1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Trainspotting და დომხალი

leave a comment »

ფილმების მორიგი მიმოხილვა🙂 გადახედეთ ამ არეულობას, იმედია, დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ.

1). Trainspotting (1996)

http://www.imdb.com/title/tt0117951/


გავიხსენოთ ეს ჩინებული ფილმი, რომელსაც უმეტესი თქვენგანი ,На игле’ ამ სახელით იცნობთ. თუ ბრიტანელებს კინო გამოუვიდათ, მაშინ ძალიან კარგი გამოსდით(ამ თემასთან დაკავშირებით ჩემ თეორიებს სხვა დროს გაგაცნობთ) და ესეც ასეთია. უმაგრესი დიალოგები, დრამა, ტრადიციული შავი იუმორი… დიალოგებზე მართლა ვკაიფობ, სხვა დანარჩენთან ერთად. ვისაც არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ.

ევან თუ ივენ😀 მაკგრეგორი კარგი მსახიობია მე მევასება. ამ როლში ჩემი აზრით მთლად ვერ ზის, არ არის ეგ ტიპი რაღაც, ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. თუმცა ეს იჩრდილება მისი ბრწყინვალე თამაშით. ძალიან საინტერესო პერსონაჟია სხვათა შორის. სასტავში ყველაზე ჭკვიანად ითვლება, მაგრამ როგროც ასეთი მთავარი არ არის, ნუ იმ გაგებებით რითაც ისინი დვიჟენიობენ😀 და ეგრე მთავარი არც უნდა იყო მამენტ😀 ცდილობს შეცვლას, თან ვერ ელევა იმათ და ა.შ.
აი ბოლოს რასაც გააკეთებს, ძაან უცნაურია, ვინ იცის ვინ იზამდა და ვინ არა. მაინც კაი ტიპიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ იმათში კი არის. თუმცა ეგეთ რამეს პირადად მე არ ვიზამდი.
ასევე დააკვირდით, რომ მარკ რენტონის ერთი ცუდი საქციელი (ძმაკაცს, რომ თავის პორნო დისკს მოპარავს), მთელ ცხოვრებას დაუნგრევს იმ ძმაკაცს, რომელიც რაღაც მომენტში ძალიან ტრაგიკული პერსონაჟი გამოდის, სხვებზე მეტადაც კი. ასევე ის გოგო, ბავშვი რომ დაეღუპება(მაგრამ ეგ ღირსია).

აი თუ ვინმე უხდება როლს, ეს პირველ რიგში ბეგბი, იგივე რობერტ კარლაილია, ძალიან მიყვარს ეს მსახიობი, ნიჭიერია და როჟაა რა, როლი თუ მოიგდო შესაფერისი ფრიადზე ასრულებს. მაგარ კვერცხს თამაშობს (ნუი აბა სხვანაირი ბრიტანელი ცოტაა :P), მაგრამ სამაგიეროდ სასწაულად თამაშობს. საინტერესო პერსონაჟიათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სახასიათოა.
ბეგბის არ იყოს, ტომიც ძალინ უაზრო, მაგრამ სახასიათო პერსონაჟია. აი სპუდი კი ყველაზე სულელია, მაგრამ მათში ყველაზე კეთილი ალბათ, რისთვისაც მცირედით დაჯილდოვდება კიდეც ბოლოს😛

ჯორჯ ბესტზე, ფეხბურთზე, კინოზე, მუსიკაზე…😀 დიალოგებს, რომ შევეშვათ. მომენტებიც ბევრია ძალიან ძლიერი. თუნდაც უკვე გადაგდებული რომ აქვს და ისინი რო დაადგებიან და აქეთ ერთის ფეხები რომ აქვს სახესთან და იქით მეორესი.

მოკლედ ეს არის ერთ-ერთი Must See ფილმი.
კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ ძალიან გრძელი მიმოხილვები გამომდის🙂

უსურათესი და უმომენტესი😀
აი ეგეთები არიან ბრიტანელები😛

2). The Hangover (2009)

http://www.imdb.com/title/tt1119646/

იღვიძებ დილით, ოთახში არეულობაა, შესაძლოა უცებ ვერც იაზრებ სად ხარ და ცოტა აზრზე რო მოდიხარ, ხვდები, რომ წინა დღის რაღაც მომენტიდან არაფერი არ გახსოვს… მერე დახედავ მობილურს და ხშირ შემთხვევებში აბსოლუტურად უაზრო გასული ზარებია და ნერვები გეშლება, რატომ ქენი?😀😀 პირადად ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, ალბათ რამდენიმე თქვენგანისთვისაც…

ჰოდა, ადგა რამდენიმე იდეინი და ფულიანი ტიპი და ამ ისტორიას, მცირე ფანტაზია შესძინა, გააფართოვა, გააპაპსავა😀 და გამოვიდა მშვენიერი სახალისო ფილმი. აი ისეთი, უბრალოდ გართობა რომ გინდა, დაჯდები და უყურებ, რამდენიმე მომენტზე გულიანადაც გაიცინებ და სასიამოვნო გრძნობა დაგრჩება. სერიოზული არაფერი, მაგრამ აბსოლუტურ უაზრო კომედიებს, რომლებსაც მე ვერ ვიგებ ხოლმე, ნამდვილად ბევრად ჯობია. აი ასეტი ტუპოი იუმორი მოსულა😀

მოკლედ, ბიჭს ცოლი მოჰყავს და ქორწილამდე ორ მეგობართან და მომავალი ცოლის ტუპოი ძმასთან ერთად მიდის ლას ვეგასში მალჩიშნიკის მოსაწყობად. ცხადია ჩასვლის ღამიდან იწყება სმა და… დილით იღვიძებენ სამნი, გადანგრეულ ოთახში არის ქათამი😀 ვეფხვი და ჩვილი ბავშვი. სასიძო კი არსად ჩანს… საინტერესოა არა?🙂

ბევრი კაი მომენტია. ,ოFიცერი, ვაშა მაშინა’. როგორც გაირკვევა ექიმს რო ტვინს გაუბურღავს დანტისტი საავადმყოფოში😀 და ასე შემდეგ, ყველას ჩამოთვლა არაა საჭირო😛

3). Shaun of the Dead (2004)

http://www.imdb.com/title/tt0365748/

ეს არის ალბათ ტუპოი იუმორის ბოლო პასატკა😀 რომელსაც ავიტან😀 აი სიტყვაზე ზოჰანებს და მსგავსებს, ისევ ასეთი სისულელე მირჩევნია. ცოტა უფრო დახვეწილი მაინც არის, სულ ცოტა😀 ერთი სიტყვით, ასევე უბრალოდ გასართობად, შეგიძლიათ უყუროთ, რამდენიმე მომენტი მართლა კარგია. ნუ მე ზედა ფილმი მირჩევნია, მაგრამ თავის პონტში არც ეს არის ცუდი.

საიმონ პეგი არ მევასება დიდად. თუმცა ნორმალური როჟაა და თავის საქმეს აკეთებს. მისი ძმაკაცი მაგარი კაცია ძალიან😀 ფორუმ.გე-დან ვინც ხართ და ტანკეს იცნობთ, შეხედეთ ტო, ყველა პონტში სუფთა ტანკეა😀😀
ზომბებს რო თამაშობენ და დედამისი პროსტა რო მოდის, რა ღადაობაა😀 ეს ინგლისია, მახინჯები რა😛 (შანსს რო არ ვმაზავ რო არ ვუკბინო😀 )

4). Saw VI

http://www.imdb.com/title/tt1233227/

ბოლოს ცოტა გავასტრაშილკოთ )))
ხერხი ბოლო წლებში ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია და ამიტომ ვაფასებ ცოტა😀 როგორც ასეთი, არცერთი სერია არ ჩაუგდიათ ჯერ. კი გაასერიალეს და ყოველ წელს გამოშვება ადვილი არ არის ახალ-ახალის, მაგრამ ნორმალურად ქაჩავენ ასე თუ ისე. ცხადია, პირველი სულ სხვა იყო… თუმცა თუ რომელიმე სერია არ ვარგასავით, მეორე-მესამე სიტყვაზე და არანარიად ბოლოები. VI-ც მომეწონა.

ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ის მომენტია ჰოფმანზე რო გავლენ და ეს რო ასისხლავს იქ ნახევარ განყოფილებას, ნამეტანი იყო რაღაც. სხვა ფილმი მეგონა უცებ😀 სისხლები ბევრი რო არის ისედაც გასაგებია, მაგრამ ,სხვანაირი სისხლები’😀 სხვანაირი მკვლელობები და არა ასეთი, ერთი კაცი რო ყველას ხოცავს და ვერ იჭერენ და ა.შ.
საინტერესოა რა იქნება 2010-ში

პ.ს.
ყველაზე ღადაობა ის არის, რომ ამის წერის პროცესში Papillon-ს ვიხსენებდი, პარალელურად გაშვებული მქონდა… აი რა არის შედევრი, აი მსახიობები, აი მასტ სი მუვი😀🙂 თუმცა მა ფილმს აქ, ასე მოკლე მიმოხილვა არ ეკადრება😛 ისე, მივაპიესე😀 დანარჩენი სხვა დროს😉

Written by 1myway1

November 26, 2009 at 4:13 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: