1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

post-oscar

with 4 comments

აი ახლა ავატარის ჯგუფმა აიღოს 500 მილიონი წვრილ-წვრილ კუპირებად, დაახვიოს და…😀😀 ეგრე უნდათ ლურჯ კაცებს და სათვალიან ფილმებს🙂 3D კარგია. ეს ,რევოლუციონერობაც’ კარგია და საჭირო სიახლეები, მაგრამ ზომა უნდა იცოდნენ ყველაფერში და თავისი ადგილი. კინო მარტო კომპიუტერში აწყობილი ეფექტები და ბევრი ფული არ არის🙂

და აი ასე, ერთი მთავარი გამონაკლისი გარდა, ყველაფერი ისე მოხდა როგორც მინდოდა🙂 დიდ წილად, წინა პოსტშიც ვივარაუდე.  ამით აკადემიამ ძალიან მასიამოვნა და დამაჯერა, თან ორმაგად. რას ვგულისხმობ, აგიხსნით ახლა. როცა ვამბობ ხოლმე ოსკარები სისულელეა და ალმაცერად ვუყურებთქო, ბევრს უკვირს, არ შეიძლება ასეო, კანის ფესტივალზეც ხდება მაიმუნობებიო, მარტო ბერლინალე და ევროპული კინო არ არის ყველაფერიო. კი ბატონო, მართალია, ჰოლივუდი ძალიან მაგარია, მაგრამ სხვაობა მაინც აშკარაა, სად რა და როგორ ხდება. სად რას და როგორ იღებენ.

აკადემიამ ორმაგად დაამტკიცა, რამდენად მართვადი, მიკერძოებული და სუბიექტურია. პირველი: როცა The Hurt Locker ამდენ ნომინაციაზე წარადგინა. მეორე: როცა ამდენი ოსკარი მისცა. მესამე: ამით ჩემი ღრმა, რწმენით კინოსამყარო იხსნა ავატარომანიისგან და ამასთანავე ხაზი გაუსვა, რომ რასაც უნდა იმას იზამს. მეოთხე: ოსკარი მიიღო სანდრა ბალოკმა, რაც სამარცხვინოა. ადაპტირებულისთვის არ მისცეს up in the air-ს, რაც უსამართლობაა. ორიგინალურისთვის არ მისცეს ინგლორიუს ბასტარდს, რაც გამიტყდა.

ერთი სიტყვით, აკადემიამ ორმაგად დამაჯერა – ,სამ ტანცუიმ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ’-ის პრინციპით, ოღონდ ამჯერად, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. სანდრა ბალოკს თუ არ ჩავთვლით. თავისუფლად შეეძლოთ სანდრასთვის არ მიეცათ, უბრალოდ, აქაც მათი მიკერძოებულობა და სუბიექტურობა გამოჩნდა. სანდრა კეთილი გოგოა, მგრძნობიარე ამერიკელი მდიდარი ქალი და უპატრონო ზანგ ბიჭს თავზე ჰყვება… მეტი რა უნდათ😀

ეს ოსკარების ცერემონია იყო ცუდი და ამას წინასწარ ვამბობდი, რომ ასე იქნებოდა. ოღონდ, იმიტომ არა, რომ ავატარმა ვერ მოიგო. იმიტომ, რომ ძალიან უკონკურენტო გარემო და არცთუ მაღალი ხარისხის ნამუშევრები იყო წარდგენილი. კაცის და ქალის როლები, როგორც პირველხარისხოვანი, ასევე მეორეხარისხოვანი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. რეჟისურა გადაწყვეტილი იყო. ანიმაცია გადაწყვეტილი იყო. უცხოურ კინოზე იმხელა აჟიოტაჟი არ არის ხოლმე, აქ კი შემოგვთავაზეს პატარა სიურპრიზი, მაგრამ აქ დანამდვილებით არ ვიცოდით, რომ ჰანეკე აიღებდა. რჩებოდა მხოლოდ საუკეთესო ფილმის ნომინაცია და ამ ნომინაციაში რეალურად ღირსეული კანდიდატი არ გახლდათ. აი ამიტომ იყო ცუდი ცერემონია და არა იმიტომ, რომ ,ლურჯებს’ თავისი ადგილი მიუჩინეს. ეს პირიქით, კარგია.

ძალიან არ მომეწონა ხუთ-ხუთი კაცის გამოსვლა ჯილდოს გადაცემამდე და კანდიდატებზე ლაპარაკი. იმიტომ არ მომეწონა, რომ პირველი ვინც იწყებდა ლაპარაკს და თან შინაარსითაც ემჩნეოდა, ვიცოდით უკვე ვინც მოიგებდა. შესაძლოა, ამჯერად ისედაც ვიცოდით, რადგან უკონკურენტო გარემო იყო, მაგრამ ზოგადად ცუდი ფორმაა, მაშინ არ უნდა დაეტყოთ საუბრის დროს არაფერი. სწორედ იმ მომენტს აქვს მთავარი მუღამი, კონვერტს, რომ ხსნის და…😀

წამყვანები ნორმალურები იყვნენ. საღოლ ბოლდუინს, ტყუილა არ დამევასა ბავშვობაში (ავატარზე მაგარი იკაიფეს, მესიამოვნა)😀 აი კლუნი იყო აჭრილი ძალიან😀 თან გაგვიბრაზეს. ხალიჩის ამბებს აღარ ჩავუღრმავდები, გამიგრძელდება. უბრალოდ ის უშნო ,სომეხი ლეილა’ ვინ იყო ტო. 900-ჯერ რო ჩაერთო და ყველგან რო იყო, გაწეწილი რიჟიკა, Fეშენის რაღაცა. ვაკის პარკში გაიჩითა ვიღაც ლოთი ლეილა. ამ ქალს ჰგავდა ძალიან და ცუდად გავხდი. იმ ლეილამ ლუდი დამალევინეთო და მთელი ისტორია მოგვიყვა – ზეპირად ვიცი, მისი ქმარი ვიტალიკი წავიდა რუსეთში , დედამთილი ბავშვებს არ ანახებს. უფროს ქალიშვილს ჰქვია ალბინა, მეორეს მალვინა და ბიჭს ალიკა. ალბინა 18 წლისაა, სხვების ასაკი არ ახსოვს, ცხოვრობს ფონიჭალაში და არის აზერბაიჯანელი, მაგრამ არცერთი ენა არ იცის : ძლივს ბლუყუნებს ქართულადაც და რუსულადაც. ჰოდა, მომეპუწა ეს ლეილა, ძლივს გავექეცი მაშინ და ახლა ეს ქალი რო დავინახე ცუდად გავხდი😀 თან  რო დააბაზრა სომეხი ვარო, მაგარი გასული იყო და წამყვან ქალს ეჩალიჩებოდა… მოკლედ, ეს ისე.

ორის სიტყვით, დავუბრუნდეთ ავატარს. მის ფანებს მინდა ვკითხო, რაში უნდა აეღო ავატარს მეტი ოსკარი? რაშიც ეკუთვნოდა აიღო. ჰა ჰა, კიდევ საუნდ მიქსინგები და რაღაც ,სისულელეები’ მიეცათ, რაც hurt locker-მა აართვა. საუკეთესო ფილმი იყო წლის? არავითარ შემთხვევაში. რეჟისურა? რა სისულელეა. ამიტომ, არანაირი დაჩაგვრა არ მომხდარა. მაქსიმუმ, იმ საუნდ მიქსინგებში, სადაც მაქსიმუმ 2 არაძირითადი ნომინაციის ოსკარია საკამათო. ოღონდ, აქ ის გავითვალისწინოთ, რომ საუნდ მიქსინგში და ეგეთებში ეჭვი მეპარება ჩვენ რომელიმე დეტალურად ვერკვეოდეთ 10-დან 9 მაინც. ამიტომ, ეს 9 ნუ ამტკიცებს რომ ავატარს ეკუთვნოდა, რადგან ეს სფერო არ ვიცით, თავისი წვრილმანი დეტალებით და სამუშაოთი.

ახლა გადავალ მოკლე შემაჯამებელ მიმოხილვაზე😀

საუკეთესო ფილმი:

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ვფიქრობდი, ახლა აიღებენ და ავატარს მისცემენ, საბოლოოდ, hurt locker მოიგებს ჯამურად, მაგრამ საუკეთესო ფილმობა ავატარს შეხვდებათქო. საბედნიეროდ, ტომ ჰენქსი გამოვარდა და წამებში მოგვაყარა – საუკეთესო ფილმი hurt locker. უნდა ვაღიარო, რომ სიამოვნებისგან შევხტი. იმიტომ, არა, რომ hurt locker ძალიან მომეწონა, უბრალოდ ავატარომანიას გადავრჩით🙂

რაც შეეხება გამარჯვებულ ფილმს. ძალიან აკრიტიკებენ მას, მაგრამ ასეც არ არის ნამდვილად. თემა გადაღეჭილია, ამერიკისთვის საინტერესო და პოლიტიზირებული. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ეს ისტორია დანახულია და გადმოცემულია საკმაოდ საინტერესოდ და ფილმი რომ მთავრდება, გიტოვებს რაღაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას და ასე არ იტყვი – კიდევ ერთი პოლიტიკური ფილმი, ნაცნობ თემაზე. რასაკვირველია, პოლიტიკამ თავისი როლი ითამაშა და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. თუმცა ისეთი ცუდი ფილმი ნამდვილად არ არის, როგორც ბევრი ამბობს და არ ეკუთვნოდაო, რომ იძახიან, საგულისხმოა, რომ ამ ლოგიკით არცერთის არ ეკუთვნოდა. არცერთი არ იყო შედევრი.

შესაძლოა პირადად მე, ყველაზე მეტად ინგლორიუს ბასტარდსით ვისიამოვნე, მაგრამ რეალურად ამ ფილმს ოსკარი არ ეკუთვნოდა. თუმცა არც სხვებზე ნაკლები იყო. ვერ იბრძოლა და შანსი არ ჰქონდა სხვადასხვა გარეშე მიზეზების გამო, რომლებმაც განაპირობა, რომ ერთმანეთს ორი მონსტრი შეება და ჩემი გადმოსახედიდან, უკეთესმა მონსტრმა მოიგო. ყოველ შემთხვევაში ასე იყო საჭირო.

საუკეთესო რეჟისორი:

აქ უეჭველი ვიცოდი, რომ ბიგელოუ მოიგებდა და ისედაც ფავორიტი იყო. ბევრი მიზეზის გამო. თუ კი რამეში ეკუთვნოდა hurt locker-ს ეს რეჟისურაა, მე მომეწონა. შესაძლოა კარგი მაგალითი არ არის, მაგრამ გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ… წარდგენისას მოკლე კადრებს რომ აჩვენებდნენ, ყველა გადასაღებ მინდორზე იყო ან კამერის უკან, ზოგი მსახიობს უხსნიდა რაღაცას და ასე. კამერონი კი კომპიუტერის წინ იდგა, მონიტორს მიშტერებული და უხსნიდა ბიჭებს, როგორ უნდა აეწყოთ…😀😀😀 კაი რა
ამ ეპიზოდში ორმაგად მომინდა ბიგელოუ, ნებისმიერი კამერონის გარდა. უბრალოდ სხვებს შანსი არ ჰქონდათ. კონვერტი ბარბარა სტრეიზენდს ეჭირა, რაც სიმბოლური იყო და მოფემინისტო მიდრკილებების მქონე ქალბატონისგან სხვის გამოცხადებას არც ველოდი, მანაც დიდი სიამოვნებით განაცხადა – და აი, დრო მოვიდა, პირველი ქალი საუკეთესო რეჟისორი😀 შემდეგ აღელვებულმა ბიგელოუმ ძლივს იკონწიალა ქუსლებზე და ბლა ბლა ბლა.

და სად არის ტარანტინო? კაცი, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც იტალიელია და ორმაგად მიყვარს, რომელიც უნიჭიერესია და ასე შემდეგ. უბრალოდ, მერწმუნეთ წაუგოიმებს ცოტა, ამას რომ ვამბობ ხოლმე, ბევრი არ მეთანხმება, რა შუაშიაო, თავშია მეგობრებო, როგორც ყოველთვის. ეს მის ფილმებშიც ჩანს ხოლმე ,მელკად’ და ამის გამოა ბოლომდე რომ ვერასდროს ვერ მიდის, სულ რაღაც აკლდება და აკადემიაშიც არ ევასებათ სამწუხაროდ. გარდა ამისა, ამ ფილმისთვის არც ეკუთვნოდა.
აი თუნდაც ხალიჩაზე ხომ ნახეთ, მისი ქცევა, საუბარი, მანერები, თითქოს უშუალო და რამე… მაგრამ… ნასვამ და ცუდ ხასიათზე მყოფ ჯორჯ კლუნისაც კი უკეთ ეჭირა თავი. გაუპარსავ(რაც ძალიან მომეწონა :D) კიანუ რივზსაც კი უკეთესად ეჭირა თავი და ა.შ.
თუმცა იმედია, ჩვენი კვენტინი ახლო მომავალში მიიღებს თავის კუთვნილ ოსკარს.

საუკეთესო მსახიობი კაცი:

 

ამისთვის და კიდევ ერთი-ორი ნომინაციისთვის ღირდა მთელი ცერემონია. უმაგრესი კაცი, ჯეფ ბრიჯესი, როგორც იქნა დაფასდა მეხუთე ნომინაციაზე. როგორ გაუხარდა, ბავშვივით, ზეკაცია რა🙂 რამდენი იბაზრა მერე, თან რო ნერვიულობდა. მშვენიერი ცოლი და შვილები ჰყავს, რამდენი ხნის ოჯახი ჰყავთ, ჰოლივუდში ეს იშვიათობაა.

ნუ რეალური კონკურენტები კლუნი და ფრიმენი იყვნენ, მაგრამ მათ შეირგონ ძველი ამჟამად ჯეფის ჯერი იყო. თუმცა ცუდად არ უთამაშიათ. არც სხვებს, მადლობა, რომ აქაც hurt locker-ს არ მისცეს😀 თუმცა რენერი მშვენიერია ფილმში, მაგრამ ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა და ამათში ყველაზე ნაკლები მსახიობიც იყო.

ისე მგონი მხოლოდ ქეით უინსლეტმა გამოაცხადა ამ ნომინაციაზე ძველებურად – ენდ ზი ოსკარ გოუზ თუუუ, დანარჩენები ზი ვინერ იზ-ს ამბობდნენ როგორც მოგეხსენებათ😀

მეორეხარისხოვანი კაცი:

პირველი კაცი😀 ეგრევე ვოლცით რო დაიწყო, აღარ დავიცადოთ, ჩავაბროთ კუთვნილიო😀 უუეჭველესი იყო და ალალი იყოს, ეკუთვნოდა რომელია.
სხვათა შორის, ეს წელს საუკეთესო ნომინაცია იყო ჩემი აზრით. იმ გაგებით, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატები იყვნენ🙂 ვუდი ჰარელსონი ცოტა შემეცოდა კიდეც, მშვენივრად ითამაშა და ასე უშანსოდ იყო. გარდა ამისა, იყვნენ პლამერი, დეიმონი და სტენლი ტუჩი.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

 

ამაზე კომენატარს აღარ გავაკეთებ. მარაზმი და სირცხვილი. ნებისმიერისთვის მიეცათ ტო, რა სანდრა ამის დედა ვატირე. თან ნებისმიერი სჯობდა მართლა. ძალიან გაუხარდა და შეიფერა, მაგრამ თან ანერვიულდა და თავად არ სჯეროდა მგონი😀 მეც ვიტირებდი ტო მსოფლიოს საუკეთესო ოპერის მომღერალი ხარო რომ ეთქვათ, ეგეთი პონტი იყო.
ბოლო ბოლო მულიგანისთვის მიეცათ, რომელსაც სოფლელი ინგლისელი როა😛 დაეტყო მაინც, როგორ გაუკორტნია თავი, რას ერჩოდა საკუთარ თავს და ახლა ამ მოკლე თმებში, რო იპრუწება კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, მაგრამ მაინც ნორმა ტიპშაა.

მეორეხარისხოვანი ქალი:

ნუ ესეც ვოლცის დარად გადაწყვეტილი ამბავი იყო. Precious ვნახე ორი დღის წინ და შესაბამისად, ბოლოს მსახიობის თამაშზე ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება ვოლცის მერე არ მოუხდენია. ჩინებულად შეასრულა მონიკმა და დამსხაურებულად მიიღო. ლამის მის გამო კიდევ ვუყურო ფილმს.
ანა კენდრიკი ნორმა იყო, მაგრამ ასევე გამაღიზიანებელი. ვერა ფარმიგა…😀 სანდრას სჯობია, ბაზარი არაა. პენელოპა კრუზს ნამეტანი მოუვიდოდა, თან იმ სულელურ ფილმში ნათამაშები როლისთვის. თუმცა აუტსაიდერი იყო, არც არავინ უპირებდა. აი მეგი ჯილენჰოლი კი ძალიან ძალიან მომეწონა, კარგი ქალია და კარგადაც ითამაშა🙂 უბრალოდ, მონიკიმა დაგლიჯა😀

საუკეთესო უცხოური ფილმი:

ამ ნომინაციიდან მხოლოდ ორი ფილმი მქონდა ნანახი ‘Un Prophète’ France და ‘The White Ribbon’ Germany. ორივე კარგია, მაგრამ ჰანეკე იყო ფავორიტი და მეც მას ვანიჭებდი უპირატესობას. ამ ორის გარდა პრეტენზია ჰქონდა ‘El Secreto de Sus Ojos’ Argentina-ს და მოიგო კიდეც. პირველი რასაც ვიზამ ახლა, ამ ფილმს მოვიძიებ და ვნახავ, კომენტარს ისე ვერ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად სამართლიანი იყო, რადგან არგენტინელებს როცა ფილმი გამოსდით, ძალიან კარგი გამოსდით😀
ჰანეკეს კანიც ეყოფათქო, ჩემი აზრით ოსკარზე მნიშვნელოვანია😉

საუკეთესო ორიგინალური და ადაპტირებული სცენარი:

აი აქაც, სანდრასი არ იყოს, გული დამწყვიტეს. ჯერ ერთი ადაპტირებული აშკარად up in the air-ს ეკუთვნოდა და Precious-ს მისცეს, ოხ ეს ამერიკა რა…😀. ორიგინალური კი მიეცათ ტარანტინოსთვის ტო hurt locker-ს რო შეტენეს, მაგას აღარ სჯობდა? თუმცა რა გაეწყობა, ეგეთები არიან რა…😀

დანარჩენი ნომინაციები ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. ეს Up კარგი მულტფილმი ყოფილა, მე მაპატიეთ, რომ ვერ ვუყურებ ,მულწიკებს’ და ალალი იყოს. მუსიკაშიც მათ შორის, მშვენიერი მუსიკაა, თან ჯაკინოსია ანუ იტალიელის და ეკუთვნოდა ძმაო😀😀 ასევე ავატარს ვუპრავებ Best Cinematography-ს, მაურო ფიორემ მიიღო, ასევე იტალიელმა, იტალიოურად იბაზრა ბოლოს და ვივა იტალიაც! შემობღავლა, აბა როგორ არ უნდა მიეღო ახლა?😀
კიდევ რა? ბევრი რამ, ხალიჩის ამბები, ცოლები, შეყვარებულები და ა.შ. მაგრამ მეზარება. სანამ დავასრულებდეთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ up in the air-ის უოსკაროდ დატოვებისთვის. რას ერჩიან რაიტმანს, წმინდა ამერიკული სტილის და თემების მკეთებელი რეჟისორია და ადაპტირებული მართლა ეკუთვნოდა ფილმს. რა გაეწყობა, ძალიან ახალგაზრდაა ჯეისონი და წინ აქვს ყველაფერი. ნუ ბასტარდზეც ვთქვით, მეორე შანსი ჰქონდა ორიგინალურ სცენარში და სამწუხაროდ არ მისცეს. ,თეთრი ბაფთა’ და ჰანეკე გადაიტანენ როგორმე, Golden Palm აქვთ ბოლო ბოლო😀 ასევე, მეჩვენა, რომ ფილმი The Messenger ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებდა.

აუ ეს სურათი როგორ გამომრჩა🙂
აგერ ჩავამატოთ:
ამ შემთხვევაში ცოლის გამარჯვებას ქმარისაზე, მხარს ვუჭერ ყველანაირად!😀😀

,ზომბად ქცეული კამერონი, ახრჩობს მეუღლე ბიგელოუს, ჩემი 500 მილიონი და ლურჯი კაცები როგორ დამიჩაგრა შენმა პოლიტიზირებულმა ფილმმაო’😀

დაბოლოს, კიდევ ერთხელ – ავატარის დედა (ა)ვატარე მე😀😀

ასე დავემშვიდობები ,ლურჯ კაცებს’
ორევუაააარ შოშააანაააააა😀😀😀

Written by 1myway1

March 8, 2010 at 3:19 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “აი ახლა ავატარის ჯგუფმა აიღოს 500 მილიონი წვრილ-წვრილ კუპირებად, დაახვიოს და… ეგრე უნდათ ლურჯ კაცებს და სათვალიან ფილმებს 3D კარგია. ეს ,რევოლუციონერობაც’ კარგია და საჭირო სიახლეები, მაგრამ ზომა უნდა იცოდნენ ყველაფერში და თავისი ადგილი. კინო მარტო კომპიუტერში აწყობილი ეფექტები და ბევრი ფული არ არის ”
    ააააააააააააააააააააააა, გაიხარეეე!!!!!!!!!!!
    მეზიზღება უშინაარსო ფილმები.

    “ტომ ჰენქსი გამოვარდა და წამებში მოგვაყარა” აუ აბა… ეს რა იყო, უცბად ვერც კი მივხვდი. მაგ რიჟა მოდის ვიღაცამ გამაგიჟა. ვინ იყო საერთოდ.
    ტარანტინო რომ აკადემიაში არ ევასებათ, მაგას მეც ვამჩნევ. ისევე, როგორც ალენი. ორიგინალური სტილი აქვთ და იმიტომ. არასოდეს გადაიღებენ ისეთ ჩვეულებრივ სიუჟეტზე აგებულ ფილმს, როგორიცაა ერაყის ომი.

    “მადლობა, რომ აქაც hurt locker-ს არ მისცეს ” აუ აბა. მამაკაცისთვისაც რომ ამ ფილმისთვის მიეცათ, უკვე კინოაკადემია იმ ტოტს ჩამოწრიდა, რომელზეც ზის. ანუ საბოლოოდ გაიბანძებდა თავს. რავი, მე ასე ვთვლი.

    “ისე მგონი მხოლოდ ქეით უინსლეტმა გამოაცხადა ამ ნომინაციაზე ძველებურად – ენდ ზი ოსკარ გოუზ თუუუ, დანარჩენები ზი ვინერ იზ-ს ამბობდნენ როგორც მოგეხსენებათ” აი ეს არ მესმის ხოლმე არასოდეს. ანუ ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებენ ორ ფრაზას, რომელთა შინაარსიც აბსოლუტურად იდენტურია. არ მესმის რა. რა უაზრობაა.

    “ნებისმიერისთვის მიეცათ ტო, რა სანდრა ამის დედა ვატირე. თან ნებისმიერი სჯობდა მართლა. ” აუ აბა, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი. მერილი, ჰელენი და სანდრა… ნუ აი ძალიან დიდი კონტრასტი რა.

    ანა კენდრიკს მინდოდა აეღო. ძალიან კარგად თამაშობს. ვერა დიდი არაფერი, გუშინ ვუყურე კაკრაზ მაგ ფილმს და ანასგან არც კი ველოდი ასეთ თამაშს “Twilight”-ების შემდეგ. თუმცა არვიცი, მონიკი შეიძლება უკეთესი იყო, არვიცი, არ მინახავს. მეგი მეც ძალიან მომწონს. კარგი ტიპშაა, ერთი მაგ “crazy heart”-ს უნდა ვუყურო.
    “ადაპტირებული აშკარად up in the air-ს ეკუთვნოდა” ნამდვილად, უდაოდ. “. ორიგინალური კი მიეცათ ტარანტინოსთვის ტო hurt locker-ს რო შეტენეს, მაგას აღარ სჯობდა? ” აუ მეც ტარანტონო მინდოდა. :(((

    ცოლები, შეყვარებულები და ასე შემდეგები მე დავდე ბლოგში😀😀

    და კიდევ ბიგელოუ ყოფილი მეუღლეა უკვე. ამბობენ კეტრინმა სანტექნიკთან უღალატაო 😀

    არაჩვეულებრივი პოსტი იყო გუდმენ.
    საღოლ ::)

    Kate

    March 9, 2010 at 9:50 pm

  2. madloba 789😀 gaixare

    და კიდევ ბიგელოუ ყოფილი მეუღლეა უკვე. ამბობენ კეტრინმა სანტექნიკთან უღალატაო

    ugalatebda aba ras izamda, kamerons axla mxolod lurji qalebi ainteresebs😀

    da ketrini albat jer miwazea, miwaze ki ara eger, meomrebtan megobrobs, dakuntul, dasvril ,vajkacebtan’😀😀
    unda exla mas lurji kacebi?😀

    1myway1

    March 9, 2010 at 10:08 pm

  3. რა კარგია,ძლივს აღმოჩნდა ადამიანი,რომელსაც არ უნდოდა,ავატარს მიეღო ოსკარი :)კინოაკადემიამ მართლა გვიხსნა “ავატარომანიისგან” , არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამხდარიყო ავატარი საუკეთესო ფილმი,იმიტომ,რომ ფილმი არ არის. დაერქვას თავისი სახელი,მოეძებნოს ჟანრი და აიღოს მერე,რამდენი ჯილდოც უნდა.

    mariefille

    April 6, 2010 at 10:43 am

  4. mariefille
    აბსოლუტურად ერთნაირად ვფიქრობთ )))

    1myway1

    April 6, 2010 at 11:16 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: