1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Il postino

with 3 comments

კინაღამ ცრემლები წამომივიდა ტო
არა რა, ევროპულ კინოში სხვა სულია, მით უმეტეს თუ იტალიას უკავშირდება😀
ძალიან მაგარი ფილმია, გირჩევთ ყველას. რამდენი ხანია ვაპირებდი ყურებას და როგორც იქნა….
Il postino (1994)
ფილიპ ნუარე ხომ საერთოდ არანორმალურია, რა წარდგენა უნდა. პაბლო ნერუდას თამაშობს.
თუმცა  Massimo Troisi საერთოდ ხურავს, ძალიან ძლიერად თამაშობს
Michael Radford ასევე ეკუთვნის შექება, ჩინებული ნამუშევარია.

ტორიზის კი ერთიორად ადიდებს ის, რომ ძირითადი, ეს მშვენიერი ადამიანი და მსახიობი, სწორედ ამ ფილმს შეეწირა. მას ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ არაფრით არ გაიკეთა და ფილმის გადაღების გამო გადადო, შემდეგ კი უკვე გვიანი გამოდგა და იგი 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა😦 სევდიანი ისტორია, სევდიანი თვალების პატრონი ტორიზი, სევდიანი ფილმი… სევდიანი მე ))) ეს იტალია, ცხოვრება და გრძნობაა.

ეს ღარიბ-სიცილიური უბრალოება და ყველაფერი საოცარი სიალალით არის წარმოჩენილი და ნუარეც ზის ამ ყველაფერში, უხდება რა (იგივე ნუოვო ჩინემა პარადიზო რო გავიხსენოთ). აი ბოლოს, ცრემლი მომადგა რასაც ჰქვია. მუსიკაც მშვენიერია, ტკბილი, სასიამოვნო და სევდიანი.

ნერუდას პიროვნება ცალკეა საინტერესო, უშუალოდ ფილმში კი, ჩემი აზრით, არანაკლებ ინტერესს იწვევენ სხვები: ის უბრალო ფოსტალიონი, ფოსტის უფროსი (მაგარი პერსონაჟი სხვათა შორის), მისი მომავალი ლამაზი მეუღლე, რომელიც შეუხაედავი ტიპით მაინც მოიხიბლება და თუ რატომ ჩანს ფილმში. მღვდელი და მისი ტექსტები, რომ რუსეთში კომუნისტები ბავშვებს ჭამენ და ნერუდასაც ამიტომ არ ჰყავს შვილები ალბათ😀 და საერთოდ მღვდელიც საინტერესო პერსონაჟია და რელიგიაზე ერთი-ორი აქცენტი. აფერისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ღარიბ და გაუნათლებელ ხალხს ატყუებენ. უბრალო, ადამიანური გრძნობები და ცხოვრება. გენიალური სიტყვა ,მეტაფორა’😀 და ა.შ. რომ ნახავთ ნახავთ, ერთი სიტყვით😀 კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მეძნებასავით – უყურეთ და ისიამოვნეთ.

p.s.

,ფილმების მოკლე მიმოხილვები’ ცალკე იმიტომ გავხსენი, რომ უამრავ ფილმს ვუყურებ და ხშირად მომინდება მოკლე რევიუს დაწერა. ხოლო როცა უფრო ჩავუღრმავდები  რომელიმე კინოს ან მსახიობს, მაგალითად, როგორც ასანტეზე იყო, იმას იმ განყოფილებაში დავწერ ხოლმე, მაგრამ შესაძლოა მაინც გავაერთიანო მერე, ბლოგი ახალი ხილია ჩემთვის, დავამუღამებ ნელნელა კარგად😀

Written by 1myway1

November 17, 2009 at 12:32 am

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ფილმი არ მინახავს, მაგრამ ზემოთ “სქრინშოთი” რომ დევს… ალბათ,ნუარე ყველაზე უკეთ ითამაშებდა ნერუდას, მოეგეთტიპაჟოა🙂

    ikadoriano

    April 8, 2010 at 11:59 am

  2. გენიოსია ნუარე

    1myway1

    April 8, 2010 at 1:03 pm

  3. metafore :))მაგარი ფილმია🙂 ტროიზის ფილმის გადაღების გამო ოპერაცია რომ გადაუდია და ამის გამო დაღუპულა :(((

    deldeserto

    December 25, 2010 at 2:40 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: