1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჯიმ ქერის პაროდიები

with 2 comments


რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ ვუყურებდით და მომინდა აქაც დამედო. სავარაუდოდ, უმეტეს თქვენგანს ნანახი გაქვთ ეს ვიდეოები, მაგრამ ხომ იქნება 1-2 მაინც ისეთი, ვისაც ნანახი არ აქვს. უბრალოდ, რომ იდოს ესეც კაია😛 გაგახსენდებათ, იხალისებთ…

ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ ჯიმ ქერი უნიჭიერესი ადამიანია (მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩემზე ბევრად დიდი მოყვარულები არსებობენ, დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს). როგორც მსახიობიც ძალიან მომწონს, ის არ არის უბრალოდ ,ნიღაბში’ მანჭვით გამორჩეული მსახიობი (თან ამ მანჭვას, ხარისხიან მანჭვას ძალიან დიდი შრომა და ნიჭი სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად ფასდება ხოლმე), მას აქვს სერიოზული როლებიც და ბოლო დროს დაამტკიცა, რომ თითქმის ყველა სახის ფილმში შეუძლია თამაში და შეუძლია კარგად.

თუმცა ფილმებს ამჯერად მოვწყდეთ და ყურადღება მის პაროდიებსა და იუმორისტულ სკეჩებზე გადავიტანოთ. მას ჰქონდა არაერთი შოუ. ცნობილია ბევრი სკეჩით, სპიჩით(ვაიმე რა დონე სიტყვები ვიხმარე მოკლედ, ჯაან უამე გავიჩითე უცებ :D)… მე მხოლოდ მცირე ნაწილი მინდა დავდო და სხვებს თავადაც ნახავთ, თუნდაც იმ ლინკებზე გადასვლით, რომლებსაც დავდებ.

1) ამ ვიდეოში მერილ სტრიპზე საუბრობს და ამბობს ძალიან მაგარ რაღაცეებს, იხალისებთ, გირჩევთ ბოლომდე ნახოთ. შუალედში კი აკეთებს სამ პაროდიას, რობერტ დე ნიროსას (საკაიფოდ), ბრიუს დერნის (მაგრა გაგდებული ჰყავს ეს კაცი :D) და ჯეკ ნიკოლსონის (მოვკვდი კინაღამ სიცილით :D)

2) ამ ვიდეოში ბევრი პაროდიაა, ბრეჟნევია ძალიან ღადაობა, დერნი აქაც არის😀 ნიკოლსონიც, მაგრამ წინაში რო ნიკოლსონია ის ჯობია. ასევე, ბრონსონი და ა.შ. საკაიფოა ყველა, მაგრამ კლინტ ისტვუდს აკეთებს შეიძლება გაშტერდე. როგორ ნელ-ნელა იცვლება სახის გამომეტყველება და სუფთა ისტვუდია😀

3). ეს დიდად არ მიყვარს პირადად მე, მაგრამ მაგარია ცხადია, თან მართლა ჰგავს როკის😀 და ბოლოა კიდევ მაგარი ედრიააან )))

პ.ს.
ეს ისე, ასევე იხალისებთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიდეოა. ემტივის დაჯილდოვებაზე ემინემის წარდგენა უწევს და ძალიან მაგარ რაღაცეებს ბაზრობს და ბოლოს, ემინემზე გაიკაიფებს ჯიგრულად. მერე თავად ემინემი გამოდის და დადებს ორ სიმღერას, მოკლედ კაი ვიდეოა.

პ.პ.ს.
რა უცნაურია ისე😀
ამ მოკლე ჩანხატის მომზადებისას სულ ამას ვუსმენდი
Наутилус Помпилиус – Зверь
საიდან სადაო😀

Written by 1myway1

March 29, 2010 at 9:12 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უმაგრესია, მე არ მქონდა ნანახი
    როკის გარდა, სამივე მომეწონა

    andria

    April 3, 2010 at 11:02 am

  2. კი, ძალიან მაგარია🙂
    როკიც კაია თავის პონტში😀 უბრალოდ, მეც ვერ ვკაიფობ დიდად

    1myway1

    April 3, 2010 at 11:45 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: