1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ოსკარი (2010)

leave a comment »

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გავათენე პირველად ოსკარების გამო და რა დიდი მოლოდინით ველოდი ამ ამბავს. მახსოვს, მაშინვე როგორ მიშლიდა ნერვებს ზედმეტი ლაპარაკი, გინდ კარგი და გინდ ცუდი ხუმრობები წამყვანების, ჩემთვის გაუგებარი ნომინაციები და სხვა დროის გამწელავი ფაქტორები, რაც ძირითად ნომინაციებს აგვიანებდა. კიდევ ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ… რომელი წელი იყო, ზუსტან ვერ ვიხსენებ, საკმაოდ პატარა ვიყავი და მეპატიება, რომ გამახსენდება ზუსტად , დავწერ მერე. მახსოვს მაშინ ოსკარი უმთავრესი რამ მეგონა(რაღაც მხრივ და ვინმესთვის შესაძლოა კიდევაც არის), მაგრამ მაშინ ბევრად უფრო მოყვარულის დონეზე ვიყავი და გულუბრყვილოდ ვუყურებდი ლამაზ ხალიჩას და გამოპრანჭულ მსახიობებს. თუმცა გავიზარდე და მივხვდი, რომ მთლად ასე არ არის😀 ოსკარი ხშირად მიკერძოებულია. სხვა ხიბლი აქვს ევროპულ კინოს, კანის ფესტივალს და ასე შემდეგ. ბევრ ძალიან ძლიერ მსახიობს არ აქვს ოსკარი, სუსტს კი აქვს. შესაბამისად მივხვდი, რომ ამით არ იზომება. სიმართლე ითქვას, იმის მერე, მგონი არცერთხელ აღარ გამითენებია, მახსოვს ერთხელ დავიწყე და ბოლომდე ვერ გავძელი, მეორედ კი პირიქით, ბოლოსკენ გავიღვიძე. იმის მერე, მეორე დღეს ვიგებ ხოლმე ამბებს და დიდ ყურადღებას აღარც ვაქცევ, მთავარი არ არის ჩემთვის. თუმცა წელს, გათენებას ვაპირებ, რადგან ისედაც ვათენებ და…😀 არადა, პარადოქსია, ასეთი უმუღამო ოსკარი კაი ხანია არ მახსოვს და სწორედ ახლა ვაპირებ ყურებას.

მახსოვს, პირველად როცა გავიგე ენიო მორიკონეს არ მისცეს ოსკარი ,ერთხელ ამერიკაში’ გაჟღერებული ჩინებული მუსიკითვის აღშფოთებული ვიყავი და ევროპასავით ვგმობდი აკადემიის საქციელს. მერე ,მიუგდეს’ ძია ენიოს დამსახურებისთვის.

სამაგიეროდ, ოსკარი აქვს ემინემს. ამას ირონიით არ ვამბობ. მე მომწონს ემინემი და ვთვლი, რომ მაშინ ეკუთვნოდა. გამიხარდა კიდეც.

მახსოვს, როგორ გამიტყდა ტიტანიკის ბევრი ოსკარი და მაშინდელი მოდის დარად, ძალიან დავგმე ლეონარდო დი კაპრიო და მთელი ეს ფილმი. დი კაპრიოს გურჯებმა ნაზი ბიჭი, ქალაჩუნა და მსგავსი რამეები უწოდეს. მაშინ ბრედ პიტისადმიც ასეთი განწყობა იყო. ნუ მერე დრო გავიდა, ხალხმა გაიგო, რომ ტელევიზორს პულტიც შეიძლება ჰქონდეს, ხოლო რუსთაველზე სულ მიტინგი და კარავი შეიძლება არც იყოს ხოლმე, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დი კაპრიოც და პიტიც მშვენიერი მსახიობები არიან. ხოლო ტიტანიკი არც ისეთი ცუდი ფილმია. შესაძლოა არც ისე ძლიერი როგორც აკადემიამ დააფასა, მაგრამ ნამდვილად არც ისეთი სუსტი, როგორც ბევრი გამოიყვანს ხოლმე.

მახსოვს, გამიტყდა, ამერიკულ სილამაზეს რომ მისცეს ოსკარი და მწვანე მილს არა, მაგრამ ეგეც არაფერი, თავის ამბავში ორივე კარგი ფილმია და ეგებ მართლებიც იყვნენ მაშინ.

მახსოვს, პრინციპულად არ ვუყურებდი ბეჭდების მბრძანებელს, მერე ვუყურე და მომეწონა ძალიან. თუმცა ტრუხა ოსკარებს ყურადღებას მაინც არ ვაქცევ, რაღაც უცნაური ნომინაციები რომ არის და რო იღებენ ბღუჯა ბღუჯა.

მახსოვს როგორ მერეოდა გული ჩასაფრებული კვერცხის და მიმალული კვერცხის საფრცქვნელი აპატარის თუ რაღაც მასეთის ოსკარებზე. ცოტა ბოლოსკენ გადმოვიწიოთ და… მახსოვს, როგორ მისცეს სკორსეზეს ოსკარი The Departed-თვის და ზოგმა თქვა, ეს რა ქნეს, როცა ყველაზე მეტად არ ეკუთვნოდა მაშინ მისცესო. მე ასე არ მგონია.

კიდევ ბევრი რამე მახსოვს და ვიცი, მაგრამ ყველაფერს ხომ არ ჩამოვწერ, ძალიან გაგრძელდება. მხოლოდ ასე მოკლედ და უხეშად გადმოვეცი ძველებური ოსკარების ციებცხელება, რომელიც ინერციით ახლაც შემორჩენილი მაქვს, ოღონდ, მხოლოდ ბევრად მსუბუქ ფორმებში. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციას ყოველთვის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევ. აქ მაინც არის ხოლმე უმეტესობა მოსაწონი ნამუშევარი და საკმაოდ ხშირად სწორ გადაწყვეტილებასაც იღებენ. სხვა მხრივ, ცოტა მიკერძოებულიც არის აკადემია, ცოტა გაპაპსავებულიც, ცოტა არასამართლიანიც და ასე შემდეგ.

წელს პირველ რიგში მინდა, რომ ოსკარი არ მიიღოს ავატარმა. ნუ დამძრახავთ და ნუ გამლანძღავთ, პატივს ვცემ, მოსაზრებებს ამ ფილმის ,რევოლუციონერობის’ შესახებ, გარკვეულ წილად ვეთანხმები კიდეც. თუმცა მე კინო ამის გამო არ მიყვარს და ვეჭვობ, ბევრიც ასეა. არ შემიდაროთ ეს უხმოდან ხმოვან ფილმზე ან შავ-თეთრიდან ფერადზე გადასვლასთან. არ მითხრათ, რომ ნამდვილი ადამიანების სახისგან აიღეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ვიცით… კამერონსაც პატივს ვცემ, როგორც ნიჭიერ რეჟისორს, რომელმაც იცის როგორ გააკეთოს სანახაობა და იშოვოს ბევრი ფულით, კიდევ უფრო ბევრი ფული. თუმცა კინო ჩემთვის სხვა რამეა და ვისურვებდი ეფექტები, მხოლოდ ნორმის ფარგლებში და საჭირეობის შემთხვევაში გამოყენებულიყო და არა, ძალიან ავატარული ტენდენციით წავიდეს კინემატოგრაფია. რამდენიმე ადამიანმა ისიც კი მითხრა, ასე კარგიც არისო, მსახიობებს იმდენ ხელფასს აღარ გადაუხდიან და უფრო უშეცდომო შესრულება და მსახიობები იქნებიანო😀😀 მე კი მგონია, როცა შინაარსი ნაკლებია და როცა ნატურალურობა იკარგება, კარგი არ არის ეს ყველაფერი😉

ჩემნაირი ხალხის ,მშველელად’ გამოჩნდა ფილმი THE HURT LOCKER, რომელიც გვარიან სკანდალში გაეხვა. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა Nicolas Chartier-მა აკადემიის წევრებს გაუგზავნა იმეილი – კაი ბიჭები ვართ და პატივი გვეცით, უპირატესობა ჩვენ მოგვანიჭეთ და არა 500-მილიონიან მონსტრ ავატარსო. ცხადია, ეს ამბავი გასკდა, ატყდა ფეხების ბაკუნი და ბატონი ნიკოლასი მოკვეთეს ცერემონიიდან თუ მოიგებთ დაგაწევთ ჯილდოსო😀 ჩემი აზრით, ამ ფაქტმა ფილმს შეუმცირა შანსები, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ავატარს მაინც აჯობებს. ხოლო ის, რომ საუკეთესო ფილმისთვის ბრძოლა ამ ორ ფილმს შორისაა, ეჭვს არ იწვევს. ისე ბოლო წლებში მაგალითად, მსგავსი ვითარება იყო A Beautiful Mind-თან და Slumdog Millionaire-თან დაკავშირებით და ორივე ამ ფილმმა მაინც მოიგო ოსკარი.

მიზანი N2 არ მიიღოს ოსკარი სანდრა ბალოკმა. სირცხვილია ხალხო🙂 არადა ფავორიტადაა მიჩნეული. გახსოვთ? სულ ბოლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიკი რურკი რომ იყო ფავორიტი და შონ პენს მისცეს. იქნებ ახლაც ასე მოხდეს. ნუ რურკს ბალოკს არ ვადარებ ცხადია😀 ცუდად არ გაიგოთ😀

მოკლედ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩამოვუყვები ახლა იმ ნომინაციებს, რომელსაც მე მნიშვნელობას ვანიჭებ. ბოლოს კი შემოგთავაზებთ ჩემს სურვილს და პროგნოზს.

საუკეთესო ფილმი:

AVATAR – არ მსურს ბევრი ვილაპარაკო კიდევ და გავაღიზიანო ამ ფილმის თაყვანისმცემლები😀 უბრალოდ, ჩემთვის ყოველთვის მთავარია შინაარსი და ნატურალურობა, მერე ყველაფერი დანარჩენი.

THE HURT LOCKER – შესაძლოა ნომინაციები ცოტა გადაუმეტეს. თემაც გადაღეჭილია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მაინც საინტერესო კუთხით არის დანახული და ნამუშევარი მშვენიერია მთლიანობაში. მე მომეწონა. თან ჯარის თემა, ამერიკა რამე… მაინც ფავორიტად და იმედად ვთვლი ამ ფილმს😀 რა დრო დადგა, რისი ქომაგობა მიწევს😀

INGLOURIOUS BASTERDS – მშვენიერია, მშვენიერი. ამ ფილმზე ცალკე ჩანახატი მაქვს ბლოგზე და ბევრ დროს აღარ დავუთმობ. უბრალოდ, გულზე ხელს თუ დავიდებთ, არ ეკუთვნის ოსკარი უშუალოდ ფილმს, მაგრამ ფავორიტებთან შედარებით ჩემი აზრით, ბევრს არაფერს აგებს😉 უბრალოდ რა გაეწყობა, მთავარი ხომ ეფექტები და ლურჯი კაცებია😀😀

UP IN THE AIR – მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი. ამერიკისთვის განსაკუთრებულად აქტუალური თემაა. თან რეჟისორიც შესაბამისი ჰყავს, ასეთი რაღაცეების დაჭერა და კარგად გადმოცემა ეხერხება. მოკლედ მე ვისიამოვნე ყურებით, მაგრამ ოსკარს არ გააკარებენ.

UP – მულტფილმებს არ ვუყურებ სამწუხაროდ, დროს ვერ ვუთმობ ჯერჯერობით. ისე ტომი და ჯერი ძალიან მიყვარს

PRECIOUS – კარგი ფილმია. რეალური და რთული ისტორია, მაქსიმალურად ზედმეტების გარეშეა გადმოცემული. ოსკარამდე ვერ ქაჩავს ცხადია.

THE BLIND SIDE – :D იყურება

DISTRICT 9 – არ მეგონა თუ შინაარსით ამ ფილმს დავაფასებდი, მაგრამ ერთი-ორი ისეთი გამოვიდა მერე… არ დავასახელებ😀

AN EDUCATION – მშვენიერი ფილმია. გირჩევთ ყველას. ვერ ვიტან ეგეთ გოგოებს და მშობლებს, მაგრამ საყურადღებოა😀 და მართლა რაღაცნაირი კარგი ფილმია.

A SERIOUS MAN – იგრძნობა კოენების სტილი. ვისიამოვნე ტონკი მომენტებით და მთლიანად ფილმითაც.

საუკეთესო რეჟისორი:

კეტრინ ბიგელოუ (THE HURT LOCKER) – არ მეგონა თუ ბიგელოუს ქომაგობა მომიწევდა კამერონის წინააღმდეგ, მაგრამ მოვიდა ეს დრო და ალბათ მისცემენ კიდეც ამ ქალს. აქ უფრო აშკარა ფავორიტია ჰარტ ლოკერი ავატართან შედარებით.

ჯეიმს კამერონი (AVATAR) – საკმარისი ითქვა

კვენტინ ტარანტინო (INGLORIOUS BASTERDS) – დიდი სიამოვნებით მივცემდი ოსკარს ამ კაცს, მაგრამ სადაა, არც სწყალობენ და უკეთესი ფილმებიც გადაუღია. იტალიური ფესვები საუკეთესო მხრივ ყველაფერში ეტყობა, მაგრამ როგორც ყველგან, იტალიაშიც და ამერიკაშიც არის ,პროვინცია და ქალაქი’😀 ცოტა პროვინციელი რომ არის იმასაც ვერ გავექცევით😛 შესაძლოა რაღაც მომენტში ესეც უშლის ხელს.

ჯეისონ რაიტმანი (UP IN THE AIR) – ძალიან ვაფასებ ამ კაცს, ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და უკვე რამდენი მშვენიერი ფილმი დადო. უბრალოდ, სტილი ცნობადი აქვს და მთავარია ძალიან არ ჩაიციკლოს ერთი რამის გარშემო. ძალიან კარგად იცის ამერიკაში რა არის აქტუალური და იცის ამის იუმორით გადმოცემა. უბრალოდ, ვიმეორებ, თუ არ ჩაიციკლა ძალიან ბევრ მაგარ ფილმს გადაიღებს, ნიჭი აშკარაა. ოსკარი ცოტა ადრეა ძმაო ჯეისონ.

ლი დენიელსი (PRECIOUS) –  მშვენიერია, მაგრამ არა

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ჯეფ ბრიჯესი (CRAZY HEART) – გვეღირსა მგონი ჩემო ჯეფ😀 წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ 1972 წელს იყო ოსკარზე ნომინირებული… სულ იგი მეხუთედ არის წარდგენილი და ბოლო ბოლო, მგონი მიიღებს კუთვნილ ჯილდოს, აშკარა ფავორიტია. თამაშითაც მშვენიერია, იმსახურებს. ძალიან მიყვარს ბრიჯესი.

ჯორჯ კლუნი (UP IN THE AIR) – კლუნი ბრიჯესის დარად არ მიყვარს, ერთი ხანობა, არ მევასებოდა საერთოდ😀 თუმცა რაღაც კაი ტიპია რა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ერთი ოსკარი საკმარისია სავსებით😀 არადა, კარგად გამოიყურება ფილმში, ვერ დაუკარგავ. საერთოდაც, ხომ ვამბობ, ნორმა, კაი ტიპია.

კოლინ ფირსი (A SINGLE MAN) – ეს ფილმი ინტერნეტში არ იშოვება ამ წუთას. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი.

მორგან ფრიმანი (INVICTUS) –  ნუ ბებერი ბრძენი კაცების მასტერი😀 ძლიან ძლიერი მსახიობი. უბრალოდ, ახლა არ იქნებოდა მართებული, უკეთესი კანდიდატურები გვყავს. თან ისედაც ძალიან ჰგავს მანდელას😀

ჯერემი რენერი (THE HURT LOCKER) – პირადად მე, ძალიან მომეწონა მისი თამაში, მაგრამ ოსკარს რომ ვერ ქაჩავს, ცხადია.

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი:

კრისტოფ ვოლცი (INGLORIOUS BASTERDS) – ალბათ ცოტა რამ არის წინასწარ ისე ცნობილი, როგორც ის, რომ ვოლცი მიიღებს ოსკარს😀 და თუ ეს არ მოხდა. შეუძლიათ დახურონ აკადემია და საერთოდ დაივიწყონ ოსკარის არსებობა😀 დიდებულად თამაშობს და ფილმის ნახევარია.

ვუდი ჰარელსონი (THE MESSENGER) – კარგია ვუდი, კარგი. დასანანია, რომ ასეთ მომენტს დაემთხვა, როცა ვოლცმა აშკარად დაიმხო. სხვათა შორის, ფილმიც ნორმაა, მომეწონა და ბენ ფოსტერიც მომეწონა ძალიან.

სტენლი ტუჩჩი (THE LOVELY BONES) – ჰააა რა კაცი ბიჯოოო😀 ბოლო დროს როგორ გაბლატავდა, მაგარი პრიკოლი როჟაა. ვერ წაართმევ, საკმაოდ სუფთად ასრულებს. უბრალოდ ოსკარამდე ცოტა შორია.

კრისტოფერ პლამერი (THE LAST STATION) – არც ეს ფილმი იშოვება ამჟამად. ამიტომ, ასევე უკომენტაროდ

მეტ დეიმონი (INVICTUS) – დეიმონი საერთოდ ჩემი ერთ-ერთი ლიუბიმჩიკია და ოსკარი როგორც მსახიობმა უნდა მიიღოს და იმედია, მიიღებს, მაგრამ ამჯერად არა.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

სანდრა ბალოკი (THE BLIND SIDE) – ვიმეორებ, სირცხვილია რა. კი რაღაცა უსწავლია, იწვალა აშკარად და ასე თუ ისე ნორმალურად გამოუვიდა, მაგრამ რა ოსკარი ტო, სანდრა და ოსკარი? მაგრად მიტყდება. თან რისთვის აძლევენ? იმისთვის, რომ ფილმში(ძალიან ნაცნობი სიუჟეტით, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ არის გაკეთებული) კარგი და კეთილი ტიპშაა? მე მეგონა ოსკარს შესრულებისთვის აძლევდნენ ხალხს, შესრულება კი საოსკარო არ არის. მეორე მომენტი ის არის, რომ არც სხვებს დაუპუტავთ…

მერილ სტრიპი (JULIE AND JULIA) – ქალი ლეგენდა. მართალია, ამ ფილმში ძალიან მოქენქერო და თავის თავში შეყვარებულ და ცოტა ავარდნილ ქალს თამაშობს ძალიან ჰაჰაჰა ჰუჰუჰუუ ბონჟურ მონჟურ პონტებით და სუფთა შესრულების მიუხედავად, საოსკაროს იქ ვერაფერს ვხედავ, მაგრამ დაე მისცენ, ოღონდ სანდრამ არ მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ეს მისი მე-16 ნომინაციაა😀😀 აქამდე მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული. ერთხელ კარგად იხუმრეს – ყველაფერი მუდამ სამართლიანად და ისე, როგორც წესია, რომ იყოს ოსკარებზე, ყოველ წელს მერილ სტრიპს უნდა ვაძლევდეთ ოსკარსო😀

 ქერი მულიგანი (AN EDUCATION) – სუფთა ინგლისელი ქენქერუშკა, კეკელა😀 აი რო გინდა, რო მიუჩინო თავისი ადგილი😛 თუმცა ნიჭიერი ბავშვი ჩანს და წარმატებები. ცოტა გამაღიზიანებელი კი არის და ძაააალიან ნაკლებ სავარაუდოა ოსკარი მისცენ, მაგრამ მერწმუნეთ, სანდრაზე უკეთ თამაშობს და უფრო იმსახურებს.

კაბური სიდიბი (PRECIOUS) – მშვენიერია, მაგრამ არა საოსკარო

ჰელენ მირენი (THE LAST STATION) – ამ ფილმზე უკვე ვთქვი, არ იშოვება ამ წუთას და რეალურ კანდიდატად არ განიხილავენ მიერნს. ისე კი არის კარგი მსახიობი.

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი:

მონიკი (PRECIOUS) – ვოლცისა არ იყოს, აქაც ყველაფერი გადაწყვეტილია. აშკარად იმსახურებს. საშინელი როლი აქვს, მაგრამ ძალიან მაგრად ასრულებს. ფილმი, რომ ვნახე ეჭვიც აღარ დამრჩა🙂

ანა კენდრიკი (UP IN THE AIR) – ეს გოგოც ძალიან ნერვებზე მოქმედებს😀 ფილმშიც და ისეც. თუმცა ცუდად არ უთამაშია, მაგრამ საოსკაროდ არა.

პენელოპ კრუზი (NINE ) – არა😀 ზოგადად კარგია პენელოპა, განსაკუთრებით მომსუბუქო ყოფაქცევის ქალების როლში😀 მაგრამ ახლა არა.

მეგი ჯილენჰალი (CRAZY HEART) – შემიძლია მოკლედ ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ამ ქალის თამაში.

ვერა ფარმიგა (UP IN THE AIR) –  სტენლი ტუჩისა არ იყოს ვერა ფარმიგა გაიჩითა ნომინანტებში ტო…😀😀 არადა არაა ცუდი ამ ფილმში.

საუკეთესო უცხოური ფილმი:

გერმანია (THE WHITE RIBBON)

საფრანგეთი (A PROPHET)

არგენტინა (THE SECRET IN THEIR EYES)

 ისრაელი (AJAMI)

პერუ (THE MILK OF SORROW)

ამ ჩემ საყვარელ ნომინაციას, მოგვიანებით ჩავუჯდები სათანადოდ. პირველ სამ ფილმს მიიჩნევენ კონკურენტებად. სავარაუდოდ, მაინც ჰანეკეს THE WHITE RIBBON-ს მისცემენ. რა გითხრათ, მე პირველი ორი ვნახე და ორივე მომეწონა. ჰანეკე ძლიერი რეჟისორია ისე🙂

მოკლედ, ეს არის ის ნომინაციები, რომლებსაც ვაქცევ ყურადღებას. ასევე მუსიკას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ეს სპეციფიური და კიდევ უფრო სუბიექტური ნომინაციაა. ამიტომ, სერიოზულად მაინც არ ვუყურებ. ასევე გამოვარჩევ ამ ორ ნომინაციას. საკმაოდ მნიშვნელოვნად ვთვლი:

Writing (Adapted Screenplay)

“District 9” Written by Neill Blomkamp and Terri Tatchell; “An Education” Screenplay by Nick Hornby; “In the Loop” Screenplay by Jesse Armstrong, Simon Blackwell, Armando Iannucci, Tony Roche; “Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire” Screenplay by Geoffrey Fletcher; “Up in the Air” Screenplay by Jason Reitman and Sheldon Turner

Writing (Original Screenplay)

“The Hurt Locker” Written by Mark Boal; “Inglourious Basterds” Written by Quentin Tarantino; “The Messenger” Written by Alessandro Camon & Oren Moverman; “A Serious Man” Written by Joel Coen & Ethan Coen; “Up” Screenplay by Bob Peterson, Pete Docter, Story by Pete Docter, Bob Peterson, Tom McCarthy

პირველში ჩემის აზრით, აუცილებლად Up in the Air-მა უნდა მოიგოს. მეორეში, ვისურვებდი, რომ Inglourious Basterds-ს შეხვდეს ოსკარი.

დიდი მადლობა, აკადემიას, რომ ჯერჯერობით მსახიობების ნომინაციაში მაინც არ მონაწილეობენ მწვანე, ლურჯი და წითელი ,კაცები’🙂 ძალიან უმუღამო ოსკარია, რადგან ხარისხიანი ნამუშევრები არც ისე ბევრია ანუ რასაც ჰქვია ხარისხი და სიამოვნება ერთად, რო გაასწორებს და რეალური კონკურენცია იქნება. თან კონკურენციაც ძალიან მწირია. ავატარი და ჰარტ ლოკერი ჭიდაობენ რეალურად. დანარჩენში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და მაქსიმუმ ერთი მოულოდნელობა მოხდეს. ასეთი უმუღამო ოსკარი რავი… იმიტომ, მაქვს ბოლო დროს გული აცრუებული და სულ უფრო და უფრო მიცრუვდება😀

მაინც, იყოს ჩემი პროგნოზი(არადა ბევრი რამ ისედაც ცნობილია :D) და ჩემი სურვილი ანუ ის თუ როგორ ვისურვებდი მე და ის თუ როგორ იქნება ჩემი აზრით😛

სურვილი:

ფილმი – მაგარი სურვილი გამოდის, არ ვიცხი რა დავწერო😀😀 კაი იყოს The Hurt Locker. არადა, გამოკვეთილ ღირსეულს ვერ ვხედავ. Avatar, The Blind Side, District 9, Up – ამათ გარდა ნებისმიერი

რეჟისორი – Lee Daniels, James Cameron ამათ გარდა ნებისმიერი. გამოკვეთილ ღირსეულს აქაც ვერ ვხედავ, თუმცა ბიგელოუ მომეწონა ნამდვილად. არც კვენტინა იყო ცუდი და არც რაიტმანი, მაგრამ…

კაცი – Jeff Bridges იასნა

ქალი – სტრიპი ან ჯანდაბას მულიგანი. ბალოკი არაააა ოღონდ😀

მეორეხარისხოვანი კაცი😀 – Christoph Waltz უკომენტაროდ

მეორეხარისხოვანი ქალი – Mo’Nique ასევე უკომენტრაროდ

საუკეთესო უცხოური – იყოს მაინც The White Ribbon

ორიგინალური სცენარი – Inglourious Basterds

ადაპტირებული – Up in the Air

პროგნოზი:

ფილმი – Avatar (შესაძლოა უბალოდ, თავს ვიმზადებ და ,ვიზღვევ’ მაგრამ მაინც მგონია რომ ასე იქნება😦 )

რეჟისორი – ბიგელოუ

კაცი – Jeff Bridges

ქალი – ბალოკი😦

მეორეხარისხოვანი კაცი – Christoph Waltz

მეორეხარისხოვანი ქალი – Mo’Nique

საუკეთესო უცხოური – The White Ribbon

ორიგინალური სცენარი – სამწუხაროდ არა მგონია ინგლორიუსს მისცენ, არადა იმსახურებს ჩემი აზრით. სხვა არ ვიცი რა ვივარაუდო, რა დაარტყამთ თავში.

ადაპტირებული – Up in the Air

 

პ.ს.

პ.პ.ს.

და ყველაზე მთავარი, საშინლად არ მომწონს ჩემი ეს ნაჯღაბნი ახლა, საშინლად. თუმცა ალბათ როგორი უმუღამო ოსკარებიც არის, იმის გამოძახილია. ძალიან მშრალი და ცუდი გამომივიდა, უგულო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: