1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უგვირგვინო მეფეები 3

with 5 comments

როგორღაც მოვახერხე და აპრილი მაინც არ დავტოვე უგვირგვინო მეფეების გარეშე😀😀
გაიხსენეთ, იხალისეთ, ისიამოვნეთ… გადახედეთ წინა ნაწილებსაც, ვისაც არ გინახავთ.
ისევ არიან უცნაური ტიპები, კაი ტიპები და ყველა რჯულის ხალხი. ზოგი მეფის წოდებას არ იმსახურებს, უგვირგვინო მეფისაც, თუმცა ეს ხომ პირობითი სახელია, ამიტომ ასეთების სიაში მოხვედრა არ გაგიკვირდეთ. ზოგი პირიქით, გვირგვინსაც იმსახურებდა და ვერ მიიღო, ზოგიც უბრალოდ ნორმალური, კაი ტიპი იყო.
ზოგზე მშრალად არის გადმოცემული ინფო, ზოგზე შედარებით გემრიელად. ზოგს ასაკი უწერია, ზოგს არა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არ არის დოგმებში მოქცეული მიმოხილვა. მეტიც, პირველი ნაწილის მერე ცოტა გავამშრალე და არ არის კარგი, მაგრამ მაინც, ჩარჩოებში არ მომიქცევია. ყველაფერს თუნდაც საშუალო დონის მოთამაშეზე ასე ერთი ამოსუნთქვით ვერ გადმოსცემ. ამ რუბრიკის მიზანია, გახსენება, გართობა და ძირითადი ინფორმაციის მოწოდება. ვრცლად თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. მეტიც, ზოგზე საჭიროც კია და ვუთითებ ხოლმე, როგორც წესი.
ხშირად მავიწყდება რაღაც კონკრეტული, კარგი მოგონება ზოგიერთ მოთამაშეზე და მერე ვამატებ ხოლმე.
აუ ბეჭდვას მოვრჩი და ახლა უნდა დავასურათო ეს უფრო წვალებაა და მეტი დრო მიაქვს ტო😀 მაგრამ არა უშავს ))
მოკლედ… ვიცხოვროთ ფეხბურთით😉

1). ადრიან ილიე (და საბინ ილიე)

(მაგარი ფოტოა, ილიე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინგლისელი ფეხბურთელის, დარენ ანდერტონის ვარდნას გაურბის)

1974 წლის 20 აპრილი მშვენიერი დღე იყო. რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში ადრიან ილიე დაიბადა. ის ფეხბურთის სულ მცირესტაჟიან ქომაგებსაც გემახსოვრებათ. რაღაცნაირი მოთამაშე იყო, რაღაცნაირი თავითა და სტილით. ცოტა ქარიზმა და კლასიც კი ჰქონდა. მისი კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბ Electroputere-ში დაიწყო და 17 წლის ადრიანმა უმალვე გამოიჩინა თავი და კლუბის გმორჩეულ მოთამაშედ იქცა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ბუქარესტის სტიაუას სკაუტებს და ილიე 1993 წელს სტიაუაში აღმოჩნდა, სადანაც 1996-ში გალათასარაის მიაშურა. თურქეთში ადრიანმა დაახლოებით 2 წელი გაატრა და 1998 წელს მის 2 წლით უმცროს ძმასთან საბინთან ერთად ვალენსიაში ამოჰყო თავი, სადიანაც ალბათ ყველაზე უკეთ გვახსოვს. სხვათა შორის, საბინს უფრო ნიჭიერად მიიჩნევდნენ, მაგრამ საშინელმა ხასიათმა უმცროს ილიეს კარიერა გაუფუჭა. ადრიანმა კი ,ღამურებში’ მშვენივრად დაიწყო, ვალენსიას იმჟამინდელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მას ,კობრა’ შეარქვა. აი 2000 წლიდან კი ილიეს დაღმასვლა დაიწყო, იგი ტრავმებმა გააწამეს და ამის მერე, ძველებურად ვეღარც ათამაშდა. ვალენსია 2002 წელს დატოვა და ამის შემდეგ, თითო სეზონი გაატარა ალავესში, ბეშიქთაშსა და ციურიხში. ბოლოს ერთი წელი ბეერსხოტშიც ირიცხებოდა, მაგრამ ბელგიური გუნდის რიგებში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და 2006 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა. 2009-ში კი დაბრუნებას ფიქრობდა, როცა მას გროზნის ტერეკი შეეხმიანა. თუმცა ილიემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. რუმინეთის ნაკრებში 1993-2005 წლებში მან 55 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 1996 და 2000 წლების ევროზე და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. სტიაუაში, გალათასარაიში, ვალენსიასა და ციურიხში ყოფნისას მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოიპოვა 

2). ებე სანდი (და პიტერ სანდი)

1972 წლის 17 ივლისს დანიის ქალაქ ჰადსუნდში ქვეყანას მოევლინენ ტყუპი ძმები – ებე და პიტერ სანდები. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ მშობლებმა ისინი უკვე 5 წლის ასაკში შეიყვანეს ფეხბურთზე და არც უნანიათ. შესაძლოა პიტერი ისეთი ცნობილი ვერ გახდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე არაერთ კლუბში უთამაშია და ახლა მწვრთნელობა სურს, იგი ორჰუსში დამხმარე მწვრთნელია. სამაგიეროდ, ებემ სახელი ბევრად მეტად გაითქვა. ისე პიტერს კარიერის მანძილზე მეტოქის გუნდის ფანები ასე აბრაზებდნენ – “Du ligner Ebbe Sand” – რაც ნიშნავ ,ისე გამოიყურები, როგორც ებე სანდი’ )) გუნდ ჰადსუნდში ტყუპები დაახლოებით 15 წელი დარჩნენ, მერე კი კოპენჰაგენს მიაშურეს სამშენებლო ინჟინერიისა თუ რაღაც ასეთის შესასწავლად და ბრონდბიუში ჩაირიცხნენ. პიტერს ბრონდბიუს ძირითად გუნდში არასოდეს უთამაშია, ხოლო ებეს 1995 წელს უკვე რეგულარულად თამაშის საშუალება მიეცა და თავიც არ შეირიცხვინა. 1998 წელს იგი ნაკრებშიც გამოიძახეს, რომლის ღირსებასაც 2004 წლამდე იცავდა და 66 შეხვედრაში 22-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. იმავე 1998 წელს(ისევე როგორც 2001 წელს) ებე დანიის წლის ფეხბურთელად დაასახელეს. 1999 წელს იგი გელზენკირხენის შალკე04-ში გადაბარგდა და კარიერაც იქ დაასრულა 2006 წელს. დანიაში სამ ჩეპიონობასა და ერთ თასს, მან გერმანიის 3 თასი დაუმატა. დიდად ტექნიკური და კლასნი ფორვარდი არ ყოფილა, მაგრამ პროფესიონალი შემსრულებელი გახლდათ და ჰქონდა თავისი პლუსები, თან ბუნდესლიგაში ხშირად ასეთი ,უცნაური ტიპები’ იჩენენ ხოლმე თავს. 2001 წელს 22 გოლით იგი სერგეი ბარბარესთან ერთად ბუნდესლიგის თანაბომბარდირი გახდა. ეს ის წელია, ბოლო ტურში ბაიერნმა მე-4 დამატებულ წუთზე ძალიან საკამათო თავისუფალი დარტყმით გოლი რომ შეაგდო და საწყალ შალკეს, რომელსაც ალბათ უფრო ეკუთვნოდა, ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. 2006 წლის 13 ივლისს შალკემ 3:2 მოუგო შტუტგარტს, ერთი გოლი ებე სანდმა გაიტანა, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს და ფეხზე ამდგარმა ფანებმა იგი მხურვალე აპლოდისმენტებით გაცილეს ფეხბურთიდან.

3). ულფ კირსტენი

 

ყოველთვის მიყვარდა ასეთი წესიერად არანორმალური და ჟილკ-ჯიგრიანი ტიპები. არადროს არ იცი საიდან გამოხტება, ფეხს გამოყოფს და არაფრისგან გოლს გაიტანს. მუდამ ბურთზე და მეტოქის კარზეა დაგეშილი… სწორედ ასეთი იყო კირსტენი. არაგლამურნი, არა დიდად დაპიარებული, მაგრამ მუშა და საკმაო კლასით. თამაშის სტილით გერდ მიულერს ჩამოჰგავდა და მიუხედავად სიდაბლისა, თავით ბრწყინვალედ ირჯებოდა. ლეგენდარულია იმითაც, რომ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ორი სხვადასხვა ნაკრების მაისურით ჯამში 100 მატჩი ჩაატარა. სწორედ ზუსტად 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული მას აღმოსავლეთ გერმანიისა (1985-1990 წლებში, 49 მატჩში 14 გოლი) და უკვე გაერთიანებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში (1990-2000 წლებში, 51 შეხვედრაში 21 გატანილი ბურთი). საკლუბო კარიერაშიც ორი გუნდი ჰყავდა – დინამო დრეზდენი (1983-1990; 154 მატჩი; 57 გოლი) და ლევერკუზენის ბაიერი (1990-2003; 350 მატჩი; 182 გოლი). ბუნდესლიგის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი გახლდათ. გატანილი გოლების რაოდენობით, ყველა დროის ცხრილში მეხუთე ადგილზეა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საწმუხაროდ, ასეთი ფეხბურთელები ძირითადი ტიტულების გარეშე რჩებიან. ასე იყო ულფის შემთხვევაშიც, მისი უდიდესი გამარჯვება 1993 წელს მოგებული გერმანიის თასია. ფარმაცევტები ყოველთვის ახლოს იყვნენ დიდ წარმატებასთან, მაგრამ სულ რაღაც მცირე აკლდებოდათ. კირსტენისთვისაც და მთელი ლევერკუზენისთვისაც ყველაზე მტკივნეული 2002 წელი იყო, როცა გუნდს ყველა ძირითადი ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ ბოლოს ბუნდესლიგაშიც მეორე დარჩა, გერმანიის თასის ფინალიც წააგო და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. კირსტენი ახლა მწვრთნელობას ცდილობს, ბაიერის ასისტენტ მწვრთნელად მუშაობდა, 2006 წლიდან კი ბაიერის მეორე გუნდს თავკაცობს. მისი ვაჟი ბენი მამის კვალს კი დაადგა, მაგრამ ნაკლები წარმატებით, იგი 22 წლისაა და დრეზდენის დინამოში მეორე მეკარეა. საინტერესოა, რომ ულფის არნახულად უხეშმა წვერმა მას კომპანია ბრაუნის სპონსორობა არგუნდა, ამ კომპანიამ კირსტენი საკუთარი საპარსების სარეკლამო სახედ აირჩია.

4) მარკ ფიში

 

ეს სამხრეთაფრიკელი მცველი, ჩვენთვის გვარითაც იყო სიანტერესო და ტიპაჟითაც. 1974 წლის 14 მარტს დაბადებული ფიშის პროფესიონალური კარიერა ჯომო კოსმოსში დაიწყო, რასაც ორლანდო პირატსი, რომის ლაციო, ბოლტონ უონდერერსი, ჩარლტონ ატლეტიკი, განათხოვრება იფსვიჩ თაუნში და ბოლოს ისევ ჯომო კოსმოსი მოჰყვა(თუმცა იქ დაბრუნებულს თამაში აღარ ჩაუტარებია ძირითად გუნდში). სხვათა შორის, მისი სამოყვარულო, სულ პირველი კლუბი არკადია შეფერდსი იყო და იქ თავდამსხმელად დაიწყო კარიერა, მაგრამ მერე, ორლანდოში დაცვის ცენტრში დაწიეს და სწორადაც მოიქცნენ. ნაკრების მაისურა 62-ჯერ მოირგო(1993-2004 წლებში) და 2 გოლიც გაიტაანა. 1996 წელს იგი აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა და ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. The Big Fish-ი(მისი ერთ-ერთი მეტსახელი) ახლა სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფშია. ცდილობს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაცია-განვითარებას და ეწევა ქველმოქმედებას. 2006 წლის მერე უკვე მეორედ ეყრება მის მეუღლე ლუს, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს ლიუკი და ზიკი. საინტერსოა, რომ 2008 წელს მისი მეუღლე ლუ და 10 წლის შვილი ლუკი, სახლში იყვნენ მეგობრებთან ერთად, როცა 5 შეიარაღებული პირი მათ თავს დაესხა და გაქურდა. მძარცველებმა ბავშვების დაშინება სცადეს, მაგრამ როგორც შემდეგ ჰყვებიან, ბევრი არაფერი გმაოუვიდათ. სამაგიეროდ, მათ მოპარული ნივთები ოჯახის მანქანაში ჩააწყვეს და მიიმალნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

5) ლესლი ეშორ ,ლეს’ ფერდინანდი

 

ის 1966 წლის 8 დეკემბერს პატინგტონში, ლონდონში დაიბადა. ლეს ფერდინანდი საკმაოდ დახვეწილი და ,გამოსული’ ტიპი იყო. მისი პოპულარული მეტსახელი გახლავთ ,სერ ლესი’ და აქვს კიდეც იმ უაზრო ქვეყნის უაზრო დედოფლის უაზრო წოდება MBE (Queen’s Birthday Honours List 2005 წელს მიიღო). ბავშვობაში საუთჰოლსა და ჰეიესში გახლდათ. ამ უკანასკნელის რიგებში დაიწყო მისი პროფესიონალური კარიერაც. ერთი სეზონის მერე კი, ქუინზ პარკ რეინჯერსში გადაბარგდა, რომელშიც 1987-1995 წლებში ირიცხებოდა(163 მატჩში 80 გოლი), ამ პერიოდში ორჯერ იყო განათხოვრებული – ბრენტფორდსა და ბეშიქთაშში. თურქეთში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა – 24 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო. თუმცა ბევრად წარმატებული იყო ნიუკასლში გატარებული ორწლიანი პერიოდი (1995-1997), ჯორდების მაისურით მან 68-ჯერ ითამაშა და 41-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ამას მოჰყვა ექვსი წელი ტოტენჰემში უკვე ვეტერანის სტატუსით. მერე კი თითო სეზონი, ვესტ ჰემში, ლესტერსა და ბოლტონში, ცოტა ხანი რედინგში და ბოლოს ფორმალური ჩარიცხვა უოტფორდში. ნაკრებში 17-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაახერხა. 1993 წელს დებიუტი სან მარინოს წინააღმდეგ მაკრატელა გოლით აღნიშნა. ახალგაზრდობაში დენის უაიზთან ერთად პატარა სკანდალში იყო გახვეული. სათამაშო კარიერის დასრულების მერე ბი-ბი-სიზე ექსპერტად წაიმუშავა, ამ საქმეში მისი და სტივ მაკმანამანის გზებიც გადაიკვეთა. 2008 წელს მეგობარ ტიმ შერვუდს(გეხსომებათ) შეუერთდა ტოტენჰემის სამწვრთნელო შტაბში და ,დეზებში’ თავდამსხმელებს წვრთნის ახლა. კარგად მართავს მანქანას და უყვარს რალი. გადაცემა Top Gear-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რეიტინგული მონაწილე იყო. ასევე პროფესიონალურად მართავს ვერტმფრენს და საკუთარიც ჰყავს. მისთვის უცხო არ არის ქველმოქმედებაც და ჩართული კიბოსთან ბრძოლის საქმეში(დედამისი კიბოთი გარდაიცვალა 1990 წელს) საერთოდ, მშვენიერი ფორვარდი იყო და საინტერესო პირვონებაა, ყველაფერს ვერ გადმოვცემ ახლა აქ, შეგიძლიათ თავად ჩაუღრმავდეთ, ვისაც მეტი აინტერესებს. მახსოვს, ერთხელ მიჯრით ორი ტური 64-ე თუ 65-ე წუთზე გაიტანა გოლი, ზუსტად ერთ დროს და ერთ ამბავში ვიყავი მაშინ, რვეულები მქონდა, ყველა წამყვანი ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა თამაშის მიმოხილვას ვწერდი რვეულში, თუნდაც მოკლე, რამდენიმე წინადადებიანს და ფერდინანდზე დავწერე რაღაც ასეთი – მეორე ტურია ერთ დროს გააქვს გოლი, ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს! :D ხო, გეცოდინებათ, რიო და ენტონი ფერდინანდების(ძმები არიან როგორც მოგეხსენებათ), ახლო ნათესავია. 

6). თეოდოროს ზაგორაკისი

არ ვიცი ვის რა აზრი აქვს ამ მოთამაშეზე, მარადონა და ზიდანი რო არ არის თავადაც იცის, მაგრამ ის, რაც მან ევრო 2004-ზე გააკეთა იყო სუპერი. ასეთი დახვეწილი, ტექნიკური და ჭკვიანური თამაში, მთელი ტურნირის მანძილზე, ნამდვილად დასაფასებელია. ვისაც რა უნდა იძახოს, რომ საბერძნეთს გაუვარდა, რეჰაგელმა გამოადნო და ა.შ. ფაქტი კი ერთია, დიდ ტურნირს იგებს ის, ვინც იმ კონკრეტულ  დაახლოებით სამკვირიან მონაკვეთში უკეთ არის მზად და ცოტა იღბალიც ეხმარება. ბერძნებმა ყველაფერი ორგანიზებულად და ბრწყინვალედ გააკეთეს და ბედმაც გაუღიმათ. ზაგორაკისი კი ერთ-ერთი მთავარი იყო, თუ მთავარი არა. მისი კარიერა კავალაში დაიწყო, მერე იყო პაოკი, ლესტერი და აეკი. ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ბოლონიამ დაიმატა, სადაც ერთი სეზონი გაატარა და ბოლოს ისევ პაოკს მიაშურა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ამჟამად. კარიერის ბოლომდე ანუ 2007 წლამდე იცავდა ნაკრების ღირსებასაც (1994 წლიდან მოყოლებული) – სულ 120 მატჩში 3 გოლი. იგი კლუბებშიც და ნაკრებშიც ატარებდა 7-ნომრიან მაისურას. მისი მეუღლე არის ყოფილი მოდელი ჯოანა ლილი, მათ ჰყავთ ქალიშვილი მარია.

7). თომას გრავესენი

  

არაინ ფეხბურთელები, რომლებიც იმისთვის იბადებიან, რომ ევერტონში ითამაშონ. მაგალითად.: ალესანდრო პისტონე… თომას გრავესენიც ასეთი იყო. ხოტორა, მებრძოლი და ბრაზიანი დანიელი 1976 წლის 11 მარტს ვეილეში დაიბადა და იქაურ კლუბში ისწავლა ფეხბურთის თამაში, საიდანაც 21 წლის ასაკში ჰამბურგში აღმოჩნდა. გერმანულ კლუბში ის 2000 წლამდე დარჩა, მერე კი მიაგნო… 2000-და 2005 წლამდე ევერტონის ღირსებას იცავდა. დიდი ხმაურით გადავიდა რეალში და ეს იყო დიდი შეცდომა, არეულ მადრიდულ გრანდში გრავესენმა ის თვისებები ვერ გამოავლინა რისთვისაც იდეაში იყიდეს. ორივე მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო. უკვე ,ფასდავარდნილი’ გლაზგოს სელტიკში გადავიდა, კიდევ ერთ საგრავესენო გუნდში, ოღონდ ახალგაზრდობაში და კაი ფორმაში მყოფი, რომ მისულიყო აჯობებდა… ვერც იქ მოსწყვიტა ციდან ვარსკვლავები და ერთი წლით საყვარელ ევერტონში გაანათხოვრეს. კარიერა 2008 წელს დაასრულა. უთამაშია 19 და 21-წლამდელთა დანიის ნაკრებში. ეროვნულის ღირსების დაცვა კი 66-ჯერ მოუწია და 5 გოლითაც შეეწია ნაკრებს. 

8). დანიელ ფონსეკა

კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი ურუგვაიდან, ნიჭის არომატით. მონტევიდეოში დაბადებული ფორვარდის კარიერა ნასიონალში დაიწყო, სადაც ნიჭი დაუნახეს და პირდაპირ აპენინებზე, კერძოდ კალიარიში ჩააბრძანეს. ორ სეზონში ნაპოლიში გადაბარგდა და იქაურ ორ სეზონში კიდევ უკეთ გაისარჯა (58 მატჩში 31 გოლი). იგი უყურადღებოდ არ დარჩენია რომას. თუმცა დედაქალაქურ კლუბში გატარებულ სამ წელიწადში მისი მონაგარი 65 შეხვედრაში შეგდებული 20 გოლი იყო. მიუხედავად ამისა, მისი ყიდვა იუვენტუსმა გადაწყვიტა, სადაც 1997-2000 წლებში ირიცხებოდა და ფაქტობრივად ტურინელთა რიგებში დასრულდა მისი კარიერა (40 მატჩი, 10 გოლი). შემდეგ, ცოტა ხანი წავიდა რივერ პლეიტში, მაგრამ არ უთამაშია და ბოლოს 2 შეხვედრა ჩაატარა კომოს მაისურით. საბოლოოდ, თამაშს 2003 წელს შეეშვა. 1990-1997 წლებში ნაკრების მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 11-ჯერ გამოიჩინა თავი. დღემდე სარგებლობს ფანებში პოპულარობით. თუმცა ფონსეკასგან ის ნამდვილად არ გამოვიდა, რასაც თავიდან ელოდნენ. რაღაცნაირი კაი ტიპი კი იყო, ურუგვაელებს აქვთ, რაღაც სხვანაირი პეწი, მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებელი თაობებისა. 

9). ალექსანდ მოსტოვოი

 

1968 წლის 22 აგვისტოს ლომონოსოვში დაიბადა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე – ალექსანდრ მოსტოვოი. თამამად ვუწოდებ მას ამ სიტყვას – ფანტაზისტა. მაშასადამე, რუსი ფანტაზისტას კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 5 წელი ირიცხებოდა და საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ. ამას მოჰყვა თითო სეზონი ბენფიკასა და კაენში, მერე ორი სეზონი სტრასბურში და 1996 წელს იგი სელტაში ჩაირიცხა. სწორედ ვიგოელთა რიგებში გაშალა ბოლომდე ფრთები ,ცარ’-მა(ბალაიდოსის მეფემ) და გენიალურმა პლეიმეიკერმა, როგორც მას ეძახდნენ. ვიგოელებს იგი დიდი ხანი კაპიტნობდა და თანამემამულე ვალერი კარპინთან(მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ) ერთად, ხშირად პატარა სასწაულებს სჩადიოდა მინდორზე. ხასიათი ცოტა რთული ჰქონდა, მაგრამ არა იმდენად, რომ რუსეთის ნაკრებიდან ხშირად ყოვლად უაზროდ მოეკვეთათ, რასაც ხშირად აკეთებდნენ სამწუხაროდ ის უნიჭოები. ზოგჯერ დისციპლინასაც არღვევდა, მაგრამ როგორც ასეთი, ,ბუნტავშიკი’ არ ყოფილა. სამაგიეროდ, მართლაც ძალიან ნიჭიერი იყო, ტექნიკა და მინდვრის ხედვა შესაშური ჰქონდა, მაგრამ მეტიც შეეძლოო. სულ სელტაში 255 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, კარიერა 2005 წელს ალავესში დაასრულა, რომლის რიგებშიც 1 მატჩი გამართა და ამდენივე გოლი შეაგდო. საბჭოთა კავშირის ღირსება 15-ჯერ დაიცვა(3 გოლი), СНГ-ს ნაკრების 2-ჯერ, ხოლო რუსეთის ნაკრების 50-ჯერ და 10 გოლიც გაიტანა(1992-2004). მან ითამაშა  1996 წლის მუნდიალსა და ევრო 96-ზე. 2002 წლის მსოფლიოზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმამ შეუშალა ხელი. 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის მერე, გიორგი იარცევმა ნაადრევად დააბრუნდა შინ, რადგან მოსტოვოიმ, მისი ქმედებები გააკრიტიკა, მოგვიოანებით კი განაცხადა, სხვანაირად ვთქვიო, მაგრამ… რუსეთს მაინც არაფერი ეშველა და დაეტოვებინათ ეს კაცი. ისე, ბევრჯერ გაუკეთეს ტყუილა იგნორირება.

10). ვალერი კარპინი

 

ეს ფეხბურთელიც ძალიან მიყვარდა. მოსტავოის დარი დახვეწილი შეიძლება არ იყო, მაგრამ არანაკლებად სასარგებლო გახლდათ. ტექნიკაც მშვენიერი ჰქონდა, დარტყმაც და ყველაფერი. ნამდვილად ნიჭიერი და საინტერესო პირვონებაა. ის ესტონეთში, კერძოდ ნარვაშია დაბადებული(1969 წლის 2 თებერვალი) და პროფესიონალური ნაბიჯებიც ფეხბურთში სპორტ ტალინში გადაგდა, მაგრამ მერე რუსეთს მიაშურა და იქაური მოქალაქებაც მიიღო(2003 წელს ესტონეთის მოქალაქეობაც დაიბრუნა). 1988 წელს 3 მატჩში ჩაატარა მოსკოვის ცსკა-ში, რასაც ასევე მცირე პერიოდით მოჰყვა ფაკელი. შემდეგ კი 4-წლიანი არცთუ წარუმატებელი მონაკვეთი სპარტაკში. ხოლო მერე, მისი კარიერა ესპანეთში გაგრძელდა. ჯერ იყო სოსიედადი, შემდგომ ვალენსია, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი სელტაში. ვიგოელთათვის იგი 1997-2002 წლებში ირჯებოდა და 168 მატჩში 26-ჯერ თავიც გამოიჩინა. კარიერა კი იმავე სოსიედადში დაასრულა 2005 წელს, რომლშიც ჯამში ყველაზე მეტი დრო გაატარა, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტჯეტ ითამაშა. СНГ-ს ნაკრებში ერთხელ ითამაშა, რუსეთისაში კი 72-ჯერ და 17 ბურთიც შეაგდო. მოგვიანებით იგი გახდა რალის გუნდ კარპინ-გალისიას მფლობელი, რომელსაც ახლა Xacobeo-Galicia ჰქვია. იგი ასევე ფლობს უძრავი ქონების სააგენტოს ყოფილ თანაკლუბელ მიჩელ სალგადოსთან ერთად. 2008 წელს გახდა მოსკოვის სპარტაკის აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად კი, როგორც იცით, სპარტაკის მწვრთნელია.

11). შონ უილიამ დანდი

დიდი უცნაური ვინმეა, სტეფან გივარშის ნაირსახეობა. გივარშის ოჯახისებრთა თავდამსხმელი. ასეთები მეტ ხალისს სძენენ ფეხბურთს და მათი ასეთ გახსენება-მიმოხილვებში მოხვედრა მაინც საჭიროა. დურბანში, სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული, მაგრამ გერმანიის პასპორტი აქვს და გერმანიის მეორე ნაკრებში 1 მატჩიც აქვს ჩატარებული. პროფესიონალური კარიერა შტუტგარტერ კიკერსში დაიწყო. შემდეგ იყო დიტცინგენი, კარლსრუე, სამი მატჩი ლივერპულში, ასე თუ ისე, წარმატებული პერიოდი შტუტგარტში, ვენის აუსტრია, ისევ კარლსრუე, კიკერს ოფენბახი, განათხოვრება შტუტგარტერ კიკერსში და 2008 წლიდან დურბანის ამაზულუში ირიცხება, რომლის რიგებშიც მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. ყველაზე მეტი და წარმატებული დრო მან კარლსრუეში გაატარა, რომლის რიგებშიც ჯამში 137 შეხვედრა ჩაატარა და 50-ჯერ გაიტანა. დანდის ერთი არცთუ ცუდი პოსტერიც კი მაქვს )))

Written by 1myway1

April 30, 2010 at 7:18 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აუ კირსტენი როგორ მიყვარს.. მაგარი კაცი იყო… ეჰ რატო ჰქონდა რეალთან ფინალში ტრავმა რა..😦

    Borgez

    April 30, 2010 at 7:43 pm

  2. აუჰ, მე და ილიე ერთ დღეს ვყოფილვართ დაბადებულნი🙂

    კარგი პოსტია, მაგრამ ჩემი მაკანაკი არ სჩანს არსად😦

    lomski

    April 30, 2010 at 8:06 pm

  3. Borgez
    მსგავსი ფეხბურთელების ბედი ასეთია ხშირად😦

    lomski
    მისი დროც მოვა😀

    1myway1

    April 30, 2010 at 8:17 pm

  4. შონ დანდი ყველაზე მაგარი კაცი იყო :)) სად გაგახსენდა ეგ გუდმენ :))

    Tato

    May 6, 2010 at 4:41 am

  5. ოოო დიდი შონი😀 გვახსოვს გვახსოვს მსგავსები

    1myway1

    May 6, 2010 at 7:39 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: