1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მაგარი კაცები 2

with 8 comments

დავიწყოთ იმით, რომ როცა ,მაგარი კაცები’-ს პირველი ნაწილი დავწერე, ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ გაგრძელებასაც დავწერდი მერე. თუმცა ამ მოკლე პერიოდში, იმდენი მასალა დაგროვდა და გამახსენდა, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი დაიკარგოს😀 ამჯერად, ცოტა სხვაგვარი სახით გადავწყვიტე დაწერა, ქვესათაურებად, სიტუაციებად… ან როგორც გნებავთ ისე დავარქვათ.

ჩინგიზი და ბარიგა
ჩინგიზი ჩემი ყოფილი თანამშრომელია და მართლაც რომ მაგარი კაცია, ყოველგვარი ირონიის გარეშე. კეთილი გულის მქონე ადამიანი. უბრალოდ გარემო, აყოლა ბირჟავიკებს და ა.შ. თავის ყველაფრით, ნუღარ დავაკონკრეტებთ, რითი. ჩინგიზმა ქუჩური სკოლა გაიარა, მაგრამ ბოლომდე არ ჩაძირულა მასში და გააგრძელა ცხოვრება. თუმცა ცხადია, სერიოზული კვალი დატოვა იმ ყველაფერმა, კვალი და ზეგავლენა მასზე. არადა, ფეხბურთი ეთამაშა ნეტა, რომ განახათ როგორ თამაშობს… ის ასაკით დიდია, ახლა ალბათ 40-ს ფარგლებში. ძალიან გამხდარია, ძალიან უყვარს ფეხბურთი და როგორც დაახლოებითი გარემო დაიხატა, თავადაც მიხვდებოდით გურმანები, რომ ცხადია ბარსელონა(მეორე ვარიანტი მანჩესტერ იუნაიტედი იყო თავისთავად)😀 თან არგენტინას(კიდევ ორი, არა სამი ვარიანტი გვქონდა – კლასიკურად ბრაზილია, რასაკვირველია ჰოლანდია და ნუ ინგლისი-ც😀 სხვას შეუძლებელია ასეთი ტიპაჟი გულშემატკივრობდეს) ქომაგობს და ერთხელ ხავიაერ ძანეტი ნაკრებში რომ არ წაიყვანეს, ცხონებულ ლადოს კინაღამ მაგიდა დაუმტვრია, ისე ამოსცხო ფეხი გაბრაზებულმა. ახლა ალბათ ძალიან გახარებულია, ბარსას და მესის სათამაშო ფორმით და მიღწევებით.
როგორც საერთო მეგობრებმა მითხრეს, ჩინგიზი სოლოლაკში ცხოვრობდა, იქვე ბაბუაჩემიც ცხოვრობდა და დაახლოებით ვიცი, რა ,დვიჟენიებიც’ იწეოდა, ასე ვთქვათ. მერე, მის ცხოვრებაში შემოვიდა ხელზე მაზვა, ტოტალიზატორი… და ჩინგიზმა სოლოლაკის სახლი გაყიდა და ვარკეთილში გადავიდა.

ეს ამბავიც ვარკეთილში მოხდა. ერთ დღეს, შეშფოთებული ჩინგიზი სამსახურში გვეწვია და სერიოზული სიბრაზით, სინანულითა და აღშფოთებით მოჰყვა შემდეგი ისტორია:
თურმე ვარკეთილში, მის ეზოში ცხოვორბდა მავანი ბარიგა, რომელსაც ერთ დღეს ნიღბიანი ,თანამშრომლები’ დაადგნენ და აიყვანეს. აქ ცხადია, ატყდა ისტერიკა, დედამ ალბათ კონცერტები დადგა, მამამ ღრიალი მორთო, აუცილებლად გამოვიდოდა რომელიმე მეზობელი და იტყოდა, რომ ეს გადასარევი ბიჭია, ლექსებს წერსო. ის ბიჭი ალბათ ყვიროდა – ხელი, ჩემი დდშვც, ხელი ბიჭო, ხელი გამიშვით ბო^ებო, გამოვალ დედას მოგიდგნავ და ასე შემდეგ… ყველაფერი კლასიკურ გურჯულ პორტრეტში, ვარკეთილური ინტერიერით.

ამ ყველაფერს ჩინგიზი შეესწრო და ცხადია, მისმა კეთილმა გულმა ვერ გაუძლო სურათს და… ძალიან კარგია როცა სპეციფიური ტონით ყვები ამ ყველაფერს, დაახლოებით იმ ტემბრით, როგორიც ჩინგიზსს აქვს, ბევრად მეტი ეფექტი მოაქვს, მაგრამ…
მოკლედ, ჩვენი ჩინგიზი ამბობს: ,,მივედი რაა, რომელიღაც ,მასკიანთან’ და გავუიასნეეე (რა გაუიასნე ბიჯოო😀😀 ბირჟა კი არ არის😀 რედ. :D), მეთქი უბნიდან, დედის თვალწინ (აი ეს არის ჩემი სყავარელი, ორგაზმი მონაკვეთი – დედის თვალწინ – ჯიგარს წვავს) ბავშვი(ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიტყვაა) მიგყავთ, ეგრე არ არის ტოო…”. რაც ყველაზე მთავარია, მერე თავადვე ამატებს – არა, რა დასამალია და ის ბიჭი წამალს ჰყიდდა, მაგრამ…😀 ჰოდა რა მაგრამ ჩინგიზ, დაიკიდე, ეგრეა საჭირო…😀 აღარ მოვყვები, რამდენიმე ადამიანი როგორ აღაშფოთა თავის მხრივ, აღშფოთებული ჩინგიზის ისტორიამ… მაგრამ მერე ყველაფერი იუმორში გადავიდა.
ამასობაში, ნუ დაგვავიწყდება ის ნიღბიანი, რომელიც თავის მხრივ, ანგელოზი არ იქნებოდა და ალბათ ორმაგი კულტურული შოკი მიიღო, მე მგონი ჰაერში სროლა დაიწყო უგონოდ და დამატებითი ათი მანქანა გამოიძახეს, მაგარ შარში ვართო😀 კიდევ კაი ჩინგიზიც არ წაიყვანეს.
დედის თვალწინ რა პონტია… ეგრეა აბა… ლექსებს წერდა

ერთხელ კიდევ, რუსეთში ვიღაც გურჯი ქურდი რომ აიყვანეს, მეორე დღეს შეწუხებული იყო ჩინგიზი, ნახეთ ,ვიღაც გრუზინსკი’ როგორ აიყვანესო? საკმაოდ ცნობილი მასტი იყო, დამავიწყდა რომელი. ილბაბიმ თქვა, ნეტა იმას თუ აწუხებს ჩინგიზის პრობლემებიო😀

ჩინგიზი და სატანა
როგორც ზემოთ თქმულიდან მიხვდით, ჩინგიზს ძალიან უყვარს ტოტალიზატორი და რაც ცუდია ,ხელზე მაზვაც’, უფრო ეს მეორე. ნისიაზე გამაზვები და მერე ჩატანები და ა.შ. უყვარს ,ჩაბეტონებული 1-იანები’, ,ვიცოდიი რააა, მურსია ვიცოდი’, ,2-იანს არ გაექცევა’, ,გაყიდა-იყიდა-მსაჯს ყვითლების მეტი ედო’ და ასე შემდეგ. მოკლედ, ხანდახან იგებდა, მაგრამ ძირითადად უფრო აგებდა და ერთხელ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა წაგებების და გამოაცხადა, რომ ,სატანას ეთამაშება’. აი ასე, შემოვიდა ოთახში და თქვა: ,,სატანას ვეთამაშები რაა… კიდე მომიგო ტოო”. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სატანა, სულაც არ იყო სატანა, უბრალოდ ეშმაკი იყო, მაგრამ პრინციპში, ეს ხომ იგივეა, ამიტომ, რაღაც მომენტში ჩინგიზიც მართალია.
საქმე ის არის, რომ ჩინგიზი ,იღებდა’ სიტყვაზე მილანი-ასკოლის X2-ს ანუ ფრეს ან ასკოლის მოგებას. სატანა-ეშმაკი კი მილანის მოგებაზე ანუ 1-იანზე ,დგებოდა’. ბუნებრივია, 10-დან 9 შემთხვევაში ჩინგიზი მარცხდებოდა და მერე წუხდა, სატანას ვეთამაშები, რაც თქვა, ყველაფერი დასვაო…😀
ეს ყველაფერი ცოტა გადავამეტე, ჩინგიზი ნორმალურად ერკვევა ფეხბურთში(უბრალოდ ტოტალიზატორისთვის არ არის დაბადებული და ემოციები ძალავს), მაგრამ დაახლოებით ასე კი იყო, აშკარად ბევრად მომგებიან პოზიციაში ტოვებდა იმ ვიღაცას და მერე ბრაზობდა წავაგეო.
,,სატანას ვეთამაშები რაა…”

კიდევ რამდენიმე კარგი ისტორიაა ჩინგიზზე, მაგრამ აჯობებს დანარჩენი კონკრეტულ წრეში დარჩეს. ისე რა ხანია არ მინახავს, იმედია, კარგად არის.

სიტუაცია ბანკ რესპუბლიკაში
ეს არის გასული შაბათი დღის ამბავი. დილით ადრე ავდექი, შევყევი კომპიუტერთან მაიმუნობებს, მერე წვერი გავიპარსე და უცებ საათს დავხედე და მივხვდი, რომ რსრ-ს(რა? სად? როდის?) ტურნირზე მაგვიანდება. ვიფიქრე, ახლა საჭმლის მომზადებას ვეღარ მოვასწრებ და მიწისქვეშა გადასასვლელში რამეს დავითრევ და გზად შევჭამთქო. რატომღაც დაკეტილი დამხვდა იქ საცხობი. ნუ არა უშავს, მივედი, ვითამაშეთ და ახლა არჩილას უნდა წავყვე სვაიაკზე/სვაია იგრაზე/ჯეოპარდზე. უკვე საკაიფოდ მშია. 4 სათი ხდება და სვაიაკი 5-ზე იწყება. არჩილა ამბობს სახლში გავიდეთ ჯერო, მაგრამ აშკარად მეზარება 20 წუთის გულისთვის გასვლა და მეთქი, წამო გავიაროთ და პირდაპირ იქ მივიდეთთქო. კაიო, მაგრამ ფული მაქვს გადასახურდავებელი და პირადობა არ მაქვს თანო, მეთქი ჩემი პირადობით ისვქნათთქო. მოკლედ, თან თამაშის შეკითხვებს განვიხილავთ და თან მივუყვებით გზას, ცალი თვალი გამირბინს, რამე ფენოვანი, ჰოთ დოგი ან რამე რომ გაიჩითოს და ჯინაზე არაა. ნუ მერე ვარაზის ხევს ავუყევით და იქ რა იქნებოდა… ზემოთ უკვე არის ადგილები, მაგრამ ჯერ წავედით ბანკ რესპუბლიკაში იქვეა რა, თან მერე მესამე კორპუსში ვიყავით მისასვლელბი და მეთქი ჭამასაც მოვასწრებ.

შესულებს რიგი დაგვხვდა. სამი სალარო მუშაობდა და რაც ჩვენ გვინდოდა იმ საქმეს მე-5 და მე-6 სალარო ემსახურებოდა. უცებ შემოვიდა ვიღაც გლეხი კაცი, ამოარჩია იმენნა ის სალარო, რომელსაც ყველ;აზე მეტად ჰქონდა ჩამოფარებული ფარდა თუ რაღაც, თავი დაწია და დაიყვირა – გამარჯობათ! ნუ ამ პროვინციელმა კიდევ ატარა რაღაც კარგი რაღაცეები, მოლარე-ოპერატორი თავისი მხარიდან აღმოჩნდა და ძმადნაფიცობა აღუთქვა და ა.შ. მაგრამ რას ვერჩით, კაცია თავისთვის. ამასობაში, შემოვიდა კიდევ ვიღაცა და რასაც ვერ ვიტან ხოლმე ბანკებში ის გააკეთა – ჯერ ურიგოდ გაძრომას რომ ცდილობენ ხომ ნერვები მაწყდება. მერე მეორე, ხედავს დგახარ ხო და ყველა სალაროს რომ ჩამოუვლის და შეიხედავს ღია ხომ არააო, დებილი გონიხარ რა… იქით ღიაა სალარო და შენ რიგში დგახარ… ეგეთი ტიპებზე და ტიპშებზე გული მერევა.

ჩვენი სალაროებისკენ რიგი შეთხელდა, ორივე სალაროში თითო კაცია და რიგში პირველები ჩვენ ვართ, მეორე კი ვიღაც ასევე მოპროვინციელო ნორმალური სუბიექტი. ჰოდა, სწორედ ამ დროს, კარი შემოაღო მან, ვინც ამ სიტუაციის მთავარი გმირი გახლავთ. შემოდის დაბალი ბიჭი 30-ს ფარგლებში, რაღაცნაირად ჩაცმული, უაზრო შავი სათვალე, წვერი საშუალოდ მოშვებული და ეგრევე გეზს იღებს პირველი სალაროსკენ. იქ დგას ერთი ადამიანი, მაგრამ ვითომც არ არსებობდეს (ამასაც ვერ ვიტან, ასე უცერემონიოდ რომ აკეთებენ, ბოდიშის მოხდის გარეშე), აი ისეთი ხმის ტემბრით, რომელიც გვაძლევს სრულ პოტენციალს ანუ სავარაუდოდ ეს კაცუნა წწ-ც არის და ნარკუშაც, ნაგლად ეუბნება ოპერატორს: ისა, ვესტერნ იუნიონი მინდა და აქ არის? – იმან უპასუხა, რომ იქითა სალაროებშიო. აა, იქით? აუ მალე იქნება?  ჩემი დდშვც და კიდევ რაღაც გაურკვეველ კითხვებს სვამს, თან ძალიან ხმამაღლა აკეთებს ამ ყველაფერს.

ნელნელა გადმოიწია ჩვენსკენ. ჩვენი რიგიც უკვე მოვიდა, არჩილამ ამოიღო ყველაზე სამარცხვინო ქვეყნის, ყველაზე სამარცხვინო ფული😀😀 ანუ ფუნტი სტერლინგი და მიაწოდა ოპერატორს, მე პირადობა მივეცი და ის იწერს რაღაცეებს, რესპუბლიკა ხომ საოცარი ფორმალობებით გამოირჩევა. ამასობაში, წწ ეკითხება იმ კაცს, ჩვენთან ერთად, რომ დარჩა რიგში: ,,თქვენ საით ელოდებით?”. იმ კაცმა რავიო აქეთაც და იქითაცო – აა, საითაც უფრო მალე იქნება ხო? გაიტყლარჭა წწ.
როცა უკვე ფული უნდა მოგვცენ, არჩილა ეუბნება ოპერატორს, ისე მომეცით, რომ ერთი ხუთლარიანი მაინც იყოსო, რატომღაც ოპერატორი დაიბნა, თითქოს არ ჰქონოდეს ხუთლარიანი და პატარა პაუზა გააკეთა. აქ ჩვენ ლომკიანს ნერვებმა უმტყუნა და მოგვმართა – აუ მე დაგიხურდავებთ რააა, პროსტა ძაან მეჩქარება… პარალელურად, ოპერატორმა დაიწყო ფულის გადათვლა სულ 5 ლარიანებით, ალბათ ცუდად გაიგო, მარტო ერთი 5 ლარიანი რომ სთხოვა არჩილამ. ჰოდა, ჩვენც ვუთხარით, უკვე ახურდავებსო.

წრიალებს ჩვენი წწ და მეორე სალაროც მოყომარდა ამასობაში და იმ კაცის რიგია, რომელმაც მიმართა წწ-ს, მოდი ჯერ შენ შედიო… მაგრამ გახსოვთ მე რა გითხარით? ისინი დიდი ზრდილობით გამოირჩევიან! ვინც არ იცით, ამიერიდან იცოდეთ! ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!😀 წწ დაიგრიხა და ხმა უფრო დაასერიოზულა: ,,არა შენ შემოგევლე, მიდი, როგორ გეკადრება, ესენიც ამთავრებენ უკვე” და თან დაამატა მთავარი: ,,პროსტა ბავში(ასე თქვა) მელოდება მანქანაში”. მართლაც, დავამთავრეთ, ხელი მოვაწერე, ფული აიღო არჩილამ, გამოვეცალეთ და მე ნელნელა მოვდივარ, ისედაც მისი შემოსვლის წამიდან ვკაიფობ(თ). გაირკვა, რომ არც ჩვენ სალაროში არ არის ვესტერნ იუნიონის მომსახურება და იმენნა იმ ნორმალური  პროვინციელი კაცის სალაროშია, კინაღამ პანიკაში ჩავარდა წწ, მაგრამ არ აცალა იმ კაცმა, მოდი გენაცვალე აქეთო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ! წწ ხომ ზრდილობიანია, ჯერ სანამ საბოლოოდ იქით გადავიდოდა, გაარკვია, რომ ეს კაცი ჯარიმას იხდიდა, იკითხა აქეთაც ხომ გადაიხდისო და მხოლოდ მერე გადავიდა იქით, ხედავთ?

ღიმილით გამოვედით ბანკიდან 15 წუთი რჩება 5-მდე, III კორპუსი იქვეა, ჭამაც უნდა მოვასწრო. თუმცა უცებ არჩილა სრულიად გულუპრყვილო კითხვას სვამს(არადა, თვითონაც იცის, როგორცაა. მერე თქვა კიდეც, რამ მაკითხინაო) – საინტერესოა ნეტა ბავშვი მართლა ელოდებაო😀 მეც გავიბადრე, მეტი რაღა მინდოდა და უცებ გადაწყდა, რომ ფეხს არ მოვიცვლიდით იქიდან სანამ წწ არ გამოვიდოდა ბანკიდან. თან დავლანდე ერთ-ერთი მანქანა, რომელშიდაც მისივე ასაკის ტიპი იჯდა, ძაან შეწუხებული, ლოდინი რო ეზარება დვიჟენიაში და ინტუიციამ მიკარნახა, რომ სწორედ ის არის ,ბავშვი’. არჩილამ შემაპარა, კაი დავიკიდოთ წამო ჭამე მოასწრებო, თან იმაშიც შევთანხმდეთ, რომ მართლაც, რომ ყოფილიყო ბავშვი, ეს არაფერს ცვლიდა ბევრს, წწ წწ-ა მარად და მარად, უბრალოდ სტატისტიკისთვის იყო საინტერესო😀 თან რაღაც თუ ავიკვიატე პიპეცია. ჰოდა, ველოდეთ კაი 14 წუთი დაახლოებით, თან რაღაცეებს ვმაიმუნობდით, ვამბობდით ახლა უნდა შევიდეთ და დავუწყოთ – აბა ბავშვი, სად არის ბავშვი? და ჩემი ვარაუდით ასე გაგრძელდებოდა – გაცოფდებოდა წწ, დაიწყებდა სპრავიდლივად გაჩევას – ჩმდდშვც, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? მოიცა გამოვალ ამათ მოუ… და თან შეტრიალდებოდა ოპერატორთან, შენთან ბოდიში ძმაო რა, პროსტა ამათ მოუ…😀 ნუ მერე ვის ვინ მოუ.. ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მაინც(გურჯული წინადადებაც გამოვურიე უცებ)

ჰოდა, გამოვიდა ჩვენი ,მაგარი კაცი’ ზედმეტი ფურცლები გადაყარა ეგრევე, მეც მობილური მივიდე ყურთან ვითომ ვინმეს ველაპარაკებოდი, მაინც პროფილაქტიკისთვის და გავყევით, ბევრი სიარულიც არ დაგვჭირდა, სწორედ იმ მანქანასთან მივიდა, რომელიც დავაპრიკოლე თავიდანვე, ჩაჯდა თავის ბრატთან, უი, მე მაპატიეთ ბავშვთან და ჩვენც დავიძარით მესამე კორპუსისკენ. მაგ სლის გამო კიდევ ორი საათი მშიერი ვიყავი.

მომავალი(წწ-ები)
ალბათ უკვე ხვდებით და ვინც მიცნობს მით უმეტეს იცის, რომ ტრანსპორტსა და მე განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ბევრი ისტორია მაქვს ტრანსპორტთან დაკავშირებით. ესეც ერთი-ერთი მათგანია, სერიიდან ,კლასიკა ჟანრა’.  მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ, ვზივარ ავტობუსში, უფრო სწორად, ავედი ავტობუსში და პატარა ძმები უკვე დამხვდნენ იქ. მათ სიახლოეს ვიჯექი და წავიდა ჩინებული დიალოგი…

I: – რა პონტია შეჩემა, თითქმის 20 წლის ბიჭი ხარ და 13 წლის ბავშვს მობილურს ახევ? (არადა მაქსიმუმ 16-17 წლისები იყვნენ)
II: – არ ამიხევია, ბიჭო, პროსტა ვიღადავე რა
I: – მიდი მიდი დაურეკე ეხლა, გაუსწორდება, როგორ ხარო უთხარი

ამასობაში, ეს მეორე იღებს მობილურს და რეკავს სადღაც, პირველს უხარია და ეკითხება – ურეკავ? – მეროემ იმას არა, ნინიკოს ვურეკავო, მალევე ჩამოიღო მობილური ნერვიულად ყურიდან და განაცხადა, გათიშული აქვსო.

II: – წამო ჯაბასთან ავიდეთ, რაღაც პონტი ეძრობა, გოგოებიც იქნებიან
I: -აუ იმ დღეს ვიყავი და ბევრი გოგო იყო, არავინ არ იძლეოდა, ერთი მარისთან იყო შანსი, ხო იცი მარი?
II: -როგორ არა, მაგის მოდგვნას რა უნდა შეჩემა

არადა 90%-ია იმის შანსი, რომ ორიდან ერთ-ერთს მაინც ძუძუზეც არ მოუკიდია ჯერ ხელი, ვსმისლე არაკაიბიჭის ძუძუზე, თორემ თავიანთ ძუძუებზე მოკიდებული ექნებათ კაცო

I: – ისე გუშინწინ, ჩმდდშვც, მაგრა მშიოდა, დილიდან უჭმელი გამოვედი და მეთქი ჯაბასთან რამეს შევჭამთქო
II: – აუუ მე გავსკდი, გახსოვს რამდენი საჭმელი იყო?
I: – ხო, მაგრამ მე მოვკვდი მშიერი, სამარხ(ვ)ო არაფერი იყო და ვერაფერი ვერ შევჭამე პურის გარდა

უკომენტაროდ🙂 რაც დამამახსოვრდა იმ დიალოგიდან ესეც საკმარისია, დასკვნები თქვენზე იყოს😀

კუწუნი
ჩვენს ქუჩაზე ერთი ხელოსანია, მე კუწუნის ვეძახი, სულ უცნაური ან არაუცნაური მეტსახელების შერქმევა მახასიათებდა, მაგრამ კუწუნის რატომ შევარქვი კუწუნი არ მახსოვს, უბრალოდ, ავდექი და ასე შევარქვი. ისე კარლო ჰქვია და სომეხია, არჩილას რატომღაც ვატყუებდი ბავშვობაში, კა-ნ-ლო ჰქვია, სომხური სახელიათქო – არ გამიგიაო, მაგრამ მაინც სჯეროდა😀

კარლო ძალიან ნიჭიერია თავის საქმეში, ყველაფერი გამოსდის, ისე უცებ და კოხტად აკეთებს ყველაფერს, რომ შეიძლება გაგიჟდე, როცა უნდა ოღონდ და როცა კაი ფულს იღებს😀 კაი გაყვლეფა კი იცის ხალხის, მაგრამ ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ხედავს, რომ მთლად შეძლებულები ვერ ვართ, თან ადამიანურ პონტსაც აფასებს ასე თუ ისე და მოკლედ შეღავათს გვიწევს ხოლმე. ისე, მართლა ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი იცის, რა უნდა უთხრა სახლის ამბავში, რომ ვერ გააკეთოს. კაი ფულიც აქვს ნაშოვნი. მშრომელი კაცია. სულ შეკვეთები აქვს, მობილური თავისი უცნაური მელოდიებით არ ასვენებს ხოლმე. ხანდახან სიბრძნეების თქმაც უყვარს, იმის, რაც დიდი ხანია იცი და ელემენტარულია, მაგრამ ისე დინჯად და დამაჯერებლად ამბობს, რომ გსიამოვნებს მოსმენა😀 მოკლედ კაი ვინმეა, პრიკოლი

ერთხელ, მეზობელი ქეთო ბებო, მაშინ ცოცხალი იყო, და ქეთო ბებოს რაღაც გაუფუჭდა სახლში და კარლო აკეთებდა, ჩვენც იქ ვიყავით და ბებიაჩემმა დაუწყო ოჯახზე ლაპარაკი. ჯერ ცოლზე ჰკითხა, მერე შვილებზე. შენი ბიჭი რამდენი წლისააო, კარლომ უპასუხა 16-სო. ახლა გოგოს ასაკი ჰკითხა ბებიაჩემმა და კუწუნიმ გენიალური პასუხი გასცა – უფ, ის გოგოა…😀😀😀 გაოგნებული დარჩა ბებიაჩემიც და ქეთო ბებოც, დაუწყეს ლანძღვა და უბედურება, კარლო კი ამ ყველაფერს მშვიდი ღიმილით შეხვდა, 2 წუთის საქმე დინჯად დაასრულა აიღო იმაზე ბევრად მეტი ფული, ვიდრე ერგებოდა რეალურად და წავიდა. აბა მაგარი კაცი არ არის?😀

ისეთი პონტია რა…
მოგეხსენებათ, ,ისეთი პონტია რა…’ უკვე საკმაო ხანია ,ბრენდია’ და ხშირად ვხმარობთ ბევრი ჩვენგანი. თუმცა ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა და ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე მაგარმა კაცმა(ბოლო ბოლო ჩემი ბავშვის ნათლიაა… ისე საწყალი ბავშვი – სამარცხვინო და მეშჩანი სიდედრ-სიმამრი, მშობლებისგენ შორს ვერ წასული დედა, თავისებურად შერეკილი მამა და კიდევ კახნო/ორკი/კუკუშა ნათლიად😀😀 და პლუს კახა.. მაგარ შარშია😀 ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით ცხადია), ძალიან უცნაურად და საინტერესოდ, გამოიყენა.

მოკლედ, ჩვენმა ორკმა, არსენალი-ბარსელონას(2:2) მატჩის მერე, როცა საყოველთაო მოსაზრებით ტყუილა გააგდეს კარლეს პუიოლი, ყვითელის კითხვაზე გასაგდები იყო თუ არა პუიოლი, ასე უპასუხა:
(სკაიპის ნიკებს გადავაკეთებ :D)
[12:13:54] გაბისა :D: puyoli gasagdebi iko sheni azrit?
[12:15:33] ორკი: gasagdebi ar iyo
[12:15:39] ორკი: magram bolos gaagdes ra
[12:15:42] ორკი: da iseti pontia

ყვითელმა ხელა-თ😀 დამიკოპირა და ბევრი ვიხალისეთ😀
და ისეთი პონტია რა?😀😀 აი რა?😀 რას ნიშნავს ისეთი პონტია, თუ გასაგდები არ იყო, მერე რა რომ ბოლოსკენ გააგდეს😀😀 მაგარი კაცია, აბა რა არის :love: ოღონდ მართლა. ორკზე კიდევ ქვეყანა ისტორიებია, მაგრამ ეს ყველაფერი კულისებს მიღმა😀 (კახნო თუ კითხულობ არ დაიგრუზო შეჩემა😀 შეგიძლია ბევრჯერ თქვა შენი განუმეორებელი ტემბრითა და ლაპარაკის მანერით – გიიიოოოორგააა სუუუ გამოოოსლეეევდაა შეეეჩეეეემააა)

სხვადასხვა
სადღაც ერთი თვის წინ, მაგარმა კაცმა ჩითა ჭავჭავაძე-ბერძენიშვილის გადაკვეთასთან. ბებიაჩემს აფთიაქში მივყვებოდი და ვიღაც ტიპი, შორტებით და მაიკით, ზის ველოსიპედზე და ტროტუარზე მოკატაობს, თან მობილური აქვს ყურთან. არ ვიცი, შესაძლოა მე ვარ უმეცარი და შეცდომით ვფიქრობდი, მაგრამ მეგონა, რომ  რადგან გურჯები მიხვდნენ, რომ კარვით სადმე წასვლა, ავტოსტოპით სიარული და ველოსიპედით მოძრაობა გრეხი არაა და არ ტეხავს, ე.ი. მცირე ძვრა არის და ტიპი, რომელსაც ველოსიპედით ასე მოძრაობა არ უტყდება, ცოტა პრადვინუტი უნდა იყოს და არა კლასიკური წწ. მწარედ ვცდებოდი, მამენტ ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი წარმოდგენაც მქონდა ველოსპიდეთან დაკავშირებით😀
უცებ ძმამ, ბოლო ხმაზე მორთო ღრიალი, მთელ ხალხში, თან გამოთქმით რომ იგინებიან(ჩვენც გვიქნია ხოლმე, უმეტესობას), ამას ვერ ვიტან ძალიან, რო ცრიან კბილებში და ტყ-ს დროს რო მაქსიმალურად უწევენ ხმას. ბოლო ხმაზე ღრიალებდა – ვიის ბიჯო? ვიის? შენი დედას შვც, მოვალ დედას მოგიდგნავთ, გადაეცი მაგას… და ასე შემდეგ. ხალხი შეცბა, ზოგს ეღიმებოდა, ზოგმა ნაბიჯს აუჩქარა, მე ირონიული ღიმილი გადამკრავდა და ,იასნა ძმა’ და რაღაცაეებს ვეუბნებოდი ბებიაჩემს. იმან გალანძღა თავისთვის და მერე მე მითხრა, ჰა მოგეცა ეხლა სალაპარაკო ხოო? და დასაწერი ფორუმებზეო😀 ნუ ბლოგი არ იცის ბებიაჩემმა, აბა ამის მერე როგორღა არ დამეწერა😀
ერთი-ორჯერ მაგარ ტელეფონიან წწ-ებს შევესწარი, მაგრამ მათზე მოყოლა მეზარება ახლა – 20 წუთში გოგო დაბრუნდეს ბიჭოოო – თავს მოგაჭრიიი – და ასე შემდეგ ტექსტები

არაერთი წლის წინ მე და ბებიაჩემი მისი დაქალისგან ნონიკოსგან მოვდიოდით გვიან სახლში. მაშინ 4 ნომერი მარშრუტკა რუსთაველიდან დელისამდე მოძრაობდა და ბოლო 11-ზე გადიოდა თუ რაღაც ასეთ დროს. მძღოლებს ცხადია, ჯერ კიდევ მაგნიტი ედოთ ხურდებისთვის და არეულობის გამო, ფულს, ლარიანებსაც კი, არ აჩერებდნენ სადმე გამოსაჩენ ადგილას, ჯიბეში, ცხრაკლიტულში ინახავდნენ. ჩავსხედით 4 ნომერში და მძღოლს მოადგა ვიღაც ნასვამი ნაწყლი, ფული მჭირდება და მომეო. ამან არ მაქვსო, იმან დაიწყო ვილკების ყრა, ბოლოს მტყუანის დდშვც, გნახავ მერეო. ეს საწყალი მძღოლი დავიხსენით როგორღაც კლანჭებიდან და წამოვედით სახლში. ახლა მიხარია, მსგავს რამეებს რომ ვეღარ ვხედავ, აღარც მაგნიტია ხურდებისთვის და… მოკლედ ხვდებით.

არცთუ დიდი ხნის წინ, თამარაშვილის ქუჩა რომ იწყება უკვე, იმ ტერიტორიაზე ჩემ მარშრუტკას ვიღაცამ დაუაბგონა უშნოდ, ამანაც რაღაც უაზრო მანევრი გააკეთა იძულებით. უკან სხვა მანქანა იყო კიდევ, მარკა ვერ შევნიშნე, კარგი მანქანა იყო და გაზმანული ,მაგარი კაცი’ მართავდა. იასნია აუტეხა სიგნალები, მერე გაუსწორდა მძღოლის ფანჯარას და მოაძახა – მძღნერივით რო ზიხარ მანდ, შენ მოგიდგან დედის მუმუო. გასაგებია, შესაძლოა ნერვებმა უმტყუნდა და არც ეს მძღოლი იყო ანგელოზი, თან მართლაც ზედმეტი წონა ჰქონდა, მაგრამ ის ტიპიური ნაწყლი გახლდათ, აი რადგან კაი მანქანაზე ზის და ფული აქვს, მარშრუტკის მძღოლი დაბალი ღობე რომ ჰგონია და უეჭველი დარმწუნებულია, რომ ყველაფერი გაუვა, ეგეთი უნდა გადმოიღო და იქვე დატოვო, მაგრამ ძალიან ცოტა დავრჩებით მგონი მერე და მოსაწყენი იქნება😀

ბარნოვზე/აბაშიძეზე ერთი ცნობილი ხიდებიანი სახლია, ნარკუშები, ბირჟავიკები, ბრატები… რამდენიმე წლის წინ აბლავა მოაწყვეს იქ. რაღაც მანქანა გაჩერდა და როგორც კი გაჩერდა შემოესივნენ თურმე ნიღბიანები, ჩემი მეგობარი შეესწრო. აუყვანიათ მანქანაში მსხდომები და რა მიზეზით არ ვიცი, ერთ ერთ-ერთ ნიღბიანს, რომელიღაცისთვის წაუთაქებია, ცხადია, არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ამ მდროს მთავარი ,მაგარი კაცია’, როგორებზეც სულ ვკაიფობ, უცებ სადარბაზოდან გამოატასავა და დაიყვირა – ხელი გაუშვი შე ახვარო😀😀 თორე?😀 ისიც აიყვანეს ცხადია

ამ ყველაფრიდან ერთი-ორი შესაძლოა არ იყო მოსაყოლი. უმეტესობა ,მე მივხვდი, რომ…’-ისთვისაც წავიდოდა, მაგრამ იმდენი მასალა დამგრვოებია, რომ გადავწყვიტე გადამენაწილებინა და კიდევ ბევრი დამრჩა, იმას ცალკე დავწერ. ესეც ძალიან გამიგრძელდა.

თან წვიამაც აღარ ასველებს მოგონებებს და დროა შევწყვიტოთ. შემოვუნახე შვილებს ფოლკლორი, ოღონდ ეს არა!

Written by 1myway1

April 12, 2010 at 2:25 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. არა იმ ბავშვიანს რას ერჩოდი? 😀

    donkosta

    April 12, 2010 at 4:53 pm

  2. ხო მამენტ ბავშვიანი ურიგოდ უნდა გასულიყო😀

    1myway1

    April 12, 2010 at 4:58 pm

  3. “კიდევ რამდენიმე კარგი ისტორიაა ჩინგიზზე, მაგრამ აჯობებს დანარჩენი კონკრეტულ წრეში დარჩეს. ისე რა ხანია არ მინახავს, იმედია, კარგად არის.”

    arada ara, ar darches, magrad momwons chingizis istoriebi, kargad cer, metic, dzalian kargad gamogdis am kacis daxatva da warmochena, siamovnebit veli motxrobebs chingizze

    fores gampi gamaxsena

    gavagrzele kitxva…

    andria

    April 13, 2010 at 4:37 pm

  4. 😀😀 გაიხარე
    ჩინგიზი მართლაც მაგარი კაცია

    1myway1

    April 13, 2010 at 6:44 pm

  5. წწ რა ნაირსახეობაა? :)))

    deldeserto

    January 10, 2011 at 9:15 am

  6. წწ = ,ძველი ბიჭი’/,ძალით ძველი ბიჭი’

    1myway1

    January 10, 2011 at 1:14 pm

  7. ხედავს დგახარ ხო და ყველა სალაროს რომ ჩამოუვლის და შეიხედავს ღია ხომ არააო, დებილი გონიხარ რა…<——– გვეღადავე მიდი და ეგეთი დებილი რამდენი მინახავს არ იცი:დ:დ: დ მაგრად ვიცინე, კარგად წვიმს შენთან მოგონებები და გაგრძელებას ველოდები აბა🙂

    karamelka

    June 22, 2012 at 11:34 am

  8. ეგეთი უნდა გადმოიღო და იქვე დატოვო, მაგრამ ძალიან ცოტა დავრჩებით მგონი მერე და მოსაწყენი იქნება😀

    პატენტა

    August 2, 2013 at 8:59 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: