1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

2 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 2

with 23 comments

თავიდან, კიდევ ერთხელ ბოდიში, ჩემი ბლოგის არარსრ-ელ მკითხველებს, რომელთათვის ეს შეკითხვები ალბათ დიდად საინტერესო არ იქნება

გუშინ ფრიად დატვირთული დღე მქონდა 11:00 საათიდან 23:00 საათამდე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში გახლდით (მათ შორის, გარკვეულ წილად აჭარაბეთის 10-წლისთავზეც, სადაც სიუჟეტს ვწერდით. თუმცა სუფრათანაც ვისხედით). აი ორსაათიანი პაუზა კი მქონდა და სწორედ ამ პაუზის დროს გადავწყვიტე ,უგვირგვინო მეფეები 3′-ის დაწერა. აშკარად დამიგვიანდა ამ ჩანახატის გაგრძელება. თუმცა ერთი კითხვის იდეა მიტრიალებდა და სულმა წამძლია, ბარემ დავწერთქო… ჰოდა, ერთი რო დავწერე იმას მოჰყვა…😀 სწორედ, ეს მიყვარს ყველაზე მეტად(კითხვები ეს ახალია, მაგრამ სტატიების და ზოგადად წერისას ან რამის კეთებისას) პროცესში რომ მოგდის მუზა და იდეები. ეს არის ყველაზე ტკბილი და ბუნებრივი, ზემდეტი ფიქრის გარეშე რო შეასრულებ. როცა მუღამს დავუჭერდი რამეს სულ ძალიან ნასიამოვნები ვიყავი და 100-დან ერთ კაცს მაინც რომ მოსწონებოდა, ძალიან მიხაროდა. შემთხვევბი იყო, რა კაი სტატია გამოგსვლიაო მეუბნებოდნენ, არადა მე ყველაზე კარგად ვიცოდი, რომ ისეთი ვერ გახლდათ რაც საჭიროა და ვპასუხობდი, არ არის მასე, ბევრი უკლითქო.

გუშინ 7 კითხვა დავწერე, მეტი დრო აღარც მქონდა და დღეს, ახლა სანამ საქმე არ მაქვს, დავამთავრე ბოლომდე და დავამატე რაღაცეები. ბოლოში ცოტა კი მივახალტურე, მაგრამ არა უშავს… გურჯისტანია(რა შუაშიაო არ მკითხოთ). ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გუშინ დავრწმუნდი კიდევ ერთხელ – ძალიან მაგარი ვარ😀😀😀 გინდა იაფფასიან თავისქებაში ჩამომართვით, გინდა თავში ავარდნაში (მთავარია მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის და ფრთებიც არასდროს ამომივა). ისიც ვიცი, ბევრად უკეთესი შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით მიყვარს მოყომარება და მთლიანობაში მშვენიერი გამოვიდა, მუღამი დავუჭირე. შესაბამისად ერთ კაცსაც, რომ მოეწონოს, უკვე კარგია, მე კმაყოფილი დავრჩები.

პიველად, როცა სპონტანურად თავში დამარტყა და გადავწყვიტე ასეთი რამის დაწერა, ასეთ სახეს თუ მიიღებდა, ხალხს ასე მოეწონებოდა და მერე გაგრძელებას გავაკეთებდი ნამდვილად არ მეგონა. ეს ,პაკეტი’😀 წინასგან განსხვავდება იმით, რომ უფრო თამაშზეა გათვლილი, ვიდრე იუმორზე. იუმორიც არის, მაგრამ შესაძლოა ცოტა იკლო(შესაძლოა არც, ვისთვის როგორ) და თან პირველადობის ეფექტი უკვე დაკარგულია, რაც მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია😉🙂 ასეა თუ ისე… ,რუკამი ნე ტროგატ შედევრ’😀
ხუმრობა იქით იყოს, და იმედია, მოგეწონებათ

კითხვები:

1). ჩაფიქრებულია პიროვნება, რომელიც თქვენ ქვემოთ მოცემული მოკლე ისტორიიდან უნდა გამოიცნოთ:
მისი ბაბუის ბაბუა ფრედერიკ ბეგბედერის გარე მამიდაშვილი იყო. ეს ბაბუის ბაბუა, ჩინეთში ცხოვრობდა და მას ანტუან ვაჭარს ეძახდნენ. მისი ჰობი, გაჩერებული საათების შეკეთება გახლდათ და ასევე უყვარდა ფეხბურთი, მეგობრობდა მარგალებთან და ქომაგობდა რივერ პლეიტის მოსისხლე მტერსა და მეტოქეს. დაასახელეთ ჩაფიქრებული ადამიანი

პასუხი: ანტონ ვაჭარაძე

კომენტარი: ფრედერიკ ბეგბედერისა და ანტონ ვაჭარაძის თბილი ურთიერთობების შესახებ ყველასათვის ცნობილია. გარდა ამისა, ანტუან ვაჭარი, ჩინეთი და ყველაფერი მინიშნება იყო. რივერ პლეიტის მეტოქე ბოკა ხუნიორსია, ხოლო ვაჭარაძე ამ კლუბში თამაშობს, სადაც ჩემი მეგობარი ქობულაც ირიცხება. ზოგადად კი მეგრელების გუნდად ვიცნობთ. გაჩერებულ საათზე ვაჭარაძის კითხვაც გემახსოვრებათ, რომელიც ბევრს მოეწონა, ბევრს კი პირიქით

წყარო: ფრედერიკ ლიუნგბედერი

2). (დასარიგებელი მასალა)

წარმოიდგინეთ მოგორავს ძაფის შავი გორგალი და გადაუვლის თავზე ამ სათვალის ჩარჩოს, რითაც მივიღებთ, არა მაგალითად ვუდი ალენს, ბალაშ კასუმოვს ან ფაიკ ჰუსეინოვს, არამედ, მას. დაასახელეთ იგი

პასუხი: დათო გორგილაძე / ბალაშ გორგილაძე

კომენტარი: გორგილაძე ერთ-ერთი პირველი რასთანაც ასოცირდება არის კინო, ,სათვალიანი’ ვუდი ალენით შეიძლება ამაზე გასვლა. მას ბალაშს ეძახიან, რისკენაც კასუმოვი მიგვანიშნებს, ხოლო ფაიკ ჰუსიენოვს ისეთივე გადაბმული წარბები აქვს. ამ ყველაფრის გარდაც ,გორგალი’ მინიშნებაა და შავი ძაფი რო გადაუვლის ჩარჩოს ზემოდან, გორგილაძეა აბა რა არის ))) თან ჩარჩო თითქმის მისი სათვალის იდენტურია

წყარო: ძაფის გორგალების საამქრო

3). კავკასიის მთების შვილიო, მასზე თან ითქმის და თან არა. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უყურებს და არც მეტალი უყვარს, მაგრამ ვარდისფერიცაა და მეტალი თუ არა ეს ცხოველი მაინც ჰყვარებია. მიუხედავად დიდი შუბლისა, მე მგონი არცერთი ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი. ვინძლო ძალიან უყვარს ბავარიული სარდელი და მის ხუმრობებს ისეთივე ორი მხარე აქვს, როგორც მედალს. ერთი წუთის შემდეგ, მითხარით ვინ არის ის

პასუხი: რატი შუბლაძე

კომენტარი: რატის გერმანელობის შესახებ ყველას გვსმენია. შუბლაძეა დიდი შუბლიც აქვს და ძარღვებიც მედგრად დგანან სადარაჯოზე, არცერთი არ გაწყვეტილა! გეიმტივიზე მისი ნიკნეიმი პინკ პანტერ გახლავთ, მეტალ ჯგუფს, ვარდისფერსა და ცხოველს ზედმეტი განმარტება არ სჭირდება. ბავარიისადმი სიყვარულიც კარგად ვიცით და სარდელი ნამდვილად ეყვარება, ცოტა ჭარბი წონა გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას. მის ხუმრობებს რაც შეეხება ან ,ხუმრობებს’, მე როგორც წესი, მომწონს ხოლმე და ვაბშე რატი მაგარი კაცია ))) მეგობრები კი ეუბნებიან ხოლმე ხუმრობა არ გამოგდისო. ყველამ თავის ავატარს მიხედოს მეგობრებო )))

წყარო: ბასტიან შვაინშტაიგერი. მიხეილ შტრუნცის ცოლი, რომელიც შტეფან ეფენბერგმა გააბახა და 2009-2010 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში გაგდებული ლიონელი ჟერემი ტულალანი, რომელიც ირწმუნება, რომ დღეს სტუმრად 0:1 წაგების მიუხედავად, მისი ლიონი რატის ბაიერნს გააგდებს

4). ამ ახალგაზრდა ქალბატონს აშკარად ფარული ლტოლვა აქვს სიგარეტისადმი (არადა, თავად მე მგონი არ ეწევა). ნიკოტინის სულ მცირე ვარიაცია, გვაძლევს იმას, რისი დედა და ლიდერიცაა ეს ქალბატონი და რაც მისი ვინაობის გამოცნობაში ძალიან გვეხმარება. სიგარეტთან ვნებიან კავშირს, ერთგვარად ხაზს უსვამს მისი გვარიც. მაშ მითხარით, ვინ არის ეს ქალბატონი

პასუხი: თიკო კუპრაშვილი

კომენტარი: მოგესხენებათ, თინათინ კუპრაშვილი გახლავთ გუნდ თიკოტინის კაპიტანი. პირდაპირ კაპიტანი რომ დამეწერა ან ნიკოტინის პირველი ასოს ცვლილება, ამაზე მარტივი გამოვიდოდა კითხვა, ახლაც მარტივია. გვარი კუპრაშვილი კი ამტკიცებს ვერსიას ანუ კუპრაშვილი – კუპრი.

წყარო: ყვითელი ქემელის(კლასიკა ჟანრა) გვერდითა ნაწილი: კუპრი 10; ნიკოტინი 0,9; მხუთავი აირი 12; მას ნამდვილად მხუთავი აირიც უკავშირდება, თავისი ჭკუით, განათლებითა და მშვენიერი გარეგნობით სულს გვიხუთავს

5). (დასარიგებელი მასალა)

ამ სურათის მეშვეობით, ჩვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი უნდა გამოიცნოთ: თქვენს წინაშეა ტოტალიზატორის (არა)ჩვეულებრივი ბილეთი. თავად ჩაფიქრებული ადამიანიც არ არის სპორტისგან და მით უმეტეს ფეხბურთისგან შორს. ბილეთში მოცემულია მოლდოვის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩი. ახლა კი მითხარით აბსოლუტურად ზუსტად, თუ რა უნდა ეწეროს გრაფა ,შედეგის’ ქვეშ, რომელიც ჩვენ თვალსაჩინოებისთვის წითელი ფერით გამოვყავით, თუ გეტყვით, რომ თავად ეს ადამიანი ამ გუნდზე, უფრო სწორად ამ ფსონზე, ფსონს უკვე აღარ დებს/აკეთებს

პასუხი: 1X

კომენტარი: კითხვის პასუხი კითხვაშივე იყო. პირველი მოლდოვური კლუბი არის ,დაჩია’ და ამ კითხვის პასუხიც პრინციპში დაჩია ))) როგორც იცით, დაჩი ქინქლაძე იყო ერთ დროს მშობლიური გუნდის 1X-ს ლიდერი და კაპიტანი, სანამ არგონავტებში გადავიდოდა. შესაბამისად იგი ფსონს 1X-ს 1X-სზე აღარ დებს ) ,დაჩია-ზიმბრუ’ ქართულად განგებ არ დავწერე, უკვე აშკარა იქნებოდა პასუხი. გარდა ამისა, კარგად იცით, რომ დაჩის ნიკნეიმი გეიმტივის ფორუმზე არის dachi1X

წყარო: ტოტალიზატორი გეიმტივიბეთი. მაგარი კაცები და კონკრეტულად ერთი მათგანი _ მანჩესტერს რო ბოლო წუთზე გოლს გაუტან და მაიკას არ გაიხდი…

6). ნაწყვეტი კოკი კანდელაკის ლექსიდან:

ძალზედ ჭკვიანი ბიჭიასავით
კითხვის სმენისას კაცი შეხედავს:
ყურებს დაცქვიტავს ბაჭიასავით,
პასუხი იცის და თქმას ვერ ბედავს…

გვტანჯავს, გვაწვალებს, უმოწყალო თავსატეხებით
ვფიქობ, რომ თავში მას ჰყავს აზრის დიდი ბოინგი
რაც ამარაგებს ჩევნი ენისა და ჭკუის ნერვსატეხებით
თავად იგი კი დგას და შემოუდია მშვიდად …

თუ მიხვდით ვის ეძღვნება კოკი კანდელაკის ეს ლექსი, მითხარით რომელი საიტის მისამართი გამოვტოვეთ ჩვენ ლექსის ბოლოს

პასუხი: doin.ge

კომენტარი: ბექა ადამაშვილის ეს საიტი და მისი განთქმული თავსატეხები ძალიან ბევრისთვისაა ცნობილი. ვფიქრობ, საკმარისი მინიშნებები იყო. ლექსის პირველ ნაწილში გადმოცემულია მისი ხასიათის ერთ-ერთი შტრიხი. პირადად მე რამდენჯერმე ვითამაშე ბექასთან ერთად და ეგრევე დავაპრიკოლე მისი ტიპაჟი. გუნდი რო მსჯელობს, ხშირად უკვე იცის პასუხი დ არ გეუბნება, ერიდება ))) თუ გაჩუმდები ცოტა ხანი და წამყვანი რო იტყვის – 10 წამი – მშვიდად, დაბალ ხმაზე იტყვის – ეს ხომ არაა? და ეგაა )) თან სულ თავსატეხებში და რაღაცეებშია. რა დამავიწყებს, ერთხელ ანუშკასა და დათას ლექციას, რომ დავესწარი, ოთახში შემოვარდა უცებ და აქ მერხის ან სკამის ქვეშ სკოჩით ხო არ იყო რამე მიკრულიო და დაიწყო მერხებისა და სკამების ქვეშ ყურება… იმის მერე სკამზე დაჯდომის მეშინოდა კაი ხანი, ჯერ ვნახულობდი, რამე ხომ არაათქო.

წყარო: ჩემი სამუშაო სკამის ქვეშ ნაპოვნი სკოჩით მიკრული რვეული, რომელიც მე ბექას მოვუტეხე და თავად ვიქექები შიგნით

7). ყურადღებით მოისმინეთ-ჩაიწერეთ-წაიკითხეთ შეკითხვა:
მისი ხმის ტემბრის პავაროტის თუ არ შეშურდებოდა, იმას მაინც იტყოდა, ნიჭიერი კაციაო. უყვარს კამათი და აზრს ვერ შეაცვლევინებ. კულუარები იტყობინებიან, გოგოებიც განსაკუთრებით უყვარს ,ჩუმ-ჩუმადო’. ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, სიდინჯე, დამაჯერებელი იერი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალაუნებურად გვიჩენს შეკითხვას – ჩვენ კაი ჯანდაბას, კარგი სვლა არ გვქონდა, მაგრამ ნეტავ ვისი შთამომავალია, თავად ის? მაშ ვინ არის ის?

პასუხი: სანდრო თარხან-მოურავი

კომენტარი: ბუნებრივი შტრიხების გარდა, იყო ორი მინიშნება – მთავარი ანუ კითხვის ბოლოს ,თავად ის’, დიახ, სანდრო თარხან-მოურავი შთამომავალია თავადის ))) და ასევე ერთგვარი მინიშნება ,კარგი სვლა არ გვქონდა’. მოგეხსენებათ, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და კარგი სვლა არ გაქვს, ჭადრაკში ამას ცუგცვანგი ჰქვია, ხოლო ბატონი სანდრო, ცუგცვანგის კაპიტანია. ეს მერე ჩავამატე და იმედია ამ ,კარგი სვლა არ გვქონდა’-მ (ამ ფრაზის გარეშეც შეიძლებოდა თავისუფლად) ძალიან არ გაამარტივა კითხვა. ეგებ მარტო ,თავად ის’-თ ჯობდა, კაი ,პასაჟი’ იყო ეგ, მე მგონი. ისე ბატონ სანდროზე ჩემი საყვარელი ისტორია ეს არის… ტუალეტში რომ უნდოდა და მეორე სართულიდან ზემოთ უწევდა ასვლა, მეორეზე გოგოების ტუალეტია უნივერსტეტში. ჰოდა, უთხრეს რა პრობლემაა, რა მოხდა, თან ამ დროს, შედი გოგოების ტუალეტშიო, ბატონ სანდროსაც დაეზარა ზემოთ ასვლა და შეაღო მეორე სართულის ტუალეტის კარი და მისი საოცარი ტემბრით იკითხა – აქ არის ვინმე? ))) ხოლო იქიდან ბიჭი გამოვიდა… მე მიყვარს ბატონი სანდროს ტემბრიანი ჩანართები და დიდი ხანია მახსოვს ის, ჯერ კიდევ ფორუმ.გე-დან. ის ისტორია კი გადმოცემით ვიცი და მჯერა, ასეც იქნებოდა

წყარო: იმ ტუალეტიდან გამოსული ის ბიჭი

8). პრინციპში მასზე არ ითქმის მხეცი ნადირი, მაგრამ მას უყვარს, მხეციც, ნადირიცა და ნადიმიც. თუმც ხშირად ისე ჰგავს ტიპიურ გურჯ ,მუჟიკ’ კაცს, რომ აღიზიანებს ვიღავ-ვიღაცეებს(მათ შორის ხანდახან კითხვის ავტორსაც). მთლიანობაში კარგი კაცი უნდა იყოს ნამდვილად. თან ორბელიანი არ არის, მაგრამ მაინც სულხან-საბას შვილია. ვფიქრობ, ერთი წუთი არც დაგჭირდებათ, მაგრამ ფორმალობისთვის მაინც… ერთი წუთის შემდეგ, მითხარით ვინ არის ის

პასუხი: ოთარ საბაშვილი

კომენტარი: თუნდაც სატელევიზიო გადაცემებიდან, კარგად იცით, რომ ოთარ საბაშვილს უყვარს ნადირობა და ქეიფი. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო და მით უმეტეს იმით, რომ საბას შვილია ))) ,მუჟიკობას’ რაც ეხება, ტოვებს ხოლმე ტიპიური გურჯი ,მუჟიკის’ შთაბეჭდილებას, აი მაგიდაზე რო მუშტს ურტყამენ და თმადავარცხნილი და ბრიოლინიანი ან მოგრძო თმებიანი ბიჭები რო არ ევასებათ. თან აუცილებლად ინგლისის ან ბრაზილიის, მანჩესტერის ან ბარსელონას ქომაგი რომ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში მეორეების ქომაგია. კიდევ არის ვარიანტები, არგენტინა, ჰოლანდია, რეალი(ცოტა ნაკლებად)… მაგრამ კლასიკურად ისინი ცოტა სხვა ტიპები არიან მაინც). ხშირად ამით აღიზიანებს ანარქისტებს, არატრადიციული გურჯული მენტალიტეტის ხალხს და ,გრძელთმიან პეძიკებს’ როგორც ალბათ გურჯები უწოდებენ გრძელთმიანებს. თუმცა მჯერა ეს შთაბეჭდილება მხოლოდ გარეგნულია, ხოლო ის, რომ ,სირაკუზელები’(ამ ფრაზის გამოთქმით და ქილიკით თქმა სატელევიზიო თამაშისას არ დამავიწყდება) და იტალიელები არ ევასება(მისი ტიპაჟიდან ასეც უნდა იყოს) ეპატიება ბატონო ))) სამგიეროდ, სმა და სხვა პლუსები… ))

წყარო: მკვლელობამდე ორი საათით ადრე, მწყერის კომენტარები. ორგზის დაჭრილი დათვი. რუსეთში გაქცეული და მიმალვაში მყოფი ტახი და ცხონებული კურდღელის ჩანაწერები.

9). ჩაფიქრებულია უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მოაზროვნე. მისი ვინაობა ჩანახატის ბოლოს გამოტოვებულია და თქვენ ის აბსოლუტურად ზუსტად უნდა აღადგინოთ.
ამონარიდი ჯინჯიკოს / თამარ გახოკიძის დღიურიდან:

ბევრი წიგნი წაუკითხავს,
ჭკვიანი ბიჭია მაგი.
ნეტავ ქალებში მე გავხდე
… …

პასუხი: გაბრიჭიძე გაგი

კომენტარი: ,უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მოაზროვნე’ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოაზროვნეზეა საუბარი, რომელიც ფართო მასებს ახლახან გაეცნო. ერთ-ერთი მათგანი, ვის დონემდე ასვლასაც ინატრებდა ალბათ მოწადინებული ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ზურგი ეფხანება (უშუალოდ ჯინჯიკოზე არ არის ახლა საუბარი), ნამდვილად გაგი გაბრიჭიძეა

წყარო: ჯინჯიკოს დღიური სათაურით – ,მაგან მაგას მაგის პირით შეუთვალა – წიგნები წაიკითხეო’

10. ის არც გრიგოლის ძეა და არც ბორისოვნა, მაგრამ X-ც არის და Y-ც. X გრიგოლის გვარია, ხოლო Y ბორისის. მითხარით ვინ არის ის?

პასუხი: ეკა ჩხარტიშვილი

კომენტარი: აკუნინა ეკა ჩხარტიშვილის ნიკნეიმია ფორუმზე. თუმცა ამის ცოდნის გარეშეც შეიძლებოდა კითხვის აღება, მაგრამ უკვე ცუდი გამოდიოდა. გრიგოლ ჩხარტიშვილის ფსევდონიმი, რომ ბორის აკუნინია ყველამ ვიცით, ხოლო ამჟამად ჩხარტიშვილებს შორის ყველაზე პოპულარული რსრ-ელი ქ-ბნი ეკატერინეა. ჰო, კიდევ იმედია, რომ გრიგოლის ასული მართლაც არ არის, ხოლო აკუნინას მამის სახელი და გვარი ბორის ჩხარტიშვილი თუ არის, მთლად პანიკაა ))) თუ არის კითხვა ფუჭდება და მაშინ ბევრად უკეთესის დაწერა შეიძლებოდა

წყარი: აკუნინას ავატარზე, რომ გველია ის

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე
არ დაივიწყოთ ფესვები, ყველაფერი აქედან და ასე დაიწყო )))

ნახეთ პირველი ნაწილი:  https://1myway1.wordpress.com/2010/04/19/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A0-%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A0-%E1%83%96%E1%83%94/

პ.ს.
მზად ხართ ბატონო არჩილ?

Written by 1myway1

April 27, 2010 at 11:37 am

Posted in Uncategorized

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 😀😀😀😀 kaqi iyo emo🙂 gaartule xolme😀

    gingiko

    April 27, 2010 at 12:03 pm

  2. ემო შენ ხარ
    მთლად სერიოზული პაკეტი ხომ არაა და ცოტა სახალისოც ხო უნდა იყოს😛
    თორემ მესმის რომ თქვენთვის ზეადვილია ნახევარღმერთობისკენ მიმავალო ქალბატონო
    თუმცა აქ სწორედ გამოცნობაზეა გათვლა და არა იქ პეროობაზე😛

    ჰასი – თასი, ვლასი მასი იოოო

    1myway1

    April 27, 2010 at 12:18 pm

  3. ვიცინე ვიხარხარეეე🙂 უკვე სერიოზულად მიუდექი რა ამ საქმეს :))) წყაროებს საიდან იგონებ? :)) “ეს ,პაკეტი’ წინასგან განსხვავდება იმით, რომ უფრო თამაშზეა გათვლილი, ვიდრე იუმორზე. ” არადა იუმორი აქაც არანაკლებია, წყაროები განსაკუთრებით და კოკი კანდელაკის ლექსები :)))
    ისე, ამ პაკეტში უფრო ნაკლები იყო ხალტურა.
    ასე წარმატებით კარგა ხანია არცერთ პაკეტზე არ მითამაშია :))) ასეთი კითხვებზე კი ვთამაშობ ლომინაძესავით :)))

    2929

    April 27, 2010 at 12:33 pm

  4. kaqi, shen rogorc ityvi, emooo…

    p.s erti ragac saidan gaige mainteresebs😛

    Ginger

    April 27, 2010 at 12:35 pm

  5. 2929
    დიდი მადლობა, მაგრამ რომელი ხარ? დათა?😀 (თუ არა, დიდი ბოდიში შურაცხყოფისთვის😀 )
    ეშხში რო შეხვალ წყარო ყველაზე ადვილიასავით, თან ეფექტური უნდა იყოც, ცოტათი მაინც, მაგრმა სულ გგონია, რომ უკეთესი წყაროს მოფიქრება შეიძლებოდა…😛
    კოკი კანდელაკი დაახლოებით 5 წელი ჩემი ფსევდონიმი იყო სარბიელში😀 ორივე სახელიტ ვწერდი
    და საერთოდ ამ ფსევდონიმს საინტერსო, სახალისო და სევდიანი ისტორია აქვს
    ხალტურა მაინც იყო…

    Ginger
    კაქი ფრთოსანო :ეეჰ:
    პ.ს.
    მეც ბევრი რამე მაინტერესებს😛

    1myway1

    April 27, 2010 at 12:48 pm

  6. მეც მიყვარს ფსევდონიმები, კოკიიი😛 :* გადათვალე ინგლისურ ენაში მეორე და მეცხრე ასოები და მიხვდები ვინც ვარ😛 დათა და მურუსა თავად ხარ, თუ კაია😛

    2929

    April 27, 2010 at 12:58 pm

  7. რომ დავპოსტე მერე მივხვდი😀 და Fეისბუქზე რომ ვნახე უკვე დავრწმუნდი ))

    1myway1

    April 27, 2010 at 1:01 pm

  8. 1 წუთი არ გეყო, არ ითვლება😛

    2929

    April 27, 2010 at 1:04 pm

  9. დუალი იყო😛😀
    თემაში დათამ დაპოსტა წყაროზე რაღაც და მეთქი ეგაათქო😀

    1myway1

    April 27, 2010 at 1:15 pm

  10. მაგარია😀 წინასაც კი სჯობს🙂
    მე–7 ვერ გამოვიცანი მარტო, არადა რამდენი მინიშნება იყო😦 კომპენსაციის სახით, 2929 ვიცანი პირველივე კომენტარზე😛

    najafsandal

    April 27, 2010 at 1:20 pm

  11. najafsandal
    გაიხარე
    ალბათ წინას თავისი პლუსები აქვს და ამას თავისი
    ხო მე-7 კიდე გავამარტივე

    ,შვილებს’ შორის გამორჩევა ძალიან მიმძიმს და ბევრი პაარა დეტალი მომწონს, მაგრამ ჩემი ფავორიტი კითხვა ალბათ მაინც 5-ია
    თან იმ ბილეთის კეთებას ბევრი დრო შევალიე საკმაოდ😀 სუსტი ვარ ეგეტებში, პლუს ამას ძველი კომპი და საშინელი მონიტორი დგას აქ
    მაგრამ მაინც გამოვიდა რაღაც

    პ.ს.
    2929-ს გამოსაცნობად საკვანძო სიტყვა ის იყო?😛

    1myway1

    April 27, 2010 at 1:31 pm

  12. მე პირველი მერჩივნა, წარმატებული ინდი პროექტი იყო.🙂 ეს სიქველი უფრო კომერციულ ინტერესებზეა გათვლილი, პირველის სული აღარ იგრძნობა. თუმცა, ესეც კარგია, აი გაგიზე კითხვა ჩემი ფავორიტია ორივე ნაწილში.😀

    guniah

    April 27, 2010 at 4:03 pm

  13. წავშალო ეხლა ეს კომენტი?😀 კაი მაჯერად არ წავშლი )))

    კომერციულობისა რა ვთქვა, მაგრამ ეს სხვაა და ის სხვა. თან კინოს პონტია რა, პირველი ნაწილის დარად კარგად მისაღები გაგრძელების გაკეთება ადვილი როდია და ძალიან იშვიათად გამოდის ხოლმე😀

    ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირველადი ეფექტი ნახევარზე მეტია ხშირად და პირველ ნაწილს მართლაც რომ დიდი ეფექტი ჰქონდა და ჩანაფიქრიც კარგი გამოვიდა.

    სურვილები იყო, უფრო თამაშზე ორიენტირებული რომ იყოს და უფრო ფართო წრეო, ჰოდა მეტ-ნაკლებად ამას მოემსახურა მეორე ნაწილი. მეც პირველი მირჩევნია, მაგრამ სწორედ მეორეს დასრულების შემდეგ და ორივეს შეჯერების შემდეგ ვუთხარი ჩემს თავს – საღოლ😀😀

    გაგიზე კაია, მოკლე სხარტი, სახალისო :მაგი:
    თუმცა ერთპირვონულ ფავორიტს ვერ გამოვყოფდი მე, ამ პაკეტში ალბათ მაინც მეხუთე კითხვა

    პ.ს.
    პირველის დუხს ნაწილობრივ მაინც დავიბრუნებთ თუ გაგრძელება იქნება😀 (ნუ ადრე თუ გვიან მესამე ნაწილი მაინც იქნება, მეტი თუ არა)

    1myway1

    April 27, 2010 at 4:34 pm

  14. ამხანაგო კოკი, მე მგონი ცალკე ლიგა უნდა ჩამოყალიბდეს მსგავსი ტიპის კითხვებისათვის🙂

    პ.ს. არ გინდა ინამარკა იგროკებზეც მოსინჯო?
    დარწმუნებული ვარ კლიმოვიჩზე მაგარი კითხვა გამოგივა, მით უმეტეს, თუ ცოტას გადაჰკრავ🙂

    lomski

    April 27, 2010 at 4:39 pm

  15. lomski😀
    მაცდური წინადადებაა, გადაკვრასთან დაკავშირებით განსაკუთრებით😀
    თუმცა კლიმოვიჩზე და ერთ-ორ გემრიელ კაცზე კაი კითხვა გამოვა, მაგრამ სხვებისა რა გითხრა, თან დიდად ჩახედული არც ვარ და ამჟამად, არც ივარგებს ალბათ, მაგრამ იდეა კარგია

    1myway1

    April 27, 2010 at 5:10 pm

  16. :))) კაი იყოოო! გავერთე! გაიხარე!

    akunina

    April 28, 2010 at 8:39 am

  17. მადლობა🙂 გავიხარე😀

    1myway1

    April 28, 2010 at 8:58 am

  18. kargi iyo🙂

    gagize kitxvam martla daglija😀 ratomgac daichagra gorgiladzeze shekitxva, esec aranakleb mshuenier iyo🙂

    4 kitxvaze tavidan tiko xomeriki megona😀 magram dzvelma nacnobobam mainc tavisi qna da avige😀

    5 shekitxva yvelaze kreatiuli iyo, rac ki dagiweria🙂

    p.s. 0:3😛

    blumgardt

    April 28, 2010 at 11:32 am

  19. blumgardt
    მადლობა რატი ))
    კი, გორგილაძეც მშვენიერია ჩემი მოკლე ჭკუით😛
    4-ზე თიკო ხომერიკის გამოსარიცხად ბევრი რამ არის მგონი😛 თან თიკო ეწევა, ყველამ ვიცით. ისე მეორე თიკოს სულ არ ვიცნობ პირადად და ხომერიკს რსრ-მდე ვიცნობდი ))
    შეკითხვა N5-ზეც გეთანხმები დ ამე ყველაზე მეტად მომწონს, უცებ რო დაგარტყამს მოპასუხესაც და უფრო კითხვის ავტორს, ეგეთია😀

    პ.ს.
    უძაღლო ქვეყანაშიო…😛
    რეიტინგი რომ არა ძალიან გამიხარდებოდა, მიყვარს ბაიერნი. თან ზოგიერთებს ნათლად აჩვენა, რომ ხასიათი და ჯიგარი რამდენს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყურით კენწვლა არ არის ფეხბურთი და ბევრად მეტია…😛

    1myway1

    April 28, 2010 at 12:01 pm

  20. pirveli jobda😀
    tumca esec kargia
    vixalisee
    yochag gudmen😀

    anushka

    April 28, 2010 at 6:02 pm

  21. pirveli pirveli iyo😛
    :*

    1myway1

    April 28, 2010 at 9:36 pm

  22. magari iyo….
    chaiceret citata “chemi gza ia-vardit mofenili arasdros yofila, magram mainc meamayeba rom kai kacad davrchi” – yuradgeba shekitxva daasaxeelt am sityvebis avtoris “saxeli da gvari” tu isini ert asoe icyeba.

    pasuxi : koki kandelaki (giorgi kakabaze ar itvleba isini ert asoe ar icyebian tan yuradgeba unda migeqciat brchyaklebistvis, tu rame daceret apelacia)

    komentari : chemi gza, kargi kaci, yvelaferi natvamia

    wyaro : kreig belami, manchesters bolo cutze ro gautana d amaika ar gaixada

    dachikinkladze

    April 29, 2010 at 6:47 am

  23. 😀😀😀
    საღოლ დაჩი🙂

    1myway1

    April 29, 2010 at 8:46 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: