1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უგვირგვინო მეფეები 2

with 4 comments

გთავაზობთ ,უგვირგვინო მეფეების’ მეორე ნაწილს ანუ შემდეგ თერთმეტეულს. პირველ ნაწილში უკვე შევთანხმდით, რომ ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე აქ მოხვდებიან სხვადასხვა მხრივ საინტერესო მოთამაშეები, ზოგნი მეტად, ზოგნი ნაკლებად წარმატებულნი. უბრალოდ, ისეთნი, რომელნიც რაღაც მხრივ იმსახურებენ აქ ყოფნას, თავადაც ხვდებით ალბათ🙂 ჰოდა, კიდევ ერთხელ ვინოსტალგიუროთ და ვისიამოვნოთ მოგონებებით გარდასულ დღეთა😀

1). ფაუსტინო ერნან ასპრილია ინოსტრენსა

ფაუსტინო ან უბრალოდ ტინო ასპრილია კოლუმბიის ქალაქ ტულუაში დაიბადა 1969 წლის 10 ნოემბერს. კუკუტა დეპორტივოსა და ატლეტიკო ნასიონალში გატარებული პერიოდის მერე, მიაშურა აპენინებს, უშუალოდ კი პარმას, რომელსაც მისი კარიერის მთავარი წარმატებები უკავშირდება. ენიო ტარდინიზე 1992-1996 წლებში იყო, საიდანაც ნიუკასლს მიაშურა. სენტ ჯეიმს პარკზე ორი სეზონი გაატარა და ერთი წლით ისევ პარმაში დაბრუნდა. ინგლისში მისი კარიერა არ აეწყო, პრობლემები მინდვრის გარეთაც ჰქონდა, მაგრამ თავის გამოჩენა და ფანების გულის მოგება გარკვეულ წილად მაინც მოახერხა. თავად წარმოიდგინეთ, რად ღირს ბარსელონას სამი გოლი გაუტანო და ნიუკასლმა ის თამაში 3:2 მოიგოს😀 რა დამავიწყებს, ნიუკასლიც რომ ლიგაზე იქაჩებოდა და პარმაც, ერთ დილას მე და არჩილა ტაბიძის ძეგლთან, რომ გაჩერებაა გაზეთის საყიდლად ავვარდით გამწარებულნი, უშუქობის პერიოდია და სიახლეების გაგება გვინდოდა. ვიყიდეთ ცნობილი პატარა გაზეთი და დიდი ამბით განვიხილავდით სიტუაციას, ასპრილია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მაშინდელ საუბარში😀 ეჰ, მართლა სულ სხვა ფეხბურთი და ხალხი იყო 90-იანებში🙂 ქომაგებმა მას ,რვაფეხა’ შეარქვეს, თამაშის რაღაცნაირი მოხერხებული სტილის გამო. პარმასთან ერთად მოიგო სამი უეფას თასი და პირველი ორის მოგებაში საკმაოდ ღირებული წვლილი შეიტანა, მესამეში ნაკლებად. ასევე მისი საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით მოუგო პარმამ მილანს 1:0 და როსონერის ცნობილი 58-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 1998 წელს მან მილანს კიდევ ერთი მტკივნეული გოლი გაუტანა😀 1999 წელს მან საბოლოოდ დატოვა პარმა და პალმეირასში გადაბარგდა, შემდეგ იყო ფლუმინენსე, ატლანტე, კვლავ ატლეტიკო ნასიონალი, უნივერსიდად დე ჩილე და ბოლოს ესტუდიანტესი, სადაც მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და 2004 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. 1993-2001 წლებში ნაკრებში 57-ჯერ ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. ცნობილია მისი რამდენიმე სურათი, რომლებიც შიშველს აქვს გადაღებული, ცხადია, კომერციული მიზნებით😀😀

2). ოლაფ მარშალი

 

ეს თავდამსხმელი კარგად გემახსოვრებათ ცოტა სტაჟიან ქომაგებს მაინც. ოტო რეჰაგელის კაიზერსლაუტერნი მეორე ბუნდესლიგიდან ამოსვლისთანავე სენსაციურად და სასწაულად რომ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული. მარშალი მაშინ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ულვაშები და რამე, თავით კარგად თამაში, ფეხითაც, ერთი სიტყვით ოქროს სეზონი მაშინ ჰქონდა. ისე გდრ-შია დაბადებული მშობლიური ქალაქ ტორგაუს გუნდის აღზრდილია. ამას მოჰყვა საკმაო პერიოდი ლოკ ლაიპციგში, მერე ადმირა, დინამო დრეზდენი და ბოლოს ასევე საკმაო ხანი ლაუტერნში. 2002 წელს კარიერა დუბაის ალ ნასრში დაასრულა. გერმანიის ჩემპიონატის გარდა, მოგებული აქვს თასიც. ბუნდესლიგაში 176 მატჩში 60 გოლი გაუტანია. თამაშობდა გდრ-ს ახალგაზრდულ და ძირითად ნაკრებში. გაერთიანებული გერმანიის მაისურა კი 1994-1999 წლებში 13-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. გახლდათ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც. შემდეგ მწვრთნელობა დააპირა და ორი წელი თანაშემწედ იყო ლაუტერნში, მაგრამ ამ საქმიდან დიდი არაფერი გამოვიდა.

3). ანჯეი იუსკოვიაკი

 

როგორც არაერთხელ მითქვამს, გერმანიაში მუდამ არიან უცნაური და კაი ფორვარდები. რაღაცაზე ზემოთ რომ ვერ მიდიან, თავისი დონე აქვთ, მაგრამ მაგრები არიან რა… აი, ანჯეიც ასეთი იყო, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფორვარდი გახლდათ. ,იუსკო’, როგორც მას ეძახიან, 1970 წლის 3 ნოემბერს გოტინში დაიბადა და მშობლიური ქალაქის გუნდში აღიზარდა. პროფესიონალური კარიერა კი ლეხში დაიწყო, სადაც 1987-1992 წლებში ბურთაობდა და 85 მატჩში 43 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი. შემდეგ იყო ლისაბონის სპორტინგში, რომელმაც ჯერ ოლიმპიაკოსში გაანათხოვრა, მერე კი მიონხენგლადბახის ბორუსიას მიჰყიდა. გლადბახს მოჰყვა ვოლფსბურგი, საიდანაც პირადად მე ყველაზე უკეთ მახსოვს. მგლებში გატარებული 4 წლის მერე, სულ რაღაც 5 მატჩი ჩაატარა მეიჯორლიგაში, კერძოდ ნიუ იორკ რედ ბულში და დაუბრუნდა გერმანიას, სადაც დაასრულა კიდევ კარიერა აუეს მაისურით, რომელშიც 2004-2007 წლებში ირიცხებოდა. ნაკრებში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა და იმავე წელს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა, თან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სულ პოლონეთის ღირსება 1992-2001 წლებში 39-ჯერ დაიცვა და 13 გოლი გაიტანა.

4). ჯოვანი სტროპა

ეს შემტევი ნახევარმცველი მილანის აღზრდილია და როგორც იტყვიან ან ვიტყვი ხოლმე, კაი ტიპი იყო😀 მილანის შემედეგ იყო მონცა, დაბრუნება მილანში, განათხოვრება ლაციოში და… საუკეთესო სეზონი ნამდვილად 1993-1994 წელს ჰქონდა, როცა როსონერიმ ფოჯაში გაანათხოვრა. ავადსახსენებელი ზდენეკ ზემანის დამოძღვრილმა ფოჯამ მაშინ ბევრი გუნდი გაამწარა და შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა. ამის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი სწორედ სტროპა იყო. მისმა საინტერესო თამაშის სტილმა უმალ მიიქცია ნაკრების თავკაცთა ყურადღება და სკუადრა აძურას მაისურა 4-ჯერ მოირგო, მაგრამ… მილანში მორიგი დაბრუნება არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა. ამას მოჰყვა – უდინეზე, პიაჩენცა, ბრეშა, ჯენოა, ალცანო, აველინო, ისევ ფოჯა და კარიერის ბოლოს 2005 წელს მცირე ხანი სერია D-ს ბინადარ კიარიში. ამჟამად, მილანში ახალგაზრდა ფეხბურთელებს კურირებს, კერძოდ 13 წლის მოთამაშეები აბარია.

5). სავო მილოშევიჩი

მე მაინც მგონია, რომ ამ ფეხბურთელის კარიერა ბევრად უკეთ შეიძლებოდა წარმართულიყო. სხვათა შორის, ბოსნიაშია დაბადებული, კერძოდ ბიიელინაში 1973 წლის 2 სექტემბერს. არადა, სერბეთის ნაკრების საუკეთესო გოლეადორია 37 ბურთით და ყველაზე მეტი 102 მატჩიც მას აქვს ჩატარებული. უთამაშია, იუგოსლავიის, სერბეთისა და ჩერნიგორიის და სერბეთის ნაკრებში, ეს ყველაფერი 1994-2008 წლებში მოხდა. უშუალოდ სერბეთის ნაკრებში მან პირველად და უკანასკნელად 2008 წლის 19 ნოემბერს ითამაშა ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც სავოს გამოსამშვიდობებლი თამაშის სტატუსი ჰქონდა. სერბებმა 6:1 მოიგეს, მილოშევიჩმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ორი პენალტიც ააცილა😀 იყო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ევრო 2000-დანაც ყველას გვემახსოვრება, მშვენივრად გაისარჯა და პატრიკ კლუივერტთან ერთად 5 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. მისი საკლუბო კარიერა 1992 წელს პარტიზანში დაიწყო, სადაც სამი სეზონი გაატარა და 98 მატჩში 65 გოლი შეაგდო. ორჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი და ორჯერვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. შემდეგ იყო ასტონ ვილა, რომელთან ერთადაც მოიგო ინგლისის ლიგის თასი. მერე, სარაგოსა, პარმა, ისევ სარაგოსა, ესპანიოლი, სელტა, ოსასუნა და კარიერის ბოლოს ყაზანის რუბინი და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა.

6). ხუან ედუარდო ესნაიდერი

 

 ძალიან საინტერესო ვინმე იყო. თუნდაც იმიტომ, რომ სავარაუდოდ. არაერთი სისხლი ურევია, მათ შორის გერმანულ-ესპანურიც. თან შეგვიძლია ორმაგად შევაფასოთ – გადაფასებული და გაფლანგული ტალანტი😀 იმიტომ, რომ ამ კაცმა მოახერხა და ითამაშა რეალში, სარაგოსაში, ატლეტიკოში, იუვენტუსსა და პორტუში, სხვა კლუბებს რომ თავი დავანებოთ. არადა, უმაღლეს დონეზე ვერ ავიდა და ასეთ კლუბებში ბევრ კარგ ფეხბურთელს არ უთამაშია. მეორეს მხრივ, ნიჭი ნამდვილად ჰქონდა, დიდი გოლეადორი შესაძლოა არ იყო, მაგრამ მინდვრის საოცარი ხედვით გამოირჩეოდა და შეეძლო ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მაინც სიცრუე და ორპირობა გამოდგა, მაგრამ ჭეშმარიტი უგვირგვინო მეფეა😀 ისე ლუჩანო მოჯი ტრანსფერებში უიშვიათესად ცდებოდა და ესნაიდერი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. იუვეში მან ორი სეზონი გაატარა 16-ჯერ ითამაშა და ვერცერთხელ ვერ გაიტანა. რეალთან ერთად მოიგო ესპანეთის თასი, ეს ტიტული მან სარაგოსას მაისურით კიდევ ორჯერ მოიპოვა და თასების მფლობელთა თასიც მიაყოლა. 2002 წელს კი კლაუსურას გამარჯვებული გახდა რივერ პლეიტის რიგებში. მის ყველა კლუბს ნუ ჩამოვთვლით, რადგან სია გრძელია😀 რას არ მიედ-მოედო😀 თამაში ნიუელს ოლდ ბოისში 2005 წელს დაასრულა. არგენტინის ნაკრების ღირსება ოდენ სამჯერ აქვს დაცული.

7). სტეფან გივარში

დიდი ,უნიჭო’ ვინმე იყო😀 უუცნაურესი ფორვარდი😀 მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ სხვადასხვა მხრივ გამორჩეული ფეხბურთელები შეგვყვას ამ ,რუბრიკაში’. მაინც გამორჩეული ტიპი იყო. კარიერა ბრესტში დაიწყო, მერე იყო ოთხწლიანი პერიოდი გინგამში, რასაც მოჰყვა ოსერი და ჩინებული სეზონი რენში – 36 მატჩში 22 გოლი. რენში გატარებულმა ამ სეზონმა და გოლეადორობამ გაუთქვა სწორედ სახელი, ისევ ოსრეში დაბრუნდა და ამჯერად 32 შეხვედრაში 21 ბურთი შეაგდო. 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც საფრანგეთის ძირითადი ფორვარდი ისე წაიყვანეს და პირველი ხუთი მატჩი სასტარტოში დაიწყო, მაგრამ ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მსოლფიოს მერე დაღმასვლა დაეწყო. მცირე ხანი გახლდათ ნიუკასლში, მერე მესამედ მივიდა ოსერში, სადაც ორ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა და 25-ჯერ იხეირა. კარიერა 2002 წელს დაამთავრა გინგამში. ნაკრების ღირსება სულ 14-ჯერ დაიცვა და მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. 2009 წლის ოქტომბერში ინგლისურმა გაზეთმა ,დეილი მეილმა’ თავისებური ვერსია გამოაქვეყნა 50 ყველაზე ცუდი ფორვარდისა, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ და გივარში სიის სათვეში N1-ად მოგვევლინა😀 მან გაზეთს, რბილად რომ ვთქვათ სისულელე უწოდა. უფრო სწორად ასე თქვა: “It is truly a crap newspaper”, სიტყვა crap ნიშნავს – ფულს, სისულელეს, განავალს, გრეჩიხას…

8). მარკ ვილმოტსი

 

რაღაცნაირი ჯიგრიანი ფეხბურთელი იყო. დოლგენბერგში დაბადებული ნახევარმცვწლის კარიერა სენტ ტრუიდენში დაიწყო, ამას მეხელენი, სტანდარდი, შალკე, ბორდო და ბოლოს ისევ შალკე მოჰყვა. ძალიან სასარგებლო მოთამაშე გახლდათ, ფორვარდებს გვარიანად ეხმარებოდა და გოლები საკმაოდ ხშირად გაჰქონდა. ბელგიის ნაკრებში 70 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლით გამოირჩა. ითამაშა 4 მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1998 წლის მუნდიალზე გაიტანა 2, ხოლო 2002 წლისაზე 3 გოლი და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ბელგიელთა საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტნობდაც კიდეც ნაკრებს და ითამაშა ევრო 2000-ზეც. თამაშს 2003 წელს შეეშვა და მწვრთნელობა დააპირა. სენტ ტრუიდენში არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა, ამჟამად კი ეროვნულ ნაკრებში დიკ ადვოკაატის თანაშემწეა. შუალედში კი პოლიტიკაში წასვლაც მოასწრო და ბელგიაში სენატორი გახდა, მაგრამ პოლიტიკოსობაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და კრიტიკოსებიც გამოუჩდნენ, რის მერეც, გადაწყვიტა პოლიტიკოსობას შეშვებოდა. მას ეძახდნენ: ,ხარი დოლგენბერგიდან’ და ,მებრძოლი გოჭი/ღორი’😀

9). ფილემონ რაულ მასინგა

ფილ მასინგაც ძალიან საინტერესო და ერთგვარად ქარიზმატული ვინმე იყო. პირველ რიგში ალბათ ბარიდან უნდა გვახსოვდეს. სან ნიკოლას ბინადრები ერთი პერიოდი მილანის ინტერს თითქმის მუდამ ამწარებდნენ და მასინგა ამაში უშუალო მონაწილეობას იღებდა😀 ძალიან სახალისო ისტორიაა მოგეხსენებათ. ,ჩიპას’ როგორც მას ეძახდნენ, სამხრეთ აფრიკის ღირსება 58-ჯერ აქვს დაცული და 18 გოლი აქვს გატანილი. მეტიც შეეძლო, მაგრამ ხშირად სხვებს ატანინებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც ბაფანა ბაფანას მაისურით შეაგდო კონგოს კარში გატანილი ბურთია, რომელმაც ფაქტობრივად გაიყვანა კიდეც სამხრეთ აფრიკა 1998 წლის მუნდიალზე. უთამაშია ლიდსშიც, სენტ გალენშიც, სალერნიტანაშიც… კარიერა ალ ვაჰდაში დაასრულა. მწვრთნელობა სცადა, მაგრამ მცირე ხნით. ბოლო ინფორმაცია, რაც მის შესახებ მოვიპოვე ის არის, რომ 10-17 წლის სამხრეთ აფრიკელ ფეხბურთელებზე მუშაობს და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტშია.

10). ნიკოს მახლასი

 ვფიქრობ, ასე თუ ისე, ყველა იცნობთ ამ ფეხბურთელს. უთამაშია შოთა არველაძესთან ერთადაც. მშვენიერი გოლეადორი იყო. საბერძნეთის ნაკრებში 1993-2002 წლებში 61-ჯერ ითამაშა და 18-ჯერ გაიტანა. ბევრი არ არის, მაგრამ მის ანგარიშზე ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთია, რომელიც მან სულ რაღაც 20 წლის ასაკში რუსეთს შეუგდო და საბერძნეთი 1994 წლის მუნდიალზე გაიყვანა. ოფი კრეტას აღზრდილმა პროფესიონალური კარიერაც ამ კლუბში დაიწყო, სადაც 6 წელი გაატარა და შემდეგ გადაბარგდა არნემის ვიტესში, რომლის რიგებშიც 1997-1998 წლების სეზონში საოცარი შედეგი ჰქონდა – 32 მატჩში 34 გოლი  და ,ოქროს ბუცი’ მოიპოვა. სულ ვიტესში 92 მატჩში 60 გოლი გაიტანა. მერე აიაქსს მიაშურა და 74 შეხვედრაში 38 ბურთით გამოირჩა. გაანათხოვრეს სევილიაში, მერე იყო ირაკლისი, ისევ ოფი კრეტა და ბოლოს აპოელი. არის ჰოლანდიის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. ასევე კვიპროსის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2008 წელს კვიპროსის თასის ფინალში აპოელმა 2:0 მოუგო ანართოსისს და ამ მატჩის მერე მახლასმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ერთი წლის შემდეგ, ოფი კრეტაში სპორტულ დირექტორად მიიწვიეს.

11. ნეილ ჯონ უეინ ქუინი

 

მისი ირლანდიური სახელია ნეილ შონ ო’ქუინი. აქვს საპატიო წოდება MBE. მისი მამა და დედის ძმები თამაშობდნენ გ(ა)ელურ ფეხბურთს და თავადაც უთამაშია. საერთოდ, საინტერესო ოჯახი ჰყავს და მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა, მის ბიოგრაფიას ცოტა დაწვრილებით თუ გაეცნობით, უკმაყოფილონი არა მგონია დარჩეთ. ბავშვობისას იყო მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალშიც. პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი კლუბი არსენალი იყო, სადაც 7 წელიწადში 67-ჯერ ითამაშა და 14 გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა ექვსწლიანი პერიოდი, 204 მატჩი და 66 გოლი მანჩესტერ სიტიში. სიტის ფანებმა მას სიმღერაც კი მიუძღვნეს “Niall Quinn’s Disco Pants”. დაბოლოს, ასევე 6 წელი სანდერლენდში, საიდანაც მე ყველაზე კარგად მახსოვს, სულ 203 მატჩი და 61 გოლი. რა დაგვავიწყებს მოკლე კომბინაციას – ,შავი კატების’ მეკარე ურტყამს მეტოქის საჯარიმოსკენ, იქ ქუინი თავით უგდებს კევინ ფილიპსს(რომელიც მალე აუცილებლად მოხვდება ჩვენს რუბრიკაში და რომელიც ძალიან მიყვარს) და ფილიპსს გააქვს გოლი, ეს იყო სანდერლნედის თამაში😀😀 ნაკრებისთვის ქუინი 1986 წლიდან მოყოლებული 2002 წლის ჩათვლით 92-ჯერ გაისარჯა და 21-ჯერ თავიც გამოიჩინა. 2003 წელს მიიღო Beacon Fellowship-ის პრესტიჟული ჯილდო, სამედიცინო საქმესა და ბავშვებისადმი გამოჩენილი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის. მიღებული აქვს სხვა ჯილდოებიც. თამაშს 2002 წელს შეეშვა. 2006 წელს ცოტა ხანი წვრთნიდა სანდერლენდს, მერე კი ამ კლუბის მმართველი გახდა და არცთუ ურიგოდ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

Written by 1myway1

February 23, 2010 at 6:49 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ტინო ასპრილია – კუტუ ჰქონია მაგას ძალიან დიდი. ბუფონმა პარმაში პირველი ვარჯიშის მერე შეშინებულები საშხაპედან გამოვრბოდითო😀

    ოლაფა გერმანულ პორნოს დაამშვენებდა😀

    ანჟეი იუსკოვიაკი და ის ტიპი მერევა ერთანეთში სულ – “პაო”-ში რომ თამაშობდა თავდასხმაში, ისიც პანი არ იყო?:)

    ჯოვანი სტროპა არა დიეგო ფუზერი😀

    სავო მაგარი იყო. Sony 1-ში სერბებით ვთამაშობდი და ჩემი დამრტყმელი ძალა ეგ იყო😀 რეალობაშიც ძალიან კარგი თავდამსხმელი იყო, თან, ბოლო ბოლო, კაცი დიდ დიქტატორს ძმისშვილად ეკუთვნოდა მგონი🙂

    ედუარდოსნაირი მისტიური არსება არავინ მინახავს😀 მახსოვს რა ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს იუვეში და ლიპი რომ ქადაგებდა მონახაზებში მის ჩასმაზე და საჭიროებაზე. ძალიან დიპლომატიურად ცდილობდნენ, რომ ეს ჩავარდნილი ტრანსფერი გაემართლებინათ😀 სუფთა ბუტაფორია იყო. რაღაცნაირად ურუგვაელი ონილის ამბავს მაგონებს, რატომღაც😀

    ერთი გივარში იყო მეფე და მეორე ყაველას თანაგუნდელი მარტინ შტოკლასა😀

    ვილმოტსი მართლა მებრძოლი ღორი იყო.

    ფილიმონ მასინგაზე სამი სახელი მახსენდება – მამაჩემი😀 ინტერი😀 და კალუშა ბვალია😀

    ის ბერძენი შოთას დროიდან არ მევასება😀

    Niall Seán Ó Cuinn – ამით ყველაფერია ნათქვამი🙂

    ikadoriano

    April 27, 2010 at 12:57 pm

  2. რა ენაღვლება, ექნებოდა დიდი😀
    პორნოში რა უბედურებაა ოლაფა )))
    აუ ვიცი ვისზეც ამბობ და ვერ ვიხსენებ😦 ახლა სანამ არ გამახსენდება დარხეული მაქვს…
    თუნდაც დიეგო ფუზერი😛
    კი, სავო იგროკი იყო, ძმისშვილი იყო თუ ახლო ან შორეული ნათესავი არ მახსოვს ზუსტად😀😀
    ონილი, ოლივერა, აპია… და ასე შმედეგ😀
    გივარში მეფე არ იყო, უბრალოდ იმსახურებს მაინც აქ ყოფნას, ღადაობაა ))
    ვილმოტსი დონე იყო, ჯიგრიანი იგროკი
    კალუშა სულ მახსოვს მე😀 და ინტერი ცალკე თემაა…
    ნიკოსა იყო რა
    ცუდი კუტხით თუ კარგით? არ ამაინც ბრიტანელი კვერცხია, მაგრამ რაღაც პონტში ნორმა და დონე ტიპია. თუმცა მართლაც ყველაფერია ნათქვამი😀

    1myway1

    April 27, 2010 at 1:08 pm

  3. Ireland is mine😉

    ikadoriano

    April 27, 2010 at 7:00 pm

  4. აა ოკ
    ჩემთის ეგენიც ბრიტანელები არიან, მაგრამ ბევრად საპატივცემო ხალხია😛

    1myway1

    April 27, 2010 at 7:02 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: