1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მე მივხვდი, რომ…

with 23 comments

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დევიზია – ცხოვრება მშვენიერია – და ეს უცვლელია, არ დაივიწყოთ, ამიტომ არ იფიქროთ აზრი შევიცვალე და დეპრესიონერა გავხდი ან რამე, უბრალოდ, ფაქტები მინდა ჩამოვთვალო. ასევე, თავისუფლად შემიძლია დავწერო სულ სხვა ენით, ზრდილობიანად და ტონკი ან ძალით ტონკი პასაჟებით, მაგრამ ეს ხომ ჟურნალისტური ნაწერი არ არის(მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ), ჩემი ბლოგია და თან ახლა მინდა ემოციურად დავწერო, ზუსტად იმ სიტყვებით, რომელიც თავში მომდის. ამიტომ უზრდელურ სიტყვებს საკმაოდ ხშირად შეხვდებით და ძალიან ქალიშვილები და ძალით ჯენტლმენები ნუ წაიკითხავთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ყველას, ბოლომდე გადაავლეთ თვალი და იპოვეთ მსგავსებები😀

გუშინ სახლში მოვდიოდი, ფეხბურთზე მომეჩქარებოდა, თან მელოდებოდნენ და ფიქრებში გართულს უცებ შემომესმა ვიღაც ბიჭის ღრიალი – ბოზებო! – გავიხედე და ფალიაშვილზე გამწარებული მირბის ვიღაც, რომელმაც გრეჩიხები რო ცხოვრობენ იმ არკაში ჩაუხვია, ვერაფერს მივხვდი, სანამ 10-15 წამში სამი პოლიციელი არ დავინახე, გამწარებულებმა რომ ამოირბინეს რიგის ქუჩიდან. ის ეზო საკმაოდ დიდია და მრავალი გასასვლელი აქვს, გაუჭირდებოდათ ალბათ დაჭერა. ამ ყველაფრის შემხედვარე, მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მერე, გამახსენდა პატრულის ჰიმნი – ზარი შემოსულია, რაზმი გამოსულია – თუ რაღაც. ახალი შენობის გაპრავება, სრულიად საშინელი და სამარცხვინო ტექსტი და მუსიკა და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

პარალელურად, პატრულის ბევრი კარგი საქმე გამახსენდა(განსაკუთრებით თავიდან). ასევე გამახსენდა, გურჯებს მძიმე დანაშუალის დანახვაზე პატრულში დარეკვა გრეხი რომ ჰგონიათ (და ბევრი საქმე საქმეზე რომ მიდგება ასე ვფიქრობთ ისევ), ხმარობენ სიტყვებს – ბოზობა, ნასედკობა, ყველაზე ლაითი ჩაშვება. ამიტომ, მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

ისიც გამახსენდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მთვრალებმა ავტოსტოპით ქუთაისში წასვლა რომ გადავწყვიტეთ შუაღამისას, ქსნის გადასახვევთან გავიჭედეთ და თან გამოვფხიზლდით. მივხვდით არ ღირდა და უკან წამოსვლა გვინდოდა, მანქანები და მარშრუტკები ცოტანი იყვნენ, თან არავინ გვიჩერებდა. პატრული გავაჩერეთ და ვთხოვეთ რამე გაგვიჩერეთ თორე გავიყინეთქო. ცოტა ხანი დაიცადეს და უცებ გვითხრეს გამოძახება მოგვივიდა სასწრაფოდ უნდა გავიდეთ და მერე მოვბრუნდებით, იქამდე ალბათ რამე გაგიჩერებთ თანო. მართლაც,  ცოტა ხანში მარშრუტკამ გაგვიჩერა და გზად, სულ იქვე ის პატრულის მანქანა შემოგვხვდა, ნელნელა მიგორავდა ტრასაზე, გამოძახება არა სლე, უბრალოდ დაეზარათ, თავი არ შეიწუხეს და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მოვეშვათ ახლა პატრულის თემას, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ როცა აწყობთ კრიშავენ, როცა აწყობთ, პირიქით, უდანაშაულოს წირავენ, თუ ვინმე ბობოლასთან შეეშალა რამე, ეს გურჯისტანია და არაფერი გვეშველება…

ამას წინად, ქუჩაში შევესწარი გოგჩოების საუბარს, ცხადია, გატყლარჭული ტონით თუ როგორ დაუბრონა ერთმა მეორეს სოლარიუმში ადგილი, მეორის იობარმა როგორ უყიდა ახალი მანქანა მას, როგორ მიდიოდნენ კაფეში და იძიოტკა ეკი როგორ იგვიანებდა და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

მეორე უკიდურესობა, ვითომ არა გატყლარჭულ გოგოებზეც ბევრ ცუდს ვიგებ(შუალედი ხომ ოდნავადაც არ გვაქვს ჩვენ). აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავიგე წმინდა პროვნიციული ისტორია: გოგომ თავის ძმას დაუწუნა გოგო, რადგან ის სათვალეს ატარებდა, დაჟე იმ ბიჭის დედამ დაურეკა ამ გოგოს და უთხრა ჩემს შვილს თავი დაანებეო. ბოდიში და ვინ უშრვება ან დედას ან ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომ ასე უხეშად ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში? და ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში იცით რა არის? თავად ის ბიჭიც სათვალეს ატარებს😀 კიდევ მსმენია, დაბალი გოგო არ შემომივიდეს ოჯახში, სუსტი ბიჭი არ შემომივიდეს ოჯახში და ა.შ. მოგიდგანთ გენოფონდზე ზრუნვა, თქვენი სულით პროვინციელი ტვინები ისვქენი მე😀 მოკლედ, მომეწამლა ხასიათი და მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

როცა ჩემა სიმამრმა მითხრა ორი თვის ბავშვზე, ბებიაშენს ბავშვი რატომ ვაჩვენო რა დაუტოვაო და მე ეგრევე გინებაზე გადავედი, როცა ჩემ ცოლს იმდენი შეგნება არ აქვს, რომ სასამართლოს გარეშე გაყრა არ უნდა და თითქმის ორი წელია ბავშვს მეშჩან, შერყეული ფსიქიკის ადამიანებთან ერთად, მამის გარეშე ზრდის, არ მაჩვენებს და ვერ ხვდება რომ ბავშვის გულისთვის ჯერჯერობით ყველაფერს ვყლაპავთ და ვპატიობთ, მაგრამ ჭკუაზე მაინც ვერ მოდის…. ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

როცა გოგო-ბიჭები ძალით იფუჭებენ ურთიერთობას და მერე დათმობაზე არცერთი მიდის. ხოლო მერე, როცა ხედავენ, რომ მათი ყოფილი, თუნდაც უბრალოდ ახლო ადმაიანი სხვასთან ერთად, თუნდაც უბრალო მეგობრულ ურთიერთობაშია, ეჭვიანობენ და საკუთარი მე-ს გასამტკიცებლად ან კოცნიან გოგოს/ბიჭს ან ეფერბიან ან რამე ისეთს ეუბნებიან, რომ გაურკვევლობაში დატოვონ, რაც ყველაზე ცუდია ან აგრძნობინებენ და თან უმატებენ, რომ მაინც ყველაფერი მორჩა. ამის შემხედვარე, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

როცა გოგოები ან ბიჭები, მეორის ჯინაზე იწყებენ სხვასთან ურთიერთობას ან როცა ფულზე და კომფორტზე იყიდებიან ან როცა არ იციან რა უნდათ და ცანცარებენ. ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

როცა ბიჭებს ერთდროულად რამდენიმე გოგოსთან ურთიერთობა მაგარი პონტი ჰგონიათ და სხვას ვინც ასე არ იქცევა, მიუხედავად საშუალებებისა, დამცინავად უყურებენ, გოგოებს კი მეტი რა უნდათ, უიმე რა საყვარელი ბიჭიაააა და ახტებიან თავზე😀 ოღონდ ილაპარაკოს და ატყუებს თუ სიმართლეს ეუბნება ფეხებზე ჰკიდიათ, ოღონდ მასთან კარგი იყოს და სხვასთან თუ მიჰქარავს ფეხებზე ჰკიდიათ, წინ არ იყურებიან და არ უფიქრდებიან. ამიტომ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

როცა გოგოებს ქორწილამდე სექსი ისევ დანაშაული ჰგონიათ, როცა თავისუფალ სექსზე იჯღანებიან და ბოლოს ყველაზე ცუდ ვარიანტს(ნარკომანს/მკვლელს/წწ-ს ან უბრალოდ ვინმე შეძლებულს) ამოარჩევენ და მერე უბედურები ხდებიან ან თავს იტყუებენ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

ზოგი რა? სად? როდის?-ს თამაშობს, თავისი პატარა სამყარო აქვს და თავი ძალიან მაგარი ჰგონია, რადგან სხვაზე 10-ით ან 10-ჯერ მეტი წიგნი აქვს წაკითხული და ნაკითხობა ჭკუაში ერევა, ზურგზე ფრთები ამოსდის და ძალიან სასაცილოა😀 თან არ ესმის, რომ რეალური ცხოვრება, ამ პატარა სამყაროს მიღმა უფროა, ვიდრე მასში. ზოგიც წესიერია, მაგრამ თავის ჭკუას სათანადოდ ვერ იყენებს და სხვებს პარპაშის საშუალებას აძლევს. ზოგიც უაზროდ ამბიციურია და ზემოდან გიყურებს, თანაც ბევრში იჭრება. შენ კი ერიდები რომ სიმართლე პირდაპირ უთხრა, მიწაზე დაუშვა და თავისი ადგილი მიუჩინო(თუნდაც იმიტომ, რომ მეგობარია ან  არ არის მეგობარი და მაინც არ გინდა თუნდაც ცოტა გული ატკინო, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს)… ამის შემხედვარე, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება

ზოგი გეუბნება, რომ სუბიექტური ხარ და აზრზე არ ხარ, რადგან იმ გუნდს არ ქომაგობ, რომელსაც ის, იმ მუსიკას არ უსმენ, რომელსაც ის, ის ფილმები არ მოგწონს, რომელიც მას და ასე შემდეგ. როცა მის აზრს გაიზიარებ, უცებვე ხდები ობიექტური, ნუ ხანდახან, შენც წამოგცდება რამე სწორი. თუმცა საკმარისია, მის აზრს არ დაეთანხმო და ჰოი საოცრებავ, ისევ არაობიექტური ხარ… იმას კი არ უფიქრდებიან, რომ ეგებ თავად ცდებიან უფრო ხშირად, ეგებ ფაქტებს არ აკვირდებიან, ეგებ არასწორად იგებენ რამეს… ამიტომ, არაფერი გვეშველება…

კონსერვატორები ლეონტივეთან მოლაპარაკებებზე მიდიან… ოპოზიციის სხვა ლიდერები პუტინ-მედვედევთან დაცუქცუქებენ. ზვიად ძიძიგურს თბილისის მერობა უნდა(ნებისმიერ ქვეყანაში გავიხიზნები ეს რომ მოხდეს), კახა კუკავა და ლეიბორისტები ისევ ჭკუას გვარიგებენ… ამიტომ, ვხვდები, რომ არაფერი გვეშველება…

სასაცილოა ვითომ საპარლამენტო ოპოზიციაც და მთავრობაც ისევ უამრავ შეცდომას უშვებს, კვლავ უმარავი ისეთი ადამიანია ხელისუფლებასი, რომელიც არ უნდა იყოს. კირკიტაძე ჩემ საყვარელ ფეხბურთს მინადგურებს ბოლომდე და მეორე ბანდას ეპაექრება, რომელსიც ასევე არ არიან ანგელოზები, მაგრამ ყველაფერს დეტალებში ნუღარ ვიტყვით და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

მინაშა და სხვანი ისევ კომენტაგტორები არიან. მავანნი სტუდიას თავის სახელს არქმევენ. ზოგი მამიკოს, ზოგი დედიკოს, ზოგიც ახლობლების წყალობით სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში არიან მოხვედრილები და თავი ჟურნალისტები ჰგონიათ. მე(რომელიც სულაც არ ვდებ თავს დიდ ჟურნალისტობაზე, პირიქით, უბრალოდ სპორტისა და ფეხბურთის დონეზე მაინც შემიძლია რაღაცეები) და ჩვენ კი ისევ უმუშევრები ვართ და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ვიღაცას ისევ შავი ხელფასის გადახდა უნდა კომპანიაში. ვიღაცას ყველა ოჯახის წევრი მუშაობს და ავტობუსში ბილეთს მაინც არ იღებს(თან კონტროლიორებს აგინებს ცხადია). მძღნერბიძები ისევ ყრიან ნაგავს ქუჩაში ფანჯრებიდან, როცა ნაგვის ყუთი ორ მეტრშია. წითელზე გაჩერება ისევ გრეხია. ძველბიჭობის ახალმა ტალღამ იღვიძა ლაწირაკებში. ისევ ალაპარაკდნენ ქურდობა-ბოზობის რაობაზე. ვიღაცა ვიღაცას ისევ უაზრო მიზეზის გამო ურტყამს დანას ან ესვრის. გოგოსკებს ისევ უხარიათ რომ მათ გამო ჩხუბობენ ბიჭები. რიგში დგომის კულტურა ისევ ნულზეა. ნათესავობა-ახლობლობის კულტურა ისევ მძვინვარებს. ექიმები ისევ ტყუილა წერენ წამლებს და ისევ ყვლეფენ ადამინებს, რომლებსაც(ჩემი ჩათვლით) წესიერად ექიმთან წასვლის და მკურნალობის ეშინიათ და ამიტომ, მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება…

გუშინ, სანამ იმ ინციდენტს შევესწრებოდი, კიდევ ერთი მომენტი იყო, მაგარი ჯიპიდან გადმოვიდა შეჭაღარავებული ტიპი და კაი ხალხს სალამიო იქვე ბირჟაზე მდგომ ასაკით დიდ და შედარებით პატარა ტიპებს უთხრა. აი აურა იყო როგორი საზიზღარი ვერ აღვწერ. იქიდანაც წამოვიდა პასუხები, ბარო ბრატ, გაუმარჯოს და ა.შ. აი რასაც ჰქვია ნაწყლები, წწ-ები, არაფრის გამო კაცისმომკვლელები, ფულის მომტეხველები, ომის დროს პირველი გამქცევი ვითომ კაი ტიპები, თავს დავდებ რომ ასე იყო, იგრძნობა, ემჩნევათ რა ადამიანებს… ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ომზე გამახსენდა. ცოტა ხნსის წინ, ჩვენმა პროფესიონალმა ჟურნალისტებმა ისევ თავი გამოიჩინეს და იმიტირებული ომი გაუშვეს ტელევიზიით, თანაც უტიტროდ. რასაკვირველია ეს საშინელი შეცდომა და საზიზღრობა იყო, რასაკვირველია გრეჩიხებმაც იგინეს პირდაპირ ეთერში და ალბათ კორკოტამაც, ვენაცვალა ბიჭებს ჯიგარში(თავი მაგრები, ,მუჟიკები’ რომ ჰგონიათ)😀😀 მაგრამ არც ხალხის რეაქცია მეჩვენა ადეკვატური. რო გარბიხარ სად გარბიხარ შენი ქალაქიდან? რა ბენზინს ასხამ? რა საჭმელს იმარაგებ? ეს გამოსავალია? რა პანიკაში ვარდები? თან როცა არაფერი გარკვეულა ჯერ… მოკლედ, მერწმუნეთ, რომ არაფერი გვეშველება

რა დამავიწყებს, ზოგს როგორ უხაროდა 2008 წლის აგვისტოში, შემოვლენ რუსები და გვეშველება ამ სააკაშვილს ხომ გადააგდებენო. ოღონდ მიშა წასულიყო და… ზოგი ამის გარეშეც ხარობდა რუსების მოსვლას და სუფრებს შლიდა. ცხადია, დღემდე არის ტექსტები, მთავრობამ გაუშვას თავისი შვილები ჯარში, მე რატო უნდა გავუშვა? შე კაი ადამიანო, მთავრობიდან მაქსიმუმ რამდენი ადამიანი გაუშვებს ომში შვილს?(და ზოგი მართლაც უშვებს) და რამდენია ჩვეულებრივი მოქალაქის შვილი? სხვაობას ვერ ხედავ? ეს არის სწორი მიდგომა? ეს არის ქვეყნის სიყვარული და შვილზე ზრუნვა? და ამ ფსიქოლოგიით გაზრდილი შვილი, რამეში გამოდგება მერე? არა არა, არაფერი გვეშველება…

სანამ ძალით ათეისტები და აგნოსტიკები ტვინის ბურღვას არ შეეშვებიან რელიგიის ძაგებითა და ,ხალხის ჭკუაზე მოყვანით’ და სანამ მამა ბასილი ჯვრების დუბინკასავით გამოყენებას არ მოეშვება, ხოლო რელიგიური ფანატიზმის მიმდევრები, ზედმეტი სიბნელის დანერგვას და შუალედს ვერ იპოვის ხალხი. სანამ, ჩემები დამაძალებენ ხოლმე ლოცვების ერთხელ წაკითხვას მაინც, როცა სახლში ხატია მობრძანებული და ვერ გაიგებენ, რომ  ნაძალადევს აზრი არაფერს არ აქვს, სანამ ჩემი ზოგიერთი მეგობარი ვერ გაიგებს, რომ მე მწამს ღმერთის, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ეკლესიურ ცხოვრებას არ ვეწევი და ჩემებური დამოკიდებულება მაქვს და ამის უფლებაც მაქვს, სანამ ზოგი ათეისტ-აგნოსტიკები ბიბლიაში შეცდომების ძებნას არ შეეშვებიან, სანამ მორწმუნეები ვერ გაიგებენ, რომ ხელი თუ არ გაანძრიე ღმერთი ციდან ყველაფერს არ ჩამოგიგდებს და რო დააშავაებ და მერე მოინანიებ და გეპატიება, მთლად ეგრე არ არის და სანამ პატარა გოგოებს შუბლზე 666-ს დაწერა და მეტალის ,სატანისტობის’ გამო მოსმენა კაი პონტი ეგონებათ და სანამ მანამ, მანამ სანამ, არაფერი გვეშველება…

ვხვდები, რომ ახლა ამის კითხვისას ვინმე ,ჭკვიანი’ დაასკვნის, რომ მე დაბოღმილი ან გაბოროტებული ვარ და ამ ყველაფერს ვანთხევ და ყველაფერი უშუალოდ მე შემეხო და ჩამრჩა და ამიტომ, არაფერი გვეშველება…

დღეს წნევიანი წავედი აბსოლუტურად უაზროდ, ბურთის საგორებლად ორ კაცში. უბრალოდ, არ მიყვარს როცა ადმიანს ვუტეხავ და უარს ვეუბნები, სხვებს კი ფეხებზე ჰკიდიათ, თუ ოდნავ ყელის სტკივათ, ეზარებათ ან რამე, შენი გულისთვის თავს არ შეიწუხებენ და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რა გაეწყობა…  ჰოდა, იქ მისულს ზვიადას ერთი 20 წუთი ველოდე, რადგან ტუალეტში იყო. ზვიადას გარკვეული პრობლემები აწუხებს, და თამაშის წინ შედის ხოლმე ტუალეტში, მაგრამ სულ გვიჩნდება კითხვა, როცა იცის, რომ მივდივართ სათამაშოდ ერთი 20 წუთით ადრე, რომ შევიდეს და მერე დროულად ჩამოვიდეს არ შეიძლება? ალბათ არა და ფაქტობრივად თავზე გვაჯვამს ჩვენი ზვიადა😀 :D  ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ჰოდა, სანამ ზვიადას ველოდებოდი ბარნოვი-ბაზალეთის გზაჯვარედინთან რამდენიმე საინტერესო მომენტი დავიჭირე. რაღაც სასწაული მოძრაობა იყო, პატარა საცობიც გაჩნდა. იყვნენ ძერსკგამომეტყველებიანი წწ ბიჭები, იყო უბრალო ხალხი ჩვეულებრივი მანქანებით, იყვნენ გაზეპილი ქალები იობარის ან მამიკოს ნაყიდი ჯიპებით და ა.შ. ერთი მომენტი იყო, როცა იმ პატარა ქუჩაზე, მარცხენა მხრიდან ქალი უხვევდა, აი უშნოდ გათხაპნილი 10-ათასიანი ნომრით, მეორე მხრიდან კი ვიღაც კაცი(რომელსაც ალბათ თავის მხრივ ჰგონია, რომ ქალის ადგილი კუხნაშია და საჭესთან რა უნდა), არცერთმა არ დათმო კინაღამ გავგიჟდი, ეს ჯიპს სწირავდა ის მერსედესს, ამას ეგონა რო ქალი ვარ და ნუგზარა მდგნავს როგორ არ მატარებსო, ის კი ფიქრობდა ამ წაკლას უყურე აბა თუ გააჩეროსო. აი უკვე რო უნდა გადებოდნენ, ორივემ გაჩერა, რაღაც ჩაიბურდღუნეს და საბოლოოდ, პირველმა მაინც ქალმა გაიარა, ნუ ჯიპი მაინც დიდია, ძერსკია რო გყავს და თან თუ ნუგზარაც გდგნავს, ისეთი პონტია რა… მერე, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც გვერდზე ალბათ დედა, უკან კი ალბათ და ეჯდა, კინაღამ ტაქსს დააჯახა. იმ ტაქსის მძღოლმა არ გაატარა და ამან ჩმდდშვც ამას შიგ ხომ არ აქვსო, დედამისმა კაი ნუ ყვირიხარ და უზრდელურ სიტყვებს ნუ ამბობ შვილოო, ამან გაიცინა, მთლად წყალწაღებული წწ არ იყო, მაგრამ მაინც იძერსკა, მიაჭირა და ვითომ არტყამდა და სულ კუდთან გაუჩერა. ნუ იასნია, ტაქსისტი და მარშრუტკის მძღოლი ხომ დაბალი დონეა და ღობეა, ჩემმა შვილმა ოფიციანტად, რომ იმუშავოს ხომ ტეხავს, ამისთვის გავზარდე? ამერიკას ხომ სერვისის თანამშრომლებად ვუნდებვართ, მთავარია ბავშვს დიპლომი ედოს და მერე ეს დიპლომი რისთვის აქვს, რომ გამყიდველად იმუშავოს? ვაი თქვენს პატრონს😀 აი, ამიტომ, არაფერი გვეშველება…

ვნახე გინებები, უაზრო სიგნალები, ძერსკობები, სულ რაღაც 20 წუთში, იმდენი მარაზმი ვნახე, რომ მთელი დღე არ მეყოს შეიძლება დასაწერად  და ეს მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთში. ახლა ხვდებით რა მასობრივი ფსიქოზია ქალაქში და ქვეყანაში? დადიან უაზროდ გაბოროტებული, არანაირი შეგნება, ურთიერთპატივისცემა, ანგარიშის გაწევა… ხედავ პროპკაა, რა დროს მესიჯი და სიგარეტის მოკიდებაა, დროზე მოუხვიე რა, რატო იგინები უაზროდ შარზე ხარ? ის ტაქსისტი რო გადმოვიდეს და გაგიხიოს თავპირი ღირსი ხო იქნები? არა სლეზე ჰკიდიათ იმენნა და ამიტომ, მართლაც არაფერი გვეშველება…

ბოლო ბოლო მოვიდა ზვიადა და მითხრა, რომ ფრანკ რიბერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, აი მაშინ, უკვე ნამდვილად მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება😦

ძალიან ბევრი გამომრჩა კიდევ, თუნდაც ასე ქაოტურად რომ დამეწერა ის ყველაფერი რაც მინდოდა ჯობდა, მაგრამ გადამავიწყდა, თან დავიღალე და ამ ეტაპზე, ესეც საკმარისად ჩავთვალოთ. ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ მკითხოთ აბა ცხოვრება როგორღაა მშვენიერიო? მშვენიერია და მერე როგორი! ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და თითეული წამით უნდა ვისიამოვნოთ, უნდა ვეცადოთ. უბრალოდ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი არ ვარგა მეგობრებო და ამას უნდა შევეგუოთ, რაც გვჭირს, ყველაფერი ჩვენი, ჩვენი უმაქნისობის, სიბნელისა და ხასიათის ბრალია.

როცა ოპოზიცია კვლავ სპეკულირებდა ხალხით(მთავრობისა არ იყოს) და ამბობდა, რომ ეს არის მთავრობა, რომელსაც საკუთარი ხალხი არ უყვარსო და ეგონა მაგარ რაღაცას ამბობდა… ვინ უნდა მიყვარდეს? მძღნერბიძები? წწ-ები? ნარკომანები? მკვლელები? შეუგნებელი უზრდელები? მეშჩანები? უგრძნობი, პედანტი სოლიდური სლეები?
არა, მე მეზიზღებიან გურჯები! და ეს სწორია, ბევრს სწორს აკეთებდა მთავრობა, სანამ გადაუხვევდა და ,იდეალებს’ უღალატებდა. ბევრი რამ ამოსაძირკვია ამ ქვეყანაში. ბევრი ცუდი ტრადიციაც გასაშვებია და კარგი დასატოვებელი. დიახ, მე მძულს გურჯები! მაგრამ მიყვარს ქართველები და საქართველო(ოღონდ ქართველები ცოტანი დავრჩით ერთად უნდა დავდგეთ და ასფალტი ვჭამოთ?-ის სერიიდან არ ვარ მე, ზეციერმა დამიფაროს :D) თუმცა მართლაც ცოტანი ვართ(არიან) ქართველები, ისმისთვის, რომ რამე შევცვალოთ და ეს ამდენი წლის დიდ დოზებით დაბნელებული ქვეყანა ცოტა მაინც გამოვასწოროთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ და იმედი დავიტოვოთ, სხვა რა დაგვრჩენია. ეგებ ზოგი მოვესწროთ კიდეც რამეს😀
მახსოვს, როგორ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ასე 4-5 წლის წინ, ერთ 20 წელიწადში შესაძლოა გვეშველოს საბოლოოდთქო. ერთი ყოფილი თანამშრომელი მეუბნებოდა, ძალიან ოპტიმისტი ხარო, მინიმუმ 50 წელი უნდა ამ ყველაფერსო, ისიც ძალიან თუ გაგვიმართლაო. აშკარად, ის ბევრად მართალი იყო, ახლა რომ ვუყურებ. მით უმეტეს, რომ კუს ნაბიჯებით წინსვლის მერე, ბევრად უკან დავიხიეთ ისევ და კვლავაც მრავალი წელი დავკარგეთ, რაც ოპოზიციის ბრალიცაა, პოზიციისაც და რაც მთავარია ხალხისაც. მინიმუმ 3-5 თაობა უნდა შეიცვალოს და მთლიანად გადასხვაფერდეს ფსიქოლოგია, გარემო, სიტუაცია, რომ ოდესმე რამე გვეშველოს და მე მაინც მჯერა, რომ გვეშველება!😀

ან, როგორც ნახევრად გურჯი და ნახევრად ქართველი პანჩო იტყოდა…

Written by 1myway1

March 31, 2010 at 2:37 pm

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰოი საოცრება და თითქმის ყველაფერს ვეთანხმები😀 ნუ გარდა იმისა, რაც, სავარაუდოდ, უშალოდ მე მეხება😀 თუმცა მე არასდროს არ მითქვამს, რომ სუბიექტური იმის გამო ხარ, რომ ჩემ აზრს არ იზიარებ😛 და არც ის მითქვამს, რომ მეტი ნაკითხობა მეტ ჭკუას ნიშნავს. ასე რომ, შეიძლება არც მეხება კონკრეტულად მე არაფერი😀
    Anyway, ნამდვილად გეთანხმები იმაში, რომ უმეტესობის შემხედვარე არაფერი გვეშველება😦 დაჟე შორიდან ჩანს…

    WDC

    March 31, 2010 at 3:29 pm

  2. არა კონკრეტულად შენ ნამდვილად არაფერი გეხებოდა. ზოგადად ზოგადი ნაწერია😀 ერთი ორი კონკრეტული ფაქტისა და ადამიანის გარდა
    ნუ შენ ობიექტურობა-არაობიექტურობის ისტორიაში შეიძლება გახვიდე😀

    1myway1

    April 1, 2010 at 12:00 pm

    • >> ნუ შენ ობიექტურობა-არაობიექტურობის ისტორიაში შეიძლება გახვიდე😀

      მხოლოდ შენთან ერთად😀😀

      WDC

      April 1, 2010 at 1:41 pm

  3. მოგიწონე ნაწერი🙂

    რამოდენიმე დღის წინ ერთი მეზობელი მეუბნება შეკითხვის გაგზავნა მინდა რსრ–სთვის და როგორ გავაგზავნოო? მეც ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ ვატყობ რომ რაღაც არ აწყობს.. კიდე ავუხსენი და ვუთხარი, შეკითხვა კარგად დაამუშავე მეც მაჩვენე იქნებ დაგეხმაროთქო. მაინც ვერ მოვიგე მისი გული. ბოლოს მეკითხება: სურათი რომ არ გავაგზავნო ხომ შეიძლებაო? ეგრევე მივხვდი რატომაც არ უნდოდა გაგზავნა (რა პონტია, უბანში ბიჭები დაინახავენ რო ტელევიზორში გამოჩნდა😀 , არაგურჯულია)მეც იასნა ესეთ დროს მაგრად ვკაიფობ და ბოლომდე ჩავეძიე. მაინც არ მითხრა, ერთი დაამატა “რა პონტიაო”…
    ბნელა, მაგრად ბნელა ამ ქვეყანაში😦

    Tengobarca

    April 1, 2010 at 1:54 pm

  4. WDC
    რა ვიცი რა ვიცი😀

    Tengobarca
    ჰააა, მაგარი კაცი😀😀 მსგავსები ბევრი ვიცი მეც, ეგეც სამარგალიტოა
    ძალიან ბნელა სამწუხაროდ😦

    1myway1

    April 1, 2010 at 2:07 pm

  5. რა გეშველება შენ :დ

    chi

    April 1, 2010 at 11:51 pm

  6. ბატო, მე რა მჭირს საშველი, სხვებმა იკითხონ😛

    1myway1

    April 2, 2010 at 10:39 pm

  7. ჯერ კიდევ როდის დაანონსე ეს პოსტი და ველოდი მოUთმენლად🙂 ნუ ანონსის შემდეგ კიდე დაგიმატებია, მინიმუმ ერთი ფაქტი:) იმ ისტორიას უფრო გურჯული გაგრძელებაც აქვს🙂

    “ჰოი საოცრება და თითქმის ყველაფერს ვეთანხმები😀 ნუ გარდა იმისა, რაც, სავარაუდოდ, უშალოდ მე მეხება” WDCგან განსხვავებით, მე მეორე ნაწილშიც გეთანხმები😀
    99% ნაცნობი ფაქტია, მეც გამჩენია პროტესტი. მშურსავით შენი, რო ყოველთვის შეგიძლია ეგეთი ოპტიმისტური იყო და ეგრე საღად გაანალიზო მოვლენები. მე ნერვები აღარ მყოფნის😦

    Shosanna Dreyfus

    April 6, 2010 at 10:25 am

  8. ჰაჰ,მშვენიერია,ბევრი სიტუაცია მეცნო🙂

    მართლა ძალიან ბნელა. რა ბედნიერი ხარ,რომ ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებ🙂

    mariefille

    April 6, 2010 at 10:36 am

  9. Shosanna Dreyfus
    დარწმუნებული ვარ გაგრძელება ასევე არასასიამოვნო იქნება😦
    ისე მაშინ მე ეს პოსტი არა, მაგარი კაცები 2 დავაანონსე😀 რომელიც ჯერ არ დაწერილა და ისეთი ეფექტური ვეღარ იქნება, მაგრმა გურჯები იძლევიან ქვეყანა მასალას და მაინც უნდა დავწერო😀
    ვსიო ბუდიტ ოკ😀

    mariefille
    მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ😀

    1myway1

    April 6, 2010 at 11:14 am

  10. 😀 mshvenialuria
    erti paqti gamaxsenda goris birjaze ro moxda.
    ert mshvenier sagamos ,,vlevdi” chem gorel bratebtan da ratomgac vtqvi ro saqartvelso demografiuli problemebi udgas da maximum 200 weliwadshi gadavshendebit metqi, ertma mkitxa eg shen saidan icio, saidan da demografebma daadgines metqi, xoda mag demografebis ojaxi mvtyn-o😀😀

    mate

    April 6, 2010 at 11:44 am

  11. მაგარი კაცები😀

    1myway1

    April 6, 2010 at 12:03 pm

  12. sagol, martla magari postia.;) titkmis yvelaferishi getanxmebi.

    atila

    April 6, 2010 at 4:40 pm

  13. გაიხარე, მადლობა🙂

    1myway1

    April 6, 2010 at 7:04 pm

  14. სამწუხარო სიმართლეა ეგ ყველაფერი, გეთანხმები, და ჩემის მხრივ შევმატებ ერთ–ორ სიტყვას თუ არ განმირისხდებით😀 გუშინდელი “მარშუტკით” მგზავრობისას მეც ცოტა არ იყოს მოწამული მაქვს ხასიათი.
    არადა ჩემი გაწონასწორებულობის ამბავი კარგად მოგეხსენება. რეალურად ახლაც არ დამიკარგავს, მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა თავის მოთოკვა. ნუ 10 წუთის ამბავი, რომელიც 30 წუთი გრძელდება ეგ ჩვეულებრივი სცენაა. იმასაც მიჩვეული ვარ, რომ ყველას წინ უნდა დაჯდომა და მერე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეჩხუბებიან მძღოლს, თუ რატომ არ აქვს მას წინ ადგილი დარჩენილი. არ დაჯდებიან უკან და დარჩებიან ქუთაისში, მარტო წინა ადგილების გასაღებით არ ივლის ტრანსპორტი😀 კარგად კი უპასუხა მძღოლმა ისე: “კი მაქვს ერთი წინა ადგილი, მარა ნამეტანი ძღირი ღირს შენზაო, 20 000იო”😀
    ერთერთი ჩემი სისუსტეა ზედმეტი მგრძნობიარობა ცუდი სუნის მიმართ. ცუდ სუნს მირჩევნია მთელი გზა მატლებს ვჭამდე😀 მოკლედ ამოდის რა თქმა უნდა ერთი ასეთი ინდივიდი, მე მას გლეხთა კლასს მივაკუთვნებდი. რა თქმა უნდა გავღიზიანდი, მაგრამ გლეხი კაცია, უბრალო კაცია, შრომობს… ნუ მოკლედ ჩემი ანტიპათია ზოგადად სუნზე გადავიტანო და არა კონკრეტულად ამ ადამიანის სუნზე. მაგრამ ჯერ სად გძინავს თურმე. სანამ შეივსება ვავსებ ჩემთვის კროსვორდს, გვერდზე ცალკე სკამზე ვზივარ და თავი მაქ ჩარგული ჟურნალში, ფეხებზე მკიდია ყველა მგზავრი ასე თუ ისე (მათ შორის ორი ასე 20-21 წლის, რბილად რომ ვთქვათ არალამაზი გოგო, დაქალები, რომლებიც ჩემს გასწვრივ სკამზე ზიან და რა თქმა უნდა ცოტაოდენი ყურადღება არ აწყენდათ, ბოლობოლო მაგისთვის არიან დაბადებულნი😀, და ცდილობენ კიდეც როგორმე მიიპყრან ყურადღება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს და ზღვარს არ გადასულან უნდა აღვნიშნო). მიკროავტობუსი შევსების პირასაა და თვალის კუთხით ვამჩნევ, რომ ამოდის ვიღაც შავკოლგოტიანი, ჯინსის მოკლე კაბიანი და მაღალი, მუხლებამდე ჩექმებით არსება (სტილის სიავკარგეს რომ თავი გავანებოთ, თვალის კუნჭულიდანაც კი შევამჩნიე რომ არ უხდებოდა… პრინციპში, ეგ როგორ უნდა მოგიხდეს…). ჩამიარა და დაჯდა უკან სკამზე. აი ჩაიარა თუ არა, მაშინვე, ძაღლები რომ მკვებავ პატრონებს სოფლის შარაგზაზე უკან დასდევენ, ისე ჩამიარა სუნმა, აღარ დავკონკრეტდები რისმა😦
    მგონი ძალიან შევიჭერი როლებში და ზედმეტად გამიგრძელდა. თუმცა კიდევ არის აღსანიშნავი რამდენიმე ფაქტი ამ მგზავრობიდან. რიკოთზე რომ გაჩერდა მარშრუტი ბოლომდე შევათვალიერე ის არსება (მანამდე რავა მივატრიალებდი თავს). იქნებოდა ასე 26-28 წლის მდედრი, არამახინჯი სახის, მაგრამ მაინც უსიამოვნო გარეგნობის პირადად ჩემთვის. სამწუხაროდ რიკოთის მერე მეორეჯერ მომიწია სუნთან შეგუება😦 შემდეგ, უკვე გორს რომ გამოვცდით, ყურთსასმენებს დავავლე ხელი და ჩავიძირე მუსიკაში. მაგრამ აქაც გადმომწვდა😀 ცოტა ხანში ჩამესმა (ყურთსასმენების მიუხედავად) წიკვინა, სოფკასეული ხმა. თუ მიხვდებით აბა ვისი ხმა იყო?😀 თან სახასიათოა, რომ მაღალ ხმაზე იწარმოებოდა ბაასი მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამით გამოვლინდა მისი ხასიათი კიდევ ერთხელ. ანუ, მე პირადად, ყოველთვის ვერიდები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხმამაღლა ლაპარაკს,თუ არ ესმის თანამოსაუბრეს, ჰა–ჰა მაქსიმუმ 5 სიტყვა ვუთხრა რაც არ უნდა იყოს, ეგ არის და ეგ. ვერიდები ხალხის შეწუხებას და მყუდროების დარღვევას. ამასობაში კი ლაპარაკიდან გავიგე რომ ბავშვებიც ჰყოლია, დაიფიცა ისინი. ისიც გავიგე რომ გლდანში მიდიოდა.
    და ბოლო შტრიხი. შემოვედით თბილისში. ვიღაც წინ მჯდომმა სადღაც გააჩერა და ჩავიდა. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი არსება გადმოჯდა წინ, ალბათ მალე ჩადისთქო ვიფიქრე. ისე აგიხდა ყველაფერი კარგი!!! მალე კი ჩავიდა, მაგრამ ასე მალე? ე.ი. წინა მგზავრი ჩავიდა შესახვევთან, და როდესაც ტრანსპორტი დაიძრა და შესახვევი გადაჭრა (5-10 მ სულ რაღაც) მისმა ხმამაც არ დააყოვნა გააჩერეთო. მძღოლიც ეტყობა გაბრაზდა და წაუყრუა. მეორეჯერ უკვე შეჰკივლა გააჩერეთო. მძღოლიც სამართლიანად აღშფოთდა, აგერ არ ვიყავი გაჩერებულიო? იმანაც რაღაც ჩაილაპარაკა და შეარაცხყოფილი და შეურაცხადი სახით ჩავიდა, ისევ და ისევ დარწმუნებული თავისი საქციელის სიმართლეში.

    ეს ყველაფერი მოხდა ამ აღდგომის დღეებში ქუთაისში ვოიაჟისას, თუმცა ამ ვოიაჟში კიდევ უფრო საინტერესო ამბავი გავიგე და შემდეგ კომენტარში მოგახსენებთ ძაან თუ არ შეგაწყინეთ თავი🙂

    პ.ს. საქართველოს მართლა არაფერი ეშველება ჯერჯერობით. ერთი რასაც ვხედავ რომ აუცილებელია ეს არის ხალხის მასების ცნობიერებაზე გლობალური ზემოქმედება, ძირითადად მედიის საშუალებით. მერე შეიძლება გვეშველოს რამე.

    Garxoza

    April 7, 2010 at 2:35 pm

  15. საღოლ გარხოზ, კაი იყო🙂

    1myway1

    April 7, 2010 at 2:49 pm

  16. გაიხარე🙂
    აჰათ შეპირებული გაგრძელებაც
    ქუთაისის ამბები. ნაწილი მეორე (დასაწყისი, ბეტმენივით და კასპერივით)
    საერთოდ კომენტარის გაკეთება გადავწყვიტე შენი პოსტის ერთერთი ნაწილის წაკითხვისას, სადაც საუბარი იყო ქალ–ვაჟის ურთიერთობაზე და სათვალის როლზე ამ ურთიერთობაში.

    ქუთაისში ჩასვლის მეორე დღეს მოვინახულე ჩემი ძმაკაცი (სახელის და მეტსახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვინც იცნობს ისედაც მიხვდება თუ ვისზეა საუბარი). შევატყვე რომ ცოტა აფორიაქებული იყო. მანაც დიდხანს არ დამტოვა გაურკვევლობაში და მალევე დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
    ჯერ დავიწყებ იმით, რომ ეს ჩემი ძმაკაცი არის აბსოლუტურად უბოროტო, ალალი ადამიანი, ამასთანავე გახლავთ “დიდი ბავშვი” და თვითონაც კარგად უწყის ამის შესახებ. გოგოებთან აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა და დიდად არასდროს აქცევდა ამას მნიშვნელობას.
    მოკლედ ისე მოხდა, რომ ინტერნეტში გაიცნო ერთი ფრიად სიმპატიური, ლამაზი, ქუთაისელი გოგო. რამდენიმე თვეა ეკონტაქტება თურმე ინტერნეტით. ამანაც გაიკითხა რაღაცრაღაცეები და როგორც გაირკვა პატიოსანი ოჯახის და პატიოსანი წარსულის მქონე გოგოა. მაღალიცაა (ჩემი ძმაკაციც საკმაოდ მაღაია და მაგიტო მიაქცია ამას ყურადღება), მუშაობს საბავშვო ბაღში, იმ საბავშვო ბაღში, სადაც მისი პატარა ბიძაშვილი დადის. ნუ მოკლედ ასე გარედან ყველაფრით კარგი გოგო არის, მხოლოდ ერთი “მინუსი” აქვს _ 26 წლის არის. ანუ ჩემს ძმაკაცზე 3 წლით უფროსია.
    ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მზრუნველმა ძმაკაცმა თავის საყვარელ ბიძაშვილს ჩასჭიდა ხელი და წააკონწიალა ბაღში. იქ მან გაიცნო ეს გოგო, ემასლაათა, იმდენიც კი მოახერხა, რომ სადღაც დაპატიჟა (აღარ მახსოვს სად).
    შეხვედრის მერეც ფრიად კმაყოფილი დაგვირჩა (აწ უკვე) ჩვენი მეგობარი (ნუ ხო კაი, ჩემი ძმაკაცი). მშვენივრად უმუსაიფიათ, გულიც ცოტათი გადაუშლიათ (მაგალითად მოგიყვანთ, რომ ჩემს ძმაკაცს უკითხავს, თუ რატომ იყო ჯერ კიდევ ასე მარტოკა ეს გოგო. მას კი გულახდილად უპასუხნია, რომ ადრე ისე ვუყურებდი თაყვანისმცემლებს, თითქოს ისინი ჩემი ღირსები არ არიან და ასე შემოვრჩი ასე ეულადო). მოკლედ დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა , და თვითონაც არ ჩანდა ამ შეხვედრების წინააღმდეგი. ასე მორჩა ეს პირველი შეხვედრა.
    ახლა უკვე ვხედავთ ჩემს ძმაკაცს, რომელიც კმაყოფილი მიემართება სახლისკენ. ეზოში როგორც კი შევიდა, უბნის ძმაკაცებმა ეგრევე: “ვინ იყო ბიჯო (სახელი)ია ი გოგო შენთან ერთად რო იყო?” მოკლედ ვერ გადაგიდგამს რა ერთი ნაბიჯიც ისე, რომ არ შეგამჩნიონ😀
    შედის სახლში და ბებიამისი ეკითხება იგივეს😀 ვიღაც მეზობლის ქალს შეუმჩნევია თურმე ერთად.
    მეორე დღეს მოხდა რაც მოხდა. ეს მეზობლის ქალი დაფაცურებულა (ვინ იმასუშვებოდა) და მოუპოვებია ამ გოგოზე ინფორმაცია. კლიუჩევოი მომენტი გამომდგარა ასაკი (სხვა ნაკლი ვერ უპოვიათ როგორც ჩანს). ხოდა მივარდნილა ამათთან სახლში. ხოდა ბებიამისმა “ვაიო” (სონის გარეშე), დედამისმაც ვაიო, მამამისი ჩუმადაა მარა არც ისაა ეტყობა დიდად კმაყოფილი და ატეხილა ერთი ამბავი.
    წარმომიდგენია ახლა სიტუაცია. არის ქუთაისი, ჩაკეტილი საზოგადოება, სადაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარეშე პირთა აზრს. მივარდა “კეთილისმყოფელი” მეზობლის ქალი, სასოწარკვეთილი სახით, აი ისეთი სახით, ეგრევე წნევას რომ აუგდებდა ძმაკაცის დედას. ვსიო ცეცხლი დანთებულია, წამოვიდა ნავთი _ “3 წლით უფროსიაო”. ტიტუუ რას იტყვის ხალხი.
    ვსიო მთავარი საქმე გაკეთებულია. ეფექტი მოხდენილია. არადა სხვა გარემოებაში რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი ექნებოდა. თან ვიცნობ დედამისს და ნამდვილად შეგნებული ქალია. თანაც აქ იმან ითამაშა თავისი როლი, რომ იციან მშობლებმა ამ ჩემი ბედოვლათის ამბავი, სხვა პონტში რომ არ/ვერ დაიწყებდა გოგოსთან ურთიერთობას. ყოვლად ბუნებრივ კითხვაზე, თუ რითია ცუდი 3 წლით უფროსი გოგო, რეალური პასუხი ვერ მიიღო (ანდა საიდან მიიღებდა). მოკლედ ყოველნაირად შეეწინააღმდეგენ ამ ურთიერთობას.
    მეორე დღეს მიუვიდა ასეთი მესიჯი იმ გოგოსგან (დაახლოებით): “გთხოვ აღარ შემეხმიანო და დამივიწყო. არ მინდა ჩემს გამო შენ შენს ოჯახში პრობლემები შეგექმნას და არც ის მინდა, რომ ჩემი საქციელი არასწორად გამიგონ”.
    ნუ გაგიჟდა რა თქმა უნდა ამაზე ჩემი ძმაკაცი. აუტეხია სახლში გინება (სად არ ვიყავი?! რაიმეს ჩავიფიქრებდი), მეზობელს განსაკუთრებით გადასწვდა.
    ნუ ხომ ხვდებით ახლა რაც მოხდა, იმ გოგოს დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ ნუ ეტენები ბიჭს, შენ მისი ღირსი არ ხარ, ატყუებ პატარა ბიჭებს და ბლა ბლა ბლა… ამ ყველაფრის შემდეგ კი ამ გოგომ ყოვლად ღირსეული მესიჯი მისწერა ჩემს ძმაკაცს (ამიტომ მწყდება ყველაზე მეტად გული).
    ნუ მერე ამანაც დაურეკა და ბოდიში მოუხადა, ჩემი ბრალია ყველაფერიო და ყველას მაგივრად მე გიხდი ბოდიშსო, იმანაც კიდევ არაა შენი ბრალიო, ამან კი ჩემი ბრალიაო და ა.შ. მერე ნახა კიდეც და პირადადაც მოუხადა ბოდიში. მაგრამ აქედან უკვე აღარაფერი აღარ გამოვა. ჩემი ძმაკაცის სიტყვები: “არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა ჩემთანო. მაგრამ ახლა მე ოჯახს თავზე ვერ გადავახტები მაინცო”. მამენტ რა, რეალურად არც ფიქრობდა სერიოზულად, უფრო მეტად აინტერესებდა რა იქნებოდა, არც ჰყვარებია ჯერ, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა ყველაფერი ეს. მერე კი უბურღა ოჯახში ტვინი, და საბოლოოდ მშობლები ასეტ რამეს ეუბნებიან მას მერე რაც მიწყნარდა: შენ თუ გადაწყვეტ ჩვენ წინ ვერ დაგიდგებითო. მაგრამ ეს კიდევ საკითხავია. თან ჩემთან რომ იყო გამოსული დედამისი ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა.

    მორალი: ავადმყოფ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

    კიდევ მინდოდა მგონი რაღაცის დაწერა მარა ახლა უცებ ვერ ვიხსენებ და გავრბივარ თან.

    Garxoza

    April 7, 2010 at 4:10 pm

  17. ძალიან სამწუხაროა. ასეთი ისტორიები უამრავია, მათ შორის თბილისშიც(არც აქ აკლებენ) და ბევრი თავადაც ,მინახავს’. ამ ყველაფრის გამო ცხადია, რომ ეს არის ავადმყოფი, არაჯანსაღი და ფსიქოლოგიურად მთლიანად შესაცვლელი საზოგადოება. ამ ყველაფერს კი რამხელა იმედი და დრო სჭირდება თავადაც ხვდებით.

    სამწუხაროა ის, რომ ალბათ ჩანასახშივე განწირული იყო ურთიერთობა. მესმის, რომ როცა ვინმეს ხვდები თან ეგეთ საზოგადოებაში ეს ,გაკითხვა’ აუცილებელია, მაგრამ რა, იმ გოგოს ორი შეყვარებული რომ ჰყოლოდა იქამდე უკვე აღარ იქნებოდა პატიოსანი? ან მისი რომელიმე ოჯახის წევრი, რაღაც მხრივ ცუდი რომ ყოფილიყო ე.ი. ეს გოგოც ცუდი იქნებოდა?
    ჩანასახშივეა პრობლემა

    ნუ ასაკზე(თან სამ წელზე) კლაპარაკი საერთოდ სასაცილოა. ჩემი ცოლით დაახლოებით ამდენით იყო უფროსი და მისმა ,ქალაქელმა’ მშობლებმა ერთხელ გამოგვიცხადეს, კაი ბატონო რადგან ეგრე გინდათო, მაგრამ არ იყოს მაშინ თქვენს სანათესაოში მერე ლაპარაკი გოგოს ასაკზეო… ისტერიული სიცილი ჰქონდათ ჩემებს მახსოვს და მე დაშოკილი ვიყავი😀 კიდევ სოფელში ისე მოიგონეს რომ მამა მკვდარი მყავს, რომ მე არც გამაფრტხილეს და უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი ერთხელ(არ უნდოდათ ეთქვათ, რომ არ მაქვს ურთიერთობა) და ათასი რამ…
    არ ვარგა გურჯობა არა, და მერე რატო ამბობ ხოლმე ასე ხშირად და ასე უხეშადო…🙂

    კიდევ რაც ყველაზე მეტად მწყინს. ჩვენი მეგობრის პოზიციაა – მე ჩემ ოჯახს თავზე ვერ გადავახტები. ასეთი მიდგომა სამწუხაროდ, ჩემს საახლობლოშიც ხშირად მსმენია და ეს მაგიჟებს. ადამიანმა უნდა იბრძოლოს და ის უნდა გააკეთოს რაც უნდა! მაშინ, როცა იცის, რომ ცუდს არაფერს აკეთებს. გავარტყი მეზობელი ჯემალის აზრსაც და ვინ რას იჭორავებს იმასაც. ხშირად ოჯახის წინააღმდეგაც უნდა წახვიდე, როცა ასეთ მარაზმს აწყდები. ნუ მე ასე ვფიქრობ და რა ვქნა…
    დედას და მამას გუკლს ვერ ვატკენ, ამაგს ვერ დავუკარგავ და ა.შ. არ მიმაჩნია სწორად. არაფერს არ უკარგავ და არც შეურაცხყოფას აყენებ და არც პატივისცემას აკლებ თუ უბრალოდ, იმას აკეთებ რაც გინდა და თან არაფერ ცუდს არ აკეთებ, მაგალითად 3 წლით უფროს გოგოსთან ურთიერთობა.

    კიდევ ბევრი და არასასიამოვნო მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამჟამად არ მინდა. თან რამდენიმე მეგობარს გული ეტკინება, რომ ნახონ და ახლა არ მიმაჩნია სწორად. თორემ ჩემი აზრი მაქვს, ბევრჯერ მითქვამს პირდაპირაც და კიდევ ვიტყვი😀

    1myway1

    April 7, 2010 at 7:26 pm

  18. take it easy, buddy!

    ar girs marginalebze fiqrit tavis atkiveba, arashejda mwyeri xesa, ara iyos gvari misi, kirchxibi swor gzaze arasdros gaivlis da kuzians mxolod samare gaasworebs.
    ase rom gurjis qartvelad transformaciac naklebad savaraudoa!

    dae gviyvardes es fsiqozian-kompleqsebiani xalxi, gviyvardes isetebi, rogorebic arian, imitom, rom uketesebi ver gaxdebian da mattan konfrontacia ki ubralod sisulelea (aki tavadac agnishne!🙂 )

    Freddy Krueger

    April 7, 2010 at 8:10 pm

  19. გაიხარე, მართალი ხარ, მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის დაკიდება😦 თან აშკარად ნადგურდება ქვეყანა და მიუხედავად უამრავი სიახლისა სამყაროში, ესენი ისევ უსიბნელეთში ცხოვრობენ
    სიგიჟეა

    პ.ს.
    ასევე წეღან გამომრჩა, ზოგმა თავის გულში ჩაიხედოს, რასაც ახლა არ ამართლებს საქმე საქმეზე რო მიდგება, შესაძლოა იგივე გააკეთოს. ყველაზე მეტად კი ეს მშობლების ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ეხება🙂 როცა გაირკვევა, რომ თურმე ,შენი’ მშობლები არც ისე თავისუფლად და პროგრესულად მოაზროვნენი ყოფილან ,შენც’ ადვილად ექცევი ზეგავლენის ქვეშ, მათ წინააღმდეგ არ მიდიხარ და ფაქტობრივად მათნაირადვე მოაზროვნე ხდები. ეს ცუდია…

    1myway1

    April 7, 2010 at 8:48 pm

  20. გავ20დი, გარხოზ🙂 თავიდან ვიფიქრე 1myway1მ დაპოსტა გარხოზას ნიკითთქო, მაგრამ მერე იმდენად ქუთაისური ისტორია იყო, შევიცვალე აზრი🙂
    მსგავსი თემატიკის ისტორია ვიცი ძალიან ბევრი, მათ შორის საკუთარი🙂 მე პირადად ფსიქიკა შემირყია და სერიოზული კომპლექსები ამკიდა (არ ვაჭარბებ ნამდვილად) არაჯანსაღად მოაზროვნე (მისმა) დედამ, რომელსაც შვილისთვის კარგი უნდოდა. რატომ გონიათ მშობლებს (ახლობლებს), რომ ჩემთვის (თქვენთვის) ისაა უკეთესი, რაც მათ ჰგონიათ რომ უკეთესია?
    მე მაინც მიყვარს გურჯისტანი. ვცდილობ, გულთან აღარ მივიტანო მსგავსი ისტორიები და რაც მიყვარს და მსიამოვნებს, იმას მივაქციო ყურადღება.

    სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯერა რო, ვსიო ბუდიტ OK (c)🙂

    მინდვრის ყვავილი

    April 8, 2010 at 4:50 pm

  21. ყოჩაღ😀

    deldeserto

    January 4, 2011 at 9:12 am

  22. ყოჩაღი ვარ მე😀😀

    1myway1

    January 4, 2011 at 10:12 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: