოლის ტრადიციულად დახვეწილი, ელეგანტური მოჭრილი დარტყმა და ძელი… ბაიერნი მთელი მატჩის მანძილზე დაახლოებით ისე ღეჭავდა მანჩესტერს, როგორც იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი თავის საღეჭ რეზინას. თუმცა გერმანელებმა მეორე გოლი ვერ გაიტანეს… 91-ე წუთზე პეტერ შმეიხელიც წინ წავიდა და მეტიც, საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა – ტედი შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა, არა, მანჩესტერმა თამაში მოიგო, იქ ბაიერნიც კი, თავისი ხასიათით იმ მატჩის მომგები აღარ იყო. არანაირი დამატებითი დრო, წითელმა შემაკებმა 93-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს, ეს მუდმივად სათადარიგო ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და ყველაზე ალოგიკურ გმირად იქცა.

არასოდეს დამავიწყდება გერმანელების განადგურებული სახეები. აცრენლებული ლოთარ მათეუსი, გაბრაზებული შტეფან ეფენბერგი და მინდორზე გართხმული, დაოსებული სამუელ ოსი კუფური, რომელიც სიმწარისგან კამპ ნოუს მიწას მუშტებს ურტყამდა. არ დამავიწყდება არც ის უსამართლობის გრძნობა, რომლითაც მაშინ ავივსე და ისედაც ძლივსშემორჩენილი პატარა საათი მოვისროლე. იმ დღის მერე, ასაჰის საათს თითქმის აღარ ვეკარებოდი. ბებიაჩემს დავუდე მაგიდაზე და ის ნახულობდა ხოლმე დროს, სანამ ბატარეა არ დაეცლებოდა, რომელიც აღარავის გამოუცვლია.

მანჩესტერის მოგებამ გამაბრაზა არა იმიტომ, რომ მან ნახევარფინალში ჩემს საყვარელ გუნდს მოუგო. ფეხბურთის ღმერთს ვფიცავ, ამიტომ არა. მაშინ ღრმა კრიზისისა და სერიოზული საკადრო პრობლემების გამო, როგორღაც ნახევარფინალში გასული იუვენტუსი წითელმა ეშმაკებმა ზედიზედ მეოთხედ არ გაუშვეს  ლიგის ფინალში. როგორც მოგივანებით სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა – მისი მეგობრის, მარჩელო ლიპის იუვენტუსი სამაგალითო იყო მანჩესტერისთვის: „მე ბიჭებს ბებერი ქალბატონის თამაშების ჩანაწერების ვაყურებინებდი და ვეუბნებოდი – ტაქტიკა და ტექნიკა ჩვენც გვაქვს, მაგრამ უყურეთ და ისწავლეთ ასეთი შემართებით თამაში თუ მოგება გინდათ“. ჰოდა, მოიგო კიდეც, მანჩესტერმა სწორედ იუვენტუსთან მოიგო, არადა აგებდა ოლდ ტრაფორდზეც და აგებდა ტურინშიც, მე-11 წუთზე უკვე 0:2-ს, მაგრამ 3:2 იმარჯვა. მე გავბრაზდი ბაიერნთან ფინალის მერე იმიტომ, რომ თამაშის მიხედვით, მომენტების მიხედვით ასე ეჯობნოს ერთ გუნდს მეორესთვის და წაეგოს ძალიან იშვიათად თუ მინახავს, აი მაშინ კი ნამდვილად არასდროს მენახა და ბავშვური ემოციაც იყო. გასაგებია, გულშემატკივართა დიდ ნაწილს ფეხბურთი სწორედ ამ ემოციის, მოულოდნელობის, ბოლო წუთებზე გოლებისა და ასეთი გიჟური მატჩების გამო უყვარს, უფრო სწორად გვიყვარს, მაგრამ მაინც ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ბაიერნის ქომაგი არ ვყოფილვარ, მაგრამ გერმანელ ხალხს და მათ ფეხბურთს ყოველთვის პატივს ვცემდი, თან მეგობართან ხუმრობით პაექრობის გამო მანჩესტერიც ამოჩემებული მყავდა და გული მწყდეოდა, რომ ასეთი უსამართლობა ვნახე. „ეს უსამართლობა“ სერ ალექს ფერგიუსონის დიდი და საფირმო გამარჯვება გახლდათ, თავისი ქამბექითა და მოკლე მონაკვეთში გატანილი რამდენიმე გოლით – ანუ მომავალი წლების მანძიზე წითელი ეშმაკების „სავიზიტო ბარათით“. შოტლანდიელმა ათწლეულების მანძილზე მტრების დასაცინად ქცეული გუნდი  პრემიერლიგის მერე, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნა. ფერგიუსონმა მანჩესტერში რამდენიმე თაობა გამოცვალა, მაგრამ მე „იმ“ მანჩესტერთან თუნდაც მიახლოებულად კარგი გუნდი არ მახსოვს… ბექემის, გიგსის, სქოულზის, იორკის, კოულის, ირვინის, კინის, შმეიხელის, ნევილების, შერინგემის… მანჩესტერი სულ სხვა იყო.

ამ ტრიუმფიდან სადღაც 2-3 წელიწადში ფერგიმ განაცხადა რომ წასვლაზე ფიქრობდა. ძალიან ძალიან გაიმხარდა, რადგან ის ბავშვობის ანტიპათია კიდევ დიდი ხნით მქონდა გამოყოლილი და მინდოდა მენახა მანჩესტერი ფერგიუსონის გარეშე, ხოლო თავად შოტლანდიელი რომელიმე სხვა კლუბში ან ნაკრებში, სადაც მუშაობის „ეშინოდა“ – აბა ვნახოტ ერთი რას იზამსთქო. თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ ბებერი სკოტი კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა და როცა უკვე ათი წლის მერე მართლაც წავიდოდა, გული ისე დამწყდებოდა, როგორც რობერტო ბაჯოს რომ სანტიმეტრები დააკლდა საფრანგეთთან 1998-ში, ან როგორც მაშინ მწყდება ხოლმე როცა იუთუბზე გიორგი ქინქლაძის კოლაჟებს ვუყურებ.

ბარსელონიდან მოსკოვამდე ყოველთვის დიდი გზა იყო. ფერგიუსონმა ეს გზა გაიარა და სიმბოლურად, რუსეთის დედაქალაში მისმა „წითელმა არმიამ“ კიდევ ერთხელ დაიპყრო ბებერი კონტინენტი. თანაც ფინალი პრინციპული იყო, ლონდონის ჩელსისთან – პირეველი ინგლისური ფინალი ტურნირის ისტორიაში. და აქაც, იღბლის გარეშე საქმე არ ყოფილა… მანჩესტერმა მოიგო მას მერე, რაც პენალტების სერიაში წაგებას მეტოქის ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, მაგრამ… უიღბლო ადამიანს, სახელად ჯონ ტერის პენალტის დარტყმისას ფეხი დაუცდა და კარს სანტიმეტრებით ააცილა…მერე კი მანჩესტერელებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. აბა მშვიდად მოგება, რა ფერგიუსონის შესაფერია.

სერ ალექსმა თავისი ოცნება აიხდინა და ლივერპულიც გადმოაგდო პრემიერლიგის ტახტიდან. თავიდანვე ეს ჰქონდა მიზნად დასახული და არც დაუმალავს. არადა, 1992 წლამდე ეს წარმოუდგენელი ჩანდა, მაშინ MU თავისი 7 ჩემპიონობით 18-გზის ტრიუმფატორ ლივერპულს კი არა, არსენლასაც ჩამორჩებოდა, ევერტონსაც…  არც ეს გამხარებია, რადგანაც მიყვარს ლივერპული. მოკლედ, მე და ფერგი ყოველთვის სხვადასხვა ბანაკში ვიყავით, მე ის არ მიყვარდა, მაგრამ პატივს ვცემდი. მეგონა, რომ არ მიყვარდა…

ვნახე ბარსელონასთაბ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როგორ უკანკალებდა ფერგიუსონს ხელები და ძალიან მეტკინა გული. პირველად, მაშინ გავიფიქრე – ბებერი მართლა დაბერებულამეთქი. როცა 2013 წელს ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდთან ნანისთვის ნაჩვენები წითელი ბარათისას მოხუცი ცოტა მძიმედ წამოდგა სკამიდან და აღშფოთებულმა მძიმედვე ჩამოიარა რამდენიმე საფეხური, მაშინ თბილი სინანული ვიგრძენი მის მიმართ და გულიც დამწყდა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილში რეალისკენ ვიყავი. აკი mind games-ში დიდოსტატი ფერგიუსონის მოწაფემ და მეგობარმა ჟოზე მაურინიუმ მატჩის მერე თქვა კიდეც – საუკეთესო გუნდმა წააგოო. ასე გამოეთხოვა თავისთვის ბოლო ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ მოიპოვა პირადად მეცამეტე, გუნდისთვის კი მეოცე ჩემპიონობა!

მესამე და საბოლოო დარტყმა იმის გაგება იყო, რომ ფერგიუსონი კარიერას ასრულებს. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ ყველას გვეგონა, რომ ეს იქნებოდა მერე…  კაცი, რომელმაც აბერდინში სასწაული მოახდინა. კაცი რომელსაც სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს. კაცი რომელიც თავისი ჯირკი და უტიფარი ხასიათით მაბრაზებდა, როცა 6 ნახევარმცველით დაცვიდან ითამაშებდა, ხოლო პრესკონფერენციაზე ჯიუტად იტყოდა ჩვენ ვუტევდით და მეტოქე თავს იცავდაო და საკუთარ გულშემატკივარსაც აჯერებდა ამაში. კაცი რომლის გუნდსაც გაუთავებლად და გამაღიზიანებლად გაჰქონდა გოლები ტაიმების ბოლო წუთებზე, თამაშიდან გამომდინარე იმსახურებდა თუ არა მათ. კაცი რომლის გუნდსაც  5-7 წუთიან მონაკვეთში გატანილი რამდენიმე გოლითა და ქამბექებით ყველაფერი თავდაყირა შეეძლო დაეყენებინა, კაცი რომლის მანჩესტერული კარიერაც ჩემი ასაკისაა… იუნაიტედის მწვრთნელი აღარ იქნება. ყველაზე უცნაური შოტლანდიელი, რომელსაც ვისკიზე მეტად ღვინო უყვარდა, კაცი რომელიც ცხენებზეა შეყვარებული და მთელი ცხოვრება მართლაც დოღში გაატარა.  ღრჯო შოტლანდიელი,  რომელმაც თავის საღეჭ რეზინასთან ერთად ინგლისში მსოფლიოს ეპოქა შექმნა.

როგორც ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე, მქონდა ბედნიერება პირდაპირ ეთერში წამეყვანა მანჩესტერ იუნაიტედისა და სუონსის მატჩი, რომელიც ოლდ ტრაფორდზე ფერგიუსონის ბოლო შეხვედრა იყო. ოცნებების თეატრზე რეალობად ქცეული ოცნება სრულდებოდა. როგორც არ ვცადე ჩვეულებრივი განწყობით შევხვედროდი ამ თამაშს, შინაგანად ეს არ გამომივიდა და მაინც სევდიანი ვიყავი, რაღაც ვერც განვეწყვე რეპორტაჟისთვის. სიმბოლური იყო ისიც, რომ ბოლო საშინაო მატჩს ფერგი ელეგანტური მიქაელ ლაუდრუპის სიმპათიურ გუნდთან ატარებდა და მასაც თავის, უხეშ სტილში მოუგო, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო – მატჩის მიწურულს გატანილი გოლით… ბოლოს, როცა  სერ ალექს ფერგიუსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვის სათქმელად მინდორზე გამოვიდა და შევატყვე როგორი აღელვებული იყო, ბოლო სიტყვების პირველი სიტყვები როგორ გაუჭირდა, საკმაო ხანი ხმას ვერ ვიღებდი, ყელში აი ის ბურთი გამეჩხირა, ასეთ დროს რომ იცის ხოლმე… სასწრაფოდ მანჩესტერი-ბაიერნის ფინალი გავიხსენე, ეგებ გადამიაროსთქო… ცოტა მიშველა, მაგრამ ბოლომდე ვერა. ფერგიმ წარმოთქვა მოკლე, ჯიუტად თბილი და იმედიანი შოტლანდიური სიტყვა. შუალედში არც მისი ერთგული წითური ჯარისკაცი პოლ სქოულზი გამორჩენია, რომელმაც მასთან ერთად დაასრულა კარიერა. წარმოთქვა და წავიდა – თეატრის ფარდაც დაეშვა. იმ მომენტში ერთ რამეში დავრწმუნდი – მე მხოლოდ პატივს არ ვცემდი სერ ალექს ფერგიუსონს, მე მიყვარდა იგი, როგორც გენიალური მწვრთნელი და ადამიანი. სხვანაირად შეუძლებელიცაა ყოფილიყო, ფეხბურთი ხომ ჩემი ცხოვრებაა, ფერგიუსონი კი თავად არის ფეხბურთი.

ასე დასრულდა ეპოქა დიდი და გადავხარშე, რომ უკანასკნელი რაც ფეხბურთში, რაც ჩემს ცხოვრებაში უცვლელი იყო, ეს ალექს ფერგიუსონი გახლდათ თავისი ძალიან უშნო პალტოთო.  გავიდა საუკუნის მეოთხედზე მეტი… გამახსენდა 90-იანები და 90+ები.. ფერგიუსონის დრო… Fergie Time – It Was a Good Time.

p.s.
მეორე დღეს ოთახში შევვარდი და ძველი მაგიდის უჯრაში, ქექვა დავიწყე.  იქ, ძველმანებში მეგულებოდა ბევრი რამ და მათ შორის ისიც, რასაც ვეძებდი. გზად შტეფან როიტერის და ბებეტოს პატარა პოსტერებიც შემხვდა და რაც მთავარია, ვიპოვნე ჩემი ასაჰის საათიც, რომელსაც აუცილებლად გამოვუცვლი ბატარეას.

IMG_20130517_013528

Written by 1myway1

August 2, 2013 at 4:33 pm

Posted in Uncategorized