1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა

with 8 comments


ხო, ქართულად, გამართულად და სწორად ამ პროცედურას წილისყრა ეწოდება წ-ი-ლ-ი-ს-ყ-რ-ა და არა კენჭისყრა😛 თუმცა ისიც გავითავისეთ და უმეტესობა ისე ამბობს(ვამბობთ), მაგრამ მე მაინც ვცდილობ წილისყრა ვთქვა და დავწერო ხოლმე, ასე მასწავლეს სარბიელში და რა ვქნა )))

მოკლედ, ხო თითქოს არაფერია ეს წილისყრა(არაფერი როგორ არ არის, ნუ ხო ხვდებით, უბრალოდ გუნდების განაწილებაა და მთავარი წინ არის), ხო გამოვილილი მაქვს უკვე არაერთი და პატარაც ხომ აღარ ვარ, მაგრამ ბავშვივით ვხტუანობდი პერიოდულად  და დებილი ბავშვივით ტაშს ვუკრავდი ხოლმე😀😀 ნუ თან ვიგინებოდი და რაღაც უხამსობებს ვიძახდი😛
მაინც დიდი ემოცია აქვს და ინტერესი ამ პროცედურას და სასტიკად ნერვებზე მოქმედებს, როგორც ყოველთვის, უაზრო გაწელილი ლაპარაკი, იძულებული რო ხარ ელოდო როდის დაიწყება უშუალოდ წილისყრა.

როგორც ხშირად ხდება, იტალიის და იუვენტუსის მეტოქეებს ვიცნობ ხოლმე მაქსიმალური სიზუსტით, ვგრძნობ რა :D ახლაც ასე იყო, ერთი გუნდი შემეშალა მარტო. იტალიის(და იუვეს) ბედიდან გამომდინარე, მეგონა ბოლოს პორტუგალია ჩვენთან მოხვდებოდა, მაგრამ… კაია, რომ შევცდი. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, უკეთესი ჯგუფიც შეიძლებოდა, მაგრამ ბევრად უარესები შეგვხვედრია და წესით უნდა გავიდეთ. გართულებების გარეშეო ვერ ვიტყვი, რადგან იტალიას ვინც არ უნდა ჰყავდეს, ჯგუფში სულ უჭირს. თანაც არცერთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ნუ ახალი ზელანდიის გარდა. პარაგვაიმ როგორც ითამაშა შესარჩევი ფეხბურთის ცოტა მცოდნეებმა მაინც იცით და სლოვაკეთი კიდევ ძალიან ორგანიზებული გუნდია, ჩემი სიმპათია მარეკ ჰამშიკი გაგვაწამებს ალბათ. ყველაზე მძიმე მატჩს სწორედ სლოვაკებთან ველი და არა პარაგვაისთან. თუმცა სლოვაკების გამოუცდელობის იმედი მაქვს.

როგორც ასეთი, აფრიკის ფანი არ ვარ, მაგრამ არც საწინააღმდეგო მაქვს რამე. როგორც კი გადწყდა სამხრეთ აფრიკაში იქნება ჩემპიონატიო, იმის მერე ოცნება გამიხდა, მეთქი პირველი ჩემპიონატი, რომელსაც დავესწრები ეგ იქნებათქო. თუმცა მაინცდამაინც ახლა მაქვს ცხოვრებაში არამარტო ფინანსურად, ძალიან რთული ვითარება, ნუ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსებია ცხადია. არადა, ყველა მატჩს სულ არ დაესწრებოდა კაცი და თავსაც გაიტანდა იქ როგორმე, მთავარი ჩასვლა იყო. სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხებ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა კიდევ😀
უბრალოდ, ვიცი, რომ სულ სხვა ატმოსფერო და ძალიან მაგარი ჩემპიონატი იქნება. იქაური აურა და პონტები, მოკლედ მაგარი იქნება🙂

უკვე იგრძნობა, რომ აფრიკაში იქნება ჩემპიონატი ალალი ხალხია რა… აგერ ადგნენ და არაფერი არ იხიმანდრეს, თითქმის ყველა მასპინძელი ხიმანდრობს ხოლმე. წილისყრა ჩაატარეს სუფთად, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ აფრიკას შეხვდა ძალიან რთული ჯგუფი. ეს დაფასებას და სიმპათიას იმსახურებს🙂 მე ვუქომაგებ ბაფანა-ბაფანას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში ორი ჩემი სიმპათია ურუგვაი და მექსიკაც არიან. ნუ საფრანგეთის აქ მოხვედრამ, რეალური სიკვდილის ჯგუფი აგვარიდა. ფრანგები დიდ წილად საეჭვოდ და უსამართლოდ გავიდნენ, ამიტომ დაეტიონ ამჯერად ადგილზე😛

რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა G ჯგუფი სიკვდილისააო, მთლად ასეც არ არის კი წააგავს სიკვდილის ჯგუფს, მაგრამ ჩრდ. კორეის იქ ყოფნა ცოტა ამსუბუქებს ვითარებას. წამოიდგინეთ კორეის ნაცვლად აშშ, მექსიკა, დანია, შვეიცარია, თუნდაც ავსტრალია… რომ ყოფილიყვნენ აი მერე რეალური სიკვდილის ჯგუფი იქნებოდა. თუმცა ახლაც ძალიან საინტერესო ქვეჯგუფია ცხადია და პაპუასებს გვარიანი ოფლისღვრა მოუწევთ. თუმცა მაინც არამარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებად მოვიაზრებ მათ, სამწუხაროდ. არა უშავს, მაინც მოვუგრიხავთ კისერს, ნებისმიერი გახდეს პაპუასების და ინგლისის გრადა😛

მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი ჯაჯგურა ჯგუფებია A, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და D – გერმანია, ავსტრალია, სერბეთი, განა. წესით თითქმის ყველა მატჩი ამ ჯგუფებში საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგი ფეხბურთი, დაძაბულობა… და მოკლედ მაგარია რა😀

დანარჩენი ჯგუფები მეტ-ნაკლებად თანაბარია. არ ვეთანხმები არც იმ მოსაზრებას, რომ H ჯგუფი ყველაზე სუსტია. თუმცა ესპანეთს მთლიანობაში გაუმართლა.
აი ინგლისთან ალჟირის ნაცვლად ვინმე დადებულიყო ნორმა, შესაძლოა იქვე აეტირებინათ ეგ მათხოვრები😛 თუმცა არა უშავს. კაპელოსი მეშინია ისე, კლიმაქსი აქვს, მაგრამ კლიმაქსიანის ხელშიც ძალიან სახიფათო გუნდია (არა უშავს, პორტუგალია დაიჭერს და პენალტებით მოუგებს😀 :D)

მოკლედ, კმაყოფილი დავრჩი, მიყვარს ასეთი სამართლიანი წილისყრა, რაც იშვიათობაა. მთავარი ბრძოლები პლეი ოფებში იქნება, ხომ წარმოგიდეგნიათ რა გველის…🙂 ეს 6 თვე და რამდენიმე დღე მალე გაირბენს და დაიწყებააა!😉

Written by 1myway1

December 4, 2009 at 7:47 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სწორი ხარ, თუმცა არ მე არ მგონია იტალიის ზედიზედ გაჩემპიონება, თUმცა იტალიის ფინალში გასვლას ვუქომაგებ აუცილებლად ;))

    მე არგენტინის დიდი წარმატების იმედი მაქ, მიუხედავად ჩავარდნებისა გუნდში არიან მაღალი კალსის ფეხბურთელები და მჯერა მათი

    დავიდ ვილია

    December 4, 2009 at 8:00 pm

  2. ეჰ სამწუხაროდ ამიტომ არ მიხსენებია არსად იტალიის ჩემპიონობა და ომახიანი განცხადებებიც არ გამიკეთებია ჯერჯერობით😀

    თანამედროვე ფეხბურთში ორჯერ მიჯრით გაჩემპიონებისთვის ფენომენალური შედეგი უნდა აჩვენო და ძალიან სერიოზული რესურსი უნდა გქონდეს.
    მთავარია ბოლომდე ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რაც შორს გავალთ მით უკეთესო და დამსახურებულად თუ გავვარდებით, რა გაეწყობა… ასეა თუ ისე Forza Italia!

    ბრაზილიის შემჩერებელი სამი გუნდი მეგულება – იტალია და გერმანია პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ორი მონსტრია, ბრაზილიისა არ იყოს და უდიდესი გამოცდილება აქვთ. თუმცა დღეს ვინ როგორ ფორმაშია ეს ცალკე თემაა.

    ასევე არგენტინა, მაგრამ არგენტინას სამწუხაროდ მაინც ,ბრაზილიის კომპლექსი’ აქვს ჩემი აზრით. თან მარადონას ფაქტორი ამოუცნობია.

    ნუ ინგლისი არის სახიფათო გუნდი, კაპელოს ხელში.

    ესპანეთია მშვენიერი და არ ვიცით, როგორ ითამაშებენ. მსოფლიოსთვის მაინც არამზა გუნდი მგონია, ევროპის მოგებით არ მთავრდება ყველაფერი და არ ნიშნავს, რომ უკვე მაგარი და ჩამოყალიბებული გუნდია. თუმცა თუ ასევე გააგრძელეს, მათაც შეეძლებათ ბოლომდე მისვლა.

    ნუ ჰოლანდია, საფრანგეთი, პორტუგალია და ა.შ.🙂 აუცილებლად გვექნება სიურპრიზებიც, მათ შორის აფრიკული ნაკრების ან ნაკრებებისგან🙂

    1myway1

    December 4, 2009 at 8:09 pm

  3. charlizam daamshvena ra, eg ro ara imdenxans ver gavdzlebdi..

    tan ra simboluria naxe, F jgufshi movxvdit ..😛😀

    kmayofili var am cilisyrit, friad

    TiFozi

    December 4, 2009 at 8:25 pm

  4. მაგ ბრაზილიის კომპლექსის დაძლკევის იმედი მაქ 2010, ამოვიდა ყელში, უნდა ინამუსონ და ასეთმა ვარსკვლავებმა ფეხი განძრიონ არაფრითაა ბრაზილიის ნაკრები არგენტინაზე კარგი სასტავით.. მე მაინც არ ვისურვებ იტალიას ფინალამდე, თავს ვიზღვევ რაა., მირჩევნია ისევ ბრაზილიას შეხვდეს .. სეპანეთს კი მართლა მაგარი გუნდი ყავს.. ნუ ვილია ტორესი ალბათ მაგარი იქნება, აი ნახე ვილია ჯგუფშივე იმდენ გოლს გაიტანს ბომბარდირი გახდება.. საფრანგეთზე 2006 ში ვინმეს რამე ეგონა? მაარ ხო ნახე.. რაა იცი გუნდი ძლივს მოხვდა ეცდება რეაბილიტაციას.. ფორუმზე რატომღაც გონიათ რომ პორტუგალია ჩარჩება, აი მე კი 100% დარწმუნებული ვარ რომ რონალდო და კამპანია ტავს არ შეირცხვენს, კაი რაა რაის კოტდიუვარი😀 .. აბაზრი არაა იყომარებს მარა მეეჭვება..გერმანია წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ახლა უკვე ფავორიტია, ასევე კაი გუნდია ინგლისი, თუმცა ბრაზილიამ ცალი ფეხით მოუგო ახლახან.. ჰოლანდიას რაც შეეხება ჯგუფს დაგლეჯს აი მერე აზზე არ ვარ .. დაველოდოთ ეს დრო ხელად გაირბენს

    დავიდ ვილია

    December 4, 2009 at 8:31 pm

  5. სად შეილება აქ რეგისტრაცია?

    დავიდ ვილია

    December 4, 2009 at 8:39 pm

  6. ხო, შარლიზა კაი რამეა, ისეთი კომენტარები ვაკეთე დედაჩემი გავიდა ოთახიდან😀😀
    მეც კმაყოფილი ვარ ცხვარი, ვნახოთ რა იქნება – ეს იტალიაა!

    დავიდ ვილია
    რა ვიცი, არგენტინა სულ მასეა, მთლიანობაში ეგ ,კომპლექსები’ ერთი დიდი კომპლექსითაა გამოწვეული და ამას ჰქვია – ,მარადონას კომპლექსი’😀😀 აი იმ მარადონასი, ახლა რომ ნაკრების მწვრთნელია და რომ არ უნდ აიყოს🙂 თუმცა არავინ იცის, ეგებ ბიჭები გაიხსნან ბოლო ბოლო და თავისით ითამასონ და ამანაც მსოფლიოზე სხვა დუხით დაგეშოს, გაამხნევოს მაინც, თორემ მარადონა როგორც ტაქტიკოსი…😀 მე მაინც ვთვლი, რომ გაუჭირდება არგენტინას, მაგრამ ამოუცნობია…

    ვილია მევასება, მაგრამ თავს ვერ დავდებ ისევ ბომბარდირი გახდებათქო და საერთოდ ესპანეთს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. თუმცა პოტენციალი ძალიან დიდი აქვს.

    ეს ის გერმანიაა არ არის, მაგრამ გერმანიაა და ამით ყველ;აფერი ნათქვამია, ისევე როგორც იტალიის შემთხვევაში😛

    ჰოლანდიის ტრადიციული არასერიოზულობის გამო ვერაფერს ვიტყვი. ევროპის ჩემპიონობა არ კმარა ხალხო😀

    ინგლისი სახიფათოა ვიმეორებ.

    პორტუგალიის ჩარჩენის მეც არ მჯერა, რეალურად სერიოზული გუნდია, უბრალოდ მწვრთნელი ჰყავს ცუდი და იმენნა ფორვარდში მოიკოჭლებს. ახლა კი მოდის თაობა თიტქოს, მაგრამ ჯერ მზად არიან ასეთი დონისთვის. ერთი მაგარი ფორვარდი სჭირდებათ.
    კოტ დივუარი ნამდვილად იბრძოლებს. ბოლო ბოლო ის მანიაკალურად ძლიერი არსება ჰყავთ წინ😀

    ხო, საფრანგეთი ეგაა რა, როდის მოუმატებს და რას იზამს არ იცი. თუმცა მე მაინც ალმაცერად ვუყურებ. ამ იდიოტი დომენეკის მასხარაობაც უნდა დასრულდეს

    პ.ს.
    რეგისტრაცია [URL=http://wordpress.com/]http://wordpress.com/[/URL] აქ უნდა გაიარო

    1myway1

    December 4, 2009 at 8:44 pm

  7. ნუ ძალიან მომწონს ერთი გარეოება, რომ ჩემპიონებად არავინ გვთვლის.. ეს წაგვადგება..94-შიც ასე იყო, ძლივს გავედით და მუნდიალზე უკვე უძლიერესი გუნდი გყვავდა..თან დააკვირდით ჯგუფიც იგივეა🙂 მოკლედ ისტორია მეორდებაო.. იმედია დიეგოს ეხლა მაინც არ გააგდებენ.. მოკლედ თასი ჩვენია, ჩუმად ავაცლით ყველას, მოულოდნელად!😀

    skiamakia

    December 5, 2009 at 9:23 am

  8. რა ვიცი, რა ვიცი…😀

    1myway1

    December 5, 2009 at 3:14 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: