1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

სამდიპლომიანი ბიჭი და ფეხბურთის ისტორიკოსი

with 4 comments

ერთი-ორი ისტორია უნდა მოვყვე და მივყვეთ ქრონოლოგიურად. დავიწყოთ იმით, რომ იყო და არა იყო რა, ფეხბურთზე ყუკეთესი რა იქნებოდა და მოკლედ, 31 მარტია ინტერი-ცსკა და არსენალი-ბარსელონაა(რომელიც როგორც იცით 2:2 მორჩა, ბარსას დიდი უპირატეობის მიუხედავად. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ საჭიროა პოსტის ამბავში, იმ ხალხისთვის ვინც არ ადევნებს თვალყურს ფეხბურთს). ჰოდა ვარ სტადიონზე, ბურთს ვაგორებ(ეს ის დღეა ზვიადას რომ ველოდე :D) და უცებ მირეკავს ყვითელი, რომ ძაან ბარსას ფანები ვიკრიბებითო(ნუ სხვებიც ცხადია, მაგალითად პანდა, რომელიც ყველას და ყველაფერს აგინებდა იმ დღეს :D), თან ლუდიო და საღამოს გამო დავლიოთ და ერთად ვუყუროთო. რასაკვირველია, დავეთანხმე ამ წინადადებას. სახლში მოვედი, დავისვენე, ვიბანავე, ვჭამე, ვიინტერნეტე, დავწერე ბლოგზე ,მე მივხვდი, რომ…’ და დავიძარი…

ავტობუსში ასულმა მობილურში თამაში დავიწყე. მივდიოდი სასტუმრო საქართველოსთან და მართალია შორი არ არის, მაგრამ უაზროდ ყოფნა მაინც არ შემიძლია და ასევე უაზროდ ვირთობ თავს გოლფით(რომელიც 900-ჯერ მაქვს დამთავრებული) ან რამე სხვა თამაშით. თამაშ-თამაშში ნელნელა დავაფიქსირე, რომ უკნიდან რაღაც საუბარს ვუგდებ ყურს და ვინტერესდები, რაღაც მომენტიდან დავიწყე მოსმენა, რატო ვერ ავხსენი, უბრალოდ ყური მივუგდე და მერე არც მინანია😀

მოკლედ, ზუსტად ჩემს უკან იჯდა ასე თუ ისე ასაკოვანი კაცი, ხოლო მის პარალელურად, იქითა მხარეს იჯდა ასევე ასე თყუ ისე ასაკოვანი ქალი. ორივენი პროვინციელები იყვნენ. მე მგონი ეს კაცი მოგვიანებით ამოვიდა და გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, როდის და რა ვითარებაში უცნობია და ვერც გამოძიებამ ვერ დაადგინა ))

თავიდან ეს ქალი უფრო ომახიანად ლაპარაკობდა. იწუწუნეს, რომ რაიონი მაინც სხვაა და ქალაქი მაინც ცუდია, არადა 61 ნომერ ავტობუსში კი ისხდნენ. თქვეს, რომ ერთი სული აქვთ როდის დაბრუნდებიან… და უცებ ამ ქალმა ნიპრიჩომ მოხია – ჩემ ბიჭს ორი უმაღლესი აქვს დამთავრებულიო. ორდიპლომიანი ტაქსისტების დვიჟენია აიწია უცებ და მეც შემომეპარა ირონიული ღიმილი და მარცხენა ყური ერთიორად გამეზარდა

ეს უთქვამს იმიტომ, რომ მერე მოეყოლა, დაოჯახებულია ჩემი ბიჭიო და მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიმუშავო და მივეხმაროო, ვიღაც ახლობელს ჩამოუყვანია, რომელმაც მითხრა ქალაქში მაინც შედარებით მეტი ხელფასიაო, რაიონში ვერაფერი ვნახე შესაფერისიო. სად მუშაობს ეს ქალი ზუსტად ვერ გავიგე, მე მგონი მაღაზიაში, გამყიდველად ან რამე.

მოკლედ, მის ბიჭს ჩაუბარებია რაღაც თავდაცვის ძუძუში, სახელი ვერ დავიმახსოვრე. ახლა სტიპენდია აქვს 200 ლარიო(რაში უნდა ეყოს, ოჯახს რჩენა ხომ უნდაო), ჰოდა რომ დაამთავრებს მესამე უმაღლესი გამოუვაო და ცხადია, ძალიან ამაყი იყო ამით. ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი ტიპაჟის ქალისთვის სამი დიპლომი რა პანაცეაა. სამდიპლომიანი ბიჭი… უბიჭესია, რაც ყველაზე ბიჭია ეგ ბიჭია…

ჰოდა, უცებ დადო მთავარი მარგალიტი ამ ქალმა. კაროჩეო, მე სულ მაღალ თანამდებობეზე ვმუშაობდი და რაიონში სხვანაირად მიცნობენო. რაღაცის დირექტორი თუ გამგე იყო მათ შორის, თქვა და ვერ დავიმახსოვრე. იქ კაი თანამდებობა ვეღარ ვნახეო და რამე ისეთს ვერ დავთანხმდბოდიო და წამოვედი აქეთო, აქ მაინც ისეთი პონტიაო იტოგში(ანუ არ უტყდება უცნობ ქალაქელებთან დამლაგებლად მუშაობა მაგალითად). თანო სულ უფროსი რომ ვიყავიო, ახლა ძალიან მიჭირსო, სხვების ქვეშევრდომი რომ ვარო… დეიდამ დამაჯერა იმენნა, განა რამე, მესმის რაღაცეები და ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივად მეღიმებოდა და რა ვქნა. მაინც – იესლი ჩილავეკ პროვინციალ, ტო ეტა ნა დოლგა😀😀
,,ვახ სოფელო რა შიგან გაქვს” და ასე შემდეგ😛

ამ დროს სცენაზე შემოვიდა, ის კაცი. მას მგონი ორი შვილი ჰყავს(ორივე ბიჭი, იოოო) ერთი დაოჯახებუულია, მეორე კი კონტრაქტნიკი ყოფილა ჯარში და ათასრაღაცა აქვს ხელფასიო დიდი სიამაყით ბრძანა პატივცემულმა. ის ქალი ძალიან მაგარი ჩუვიხა იყო, ეგრევე აჯახა – ჩვეულებრივი რიგითიაო? და ამ კაცის ტონი უნდა გენახათ – არა კაცოოო ოცმეთაურიო თუ რაღაცა მოხია მასეთი, თან ცოტა პაუზის მერეო. რა რიგითი ტოო… ,ტი შ(ჩ)ტოოო’😀

ქალის კითხვაზე – აქ ნაწირავები გაქვთ თუ თქვენი სახლიო – კაცმა უპასუხა: მე 3 წელი ვიმუშავე მარშრუტკის მძღოლად და სახლი ვიყიდე აქო, მერე კიდევ 5 წელი ვიმუშავე და მანქანა ვიყიდეო, ახლა ვისვენებო. ისე ორი სახლი მაქვს, ერთ სართულზე და ყველანი ერთად ვართო.

მერე უცებ დაიწყეს იმის გარკვევა, ვინ რომელი კუთხიდანაა და აქ უკვე ორივე ყური ვცქვიტე, მეთქი ოპაა, ვაი თუ ვაბსე არ იცნობდნენ ერთმანეთს შორიდან მაინც და ავტობუსში მიეპუწნენ ურთიერთსთქო, არ არის გამორიცხული😀 მათი საუბრის დაწყების მომენტი ხომ არ ვიცი და შემდეგაც ვერ დავადგინე, მგონი შორიდან მაინც იცნობდნენ ერთმანეთს. ისე ფერი ფერსაო😀 იპოვეს ერთმანეთი😀 (პახოდუ ამ ქალის ქმარი, რომ მკვდარია ეგ გაირკვა უცებ და ის კაციც ისე იპუწებოდა, ვინ იცის… სიყვარულს ასაკი არ ხომ არ აქვს :D)

ძალიან ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და დიალოგი, მაგრამ შევნიშნე, რომ სასტუმრო საქართველოს ორი გაჩერებით გავცდი უკვე და კინოსსახლთან, მაინც ჩამოსვლა გადავწყვიტე, არადა ალბათ კიდევ ბევრი მარგალიტი დაიდებოდა, მაგრამ ამდენისთვის შესაძლოა ვეღარც გამეძლო😀

საერთოდ ეს ისტორია, ბევრად უკეთესად მოსაყოლი-დასაწერი იყო, მაგრამ ერთი, რომ იმ დღეს ბევრი დავლიე და რაქღაც დეტალები ამომივარდა თავიდან ალბათ. მერე მეორე, ახლაც ვკვდები ისეთ პახმელიაზე ვარ და ისე ვერ ვქენი, როგორც მინდოდა, მაგრამ არა უშავს. ახლა გაგრძელებაზე გადავიდეთ…

მოკლედ მივედი დანიშნულების ადგილას, სადაც მშვენიერი საზოგადოება დამხვდა და ყველაფერი სცენარის მიხედვით განვითარდა. თუმცა ფეხბურთის დაწყებამდე ჯერ გვარიანი დრო იყო დარჩენილი ლუდი რომ გათავდა. ჰოდა ყვითელი და ჰელჰამერა გავიდნენ დაბავკის დვიჟენიაში, თან განიხილავდნენ ბარსელონას ამბავს, ნერვიულობდნენ და მოკლედ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. მობრუნებულებმა, ლუდის გარდა, უმაგრესი მარგალიტი მოიტანეს და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ისიც ბლოგზე უნდა დამეწერა, ავტობუსის ისტორიასთან ერთად😀

მოკლედ, როგორც ირკვევა, მაღაზიასთან მისულები ბარსელონაზე საუბრობდნენ და უცებ გაიჩითა ორი ტიპი. წარმოიდგინეთ სურათი. მე ასე წარმომიდგა – კლიზმა ტიპები, რომ ჩითავენ, თავს რომ გამოყოფენ ან შემოყოფენ… და უცებ ეს თავშემოყოფილი ტიპი ეუბნება ამათ – ბარსა წააგებს! – აქ პაუზა და ამატებს – 2:0-ს (თან შესაბამისი იაზვური ტონი უნდა ამის თქმას)
ამასობაში, მეორე უფრო კლიზმა ტიპი ამბობს – დაუჯერეთ ამას, ეს ფეხბურთის ისტორიკოსია! გუშინ 1300 ლარი მოიგო
😀

რაღაც პონტში საინტერესოა ისიც, რომ 1300-ლარიანმა ,ფეხბურთის ისტორიკოსმა’ ოდენ ორი ქარვა შეიძინა. მოკლედ, სატირალი იქნებოდა სასაცილო რომ არ იყოს😀 არა ,ფეხბურთის ისტორიკოსები’ მართლა არსებობენ, გამოლაპარაკებაშიც არაფერია უცნაური, პროგნოზიც ჩვეულებრივი ამბავია და ცხადია, შეცდომის დაშვებაც პროგნოზისას… მაგრამ აქ ფორმაზე, სტილსა და სიტუაციაზეა ლაპარაკი😀 ასეთი ,ფეხბურთის ისტორიკოსები’ ბევრი რომ გვყავს ამ ქვეყანაში და ხშირად მოწინავე პოზიციებზე სამწუხაროდ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად😀

და მეორე ტიპი, კუდად რო დაყვება და ადასტურებს იმის ნათქვამს, ვაბშე ,მაგარი კაცია’😀 ჩინებული რეპერის ტოქსის და შრეკის არ იყოს, ტოქსი რეპავს და შრეკი დაყვება და პერიოდულად ისვრის და იგინება ,ვაზისუბანი – მტყ…ლი უბანი!

ცხადია, ბევრი ვიხალისეთ და ბევრჯერ ვახსენეთ ფეხბურთის ისტორიკოსი იმ დღეს, მით უმეტეს თამაშიდან გამომდინარე😀 საწყალმა ლალიმ პანდას პროტესტის მიუხედავად, საბედნიეროდ მაინც მოიგო ვის უნდა 20 ათასში სოლიდური თანხა. თან ნელნელა შევცოტავდით, პანდა წავიდა, გოგოებიც, ჰელჰამერაც, სენსეიც, ძუძუ 4 საათი მააუტოჯის თუ რაღაც საიტს უყურებდა და მერე ისიც წავიდა. სახლის პატრონმა და მგონი ერთ-ერთმა საუკეთესო მეგრელმა😀 შენგელამ პატარა მიიძინა. ლოგიკურად ასეთი დღეები თუ არ იწყება, თეთრით მთავრდება მაინც ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდა, არაყი დაიდო! მალევე ყვითელმა უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მიწვა. მე მაინც ჯიუტად ვუტევდი იმ ბოთლს და სახლში მოსულ შენგელას მეუღლეს ბუშეს ვუბურღავდი ტვინს კინოზე და მგონი პოლიტიკაზე საუბრით, კინოზე საუბარი გამისწორდა ძალიან, კარგად ერკვევა თან ადამიანი, მაგრამ მთვრალი კაცი შუაღამეს ამდენს რომ ლაპარაკობს… ძნელი იქნებოდა მისთვის😀 მერე ბუშემ დაიძინა და შენგელას გაეღვიძა, ჰოდა მე და შენგელამ ვუყურეთ ძალიან ცუდ, უძიშოვეს, ფეხბურთის ისტორიკოს კინოს. არახნოფობია თუ რაღაცა, ობობები რო კლავენ ხალხს და არავის რო არ ჯერა და ბოლოს ამაზრზენი სცენებით უიაფფასიანესებით. ბოლოს ყველა ლოგიკით სადღაც ერთი ცალი მაინც რო უნდა იყოს დარჩენილი და გამოძვრეს, მაგრამ რეჟისორი უარეს სლეობას რომ გვთავაზობს… კერძოდ მიწისძვრას😀😀 და ასე მთავრდება ფილმი, ვაბშე რა შუაშია მიწისძვრა😀 გათენდა, ყვითელი გავაღვიძეთ, ისინი წავიდნენ სამსახურში მე კი სახლში დამტოვეს და დავიძინე. ასე იყო ეს ამბავი…

პ.ს.
დღეს თიბისი ბანკში კაი დიდ რიგში მოვხვდი და ორი მარგალიტი დაიდო ეგრევე, მაგრამ მაგარ კაცებში გავატარებ ამეებს და მერე დავწერ, ახლა ვერ ვარ რაღაც ხოდზე და მასალა არ შემომიფუჭდეს ცუდად დაწერით😀😀

Written by 1myway1

April 6, 2010 at 2:00 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :D:D:D:D
    magari vixalise, paxmeliisda miuxedavad mshvenieria
    prosta erti gamogrcha ra da iseti pontia… :D:D:D:D:D(aghar sicili)

    yviteli

    April 6, 2010 at 3:37 pm

  2. არა ბიჭო, გადავწყვიტე შემომენახა ეგ და მერე უნდა დაიდოს, თორემ არ დაიკარგება იასნია😀😀 უმარგალიტესია… ისეთი პონტია რა😀

    1myway1

    April 6, 2010 at 4:05 pm

  3. არ შეიძლება რომ თეთრ ფონზე წერო? : (

    ვერ ვკითხულობ, თან ეხლა თავიც მტკივა და..

    Natalia

    April 6, 2010 at 5:11 pm

  4. ხო, ბევრს არ მოსწონს ვიზუალური მხარე ჩემი ბლოგის😀😀
    არადა მე სხვა არცერთი ფონი არ მომეწონა😦
    მაგრამ მოვიფიქრებ რამეს😛

    1myway1

    April 6, 2010 at 5:17 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: