1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პოლიტნოსტალგია

with 2 comments

იმ დღეს მე და დუფმა/დაფმა/დაფსტერამ/იგიმ/ანტირაციულმა იგიმ/ და ა.შ. ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდევ, ქუჩაში ,მაგარი კაცი’ ვნახეთ. თან ნასვამები ვიყავით და გაგვეხსნა ეგრევე. საწყალს ეტყობოდა, რომ ვერ იყო, სახეზეც და მეტყველებაზეც. ეგრევე გვაჯახა, მე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ვარო, მიშა უნდა გადავაგდოო, კომუნისტების დროს საქართველო მაგარი იყოო და მსგავსი რაღაცეები. ჩვენხელა იყო დაახლოებით, ვიდეოც გადავუღე(ნუ ძირითადად ხმა ისმის და ისიც ჩანს რამდენიმე მომენტში), რომელსაც არ გავაბაზრებ, ცოდოა, თავისი გაჭირვება ეყოფა. შესაძლოა არც ჩვენ უნდა გვეკაიფა და არც უნდა ვკაიფობდეთ, მაგრამ რაღაც მომენტში დაიღლები კაცი. ამდენი წელია ეგეთი ,გურჯები’ და მაგას კიდევ რა უჭირს, გონებაჩმორჩენილია ადამიანი, მაგაზე უარესები, ვითომ რო სრულ ჭკუაზე არიან და ამ დროს… მოკლედ ამ წუთას ამაზე ლაპარაკი, ნერვების შლა და ნეგატიურზე წასვლა არ მინდა, ეგ სხვა დროს იყოს, ახლა ვეცადოთ იუმორში გავატროთ. მოკლედ ,გურჯები’ ამდენი წელია საქართველოს ანგრევენ და აღარც ვიკაიფოთ?🙂

იმ ტიპზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, თორე ისე ერთი 10 წუთი კი ველაპარაკეთ გზაში, სანამ ფილარმინიასთან გაიყრებოდა ჩვენი გზები. საქართველოს გადარჩენის კიდევ ერთი შანსი კოსტავას დაუყვა ქვემოთ, ჩვენ კი კინოს სახლისკენ მიგვეჩქარებოდა. ასეა თუ ისე, კვლავ ნოსტალგია მომაწვა და ერთი-ორი დღის მერე, მეგობრებთან ძველი პოლიტიკოსები გავიხსენე. მოგეხსენებათ, პოლიტიკით გვარიანად დატვირთული ბავშვობა გვქონდა, მით უმეტეს ვინც მეტად ვინდომებდით და ვინტერესდებოდით, ხომ საერთოდ ცოტა რამ თუ არსებობდა პოლიტიკის გარდა. მეც ეგეთი ტიპი ვიყავი, ყველაფერი ზეპირად ვიცოდი ადრე.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ღიმილით მახსენდება და ვხვდები რომ რაღაც უცნაურ ნოსტალგიას განვიცდი იმ თაობის პოლიტიკოსებისადმი. სინათლის წასვლა-მოსვლის, ლეგენდარული მეცხრე ბლოკის, პურის რიგების, უბნის საზიზღარი დვიჟენიების, ტელედებატების, მიტინგების, რეიდებისა და ამ ყველაფრისადმი. ამ ყველაფერს კი ერთად ალბათ ბავშვიობა ჰქვია, რომელიც ყველასათვის განსაკუთრებულია, გინდა ცუდი იყოს და გინდა კარგი(ჩემთვის დიდწილად ცუდი იყო), მაგრამ მაინც უნდა დამერწმუნოთ, რომ 90-იანები ცოტა განსხვავებული იყო და სწორედ ამიტომაც განსხვავებულად უნდა ახსოვდეს წესით ყველა თაობას.

ჩაღრმავება არ მინდა, არადა იმ კუთხით წასვლა, საინტერესო თუ სახალისო ისტორიებისა და მუღამების გახსებეა ალბათ ბევრად უფრო საინტერესოც იქნება, ვიდრე ის რასაც ახლა ვჯღაბნი, მაგრამ რადგან ამ თემით დავიწყე, ბარემ დავასრულოთ, რადგან მათზე ვისაუბრეთ იმ დღეს, ბარემ ახლაც მათზე იყოს და დანარჩენ თემებს სხვა დროს დავუთმოთ მეტი ყურადღება და დრო.

მოკლედ, მინდა კიდევ ერთხელ(ხშირად წამომივლის ხოლმე) გავიხსენოთ ძველი პოლიტიკოსები(ზოგი უკვე გარდაცვლილია და იმედია არავის ეწყინება).

ვისით დავიწყო რა ვიცი, იყოს ასე:

გახსოვთ თემურ ბასილია?😀 სამ პოცენტად რო აკეთებდა თურმე საქმეებს. ოდიოზური ტიპი იყო, თან ბოლოს რო გაბაზრდა, თორე ისე ტიომნად მუშაობდა😀

ნანა დევდარიანი?🙂 ბევრის თვალში სიმპათია დაიმსახურა, მერე კი არჩევნები რო შეეხო დიდწილად და გაყალბება დააბრალეს, ხალხში რეიტინგი დაუვარდა და სულ აორთქლდა სცენიდან. ,ვიდეო ბითიც’ გაუკეთეს, კარუსელ😀

ნესტან კირთაძე ახლაც გვთავაზობს თავის სამსახურს პოლიტიკოსის რანგში. ლანა ღოღობერიძე აღარ. მაგ თაობის ქალებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატულუი ლუიზა შაკიაშვილი იყო. პირველ არხზე თოჯინების რაღაცა რო გააკეთეს იქ ერთ-ერთ პერსონაჟად ჰყავდათ კიდეც.

ნუ ირინა სარიშვილი მოვლენაა საერთოდ სერიოზული, ნუ განვავრცობთ. ერთი გამასხენდა, მარკეტში შევედი ერთხელ უძინარი, ხორცი უნდა მეყიდა და უაზრო კითხვა დავუსვი გამყიდველს – ახალია? იმან, ცხადია ახალიაო, აგერ შენს წინ სარიშვილმა იყიდა 2 კილო ფარშიო. ნუ იქ აღარ მიყიდია იმ დღეს ხორცი.

ჰო, სარიშვილზე რა გამახსენდა კიდევ, უცნობმა/უმცროსმა გრეჩიხამ და როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მე ამ წუთას ასე შემოვიფარგლები. ის ცნობილი კლიპი და სიმღერა რო გაჩითა ,ქვეყანაშია ფრები მუქი’ თუ გახსოვთ სარიშვილის მხარდასაჭერად იყო მაშინ იდეაში, სარიშვილის და ედპ-სი.

ისიც მახსოვს ჯონდი ბაღათურიამ და ედპ-მ რო დაცხეს რაღაცაზე, ჭადრაკის სასახლესთან იარაღის ტრიალიც შეინიშნებოდა ყრილობაზე.

ნუ ლევან მამალაძე და ასეთი სამარცხვინო ტიპები ბევრნი იყვნენ, კიდევ კაი ეგეთები მაინც აღარ არიან, არც ახლა ვართ დიდად განებივრებულნი, მაგრამმე ყოველთვის ვაკეთებს ცუდსა და უარესს შორის არჩევან, იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ უარესი ცუდზე უარესია😀

ლევან პირველ;ზე ლააპრაკიც არ მინდა. იმედია, აღარ ჩამოვა საქართველოში საერთოდ. ისევე როგორც კახა თარგამაძე და ნუ მაგ კუთხით ნუ წავალთ, თორე დავიგრუზები და ალბათ არც თქვენ გესიამოვნებათ.

ცოტა ,მხიარულება’ შემოვიტანოთ.

მახსოვს, ზეზვა ღუღუნიშვილი, ვიტალი ხაზარაძე,

რა დამავიწყებს სმკ-ს საბოლოოდ, რომ დაერხა და რომ დაიფანტნენ, ყველაზე მააგრი იყო – ირაკლი გოგავა და ზვიად მუკბანიანი, ,სკანდალურად’ განაცხადეს, ახალ პარტიას ვაყალიბებთო და იმის მერე მაინტერესებს სად არიან და ვერ გავიგე.

ამათთანვე მახსენდება გიორგი ერქვა მგონი, სიგუა, ბევრს რო ლაპარაკობდა დამაჯერებელი ტონით და მერე უცხოეთში გაქცეულა, მე ეგრე გავიგე, ქვეისტორიებითურთ.

ზაქარია ქუცნაშვილი, ნელნელა მიხვდა და ჩამოშორდა პოლიტიკას, მხოლოდ იურისტობას აგრძელებს.

ნუ ლეგენდალური და ქარიზმატული ბატონი ტუი – ვახო რჩეულიშვილი. თავის განუმეორებელი ლაპარაკის მანერით და ,რასაკვირველიათი’. მახსოვს როგორ გაუტეხა თავი მიშა მაჭავარიანმა საფერფლით თუ ვაზით, მგონი საფერფლით. ისიც მახსოვს 23 ნოემბერს, ხალხი რჩეულიშვილს ეცა, ყველა რაღაცნაირად მოტყდა, ვახო ვერა, ძლივს გაიყვანა დაცვამ. მერე, მშვენივრად მოახერხა სტბილურობის ,შეძენა’, ჭუკუა იხმარა და არის ახლა მშვენივრად.

კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ბოლომდე შერჩა ედუარდ ბაბალუას, უერთგულასავით.

რუხ კარდინალად წოდებული ნუგზარ საჯაია, რომელზეც ბევრი ჭორი გავრცელდა, საბოლოოდ ვერ გავიგეთ მოკლეს თუ თავი მოიკლა.

ვალერი ასათიანი და ლეგენდალური გადაცემა 60 წუთი.

ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც ხალხს უყვარდა.

ავთანდილ მარგიანი, პანტელეიმონ გიორგაძე, დიდი იგორის მამა.

სულ ადრინდელებიდან – ლოთი ქობალია, დოდო გუგეშაშვილი, ნანა კაკაბაძე(ნუ პოლიტიკასთან ასოცირდება ასეთი ხალხი), რომელიც ყველა დამნაშავის დამცველი იყო ყოველთვის.

და კიდევ ძალიან ბევრი, ნუღარ ჩავუღრმავდებით.

,კაშნიანი’ ირაკლი ბათიაშვილი.

ახლა პოლიტექსპერტი მამუკა არეშიძე.

ლეგენდარული კაკო ასათიანი, რომელიც ბოლოს იმასაც იძახდა პოლიტიკოსს 500 დოლარიანზე ნაკლები საათი არ ეკადრებაო თუ რაღაცას და კაი პასტა უნდა ჰქონდესო და ამგვარ სისულელეებს😀

დიდი ბაბუ, ასლანიკო, როგორ გაიქცა, ეგ ვერ მომინელებია😀

მიჰყვა მას ჯემალ გოგოიტიძე, სახლში რო რაღაცეები ჰქონდა წარწერებით ,ჯემალ გველით გასრიალდეს’ და რაღაცეები.

ბოლოს სცენაზე გამოსული ქარიზმატული ცოტნე ბაკურია, მერე რო თქვეს ჰოლივუდშია რაღაც კინოში უნდა ითამაშოსო, ნეტა რა ქნა.

ფრიდონ ინჯია, ზაზა სიორიძე, ვანო ჩხარტიშვილი…

ოო დიადი ქლაბატონი მედიკო მეზვრიშვილი

იმ პერიოდის ,პოლიციის შეფი’ თემურ მღებრიშვილი

დიდი ნოდარ ნათაძე

ვახტან გოგუაძე

ყოვლეთვის კანცელარიაში პეტრე მამრაძე

ელიზბარ ჯაველიძე

თამაზ კვაჭანტირაძე

ალექსანდრე კარტოზია

თამაზ ნადარაია, თუ ზუსტად არ მახსოვს, თქვენ გაგახსენდებათ, აფხაზეთის წარმომადგენელობის გლავარი რომ იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა მერე. ერთხელ ვიღაც სლე კაზაკს პირდაპირ ეთერში რო მიასხა

იოსელიანი, კიტოვანის პერიოდს ძაან ნუ ჩავუღრმავდებით. ასევე ყარყარაშვილს, გია ჭანტურიას და ა.შ.

რა დამავიწყებს, რამდენჯერ წამიყვანეს მიტინგზე, სულ პტარა ვიყავი. ტანკი მახსოვს ყველაზე კარგად და კიდევ ბებიაჩემი და მისი დაქალი, რომ შეხვდნენ ვიღაც შუბიან დეიდებს. ერთ-ერთი ბებიაჩემის დაქალის ნაცნობი ყოფილა. ჰოდა, დააყარეს ერთმანეთს, ესენი ,ზვიადისტები’ იყვნენ, ისინი პროტივზე იდგნენ. ,წადით თქვე კარვის ქალებო, თქვენს ქვეშაფსია პრეზიდენტს პილიონკები გამოუცვალეთო’😀 ამათმაც რაღაც მწარე უპასუხეს და დავიშალეთ.

ლიმონკებით და იარაღით აღჭურვილი ირაკლაც მახსოვს, პირველად მაშინ შევეხე იარაღს.

გამუდმებული რეიდი სდასუ-სთან, მზიურის უკან კი ლეგენდარული თონე და უშველებელი პურის რიგი, მერე იქიდან ფეხით მსვლელობა, კავსაძეზე უნდა გაგერბინა და ისე გაგევლო, რო ტყვიის მოხვედრის ნაკლები შანსი ყოფილიყო. მერე ჩემ პირველ სკოლასთან კიდევ ერთი საშიში ზონა იყო, ერთხელ ბებიაჩემმა ხელი მკრა თორე ცვეტში ტყვია მომხვდებოდა, გაოგნებული ვიყავი. დეტალები აღარ გვინდა, რა,როდის და რატომ ხდებოდა😀

ჰოდა, იმას ვამბობდი, ბევრი ახლანდელი პოლიტიკოსიც იქიდან მოდის, იგივე ძმები ბერძენიშვილები, ცოტნე როგორც ამბობს, წვერებიანი გოგა ხაინდრავა, მისი ძმა ივლიანე და უამრავი, მაგრამ ისნი უფრო თანამედროვე პოლიტიკასთან ასოცირდებიან და ის პრიხოდი არ აქვთ😀😀

უამრავი გამომრჩა კიდევ და რო გამახსენდება, ნელნელა დავამატებ😀 ეჰჰ მძიმე იყო ბავშვობა, ძალიან მძიმე :D

მაგრამ ისიც ფაქტია, იმ დროინდელ პოლიტიკოსებს, სხვა ქარიზმა და ეშხი ჰქონდათ😀😀😀

საბოლოოდ ძალიან აბდაუბდა და უაზრო ნაწერი გამომივიდა

სულ სხვა დუხში, იუმორში და სხვა აზრით მინდოდა დამეწერა, მაგრამ… რომ დავიწყე, რმადენიმე ისეთი გამახსენდა, რამდენიმე ისეთის დაწერა მომინდა და… მოკლედ დავიგრუზე და შევწყვიტე წერა. მერე კიდევ, გადადებულ-ფიქრარეულ და გაგრძელებულ საქმეს თავს ძნელად თუ მოაბამ კაცი, თან მე შენ გეტყცი, სასიამოვნო თემა იყოს, მაგრამ არა უშავს, რაც არის, არის

მომავალი ჩვენია😀

p.s.

მართლა, იმ მაგარმა კაცმა მე და დაფს რო შეგვხვდა, ასე გვითხრა შალვა ნათელაშვილი მაგარიაო…

Written by 1myway1

November 17, 2009 at 3:32 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩვენი თემური შაშიაშვილი რატო გამოგვიტოვე?😀 და პირველი არხის თოჯინებიან გადაცემას “დიდების ზღაპარი” ერქვა.🙂

    Shosanaa Dreyfus

    March 15, 2010 at 10:19 pm

  2. ხო, თემურას გამოტოვება არაფრით არ შეიძლებოდა
    კიდევ ერთი-ორი გავიხსენეთ მაგარი წინა დღეებში
    ცალკე უნდა მივუძღვნა მაგათ კიდევ

    ,დიდების ზღაპარი’😀

    1myway1

    March 16, 2010 at 10:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: