1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

საოცარო სამყარო

with 6 comments

ეს ვიდეო თქვენთვის არის პირველ რიგში – მივმართავ მათ ვისაც არაფრის არ სწამს. ყოველგვარი მატერიალური, სხვა ღირებულებებსა და ფასეულობებზე წინ აქვთ დაყენებული. ფსევდო წესრიგი და ძალით ეტიკეტი ურჩევნიათ ყველაფერს. თან არც სიყვარულის სჯერათ და არც ჭეშმარიტი მეგობრობის ფასი და არსი ესმით. ვურჩევ უყურონ ამ ვიდეოს. ეგებ ერთ ადამიანში მაინც შეიცვალოს რამე. მივმართავ ყველას, ვინც მეგობრის გვერდზე მხოლოდ სიტყვით არის და ზედაპირულია, ვინც გულის სიღრმეში თავის თავზე და მხოლოდ საკუთარ ოჯახზე(ისიც ყოველთვის არა), ფიქრობს და ეს სწორი ჰგონია – მგელი უნდა იყოს პრინციპით ან შენი თავი უნდა გაიტანო, სხვას ხო არ ვაწუხებ, იმან რატო უნდა შემაწუხოს პრინციპით. მჯერა და ვიცი, სწორედ ასეთი ზოგიერთი თქვენგანი ახლა ამ სიტყვებს კითხულობს და მერე ვიდეოს ნახავს და იტყვის – აუ რა მაგარია, ან მართლა ესიამოვნება, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეიცლვება მასში(ეგებ ერთში მაინც შეიცვალოს). კარგად დაფიქრდით და ცოტა სხვა თვალით შეხედეთ ცხოვრებას, გირჩევთ. ხან მაღლა ხან, ხან დაბლა, მთავარია სულ სიამოვნებისკენ ისწრაფვოდე და მარტო შენ თავს არ ხედავდე. სიკეთე აკეთო და რაღაც ჭეშმარიტი ფასეულობები გქონდეს. კარგი ხელფასი, კეთილდღეობა და კომფორტი ყველაფერი არ არის ხალხო, შესაძლოა არასდროს არაფერში გაგიჭირდეს იდეაში, მაგრამ თუ შინაგანად და რეალურად ცარიელი იქნები, ფუჭია ეგ ყველაფერი და ოდესმე მიხვდებით, რომ თავს იტყუებდით. მერწმუნეთ, მეგობრისთვის ზოგჯერ ისეთ რამეს იზამ, რაც შეიძლება შენი თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის არ ქნა და ჩემი აზრით ეს სწორია! თან მთავარია, იგივეს არ ელოდო სხვისგან. მე არ გეუბნებით, რომ დებილი უნდა იყო ადამიანი და თავზე დაისვა ვინმე, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, თავადაც გეცოდინებათ ან შეატყობთ😉 სამაგიეროდ, პირადად მე თუ ვინმეზე ავიცრუე გული, მერე მორჩა…

ყველას გვყავს ასეთი ხალხი გარშემო, რადგან მეგობარს ბევრს ვეძახით, მაგრამ ჭეშმარიტი მეგობარი ცოტაა, ზოგჯერ ამაშიც ვცდებით, ვინ არის ჭეშმარიტი და ვინ არა, მაგრამ პირადად მე, იშვიათად. აი სხვებს კი, ვისაც ვატყობ როგორებიც არიან და მაინც ვმეგობრობ მათთან, რა გასაჭირშიც არ უნდა ვიყო, ალბათ არასდროს ვთხოვ დახმარებას(არადა ეს ასე არ უნდა იყოს), რადგან ვიცი, რომ სათანადო თანადგომას ვერ მივიღებ და ის რაც ისედაც ვიცი და ვგრძნობ, რეალური გახდება, რასაც ვერიდები, რადგან მათ მაგივრად ვერიდები მათივე რეპუტაციის დაცემას, თუნდაც ჩემს თვალში. ზოგი ბავშვობის მეგობარია, ზოგი მერე შეძენილი, ასეა თუ ისე, მიჯობს თავი მოვიტყუო რაღაც მომენტში და ამ ადამიანებს ღირსება შევუნარჩუნო და ახლობლად ვიყოლიო, სანამ ზღვარს არ გადავლენ და თუ გადავლენ. რა გაეწყობა, ბევრია გარშემო ასეთი უჯიგრო და უგრძნობი, რომელთაც მეგობარი ჰქვიათ და რაღაც მომენტში არიან კიდეც, მათთვის შესაძლოა თავი გაწირო, სანაცვლოდ კი თითი არ გაანძრიონ. შესაძლოა ეს უაზრო პრინციპებია, ცუდი მიდგომა და ფანატიზმია, მაგრამ მე ასე არ მგონია. მე ასე მირჩევნია – ასეთია ცხოვრება და ცხოვრება მშვენიერია!
სამაგიეროდ, არიან ისეთებიც, თუნდაც ცოტა, რომელიც დაახლოებით შენსავით ფიქრობს და შეუძლია თუ არა რამე კონკრეტული არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა ისე იგრძნო ადამიანისგან გვერდზე ყოფნა, რომ ეს ყველაფერს გერჩივნოს. აი ესაა მთავარი სწორედ, როცა ვიღაცას გულით უნდა კარგი. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე და დეტალებში განხილვა, რასაც მოგვიანებით ვიზამთ ალბათ. მჯერა, ბევრამ თქვენგანმა დაინახა მსგავსებები საკუთარ თავზე, სხვადასხვა კუთხით. ახლა კი ეს გადახვევა ცოტა გაგრძელდა და ვიეო ნახეთ, ნანახი რომც გქონდეთ, ისეთია, ისევ ისამოვნებთ. არაფერს მოვყვები, ტიტრები აქვს და ისედაც მიხვდებით ყველაფერს.
ზემოთ ხსენებულ ტიპებში არ ვიცი და თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემნაირებში, ეს ვიდეო საოცარ სითბოს და სასიამოვნო აღელვებას იწვევს – ეს გრძნობაა, ეს სიყვარულია!
გიყვარდეთ ერთმანეთი! (ვინც იმსახურებს სიყვარულს ცხადია. თორემ თუ ადამიანი არ იმსახურებს, ისეთები გამიწირია რომ… სლე საქციელი და მწარე მიქარვა არ მავიწყდება ბუნებრივად და რა ვქნა…)

პ.ს.
კიდევ ერთი ძალიან მაგარი ვიდეო🙂 არანაკლები, რაღაც მომენტში უფრო მაგარიც
საოცარია ეს სამყარო მართლაც
საძმოს დაყენება და რამე😀 ვისაც არ გინახავთ არ მინდა ,დავასპოილერო’
ნიანგი რა გაიძვერაა…😀
მოკლედ, ნახეთ, ოღონდ გთხოვთ – თავიდან ბოლომდე😉 არ ინანებთ, ისიამოვნებთ.
ბოროტება, ეშმაკობა, უსამართლობა, მეგობრობა, სიმამაცე, ფსიქოლოგია, ჭკუა, ინტუიცია, გრძნობა, სიყვარული… დიდებულია

Written by 1myway1

April 21, 2010 at 7:20 pm

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გუდიკ, საიდან ამოდენა სენტიმენტალიზმი?😀

    ikadoriano

    April 21, 2010 at 8:57 pm

  2. რავი😀😉
    იცის ხოლმე🙂

    და იტალიის სიყვარულმა იცის კიდევ😀🙂

    1myway1

    April 21, 2010 at 9:06 pm

  3. არა, აი იმ მუშის ისტორიაზე ძალიან ბევრი ვიცინე. ფაქტიურად, ეგეც საოცარი სამყაროს გამოვლინებაა რა:D მოდი და არ შეიგრძნო😀

    ikadoriano

    April 21, 2010 at 9:38 pm

  4. ოოო, პატივცემული მუშა დიდებული რამეა

    1myway1

    April 21, 2010 at 9:48 pm

  5. Il Buono, il brutto, il cattivo

    Anonymous

    April 26, 2010 at 7:33 am

  6. battle at kruger-s sheefereba namdvilad🙂

    1myway1

    April 26, 2010 at 9:24 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: