1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

კატერინა და სამი ფერი… კშიშტოფ კიშლოვსკი

with 6 comments


მე მიყვარს და მიზიდავს პოლონეთი, თქვენ? ამ ქვეყანას აქვს ისტორია, კულტურა… ანდა მოვეშვათ და პირდაპირ ვთქვათ, ჯიგრულ-გურჯულად😀😀
ქალები ჰყავთ ძალიან მაგარი, ქერები, ვნებიანები, რაღაც სხვა ეშხიანები, შეიძლება გაჭედო
ფეხბურთში აქვთ ისტორია და წარმატებები… ბონეკი, ლატო… და სხვანი, ისედაც იცით ვინც იცით და ვინც არ იცით მაინც არაფერს მოგცემთ ამის გახსენება😀
კინო აქვთ დიდებული, აზრიანი, ფსიქოლოგიური…
მუსიკაც აქვთ
ჩვენ ვუყვარვართ, რუსები ეზიზღებათ
სმა უყვართ, არაყი აქვთ მაგარი
ქალაქები, კრაკოვი, ვარშავა და თუ გინდა სხვებს ნუღარ ჩამოვთვლით, ეს ორი ხომ უკვე დიდი რამაა (როდის მოვხვდები ნეტა)
ჰოდა, აბა კაცს რა უნდა მეტი ბედნიერებისთვის?😀 ძალიან ცოტა რამ

3-4 წლის წინ ერთ გოგოს ვეჩეთავებოდი ხოლმე, კრაკოველი იყო, კატერინა ერქვა. საკმაოდ ლამაზი და მიმზიდველი იყო. სურათები ახლაც შენახული მაქვს. თვითონ დამიკავშირდა თავიდან და გავგიჟდი ისე უყვარდა ქართველები. ცეკვაზე დადიოდა და გასტორლებზე ხვდებოდა ხოლმე ქართველებს და ძალიან ვუყვარდით მოკლედ. განსაკუთრებით კაცები ხართ მაგრებიო😀 შავგვრემანებიო და ლოყებწითელებიო(ეს უკვე არ მომეწონა, მეთქი ყველანი ასეთები არ ვართ და ვაბშე წითელლოყება ტიპებზე არ ვგიჟდები, სოფლელებთან ასოცირდებიანმეთქი, არ მიწყინოთ😀 ეს ისე. სიტყვა სოფლელიც ძაან ისე  სხვა პონტშია ნახმარი😛 კაი არ აქვს მაგას მნიშვნელობაო)
მოკლედ, სააკაშვილი მგონი მიშისტებზე მეტად უყვარდა ზოგს პოლონეთში და ბევრ საინტერესოს მიყვებოდა. ნუ ისიც ეგრევე გაირკვა და დადასტურდა, რომ პოლონეთი ჩვენზე გაცილებით მაღლაა ცხოვრების დონით.
ერთი მინუსი ის იყო, რომ რუსული არ იცოდა ვაბშე და მაინც აპირებდა სწავლას. მე კიდევ დამტვრეული ინგლისურით უფრო ნაკლებს ვაგებინებიდ, მაგრამ გამოგვდიოდა რაღაც რა😀 პოლონურად რამდენიმე სიტყვაც ვისწავლე😀
კი ვფლირტაობდით ხოლმე ლაითად, მაგრამ ისე სერიოზული არაფერი. იმას შეყვარებულივით ჰყავდა, აუ სახელი დამავიწყდა, ბევრი ვიცოდი იმ ბიჭზეც კატერინასგან და რაღაც მოკვერცხო ელემენტი იყო, ბევრად უფრო მოსაწყენი და უაცნაური, ვიდრე ამას უნდოდა(ნუ რაღაც დეტალების გამო ვამბობ, თორე მოსაწყენბოაში ცუდი კი არაფერია, აგერ ამხელა კაცი მოსაწყენი ვარ, მერე რა😀 სიუსლელეების მოლაპარაკე ტიპებს, ოღონდ რო ილაპარაკონ და არ აქვს მნიშვნელობა რა, ასი წელი მირჩევნია :P).
მე კიდევ ვეუბნებოდი წიკები მაქვს, ცოლ შვილი მინდა ადრეულ ასაკში მყავდეს, ნუ შვილი მინდა ძალიანთქო და ამას თავის ახსნები ჰქონდა ახლა და აქ არ გვინდა. მოკლედ, შანსია ცოლი უსიყვარულოდ მოვიყვანოთქო… და გაგიჟდა ამაზე😀 ნუ მერე მართლაც მოვიყვანე ცოლი და ვუთხარი და ძაან აღფრთოვანებული არ დარჩა, ისე კი მომილოცა ცხადია(რო გავეყარე ეგ აღარ იცის :D).
იქამდე, ვიღაც ორი თუ სამი ბიჭი მითხრა მოცეკვავეები, გავიცანი ადრე გასტროლებზე, ხომ არ იცნობო, არცერთს არ ვიცნობდი. კიდე საქართველოში მინდა ძალიან ჩამოსვლაო, ხო დამეხმარები თუ მოვახერხეო. მეთქი ბაზარი არაა, შენ ოღონდ ჩამოდი. დაჟე მისი დაც გავიცანი ვიდეო კონფერენციისას, ის ესპანეთში ცხოვრობდა და პოლონეთში იყო დროებით ჩამოსული. მოკლედ ჯიგრულად ვმეგობრობდით, ვიცოდი პირველად ვის აკოცა, რამდენი წლის იყო მაშინ, ვის ხვდებოდა და ა.შ. თუ იაჰუში ვერ შემოდიოდა, წერილს მწერდა ხოლმე. კიდე კაიფი იყო ის, რომ საკმაო ხანი რაც ველაპარაკებოდი, სულ მართვის მოწმობის აღებას ცდილობდა და ყველა ჯერზე იჭრებოდა😀 პარკინგს ლანძღავდა განსაკუთრებით, დაჟე ზადნი დავამუღამე და პარკინგი ეს რა კოშმარიაო😀 არა რა, ქალი საჭესთან…😀
მოკლედ მერე, რაღაც ისე მოხდა, აი კონკრეტულად როდის და რატომ არ მახსოვს, მაგრამ მოხდა, რომ გაწყდა ჩვენი მიმოწერა, აღარ ჩანდა საერთოდ, მეც უკვე სხვა პონტში ვიყავი და მერე ნელნელა სულ გაქრა. სადღაც 2 წელი მაინც იქნება ვაბშე არ შევხმიანებივართ ერთმანეთს. საინტერესო კი არის, რას შრვება, ხომ კარგადაა, გათხოვდა, პრავა აიღო თუ რა ქნა…

მოკლედ, კარგი ხალხია პოლონელები. ძირითადი მასა მაინც. მე ასე ვხედავ. მიზეზები რატომაც მომწონს ვთქვი ზემოთ ნაწილობრივ😀 თან პოლიტიკურად ძმები ვართ. ჩვენც რაღაცნაირი პრეზიდენტი გვყავს და იმათაც, ბრატობენ. საჭიროცაა.

არადა, სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა და სხვაგან წავედი, მაგრამ იქნებ კარგიცაა. კინოსთან მწყრალად მყოფი და შემთხვევით შემოსული მკითხველიც, გამორჩება რაღაცას ))
მოკლედ, კშიშტოფ კიშლოვსკი ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია, არამარტო პოლონეთის, ჩემი და ისევ არამარტო ჩემი აზრით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნამუშევარი არის ტრილოგია ,სამი ფერი’. მინდა ამ ტრილოგიის მცირე, ჩემეული რევიუ და მოსაზრება დავდო, მაქსიმალურად მოკლედ. თან ყველაფრის დაწერა არ გამოვა, რადგან ვისაც ჯერ არ უნახავს და ნახვა უნდა, რომ არ გაუფუჭდეს საქმე. დავიწყოთ…

1). Trois couleurs: Bleu (1993)

http://www.imdb.com/title/tt0108394/

სამი ფერი: ლურჯი ტრილოგიის პირველი და ზოგისთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია. ჟულიეტ ბინოში როგორც თითქმის ყოველთვის შეუდარებელია. მუსიკა მშვენიერი, ზბიგნევ პრაისნერის. რეჟისურა რომ არ დაეწუნება ისედაც გასაგებია და სხვა მსახიობებიც ბრწყინვალედ ართმევენ თავს თავიანთ საქმეს.

წარმოიდგინეთ, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უცებ ხდება ავარია, რომელშიც ქალიშვილი და მეუღლე (ამ შემთხვევაში ქმარი) გეღუპება… კოშმარია. თავს მოიკლავთ? მე არასდროს, ნამდვილად ვიცი. ბინოში ცდის, მაგრამ არ გამოუვა და ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს, რაც ასევე რთულია, მით უმეტეს სირთულეები გზაში ემატება… უყურეთ და ისიამოვნეთ.

ბიჭი, რომელიც ძეწკვს იპოვნის; კაცი, რომელსაც დიდი ხანია უყვარს ბინოში; ქუჩის მუსიკოსი. ქვედა სართულზე მაცხოვრებელი მეძავი. კეკელკა მეზობელი და კვერცხი ქმარი. დედა, მებაღე, ,ის გოგო’ რო ნახავთ, ნახავთ😀 მოკლედ მაგარი პერსონაჟები და მომენტები. თუნდაც ვირთხას და მის შვილებს რომ აღმოაჩენს და მერე რას იზამს, უმომენტესია. კატის დვიჟენია, დასაფიქრებელი.

2). Trzy kolory: Bialy (1994)

http://www.imdb.com/title/tt0111507/

,სამი ფერი: თეთრი’ არის ტრილოგიის ალბათ ყველაზე ,ლაითი’ და სულ ოდნავ სუსტი ნაწილი. თუმცა აი ძალიან ძალიან კანცოვკა აქვს😀
ნუ სუსტი ასეთ ფილმზე ცოტა არ იყოს ღიმილის გამომწვევი ნათქვამია, მაგრამ გამგები გაიგებს. თანაც ეს არის ფილმი, რომელიც მე თავის დროზე პირველი ვნახე ამ ტრილოგიიდან და შესაბამისად სხვა დამოკიდებულება მაქვს მასთან😀 მით უმეტეს, რომ ფილმში რამდენჯერმე გაიჟღერებს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მელოდია, რომელსაც Утомлённые солнцем-ის სახელით ვიცნობთ, ამავე სახელწოდების ფილმიდან, სინამდვილეში კი  Jerzy Petersburski-ს Polish tango ,To ostatnia niedziela’-ა (ისე Утомлённые солнцем-ზე სხვა დროს, ვრცლად :P).

მაშინ 24-25 წლის ჟული დელპი მშვენიერია დომენიკის როლში. ,ბიზნესმენ’ კაროლ კაროლს ძალიან მაგრად თამაშობს ზბიგნევ ზამაჩოვსკი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მიკოლაის პერსონაჟი და ამ როლის შემსრულებელი. კაცი, რომელსაც თავის მოკვლა უნდა რატომღაც(მერე კი მიხვდება, რომ ცხოვრება არც ისეთი უგემურია😀 რბილად რომ ვთქვათ). ქუჩაში კი დომენიკისგან სექსუალური(ნუ ძირითად მიზეზად ეს მოიაზრება) პრობლემების გამო გამოგდებულ კაროლ კაროლს გადააწყდება. ჩემოდანი, 2 ფრანკის დვიჟენია, ნაყიდი ნაკვეთი, უცებ გამოპრანჭვა, დაკრძალვა… არა ტო, ესაა შედარებით ,სუსტი’? არაფერი შეგეშალოთ😀

3). Trois couleurs: Rouge (1994)

http://www.imdb.com/title/tt0111495/

დაბოლოს, ტრილოგიის უკანასკნელი და სულ ოდნავ ძლიერ ნაწილად მიჩნეული ,სამი ფერი: წითელი’. რეალურად კი სამივე ნაწილი ერთნაირად ძლიერი და მაგარია ცხადია. თუმცა მაინც, წითელი წითელია. შეუდარებელი ირენ ჟაკობით (სხვათა შორის, ჩემს გარშემო ერთი-ორი გოგო წააგავს ირენ ჟაკობს, მაგრამ რა ხეირი😦😀 ) და ასევე შეუდარებელი ჟან-ლუი ტრენტინიანით, რომლის პერსონაჟიც უუმაგრესია. გადამდგარი მოსამართლე ))

საინტერესოა, რომ გავრცელებული ცნობით, როცა კვენტინ ტარანტინომ 1991 წელს ნახა ირენ ჟაკობი კიშლოვსკის ფილმში The Double Life of Véronique, მოისურვა რომ მას ეთამაშა ,მაკულატოურაში’  ბრიუს ვილისის ცოლი აი ის… “Who’s motorcycle is this? – It’s a chopper baby. – Who’s chopper is this? – Zed’s. – Who’s Zed? – Zed’s dead baby! Zed’s dead!”😀 თუმცა ჟაკობი იმ დროისთვის ,წითელის’ გადაღებაზე მუშაობდა და თავისთავად გამოირიცხა. ხოლო როცა ტარანტინოს 1994 წელს ასევე კანის ფესტივალზე უნახავს ,წითელი’, უთქვამს, რომ ,ოქროს პალმის რტოს’ სწორედ ეს ფილმი მოიგოებსო, მაგრამ მთავარი ჯილდო მის ,მაკულატურას’ ჰხვდა წილად. რომელიც სხვა პონტშია უმაგრესი და შესაბამისად, სხვა დროს განვიხილოთ ))

ამ ფილმს, მაგარ მომენტებთან და პერსონაჟებთან ერთად, საინტერესო დასასრული აქვს. ნუ საინტერესო რა…😀 ,გადარჩენილები’, თავადაც ხვდებით ან მიხვდებით😀 მოკლედ, უყურეთ ამ ტრილოგიას და არ ინანებთ. ხო, კიდევ, ყველა ფილმში, მოხუცნი, რომ ბოთლს ტენიან იმ ,რაღაცაში’…
ესეც ასე, უშუალოდ კიშლოვსკი, კიდევ სხვა და გრძელი საუბრის თემაა. სამწუხაროდ, იგი 1996 წელს 54 წლის ასაკში გულის შეტევის შემდეგ, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მასზე უფრო ვრცლად და მის სხვა ნამუშევრებზე, მომავალში ვისაუბროთ. იგივე La double vie de Véronique, ,დეკალოგი’, რომელიც სრულად არ მინახავს და ასე შემდეგ. გული კი ძალიან მწყდება, რომ გადაუღებელი დარჩა, ჩანაფიქრში არსებული მორიგი ტრილოგია ,სამოთხე’, ,ჯოჯოხეთი’ და ,სალხინებელი/განსაწმენდელი’, დანტე ალიგიერის ,ღვთაებრივი კომედიის’ ,მიხედვით’. შემდგომ, სამივე ამ ფილმის მონახაზზე და ჩონჩხზე აგებული ფილმი გამოვიდა, სხვადასხვა დროს. თუმცა კიშლოვსკის შეკრული ტრილოგია სულ სხვა რომ იქნებოდა თავადაც ხვდებით😉

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ak sul shemtxvevit movxvdi da ra saocaria,rom pirvelive statia chems sayvarel rejisorze damxvda :))) mometsona sheni reviu,magram me piradad lurji mesusteba yvelaze metad,kishlovskistvis cooota mebanalureboda yoveltvis…tumca,ra vici🙂 veronikas ormagi cxovreba aucileblad naxe bolomde,udzlieresia,saocari pilmia da ireni xom saertod :)))

    marie

    December 1, 2009 at 7:08 pm

  2. არის შენს სიტყვებში, ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად😀
    თუმცა ჩემთვის სამივე ძლიერია თითქმის ერთნაირად😛
    მით უმეტეს სულ იმას გავიძახი ბანალურობაში ცუდი არაფერია, ძალით ორიგინალურობას კი სჯობია და ხარისხიანი ყველაფერი კარგიათქო😀😀
    ვერონიკას ორმაგი ცხოვრება ნანახი მაქვს, ძალიან მაგარია და ირენი მიყვარს😦😀 უბრალოდ სამ ფერთან ერთად არაფრის განხილვა არ მინდოდა, არ ჩაჯდებოდა კარგად
    აი დეკალოგი მთლიანად არ მინახავს.

    1myway1

    December 1, 2009 at 7:25 pm

  3. და აი, დადგა დღე როდესაც წავიკითხე ეს პოსტი. რამდენჯერ ამივლია გვერდი კი არადა არ მიმიკარებია მაუსის ისარი🙂 მინდოდა ჯერ მენახა ფილმი და მერე წამეკითხა. ვნხაე და შენც იცი, რომ ვნახე🙂
    სავესე ვარ ემოციებით, აი, უკვე მესამე დღეა. დადებითი, მშვიდი ემოციებით. მოხიბლული, ჩაძირული. საუნდთრექები ხო საერთოდ უუუმშვიდესი. ჩემსთვის სამივე ფერი თანაბრად საინტერესო და ძლიერია.
    შენ რო იცი, ისე ვერ გადმოვცემ ემოციებს😦 რაც ამ პოსტის მერე გამიკვირდა ის არი, რო ცოტა მშრალი პოსტია😦 არა მგონია, მომჩვენებოდა. სხვანაირად, გემრიელად იცი ხოლმე შენ ფილის ნახვით გამოყოლილი ემოციების აღწერა, ნუ არა მხოლოდ ფილმის ნახვით…🙂 შენი და კატერინას ამბავი უფრო კარგი წასაკითხი იყო, ვიდრე ტრილოგიის მიმოხილვა🙂 ისე “საინტერესო კი არის, რას შრვება, ხომ კარგადაა, გათხოვდა, პრავა აიღო თუ რა ქნა…” ამ ფრაზაზე გემრიელად ვიცინე😀

    Shosanaa Dreyfus

    March 15, 2010 at 10:02 pm

  4. პოსტი ნამდვილად მშრალია, რადგან მოკლე რევიუს, მშრალი, უხეში რევიუს სახე მინდოდა თვიდანვე რომ ჰქონოდა, რადგან აზრი სწორედ იმაში უფროა, რომ ვისაც არ აქვს ნანახი წაიკითხოს, დაინტერესდეს და ნახოს. ყველაფერი რომ გადმომეცა ასეთ ხალხს დავუკარგავდი მუღამს.
    ჩემი და კატერინას ისტორიაც ,პრიმანკაა’😀😀😀

    1myway1

    March 16, 2010 at 10:24 pm

  5. მოკლედ, დავიწყე კითხვა,პოლონეთი, რამე, გამახსენდა, კარგი განწყობა ჩემს მიმართ, მსგავსი ტრაგიკულობა,განსხვავება, გასაშტერებელი ქალთა მასსა😀 მერე უცბად კითხვას შევეშვი და სურათებს ჩამოვურბინე, ჟულის და ირენს მოვკარი თვალი და… ორივე ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მეორე😀 ჰოდა, ახლა ლინკებს დავაჭერ ხელს, იმედია გადმოსაწერი ლინკებია🙂 ჰო, ისა, კიშლოვსკის გადაღებული ხომ არ არის სენკევიჩის “ვიდრე ჰხვალ”?

    ikadoriano

    April 27, 2010 at 7:51 pm

  6. 😀 ლინკები არ არის, ოლმუვისზე არის ისე ეს ფილმები🙂
    არა, ვიდრე ჰხვალ არ არის კიშლოვსკის

    1myway1

    April 27, 2010 at 9:03 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: