1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ისტორია X ქალზე ანუ ფათური სამარშრუტო ტაXში

with 20 comments

ამ ისტორიის ცოტა ვრცლად და სხვანაირად დაწერა მინდოდა, როცა ამ საქმიანობას დავიწყებდი თუ ოდესმე დავიწყებ😀 მაგრამ გამახსენდა და მომინდა, ამიტომ, იყოს ბლოგვერსიაც, არაფერი დაშავდება და ისე დაწერა არასდროსაა გვიან.

ეს გურჯებისთვის უხამსი, ხოლო ყოველთა ქართველთა და ნორმალურთათვის ჩვეულებრივი ამბავი, 2008 წელს მოხდა, მაგრამ ამ წუთას ზუსტ პერიოდს ვერ ვიხსენებ. ზაფხული არ იყო, მაგრამ არც ძალიან ციოდა, ჩაცმულობიდან გამომდინარე მახსოვს. ალბათ თვე მაინც გამახსენდება ან სხვა ხერხებით დავადგენ და მომავალში მოგახსენებთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე იყო. მაშინ ვმუშაობდი ანუ გაზეთი ,სარბიელი’ ფუნქციონირებდა და მეც, ტრადიციული სამუშაო დღე მქონდა, რომელმაც ასევე განსაკუთრებული სიახლეების გარეშე ჩაიარა და დასასრულს მიუახლოვდა. უცხოური ფეხბურთის რედაქცია, დაახოლებით 5-6 საათისთვის ასრულებდა ძირითად სამუშაოს და ამჯერადაც ასე იყო. ცხადია გვქონდა სასმელიც, ვისაც გვინდოდა და სიმართე ითქვას, რამდენიმე კაცი, მათ შორის მეც, უკვე გვარიანად შეზარხოშებულნი ვიყავით. დაშლა რომ გადავწყვიტეთ და სახლებისაკენ გავეშურეთ.

ჩემი მარშრუტი ასევე უცვლელი იყო, პავლოვის, იგივე ყაზბეგის ბოლოდან(აი უკვე ქავთარაძე რომ იწყება), ფეხით ჩავუყვებოდი ვაკე-საბურთალოს გზის გადაკვეთამდე და იქ ველოდებოდი ტრანსპორტს, ავტობუსი თუ არ მოდიოდა ან მეზარებოდა ლოდინი, სამარშრუტო ტაქსს. უკვე 8-9 საათი იქნებოდა, თან ნასვამი და როგორც კი ჩამოიარა სამარშრუტო ტაქსმა გავაჩერე, ეს იყო ნომერი 15.

გურჯულად თუ ვიტყვით ,მარშუტკაში’ ასულს ცოტა უცნაური სურათი დამხვდა. ადგილები არის, ჯამში 5-6 ადამიანი თუ იჯდება, მაგრამ ,მინი-იუბკიანი’ ქალი, რომელიც მძღოლის უკან, აქეთა, კარებისკენ მყოფ სკამზე ზის, იწევა ფაქტობრივად უკან გადასასვლელ გზას კეტავს და ერთგვარად მაიძულებს, რომ მის გვერდზე ფანჯარასთან დავჯდე, ნუ წამიერად რამდენიმე აზრმა გამიელვა, მაგრამ მეთქი რატომაც არა.

ჩემი ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე, რამდნეიმე ვარიანტი უკვე გადავხარშე და ინტუციაც დავურთე – მორჩა აქ უკვე რაღაც ისე ვერ არის, ეს გადავწყვიტე. არიან ტიპები, რომ ასეთ მომენტებს კიდევ უფრო ხუთიანზე იცნობენ და ათიანზე იყენებენ, თან თავადვე აქტიურობენ, მაგრამ მე მასეთი არ ვარ და ველოდები მოვლენების განვითარებას. მეორეს ერთი, ძალიანაც რომ გინდოდეს რამე, შარია, იმდენი პროვოკატორი არსებობს და რო რამე გურჯები ცხადია, ნასვამ კაცზე გადატეხენ ჯოხს, გინდა მტყუანი იყოს და გინდა მართალი.

ქალი პირდაპირ და რბილად, რომ ვთქვათ, გადასარევი არ არის. დეიდა იქნება ,პადსოროკ’ ან 30 და რაღაცა, ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია😀 ზომიერების ფარგლებში ცხადია😀 რა ჯობია კარგ გამოცდილ ქალს, მაგრამ ეს ქალბატონი კარგი არ არის, ვულგარული გარეგნობა აქვს და პივაზე წავა თუ ძაან პახმელიაზე ხარ. მე კი პახმელიაზე არა, მაგრამ მთვრალი ვარ და ზუსტად, რომ ლუდი მინდა. გარდა ამისა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი უკიდეგანო ფანტაზია ერთვება საქმეში😀 და უკვე სპორტული ინტერესია, პრინციპის ამბავია.

ვითარება ასეთია – ,სამარშრუტო ტაქსი’ არის აი ცოტა მაღლები რომ არიან, ხარისხიანი სკამებით ანუ მინგრეული არ არის და ეს სკამებიც საკმაოდ მაღალია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს უკან კი სხედან ორნი, მაგრამ ასე მარტივად ვერ ხედავენ ვერაფერს, ვინც კიდევ უფრო უკან არის ისინი ოფსაიდში არიან ავტომატურად. აი ჩვენს გვერდზე მარტოხელა სკამზე მჯდომი მამაკაცი თუ მოინდომებს, ყველაფერს დაინახავს, ასევე მძღოლი, სარკეში შეძლებს იხილოს საჭირო მიდამოები. სინათლე არ ანთია,  მხოლოდ მაშინ ინთება თუ ვინმე კარს გააღებს.

დაახლოებით სასაფლაოს ასეხვევს რომ ჩავცდით, ოპაა… დეიდამ მუხლი ისე მომაბჯინა, რომ სიგნალი მივიღე. თან მარჯვენა ხელი მუხლზე მიდევს მის ფეხსაც ეხება ცოტა. ამ სიტუაციაში, ფხიზელ გონებაზე ალბათ ფეხს გაწევდა კაცი, მაგრამ ზოგი პირიქით. ამჯერად კი, რასაკვირველია ყველაფერი ისევე დავტოვე, მაგრამ ჩემით არც საპასუხო ნაბიჯი გადამიდგამს. ამას მეორე სვლა მოჰყვა ქალბატონისგან, მის მუხლზეც დაიდო ხელი, რომელიც ჩემსას შეეხო ცოტათი, ჩემი ხელი არ განძრეულა, რამდენიმე წამიც და მისი ხელი ჩემსას ჩაებღაუჭა… ნუ აქ ყველაფერი უცებ გაიშიფრა, საეჭვო აღარაფერია და იწყება შემდეგი ეტაპი.

ვართ უცხო ენების ჩამოსახვევთან და ნელნელა ვაპარებ მზერას, თან იმას ვფიქრობ მძღოლი ხომ არ გვზვერავს ან ის გვერდზე მჯომი მამაკაცი, მაგრამ ის კაცი ძალიან ასტრალში იყო, ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრებში იყო წასული, მძროლი კიდევ ჯანდაბას. ამ ქალის ცოტა კეხიან ცხვირზე, რომ გავაჩერე გამოპარული მზერა გაიღიმა, არადა ,სტროგად’ პირდაპირ იყურებოდა ტიპშა.

ამასობაში, ხდება ისეთი რამ, რასაც ველოდითქო რომ ვთქვა მოვიტყუები. იღებს ჩანთას, რომელიც საკმაოდ დიდია და ,მინი-იუბკაზე’ დებს, ისე რომ ეს ჩანთა ჩვენს ხელებს ფარავს და მუხლამდე ფარავს ყველაფერს საერთოდ. მეც არ დავიბენი, ნიშანი მივიღე და გავითავისე და ოსტატურად ჩავყვინთე ბაყვებსა შინა. რამდენიმეწამიანი ფათურის შემდეგ, ნელნელა ჩემი ხელი უახლოვდებოდა ჭეშმარიტებას, უკვე ფაქტობრივად იქ ვიყავი, ,მარშუტკა’ კი ვაკის პარკს გასცდა, რომ მოჰკიდა ჩემს ხელს თავისი ხელი და უკან მუხლზე დამიდო, ჩანთაც აწია და იღიმებოდა ისევ ლაითად.

აქ უკვე ,იზმენები’ ავიკიდე და ,ზამასკაში’ დავრჩი (გავახაროთ ამ ტერმინებით მოსაუბრენი). უცებ გადავხარშე ვერსიები. ერთი ესაა, რომ მძღოლს გამოექცა თვალი ან ვინმეს და მე ვერ შევნიშნე. მეორე ის, რომ ჯერ არ გამოექცა, მაგრამ იყო საშიშროება, რადგან მე უკვე ფრიად აქტიურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და იქ მისასვლელად მაჯა ძალიან შესამჩნევად წინ იწეოდა, მოძრაობა მარტივად დასანახი იყო, და უხერხული ვითარება იქმნებოდა ცხადია, სულ წინ ვისხედით ბოლო ბოლო. მესამე ვარიანტი კი ის არის, რომ თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული. ნუ იმ მომენტში ეს სამი რამე მომივიდა თავში.

ამასობაში, ,სამარშრუტო ტაქსმა’ ჩაუხვია ვაკის პარკთან, მერე შეუხვია ფალიაშვილზე… ეს ყველაფერი ცხადია, წამებში ხდება და მე უკვე სხვა ფიქრებზე ვერთვები, გავარკვიო სადამდე წამომსვლელია და სიტყვაზე მობილურში ავუკრიფო რამე და ჩამოვიყვანო, შევთავაზო მაინც… თუ გავყვე? უფრო გაყოლის ვარიანტისკენ ვიხრები, სტატისტიკურად ეგრეა😀😀 თუმცა, რა იცი ვინ არის, შარი რამე, უკვე ვორჭოფობ. იქნებ საერთოდ შევეშვა? ალკოჰლის ჭარბი დოზა არ მაძლევს დალაგებულად ფიქრის საშუალებას, სამაგიეროდ ფანტაზიის ხლართებში ვარ გახვეული და ვიბრძვი… რომ ზუსტად აი ამ დროს, უკან მჯდარი მავანი ბიძა ამბობს ყველასათვის ნაცნობ ფრაზას – რომ გადახვალ გააჩერე. ეს, რომ გადახვალ გააჩერე ნიშნავს, რომ ჩერდება ფალიაშვილისა და დარიალის კვეთაზე ანუ ზუსტად იქ სადაც მე უნდა ჩამოვიდე და ჩავმოსაშვილდე.

ერთადერთი ის ვიცი დანამდვილებით, რომ იქ გაჩერებას მე ნამდვილად არ ვაპირებდი, რადგან ჯერ ისევ ვფიქრობდი რა მექნა. თუმცა ამ კაცის ხმამ და ,მარშუტკის’ გაჩერებამ რაღაცნაირად დამაბნია და ყურში ისე ჩამესმა, გათიშული რომ გამოფხიზლდები და ზომბივით წამოვდექი, მივეცი ფული მძღოლს და ჩამოვედი, თან ვიფიქრე თუ ჩამოვა ჩამოვათქო. ცხადია, არ ჩამოვიდა.

ეს იყო წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი, როგორი ქალიც არ უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ ასე თავისით, ყველაფრის გარეშე არ ჩამოვიდოდა. ამას ემატება ისიც, რომ სხვაც ჩამოდიოდა და თან მე მის დაძახებულზე უცებ წამოვხტი შეშინებული ბავშვივით ანუ გამოვიდა, რომ შემეშინდა თუ რაღაც მასეთი და… მოკლედ ხვდებით. ძალიან მცირე დრო იყო გასული იქიდან, როცა მე ხელი ამომაღებინა😀 და ამ კაცმა რომ დაიძახა და რაღაც ისე გამოვიდა რა, რომ შემთხვევის ადგილიდან მივიმალე🙂🙂 ისე ის კაცი, ვინც გააჩერებინა ბევრი ვლანძღე(თ) მერე, ცვეტში იმის ბრალი იყო, ასე რომ დარსულდა ეგ ამბავი😛

ასეა თუ ისე, რაც იყო, ეს იყო. სავარაუდოდ უკეთესიც გახლდათ ასე რომ მოხდა, მაგრამ იმ მომენტში მაინც ,ნიხვატკაში’ ვიყავი😀 კიდევ კარგი გარეგნულად ვერ ქაჩავდა დეიდა, თორემ ,ნიხვატკა’ კაი ხანს გამყვებოდა. ნუ მერე სახლში რაღა გამაჩერებდა, დავურეკე ორ ძმაკაცს ავედით ვაკის პარკში და ლოკომოტივის სტადიონის გარშემო სიარულში და ლუდის წრუპვის თანხლებით განვიხილეთ ეს მოკლე და ცოტა საკვირველი თავგადასავალი.

მე ცხადია, ჩემი თეორიები განვავრცე – იმენნა შენ უნდა მოგსვლოდა ასეთი რამე, იყო პასუხი. ბავშვობიდან ეგეთ რაღაცეებსი ეხვევი… მერე სამსახურში ბიჭებს ვახარე და ასე შემდეგ. ,პათოლოგიც’ კი მიწოდა ერთმა არსებამ, სრულიად დაუმსახურებლად😀

აღსრულდა ასე ამბავი იგი. ვინ იცის, ეგებ ის ქალბატონი თქვენც შეგვხედრიათ. მე მაგალითად ასე განვითარებული და ამ დონეზე ასული არა, მაგრამ მსგავსი რამ კიდევ ორჯერ მქონია, ერთხელ ისევ ,მარშუტკაში’ მეორედ ავტობუსში. ნუ სხვანაირ ამბავს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ინტერესი რომ იგრძნობა და კაი გოგო რომ არის და მერე რო ნანობ რატომ არ ვქენი რამეო(თუ არ ქენი)😀 ეგ კიდევ ცალკე თემაა.
ასეთი რაღაცეები კი, მხოლოდ ჩემს ნაცნობებს ბოლო 2 წელიწადში 2-3ჯერ შეემთხვათ. დაეცეს ამ ქვეყანას სექსუალური რევოლუცია, ცოდოები არიან დეიდები და ყველა საერთოდ😀😀😀

Written by 1myway1

January 12, 2010 at 6:58 pm

Posted in Uncategorized

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 😀 nexvatka im kalis iqneboda albaT tu iqneboda..😀

    alice

    January 12, 2010 at 7:14 pm

  2. chkvianad moqceuliyo da ar eqneboda😀

    1myway1

    January 12, 2010 at 7:21 pm

  3. ეს ტექსტშიც ჩავამატე:

    ისე ის კაცი, ვინც გააჩერებინა ბევრი ვლანძღე(თ) მერე, ცვეტში იმის ბრალი იყო, ასე რომ დარსულდა ეგ ამბავი😛
    😀

    1myway1

    January 12, 2010 at 7:31 pm

  4. Too lomg🙂

    BigCrow

    January 12, 2010 at 8:04 pm

  5. eg ras nishnavs ver gavige ))

    1myway1

    January 12, 2010 at 8:11 pm

  6. არ უნდა ჩამოსულიყავი🙂

    lashakila

    January 14, 2010 at 3:19 pm

  7. vici😀

    1myway1

    January 14, 2010 at 3:23 pm

  8. სუსტი ნაწარმოებია😀

    ikadoriano

    April 21, 2010 at 5:31 pm

  9. შესაძლოა სუსტია, მაგრამ მთავარია, რომ რეალური ამბავია და არა ნაწარმოები😀
    როგორც შემეძლო და მომეხუშტურა ისე გადმოვეცი მაშინ

    1myway1

    April 21, 2010 at 5:37 pm

  10. აუუ, იმდენი ვიცინეე, ესე ხმამაღლა გაჟღერებული თუ დაწერილი პირველად ვნახე ეგეთი ისტორია :D:D:D

    deldeserto

    December 31, 2010 at 6:28 pm

  11. რა იყო დასამალი რო😛
    მე არ მიყვარს ეგეთები😀
    მაგარი დღე იყო მაინც

    1myway1

    December 31, 2010 at 8:52 pm

  12. დასამალი არა, მაგრამ😀 ყველა ვარიანტში სასაცილო კი იყო მაგარი :D:D

    deldeserto

    January 1, 2011 at 2:45 pm

  13. kaia tu icine😛

    me sul ar mecineboda im dges, nixvatkashi viyavi😦

    1myway1

    January 1, 2011 at 3:15 pm

  14. აბა როგორ გინდა, ჭეშმარიტებამდე მისვლა ყოველთვის ეგრე ადვილი ხომ არ არის😀😀😀

    deldeserto

    January 1, 2011 at 5:33 pm

  15. აბა ჭეშმარიტებისთვის ჯარში წასლვა და ბრძოლა არ მიყვარს მე😛 შეიძLება ცუდია, მაგრამ ეგრე ვარ ძირითადად
    ადვილი უნდა იყოს, უფრო სწორად არც ძალიან ადვილი და არც ძნელი, ძალით გართულებული😛

    +იმ დღეს ძალიან ადვილი იყო და ჩავაფლავე, ესაა განსაცდელი😦

    1myway1

    January 1, 2011 at 5:52 pm

  16. 😀😀😀
    მოკლედ ვერ მოინელე რა😀

    deldeserto

    January 1, 2011 at 6:12 pm

  17. რა მომანელებინებს…
    კიდევ კარგი გარეგნობით ვერ ქაჩავდა დიდად, თორემ ინფარქტი მომივიდოდა აქამდე

    1myway1

    January 1, 2011 at 6:23 pm

  18. არა, რა იცი ეხლა, იქნებ გარეგნობითაც კარგი იყო და ალკოჰოლმა შეგიშალა ხელი აღქმაში😀😀😀

    deldeserto

    January 1, 2011 at 6:31 pm

  19. ტყუილად ცდილობ😛
    ალკოჰოლისა და ჩემი ბრუციანობის მიუხედავად შევამჩნიე რომ ვერ ქაჩავდა, მაგრამ იმ წუთისთვის წავიდოდა გრიალით

    1myway1

    January 1, 2011 at 6:37 pm

  20. 😀😀😀

    deldeserto

    January 1, 2011 at 6:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: