1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

The Mambo Kings ანუ შუშისთვალება არმან ასანტე

with 3 comments

სიმართლე გითხრათ, რეალურად ახლა არმან ასანტეზე ვწერ და არა ამ ფილმზე, მაგრამ რადგან გუშინ ეს ფილმი ვნახე და ამიტომ მომინდა დაწერა, სათაური იყოს, ეკუთვნის🙂 http://www.imdb.com -ს შეფასებებს ყოველთვის ვენდობი, მეტ-ნაკლებად რეალურ სურათს ასახავს ხოლმე და პრინციპში ახლაც ასეა. მე ამ ფილმს 6,5-ს მივცემდი. შედევრი არ არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და ,მგრძნობიარე’ ფილმია, გამისწორა გუშინ.
ქალი ლეგენდა, ქალი კუბა😀 ქალი Guantanamera – Celia Cruz თამაშობს ეპიზოდურ როლში.
ნუ ანტონიო ბანდერასზე მე ჩემი შეხედულება მაქვს, მაინც მევასება, რაღაცნაირი როჟაა რა და ამ ფილმშიც ასეა. მის ნიჭში თუ ეჭვი ეპარება ხალხს(და ვიცი ბევრია ასეთი), ალმადოვარის ფილმებში ნახეთ ბანდერასი. ყველა დე ნირო, მარლონ ბრანდო და კერი გრანტი ვერ იქნება🙂 რომ აღარ გავაგრძელოთ.

აგე ძმები სეზარ და ნესტორ კასტილიოები:
222222222

3333333333

44444444

მოკლედ გადავიდეთ ახლა ჩვენ ძმაზე და მეგობარზე, ძია არმანზე, არმან ენტონი ასანტე ჯუნიორი ნიუ იორკში დაიბადა, იტალიელი მამისა და ირლანდიელი დედის ოჯახში. წარმოგიდგენიათ რა აპასნი კაცია?😀
არც ის არის ალ პაჩინო, პიტერ ოტული ან გრეგორი პეკი, მაგრამ ძალიან მაგარია. მე მიყვარს ასეთი დონე მსახიობები, ბოლომდე რო ,ვერ გაიქაჩებიან’ პიარის, სამყოფი ნიჭის, იღბლის ან სხვადასხვა მზიეზების გამო, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც დონეები რო არიან. მსახიობის ერთ-ერთი მთავარი თვისება სახეა. სწავლა, მიმიკების დამუღამება, ტექსტის გამოთქმის უნარი, შრომისმოყვარეობა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ რა როჟა ხარ გარეგნულად და ბუნებრივად, ამას ხომ აქვს მნიშვნელობა? აქვს და თან ძალიან დიდი, ჰოდა ასანტე როჟაა რასაც ჰქვია. კაცს რო შეხედავ რაღაცნაირი სახე აქვს, გიჟია რა.

ფილმების ყურება, თუნდაც მეორეხარისხოვანი ფილმების ყურება, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა ცხოვრებაში😀 და ბევრს ვიცნობ კიდევ კინემატოგრაფიაში გარკვეულს (ზოგს ფაქტობრივად, ზოგისთვის ჟანრების დაზეპირებას აქვს მუღამი😀 ზოგისთვის მსახიობების ბიოგრაფიას, ჩემთვის დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე ჯერჯერობით უბრალოდ ყურებაა), ბევრს ვუგებ, ბევრთანაც ვკამათობ.  აი არმან ასანტეზე, ყველაზე მეტად ჩემ გარდაცვლილ უფროს ძმაკაცთან ლადოსთან მიყვარდა საუბარი. ლადოს ძალიან უყვარდა ფილმები და სულ ვარჩევდით, ბეეევრს ძალიან ბეეევრს. თითქმის ყოველდღე, სტატიიდან სტატიამდე, წინა დღეს ნანახ ფილმებს, არამარტო მათ და მსახიობებს. მენატრება ის დრო, მაგრამ ახლა ამ გზით წასვლა და ,ნეტავი ხვალ აღარ გათენდეს’ არ გვინდა😀 ცხოვრება მშვენიერია😉

მოკლედ, მე და ლადო ასანტეს ასე ვეძახდით – ,შუშისთვალება არმან ასანტე’. ზოგჯერ მართლა შეგეშინდება, თუ რაც არის, შიში შესაძლოა სწორი სიტყვა არაა, როჟას რო შეხედავ და მისი სახე და რაღაცნაირი თვალები გეფეთება. აი თუნდაც ამ ფილმში The Mambo Kings რა მიმიკები და გამოხედვები აქვს. არის ერთი მაგარი მომენტი, მარტო მაგად ღირს ფილმი სხვას რო თავი დაანებო, სურათების გადაღება, რომ უნდა და ბანდერასს აიძულებს გაიღიმოს და თვითონ რო იღრიჯება, სასწაულია. თავის დიალოგებით. კიდევ ბევრი კარგი მომენტია ამ ფილმში, მაგრამ ძალიან ნუ ჩავუღრმავდებით, სხვებზეც გადავიდეთ😛
11111111111
ასანტეს ყველა ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ რომელიც მაქვს ნანახი იმათაც არ ჩამოვთვლი ყველას, მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ, რომლებიც ახლა საჭიროა😛
მაგალითად, The Marrying Man (1991) ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი. საერთოდ ბავშვობაში სულ პატარა რომ ვიყავი ალეკ ბოლდვინი და კიმ ბესინგ(ჯ)ერი მევასებოდნენ მაგრა და ჩემი საყვარელი წყვილი იყო😀😀
ამ ფილმში ასანტეს დიდი როლი არ აქვს, მაგრამ კარგად მახსოვს, ყურში და თვალში😀 პირველად მაშინ მომხვვდა, პირველი ფილმი ასანტესი მგონი ეგ იყო ჩემთვის, ეგრე მახსოვს. ბენჯამინ ,ბაგსი’ სიგალს თამაშობს.
ისე ეგ ბავშვობის ფილმი მომენატრა ძალიან, უნდა ვუყურო ამ დღეებში და ჩავიწერო მერე.

რაც შეეხება, როლებს, რომლებიც უფრო დიდ ეფექტს ახდენენ, ბევრია, მაგრამ მე მხოლოდ სამს გავიხსენებ, თორე ძალიან გამიგრძელდა სიტყვა😛
ერთი California Dreamin’ (Nesfarsit) (2007) გახლავთ. აქ თავად ფილმი არანაკლებ საინტერესო და მაგარია თუ უფრო მეტად არა, ვიდრე ასანტეს თამაში, მაგრამ ასანტეც ჩინებულად თამაშობს. ისე ნახეთ ეს ფილმი, ვინც არ იცით, კაი რამეა და საერთოდ, რუმინელებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მშვენიერი ფილმი გამოაცხვეს.

მეორე On the Beach (2000). კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ჩავარდა და მისგან ბევრად მეტს ელოდნენ, მაგრამ თავის დროზე, პირადად ჩემ გრძნობებზე გემრიელად ითამაშა და საერთოდ გირჩევთ ყველას. ასანტე შეუდარებელია ჩემი აზრით. ფილმში არის უამრავი კარგი მომენტი, ყველა კუთხით. ერთი კი უმაგრესია, ბურთები მაყლაპინა😀 როცა უპონტოდ დარჩენილი Bryan Brown თავისას ისწორებს F1-ს ტრასაზე, ერთ-ერთ წრეზეც ბოლომდე აწევს სიჩქარეს და… იმენნა ეგ როჟაა, ეგრე უნდა დასრულებულიყო, ძაან მაგარია.

დაბოლოს, მესამე და ალბათ მთავარი, ასანტე გამბინოს ოჯახის ცნობილი და სკანდალური გლავარის ჯონ გოტის როლში. ერთი, რომ მართლა წააგავს სახეზე, მერე მეორე, ქარიზმა და როჟობა არ აკლია, რომ ეს როლი ბრწყინვალედ შეესრულებინა და ასეც მოხდა. Gotti (1996) გირჩვედით ყველას, თავის პონტში უმაგრესი ფილმია. ეს როგორც ასეთი, არც მაფიოზური კინოა და არაფერი, უბრალოდ კარგია რა. რეჩია ძაან მაგარი კიდევ, რო იწყებს და ამთავრებს. ბევრ კარგ ეპიზოდს დავწერდი, მაგრამ, მაინც ასანტეზეა და არ მმინდა ცალცალკე ფილმებში ძაან გადავეშვა😀

ნუ ვინც იცნობთ ამ მსახიობს და ვინც გაიცნობთ კიდევ ბევრ საინტერესოს და სასიამოვნოს გაიგებთ და მიიღებთ😛 ჰო, კიდევ ერთი, მაგრამ ვკაიფობ როცა ბრაზდება და სახეს რო აშეშებს ან თავის უცნაურად ქნევას იწყებს. მოკლედ ჩემთვის ასანტე ერთ-ერთი ყველაზე როჟა და დონე ტიპია😀 თუმცა იმაზე მეტს არავინ აბრალებს, რაც არის😉
და ისა კიდევ, სისხლი მაინნც სისხლია რა😛 Fორცა იტალია!😀

პ.ს.
Alternate Names:
Armand Assanti | The Phantom
კინაღამ დამავიწყდა… ასანტე მაფიოზებს ევასებათ(ევასებოდათ), ჯერ ერთი რო იტლიური ფესვები აქვს(პახოდუ ირნალდიურიც), მერე მეორე როჟაა და მაფიოზები არაერთხელ ითამაშა წარმატებულად. მესამე ჰოლივუდი, კავშირები და რამე… ჰოდა რამდენიმე წლის წინ რო გაბაზრდა თუ გახსოვთ, ასანტეს მოსაკლავად დაზდევენო😀 ახლა კაიფია უკვე.
მოკლედ, მაფიოზებს რაღაც პონტზე ჰყავდათ მოწვეული, ჰოდა იქ ძმებმა ისპორეს რაღაცაზე და ატყდა საქმის გარჩევა და სროლა და ასანტე შეესწრო ამას, მერე წამოვიდა და რომელიღაცას უბაზრია, მოწმეა და უნდა მოვიშოროთო. ეგრევე ტელევიზიით ატყდა პანიკა, დასდევენო და რამე და ნელნელა ჩაიფარცხა საქმე და ასანტეც ასე გადარჩა🙂

Written by 1myway1

November 10, 2009 at 3:18 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. როგორც იტყვიან, you’ve done your homework : ))

    ხოდა, ეს მსახიობი მეცნობა ძალიან და ვერ ვიხსენებ რომელ ფილმში მინახავს, იმდბ-ზე უნდა ვნახო ეხლა, იქნებ გამახსენდეს : ))

    Natalia

    November 10, 2009 at 6:09 pm

  2. isa, me Antonio Banderasi miyvarda bavshvobashi😦

    Katten Försvann

    November 10, 2009 at 7:44 pm

  3. hah, mecnoba da ver vixseneb magari iyo, konchetina formashia😛

    axlac ro giyvardes ara ushavs, aqvs tavisi eshxi antonios, miuxedavad imisa, rom papsaa😛

    1myway1

    November 11, 2009 at 6:18 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: