1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ეჰ, კარლსონ კარლსონ…

with 11 comments


გუშინ დედაჩემი რაღაცეებს იხსენებდა, გავაბრაზე(უფრო სწორად ჯერ იმან გამაბრაზა) და პატარაობაში რა კარგი ბავშვი იყავიო, ახლა კიდეო… და ცნობილი ტექსტები მერე. ჰოდა, გაიხსენა როგორ მივწერე წერილი კარლსონს😀 მეც გამახსენდა და მაგარი მოგონებები მოიტანა. ის წერილი ბებიაჩემს შენახული აქვს მგონი და უნდა ვაპოვნინო, არ მახსოვს ზუსტად რეები მივწერე. თუ იპოვნა მერე გავაზიარებ😀

საერთოდ პატარაობაში, სანამ ჯერ კიდევ კარგი ბიჭი ვიყავი😀 ძალიან ბევრს ვკითხულობდი, იმდენი წიგნი ერთად, 10 წლის ასაკის მერე არ მექნება სამწუხაროდ წაკითხული, რაც მანამდე. კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო და შემეძლო მთელი დღე ასე გამეტარებინა. უბრალოდ, ცუდი ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა, რადგან ბევრი ისეთი წიგნი წავიკითხე, რომელიც იმ დროს მართლა არ უნდა წამეკითხა, ჯერ ადრე იყო. ზოგი გიჟივით მიყურებდა რო მოიდოდა, რეებს კითხულობს ეს ბავშვიო, მე კიდე მაინც ჩემსას ვაწვებოდი, მამენტ მაინც არ იყო ცუდი😀 მას მერე მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერა და ვერ დავუბრუნდი აქტიურად ჭეშმარიტ წიგნსა და კითხვას. რაც ამერია, ქუჩას, ფეხბურთს, საერთაშორისო კომპიუტერიზაციასა და ა.შ. ვეზიარე, დაიწყო პრობლემები, არეულობები და მოკლედ შეიცვალა ყველაფერი😀 თუმცა ეს ახლა გავატაროთ, მოვა დრო ალბათ ისევ…😀

ჰოდა, ყველაზე მეტად ის წიგნები მიყვარდა ცხადია, რაც უკეთ მესმოდა იმ ასაკში საუბარია 6-7-8-9 წლის რო ვიყავი ძირითადად. ესენი იყო – კარლსონი, ტომ სოიერი და ჰეკბლერი ფინი. ნუ სხვებიც, მაგრამ ესენი განსაკუთრებით და ამ სამიდან კიდევ უფრო განსაკუთრებით კარლსონი და ტომ სოიერი😀 პირველი მინიმუმ 5-ჯერ მექნება წაკითხული, მეორე 3-ჯერ ალბათ. შესაძლოა ორივე მეტჯერ, მაგრამ მინიმუმები ავიღოთ😀

ტომ სოიერი ამჟამად გვერდზე გადავდოთ, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა და ვისაუბროთ ჭეშმარიტ კარლსონზე, რადგან ,გახსენება და თემა’ მას ეხება. დიდი შანსია, შვედეთის სიყვარულიც ამ წიგნის და საოცარი ასტრიდ ლინდგრენის დამსახურებაა.

სიგიჟემდე მიყვარდა ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი. ვერ წარმოიდგენთ როგორ. ყველაფერს ალბათ ვერც გავიხსენებ, რაც მისი და წიგნში აღწერილი პერიპეტიების მიბაძვით გამიკეთებია. ნუ ,მფრინავ შარვალს’ რომ ვეძებდი წინ ღილაკით ეს ცალკე თემაა კიდევ (და მერე ვცდილობდი მე თვითონ გამეკეთებინა). მამლების ხატვას, გუფთებს, კაკაოს და ფუნთუშებს, ბოროტ ფრეკენბოკს(თუ სწორად მახსოვს, არდა რამდენჯერ მაქვს მართლა წაკითხული :D), ბიჭუნას, მის მეგობრებს, ძაღლს და ყველა პერსონაჟს ნუ გავიხსენებთ, თორემ მართლა შორს წავალთ. სასიამოვნო კი იქნება, მაგრამ სხვა დროს იყოს🙂

 

მოკლედ, დედაჩემს გაახსენდა, როგორ ვცელქობდი ერთ დღეს და თავზე ვიმხობდი სახლს და შენიშვნა მომცეს, რა კარლსონივით იქცევიო, მეც ავდექი და რამდენიმე წამში ჩავილაპარაკე: ,,ეჰ, კარლსონ კარლსონ… ამათ სალაპარაკოდ რომ გაიხდი თავს”. ჰოდა მოკვდა სიცილით საზოგადოება, რატომღაც…😀😀

ამას მოჰყვა იმ ლეგენდარული წერილის გახსენება. ზუსტად არ მახსოვს, მგონი რაღაცეებს ვთხოვდი და ვეუბნებოდი, მოფრინდი ჩემთანთქო, თან რაღაც ,სერიოზულ’ თემებსაც ვეხებოდი. ერთი პერიოდი უეჭველი მეგონა, რომ მართლა არსებობდა და გეგმებს ვაწყობდი ჩვენი სახლის სახურავი, როგორ მომეწყო, რომ კარლსონს თავი კარგად ეგრძნო აქ.

 

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ წერილის ,გაგზავნის’ მერე, ყოველდღე ველოდებოდი პასუხს, გაღვიძებისთანავე გავვარდებოდი სადარბაზოში და აი, დაჟანგული ფოსტის ყუთები რო ეკიდა ხოლმე (ზოგან ახლაც კიდია), გავაღებდი – არაფერი, გავაღებდი – არაფერი…😦
როგორც ჩანს, ჩემებმა გადაწყვიტეს, გული ძალიან რომ არ დამწყვეტოდა რამე მოეფიქრებინათ და… ერთ მშვენიერ დღესაც გავვარდი სადარბაზოში, გამოვაღე ყუთის კარი და წერილი დავინახე. იმ წუთას ჩემზე ბედნიერი ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო.

  

ზუსტად არც ,პასუხის’ შინაარსი მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მგონი ის ეწერა, რომ კარლსონსაც ძალიან ვუყვარვარ და ეცდება რაც შეიძლება მალე მოვიდეს, რადგან სხვა ბიჭუნებთანაც უნდა შეიაროს და ბევრი საქმე აქვს და ბლაბლაბლა
შესაძლოა ისიც ეწერა, დედას და ბებიას დაუჯერეო, მაგრამ ეგ არ მახსოვს და რომც ყოფილიყო, ერთ ყურში შევუშვებდი და მეორედან გამოვუშვებდი😀
კი გამიჩნდა კითხვა, ქართულადაც იცის წერა კარლსონმათქო? და თითქოს ცოტა კალიგრაფიაც მეცნო, მაგრამ…ამ ყველაფერზე რა დამაბოლეს აღარ მახსოვს. საკმაო ხანი კი მჯეროდა და ბედნიერიც ვიყავი ამ ამბით😀

ესეც ჩემი პატარაობის, რამდენიმე პერიოდის სურათები😀

პ.ს.
იმავე პერიოდში ,გამოვაცხვე’ კიდევ ერთი ფრაზა
ჩემების კითხვაზე თუ ვინ იყო სტალინი
ვუპასუხე: ,,რეციდივისტი”
ხოლო შემდეგ კითხვაზე თუ ვინ იყო ლენინი
ვუპასუხე: ,,უფრო დიდი რეციდივისტი”😀 არადა პირიქით, რომ ყოფილიყო ალბათ უფრო სამართლიანი იქნებოდა😀
ეს ისე, ასევე გაახსენდა დედაჩემს გუშინ და იმიტომ მივაწერე.

ხო, გიორგობას გილოცავთ ყველას და წავედი ახლა მე😀🙂

პ.პ.ს.
ვარდების რევოლუციის 6 წლისთავია ისე. ნუ ვიჩხუბებთ, ვინ ვისი მომხრეა, დადგმული იყო თუ არა, გაამართლა თუ არა და ა.შ.
ერთი რაც ნაღდად ვიცი ის იყო, რომ შევარდნაძის წასლვა მინდოდა, სასტიკ ემოციებში ვიყავი და მოკლედ.. დაწვრილებით სხვა დროს იყო, მაგრამ ის ხომ ვიცი, რომ ჩემი მაშინდელი ემოცია ალალი და წმინდა იყო, ჰოდა ამიტომ ის დღე პირადად მე მაინც კარგად მახსენდება. ახლა ოპოზიციონერ ნინო ბურჯანაძის ომახიანი განცხადებითურთ : ,,საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა!”. მე მოწამლული იმ დროს სახლში ვარ და გიჟს ვგავარ სიხარულისგან, იქითაც ვერ მივდივარ და ისეთი მომენტია, რომ დაჟე ჩემი ძმაკაცი, ყველაზე ბარნოვა ბარნოვაც კი ვერ მალავს ემოციებს.
მოკლედ, ეს იყო სულ. ბოდიში, რომ პოლიტიკა მაინც გავრიე(ვინმეს არ ეგონოს ძაან აღფრთოვანებული ვიყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ვინმეს პროპაგანდას ვეწეოდე, არანაირად). უბრალოდ, რაც იყო იმაზე თვალის დახუჭვა არ მიყვარს ხოლმე და როცა მაწყობს ვიტყვი, როცა მაწყობს არა… აუ, მაინც რო დავძაბე😀

Written by 1myway1

November 23, 2009 at 7:09 pm

Posted in Uncategorized

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიყვარს ლინდგრენი

    xissunianisaxli

    November 24, 2009 at 10:56 am

  2. ვააა ტერეზკა?😀 ჩელსიიი… მალადეც😀

    მეც მიყვარს ძალიან
    ოღონდ, პეპი არ მიყვარს😛

    1myway1

    November 24, 2009 at 4:38 pm

  3. ჩემი საყვარელი მწერალია ასტრიდ ლინდგრენი :ლავ:

    სტალინი და შევარდნაძე რომ არ გეხსენებინა კარლსონთან ერთად არ შეიძლებოდა?😀😀

    Natalia

    November 25, 2009 at 11:46 am

  4. უთეგენათალე😀😀

    ეგრე გამოვიდა, რომ არ შეიძლებოდა😛

    1myway1

    November 25, 2009 at 2:30 pm

  5. is momentia legenda ” miwisdzrva nurlandshi”😀

    YYY

    November 10, 2010 at 9:27 am

  6. 😀😀
    sul mtlianad legendaa😀

    1myway1

    November 10, 2010 at 11:57 am

  7. 🙂 შემწვარი გუფთები :):)

    deldeserto

    December 30, 2010 at 8:50 am

  8. karlsoni chuvakia😀

    1myway1

    December 30, 2010 at 11:38 am

  9. კარგია,ბავშვობის რაღაცეები გამახსენა🙂 ის რომ,მე და ჩემს კარის მეზობელს სულ დავა გვქონდა,იმაზე თუ ვის მოჰქონდა ახალ წელს საჩუქრები.მე ვუმტკიცებდი რომ თოვლის ბაბუას და ის კარლსონის ვერსიაზე იყო… თუმცა, ორივე გავიზარდეთ და არც ერთს და აღაც მეორეს არ მოაქვს ჩვენთვის საჩუქრები:)) ჰო,კიდევ კარლსონი თოჯინაც მქონდა საყვარელი,ღიპუცა და რეზინის :)) რამ გამახსენა,აღარც კი მასოვს ვის ვაჩუქე…

    rainbow

    January 22, 2012 at 1:58 pm

  10. 😀😀
    კარლსონს მომავალში ალბათ კიდევ სიამოვნებით წავიკითხავ

    1myway1

    January 22, 2012 at 5:21 pm

  11. aucileblad,sheizleba shvilebtan ertadac ki🙂

    rainbow

    January 23, 2012 at 7:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: