1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ცრემლები, კინო და ფეხბურთი

with 15 comments

გავიგე, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგადად ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, ისიცაა, რომ ქალები მეტს ტირიან. ცრემლს კი თურმე ორგანიზმიდან უარყოფითი რაღაცეები გამოაქვს. ამიტომ, მეგობრებო მთლად გურჯებიც ნუ იქნებით – კაცს ტირილი არ შეჰფერის და ,პასპორტი მანახე მამა’ დვიჟენიები. ეს ისე… მოკლედ გინდა ცუდი რაღაცეები გამოჰქონდეს და გინდა ცხოვრებას ახანგრძლივებდეს, ცრემლი დამშრალი მეგონა, იმდენი ხანი აღარ მეტირა და არც მიტირია მამენტ. ნუ არ მახსოვს, სადღაც ერთი თვის, თვენახევრის წინ, ძაან მთვრალზე და ნერვებზე, რაღაცაზე ვიბღავლე, ტირილი არ ერქვა მაგას, რო მახსენდება რაზე, მრცხვენია😀 თუმცა ალბათ საერთო პრობლემების ნაზავი იყო და ეგ ამბავი, უბრალოდ გვირგვინად მოევლინა, თან პიანი ბაზარი. მოკლედ ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, უმძიმეს სიტუაციებშიც კი ცრემლი აღარ გადმომდიოდა, ხშირად ბურთი რო მოგაწვება ყელში და რო ჩაყლაპავ, ხშირად თითქოს ცრემლი მოგდის, მაგრამ არა რა, აღარ შვებოდა, ალბათ ძაან რკინის გავხდი და ის ცოტახნისწინანდელი ამბავი კარგიცაა რაღაც მომენტში. ჰოდა ყრმა ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, ვტიროდი ძირითადად ორ რამეზე: კინო და ფეხბურთი. ეს ორი რამე ახლაც ჩემი ცხოვრების უდიდესი და უმთავრესი ნაწილია, იმ სხვაობით, რომ ახლა აღარ და ვეღარ ვტირი😀 ასე ნელნელა მივადექით თემასაც.

ნუ პირველად იყო… ცხადია ფეხბურთი😀 არ მრცხვენია და ადრეც მითქვამს, რომ სულ პირველად, ჯერ არაფრის აზრზე რომ არ ვიყავი გადავწყვიტე გერმანიის ნაკრებისთვის მექომაგა. არ მრცხვენია იმიტომ, რომ ეს ნაცია ახლაც მომწონს, მაგრამ ფეხბურთში ჩემთვის მხოლოდ ერთი სიწმინდეა და მაგ პონტში ცოტა მრცხვენია, იტალია თავიდანვე, რომ ვერ შევნიშნე😀 უბრალოდ მაშინ, სად იყო თამაშების თავისუფალი გადმოცემა და ა.შ. მეცხრე ბლოკის ეპოქაა. ჰოდა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე(ეს მსოფლიო ჩემთვის პირველი იყო და თავის პონტში დაუვიწყარი) გერმანია ხვდება ბულგარეთს. გერმანია უდავო ფავორიტია, იქ არის გაბურძგნული რუდი ფიოლერი, ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი და ვინ მოთვლის, ვარსკვლავები და ნაღდი ფრიცები, მებრძოლები. გერმანია იგებს და თითქოს ყველაფერი კარგადაა… თუმცა უცებ ბულგარელებს 3-4 წუთში ორი გოლი გააქვთ, ყველაზე მტკივნეული სტოიჩკოვის კი არა, ლეჩკოვის გოლია, ვიღაც უშნო პოსლიკა თავით უტანს გერმანიას და 2:1… დრო კიდევ არის, მე ბავშვურად ვნერვიულობ, რადგან ბებიაჩემის დაქალთან ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, ბიჭები, კაცები, გოგოები და მისი ქალიშვილი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს, შუბლზე აწერია ,აი ხო აგებს შენი გერმანია’. იქმნება საკამათო მომენტი, მერე სახიფათო ეპიზოდი, მაგრამ არა, საფინალო სასტვენი და გერმანია გავარდა! და ბებიაჩემის დაქალის შვილმა გულიანი ხარხარი დაიწყო, რასაც ჰქვია ხარხარი, მე კიდე 9 წლის ვირმა დავაღე პირი, ბებიაჩემს ჩავეხუტე და ვაღვარღვარე ცრემლები😀 ეს იყო პირველი სერიოზული ტირილი და პირველი კომბინაცია ცრემლს+ფეხბურთი.

  

მეორემაც არ დაახანა, ბულგარეთი უკვე მძულს და ცხადია, ნახევარფინალში ვქომაგობ იტალიას, იტალიის თამაშს სრულად მაშინ ვუყურებ და მომენტალურად ვიხიბლები და ვინუსხები😀 ვხედავ ცხენისკუდა რობერტო ბაჯოს, რომელსაც უცებ გააქვს ორი გოლი. ვხედავ, როგორ განგებ აშავებენ მყრალი ბულგარელები, მყრალი, მაგრამ სასწაულად მაგარი ხრისტო სტოიჩკოვის თამადობით ბაჯოს და ბულგარეთი მომენტალურად ეწერება ჩემს საძულველ სიაში(რომელშიც უკვე არის ბრაზილია და შემდგომში პირველ ადგილს ინგლისი იკავებს😀 ბულგარეთი კი დღეს აღარ მეზიზღება მამენტ, ვაპატიე :D). დაძაბული ბრძოლის მიუხედავად იტალიამ მოიგო, იტალია ფინალშია!

მეორე ფინალისტი სამწუხაროდ ბრაზილიაა, რომელმაც ჯერ ჰოლანდიის მერე კი შვედეთის ძალიან სიმპათიური ნაკრებები გაუყენა თავისი პაპუასობებით გზას და ფინალში მოვიდა. მატჩი კლასიკა, მატჩი ზემატჩი. ამჟამად მორიგ ტელევიზორიან და სინათლიან ,ტოჩკაში’ ბებიაჩემის ძმაკაცთან ვართ, სადაც ასევე ბევრი ხალხია, მეზობლები, მეგობრები, კლასელები და რავი. აბსოლუტურად ყველა ბრაზილიაა და რამე რო ვთქვა ერთ ლუკმად არ ვეყოფი იქ ხალხს. თუმცა მე ჩემსას ვახურებ (თან პროტივზე დადგომის ლეგენდარული მომენტი იჩენს თავს და…). გარდა ამისა, ვხედავ, უკვე ვგრძნობ, ვიგებ, ვიჭერ და რავი… იტალიის მუღამს. საოცრად ემოციური, რაღაც სხვა ხიბლის და სილამაზის ხალხი, მომწამლეს უცებ😀 თამაში დიდი ვერაფერი, დაძაბული, არც ისე სანახაობრივი, მაგრამ ფეხბურთი მაგითაც მაგარია, ფეხბურთი ფეხბურთია… მორჩა ძირითადი დრო 0:0. მოვიდა მტანჯველი დამატებითი დრო, არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ბრაზილიის შემადგენლობაში ცვლილებაა – შემოდის ვინმე ვიოლა. ნუ იქ ყველა ფსევდო ზნატოკი იყო, იმ მომენტში ჩემი ჩათვლითაც😛 და არავინ არ იცოდა ვინ არის ეს ვიოლა. ნუ დიდი და საცნობი სიმართლე ითქვას არც არავინ იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ვიოლა ყველაზე მაგარი კაცია. თამაზი იწყებს გაუთავებელ ყმუილს, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ ,გვიშველე ვიოლა, ვიოლა გვიშველე…’ ეს იმდენად კომიკურია, მიუხედავად დაძაბულობისა, რომ მეც კი მეცინება. ცხადია, ვიოლა ვერაფერს ვერ ცვლის და მოდის ყველაზე დიდი ნერვების თამაში და ,საფეხბურთო ლატარიად’ წოდებული პენალტების სერია. იტალიამ გამაზა, უკვე ცუდად ვარ😦 მაგრამ მაზავს ბრაზილიაც🙂 გააქვს იტალიას, გააქვს ბრაზილიასაც, ისევ გააქვს იტალიას, ისევ გააქვს ბრაზილიასაც. სხვათა შორის, ერთ-ერთი გოლის ავტორის ალბერიჯო ევანის, სახე არც დარტყმამდე და არც დარტყმის მერე არასდროს არ დამავიწყდება🙂 თუმცა რატო მოხვდა ეს კაცი ისე მაშინ ნაკრებში ცალკე თემაა😀 და აი… კიდევ ერთი(ევანიზე ნაკლებად, მაგრამ მაინც) უგადაიკა, დანიელე მასარო მიდის ბურთთან და მაზავს😦 ახლა, უკვე ამდენი ხნის გამოცდილს ეს მომენტი რო შემქმნოდა, ეგრევე ვიტყოდი, მორჩა, იტალიამ წააგო🙂 ხო ვიცი ხასიათი, სიტუაცია, ყველაფერი… მაგრამ არა, მაშინ ბავშვი ვარ, ყველაფერი ახალია და ჯერ კიდევ მაქვს იმედი… ცხადია, ყოვლად პოხუისტ და ჰარიჰარალე პაპუასებს გააქვთ გოლი და ბურთთან მიდის რობერტო ბაჯო🙂 ჩემი ცხოვრების კი არა, უამრავი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი… ბაჯო, რომელმაც მთელი ნაკრები ათრია ფინალამდე, პირადად გაიყვანა. ბაჯო, რომელმაც ტრავმა მიიღო ბულგარეთთან და მაინც ბოლომდე იბრძოლა, როგორც შეეძლო. ბაჯო, რომლისნაირი ფეხბურთელიც სულ რამდენიმე თუ დაბადებულა🙂 მაგრამ მერე რა? მისი კარიერა ხო დიდებასთან ერთად სევდით იყო მოცული და იტალია ხო ასეთი ქვეყანაა(ამითაც წააგავს საქართველოს), რომ უცებ გივიწყებენ ან რაღაცას ამოგიჩხრიკავენ, ამოგიჩემებენ და მროჩა მერე… კომენტატორის შეძახილი ბაჯო.. გამორბენი და ბურთი ხარიხას გადასცდა, რობი ეცემა მიწაზე და ხელებს იფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაჯოს გარდა პენალტები ბარეზიმ და მასარომ ვერ გამოიყენეს, ცხადია, მთელი ჯოხი რობიზე უნდა გადატყდეს, დანარჩენს ყელა ივიწყებს… თუმცა ეგ სხვა თემაა და… პაპუასები ზეიმობენ, ღრიანცელია ოთახშიც. ბებიაჩემიც ბრაზილია ქომაგობდა(მაგის ქომაგობა არ გაიშვას და იმათიც, მაგრამ მაინც :D) მე კი ვხედავ, როგორც ამშვიდებენ ბაჯოს, როგორი აცრემლებულია დემეტრიო ალბერტინი, რამხელა სევდაა იტალიელების თავლებში და ცხადია, მეც ავფლუკუნდი😀 მამშვიდებს ბებიაჩები – კარგი რა დედიკო, შენ ხო უკვე დიდი ბიჭი ხარ… მაშინ ჯერ არ ვიცი, რომ როცა ბებია სიტყვა ,დედიკოს’ მეუბნება ე.ი. რაღაც აფერისტობას აქვს ადგილი… მაგრამ მაინც ვხვდები, რომ მაბოლებს რაღაცას და ვაგრძელებ ფლუკუნს… ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისე არ მიტირია, როგროც გერმანიის წაგების მერე😀

ასე ჩაუყარა ჩემს დიდ ემოციებს საფუძველი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა😀 ამის შედმეგ, ვნახე იტალიის თამაშები კიდევ, უკვე იუვენტუსი და ალესანდრო დელ პიერო (ჩემი მთავარი და სამუდამო კუმირი :D) გავიცანი და ეს ქვეყანა თავის ყველაფრით ჩემთვის განუყრელი და შეუდარებელი გახდა. შემდეგ უკვე მოვიდა კინემატოგრაფიის დრო. ცხადია, პირველი ტირილი კინოს გამო, ისეთივე გულუბრყვილო და ალალი იყო, როგორც გერმანიის გამო ბულგარეთთან მარცხის მერე🙂 ეს გახლდათ, ძველი ფილმი ,ანა და მეფე’ თუ არ ვცდები ასე ჰქვია, მოკლედ ხვდებით რა ფილმზეც ვამბობ🙂 მას მერე არც მინახავს და დასაქაჩია, ამ გახსენებაზე😀 იქ რო არკაში ჯუჯას კლავენ, იმ მომენტზე ისე ვიბღავლე რო რავი, ძლივს გამაჩერეს დედაჩემმა და ბებიაჩემმა და მერე მომატყუეს, ეგ აღარ ჩანსო მაქო თორე გადარჩა ეგ ჯუჯაო და მეც დავბოლდი, იდიოტი😀 თორე ის ჯუჯა ისე დამევასა ისტერიკა მქონდა.

აი ცოტა რო წამოვიზარდე, პირველი სერიოზული ცრემლები და ბურთები😀 ფილმზე იყო, როცა ვნახე მანიაკალური კლინტ ისტვუდის ,სრულყოფილი სამყარო’ (A Perfect World)🙂 საერთოდ ამ არადამიანურად ნიჭიერ ადამიანს, საოცარი ფილმების გაკეთება და გრძნობებზე თამაში შეუძლია(მამა ევროპულ კინოებსაც კი უჭირთ ხანდახან ჩემ გრძნობებზე ასე ჯირითი). იმ მომენტში როცა კევინ კოსთნერს ის ვიღაც კვერცხი აბსოლუტურად ტყუილად ესვრის ვინტოვკიდან კინაღამ გავგიჟდი🙂 ხო, ისე, კლინტ ისტვუდს კინოს ფრანც ბეკენბაუერს ვეძახი და ვფიქრობ, ზუსტი შედარებაა😀 ვისაც კინოც და ფეხბურთიც ესმის, მიხვდება🙂

ცრემლი ჩამომვარდა მაშინაც, როცა ვნახე მსგავსი სცენაა ფილმში ,პროფესიონალი’. ბელმონდო მიდის და ჰკიდია რა იქნება, მიდის და რაღაც მომენტში შესაძლოა ფიქრობს კიდეც, რომ გაუშვებენ და გაფრინდება, მაგრამ… ის ცხვირმონგრეული კრეტინი😀 ადგება და ესვრის🙂 რა რა და კინო ნამდვილად უამრავი მაქვს ნანახი, მაგრამ მეტ ფილმზე, როგორც ასეთი არ მიტირია არცერთზე(თუ გამომრჩა, რაც არა მგონია, მაქსიმუმ ერთი-ორი იყოს და გამახსენდება). აი ჟრუანტელი რო დაგივლის და ,ის ლეგენდარული ბურთები’ მოგაწვება და ტირილს რო აღარაფერი უკლია, ეგეთი მომენტები, რამდენიც გინდათ. დიადი ფილმების მეტი რა არის, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ😉 უბრალოდ ამ სამმა ფილმა, ბავშვზე იმ მომენტში განსაკუთრებულად იმოქმედა🙂

8-9 წლის მერე ანუ რაც წამოვიზარდე. კინოს და ფეხბურთის გარდა, მხოლოდ ორი მიზეზით ვიტირე. არც გალახვისას, არც დასჯისას, არც კლასელის გარდაცვალებისას, არც ძმაკაცის გარდაცვალებისას, თუმცა ცრემლი ჩამომვვარდა ლადოზეც და ბაბუაჩემზეც, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვტიროდი, რასაც ტირილი ჰქვია )) ეს ორი შემთხვევა იყო…

1. როცა უპატრონო ძაღლების საწინააღმდეგოდ მიმართული ერთ-ერთი რეიდისას ჩვენ ქუჩასაც მოადგნენ. ნუ უპატრონო ძაღლები რო საშიშები არიან და რაციონალური გზები უნდა ვეძებოთ, ეს გვერდზე გადავდოთ, გასათვალისწინებელია, რომ ძაღლები მიყვარს და ვარ პატარა😀 მოკლედ დაერივნენ ამ ძაღლებს, თან ძაან ქვის ხანაა მაშინ და ესვრიან რა, სავარუდოდ იქვე კლავენ, არა მგონია აძინებდნენ და რამე… მოკლედ, ერთი ძაღლი ცდილობს კაი ხანი თავის დაღწევას და ღრიანცელია ქუჩაზე დიდი. ზემოდან ერთმა ქალმა, რომელსაც ჰყავს ძაღლი, ბოთლი ესროლა ამ კაცებს😀 მაინც არ მიდიან და უცებ გავდივარ აივანზე და ასეთი სურათია – მანქანის ფანრები მინათებულია ბეტონებზე, ძაღლი მიმწყვდეულია და როჟამ დაუმიზნა და ბაახ ეგრევე, წკმუტუნი გზაში შეუწყდა ძაღლს. მაგაზე რო მოვრთე ბღავილი😀 ათასი სახის კაპლი დამალევინეს, სასტიკად შემეცოდა ის ძაღლი და თან უკვე გინებები მქონდა დამუღამებული, ძაან ვესიყვარულე იმ კაცებს აქედან, ძლივს გამაკავეს😀 ცუდად მახსოვს ეს ისტორია

2. კი უკვე ცოლიანი კაცი ვიყავი😀 ჩემს ყოფილ ცოლთან ერთად თეატრში გახლდით, ალბათ სადღაც 2,5-წ წლის წინ სპექტაკლზე ,ძმები’. ნუ ესეც კინოს უკავშირდება გარკვეულ წილად, მოგეხსენებათ ,როკო და მისი ძმების’ სიუჟეტზეა აგებული. ჰოდა ჯერ ხო სულ ნერვების თამაშია, თან ახლო ჩემთან, იქ თემები და რაღაცეები და მერე, ბოლოს ნიკო გომელაური ამ თავისი ტემბრით რო იღრიალებს და ხელებს რო აწევენ მაღლა, მოკლედ ვისაც ნანახი გაქვთ მიხვდებით… მაქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი და ჩამომვარდა რამდენიმე ცრემლი, ვიტაცე ცხვირსახოცი და 2-3 წუთში ფორმაში ვიყავი😀

გავაგრძელოთ ჩემი ,ტირილების ქრონიკები’ და დავუბრუნდეთ თემას ,ფეხბურთი’ და წავიდეთ ნელნელა დასასრულისკენ🙂 შემდეგი ცრემლი გახლდათ 1996 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე, ურთულესი ჯგუფიდან(რომლიდანაც შედგა კიდეც მერე ფინალი), ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული იტალია ვერ გავიდა და ეს მრავალმა მიზეზმა და დამთხვევამ გამოიწვია სამწუხაროდ. გარდა ამისა, იყო შიდა პრობლემაც, არიგო საკის უცნაური ახირებები და ნაკრების უცნაური შემადგენლობა, ნუ ესეც ცალკე თემაა. გადამწყვეტი თამაში იყო ჯგუფურის ბოლო ტურში გერმანია-იტალია. გერმანია ფაქტობრივად უკვე შემდეგ ეტაპზეა, იტალიას კი მოგება სჭირდება. ამ თამაშსაც იქ ვუყურე, აი სადაც გერმანიის მარცხი ვნახე ბულგარეთთან😀 ახლა ვაპრიკოლებ რო ეგ ადგილი მაგარი თარსი იყო😀 თუმცა აღარ მემუქრება იქ არაფრის ნახვა, მრავალი მიზეზის გამო😀 ახლაც ვერ ვხვდები თუ როგორ ვერ მოიგო იტალიამ ის თამაში, პირველად რეალურად მაშინ შევიგრძენი რა არის ,უსამართლობა ფეხბურთში’ და სულ პატარობიდანვე ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტანდი და შესაბამისად ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ჩემი ტირილიც ხანმოკლე იყო და ბრაზში გადადიოდა. ძალიან აჯობა იტალიამ, პენალტი რო დაინიშნა მეთქი როგორც იქნა, ახლა მაინც გაიტანენთქო და ჯანფრანკო ძოლას დარტყმული საოცარმა ანდრეას კეპკემ(ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარა მაშინ) მოიგერია, კიდევ კაზირაგის გამოუღო არნახული ბურთი და მოკლედ დაიჩაგრა და არ გაუმართლა იტალიას. ფინალში გერმანელთა მოგება მაინც გამიხარდა, თუმცა ჩეხეთი უსიმპათიურესი და უკარგესი ნაკრებიც შემეცოდა. ისე ფინალს უკვე მოდუნებული ვუყურე დიდი აზრი აღარ ჰქონდა, მთავარი იყო, მათხოვარი ინგლის ვეღარ გახდებოდა😀😀 არა არა, ახლა სხვა თამაშების გახსენება არ გვინდა, თორემ უფრო როლებში შევალ😀 სხვა დროს იყოს.

 მოვიდა 1997 წელიც და ჩინებული იუვენტუსი ხვდება ერთი შეხედვით ბევრად უსახურ, მაგრამ მებრძოლ დორტმუნდის ბორუსიას. ლიგის ფინალია და მეც ომახიანად ვარ, იუვენტუსი ფავორიტია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ იუვენტუსი როცა ფავორიტია… ყველაფერი ასე მარტივად არ არის😀 10-დან 9-ჯერ აგებს😀 მაინცდამაინც იმ დღეს, კარლ ჰაინც რიდლე თავს იგიჟებს და უცებ 2:0-ია იუვე აგებს. იმდენად შოკირებული ვარ, რომ არანაირი ემოცია არ მაქვს და რატომღაც ვურეკავ ჩემი ფეხბურთის მასწავლებელს, რამ დამარეკინა იმ დეგენერატთან, ვითომ რამის აზზე ყოფილიყოს ან ვაბშე რა…😀 ჰოდა ის მეუბნება რაღაც სისულელეს, ხო ხედავ როგორ უგებს ბორუსია ,გაანძრიეს ფეხები და უგებენო’ ნუ მორჩა საუბარი მალევე და ვაგრძელებ ყურებს. იუვეს აქვს პოტენციალი, ნელნელა აწვება, ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებით შემოჰყავთ დელ პიერო და ალესანდროსაც ის დაუვიწყარი და ულამაზესი ქუსლური გოლი გააქვს, მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ და ველოდები მეორე გოლს, მაგრამ…. მინდორზე წამების შემოსული ლარს რიკენი, კონტრიერიშისას ბურთს იღებს და რატომღაც მძორივით წინ გამოსულ და დადებულ პერუცის(მაგ მომენტს ვერ ვპატიობ ანჯელოს) ლამაზად უგდებს ბურთს თავზე(და მაქვე სრულდება მისი კარიერა, რაღა იმ დღეს მოუნდა მაგასაც პერსპექტიულის და ნიჭიერის იმიჯის შექმნა). ავცრემლიანდი, მაგრამ ვიმეორებ, იმდენად შოკირებული ვიყავი მარცხით, რომ ბევრი არ თუ ვერ ვიტირე :D 

 ჩემი ,ბოლო ორი’ ტირილი 1998 წელს იყო. ჯერ როცა იუვენტუსი ისევ ლიგის ფინალში გავიდა და ისევ ფავორიტი იყო… თან დელ პიეროს საოცარი სეზონი ჰქონდა და ყველა ელოდა, რომ ალე და კომპანია არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ მადრიდის რეალს მოუგებდა. გამოვიდა კი ისე, რომ იუვემ ფინალი(ამ გუნდის უსუსტესი წერტილი) ჩააგდოსავით, რეალს არ უჯობნია როგორც ასეთი, მაგრამ ცოტა საკამათო ეპიზოდიდან პრედრაგ მიატოვიჩის გატანილი ერთადერთი გოლი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ იუვეს მიჯრით მეორე ფინალი წაეგო. დელ პიერო კი ფერნანდო იერომ და ბიჭებმა მშვენივრად ამოკეტეს. გავედი შუშაბანდში და ერთი წუთნახევარი გული ვიჯერე😀

შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც დიდი იმედით ველოდი. დელ პიერო ტრავმამოშუშებული წავიდა, მაგრამ მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებდნენ, წაიყვანეს ბაჯოც(არადა მთავარი პრობლემა ამ ორის ერთად არ თამაში იყო, რას ერჩოდნენ დაეყენებინათ, მერე რო მიხვდნენ გვიანი იყო) და მოკლედ დიდი ამბავია… ნუ ჯგუფში რომ უჭირს იტალიას უკვე მიჩვეული ვარ და მძიმე დასაწყისის მიუხედავად გუნდი გადის მეოთხედფინალში და ხვდება მასპინძელ საფრანგეთს. თამაშამდეც მოვკვდი ნერვიულობით, თამაშის მსვლელობისასაც, რადგან გახსოვთ, 0:0 დასრულდა და მოვიდა ეს წყეული პენალტები, სადაც იტალიას ყოველთვის ძაან მცირე შანსი აქვს, როგორც წესი. ჩემ ძმაკაც არჩილასთან ერთად ვუყურებდი ჩემთან და რარაცეებს კი მეუბნება აჩიკო, მაგრამ მე იქ ვარ, რასაც ჰქვია არაფერი მესმის და გიჟს ვგავარ, თან ბებიაჩემი პერიოდული შემოსვლები და ძალით დამამშვიდებელი რეპლიკები ორმაგად ნერვებზე მოქმედებს… ნუ რა მარტივია – გააქვს ზიდანს, გააქვს ბაჯოს😀 და აი მაზავს ლიზარაზუ და უბედნიერესი ვარ, მაგრამ რად გინდა, მაზავს ალბერტინიც ::( ( ოხ, დემეტრიო ეს როგორ დავივიწყო) და მერე მეხუთე პენალტამდე ყველას გააქვს, ბურთთან მიდის ხოტორა ლუიჯი დი ბიაჯო და ხარიხა😦 წამიერად გამიელვებს ყველა მომენტი მატჩში, გასნაკუთრებით ის, დაუვიწყარი, შეცვლაზე შესული რობი ბაჯო მარჯვენა მახვილი კუთხიდან რომ დაარტყამს და ბურთი მილიმეტრებში ჩაუვლის ბარტეზის კარს და მერე ბაჯო რო თითებით მიანიშნებს, სულ ცოტა, სულ ცოტა დამაკლდაო…😦 ვიაზრებ, რომ არ იყო წასაგები თამაში და ორმაგად ვბრაზდები, გავდივარ ჩემ ოთახში და ვიწყებ ტირილს, თან გულით, გემრიელად, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა(იმ ყრმა ბავშვობის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით), რომ ჩემი საყავრელი გუნდის ჩემპიონობას ალალად ველოდი და თან საფუძველიც მქონდა, მშვენიერი გუნდი იყო რო რამე, იმ დროს არც სხვები ბდღვნიდნენ. შემოდის ბებიაჩემი, შემოდის არჩილა, მამშვიდებენ და ამ დროს წამოვყოფ თავს და ვამბობ ,ისტორიულ ფრაზას’😀 ,ახლა ვინ გააჩერებს ბრაზილიას’😀 აი თურმე რა მადარდებს უკვე… ნუ როგორც გაირკვა გააჩერეს🙂 ფინალში იმავე საფრანგეთმა დაახია 3:0. ეგ, რა და როგორ უკვე ცალკე თემაა.

ასე დასრულდა ჩემი ტირილების ეპოპეა😀 (ნუ თეატრის ამბავს და ამ თვენახევრისწინანდელს თუ თვისწინანდელ იშვიათ და შემთხვევით გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით :D) ასეთი იყო ჩემი ცრემლების ისტორია. ვინმეს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე არ იტირეო? თან დელ პიეროს ორი გამოუყენებელი მომენტის მერე(ახლაც ნერვები მეშლება ეს რომ მახსენდება), მაგრამ არა, პირიქით, ბოლო წუთზე რო გაგვითანაბრეს ფრანგებმა, სრულიად უაზროდ და დაუმსახურებლად😛 ისტერიული სიცილი მქონდა, რადგან იქ უკვე ყველაფერი კარგად ვიცოდი და გათავისებული მყავდა იტალიაც და ზოგადად სიტუაციაც. შევეგუე და ველოდებოდი, როდის გაგვიტანდნენ დამატებით დროში🙂 სენსაციურად პენალტებამდე რო მისულიყო საქმე, მაინც წავაგებდით, აღარ იყო იტალია იმ მატჩის გადამრჩენი, ხო ვიცი(თ)
მათი ხასიათი, გუნდმა ითამაშა, აჯობა მეტოქეს, მეტიც უნდა გაეტანა და უცებ 93+ზე… დამთავრდა აქ ეგ თამაში. ტრეზეგემ მერე ვალი კი დაგვიბრუნა ისე😛 6 წლის მერე😛 მაგრამ მაგ ევროს ფინალს ვერ ვინელებ, იმენნა ჩვენი მოსაგები იყო… ბარემ ორი სიტყვით, თანამასპინძელ ჰოლანდიასთან უდაძაბულესი და ურთულესი მატჩიც გავიხსენოთ. იმ გაჭირვებულების აცილებული ორი პენალტი, გაგდებული ძამბროტა, ტოლდოს არნახული თამაში. ხოლო პენალტების სერიაში იტალიის დაუჯერებელი გამარჯვება. საფეხბურთო ვიქტორინაში ჩემით მოგებული😀 შამპანურებიდან ერთ-ერთი თითქმის მთლიანად საწყალი არჩილას ტანსაცმელზე და სახეზე იყო, ეგ მატჩი რო მორჩა😀 არადა რა შუაში იყო, მათხოვარი ინგლისი ბალელშიკია კაცი😀 ცხადია, კიდევ იყო, როგორც კინოზე ვთქვი, ფეხბურთშიც ურთულესი მომენტები, მაგრამ ტირილი აღარ. თუნდაც 2003 წელს, როცა ასევე ფავორიტმა იუვენტუსმა, რომელმაც მაგარი რეალი უემოციურეს თამაშში გააგდო და ვასილი უტკინის სიტყვებს რა დამავიწყებს ,ფინალ იუვენტუს-მილან, იუვენტუს პაბიდიტ!’ , ისევ წააგო, ცრემლი არ გადმომვარდნია, სამაგიეროდ მთელი ღამე თეთრად გავათენე და ლამის სასწრაფოს გამოვუძახე, გული ამოვარდნაზე მქონდა. ეგ იყო მარცხი, რომელიც ალბათ ყველაზე რთულად გადავიტანე🙂 ყველა პონტში იუვეს ერგებოდა, ეჰჰ პაველ შენ რა გითხარი😦

Ciao Ale🙂

მოკლედ, ასეა თუ ისე, ცხოვრება მშვენიერია😉 ეს პოემაც ძაან გამიგრძელდა და დროა დავასრულოთ, ეს იყო, და ეს🙂

Fორცა იტალია! Fორცა იუვე!

გაუმარჯოს კინემატოგრაფიასა და ჭეშმარიტ გრძნობებს

პ.ს. ისე ქალები რა აფერისტები არიან აპრიკოლებთ? ჯერ ხო გვაპახავებენ, გვიყენებენ, გვაბოლებენ… მოკლედ… და მერე, მოგვიშორებენ, მოგვკლავენ თავისზე გაცილებით ადრე და პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩაიცვამენ შავებს და ფლუკუნებენ და თურმე ეგეც ცრუა, ტიპშები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ, ცრემლებით ცუდი რაღაცეები გამოაქვთ, თორე შენ ვის ახსოვხარ😀😀 ფარისევლები ეგენი

Written by 1myway1

November 20, 2009 at 11:48 pm

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ყოჩაღ, გუდმენ! ბევრი პლიუსი ჩემგან ამ სტატიას:) თუ თავისუფალი დრო გექნეს, აუცილებლად გააგრძელე სტატიების წერა, კარგად გამოგდის, შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე შენი მოწოდებაა:) + ასეთი ნაწერები არანაკლებ ახანგრძლივებენ სიცოცხლეს ზოგადად, ვიდრე ცრემლები, თან არა მხოლოდ ავტორის სიცოცხლეს!:) Good luck!:):)

    Sandro

    November 21, 2009 at 10:22 am

  2. ვაიმე, ეს შავი ფონი რა არის?😦

    მაგრამ მაინც ბოლომდე წავიკითხე :))

    ’Perfect World’ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმია, მგონი ყველას აატირებს : )

    ხოდა, ფეხბურთს რაც შეეხება, 98-ში მეც იტალიას ვგულშემატკივრობდი :)) და საყვარელი ფეხბურთელი დი ბიაჯო იყო, რატომ ავარჩიე მაინცდამაინც ეგ არ ვიცი😀

    Natalia

    November 21, 2009 at 1:23 pm

  3. დიდი მადლობა სანდრო🙂 გაიხარე
    როგორც ვხვდები, იუბილარი სანდრო ხარ ხომ?😀 თუ სხვა?😛

    აბა შენ თუ ქომაგობდი იტალიას და თან დი ბიაჯო აგირჩევია წავაგებდით ნატალია, აბა რა იქნებოდა😀 თარსი ხარ😛
    და კომენტებს რო მიშლი, ბლოგზე მაინც ვერ დავაკომენტე და აქ დავწერ ,ჩოგბურტი ყველაზე მაგარი სპორტია’ თუ რაღაც სისულელე რო დაგიწერია და გიხარია, არ გრცხცვენია😛 ჩოგბურთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
    კაი არ გაემოვდე ეხლა, ნახევრად ხუმრობით ეს. არ წამიკითხავს ის ნაწერი დასაწყისის მერე და ალბათ მაგარია🙂

    ფონს რაც შეეხება, დავიტანჯე, ვერაფრით ვერ მივაგენი სასურველს, არც ძაან სადა არ მინდა და არც მთლად ასეთი. სულ მაგის ძებნას ვერ დავახარჯავ დროს და იმედია, მივაგნებ სასურველს ოდესმე )))

    1myway1

    November 21, 2009 at 1:33 pm

  4. ’იქ’ დაკომენტება როგორ უნდა და, Name/URL უნდა მონიშნო და შენი სახელი და ბლოგის ლინკი ჩაწერო : ))

    ჩოგბურთზე კიდევ ვთქვი, ყველაზე ინტელექტუალური და დახვეწილია-მეთქი, ყველაზე მაგარი არ მითქვამს : ))

    დიზაინს მეც დიდხანს ვარჩევდი, ასე რომ წინ დიდი გზა გაქვს : D

    Natalia

    November 21, 2009 at 7:05 pm

  5. რაღაცა მომთხოვა და მერე ერორს მიწერდა, როცა ვცადე.
    მოიცა არაფერი პაროლი არ უნდა? ეგრე ხო ყველა ჩაწერს სახელს და ვთქვათ სხვისი ბლოგის მისამართს დააგდებს

    აბა რაა, ყველაზე ინტელექტუალური და დახვეწილი, კეეე😛

    ვეცდები ეგ გზა წარმატებით გავიარო😀

    1myway1

    November 22, 2009 at 12:55 pm

  6. დასკვა პ.ს. მომეწონა განსაკუთრებით😀 ეგ ეგრე ჩანს, მარა არაა ეგრე😦

    ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე რა🙂
    აი, ფეხბურთზე ერთადერთხელ ვიტირე 2000ში, იტალიას ვბალეშიკობდი უკიდურესად😦 თან ბავშვი ვიყავი მაშინ🙂
    აი, ფილმზე მიტირია უამრავჯერ რა. “ანა და მეფეზე” მათ შორის🙂 მაგრამ განსაკუთრებული ისტერიკა მქონდა “შემოდგომა ნიუ-იორკში”

    აუუუ, რაღაცნაირი პოსტია რა, რაღაცეების გახსენების ხასიათზე დამაყენა🙂

    bibi

    February 5, 2010 at 1:08 pm

  7. 😀 გაიხარე ბიბი
    მერე ვიხსენოთ ჩვენც და ვიყოთ😛
    უბრალოდ “შემოდგომა ნიუ-იორკში” -სთVის უკვე ცოტა დიდი ვიყავი😀😀 და ზედმეტად მსუბუქი და მარტივი ფილმია ჩემთვის😛

    1myway1

    February 5, 2010 at 1:44 pm

  8. ჰმ… ერთი სული მქონდა ბოლოში როდის ჩავიდოდი თორემ…
    შენ რა გითხარი გუდმენ…
    იმ ბურთებმა დამახრჩო ასე ხშირად რომ ახსენებდი ამ პოსტში…

    Teiia

    May 21, 2010 at 6:30 pm

  9. 🙂🙂
    მადლობა
    ეგ ბურთები ხანდახან მაგარია😉

    1myway1

    May 21, 2010 at 7:10 pm

  10. ჰეი,მაგარია🙂 მარა ინგლისი რატომ არ გიყვარს?😀
    ჰა ჰა, დასკვნა მცდარი იყო, მაგრამ კარგი :D:D:D

    deldeserto

    December 29, 2010 at 12:20 pm

  11. ფუ ინგლისი ხიხიაა😛 არ თქვა რომ გიყვარს😀

    პ.ს.
    დასკვნა მაგარია!😛

    1myway1

    December 29, 2010 at 12:29 pm

  12. სად სასოფლო და სად კონსერვატორიაო, იტალიის მერე ინგლისი რა მოსატანია, მაგრამ უბრალოდ ვერ მივხვდი, ეგრე რატომ არ გიყვარს:D ნუ, აი, დანარჩენებს რომ წავიკითხავ, მივხვდები ალბათ :)))
    p.s. გეგმა შევიმუშავე, დღეში ერთი პოსტი უნდა წავიკითხო :D:D

    deldeserto

    December 29, 2010 at 6:34 pm

  13. ყოჩაღ😀 კაი შედარება გააკეთე
    ახსნა რად უნდა მაგას, ინგლისია რა😛

    ოო, ეგეთი გეგმით თვეზე მეტი დაგჭირდება😀 ორი თვეთქო ვიტყოდი, მაგრამ ყველა პოსტი სულაც არაა საჭირო რომ წაიკითხო, მაგალითად მსოფლიოს ჩემპიონატზე(ფეხბურთი რაგდან არ გიყვარს) და კიდევ რამდენიმე დღიურის სახე რომ ჰქონდა ზაფხულში ბლოგს😀

    1myway1

    December 29, 2010 at 7:01 pm

  14. უჰ, 2 თვე ცოტა ბევრია, მარა სად მეჩქარება რო😀 სარჩევს მივუყვები ჯერ😀

    deldeserto

    December 30, 2010 at 7:51 am

  15. კარგი გზაა😀
    მასე უფრო ცოტა დროც დაგჭირდება და არასასურველ პოსტებსაც აირიდებ😀

    1myway1

    December 30, 2010 at 8:59 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: