1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Inglourious Basterds (2009, 1978)

with 7 comments

ალალად ვიტყვი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საყოველთაო აჟიტირება ზოგიერთ ადამიანში პროტესტის გრძნობას იწვევს და ანტიპათიურად განეწყობი იმის მიმართ, რაზეც არის ეს საყოველთაო აჟიტირება. ასე მოხდა ამ ფილმზეც, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ მომეწონებოდა და ტარანტინო არც ,ვოჩმენია’, არც ,მეცხრე ბლოკი’ თუ რაღაცა და არც ,2012′(რომელიც ჯერ არ მინახავს, მაგრამ მალე ვნახავ). გარდა ამისა, არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა, რომ ეს არის რიმეიკი და ისე ადიდებდა ჩვენ საყვარელ კვენტინს, რომ ძველ რეჟისორზე ენცო კასტელარიზე და ძველ ფილმზე სიტყვაც არ დასცდებოდა.

იმასაც ალალად ვიტყვი, რომ არ მეგონა თუ სიუჟეტი ამდენად განსხვავებული იქნებოდა და საერთოდ თუ ტარანტინოს ფილმი ასე მომეწონებოდა, მაგრამ ვიმეორებ, რომ მომეწონებოდა ვიცოდი. ახლა კი სიტყვები არ მყოფნის საქებად. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა პროვინციელია ჩვენი კვენტინი, რაც მის ფილმებში გამოიხატება ხოლმე პატარ-პატარა ნიუანსებში, მე ის ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. არის უნიჭიერესი, ფანტაზია აქვს არნახული, გაბედულია და მოკლედ საოცარი ვინმეა, რა პატარა ასაკში აქვს რა ფილმები გადაღებული, მანიაკია. განა რამე სხვას უნდა ველოდოთ იტალიური სისხლის მქონე კაცისგან?😛 რასაკვირველია არა. ის მცირე პროვინციალიზმი ალბათ ირლანდიური ნარევიდან აქვს😛 კაი, ეს ისე, თორემ მე მიყვარს ეს ,კოქტეილი’ ,აპასნი’ ხალხი გამოდის ხოლმე.

კი ბატონო, ტარანტინოს ფილმი ორიგინალს სჯობია, ამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ცოტა ობიექტურნი ვიყოთ და გაგებით მოვეკიდოთ მთლიანად საკითხს. ანუ ის ძველი ფილმი, როცა იქნა გადაღებული, იმ დროისთვის მშვენიერი იყო და ახლაც სიამოვნებით უყურებს კაცი და რაც არ უნდა ვთქვათ, ვერ გავექცევით ვერც იმ ფაქტს, რომ იდეა იქიდან მოდის და იდეა საოცარია ამ ფილმის. ამიტომ ორივე მაგარია. ძველში არის რეჟისორული და არამარტო, ხარვეზები, ამას აქვს თავისი მიზეზები ცხადია. კვენტინის ფილმი დახვეწილია, რატომ არ იქნება, ამდენი წლის მერე, ამხელა დაფინანსებით, ასეთი მსახიობებით და ა.შ.🙂 ყველაფერი ლოგიკურია.

მინდოდა პირველად ტარანტინოს ვერსია მენახა შთაბეჭდილება მიმეღო და მერე მეყურებინა ძველისთვის, რათა უფრო ობიექტური ვყოფილიყავი და კვენტინის ცაში აყვანა არ დამეწყო. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთ დღეს, თენდებოდა უკვე და 2,5 საათს ვერ გავქაჩავდი, ამიტომ მომინდა რაღაც და ჩავრთე კასტელარის ვერსია, რომელიც 1,5 საათი გრძელდება. ამ ფილმს სულ სხვა მუღამები აქვს, ცოტა ვრცლად ქვემოთ განვიხილოთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ძველი ფილმი ვნახე, რა თქმა უნდა, მაინც ახალმა მოახდინა გაცილებით დიდი შთაბეჭდილება.

თუ მაინცდამაინც ხარვეზების პოვნას მოვინდომებთ, ამას ორივე ფილმში მოვახერხებთ. ძველში მიზეზთა და მიზეზთა გამო ისინი არის. თქვენ წარმოიდგინეთ ჩაკირკიტების შემთხვევაში ახალშიც ვნახავთ. იგივე ის მომენტი, კინოთეატრში ჩადის ჰიტლერი და მის კართან ორი კინკილა დაცვაა გარშემოც დიდი არაფერი(ის არ იგულისხმება, რომ ლანდას არ გაუცია ბრძანება) და ეკრანის უკან ფირების მთაა, რომელსაც ცეცხლი უნდა წაეკიდოს და ეს არავის შეუმოწმებია, კარგი რა😀 და შავკანიანი მარსელი, რომელიც ასევე არ უნდათ გერმანელებს, ვერ ნახეს, რომ შენობაშია, თან იქ საიდანაც ფილმი შუქდება და თავისუფლად გადაადგილდება კინოთეატრში, კარებებსაც კეტავს და რამე.

ისე, ბრედ პიტს დიდ პატივს ვცემ, ტილ შვაიგერი და დენიელ ბრული ჩემი ,ლუბიმჩიკები’ არიან. ბარემ მეტ დეიმონი და ჯუდ ლოუ მოეწვია და კიდევ ჰიტ ლეჯერი გაეცოცხლებინა ტარანტინოს და გულის შეტევით მოვკვდებოდი ფილმის ყურებისას😀 რატომღაც რო არ მომწონებოდა😀 სხვა მსახიობებს სულ, რომ შევეშვათ.

..მაგრამ აი კრისტოფ ვალცი, ეს არის მსახიობი და მისი პერსონაჟი SS-ის შეფი ჰანს ლანდა, რომლის გარეშეც ეს ფილმი ალბათ დაახლოებით ნახევარს დაკარგავდა. პირველი წამიდანვე პირდაღებული ვუყურებდი და ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ რა ვიცი… ასეთ დონე ტიპებზე, ცუდია თუ კარგი, ვაფანატებ. თავისი მკვლელი, არნახული ცინიზმით. უდამსახურებულესად მიიღო კანის ფესტივალის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

ხო კიდევ, არ ვამართლებ და არაფერი, მაგრამ ბევრ ფრიცს ძალიან დასტოინ ტიპად ვთვლი და რაც მთავარია, ჭკუა მეკეტება(აი სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით), მათ მაშინდელ არნახულ ამუნიციაზე, რა ჩაცმულობა ჰქონდათ, რა პალტოები, ქუდები, მოკლედ ერთ სიამოვნებად ღირს ხოლმე ამის ყურება. სხვათა შორის, ამ ფილმში ამაზე იმდენად არ არის აქცენტი. ბევრად უფრო დაბალბიუჯეტიან ფილმებში ისეთ ამუნიციას ნახავ, რომ გული გაგისკდება. მართლაც, საუცხოოდ ჩაცმულები იყვნენ ნაცისტები.

მაშასადამე, გენა ფონოგრამა, ვიწყებთ:

1). Inglourious Basterds (2009)
aka “Inglorious Bastards” – USA
by Quentin Tarantino

ნუ აბა ვრცლად რაღა უნდა ვთქვათ ამ ფილმზე? რაღაცეები კი დავწერე, უმეტესობას ნანახი გაქვთ, ვისაც არ გაქვთ, ყველას გირჩევთ და თავადაც კარგად მიხვდებით ყველაფერს.
ბრედ პიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფაქტობრივად ყველანაირი როლის მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და თავის დროზე, ზოგი ალმაცერად რომ უყურებდა, რამხელა შეცდომას უშვებდა. პრესონაჟს ალდო ჰქვია, იტალიური ფესვები აქვს 😀😀

ეს ადამიანი ფანატია, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს მაინც, უშიშრად დგას და არ გასცემს თავისიანებს

ფილმი იწყება პათოლოგიურად. უმაგრესი ვიზიტი, გოგოები, რძე და შოუ, რომელსაც ლანდა დგამს. რა დიალოგია, აი გავაფრინე კინაღამ. ტიპმა რო იცის უკვე და რო კაიფობს პროსტა, დროს წელავს და სიამოვნებას იღებს(და ამას ერთხელ არ აკეთებს ფილმში), როგორ შეუყვანს ვირთხებზე…😀 იმ ფრანგ კვერცხსაც რა ექნა.
დაბოლოს, ,ორევუარ შოშანა’ ეს არის უმომენტესი…
საერთოდ რო არ უნდა ექნათ ის რასაც აკეთებდნენ ბაზარი არაა, მაგრამ მაგ სიტუაციაში შოშანას გაშვებამ, აი რა გამოიწვია…😀

ორმაგ დამოკიდებულებას იწვევს ,გმირი’ ფედერიკ/ფრიდრიხ ცოლერი. ნუ გერმანიისთვის მართლა გმირია, მაგრამ ისე… სამაგიეროდ, არ არის როგორც ასეთი ტიპიური ნაცისტი და ძაან ცუდი ტიპი. შოშანა რო დაევასება და პადხოდს უწყებს მაგარია, ამას იასნა ვერ გაამტყუნებ, მაგრამ მაინც  ცოდო არ იყო რო მოკლა?😦 თან ისე რო ერთიც არ ისქნა😀😛 თავადაც მიიღო პასუხი😉 არავინ თქვას, რომ ათიდან ცხრა იგივენაირად არ მოიქცეოდა იმ სიტუაციაში, როგორც ცოლერი იქცევა.
ისე კი ეგ სცენა არის ძალიან ძლიერი, თავადაც შეამჩნევდით ან შეამჩნევთ.

ისე, ისიც მაგარია. შოშანა რომ მიჰყავთ ,მიწვევაზე’ გებელსი და ცოლერი რო ზიან და ის ტიპი ვინც გამოგზავნილია, როგორ ექცევა😀 არადა თითქოს მოწიწებით უნდა ექცეოდეს, ცოლერს მოსწონს და რამე.

ნუ მერე, ხო პანიკაა საერთოდ ლანდა, რომ გამოჩნდება და მორიგ უდიალოგესს დადებს. რძეს რო შეუკვეთავს და ბოლოს რაღაცის თქმა მინდა და მომკალი და არ მახსოვსო😀 ზეკაცია რა.

თან ყველას რო უმეორებს, უბრალოდ ფორმალობაა რო გეკითხებით რაღაცეებსო😀

საერთოდ ფილმში, ბევრი მაგარი სცენაა და ერთ-ერთი საუკეთესოა მათ
შორის, პაბის სცენა. უძლიერესი პერსონაჟი მაიორი, მთლად ლანდას დონეზე ვერ ქაჩავს, მაგრამ ძალიან ძლიერია. მოფარებულში რო ზის, წიგნი, სიგარეტი და ლუდი… და უცებ რო გამოდის🙂🙂
,მე თქვენ არ გეკითხებით ლეიტენანტო მიუნხენო და არც თქვენ ლეიტენანტო ფრანკფურტო, მე ვეკითხები კაპიტანს არ ვიცი საიდან’😀😀😀 სასწაულია🙂
საერთოდ მთელი სცენა, თამაში, მთელი დიალოგი და ყველაფერი, უბრალოდ უნდა ნახოთ და არაერთხელ🙂
ნუ ის ბრიტანელია თავს დაიწვავდა აბა რას იზამდა😀😀 ლეღვი
ძალით რომ იცინიან ის არის კიდევ ძალიან მაგარი

გადაცხრილვის მერე, ყველა რო კვდება გული მწყდება ძალიან უგო შტიგლიცზე, ასე არ უნდა დაგვეკარგა😛
მაქსის მამა როგორ ,გადარჩება’… ისე ალდოს რო ესროლა მისთის რაღაც არ გამოდიოდა, განა რამე, უბრალოდ, ცოტა არადასტოინი პონტი იყო, ჰოდა აგერ ქალი ესვრის )))

მოდის მორიგი შედევრი და კიდევ ერთ-ერთი უშედევრესი სეცენა😀
ხო გადაწყვეტენ იტალიელები ვითამაშოთო, ამ დროს აზრზე არ არიან, ძლივს ბლუყუნებენ, უნიჭო მოძრაობებს აკეთებენ და თან ლანდას ხო დამწვარი ჰყავს ჰამერსმარკი, მაგრამ ისევ დროს რომ წელავს და კაიფობს😀 აუ უბრალოდ, გენიალურია..
და კულმინაცია, გერმანელებს იტალიური უჭირთო ამათ რომ ჰგონიათ და უცებ უნაკლოდ რომ ალაპარაკდება ლანდა, მოვკვდი კინაღამ მაგ სცენაზე😀😀

ერთი სული აქვთ როდის გავლენ, მაგრამ ეგრე სადაა. მოდი აააქ😀 ლანდა ოთახში რომ შეიყვანს და რამდენი ხანი აწვალებს, ფეხსაცმლის უმაგრესი დვიჟენია და ბოლოს მიახრჩობს. აქაც არავინ თქვას, რომ იგივეს არ იზამდა უმეტესობა, ლანდას ადგილას.
მერე კიდევ, როგორ ოსტატურად მოიფიქრებს ყველაფერს. და აქაც უდიალოგესია, ყველაფერი იცის ტიპმა, რეებს იძახის😀 თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აშკარაა, ასე უბრალოდ გამოძრომის საშუალებას არ მისცემენ ლანდას, არადა გარიგება გარიგებაა… თუმცა მოკვლით არ კვდება, ასე გამოდის თითქოს, უბრალოდ პიტი თავის საფირმო ნომერს ატარებს და სამუდამო დაღს ასვამს შუბლზე😀 საინტერესო ფინალია ნამდვილად.

ნუ იქამდე არის კინოთეატრის სცენა, ჰიტლერის სიცილი, გებელსის ცრემლები და სხვა სიყვარულობები. მოკლედ, მართლა ძალიან მაგარია და დიდი სიამოვნება მივიღე.
ბრავო, ბრავისიმო, ბელისიმო!

პ.ს.
სხვათა შორის, ერთი პატარა მომენტია, ცოლერი, რომ გააცნობს შოშანას ,ეს საუკეთესო მსახიობია მსოფლიოშიო’. (თეოდორ ფრიდრიხ) ემილ იენინგსი, საინტერესო პიროვნება იყო. შვეიცარიაში დაბადებული გერმანელი მამისა და ამერიკელი დედის შვილი. ის იყო პირველი ადამიანი ვინც წარადგინეს ოსკარზე და პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ოსკარი კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
ჰოლივუდური კარიერა ფაქტობრივად დაუმთავრდა, როცა უფრო ნაცისტებისკენ გადაიხარა და რამდენიმე ფილმში ითამაშა კიდეც (ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო იმ დროში). ამბობენ, როცა ამერიკის ჯარი შევიდა გერმანიაში, ოსკარით ხელში გამოვარდაო😀 არიქა, ამერიკელი ვარ ნახევრად და ჰოლივუდში წარმატებული კარიერა მქონდაო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა )) ანუ ჰოლივუდს ვერ დაუბრუნდა და ამერიკას.

2). Quel maledetto treno blindato (1978)
aka “The Inglorious Bastards” – USA
by Enzo G. Castellari

კასტელარი და ტარანტინო


ორიგინალზე ბევრს ვეღარ დავწერ, იმიტომ კი არა, რომ სათქმელი არ არის ბევრი, უბრალდო, ზემოთ იმდენი ვწერე, რომ დავიღალე😀 თან გრიპი მიტევს და ძლივს ვარ. ნამდვილად გირჩევთ ყველას, მშვენიერი კინოა და ასევე სიამოვნებას მიიღებთ. თავისი პერსონაჟებით, დიალოგებითა და მომენტებით.

ლეიტენანტი რობერტ იაგერი. მაგარი კაცი, რისთვისაა დაჭერილი… :D  დასტოინი როჟაა, ბოლომდე

ნიკი უძლიერესი კაცი, ყველაზე მაგარი, რეებს აძრობს😀😀 იტალიელი😛 ყველაფერი რო აქვს და ვაბშე ძალიან მაგარი ტიპი. გრაალიც ააქვს ჯიბეში იმენნა ))

ყოვლად ცეტი და ატეხილი ტონი, მაგრამ მთლიანობაში მაინც კაი ნორმა ტიპი როა. ვინ იფიქრებდა ბოლომდე თუ შემორჩებოდა…

ფრედი, მაგარი კაცი. ბოლოსაც ჯიგრულად ხდება ყველაფერი🙂

მშიშარა ბერლი, ვერ გამოძვრება საწყალი

ადოლფიც ძალიან კაი ტიპია, ცუდად გამოვა…

დაბოლოს, ნიკოლი… სისნისლა ამათი😀

პოლკოვნიკი ტომი, ფრენგების უფროსი, ტუპოი გერმანელები და ა.შ. არიან კიდევ კარგი პერსონაჟები. ნიკი რო საათის გაყიდვას ცდილობ, საჭმელი, სიგარა, სანაძლეო, როგორ გამოძვრებიან არაერთხელ… მომენტებიც უხვადაა მოკლედ.

ისე კასტელარი ამას იღებდა თუ იღებს თუ დაამთავარა, საინტერესოა რა არის )))
Caribbean Basterds (2009) (post-production)

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძააალიან არ მომეწონა ეგ ფილმი!! მიხარია რომ ჩავმოვქაჩე და ისე ვუყურე, რადგან მაგ ფილმში დახარჯულ 10 ევროს ჩემ ტავს ვერ ვაპატიებდი!

    ტარანტინოს დიდი ორიანი ჩემგან!

    BloggerGirl

    December 7, 2009 at 4:29 pm

  2. კაი რა😀
    თავის პონტში, რა ჩანაფიქრიც არის და ტრანატინოს სტილში არის უძლიერესი ფილმი(მისთვის არა, ისე ზოგადად)
    არ შეიძლება მასე😛 ისევე როგორც მისი ცაში აყვანა, ეს ძალიან მაღიზიანებს🙂

    რაც შეეხება ჩამოქაჩვას, მეძირითადად ეგრე ვუყურებ, ეგრე მირჩევნია.
    თან ჩვენ კინოთეატრებში როგორც წესი იდიოტობებს აჩვენებენ.

    1myway1

    December 7, 2009 at 4:35 pm

  3. სულ მავიწყდება ამ ფილმის ნახვა🙂
    უნდა ვნახო ერთი🙂

    cucqa

    December 19, 2009 at 12:24 am

  4. პირველად ეს ფილმი, როგორც შენ თქვი “საყოველთაო აჟიტირების” გამო ვნახე😀 ყველა ამ ფილმზე საუბრობდა და გადმოვწერე და ვნახე. თვალებზე ხელს ვიფარებდი იმდენი სისხლების გამო😀 მაგრა ვერ დავუდე გული.
    მეორედ ავადმყოფობის ჟამს ვნახე, ტვ “საქართველოზე” გადიოდა და მაშინ ბევრ დიალოგს დავუკვირდი და მომეწონა. ვააახ, მეთქიიი, მარტო სიხლები არ ყოფილა😀
    ვოლცის საყოველთაო აღიარბის მერე გადავწყვიტე რაღაც მომენტები თავიდან მენახა და უკეთ დავკვირვებოდი. მომენტები კი არა მთლიანად ფილმი შემომეყურა😀 ანუ ყურებას არ ვაპირებდი მაგრამ 2 საატნახევარში ტიტრები რო ავიდა, რეჟისორის კვენტინ ტარანტინო და ა.შ მივხვდი რო მთელი ფილმი ვნახე და თან დიდი სიამოვნებით😀 მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს მკვლელობებით დატვირთული სცენები და ძალიან მთრგუნავს, ამ ფილმის დამთავრების მერე კარგ ხასიათზე დავდექი😀

    მოკლეეედ, მევასება რა ეს ფილმი, მიუხედავად იმისა, როგორც შენ აღნიშნე, ბევრი ელემენტარული ლაფსუსია გაპარული. მარტო ის რად ღირს ჰიტლერი რო გამოდის და დაცვას კევს თხოვს😀

    წავედი, სანამ ორევუარ შოშანას მეტყოდე😀

    Shosanna dreyfus

    March 11, 2010 at 9:51 pm

  5. 😀
    კი ლაფსუსებზე ჩაკირკიტება შეიძLება, მაგრამ ეს ტარანტინოა და ასე მინდაო ამბობს რა😀
    ყველაფერი ისეა როგორც რეჟისორს უნდა, იაფფასიან ფილმებში ეს გვაღიზიანებს, აქ კარგად არის ასე თუ ისე გაკეთებული, მაგრამ ცოტ-ცოტას წაუგოიმებს ხოლმეთქო რომ ვამბობ, სწორედ ამას ვგულისხმობ😛

    1myway1

    March 12, 2010 at 10:56 am

  6. kinoteatris sena chemi favoriti scenaa filmshi.aldo ro ambobs “gorlomi”s da “arive derci”s amerikuli akcentit,magaze meketeba,umagresia,..:D:D
    xo kide pubshi “kapitan usamshoblos” ambobs germanulad is gestapo.:)
    zölleris da shushanas agsasrulis scena xo kuminaciaa filmis saertod,minimum vizualuri tvalsazrisit.

    P.S.am filmshi bevrad metis danaxva sheilzleba vidre bevri sisxli an ubralod ragac komerciulad gafilmebuli story nacistebze, kinos agkma visac sheuzlia saertod, dainaxavs kidec da tarantinostvis 2ianebis daceramde cota dapikreba ragasragaceebze cudi ar ikneboda.

    natia

    August 9, 2010 at 8:12 pm

  7. namdvilad magaria
    ,is germaneli gestapo’ zechuvakia😀

    1myway1

    August 9, 2010 at 11:24 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: