1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for იანვარი 2010

ისტორია ფანჯრიდან დანახული მუშაობისა

with 10 comments

ეს ამბავი მოხდა 2005 წლის 6 ოქტომბერს და მეც უმალვე ფორუმზე გადავამღერე, რადგან სამუდამოდ უკვდავჰყოფილიყო. დღეს კი ის თემა, რომელშიც მაშინ დავპოსტე ამოტივტივებული დამხვდა და გამახსენდა ეს ისტორია, აუცილებლად ბლოგზე უნდა იყოსმეთქი, რათა – ყველამ გაიგოს! ყველამ იცოდეს! 😀
ასე რომ, გთავაზობთ საოცარ ამბავს, უბრალოდ ვაკოპირებ და ორი სამი პატარა რამ შევასწორე, ერთი-ორი უმნიშვნელო შეცდომა გავატარე, რადგან ორიგინალი არ დაიკარგოს 😀 😀 როგორც მაშინ ცხელ გულზე იყო დაწერილი, დაე ასე იყოს.
ისტორია ცოტა უხამს ამბავზეა და უხამსი სიტყვა(ნუ ვისთვის როგორ) რამდენჯერმე არის ნახსენები, ამიტომ, ბავშვობისთვის არ არის რეკომენდირებული წაკითხვა და არც ძალიან ქალიშვილი ქალებისთვის. სამაგიეროდ, ძალიან სასაცილო ამბავია.

მოკლედ იყო და არა იყო რა ფორუმზე უკეთესი რა იქნებოდა. ერთ მშვენიერ დილას ანუ დღეს როგორც ყოველთვის გამოუძინებელმა გავიღვიძე, ავდექი ბლა ბლა და წავედი სამსახურში, ცოტა წავიმუშავე, წავიჩეთავე და სადღაც 3-ზე წავედი ვაკის პარკში მეგობართან შესახვედრად. მას შემდეგ რაც, შევეკვეტე სამარშრუტო ტაქსში, 25 წუთი ვიცადე და წვიმა იყო, გადაიღო, მოვიდა მეოგბარიც. ვიყავით პარკში ესე 5-მდე და სასწრაფოდ დავბრუნდი უკან ისედაც დავაგვიანე. იქ მისულს უჩვეული ჟრიამული დამხვდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ აღარ მივაქციე ყურადღება შევედი ჩემ ოთხში, მაგრამ სანამ კარს გავაღებდი შევამჩნიე კარი ცოტა ნაწვალები იყო, სხვა გასაღებები მოურგიათ შესაბამის ეძებდნენ თუ არისო. ეს არ მომეწონა, მეთქი უკვე რაღაც ვერ არის საქმე კარგად, მაგრამ ვიფიქრე კომპიუტერი ან რამე დაჭირდათ, ყველა დაკავებული იყოთქო და ეგეც გავიარეთ. აი როცა ორი კაცი შემოვარდა ოთახში სიცილით კაკაბაძის ოთახში ვაბშე ვიპ ლოჟაა რატო ვერ გავაღეთო, უკვე ვსიოოო… და ვიკითხე რაშია საქმეთქო.
ჩემი თანამშრომლის სასაცილო ხმის ტემბრს ვერ გადმოვცემ, ვერც ზუსტად სიტყვასიტყვით გეტყვით, მაგრამ მთავრი ფაქტია – თურმე ჩვენი ფანჯრების პირდაპირ ზუტად(იქ მგონი კავშირგაბმულობის სამინისტრო თუ რაღაცაა და კიდევ სხვა ორგანიზაციები), მესამე სართულზე, სადაც რემონტია ახლა, მავანი მუშა, მომდგარი იყო ფანჯარასთან, იმენნა ფანჯარასთან დაჟე გადმოყოფილიც ქონდა ერთი პერიოდი და ანძრევდა 😀 😀 ნუ სანამ ჰაი-ჰუით მოყვნენ ამას კაი ხანი გავიდა. დეტალები ასეთია – მთავარი რედაქტორი სვამდა ყავას და ფიქრობდა თუ როგორ დაეწერა მონაკოზე სტატია, ხოლო როდესაც შემთხვევით გვერდზე გაიხედა დაინახა მუშა როგორ მუშაობდა, ცხადია, წამოხტა ფეხზე ფურთხებით და გინებით შეყარა ხალხი, რომლებიც შეცვივდნენ მის ოთახში(ჩემი ვიპ ლოჟა ვერ გააღეს, მაგრამ მთავარი რედაქტორის ოთახი გვერდითაა და იქიდანაც კარგად ჩანს) და მთელი რედაქცია აქედან ”ბალელშიკობდა” იმას. გარკვეული წვალების შემდეგ მუშამ ლესვა დაამთავარა და გაუჩინარდა.
ისმის რამდენიმე კითხვა:
1. რა გაუჭირდა ასეთი
2. რატომ მაინცდამაინც ფანჯარასთან
3. ნუთუ ვერ დაინახა ამდენი ხალხი სულ ახლოს, მოპირდაპირე მხარეს ფანჯარასთან რომ იყვნენ მომწყდარები
და ა.შ.

ჩემი დაშოკილი თანამშრომლების გამოთვლები
1. ალბათ ჩვენს ქვემოთ სართულზე ვიღაცას უყურებდა, მაგრამ რა დაინახა ასეთი ან სუ რო ტიტველი ქალი და სექსუალური აქტი ყოფილიყო, რა უბედურებაა ფანჯარაში თან მესამე სართულიდან მეორე შენობის მეორე სართულზე ჭაჭუნი ბლიად
2. პერტაიაზე და ოთარაზე ანძრევდა (ჩვენი თანამშრომლები)

და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო, როდესაც ხალხი დაცხრა, სიცილ-კისკისით დაიშლა, გინების ხმაც შემცირდა და ყველაფერი კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო ასე თუ ისე, მთავარი რედაქტორი ოთხაში შებრუნდა და ლამის ადგილზევე იმპოტენტად იქცა. ჩვენი მუშა უკვე გვერდზე ფანჯარაში მუშაობდა… ცხადია ხელახლა დაიწყო ერთი ამბავი, ხალხი ისევ მიაწყდა ფანჯრებს და დიდი ჟრიამულის შემდეგ იმ პატივცემულმა დაასრულა თავისი საქმიანობა და შტანგა გოლი გაუტანია როგორც მაცნობეს. ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი ცხადია მიწაზე დაენარცხებოდა, სადაც ჩვენი ერთი თანამშრომლის მანქანა იდგა…

ისმის კითხვა:
1. გვეშველება რამე?

ჩემი თანამშრომელვბის დასკვნები:
1. მეორე სართულზე მყოფი სუბიექტმა ან ობიექტმა მეორე ოთახში გადაინაცვლა და ჩვენმა მუშამაც ამიტომ შეიცვალა დისლოკაციის ადგილი
2. აღმოჩნდა,რომ პერტაია და ოთარა მეორე ოთხიდან უკეთ ჩანდნენ

მე კი ამ ყველაფერს მოვაკლდი და დღე მთელი დღე ეიფორიაში მყოფი თანამშრომელბის, განსაკუთრებით მთავარი რედაქტორის საუბარს ვუსმენდი.
პირველ გვერდზე რა გავიტანოთ? – ნძრევა
ახლობელმა დაურეკა და კითხა რას შრვებით როგორ ხართო – ვანძრევთ, იყო პასუხი
და ა.შ. სხვა ნძრევები

გაიჟღერა იდეამაც – ”აბაროტი ავუღოთ”.

მე კი ჩემი ოთახში შესვლა ფასიანი უნდა გავხადო, მართლა ვიპ ლოჟაა.

სამწუხაროდ, იმ დროს ფოტოგრაფები არ იყვნენ რედაქციაში, ხვალითვის უკვე გაფრთხილებული ჰყავთ და ორივენი დღის 3 საათიდან დარჭობილები იქნებიან სამსახურში. ერთი სიტყვით, გაზეთ ”სარბიელის” რედაქციაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, ხვალინდელი დღის მოლოდინში…

აი მეგობრებო ასეთებიც ხდება და მერე იტყვიან ერს არა აქვს ერექციაო. აქვს აქვს და მერე როგორი
ჩვენ კი ვართ აქ და ვერბალურ ანანიზმს ვეწევით….. აღმაშფოთებელია

პ.ს.
ის მუშა ვნახეთ მერე ახლოდან, ერთხელ გაზეთიც მისცეს 😀 ჩვენი მძღოლთაგანი სახიპიშოდაც კინაღამ გაიწია, მაგრამ ეს არცთუ კარგი იდეა გადავაფიქრებინეთ. მეორე დღეს და არც მერე, სამწუხაროდ მსგავსი არაფერი არ განმეორებულა და არ აღბეჭდილა ფოტოზე ან ვიდეოზე, მაგრამ არა უშავს, მთავარია – აქედან ვერ წაშლი 😀

ესეც ისე:
სოსო ჯუ

Written by 1myway1

იანვარი 28, 2010 at 12:17 PM

Posted in Uncategorized

ჩემი კინო-კოლექცია

with 2 comments

დავიწყებ იმით, რომ ვისაც გაუჩნდება კითხვა – რად გინდა/უნდა, ინტერნეტი აგერ არ არის? როცა მოგინდება ვერ დაქაჩავ? – და ასე შემდეგ, თან ვიცი ასეთები იქნებიან, მათ ვუპასუხებ:
არა მეგობრებო, ეგრე არ არის 🙂
პირველ რიგში ვაკეთებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, ჩემთვის ეს ყოველთვის მთავარია, რაც გინდა და გსიამოვნებს ის უნდა გააკეთო.
მერე მეორე, ვთვლი რომ საჭიროა, მეც მადგება ხოლმე, როგორც მოყვარულს. თან ვინმეს დაჭირდეს ათხოვებ და ა.შ.
გარდა ამისა, ინტერნეტი სულ ჩვენთან არ არის და ეგ აბსოლუტურად სხვა რამეა.
და რაც მთავარია, შთამომავლობას დავუტოვებ 😀 😀 უყურებენ და ისწავლიან, კარგებიც გამოვლენ 😀 😀 😀
ვატყობ მეც ბევრი ფილმის ხელახლა ნახვა მომიწევს ერთ დროს 🙂 უკვე მიწევს ბევრის და… მომავალში მით უმეტეს.

დიდი ხანია კინომანიაკი ვარ. ოღონდ, ,ჯორჯ ლუკასმა სტარ ვორსი გადაიღო, ეს როვულციაა, ეს უმაგრესია’, ,იმ სპეციალისტმა აქ ეს სტატია დაწერა, ე.ი. ეგრეა’, ,ამან ამით ეს თქვა და რადგან იმ განხილვაში ეგრე წერია, იასნა ეგრეა’ – სტილისა და პიზდეცინტელექტუალური სტილის არა 😀  არც ტერმინოლოგიით მობლატავე, ფაქტებდაზუთხული სტილის. უბრალოდ ვუყურებ და ვაგროვებ. რაც მაინტერესებს ვინტერესდები და ფაქტებსაც ვიღებ, მაგრამ მთავარი დარტყმა ჯერ ყურებასა და ჩემთვის, ცხოვრებისეულად გაანალიზებაზეა. მოგწონს? ეტყობა ხარისხი? ე.ი. კარგია. ამ ფილმა რა სიახლე შემოიტანა და რა გადატრიალება მოახდინა ეგ ცალკე თემაა, ამიტომ აპრიორი კარგი და საყავრელი ხომ არ არის 😀 ამიტომ ვხალისობ პიზდეცინტელექტუალებზე, ძალით სპეციალისტებსა და პროფესორებზე. ასევე რადიკალებზე და დაზეპირებული ფაქტებით მოსაუბრეებზე.

გული მწყდება გაპასავებულ ოსკარზე, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც მნიშვნელოვანი რამაა. ნუ აგერ ახლა იყო ოქროს გლობუსი და მისი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ხანდახან კარგია, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის იმას აძლევენ ხოლმე  და მაინც რაღაც გულის მოფხანის მომენტია 😀 თუმცა ეს იშვიათად ხდება.
სამაგიეროდ მიყვარს და ვაფასებ კანის ფესტივალს პირველ რიგში. ასევე ბერლინალეს და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ ამათზე ყველაფერი ვიცი და თავს ვდებდე, უბრალოდ, აქ წარდგენილი ფილმები ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებენ.
ცოტა თუ განვავრცობთ ევოპულ კინოში სულ სხვა სული და ხიბლია და მე ძალიან მიყვარს ის. ამით არ ვაკნინებ ჰოლივუდს, უამრავი შედევრია გაკეთებული ჰოლივუდში, მაგრამ მთლიანობაში ევროპული კინო სხვაა, ჰოლივუდი სხვა.

მცირე, მშრალი და დაუკონკრეტებელი შესავლის შემდეგ(თავადაც არ მომეწონა, მაგრამ იყოს), გადავიდეთ მთავარზე. წარმოგიდგენთ ჩემს კოლექციას, რომელშიდაც ამჟამად 1066 ფილმია, ნუ ეს აღრიცხული ასე ვთქვათ 😀 თორემ ისე ბევრად მეტია. აღრიცხვა გრძელდება და გაგრძელდება 😀 მით უმეტეს, დისკების ახალი პარტია მოვიმარაგე, ვიწერ და ვიწერ ფილმებს მათზე, ვინჩესტერიც გავამზადე ახალი პარტიისთვის 😀

აქვე მინდა გითხრათ რომ…

1. იმედია, ყურადღებას არ მიაქცევთ რამდენიმე შეცდომას სათაურში სიტყვაზე, ასო გამორჩენილი და რამე, გადახედვის დრო და ნერვები ახლა არ მაქვს და… ასევე სათაური, ქართულად რაც არის გაატარეთ 😀 უმეტესობა, ჩვენი საიტებიდან არის დაკოპირებული, რუსების ან ჩვენების დამახინჯებული, ჰოდა მეც ისე მაქვს გადმოტანილი, თუნდაც უცებ ძებნის ამბავში რომ დაჭირდეს ვინმეს ან რამე.
2. სიაში არის 2-3 ცარიელი ადგილი, ვიღაცეებს ვათხოვე დისკები და არ დაუბრუნებიათ ჯერ, მეც არ მახსოვს ზუსტად რეები იყო და ვის ვათხოვე, ნელნელა მოგვარდება 😀
3. სიას აკლია ბევრი ძლიერი ფილმი და რეჟისორი. ევროპული კინო არ არის ისე წარმოდგენილი როგორც საჭიროა და ასე შემდეგ. არ არის ბუნუელი, ცოტაა ძველი კინო, ცოტაა იტალიური, ესპანური, ფრანგული კინო. ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ გერმანული კინოა ცოტა(იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მაგარია, უბრალოდ მართლა ცოტაა). მოკლედ კინემატოგრაფია დიდი და გენალური რამაა და ცხადია, ბევრი რამ აკლია, მაგრამ ამ საკითხზე მიდის მუშაობა 😀 ძირითადად ისეთი ფილმებია, რომლებიც ადვილად იშოვებოდა, როცა ჯერ ტორენტებთან ისე გაშიანურებული არ ვიყავი და თან ზოგ რამეს ახლაც ვერ ვპოულობ ტორენტებზეც კი. სიაში არ არის ბუნუელი, ცოტაა ჰიჩკოკი, არ არის მაგალითად თქვენი საყვარელი The Lord of the Rings, ასევე თქვენი საყვარელი Star Wars და ა.შ. თუმცა ზოგი აგერ ვინჩესტერზეა და ჩაწერას ელოდება, ზოგი 8გბ-იან დისკს, რათა ერთად იყოს და ვინ მოთვლის მიზეზებს 😀 დასანანია, რომ წინა ვინჩესტერს გაჰყვა ფილმების ძველი სიაც(და ხელახლა მომიხდა მისი გაკეთება) და დაახლოებით 150 ფილმი 😦 რამაც ამირია ბევრი რამ. ახლაც დიდი ამბით მიდევს ის ვინჩესტერი ოთახში და იმედი მაქვს, რომ ოდესმე აღსდგება 😀 სხვა საჭირო ფაილებიც მქონდა იქ 😦
ასევე, სიაში  არის ბევრი კარგი ფილმი ცხადია 🙂
4. სია არ არის სრულყოფილი იმ კუთხით, რომ ხელახალი აღრიცხვისას მხოლოდ ბოლო ნაწილს აქვს, რეჟისორი მითითებული, რომ მოვიცლი დავუვლი და გავაკეთებ ყველაზე, სხვა რამეების დამატებაც შეიძლება. ნუ ეს ისე, ჩემთვის მინდა და მაინც გითხარით ხმამაღლა 😀 ნუ ყველა ფილმს ერთვის პატივცემული IMDB-ს შეფასება. ამას ძირითადად უცხოურ ფილმებზე აქვს ასე თუ ისე მნიშვნელობა, დანარჩენს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
5. პერიოდულად განვაახლებ ხოლმე ცხადია და მერე ან ცალკე ვიზამ ან ამავე თემაში ჩავასწორებ და ვისაც დააინტერესებს, ვაცნობებ სიახლეებს 😀 სასურველია სანახავი და დასაქაჩი ფილმები უუუამრავი მაქვს კიდევ, ეგ ცალკე სიაა 😀 და ჯერ კიდევ ვავსებ. უფრო პატარა, მაგრამ არც ისე პატარა, არის სია, რომელიც თავშიცაა, ვორდშიც და უჯრაში ძველ ქაღალდზე პასტით დაჯღაბნილი და შეკუჭულიც 😀 რა დამავიწყებს მრავალი წლის წინ იმ პერიოდს, როცა დავიწყე შეგროვება ფილმების, რა გულმოდგინედ ვჯღაბნიდი იმ ფურცელზე 😀 უსაქმობის ჟამს, როგორ ვაკეთებდი საკუთარი ხელით ქაღალდის ჩასადებებს, ნათარგმნი სტატიების დაბეჭდილი ფურცლებისგან 😀 😀 ამან სტრატეგიული მნიშვნელობაც შეიძინა, ჩემი ხელით გაკეთებულ კუსტარულ ჩასადებებში CD დისკები ბუდობენ, ნორმალურ ქაღალდის ჩასადებებში კი DVD 😀
6. კოლექციაში შესულია ბევრი ისეთი ფილმი, რომელიც არ უნდა იყოს, პირდაპირ ვამბობ 😀 მართალია მე არაფერს არ ვუყურებ არასდროს ისე, რას მომცემს ეს და რა ღირებულება აქვს და ასე შემდეგ, ცუდი გაგებით გამორჩენის პრინციპით, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც საერთოდ არაფერს იძლევა მართლა(ნუ ეხლა აბსოლუტურად უაზრო ფილმებს ვერც ვუყურებ და არც ვიწერ, როგორც წესი, მაპატიონ ზოჰანის და მსგავსების მოყვარულებმა. თუმცა მსგავსი ფილმები ჩემს კოლექციაშიც არის :D), მაგრამ მაინც ბევრი ისეთი ფილმი მოხვდა ჩემთან, რომელიც არ იმსახურებდა. უბრალოდ ბოლოს ისე გავმანიაკდი, რომ ძალიან ბევრ ზედმეტ რაღაცას ვუყურებდი და მერე წაშლა მენანებოდა, აი ოდნავ რაღაცა, რამდენიმეწამიანი ისეთი მომენტი მაინც თუ იყო ფილმში, ხელი მიკანკალებდა და ძირითადად ვტოვებდი 😀 ნუ ძალიან კატასტროფებიც არ არის ცხადია. 2-3 ისეთია, მართლა ვამბობ არ ვიცი როგორ მოხვდა 😀 😀 მაგრამ მხოლოდ 2-3.
ცხადია, არის საშუალო ან ამაზე დაბალი დონის, რამდენიმე ფილმი, რომელიც უბრალოდ ძველი მოგონების ან რაღაც კონკრეტული ფაქტის გამო მოხვდა კოლექციაში და არა იმიტომ, რომ ზოგადად იყო ღირსი. მოკლედ ამის გამო არ დამძრახოთ 😀
ისე ამდენი ფილმის ყურებას, დიდი მინუსი აქვს, ყველაფერი გერევა მერე ერთმანეთში 😀 ახალი მსახიობები ხომ საერთოდ, ახლა ეს ახალი ბიჭუნები და გოგონები სულ ერთმანეთში მერევა, ფილმებს, რომ თავი დავანებოთ, ბევრი ხელახლა მაქვს სანახავი 😀 იყო დრო დღეში 6-7 ფილმს ვნახულობდი. იყო დიდი პაუზებიც, არადა ჯობდა დამებალანსებინა 😀 მოკლედ გადავიწვი და მაინც არ ვეშვები, არც შევეშვები 😀 უბრალოდ ვეცდები დავაბალანსო და დავახარისხო ბაზა, ისედაც და ტვინშიც, თორემ დიდ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მიმოფანტული. აი თავში ისეთი რამე ხდება, ვინჩესტერს რო უნდა ხოლმე დეფრაგმენტაცია თუ რაღაც 😀 ცარიელი ადგილები რომ უნდა შეაერთო და როგორღაც დაალაგოს მასალა 😀
7. ფილმები არის რუსულად(ნუ რაც ქართულია, ცოტაა ჯერჯერობით, იმის გარდა და ერთი-ორის გარდა). მართალია რუსები ბევრ რამეს ამახინჯებენ, მაგრამ თარგმანი როგორც წესი კარგი აქვთ მაინც. სამწუხაროდ ინგლისურად ფილმების ყურებას ვერაფრით მივეჩვიე ჯერ, მაგას დროს ვერ ვუთმობ. ქართული თარგმანი კი… ძნელია. ბევრი კარგი ფილმი იმიტომ არ არის, რომ ხარისხიანი ვერ ვიპოვე, აი ძალიან კოშმარი რომ არ იყოს. ძალიან ცუდი ხარისხით ჩაწერა არ მინდა, არც ძალიან სასწაულზე მაქვს საუბარი, მაგრამ ნორმალური მაინც რომ იყოს. სუბტიტრებით ბევრი რამ არის, მაგრამ ეგრეც ვერ ვუყურებ ფილმებს, თარგმანი მინდა, თან ჩასაწერად. ნუ არის პატარა სახალისო დეტალებიც, მაგალითად ნათლიმამას სამი ნაწილი ერთ დისკად მაქვს ჩაწერილი და სიტყვაზე სხვა მსგავსი ფილმი სამ დისკად და ასეთები, ეგეც არაფერი, რა მნიშვნელობა აქვს 😀 მომავალში, როცა მოვახერხებ და კიდევ უფრო სრულვყოფ კოლექციას. უკვე სიას სხვანაირად გავაკეთებ, ჩემ საყავრელ ფილმებსაც გამოვარჩევ და ჩემი აზრით, აუცილებლად სანახავ ე.წ. must see ფილმებსაც(ეს არ ნიშნავს, რომ რაც მე მიყვარს ყველა სანახავია 😀 ობიექტურობას ვეცდები). დაბოლოს, ცხადია სიაში ნუმერაციას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს 🙂 გარდა იმისა, რომ ვიცი რომელ დისკზე რა ინახება.

CD

DVD

ნუ მე მგონი თითქმის ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მეტ-ნაკლებად მოკლედ შეიძლებოდა და მინდოდა, თუ რამე გამახსენდა, მერე ჩავამატებ. მართალია მივაფუჩეჩე და მივახალტურე ცოტა, მაგრამ არა უშავს.

ხო, კიდევ, არ მიყვარს ფანტასტიკა, ფენტეზი, მიუზიკლი… ცოტა ბრწყინვალე ფილმი ნამდვილად არ არის ამ ჟანრებში და ჩემს სიაშიც არის ზოგიერთი და ზოგიერთი დაემატება. თუმცა ძალიან იშვიათად, რომ აი რასაც ჰქვია ძალიან მომეწონოს ფილმი ამ ჟანრებში.
დრამა, ხარისხიანი კომედია(რაც ძალიან ძნელი მისაღწევია)… სულ სხვა დონეა 😛

კიდევ უამრავი ფილმი მელის წინ, მათ შორის ბევრი კარგი, ბევრი სიამოვნება ანუ… და ეს ძალიან მახარებს 🙂

და აი მივედით მთავართან 😀 (ამჟამად 1066 ფილმი)

FILMEBI (CD) DVD

მოკლედ 2 საათი ამას ვეწვალე და როგორც მე მინდა, მაინც ვერ გავაკეთე 😀 ჯერ ვერც ვერავინ დამეხმარა და ამიტომ სხვა გზა არ არის, იყოს ჯერ ასე… 😦 მე მინდოდა რომ იმენნა აქ ყოფილიყო ეგ ჩამონათვალი, ამ გვდერდზე და არა ცალკე ფაილში, მაგრამ დაკოპირებისას ქართული ასოები ინგლისურად ჩანდა და ცუდი იყო. კონვერტაციაც ვერ გავაკეთე, მერე იგნლისური ასოები ჩანდა ქართულად 😀
მოკლედ ჯერჯერობით ასე იყოს, და მერე ან გავიგებ თუ არის ჩანსი ან ჩემით ვიჩალიჩებ, ცალცალკე დავაკოპირებ, ტანვჯა კი იქნება, მაგრამ მაინც…

ისტორია X ქალზე ანუ ფათური სამარშრუტო ტაXში

with 20 comments

ამ ისტორიის ცოტა ვრცლად და სხვანაირად დაწერა მინდოდა, როცა ამ საქმიანობას დავიწყებდი თუ ოდესმე დავიწყებ 😀 მაგრამ გამახსენდა და მომინდა, ამიტომ, იყოს ბლოგვერსიაც, არაფერი დაშავდება და ისე დაწერა არასდროსაა გვიან.

ეს გურჯებისთვის უხამსი, ხოლო ყოველთა ქართველთა და ნორმალურთათვის ჩვეულებრივი ამბავი, 2008 წელს მოხდა, მაგრამ ამ წუთას ზუსტ პერიოდს ვერ ვიხსენებ. ზაფხული არ იყო, მაგრამ არც ძალიან ციოდა, ჩაცმულობიდან გამომდინარე მახსოვს. ალბათ თვე მაინც გამახსენდება ან სხვა ხერხებით დავადგენ და მომავალში მოგახსენებთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე იყო. მაშინ ვმუშაობდი ანუ გაზეთი ,სარბიელი’ ფუნქციონირებდა და მეც, ტრადიციული სამუშაო დღე მქონდა, რომელმაც ასევე განსაკუთრებული სიახლეების გარეშე ჩაიარა და დასასრულს მიუახლოვდა. უცხოური ფეხბურთის რედაქცია, დაახოლებით 5-6 საათისთვის ასრულებდა ძირითად სამუშაოს და ამჯერადაც ასე იყო. ცხადია გვქონდა სასმელიც, ვისაც გვინდოდა და სიმართე ითქვას, რამდენიმე კაცი, მათ შორის მეც, უკვე გვარიანად შეზარხოშებულნი ვიყავით. დაშლა რომ გადავწყვიტეთ და სახლებისაკენ გავეშურეთ.

ჩემი მარშრუტი ასევე უცვლელი იყო, პავლოვის, იგივე ყაზბეგის ბოლოდან(აი უკვე ქავთარაძე რომ იწყება), ფეხით ჩავუყვებოდი ვაკე-საბურთალოს გზის გადაკვეთამდე და იქ ველოდებოდი ტრანსპორტს, ავტობუსი თუ არ მოდიოდა ან მეზარებოდა ლოდინი, სამარშრუტო ტაქსს. უკვე 8-9 საათი იქნებოდა, თან ნასვამი და როგორც კი ჩამოიარა სამარშრუტო ტაქსმა გავაჩერე, ეს იყო ნომერი 15.

გურჯულად თუ ვიტყვით ,მარშუტკაში’ ასულს ცოტა უცნაური სურათი დამხვდა. ადგილები არის, ჯამში 5-6 ადამიანი თუ იჯდება, მაგრამ ,მინი-იუბკიანი’ ქალი, რომელიც მძღოლის უკან, აქეთა, კარებისკენ მყოფ სკამზე ზის, იწევა ფაქტობრივად უკან გადასასვლელ გზას კეტავს და ერთგვარად მაიძულებს, რომ მის გვერდზე ფანჯარასთან დავჯდე, ნუ წამიერად რამდენიმე აზრმა გამიელვა, მაგრამ მეთქი რატომაც არა.

ჩემი ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე, რამდნეიმე ვარიანტი უკვე გადავხარშე და ინტუციაც დავურთე – მორჩა აქ უკვე რაღაც ისე ვერ არის, ეს გადავწყვიტე. არიან ტიპები, რომ ასეთ მომენტებს კიდევ უფრო ხუთიანზე იცნობენ და ათიანზე იყენებენ, თან თავადვე აქტიურობენ, მაგრამ მე მასეთი არ ვარ და ველოდები მოვლენების განვითარებას. მეორეს ერთი, ძალიანაც რომ გინდოდეს რამე, შარია, იმდენი პროვოკატორი არსებობს და რო რამე გურჯები ცხადია, ნასვამ კაცზე გადატეხენ ჯოხს, გინდა მტყუანი იყოს და გინდა მართალი.

ქალი პირდაპირ და რბილად, რომ ვთქვათ, გადასარევი არ არის. დეიდა იქნება ,პადსოროკ’ ან 30 და რაღაცა, ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია 😀 ზომიერების ფარგლებში ცხადია 😀 რა ჯობია კარგ გამოცდილ ქალს, მაგრამ ეს ქალბატონი კარგი არ არის, ვულგარული გარეგნობა აქვს და პივაზე წავა თუ ძაან პახმელიაზე ხარ. მე კი პახმელიაზე არა, მაგრამ მთვრალი ვარ და ზუსტად, რომ ლუდი მინდა. გარდა ამისა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი უკიდეგანო ფანტაზია ერთვება საქმეში 😀 და უკვე სპორტული ინტერესია, პრინციპის ამბავია.

ვითარება ასეთია – ,სამარშრუტო ტაქსი’ არის აი ცოტა მაღლები რომ არიან, ხარისხიანი სკამებით ანუ მინგრეული არ არის და ეს სკამებიც საკმაოდ მაღალია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს უკან კი სხედან ორნი, მაგრამ ასე მარტივად ვერ ხედავენ ვერაფერს, ვინც კიდევ უფრო უკან არის ისინი ოფსაიდში არიან ავტომატურად. აი ჩვენს გვერდზე მარტოხელა სკამზე მჯდომი მამაკაცი თუ მოინდომებს, ყველაფერს დაინახავს, ასევე მძღოლი, სარკეში შეძლებს იხილოს საჭირო მიდამოები. სინათლე არ ანთია,  მხოლოდ მაშინ ინთება თუ ვინმე კარს გააღებს.

დაახლოებით სასაფლაოს ასეხვევს რომ ჩავცდით, ოპაა… დეიდამ მუხლი ისე მომაბჯინა, რომ სიგნალი მივიღე. თან მარჯვენა ხელი მუხლზე მიდევს მის ფეხსაც ეხება ცოტა. ამ სიტუაციაში, ფხიზელ გონებაზე ალბათ ფეხს გაწევდა კაცი, მაგრამ ზოგი პირიქით. ამჯერად კი, რასაკვირველია ყველაფერი ისევე დავტოვე, მაგრამ ჩემით არც საპასუხო ნაბიჯი გადამიდგამს. ამას მეორე სვლა მოჰყვა ქალბატონისგან, მის მუხლზეც დაიდო ხელი, რომელიც ჩემსას შეეხო ცოტათი, ჩემი ხელი არ განძრეულა, რამდენიმე წამიც და მისი ხელი ჩემსას ჩაებღაუჭა… ნუ აქ ყველაფერი უცებ გაიშიფრა, საეჭვო აღარაფერია და იწყება შემდეგი ეტაპი.

ვართ უცხო ენების ჩამოსახვევთან და ნელნელა ვაპარებ მზერას, თან იმას ვფიქრობ მძღოლი ხომ არ გვზვერავს ან ის გვერდზე მჯომი მამაკაცი, მაგრამ ის კაცი ძალიან ასტრალში იყო, ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრებში იყო წასული, მძროლი კიდევ ჯანდაბას. ამ ქალის ცოტა კეხიან ცხვირზე, რომ გავაჩერე გამოპარული მზერა გაიღიმა, არადა ,სტროგად’ პირდაპირ იყურებოდა ტიპშა.

ამასობაში, ხდება ისეთი რამ, რასაც ველოდითქო რომ ვთქვა მოვიტყუები. იღებს ჩანთას, რომელიც საკმაოდ დიდია და ,მინი-იუბკაზე’ დებს, ისე რომ ეს ჩანთა ჩვენს ხელებს ფარავს და მუხლამდე ფარავს ყველაფერს საერთოდ. მეც არ დავიბენი, ნიშანი მივიღე და გავითავისე და ოსტატურად ჩავყვინთე ბაყვებსა შინა. რამდენიმეწამიანი ფათურის შემდეგ, ნელნელა ჩემი ხელი უახლოვდებოდა ჭეშმარიტებას, უკვე ფაქტობრივად იქ ვიყავი, ,მარშუტკა’ კი ვაკის პარკს გასცდა, რომ მოჰკიდა ჩემს ხელს თავისი ხელი და უკან მუხლზე დამიდო, ჩანთაც აწია და იღიმებოდა ისევ ლაითად.

აქ უკვე ,იზმენები’ ავიკიდე და ,ზამასკაში’ დავრჩი (გავახაროთ ამ ტერმინებით მოსაუბრენი). უცებ გადავხარშე ვერსიები. ერთი ესაა, რომ მძღოლს გამოექცა თვალი ან ვინმეს და მე ვერ შევნიშნე. მეორე ის, რომ ჯერ არ გამოექცა, მაგრამ იყო საშიშროება, რადგან მე უკვე ფრიად აქტიურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და იქ მისასვლელად მაჯა ძალიან შესამჩნევად წინ იწეოდა, მოძრაობა მარტივად დასანახი იყო, და უხერხული ვითარება იქმნებოდა ცხადია, სულ წინ ვისხედით ბოლო ბოლო. მესამე ვარიანტი კი ის არის, რომ თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული. ნუ იმ მომენტში ეს სამი რამე მომივიდა თავში.

ამასობაში, ,სამარშრუტო ტაქსმა’ ჩაუხვია ვაკის პარკთან, მერე შეუხვია ფალიაშვილზე… ეს ყველაფერი ცხადია, წამებში ხდება და მე უკვე სხვა ფიქრებზე ვერთვები, გავარკვიო სადამდე წამომსვლელია და სიტყვაზე მობილურში ავუკრიფო რამე და ჩამოვიყვანო, შევთავაზო მაინც… თუ გავყვე? უფრო გაყოლის ვარიანტისკენ ვიხრები, სტატისტიკურად ეგრეა 😀 😀 თუმცა, რა იცი ვინ არის, შარი რამე, უკვე ვორჭოფობ. იქნებ საერთოდ შევეშვა? ალკოჰლის ჭარბი დოზა არ მაძლევს დალაგებულად ფიქრის საშუალებას, სამაგიეროდ ფანტაზიის ხლართებში ვარ გახვეული და ვიბრძვი… რომ ზუსტად აი ამ დროს, უკან მჯდარი მავანი ბიძა ამბობს ყველასათვის ნაცნობ ფრაზას – რომ გადახვალ გააჩერე. ეს, რომ გადახვალ გააჩერე ნიშნავს, რომ ჩერდება ფალიაშვილისა და დარიალის კვეთაზე ანუ ზუსტად იქ სადაც მე უნდა ჩამოვიდე და ჩავმოსაშვილდე.

ერთადერთი ის ვიცი დანამდვილებით, რომ იქ გაჩერებას მე ნამდვილად არ ვაპირებდი, რადგან ჯერ ისევ ვფიქრობდი რა მექნა. თუმცა ამ კაცის ხმამ და ,მარშუტკის’ გაჩერებამ რაღაცნაირად დამაბნია და ყურში ისე ჩამესმა, გათიშული რომ გამოფხიზლდები და ზომბივით წამოვდექი, მივეცი ფული მძღოლს და ჩამოვედი, თან ვიფიქრე თუ ჩამოვა ჩამოვათქო. ცხადია, არ ჩამოვიდა.

ეს იყო წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი, როგორი ქალიც არ უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ ასე თავისით, ყველაფრის გარეშე არ ჩამოვიდოდა. ამას ემატება ისიც, რომ სხვაც ჩამოდიოდა და თან მე მის დაძახებულზე უცებ წამოვხტი შეშინებული ბავშვივით ანუ გამოვიდა, რომ შემეშინდა თუ რაღაც მასეთი და… მოკლედ ხვდებით. ძალიან მცირე დრო იყო გასული იქიდან, როცა მე ხელი ამომაღებინა 😀 და ამ კაცმა რომ დაიძახა და რაღაც ისე გამოვიდა რა, რომ შემთხვევის ადგილიდან მივიმალე 🙂 🙂 ისე ის კაცი, ვინც გააჩერებინა ბევრი ვლანძღე(თ) მერე, ცვეტში იმის ბრალი იყო, ასე რომ დარსულდა ეგ ამბავი 😛

ასეა თუ ისე, რაც იყო, ეს იყო. სავარაუდოდ უკეთესიც გახლდათ ასე რომ მოხდა, მაგრამ იმ მომენტში მაინც ,ნიხვატკაში’ ვიყავი 😀 კიდევ კარგი გარეგნულად ვერ ქაჩავდა დეიდა, თორემ ,ნიხვატკა’ კაი ხანს გამყვებოდა. ნუ მერე სახლში რაღა გამაჩერებდა, დავურეკე ორ ძმაკაცს ავედით ვაკის პარკში და ლოკომოტივის სტადიონის გარშემო სიარულში და ლუდის წრუპვის თანხლებით განვიხილეთ ეს მოკლე და ცოტა საკვირველი თავგადასავალი.

მე ცხადია, ჩემი თეორიები განვავრცე – იმენნა შენ უნდა მოგსვლოდა ასეთი რამე, იყო პასუხი. ბავშვობიდან ეგეთ რაღაცეებსი ეხვევი… მერე სამსახურში ბიჭებს ვახარე და ასე შემდეგ. ,პათოლოგიც’ კი მიწოდა ერთმა არსებამ, სრულიად დაუმსახურებლად 😀

აღსრულდა ასე ამბავი იგი. ვინ იცის, ეგებ ის ქალბატონი თქვენც შეგვხედრიათ. მე მაგალითად ასე განვითარებული და ამ დონეზე ასული არა, მაგრამ მსგავსი რამ კიდევ ორჯერ მქონია, ერთხელ ისევ ,მარშუტკაში’ მეორედ ავტობუსში. ნუ სხვანაირ ამბავს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ინტერესი რომ იგრძნობა და კაი გოგო რომ არის და მერე რო ნანობ რატომ არ ვქენი რამეო(თუ არ ქენი) 😀 ეგ კიდევ ცალკე თემაა.
ასეთი რაღაცეები კი, მხოლოდ ჩემს ნაცნობებს ბოლო 2 წელიწადში 2-3ჯერ შეემთხვათ. დაეცეს ამ ქვეყანას სექსუალური რევოლუცია, ცოდოები არიან დეიდები და ყველა საერთოდ 😀 😀 😀

Written by 1myway1

იანვარი 12, 2010 at 6:58 PM

Posted in Uncategorized

ამბავი ბადრი ზარანდიასი

with 3 comments

დღეს ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა, მე და ბებიაჩემმა გავიხსენეთ. ინტუცია ბავშვობიდან საკმაოდ კარგი მქონდა, მერე რაღაც დამიქვეითდასავით და ახლა თითქოს ისევ მიძლიერდება 😀 თუმცა ამას ინტუციასაც ვერ დაარქმევ, არ ვიცი რა ჰქვია, მოკლედ, რომ წაიკითხავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. მსგავსი ისტორიები არაერთხელ გადამხდენია, მაგრამ ამ დონის არცერთხელ…

მაშ ასე, ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, ერთ დღეს, რომლის დაზუსტებაც პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ახლა ჩვენთვისა და ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკაში ასე თუ ისე ჩახედულ ადმიანებს, გეხსომებათ ბადრი ზარანდია – მეომარი, ზვიადისტი და შემდეგ სხვადასხვა ჭორები კიდევ მასზე, ბოლოსკენ უკვე ხალხს აღარ უყვარდა, მასას.
ბებიაჩემი კიდევ დიდი ზვიადისტი ვინმე იყო/არის 😀 (როგორც ყრზო იყო დიდი მაჟორიტარი ვინმე @ რადიო 105). ბებიაჩემს ჰყავს დიდი ხნის დაქალი ნონა დოჭვირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზვიადისტი და ქარიზმატული ფიგურა გახლდათ მაშინ 😀 ნუ მოგეხსენებათ, ზვიადისტების კასტებად იყოფა, უხეშად რომ ვთქვათ დაახლოებით ასე – 1. კარგი ზვიადისტები. 2. ცუდი ზვიადისტები 3. ძალიან ბნელები. ესენი იდეაში კარგ ზვიადისტებად ითვლებოდნენ. თავიდან ზვიადისტების დევნა რომ დაიწყო, ჩემ სახლში აწყობდნენ საიდუმლო სერობებს, იყო ეგ პერიოდიც, მაგაზე ცალკე სახლაისო ისტორიებია… 😀 გასაიდუმლოებული რაღაცეები და ასე შემდეგ.
ეს შესავალი იმიტომ, გავაკეთე, რომ  ცოტა აღიქვათ საერთო სურათი.

მოკლედ, არ ვიცი ვის რამდენად მოგეხსენებათ, მაგრამ ხანდახან ძალით, ხანდახან უნებურად მიყვარს ცოტა ადამიანების ნერვებზე თამაში(ალბათ საპასუხოდ :D), ჰოდა, იმ დღეს, დილიდან დავიწყე ბებიაჩემის გაბრაზება. ჯერ ერთი სულ იმას ვეუბნებოდი, ნონიკო გავერბოვკებსმეთქი, რასაც ამბობს იმეორებ და ბნელი ხართქო 😀 ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ ბებიაჩემი ეგრვეე ფეთქდება ხოლმე და მეც მეტი რა მინდა 😀
იმ პერიოდში, ბადრი ზარანდია, აქტუალური იყო, სამარგალო რამე, კუნთებზე იყურებოდა და მოკლედ არ მახსოვს ზუსტად რა სიტუაციაა და რატომ, მაგრამ იმ პერიოდში  ბადრი აქტუალურია  ერთი სიტყით, მაგრამ ზუსტად იმ დღეებში ნამდვილად არა, მივიწყებული ჰყავს ყველას, მე კი უცებ გამახსენდა.  დილიდან დავიწყე ბებიაჩემის გაბრაზება ტექსტით – ნონიკოს დაურეკე და უთხარი ბადრი ზარანდიას თავანი ჩაუტანოს. ამას ვიმეორებ და ვიმეორებ. საერთოპდ, რამე თუ ამოვიჩემე, მერე ვსიო, რაღაც პერიოდი ტვინს ვბურღავ, თან ისე კი არა, ტვინს რო ბურღავენ და ვერ ამჩნევენ, ვიცი, რომ ვბურღავ, მაგრამ მისწორდება და ვაგრძელებ 😀 ჰოდა ვიმეორებ ,ბადრისთან თავანი ჩავიდეს’, ,ნონიკომ ზარანდიასთან თავანი ჩაიტანოს’. ამ აბსოლუტურად აბსურდულ ფრაზებს ვიძახი და ბებიაჩემი მპასუხობს ,ვაი შე უბედურო’ და რაღაც ამგავრებს.
არ მახსოვს ზუსტად, სამსაათიანი კურიერი იყო თუ სპეცგამოშვება, მაგრამ… იწყება კურიერი და ამბობენ – ნახევარი საათის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ, მთავარია, რომ ცოტა ხნის წინ, მგონი ზუგდიდში, თუ სადღაც მაქეთ, რომელიღაც სასადილოში, გაურკვეველმა პირებმა დაცხრილეს ბადრი ზარანდია, რომელიც გარდაიცვალა. მახსოვს იმ მომენტში ჟრუანტელმა დამიარა და რაღაც ძალიან შემეშინდა წამიერად. ბებიაჩემი საერთოდ გაფითრდა და ქალი, რომელსაც ვერ გააჩუმებ, ძლივს ლაპარაკობდა, ენა ებმებოდა. მესმის, რომ შეიძლება ითქვას, უბრალო დამთხვევა იყო, მაგრამ მსგავსი რამ(მერე რა რომ ამ დონის არა), იქამდეც არაერთხელ მომსვლია და მას მერეც.
იცოდიო? მეთქი რა ვიცოდი, გიჟი ხო არ ხარ. თან დილიდან დავიწყე ლაპარაკი, იმ დროიდან როცა კაცი ჯერ ცოცხალი იყო და რატომ მაინცდამაინც ბადრი ზარანდია, იმ დღეებსი სხვა ფიგურები უფრო აქტიურები იყვნენ, რომლებიც ბებიაჩემს ასევე არ ეპიტნავებოდა.
მოკლედ, გაგიჟდა ქალი და დაიწყო უცნაური სიტყვების რახარუხი – ,შენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა’, ,რა ენა გაქვს შე მოსასპობო’ , ,რა მაკვარანცხი ბავშვი ხარ’, ,როგორ გაასაღე საწყალი ბადრი’, ,შე სატანა’. მერე დედსაჩემი ცალკე გაგიჟდა. იასნია, ქალბატონ ნონასაც დაურეკეს, მაგრამ არა მგონია, ის ბოლომდე ჩაწვდოიმოდა ყველაფრის არსს და მიმხვდარიყო, თან ვერ მოუყვებოდნენ წესიერად.
შემდეგ, იყო ხუმრობები და შეკვეთები – გიორგი, მიდი რა ეს ამოიჩემე, მიდი რა ის ამოიჩემე, მიდი რა ნონას ამასთან ჩაატანინე თავანი და ასე შემდეგ 😀 ისე ერთი-ორჯერ ვცადე ცუდ ხალხზე და არ განმეორდა, რავი მომავალში ვნახოთ 😀 😀 😀
მიშა რომ გადაუყვარდათ ჩემებს, ბებიაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, მიშა ამოიჩემე და თანავი ჩაატანინე ნონასო 😀 მეთქი არა, ოპოზიციიდან რამდენიმე  სასიქადულო მამულიშვილს ამოვიჩემებთქო 😛

ასე იყო მოკლედ ამბავი, აწ გარდადცვლილი ბადრი ზარანდიასი, რომლის მკვლელობაში მეც გარეულად მთვლიან 😦

პ.ს.
ერთი მინი ისტორიაც გავიხსენეთ და იმასაც უკვდავვჰყოფ 😀
ბებიაჩემის დაქალის დაქალი იყო გამსახურდიას კურსელი, თავად ბებიაჩემი კი ჯუმბერ პატიაშვილის. 9 აპრილის პერიოდში იმ ქალს, რომელსაც ციცი ჰქვია, დაუწყია პოლიტიკაზე გამომწვევი საუბარი. ბებიაჩემი ჯუმბერასთან ახლოს არასდროს აღარ ყოფილა, მაგრამ შვილების წყევლა რომ დაიწყო ციციმ, უთქვამს კაი შვილებს რაღას ერჩიო და იმას უპასუხია – რა იყო, ძვალი გადმოგიგდო ჯუმბერმა და იცავო? 😀 😀 😀
აი იქ ამბავი ატყდაა… ბებიაჩემს ძლივს ამაგრებდნენ, ციცი გადარჩა. იმის მერე ვერ იტანს მაგ ქალს და ცხადია ურთიერთობაც არ აქვს. სამაგიეროდ, მე მაქვს გადასარევი მასალა, თუ უცებ გაბრაზება მინდა, საკმარისია ციცი ვახსენო ან ძვლის გადაგდების პროცედურა და ეგრევე წყობიდან გამომყავს 😛 😀
ჰა გუბაზ(ასე ვეძახი ბებიაჩემს, გუბაზი,გუგა, გუცა, ცაცა და რას აღარ 😀 ისე დალი ჰქვია :D), გრეჩიხამ ძვალი გადმოგიდო და დაბრმავდი?
და ეგრევე ფეთქდება 😀 ,შე უბედურო, საცოდავო, სულ გამოშტერდი, ყველას ეზიზღება უკვე შენი პათოლოგი და სამარცხვინო მიშა, ასე გაგზარდე?’ 😀 😀 😀
არადა არ არის ჩემი მიშა 😀
მოკლედ კაი იყო, მაგარია ბებია, მიუხედავად ბევრი ურთიერთგაბრაზებისა 😀 

პ.პ.ს.
ვაა, ახლა მეთქი სურათს თუ ვნახავთქო და ინფოს წავაწყდი 🙂 2003 წლის 8 იანვარს მოუკლავთ, თითქმის ზუსტად ექვსიწლისთავზე გამახსენდა ასე საფუძვლიანად 🙂

Written by 1myway1

იანვარი 6, 2010 at 2:42 PM