1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე)

with 37 comments

პირველ რიგში, ბოდიში ჩემი ბლოგის არა რსრ-ელ(რსრ – რა? სად? როდის?) მკითხველს, რადგან ეს ჩანახატი, თქვენთვის გაუგებარი იქნება სავარაუდოდ და ვერც იკაიფებთ, ვერც გაბრაზდებით და ვერც დაინტერესდებით. მეტიც, ყველაფერს რსრ-ს ბევრი მოთამაშეც ვერ გაიგებს. მოკლედ, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ გადაიკითხოთ მაინც😀 ისე კი, უფრო ,კონკრეტული საზოგადოების, გარკვეული ჯგუფისთვის’ განკუთვნილი პოსტია.

ახლა რაც შეეხება დანარჩენს. მივმართავ მათ, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს – მოკლედ, წეღან მოვედი სახლში და არ ვიცი რატომ, უცებ დამარტყა თავში ამ იდეამ, ადრე, არც კი გამიფიქრია(ერთი კონკრეტული შემთხვევის გარდა) და ერთი ამოსუნთქვით დავწერე ეს 10 კითხვა(ნუ 9, ერთი იქამდე იყო დაწერილი ფორუმზე, ასევე ღადაობის ამბავში, როგორც აღვნიშნე). მოკლედ, გაეცანით და ნუ დამძრახავთ, ცუდი კი არა, კარგია ჩემი მოკლე ჭკუით😀

პასუხის, კომენტარისა და წყაროს სანახავად, კითხვის ქვემოთ მონიშნეთ მაუსით ტექსტი. ნუ ისედაც იცით, მაგრამ მაინც…

კითხვები:

1). (შეკითხვაში ცვლილებაა)

ერთხელ, სკანდალურად ცნობილი და ცხარე კამათისას, Y-მა X-ს უწოდა ,მიკიმაუსი’. მოგვიანებით, რამდენიმე ახალგაზრდამ გაავრცელა მარცვლიანი ხუმრობა – Z X-ს ცოლად რომ გაჰყვეს რა გამოვაო? რა და ,მიკიმაუსიო’… ერთი წუთის შემდეგ მითხარით, რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ,მიკიმაუსი’

 პასუხი: თა-გუნია / თაგუნია

 კომენტარი: Y – ვახტანგ ელერდაშვილი, X – ირაკლი გუნია, Z – თა პერტაია. ელერდაშვილმა საერთაშორისო დონეზე გახმაურებულ კამათში, ,ვაპროსნიკობის’ თემაზე, გუნიას უწოდა თაგუნია. შემდგომ კი აღმოცენდა ზემოთ ხსენებული ხუმრობა.

 წყარო: კულუარები

2). (დასარიგებელი მასალა)

 

თქვენს წინაშეა სურათი, რომლის დეტალურ შინაარსაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ გეტყვით, რომ შეიძლება ითქვას, ეს ხალხი ზეიმობს გამარჯვებას, ისინი სხვადასხვა ეროვნების არიან და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. თუმცა X-ის წყალობით კონტაქტის პრობლემა არ ექმნებათ, რადგან X-მა ბევრი ენა იცის და ძალიან უყვარს ამის წარმოჩენა, ისევე როგორც მისი ნაკითხობის. X-ს უყვარს მიკროფონი, ბევრი ლაპარაკი და იმის თქმა, რომ ,თავმოყვარე გუნდში, ეს ექვსი კაციდან ერთ მოთამაშეს მაინც უნდა სცოდნოდა’. როგორც სურათზე ხალხი აღნიშნავს გამარჯვების დღეს, ისევე გახლავთ X პირადი გამარჯვების დღის მოლოდინში. ძველი ლეგენდის თანახმად, ამის მანიშნებელი იქნება ულუკას მოფრენა. თუმცა ულუკა ბოროტია და ასე მარტივად არავისთან მიფრინდება ხოლმე, თან ზოგჯერ სულაც უსამართლოდ დაფრინავს და მოკლედ, X-ს ანრისხებს. ისიც ადგა და აქტიურ თამაშს შეეშვა, პირველი გზაც მიატოვა, მეორეც, მესამეც და საკუთარი გზებით მიჰყო ხელი, ულუკას ძიებას. დაასახელეთ X

 პასუხი: ვახტანგ ელერდაშვილი / ლინგვისტუსი (გუნდებს, რომლებსაც სურთ ჩაითვალოს პასუხი ,,ვახულიკა’’, დაწერონ აპელაცია)

 კომენტარი: სურათზე არის ელერდაშვილის ინიციალები VE. გარდა ამისა, ტექსტში, არის უამრავი მინიშნება. გადმოცემის თანახმად, იგი თავის გამარჯვების დღეს ანუ ულუკას(ცხადია, სანსკრიტზე ბუს) მოფრენას ელოდება ანუ ბროლის ბუს მოპოვებას. კიდევ ბევრი მინიშნებაა, რომლებსაც აღარ ჩამოვყვები, თან მე უბრალო წამკითხველი ვარ, პრეტენზიები ავტორთან.

 წყარო: საყოველთაო მოსაზრებები, სატელევიზიო ჩაწერები, რსრ-ს შიდა სამზარეულო.

3). (დასარიგებელი მასალა)

 

ინტერნეტში ხეტიალისას კითხვის ავტორი სრულიად შემთხვევით წააწყდა ამ სურათს, რომელიც მრავალმხრივ ძალიან სიმბოლურად ენიშნა. სურათის ორიგინალ(ურ) ვერსიაში, გამოცდილი და საკუთარ თავში დარწმუნებული მზერით შეპყრობილი ბუ, რომელიც თითქოს ნებისმიერ დროს, კამათისა და ჯიუტად საკუთარი სიმართლის ან ,სიმართლის’ გატანისთვის მზადაა, გაურკვეველი მიმართულებით იყურება. მის გვერდზე კი, არის სამი ასო, რომელიც ჩვენ, შავი, ბნელი ფონით დავფარეთ. აღადგინეთ ეს სამი ასო, თუ გეტყვით, რომ ის ყველა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის და ახლა ბავშვობასა და მასხრობას თავს თუ არ დაანებებთ, ამ კითხვას ვერ გამოიცნობთ

 პასუხი: WDC

ორიგინალში სურათი ასე გამოიყურება: http://wisdomdesigncollective.com/blog/wp-content/uploads/2008/08/wdc.jpg

 კომენტარი: გეიმტივის იუზერებს და არამარტო მათ. მოეხსენებათ, რომ ძირითადად ვაშინგტონში მყოფი გიორგი ბაქრაძის ე.წ. ნიკნეიმი ფორუმზე გახლავთ WDC. კითხვაში არის საკმარისი მინიშნება, ბატონი WDC-ს კამათის სიყვარულისა და ასე შემდეგის შესახებ. ასევე ბოლოს არის თქვენთვის ცნობილი ფრაზის ერთგვარი ინტერპრეტაცია ,გაანებეთ ბავშვს თავი!’, რომელიც მას არაერთ ,ბავშვთან’ მიმართებაში გამოუყენებია. ბოლო ბოლო კი, სურათი თავადვე მინიშნებაა, ბუ, ბროლის ბუ, გამოცდილი, ჭკვიანი და სახელოვანი მოთამაშე.

  წყარო: ფაქტები, სიტყვები, კითხვები…

4). X Execution Prevention შეიძლება ითქვას, რომ არის მაიკროსოფტის ერთ-ერთი დამცავი სისტემა, რომელიც პირველად XP-ში სერვის პაკ 2-ში გამოჩნდა. X ასეევე არის რსრ-ს კლუბის ძირძველი წევრი, უკიდეგანოდ(უფრო სიმაღლეში) სლე, იმბეცილი და EX-კაპიტანი. მიუხედავად იმისა, რომ ზეკვერცხია, მაინც მიყვარს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სლეა და ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ მე სლე მიყვარს
დაასახელეთ X

 პასუხი: data / დათა

კომენტარი: მაღალი, გამხდარი, ბნელი, იმბეცილი, ფალოსი და სხვა. კითხვაში იყო საკმარისზე მეტი მინიშნება, გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, რომ დაგესახელებინათ ყველასათვის ცნობილი ქლიავი(და ამავე დროს საყვარელი ქლიავი და ლაყე კვერცხი) – დათა. პასუხი ბავარია ანუ უმცროსი გ.ბაქრაძე, თუნდაც იმით ირიცხებოდა ამ შემთხვევაში, რომ ის კლუბის ძირძველი წევრი არ არის და მაიკროსოფტის პროგრამის სათაურშიც ძნელად წარმოსადგენია ყოფილიყო. თუმცა გულწრფელად ვიზიარებ და მესმის დახასიათებიდან გამომდინარე თუ რატომ დაწერა ზოგიერთმა გუნდმა პასუხის ფურცლებზე ბავარია, მაგრამ სამწუხაროდ…😦 აპელაციასაც არ აქვს აზრი

 წყარო: ცხოვრებისეული გამოცდილება

5). (შეკითხვაში ცვლილებაა)

ნაწყვეტი კოკი კანდელაკის ლექსიდან:

დაბარბაცებს შტერივით
არის ცეტი ბავშვი
გაკიცხული შვილივით
ადრე მიდის სახლში

აქვს ბევრი მეტსახელი
ჰყვარობს საკენკის ჭამას
მართლაც ეთქმის საყვარელი
ჩვენს ,ხუთკუნჭულას’

თუ მიხვდით, ვის მიუძღვნა ეს ლექსი კოკი კანდელაკმა, მაშინ, მითხარით, რა სიტყვა შევცვალეთი ჩევნ ,ხუთკუნჭულათი’

 პასუხი: ნახევარქათამა

 კომენტარი: მოგეხსენებათ, ყველასათვის საყვარელ(ნუ მთლად ყველასათვის არა) ანუშკას, საკმაო ხანია შეერქვა და შეესისხლხორცა მეტსახელი ,ნახევარქათამა’. გარდა ამისა, კოკი კანდელაკის ლექსში, სანახევროდ მაინც დახასიათებული იყო მისი ბუნება და ნახსენები გახლდათ (ყ)ანუშკას მშობლიური კიცხი.

 წყარო: კოკი კანდელაკის ფანტაზიები. უჯრედი მესამე, აზრი პირველი.

6). ციტატა პეკინზე მოსეირნე ორი ქალბატონის დიალოგიდან: ,,ჭკვიანი ბავშვია მაგი. ჩემს ალიკოს კი არა ჰგავს, არაფრის კეთება რომ არ უნდა და უსაქმურობს’’. პირველი ქალბატონის ამ წინადადებას, მეორემ ასე უპასუხა: ,,მაგას უთხარი, წიგნები წაიკითხოს!’’. ამ დიალოგის მოსმენისას, კითხვის ავტორს, უნებურად, გაახსენდა თქვენთვის კარგად ნაცნობი რსრ-ს მოთამაშე, ერთი წუთის შემდეგ, მითხარით რომელი.

 პასუხი: ჯინჯიკო / ჯინჯერი / თამარ გახოკიძე

 კომენტარი: კითხვაში არაერთხელ არის ნახსენები ,მაგი/მაგან/მაგას’. ასევე მთავარი მინიშნება არის ფრაზა ,წიგნები წაიკითხე’. მიუხედავად ამისა, ნახევარღმერთობის(და ჯერ არა ღმერთობის, იქამდე ჯერ ადრეა მაინც) გზას დამგარ პირებთან დაახლოებულმა ღმერთკაცმა ნიკოლას კეიჯმა, ყველანაირად სცადა ეს კითხვა დაებლოკა ჩემთვის, ,მაგი’ ბავშვი ჩემი ძალიან ახლობელია და არ გამიბრაზო, თან .გაგრობდება’ კითხვაო. მიუხედავად ამისა, ეჭვი მაქვს ბევრი თქვენგანი მიხვდა, რეალურად საკმაოდ მარტივი და აღებადი კითხვა იყო. ხოლო ბატონმა ნიკოლასმა ერთი თავისი მკვლელი გამოხედვა კი ,მაჩუქა’ და წამით სტუმრად ზემოთ ასული ქვემოთ დამანარცხა, მაგრამ ეს იყო და ეს, ჩვენი გასაუბრება მშვიდობიანად დასრულდა, შეგნებული კაცია მაინც

  წყარო: მეცხრე ცა, მეშვიდე ღრუბელი, იკითხეთ ნიკოლას კოპოლა. ასევე, გეიმტივის ფორუმი და პეკინის ქუჩაზე მოსეირნე ორი ქალბატონი.

7). ის მუდამ სიახლოვესაა, მან ყველაფერი იცის და სხვათა შორის, არაფერი არ გამორჩება ხოლმე. ამიტომ, ფრთხილად იყავით, ყოველთვის მიმოიხედეთ და მერე ილაპარაკეთ. თუმცა გახსოვდეთ, მაინც ვერ დაიმალებით – Big Brother is watching you. ოღონდ, ეს Brother, ამ შემთხვევაში sister-ია. დაასახელეთ ის სახელით და გვარით ან მხოლოდ ორი ასოთი.

 პასუხი: BB / ბბ/  სოფიო ბიბიჩაძე

 კომენტარი: სხვათა შორის-ის(ეს სიტყვებიც იყო კითხვაში მინიშნების სახით) კაპიტანი და ასევე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი(ნუ ასევე მთლად ყველასათვის არა) ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და მუდამ გაკვირდებათ. მას მოფერებითა და შემოკლებით აბოსლუტური უმეტესობა ბიბი-ს ეძახის.

 წყარო: ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრი. კერძოდ, შორენა ყანჩაველი – სამოქალქო რეესტრის ხარაგაულის განყოფილების უფროსი, ბიბის მეზობელი. ასევე,  ე.წ. ,სექტაში’ და მის მიღმა გავრცელებული მოსაზრებები.

8). (წამკითხველს, სპეციალურად შეცდომით დაიწყოს კითხვა, როგორც წერია) yoda, უკაცრავად, ჰოდა… მისი პოტენციალი თავიდანვე იგრძნობოდა. ის ბავშვობიდანვე ლიდერი იყო და უცნაური რამეები იცოდა… სხვათა შორის. როდის? დიახ, ორი კვირით ადრე. იგი დაიბადა 1988 წლის 27 მარტს ანუ დაახლოებით ორწლინახევრის მერე, ალექსანდრ პოკრიშკინის გარდაცვალებიდან. სამაგიეროდ, მთელი 14 წელი მოუსწრო სიმო ჰიაჰიას, სანამ ამ უკანასკნელს თავადვე არ ეწვეოდა თეთრი სიკვდილი. მაშ, დაასახელეთ იგი…

 პასუხი: გოგორა (რამდენიმე გუნდის დაჟინებული მოთხოვნით, პასუხი არჩილ გოგორიშვილიც ჩაითვალა)

 კომენტარი: კითხვის დაწყებისას ტყუილა არ შეგვშლია სიტყვა ჰოდა… მოგეხსენებათ, იმ ცნობილი ჩანაწერის შემდეგ, გოგორას მასტერ იოდა შეერქვა. ჩვენი ძმები, პოკრიშკინის თამადობით კი ასევე აშკარა მინიშნებაა

 წყარო: თითქმის ნებისმიერი რსრ-ს მოთამაშე, სიყავრულით დაადასტურებს ამ ყველაფერს გოგორას შესახებ. ასევე, ბავშვობის გენიალური ვიდეო-ჩანაწერები.

9). გასპადა! მორჩა ,პერეკური’, ვაგრძელებთ თამაშს. ტაკ, პრადოლჟიმ… ის დაიბადა 1814 წელს. ბუნებრივია რუსია, ცნობილი რევოლუციონერია და ცხადია, ,ვაკრუგ სვეტაშიც’ დაიწერა მის შესახებ. არაერთგზის ახსენებს ,არგუმენტი ი ფაქტიშიც’. მე არ გეკითხებით ვინ არის ის. მითხარით თქვენი აზრით, ვინ არის ამ შეკითხვის ავტორი

 პასუხი: ნიკოლოზ აგლაძე

 კომენტარი: ასეთ შეკითხვას მხოლოდ ბატონი ნიკა მოიტანდა (ნუ კიდევ ერთი-ორი ადამიანი, არ დავასახელებ, მაგრამ ისინი ჯერ აქტიურად არ წერენ რსრ-ს კითხვებს). კითხვის სტილის მიხედვით ადვილად მიხვდებოდით პასუხს. რაც შეეხება, კითხვას კითხვაში, რასაკვირველია ძალიან მარტივია და მიხვდებოდით, რომ ეს არის, მიხაილ ბაკუნინი, მამენტ 1814 წელს სხვა ვინ დაიბადებოდა, თან აუცილებლად მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს არის პაკეტის ბოლოსწინა შეკითხვა, ხოლო 30 მაისი, მაისის ბოლოსწინა დღე და რაც მთავარია, ბაკუნინის დაბადებისდღეა

 წყარო: ვაკრუგ სვეტა და არგუმენტი ი ფაქტი

10). X-ზე საუბრისას, როცა X ერთ-ერთი გუნდის ვარჯიშზე იგვიანებდა, ბევრისთვის კარგად ცნობილმა დათო ლომინაძებ, არანაკლებ(თუ უფრო მეტად არა) ცნობილ სოფიკო ბიბიჩაძეს უთხრა – ისე, ფლეშკაზე ჩაგეწერა და წამოგეღო, ეგ დაზიპული ეგაო. X-ს ასევე ეძახიან 35-კბიანსა და ფლოპ დისკს. ის ჭეშმარიტი ჩუვაკია და სულაც არ არის ნამდვილი გურჯი მურთაზი, მიუხედავად მატყუარა სახელისა. თანაც რამდენიმე დღის წინ მთელი ხუთი კათხა ლუდი მიირთვა და ჯერაც ცოცხალია. ოთხად იკეცება და ზოგჯერ არ ჩანს, მაგრამ ისეთი კარგი ბავშვია, რომ ყველას უყვარს და ბევრზე დიდი გულის პატრონიც გახლავთ, მცირე გაბარიტების მიუხედავად. ამ ყველაფრის მერე, ვფიქრობ, X-ის დასახელება არ გაგიჭირდებათ

პასუხი: ჩიქო / მურთაზ ჩიქოვანი

კომენტარი: უამრავი მინიშნება და მყვირალა ფაქტები. შესაბამისად, ჩვენი საყვარელი ჩუვაკის გამოსაცნობათ, ეს ყველაფერი უსაკმარისესი იყო.

წყარო: 1გბ-იანი ფლეშკა და კლასიკური 1,44 მბ-იანი ფლოპ დისკი, რომელსაც აწერია აჰმედი – SILENCE! I Kill You

გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მოთამაშეებო

Written by 1myway1

April 19, 2010 at 3:57 pm

Posted in Uncategorized

37 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უმეტესობა ავიღე :ყეს:

    lomski

    April 19, 2010 at 4:09 pm

  2. მაგარი იყო😀

    WDC

    April 19, 2010 at 4:23 pm

  3. იიი… შენ გაქრი შენა🙂 ამდენი არ მიცინია მანჩესტერმა რაც 3:2 მოიგო🙂 აი, რამდენიმე წაუხალტურებს ცოტა🙂 მაგრამ კაია, თან ძალიან :*

    მინდვრის ყვავილი

    April 19, 2010 at 4:29 pm

  4. goodman sxva paketi rodis ikneba mzad?🙂
    magari iyo🙂

    Nazgha

    April 19, 2010 at 4:37 pm

  5. რამდენიმე ავიღე🙂 ვიხალისე,კარგი იყო,ყოჩაღ🙂

    mariefille

    April 19, 2010 at 4:47 pm

  6. ყოჩაღ გუდმენ🙂🙂🙂 🙂🙂🙂🙂🙂 ბევრი ვიცინე🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂 მაგრამ ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო მაინც უნიჭო მსახიობები არიან🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂🙂

    ბილინა

    April 19, 2010 at 5:11 pm

  7. saocari kaci xar🙂 momewona

    pankvela

    April 19, 2010 at 5:17 pm

  8. იოო მეენ ფიის😀 ჯინჯერის გარდა ყველა ავიღე :p

    Garxoza

    April 19, 2010 at 5:23 pm

  9. Ha haaa haa
    vaime magari iyooo :D::D:D
    loool :D:D:d

    anushka

    April 19, 2010 at 5:40 pm

  10. კაი რა გარხოზ
    ანუ შენც ეგეთს მიცნობ? =))

    anushka

    April 19, 2010 at 5:42 pm

  11. 😀
    ყველაფერი მზაკვარი გუდმენას შავი პიარის ბრალია😀

    Garxoza

    April 19, 2010 at 5:50 pm

  12. საღოლ გუდმენ, მაგარია

    svani

    April 19, 2010 at 5:51 pm

  13. ox, goodman ragac aikviate tan arasworad da nu shemchame ra…

    ise kargi iyo😛

    gingiko

    April 19, 2010 at 5:52 pm

  14. au shen cheshmariti gametv-li gaxdi!!! :))))))) sagol! bevri vicine

    sandro

    April 19, 2010 at 6:27 pm

  15. maladec goodman, tak dzerjats!!! 😀😀

    Sandro

    April 19, 2010 at 6:35 pm

  16. 😀

    geoche

    April 19, 2010 at 6:58 pm

  17. კარგი ხარ გუდმენ… მართლაც რომ perfect…

    რამოდენიმე ხალტურა კი გქონდა, მაგრამ აი საღოლ რა! პრიამა ვტოჩკუ😉

    პ.ს. დაკეცვა გრეხი არაა დზმაო!!!!

    და ვაბშე სახელს რა პონტში მიბაზრებ ბიწო!!!

    chiqo18

    April 19, 2010 at 8:08 pm

  18. მე ვფიქრობ რომ ამის გაგება ფიზიკის ღრმა ცოდნას მოითხოვდაა

    anushka

    April 19, 2010 at 8:52 pm

  19. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველას🙂

    ეტაპობრივად მოვყვები ახლა დეტალებში პასუხების გაცემას😀😀

    გამოგიტყდებით და მეც ძალიან მომეწონა, როცა წერას მოვრჩი😀 თუმცა დაწყებისას, არ ემგონა ასე თუ შევიდოდი როლებში და არც ის მეგონა, ამხელა მოწონებას თუ დაიმსახურებდა, რაც ბლოგზეც ჩანს და მის გარეთაც😛

    ვეთანხმები ბიბისა და ჩიქოს, იყო 2 (მაქს 3) ხალტურა, მაგრამ იმათმაც თქვეს სათქმელი😀 ბოლოს დავიღალე ცოტა, თან სათამაშოდ მელოდებოდნენ და 10-მდე დავამრგვალე, როგორც მოვახერხე

    ძალიან გამიმართლა იმ ორ მშვენიერ სურათში, უპრობლემოდ ვიპოვე, უკეთეს ვარიანტს ვერც წარმოვიდგენდი😀

    1myway1

    April 19, 2010 at 9:00 pm

  20. ბუნებრივია, სახალისო ჩანახატი იყო გათვლილი აღებაზე, თორემ ასევე სახალისოდ შეიძლებოდა უფრო რთულად დაწერა კითხვების, მაგრამ პირველი ვარიანტი ვარჩიე😀 მართლა თამაში ხომ არ იქნებოდა😀

    არა ანუ, სათამაშოდაც იყო გათვლილი, მაგიტომ დავფარე პასუხები, მაგრამ უფრო სერიოზულად თამაშზე გათვლაც შეიძლებოდათქო, რაც არ ვქენი, რადგან იუმორს მოაკლებდა გარკვეული დოზით.
    შესაბამისად, ფორმულირებებზეც ბევრი არ მიწვალია🙂

    შემდეგ გადავხედე და შესწორება, ჩამატობე-ამოკლებასაც მოვრჩი )))

    1myway1

    April 19, 2010 at 9:02 pm

  21. lomski
    როგორც აღვნიშნე მაქსიმალურად აღებაზე იყო გათვლილი და კაია🙂

    მინდვრის ყვავილი
    :*

    WDC
    მადლობა კიდევ ერთხელ🙂

    Nazgha😀
    აბა რა ვიცი, როდის რა წამომივლის ))
    და თან ბუს ჩემთან რა უნდა და მუზა უნდა მოფრინდეს ამისთვის😀😀
    ხშირად კი მოდის ხოლმე😛

    mariefille
    დიდად მადლობელი

    ბილინა
    ჰააა, რა კაცი😀😀
    თათოოო, რაღაი შენ დააკომენტე, რაღა მომკლავს (ხო გეუბნებოდი მაინც დააკომენტებ ადრე თუ გვიანთქო :P) მგონი არავის იცნობ აქ და კაია მაინნც თუ იხალისე, ,წიგნები წაიკითხეზე’ იცინებდი შენ😆
    და ახლა უკვე დი კაპრიოსაც გადაეკიდე?😛

    pankvela
    საოცრად დიდი მადლობა🙂

    Garxoza😀😀 უნდა აგეღოთ კიდეც
    როგორც WDC-მ აღნიშნა ფორუმზე, ჯინჯერი უფრო ცოდნაზე იყოო😆 არადა არ იყო რთული იდეაში
    ვინ წარმოიდგენდა – ჯინჯიკო გაგრობდა(სავით) – რა საინტერესოდ ჟღერს😀😀😛

    anushka
    დაიწყო ბჯუტური😛 არ ხარ ეგეთი თუ რა😛 2კისს :შტეფანი:

    svani
    გაიხარე სვანი

    gingiko
    ხო კაი, წავალ წიგნებს წავიკითხავ😦
    კაი კაი…😀😀 2კისს :მაგ:

    sandro
    Sandro
    რომელი რომელი სანდრო ხართ აბა😀😀
    გაიხარეთ

    chiqo18
    ჩუვაკ ნუ ბლატაობ :*

    უF, მგონი მოვრჩი😀

    1myway1

    April 19, 2010 at 9:15 pm

  22. ჰააა დათა შე კვერცხო😆
    ბილინა ქართულად არ დაწერდა😛 სმაილებიც ბევრი იცის, მაგრამ მაგდენიც არა
    და ბრედ პიტს კი, მაგრამ დი კაპრიოს არ ებრძვის😛

    პ.ს.
    და ვერ აკომენტებს ბლოგზე😆

    1myway1

    April 19, 2010 at 9:31 pm

  23. მაგარი იყო🙂 კიდევ მოუთმენლად ველი ახალ კითხვებს😀

    და თემატიკაც გაშალე😛

    blumgardt

    April 20, 2010 at 6:54 am

  24. blumgardt
    გმადლობთ, თუ კიდევ დავწერ, გავითვალისწინებ🙂
    და ვის ვესაუბრები?😀😀

    1myway1

    April 20, 2010 at 9:17 am

    • ვერ მიცანი😀 მე და გუნიას კი გვცნობ თბილისის ქუჩებში და😀

      ვალტერ საბჩაკი, იგივე პანტერა, იგივე რატი🙂

      blumgardt

      April 20, 2010 at 10:48 pm

  25. საღოლ გუდმენ, მაგრად ვიხალისე.🙂 შენგნ კაი ვაპროსნიკი დადგება… ოღონდ ჯერ წიგნები უნდა წაიკითხო…😛😛😛😀

    skiron

    April 20, 2010 at 9:18 am

  26. skiron
    მადლობა მადლობა😀
    ხო აი წიგნებზე დავაგვიანე, რაღას მოვასწრებ აწი😦 😀

    1myway1

    April 20, 2010 at 9:25 am

  27. მაგარი იყო,ვიხალისე😀😀

    IK

    April 20, 2010 at 9:56 am

  28. IK
    thx

    მაგრამ ხალხო, დააკონკრეტეთ ხოლმე რომლები ხართ, საინტერესოა მაინც😀😀

    1myway1

    April 20, 2010 at 9:59 am

  29. blumgardt = pink panter = germaneli = rati shubladze🙂

    მინდვრის ყვავილი

    April 20, 2010 at 2:09 pm

    • და შენ რომელი ხარ?😀

      :გუდმენის დეჟავუ:😀

      blumgardt

      April 20, 2010 at 10:49 pm

  30. gasageblaria😀

    1myway1

    April 20, 2010 at 6:39 pm

  31. ხო მითხრეს უკვე😀😀
    ეგ ბიბია რატი😛

    1myway1

    April 20, 2010 at 10:58 pm

  32. yvela avige :yes:

    bevri vicine, yochag goodman :*

    ta

    April 21, 2010 at 5:53 pm

  33. :chups:

    1myway1

    April 21, 2010 at 6:01 pm

  34. საღოლ გუდმენ, ძალიან მაგარია :))

    Tato

    May 6, 2010 at 5:18 am

  35. გაიხარა, მადლობა🙂

    1myway1

    May 6, 2010 at 7:40 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: