1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ამბავი ბადრი ზარანდიასი

with 3 comments

დღეს ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა, მე და ბებიაჩემმა გავიხსენეთ. ინტუცია ბავშვობიდან საკმაოდ კარგი მქონდა, მერე რაღაც დამიქვეითდასავით და ახლა თითქოს ისევ მიძლიერდება😀 თუმცა ამას ინტუციასაც ვერ დაარქმევ, არ ვიცი რა ჰქვია, მოკლედ, რომ წაიკითხავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. მსგავსი ისტორიები არაერთხელ გადამხდენია, მაგრამ ამ დონის არცერთხელ…

მაშ ასე, ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, ერთ დღეს, რომლის დაზუსტებაც პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ახლა ჩვენთვისა და ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკაში ასე თუ ისე ჩახედულ ადმიანებს, გეხსომებათ ბადრი ზარანდია – მეომარი, ზვიადისტი და შემდეგ სხვადასხვა ჭორები კიდევ მასზე, ბოლოსკენ უკვე ხალხს აღარ უყვარდა, მასას.
ბებიაჩემი კიდევ დიდი ზვიადისტი ვინმე იყო/არის😀 (როგორც ყრზო იყო დიდი მაჟორიტარი ვინმე @ რადიო 105). ბებიაჩემს ჰყავს დიდი ხნის დაქალი ნონა დოჭვირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზვიადისტი და ქარიზმატული ფიგურა გახლდათ მაშინ😀 ნუ მოგეხსენებათ, ზვიადისტების კასტებად იყოფა, უხეშად რომ ვთქვათ დაახლოებით ასე – 1. კარგი ზვიადისტები. 2. ცუდი ზვიადისტები 3. ძალიან ბნელები. ესენი იდეაში კარგ ზვიადისტებად ითვლებოდნენ. თავიდან ზვიადისტების დევნა რომ დაიწყო, ჩემ სახლში აწყობდნენ საიდუმლო სერობებს, იყო ეგ პერიოდიც, მაგაზე ცალკე სახლაისო ისტორიებია…😀 გასაიდუმლოებული რაღაცეები და ასე შემდეგ.
ეს შესავალი იმიტომ, გავაკეთე, რომ  ცოტა აღიქვათ საერთო სურათი.

მოკლედ, არ ვიცი ვის რამდენად მოგეხსენებათ, მაგრამ ხანდახან ძალით, ხანდახან უნებურად მიყვარს ცოტა ადამიანების ნერვებზე თამაში(ალბათ საპასუხოდ :D), ჰოდა, იმ დღეს, დილიდან დავიწყე ბებიაჩემის გაბრაზება. ჯერ ერთი სულ იმას ვეუბნებოდი, ნონიკო გავერბოვკებსმეთქი, რასაც ამბობს იმეორებ და ბნელი ხართქო😀 ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ ბებიაჩემი ეგრვეე ფეთქდება ხოლმე და მეც მეტი რა მინდა😀
იმ პერიოდში, ბადრი ზარანდია, აქტუალური იყო, სამარგალო რამე, კუნთებზე იყურებოდა და მოკლედ არ მახსოვს ზუსტად რა სიტუაციაა და რატომ, მაგრამ იმ პერიოდში  ბადრი აქტუალურია  ერთი სიტყით, მაგრამ ზუსტად იმ დღეებში ნამდვილად არა, მივიწყებული ჰყავს ყველას, მე კი უცებ გამახსენდა.  დილიდან დავიწყე ბებიაჩემის გაბრაზება ტექსტით – ნონიკოს დაურეკე და უთხარი ბადრი ზარანდიას თავანი ჩაუტანოს. ამას ვიმეორებ და ვიმეორებ. საერთოპდ, რამე თუ ამოვიჩემე, მერე ვსიო, რაღაც პერიოდი ტვინს ვბურღავ, თან ისე კი არა, ტვინს რო ბურღავენ და ვერ ამჩნევენ, ვიცი, რომ ვბურღავ, მაგრამ მისწორდება და ვაგრძელებ😀 ჰოდა ვიმეორებ ,ბადრისთან თავანი ჩავიდეს’, ,ნონიკომ ზარანდიასთან თავანი ჩაიტანოს’. ამ აბსოლუტურად აბსურდულ ფრაზებს ვიძახი და ბებიაჩემი მპასუხობს ,ვაი შე უბედურო’ და რაღაც ამგავრებს.
არ მახსოვს ზუსტად, სამსაათიანი კურიერი იყო თუ სპეცგამოშვება, მაგრამ… იწყება კურიერი და ამბობენ – ნახევარი საათის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ, მთავარია, რომ ცოტა ხნის წინ, მგონი ზუგდიდში, თუ სადღაც მაქეთ, რომელიღაც სასადილოში, გაურკვეველმა პირებმა დაცხრილეს ბადრი ზარანდია, რომელიც გარდაიცვალა. მახსოვს იმ მომენტში ჟრუანტელმა დამიარა და რაღაც ძალიან შემეშინდა წამიერად. ბებიაჩემი საერთოდ გაფითრდა და ქალი, რომელსაც ვერ გააჩუმებ, ძლივს ლაპარაკობდა, ენა ებმებოდა. მესმის, რომ შეიძლება ითქვას, უბრალო დამთხვევა იყო, მაგრამ მსგავსი რამ(მერე რა რომ ამ დონის არა), იქამდეც არაერთხელ მომსვლია და მას მერეც.
იცოდიო? მეთქი რა ვიცოდი, გიჟი ხო არ ხარ. თან დილიდან დავიწყე ლაპარაკი, იმ დროიდან როცა კაცი ჯერ ცოცხალი იყო და რატომ მაინცდამაინც ბადრი ზარანდია, იმ დღეებსი სხვა ფიგურები უფრო აქტიურები იყვნენ, რომლებიც ბებიაჩემს ასევე არ ეპიტნავებოდა.
მოკლედ, გაგიჟდა ქალი და დაიწყო უცნაური სიტყვების რახარუხი – ,შენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა’, ,რა ენა გაქვს შე მოსასპობო’ , ,რა მაკვარანცხი ბავშვი ხარ’, ,როგორ გაასაღე საწყალი ბადრი’, ,შე სატანა’. მერე დედსაჩემი ცალკე გაგიჟდა. იასნია, ქალბატონ ნონასაც დაურეკეს, მაგრამ არა მგონია, ის ბოლომდე ჩაწვდოიმოდა ყველაფრის არსს და მიმხვდარიყო, თან ვერ მოუყვებოდნენ წესიერად.
შემდეგ, იყო ხუმრობები და შეკვეთები – გიორგი, მიდი რა ეს ამოიჩემე, მიდი რა ის ამოიჩემე, მიდი რა ნონას ამასთან ჩაატანინე თავანი და ასე შემდეგ😀 ისე ერთი-ორჯერ ვცადე ცუდ ხალხზე და არ განმეორდა, რავი მომავალში ვნახოთ😀😀😀
მიშა რომ გადაუყვარდათ ჩემებს, ბებიაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, მიშა ამოიჩემე და თანავი ჩაატანინე ნონასო😀 მეთქი არა, ოპოზიციიდან რამდენიმე  სასიქადულო მამულიშვილს ამოვიჩემებთქო😛

ასე იყო მოკლედ ამბავი, აწ გარდადცვლილი ბადრი ზარანდიასი, რომლის მკვლელობაში მეც გარეულად მთვლიან😦

პ.ს.
ერთი მინი ისტორიაც გავიხსენეთ და იმასაც უკვდავვჰყოფ😀
ბებიაჩემის დაქალის დაქალი იყო გამსახურდიას კურსელი, თავად ბებიაჩემი კი ჯუმბერ პატიაშვილის. 9 აპრილის პერიოდში იმ ქალს, რომელსაც ციცი ჰქვია, დაუწყია პოლიტიკაზე გამომწვევი საუბარი. ბებიაჩემი ჯუმბერასთან ახლოს არასდროს აღარ ყოფილა, მაგრამ შვილების წყევლა რომ დაიწყო ციციმ, უთქვამს კაი შვილებს რაღას ერჩიო და იმას უპასუხია – რა იყო, ძვალი გადმოგიგდო ჯუმბერმა და იცავო?😀😀😀
აი იქ ამბავი ატყდაა… ბებიაჩემს ძლივს ამაგრებდნენ, ციცი გადარჩა. იმის მერე ვერ იტანს მაგ ქალს და ცხადია ურთიერთობაც არ აქვს. სამაგიეროდ, მე მაქვს გადასარევი მასალა, თუ უცებ გაბრაზება მინდა, საკმარისია ციცი ვახსენო ან ძვლის გადაგდების პროცედურა და ეგრევე წყობიდან გამომყავს😛😀
ჰა გუბაზ(ასე ვეძახი ბებიაჩემს, გუბაზი,გუგა, გუცა, ცაცა და რას აღარ😀 ისე დალი ჰქვია :D), გრეჩიხამ ძვალი გადმოგიდო და დაბრმავდი?
და ეგრევე ფეთქდება😀 ,შე უბედურო, საცოდავო, სულ გამოშტერდი, ყველას ეზიზღება უკვე შენი პათოლოგი და სამარცხვინო მიშა, ასე გაგზარდე?’😀😀😀
არადა არ არის ჩემი მიშა😀
მოკლედ კაი იყო, მაგარია ბებია, მიუხედავად ბევრი ურთიერთგაბრაზებისა :D 

პ.პ.ს.
ვაა, ახლა მეთქი სურათს თუ ვნახავთქო და ინფოს წავაწყდი🙂 2003 წლის 8 იანვარს მოუკლავთ, თითქმის ზუსტად ექვსიწლისთავზე გამახსენდა ასე საფუძვლიანად🙂

Written by 1myway1

January 6, 2010 at 2:42 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. შე სატანა :D:D კარგი იყო😀

    deldeserto

    December 31, 2010 at 6:16 pm

  2. 😀
    gilocav axal wels! )))

    1myway1

    December 31, 2010 at 8:39 pm

  3. მეც გილოცაავ!😀

    deldeserto

    January 1, 2011 at 2:40 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: