1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

არასერიოზული კაცი

with 25 comments


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინ გამახსენდა, .არასერიოზული კაცი’ დიდი ხანია არ მინახავს და ვნახო ამ დღეებშიმეთქი. 2-3 საათის წინ კი ძმაკაცმა ფილმის ერთ-ერთი მოკლე ნაწყვეტის ლინკი გამომიგზავნა. აი მაქ გადაწყდა, რომ უნდა მენახა ეს ფილმი, თანაც დაუყოვნებლივ🙂
დისკზე ჩაწერილი მაქვს, მაგრამ ასევე ცუდი ხარისხით, კარგი ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ. ამიტომ, იუთუბზე ყურება გადავწყვიტე. თან ნაწილ-ნაწილ ვიემოციუროდ ერთად 😀  ნუ ვისაც ნანახი გვაქვს და ზეპირად ვიცით ფაქტობრივად.

საერთოდ, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია. თავის უმაგრესი მუსიკით და ყველაფრით. ნიკოს როლი თავისთავად გია ფერაძეს უნდა ეთამაშა, სხვა ვინ მოუხდებოდა ამ როლს უკეთ? ვერავინ. ფერაძე, ასევე ტრაგიკული და სევდიანი ისტორიის მქონე ადამიანი, რომელიც ძალიან მაგრად ჯდება ამ როლში და მაგრადაც ასრულებს.
მამა, უმაგრესი კაცი, აი უუუამგრესი და ძლიერი პერსონაჟი.
არნახული, სულისშემძვრელი მუსიკა… და საერთოდ მთლიანად ფილმია სულისშემძვრელი, პირველი ნახვიდან მოყოლებული დღემდე, სასტიკად თამაშობს ჩემს ნერვებზე. ძალიან ძალიან მიყვარს. რამდენიმე მომენტი კი ფილმში საერთოდ გამაოგნებლად ამაღელვებელია.

მე ბევრ მსგავსებას ვნახულობ ამ ფილმთან და საკუთარ ცხოვრებასთან(ჯერჯერობით რაც მიცხოვრია, რაც მინახავს და რაც ვიცი😀 ) იგივე ის ქალაქური დვიჟენიები, ის სიალალე, ის სიცრუე, ის გვარიანი გაჭირვება, ის პრობლემები, ის ქალები, ის ყოყმანი, ის გამბედაობა, ის გაუბედავობა, ის ტექსტები, ის გრძნობები, ის პერიოდები, ის ის და ის ის🙂

კარგად დაფიქრდით, რამდენი ჯობია სერიოზულ ,არასერიოზულ კაცს’? ბევრი? რაღაც არა მგონია🙂 არც უგულო ,მუშაკები’, არც ამპარტავანი უვიცები. არც თავში ავარდნილი წიგნებდაზუთხული ,გენიოსები’, არც სხვადასხვა ორგანოების ჭიები და მოკლედ, არავინ, ვისთვისაც უბრალო ადამიანური გრძნობები ცოტა უცხოა და წესრიგის, ანგარების, მუცლის, კომფორტისა და ერთი სიტყვით თავად კარგად ყოფნისა და საკუთარი პიროვნების(ან თუნდაც ოჯახის) გარდა არაფერი არ ახსოვს. მთლად ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე და ყველას არ ეხება ცხადია, მაგრამ გამგები კარგად გაიგებს და იგრძნობს, ასე მგონია😀

კარგად დაფიქრდით ))
მე მიყვარს…
მე ვარ..
სერიოზული ,არასერიოზული კაცი’

დავიწყოთ:

და აი, გავიგეთ ნიკოს მოკლე ისტორია და გამოვწერეთ ,საგიჟეთიდან’. 20 დღე უსასმელოდ. ცხადია, იქ ფსევდო მეგობრების დამშვიდებები, აქ არ ვართ, დაგეხმარებით  და ტრუხა ბაზარი, როცა რეალურად, სიტყვისა და წამიერი წუხილის აგრდა არაფერს არ აკეთებენ, თან როცა საჭიროა… გზად ლოთებიც შეგვხვდნენ.. ამჯერად არა, უნდა დავუძვრეთ, ასეც ხდება და მივედით სახლში…
მეზობლის ბავშვები შეეგებნენ ნიკოს…
,ააა ქალბატონ დარიას ვახლავართ;😀
..მარია როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო, ამათ ხელში…🙂

და შევედით მამასთან🙂
ამ დიალოგზე ცუდად ვხდები ყოველ ჯერზე🙂

-ოჰ
-გამარჯობა მამა
-გაგიმარჯოს
-რა ვქნა, ისე სასწრაფოდ მომიხდა მივლინებაში წასვლა, ვერც კი დაგემშვიდობე. ისე ერთს დავაბარე და არ შეგატყობინა? ა?😀
-არავინ არ მოსულა შვილო, მე თვითონ მივხვდი🙂
-რა ხალხია გაგიჟდები პირდაპირ, ვერაფერს ვერ ენდობა კაცი😀😀😀
-ისე, როგორ მოიარე?🙂
-არა უშავს, რაც მთავარია საქმე გამოვიდა. მე მგონი, უფროსობა უკმაყოფილო არ დარჩა.
-დაჯექი ნიკუშა, შეჭამე რამე :აქ თავზე ხელის ტყაპუნის სმაილიკი უნდა :D: იქ კუთხეში ერთი ბოთლი ღვინოა…
-არ მინდა მამა, შენ დალიე
-არა, არც მე არ მინდა
-ჭამე, ჭამე
-ისე ნიკუშა, იქ როგორ გექცეოდნენ? 😦 :(  აი ამ მომენტზე ვჭედავ
-რა ვიცი, ხო იცი ხალხი ჭრელია, ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ისე შენ როგორა ხარ?
-არა მიშავს, გავედი ერთხელ, გიგუშას ნახვა მინდოდა, მაგრამ შუა გზიდან დავბრუნდი, ცოტა თავბრუ დამეხვა, რას იზამ, ხდება ხოლმე
-არა უშავს მამა, ყველაფერი კარგად იქნება. ისე მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს რა, რამე ახალი უნდა ვიშოვო, მომბეზრდა ეს მივლინებები😀


 
პიანინოს ვყიდით, ვალები გვაქვს🙂 რა ნაცნობი სიტუაციაა🙂
 მიდი ნიკო დაუკარი რა ერთიც. ,ნიკო ბიძია, ნეტა თქვენნაირი მასწავლებელი გვყავდეს სკოლაში’. ვახტანგი, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია… :) ,მე ის ნიკო აღარ ვარ’🙂
-უკაცრავად, პირველი თქვენ ბრძანდებით?
-მე გახლავართ, დიახ
-თქვენ ჩემს მერე იქნებით😀
,მე რა ვიცოდი რო ქუდი დამრჩებოდა. მაპატიეთ, ყველამ მაპატიეთ. თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ’😀😀

ძაღლის უმაგრესი მომენტი🙂 ,ეს ნახევარი მე – ეს ნახევარი შენ’…🙂
გზად შემომხვდარი ერთ-ერთი ძველი სიყვარული ,შესაძლოა მთავარიც
,შენ არ იცვლები ნიკო’

ძაღლის ბედით შეწუხებული მონადირე, რომელიც ალბათ უფრო კარგი ტიპია, ვიდრე კვერცხი. უხერხული სიტუაცია, ტექნიკურად გაყიდული ძაღლი, კონვერტი…
,ხომ გითხარით, კონსტანტინე მქვია, თქვენ შეგიძლიათ კოტიკო დამიძახოთ…’😀
,როგორ დამავიწყდა, მურა ჰქვია, მურიკელას ვეძახით, ნამდვილი სახელი კი რექსია, მეზობლები სულთანს ეძახიან’😀😀😀

,გადავწყვიტე ოჯახს მივხედო. . მარია საჭმელების აი ის წიგნი მინდა, ხორცს რო ჩაყრი და რო დაატრიალებ და ხორცი რო გამოვა…’😀 ხორცი…😀
,მამა, ბედმა გაგვიღმია ბედმა’😀 სამსახური იშოვნა ახალი თურმე და თან რაღაც ფული ერგებოდა🙂 მამის რეაქციები…
,დღეს სადილად გვექნება – ნაზავი ცომის ღვეძელი, ხორცით. ვიწყებ ცხობას’😀
დარიასთან კამათი ))) კეთების პროცესი…
,ზინა დეიდას გამარჯობა! … სამი ბოთლი ლიმონათი და ერთი ბოთლი ღვინო, ქალბატონები მაპატიებენ😀😀
თაღლითი, რომელსაც დაუსხლტება
,თითებს ჩაიკვნეტ’

მარხვა უნდა შეინახოს, ერთი-ორი თვე ან წელი😀😀 გააჩნია საქმე როგორ წავა
წყალი:

-აი როცა გავიგებთ რო წყდება, მერე შევაგროვოთ
-როგორ გაიგებ?
-ეგეც თუ ვერ გავიგე და…😀

,რას ხედავენ ამაში კარგს’😀 ღვინოზე რო ამბობს

მამა თინაზე რო ჩალიჩობს🙂
,ხომ ხედავ როგორ გამოვყრუვდით’
,კარგი რა მამა, ბოლო ბოლო ვის რად ვუნდივარ’

გამოქლიავებული, რბილად რომ ვთქვათ, ვახტანგი
და მივედით ფისოსთანაც🙂
კატა სამხრეთ სახალინიდან😀 და ბებო
ხანდახან ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე – რა არ ხდება ამ ქვეყანაზე, საოცარია პირდაპირ )))

,ოო ქალბატონო დარია, ფასდაეუდებელო ადამიანო’😀
მამა წყალს აგროვებს 2კისს
 …

,ეგრე მალე აავსე არა?’😀
და მერე რა გემრიელად გაუბრაზდება, მაგარი კაცია მამა რა )))

და მოვიდა სწერვა დეიდაც😀
,ჩემი და ხომ მოინელეთ, სახლი ხო გადაცვალეთ, ყველაფერი ხო გაანიავეთ…’ და მსგავსი უდონო ტექსტები😀 მთავარია ოქრო თუ რაღაც მეშჩანობა იპოვნა და წავიდა.
,ოო ქალბატონო დეიდა, თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს’😀😀😀 ზევეშია
,აუფიდერზეინ’
გიგუშასთან წავიდეთ… თვითონ რატო არ მოვიდა? ))
,აი ჩვენი მეზობელი როა, დარია თუ ავდარია😀 მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში და 30 დღეც იქ ვიყავი. ხო, კიდევ რა უნდა მეთქვა, ის შემხვდა, აუF როგორ მიყვარდა… ხომ გახსოვს ლია? შენ კიდევ მეუბნები ცოლი მოიყვანეო… კარგი რა’.
და უცებ ისმის Isn’t She Lovely ხოდშია ძია სტივი )))
ნიკო მაგრა რეცხავს და უფრო მაგრა ფენს😀 ,უკაცროვად არ მოიწყინოთ, მალე გამოვალ’.

და აი მოვიდა კიდევ ერთი უგრუზესი მომენტი. ,გათენდა უკვე?’ მამა ვეღარ ხედავს😦
-ხედავ მამა?
-ვერ ვხედავ. ნუ გეშინია შვილო, ნუ გეშინია ნიკუშა…
,ეტყობა, რაც სანახავი იყო უკვე ვნახე’ მეათედ მაინც მოვუსმინე და ვნახე ეს მომენტი და მეათედაც ცრემლი მომადგა🙂 უბრალოდ პირველისგან განსხვავებით ის არის, რომ ახლა მეღიმება ხოლმე თან და ამჯერადაც ასე იყო. გამოცდილი გექნებათ, ,ტირილისა’ და სიცილის ნაზავი
ცხოვრებაა რა🙂

მამა კიდევ ცოლზე ჩალიჩობს🙂 და არ იცის სად მიდის ნიკო… შენ რო გაგიხარდება ისეთ საქმეზე მივდივარო🙂

დაადგა ქალს ,რა მშვენივრად გამოიყურები’ პაუზებით😀
,მამიდაჩემი ცხოვრობს, დედის მხრიდან’😀😀
ეჰჰ, არ გამოდის არაფერი თინასთან🙂 არ უნდა რა ნიკოს, არ უნდა რო ქნას…
მორიგი ნერვიული აფეთქება და თინას კითხვა ,ამისთვის მოხვედი?’
,ეჰჰ ნეტა სახლში არ დამხვედროდი…’🙂

არა რა, რაღაც სულისშემძვრელი ფილმია

უმკვლელესი მომენტი:
თენგიზი ვარო ნიკო რო ეუბნება მამამისს
და ძია გაბრიელის სიტყვები, მთელი დიალოგი
უბრალოდ აღუწერელია🙂

შეხვედრა ოთართან.
,შეიძლება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მნიშვნელოვანი საქმეა’😀
,რის მანეთიანი, რა მანეთიანი, რას ბოდიალობ😀
როგორ უბრაზდება მამა😀


არ არის ამ კაცის საქმე თხრა🙂
ჯერ შეუღრენს და მერე მაგარს მიატექსტებს
იოო😀

სასტუმრო საქართველოს წინ ბოძზე დაბმული კაცი )))
ბოდიში და ისევ ბებოსთან, მეორე კნუტი😀

-ვინ არი?
-ეს მამაჩემია, ეს სულთანია
-ეეე
😀

,მარია, ცუდად არ გამიგო, დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე, გადმოიყვანე შენი ბავშვები და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლად’🙂🙂

ესეც ასე, ბავშვები კმაყოფილები არიან. მარია დიასახლისობს. პაპა/ბაბუა სავარძელში ისვენებს, ძია ნიკო სალხს აშენებს🙂

ძალიან ვისიამოვნე ისევ ყურებით, თავისი სევდით, ღიმილით და ყველაფრით

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ🙂

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ააუუუუ ესსს ფილმი ძალიან მაგრად მიყვარს…
    უმაგრესი კაციი იყო😦

    cucqa

    December 1, 2009 at 7:13 pm

  2. 🙂

    1myway1

    December 1, 2009 at 7:27 pm

  3. არ მაქვს ეს ფილმი ნანახი!

    BloggerGirl

    December 1, 2009 at 8:13 pm

  4. ჰოდა უყურე😛

    1myway1

    December 1, 2009 at 8:22 pm

  5. ჰეჰჰ რა ფილმი გაჩითა :)))
    აღარც მახსოვდა😦

    xissunianisaxli

    December 2, 2009 at 7:52 am

  6. 😛

    აი აქ ყოფილა, დასაქაჩი ვერსია :bis: ცუცქამ ნახა
    ჩემზე ხარისხიანი თუ არის ხო კაი, თუ არა და არა უშავს
    გადმოსაწერად საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ
    http://www.babaduli.de/news.php?readmore=733#readmore=733

    ისე საყურებლად კი, ამ იუთუბის ლინკების გარდა
    http://geocinema.dsl.ge/ge/index.php?filmi=673
    ესეც შეიძლება გამოგადგეთ

    1myway1

    December 2, 2009 at 12:08 pm

  7. მე ის მომენტი მიყვარს, შენ რომ ’უმკვლელესი’ უწოდე🙂 მამას რომ ელაპარაკება და მეგობარი ვარო ეუბნება..

    პ.ს დედას ერთ-ერთი საყვარელი ფილმია : )

    Natalia

    December 2, 2009 at 1:53 pm

  8. მართლაც უმომენტესია🙂
    ჩემებსაც ძალიან უყვართ ეს ფილმი

    1myway1

    December 2, 2009 at 1:59 pm

  9. უმაგრესი ადამიანი იყო, ლექსებსაც წერდა რამდენადაც ვიცი და ფილმიც უძლიერესია….

    skiamakia

    December 5, 2009 at 9:32 am

  10. ნამდვილად ))
    ქალიშვილი დარჩა, მგონი ჩემხელა დაახლოებით, ნეტა როგორ არის

    1myway1

    December 5, 2009 at 3:18 pm

  11. რამდენჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი და ეს პოსტი წაკითხული…

    არ უნდა შეოვსულიყავი : (

    ცრემლებად მექცა ხასიათი : (

    Teiia

    May 21, 2010 at 6:33 pm

  12. მალე უნდა გადაგიაროს…
    კარგი გოგო ხარ შენ :*

    1myway1

    May 21, 2010 at 7:11 pm

  13. აააააააა, სამსახურში ამის წაკითხვა და ყურება შეიძლებოდააა :((((
    ბავშვობაში კი არა და კაი ხანი არ ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, ცუდად რომ მთავრდებოდა და არც სევდიან ფილმებს ვუყურებდი და ამ ფილმზე სახლში მომატყუეს, ეგეთი არ არისო, ვუყურე და აი მანდ კი ვიღრიალე. რაღაც მეგონა, რომ კაცი რომ ვყოფილიყავი, მეც ეგეთი ვიქნებოდი და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იმასაც მივხვდი, რომ ეგეთად ყოფნაც ცუდი იყო, ყველა რომ მგელია შენს გარშემო და შენ მარტო ეგეთი ვერ გადარჩები და გინდა არ გინდა სხვანაირი უნდა გახდე და მგონი ეხლაც მაგ შუალედური ვარიანტის ძებნაში ვარ, რომ არც მგელი ვიყო და არც ცხვარი :)და რატომღაც ყველაზე მეტად იმ დეიდაზე ვბრაზდებოდი, რომ მოდის და იქექება და ეძებს რაღაცეებს წასაღებს. ყველაზე სულისშემძვრელი კიდევ მაინც მამა-შვილის დიალოგებია🙂

    deldeserto

    December 30, 2010 at 10:27 am

  14. ახლა არ თქვა მგელი უნდა იყო ამ ცხოვრებაში სხვა გზა არ არისო, თორემ გავბრაზდები😛😀😀

    მკვლელი ფილმია და მუსიკა🙂
    ყველაზე მაგარი კაცია არასერიოზული კაცი

    1myway1

    December 30, 2010 at 11:04 am

  15. არაა, მგელი როგორ უნდა იყო😀 მაგრამ ცხვრად ყოფნაც რომ ტეხავს, ეგაა ცუდი😀
    p.s. ხოო, მაგარი კაცია და ფერაძე მაგ როლისთვის იდეალური, სხვა როლში პრინციპში არც ვიცი, მაგრამ აქ ზუსტად ნიკოა რა🙂

    deldeserto

    December 30, 2010 at 12:32 pm

  16. ტეხავს თუ რაცაა, მგელს ჯობია😛 და გოგოს არ უნდა ჰქონდეს ეგეთი იდეოლოგია რომ ,მგელი უნდა იყო ამ ცხოვრებაში’😛😛

    ფერაძე ზედგამოჭრილია როლისთვის, გენიალურია
    საერთოდ მიყვარს ეს პერსოონაჟიც და კაციც

    1myway1

    December 30, 2010 at 1:03 pm

  17. ვაა, ეგეთი კი არ მაქვს და არ მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ უბრალოდ როცა იქცევი შენთვის წყნარად (ცხვარივით ანუ😀 )ყველას ჰგონია, რომ დებილი ხარ (რატომღაც😀 )ხოდა მერე გიწევს (მიწევს) ხოლმე მტკიცება, რომ ეგრე არაა, ხოდა მგელი არ ვიცი, მარა ”სწერვა” (კაცების ენაზე :D) კი გამოდიხარ😀
    p.s. by the way, my way :)ნუ გგონიათ რა კაცებს თავი ძაან მაგრები :D:D, არანაკლები პრობლემების გადალახვა უწევთ ქალებს (თუ მეტი არა), თუ არ გიწევს კიდევ, მაგას რა სჯობია🙂
    აუ, მე ეხლა ისე ვბაზრობ, ერთი წისქვილის ქვა არ დაგორებულა ჩემს თავზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი დამმართნიაო :D:D:D

    deldeserto

    December 30, 2010 at 3:23 pm

  18. ხო, ფერაძე მართლა მართლა ძაან მაგარია🙂

    deldeserto

    December 30, 2010 at 3:24 pm

  19. ლოლ რა იკაჩავე😀😀
    რამდენიმე ნაცნობის ,ნაერთს’ მაგონებ😀😀😀
    კიდევ უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ ნაცნობი ხარ და მაიმუნობ😀

    კაცებს მეტის გვიწევს როგორც წესი😛
    და სწერვა რო არ იყო და ისე დაიცვა საკუთარი თავი ეგეც შესაძლებელია😛

    1myway1

    December 30, 2010 at 4:55 pm

  20. ოო, არაა შესაძლებელი არაა…ფემინისტის სმაილი😀😀😀
    ჰაჰა, ეგ კიდევ მაგარი სასაცილოა, ნაცნობი თუ გგონივარ😀😀 უბრალოდ მტკიცება რომ დავიწყო, უფრო დაეჭვდები, თორემ მაგის გაქარწყლებას რა უნდა😀

    deldeserto

    December 30, 2010 at 6:28 pm

  21. ჰოდა რო გააქარწყლებ, მერე მე გავაქარწყლებ ეჭვებს😆

    რაღაც ბოლო პოსტებში აურიე😛😛 მგელიო, სტერვაო, ფემინისტიო… შუას კიდევ აიტანს ათასში ერთხელ კაცი😛😀

    1myway1

    December 30, 2010 at 6:41 pm

  22. :D:D:D
    ნუ, ერთმანეთს მოჰყვა რა, მთლად ღრმა ლოგიკურ კავშირზე არ მიფიქრია ეხლა :D:D
    ხოო, გაქარწყლებას რაც შეეხება, არ სჯობია, ბოლომდე წავიკითხო სხვებიც და მერე გავაქარწყლო? :D:D

    deldeserto

    December 30, 2010 at 7:07 pm

  23. როგორც გენებოთ😀 ალბათ სჯობია

    1myway1

    December 30, 2010 at 7:24 pm

  24. ამ ფილმის საუნდტრეკი მინდა და იქნებ დამეხმაროოთ….

    მარი

    September 4, 2011 at 5:00 pm

  25. მეც მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიშოვე😦

    1myway1

    September 29, 2011 at 12:04 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: