1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მაგარი კაცები

with 10 comments

ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე უწყინარ ვითარებაში დაიწყო. ვიჯექი ჩემთვის და ვაპირებდი ქვესტის თამაშს, რომელმაც ჩამითრია. ამ დროს, დარეკა გარხოზამ და პრეფერანსის თამაში შემომთავაზა, რაზეც უარი არ ვთქვი, ჩავიცვი და გავედი. თავად პრეფერანსმა მშვენივრად ჩაიარა, ტრაგიკული კი მხოლოდ ის არის, რომ 7 ღერის მოწევა მოვასწარი😦 როცა სახლში ვარ არ ვეწევი საერთოდ, საკმარისია გავიდე და…😦 თუმცა ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ. მაინც ამოვთხრი😀 მაინც გადავგდებ, საკმაო ხნით, ბოლომდე თუ არა.

მთავარი ის გზაა, რომელიც მე შინიდან იქამდე და იქიდან შინამდე(ეს შეცდომა არ არის, უბრალოდ ასე მინდა) გავიარე. გაჩერებაზე ასულს 195 ნომერი დამხვდა და მეც ჩავჯექი. უკან ორი სიმპათიური გოგონა დავლანდე, ერთს ამინდისთვის ზედმეტად შეუფერებელი მოკლე კაბა ეცვა, მაგრამ სასიამოვნო სამაგიეროდ. თუმცა როგორც კი ძალიან რბილი ლ-ებით დაიწო მობილურზე საუბარი, ცოტა კი არა, აი ძალიან რბილი ლ-ებით, მყისვე ყოველგვარი მსუბუქი ინტერესიც გაქრა.

ამასობაში, ჩემი დღევანდელი დღის მთავარმა მუზამ დაუქნია ხელი მძღოლს, ეს ზუსტად ვაკის პარკის პირდაპირ მოხდა – ვაკე-საბურთალოთი მიდის? – იკითხა მან და დასტურის მიღების შემდეგ ხმაურიანად ამოვიდა სამარშრუტო ტაქსში. მე ერთადგილიან სკამზე ვიჯექი, აი იქ, ფეხები რო არ გეტევა და მუხლები გარეთ გაქვს გამოგდებული. ის გვერდზე დაჯდა, ორადგილიანზე და უმალვე შემოტრიალდა გოგოებისკენ – ამით მგზავრობა რა ღირს? რამდენიმწამიანი პაუზის მერე მიიღო პასუხი და გაამზადა 50 თეთრი. მერე, რაღაცეები ჩაიბურტყუნა და ცოტა ხანში მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა. რეალურად აქედან დაიწყო დღევანდელი ,მაგარი კაცის’ ისტორია.

-ხო, რა გინდა ვერ გავიგე? – აქ ტონი უკვე ისეთია, როგორიც წწ-ებს ან მო-წწ-ებს უნდა ჰქონდეთ, დაძაბული, გამოკვეთილი და ნაგლი. მოპასუხის სიტყვები ჩვენს ყურამდე არ აღწევს, მაგრამ ,მაგარი კაცის’ პასუხებით დაახლოებით ვხატავთ საერთო სურათს.

-ვერ გავიგე, შენ სხვის საქმეს მეუბნები თუ შენსას.
– (აქ არ ვიცით რა ითქვა)
-მე არაფერი არ მგონია ბიჭო, მე ცვეტში ვიცი (აი ეს არის ჩემი საყვარელი მომენტი)
რა თქმა უნდა, მათ ,ცეტში’ იციან ,ყველაფერი'(ყველაფერში ხომ ყველა ფერი იგულისხმება, შესაბამისად მართალია ადამიანი ,ცვეტში’ ვიციო რომ ამბობს, ვერ მიედავები). მათ ხომ ჰგონიათ რომ ყოველთვის ,პრავები’ არიან და მათი ,სიმართლე’ ყოველთვის გავა. საქმეს ყოველთვის ,კაი ბიჭურად’ გაარჩევენ და სასიკეთოდ დაასრულებენ. რეალურად ცხოვრების აზრზე არ არიან, მაგრამ საკუთარი ბანდა და თავი ხომ უძლეველი ჰგონიათ, არ ესმით რომ სხვასაც შეუძლია თავზე ხელის აღება, სხვასაც ჰყავს ,ვილკების გამყრელი’ სასტავი, მჯობნის მჯობნი არ ილევა და მათი ,სიმართლე’ რეალურად, უმეტეს შემთხვევებში სიყალბე და მარაზმია. თუმცა ჩვენ ახლა ისეთ რამეებზე ავლაპარაკდით, თანაც უხეშად, რომ ისინი ვერ გაიგებენ და აღარ გვინდა, არ არიან ეს აზრები და მიდგომები ,მაგარი კაცების’ ღირსები…

ამასობაში საუბარი გრძელდება:
-ხ(და არა ჰ რასაკვირველია)ოდა ვერ გავიგე, რეებს მელაპარაკები, შენი სიტყვები მითხარი მაშინ და არა სხვისი

-რაა? შმდდშვც(აქ ცოტა დაუწია ხმას, ზრდილობა და ამბავი)

-ხოდა, მაშინ, სხვის საქმეს მიხედე რა და მე თავი დამანებე, მიდი მიდი…

მიამადლა ,მაგარმა კაცმა’ მოსაუბრეს და ცოტა უკმაყოფილომ მოიცილა ტელეფონი ყურიდან. მე უკვე დავწვი სიტუაცია და საკბილო ვიგდე ხელთ, გამეხსნა. ასეთი ,მაგარი კაცები'(და ეს რა არის, უარესებთან გვქონია ურთიერთობა, ადრე მაინც. უარესები გვინახავს, ვიცნობთ და ა.შ.) ხან ძალიან მგრუზავენ, ხან პირიქით, მახალისებენ, თუნდაც ,სატირალი იქნებოდა სასაცილო რომ არ იყოს’ პრინციპით. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული და ამჯერად ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა ამბავი და გავხალისდი, თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ. ამაში დამნაშავე, თავადვე მაგარი კაცი და მისი ჩასვლის ,მანერაა’.

ცოტა ხანში გაისმა მეორე ზარი:
-ხო გოგა

-სად ხარ შენ? მე ახლა მაქეთ მოვდივარ

-ხო და აი ზუსტად მაქ მოვალ, 5 წუთში

გავიდა დრო და გაისმა მესამე ზარი(რას იზამ, ,ძილავოი ჩილავეკ’):
-ხო ჯიგარო

-მისმინე, სად იქნები?

-კი 15 წუთში, პრობლემა არ არის, მაგრამ…

-დღეს მე მგონი ოფისში აღარ იქნებიან(არადა, რა შუაშია ოფისი ამ პატიოსან კაცთან, წესით უნდა იყოს, ბირჟა რამე… ამაზე რამდენიმე ვერსიაა, მაგრამ ნუ განვავრცობთ)

-მოიცა, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს რამე?
-ხოდა, მაშინ 15 წუთში გნახავ, ბრატიკ(აი სიტყვამაც გემირელად მოიტანა)

ჩვენმა ,მაგარმა კაცმა’ ჩასვლა პავლოვის/ყაზბეგის კუთხეში არსებულ პოპულისთან გადაწყვიტა და დაიწყო მთავარი შოუ, რომლის გამოც, მე მან გამახალისა ბევრად მეტად, ვიდრე დამგრუზა. ჯერ დაიწყო მძღოლთან მიმართვით: აქ გამიჩერე ძმობილო…😀
შემდეგ, ამოიღო კრიალოსანი, ხელში აათამაშა, წამოდგა და გავლისას მუხლზე გამედო, სივიწროვეა, მეც ,მუხლები გარეთ მაქვს’ და ბუნებრივი მოვლენაა, ხშირად ხდება ტრანსპორტში, არ არის აუცილებელი ამ დროს ბოდიშის მოხდა, მაგრამ თქვენ მთავარი გავიწყდებათ მეგობრებო, მთავარი…
ეს ხომ ზრდილობიანი ხალხია, მათ ხომ თავისი სამყარო და სიმართლე აქვთ. ისინი უსამართლოდ არავის ჩაგრავენ, აბა რააა.. თან ძალიან ზრდილობიანები არიან. შესაძლოა 10 სიტყვიდან 9 ტყ ჩმდდშვც და მსგავსები იყოს, მაგრამ მეორე წამს, როცა საქმე მანდილოსანს ეხება და მასთან საუბარს, დადინჯდებიან და – უკაცრავად, გენაცვალე ან მაპატიე, შენი ჭირიმეო იტყვიან. მხოლოდ მანდილოსნებზეც ხომ არაა, როცა შემთხვევით გაგედებიან ფეხზე, ეს ამბავი იმდენად აწუხებთ, რომ ბოდიშსაც გიხდიან, თქვენ არ იცით ისინი რა კეთილები არიან. ისინი, დედას ცრემლს არ ანახებენ. შეიძლება გაიჩხირონ, კაცი მოკლან, ფული ,მოჭრან’, იყაჩაღონ, მაგრამ სახლში წესიერად იქცეოდნენ, ეს ხომ ,ეტიკეტია'(და ბევრ ქართველ ქალს, რაც ყველაზე ცუდია, ეს ხომ მოწონს და ამაზე ხომ თვალს ხუჭავს, მთავარია, რომ ის მასთან არცთუ ცუდია ან მეტიც კარგია. ის მისი შვილია, რა ქნას, როგორ გაამტყუნოს, ის მისი ქმარია/შეყვარებულია ,ვაჟკაცი’ კაცია რა, უბანში ,პატივს სცემენ’), ეგრეა  ოჯახში ზრდილობიანობას ცდილობენ, ოჯახი წმინდაა, შვილი ოჯახის სარკეა და ასე შემდეგ სხვა გურჯობები… დღეს შეიძლება ბოდიში მოგიხადოს, მაგრამ ხვალ არაფრის გამო დანა დაგარტყას. ეჰ არ გესმით თქვენ მათი, ალალმართალი ,მაგარი კაცების’.

-ბოდიში ძმაო – მითხრა და გამომხედა. მე გავუღიმე დაახლოებით აი ასე – ))
მერე, ჩასვლისას მძღოლს ხურდა. რომ გამოართვა მადლობა გადაუხადა, თავაზიანად მოხურა კარი და გაუჩინარდა.
თქვენ ხშირად იქცევით ასე? არა! აი ხომ ხედავთ, რაოდენ ,მაგარი კაცია’, თქვენ კი არ გჯერათ.
განა, ამის მერე, შეიძლებოდა მე არ გავხალისებულიყავი და ,მაგარი კაცი’ არ მომწონებოდა ან ის ჩემ მუზად არ ქცეულიყო? არავითარ შემთხვევაში.

ნაკლებად საინტერესო იყო უკანა გზის პერიპეტიები, მაგრამ არცთუ უინტერესო, თან სხვა ,მაგარი კაცები’ მომაგონა. ყველაზე ახლა არ გიამბობთ, მაგრამ შევეცდები რამდენიმეს შესახებ მოგახსენოთ.

გაჩერებაზე საკმაო ხანი მომიხდა ლოდინი, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ყველაფერი მოვიდა იმის გარდა, რაც გინდა. თან ავტობუსის ბარათის გარდა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სამარშრუტო ტაქსის ფული კიდევ მედო ჯიბეში, მაგრამ საფულის ამოღება დამეზარა, წესით უნდა ყოფილიყო. ავტობუსმაც დააგვიანა და დგომისას, ორი ლაითი, უკვე ცოტა სხვა პლანეტიდან მყოფი ,მაგარი კაცების’ საუბარს შევესწარი.

რამდენიმე წინადადება გაცვალეს და გაისმა მთავარი კითხვაც:
-ჰა, რას ფიქრობ დღევანდელებზე – იკითხა ერთმა
-მე მგონი ერთიანები წამოვა – უპასუხა მეორემ
– ხო, რა ვიცი, ,სკოლსკი’ თამაშებია
– მე არსენალი-პორტუს უნდა ვუყურო, ფიორენტინა-ბაიერნი მაგარი სვარკა იქნება…
იასნაა… რაც დაარსდა, ეგრეა, იტალიური გუნდი თამაშობს, ე.ი. სვარკა იქნება😀😀 იქ თუ ვინმე ყურით არ აკენწლავს, 32 და მეტი კუთხური და 42-37 კარში დარტყმა თუ არ იქნება, ეს ხომ ,ფუტბოლი’ არაა, ჩვენ ხომ ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით(იმდენი თქვენ რა გითხარით)… რა საყვარლები არიანთქო გავიფიქრე და აღარ მიმიქცევია ყურადღება დანარჩენი პროგნოზებისთვის.

აი ამ დროს მოხდა ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი დღის😦 ნუ, ნახევრად ხუმრობით ეს😀
სუპერმარკეტ იოლს გამოსცდა და გაჩერებისკენ მობანცალდა გალეწილი მთვრალი ერთგვარი ,მაგარი კაცი’. ხელები მაღლა აღმართა და დაიძახა: საქართველოოო მე… და მერე რაღაც გაურკვეველი ორი სიტყვა
შემდეგ მიბანცალდა ე.წ. ,ფორტოჩკასთან’ და გამყიდველ ქალს უთხრა: ,სამეგრელოს ვენაცვალე ტუჩებში!’
მე უკვე გახალისებული ვიყავი და ამიტომ ამ შემთხვევაშიც – ჭირიმე შენიმეთქი – გავიფიქრე და გავხედე ისევ ტრასას სასურველი ტრანსპორტის მოლოდინში, რომელმაც აღარ დაახანა.

მოვიდა მშობლიური 15 ნომერი, ჩავჯექი და აღმოჩნდა, რომ 45 თეთრი მქონდა, ნუ არა უშავს, ხდება ხოლმე. თან კურტკის ჯიბეში კიდევ ათთეთრიანი აღმომაჩნდა და მობოდიშებისა და დამატებითი მადლობის თქმას გადავრჩი. ვაჟაზე მძღოლმა იკითხა, ვაკეში ვინმე მიდისო? კი, მე მეთქი. ცოტა ხანში 4 ნომერი წამოგვეწია, ის გააჩერა და გადაჯექი, ვაკეში აღარ წავალ მეო. გადავჯექი, წინ ადგილები თავისუფალი იყო და წინ დავჯექი. ცოტა ხანში ვიღაც ტიპმა გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელი იყო, ორი ადამიანი ბუდობდა უკან. თუმცა მე გამომიღო წინა კარი, ესეც კაი გურჯული მომენტია, ვხალისობ ხოლმე, კლასიკური პასუხი ამ დროს არის, როცა ჩამოხვალ, აუშვებ მძღოლისკენ დასვამ, თუ საჭიროება მოითხოვს ეტყვი, რომ მალე ჩადიხარ და მერე მალე აღარ ჩახვალ და დაჯდები ისევ ფანჯარასთან. თუმცა რადგან ასეთი რამეები რიგ შემთხვევაში მეზარება ხოლმე, ჩავიწიე და მშვიდად გავაგრძელე ,მაგარ კაცებზე’ ფიქრი და რამდენიმე გამახსენდა კიდეც.

მაგალითად, გამახსენდა ,მაგარი კაცი’ ასევე სამარშრუტო ტაქსთან დაკავშირებით. მოკლედ, ერთხელ მე და დედაჩემი მოვდივართ სახლში და ვიღაც ქალი აჩერებს და ჩადის. გავივლით სულ რაღაც 5-7 მეტრს და გოგო აჩერებს, მძღოლი ნერვებზეა, მაგრამ მაინც აჩერებს და ემზადება, როგორც კი ეს გოგო ჩავა სალანძღავად. თუმცა უცებ ამ მძღოლს ასწრებს ახალგაზრდა კაცი და იწყებს:,, რა იციან ხოლმ ეს, ორ მეტრში რო აჩერებნებენ ხელახლა, ახალგაზრდა გოგო ხარ ხო, ჩადი და გადაგი ორი ნაბიჯი(მართალიც არის რაღაც მომენტში, მეც ნაადრევად ჩავდივარ ხოლმე ასეთ დროს, თუ ტვირთი არ გაქვს ან რამე)”. თუმცა მთავარი ამ ისტორიაში ის არის, რომ ამ კაცმა ეს ყველაფერი ძალიან მალე თქვა, მაქსიმუმ 10-15 მეტრი გაეღოღიალა ,მარშუტკას’ და უცებვე მოაყოლა – აქ გამიჩერე. ნუ… გაკვირვებისგან, მცირე ხანი, სიჩუმემ დაისადგურა და ცოტა ხანში ყველას ისტერიული სიცილი აგვიტყდა. აბა გაბედეთ და მითხარით, რომ ,მაგარი კაცი’ არ იყო😀

მძღოლები ხომ ხშირად ნერვებზე არიან, თითქოს ჩემი ბრალია, რომ (არცთუ ცუდი გამომუშავების გამო) დღეში ბევრ წრეს აკეთებს, ბევრჯერ აჩერებს, ბევრი ხისთავიანი ხდება, ბევრჯერ ესმის ,რო გადახვალ გააჩერე’/,კუთხეში გააჩერე’/,სანამ გადახვალ გააჩერე’/,რომ მოუხვევ გააჩერე’/,სანამ მოუხვევ გააჩერე’ და ასე შემდეგ. ერთხელაც ასე ვიჯექი წინ და ხურდას ვათამაშებდი ჩემთვის. უცებ მომიტრიალდა მძღოლი და მომეცი, მომეციო უკმაყოფილომ მითხრა. მეც დამეზარა რამის თქმა და მივეცი, რადგან ასე აღიზიანებდა ეს უწყინარი ხმაური, რომელსაც ხშირად ,მივმართავთ’ ხოლმე.

გამახსენდა, ამჯერად უკვე ,მაგარი ქალი’ პოლიტიკაზე რომ ვეკამათე ომიანობის დროს. მეორე ქალი, უკვე არაომიანობის დროს რომ ვეკამათე ნასვამი. განახსენდა ,მაგარი კაცი’ კაპეზეში ჩალპობით რომ დამემუქრა, ნომერი გამომართვა და აღარ დამირეკა. გამახსენდა კიდევ ერთი ,მაგარი ქალი’ რომლის ანონსაც აღარ გავაკეთებ, რადგან მუღამი დაეკარგება. კიდევ ბევრი მსგავსი ამბავი მომაგონდა, მაგრამ ახლა აღარ მოვყვები, რადგან ზემოთ მონათხრობშიც გამომრჩა რაღაცეები, დავიღალე ბეჭდვით და თან ფეხბურთი დაიწყო და თვალი გამირბის. ვნახოთ აბა, წამოვა თუ არა ერთიანები…

პ.ს.
თუმცა ისე ვერ მოვრჩები ერთი ზე ,მაგარი კაცის’ ისტორიაც, რომ არ გავიხსენო. ისედაც დაწერილი მაქვს და დავაკოპირებ ფაქტობრივად, წინა წელს მოხდა ეს ამბავი:
მოკლედ, მეგობრებთან ერთად, მანჩესტერი-სიტის ნახვა მომიხდა ტოტალიზატორში და ძალიან ბევრი მარგალიტი გამოცხვა უცებ, მაგრამ ერთი იყო განსაკუთრებულად მაგარი, წლის ფრაზაა იმენნა

ერთ ტიპს ედო ყვითლების მეტი თუ რაღაც მასეთი, როგორც ჩანს და ბალელშიკობა ყვითლებს
ჰოდა ბელამიმ რომ 3:3 გახადა 90-ე წუთზე თქვა:

,,მანჩესტერს ბოლო წუთზე გოლს რო გაუტან და მაიკას არ გაიხდი”😀😀😀

გამგები გაიგებს, დანარჩენისთვის ცოტათი ავხსნი და ვინც ისედაც ვერ გაიგებს, არა უშავს😀
ამ ,მაგარ კაცს’ სურდა, რომ ბელამის მაისურა გაეხადა, რაც ყვითელი ბარათით ისჯება და შესაბამისად, ბილეთს მოიგებდა. მიდი და გაამტყუნე, ბელამია რა, საშინელი ხასიათის მქონე ფეხბურთელი და ბოლო წამებზე უტანს მანჩესტერ სტუმრად, ყველა ლოგიკით უნდა გაიხადოს მაისურა, მაგრამ ამ საწყლის ჯინაზე არ გაიხადა და გაუფუჭა ბილეთი, მიდი და შეეკამათე😀
ეს ისტორია ესპანეთში მყოფ ვაჟიკოს რომ მოვუყევი, მოკვდა სიცილით, თავად არანაკლებ აპრიკოლებს ასეთებს, სპეციალური რუბრიკაც ჰქონდა სარბიელში.

მიყვარს მე ,მაგარი კაცები’. მერე კიდევ გვიკვრის, რომ დიდი დოდო გუგეშაშვილი ,სიმართლის დროში’ გამოდის და მხედრიონს აპრავებს. არ გესმით მეგობრებო, არ გესმით რა…

Written by 1myway1

March 9, 2010 at 8:32 pm

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. lol bijo muagrad ro wer utqvams vinmes albat ki “x”oooda mec getyvi barem amxela postebs ar vkitxulob xolme mezareba rogorc wesi biggrin.gif
    exla kide amovixoce sicilit da yvelafertan ertad dodoze + sxva datvirtvitac gamecina lol
    up.gif
    damijere girda es yvelaferi rom dagewera 7 gerad biggrin.gif

    dea Chill

    March 9, 2010 at 9:40 pm

  2. 😀😀 gaixare dea
    xo, uketesi mxare unda ezebo sul😀
    dodo magaria😀

    1myway1

    March 9, 2010 at 9:44 pm

  3. ძალიან მაგარი პოსტია. კარგი ქენი, რომ დაწერე.

    აი იცი როგორი რაღაცაა… შენც რომ ფიქრობ, რომ ხედავ, რომ გესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც რომ არ წერ.
    ხოდა აი ეგრე ვარ ახა ზუსტად.

    “მაგარ კაცებს” რაც შეეხება, ატანა არ მაქვს, მეზიზღება ყველა ერთად, მიყოლებით.

    მეც დაკვირვებული ვარ…
    უკან რომ მთელი სამარშრუტო ტაქსი ცარიელი იყოს და წინ ერთი ვინმ იჯდეს, მაინცდამაინც წინა კარს გამოაღებს. იდიოტური ჩვევა ნუ.

    Kate

    March 9, 2010 at 10:06 pm

  4. sa\\\kargi iyo momewona dzalian dzalian vixalise🙂 kai bichi zdrdilobit gamoircheva xo ici😛 :)))

    pankvela

    March 24, 2010 at 11:05 am

  5. gaixaret
    madloba kate
    iasna pankvel😀

    magar kacebze kidev maqvs bevri masala unda gavagrdzelo mere😀

    1myway1

    March 24, 2010 at 1:54 pm

  6. warmatebei da kargia ise ra ici ro daberdebi mere Seileba erTi wignic gamogivides😀 mglebi Vs Kargi kacebi😀

    pankvela

    March 24, 2010 at 9:23 pm

  7. 😀😀
    daberebamde davwer😀 tan ukeTes wigns😀

    1myway1

    March 24, 2010 at 10:11 pm

  8. როგორ ხარ, ბრატ?😀😀😀 კარგი იყო🙂 აი, მარშუტკიდან რომ ჩადიან და ხურდას მერე ეძებენ ხოლმე, ეგ მაღიზიანებს ძაან, მაგარ კაცებთან შუაში არაა, მაგრამ ტრასნპორტის თემატიკასთან დაკავშირებით გამახსენდა🙂

    deldeserto

    January 3, 2011 at 2:26 pm

  9. ცუდები ეგენი😀

    1myway1

    January 3, 2011 at 2:59 pm

  10. 😀😀😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 4:27 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: