1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ვინ არის ნამდვილი ლუზერი?

with 32 comments

დღეს ჩემთვის უჩვეულოდ ადრე 11-ზე უნდა ავმდგარიყავი, საქმე მქონდა, მერე კი ფეხბურთის თამაშს ვაპირებდით. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად ისე გამიჯდა ეს ამბავი, რომ მაღვიძარამდე ბევრად ადრე ქვეცნობიერმა მაღვიძარამ დარეკა და 10 არ იყო ჯერ რომ გამეღვიძა. ეს არცთუ სასიამოვნო გახლდათ, რადგან სულ 5 საათიც არ გამომივიდა ძილი. ნუ რა გაეწყობოდა…

ავდექი, ჩავიცვი და წავედი ბანკში მორიგი პროცენტის გადასახდელად. ამჯერად ლომბარდის პროცენტის, რომელსაც სადაც გინდა იქ ვერ გადაიხდი. ჰოდა მომიწია ბულაჩაურზე წასვლა. და აი, შევაბიჯე საქართველოს ბანკში, დამხვდა მომცრო რიგი, დაახლოებით 4 კაცი/ქალი იქნებოდა. დავდექი რიგში და…

ცოტა ხანში მომესმა ხმა, კუთხეში მჯდომი დაცვა (რომელიც იქამდე სულ არ შემიმჩნევია), ეკითხება მეორე დაცვას, რომელიც მოძრაობდა ბანკის ტერიტორიაზე, უფრო უფროსი იყო და რაღაც შეფერებული იერსახე ჰქონდა – ,გლოსერი’ რა არის? უფრო სწორად, მე მომესმა რატომღაც ,გლოსერი’. ეს უფროსი დაცვა კი, როგორც ჩანს, ,მაზავშიკიცაა’ შეთავსებით და კითხვა შეუბრუნა – ოსერი? ოსერი ფრანგული ქალაქი და საფეხბურთო კლუბია მოგეხსენებათ. – არა ლოსერი. უფრო ხმამაღლა და თამამად თქვა უმცროსმა დაცვამ, რომელიც ალბათ 20-21 წლის იქნებოდა. პროვინციელი ბიჭი, წითელი ლოყებით. ცოტა დაუვარცხნელი თმებითა და სასაცილო იერსახით. რაღაცნაირად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა, თან ისე განმარტოებული იჯდა კუთხეში, ისე წარბშეკრული მისჩერებოდა მობილურს და კითხულობდა რაღაცას, რომ უნებურად გამეღიმა. – აა ინგლისურად? ლუზერი ნიშნავს დამარცხებულს, ვინც წააგო იმას – შეიფერმა უფროსმა დაცვამ და მანაც გაიღიმა ცოტათი, თითქოს მაგრად აეხსნას და ბევრი რამ იცოდეს. აშკარად დაეტყო, რომ უმცროს დაცვას პასუხი დიდად არ მოეწონა, მაგრამ მობილურიდან თვალი არ მოუცილებია და წკაპუნი გააგრძელა.

მე ადგილზევე, რამდენადაც ჩემი გადაგვარებული ფანტაზიით გადავხარშე და ფანტაზიას გასაქანი მივეცი, ასე დავასკვენი: ეს პროვინციელი წითელლოყება ბიჭუნა, ემესიჯებოდა, სავარაუდოდ, ასევე პროვინციელ გოგონას, რომლის მშობლებმაც თხილი, ღორის ხორცი ან მანდარინი გაყიდეს ან ცუდ შემთხვევაში რამე არაკანონიერი ჩაიდინეს, ფული დააგროვეს და ვერაზე ან ვაკეში სახლი იყიდეს. მერე ამ გოგონას უყიდეს კომპიუტერი პენტიუმ V, რასაკვირველია კარგი ვიდეო კარტით ბევრ თამაშებს რომ აჩვენებს ისეთით. ,ოპერაციული’ მეხსიერება 2გბ. ვინჩესტერი აი ტვინი რა ფაილებს რომ იმახსოვრებს 500გბ. კლავიატურა რომელიც იკეცება. მაუსი, რომელიც წითლად ანათებს. მონიტორი ,პლოცკი’ ყველაზე ძვირიანი, პიტსოტ დოლარი მისცეს, შუშებიან მაღაზიაში.

გოგონამ დაიწყო ინგლისურზე სიარული, დაქალებმა აუხსნეს თუ რას ნიშნავს სიტყვა ლუზერი და რასაკვირველია, ერთი უბრალო პროვინციელი ბიჭი, რომელიც ბანკში მუშაობს, მაინც ლუზერია, ეს არ არის საკმარისი ამ გოგონასთვის. არც წყნეთში დაჩა აქვს ამ ბიჭს, არც ,ლევის სტრასში’ ნაყიდი 200-დოლარიანი ჯინსები და არც ბატაში მიღებული ახალი კოლექციიდან შერჩეული ფეხსაცმელები. არც პორშე ჰყავს და არც პრადო. პარიზშიც არ ყოფილა, მეტიც, ალბათ ავტობუსით დადის. ტეხავს. გოგონას მეტი უნდა… მას ხომ პენტიუმ V აქვს კარგი ვიდეო კარტით და მაგარი ,ნაწილებით’.

ლამის მივედი იმ ბიჭთან , რაღაც ისე საყვარლად შეშფოთდა და თითქოს ცოტა წყენა სახეზეც დაეტყო, მას მერე რაც, დაახლოებით მაინც გაიგო რას ნიშნავს სიტყვა ,ლუზერი'(არადა ზუსტ კონტექსტს ან მიხვდა ან არა). მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა, ალბათ ვინმე გოგომ მოგწერა და დაიკიდე ერთი მაგისიცმეთქი, არ ღირსთქო, მაგრამ არ გამოვიდოდა😀 მე, რომ წამოვედი კიდევ მესიჯობდა.

ჰოდა, ახლა გეკითხებით, ვინ არის ნამდვილი ლუზერი?🙂 ჩემი აზრით ის გოგო და ეგეთი გოგოები(ამ შემთხვევაში გოგოებზე გვაქვს აქცენტი, თორემ მსგავსი აზროვნების კაცები და მამიკოს ფულებით გაფუჭებული ბიჭუნები უარესები არიან)

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ბიჭი მართლაც იყოს ლუზერი, მაგრამ ჩვენ მასზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს და ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვით. მხოლოდ იმ ინფორმაციით კი რაც გვაქვს, ბევრ ქალაქელს სჯობია. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წითელი ლოყები, ასევე ძალიან არ მიყვარს სულით სოფლელები და სულით პროვინციელები. თუმცა ეს ბიჭი შესაძლოა ასეთი არც არის. მარტო იმიტომ, რომ ინგლისური არ იცის, ,გოიმი’, ,ბანძი’, ,სულით პროვინციელი’ და რაც მთავარია ,მეშჩანი’ არ არის ადამიანი, ხომ?🙂 თუ ის გოგო ვინმე ქალაქელი გოგოშკა იყო, მაშინ კიდევ უარესი და მძიმე შემთხვევა ყოფილა. მე მაინც მგონია, რომ ასევე პროვინციელ ელემენტთან გვქონდა საქმე, ოღონდ ცუდ პროვინციელთან, როგორებიც ქალაქელ გატყლარჭულ და ამაზრზენ გოგჩოებს არაფრით სჯობიან.

ამიტომ, გაუმარჯოს ნორმალურ ხალხს!😀 ნორმალური მიდგომებითა და ადამიანობით.

საერთოდ, სიტყვა ლუზერი კი მაგარი დაამუღამეს გურჯებმა. ეს ჩვენს საყვარელ ფორუმებზეც მარტივად შესამჩნევია, ჩათშიც და ისე ურთიერთობაშიც. როცა უხდება მომენტს ძალიან კარგი სიტყვაა, მაგრამ როგორც ბევრ სხვა დანარჩენს, ხშირად ამ სიტყვასაც არასწორად იყენებენ. მაგალითად ფორუმზე შესაძლოა გითხრან: ,რამდენი პოსტი გაქვს, რა ამბავია, რად გინდოდა’? ,ნეტა სხვა საქმე არ აქვთ ამ აქტიურ ფორუმელებს? ინტერნეტში ახდენენ თვითრეალიზაციას? (ამას ხშირად ისეთი ხალხი ამბობს თან, ვინც სხვებზე არანაკლებ დროს ატარებს ვებ-სივრცეში და მართლა თვითრეალიზაციას ახდენს და არა ისეთი დოზით, როგორც ყველა ჩვენ, ჩვეულებრივი იუზერები :D), ,ამხელა პოსტებს რა გაწერინებთ ან რა გაკითხებთ? არ გეზარებათ? (ამ დროს კი საინტერესოა, თავად არ ეზარებათ ამ არაფრის მომცემი კომენტების კეთება? :D) ,საჯაროდ რა პონტში კამათობთ ბრაცი, ტეხავს, დავმალოთ, ახლობლები ვართ ყველა, პირადში გავარჩიოთ, რა პონტია ეს პოსტაობა და გარეთ გამოტანა(არადა, ამას ამბობენ ხშირად ისეთ რამეზე, რაც საჯაროდ არის გასარჩევი და არაფერი შავდება ამით)’ ,ერთმანეთს რა პონტში უწერთ წერილებს? ტეხავს, ლუზერობის ნიშანია, თუ რამე გინდათ ისე გაარკვიეთ და თქვით’😀 და სხვა მარგალიტები

არადა, ყველას ისე რომ აცალონ ყოფნა ვინც როგორ არის, ალბათ არ აფიქრდებათ და თუ თავად არ გამოდიან ლუზერები სხვების ნაცვლად. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის გამო თუ სხვებს რასაც უწერენ ის სხვები ლუზერები არიან, მაშინ თავადაც სხვებზე ნაკლები ლუზერები არ არიან.

ეს იგივეა ,ეს ლუზერია ბევრი ფული არ აქვს’ ,ეს ლუზერია მაგარი სამსახური არ აქვს და კარგი სახლი და მანქანა’ ,ეს ლუზერია ორ ცოლს გაშორდა’ ,ეს ლუზერია ბიჭმა მიატოვა და ყველას გასართობად უნდა’ ,ეს ლუზერია ჩაცმა არ იცის’ და ა.შ.

ამ დროს უნდა ითქვას – ვთპ ჯერ კიდევ როდის ვამბობდი ამას😀 ანუ ვაი თქვენს პატრონს მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები, არა უშავს, ყველა თუ არა ნაწილი მაინც გაიზრდება🙂

იმედია, სიტყვა ლუზერის გამოყენებას, მართლა საჭირო დროს და მართლა ლუზერების მიმართ ვისწავლით.

პ.ს. მერე, სახლში დავბრუნდი და ფეხბურთზეც წავედი, მაგრამ სანამ ვითამაშებდით. ოპერებმა გამაჩერეს, ხუთნი იყვნენ და ჩვენც ხუთნი ვიყავით, კიდევ მეორე ძმაკაცს დაუწყეს გამოკითხვა, ისიც წვერით იყო და მივხვდით, რომ ვიღაც წვერიანს ეძებდნენ😀 ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთ თვეში ოპერები რომ მაჩერებენ. ცუდი რაღაცეები ხდება და იმიტომ დავიწყეთო…

არა, კარგია, თუ მართლა გააკონტროლებენ და არავის არაფერს დააბრალებენ, მაგრამ ის რაც ნამდვილად შესაცვლელია, დამოკიდებულება, სტილი და კითხვებია. ძალიან ცუდი აურა აქვთ, უაზრო კითხვებს სვამენ და მერე რო გეღიმება არ სიამოვნებთ😀

გასამდა ისე, რამდენიმე დღის წინ, კონტროლიორებმა ჩამიყვანეს ავტობუსიდან მთელი ღამის უძინარი, იმენნა ამოსვლისას რატომ არ აიღე ბილეთი, ჯარიმა გეკუთვნისო. დაახლოებით 10 წუთი ველაპარაკე და გადავაფიქრებინე როგორღაც ჯარიმის გამოწერა😛 მეც გამიკვირდა. ისე უკვე სპორტული ინტერესი მქონდა, ბიჭს მალე მოვუგვარე და გოგოსთან ორი ტაქტიკა დამჭირდა, ცოტა ,სტერვა’ იყო ისე. მეორე ტაქტიკამ გაჭრა.

Written by 1myway1

February 19, 2010 at 3:28 pm

32 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. იუვეს ფანებზე ამბობენ ლუზერები არიანო და მართალია? :spy:

    donkosta

    February 19, 2010 at 3:47 pm

  2. 😀😀 კოსტინია შე მკვდარო, გამოჩნდითქო ბიჯო ნუ იკარგები, გვეკონტაქტე😀

    შენ რა გალაპარაკლებს, მართლა ლუზერის ფანო😛
    როგორ გყავს პაბლიტო აიმარი, ჭეშმარიტი ლუზერი😀 არადა არაა ცუდი ტიპი

    დიადი იუვესგან ხელები შორს

    1myway1

    February 19, 2010 at 3:52 pm

  3. მე ლოზერი ვარ, შენი პოსტი წავიკითხე :O

    chiqo18

    February 20, 2010 at 12:55 am

  4. მავანთა ლოგიკით ეგრე გამოდის😀

    1myway1

    February 20, 2010 at 12:49 pm

  5. მიყვარს ამ კაციას ადამიანუტი პოსტები🙂 აი, რაღაცნაირად ადამიანურებია. გაუპრანჭავი. ისე ნეტა მე თუ ვარ ნორმალური ადამიანი?🙂

    მინდვრის ყვავილი

    February 21, 2010 at 9:57 am

  6. @მინდვრის ყვავილი
    მადლობა
    და შენ რომელი ხარ?🙂

    1myway1

    February 21, 2010 at 10:28 pm

  7. @1myway1 რიგითი ინტრიგანი თაყვანისმცემელი🙂

    მინდვრის ყვავილი

    March 5, 2010 at 11:11 am

  8. გასაგებია, გასაგები😀

    1myway1

    March 5, 2010 at 11:17 am

  9. ვჩპ😀

    მინდვრის ყვავილი

    March 6, 2010 at 8:21 pm

  10. უჰ, ეხლა ცოტა მთვრალი ვარ, მარა მაინც წავიკითხე😀 ფანტაზიას ამართლა რ უჩივი მგონი. სჯობია ფხიზელ ჭკუაზე წავიკიტხო ისე, ეხლა მტლად სწორად ვერ აღვიქვამ😀

    deldeserto

    January 2, 2011 at 6:25 pm

  11. ვა დაჟე სვამ და რამე?😀
    ხო ფხიზელზეც წაიკითხე😛
    ფანტაზიისთვის მადლობა😀

    1myway1

    January 2, 2011 at 7:00 pm

  12. წელიწადში 1-2 ჯერ თავს უფლებას ვაძლევ😀😀
    კიდევ წავიკითხე და კარგი იყო :)ხო, ეგ უაზროდ კი იციან გამოყენება მაგ სიტყვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ზუსტად გამოხატავს ხოლმე საქმის არსს😀 ფანტაზიისთვის კი მიგიცია გასაქანი😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 8:23 am

  13. მარტო 1-2ჯერ, რა ცუდია ქალიშვილო😀

    შენც იყენებ ხოლმე ხო, ის ლუზერია და ნეუდაჩნიკია და ისა და ესა, უამეეე😀

    ჩემი ფანტაზია ყოველთვის გაქანებულია😀

    1myway1

    January 3, 2011 at 10:06 am

  14. ოჰო, რა განავრცო😀😀 როცა საჭიროა კი, ოღონდ ლუზერის ნაცვლად ნაკლებად რეალიზებულის თქმა სჯობია😀 აბა სხვანაირად როგორ უნდა გამოხატო ეგ აზრი?🙂

    deldeserto

    January 3, 2011 at 10:53 am

  15. როგორ გიყვართ ეგ სიტყვა – ,არარეალიზებული’😀
    თუ სათქმელია კი, მაგრამ ხსირად ტყუილა აბრახუნებთ

    და ზოგმა ბიჭმაც აიტაცა

    1myway1

    January 3, 2011 at 12:00 pm

  16. ნუ ეხლა ტყუილად თქმა მარაზმია, რად უნდა თქმა🙂 მაგრამ თუ საჭიროა, საკუთარ თავთან მიმართებაშიც ვამბობ ხოლმე, შემოსალაწუნებლად და რეალობისთვის თვალის გასასწორებლად🙂

    deldeserto

    January 3, 2011 at 1:39 pm

  17. არადა, ყველაფერი მარტივია – ცხოვრება მშვენიერია😛

    1myway1

    January 3, 2011 at 2:59 pm

  18. ხოო, ეგ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა🙂 მაგრამ ყოველთვის თავის გასულელება მაინც არ ღირს🙂

    deldeserto

    January 3, 2011 at 4:26 pm

  19. და მერე ვინ თქვა რომ ეგ თავის გასულელებაა
    ვამ იშჩო რასტი ი რასტი, დარაგაია😀

    1myway1

    January 3, 2011 at 4:56 pm

  20. ნახე რა😀😀 თავის გასულელება ლუზერთან მიმართებაში ვთქვი (როცა ხვდები, რომ რაღაც ვერაა შენს თავს, უნდა დაარქვა შესაბამისი სახელი და გამოასწორო თუ შესაძლებელია)თორემ ცხოვრება რომ მშვენიერია, მაგ მიდგომამ შეიძლება უბრალოდ გადაგარჩინოს ნებიესმიერ სიტუაციაში, ასე რომ შეუფასებელია🙂
    ბუონ ჯორნო პრინჩიპესსაა, ამ გახსენებაზე ერთი ბენინის მაგ ფილმს უნდა ვუყურო კიდევ.

    deldeserto

    January 3, 2011 at 5:25 pm

  21. კაქი😀😀

    ოოო, პრინჩიპესა შედევრია🙂

    იტალია :love:

    1myway1

    January 3, 2011 at 5:31 pm

  22. certo😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 6:00 pm

  23. daizine exla shen, tore gaxda 11 saati😀😀

    1myway1

    January 3, 2011 at 6:19 pm

  24. 11-12-მდე მაქვს ძილისპირული, ჯერ ნახევარი საათია დარჩენილი😀😀😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 6:32 pm

  25. ეს რა შუაშია და ის ფილმი არ მოგწონს (რადგან ფილმებში ერკვევი და თან იტალია🙂 პიანისტის ლეგენდა ოკეანეზე (მგონი ესე ითარგმნება)? აუ, ძალიან, ძალიან მაგარია. ვსიო, მოვრჩი არათემატურ პოსტებს😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 6:34 pm

  26. qatami xar ra😀

    legenda 1900? tornatoresi, tim roti rom tamashobs xom? zalian zalian magari filmia. magaze odnav metad tornatores filmebidan cinema paradiso miyvars, vchedav mag filmze da kidev aqvs kargebi

    1myway1

    January 3, 2011 at 6:44 pm

  27. ki ki eg, tornatores filmi. vai, paradiso chemi filmia, vgijdebi. ginda echvi gagiqarcklo?😀 ai,paradiso rom axsene gulma vegar gamidzlo😀😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 7:05 pm

  28. 😀 rogor ar minda

    1myway1

    January 3, 2011 at 7:20 pm

  29. chemi blogis misamarts getkvi, kargi (deldeserto.blogspot.com) sheni gaqanebuli fantaziis miuxedavad, grmad mcams, ar ifiqreb, rom vigacam specialurad shetxza exla shentvis blogi😀😀
    p.s. saintereso sheidzleba naklebad ikos, ubralod echvebs vaqarcklebt, Mr. Frank :)))

    deldeserto

    January 3, 2011 at 7:29 pm

  30. ეგრე კი არ გააქარწყლე, გააღრმავე შენ😀😀😀

    აბა ასე ვცადოთ😀
    http://www.facebook.com/profile.php?id=1442910714

    1myway1

    January 3, 2011 at 7:35 pm

  31. moica maili sadme miceria maaand? ar gicnob martlaaaa, gmerti, rjuli😀😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 7:44 pm

  32. ki giweria😀

    1myway1

    January 3, 2011 at 7:59 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: