1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for მარტი 2010

მე მივხვდი, რომ…

with 23 comments

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დევიზია – ცხოვრება მშვენიერია – და ეს უცვლელია, არ დაივიწყოთ, ამიტომ არ იფიქროთ აზრი შევიცვალე და დეპრესიონერა გავხდი ან რამე, უბრალოდ, ფაქტები მინდა ჩამოვთვალო. ასევე, თავისუფლად შემიძლია დავწერო სულ სხვა ენით, ზრდილობიანად და ტონკი ან ძალით ტონკი პასაჟებით, მაგრამ ეს ხომ ჟურნალისტური ნაწერი არ არის(მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ), ჩემი ბლოგია და თან ახლა მინდა ემოციურად დავწერო, ზუსტად იმ სიტყვებით, რომელიც თავში მომდის. ამიტომ უზრდელურ სიტყვებს საკმაოდ ხშირად შეხვდებით და ძალიან ქალიშვილები და ძალით ჯენტლმენები ნუ წაიკითხავთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ყველას, ბოლომდე გადაავლეთ თვალი და იპოვეთ მსგავსებები 😀

გუშინ სახლში მოვდიოდი, ფეხბურთზე მომეჩქარებოდა, თან მელოდებოდნენ და ფიქრებში გართულს უცებ შემომესმა ვიღაც ბიჭის ღრიალი – ბოზებო! – გავიხედე და ფალიაშვილზე გამწარებული მირბის ვიღაც, რომელმაც გრეჩიხები რო ცხოვრობენ იმ არკაში ჩაუხვია, ვერაფერს მივხვდი, სანამ 10-15 წამში სამი პოლიციელი არ დავინახე, გამწარებულებმა რომ ამოირბინეს რიგის ქუჩიდან. ის ეზო საკმაოდ დიდია და მრავალი გასასვლელი აქვს, გაუჭირდებოდათ ალბათ დაჭერა. ამ ყველაფრის შემხედვარე, მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მერე, გამახსენდა პატრულის ჰიმნი – ზარი შემოსულია, რაზმი გამოსულია – თუ რაღაც. ახალი შენობის გაპრავება, სრულიად საშინელი და სამარცხვინო ტექსტი და მუსიკა და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

პარალელურად, პატრულის ბევრი კარგი საქმე გამახსენდა(განსაკუთრებით თავიდან). ასევე გამახსენდა, გურჯებს მძიმე დანაშუალის დანახვაზე პატრულში დარეკვა გრეხი რომ ჰგონიათ (და ბევრი საქმე საქმეზე რომ მიდგება ასე ვფიქრობთ ისევ), ხმარობენ სიტყვებს – ბოზობა, ნასედკობა, ყველაზე ლაითი ჩაშვება. ამიტომ, მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

ისიც გამახსენდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მთვრალებმა ავტოსტოპით ქუთაისში წასვლა რომ გადავწყვიტეთ შუაღამისას, ქსნის გადასახვევთან გავიჭედეთ და თან გამოვფხიზლდით. მივხვდით არ ღირდა და უკან წამოსვლა გვინდოდა, მანქანები და მარშრუტკები ცოტანი იყვნენ, თან არავინ გვიჩერებდა. პატრული გავაჩერეთ და ვთხოვეთ რამე გაგვიჩერეთ თორე გავიყინეთქო. ცოტა ხანი დაიცადეს და უცებ გვითხრეს გამოძახება მოგვივიდა სასწრაფოდ უნდა გავიდეთ და მერე მოვბრუნდებით, იქამდე ალბათ რამე გაგიჩერებთ თანო. მართლაც,  ცოტა ხანში მარშრუტკამ გაგვიჩერა და გზად, სულ იქვე ის პატრულის მანქანა შემოგვხვდა, ნელნელა მიგორავდა ტრასაზე, გამოძახება არა სლე, უბრალოდ დაეზარათ, თავი არ შეიწუხეს და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მოვეშვათ ახლა პატრულის თემას, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ როცა აწყობთ კრიშავენ, როცა აწყობთ, პირიქით, უდანაშაულოს წირავენ, თუ ვინმე ბობოლასთან შეეშალა რამე, ეს გურჯისტანია და არაფერი გვეშველება…

ამას წინად, ქუჩაში შევესწარი გოგჩოების საუბარს, ცხადია, გატყლარჭული ტონით თუ როგორ დაუბრონა ერთმა მეორეს სოლარიუმში ადგილი, მეორის იობარმა როგორ უყიდა ახალი მანქანა მას, როგორ მიდიოდნენ კაფეში და იძიოტკა ეკი როგორ იგვიანებდა და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მეორე უკიდურესობა, ვითომ არა გატყლარჭულ გოგოებზეც ბევრ ცუდს ვიგებ(შუალედი ხომ ოდნავადაც არ გვაქვს ჩვენ). აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავიგე წმინდა პროვნიციული ისტორია: გოგომ თავის ძმას დაუწუნა გოგო, რადგან ის სათვალეს ატარებდა, დაჟე იმ ბიჭის დედამ დაურეკა ამ გოგოს და უთხრა ჩემს შვილს თავი დაანებეო. ბოდიში და ვინ უშრვება ან დედას ან ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომ ასე უხეშად ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში? და ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში იცით რა არის? თავად ის ბიჭიც სათვალეს ატარებს 😀 კიდევ მსმენია, დაბალი გოგო არ შემომივიდეს ოჯახში, სუსტი ბიჭი არ შემომივიდეს ოჯახში და ა.შ. მოგიდგანთ გენოფონდზე ზრუნვა, თქვენი სულით პროვინციელი ტვინები ისვქენი მე 😀 მოკლედ, მომეწამლა ხასიათი და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

როცა ჩემა სიმამრმა მითხრა ორი თვის ბავშვზე, ბებიაშენს ბავშვი რატომ ვაჩვენო რა დაუტოვაო და მე ეგრევე გინებაზე გადავედი, როცა ჩემ ცოლს იმდენი შეგნება არ აქვს, რომ სასამართლოს გარეშე გაყრა არ უნდა და თითქმის ორი წელია ბავშვს მეშჩან, შერყეული ფსიქიკის ადამიანებთან ერთად, მამის გარეშე ზრდის, არ მაჩვენებს და ვერ ხვდება რომ ბავშვის გულისთვის ჯერჯერობით ყველაფერს ვყლაპავთ და ვპატიობთ, მაგრამ ჭკუაზე მაინც ვერ მოდის…. ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

როცა გოგო-ბიჭები ძალით იფუჭებენ ურთიერთობას და მერე დათმობაზე არცერთი მიდის. ხოლო მერე, როცა ხედავენ, რომ მათი ყოფილი, თუნდაც უბრალოდ ახლო ადმაიანი სხვასთან ერთად, თუნდაც უბრალო მეგობრულ ურთიერთობაშია, ეჭვიანობენ და საკუთარი მე-ს გასამტკიცებლად ან კოცნიან გოგოს/ბიჭს ან ეფერბიან ან რამე ისეთს ეუბნებიან, რომ გაურკვევლობაში დატოვონ, რაც ყველაზე ცუდია ან აგრძნობინებენ და თან უმატებენ, რომ მაინც ყველაფერი მორჩა. ამის შემხედვარე, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

როცა გოგოები ან ბიჭები, მეორის ჯინაზე იწყებენ სხვასთან ურთიერთობას ან როცა ფულზე და კომფორტზე იყიდებიან ან როცა არ იციან რა უნდათ და ცანცარებენ. ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

როცა ბიჭებს ერთდროულად რამდენიმე გოგოსთან ურთიერთობა მაგარი პონტი ჰგონიათ და სხვას ვინც ასე არ იქცევა, მიუხედავად საშუალებებისა, დამცინავად უყურებენ, გოგოებს კი მეტი რა უნდათ, უიმე რა საყვარელი ბიჭიაააა და ახტებიან თავზე 😀 ოღონდ ილაპარაკოს და ატყუებს თუ სიმართლეს ეუბნება ფეხებზე ჰკიდიათ, ოღონდ მასთან კარგი იყოს და სხვასთან თუ მიჰქარავს ფეხებზე ჰკიდიათ, წინ არ იყურებიან და არ უფიქრდებიან. ამიტომ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

როცა გოგოებს ქორწილამდე სექსი ისევ დანაშაული ჰგონიათ, როცა თავისუფალ სექსზე იჯღანებიან და ბოლოს ყველაზე ცუდ ვარიანტს(ნარკომანს/მკვლელს/წწ-ს ან უბრალოდ ვინმე შეძლებულს) ამოარჩევენ და მერე უბედურები ხდებიან ან თავს იტყუებენ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

ზოგი რა? სად? როდის?-ს თამაშობს, თავისი პატარა სამყარო აქვს და თავი ძალიან მაგარი ჰგონია, რადგან სხვაზე 10-ით ან 10-ჯერ მეტი წიგნი აქვს წაკითხული და ნაკითხობა ჭკუაში ერევა, ზურგზე ფრთები ამოსდის და ძალიან სასაცილოა 😀 თან არ ესმის, რომ რეალური ცხოვრება, ამ პატარა სამყაროს მიღმა უფროა, ვიდრე მასში. ზოგიც წესიერია, მაგრამ თავის ჭკუას სათანადოდ ვერ იყენებს და სხვებს პარპაშის საშუალებას აძლევს. ზოგიც უაზროდ ამბიციურია და ზემოდან გიყურებს, თანაც ბევრში იჭრება. შენ კი ერიდები რომ სიმართლე პირდაპირ უთხრა, მიწაზე დაუშვა და თავისი ადგილი მიუჩინო(თუნდაც იმიტომ, რომ მეგობარია ან  არ არის მეგობარი და მაინც არ გინდა თუნდაც ცოტა გული ატკინო, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს)… ამის შემხედვარე, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

ზოგი გეუბნება, რომ სუბიექტური ხარ და აზრზე არ ხარ, რადგან იმ გუნდს არ ქომაგობ, რომელსაც ის, იმ მუსიკას არ უსმენ, რომელსაც ის, ის ფილმები არ მოგწონს, რომელიც მას და ასე შემდეგ. როცა მის აზრს გაიზიარებ, უცებვე ხდები ობიექტური, ნუ ხანდახან, შენც წამოგცდება რამე სწორი. თუმცა საკმარისია, მის აზრს არ დაეთანხმო და ჰოი საოცრებავ, ისევ არაობიექტური ხარ… იმას კი არ უფიქრდებიან, რომ ეგებ თავად ცდებიან უფრო ხშირად, ეგებ ფაქტებს არ აკვირდებიან, ეგებ არასწორად იგებენ რამეს… ამიტომ, არაფერი გვეშველება…

კონსერვატორები ლეონტივეთან მოლაპარაკებებზე მიდიან… ოპოზიციის სხვა ლიდერები პუტინ-მედვედევთან დაცუქცუქებენ. ზვიად ძიძიგურს თბილისის მერობა უნდა(ნებისმიერ ქვეყანაში გავიხიზნები ეს რომ მოხდეს), კახა კუკავა და ლეიბორისტები ისევ ჭკუას გვარიგებენ… ამიტომ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

სასაცილოა ვითომ საპარლამენტო ოპოზიციაც და მთავრობაც ისევ უამრავ შეცდომას უშვებს, კვლავ უმარავი ისეთი ადამიანია ხელისუფლებასი, რომელიც არ უნდა იყოს. კირკიტაძე ჩემ საყვარელ ფეხბურთს მინადგურებს ბოლომდე და მეორე ბანდას ეპაექრება, რომელსიც ასევე არ არიან ანგელოზები, მაგრამ ყველაფერს დეტალებში ნუღარ ვიტყვით და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

მინაშა და სხვანი ისევ კომენტაგტორები არიან. მავანნი სტუდიას თავის სახელს არქმევენ. ზოგი მამიკოს, ზოგი დედიკოს, ზოგიც ახლობლების წყალობით სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში არიან მოხვედრილები და თავი ჟურნალისტები ჰგონიათ. მე(რომელიც სულაც არ ვდებ თავს დიდ ჟურნალისტობაზე, პირიქით, უბრალოდ სპორტისა და ფეხბურთის დონეზე მაინც შემიძლია რაღაცეები) და ჩვენ კი ისევ უმუშევრები ვართ და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ვიღაცას ისევ შავი ხელფასის გადახდა უნდა კომპანიაში. ვიღაცას ყველა ოჯახის წევრი მუშაობს და ავტობუსში ბილეთს მაინც არ იღებს(თან კონტროლიორებს აგინებს ცხადია). მძღნერბიძები ისევ ყრიან ნაგავს ქუჩაში ფანჯრებიდან, როცა ნაგვის ყუთი ორ მეტრშია. წითელზე გაჩერება ისევ გრეხია. ძველბიჭობის ახალმა ტალღამ იღვიძა ლაწირაკებში. ისევ ალაპარაკდნენ ქურდობა-ბოზობის რაობაზე. ვიღაცა ვიღაცას ისევ უაზრო მიზეზის გამო ურტყამს დანას ან ესვრის. გოგოსკებს ისევ უხარიათ რომ მათ გამო ჩხუბობენ ბიჭები. რიგში დგომის კულტურა ისევ ნულზეა. ნათესავობა-ახლობლობის კულტურა ისევ მძვინვარებს. ექიმები ისევ ტყუილა წერენ წამლებს და ისევ ყვლეფენ ადამინებს, რომლებსაც(ჩემი ჩათვლით) წესიერად ექიმთან წასვლის და მკურნალობის ეშინიათ და ამიტომ, მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

გუშინ, სანამ იმ ინციდენტს შევესწრებოდი, კიდევ ერთი მომენტი იყო, მაგარი ჯიპიდან გადმოვიდა შეჭაღარავებული ტიპი და კაი ხალხს სალამიო იქვე ბირჟაზე მდგომ ასაკით დიდ და შედარებით პატარა ტიპებს უთხრა. აი აურა იყო როგორი საზიზღარი ვერ აღვწერ. იქიდანაც წამოვიდა პასუხები, ბარო ბრატ, გაუმარჯოს და ა.შ. აი რასაც ჰქვია ნაწყლები, წწ-ები, არაფრის გამო კაცისმომკვლელები, ფულის მომტეხველები, ომის დროს პირველი გამქცევი ვითომ კაი ტიპები, თავს დავდებ რომ ასე იყო, იგრძნობა, ემჩნევათ რა ადამიანებს… ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ომზე გამახსენდა. ცოტა ხნსის წინ, ჩვენმა პროფესიონალმა ჟურნალისტებმა ისევ თავი გამოიჩინეს და იმიტირებული ომი გაუშვეს ტელევიზიით, თანაც უტიტროდ. რასაკვირველია ეს საშინელი შეცდომა და საზიზღრობა იყო, რასაკვირველია გრეჩიხებმაც იგინეს პირდაპირ ეთერში და ალბათ კორკოტამაც, ვენაცვალა ბიჭებს ჯიგარში(თავი მაგრები, ,მუჟიკები’ რომ ჰგონიათ) 😀 😀 მაგრამ არც ხალხის რეაქცია მეჩვენა ადეკვატური. რო გარბიხარ სად გარბიხარ შენი ქალაქიდან? რა ბენზინს ასხამ? რა საჭმელს იმარაგებ? ეს გამოსავალია? რა პანიკაში ვარდები? თან როცა არაფერი გარკვეულა ჯერ… მოკლედ, მერწმუნეთ, რომ არაფერი გვეშველება

რა დამავიწყებს, ზოგს როგორ უხაროდა 2008 წლის აგვისტოში, შემოვლენ რუსები და გვეშველება ამ სააკაშვილს ხომ გადააგდებენო. ოღონდ მიშა წასულიყო და… ზოგი ამის გარეშეც ხარობდა რუსების მოსვლას და სუფრებს შლიდა. ცხადია, დღემდე არის ტექსტები, მთავრობამ გაუშვას თავისი შვილები ჯარში, მე რატო უნდა გავუშვა? შე კაი ადამიანო, მთავრობიდან მაქსიმუმ რამდენი ადამიანი გაუშვებს ომში შვილს?(და ზოგი მართლაც უშვებს) და რამდენია ჩვეულებრივი მოქალაქის შვილი? სხვაობას ვერ ხედავ? ეს არის სწორი მიდგომა? ეს არის ქვეყნის სიყვარული და შვილზე ზრუნვა? და ამ ფსიქოლოგიით გაზრდილი შვილი, რამეში გამოდგება მერე? არა არა, არაფერი გვეშველება…

სანამ ძალით ათეისტები და აგნოსტიკები ტვინის ბურღვას არ შეეშვებიან რელიგიის ძაგებითა და ,ხალხის ჭკუაზე მოყვანით’ და სანამ მამა ბასილი ჯვრების დუბინკასავით გამოყენებას არ მოეშვება, ხოლო რელიგიური ფანატიზმის მიმდევრები, ზედმეტი სიბნელის დანერგვას და შუალედს ვერ იპოვის ხალხი. სანამ, ჩემები დამაძალებენ ხოლმე ლოცვების ერთხელ წაკითხვას მაინც, როცა სახლში ხატია მობრძანებული და ვერ გაიგებენ, რომ  ნაძალადევს აზრი არაფერს არ აქვს, სანამ ჩემი ზოგიერთი მეგობარი ვერ გაიგებს, რომ მე მწამს ღმერთის, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ეკლესიურ ცხოვრებას არ ვეწევი და ჩემებური დამოკიდებულება მაქვს და ამის უფლებაც მაქვს, სანამ ზოგი ათეისტ-აგნოსტიკები ბიბლიაში შეცდომების ძებნას არ შეეშვებიან, სანამ მორწმუნეები ვერ გაიგებენ, რომ ხელი თუ არ გაანძრიე ღმერთი ციდან ყველაფერს არ ჩამოგიგდებს და რო დააშავაებ და მერე მოინანიებ და გეპატიება, მთლად ეგრე არ არის და სანამ პატარა გოგოებს შუბლზე 666-ს დაწერა და მეტალის ,სატანისტობის’ გამო მოსმენა კაი პონტი ეგონებათ და სანამ მანამ, მანამ სანამ, არაფერი გვეშველება…

ვხვდები, რომ ახლა ამის კითხვისას ვინმე ,ჭკვიანი’ დაასკვნის, რომ მე დაბოღმილი ან გაბოროტებული ვარ და ამ ყველაფერს ვანთხევ და ყველაფერი უშუალოდ მე შემეხო და ჩამრჩა და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

დღეს წნევიანი წავედი აბსოლუტურად უაზროდ, ბურთის საგორებლად ორ კაცში. უბრალოდ, არ მიყვარს როცა ადმიანს ვუტეხავ და უარს ვეუბნები, სხვებს კი ფეხებზე ჰკიდიათ, თუ ოდნავ ყელის სტკივათ, ეზარებათ ან რამე, შენი გულისთვის თავს არ შეიწუხებენ და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რა გაეწყობა…  ჰოდა, იქ მისულს ზვიადას ერთი 20 წუთი ველოდე, რადგან ტუალეტში იყო. ზვიადას გარკვეული პრობლემები აწუხებს, და თამაშის წინ შედის ხოლმე ტუალეტში, მაგრამ სულ გვიჩნდება კითხვა, როცა იცის, რომ მივდივართ სათამაშოდ ერთი 20 წუთით ადრე, რომ შევიდეს და მერე დროულად ჩამოვიდეს არ შეიძლება? ალბათ არა და ფაქტობრივად თავზე გვაჯვამს ჩვენი ზვიადა 😀 😀  ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ჰოდა, სანამ ზვიადას ველოდებოდი ბარნოვი-ბაზალეთის გზაჯვარედინთან რამდენიმე საინტერესო მომენტი დავიჭირე. რაღაც სასწაული მოძრაობა იყო, პატარა საცობიც გაჩნდა. იყვნენ ძერსკგამომეტყველებიანი წწ ბიჭები, იყო უბრალო ხალხი ჩვეულებრივი მანქანებით, იყვნენ გაზეპილი ქალები იობარის ან მამიკოს ნაყიდი ჯიპებით და ა.შ. ერთი მომენტი იყო, როცა იმ პატარა ქუჩაზე, მარცხენა მხრიდან ქალი უხვევდა, აი უშნოდ გათხაპნილი 10-ათასიანი ნომრით, მეორე მხრიდან კი ვიღაც კაცი(რომელსაც ალბათ თავის მხრივ ჰგონია, რომ ქალის ადგილი კუხნაშია და საჭესთან რა უნდა), არცერთმა არ დათმო კინაღამ გავგიჟდი, ეს ჯიპს სწირავდა ის მერსედესს, ამას ეგონა რო ქალი ვარ და ნუგზარა მდგნავს როგორ არ მატარებსო, ის კი ფიქრობდა ამ წაკლას უყურე აბა თუ გააჩეროსო. აი უკვე რო უნდა გადებოდნენ, ორივემ გაჩერა, რაღაც ჩაიბურდღუნეს და საბოლოოდ, პირველმა მაინც ქალმა გაიარა, ნუ ჯიპი მაინც დიდია, ძერსკია რო გყავს და თან თუ ნუგზარაც გდგნავს, ისეთი პონტია რა… მერე, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც გვერდზე ალბათ დედა, უკან კი ალბათ და ეჯდა, კინაღამ ტაქსს დააჯახა. იმ ტაქსის მძღოლმა არ გაატარა და ამან ჩმდდშვც ამას შიგ ხომ არ აქვსო, დედამისმა კაი ნუ ყვირიხარ და უზრდელურ სიტყვებს ნუ ამბობ შვილოო, ამან გაიცინა, მთლად წყალწაღებული წწ არ იყო, მაგრამ მაინც იძერსკა, მიაჭირა და ვითომ არტყამდა და სულ კუდთან გაუჩერა. ნუ იასნია, ტაქსისტი და მარშრუტკის მძღოლი ხომ დაბალი დონეა და ღობეა, ჩემმა შვილმა ოფიციანტად, რომ იმუშავოს ხომ ტეხავს, ამისთვის გავზარდე? ამერიკას ხომ სერვისის თანამშრომლებად ვუნდებვართ, მთავარია ბავშვს დიპლომი ედოს და მერე ეს დიპლომი რისთვის აქვს, რომ გამყიდველად იმუშავოს? ვაი თქვენს პატრონს 😀 აი, ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ვნახე გინებები, უაზრო სიგნალები, ძერსკობები, სულ რაღაც 20 წუთში, იმდენი მარაზმი ვნახე, რომ მთელი დღე არ მეყოს შეიძლება დასაწერად  და ეს მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთში. ახლა ხვდებით რა მასობრივი ფსიქოზია ქალაქში და ქვეყანაში? დადიან უაზროდ გაბოროტებული, არანაირი შეგნება, ურთიერთპატივისცემა, ანგარიშის გაწევა… ხედავ პროპკაა, რა დროს მესიჯი და სიგარეტის მოკიდებაა, დროზე მოუხვიე რა, რატო იგინები უაზროდ შარზე ხარ? ის ტაქსისტი რო გადმოვიდეს და გაგიხიოს თავპირი ღირსი ხო იქნები? არა სლეზე ჰკიდიათ იმენნა და ამიტომ, მართლაც არაფერი გვეშველება…

ბოლო ბოლო მოვიდა ზვიადა და მითხრა, რომ ფრანკ რიბერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, აი მაშინ, უკვე ნამდვილად მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება 😦

ძალიან ბევრი გამომრჩა კიდევ, თუნდაც ასე ქაოტურად რომ დამეწერა ის ყველაფერი რაც მინდოდა ჯობდა, მაგრამ გადამავიწყდა, თან დავიღალე და ამ ეტაპზე, ესეც საკმარისად ჩავთვალოთ. ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ მკითხოთ აბა ცხოვრება როგორღაა მშვენიერიო? მშვენიერია და მერე როგორი! ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და თითეული წამით უნდა ვისიამოვნოთ, უნდა ვეცადოთ. უბრალოდ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი არ ვარგა მეგობრებო და ამას უნდა შევეგუოთ, რაც გვჭირს, ყველაფერი ჩვენი, ჩვენი უმაქნისობის, სიბნელისა და ხასიათის ბრალია.

როცა ოპოზიცია კვლავ სპეკულირებდა ხალხით(მთავრობისა არ იყოს) და ამბობდა, რომ ეს არის მთავრობა, რომელსაც საკუთარი ხალხი არ უყვარსო და ეგონა მაგარ რაღაცას ამბობდა… ვინ უნდა მიყვარდეს? მძღნერბიძები? წწ-ები? ნარკომანები? მკვლელები? შეუგნებელი უზრდელები? მეშჩანები? უგრძნობი, პედანტი სოლიდური სლეები?
არა, მე მეზიზღებიან გურჯები! და ეს სწორია, ბევრს სწორს აკეთებდა მთავრობა, სანამ გადაუხვევდა და ,იდეალებს’ უღალატებდა. ბევრი რამ ამოსაძირკვია ამ ქვეყანაში. ბევრი ცუდი ტრადიციაც გასაშვებია და კარგი დასატოვებელი. დიახ, მე მძულს გურჯები! მაგრამ მიყვარს ქართველები და საქართველო(ოღონდ ქართველები ცოტანი დავრჩით ერთად უნდა დავდგეთ და ასფალტი ვჭამოთ?-ის სერიიდან არ ვარ მე, ზეციერმა დამიფაროს :D) თუმცა მართლაც ცოტანი ვართ(არიან) ქართველები, ისმისთვის, რომ რამე შევცვალოთ და ეს ამდენი წლის დიდ დოზებით დაბნელებული ქვეყანა ცოტა მაინც გამოვასწოროთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ და იმედი დავიტოვოთ, სხვა რა დაგვრჩენია. ეგებ ზოგი მოვესწროთ კიდეც რამეს 😀
მახსოვს, როგორ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ასე 4-5 წლის წინ, ერთ 20 წელიწადში შესაძლოა გვეშველოს საბოლოოდთქო. ერთი ყოფილი თანამშრომელი მეუბნებოდა, ძალიან ოპტიმისტი ხარო, მინიმუმ 50 წელი უნდა ამ ყველაფერსო, ისიც ძალიან თუ გაგვიმართლაო. აშკარად, ის ბევრად მართალი იყო, ახლა რომ ვუყურებ. მით უმეტეს, რომ კუს ნაბიჯებით წინსვლის მერე, ბევრად უკან დავიხიეთ ისევ და კვლავაც მრავალი წელი დავკარგეთ, რაც ოპოზიციის ბრალიცაა, პოზიციისაც და რაც მთავარია ხალხისაც. მინიმუმ 3-5 თაობა უნდა შეიცვალოს და მთლიანად გადასხვაფერდეს ფსიქოლოგია, გარემო, სიტუაცია, რომ ოდესმე რამე გვეშველოს და მე მაინც მჯერა, რომ გვეშველება! 😀

ან, როგორც ნახევრად გურჯი და ნახევრად ქართველი პანჩო იტყოდა…

Written by 1myway1

მარტი 31, 2010 at 2:37 PM

ჯიმ ქერის პაროდიები

with 2 comments


რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ ვუყურებდით და მომინდა აქაც დამედო. სავარაუდოდ, უმეტეს თქვენგანს ნანახი გაქვთ ეს ვიდეოები, მაგრამ ხომ იქნება 1-2 მაინც ისეთი, ვისაც ნანახი არ აქვს. უბრალოდ, რომ იდოს ესეც კაია 😛 გაგახსენდებათ, იხალისებთ…

ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ ჯიმ ქერი უნიჭიერესი ადამიანია (მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩემზე ბევრად დიდი მოყვარულები არსებობენ, დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს). როგორც მსახიობიც ძალიან მომწონს, ის არ არის უბრალოდ ,ნიღაბში’ მანჭვით გამორჩეული მსახიობი (თან ამ მანჭვას, ხარისხიან მანჭვას ძალიან დიდი შრომა და ნიჭი სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად ფასდება ხოლმე), მას აქვს სერიოზული როლებიც და ბოლო დროს დაამტკიცა, რომ თითქმის ყველა სახის ფილმში შეუძლია თამაში და შეუძლია კარგად.

თუმცა ფილმებს ამჯერად მოვწყდეთ და ყურადღება მის პაროდიებსა და იუმორისტულ სკეჩებზე გადავიტანოთ. მას ჰქონდა არაერთი შოუ. ცნობილია ბევრი სკეჩით, სპიჩით(ვაიმე რა დონე სიტყვები ვიხმარე მოკლედ, ჯაან უამე გავიჩითე უცებ :D)… მე მხოლოდ მცირე ნაწილი მინდა დავდო და სხვებს თავადაც ნახავთ, თუნდაც იმ ლინკებზე გადასვლით, რომლებსაც დავდებ.

1) ამ ვიდეოში მერილ სტრიპზე საუბრობს და ამბობს ძალიან მაგარ რაღაცეებს, იხალისებთ, გირჩევთ ბოლომდე ნახოთ. შუალედში კი აკეთებს სამ პაროდიას, რობერტ დე ნიროსას (საკაიფოდ), ბრიუს დერნის (მაგრა გაგდებული ჰყავს ეს კაცი :D) და ჯეკ ნიკოლსონის (მოვკვდი კინაღამ სიცილით :D)

2) ამ ვიდეოში ბევრი პაროდიაა, ბრეჟნევია ძალიან ღადაობა, დერნი აქაც არის 😀 ნიკოლსონიც, მაგრამ წინაში რო ნიკოლსონია ის ჯობია. ასევე, ბრონსონი და ა.შ. საკაიფოა ყველა, მაგრამ კლინტ ისტვუდს აკეთებს შეიძლება გაშტერდე. როგორ ნელ-ნელა იცვლება სახის გამომეტყველება და სუფთა ისტვუდია 😀

3). ეს დიდად არ მიყვარს პირადად მე, მაგრამ მაგარია ცხადია, თან მართლა ჰგავს როკის 😀 და ბოლოა კიდევ მაგარი ედრიააან )))

პ.ს.
ეს ისე, ასევე იხალისებთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიდეოა. ემტივის დაჯილდოვებაზე ემინემის წარდგენა უწევს და ძალიან მაგარ რაღაცეებს ბაზრობს და ბოლოს, ემინემზე გაიკაიფებს ჯიგრულად. მერე თავად ემინემი გამოდის და დადებს ორ სიმღერას, მოკლედ კაი ვიდეოა.

პ.პ.ს.
რა უცნაურია ისე 😀
ამ მოკლე ჩანხატის მომზადებისას სულ ამას ვუსმენდი
Наутилус Помпилиус – Зверь
საიდან სადაო 😀

Written by 1myway1

მარტი 29, 2010 at 9:12 PM

მაგარი კაცები

with 10 comments

ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე უწყინარ ვითარებაში დაიწყო. ვიჯექი ჩემთვის და ვაპირებდი ქვესტის თამაშს, რომელმაც ჩამითრია. ამ დროს, დარეკა გარხოზამ და პრეფერანსის თამაში შემომთავაზა, რაზეც უარი არ ვთქვი, ჩავიცვი და გავედი. თავად პრეფერანსმა მშვენივრად ჩაიარა, ტრაგიკული კი მხოლოდ ის არის, რომ 7 ღერის მოწევა მოვასწარი 😦 როცა სახლში ვარ არ ვეწევი საერთოდ, საკმარისია გავიდე და… 😦 თუმცა ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ. მაინც ამოვთხრი 😀 მაინც გადავგდებ, საკმაო ხნით, ბოლომდე თუ არა.

მთავარი ის გზაა, რომელიც მე შინიდან იქამდე და იქიდან შინამდე(ეს შეცდომა არ არის, უბრალოდ ასე მინდა) გავიარე. გაჩერებაზე ასულს 195 ნომერი დამხვდა და მეც ჩავჯექი. უკან ორი სიმპათიური გოგონა დავლანდე, ერთს ამინდისთვის ზედმეტად შეუფერებელი მოკლე კაბა ეცვა, მაგრამ სასიამოვნო სამაგიეროდ. თუმცა როგორც კი ძალიან რბილი ლ-ებით დაიწო მობილურზე საუბარი, ცოტა კი არა, აი ძალიან რბილი ლ-ებით, მყისვე ყოველგვარი მსუბუქი ინტერესიც გაქრა.

ამასობაში, ჩემი დღევანდელი დღის მთავარმა მუზამ დაუქნია ხელი მძღოლს, ეს ზუსტად ვაკის პარკის პირდაპირ მოხდა – ვაკე-საბურთალოთი მიდის? – იკითხა მან და დასტურის მიღების შემდეგ ხმაურიანად ამოვიდა სამარშრუტო ტაქსში. მე ერთადგილიან სკამზე ვიჯექი, აი იქ, ფეხები რო არ გეტევა და მუხლები გარეთ გაქვს გამოგდებული. ის გვერდზე დაჯდა, ორადგილიანზე და უმალვე შემოტრიალდა გოგოებისკენ – ამით მგზავრობა რა ღირს? რამდენიმწამიანი პაუზის მერე მიიღო პასუხი და გაამზადა 50 თეთრი. მერე, რაღაცეები ჩაიბურტყუნა და ცოტა ხანში მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა. რეალურად აქედან დაიწყო დღევანდელი ,მაგარი კაცის’ ისტორია.

-ხო, რა გინდა ვერ გავიგე? – აქ ტონი უკვე ისეთია, როგორიც წწ-ებს ან მო-წწ-ებს უნდა ჰქონდეთ, დაძაბული, გამოკვეთილი და ნაგლი. მოპასუხის სიტყვები ჩვენს ყურამდე არ აღწევს, მაგრამ ,მაგარი კაცის’ პასუხებით დაახლოებით ვხატავთ საერთო სურათს.

-ვერ გავიგე, შენ სხვის საქმეს მეუბნები თუ შენსას.
– (აქ არ ვიცით რა ითქვა)
-მე არაფერი არ მგონია ბიჭო, მე ცვეტში ვიცი (აი ეს არის ჩემი საყვარელი მომენტი)
რა თქმა უნდა, მათ ,ცეტში’ იციან ,ყველაფერი'(ყველაფერში ხომ ყველა ფერი იგულისხმება, შესაბამისად მართალია ადამიანი ,ცვეტში’ ვიციო რომ ამბობს, ვერ მიედავები). მათ ხომ ჰგონიათ რომ ყოველთვის ,პრავები’ არიან და მათი ,სიმართლე’ ყოველთვის გავა. საქმეს ყოველთვის ,კაი ბიჭურად’ გაარჩევენ და სასიკეთოდ დაასრულებენ. რეალურად ცხოვრების აზრზე არ არიან, მაგრამ საკუთარი ბანდა და თავი ხომ უძლეველი ჰგონიათ, არ ესმით რომ სხვასაც შეუძლია თავზე ხელის აღება, სხვასაც ჰყავს ,ვილკების გამყრელი’ სასტავი, მჯობნის მჯობნი არ ილევა და მათი ,სიმართლე’ რეალურად, უმეტეს შემთხვევებში სიყალბე და მარაზმია. თუმცა ჩვენ ახლა ისეთ რამეებზე ავლაპარაკდით, თანაც უხეშად, რომ ისინი ვერ გაიგებენ და აღარ გვინდა, არ არიან ეს აზრები და მიდგომები ,მაგარი კაცების’ ღირსები…

ამასობაში საუბარი გრძელდება:
-ხ(და არა ჰ რასაკვირველია)ოდა ვერ გავიგე, რეებს მელაპარაკები, შენი სიტყვები მითხარი მაშინ და არა სხვისი

-რაა? შმდდშვც(აქ ცოტა დაუწია ხმას, ზრდილობა და ამბავი)

-ხოდა, მაშინ, სხვის საქმეს მიხედე რა და მე თავი დამანებე, მიდი მიდი…

მიამადლა ,მაგარმა კაცმა’ მოსაუბრეს და ცოტა უკმაყოფილომ მოიცილა ტელეფონი ყურიდან. მე უკვე დავწვი სიტუაცია და საკბილო ვიგდე ხელთ, გამეხსნა. ასეთი ,მაგარი კაცები'(და ეს რა არის, უარესებთან გვქონია ურთიერთობა, ადრე მაინც. უარესები გვინახავს, ვიცნობთ და ა.შ.) ხან ძალიან მგრუზავენ, ხან პირიქით, მახალისებენ, თუნდაც ,სატირალი იქნებოდა სასაცილო რომ არ იყოს’ პრინციპით. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული და ამჯერად ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა ამბავი და გავხალისდი, თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ. ამაში დამნაშავე, თავადვე მაგარი კაცი და მისი ჩასვლის ,მანერაა’.

ცოტა ხანში გაისმა მეორე ზარი:
-ხო გოგა

-სად ხარ შენ? მე ახლა მაქეთ მოვდივარ

-ხო და აი ზუსტად მაქ მოვალ, 5 წუთში

გავიდა დრო და გაისმა მესამე ზარი(რას იზამ, ,ძილავოი ჩილავეკ’):
-ხო ჯიგარო

-მისმინე, სად იქნები?

-კი 15 წუთში, პრობლემა არ არის, მაგრამ…

-დღეს მე მგონი ოფისში აღარ იქნებიან(არადა, რა შუაშია ოფისი ამ პატიოსან კაცთან, წესით უნდა იყოს, ბირჟა რამე… ამაზე რამდენიმე ვერსიაა, მაგრამ ნუ განვავრცობთ)

-მოიცა, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს რამე?
-ხოდა, მაშინ 15 წუთში გნახავ, ბრატიკ(აი სიტყვამაც გემირელად მოიტანა)

ჩვენმა ,მაგარმა კაცმა’ ჩასვლა პავლოვის/ყაზბეგის კუთხეში არსებულ პოპულისთან გადაწყვიტა და დაიწყო მთავარი შოუ, რომლის გამოც, მე მან გამახალისა ბევრად მეტად, ვიდრე დამგრუზა. ჯერ დაიწყო მძღოლთან მიმართვით: აქ გამიჩერე ძმობილო… 😀
შემდეგ, ამოიღო კრიალოსანი, ხელში აათამაშა, წამოდგა და გავლისას მუხლზე გამედო, სივიწროვეა, მეც ,მუხლები გარეთ მაქვს’ და ბუნებრივი მოვლენაა, ხშირად ხდება ტრანსპორტში, არ არის აუცილებელი ამ დროს ბოდიშის მოხდა, მაგრამ თქვენ მთავარი გავიწყდებათ მეგობრებო, მთავარი…
ეს ხომ ზრდილობიანი ხალხია, მათ ხომ თავისი სამყარო და სიმართლე აქვთ. ისინი უსამართლოდ არავის ჩაგრავენ, აბა რააა.. თან ძალიან ზრდილობიანები არიან. შესაძლოა 10 სიტყვიდან 9 ტყ ჩმდდშვც და მსგავსები იყოს, მაგრამ მეორე წამს, როცა საქმე მანდილოსანს ეხება და მასთან საუბარს, დადინჯდებიან და – უკაცრავად, გენაცვალე ან მაპატიე, შენი ჭირიმეო იტყვიან. მხოლოდ მანდილოსნებზეც ხომ არაა, როცა შემთხვევით გაგედებიან ფეხზე, ეს ამბავი იმდენად აწუხებთ, რომ ბოდიშსაც გიხდიან, თქვენ არ იცით ისინი რა კეთილები არიან. ისინი, დედას ცრემლს არ ანახებენ. შეიძლება გაიჩხირონ, კაცი მოკლან, ფული ,მოჭრან’, იყაჩაღონ, მაგრამ სახლში წესიერად იქცეოდნენ, ეს ხომ ,ეტიკეტია'(და ბევრ ქართველ ქალს, რაც ყველაზე ცუდია, ეს ხომ მოწონს და ამაზე ხომ თვალს ხუჭავს, მთავარია, რომ ის მასთან არცთუ ცუდია ან მეტიც კარგია. ის მისი შვილია, რა ქნას, როგორ გაამტყუნოს, ის მისი ქმარია/შეყვარებულია ,ვაჟკაცი’ კაცია რა, უბანში ,პატივს სცემენ’), ეგრეა  ოჯახში ზრდილობიანობას ცდილობენ, ოჯახი წმინდაა, შვილი ოჯახის სარკეა და ასე შემდეგ სხვა გურჯობები… დღეს შეიძლება ბოდიში მოგიხადოს, მაგრამ ხვალ არაფრის გამო დანა დაგარტყას. ეჰ არ გესმით თქვენ მათი, ალალმართალი ,მაგარი კაცების’.

-ბოდიში ძმაო – მითხრა და გამომხედა. მე გავუღიმე დაახლოებით აი ასე – ))
მერე, ჩასვლისას მძღოლს ხურდა. რომ გამოართვა მადლობა გადაუხადა, თავაზიანად მოხურა კარი და გაუჩინარდა.
თქვენ ხშირად იქცევით ასე? არა! აი ხომ ხედავთ, რაოდენ ,მაგარი კაცია’, თქვენ კი არ გჯერათ.
განა, ამის მერე, შეიძლებოდა მე არ გავხალისებულიყავი და ,მაგარი კაცი’ არ მომწონებოდა ან ის ჩემ მუზად არ ქცეულიყო? არავითარ შემთხვევაში.

ნაკლებად საინტერესო იყო უკანა გზის პერიპეტიები, მაგრამ არცთუ უინტერესო, თან სხვა ,მაგარი კაცები’ მომაგონა. ყველაზე ახლა არ გიამბობთ, მაგრამ შევეცდები რამდენიმეს შესახებ მოგახსენოთ.

გაჩერებაზე საკმაო ხანი მომიხდა ლოდინი, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ყველაფერი მოვიდა იმის გარდა, რაც გინდა. თან ავტობუსის ბარათის გარდა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სამარშრუტო ტაქსის ფული კიდევ მედო ჯიბეში, მაგრამ საფულის ამოღება დამეზარა, წესით უნდა ყოფილიყო. ავტობუსმაც დააგვიანა და დგომისას, ორი ლაითი, უკვე ცოტა სხვა პლანეტიდან მყოფი ,მაგარი კაცების’ საუბარს შევესწარი.

რამდენიმე წინადადება გაცვალეს და გაისმა მთავარი კითხვაც:
-ჰა, რას ფიქრობ დღევანდელებზე – იკითხა ერთმა
-მე მგონი ერთიანები წამოვა – უპასუხა მეორემ
– ხო, რა ვიცი, ,სკოლსკი’ თამაშებია
– მე არსენალი-პორტუს უნდა ვუყურო, ფიორენტინა-ბაიერნი მაგარი სვარკა იქნება…
იასნაა… რაც დაარსდა, ეგრეა, იტალიური გუნდი თამაშობს, ე.ი. სვარკა იქნება 😀 😀 იქ თუ ვინმე ყურით არ აკენწლავს, 32 და მეტი კუთხური და 42-37 კარში დარტყმა თუ არ იქნება, ეს ხომ ,ფუტბოლი’ არაა, ჩვენ ხომ ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით(იმდენი თქვენ რა გითხარით)… რა საყვარლები არიანთქო გავიფიქრე და აღარ მიმიქცევია ყურადღება დანარჩენი პროგნოზებისთვის.

აი ამ დროს მოხდა ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი დღის 😦 ნუ, ნახევრად ხუმრობით ეს 😀
სუპერმარკეტ იოლს გამოსცდა და გაჩერებისკენ მობანცალდა გალეწილი მთვრალი ერთგვარი ,მაგარი კაცი’. ხელები მაღლა აღმართა და დაიძახა: საქართველოოო მე… და მერე რაღაც გაურკვეველი ორი სიტყვა
შემდეგ მიბანცალდა ე.წ. ,ფორტოჩკასთან’ და გამყიდველ ქალს უთხრა: ,სამეგრელოს ვენაცვალე ტუჩებში!’
მე უკვე გახალისებული ვიყავი და ამიტომ ამ შემთხვევაშიც – ჭირიმე შენიმეთქი – გავიფიქრე და გავხედე ისევ ტრასას სასურველი ტრანსპორტის მოლოდინში, რომელმაც აღარ დაახანა.

მოვიდა მშობლიური 15 ნომერი, ჩავჯექი და აღმოჩნდა, რომ 45 თეთრი მქონდა, ნუ არა უშავს, ხდება ხოლმე. თან კურტკის ჯიბეში კიდევ ათთეთრიანი აღმომაჩნდა და მობოდიშებისა და დამატებითი მადლობის თქმას გადავრჩი. ვაჟაზე მძღოლმა იკითხა, ვაკეში ვინმე მიდისო? კი, მე მეთქი. ცოტა ხანში 4 ნომერი წამოგვეწია, ის გააჩერა და გადაჯექი, ვაკეში აღარ წავალ მეო. გადავჯექი, წინ ადგილები თავისუფალი იყო და წინ დავჯექი. ცოტა ხანში ვიღაც ტიპმა გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელი იყო, ორი ადამიანი ბუდობდა უკან. თუმცა მე გამომიღო წინა კარი, ესეც კაი გურჯული მომენტია, ვხალისობ ხოლმე, კლასიკური პასუხი ამ დროს არის, როცა ჩამოხვალ, აუშვებ მძღოლისკენ დასვამ, თუ საჭიროება მოითხოვს ეტყვი, რომ მალე ჩადიხარ და მერე მალე აღარ ჩახვალ და დაჯდები ისევ ფანჯარასთან. თუმცა რადგან ასეთი რამეები რიგ შემთხვევაში მეზარება ხოლმე, ჩავიწიე და მშვიდად გავაგრძელე ,მაგარ კაცებზე’ ფიქრი და რამდენიმე გამახსენდა კიდეც.

მაგალითად, გამახსენდა ,მაგარი კაცი’ ასევე სამარშრუტო ტაქსთან დაკავშირებით. მოკლედ, ერთხელ მე და დედაჩემი მოვდივართ სახლში და ვიღაც ქალი აჩერებს და ჩადის. გავივლით სულ რაღაც 5-7 მეტრს და გოგო აჩერებს, მძღოლი ნერვებზეა, მაგრამ მაინც აჩერებს და ემზადება, როგორც კი ეს გოგო ჩავა სალანძღავად. თუმცა უცებ ამ მძღოლს ასწრებს ახალგაზრდა კაცი და იწყებს:,, რა იციან ხოლმ ეს, ორ მეტრში რო აჩერებნებენ ხელახლა, ახალგაზრდა გოგო ხარ ხო, ჩადი და გადაგი ორი ნაბიჯი(მართალიც არის რაღაც მომენტში, მეც ნაადრევად ჩავდივარ ხოლმე ასეთ დროს, თუ ტვირთი არ გაქვს ან რამე)”. თუმცა მთავარი ამ ისტორიაში ის არის, რომ ამ კაცმა ეს ყველაფერი ძალიან მალე თქვა, მაქსიმუმ 10-15 მეტრი გაეღოღიალა ,მარშუტკას’ და უცებვე მოაყოლა – აქ გამიჩერე. ნუ… გაკვირვებისგან, მცირე ხანი, სიჩუმემ დაისადგურა და ცოტა ხანში ყველას ისტერიული სიცილი აგვიტყდა. აბა გაბედეთ და მითხარით, რომ ,მაგარი კაცი’ არ იყო 😀

მძღოლები ხომ ხშირად ნერვებზე არიან, თითქოს ჩემი ბრალია, რომ (არცთუ ცუდი გამომუშავების გამო) დღეში ბევრ წრეს აკეთებს, ბევრჯერ აჩერებს, ბევრი ხისთავიანი ხდება, ბევრჯერ ესმის ,რო გადახვალ გააჩერე’/,კუთხეში გააჩერე’/,სანამ გადახვალ გააჩერე’/,რომ მოუხვევ გააჩერე’/,სანამ მოუხვევ გააჩერე’ და ასე შემდეგ. ერთხელაც ასე ვიჯექი წინ და ხურდას ვათამაშებდი ჩემთვის. უცებ მომიტრიალდა მძღოლი და მომეცი, მომეციო უკმაყოფილომ მითხრა. მეც დამეზარა რამის თქმა და მივეცი, რადგან ასე აღიზიანებდა ეს უწყინარი ხმაური, რომელსაც ხშირად ,მივმართავთ’ ხოლმე.

გამახსენდა, ამჯერად უკვე ,მაგარი ქალი’ პოლიტიკაზე რომ ვეკამათე ომიანობის დროს. მეორე ქალი, უკვე არაომიანობის დროს რომ ვეკამათე ნასვამი. განახსენდა ,მაგარი კაცი’ კაპეზეში ჩალპობით რომ დამემუქრა, ნომერი გამომართვა და აღარ დამირეკა. გამახსენდა კიდევ ერთი ,მაგარი ქალი’ რომლის ანონსაც აღარ გავაკეთებ, რადგან მუღამი დაეკარგება. კიდევ ბევრი მსგავსი ამბავი მომაგონდა, მაგრამ ახლა აღარ მოვყვები, რადგან ზემოთ მონათხრობშიც გამომრჩა რაღაცეები, დავიღალე ბეჭდვით და თან ფეხბურთი დაიწყო და თვალი გამირბის. ვნახოთ აბა, წამოვა თუ არა ერთიანები…

პ.ს.
თუმცა ისე ვერ მოვრჩები ერთი ზე ,მაგარი კაცის’ ისტორიაც, რომ არ გავიხსენო. ისედაც დაწერილი მაქვს და დავაკოპირებ ფაქტობრივად, წინა წელს მოხდა ეს ამბავი:
მოკლედ, მეგობრებთან ერთად, მანჩესტერი-სიტის ნახვა მომიხდა ტოტალიზატორში და ძალიან ბევრი მარგალიტი გამოცხვა უცებ, მაგრამ ერთი იყო განსაკუთრებულად მაგარი, წლის ფრაზაა იმენნა

ერთ ტიპს ედო ყვითლების მეტი თუ რაღაც მასეთი, როგორც ჩანს და ბალელშიკობა ყვითლებს
ჰოდა ბელამიმ რომ 3:3 გახადა 90-ე წუთზე თქვა:

,,მანჩესტერს ბოლო წუთზე გოლს რო გაუტან და მაიკას არ გაიხდი” 😀 😀 😀

გამგები გაიგებს, დანარჩენისთვის ცოტათი ავხსნი და ვინც ისედაც ვერ გაიგებს, არა უშავს 😀
ამ ,მაგარ კაცს’ სურდა, რომ ბელამის მაისურა გაეხადა, რაც ყვითელი ბარათით ისჯება და შესაბამისად, ბილეთს მოიგებდა. მიდი და გაამტყუნე, ბელამია რა, საშინელი ხასიათის მქონე ფეხბურთელი და ბოლო წამებზე უტანს მანჩესტერ სტუმრად, ყველა ლოგიკით უნდა გაიხადოს მაისურა, მაგრამ ამ საწყლის ჯინაზე არ გაიხადა და გაუფუჭა ბილეთი, მიდი და შეეკამათე 😀
ეს ისტორია ესპანეთში მყოფ ვაჟიკოს რომ მოვუყევი, მოკვდა სიცილით, თავად არანაკლებ აპრიკოლებს ასეთებს, სპეციალური რუბრიკაც ჰქონდა სარბიელში.

მიყვარს მე ,მაგარი კაცები’. მერე კიდევ გვიკვრის, რომ დიდი დოდო გუგეშაშვილი ,სიმართლის დროში’ გამოდის და მხედრიონს აპრავებს. არ გესმით მეგობრებო, არ გესმით რა…

Written by 1myway1

მარტი 9, 2010 at 8:32 PM

post-oscar

with 4 comments

აი ახლა ავატარის ჯგუფმა აიღოს 500 მილიონი წვრილ-წვრილ კუპირებად, დაახვიოს და… 😀 😀 ეგრე უნდათ ლურჯ კაცებს და სათვალიან ფილმებს 🙂 3D კარგია. ეს ,რევოლუციონერობაც’ კარგია და საჭირო სიახლეები, მაგრამ ზომა უნდა იცოდნენ ყველაფერში და თავისი ადგილი. კინო მარტო კომპიუტერში აწყობილი ეფექტები და ბევრი ფული არ არის 🙂

და აი ასე, ერთი მთავარი გამონაკლისი გარდა, ყველაფერი ისე მოხდა როგორც მინდოდა 🙂 დიდ წილად, წინა პოსტშიც ვივარაუდე.  ამით აკადემიამ ძალიან მასიამოვნა და დამაჯერა, თან ორმაგად. რას ვგულისხმობ, აგიხსნით ახლა. როცა ვამბობ ხოლმე ოსკარები სისულელეა და ალმაცერად ვუყურებთქო, ბევრს უკვირს, არ შეიძლება ასეო, კანის ფესტივალზეც ხდება მაიმუნობებიო, მარტო ბერლინალე და ევროპული კინო არ არის ყველაფერიო. კი ბატონო, მართალია, ჰოლივუდი ძალიან მაგარია, მაგრამ სხვაობა მაინც აშკარაა, სად რა და როგორ ხდება. სად რას და როგორ იღებენ.

აკადემიამ ორმაგად დაამტკიცა, რამდენად მართვადი, მიკერძოებული და სუბიექტურია. პირველი: როცა The Hurt Locker ამდენ ნომინაციაზე წარადგინა. მეორე: როცა ამდენი ოსკარი მისცა. მესამე: ამით ჩემი ღრმა, რწმენით კინოსამყარო იხსნა ავატარომანიისგან და ამასთანავე ხაზი გაუსვა, რომ რასაც უნდა იმას იზამს. მეოთხე: ოსკარი მიიღო სანდრა ბალოკმა, რაც სამარცხვინოა. ადაპტირებულისთვის არ მისცეს up in the air-ს, რაც უსამართლობაა. ორიგინალურისთვის არ მისცეს ინგლორიუს ბასტარდს, რაც გამიტყდა.

ერთი სიტყვით, აკადემიამ ორმაგად დამაჯერა – ,სამ ტანცუიმ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ’-ის პრინციპით, ოღონდ ამჯერად, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. სანდრა ბალოკს თუ არ ჩავთვლით. თავისუფლად შეეძლოთ სანდრასთვის არ მიეცათ, უბრალოდ, აქაც მათი მიკერძოებულობა და სუბიექტურობა გამოჩნდა. სანდრა კეთილი გოგოა, მგრძნობიარე ამერიკელი მდიდარი ქალი და უპატრონო ზანგ ბიჭს თავზე ჰყვება… მეტი რა უნდათ 😀

ეს ოსკარების ცერემონია იყო ცუდი და ამას წინასწარ ვამბობდი, რომ ასე იქნებოდა. ოღონდ, იმიტომ არა, რომ ავატარმა ვერ მოიგო. იმიტომ, რომ ძალიან უკონკურენტო გარემო და არცთუ მაღალი ხარისხის ნამუშევრები იყო წარდგენილი. კაცის და ქალის როლები, როგორც პირველხარისხოვანი, ასევე მეორეხარისხოვანი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. რეჟისურა გადაწყვეტილი იყო. ანიმაცია გადაწყვეტილი იყო. უცხოურ კინოზე იმხელა აჟიოტაჟი არ არის ხოლმე, აქ კი შემოგვთავაზეს პატარა სიურპრიზი, მაგრამ აქ დანამდვილებით არ ვიცოდით, რომ ჰანეკე აიღებდა. რჩებოდა მხოლოდ საუკეთესო ფილმის ნომინაცია და ამ ნომინაციაში რეალურად ღირსეული კანდიდატი არ გახლდათ. აი ამიტომ იყო ცუდი ცერემონია და არა იმიტომ, რომ ,ლურჯებს’ თავისი ადგილი მიუჩინეს. ეს პირიქით, კარგია.

ძალიან არ მომეწონა ხუთ-ხუთი კაცის გამოსვლა ჯილდოს გადაცემამდე და კანდიდატებზე ლაპარაკი. იმიტომ არ მომეწონა, რომ პირველი ვინც იწყებდა ლაპარაკს და თან შინაარსითაც ემჩნეოდა, ვიცოდით უკვე ვინც მოიგებდა. შესაძლოა, ამჯერად ისედაც ვიცოდით, რადგან უკონკურენტო გარემო იყო, მაგრამ ზოგადად ცუდი ფორმაა, მაშინ არ უნდა დაეტყოთ საუბრის დროს არაფერი. სწორედ იმ მომენტს აქვს მთავარი მუღამი, კონვერტს, რომ ხსნის და… 😀

წამყვანები ნორმალურები იყვნენ. საღოლ ბოლდუინს, ტყუილა არ დამევასა ბავშვობაში (ავატარზე მაგარი იკაიფეს, მესიამოვნა) 😀 აი კლუნი იყო აჭრილი ძალიან 😀 თან გაგვიბრაზეს. ხალიჩის ამბებს აღარ ჩავუღრმავდები, გამიგრძელდება. უბრალოდ ის უშნო ,სომეხი ლეილა’ ვინ იყო ტო. 900-ჯერ რო ჩაერთო და ყველგან რო იყო, გაწეწილი რიჟიკა, Fეშენის რაღაცა. ვაკის პარკში გაიჩითა ვიღაც ლოთი ლეილა. ამ ქალს ჰგავდა ძალიან და ცუდად გავხდი. იმ ლეილამ ლუდი დამალევინეთო და მთელი ისტორია მოგვიყვა – ზეპირად ვიცი, მისი ქმარი ვიტალიკი წავიდა რუსეთში , დედამთილი ბავშვებს არ ანახებს. უფროს ქალიშვილს ჰქვია ალბინა, მეორეს მალვინა და ბიჭს ალიკა. ალბინა 18 წლისაა, სხვების ასაკი არ ახსოვს, ცხოვრობს ფონიჭალაში და არის აზერბაიჯანელი, მაგრამ არცერთი ენა არ იცის : ძლივს ბლუყუნებს ქართულადაც და რუსულადაც. ჰოდა, მომეპუწა ეს ლეილა, ძლივს გავექეცი მაშინ და ახლა ეს ქალი რო დავინახე ცუდად გავხდი 😀 თან  რო დააბაზრა სომეხი ვარო, მაგარი გასული იყო და წამყვან ქალს ეჩალიჩებოდა… მოკლედ, ეს ისე.

ორის სიტყვით, დავუბრუნდეთ ავატარს. მის ფანებს მინდა ვკითხო, რაში უნდა აეღო ავატარს მეტი ოსკარი? რაშიც ეკუთვნოდა აიღო. ჰა ჰა, კიდევ საუნდ მიქსინგები და რაღაც ,სისულელეები’ მიეცათ, რაც hurt locker-მა აართვა. საუკეთესო ფილმი იყო წლის? არავითარ შემთხვევაში. რეჟისურა? რა სისულელეა. ამიტომ, არანაირი დაჩაგვრა არ მომხდარა. მაქსიმუმ, იმ საუნდ მიქსინგებში, სადაც მაქსიმუმ 2 არაძირითადი ნომინაციის ოსკარია საკამათო. ოღონდ, აქ ის გავითვალისწინოთ, რომ საუნდ მიქსინგში და ეგეთებში ეჭვი მეპარება ჩვენ რომელიმე დეტალურად ვერკვეოდეთ 10-დან 9 მაინც. ამიტომ, ეს 9 ნუ ამტკიცებს რომ ავატარს ეკუთვნოდა, რადგან ეს სფერო არ ვიცით, თავისი წვრილმანი დეტალებით და სამუშაოთი.

ახლა გადავალ მოკლე შემაჯამებელ მიმოხილვაზე 😀

საუკეთესო ფილმი:

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ვფიქრობდი, ახლა აიღებენ და ავატარს მისცემენ, საბოლოოდ, hurt locker მოიგებს ჯამურად, მაგრამ საუკეთესო ფილმობა ავატარს შეხვდებათქო. საბედნიეროდ, ტომ ჰენქსი გამოვარდა და წამებში მოგვაყარა – საუკეთესო ფილმი hurt locker. უნდა ვაღიარო, რომ სიამოვნებისგან შევხტი. იმიტომ, არა, რომ hurt locker ძალიან მომეწონა, უბრალოდ ავატარომანიას გადავრჩით 🙂

რაც შეეხება გამარჯვებულ ფილმს. ძალიან აკრიტიკებენ მას, მაგრამ ასეც არ არის ნამდვილად. თემა გადაღეჭილია, ამერიკისთვის საინტერესო და პოლიტიზირებული. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ეს ისტორია დანახულია და გადმოცემულია საკმაოდ საინტერესოდ და ფილმი რომ მთავრდება, გიტოვებს რაღაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას და ასე არ იტყვი – კიდევ ერთი პოლიტიკური ფილმი, ნაცნობ თემაზე. რასაკვირველია, პოლიტიკამ თავისი როლი ითამაშა და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. თუმცა ისეთი ცუდი ფილმი ნამდვილად არ არის, როგორც ბევრი ამბობს და არ ეკუთვნოდაო, რომ იძახიან, საგულისხმოა, რომ ამ ლოგიკით არცერთის არ ეკუთვნოდა. არცერთი არ იყო შედევრი.

შესაძლოა პირადად მე, ყველაზე მეტად ინგლორიუს ბასტარდსით ვისიამოვნე, მაგრამ რეალურად ამ ფილმს ოსკარი არ ეკუთვნოდა. თუმცა არც სხვებზე ნაკლები იყო. ვერ იბრძოლა და შანსი არ ჰქონდა სხვადასხვა გარეშე მიზეზების გამო, რომლებმაც განაპირობა, რომ ერთმანეთს ორი მონსტრი შეება და ჩემი გადმოსახედიდან, უკეთესმა მონსტრმა მოიგო. ყოველ შემთხვევაში ასე იყო საჭირო.

საუკეთესო რეჟისორი:

აქ უეჭველი ვიცოდი, რომ ბიგელოუ მოიგებდა და ისედაც ფავორიტი იყო. ბევრი მიზეზის გამო. თუ კი რამეში ეკუთვნოდა hurt locker-ს ეს რეჟისურაა, მე მომეწონა. შესაძლოა კარგი მაგალითი არ არის, მაგრამ გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ… წარდგენისას მოკლე კადრებს რომ აჩვენებდნენ, ყველა გადასაღებ მინდორზე იყო ან კამერის უკან, ზოგი მსახიობს უხსნიდა რაღაცას და ასე. კამერონი კი კომპიუტერის წინ იდგა, მონიტორს მიშტერებული და უხსნიდა ბიჭებს, როგორ უნდა აეწყოთ… 😀 😀 😀 კაი რა
ამ ეპიზოდში ორმაგად მომინდა ბიგელოუ, ნებისმიერი კამერონის გარდა. უბრალოდ სხვებს შანსი არ ჰქონდათ. კონვერტი ბარბარა სტრეიზენდს ეჭირა, რაც სიმბოლური იყო და მოფემინისტო მიდრკილებების მქონე ქალბატონისგან სხვის გამოცხადებას არც ველოდი, მანაც დიდი სიამოვნებით განაცხადა – და აი, დრო მოვიდა, პირველი ქალი საუკეთესო რეჟისორი 😀 შემდეგ აღელვებულმა ბიგელოუმ ძლივს იკონწიალა ქუსლებზე და ბლა ბლა ბლა.

და სად არის ტარანტინო? კაცი, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც იტალიელია და ორმაგად მიყვარს, რომელიც უნიჭიერესია და ასე შემდეგ. უბრალოდ, მერწმუნეთ წაუგოიმებს ცოტა, ამას რომ ვამბობ ხოლმე, ბევრი არ მეთანხმება, რა შუაშიაო, თავშია მეგობრებო, როგორც ყოველთვის. ეს მის ფილმებშიც ჩანს ხოლმე ,მელკად’ და ამის გამოა ბოლომდე რომ ვერასდროს ვერ მიდის, სულ რაღაც აკლდება და აკადემიაშიც არ ევასებათ სამწუხაროდ. გარდა ამისა, ამ ფილმისთვის არც ეკუთვნოდა.
აი თუნდაც ხალიჩაზე ხომ ნახეთ, მისი ქცევა, საუბარი, მანერები, თითქოს უშუალო და რამე… მაგრამ… ნასვამ და ცუდ ხასიათზე მყოფ ჯორჯ კლუნისაც კი უკეთ ეჭირა თავი. გაუპარსავ(რაც ძალიან მომეწონა :D) კიანუ რივზსაც კი უკეთესად ეჭირა თავი და ა.შ.
თუმცა იმედია, ჩვენი კვენტინი ახლო მომავალში მიიღებს თავის კუთვნილ ოსკარს.

საუკეთესო მსახიობი კაცი:

 

ამისთვის და კიდევ ერთი-ორი ნომინაციისთვის ღირდა მთელი ცერემონია. უმაგრესი კაცი, ჯეფ ბრიჯესი, როგორც იქნა დაფასდა მეხუთე ნომინაციაზე. როგორ გაუხარდა, ბავშვივით, ზეკაცია რა 🙂 რამდენი იბაზრა მერე, თან რო ნერვიულობდა. მშვენიერი ცოლი და შვილები ჰყავს, რამდენი ხნის ოჯახი ჰყავთ, ჰოლივუდში ეს იშვიათობაა.

ნუ რეალური კონკურენტები კლუნი და ფრიმენი იყვნენ, მაგრამ მათ შეირგონ ძველი ამჟამად ჯეფის ჯერი იყო. თუმცა ცუდად არ უთამაშიათ. არც სხვებს, მადლობა, რომ აქაც hurt locker-ს არ მისცეს 😀 თუმცა რენერი მშვენიერია ფილმში, მაგრამ ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა და ამათში ყველაზე ნაკლები მსახიობიც იყო.

ისე მგონი მხოლოდ ქეით უინსლეტმა გამოაცხადა ამ ნომინაციაზე ძველებურად – ენდ ზი ოსკარ გოუზ თუუუ, დანარჩენები ზი ვინერ იზ-ს ამბობდნენ როგორც მოგეხსენებათ 😀

მეორეხარისხოვანი კაცი:

პირველი კაცი 😀 ეგრევე ვოლცით რო დაიწყო, აღარ დავიცადოთ, ჩავაბროთ კუთვნილიო 😀 უუეჭველესი იყო და ალალი იყოს, ეკუთვნოდა რომელია.
სხვათა შორის, ეს წელს საუკეთესო ნომინაცია იყო ჩემი აზრით. იმ გაგებით, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატები იყვნენ 🙂 ვუდი ჰარელსონი ცოტა შემეცოდა კიდეც, მშვენივრად ითამაშა და ასე უშანსოდ იყო. გარდა ამისა, იყვნენ პლამერი, დეიმონი და სტენლი ტუჩი.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

 

ამაზე კომენატარს აღარ გავაკეთებ. მარაზმი და სირცხვილი. ნებისმიერისთვის მიეცათ ტო, რა სანდრა ამის დედა ვატირე. თან ნებისმიერი სჯობდა მართლა. ძალიან გაუხარდა და შეიფერა, მაგრამ თან ანერვიულდა და თავად არ სჯეროდა მგონი 😀 მეც ვიტირებდი ტო მსოფლიოს საუკეთესო ოპერის მომღერალი ხარო რომ ეთქვათ, ეგეთი პონტი იყო.
ბოლო ბოლო მულიგანისთვის მიეცათ, რომელსაც სოფლელი ინგლისელი როა 😛 დაეტყო მაინც, როგორ გაუკორტნია თავი, რას ერჩოდა საკუთარ თავს და ახლა ამ მოკლე თმებში, რო იპრუწება კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, მაგრამ მაინც ნორმა ტიპშაა.

მეორეხარისხოვანი ქალი:

ნუ ესეც ვოლცის დარად გადაწყვეტილი ამბავი იყო. Precious ვნახე ორი დღის წინ და შესაბამისად, ბოლოს მსახიობის თამაშზე ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება ვოლცის მერე არ მოუხდენია. ჩინებულად შეასრულა მონიკმა და დამსხაურებულად მიიღო. ლამის მის გამო კიდევ ვუყურო ფილმს.
ანა კენდრიკი ნორმა იყო, მაგრამ ასევე გამაღიზიანებელი. ვერა ფარმიგა… 😀 სანდრას სჯობია, ბაზარი არაა. პენელოპა კრუზს ნამეტანი მოუვიდოდა, თან იმ სულელურ ფილმში ნათამაშები როლისთვის. თუმცა აუტსაიდერი იყო, არც არავინ უპირებდა. აი მეგი ჯილენჰოლი კი ძალიან ძალიან მომეწონა, კარგი ქალია და კარგადაც ითამაშა 🙂 უბრალოდ, მონიკიმა დაგლიჯა 😀

საუკეთესო უცხოური ფილმი:

ამ ნომინაციიდან მხოლოდ ორი ფილმი მქონდა ნანახი ‘Un Prophète’ France და ‘The White Ribbon’ Germany. ორივე კარგია, მაგრამ ჰანეკე იყო ფავორიტი და მეც მას ვანიჭებდი უპირატესობას. ამ ორის გარდა პრეტენზია ჰქონდა ‘El Secreto de Sus Ojos’ Argentina-ს და მოიგო კიდეც. პირველი რასაც ვიზამ ახლა, ამ ფილმს მოვიძიებ და ვნახავ, კომენტარს ისე ვერ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად სამართლიანი იყო, რადგან არგენტინელებს როცა ფილმი გამოსდით, ძალიან კარგი გამოსდით 😀
ჰანეკეს კანიც ეყოფათქო, ჩემი აზრით ოსკარზე მნიშვნელოვანია 😉

საუკეთესო ორიგინალური და ადაპტირებული სცენარი:

აი აქაც, სანდრასი არ იყოს, გული დამწყვიტეს. ჯერ ერთი ადაპტირებული აშკარად up in the air-ს ეკუთვნოდა და Precious-ს მისცეს, ოხ ეს ამერიკა რა… :D. ორიგინალური კი მიეცათ ტარანტინოსთვის ტო hurt locker-ს რო შეტენეს, მაგას აღარ სჯობდა? თუმცა რა გაეწყობა, ეგეთები არიან რა… 😀

დანარჩენი ნომინაციები ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. ეს Up კარგი მულტფილმი ყოფილა, მე მაპატიეთ, რომ ვერ ვუყურებ ,მულწიკებს’ და ალალი იყოს. მუსიკაშიც მათ შორის, მშვენიერი მუსიკაა, თან ჯაკინოსია ანუ იტალიელის და ეკუთვნოდა ძმაო 😀 😀 ასევე ავატარს ვუპრავებ Best Cinematography-ს, მაურო ფიორემ მიიღო, ასევე იტალიელმა, იტალიოურად იბაზრა ბოლოს და ვივა იტალიაც! შემობღავლა, აბა როგორ არ უნდა მიეღო ახლა? 😀
კიდევ რა? ბევრი რამ, ხალიჩის ამბები, ცოლები, შეყვარებულები და ა.შ. მაგრამ მეზარება. სანამ დავასრულებდეთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ up in the air-ის უოსკაროდ დატოვებისთვის. რას ერჩიან რაიტმანს, წმინდა ამერიკული სტილის და თემების მკეთებელი რეჟისორია და ადაპტირებული მართლა ეკუთვნოდა ფილმს. რა გაეწყობა, ძალიან ახალგაზრდაა ჯეისონი და წინ აქვს ყველაფერი. ნუ ბასტარდზეც ვთქვით, მეორე შანსი ჰქონდა ორიგინალურ სცენარში და სამწუხაროდ არ მისცეს. ,თეთრი ბაფთა’ და ჰანეკე გადაიტანენ როგორმე, Golden Palm აქვთ ბოლო ბოლო 😀 ასევე, მეჩვენა, რომ ფილმი The Messenger ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებდა.

აუ ეს სურათი როგორ გამომრჩა 🙂
აგერ ჩავამატოთ:
ამ შემთხვევაში ცოლის გამარჯვებას ქმარისაზე, მხარს ვუჭერ ყველანაირად! 😀 😀

,ზომბად ქცეული კამერონი, ახრჩობს მეუღლე ბიგელოუს, ჩემი 500 მილიონი და ლურჯი კაცები როგორ დამიჩაგრა შენმა პოლიტიზირებულმა ფილმმაო’ 😀

დაბოლოს, კიდევ ერთხელ – ავატარის დედა (ა)ვატარე მე 😀 😀

ასე დავემშვიდობები ,ლურჯ კაცებს’
ორევუაააარ შოშააანაააააა 😀 😀 😀

Written by 1myway1

მარტი 8, 2010 at 3:19 PM

ოსკარი (2010)

leave a comment »

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გავათენე პირველად ოსკარების გამო და რა დიდი მოლოდინით ველოდი ამ ამბავს. მახსოვს, მაშინვე როგორ მიშლიდა ნერვებს ზედმეტი ლაპარაკი, გინდ კარგი და გინდ ცუდი ხუმრობები წამყვანების, ჩემთვის გაუგებარი ნომინაციები და სხვა დროის გამწელავი ფაქტორები, რაც ძირითად ნომინაციებს აგვიანებდა. კიდევ ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ… რომელი წელი იყო, ზუსტან ვერ ვიხსენებ, საკმაოდ პატარა ვიყავი და მეპატიება, რომ გამახსენდება ზუსტად , დავწერ მერე. მახსოვს მაშინ ოსკარი უმთავრესი რამ მეგონა(რაღაც მხრივ და ვინმესთვის შესაძლოა კიდევაც არის), მაგრამ მაშინ ბევრად უფრო მოყვარულის დონეზე ვიყავი და გულუბრყვილოდ ვუყურებდი ლამაზ ხალიჩას და გამოპრანჭულ მსახიობებს. თუმცა გავიზარდე და მივხვდი, რომ მთლად ასე არ არის 😀 ოსკარი ხშირად მიკერძოებულია. სხვა ხიბლი აქვს ევროპულ კინოს, კანის ფესტივალს და ასე შემდეგ. ბევრ ძალიან ძლიერ მსახიობს არ აქვს ოსკარი, სუსტს კი აქვს. შესაბამისად მივხვდი, რომ ამით არ იზომება. სიმართლე ითქვას, იმის მერე, მგონი არცერთხელ აღარ გამითენებია, მახსოვს ერთხელ დავიწყე და ბოლომდე ვერ გავძელი, მეორედ კი პირიქით, ბოლოსკენ გავიღვიძე. იმის მერე, მეორე დღეს ვიგებ ხოლმე ამბებს და დიდ ყურადღებას აღარც ვაქცევ, მთავარი არ არის ჩემთვის. თუმცა წელს, გათენებას ვაპირებ, რადგან ისედაც ვათენებ და… 😀 არადა, პარადოქსია, ასეთი უმუღამო ოსკარი კაი ხანია არ მახსოვს და სწორედ ახლა ვაპირებ ყურებას.

მახსოვს, პირველად როცა გავიგე ენიო მორიკონეს არ მისცეს ოსკარი ,ერთხელ ამერიკაში’ გაჟღერებული ჩინებული მუსიკითვის აღშფოთებული ვიყავი და ევროპასავით ვგმობდი აკადემიის საქციელს. მერე ,მიუგდეს’ ძია ენიოს დამსახურებისთვის.

სამაგიეროდ, ოსკარი აქვს ემინემს. ამას ირონიით არ ვამბობ. მე მომწონს ემინემი და ვთვლი, რომ მაშინ ეკუთვნოდა. გამიხარდა კიდეც.

მახსოვს, როგორ გამიტყდა ტიტანიკის ბევრი ოსკარი და მაშინდელი მოდის დარად, ძალიან დავგმე ლეონარდო დი კაპრიო და მთელი ეს ფილმი. დი კაპრიოს გურჯებმა ნაზი ბიჭი, ქალაჩუნა და მსგავსი რამეები უწოდეს. მაშინ ბრედ პიტისადმიც ასეთი განწყობა იყო. ნუ მერე დრო გავიდა, ხალხმა გაიგო, რომ ტელევიზორს პულტიც შეიძლება ჰქონდეს, ხოლო რუსთაველზე სულ მიტინგი და კარავი შეიძლება არც იყოს ხოლმე, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დი კაპრიოც და პიტიც მშვენიერი მსახიობები არიან. ხოლო ტიტანიკი არც ისეთი ცუდი ფილმია. შესაძლოა არც ისე ძლიერი როგორც აკადემიამ დააფასა, მაგრამ ნამდვილად არც ისეთი სუსტი, როგორც ბევრი გამოიყვანს ხოლმე.

მახსოვს, გამიტყდა, ამერიკულ სილამაზეს რომ მისცეს ოსკარი და მწვანე მილს არა, მაგრამ ეგეც არაფერი, თავის ამბავში ორივე კარგი ფილმია და ეგებ მართლებიც იყვნენ მაშინ.

მახსოვს, პრინციპულად არ ვუყურებდი ბეჭდების მბრძანებელს, მერე ვუყურე და მომეწონა ძალიან. თუმცა ტრუხა ოსკარებს ყურადღებას მაინც არ ვაქცევ, რაღაც უცნაური ნომინაციები რომ არის და რო იღებენ ბღუჯა ბღუჯა.

მახსოვს როგორ მერეოდა გული ჩასაფრებული კვერცხის და მიმალული კვერცხის საფრცქვნელი აპატარის თუ რაღაც მასეთის ოსკარებზე. ცოტა ბოლოსკენ გადმოვიწიოთ და… მახსოვს, როგორ მისცეს სკორსეზეს ოსკარი The Departed-თვის და ზოგმა თქვა, ეს რა ქნეს, როცა ყველაზე მეტად არ ეკუთვნოდა მაშინ მისცესო. მე ასე არ მგონია.

კიდევ ბევრი რამე მახსოვს და ვიცი, მაგრამ ყველაფერს ხომ არ ჩამოვწერ, ძალიან გაგრძელდება. მხოლოდ ასე მოკლედ და უხეშად გადმოვეცი ძველებური ოსკარების ციებცხელება, რომელიც ინერციით ახლაც შემორჩენილი მაქვს, ოღონდ, მხოლოდ ბევრად მსუბუქ ფორმებში. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციას ყოველთვის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევ. აქ მაინც არის ხოლმე უმეტესობა მოსაწონი ნამუშევარი და საკმაოდ ხშირად სწორ გადაწყვეტილებასაც იღებენ. სხვა მხრივ, ცოტა მიკერძოებულიც არის აკადემია, ცოტა გაპაპსავებულიც, ცოტა არასამართლიანიც და ასე შემდეგ.

წელს პირველ რიგში მინდა, რომ ოსკარი არ მიიღოს ავატარმა. ნუ დამძრახავთ და ნუ გამლანძღავთ, პატივს ვცემ, მოსაზრებებს ამ ფილმის ,რევოლუციონერობის’ შესახებ, გარკვეულ წილად ვეთანხმები კიდეც. თუმცა მე კინო ამის გამო არ მიყვარს და ვეჭვობ, ბევრიც ასეა. არ შემიდაროთ ეს უხმოდან ხმოვან ფილმზე ან შავ-თეთრიდან ფერადზე გადასვლასთან. არ მითხრათ, რომ ნამდვილი ადამიანების სახისგან აიღეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ვიცით… კამერონსაც პატივს ვცემ, როგორც ნიჭიერ რეჟისორს, რომელმაც იცის როგორ გააკეთოს სანახაობა და იშოვოს ბევრი ფულით, კიდევ უფრო ბევრი ფული. თუმცა კინო ჩემთვის სხვა რამეა და ვისურვებდი ეფექტები, მხოლოდ ნორმის ფარგლებში და საჭირეობის შემთხვევაში გამოყენებულიყო და არა, ძალიან ავატარული ტენდენციით წავიდეს კინემატოგრაფია. რამდენიმე ადამიანმა ისიც კი მითხრა, ასე კარგიც არისო, მსახიობებს იმდენ ხელფასს აღარ გადაუხდიან და უფრო უშეცდომო შესრულება და მსახიობები იქნებიანო 😀 😀 მე კი მგონია, როცა შინაარსი ნაკლებია და როცა ნატურალურობა იკარგება, კარგი არ არის ეს ყველაფერი 😉

ჩემნაირი ხალხის ,მშველელად’ გამოჩნდა ფილმი THE HURT LOCKER, რომელიც გვარიან სკანდალში გაეხვა. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა Nicolas Chartier-მა აკადემიის წევრებს გაუგზავნა იმეილი – კაი ბიჭები ვართ და პატივი გვეცით, უპირატესობა ჩვენ მოგვანიჭეთ და არა 500-მილიონიან მონსტრ ავატარსო. ცხადია, ეს ამბავი გასკდა, ატყდა ფეხების ბაკუნი და ბატონი ნიკოლასი მოკვეთეს ცერემონიიდან თუ მოიგებთ დაგაწევთ ჯილდოსო 😀 ჩემი აზრით, ამ ფაქტმა ფილმს შეუმცირა შანსები, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ავატარს მაინც აჯობებს. ხოლო ის, რომ საუკეთესო ფილმისთვის ბრძოლა ამ ორ ფილმს შორისაა, ეჭვს არ იწვევს. ისე ბოლო წლებში მაგალითად, მსგავსი ვითარება იყო A Beautiful Mind-თან და Slumdog Millionaire-თან დაკავშირებით და ორივე ამ ფილმმა მაინც მოიგო ოსკარი.

მიზანი N2 არ მიიღოს ოსკარი სანდრა ბალოკმა. სირცხვილია ხალხო 🙂 არადა ფავორიტადაა მიჩნეული. გახსოვთ? სულ ბოლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიკი რურკი რომ იყო ფავორიტი და შონ პენს მისცეს. იქნებ ახლაც ასე მოხდეს. ნუ რურკს ბალოკს არ ვადარებ ცხადია 😀 ცუდად არ გაიგოთ 😀

მოკლედ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩამოვუყვები ახლა იმ ნომინაციებს, რომელსაც მე მნიშვნელობას ვანიჭებ. ბოლოს კი შემოგთავაზებთ ჩემს სურვილს და პროგნოზს.

საუკეთესო ფილმი:

AVATAR – არ მსურს ბევრი ვილაპარაკო კიდევ და გავაღიზიანო ამ ფილმის თაყვანისმცემლები 😀 უბრალოდ, ჩემთვის ყოველთვის მთავარია შინაარსი და ნატურალურობა, მერე ყველაფერი დანარჩენი.

THE HURT LOCKER – შესაძლოა ნომინაციები ცოტა გადაუმეტეს. თემაც გადაღეჭილია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მაინც საინტერესო კუთხით არის დანახული და ნამუშევარი მშვენიერია მთლიანობაში. მე მომეწონა. თან ჯარის თემა, ამერიკა რამე… მაინც ფავორიტად და იმედად ვთვლი ამ ფილმს 😀 რა დრო დადგა, რისი ქომაგობა მიწევს 😀

INGLOURIOUS BASTERDS – მშვენიერია, მშვენიერი. ამ ფილმზე ცალკე ჩანახატი მაქვს ბლოგზე და ბევრ დროს აღარ დავუთმობ. უბრალოდ, გულზე ხელს თუ დავიდებთ, არ ეკუთვნის ოსკარი უშუალოდ ფილმს, მაგრამ ფავორიტებთან შედარებით ჩემი აზრით, ბევრს არაფერს აგებს 😉 უბრალოდ რა გაეწყობა, მთავარი ხომ ეფექტები და ლურჯი კაცებია 😀 😀

UP IN THE AIR – მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი. ამერიკისთვის განსაკუთრებულად აქტუალური თემაა. თან რეჟისორიც შესაბამისი ჰყავს, ასეთი რაღაცეების დაჭერა და კარგად გადმოცემა ეხერხება. მოკლედ მე ვისიამოვნე ყურებით, მაგრამ ოსკარს არ გააკარებენ.

UP – მულტფილმებს არ ვუყურებ სამწუხაროდ, დროს ვერ ვუთმობ ჯერჯერობით. ისე ტომი და ჯერი ძალიან მიყვარს

PRECIOUS – კარგი ფილმია. რეალური და რთული ისტორია, მაქსიმალურად ზედმეტების გარეშეა გადმოცემული. ოსკარამდე ვერ ქაჩავს ცხადია.

THE BLIND SIDE – 😀 იყურება

DISTRICT 9 – არ მეგონა თუ შინაარსით ამ ფილმს დავაფასებდი, მაგრამ ერთი-ორი ისეთი გამოვიდა მერე… არ დავასახელებ 😀

AN EDUCATION – მშვენიერი ფილმია. გირჩევთ ყველას. ვერ ვიტან ეგეთ გოგოებს და მშობლებს, მაგრამ საყურადღებოა 😀 და მართლა რაღაცნაირი კარგი ფილმია.

A SERIOUS MAN – იგრძნობა კოენების სტილი. ვისიამოვნე ტონკი მომენტებით და მთლიანად ფილმითაც.

საუკეთესო რეჟისორი:

კეტრინ ბიგელოუ (THE HURT LOCKER) – არ მეგონა თუ ბიგელოუს ქომაგობა მომიწევდა კამერონის წინააღმდეგ, მაგრამ მოვიდა ეს დრო და ალბათ მისცემენ კიდეც ამ ქალს. აქ უფრო აშკარა ფავორიტია ჰარტ ლოკერი ავატართან შედარებით.

ჯეიმს კამერონი (AVATAR) – საკმარისი ითქვა

კვენტინ ტარანტინო (INGLORIOUS BASTERDS) – დიდი სიამოვნებით მივცემდი ოსკარს ამ კაცს, მაგრამ სადაა, არც სწყალობენ და უკეთესი ფილმებიც გადაუღია. იტალიური ფესვები საუკეთესო მხრივ ყველაფერში ეტყობა, მაგრამ როგორც ყველგან, იტალიაშიც და ამერიკაშიც არის ,პროვინცია და ქალაქი’ 😀 ცოტა პროვინციელი რომ არის იმასაც ვერ გავექცევით 😛 შესაძლოა რაღაც მომენტში ესეც უშლის ხელს.

ჯეისონ რაიტმანი (UP IN THE AIR) – ძალიან ვაფასებ ამ კაცს, ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და უკვე რამდენი მშვენიერი ფილმი დადო. უბრალოდ, სტილი ცნობადი აქვს და მთავარია ძალიან არ ჩაიციკლოს ერთი რამის გარშემო. ძალიან კარგად იცის ამერიკაში რა არის აქტუალური და იცის ამის იუმორით გადმოცემა. უბრალოდ, ვიმეორებ, თუ არ ჩაიციკლა ძალიან ბევრ მაგარ ფილმს გადაიღებს, ნიჭი აშკარაა. ოსკარი ცოტა ადრეა ძმაო ჯეისონ.

ლი დენიელსი (PRECIOUS) –  მშვენიერია, მაგრამ არა

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ჯეფ ბრიჯესი (CRAZY HEART) – გვეღირსა მგონი ჩემო ჯეფ 😀 წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ 1972 წელს იყო ოსკარზე ნომინირებული… სულ იგი მეხუთედ არის წარდგენილი და ბოლო ბოლო, მგონი მიიღებს კუთვნილ ჯილდოს, აშკარა ფავორიტია. თამაშითაც მშვენიერია, იმსახურებს. ძალიან მიყვარს ბრიჯესი.

ჯორჯ კლუნი (UP IN THE AIR) – კლუნი ბრიჯესის დარად არ მიყვარს, ერთი ხანობა, არ მევასებოდა საერთოდ 😀 თუმცა რაღაც კაი ტიპია რა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ერთი ოსკარი საკმარისია სავსებით 😀 არადა, კარგად გამოიყურება ფილმში, ვერ დაუკარგავ. საერთოდაც, ხომ ვამბობ, ნორმა, კაი ტიპია.

კოლინ ფირსი (A SINGLE MAN) – ეს ფილმი ინტერნეტში არ იშოვება ამ წუთას. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი.

მორგან ფრიმანი (INVICTUS) –  ნუ ბებერი ბრძენი კაცების მასტერი 😀 ძლიან ძლიერი მსახიობი. უბრალოდ, ახლა არ იქნებოდა მართებული, უკეთესი კანდიდატურები გვყავს. თან ისედაც ძალიან ჰგავს მანდელას 😀

ჯერემი რენერი (THE HURT LOCKER) – პირადად მე, ძალიან მომეწონა მისი თამაში, მაგრამ ოსკარს რომ ვერ ქაჩავს, ცხადია.

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი:

კრისტოფ ვოლცი (INGLORIOUS BASTERDS) – ალბათ ცოტა რამ არის წინასწარ ისე ცნობილი, როგორც ის, რომ ვოლცი მიიღებს ოსკარს 😀 და თუ ეს არ მოხდა. შეუძლიათ დახურონ აკადემია და საერთოდ დაივიწყონ ოსკარის არსებობა 😀 დიდებულად თამაშობს და ფილმის ნახევარია.

ვუდი ჰარელსონი (THE MESSENGER) – კარგია ვუდი, კარგი. დასანანია, რომ ასეთ მომენტს დაემთხვა, როცა ვოლცმა აშკარად დაიმხო. სხვათა შორის, ფილმიც ნორმაა, მომეწონა და ბენ ფოსტერიც მომეწონა ძალიან.

სტენლი ტუჩჩი (THE LOVELY BONES) – ჰააა რა კაცი ბიჯოოო 😀 ბოლო დროს როგორ გაბლატავდა, მაგარი პრიკოლი როჟაა. ვერ წაართმევ, საკმაოდ სუფთად ასრულებს. უბრალოდ ოსკარამდე ცოტა შორია.

კრისტოფერ პლამერი (THE LAST STATION) – არც ეს ფილმი იშოვება ამჟამად. ამიტომ, ასევე უკომენტაროდ

მეტ დეიმონი (INVICTUS) – დეიმონი საერთოდ ჩემი ერთ-ერთი ლიუბიმჩიკია და ოსკარი როგორც მსახიობმა უნდა მიიღოს და იმედია, მიიღებს, მაგრამ ამჯერად არა.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

სანდრა ბალოკი (THE BLIND SIDE) – ვიმეორებ, სირცხვილია რა. კი რაღაცა უსწავლია, იწვალა აშკარად და ასე თუ ისე ნორმალურად გამოუვიდა, მაგრამ რა ოსკარი ტო, სანდრა და ოსკარი? მაგრად მიტყდება. თან რისთვის აძლევენ? იმისთვის, რომ ფილმში(ძალიან ნაცნობი სიუჟეტით, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ არის გაკეთებული) კარგი და კეთილი ტიპშაა? მე მეგონა ოსკარს შესრულებისთვის აძლევდნენ ხალხს, შესრულება კი საოსკარო არ არის. მეორე მომენტი ის არის, რომ არც სხვებს დაუპუტავთ…

მერილ სტრიპი (JULIE AND JULIA) – ქალი ლეგენდა. მართალია, ამ ფილმში ძალიან მოქენქერო და თავის თავში შეყვარებულ და ცოტა ავარდნილ ქალს თამაშობს ძალიან ჰაჰაჰა ჰუჰუჰუუ ბონჟურ მონჟურ პონტებით და სუფთა შესრულების მიუხედავად, საოსკაროს იქ ვერაფერს ვხედავ, მაგრამ დაე მისცენ, ოღონდ სანდრამ არ მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ეს მისი მე-16 ნომინაციაა 😀 😀 აქამდე მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული. ერთხელ კარგად იხუმრეს – ყველაფერი მუდამ სამართლიანად და ისე, როგორც წესია, რომ იყოს ოსკარებზე, ყოველ წელს მერილ სტრიპს უნდა ვაძლევდეთ ოსკარსო 😀

 ქერი მულიგანი (AN EDUCATION) – სუფთა ინგლისელი ქენქერუშკა, კეკელა 😀 აი რო გინდა, რო მიუჩინო თავისი ადგილი 😛 თუმცა ნიჭიერი ბავშვი ჩანს და წარმატებები. ცოტა გამაღიზიანებელი კი არის და ძაააალიან ნაკლებ სავარაუდოა ოსკარი მისცენ, მაგრამ მერწმუნეთ, სანდრაზე უკეთ თამაშობს და უფრო იმსახურებს.

კაბური სიდიბი (PRECIOUS) – მშვენიერია, მაგრამ არა საოსკარო

ჰელენ მირენი (THE LAST STATION) – ამ ფილმზე უკვე ვთქვი, არ იშოვება ამ წუთას და რეალურ კანდიდატად არ განიხილავენ მიერნს. ისე კი არის კარგი მსახიობი.

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი:

მონიკი (PRECIOUS) – ვოლცისა არ იყოს, აქაც ყველაფერი გადაწყვეტილია. აშკარად იმსახურებს. საშინელი როლი აქვს, მაგრამ ძალიან მაგრად ასრულებს. ფილმი, რომ ვნახე ეჭვიც აღარ დამრჩა 🙂

ანა კენდრიკი (UP IN THE AIR) – ეს გოგოც ძალიან ნერვებზე მოქმედებს 😀 ფილმშიც და ისეც. თუმცა ცუდად არ უთამაშია, მაგრამ საოსკაროდ არა.

პენელოპ კრუზი (NINE ) – არა 😀 ზოგადად კარგია პენელოპა, განსაკუთრებით მომსუბუქო ყოფაქცევის ქალების როლში 😀 მაგრამ ახლა არა.

მეგი ჯილენჰალი (CRAZY HEART) – შემიძლია მოკლედ ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ამ ქალის თამაში.

ვერა ფარმიგა (UP IN THE AIR) –  სტენლი ტუჩისა არ იყოს ვერა ფარმიგა გაიჩითა ნომინანტებში ტო… 😀 😀 არადა არაა ცუდი ამ ფილმში.

საუკეთესო უცხოური ფილმი:

გერმანია (THE WHITE RIBBON)

საფრანგეთი (A PROPHET)

არგენტინა (THE SECRET IN THEIR EYES)

 ისრაელი (AJAMI)

პერუ (THE MILK OF SORROW)

ამ ჩემ საყვარელ ნომინაციას, მოგვიანებით ჩავუჯდები სათანადოდ. პირველ სამ ფილმს მიიჩნევენ კონკურენტებად. სავარაუდოდ, მაინც ჰანეკეს THE WHITE RIBBON-ს მისცემენ. რა გითხრათ, მე პირველი ორი ვნახე და ორივე მომეწონა. ჰანეკე ძლიერი რეჟისორია ისე 🙂

მოკლედ, ეს არის ის ნომინაციები, რომლებსაც ვაქცევ ყურადღებას. ასევე მუსიკას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ეს სპეციფიური და კიდევ უფრო სუბიექტური ნომინაციაა. ამიტომ, სერიოზულად მაინც არ ვუყურებ. ასევე გამოვარჩევ ამ ორ ნომინაციას. საკმაოდ მნიშვნელოვნად ვთვლი:

Writing (Adapted Screenplay)

“District 9” Written by Neill Blomkamp and Terri Tatchell; “An Education” Screenplay by Nick Hornby; “In the Loop” Screenplay by Jesse Armstrong, Simon Blackwell, Armando Iannucci, Tony Roche; “Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire” Screenplay by Geoffrey Fletcher; “Up in the Air” Screenplay by Jason Reitman and Sheldon Turner

Writing (Original Screenplay)

“The Hurt Locker” Written by Mark Boal; “Inglourious Basterds” Written by Quentin Tarantino; “The Messenger” Written by Alessandro Camon & Oren Moverman; “A Serious Man” Written by Joel Coen & Ethan Coen; “Up” Screenplay by Bob Peterson, Pete Docter, Story by Pete Docter, Bob Peterson, Tom McCarthy

პირველში ჩემის აზრით, აუცილებლად Up in the Air-მა უნდა მოიგოს. მეორეში, ვისურვებდი, რომ Inglourious Basterds-ს შეხვდეს ოსკარი.

დიდი მადლობა, აკადემიას, რომ ჯერჯერობით მსახიობების ნომინაციაში მაინც არ მონაწილეობენ მწვანე, ლურჯი და წითელი ,კაცები’ 🙂 ძალიან უმუღამო ოსკარია, რადგან ხარისხიანი ნამუშევრები არც ისე ბევრია ანუ რასაც ჰქვია ხარისხი და სიამოვნება ერთად, რო გაასწორებს და რეალური კონკურენცია იქნება. თან კონკურენციაც ძალიან მწირია. ავატარი და ჰარტ ლოკერი ჭიდაობენ რეალურად. დანარჩენში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და მაქსიმუმ ერთი მოულოდნელობა მოხდეს. ასეთი უმუღამო ოსკარი რავი… იმიტომ, მაქვს ბოლო დროს გული აცრუებული და სულ უფრო და უფრო მიცრუვდება 😀

მაინც, იყოს ჩემი პროგნოზი(არადა ბევრი რამ ისედაც ცნობილია :D) და ჩემი სურვილი ანუ ის თუ როგორ ვისურვებდი მე და ის თუ როგორ იქნება ჩემი აზრით 😛

სურვილი:

ფილმი – მაგარი სურვილი გამოდის, არ ვიცხი რა დავწერო 😀 😀 კაი იყოს The Hurt Locker. არადა, გამოკვეთილ ღირსეულს ვერ ვხედავ. Avatar, The Blind Side, District 9, Up – ამათ გარდა ნებისმიერი

რეჟისორი – Lee Daniels, James Cameron ამათ გარდა ნებისმიერი. გამოკვეთილ ღირსეულს აქაც ვერ ვხედავ, თუმცა ბიგელოუ მომეწონა ნამდვილად. არც კვენტინა იყო ცუდი და არც რაიტმანი, მაგრამ…

კაცი – Jeff Bridges იასნა

ქალი – სტრიპი ან ჯანდაბას მულიგანი. ბალოკი არაააა ოღონდ 😀

მეორეხარისხოვანი კაცი 😀 – Christoph Waltz უკომენტაროდ

მეორეხარისხოვანი ქალი – Mo’Nique ასევე უკომენტრაროდ

საუკეთესო უცხოური – იყოს მაინც The White Ribbon

ორიგინალური სცენარი – Inglourious Basterds

ადაპტირებული – Up in the Air

პროგნოზი:

ფილმი – Avatar (შესაძლოა უბალოდ, თავს ვიმზადებ და ,ვიზღვევ’ მაგრამ მაინც მგონია რომ ასე იქნება 😦 )

რეჟისორი – ბიგელოუ

კაცი – Jeff Bridges

ქალი – ბალოკი 😦

მეორეხარისხოვანი კაცი – Christoph Waltz

მეორეხარისხოვანი ქალი – Mo’Nique

საუკეთესო უცხოური – The White Ribbon

ორიგინალური სცენარი – სამწუხაროდ არა მგონია ინგლორიუსს მისცენ, არადა იმსახურებს ჩემი აზრით. სხვა არ ვიცი რა ვივარაუდო, რა დაარტყამთ თავში.

ადაპტირებული – Up in the Air

 

პ.ს.

პ.პ.ს.

და ყველაზე მთავარი, საშინლად არ მომწონს ჩემი ეს ნაჯღაბნი ახლა, საშინლად. თუმცა ალბათ როგორი უმუღამო ოსკარებიც არის, იმის გამოძახილია. ძალიან მშრალი და ცუდი გამომივიდა, უგულო.