1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for ნოემბერი 2009

კატერინა და სამი ფერი… კშიშტოფ კიშლოვსკი

with 6 comments


მე მიყვარს და მიზიდავს პოლონეთი, თქვენ? ამ ქვეყანას აქვს ისტორია, კულტურა… ანდა მოვეშვათ და პირდაპირ ვთქვათ, ჯიგრულ-გურჯულად 😀 😀
ქალები ჰყავთ ძალიან მაგარი, ქერები, ვნებიანები, რაღაც სხვა ეშხიანები, შეიძლება გაჭედო
ფეხბურთში აქვთ ისტორია და წარმატებები… ბონეკი, ლატო… და სხვანი, ისედაც იცით ვინც იცით და ვინც არ იცით მაინც არაფერს მოგცემთ ამის გახსენება 😀
კინო აქვთ დიდებული, აზრიანი, ფსიქოლოგიური…
მუსიკაც აქვთ
ჩვენ ვუყვარვართ, რუსები ეზიზღებათ
სმა უყვართ, არაყი აქვთ მაგარი
ქალაქები, კრაკოვი, ვარშავა და თუ გინდა სხვებს ნუღარ ჩამოვთვლით, ეს ორი ხომ უკვე დიდი რამაა (როდის მოვხვდები ნეტა)
ჰოდა, აბა კაცს რა უნდა მეტი ბედნიერებისთვის? 😀 ძალიან ცოტა რამ

3-4 წლის წინ ერთ გოგოს ვეჩეთავებოდი ხოლმე, კრაკოველი იყო, კატერინა ერქვა. საკმაოდ ლამაზი და მიმზიდველი იყო. სურათები ახლაც შენახული მაქვს. თვითონ დამიკავშირდა თავიდან და გავგიჟდი ისე უყვარდა ქართველები. ცეკვაზე დადიოდა და გასტორლებზე ხვდებოდა ხოლმე ქართველებს და ძალიან ვუყვარდით მოკლედ. განსაკუთრებით კაცები ხართ მაგრებიო 😀 შავგვრემანებიო და ლოყებწითელებიო(ეს უკვე არ მომეწონა, მეთქი ყველანი ასეთები არ ვართ და ვაბშე წითელლოყება ტიპებზე არ ვგიჟდები, სოფლელებთან ასოცირდებიანმეთქი, არ მიწყინოთ 😀 ეს ისე. სიტყვა სოფლელიც ძაან ისე  სხვა პონტშია ნახმარი 😛 კაი არ აქვს მაგას მნიშვნელობაო)
მოკლედ, სააკაშვილი მგონი მიშისტებზე მეტად უყვარდა ზოგს პოლონეთში და ბევრ საინტერესოს მიყვებოდა. ნუ ისიც ეგრევე გაირკვა და დადასტურდა, რომ პოლონეთი ჩვენზე გაცილებით მაღლაა ცხოვრების დონით.
ერთი მინუსი ის იყო, რომ რუსული არ იცოდა ვაბშე და მაინც აპირებდა სწავლას. მე კიდევ დამტვრეული ინგლისურით უფრო ნაკლებს ვაგებინებიდ, მაგრამ გამოგვდიოდა რაღაც რა 😀 პოლონურად რამდენიმე სიტყვაც ვისწავლე 😀
კი ვფლირტაობდით ხოლმე ლაითად, მაგრამ ისე სერიოზული არაფერი. იმას შეყვარებულივით ჰყავდა, აუ სახელი დამავიწყდა, ბევრი ვიცოდი იმ ბიჭზეც კატერინასგან და რაღაც მოკვერცხო ელემენტი იყო, ბევრად უფრო მოსაწყენი და უაცნაური, ვიდრე ამას უნდოდა(ნუ რაღაც დეტალების გამო ვამბობ, თორე მოსაწყენბოაში ცუდი კი არაფერია, აგერ ამხელა კაცი მოსაწყენი ვარ, მერე რა 😀 სიუსლელეების მოლაპარაკე ტიპებს, ოღონდ რო ილაპარაკონ და არ აქვს მნიშვნელობა რა, ასი წელი მირჩევნია :P).
მე კიდევ ვეუბნებოდი წიკები მაქვს, ცოლ შვილი მინდა ადრეულ ასაკში მყავდეს, ნუ შვილი მინდა ძალიანთქო და ამას თავის ახსნები ჰქონდა ახლა და აქ არ გვინდა. მოკლედ, შანსია ცოლი უსიყვარულოდ მოვიყვანოთქო… და გაგიჟდა ამაზე 😀 ნუ მერე მართლაც მოვიყვანე ცოლი და ვუთხარი და ძაან აღფრთოვანებული არ დარჩა, ისე კი მომილოცა ცხადია(რო გავეყარე ეგ აღარ იცის :D).
იქამდე, ვიღაც ორი თუ სამი ბიჭი მითხრა მოცეკვავეები, გავიცანი ადრე გასტროლებზე, ხომ არ იცნობო, არცერთს არ ვიცნობდი. კიდე საქართველოში მინდა ძალიან ჩამოსვლაო, ხო დამეხმარები თუ მოვახერხეო. მეთქი ბაზარი არაა, შენ ოღონდ ჩამოდი. დაჟე მისი დაც გავიცანი ვიდეო კონფერენციისას, ის ესპანეთში ცხოვრობდა და პოლონეთში იყო დროებით ჩამოსული. მოკლედ ჯიგრულად ვმეგობრობდით, ვიცოდი პირველად ვის აკოცა, რამდენი წლის იყო მაშინ, ვის ხვდებოდა და ა.შ. თუ იაჰუში ვერ შემოდიოდა, წერილს მწერდა ხოლმე. კიდე კაიფი იყო ის, რომ საკმაო ხანი რაც ველაპარაკებოდი, სულ მართვის მოწმობის აღებას ცდილობდა და ყველა ჯერზე იჭრებოდა 😀 პარკინგს ლანძღავდა განსაკუთრებით, დაჟე ზადნი დავამუღამე და პარკინგი ეს რა კოშმარიაო 😀 არა რა, ქალი საჭესთან… 😀
მოკლედ მერე, რაღაც ისე მოხდა, აი კონკრეტულად როდის და რატომ არ მახსოვს, მაგრამ მოხდა, რომ გაწყდა ჩვენი მიმოწერა, აღარ ჩანდა საერთოდ, მეც უკვე სხვა პონტში ვიყავი და მერე ნელნელა სულ გაქრა. სადღაც 2 წელი მაინც იქნება ვაბშე არ შევხმიანებივართ ერთმანეთს. საინტერესო კი არის, რას შრვება, ხომ კარგადაა, გათხოვდა, პრავა აიღო თუ რა ქნა…

მოკლედ, კარგი ხალხია პოლონელები. ძირითადი მასა მაინც. მე ასე ვხედავ. მიზეზები რატომაც მომწონს ვთქვი ზემოთ ნაწილობრივ 😀 თან პოლიტიკურად ძმები ვართ. ჩვენც რაღაცნაირი პრეზიდენტი გვყავს და იმათაც, ბრატობენ. საჭიროცაა.

არადა, სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა და სხვაგან წავედი, მაგრამ იქნებ კარგიცაა. კინოსთან მწყრალად მყოფი და შემთხვევით შემოსული მკითხველიც, გამორჩება რაღაცას ))
მოკლედ, კშიშტოფ კიშლოვსკი ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია, არამარტო პოლონეთის, ჩემი და ისევ არამარტო ჩემი აზრით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნამუშევარი არის ტრილოგია ,სამი ფერი’. მინდა ამ ტრილოგიის მცირე, ჩემეული რევიუ და მოსაზრება დავდო, მაქსიმალურად მოკლედ. თან ყველაფრის დაწერა არ გამოვა, რადგან ვისაც ჯერ არ უნახავს და ნახვა უნდა, რომ არ გაუფუჭდეს საქმე. დავიწყოთ…

1). Trois couleurs: Bleu (1993)

http://www.imdb.com/title/tt0108394/

სამი ფერი: ლურჯი ტრილოგიის პირველი და ზოგისთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია. ჟულიეტ ბინოში როგორც თითქმის ყოველთვის შეუდარებელია. მუსიკა მშვენიერი, ზბიგნევ პრაისნერის. რეჟისურა რომ არ დაეწუნება ისედაც გასაგებია და სხვა მსახიობებიც ბრწყინვალედ ართმევენ თავს თავიანთ საქმეს.

წარმოიდგინეთ, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უცებ ხდება ავარია, რომელშიც ქალიშვილი და მეუღლე (ამ შემთხვევაში ქმარი) გეღუპება… კოშმარია. თავს მოიკლავთ? მე არასდროს, ნამდვილად ვიცი. ბინოში ცდის, მაგრამ არ გამოუვა და ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს, რაც ასევე რთულია, მით უმეტეს სირთულეები გზაში ემატება… უყურეთ და ისიამოვნეთ.

ბიჭი, რომელიც ძეწკვს იპოვნის; კაცი, რომელსაც დიდი ხანია უყვარს ბინოში; ქუჩის მუსიკოსი. ქვედა სართულზე მაცხოვრებელი მეძავი. კეკელკა მეზობელი და კვერცხი ქმარი. დედა, მებაღე, ,ის გოგო’ რო ნახავთ, ნახავთ 😀 მოკლედ მაგარი პერსონაჟები და მომენტები. თუნდაც ვირთხას და მის შვილებს რომ აღმოაჩენს და მერე რას იზამს, უმომენტესია. კატის დვიჟენია, დასაფიქრებელი.

2). Trzy kolory: Bialy (1994)

http://www.imdb.com/title/tt0111507/

,სამი ფერი: თეთრი’ არის ტრილოგიის ალბათ ყველაზე ,ლაითი’ და სულ ოდნავ სუსტი ნაწილი. თუმცა აი ძალიან ძალიან კანცოვკა აქვს 😀
ნუ სუსტი ასეთ ფილმზე ცოტა არ იყოს ღიმილის გამომწვევი ნათქვამია, მაგრამ გამგები გაიგებს. თანაც ეს არის ფილმი, რომელიც მე თავის დროზე პირველი ვნახე ამ ტრილოგიიდან და შესაბამისად სხვა დამოკიდებულება მაქვს მასთან 😀 მით უმეტეს, რომ ფილმში რამდენჯერმე გაიჟღერებს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მელოდია, რომელსაც Утомлённые солнцем-ის სახელით ვიცნობთ, ამავე სახელწოდების ფილმიდან, სინამდვილეში კი  Jerzy Petersburski-ს Polish tango ,To ostatnia niedziela’-ა (ისე Утомлённые солнцем-ზე სხვა დროს, ვრცლად :P).

მაშინ 24-25 წლის ჟული დელპი მშვენიერია დომენიკის როლში. ,ბიზნესმენ’ კაროლ კაროლს ძალიან მაგრად თამაშობს ზბიგნევ ზამაჩოვსკი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მიკოლაის პერსონაჟი და ამ როლის შემსრულებელი. კაცი, რომელსაც თავის მოკვლა უნდა რატომღაც(მერე კი მიხვდება, რომ ცხოვრება არც ისეთი უგემურია 😀 რბილად რომ ვთქვათ). ქუჩაში კი დომენიკისგან სექსუალური(ნუ ძირითად მიზეზად ეს მოიაზრება) პრობლემების გამო გამოგდებულ კაროლ კაროლს გადააწყდება. ჩემოდანი, 2 ფრანკის დვიჟენია, ნაყიდი ნაკვეთი, უცებ გამოპრანჭვა, დაკრძალვა… არა ტო, ესაა შედარებით ,სუსტი’? არაფერი შეგეშალოთ 😀

3). Trois couleurs: Rouge (1994)

http://www.imdb.com/title/tt0111495/

დაბოლოს, ტრილოგიის უკანასკნელი და სულ ოდნავ ძლიერ ნაწილად მიჩნეული ,სამი ფერი: წითელი’. რეალურად კი სამივე ნაწილი ერთნაირად ძლიერი და მაგარია ცხადია. თუმცა მაინც, წითელი წითელია. შეუდარებელი ირენ ჟაკობით (სხვათა შორის, ჩემს გარშემო ერთი-ორი გოგო წააგავს ირენ ჟაკობს, მაგრამ რა ხეირი 😦 😀 ) და ასევე შეუდარებელი ჟან-ლუი ტრენტინიანით, რომლის პერსონაჟიც უუმაგრესია. გადამდგარი მოსამართლე ))

საინტერესოა, რომ გავრცელებული ცნობით, როცა კვენტინ ტარანტინომ 1991 წელს ნახა ირენ ჟაკობი კიშლოვსკის ფილმში The Double Life of Véronique, მოისურვა რომ მას ეთამაშა ,მაკულატოურაში’  ბრიუს ვილისის ცოლი აი ის… “Who’s motorcycle is this? – It’s a chopper baby. – Who’s chopper is this? – Zed’s. – Who’s Zed? – Zed’s dead baby! Zed’s dead!” 😀 თუმცა ჟაკობი იმ დროისთვის ,წითელის’ გადაღებაზე მუშაობდა და თავისთავად გამოირიცხა. ხოლო როცა ტარანტინოს 1994 წელს ასევე კანის ფესტივალზე უნახავს ,წითელი’, უთქვამს, რომ ,ოქროს პალმის რტოს’ სწორედ ეს ფილმი მოიგოებსო, მაგრამ მთავარი ჯილდო მის ,მაკულატურას’ ჰხვდა წილად. რომელიც სხვა პონტშია უმაგრესი და შესაბამისად, სხვა დროს განვიხილოთ ))

ამ ფილმს, მაგარ მომენტებთან და პერსონაჟებთან ერთად, საინტერესო დასასრული აქვს. ნუ საინტერესო რა… 😀 ,გადარჩენილები’, თავადაც ხვდებით ან მიხვდებით 😀 მოკლედ, უყურეთ ამ ტრილოგიას და არ ინანებთ. ხო, კიდევ, ყველა ფილმში, მოხუცნი, რომ ბოთლს ტენიან იმ ,რაღაცაში’…
ესეც ასე, უშუალოდ კიშლოვსკი, კიდევ სხვა და გრძელი საუბრის თემაა. სამწუხაროდ, იგი 1996 წელს 54 წლის ასაკში გულის შეტევის შემდეგ, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მასზე უფრო ვრცლად და მის სხვა ნამუშევრებზე, მომავალში ვისაუბროთ. იგივე La double vie de Véronique, ,დეკალოგი’, რომელიც სრულად არ მინახავს და ასე შემდეგ. გული კი ძალიან მწყდება, რომ გადაუღებელი დარჩა, ჩანაფიქრში არსებული მორიგი ტრილოგია ,სამოთხე’, ,ჯოჯოხეთი’ და ,სალხინებელი/განსაწმენდელი’, დანტე ალიგიერის ,ღვთაებრივი კომედიის’ ,მიხედვით’. შემდგომ, სამივე ამ ფილმის მონახაზზე და ჩონჩხზე აგებული ფილმი გამოვიდა, სხვადასხვა დროს. თუმცა კიშლოვსკის შეკრული ტრილოგია სულ სხვა რომ იქნებოდა თავადაც ხვდებით 😉

Trainspotting და დომხალი

leave a comment »

ფილმების მორიგი მიმოხილვა 🙂 გადახედეთ ამ არეულობას, იმედია, დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ.

1). Trainspotting (1996)

http://www.imdb.com/title/tt0117951/


გავიხსენოთ ეს ჩინებული ფილმი, რომელსაც უმეტესი თქვენგანი ,На игле’ ამ სახელით იცნობთ. თუ ბრიტანელებს კინო გამოუვიდათ, მაშინ ძალიან კარგი გამოსდით(ამ თემასთან დაკავშირებით ჩემ თეორიებს სხვა დროს გაგაცნობთ) და ესეც ასეთია. უმაგრესი დიალოგები, დრამა, ტრადიციული შავი იუმორი… დიალოგებზე მართლა ვკაიფობ, სხვა დანარჩენთან ერთად. ვისაც არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ.

ევან თუ ივენ 😀 მაკგრეგორი კარგი მსახიობია მე მევასება. ამ როლში ჩემი აზრით მთლად ვერ ზის, არ არის ეგ ტიპი რაღაც, ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. თუმცა ეს იჩრდილება მისი ბრწყინვალე თამაშით. ძალიან საინტერესო პერსონაჟია სხვათა შორის. სასტავში ყველაზე ჭკვიანად ითვლება, მაგრამ როგროც ასეთი მთავარი არ არის, ნუ იმ გაგებებით რითაც ისინი დვიჟენიობენ 😀 და ეგრე მთავარი არც უნდა იყო მამენტ 😀 ცდილობს შეცვლას, თან ვერ ელევა იმათ და ა.შ.
აი ბოლოს რასაც გააკეთებს, ძაან უცნაურია, ვინ იცის ვინ იზამდა და ვინ არა. მაინც კაი ტიპიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ იმათში კი არის. თუმცა ეგეთ რამეს პირადად მე არ ვიზამდი.
ასევე დააკვირდით, რომ მარკ რენტონის ერთი ცუდი საქციელი (ძმაკაცს, რომ თავის პორნო დისკს მოპარავს), მთელ ცხოვრებას დაუნგრევს იმ ძმაკაცს, რომელიც რაღაც მომენტში ძალიან ტრაგიკული პერსონაჟი გამოდის, სხვებზე მეტადაც კი. ასევე ის გოგო, ბავშვი რომ დაეღუპება(მაგრამ ეგ ღირსია).

აი თუ ვინმე უხდება როლს, ეს პირველ რიგში ბეგბი, იგივე რობერტ კარლაილია, ძალიან მიყვარს ეს მსახიობი, ნიჭიერია და როჟაა რა, როლი თუ მოიგდო შესაფერისი ფრიადზე ასრულებს. მაგარ კვერცხს თამაშობს (ნუი აბა სხვანაირი ბრიტანელი ცოტაა :P), მაგრამ სამაგიეროდ სასწაულად თამაშობს. საინტერესო პერსონაჟიათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სახასიათოა.
ბეგბის არ იყოს, ტომიც ძალინ უაზრო, მაგრამ სახასიათო პერსონაჟია. აი სპუდი კი ყველაზე სულელია, მაგრამ მათში ყველაზე კეთილი ალბათ, რისთვისაც მცირედით დაჯილდოვდება კიდეც ბოლოს 😛

ჯორჯ ბესტზე, ფეხბურთზე, კინოზე, მუსიკაზე… 😀 დიალოგებს, რომ შევეშვათ. მომენტებიც ბევრია ძალიან ძლიერი. თუნდაც უკვე გადაგდებული რომ აქვს და ისინი რო დაადგებიან და აქეთ ერთის ფეხები რომ აქვს სახესთან და იქით მეორესი.

მოკლედ ეს არის ერთ-ერთი Must See ფილმი.
კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ ძალიან გრძელი მიმოხილვები გამომდის 🙂

უსურათესი და უმომენტესი 😀
აი ეგეთები არიან ბრიტანელები 😛

2). The Hangover (2009)

http://www.imdb.com/title/tt1119646/

იღვიძებ დილით, ოთახში არეულობაა, შესაძლოა უცებ ვერც იაზრებ სად ხარ და ცოტა აზრზე რო მოდიხარ, ხვდები, რომ წინა დღის რაღაც მომენტიდან არაფერი არ გახსოვს… მერე დახედავ მობილურს და ხშირ შემთხვევებში აბსოლუტურად უაზრო გასული ზარებია და ნერვები გეშლება, რატომ ქენი? 😀 😀 პირადად ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, ალბათ რამდენიმე თქვენგანისთვისაც…

ჰოდა, ადგა რამდენიმე იდეინი და ფულიანი ტიპი და ამ ისტორიას, მცირე ფანტაზია შესძინა, გააფართოვა, გააპაპსავა 😀 და გამოვიდა მშვენიერი სახალისო ფილმი. აი ისეთი, უბრალოდ გართობა რომ გინდა, დაჯდები და უყურებ, რამდენიმე მომენტზე გულიანადაც გაიცინებ და სასიამოვნო გრძნობა დაგრჩება. სერიოზული არაფერი, მაგრამ აბსოლუტურ უაზრო კომედიებს, რომლებსაც მე ვერ ვიგებ ხოლმე, ნამდვილად ბევრად ჯობია. აი ასეტი ტუპოი იუმორი მოსულა 😀

მოკლედ, ბიჭს ცოლი მოჰყავს და ქორწილამდე ორ მეგობართან და მომავალი ცოლის ტუპოი ძმასთან ერთად მიდის ლას ვეგასში მალჩიშნიკის მოსაწყობად. ცხადია ჩასვლის ღამიდან იწყება სმა და… დილით იღვიძებენ სამნი, გადანგრეულ ოთახში არის ქათამი 😀 ვეფხვი და ჩვილი ბავშვი. სასიძო კი არსად ჩანს… საინტერესოა არა? 🙂

ბევრი კაი მომენტია. ,ოFიცერი, ვაშა მაშინა’. როგორც გაირკვევა ექიმს რო ტვინს გაუბურღავს დანტისტი საავადმყოფოში 😀 და ასე შემდეგ, ყველას ჩამოთვლა არაა საჭირო 😛

3). Shaun of the Dead (2004)

http://www.imdb.com/title/tt0365748/

ეს არის ალბათ ტუპოი იუმორის ბოლო პასატკა 😀 რომელსაც ავიტან 😀 აი სიტყვაზე ზოჰანებს და მსგავსებს, ისევ ასეთი სისულელე მირჩევნია. ცოტა უფრო დახვეწილი მაინც არის, სულ ცოტა 😀 ერთი სიტყვით, ასევე უბრალოდ გასართობად, შეგიძლიათ უყუროთ, რამდენიმე მომენტი მართლა კარგია. ნუ მე ზედა ფილმი მირჩევნია, მაგრამ თავის პონტში არც ეს არის ცუდი.

საიმონ პეგი არ მევასება დიდად. თუმცა ნორმალური როჟაა და თავის საქმეს აკეთებს. მისი ძმაკაცი მაგარი კაცია ძალიან 😀 ფორუმ.გე-დან ვინც ხართ და ტანკეს იცნობთ, შეხედეთ ტო, ყველა პონტში სუფთა ტანკეა 😀 😀
ზომბებს რო თამაშობენ და დედამისი პროსტა რო მოდის, რა ღადაობაა 😀 ეს ინგლისია, მახინჯები რა 😛 (შანსს რო არ ვმაზავ რო არ ვუკბინო 😀 )

4). Saw VI

http://www.imdb.com/title/tt1233227/

ბოლოს ცოტა გავასტრაშილკოთ )))
ხერხი ბოლო წლებში ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია და ამიტომ ვაფასებ ცოტა 😀 როგორც ასეთი, არცერთი სერია არ ჩაუგდიათ ჯერ. კი გაასერიალეს და ყოველ წელს გამოშვება ადვილი არ არის ახალ-ახალის, მაგრამ ნორმალურად ქაჩავენ ასე თუ ისე. ცხადია, პირველი სულ სხვა იყო… თუმცა თუ რომელიმე სერია არ ვარგასავით, მეორე-მესამე სიტყვაზე და არანარიად ბოლოები. VI-ც მომეწონა.

ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ის მომენტია ჰოფმანზე რო გავლენ და ეს რო ასისხლავს იქ ნახევარ განყოფილებას, ნამეტანი იყო რაღაც. სხვა ფილმი მეგონა უცებ 😀 სისხლები ბევრი რო არის ისედაც გასაგებია, მაგრამ ,სხვანაირი სისხლები’ 😀 სხვანაირი მკვლელობები და არა ასეთი, ერთი კაცი რო ყველას ხოცავს და ვერ იჭერენ და ა.შ.
საინტერესოა რა იქნება 2010-ში

პ.ს.
ყველაზე ღადაობა ის არის, რომ ამის წერის პროცესში Papillon-ს ვიხსენებდი, პარალელურად გაშვებული მქონდა… აი რა არის შედევრი, აი მსახიობები, აი მასტ სი მუვი 😀 🙂 თუმცა მა ფილმს აქ, ასე მოკლე მიმოხილვა არ ეკადრება 😛 ისე, მივაპიესე 😀 დანარჩენი სხვა დროს 😉

Written by 1myway1

ნოემბერი 26, 2009 at 4:13 PM

Becket & Malcolm X

leave a comment »

მოკლედ, რამდენ ფილმს მე ვნახავ და რამდენზე კომენტარი მომინდება, ცალცალკე თუ ვწერე, არ გამოვა კარგი ამბავი 😀 ამიტომ ერთად ვიზამ ხოლმე და მოკლედ. თუმცა ახლა კვლავ მორიგ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე 😀 ამ ფილმების გარდა, სხვებზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ამათთან ერთად არა და არც მთლად მოკლე რევიუები გამოვიდა, რაც არის არის, ერთი სიტყვით. ორი მშვენიერი ფილმია 😉

1). Becket (1964)
http://www.imdb.com/title/tt0057877/


ჩემი აზრით, ბეკეტი ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმია. 1964 წელს შექმნილ, თამამად ვთქვათ და ამ შედევრს, სიამოვნებით დავუთმე მეორედ ორსაათნახევარი. აბა ცუდს რატომ უნდა ელოდო, როცა ფილმში პიტერ ოტული თამაშობს 🙂 ეს საოცარი, კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭერი, გამორჩეული, სიმპათიური, დახვეწილი და ქარიზმატული ფიგურა. გარდა ამისა, ტომას ბეკეტის როლს არანაკლებ გამორჩეული მსახიობი რიჩარდ ბარტონი დიდებულად ასრულებს (7-ჯერ იყო ოსკარზე სწარდგენილი და სამწუხაროდ ვერცერთხელ ვერ აიღო, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის 😉 ). მშვენივრად თამაშობენ სხვა მსახიობებიც. გამოსარჩევია რეჟისორის ნამუშევარი და ერთი სიტყვით ყველაფერი.

ეს არის სიყვარულის, სიძულვილის, ამბიციების, პრინციპების, დავიწყებული პრინციპების, შურის, სიკეთის, ანგარების, ბოროტების და იმ ყველაფრის ნაზავი, რაც ცხოვრებაში გვხვდება. უამრავი საინტერესო პერსონაჟით და ისტორიით.

ჰენრიხ მეორე, რომელსაც არნახულად თამაშობს ოტული, თითქოს სუსტი ადამიანია. ბეკეტზე მიჯაჭვული, მშიშარა, ქარაფშუტა, თავმოყვარე და ა.შ. თუმცა რეალურად, ამ კაცშიც არის რაღაც ძალა და ეშხი. თუნდაც ის, რომ სიგიჟემდე უყვარს და აფასებს ბეკეტს, მეტყველებს იმაზე, რომ რეალობის აღქმის უნარი აქვს. იცის, რომ ბეკეტი მასზე ჭკვიანი და ძლიერია, მაგრამ მაინც არ ეპუება და მე ამას არ ვამართლებ და ეგეთი ტიპები ჩემთან ახლოს არ არიან, პირიქით, მაგრამ ძირითადად ეგეთები ,იმარჯვებენ’ ხოლმე, დროებით მაინც 😀 მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მათხოვარი ინგლისელისთვის, ძალიან დონე როჟაა ჰენრიხ მეორე.

თავად ბეკეტი, უჭკვიანესი, ცბიერი, რკინის კაცს თამაშობს და მამენტ არის კიდეც, უბრალოდ შინაგანად არც მთლად მასეა, აქვს გრძნობები და რაღაც მხრივ სუსტიც არის, მაგრამ თავი როგორ გიჭირავს და რას აკეთებ, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაინც რკინის ხარ თუ ასე იქცევი 😉

ჰენრიხის ამაზრზენი დედა, უამაზრზენესი ცოლი და ტუგადუმი შვილები. ძმა ჯონი, რომელსაც უმაგრესად ,მოათვინიერებს’ ბეკეტი. ჰენრიხის გაუნათლებელი და ტიპიური ტუპოი ინგლისელი მსახურები. საფრანგეთის მეფე, რომელიც ფრანგული უაზრო ამპარტავნულობით, უაზრო იუმორით და ტიპობით შემოიჭრება, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც საჭირო რომ არის. შურიანი და ბოროტი ეპისკოპოსი ფოლიო. ძამბელი, რომელიც უნიჭოდ ცდილობს რომის პაპაი დააბოლოს, ფულიც აიღეო და ბეკეტიც მივიღოთო და მერე კიდე რო ბოდიალობს და პაპი, რომ გააჩერებს….

მაგარი მომენტები რამდენიც გინდათ. ჰენრიხის და ბეკეტის ქალებთან ურთიერთობა. მსახური, რომელსაც ბოლოს კარის გაღება არ უნდა, მაგრამ ბეკეტი ეტყვის ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის ხოლმეო. ჰენრიხი თავიდან და ბოლოს ცხედართან. ბეკეტი, რომ გადაწყვეტს დაბრუნდეს, მაინც ვერ მოისვენებს, მაინც რაღაცნაირია… მათი შეხვედრა  ზღვისპირას, საოცარი მომენტია… და მრავალი კიდევ 🙂

მაინტერესებს ძალიან, რა იმოქმედებს რეალურად ბეკეტზე. ყოველთვის მომეტს ელოდებოდა და თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობდა იქამდე, სტატუსი შეცვლა თუ ქალი, რომელიც ჰენრიხის გამო თავს მოიკლავს 🙂

 

2). Malcolm X (1992)

http://www.imdb.com/title/tt0104797/

არანაკლები საქებარი სიტყვებით შევამკობდი ამ ფილმსაც. როცა გამონახავთ სამსაათნახევარს, უყურეთ და არ ინანებთ. ოღონდ, თუ მხოლოდ გასართობი ფილმები და სპეცეფექტები განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ არ გირჩევთ. მოგწყინდებათ და ასე შემდეგ 😀

უამრავი კარგი შავკანიანი მსახიობია ამ ქვეყანაზე. მორგან ფრიმენით დაწყებული სემუელ ელ ჯექსონით დასრულებული, მაგრამ მათზე სხვა დროს ვისაუბროთ დაწვრილებით, მე იმის თქმა მინდა, რომ დენზელ ვაშინგტონი სულ სხვაა. წინ კი არ ვაყენებ ვინმეზე (აბა  ბებერ და ტკბილ მორგანს როგორ გავწირავ) ან რამე ისეთი, უბრალოდ აშკარაა, რომ დენზელას სხვა დახვეწილობა და იერი აქვს, აი რაღაცნაირია, ძალიან ,დასტოინი’. ეს ამ ფილმშიც მშვენივრად ჩანს.

თავად ფილმი, ძალიან საინტერესო და კარგია. მჯერა, ვისაც ნანახი გაქვთ, უმეტესობა დამეთანხმებით. კი ბატონო მალკოლმ X ფრიად საეჭვო და სკანდალური პირვონება იყო. რასაც ამბობს, იმის უდიდეს ნაწილს შესაძლოა არ დავეთანხმოთ. თუმცა კაცი იმას ვერ უარყოფ, რომ ეს იყო, ძლაიან ძლიერი, მრავალმხრივად ნიჭიერი და ხალხზე გავლენის მოხდენის უნარის მქონე ადამიანი, რომლის ცხოვრებას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. ერთი პერიოდი თავადაც იყო მარიონეტი, მაგრამ ეგ არაფერი.

თავადაც იცით და ვინც არა, ნახავთ, რამდენი ცხოვრების ეტაპი გაიარა მალკოლმ X-მა. რამდენჯერ შეიცვალა სტილი, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. რამდენი სირთულე და ხიფათი შეხვდა. ერთი სიტყვით, შესაძლოა ბევრისთვის არამისაღები(ძირითადად განცხადებების და აზრების გამო) ადამიანი იყო, მაგრამ დასაფასებელი და პატივსაცემი. ისე თუ არა ფილმში, მაინც დაგაჯერებთ დენზელა 😀

ელაიჯა მუჰამედის ,სექტა’. იმედია, არავინ მიწყენს. გარკვეულ წილად სექტანტური დვიჟენია იყო ეგ ყველაფერი და რამდენიმე კაცი კარგად ითბობდა ამით ხელს. თუნდაც ის იდეინი ტიპი, რომელიც ციხეში იხსნის და დაავერბოვკებს მალკოლმს.

ერთი სიტყვით მუღამჩიკები ვინც ხართ, ამ სამსაათნახევარს ისე გაატარებთ, რომ არც კი მოგწყინდებათ. ძლიან კარგად გაკეთებული ფილმია. სპაიკ ლიმ იცის კინოს გადაღება 😉

საინტერესო მომენტები, როგორც გითხარით უამრავი. ისევე როგორც პერსონაჟები. არჩი, სოფია, რუდი(რომელსაც შეუსრულებს მაგრა), ლორა, კარატიშკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 🙂

ერთ-ერთი უმომენტესია, ბოლო გამოსვლაზე, არეულობა რომ ატყდება და ეს წყნარად იწყებს საუბარს დამშვიდდითო და იარაღს, რომ დაინახავს და გაიღიმება 🙂

Written by 1myway1

ნოემბერი 24, 2009 at 10:03 PM

ეჰ, კარლსონ კარლსონ…

with 11 comments


გუშინ დედაჩემი რაღაცეებს იხსენებდა, გავაბრაზე(უფრო სწორად ჯერ იმან გამაბრაზა) და პატარაობაში რა კარგი ბავშვი იყავიო, ახლა კიდეო… და ცნობილი ტექსტები მერე. ჰოდა, გაიხსენა როგორ მივწერე წერილი კარლსონს 😀 მეც გამახსენდა და მაგარი მოგონებები მოიტანა. ის წერილი ბებიაჩემს შენახული აქვს მგონი და უნდა ვაპოვნინო, არ მახსოვს ზუსტად რეები მივწერე. თუ იპოვნა მერე გავაზიარებ 😀

საერთოდ პატარაობაში, სანამ ჯერ კიდევ კარგი ბიჭი ვიყავი 😀 ძალიან ბევრს ვკითხულობდი, იმდენი წიგნი ერთად, 10 წლის ასაკის მერე არ მექნება სამწუხაროდ წაკითხული, რაც მანამდე. კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო და შემეძლო მთელი დღე ასე გამეტარებინა. უბრალოდ, ცუდი ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა, რადგან ბევრი ისეთი წიგნი წავიკითხე, რომელიც იმ დროს მართლა არ უნდა წამეკითხა, ჯერ ადრე იყო. ზოგი გიჟივით მიყურებდა რო მოიდოდა, რეებს კითხულობს ეს ბავშვიო, მე კიდე მაინც ჩემსას ვაწვებოდი, მამენტ მაინც არ იყო ცუდი 😀 მას მერე მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერა და ვერ დავუბრუნდი აქტიურად ჭეშმარიტ წიგნსა და კითხვას. რაც ამერია, ქუჩას, ფეხბურთს, საერთაშორისო კომპიუტერიზაციასა და ა.შ. ვეზიარე, დაიწყო პრობლემები, არეულობები და მოკლედ შეიცვალა ყველაფერი 😀 თუმცა ეს ახლა გავატაროთ, მოვა დრო ალბათ ისევ… 😀

ჰოდა, ყველაზე მეტად ის წიგნები მიყვარდა ცხადია, რაც უკეთ მესმოდა იმ ასაკში საუბარია 6-7-8-9 წლის რო ვიყავი ძირითადად. ესენი იყო – კარლსონი, ტომ სოიერი და ჰეკბლერი ფინი. ნუ სხვებიც, მაგრამ ესენი განსაკუთრებით და ამ სამიდან კიდევ უფრო განსაკუთრებით კარლსონი და ტომ სოიერი 😀 პირველი მინიმუმ 5-ჯერ მექნება წაკითხული, მეორე 3-ჯერ ალბათ. შესაძლოა ორივე მეტჯერ, მაგრამ მინიმუმები ავიღოთ 😀

ტომ სოიერი ამჟამად გვერდზე გადავდოთ, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა და ვისაუბროთ ჭეშმარიტ კარლსონზე, რადგან ,გახსენება და თემა’ მას ეხება. დიდი შანსია, შვედეთის სიყვარულიც ამ წიგნის და საოცარი ასტრიდ ლინდგრენის დამსახურებაა.

სიგიჟემდე მიყვარდა ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი. ვერ წარმოიდგენთ როგორ. ყველაფერს ალბათ ვერც გავიხსენებ, რაც მისი და წიგნში აღწერილი პერიპეტიების მიბაძვით გამიკეთებია. ნუ ,მფრინავ შარვალს’ რომ ვეძებდი წინ ღილაკით ეს ცალკე თემაა კიდევ (და მერე ვცდილობდი მე თვითონ გამეკეთებინა). მამლების ხატვას, გუფთებს, კაკაოს და ფუნთუშებს, ბოროტ ფრეკენბოკს(თუ სწორად მახსოვს, არდა რამდენჯერ მაქვს მართლა წაკითხული :D), ბიჭუნას, მის მეგობრებს, ძაღლს და ყველა პერსონაჟს ნუ გავიხსენებთ, თორემ მართლა შორს წავალთ. სასიამოვნო კი იქნება, მაგრამ სხვა დროს იყოს 🙂

 

მოკლედ, დედაჩემს გაახსენდა, როგორ ვცელქობდი ერთ დღეს და თავზე ვიმხობდი სახლს და შენიშვნა მომცეს, რა კარლსონივით იქცევიო, მეც ავდექი და რამდენიმე წამში ჩავილაპარაკე: ,,ეჰ, კარლსონ კარლსონ… ამათ სალაპარაკოდ რომ გაიხდი თავს”. ჰოდა მოკვდა სიცილით საზოგადოება, რატომღაც… 😀 😀

ამას მოჰყვა იმ ლეგენდარული წერილის გახსენება. ზუსტად არ მახსოვს, მგონი რაღაცეებს ვთხოვდი და ვეუბნებოდი, მოფრინდი ჩემთანთქო, თან რაღაც ,სერიოზულ’ თემებსაც ვეხებოდი. ერთი პერიოდი უეჭველი მეგონა, რომ მართლა არსებობდა და გეგმებს ვაწყობდი ჩვენი სახლის სახურავი, როგორ მომეწყო, რომ კარლსონს თავი კარგად ეგრძნო აქ.

 

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ წერილის ,გაგზავნის’ მერე, ყოველდღე ველოდებოდი პასუხს, გაღვიძებისთანავე გავვარდებოდი სადარბაზოში და აი, დაჟანგული ფოსტის ყუთები რო ეკიდა ხოლმე (ზოგან ახლაც კიდია), გავაღებდი – არაფერი, გავაღებდი – არაფერი… 😦
როგორც ჩანს, ჩემებმა გადაწყვიტეს, გული ძალიან რომ არ დამწყვეტოდა რამე მოეფიქრებინათ და… ერთ მშვენიერ დღესაც გავვარდი სადარბაზოში, გამოვაღე ყუთის კარი და წერილი დავინახე. იმ წუთას ჩემზე ბედნიერი ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო.

  

ზუსტად არც ,პასუხის’ შინაარსი მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მგონი ის ეწერა, რომ კარლსონსაც ძალიან ვუყვარვარ და ეცდება რაც შეიძლება მალე მოვიდეს, რადგან სხვა ბიჭუნებთანაც უნდა შეიაროს და ბევრი საქმე აქვს და ბლაბლაბლა
შესაძლოა ისიც ეწერა, დედას და ბებიას დაუჯერეო, მაგრამ ეგ არ მახსოვს და რომც ყოფილიყო, ერთ ყურში შევუშვებდი და მეორედან გამოვუშვებდი 😀
კი გამიჩნდა კითხვა, ქართულადაც იცის წერა კარლსონმათქო? და თითქოს ცოტა კალიგრაფიაც მეცნო, მაგრამ…ამ ყველაფერზე რა დამაბოლეს აღარ მახსოვს. საკმაო ხანი კი მჯეროდა და ბედნიერიც ვიყავი ამ ამბით 😀

ესეც ჩემი პატარაობის, რამდენიმე პერიოდის სურათები 😀

პ.ს.
იმავე პერიოდში ,გამოვაცხვე’ კიდევ ერთი ფრაზა
ჩემების კითხვაზე თუ ვინ იყო სტალინი
ვუპასუხე: ,,რეციდივისტი”
ხოლო შემდეგ კითხვაზე თუ ვინ იყო ლენინი
ვუპასუხე: ,,უფრო დიდი რეციდივისტი” 😀 არადა პირიქით, რომ ყოფილიყო ალბათ უფრო სამართლიანი იქნებოდა 😀
ეს ისე, ასევე გაახსენდა დედაჩემს გუშინ და იმიტომ მივაწერე.

ხო, გიორგობას გილოცავთ ყველას და წავედი ახლა მე 😀 🙂

პ.პ.ს.
ვარდების რევოლუციის 6 წლისთავია ისე. ნუ ვიჩხუბებთ, ვინ ვისი მომხრეა, დადგმული იყო თუ არა, გაამართლა თუ არა და ა.შ.
ერთი რაც ნაღდად ვიცი ის იყო, რომ შევარდნაძის წასლვა მინდოდა, სასტიკ ემოციებში ვიყავი და მოკლედ.. დაწვრილებით სხვა დროს იყო, მაგრამ ის ხომ ვიცი, რომ ჩემი მაშინდელი ემოცია ალალი და წმინდა იყო, ჰოდა ამიტომ ის დღე პირადად მე მაინც კარგად მახსენდება. ახლა ოპოზიციონერ ნინო ბურჯანაძის ომახიანი განცხადებითურთ : ,,საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა!”. მე მოწამლული იმ დროს სახლში ვარ და გიჟს ვგავარ სიხარულისგან, იქითაც ვერ მივდივარ და ისეთი მომენტია, რომ დაჟე ჩემი ძმაკაცი, ყველაზე ბარნოვა ბარნოვაც კი ვერ მალავს ემოციებს.
მოკლედ, ეს იყო სულ. ბოდიში, რომ პოლიტიკა მაინც გავრიე(ვინმეს არ ეგონოს ძაან აღფრთოვანებული ვიყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ვინმეს პროპაგანდას ვეწეოდე, არანაირად). უბრალოდ, რაც იყო იმაზე თვალის დახუჭვა არ მიყვარს ხოლმე და როცა მაწყობს ვიტყვი, როცა მაწყობს არა… აუ, მაინც რო დავძაბე 😀

Written by 1myway1

ნოემბერი 23, 2009 at 7:09 PM

Posted in Uncategorized

ცრემლები, კინო და ფეხბურთი

with 15 comments

გავიგე, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგადად ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, ისიცაა, რომ ქალები მეტს ტირიან. ცრემლს კი თურმე ორგანიზმიდან უარყოფითი რაღაცეები გამოაქვს. ამიტომ, მეგობრებო მთლად გურჯებიც ნუ იქნებით – კაცს ტირილი არ შეჰფერის და ,პასპორტი მანახე მამა’ დვიჟენიები. ეს ისე… მოკლედ გინდა ცუდი რაღაცეები გამოჰქონდეს და გინდა ცხოვრებას ახანგრძლივებდეს, ცრემლი დამშრალი მეგონა, იმდენი ხანი აღარ მეტირა და არც მიტირია მამენტ. ნუ არ მახსოვს, სადღაც ერთი თვის, თვენახევრის წინ, ძაან მთვრალზე და ნერვებზე, რაღაცაზე ვიბღავლე, ტირილი არ ერქვა მაგას, რო მახსენდება რაზე, მრცხვენია 😀 თუმცა ალბათ საერთო პრობლემების ნაზავი იყო და ეგ ამბავი, უბრალოდ გვირგვინად მოევლინა, თან პიანი ბაზარი. მოკლედ ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, უმძიმეს სიტუაციებშიც კი ცრემლი აღარ გადმომდიოდა, ხშირად ბურთი რო მოგაწვება ყელში და რო ჩაყლაპავ, ხშირად თითქოს ცრემლი მოგდის, მაგრამ არა რა, აღარ შვებოდა, ალბათ ძაან რკინის გავხდი და ის ცოტახნისწინანდელი ამბავი კარგიცაა რაღაც მომენტში. ჰოდა ყრმა ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, ვტიროდი ძირითადად ორ რამეზე: კინო და ფეხბურთი. ეს ორი რამე ახლაც ჩემი ცხოვრების უდიდესი და უმთავრესი ნაწილია, იმ სხვაობით, რომ ახლა აღარ და ვეღარ ვტირი 😀 ასე ნელნელა მივადექით თემასაც.

ნუ პირველად იყო… ცხადია ფეხბურთი 😀 არ მრცხვენია და ადრეც მითქვამს, რომ სულ პირველად, ჯერ არაფრის აზრზე რომ არ ვიყავი გადავწყვიტე გერმანიის ნაკრებისთვის მექომაგა. არ მრცხვენია იმიტომ, რომ ეს ნაცია ახლაც მომწონს, მაგრამ ფეხბურთში ჩემთვის მხოლოდ ერთი სიწმინდეა და მაგ პონტში ცოტა მრცხვენია, იტალია თავიდანვე, რომ ვერ შევნიშნე 😀 უბრალოდ მაშინ, სად იყო თამაშების თავისუფალი გადმოცემა და ა.შ. მეცხრე ბლოკის ეპოქაა. ჰოდა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე(ეს მსოფლიო ჩემთვის პირველი იყო და თავის პონტში დაუვიწყარი) გერმანია ხვდება ბულგარეთს. გერმანია უდავო ფავორიტია, იქ არის გაბურძგნული რუდი ფიოლერი, ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი და ვინ მოთვლის, ვარსკვლავები და ნაღდი ფრიცები, მებრძოლები. გერმანია იგებს და თითქოს ყველაფერი კარგადაა… თუმცა უცებ ბულგარელებს 3-4 წუთში ორი გოლი გააქვთ, ყველაზე მტკივნეული სტოიჩკოვის კი არა, ლეჩკოვის გოლია, ვიღაც უშნო პოსლიკა თავით უტანს გერმანიას და 2:1… დრო კიდევ არის, მე ბავშვურად ვნერვიულობ, რადგან ბებიაჩემის დაქალთან ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, ბიჭები, კაცები, გოგოები და მისი ქალიშვილი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს, შუბლზე აწერია ,აი ხო აგებს შენი გერმანია’. იქმნება საკამათო მომენტი, მერე სახიფათო ეპიზოდი, მაგრამ არა, საფინალო სასტვენი და გერმანია გავარდა! და ბებიაჩემის დაქალის შვილმა გულიანი ხარხარი დაიწყო, რასაც ჰქვია ხარხარი, მე კიდე 9 წლის ვირმა დავაღე პირი, ბებიაჩემს ჩავეხუტე და ვაღვარღვარე ცრემლები 😀 ეს იყო პირველი სერიოზული ტირილი და პირველი კომბინაცია ცრემლს+ფეხბურთი.

  

მეორემაც არ დაახანა, ბულგარეთი უკვე მძულს და ცხადია, ნახევარფინალში ვქომაგობ იტალიას, იტალიის თამაშს სრულად მაშინ ვუყურებ და მომენტალურად ვიხიბლები და ვინუსხები 😀 ვხედავ ცხენისკუდა რობერტო ბაჯოს, რომელსაც უცებ გააქვს ორი გოლი. ვხედავ, როგორ განგებ აშავებენ მყრალი ბულგარელები, მყრალი, მაგრამ სასწაულად მაგარი ხრისტო სტოიჩკოვის თამადობით ბაჯოს და ბულგარეთი მომენტალურად ეწერება ჩემს საძულველ სიაში(რომელშიც უკვე არის ბრაზილია და შემდგომში პირველ ადგილს ინგლისი იკავებს 😀 ბულგარეთი კი დღეს აღარ მეზიზღება მამენტ, ვაპატიე :D). დაძაბული ბრძოლის მიუხედავად იტალიამ მოიგო, იტალია ფინალშია!

მეორე ფინალისტი სამწუხაროდ ბრაზილიაა, რომელმაც ჯერ ჰოლანდიის მერე კი შვედეთის ძალიან სიმპათიური ნაკრებები გაუყენა თავისი პაპუასობებით გზას და ფინალში მოვიდა. მატჩი კლასიკა, მატჩი ზემატჩი. ამჟამად მორიგ ტელევიზორიან და სინათლიან ,ტოჩკაში’ ბებიაჩემის ძმაკაცთან ვართ, სადაც ასევე ბევრი ხალხია, მეზობლები, მეგობრები, კლასელები და რავი. აბსოლუტურად ყველა ბრაზილიაა და რამე რო ვთქვა ერთ ლუკმად არ ვეყოფი იქ ხალხს. თუმცა მე ჩემსას ვახურებ (თან პროტივზე დადგომის ლეგენდარული მომენტი იჩენს თავს და…). გარდა ამისა, ვხედავ, უკვე ვგრძნობ, ვიგებ, ვიჭერ და რავი… იტალიის მუღამს. საოცრად ემოციური, რაღაც სხვა ხიბლის და სილამაზის ხალხი, მომწამლეს უცებ 😀 თამაში დიდი ვერაფერი, დაძაბული, არც ისე სანახაობრივი, მაგრამ ფეხბურთი მაგითაც მაგარია, ფეხბურთი ფეხბურთია… მორჩა ძირითადი დრო 0:0. მოვიდა მტანჯველი დამატებითი დრო, არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ბრაზილიის შემადგენლობაში ცვლილებაა – შემოდის ვინმე ვიოლა. ნუ იქ ყველა ფსევდო ზნატოკი იყო, იმ მომენტში ჩემი ჩათვლითაც 😛 და არავინ არ იცოდა ვინ არის ეს ვიოლა. ნუ დიდი და საცნობი სიმართლე ითქვას არც არავინ იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ვიოლა ყველაზე მაგარი კაცია. თამაზი იწყებს გაუთავებელ ყმუილს, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ ,გვიშველე ვიოლა, ვიოლა გვიშველე…’ ეს იმდენად კომიკურია, მიუხედავად დაძაბულობისა, რომ მეც კი მეცინება. ცხადია, ვიოლა ვერაფერს ვერ ცვლის და მოდის ყველაზე დიდი ნერვების თამაში და ,საფეხბურთო ლატარიად’ წოდებული პენალტების სერია. იტალიამ გამაზა, უკვე ცუდად ვარ 😦 მაგრამ მაზავს ბრაზილიაც 🙂 გააქვს იტალიას, გააქვს ბრაზილიასაც, ისევ გააქვს იტალიას, ისევ გააქვს ბრაზილიასაც. სხვათა შორის, ერთ-ერთი გოლის ავტორის ალბერიჯო ევანის, სახე არც დარტყმამდე და არც დარტყმის მერე არასდროს არ დამავიწყდება 🙂 თუმცა რატო მოხვდა ეს კაცი ისე მაშინ ნაკრებში ცალკე თემაა 😀 და აი… კიდევ ერთი(ევანიზე ნაკლებად, მაგრამ მაინც) უგადაიკა, დანიელე მასარო მიდის ბურთთან და მაზავს 😦 ახლა, უკვე ამდენი ხნის გამოცდილს ეს მომენტი რო შემქმნოდა, ეგრევე ვიტყოდი, მორჩა, იტალიამ წააგო 🙂 ხო ვიცი ხასიათი, სიტუაცია, ყველაფერი… მაგრამ არა, მაშინ ბავშვი ვარ, ყველაფერი ახალია და ჯერ კიდევ მაქვს იმედი… ცხადია, ყოვლად პოხუისტ და ჰარიჰარალე პაპუასებს გააქვთ გოლი და ბურთთან მიდის რობერტო ბაჯო 🙂 ჩემი ცხოვრების კი არა, უამრავი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი… ბაჯო, რომელმაც მთელი ნაკრები ათრია ფინალამდე, პირადად გაიყვანა. ბაჯო, რომელმაც ტრავმა მიიღო ბულგარეთთან და მაინც ბოლომდე იბრძოლა, როგორც შეეძლო. ბაჯო, რომლისნაირი ფეხბურთელიც სულ რამდენიმე თუ დაბადებულა 🙂 მაგრამ მერე რა? მისი კარიერა ხო დიდებასთან ერთად სევდით იყო მოცული და იტალია ხო ასეთი ქვეყანაა(ამითაც წააგავს საქართველოს), რომ უცებ გივიწყებენ ან რაღაცას ამოგიჩხრიკავენ, ამოგიჩემებენ და მროჩა მერე… კომენტატორის შეძახილი ბაჯო.. გამორბენი და ბურთი ხარიხას გადასცდა, რობი ეცემა მიწაზე და ხელებს იფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაჯოს გარდა პენალტები ბარეზიმ და მასარომ ვერ გამოიყენეს, ცხადია, მთელი ჯოხი რობიზე უნდა გადატყდეს, დანარჩენს ყელა ივიწყებს… თუმცა ეგ სხვა თემაა და… პაპუასები ზეიმობენ, ღრიანცელია ოთახშიც. ბებიაჩემიც ბრაზილია ქომაგობდა(მაგის ქომაგობა არ გაიშვას და იმათიც, მაგრამ მაინც :D) მე კი ვხედავ, როგორც ამშვიდებენ ბაჯოს, როგორი აცრემლებულია დემეტრიო ალბერტინი, რამხელა სევდაა იტალიელების თავლებში და ცხადია, მეც ავფლუკუნდი 😀 მამშვიდებს ბებიაჩები – კარგი რა დედიკო, შენ ხო უკვე დიდი ბიჭი ხარ… მაშინ ჯერ არ ვიცი, რომ როცა ბებია სიტყვა ,დედიკოს’ მეუბნება ე.ი. რაღაც აფერისტობას აქვს ადგილი… მაგრამ მაინც ვხვდები, რომ მაბოლებს რაღაცას და ვაგრძელებ ფლუკუნს… ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისე არ მიტირია, როგროც გერმანიის წაგების მერე 😀

ასე ჩაუყარა ჩემს დიდ ემოციებს საფუძველი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა 😀 ამის შედმეგ, ვნახე იტალიის თამაშები კიდევ, უკვე იუვენტუსი და ალესანდრო დელ პიერო (ჩემი მთავარი და სამუდამო კუმირი :D) გავიცანი და ეს ქვეყანა თავის ყველაფრით ჩემთვის განუყრელი და შეუდარებელი გახდა. შემდეგ უკვე მოვიდა კინემატოგრაფიის დრო. ცხადია, პირველი ტირილი კინოს გამო, ისეთივე გულუბრყვილო და ალალი იყო, როგორც გერმანიის გამო ბულგარეთთან მარცხის მერე 🙂 ეს გახლდათ, ძველი ფილმი ,ანა და მეფე’ თუ არ ვცდები ასე ჰქვია, მოკლედ ხვდებით რა ფილმზეც ვამბობ 🙂 მას მერე არც მინახავს და დასაქაჩია, ამ გახსენებაზე 😀 იქ რო არკაში ჯუჯას კლავენ, იმ მომენტზე ისე ვიბღავლე რო რავი, ძლივს გამაჩერეს დედაჩემმა და ბებიაჩემმა და მერე მომატყუეს, ეგ აღარ ჩანსო მაქო თორე გადარჩა ეგ ჯუჯაო და მეც დავბოლდი, იდიოტი 😀 თორე ის ჯუჯა ისე დამევასა ისტერიკა მქონდა.

აი ცოტა რო წამოვიზარდე, პირველი სერიოზული ცრემლები და ბურთები 😀 ფილმზე იყო, როცა ვნახე მანიაკალური კლინტ ისტვუდის ,სრულყოფილი სამყარო’ (A Perfect World) 🙂 საერთოდ ამ არადამიანურად ნიჭიერ ადამიანს, საოცარი ფილმების გაკეთება და გრძნობებზე თამაში შეუძლია(მამა ევროპულ კინოებსაც კი უჭირთ ხანდახან ჩემ გრძნობებზე ასე ჯირითი). იმ მომენტში როცა კევინ კოსთნერს ის ვიღაც კვერცხი აბსოლუტურად ტყუილად ესვრის ვინტოვკიდან კინაღამ გავგიჟდი 🙂 ხო, ისე, კლინტ ისტვუდს კინოს ფრანც ბეკენბაუერს ვეძახი და ვფიქრობ, ზუსტი შედარებაა 😀 ვისაც კინოც და ფეხბურთიც ესმის, მიხვდება 🙂

ცრემლი ჩამომვარდა მაშინაც, როცა ვნახე მსგავსი სცენაა ფილმში ,პროფესიონალი’. ბელმონდო მიდის და ჰკიდია რა იქნება, მიდის და რაღაც მომენტში შესაძლოა ფიქრობს კიდეც, რომ გაუშვებენ და გაფრინდება, მაგრამ… ის ცხვირმონგრეული კრეტინი 😀 ადგება და ესვრის 🙂 რა რა და კინო ნამდვილად უამრავი მაქვს ნანახი, მაგრამ მეტ ფილმზე, როგორც ასეთი არ მიტირია არცერთზე(თუ გამომრჩა, რაც არა მგონია, მაქსიმუმ ერთი-ორი იყოს და გამახსენდება). აი ჟრუანტელი რო დაგივლის და ,ის ლეგენდარული ბურთები’ მოგაწვება და ტირილს რო აღარაფერი უკლია, ეგეთი მომენტები, რამდენიც გინდათ. დიადი ფილმების მეტი რა არის, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ 😉 უბრალოდ ამ სამმა ფილმა, ბავშვზე იმ მომენტში განსაკუთრებულად იმოქმედა 🙂

8-9 წლის მერე ანუ რაც წამოვიზარდე. კინოს და ფეხბურთის გარდა, მხოლოდ ორი მიზეზით ვიტირე. არც გალახვისას, არც დასჯისას, არც კლასელის გარდაცვალებისას, არც ძმაკაცის გარდაცვალებისას, თუმცა ცრემლი ჩამომვვარდა ლადოზეც და ბაბუაჩემზეც, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვტიროდი, რასაც ტირილი ჰქვია )) ეს ორი შემთხვევა იყო…

1. როცა უპატრონო ძაღლების საწინააღმდეგოდ მიმართული ერთ-ერთი რეიდისას ჩვენ ქუჩასაც მოადგნენ. ნუ უპატრონო ძაღლები რო საშიშები არიან და რაციონალური გზები უნდა ვეძებოთ, ეს გვერდზე გადავდოთ, გასათვალისწინებელია, რომ ძაღლები მიყვარს და ვარ პატარა 😀 მოკლედ დაერივნენ ამ ძაღლებს, თან ძაან ქვის ხანაა მაშინ და ესვრიან რა, სავარუდოდ იქვე კლავენ, არა მგონია აძინებდნენ და რამე… მოკლედ, ერთი ძაღლი ცდილობს კაი ხანი თავის დაღწევას და ღრიანცელია ქუჩაზე დიდი. ზემოდან ერთმა ქალმა, რომელსაც ჰყავს ძაღლი, ბოთლი ესროლა ამ კაცებს 😀 მაინც არ მიდიან და უცებ გავდივარ აივანზე და ასეთი სურათია – მანქანის ფანრები მინათებულია ბეტონებზე, ძაღლი მიმწყვდეულია და როჟამ დაუმიზნა და ბაახ ეგრევე, წკმუტუნი გზაში შეუწყდა ძაღლს. მაგაზე რო მოვრთე ბღავილი 😀 ათასი სახის კაპლი დამალევინეს, სასტიკად შემეცოდა ის ძაღლი და თან უკვე გინებები მქონდა დამუღამებული, ძაან ვესიყვარულე იმ კაცებს აქედან, ძლივს გამაკავეს 😀 ცუდად მახსოვს ეს ისტორია

2. კი უკვე ცოლიანი კაცი ვიყავი 😀 ჩემს ყოფილ ცოლთან ერთად თეატრში გახლდით, ალბათ სადღაც 2,5-წ წლის წინ სპექტაკლზე ,ძმები’. ნუ ესეც კინოს უკავშირდება გარკვეულ წილად, მოგეხსენებათ ,როკო და მისი ძმების’ სიუჟეტზეა აგებული. ჰოდა ჯერ ხო სულ ნერვების თამაშია, თან ახლო ჩემთან, იქ თემები და რაღაცეები და მერე, ბოლოს ნიკო გომელაური ამ თავისი ტემბრით რო იღრიალებს და ხელებს რო აწევენ მაღლა, მოკლედ ვისაც ნანახი გაქვთ მიხვდებით… მაქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი და ჩამომვარდა რამდენიმე ცრემლი, ვიტაცე ცხვირსახოცი და 2-3 წუთში ფორმაში ვიყავი 😀

გავაგრძელოთ ჩემი ,ტირილების ქრონიკები’ და დავუბრუნდეთ თემას ,ფეხბურთი’ და წავიდეთ ნელნელა დასასრულისკენ 🙂 შემდეგი ცრემლი გახლდათ 1996 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე, ურთულესი ჯგუფიდან(რომლიდანაც შედგა კიდეც მერე ფინალი), ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული იტალია ვერ გავიდა და ეს მრავალმა მიზეზმა და დამთხვევამ გამოიწვია სამწუხაროდ. გარდა ამისა, იყო შიდა პრობლემაც, არიგო საკის უცნაური ახირებები და ნაკრების უცნაური შემადგენლობა, ნუ ესეც ცალკე თემაა. გადამწყვეტი თამაში იყო ჯგუფურის ბოლო ტურში გერმანია-იტალია. გერმანია ფაქტობრივად უკვე შემდეგ ეტაპზეა, იტალიას კი მოგება სჭირდება. ამ თამაშსაც იქ ვუყურე, აი სადაც გერმანიის მარცხი ვნახე ბულგარეთთან 😀 ახლა ვაპრიკოლებ რო ეგ ადგილი მაგარი თარსი იყო 😀 თუმცა აღარ მემუქრება იქ არაფრის ნახვა, მრავალი მიზეზის გამო 😀 ახლაც ვერ ვხვდები თუ როგორ ვერ მოიგო იტალიამ ის თამაში, პირველად რეალურად მაშინ შევიგრძენი რა არის ,უსამართლობა ფეხბურთში’ და სულ პატარობიდანვე ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტანდი და შესაბამისად ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ჩემი ტირილიც ხანმოკლე იყო და ბრაზში გადადიოდა. ძალიან აჯობა იტალიამ, პენალტი რო დაინიშნა მეთქი როგორც იქნა, ახლა მაინც გაიტანენთქო და ჯანფრანკო ძოლას დარტყმული საოცარმა ანდრეას კეპკემ(ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარა მაშინ) მოიგერია, კიდევ კაზირაგის გამოუღო არნახული ბურთი და მოკლედ დაიჩაგრა და არ გაუმართლა იტალიას. ფინალში გერმანელთა მოგება მაინც გამიხარდა, თუმცა ჩეხეთი უსიმპათიურესი და უკარგესი ნაკრებიც შემეცოდა. ისე ფინალს უკვე მოდუნებული ვუყურე დიდი აზრი აღარ ჰქონდა, მთავარი იყო, მათხოვარი ინგლის ვეღარ გახდებოდა 😀 😀 არა არა, ახლა სხვა თამაშების გახსენება არ გვინდა, თორემ უფრო როლებში შევალ 😀 სხვა დროს იყოს.

 მოვიდა 1997 წელიც და ჩინებული იუვენტუსი ხვდება ერთი შეხედვით ბევრად უსახურ, მაგრამ მებრძოლ დორტმუნდის ბორუსიას. ლიგის ფინალია და მეც ომახიანად ვარ, იუვენტუსი ფავორიტია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ იუვენტუსი როცა ფავორიტია… ყველაფერი ასე მარტივად არ არის 😀 10-დან 9-ჯერ აგებს 😀 მაინცდამაინც იმ დღეს, კარლ ჰაინც რიდლე თავს იგიჟებს და უცებ 2:0-ია იუვე აგებს. იმდენად შოკირებული ვარ, რომ არანაირი ემოცია არ მაქვს და რატომღაც ვურეკავ ჩემი ფეხბურთის მასწავლებელს, რამ დამარეკინა იმ დეგენერატთან, ვითომ რამის აზზე ყოფილიყოს ან ვაბშე რა… 😀 ჰოდა ის მეუბნება რაღაც სისულელეს, ხო ხედავ როგორ უგებს ბორუსია ,გაანძრიეს ფეხები და უგებენო’ ნუ მორჩა საუბარი მალევე და ვაგრძელებ ყურებს. იუვეს აქვს პოტენციალი, ნელნელა აწვება, ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებით შემოჰყავთ დელ პიერო და ალესანდროსაც ის დაუვიწყარი და ულამაზესი ქუსლური გოლი გააქვს, მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ და ველოდები მეორე გოლს, მაგრამ…. მინდორზე წამების შემოსული ლარს რიკენი, კონტრიერიშისას ბურთს იღებს და რატომღაც მძორივით წინ გამოსულ და დადებულ პერუცის(მაგ მომენტს ვერ ვპატიობ ანჯელოს) ლამაზად უგდებს ბურთს თავზე(და მაქვე სრულდება მისი კარიერა, რაღა იმ დღეს მოუნდა მაგასაც პერსპექტიულის და ნიჭიერის იმიჯის შექმნა). ავცრემლიანდი, მაგრამ ვიმეორებ, იმდენად შოკირებული ვიყავი მარცხით, რომ ბევრი არ თუ ვერ ვიტირე 😀 

 ჩემი ,ბოლო ორი’ ტირილი 1998 წელს იყო. ჯერ როცა იუვენტუსი ისევ ლიგის ფინალში გავიდა და ისევ ფავორიტი იყო… თან დელ პიეროს საოცარი სეზონი ჰქონდა და ყველა ელოდა, რომ ალე და კომპანია არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ მადრიდის რეალს მოუგებდა. გამოვიდა კი ისე, რომ იუვემ ფინალი(ამ გუნდის უსუსტესი წერტილი) ჩააგდოსავით, რეალს არ უჯობნია როგორც ასეთი, მაგრამ ცოტა საკამათო ეპიზოდიდან პრედრაგ მიატოვიჩის გატანილი ერთადერთი გოლი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ იუვეს მიჯრით მეორე ფინალი წაეგო. დელ პიერო კი ფერნანდო იერომ და ბიჭებმა მშვენივრად ამოკეტეს. გავედი შუშაბანდში და ერთი წუთნახევარი გული ვიჯერე 😀

შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც დიდი იმედით ველოდი. დელ პიერო ტრავმამოშუშებული წავიდა, მაგრამ მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებდნენ, წაიყვანეს ბაჯოც(არადა მთავარი პრობლემა ამ ორის ერთად არ თამაში იყო, რას ერჩოდნენ დაეყენებინათ, მერე რო მიხვდნენ გვიანი იყო) და მოკლედ დიდი ამბავია… ნუ ჯგუფში რომ უჭირს იტალიას უკვე მიჩვეული ვარ და მძიმე დასაწყისის მიუხედავად გუნდი გადის მეოთხედფინალში და ხვდება მასპინძელ საფრანგეთს. თამაშამდეც მოვკვდი ნერვიულობით, თამაშის მსვლელობისასაც, რადგან გახსოვთ, 0:0 დასრულდა და მოვიდა ეს წყეული პენალტები, სადაც იტალიას ყოველთვის ძაან მცირე შანსი აქვს, როგორც წესი. ჩემ ძმაკაც არჩილასთან ერთად ვუყურებდი ჩემთან და რარაცეებს კი მეუბნება აჩიკო, მაგრამ მე იქ ვარ, რასაც ჰქვია არაფერი მესმის და გიჟს ვგავარ, თან ბებიაჩემი პერიოდული შემოსვლები და ძალით დამამშვიდებელი რეპლიკები ორმაგად ნერვებზე მოქმედებს… ნუ რა მარტივია – გააქვს ზიდანს, გააქვს ბაჯოს 😀 და აი მაზავს ლიზარაზუ და უბედნიერესი ვარ, მაგრამ რად გინდა, მაზავს ალბერტინიც ::( ( ოხ, დემეტრიო ეს როგორ დავივიწყო) და მერე მეხუთე პენალტამდე ყველას გააქვს, ბურთთან მიდის ხოტორა ლუიჯი დი ბიაჯო და ხარიხა 😦 წამიერად გამიელვებს ყველა მომენტი მატჩში, გასნაკუთრებით ის, დაუვიწყარი, შეცვლაზე შესული რობი ბაჯო მარჯვენა მახვილი კუთხიდან რომ დაარტყამს და ბურთი მილიმეტრებში ჩაუვლის ბარტეზის კარს და მერე ბაჯო რო თითებით მიანიშნებს, სულ ცოტა, სულ ცოტა დამაკლდაო… 😦 ვიაზრებ, რომ არ იყო წასაგები თამაში და ორმაგად ვბრაზდები, გავდივარ ჩემ ოთახში და ვიწყებ ტირილს, თან გულით, გემრიელად, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა(იმ ყრმა ბავშვობის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით), რომ ჩემი საყავრელი გუნდის ჩემპიონობას ალალად ველოდი და თან საფუძველიც მქონდა, მშვენიერი გუნდი იყო რო რამე, იმ დროს არც სხვები ბდღვნიდნენ. შემოდის ბებიაჩემი, შემოდის არჩილა, მამშვიდებენ და ამ დროს წამოვყოფ თავს და ვამბობ ,ისტორიულ ფრაზას’ 😀 ,ახლა ვინ გააჩერებს ბრაზილიას’ 😀 აი თურმე რა მადარდებს უკვე… ნუ როგორც გაირკვა გააჩერეს 🙂 ფინალში იმავე საფრანგეთმა დაახია 3:0. ეგ, რა და როგორ უკვე ცალკე თემაა.

ასე დასრულდა ჩემი ტირილების ეპოპეა 😀 (ნუ თეატრის ამბავს და ამ თვენახევრისწინანდელს თუ თვისწინანდელ იშვიათ და შემთხვევით გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით :D) ასეთი იყო ჩემი ცრემლების ისტორია. ვინმეს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე არ იტირეო? თან დელ პიეროს ორი გამოუყენებელი მომენტის მერე(ახლაც ნერვები მეშლება ეს რომ მახსენდება), მაგრამ არა, პირიქით, ბოლო წუთზე რო გაგვითანაბრეს ფრანგებმა, სრულიად უაზროდ და დაუმსახურებლად 😛 ისტერიული სიცილი მქონდა, რადგან იქ უკვე ყველაფერი კარგად ვიცოდი და გათავისებული მყავდა იტალიაც და ზოგადად სიტუაციაც. შევეგუე და ველოდებოდი, როდის გაგვიტანდნენ დამატებით დროში 🙂 სენსაციურად პენალტებამდე რო მისულიყო საქმე, მაინც წავაგებდით, აღარ იყო იტალია იმ მატჩის გადამრჩენი, ხო ვიცი(თ)
მათი ხასიათი, გუნდმა ითამაშა, აჯობა მეტოქეს, მეტიც უნდა გაეტანა და უცებ 93+ზე… დამთავრდა აქ ეგ თამაში. ტრეზეგემ მერე ვალი კი დაგვიბრუნა ისე 😛 6 წლის მერე 😛 მაგრამ მაგ ევროს ფინალს ვერ ვინელებ, იმენნა ჩვენი მოსაგები იყო… ბარემ ორი სიტყვით, თანამასპინძელ ჰოლანდიასთან უდაძაბულესი და ურთულესი მატჩიც გავიხსენოთ. იმ გაჭირვებულების აცილებული ორი პენალტი, გაგდებული ძამბროტა, ტოლდოს არნახული თამაში. ხოლო პენალტების სერიაში იტალიის დაუჯერებელი გამარჯვება. საფეხბურთო ვიქტორინაში ჩემით მოგებული 😀 შამპანურებიდან ერთ-ერთი თითქმის მთლიანად საწყალი არჩილას ტანსაცმელზე და სახეზე იყო, ეგ მატჩი რო მორჩა 😀 არადა რა შუაში იყო, მათხოვარი ინგლისი ბალელშიკია კაცი 😀 ცხადია, კიდევ იყო, როგორც კინოზე ვთქვი, ფეხბურთშიც ურთულესი მომენტები, მაგრამ ტირილი აღარ. თუნდაც 2003 წელს, როცა ასევე ფავორიტმა იუვენტუსმა, რომელმაც მაგარი რეალი უემოციურეს თამაშში გააგდო და ვასილი უტკინის სიტყვებს რა დამავიწყებს ,ფინალ იუვენტუს-მილან, იუვენტუს პაბიდიტ!’ , ისევ წააგო, ცრემლი არ გადმომვარდნია, სამაგიეროდ მთელი ღამე თეთრად გავათენე და ლამის სასწრაფოს გამოვუძახე, გული ამოვარდნაზე მქონდა. ეგ იყო მარცხი, რომელიც ალბათ ყველაზე რთულად გადავიტანე 🙂 ყველა პონტში იუვეს ერგებოდა, ეჰჰ პაველ შენ რა გითხარი 😦

Ciao Ale 🙂

მოკლედ, ასეა თუ ისე, ცხოვრება მშვენიერია 😉 ეს პოემაც ძაან გამიგრძელდა და დროა დავასრულოთ, ეს იყო, და ეს 🙂

Fორცა იტალია! Fორცა იუვე!

გაუმარჯოს კინემატოგრაფიასა და ჭეშმარიტ გრძნობებს

პ.ს. ისე ქალები რა აფერისტები არიან აპრიკოლებთ? ჯერ ხო გვაპახავებენ, გვიყენებენ, გვაბოლებენ… მოკლედ… და მერე, მოგვიშორებენ, მოგვკლავენ თავისზე გაცილებით ადრე და პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩაიცვამენ შავებს და ფლუკუნებენ და თურმე ეგეც ცრუა, ტიპშები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ, ცრემლებით ცუდი რაღაცეები გამოაქვთ, თორე შენ ვის ახსოვხარ 😀 😀 ფარისევლები ეგენი

Written by 1myway1

ნოემბერი 20, 2009 at 11:48 PM

პოლიტნოსტალგია

with 2 comments

იმ დღეს მე და დუფმა/დაფმა/დაფსტერამ/იგიმ/ანტირაციულმა იგიმ/ და ა.შ. ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდევ, ქუჩაში ,მაგარი კაცი’ ვნახეთ. თან ნასვამები ვიყავით და გაგვეხსნა ეგრევე. საწყალს ეტყობოდა, რომ ვერ იყო, სახეზეც და მეტყველებაზეც. ეგრევე გვაჯახა, მე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ვარო, მიშა უნდა გადავაგდოო, კომუნისტების დროს საქართველო მაგარი იყოო და მსგავსი რაღაცეები. ჩვენხელა იყო დაახლოებით, ვიდეოც გადავუღე(ნუ ძირითადად ხმა ისმის და ისიც ჩანს რამდენიმე მომენტში), რომელსაც არ გავაბაზრებ, ცოდოა, თავისი გაჭირვება ეყოფა. შესაძლოა არც ჩვენ უნდა გვეკაიფა და არც უნდა ვკაიფობდეთ, მაგრამ რაღაც მომენტში დაიღლები კაცი. ამდენი წელია ეგეთი ,გურჯები’ და მაგას კიდევ რა უჭირს, გონებაჩმორჩენილია ადამიანი, მაგაზე უარესები, ვითომ რო სრულ ჭკუაზე არიან და ამ დროს… მოკლედ ამ წუთას ამაზე ლაპარაკი, ნერვების შლა და ნეგატიურზე წასვლა არ მინდა, ეგ სხვა დროს იყოს, ახლა ვეცადოთ იუმორში გავატროთ. მოკლედ ,გურჯები’ ამდენი წელია საქართველოს ანგრევენ და აღარც ვიკაიფოთ? 🙂

იმ ტიპზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, თორე ისე ერთი 10 წუთი კი ველაპარაკეთ გზაში, სანამ ფილარმინიასთან გაიყრებოდა ჩვენი გზები. საქართველოს გადარჩენის კიდევ ერთი შანსი კოსტავას დაუყვა ქვემოთ, ჩვენ კი კინოს სახლისკენ მიგვეჩქარებოდა. ასეა თუ ისე, კვლავ ნოსტალგია მომაწვა და ერთი-ორი დღის მერე, მეგობრებთან ძველი პოლიტიკოსები გავიხსენე. მოგეხსენებათ, პოლიტიკით გვარიანად დატვირთული ბავშვობა გვქონდა, მით უმეტეს ვინც მეტად ვინდომებდით და ვინტერესდებოდით, ხომ საერთოდ ცოტა რამ თუ არსებობდა პოლიტიკის გარდა. მეც ეგეთი ტიპი ვიყავი, ყველაფერი ზეპირად ვიცოდი ადრე.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ღიმილით მახსენდება და ვხვდები რომ რაღაც უცნაურ ნოსტალგიას განვიცდი იმ თაობის პოლიტიკოსებისადმი. სინათლის წასვლა-მოსვლის, ლეგენდარული მეცხრე ბლოკის, პურის რიგების, უბნის საზიზღარი დვიჟენიების, ტელედებატების, მიტინგების, რეიდებისა და ამ ყველაფრისადმი. ამ ყველაფერს კი ერთად ალბათ ბავშვიობა ჰქვია, რომელიც ყველასათვის განსაკუთრებულია, გინდა ცუდი იყოს და გინდა კარგი(ჩემთვის დიდწილად ცუდი იყო), მაგრამ მაინც უნდა დამერწმუნოთ, რომ 90-იანები ცოტა განსხვავებული იყო და სწორედ ამიტომაც განსხვავებულად უნდა ახსოვდეს წესით ყველა თაობას.

ჩაღრმავება არ მინდა, არადა იმ კუთხით წასვლა, საინტერესო თუ სახალისო ისტორიებისა და მუღამების გახსებეა ალბათ ბევრად უფრო საინტერესოც იქნება, ვიდრე ის რასაც ახლა ვჯღაბნი, მაგრამ რადგან ამ თემით დავიწყე, ბარემ დავასრულოთ, რადგან მათზე ვისაუბრეთ იმ დღეს, ბარემ ახლაც მათზე იყოს და დანარჩენ თემებს სხვა დროს დავუთმოთ მეტი ყურადღება და დრო.

მოკლედ, მინდა კიდევ ერთხელ(ხშირად წამომივლის ხოლმე) გავიხსენოთ ძველი პოლიტიკოსები(ზოგი უკვე გარდაცვლილია და იმედია არავის ეწყინება).

ვისით დავიწყო რა ვიცი, იყოს ასე:

გახსოვთ თემურ ბასილია? 😀 სამ პოცენტად რო აკეთებდა თურმე საქმეებს. ოდიოზური ტიპი იყო, თან ბოლოს რო გაბაზრდა, თორე ისე ტიომნად მუშაობდა 😀

ნანა დევდარიანი? 🙂 ბევრის თვალში სიმპათია დაიმსახურა, მერე კი არჩევნები რო შეეხო დიდწილად და გაყალბება დააბრალეს, ხალხში რეიტინგი დაუვარდა და სულ აორთქლდა სცენიდან. ,ვიდეო ბითიც’ გაუკეთეს, კარუსელ 😀

ნესტან კირთაძე ახლაც გვთავაზობს თავის სამსახურს პოლიტიკოსის რანგში. ლანა ღოღობერიძე აღარ. მაგ თაობის ქალებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატულუი ლუიზა შაკიაშვილი იყო. პირველ არხზე თოჯინების რაღაცა რო გააკეთეს იქ ერთ-ერთ პერსონაჟად ჰყავდათ კიდეც.

ნუ ირინა სარიშვილი მოვლენაა საერთოდ სერიოზული, ნუ განვავრცობთ. ერთი გამასხენდა, მარკეტში შევედი ერთხელ უძინარი, ხორცი უნდა მეყიდა და უაზრო კითხვა დავუსვი გამყიდველს – ახალია? იმან, ცხადია ახალიაო, აგერ შენს წინ სარიშვილმა იყიდა 2 კილო ფარშიო. ნუ იქ აღარ მიყიდია იმ დღეს ხორცი.

ჰო, სარიშვილზე რა გამახსენდა კიდევ, უცნობმა/უმცროსმა გრეჩიხამ და როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მე ამ წუთას ასე შემოვიფარგლები. ის ცნობილი კლიპი და სიმღერა რო გაჩითა ,ქვეყანაშია ფრები მუქი’ თუ გახსოვთ სარიშვილის მხარდასაჭერად იყო მაშინ იდეაში, სარიშვილის და ედპ-სი.

ისიც მახსოვს ჯონდი ბაღათურიამ და ედპ-მ რო დაცხეს რაღაცაზე, ჭადრაკის სასახლესთან იარაღის ტრიალიც შეინიშნებოდა ყრილობაზე.

ნუ ლევან მამალაძე და ასეთი სამარცხვინო ტიპები ბევრნი იყვნენ, კიდევ კაი ეგეთები მაინც აღარ არიან, არც ახლა ვართ დიდად განებივრებულნი, მაგრამმე ყოველთვის ვაკეთებს ცუდსა და უარესს შორის არჩევან, იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ უარესი ცუდზე უარესია 😀

ლევან პირველ;ზე ლააპრაკიც არ მინდა. იმედია, აღარ ჩამოვა საქართველოში საერთოდ. ისევე როგორც კახა თარგამაძე და ნუ მაგ კუთხით ნუ წავალთ, თორე დავიგრუზები და ალბათ არც თქვენ გესიამოვნებათ.

ცოტა ,მხიარულება’ შემოვიტანოთ.

მახსოვს, ზეზვა ღუღუნიშვილი, ვიტალი ხაზარაძე,

რა დამავიწყებს სმკ-ს საბოლოოდ, რომ დაერხა და რომ დაიფანტნენ, ყველაზე მააგრი იყო – ირაკლი გოგავა და ზვიად მუკბანიანი, ,სკანდალურად’ განაცხადეს, ახალ პარტიას ვაყალიბებთო და იმის მერე მაინტერესებს სად არიან და ვერ გავიგე.

ამათთანვე მახსენდება გიორგი ერქვა მგონი, სიგუა, ბევრს რო ლაპარაკობდა დამაჯერებელი ტონით და მერე უცხოეთში გაქცეულა, მე ეგრე გავიგე, ქვეისტორიებითურთ.

ზაქარია ქუცნაშვილი, ნელნელა მიხვდა და ჩამოშორდა პოლიტიკას, მხოლოდ იურისტობას აგრძელებს.

ნუ ლეგენდალური და ქარიზმატული ბატონი ტუი – ვახო რჩეულიშვილი. თავის განუმეორებელი ლაპარაკის მანერით და ,რასაკვირველიათი’. მახსოვს როგორ გაუტეხა თავი მიშა მაჭავარიანმა საფერფლით თუ ვაზით, მგონი საფერფლით. ისიც მახსოვს 23 ნოემბერს, ხალხი რჩეულიშვილს ეცა, ყველა რაღაცნაირად მოტყდა, ვახო ვერა, ძლივს გაიყვანა დაცვამ. მერე, მშვენივრად მოახერხა სტბილურობის ,შეძენა’, ჭუკუა იხმარა და არის ახლა მშვენივრად.

კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ბოლომდე შერჩა ედუარდ ბაბალუას, უერთგულასავით.

რუხ კარდინალად წოდებული ნუგზარ საჯაია, რომელზეც ბევრი ჭორი გავრცელდა, საბოლოოდ ვერ გავიგეთ მოკლეს თუ თავი მოიკლა.

ვალერი ასათიანი და ლეგენდალური გადაცემა 60 წუთი.

ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც ხალხს უყვარდა.

ავთანდილ მარგიანი, პანტელეიმონ გიორგაძე, დიდი იგორის მამა.

სულ ადრინდელებიდან – ლოთი ქობალია, დოდო გუგეშაშვილი, ნანა კაკაბაძე(ნუ პოლიტიკასთან ასოცირდება ასეთი ხალხი), რომელიც ყველა დამნაშავის დამცველი იყო ყოველთვის.

და კიდევ ძალიან ბევრი, ნუღარ ჩავუღრმავდებით.

,კაშნიანი’ ირაკლი ბათიაშვილი.

ახლა პოლიტექსპერტი მამუკა არეშიძე.

ლეგენდარული კაკო ასათიანი, რომელიც ბოლოს იმასაც იძახდა პოლიტიკოსს 500 დოლარიანზე ნაკლები საათი არ ეკადრებაო თუ რაღაცას და კაი პასტა უნდა ჰქონდესო და ამგვარ სისულელეებს 😀

დიდი ბაბუ, ასლანიკო, როგორ გაიქცა, ეგ ვერ მომინელებია 😀

მიჰყვა მას ჯემალ გოგოიტიძე, სახლში რო რაღაცეები ჰქონდა წარწერებით ,ჯემალ გველით გასრიალდეს’ და რაღაცეები.

ბოლოს სცენაზე გამოსული ქარიზმატული ცოტნე ბაკურია, მერე რო თქვეს ჰოლივუდშია რაღაც კინოში უნდა ითამაშოსო, ნეტა რა ქნა.

ფრიდონ ინჯია, ზაზა სიორიძე, ვანო ჩხარტიშვილი…

ოო დიადი ქლაბატონი მედიკო მეზვრიშვილი

იმ პერიოდის ,პოლიციის შეფი’ თემურ მღებრიშვილი

დიდი ნოდარ ნათაძე

ვახტან გოგუაძე

ყოვლეთვის კანცელარიაში პეტრე მამრაძე

ელიზბარ ჯაველიძე

თამაზ კვაჭანტირაძე

ალექსანდრე კარტოზია

თამაზ ნადარაია, თუ ზუსტად არ მახსოვს, თქვენ გაგახსენდებათ, აფხაზეთის წარმომადგენელობის გლავარი რომ იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა მერე. ერთხელ ვიღაც სლე კაზაკს პირდაპირ ეთერში რო მიასხა

იოსელიანი, კიტოვანის პერიოდს ძაან ნუ ჩავუღრმავდებით. ასევე ყარყარაშვილს, გია ჭანტურიას და ა.შ.

რა დამავიწყებს, რამდენჯერ წამიყვანეს მიტინგზე, სულ პტარა ვიყავი. ტანკი მახსოვს ყველაზე კარგად და კიდევ ბებიაჩემი და მისი დაქალი, რომ შეხვდნენ ვიღაც შუბიან დეიდებს. ერთ-ერთი ბებიაჩემის დაქალის ნაცნობი ყოფილა. ჰოდა, დააყარეს ერთმანეთს, ესენი ,ზვიადისტები’ იყვნენ, ისინი პროტივზე იდგნენ. ,წადით თქვე კარვის ქალებო, თქვენს ქვეშაფსია პრეზიდენტს პილიონკები გამოუცვალეთო’ 😀 ამათმაც რაღაც მწარე უპასუხეს და დავიშალეთ.

ლიმონკებით და იარაღით აღჭურვილი ირაკლაც მახსოვს, პირველად მაშინ შევეხე იარაღს.

გამუდმებული რეიდი სდასუ-სთან, მზიურის უკან კი ლეგენდარული თონე და უშველებელი პურის რიგი, მერე იქიდან ფეხით მსვლელობა, კავსაძეზე უნდა გაგერბინა და ისე გაგევლო, რო ტყვიის მოხვედრის ნაკლები შანსი ყოფილიყო. მერე ჩემ პირველ სკოლასთან კიდევ ერთი საშიში ზონა იყო, ერთხელ ბებიაჩემმა ხელი მკრა თორე ცვეტში ტყვია მომხვდებოდა, გაოგნებული ვიყავი. დეტალები აღარ გვინდა, რა,როდის და რატომ ხდებოდა 😀

ჰოდა, იმას ვამბობდი, ბევრი ახლანდელი პოლიტიკოსიც იქიდან მოდის, იგივე ძმები ბერძენიშვილები, ცოტნე როგორც ამბობს, წვერებიანი გოგა ხაინდრავა, მისი ძმა ივლიანე და უამრავი, მაგრამ ისნი უფრო თანამედროვე პოლიტიკასთან ასოცირდებიან და ის პრიხოდი არ აქვთ 😀 😀

უამრავი გამომრჩა კიდევ და რო გამახსენდება, ნელნელა დავამატებ 😀 ეჰჰ მძიმე იყო ბავშვობა, ძალიან მძიმე 😀

მაგრამ ისიც ფაქტია, იმ დროინდელ პოლიტიკოსებს, სხვა ქარიზმა და ეშხი ჰქონდათ 😀 😀 😀

საბოლოოდ ძალიან აბდაუბდა და უაზრო ნაწერი გამომივიდა

სულ სხვა დუხში, იუმორში და სხვა აზრით მინდოდა დამეწერა, მაგრამ… რომ დავიწყე, რმადენიმე ისეთი გამახსენდა, რამდენიმე ისეთის დაწერა მომინდა და… მოკლედ დავიგრუზე და შევწყვიტე წერა. მერე კიდევ, გადადებულ-ფიქრარეულ და გაგრძელებულ საქმეს თავს ძნელად თუ მოაბამ კაცი, თან მე შენ გეტყცი, სასიამოვნო თემა იყოს, მაგრამ არა უშავს, რაც არის, არის

მომავალი ჩვენია 😀

p.s.

მართლა, იმ მაგარმა კაცმა მე და დაფს რო შეგვხვდა, ასე გვითხრა შალვა ნათელაშვილი მაგარიაო…

Written by 1myway1

ნოემბერი 17, 2009 at 3:32 PM

Il postino

with 3 comments

კინაღამ ცრემლები წამომივიდა ტო
არა რა, ევროპულ კინოში სხვა სულია, მით უმეტეს თუ იტალიას უკავშირდება 😀
ძალიან მაგარი ფილმია, გირჩევთ ყველას. რამდენი ხანია ვაპირებდი ყურებას და როგორც იქნა….
Il postino (1994)
ფილიპ ნუარე ხომ საერთოდ არანორმალურია, რა წარდგენა უნდა. პაბლო ნერუდას თამაშობს.
თუმცა  Massimo Troisi საერთოდ ხურავს, ძალიან ძლიერად თამაშობს
Michael Radford ასევე ეკუთვნის შექება, ჩინებული ნამუშევარია.

ტორიზის კი ერთიორად ადიდებს ის, რომ ძირითადი, ეს მშვენიერი ადამიანი და მსახიობი, სწორედ ამ ფილმს შეეწირა. მას ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ არაფრით არ გაიკეთა და ფილმის გადაღების გამო გადადო, შემდეგ კი უკვე გვიანი გამოდგა და იგი 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა 😦 სევდიანი ისტორია, სევდიანი თვალების პატრონი ტორიზი, სევდიანი ფილმი… სევდიანი მე ))) ეს იტალია, ცხოვრება და გრძნობაა.

ეს ღარიბ-სიცილიური უბრალოება და ყველაფერი საოცარი სიალალით არის წარმოჩენილი და ნუარეც ზის ამ ყველაფერში, უხდება რა (იგივე ნუოვო ჩინემა პარადიზო რო გავიხსენოთ). აი ბოლოს, ცრემლი მომადგა რასაც ჰქვია. მუსიკაც მშვენიერია, ტკბილი, სასიამოვნო და სევდიანი.

ნერუდას პიროვნება ცალკეა საინტერესო, უშუალოდ ფილმში კი, ჩემი აზრით, არანაკლებ ინტერესს იწვევენ სხვები: ის უბრალო ფოსტალიონი, ფოსტის უფროსი (მაგარი პერსონაჟი სხვათა შორის), მისი მომავალი ლამაზი მეუღლე, რომელიც შეუხაედავი ტიპით მაინც მოიხიბლება და თუ რატომ ჩანს ფილმში. მღვდელი და მისი ტექსტები, რომ რუსეთში კომუნისტები ბავშვებს ჭამენ და ნერუდასაც ამიტომ არ ჰყავს შვილები ალბათ 😀 და საერთოდ მღვდელიც საინტერესო პერსონაჟია და რელიგიაზე ერთი-ორი აქცენტი. აფერისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ღარიბ და გაუნათლებელ ხალხს ატყუებენ. უბრალო, ადამიანური გრძნობები და ცხოვრება. გენიალური სიტყვა ,მეტაფორა’ 😀 და ა.შ. რომ ნახავთ ნახავთ, ერთი სიტყვით 😀 კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მეძნებასავით – უყურეთ და ისიამოვნეთ.

p.s.

,ფილმების მოკლე მიმოხილვები’ ცალკე იმიტომ გავხსენი, რომ უამრავ ფილმს ვუყურებ და ხშირად მომინდება მოკლე რევიუს დაწერა. ხოლო როცა უფრო ჩავუღრმავდები  რომელიმე კინოს ან მსახიობს, მაგალითად, როგორც ასანტეზე იყო, იმას იმ განყოფილებაში დავწერ ხოლმე, მაგრამ შესაძლოა მაინც გავაერთიანო მერე, ბლოგი ახალი ხილია ჩემთვის, დავამუღამებ ნელნელა კარგად 😀

Written by 1myway1

ნოემბერი 17, 2009 at 12:32 AM