1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for დეკემბერი 2009

უგვირგვინო მეფეები

with 10 comments

,უგვირგვინო მეფეები’ ასე ერქვა ჩემი ჭადრაკის პირველი მასწავლებლის(ნუ მეორე მისი ძმა იყო) პატარა, ბროშურასავით წიგნს, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და იმ პერიოდში ძალიან საჭირო და ჩვენ ასაკს შეეფერებოდა. მასში მოთხრობილი იყო იმ მოჭადრაკეების მცირე ბიოგრაფია და ცხოვრების დეტალები, რომლებმაც ამ საოცარი თამაშის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო(ძირითადად იმიტომ, რომ ძალიან ადრინდელები იყვნენ), მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს არ ატარებენ.

სამწუხაროდ ის წიგნი აღარ მაქვს, ბავშვობაში ძმააკცს ვათხოვე და მის ოჯახში შემთხვევით ჩაი გადაასხეს, მერე გაუთოვება სცადეს და სულ მოისპო 😦 არჩილას მაგის გამო რამდენიმე წელი დასცინოდა ბარნოვა, წიგნი როგორ შეიძლება ათხოვო მაგას ჩაიში ალბობენო.

სწორედ ასე მინდა დავარქვა ამ ჩანახატსაც, რომელიც რაღაც ,რუბრიკასავით’ იქნება ფეხბურთის მოყვარულთათვის(და პრინციპში არამარტო). წარმოგიდგენთ შედარებით ,ღარიბი’ კლუბების ,ისე ვერ გაქაჩულ’ ფეხბურთელებს. ძირითადად 90-იანი წლებიდან და ძირითადად თავდამსხმელებს. ასეთები ბევრნი იყვნენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს მათი გახსენება. მე ასე ხშირად ვიქცევი ხოლმე. ვინმეს შესაძლოა მათი მეფეებად(თუნდაც უგვირგვინო :D) შერაცხვა გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ არა, ფეხბურთს ასეთი ხალხიც ერთიორად ამდიდრებს და ისინი თავის ამბავში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, სწორედ მეფეები გახლდნენ მრავალი ქომაგის თვალში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველაფერი შედარებითია და შესაძლოა ბევრად უფრო წარმატებულ მოთამაშესთან(ოღონდ ბოლომდე მაინც რომ ვერ წავიდა), ბევრად უფრო უფერული ვახსენო, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხომ არ აქვს, მთლიანობაში გავაერთიანოთ ისინი ,უგვირგვინო მეფეების’ კასტაში 😛 და ვისიამოვნოთ მოგონებებით.

რადგან ათეულები მობეზრებული გვაქვს, ხოლო ფეხბურთს ერთი გუნდის მხრიდან 11 კაცი თამაშობს, იყოს თერთმეტეულები 😛
ცხადია, მიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში გავიხსენოთ ფაუსტინო ასპრილია, ჯოვანი სტტოპა, ოლაფ მარშალი, ანჯეი იუსკოვიაკი… სხვანი, სხვანი და სხვანი 🙂

ესეც პირველი 11 უგვირგვინო მეფე…

1). ვინჩენცო მონტელა


განა ოდესმე დაგვავიწყდება ლ’აეროპლანინო თავისი ცნობილი აღნიშვნით გატანილი გოლის მერე, რის გამოც მიიღო კიდეც ეს მეტსახელი? ცხადია, არა. ასეთი ფეხბურთელები არ გავიწყდება, როცა ნახავ და მათ ეპოქაში ცხოვრობ 🙂 მერე რა, რომ ისეთი ვერ გახდა, როგორც შეეძლო. ხომ მაღალი კლასის ფორვარდი იყო, მაგრამ მაინც, ბევრად მეტი შეეძლო ნამდვილად. მიუხედავად ამისა,  ამ სიაში შესაძლოა ის ყველაზე წარმატებული და ბევრზე ტიტულოვანია, მაგრამ ეს ზემოთთქმულს არ გამორიცხავს. წარმატებაცაა და წარმატებაც. იტალიის ნაკრებში სულ 20 მატჩი ჩაატრა და 3 გოლი გაიტანა. კარგად მახსოვს მისი და დელ პიეროს წყვილი რაღაც სულ სხვანაირი იყო, აი რაღაც კარგად სხვანაირი. თუმცა ბევრჯერ ერთად თამაშის საშუალება არ მიეცათ. დიდი პოსტერიც მაქვს სახლში მათი გაკრული. მონტელაც რაღაც წყნარი, საქმის კეთების მოყვარული ტიპი იყო, ზედმეტების გარეშე. გეხსომებათ, ძირითადად სულ შეცვლებზე შემოდიოდა და საბოლოოდ, იმ ფორვარდებზე მეტი გაჰქონდა, როგორც წესი, რომლებიც ძირითადში იყვნენ ხოლმე. ძალიან შედეგიანად თამაშობდა ემპოლიში, ჯენოასა და სამპდორიაში. თუმცა მისი კარიერის საუკეთესო წლები რომას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ მატჩში იქ ნაკლები გოლი გაიტანა. საჩემპიონო წელსაც დახაზა, ძალიან დაეხმარა რომას, იმენნა ხსნასავით იყო, არ მისდის გუნდს თამაში? კაპელო შემოუშვი მონტელა… შემოვიდა – გაიტანა 😀 ძირითადშიც ხშირად უთამაშია, მახსოვს ერთხელ დამკვიდრება სცადეს, კაცს ამდენი გოლი გააქვს და სირცხვილია უკვეო. ცუდი არ იყო, მაგრამ არ გამოვიდა რა, მაინც უფრო ეფექტური შეცვლებზე იყო, არიან ასეთი ფორვარდებიც. გოლის ალღო ჰქონდა, მრავალფეროვნება და ყველაფერი. რა დამავიწყებს, ის პერიოდია რომა და ლაციო დაახლოებით თანაბარი ძალისანი რომ არიან, დაჟე ლაციო უფრო ბლატაობს, მაგრამ დერბიში სულ რომა უგებს, აი ყველგან რო უგებდა, ეგ პერიოდიც გეხსომებათ. ჰოდა ერთ დღეს დერბია და დამაგვიანდა სახლში, გიჟივით ვეცი ტელევიზორს რა ხდებამეთქი და ჩაირთო თუ არა შემოეფეთა მონტელა გაშლილი ხელებით, გოლს ზეიმობდა, მაგარი მომენტი იყო, ვიხალისე 😀
კარიერის ბოლოს მცირე ხანი ფულემსა(ინგლისელებსაც კი 😀 ეგრევე შეაყვარა თავი, ქომაგებს ევასათ) და იმავე სამპდორიაში გაატარა.
2008 წელს აეროპლანინო წავიდა 🙂
ახლა იგი 35 წლისაა და უკვე მწვრთნელობას ცდილობს. რომას 15-წლამდელ ბავშვებს მოძღვრავს, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმებია. წარმატებები ვინჩენცო.

2). მიხაელ პრეეცი
ეს

ეს ფეხბურთელი ძალიან მესიმპათიურებოდა. რაღაც ელეგანტური ტიპი იყო, და ასე თამაშსაც ცდილობდა. თავისი საქმე ნორმალურად იცოდა და არ ჰქონდა რაღაცეებზე პრეტენზია, გოლიადორობაზე კი იქაჩებოდა ხოლმე ბუნდესლიგაში, რო უყურებდი გისწორდებოდა. მისი დროინდელი ჰერტაც საკმაოდ კარგი გუნდი გახლდათ. საუკეთესო წლები სწორედ ბერლინურ კლუბში გაატარა. 1999-2000 წლებში ნაკრებიც აღირსეს. 7 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ეს იყო, და ეს, მერე შეეშვნენ. თამაშს 2003-ში დაანება თავი ამ წლიდან ჰერტას გენერალური მენეჯერია.

3). სტენლი ვიქტორ ან უბრალოდ სტენ კოლიმორი


თამაშს 2001 წელს 31 წლის ასაკში შეეშვა. დიდ წილად ტრავმების გამო. ასეთი სტილით თავდამსხმელები მიყვარს, არატიპიური ინგლისელები, არა იმდენად ტუგადუმები 😀 ფანებსაც უყვართ, მაგრამ იმ მათხოვარ კუნძულზე 😀 მარტო დაპიარებულებს სწყალობენ და ასეთები იჩაგრებიან, როგროც წესი. ერთ დროს, ბრიტანეთის უძვირფასესი მოთამაშე იყო, 1995 წელს 8,5 მილიონ გირვანქად გადავიდა  ნოტინგემ ფორესტიდან ლივერპულში. ნაკრებში 3 თამაში ჩაატარა მხოლოდ.
ერთი სახალისო ისტორია მახსენდება, ევრო 2000-ზე, მატარებელში ჩემპიონატზე მიმავალი ნაცნობი შეესწრო(და მერე სტატიაც დაწერა, არადა ინგლისის ქომაგია. სხვათა შორის, გურჯისტანში საკმაოდ ცნობილი და უბრალოდ, კარგი ადამიანი 🙂 ) ნაგავი ინგლისელი ქომაგების ლაპარაკს, აი მარტო ქალაქების დასარბევად და ჩასასკდომად, რომ მიდიან, ტიპიური ღორები რომ არიან, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ  – ვის ათამასებს ის …? კოლიმორი ხომ იქნება ,სასტავში’? ამ სტილის საუბარი ჰქონდათ, არადა სტენი 1997 წლის მერე არ გამოჩენილა ნაკრებში და მით უმეტეს, ევრო 2000-ზე მისი წასვლა გამორიცხული იყო 😀

4). დარიო დებრაი სილვა პერეირა


დარიო სილვას კარიერა დეფენსორ სპორტინგში დაიწყო, მერე იყო პენიაროლი, კალიარი, ესპანიოლი, საუკეთესო წლები მალაგაში, სევილია და ბოლოს პორტსმუთი. ურუგვაის ნაკრების მუდმივი წევრიც გახლდათ. 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში ავტოავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ მოეჭრათ. შემდეგ, იტალიაში შეუკვეთა ფეხის პროთეზი, რათა მაქსიმალურად თავისუფლად ემოძრავა. იმედია, ახლა კარგად არის.

ესეც იყოს, დასაფასებელია და აღსანიშნავი რამაა 🙂
On October 6, 2006, news reports suggested that Silva was offered a job as a football pundit in his native Uruguay. However, pending the success of his prosthesis, he has expressed a desire to return to the game as a player coach.

In November 2006, the British newspaper Daily Mail reported that Silva aimed to make the 2012 Olympics as a rower.

Dario Silva took the pitch again on January 13, 2009 after a 3 year absence, taking part in a charity match between Uruguay XI and the Argentina XI for the “Fundación Niños con Alas” (Winged Children Foundation). Showing he still has it he not only played but stepped up to score a penalty. A number of scouts regularly attend matches and speculation mounts on a spectacular and unexpected return to professional football in the U.S.A. MLS League. He has been recently linked with a return to football with a whole host of American and Australian sides linked, he has believed to have been on trial at MLS side Toronto FC in December 2008.

5). ხულიო სეზარ დელი ვალდესი


იგი კალიარიში და პსჟ-შიც იყო, მაგრამ უკეთ ესპანეთიდან გვახსოვს, კერძოდ რეალ ოვიედოდან და მერე, მალაგადან. მე ოვიედოდან ვუყურებდი. ეს პანამელი მშვენიერი ფორვარდი იყო, ეფექტური გოლებიც გაჰქონდა ხანდახან. სანამ შეძლო გააჩერა ოვიედო ლა ლიგაში. რა დამავიწყებს ოვიედოს უცნაურ ფორმას, გეგონებოდა, ბომჟების გადაგდებული სამოსიაო 😀 თავისებურად მიმზიდველი გუნდი იყო მაინც და გული მწყდება რო ძაან ჩაბანძდა მას მერე. ხულიო სეზარის  ტყუპისცალი ხორხე ლუისი ასევე ცნობილი თავდამსხმელი იყო, უბრალოდ ევროპაში არასადროს უთამაშია. როგორც ტყუპებს შეეფერებათ, კარიერაც ერთად 2006 წელს დაასრულეს.

6). მარტინ მაქსი


იგი კიდევ ერთი პოლონეთში დაბადებული გერმანელი ფორვარდია. შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა გლადბახში, შალკეში, მიუნხენ 1860-სა და ჰანზაში. ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი(2000,2002), ფანების დიდი ნაწილი კატეგორიულად ითხოვდა მის ნაკრებში მიწვევას, მაგრამ ნაციონალმანშაფტში, ოდენ ერთი თამაში აღირსეს 2002 წელს. საერთოდ გერმანიაში უცნაური ჩვევა აქვთ, ბუნდესლიგაში თითქმის სულ არიან ასეთი მუდამ ,გამტანი’ თავდამსხმელები, მაგრამ მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ამოჩემებულ მოთამაშეებზე აკეთებენ აქცენტს. ბუცები ლურსმანზე მაქსმა 2004 წელს ჩამოჰკიდა.

7). ფილიპო მანიერო


მისი კარიერა პადოვაში დაიწყო. ცოტა ხანი იყო პარმაში, მილანში, ტორინოში, სამპდორიაში, არალანტაში და ასე შემდეგ, ბევრი კლუბი ჰყავს გამოცვლილი. თუმცა მე ყველაზე უკეთ ვენეციადან მახსოვს. ფორვარდისთვის საჭირო გოლის ალღო ჰქონდა, რაღაცნაირი ჯიუტი და ,ნაგლი’ ტიპი იყო, თან გოლს ისე ემოციურად და სხვანაირი ღრიალით აღნიშნავდა გიჟდებოდნენ ქომაგები. ბოლოსრ აც ვენეციამ სერია ა-ში გაძლო, დიდ წილად მისი დამსახურება იყო. კარიერა ოფიციალურად 2007 წელს დაასრულა. თავის დროზე იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩიც აქვს ჩატარებული.

8). მიხაელ ალექსანდრ მოლსი


ეს ამსტერდამელი სასწაული ფორვარდი და დიდად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა რაღაცნაირი კაი ტიპი იყო. გოლებიც ბევრი თუ არა, საკმაოდ გაჰქონდა და ხშირად სასარგებლო გახლდათ. აიაქსის აღზრდილს პირველი გამორჩეული შედეგი ტვენტეში ჰქონდა. ჩვენ ყველაზე უკეთ იგი რეინჯერსიდან გვახსოვს, სადაც შოთა არველაძის მეწყვილე იყო. გლაზგოელებთან ერთად არაერთი ტიტულიც მოიგო. კარიერა წელს ფეიენროორდში დაასრულა. წინა წელს კი როტერდამელთა რიგებში ჰოლანდიის თასი მოიპოვა. ჰოლანდიის ნაკრებსი მხოლოდ 6-ჯერ გამიძახეს

9). ლიუკ ნილისი


ამ ბელგიელი თავდამსხმელის კარიერა იმ კლუბში დაიწყო, რომელსაც რასინგ გენკის სახელით ვიცნობთ. თუმცა მისი მთავარი და გამორჩეული პერიოდი ბრიუსელის ანდერლეხტსა და პსვ ეინდჰოვენს უკავშირდება 🙂 სწორედ ამ ორ კლუბში იყო ნამდვილი ნილის და ჩვენც აქედან გვახსოვს. კარიერის მიწურულს 3 მატში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო ასტონ ვილას რიგებში. თუმცა იფსვიჩთან მატჩში მეკარე რიჩარდ რაიტთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა და ნაადრევად წასვლა მოუხდა, ეს 2000 წელს მოხდა.  მაშინ მის ამბებს ძალიან განვიცდიდი მახსოვს. ბელგიის ნაკრებში 1988-2000 წლის პერიოდში 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

10). (ენ)ტონი იებოა


ნუ როგორ შეიძლება ტონი იებოა არ გვახსოვდეს 😀 ამ საკმარისად ქარიზმატულმა განელმა 90-იანებში შემოირბინა გერმანია… ზაარბრიუკენი,  აინტრახტი, ჰამბურგი… შუალედში ლიდსშიც გახლდათ. თან ყველა ამ კლუბში გვარიანი შედეგიანობით გამოირჩეოდა. კარიერა 2002 წელს ალ იტიჰადში დაასრულა. განის ნაკრებში მისი მონაგარი 59 შეხვედრაში 29 ბურთია. 2008 წლიდან განური ,რამე’ ბოჩემ ჩელსის მენეჯერი ყოფილა.

11). მუსტაფა ქემალ ,მაზი’ იზეტი


ეს ინგლისში დაბადებული თურქი, ფორვარდი არ ყოფილა, ნახევარმცველი გახლდათ, მაგრამ ხშირად სასარგებლო შეტევაში. საგოლე პასები იცოდა და საკმაოდ დახვეწილი მოთამაშე იყო. მისი პოსტერიც კიდია ჩემ ჯადოსნურ ოთახში 😀 😀 ერთ-ერთი პირველი თურქი გახლდათ, ვინც შემოიჭრა ჩემი თაობის საფეხბურთო ცხოვრებაში. ჩელსის ახალგაზრდულ გუნდში კი იყო, მაგრამ ლონდონელთა რიგებში ვერაფრით დამკვიდრდა. მისი ყველაზე გამორჩეული და დიდი ნაწილი ლესტერ სიტის უკავშირდება. როცა ეს გუნდი პრემიერლიგაში დამკვიდრებული გახლდათ. სხვათა შორის, მომენატრა ლესტერი, მაგათაც თავისებური ეშხი ჰქონდათ. ფეხბურთიდან 2006 წელს წავიდა, ბოლოს ბირმინგემში ირიცხებოდა. ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელია მისი უმცროსი ძმა ქემალიც ,მაგრამ ნაკლებად წარმატებული. იგი დღემდე პირველლიგელ კოლჩესტერში ირიცხება, ამპლუით ასევე ნახევარმცველია.

პ.ს.
აი ასე, ნოსტალგიაც მცირედით გაქარწყლდა 😀 ან პირიქით გაღვივდა 😀 სხვების გახსენებაც მოგვინდა, თან ძალიან ბევრია გასახსენებელი 🙂

მე სულ ასე ვიქცევი, მეგობრებთან ერთადაც, უცნობ ხალხთანაც, ფეხბურთზე, რომ დაელაპარაკები და თუ შეატყობ, რომ ასე თუ ისე ჩახედულია.

ამიტომ, არის ეს ზესპორტი, ხელოვნებაა ფაქტობრივად 😛 ფეხბურთი დაასრებიდან აღარ არის უბრალოდ თამაში, ის ბევრად მეტია.
ფეხბურთი ცხოვრების წესია!

Written by 1myway1

დეკემბერი 25, 2009 at 11:23 AM

პაემანი პირბადით

with 2 comments

სულ გაგიჟდნენ გურჯები, მასობრივი სიგიჟეა ქვეყანაში. კატასტროფული რეგრესი გრძელდება 😀 მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ 😀

ჯერ ბაზარში წასვლა დიდად სასიამოვნო მოვლენა არ არის, მაგრამ ზოგჯერ საჭირო, ნუ მე ნივთების საყიდლად დავდივარ ძირითადად ან დისკების, კაი ტოჩკა ვიცი 😀 ჰოდა ვინმესთან ერთად რომ მიდიხარ უკვე ძნელია… მაგალითად დედაჩემთან ერთად ვიყავი და გამაგიჟა, ამ ფასების კითხვით და თითქმის ყველა დახლთან თუ ,დახლთან’ გაჩერებით. თუმცა ძლივს, მაგრამ მაინც დავეხსენი ამ სიტუაციას, საკმაოდ ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ.

სამაგიეროდ, მაგარი რამე გავჩითე, სანამ ერთ-ერთ ადგილას ველოდებოდი. გაიჩითა წყვილი, პაემანი იყო, დაკვირვებულმა თვალმა უცებ გამოარკვია 😀 ნუ ჯერ იქ რო დვიჟენიობდნენ რაღაც მობაღო, მომაღაზიო ადგილებთან უკვე ისეთი პონტი იყო, მაგრამ მთავარი მუღამი ის არის, რომ გოგო იყო პირბადით. აი ჭეშმარიტი ქართველი ქალი როგორი უნდა იყოს, კოჭებამდე კაბით ან კლიტეიანი ჯინსით(ოღონდ მუხლთან გამოხეული და გაცრეცილი, ეგ თავისთავად) და პირბადით, ეგრევე გაუსწორდათ გურჯებს, ახალი გასართობი ნახეს. როგორც ვთქვით, ზოგი სახეს გვიმალავს, გარკვეული მიზეზების გამო. ზოგი თვალებით მაინც გავიდე ფონსო და ახამხამებს ამ წამწამებს და არის ერთ დღეში, ზოგმა ახალი მოდა და სტილი ნახა და ტანსაცმელსაც კი უხამებს, ზოგისთვის თავისუფლებისა და უკომპლექსობის გამოვლენაა, ზოგიც უბრალოდ, მართლაც სიფრთხილის მიზნით ხმარობს პირბადეს. იმედია, ბოლო კატეგორიის ხალხი ყველაზე მეტია.გოგო იმენნა ღორის გრიპს აპრავებდა, სახე ისეთი ჰქონდა ალბათ, რომ მამგისთვის უსროლია ავრორას კი არა h1n1-ს და ჩამალა სიფათი პირბადეში. ნუ ის ბიჭი ტიპობდა, თორემ ვინ იცის თავადაც უნდოდა პირბადე. ნუ მამენტ ქორწილამდე სექსი მაინც არ შეიძლება და კინოში ხელიხელჩაკიდებულნი ისედაც წავლენ, ნუ კაი, ხელთათმანს გაიკეთებს გოგო ბოლო ბოლო. აი რაც შეეხება კოცნას, გრცხვენოდეთ! ესეც ხომ ცოდვაა და თან ქორწილამდე მხოლოდ ლოყაზე.
პროსტა ჰაეროვანმა კოცნამ რა დაუშავათ გურჯებს, ახლა ის გოგო ხომ ვერ გამოაგზავნიდა და პირბადეს შეეხეთქებოდა მისი ამბორი და ბაქტერია…

კარგით კარგით 😀 გავაჯაზე. ასეც არაა ახლა, ვინც თვლის, რომ პირბადე საჭიროა, უნდა გაიკეთოს ცხადია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. განა ვინმეს ვამტყუნებ, პირიქით, გურჯი კი არ ვარ, რო დასცინიან მასეთ რაღაცეებზე 😀 უბრალოდ, შეხვედრის ადგილი და სიტუაცია იმდენად კომიკური იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და… მე მაპატიეთ

თან რავი, საქმეში ჩახედული ხალხის უმეტესობა ამბობს, ჩვეულებრივი ვირუსია ეს ე2-ე4-ო. როგორც სხვა ვირუსს შეუძლია გართულდეს ასევე ამ გრიპსაცო, დროულად მიხედვა და ყურადღება უნდა უბრალოდო. ალბათ მართლაც ასეა, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში.

იმაზეც მაგრა ვკაიფობ ბიჭები და ქალები, რომ ფრთხილობენ, მაგრამ პირბადის გაკეთება უტყდებათ და კაშნეებს იფარებენ თვალებამდე, ვითომ მცივა და იმიტომო 😀 გაიკეთე რა შე დალოცვილო თუ გინდა, რას ტიპობ და გეგრეხება. ეჰჰ… 😀 ეს ცალკე კასტაა კიდევ

ხო, ისე შესავალში რომ ვთქვი ერის რეგრესი გრძელდება და სიბნელე მძვინვარებს ისევთქო, უშუალოდ ამ ფაქტთან არ ჰქონდა კავშირი. ზოგადად ბოლო დღეებში ვილაპარაკეთ, მე და დიადმა ლევანამ. თან ბაზარში ვნახე კიდევ ,საკაიფო პონტები’. მეგრელებმაც შეასრულეს ჩემს თვალწინ რამდენიმე (არ გაგიტყდეთ კარგო მეგრელებო) და ასე შემდეგ. ბევრი რამე ვნახე და გავიგე კიდევ და ასეა მეგობრებო სამწუხაროდ. თუმცა ვითარცა გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ადრე თუ გვიან გვეშველება 😀

კიდევ რა… პიშკების ყიდვისას სწერვა გოგოები ვნახე, თან რო უნდათ და თან რო სწერვობენ. მერე დავეხსენი ბაზარს, ლევანა ვნახე ცოტა ხნით. ბროსეს ბაღში დავსხედით, ლუდი მოვწრუპეთ და ვიბაასეთ მრავალ საჭირბოროტო საკითხზე 😀 გამვლელები იქაც ვაპრიკოლეთ. მერე ჯაან ტაკოი გოგჩო ვნახე. ასევე ჩმდდშვც როჟა.

დღე ქარიზმატულად გაგრძელდა, მერე სახლში მოვბრუნდი და ახლა რაღაც საქმეები მაქვს. მეზარება გაგრძელება გურჯისტანზე და გურჯებზე. თორემ გავბრაზდები და ნერვები მომეშლება 😀 სხვა დროს მივუბრუნდეთ თემას.

ისე მამენტ, როგორც პრეზერვატივი არსებობს, პირბადემ რა დააშავა ტო. კოცნისას საჭიროა რა. ე2-ე4 მძვინვარებს აგერ, რა იცი ვის კოცნი, იქნება იქამდე ორი შეყვარებული ჰყავდა და ბუზია, გადააქვს დაავადებები.

ახალი პირბადეების იდეა გამიჩნდა და უნდა დავაპატენტო. უნდა იყოს თხელი, მაგრამ საიმედო, რო არ ატარებს არაფერს, იქვე კლავს. სამაგიეროდ, კოცნისას პარტნიორის ბაგეებს ბევრად უკეთ აღიქვამ, დედაც კმაყოფილია, მამაც, ძმაც, ბებიაც, ბაბუაც და რაც მთავარია მეზოებლი ჯემალიც…

Written by 1myway1

დეკემბერი 21, 2009 at 5:57 PM

Inglourious Basterds (2009, 1978)

with 7 comments

ალალად ვიტყვი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საყოველთაო აჟიტირება ზოგიერთ ადამიანში პროტესტის გრძნობას იწვევს და ანტიპათიურად განეწყობი იმის მიმართ, რაზეც არის ეს საყოველთაო აჟიტირება. ასე მოხდა ამ ფილმზეც, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ მომეწონებოდა და ტარანტინო არც ,ვოჩმენია’, არც ,მეცხრე ბლოკი’ თუ რაღაცა და არც ,2012′(რომელიც ჯერ არ მინახავს, მაგრამ მალე ვნახავ). გარდა ამისა, არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა, რომ ეს არის რიმეიკი და ისე ადიდებდა ჩვენ საყვარელ კვენტინს, რომ ძველ რეჟისორზე ენცო კასტელარიზე და ძველ ფილმზე სიტყვაც არ დასცდებოდა.

იმასაც ალალად ვიტყვი, რომ არ მეგონა თუ სიუჟეტი ამდენად განსხვავებული იქნებოდა და საერთოდ თუ ტარანტინოს ფილმი ასე მომეწონებოდა, მაგრამ ვიმეორებ, რომ მომეწონებოდა ვიცოდი. ახლა კი სიტყვები არ მყოფნის საქებად. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა პროვინციელია ჩვენი კვენტინი, რაც მის ფილმებში გამოიხატება ხოლმე პატარ-პატარა ნიუანსებში, მე ის ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. არის უნიჭიერესი, ფანტაზია აქვს არნახული, გაბედულია და მოკლედ საოცარი ვინმეა, რა პატარა ასაკში აქვს რა ფილმები გადაღებული, მანიაკია. განა რამე სხვას უნდა ველოდოთ იტალიური სისხლის მქონე კაცისგან? 😛 რასაკვირველია არა. ის მცირე პროვინციალიზმი ალბათ ირლანდიური ნარევიდან აქვს 😛 კაი, ეს ისე, თორემ მე მიყვარს ეს ,კოქტეილი’ ,აპასნი’ ხალხი გამოდის ხოლმე.

კი ბატონო, ტარანტინოს ფილმი ორიგინალს სჯობია, ამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ცოტა ობიექტურნი ვიყოთ და გაგებით მოვეკიდოთ მთლიანად საკითხს. ანუ ის ძველი ფილმი, როცა იქნა გადაღებული, იმ დროისთვის მშვენიერი იყო და ახლაც სიამოვნებით უყურებს კაცი და რაც არ უნდა ვთქვათ, ვერ გავექცევით ვერც იმ ფაქტს, რომ იდეა იქიდან მოდის და იდეა საოცარია ამ ფილმის. ამიტომ ორივე მაგარია. ძველში არის რეჟისორული და არამარტო, ხარვეზები, ამას აქვს თავისი მიზეზები ცხადია. კვენტინის ფილმი დახვეწილია, რატომ არ იქნება, ამდენი წლის მერე, ამხელა დაფინანსებით, ასეთი მსახიობებით და ა.შ. 🙂 ყველაფერი ლოგიკურია.

მინდოდა პირველად ტარანტინოს ვერსია მენახა შთაბეჭდილება მიმეღო და მერე მეყურებინა ძველისთვის, რათა უფრო ობიექტური ვყოფილიყავი და კვენტინის ცაში აყვანა არ დამეწყო. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთ დღეს, თენდებოდა უკვე და 2,5 საათს ვერ გავქაჩავდი, ამიტომ მომინდა რაღაც და ჩავრთე კასტელარის ვერსია, რომელიც 1,5 საათი გრძელდება. ამ ფილმს სულ სხვა მუღამები აქვს, ცოტა ვრცლად ქვემოთ განვიხილოთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ძველი ფილმი ვნახე, რა თქმა უნდა, მაინც ახალმა მოახდინა გაცილებით დიდი შთაბეჭდილება.

თუ მაინცდამაინც ხარვეზების პოვნას მოვინდომებთ, ამას ორივე ფილმში მოვახერხებთ. ძველში მიზეზთა და მიზეზთა გამო ისინი არის. თქვენ წარმოიდგინეთ ჩაკირკიტების შემთხვევაში ახალშიც ვნახავთ. იგივე ის მომენტი, კინოთეატრში ჩადის ჰიტლერი და მის კართან ორი კინკილა დაცვაა გარშემოც დიდი არაფერი(ის არ იგულისხმება, რომ ლანდას არ გაუცია ბრძანება) და ეკრანის უკან ფირების მთაა, რომელსაც ცეცხლი უნდა წაეკიდოს და ეს არავის შეუმოწმებია, კარგი რა 😀 და შავკანიანი მარსელი, რომელიც ასევე არ უნდათ გერმანელებს, ვერ ნახეს, რომ შენობაშია, თან იქ საიდანაც ფილმი შუქდება და თავისუფლად გადაადგილდება კინოთეატრში, კარებებსაც კეტავს და რამე.

ისე, ბრედ პიტს დიდ პატივს ვცემ, ტილ შვაიგერი და დენიელ ბრული ჩემი ,ლუბიმჩიკები’ არიან. ბარემ მეტ დეიმონი და ჯუდ ლოუ მოეწვია და კიდევ ჰიტ ლეჯერი გაეცოცხლებინა ტარანტინოს და გულის შეტევით მოვკვდებოდი ფილმის ყურებისას 😀 რატომღაც რო არ მომწონებოდა 😀 სხვა მსახიობებს სულ, რომ შევეშვათ.

..მაგრამ აი კრისტოფ ვალცი, ეს არის მსახიობი და მისი პერსონაჟი SS-ის შეფი ჰანს ლანდა, რომლის გარეშეც ეს ფილმი ალბათ დაახლოებით ნახევარს დაკარგავდა. პირველი წამიდანვე პირდაღებული ვუყურებდი და ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ რა ვიცი… ასეთ დონე ტიპებზე, ცუდია თუ კარგი, ვაფანატებ. თავისი მკვლელი, არნახული ცინიზმით. უდამსახურებულესად მიიღო კანის ფესტივალის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

ხო კიდევ, არ ვამართლებ და არაფერი, მაგრამ ბევრ ფრიცს ძალიან დასტოინ ტიპად ვთვლი და რაც მთავარია, ჭკუა მეკეტება(აი სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით), მათ მაშინდელ არნახულ ამუნიციაზე, რა ჩაცმულობა ჰქონდათ, რა პალტოები, ქუდები, მოკლედ ერთ სიამოვნებად ღირს ხოლმე ამის ყურება. სხვათა შორის, ამ ფილმში ამაზე იმდენად არ არის აქცენტი. ბევრად უფრო დაბალბიუჯეტიან ფილმებში ისეთ ამუნიციას ნახავ, რომ გული გაგისკდება. მართლაც, საუცხოოდ ჩაცმულები იყვნენ ნაცისტები.

მაშასადამე, გენა ფონოგრამა, ვიწყებთ:

1). Inglourious Basterds (2009)
aka “Inglorious Bastards” – USA
by Quentin Tarantino

ნუ აბა ვრცლად რაღა უნდა ვთქვათ ამ ფილმზე? რაღაცეები კი დავწერე, უმეტესობას ნანახი გაქვთ, ვისაც არ გაქვთ, ყველას გირჩევთ და თავადაც კარგად მიხვდებით ყველაფერს.
ბრედ პიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფაქტობრივად ყველანაირი როლის მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და თავის დროზე, ზოგი ალმაცერად რომ უყურებდა, რამხელა შეცდომას უშვებდა. პრესონაჟს ალდო ჰქვია, იტალიური ფესვები აქვს  😀 😀

ეს ადამიანი ფანატია, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს მაინც, უშიშრად დგას და არ გასცემს თავისიანებს

ფილმი იწყება პათოლოგიურად. უმაგრესი ვიზიტი, გოგოები, რძე და შოუ, რომელსაც ლანდა დგამს. რა დიალოგია, აი გავაფრინე კინაღამ. ტიპმა რო იცის უკვე და რო კაიფობს პროსტა, დროს წელავს და სიამოვნებას იღებს(და ამას ერთხელ არ აკეთებს ფილმში), როგორ შეუყვანს ვირთხებზე… 😀 იმ ფრანგ კვერცხსაც რა ექნა.
დაბოლოს, ,ორევუარ შოშანა’ ეს არის უმომენტესი…
საერთოდ რო არ უნდა ექნათ ის რასაც აკეთებდნენ ბაზარი არაა, მაგრამ მაგ სიტუაციაში შოშანას გაშვებამ, აი რა გამოიწვია… 😀

ორმაგ დამოკიდებულებას იწვევს ,გმირი’ ფედერიკ/ფრიდრიხ ცოლერი. ნუ გერმანიისთვის მართლა გმირია, მაგრამ ისე… სამაგიეროდ, არ არის როგორც ასეთი ტიპიური ნაცისტი და ძაან ცუდი ტიპი. შოშანა რო დაევასება და პადხოდს უწყებს მაგარია, ამას იასნა ვერ გაამტყუნებ, მაგრამ მაინც  ცოდო არ იყო რო მოკლა? 😦 თან ისე რო ერთიც არ ისქნა 😀 😛 თავადაც მიიღო პასუხი 😉 არავინ თქვას, რომ ათიდან ცხრა იგივენაირად არ მოიქცეოდა იმ სიტუაციაში, როგორც ცოლერი იქცევა.
ისე კი ეგ სცენა არის ძალიან ძლიერი, თავადაც შეამჩნევდით ან შეამჩნევთ.

ისე, ისიც მაგარია. შოშანა რომ მიჰყავთ ,მიწვევაზე’ გებელსი და ცოლერი რო ზიან და ის ტიპი ვინც გამოგზავნილია, როგორ ექცევა 😀 არადა თითქოს მოწიწებით უნდა ექცეოდეს, ცოლერს მოსწონს და რამე.

ნუ მერე, ხო პანიკაა საერთოდ ლანდა, რომ გამოჩნდება და მორიგ უდიალოგესს დადებს. რძეს რო შეუკვეთავს და ბოლოს რაღაცის თქმა მინდა და მომკალი და არ მახსოვსო 😀 ზეკაცია რა.

თან ყველას რო უმეორებს, უბრალოდ ფორმალობაა რო გეკითხებით რაღაცეებსო 😀

საერთოდ ფილმში, ბევრი მაგარი სცენაა და ერთ-ერთი საუკეთესოა მათ
შორის, პაბის სცენა. უძლიერესი პერსონაჟი მაიორი, მთლად ლანდას დონეზე ვერ ქაჩავს, მაგრამ ძალიან ძლიერია. მოფარებულში რო ზის, წიგნი, სიგარეტი და ლუდი… და უცებ რო გამოდის 🙂 🙂
,მე თქვენ არ გეკითხებით ლეიტენანტო მიუნხენო და არც თქვენ ლეიტენანტო ფრანკფურტო, მე ვეკითხები კაპიტანს არ ვიცი საიდან’ 😀 😀 😀 სასწაულია 🙂
საერთოდ მთელი სცენა, თამაში, მთელი დიალოგი და ყველაფერი, უბრალოდ უნდა ნახოთ და არაერთხელ 🙂
ნუ ის ბრიტანელია თავს დაიწვავდა აბა რას იზამდა 😀 😀 ლეღვი
ძალით რომ იცინიან ის არის კიდევ ძალიან მაგარი

გადაცხრილვის მერე, ყველა რო კვდება გული მწყდება ძალიან უგო შტიგლიცზე, ასე არ უნდა დაგვეკარგა 😛
მაქსის მამა როგორ ,გადარჩება’… ისე ალდოს რო ესროლა მისთის რაღაც არ გამოდიოდა, განა რამე, უბრალოდ, ცოტა არადასტოინი პონტი იყო, ჰოდა აგერ ქალი ესვრის )))

მოდის მორიგი შედევრი და კიდევ ერთ-ერთი უშედევრესი სეცენა 😀
ხო გადაწყვეტენ იტალიელები ვითამაშოთო, ამ დროს აზრზე არ არიან, ძლივს ბლუყუნებენ, უნიჭო მოძრაობებს აკეთებენ და თან ლანდას ხო დამწვარი ჰყავს ჰამერსმარკი, მაგრამ ისევ დროს რომ წელავს და კაიფობს 😀 აუ უბრალოდ, გენიალურია..
და კულმინაცია, გერმანელებს იტალიური უჭირთო ამათ რომ ჰგონიათ და უცებ უნაკლოდ რომ ალაპარაკდება ლანდა, მოვკვდი კინაღამ მაგ სცენაზე 😀 😀

ერთი სული აქვთ როდის გავლენ, მაგრამ ეგრე სადაა. მოდი აააქ 😀 ლანდა ოთახში რომ შეიყვანს და რამდენი ხანი აწვალებს, ფეხსაცმლის უმაგრესი დვიჟენია და ბოლოს მიახრჩობს. აქაც არავინ თქვას, რომ იგივეს არ იზამდა უმეტესობა, ლანდას ადგილას.
მერე კიდევ, როგორ ოსტატურად მოიფიქრებს ყველაფერს. და აქაც უდიალოგესია, ყველაფერი იცის ტიპმა, რეებს იძახის 😀 თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აშკარაა, ასე უბრალოდ გამოძრომის საშუალებას არ მისცემენ ლანდას, არადა გარიგება გარიგებაა… თუმცა მოკვლით არ კვდება, ასე გამოდის თითქოს, უბრალოდ პიტი თავის საფირმო ნომერს ატარებს და სამუდამო დაღს ასვამს შუბლზე 😀 საინტერესო ფინალია ნამდვილად.

ნუ იქამდე არის კინოთეატრის სცენა, ჰიტლერის სიცილი, გებელსის ცრემლები და სხვა სიყვარულობები. მოკლედ, მართლა ძალიან მაგარია და დიდი სიამოვნება მივიღე.
ბრავო, ბრავისიმო, ბელისიმო!

პ.ს.
სხვათა შორის, ერთი პატარა მომენტია, ცოლერი, რომ გააცნობს შოშანას ,ეს საუკეთესო მსახიობია მსოფლიოშიო’. (თეოდორ ფრიდრიხ) ემილ იენინგსი, საინტერესო პიროვნება იყო. შვეიცარიაში დაბადებული გერმანელი მამისა და ამერიკელი დედის შვილი. ის იყო პირველი ადამიანი ვინც წარადგინეს ოსკარზე და პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ოსკარი კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
ჰოლივუდური კარიერა ფაქტობრივად დაუმთავრდა, როცა უფრო ნაცისტებისკენ გადაიხარა და რამდენიმე ფილმში ითამაშა კიდეც (ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო იმ დროში). ამბობენ, როცა ამერიკის ჯარი შევიდა გერმანიაში, ოსკარით ხელში გამოვარდაო 😀 არიქა, ამერიკელი ვარ ნახევრად და ჰოლივუდში წარმატებული კარიერა მქონდაო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა )) ანუ ჰოლივუდს ვერ დაუბრუნდა და ამერიკას.

2). Quel maledetto treno blindato (1978)
aka “The Inglorious Bastards” – USA
by Enzo G. Castellari

კასტელარი და ტარანტინო


ორიგინალზე ბევრს ვეღარ დავწერ, იმიტომ კი არა, რომ სათქმელი არ არის ბევრი, უბრალდო, ზემოთ იმდენი ვწერე, რომ დავიღალე 😀 თან გრიპი მიტევს და ძლივს ვარ. ნამდვილად გირჩევთ ყველას, მშვენიერი კინოა და ასევე სიამოვნებას მიიღებთ. თავისი პერსონაჟებით, დიალოგებითა და მომენტებით.

ლეიტენანტი რობერტ იაგერი. მაგარი კაცი, რისთვისაა დაჭერილი… 😀  დასტოინი როჟაა, ბოლომდე

ნიკი უძლიერესი კაცი, ყველაზე მაგარი, რეებს აძრობს 😀 😀 იტალიელი 😛 ყველაფერი რო აქვს და ვაბშე ძალიან მაგარი ტიპი. გრაალიც ააქვს ჯიბეში იმენნა ))

ყოვლად ცეტი და ატეხილი ტონი, მაგრამ მთლიანობაში მაინც კაი ნორმა ტიპი როა. ვინ იფიქრებდა ბოლომდე თუ შემორჩებოდა…

ფრედი, მაგარი კაცი. ბოლოსაც ჯიგრულად ხდება ყველაფერი 🙂

მშიშარა ბერლი, ვერ გამოძვრება საწყალი

ადოლფიც ძალიან კაი ტიპია, ცუდად გამოვა…

დაბოლოს, ნიკოლი… სისნისლა ამათი 😀

პოლკოვნიკი ტომი, ფრენგების უფროსი, ტუპოი გერმანელები და ა.შ. არიან კიდევ კარგი პერსონაჟები. ნიკი რო საათის გაყიდვას ცდილობ, საჭმელი, სიგარა, სანაძლეო, როგორ გამოძვრებიან არაერთხელ… მომენტებიც უხვადაა მოკლედ.

ისე კასტელარი ამას იღებდა თუ იღებს თუ დაამთავარა, საინტერესოა რა არის )))
Caribbean Basterds (2009) (post-production)

თმა უნდა შევიჭრა, წვიმს…

leave a comment »

წვიმს და უკეთესი მიზეზი რად გინდა დასალევად? თან რაღაც უჟმური დღეა, მარტო წვიმის გამო არა. პირიქით, წვიმა ხანდახან ძალიან კარგიცაა, მიყვარს წვიმაში სიარული. უბრალოდ, მართლა რაღაცნაირი დღეა, დალევდა კაცი. თუმცა ჯერ ადრეა, გავიპარსავ და თმას შევიჭრი.

წვერის გაპარსვა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქმიანობაა, ძალიან მეზარება ხოლმე. ისეთი ბრიტვა ვერ ვიპოვნე ძალიან ბასრი რომ იყოს, არადა ერთ-ორ მეგობარს აქვს და სად შოულობენ ვერ გავიგე. ახლა უნდა ვიცოდვილო და კანი ავითალო. მერე ერთი ელექტრო საპარსს ვცდი, თუ მომეწონა იმაზე გადავლ, უკეთესია, თორემ ასე ვიტანჯები.

მოვიშორე გაპარსვა როგორც იქნა, კანი მიღიზიანდება, რა ჯანდაბაა. ახლა ბარემ თმასაც შევიჭრი და მივხედოთ მერე საქმეს. გამორციხულია, ბებიამ რამე არ მომაძახოს კარს რო გავაღებ გასვლისას, მის ამ ჩვევას ვერ ვიტან და კიდევ ბევრი მაღიზიანებს, მაგრამ გინდ უთხარი და გინდ არა, მაინც თავისას შრვება.

– გიორგი, ქუდი გახურავს?
– კი
-კი მაგრამ სად გეჩქარება, გადაეღო და მერე გასულიყავი, არ შეგცივდეს ბიჭო, რა ჯინიანი ხარ, აღარ შემიძლია მომკლა ამ ბავშვმა.

თავისებური ტრაგიზიმით და წუწუნით გამომაცილა დალიმ. თუმცა დალიმ რა, დალის ათასში ერთხელ ვეძახი. ხან გუგას, ხან გუბაზის და ათას რამეს. რა დამავიწყებს, რამდენიმე წლის წინ ძმაკლაცი რო მოვიდა დაბადებისდღეზე და სამზარეულოში ბებიაჩემს უთხრა: ,,გუგა დეიდა, წყალი მინდა”. მთელი სამეგობრო დავცინოდით. ამანაც გაკვირვებულმა იკითხა – რა ბებიაშენს გუგა არ ჰქვია? ისე, რა მისი ბრალი იყო, სულ გუგას ვეძახდი. ახლა გუბაზის და ბევრს კიდევ, როგორც ვთქვი.

ჩვენი გაბზრაულ შენჯღრეული სახლის სადარბაზო შეღებეს. უკეთ გამოიყურება. როგორ მიხარია, რომ პირველ და მეორე სართულს შორის, ძველი დაჟანგული და დაჯნღრეული ფოსტის ყუთები, რომ იყო, აღარ არის. რატომღაც მათ დანახვაზე ხშირად თავში ყავისფერ ფონზე თეთრად გაანათებდა ხოლმე ოთხი ასო – СССР.

ჩავედი პირველ სართულზე. საყელო ავიწიე. კეპკა მახურავს, საფულე მაქვს, ცხვირსახოცის მიდევს. მიწისქვეშა გასასვლელამდე რა უნდა დავსველდე ასე? არც არაფერი. პირიქით, ჩქარი ნაბიჯით წასვლას არ ვაპირებ, სასიამოვნოდ გავისეირნებ.

აი, ჩავდივარ ბოლო ოთხ კიბეს და უცნობ სილუეტს ვხედავ. რა კარგი გოგოა, გავიფიქრე უცებვე, ჯერ სახეზე არ შემიხედავს, მაგრამ ინტუიცია ხშირად მიმართლებს ხოლმე. თან სწორი გრძელი, შავი თმა აქვს წელამდე, რომელთა დანახვაზეც უკვე ვფორიაქდები ხოლმე. ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ გოგოსთვის საკმაოდ, ერთი სიტყვით დაბალი გოგო არ არის და მე მიყვარს, როცა გოგო დაბალი არ არის, რაც უფრო მაღალია მით უფრო ეშხი აქვს, ძალიან ზედმეტიც არ ვარგა ცხადია.
საერთოდ, თმები ჩემი სისუსტეა, გრძელი თმები, ძალიან არ მიყვარს უსაშველოდ მოკლედ რომ იჭრიან გოგოები, არ უხდებათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. კიდევ უფრო მიყვარს, თხელი თმა, ამასაც ასეთი აქვს, საერთოდ ნორჩია… წამიერად შევცბი და გავჩერდი.
ხმა გაიგო ნაბიჯების და გამოიხედა, თვალი შევავლე, ძალიან სიმპათიურია, ალბათ 17-22 წლის. თვალებიც კარგი აქვს, მუქი და მზერა შეწუხებულ-შეშინებულივით. იმ წუთას მოვიხიბლე. აშკარად წუხს, შეიძლება სადმე ეჩქარებოდა ან უბრალოდ სცივა. შავი ფერი დომინირებს, ჩანთაც შავი აქვს გადაკიდებული. ტანი კარგი აქვს, ძალიან მომეწონა. თუმცა უცებ გამოვფხიზლდი და…

არ ვიცი, ასეთ მომენტებში ვიბნევი ხოლმე, ყოველთვის არა, მაგრამ ძირითადად. ზოგჯერ კი პირიქით, ზედმეტად თამამი ვარ, შუალედი არ ვიცი, ჯერჯერობით. ავდექი და კახელივით(ნახევრად ვარ კიდევაც), ომახიანად გავაბიჯე ქუჩაში, საკმაოდ სწრაფად ჩავუარე. თითქოს რაღაცას ვუმტკიცებდი, რომ აი რა მაგარი ვარ და მერე ნელი სვლით გავაგრძელე სიარული, როცა რამდენიმე ადამიანი გარბოდა, აქაოდა, ვსველდებიო.

ისე მსგავსი რამ ბავშვობაშიც მომივიდა, მსგავსი როგორ… გოგო არ მომწონებია, მოკლედ ასე იყო: ბაზარში ვიყავი, მინიმუმ 6-7 წლის წინ. რაღაცებიმ ნაყიდი მაქვს და ერთ-ერთ გასასვლელში მოვდივარ, ოღონდ ქვემოთ, ტანსაცმელი, სათვალეები და მსგავსები რომ იყიდება, საჭმელებში კი არა. დგას სამი გოგო და ერთ-ერთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ისეთი გაბადრული სახე აქვს, რომ აშკარად რაღაცას აპირებს. მე ცალი თვალით დავაფიქსირე და სიარული გავაგრძელე. უცებ ეს გოგო, ხმამაღლა ჩემს გასაგონად ეუბნება მეგობრებს – ნახეთ რა კარგი ბიჭია. იმ წამსვე მივხვდი, რომ ,კაიფობს’ მაშინ მსგავსები მოდაში იყო. გავბრაზდისავით და თავი მაღლა ავწიე და ავუჩქარე, ისე გავიარე. სამივე მოკვდა სიცილით. მე კიდევ სიბრაზისგან არ ვიცოდი რა მექნა, გავწითლდი, გავმწვანდი და ერთი სული მქონდა იქიდან როდის გამოვიდოდი. ისე გამოვიდა, თითქოს შევიფერე და იმათ ხუმრობა გამოუვიდათ, არადა მე სულ სხვა რამე მინდოდა და გაბრაზების გამო, რეფლექსურად მოვიქეცი ასე. იმათ კიდევ ეგონათ, რომ ვიტიპე და დამცინეს. აი თავში ავარდნილი გოგოები, როგორც ტიპობენ ხოლმე, თან რომ უნდათ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ კომპლიმენტს რომ გაუკეთებ ვითომ ძაღლადაც რო არ ჩაგაგდებს და ცხვირს ზემოთ აწევს.

თითქმის უკვე ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი გადასული, თვალწინ ის კადრი მედგა, პირველად დანახული – წელამდე ჩამოშვებული, გრძელი, წვრილი შავი თმა და შემცბრად მდგარი… რაღაცამ რომ გამკრა… რატომ არ ვუთხარი რამე? თუმცა რომ მეთქვა რა? ძალიან არ გახარებოდა ეხლა და კისერზე არ ჩამომკიდებოდა… მაგრამ ეს უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს. ახლა რომ დავბრუნდე სისულელეა უკვე, უხერხულია. ისე, რატომ არის უხერხული? თუმცა არა, მე ეგეთი  არ ვარ, პრინციპულად არ დავბრუნდები ბოლო ბოლო. ვფიქრობ და ვაგრძელებ გზას, მოკლე კიბეებს სანამ ავივლიდი ერთი მოვიხედე, იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა.

მორჩა უკვე მოვეფარე და მიწისქვეშა გადასასვლელს ვუახლოვდები. შესვლამდე საცხობის ქალი მეფეთება, ვერ ვიტან ამ ქალს, ძალიან ბოროტი, აფერისტი და თავხედია, ბევრჯერ შევესწარი ისეთ სიტუაციას გავლისას, სადაც ეს გამოჩნდა. ცუდად გამომდის შეიძლება, მაგრამ ფიქრს ვინღა დამიშლის, ამათზე ნათქვამი ,ღორის ტილი ფეხზე არ უნდა დაისვა, თავზე აგაღოღდებაო’, თან თავი ნაღდად რაღაც ჰგონია, უხ, ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს.

მივედი, კარი არ იღება, სინათლე ანთია, ტელევიზორი ჩართულია, ესე იგი აქ არის ქალი ან კაცი. ასე იციან ხოლმე გასვლა, რაღა ახლა მოუნდათ, თან მსუბუქად დავსველდი, ცოტა შემაცია, კაი გემრიელად წვიმს. ყოველ 2 წამში ნერვიულად ვუყურებ მობილურს, საერთოდ ლოდინს ვერ ვიტან და თან ასეთ სიტუაციებში. გავიდა 5 წუთი დაახლოებით და მოვიდა ქალი. კარი გააღო და შევედით, დავჯექი სკამზე და ველოდები როდის დაიწყებს.

– როგორც ყოველთვის?
– დიახ

ამ დროს ტრადიციულად ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე. მარცხენა მხარეს პატარა ტუმბოზე, შავ-თეთრი კორფუგი თუ გრუნდიგი დგას და სულ სისულელეებია ჩართული. ამჯერად, რომელიღაც საბჭოთა მულტფილმი გადის, კიდევ არა უშავს. თავზე წყალი შემსახურა, ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა, მაგრამ რა გეწყობა, მთავარია მალე მორჩეს.

პარალელურად, ჩანს მიწისქვეშაში ვინ გადი-გამოდის. ერთი გოგო უცებ მივამსგავსე იმას და თვალები დავქაჩე, მაგრამ რომ დავაკვირდი სხვა იყო. ვითომ ტელევიზორს ვუყურებ, არადა ფიქრებში წავედი: სულელი ვარ, რამე უნდა მეთქვა. ბოლო ბოლო დახმარება შემეთავაზებინა, მართლა ისეთი საყვარელი იყო, ცოდოა. ქოლგა შემეთავაზებინა, ან ქუდი ან მოსაცმელი, გამოვლაპარაკებოდი. ცუდს არაფერს მეტყოდა, სავარუოდაოდ და რომც ეთქვა რა? გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, რომ როცა მივბრუნდები ისევ იქ დამხვდება, არადა ალბათ კიდევ მინიმუმ 20 წუთი აქ უნდა ვიჯდე. ამ დროს ცოტა შორიდან რაღაც ხმა შემომესმა, მსუბუქად თავი გავაქნიე და გავიგონე:

– თავი შემიტრიალე ცოტა, გენაცვალე
– უკაცრავად

ნეტა როგორი გოგოა? აქეთ აქამდე არ მინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქვე არ ცხოვრობს სადმე. ვაი თუ ,ახალი უაკელია’ ტყლარჭვით ლაპარაკობს, სოლარიუმი, ,ფართი’, კაფე-ბარი და ,სვეტსკი’ პონტები აინტერესებს მარტო. იქნებ ბმვ-იანი ბიჭები და ფულიანი მამიკოს შვილები იზიდავს, გარეგნულად უფრო ასეთის შთაბეჭდილებას სტოვებდა. უბრალო არ იყო იერით, მაგრამ არც ძალიან ფოეფოეს ,ვიდი’ ჰქონდა. ისე ტაქსს გააჩერებდა მაშინ, რატო შეეფარებოდა სადარბაზოს, ეგეთები ხომ ავტობუსით და ფეხით არ დადიან. სამარშუტო ტაქსიც” ეთაკილებათ,

და ,მეშჩანი’ რომ ყოფილიყო? ფულზე და ოქროზე ან უზომო საჭმელზე დახამებულ ოჯახში გაზრდილი, უაზრო კაპრიზებით, რომლისთვისაც სულიერებას გრძნობას და ასე შემდეგ, იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც პრაქტიკულ, კონკრეტულ დეტალებს და ,დიშოვი’ ფასეულობებს. იქნებ იაფფასიანი აზროვნებისაა და წაუგოიმებს. ან იქნებ საერთოდ შეყვარებული ჰყავს? დავიჯერო ასეთ ლამაზ გოგოს არ ეყოლება შეყვარებული? მაგრამ თავს ვიტყუებ ახლა, ეს კონკრეტულად რა შუაშია იმასთან, რომ მე სურვილის მიუხედავად არაფერი ვქენი?

იქნებ საერთოდ ისეთია, როგორიც მე მინდა? წესიერი, საჭირო დონეზე პროგრესულად მოაზროვნე და საჭირო, მცირე დონეზე ძველმოდური. არაცეტი, არაქარაფშუტა, მაგრამ არც მუდო და დეპრესიული. არც უაზროდ ჯინიანი და არც ისეთი გაურკვევლობაში რომ არის და გაწვალებს ან რაღაცას ელის შენგან და თვითონაც არ იცის რას და საერთოდ რა უნდა. იქნებ არც ანგარებიანია, არც მობოროტო და საერთოდ მართლა ასეთი დამყოლი და კეთილია, რომელიც ყველაფერს გაგებით ეკიდება და იაფფასიანი აზროვნება არ აქვს. არც ტყლარჭვით ლაპარაკობს და არც ქონებაზეა დახამებული. იქნებ მისთვის ადმიანობა და გრძნობები პირველ ადგილზეა. იქნებ იცის გაჭირვების ფასი და არ უშინდება არაფერს და ცივი პრაგმატულობით არ უყურებს ცხოვრებას. რა ვიცი…

მეორეს მხრივ ზუსტად ვიცი მე როგორი გოგო მინდა? ალბათ არა. იქნებ ისეთი, რომელიც რო დავაშავებ არ გაბრაზდება და თვითონ არასდროს გამაბრაზებს? იქნებ მინდა, რომ მე როცა მომინდება გასართობად ან დასალევად წავიდე და ის მარტო დავტოვო, ამან კიდევ ერთხელ და ორჯერ კი არა, სულ მომითმინოს. მე სხვა გოგოებზე ვიფიქრო და ზოგჯერ არამარტო ვიფიქრო, ის კი ბოლომდე ერთგული იყოს და საერთოდ არ შეწუხდეს ამ ფაქტით. მიყვარდეს, მაგრამ  სხვებსაც არ ვიკლებდე. ეს კი ყურებამდე ჩემში იყოს შეყვარებული და სხვისი აზრად გავლება კი არა, საერთოდ არ აწუხებდეს ჩემი პერიოდული გატაცებები. არ იყოს დეპრესიული, გამხიარულება და კარგი განწყობის შემოტანა თავადაც შეეძლოს და საერთოდ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდეს. დავიჯერო ასეთი მარიონეტი მინდა? არა მგონია. საერთოდ არსებობენ ასეთები? და თუ არსებობენ ბევრნი? და ეს კარგია? ესეც არა მგონია, რაღაც. თუმცა ვინ იცის…

დრო,დროო, ამასობაში დრო გადის. ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ იქნებ ისევ იქ იყოს? წვიმას არ გადაუღია ყოველ შემთხვევაში. როგორც იქნა, მორჩა. გადავიხადე 4 ლარი, მადლობაც და დავემშვიდობე ქალბატონს. მოვდივარ აჩაქრებული ნაბიჯებით და ვუახლოვდები კორპუსს, რომელის კუთხეც ეფარება ჩემს სადარბაზოს. აი, გავცდი და… ცხადია, არავინ არ დგას. უკვე აღარ მეჩქარება, მშვენივრად აშხაპუნებს წვიმა, ნელნელა მივედი სადარბაზომდე და ავედი სახლში. იმ დღეს რა მოხდა აღარც მახსოვს, იმ გოგონამ გადაფარა სხვა მოვლენები. ახლაც მახსენდება ის სურათი, პირველად რომ დავინახე. ნეტა რამე მეთქვა, ნეტავ დაბრუნდეს ეგ სიტუაცია.

ვახ, რა უაზრო ხმაური მიყვენია მობილურზე მაღვიძარას ზარად. სამაგიეროდ კარგად ისმის. როგორც ყოველთვის ვერ გამოვიძინე, დღეს რა დღეა? ხო , ოთხშაბათია სადღაც ვარ წასასვლელი, უაზრობაა, მაგრამ მაინც უნდა წავიდე. იქამდე თმა უნდა შევიჭრა. თვეზე მეტი კი გავიდა, უშნოდ ვარ გაბურძგნული, წესიერად ვერც ვივარცხნი. თან წვიმს, სადარბაზოში ჩავლა და ავლა მელის…

Written by 1myway1

დეკემბერი 6, 2009 at 6:18 PM

Posted in Uncategorized

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა

with 8 comments


ხო, ქართულად, გამართულად და სწორად ამ პროცედურას წილისყრა ეწოდება წ-ი-ლ-ი-ს-ყ-რ-ა და არა კენჭისყრა 😛 თუმცა ისიც გავითავისეთ და უმეტესობა ისე ამბობს(ვამბობთ), მაგრამ მე მაინც ვცდილობ წილისყრა ვთქვა და დავწერო ხოლმე, ასე მასწავლეს სარბიელში და რა ვქნა )))

მოკლედ, ხო თითქოს არაფერია ეს წილისყრა(არაფერი როგორ არ არის, ნუ ხო ხვდებით, უბრალოდ გუნდების განაწილებაა და მთავარი წინ არის), ხო გამოვილილი მაქვს უკვე არაერთი და პატარაც ხომ აღარ ვარ, მაგრამ ბავშვივით ვხტუანობდი პერიოდულად  და დებილი ბავშვივით ტაშს ვუკრავდი ხოლმე 😀 😀 ნუ თან ვიგინებოდი და რაღაც უხამსობებს ვიძახდი 😛
მაინც დიდი ემოცია აქვს და ინტერესი ამ პროცედურას და სასტიკად ნერვებზე მოქმედებს, როგორც ყოველთვის, უაზრო გაწელილი ლაპარაკი, იძულებული რო ხარ ელოდო როდის დაიწყება უშუალოდ წილისყრა.

როგორც ხშირად ხდება, იტალიის და იუვენტუსის მეტოქეებს ვიცნობ ხოლმე მაქსიმალური სიზუსტით, ვგრძნობ რა 😀 ახლაც ასე იყო, ერთი გუნდი შემეშალა მარტო. იტალიის(და იუვეს) ბედიდან გამომდინარე, მეგონა ბოლოს პორტუგალია ჩვენთან მოხვდებოდა, მაგრამ… კაია, რომ შევცდი. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, უკეთესი ჯგუფიც შეიძლებოდა, მაგრამ ბევრად უარესები შეგვხვედრია და წესით უნდა გავიდეთ. გართულებების გარეშეო ვერ ვიტყვი, რადგან იტალიას ვინც არ უნდა ჰყავდეს, ჯგუფში სულ უჭირს. თანაც არცერთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ნუ ახალი ზელანდიის გარდა. პარაგვაიმ როგორც ითამაშა შესარჩევი ფეხბურთის ცოტა მცოდნეებმა მაინც იცით და სლოვაკეთი კიდევ ძალიან ორგანიზებული გუნდია, ჩემი სიმპათია მარეკ ჰამშიკი გაგვაწამებს ალბათ. ყველაზე მძიმე მატჩს სწორედ სლოვაკებთან ველი და არა პარაგვაისთან. თუმცა სლოვაკების გამოუცდელობის იმედი მაქვს.

როგორც ასეთი, აფრიკის ფანი არ ვარ, მაგრამ არც საწინააღმდეგო მაქვს რამე. როგორც კი გადწყდა სამხრეთ აფრიკაში იქნება ჩემპიონატიო, იმის მერე ოცნება გამიხდა, მეთქი პირველი ჩემპიონატი, რომელსაც დავესწრები ეგ იქნებათქო. თუმცა მაინცდამაინც ახლა მაქვს ცხოვრებაში არამარტო ფინანსურად, ძალიან რთული ვითარება, ნუ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსებია ცხადია. არადა, ყველა მატჩს სულ არ დაესწრებოდა კაცი და თავსაც გაიტანდა იქ როგორმე, მთავარი ჩასვლა იყო. სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხებ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა კიდევ 😀
უბრალოდ, ვიცი, რომ სულ სხვა ატმოსფერო და ძალიან მაგარი ჩემპიონატი იქნება. იქაური აურა და პონტები, მოკლედ მაგარი იქნება 🙂

უკვე იგრძნობა, რომ აფრიკაში იქნება ჩემპიონატი ალალი ხალხია რა… აგერ ადგნენ და არაფერი არ იხიმანდრეს, თითქმის ყველა მასპინძელი ხიმანდრობს ხოლმე. წილისყრა ჩაატარეს სუფთად, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ აფრიკას შეხვდა ძალიან რთული ჯგუფი. ეს დაფასებას და სიმპათიას იმსახურებს 🙂 მე ვუქომაგებ ბაფანა-ბაფანას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში ორი ჩემი სიმპათია ურუგვაი და მექსიკაც არიან. ნუ საფრანგეთის აქ მოხვედრამ, რეალური სიკვდილის ჯგუფი აგვარიდა. ფრანგები დიდ წილად საეჭვოდ და უსამართლოდ გავიდნენ, ამიტომ დაეტიონ ამჯერად ადგილზე 😛

რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა G ჯგუფი სიკვდილისააო, მთლად ასეც არ არის კი წააგავს სიკვდილის ჯგუფს, მაგრამ ჩრდ. კორეის იქ ყოფნა ცოტა ამსუბუქებს ვითარებას. წამოიდგინეთ კორეის ნაცვლად აშშ, მექსიკა, დანია, შვეიცარია, თუნდაც ავსტრალია… რომ ყოფილიყვნენ აი მერე რეალური სიკვდილის ჯგუფი იქნებოდა. თუმცა ახლაც ძალიან საინტერესო ქვეჯგუფია ცხადია და პაპუასებს გვარიანი ოფლისღვრა მოუწევთ. თუმცა მაინც არამარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებად მოვიაზრებ მათ, სამწუხაროდ. არა უშავს, მაინც მოვუგრიხავთ კისერს, ნებისმიერი გახდეს პაპუასების და ინგლისის გრადა 😛

მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი ჯაჯგურა ჯგუფებია A, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და D – გერმანია, ავსტრალია, სერბეთი, განა. წესით თითქმის ყველა მატჩი ამ ჯგუფებში საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგი ფეხბურთი, დაძაბულობა… და მოკლედ მაგარია რა 😀

დანარჩენი ჯგუფები მეტ-ნაკლებად თანაბარია. არ ვეთანხმები არც იმ მოსაზრებას, რომ H ჯგუფი ყველაზე სუსტია. თუმცა ესპანეთს მთლიანობაში გაუმართლა.
აი ინგლისთან ალჟირის ნაცვლად ვინმე დადებულიყო ნორმა, შესაძლოა იქვე აეტირებინათ ეგ მათხოვრები 😛 თუმცა არა უშავს. კაპელოსი მეშინია ისე, კლიმაქსი აქვს, მაგრამ კლიმაქსიანის ხელშიც ძალიან სახიფათო გუნდია (არა უშავს, პორტუგალია დაიჭერს და პენალტებით მოუგებს 😀 :D)

მოკლედ, კმაყოფილი დავრჩი, მიყვარს ასეთი სამართლიანი წილისყრა, რაც იშვიათობაა. მთავარი ბრძოლები პლეი ოფებში იქნება, ხომ წარმოგიდეგნიათ რა გველის… 🙂 ეს 6 თვე და რამდენიმე დღე მალე გაირბენს და დაიწყებააა! 😉

Written by 1myway1

დეკემბერი 4, 2009 at 7:47 PM

არასერიოზული კაცი

with 25 comments


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინ გამახსენდა, .არასერიოზული კაცი’ დიდი ხანია არ მინახავს და ვნახო ამ დღეებშიმეთქი. 2-3 საათის წინ კი ძმაკაცმა ფილმის ერთ-ერთი მოკლე ნაწყვეტის ლინკი გამომიგზავნა. აი მაქ გადაწყდა, რომ უნდა მენახა ეს ფილმი, თანაც დაუყოვნებლივ 🙂
დისკზე ჩაწერილი მაქვს, მაგრამ ასევე ცუდი ხარისხით, კარგი ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ. ამიტომ, იუთუბზე ყურება გადავწყვიტე. თან ნაწილ-ნაწილ ვიემოციუროდ ერთად  😀  ნუ ვისაც ნანახი გვაქვს და ზეპირად ვიცით ფაქტობრივად.

საერთოდ, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია. თავის უმაგრესი მუსიკით და ყველაფრით. ნიკოს როლი თავისთავად გია ფერაძეს უნდა ეთამაშა, სხვა ვინ მოუხდებოდა ამ როლს უკეთ? ვერავინ. ფერაძე, ასევე ტრაგიკული და სევდიანი ისტორიის მქონე ადამიანი, რომელიც ძალიან მაგრად ჯდება ამ როლში და მაგრადაც ასრულებს.
მამა, უმაგრესი კაცი, აი უუუამგრესი და ძლიერი პერსონაჟი.
არნახული, სულისშემძვრელი მუსიკა… და საერთოდ მთლიანად ფილმია სულისშემძვრელი, პირველი ნახვიდან მოყოლებული დღემდე, სასტიკად თამაშობს ჩემს ნერვებზე. ძალიან ძალიან მიყვარს. რამდენიმე მომენტი კი ფილმში საერთოდ გამაოგნებლად ამაღელვებელია.

მე ბევრ მსგავსებას ვნახულობ ამ ფილმთან და საკუთარ ცხოვრებასთან(ჯერჯერობით რაც მიცხოვრია, რაც მინახავს და რაც ვიცი 😀 ) იგივე ის ქალაქური დვიჟენიები, ის სიალალე, ის სიცრუე, ის გვარიანი გაჭირვება, ის პრობლემები, ის ქალები, ის ყოყმანი, ის გამბედაობა, ის გაუბედავობა, ის ტექსტები, ის გრძნობები, ის პერიოდები, ის ის და ის ის 🙂

კარგად დაფიქრდით, რამდენი ჯობია სერიოზულ ,არასერიოზულ კაცს’? ბევრი? რაღაც არა მგონია 🙂 არც უგულო ,მუშაკები’, არც ამპარტავანი უვიცები. არც თავში ავარდნილი წიგნებდაზუთხული ,გენიოსები’, არც სხვადასხვა ორგანოების ჭიები და მოკლედ, არავინ, ვისთვისაც უბრალო ადამიანური გრძნობები ცოტა უცხოა და წესრიგის, ანგარების, მუცლის, კომფორტისა და ერთი სიტყვით თავად კარგად ყოფნისა და საკუთარი პიროვნების(ან თუნდაც ოჯახის) გარდა არაფერი არ ახსოვს. მთლად ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე და ყველას არ ეხება ცხადია, მაგრამ გამგები კარგად გაიგებს და იგრძნობს, ასე მგონია 😀

კარგად დაფიქრდით ))
მე მიყვარს…
მე ვარ..
სერიოზული ,არასერიოზული კაცი’

დავიწყოთ:

და აი, გავიგეთ ნიკოს მოკლე ისტორია და გამოვწერეთ ,საგიჟეთიდან’. 20 დღე უსასმელოდ. ცხადია, იქ ფსევდო მეგობრების დამშვიდებები, აქ არ ვართ, დაგეხმარებით  და ტრუხა ბაზარი, როცა რეალურად, სიტყვისა და წამიერი წუხილის აგრდა არაფერს არ აკეთებენ, თან როცა საჭიროა… გზად ლოთებიც შეგვხვდნენ.. ამჯერად არა, უნდა დავუძვრეთ, ასეც ხდება და მივედით სახლში…
მეზობლის ბავშვები შეეგებნენ ნიკოს…
,ააა ქალბატონ დარიას ვახლავართ; 😀
..მარია როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო, ამათ ხელში… 🙂

და შევედით მამასთან 🙂
ამ დიალოგზე ცუდად ვხდები ყოველ ჯერზე 🙂

-ოჰ
-გამარჯობა მამა
-გაგიმარჯოს
-რა ვქნა, ისე სასწრაფოდ მომიხდა მივლინებაში წასვლა, ვერც კი დაგემშვიდობე. ისე ერთს დავაბარე და არ შეგატყობინა? ა? 😀
-არავინ არ მოსულა შვილო, მე თვითონ მივხვდი 🙂
-რა ხალხია გაგიჟდები პირდაპირ, ვერაფერს ვერ ენდობა კაცი 😀 😀 😀
-ისე, როგორ მოიარე? 🙂
-არა უშავს, რაც მთავარია საქმე გამოვიდა. მე მგონი, უფროსობა უკმაყოფილო არ დარჩა.
-დაჯექი ნიკუშა, შეჭამე რამე :აქ თავზე ხელის ტყაპუნის სმაილიკი უნდა :D: იქ კუთხეში ერთი ბოთლი ღვინოა…
-არ მინდა მამა, შენ დალიე
-არა, არც მე არ მინდა
-ჭამე, ჭამე
-ისე ნიკუშა, იქ როგორ გექცეოდნენ?  😦 😦  აი ამ მომენტზე ვჭედავ
-რა ვიცი, ხო იცი ხალხი ჭრელია, ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ისე შენ როგორა ხარ?
-არა მიშავს, გავედი ერთხელ, გიგუშას ნახვა მინდოდა, მაგრამ შუა გზიდან დავბრუნდი, ცოტა თავბრუ დამეხვა, რას იზამ, ხდება ხოლმე
-არა უშავს მამა, ყველაფერი კარგად იქნება. ისე მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს რა, რამე ახალი უნდა ვიშოვო, მომბეზრდა ეს მივლინებები 😀


 
პიანინოს ვყიდით, ვალები გვაქვს 🙂 რა ნაცნობი სიტუაციაა 🙂
 მიდი ნიკო დაუკარი რა ერთიც. ,ნიკო ბიძია, ნეტა თქვენნაირი მასწავლებელი გვყავდეს სკოლაში’. ვახტანგი, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია… 🙂 ,მე ის ნიკო აღარ ვარ’ 🙂
-უკაცრავად, პირველი თქვენ ბრძანდებით?
-მე გახლავართ, დიახ
-თქვენ ჩემს მერე იქნებით 😀
,მე რა ვიცოდი რო ქუდი დამრჩებოდა. მაპატიეთ, ყველამ მაპატიეთ. თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ’ 😀 😀

ძაღლის უმაგრესი მომენტი 🙂 ,ეს ნახევარი მე – ეს ნახევარი შენ’… 🙂
გზად შემომხვდარი ერთ-ერთი ძველი სიყვარული ,შესაძლოა მთავარიც
,შენ არ იცვლები ნიკო’

ძაღლის ბედით შეწუხებული მონადირე, რომელიც ალბათ უფრო კარგი ტიპია, ვიდრე კვერცხი. უხერხული სიტუაცია, ტექნიკურად გაყიდული ძაღლი, კონვერტი…
,ხომ გითხარით, კონსტანტინე მქვია, თქვენ შეგიძლიათ კოტიკო დამიძახოთ…’ 😀
,როგორ დამავიწყდა, მურა ჰქვია, მურიკელას ვეძახით, ნამდვილი სახელი კი რექსია, მეზობლები სულთანს ეძახიან’ 😀 😀 😀

,გადავწყვიტე ოჯახს მივხედო. . მარია საჭმელების აი ის წიგნი მინდა, ხორცს რო ჩაყრი და რო დაატრიალებ და ხორცი რო გამოვა…’ 😀 ხორცი… 😀
,მამა, ბედმა გაგვიღმია ბედმა’ 😀 სამსახური იშოვნა ახალი თურმე და თან რაღაც ფული ერგებოდა 🙂 მამის რეაქციები…
,დღეს სადილად გვექნება – ნაზავი ცომის ღვეძელი, ხორცით. ვიწყებ ცხობას’ 😀
დარიასთან კამათი ))) კეთების პროცესი…
,ზინა დეიდას გამარჯობა! … სამი ბოთლი ლიმონათი და ერთი ბოთლი ღვინო, ქალბატონები მაპატიებენ 😀 😀
თაღლითი, რომელსაც დაუსხლტება
,თითებს ჩაიკვნეტ’

მარხვა უნდა შეინახოს, ერთი-ორი თვე ან წელი 😀 😀 გააჩნია საქმე როგორ წავა
წყალი:

-აი როცა გავიგებთ რო წყდება, მერე შევაგროვოთ
-როგორ გაიგებ?
-ეგეც თუ ვერ გავიგე და… 😀

,რას ხედავენ ამაში კარგს’ 😀 ღვინოზე რო ამბობს

მამა თინაზე რო ჩალიჩობს 🙂
,ხომ ხედავ როგორ გამოვყრუვდით’
,კარგი რა მამა, ბოლო ბოლო ვის რად ვუნდივარ’

გამოქლიავებული, რბილად რომ ვთქვათ, ვახტანგი
და მივედით ფისოსთანაც 🙂
კატა სამხრეთ სახალინიდან 😀 და ბებო
ხანდახან ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე – რა არ ხდება ამ ქვეყანაზე, საოცარია პირდაპირ )))

,ოო ქალბატონო დარია, ფასდაეუდებელო ადამიანო’ 😀
მამა წყალს აგროვებს 2კისს
 …

,ეგრე მალე აავსე არა?’ 😀
და მერე რა გემრიელად გაუბრაზდება, მაგარი კაცია მამა რა )))

და მოვიდა სწერვა დეიდაც 😀
,ჩემი და ხომ მოინელეთ, სახლი ხო გადაცვალეთ, ყველაფერი ხო გაანიავეთ…’ და მსგავსი უდონო ტექსტები 😀 მთავარია ოქრო თუ რაღაც მეშჩანობა იპოვნა და წავიდა.
,ოო ქალბატონო დეიდა, თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს’ 😀 😀 😀 ზევეშია
,აუფიდერზეინ’
გიგუშასთან წავიდეთ… თვითონ რატო არ მოვიდა? ))
,აი ჩვენი მეზობელი როა, დარია თუ ავდარია 😀 მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში და 30 დღეც იქ ვიყავი. ხო, კიდევ რა უნდა მეთქვა, ის შემხვდა, აუF როგორ მიყვარდა… ხომ გახსოვს ლია? შენ კიდევ მეუბნები ცოლი მოიყვანეო… კარგი რა’.
და უცებ ისმის Isn’t She Lovely ხოდშია ძია სტივი )))
ნიკო მაგრა რეცხავს და უფრო მაგრა ფენს 😀 ,უკაცროვად არ მოიწყინოთ, მალე გამოვალ’.

და აი მოვიდა კიდევ ერთი უგრუზესი მომენტი. ,გათენდა უკვე?’ მამა ვეღარ ხედავს 😦
-ხედავ მამა?
-ვერ ვხედავ. ნუ გეშინია შვილო, ნუ გეშინია ნიკუშა…
,ეტყობა, რაც სანახავი იყო უკვე ვნახე’ მეათედ მაინც მოვუსმინე და ვნახე ეს მომენტი და მეათედაც ცრემლი მომადგა 🙂 უბრალოდ პირველისგან განსხვავებით ის არის, რომ ახლა მეღიმება ხოლმე თან და ამჯერადაც ასე იყო. გამოცდილი გექნებათ, ,ტირილისა’ და სიცილის ნაზავი
ცხოვრებაა რა 🙂

მამა კიდევ ცოლზე ჩალიჩობს 🙂 და არ იცის სად მიდის ნიკო… შენ რო გაგიხარდება ისეთ საქმეზე მივდივარო 🙂

დაადგა ქალს ,რა მშვენივრად გამოიყურები’ პაუზებით 😀
,მამიდაჩემი ცხოვრობს, დედის მხრიდან’ 😀 😀
ეჰჰ, არ გამოდის არაფერი თინასთან 🙂 არ უნდა რა ნიკოს, არ უნდა რო ქნას…
მორიგი ნერვიული აფეთქება და თინას კითხვა ,ამისთვის მოხვედი?’
,ეჰჰ ნეტა სახლში არ დამხვედროდი…’ 🙂

არა რა, რაღაც სულისშემძვრელი ფილმია

უმკვლელესი მომენტი:
თენგიზი ვარო ნიკო რო ეუბნება მამამისს
და ძია გაბრიელის სიტყვები, მთელი დიალოგი
უბრალოდ აღუწერელია 🙂

შეხვედრა ოთართან.
,შეიძლება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მნიშვნელოვანი საქმეა’ 😀
,რის მანეთიანი, რა მანეთიანი, რას ბოდიალობ 😀
როგორ უბრაზდება მამა 😀


არ არის ამ კაცის საქმე თხრა 🙂
ჯერ შეუღრენს და მერე მაგარს მიატექსტებს
იოო 😀

სასტუმრო საქართველოს წინ ბოძზე დაბმული კაცი )))
ბოდიში და ისევ ბებოსთან, მეორე კნუტი 😀

-ვინ არი?
-ეს მამაჩემია, ეს სულთანია
-ეეე
😀

,მარია, ცუდად არ გამიგო, დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე, გადმოიყვანე შენი ბავშვები და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლად’ 🙂 🙂

ესეც ასე, ბავშვები კმაყოფილები არიან. მარია დიასახლისობს. პაპა/ბაბუა სავარძელში ისვენებს, ძია ნიკო სალხს აშენებს 🙂

ძალიან ვისიამოვნე ისევ ყურებით, თავისი სევდით, ღიმილით და ყველაფრით

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ 🙂