1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Becket & Malcolm X

leave a comment »

მოკლედ, რამდენ ფილმს მე ვნახავ და რამდენზე კომენტარი მომინდება, ცალცალკე თუ ვწერე, არ გამოვა კარგი ამბავი😀 ამიტომ ერთად ვიზამ ხოლმე და მოკლედ. თუმცა ახლა კვლავ მორიგ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე😀 ამ ფილმების გარდა, სხვებზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ამათთან ერთად არა და არც მთლად მოკლე რევიუები გამოვიდა, რაც არის არის, ერთი სიტყვით. ორი მშვენიერი ფილმია😉

1). Becket (1964)
http://www.imdb.com/title/tt0057877/


ჩემი აზრით, ბეკეტი ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმია. 1964 წელს შექმნილ, თამამად ვთქვათ და ამ შედევრს, სიამოვნებით დავუთმე მეორედ ორსაათნახევარი. აბა ცუდს რატომ უნდა ელოდო, როცა ფილმში პიტერ ოტული თამაშობს🙂 ეს საოცარი, კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭერი, გამორჩეული, სიმპათიური, დახვეწილი და ქარიზმატული ფიგურა. გარდა ამისა, ტომას ბეკეტის როლს არანაკლებ გამორჩეული მსახიობი რიჩარდ ბარტონი დიდებულად ასრულებს (7-ჯერ იყო ოსკარზე სწარდგენილი და სამწუხაროდ ვერცერთხელ ვერ აიღო, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის😉 ). მშვენივრად თამაშობენ სხვა მსახიობებიც. გამოსარჩევია რეჟისორის ნამუშევარი და ერთი სიტყვით ყველაფერი.

ეს არის სიყვარულის, სიძულვილის, ამბიციების, პრინციპების, დავიწყებული პრინციპების, შურის, სიკეთის, ანგარების, ბოროტების და იმ ყველაფრის ნაზავი, რაც ცხოვრებაში გვხვდება. უამრავი საინტერესო პერსონაჟით და ისტორიით.

ჰენრიხ მეორე, რომელსაც არნახულად თამაშობს ოტული, თითქოს სუსტი ადამიანია. ბეკეტზე მიჯაჭვული, მშიშარა, ქარაფშუტა, თავმოყვარე და ა.შ. თუმცა რეალურად, ამ კაცშიც არის რაღაც ძალა და ეშხი. თუნდაც ის, რომ სიგიჟემდე უყვარს და აფასებს ბეკეტს, მეტყველებს იმაზე, რომ რეალობის აღქმის უნარი აქვს. იცის, რომ ბეკეტი მასზე ჭკვიანი და ძლიერია, მაგრამ მაინც არ ეპუება და მე ამას არ ვამართლებ და ეგეთი ტიპები ჩემთან ახლოს არ არიან, პირიქით, მაგრამ ძირითადად ეგეთები ,იმარჯვებენ’ ხოლმე, დროებით მაინც😀 მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მათხოვარი ინგლისელისთვის, ძალიან დონე როჟაა ჰენრიხ მეორე.

თავად ბეკეტი, უჭკვიანესი, ცბიერი, რკინის კაცს თამაშობს და მამენტ არის კიდეც, უბრალოდ შინაგანად არც მთლად მასეა, აქვს გრძნობები და რაღაც მხრივ სუსტიც არის, მაგრამ თავი როგორ გიჭირავს და რას აკეთებ, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაინც რკინის ხარ თუ ასე იქცევი😉

ჰენრიხის ამაზრზენი დედა, უამაზრზენესი ცოლი და ტუგადუმი შვილები. ძმა ჯონი, რომელსაც უმაგრესად ,მოათვინიერებს’ ბეკეტი. ჰენრიხის გაუნათლებელი და ტიპიური ტუპოი ინგლისელი მსახურები. საფრანგეთის მეფე, რომელიც ფრანგული უაზრო ამპარტავნულობით, უაზრო იუმორით და ტიპობით შემოიჭრება, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც საჭირო რომ არის. შურიანი და ბოროტი ეპისკოპოსი ფოლიო. ძამბელი, რომელიც უნიჭოდ ცდილობს რომის პაპაი დააბოლოს, ფულიც აიღეო და ბეკეტიც მივიღოთო და მერე კიდე რო ბოდიალობს და პაპი, რომ გააჩერებს….

მაგარი მომენტები რამდენიც გინდათ. ჰენრიხის და ბეკეტის ქალებთან ურთიერთობა. მსახური, რომელსაც ბოლოს კარის გაღება არ უნდა, მაგრამ ბეკეტი ეტყვის ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის ხოლმეო. ჰენრიხი თავიდან და ბოლოს ცხედართან. ბეკეტი, რომ გადაწყვეტს დაბრუნდეს, მაინც ვერ მოისვენებს, მაინც რაღაცნაირია… მათი შეხვედრა  ზღვისპირას, საოცარი მომენტია… და მრავალი კიდევ🙂

მაინტერესებს ძალიან, რა იმოქმედებს რეალურად ბეკეტზე. ყოველთვის მომეტს ელოდებოდა და თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობდა იქამდე, სტატუსი შეცვლა თუ ქალი, რომელიც ჰენრიხის გამო თავს მოიკლავს🙂

 

2). Malcolm X (1992)

http://www.imdb.com/title/tt0104797/

არანაკლები საქებარი სიტყვებით შევამკობდი ამ ფილმსაც. როცა გამონახავთ სამსაათნახევარს, უყურეთ და არ ინანებთ. ოღონდ, თუ მხოლოდ გასართობი ფილმები და სპეცეფექტები განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ არ გირჩევთ. მოგწყინდებათ და ასე შემდეგ😀

უამრავი კარგი შავკანიანი მსახიობია ამ ქვეყანაზე. მორგან ფრიმენით დაწყებული სემუელ ელ ჯექსონით დასრულებული, მაგრამ მათზე სხვა დროს ვისაუბროთ დაწვრილებით, მე იმის თქმა მინდა, რომ დენზელ ვაშინგტონი სულ სხვაა. წინ კი არ ვაყენებ ვინმეზე (აბა  ბებერ და ტკბილ მორგანს როგორ გავწირავ) ან რამე ისეთი, უბრალოდ აშკარაა, რომ დენზელას სხვა დახვეწილობა და იერი აქვს, აი რაღაცნაირია, ძალიან ,დასტოინი’. ეს ამ ფილმშიც მშვენივრად ჩანს.

თავად ფილმი, ძალიან საინტერესო და კარგია. მჯერა, ვისაც ნანახი გაქვთ, უმეტესობა დამეთანხმებით. კი ბატონო მალკოლმ X ფრიად საეჭვო და სკანდალური პირვონება იყო. რასაც ამბობს, იმის უდიდეს ნაწილს შესაძლოა არ დავეთანხმოთ. თუმცა კაცი იმას ვერ უარყოფ, რომ ეს იყო, ძლაიან ძლიერი, მრავალმხრივად ნიჭიერი და ხალხზე გავლენის მოხდენის უნარის მქონე ადამიანი, რომლის ცხოვრებას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. ერთი პერიოდი თავადაც იყო მარიონეტი, მაგრამ ეგ არაფერი.

თავადაც იცით და ვინც არა, ნახავთ, რამდენი ცხოვრების ეტაპი გაიარა მალკოლმ X-მა. რამდენჯერ შეიცვალა სტილი, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. რამდენი სირთულე და ხიფათი შეხვდა. ერთი სიტყვით, შესაძლოა ბევრისთვის არამისაღები(ძირითადად განცხადებების და აზრების გამო) ადამიანი იყო, მაგრამ დასაფასებელი და პატივსაცემი. ისე თუ არა ფილმში, მაინც დაგაჯერებთ დენზელა😀

ელაიჯა მუჰამედის ,სექტა’. იმედია, არავინ მიწყენს. გარკვეულ წილად სექტანტური დვიჟენია იყო ეგ ყველაფერი და რამდენიმე კაცი კარგად ითბობდა ამით ხელს. თუნდაც ის იდეინი ტიპი, რომელიც ციხეში იხსნის და დაავერბოვკებს მალკოლმს.

ერთი სიტყვით მუღამჩიკები ვინც ხართ, ამ სამსაათნახევარს ისე გაატარებთ, რომ არც კი მოგწყინდებათ. ძლიან კარგად გაკეთებული ფილმია. სპაიკ ლიმ იცის კინოს გადაღება😉

საინტერესო მომენტები, როგორც გითხარით უამრავი. ისევე როგორც პერსონაჟები. არჩი, სოფია, რუდი(რომელსაც შეუსრულებს მაგრა), ლორა, კარატიშკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ🙂

ერთ-ერთი უმომენტესია, ბოლო გამოსვლაზე, არეულობა რომ ატყდება და ეს წყნარად იწყებს საუბარს დამშვიდდითო და იარაღს, რომ დაინახავს და გაიღიმება🙂

Written by 1myway1

November 24, 2009 at 10:03 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: