1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პაემანი პირბადით

with 2 comments

სულ გაგიჟდნენ გურჯები, მასობრივი სიგიჟეა ქვეყანაში. კატასტროფული რეგრესი გრძელდება😀 მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ😀

ჯერ ბაზარში წასვლა დიდად სასიამოვნო მოვლენა არ არის, მაგრამ ზოგჯერ საჭირო, ნუ მე ნივთების საყიდლად დავდივარ ძირითადად ან დისკების, კაი ტოჩკა ვიცი😀 ჰოდა ვინმესთან ერთად რომ მიდიხარ უკვე ძნელია… მაგალითად დედაჩემთან ერთად ვიყავი და გამაგიჟა, ამ ფასების კითხვით და თითქმის ყველა დახლთან თუ ,დახლთან’ გაჩერებით. თუმცა ძლივს, მაგრამ მაინც დავეხსენი ამ სიტუაციას, საკმაოდ ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ.

სამაგიეროდ, მაგარი რამე გავჩითე, სანამ ერთ-ერთ ადგილას ველოდებოდი. გაიჩითა წყვილი, პაემანი იყო, დაკვირვებულმა თვალმა უცებ გამოარკვია😀 ნუ ჯერ იქ რო დვიჟენიობდნენ რაღაც მობაღო, მომაღაზიო ადგილებთან უკვე ისეთი პონტი იყო, მაგრამ მთავარი მუღამი ის არის, რომ გოგო იყო პირბადით. აი ჭეშმარიტი ქართველი ქალი როგორი უნდა იყოს, კოჭებამდე კაბით ან კლიტეიანი ჯინსით(ოღონდ მუხლთან გამოხეული და გაცრეცილი, ეგ თავისთავად) და პირბადით, ეგრევე გაუსწორდათ გურჯებს, ახალი გასართობი ნახეს. როგორც ვთქვით, ზოგი სახეს გვიმალავს, გარკვეული მიზეზების გამო. ზოგი თვალებით მაინც გავიდე ფონსო და ახამხამებს ამ წამწამებს და არის ერთ დღეში, ზოგმა ახალი მოდა და სტილი ნახა და ტანსაცმელსაც კი უხამებს, ზოგისთვის თავისუფლებისა და უკომპლექსობის გამოვლენაა, ზოგიც უბრალოდ, მართლაც სიფრთხილის მიზნით ხმარობს პირბადეს. იმედია, ბოლო კატეგორიის ხალხი ყველაზე მეტია.გოგო იმენნა ღორის გრიპს აპრავებდა, სახე ისეთი ჰქონდა ალბათ, რომ მამგისთვის უსროლია ავრორას კი არა h1n1-ს და ჩამალა სიფათი პირბადეში. ნუ ის ბიჭი ტიპობდა, თორემ ვინ იცის თავადაც უნდოდა პირბადე. ნუ მამენტ ქორწილამდე სექსი მაინც არ შეიძლება და კინოში ხელიხელჩაკიდებულნი ისედაც წავლენ, ნუ კაი, ხელთათმანს გაიკეთებს გოგო ბოლო ბოლო. აი რაც შეეხება კოცნას, გრცხვენოდეთ! ესეც ხომ ცოდვაა და თან ქორწილამდე მხოლოდ ლოყაზე.
პროსტა ჰაეროვანმა კოცნამ რა დაუშავათ გურჯებს, ახლა ის გოგო ხომ ვერ გამოაგზავნიდა და პირბადეს შეეხეთქებოდა მისი ამბორი და ბაქტერია…

კარგით კარგით😀 გავაჯაზე. ასეც არაა ახლა, ვინც თვლის, რომ პირბადე საჭიროა, უნდა გაიკეთოს ცხადია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. განა ვინმეს ვამტყუნებ, პირიქით, გურჯი კი არ ვარ, რო დასცინიან მასეთ რაღაცეებზე😀 უბრალოდ, შეხვედრის ადგილი და სიტუაცია იმდენად კომიკური იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და… მე მაპატიეთ

თან რავი, საქმეში ჩახედული ხალხის უმეტესობა ამბობს, ჩვეულებრივი ვირუსია ეს ე2-ე4-ო. როგორც სხვა ვირუსს შეუძლია გართულდეს ასევე ამ გრიპსაცო, დროულად მიხედვა და ყურადღება უნდა უბრალოდო. ალბათ მართლაც ასეა, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში.

იმაზეც მაგრა ვკაიფობ ბიჭები და ქალები, რომ ფრთხილობენ, მაგრამ პირბადის გაკეთება უტყდებათ და კაშნეებს იფარებენ თვალებამდე, ვითომ მცივა და იმიტომო😀 გაიკეთე რა შე დალოცვილო თუ გინდა, რას ტიპობ და გეგრეხება. ეჰჰ…😀 ეს ცალკე კასტაა კიდევ

ხო, ისე შესავალში რომ ვთქვი ერის რეგრესი გრძელდება და სიბნელე მძვინვარებს ისევთქო, უშუალოდ ამ ფაქტთან არ ჰქონდა კავშირი. ზოგადად ბოლო დღეებში ვილაპარაკეთ, მე და დიადმა ლევანამ. თან ბაზარში ვნახე კიდევ ,საკაიფო პონტები’. მეგრელებმაც შეასრულეს ჩემს თვალწინ რამდენიმე (არ გაგიტყდეთ კარგო მეგრელებო) და ასე შემდეგ. ბევრი რამე ვნახე და გავიგე კიდევ და ასეა მეგობრებო სამწუხაროდ. თუმცა ვითარცა გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ადრე თუ გვიან გვეშველება😀

კიდევ რა… პიშკების ყიდვისას სწერვა გოგოები ვნახე, თან რო უნდათ და თან რო სწერვობენ. მერე დავეხსენი ბაზარს, ლევანა ვნახე ცოტა ხნით. ბროსეს ბაღში დავსხედით, ლუდი მოვწრუპეთ და ვიბაასეთ მრავალ საჭირბოროტო საკითხზე😀 გამვლელები იქაც ვაპრიკოლეთ. მერე ჯაან ტაკოი გოგჩო ვნახე. ასევე ჩმდდშვც როჟა.

დღე ქარიზმატულად გაგრძელდა, მერე სახლში მოვბრუნდი და ახლა რაღაც საქმეები მაქვს. მეზარება გაგრძელება გურჯისტანზე და გურჯებზე. თორემ გავბრაზდები და ნერვები მომეშლება😀 სხვა დროს მივუბრუნდეთ თემას.

ისე მამენტ, როგორც პრეზერვატივი არსებობს, პირბადემ რა დააშავა ტო. კოცნისას საჭიროა რა. ე2-ე4 მძვინვარებს აგერ, რა იცი ვის კოცნი, იქნება იქამდე ორი შეყვარებული ჰყავდა და ბუზია, გადააქვს დაავადებები.

ახალი პირბადეების იდეა გამიჩნდა და უნდა დავაპატენტო. უნდა იყოს თხელი, მაგრამ საიმედო, რო არ ატარებს არაფერს, იქვე კლავს. სამაგიეროდ, კოცნისას პარტნიორის ბაგეებს ბევრად უკეთ აღიქვამ, დედაც კმაყოფილია, მამაც, ძმაც, ბებიაც, ბაბუაც და რაც მთავარია მეზოებლი ჯემალიც…

Written by 1myway1

December 21, 2009 at 5:57 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ახალი პიბადეების იდეა მომეწონა😀

    წამწამებს ახამხამებენ, წარბებს კი არა😛 შეიძლება მექანიკური შეცდომა, მარა მაინც😀

    ბიბი

    February 5, 2010 at 1:37 pm

  2. 😀
    უი, ეგ კი არ შე იმჩნევია😀 გაიხარე

    1myway1

    February 5, 2010 at 2:14 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: