1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for მაისი 2010

გოსე მაყანა

with 13 comments

დიდი ხანია რაღაცეებს ვწერ, მაგრამ ბოლომდე იშვითად მიმყავს. სულ ფეხს ვითრევ, მეზარება და მომავლისთვის ვდებ. არადა, თან მინდა. ეს ერთ-ერთია, რომელიც ბოლომდე მივიყვანე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათში დაწერილია და ეტყობა კიდეც 😉 ბევრად უკეთ შეიძლებოდა, თან დეტალებში ჩაღრმავებული არ ვარ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მომავალში 😀 რაღაც დიდის დაწერას ვაპირებ და აქ ნახსენები ზოგიერთი ისტორია ვრცლად მჭირდება იქ. ასეა თუ ისე, გავკადნიერდი 😀 და 4 დღის წინ ლიტ.გე-ზე დავაგდე ))) თქვენი კოკი კანდელაკი 😀 😀 😀
http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=36780

გოსე მაყანა

 
1
მოგატყუებთ, რომ გითხრათ ზუსტად მახსოვს წელი იმ დღისა, როცა ქუჩაში ჩემი ,დვარნიაშკა’ ძაღლის ყეფა გავიგონე და დაფეთებულმა ჩავირბინე კიბეებზემეთქი. სამაგიეროდ, დანამდვილებით შემიძლია გითრხათ, რომ ის პერიოდია, ომი რამდენიმე წლის გადატანილი რომ გვაქვს. ჩაის ხანდახან სუხოი სპირტზე ვიდუღებთ, პურის რიგებში ღამეებს ვათენებთ, კერასინკაზე ვთბებით და ხელი ან ნავთით გვაქვს დასვრილი ან ნახშირით გამურული.

9-10 წლის ვიქნებოდი, ჩემს ძაღლს ბათურა ერქვა, ერთხელ ქუჩაში დავინახე და სახლში მოვიყვანე. ცხადია, დედამ და ბებიამ დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ როგორღაც მოხდა ისე და ბათურა დავიტოვეთ, ხშირად ვუშვებდით თავის ნებაზე ქუჩაში, მერე მაინც ბრუნდებოდა. ერთი სიტყვით, ნახევრად ჩვენთან ცხოვრობდა, ნახევრად კი გარეთ.

ბათურას დედაჩემი უფრო შეუყვარდა და მე ხშირად მიღრენდა, მეც აღარ ვუვლიდი, მალევე მომბეზრდა, მაგრამ მაინც მიყვარდა და როცა ვინმე ან რამე, მისთვის ზიანის მიყენებას გადაწყვეტდა, მსურდა დამეცვა ხოლმე. მსგავსი შემთხვევები კი ხშირად იყო. ხან დიდი ძაღლები ამომიჩემებდნენ, ხან კი ბოროტი ხალხი, რომელიც მუდამ მრავლად არიან და იყვნენ, მით უმეტეს, იმ არეულ პერიოდში.

საიდან დავიწყე და სად აღმოვჩნდი… მოკლედ, ბათურას ყეფა შემომესმა და თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე ერთი სართული და ჩემი ეზოს ჭიშკართან გავჩნდი. რამე ახალი არ დამხვედრია, ჩემი ძაღლი მორიგ გამვლელს უყეფდა და უფრო იმიტომ, რომ ალბათ ამ გავლელისგან აგრესიას გრძნობდა… იგრძნობდა კიდეც, 50-ს გადაცეილებ ქალბატონს, ძალიან სადად ეცვა, ორივე ხელში პარკი ეჭირა და ჩემთვის გაურკვევლი აქცენტით წყევლიდა ძაღლს.

მაშინ ძალიან თავნება ბავშვი ვიყავი, ეზოში ახალი აღმოჩენილი და ქუჩური რომანტიზმის ბინძური მტვრეით მოწამლული. სახლში ვერ მაკავებდნენ, როცა მინდოდა მივდიოდი და როცა მინდოდა მოვდიოდი, რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და უზრდელობასაც არ ვერიდებოდი. სიგარეტიც 9 წლისამ მოვწიე პირველად და დალევამაც არ დაახანა. მოგვიანებით მწარედ სანანებელი გამიხდა ქუჩისადმი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ გვიანი იყო. თუმცა რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ და ალბათ ეს ყოველივეც საჭირო გახლდათ.

ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ მიმხვდარიყავით, იმ ქალბატონისათვის რამე უზრდელურის თქმა არ გამიჭირდებოდა, მით უფრო მას მერე რაც, ერთი ჩანთა დადო და როგორც მახსოვს, ბოთლი მოუღერა ბათურას. ის ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი, რომ ავიანზე ბებიაჩემი გამოენთო და თავისი ბოხი ტემბრით, უცნობ ქლს მიმართა – კი მაგრამ რა დაგიშავათ ასეთი ამ ძაღლმა ასე აგრესიული რომ ხართო.

მაშინ, ეს ძალიან მეუცნაურა, რადგან ბებიაჩემს ჩვენი ძაღლი არ უყვარდა, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე სჩანდა. ვერც გაამტყუენებდი, თუ კი რამეს აშავებდა, არადა ბევრს აშავებდა და თუ სახლში ისაქმებდა ბათურა, ყველაფერი ბებიას თავისტკივილი იყო. თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ ადამიანებსს ასეთი უცნაური სენი აქვთ, თავისიანი უნდა დაიცვან, გინდ მტყუანი იყოს, და გინდ მართალი. საბედნიეროდ, ყველას არ აქვს ეს სენი, მაგრამ უმეტესობას და რაღაც დოზით მაინც ყველა ჩვენთაგანს. არადა, ბებია მუდამ კრიტიკული იყო ჩემდამიც და დედაჩემისადმიც, მათ შორის უცხოებთანაც, მაგრამ უცებ ბათურა დაიცვა, რომელიც არ უყვარდა…

უცნობ ქალბატონს პასუხი არ გასჭირვებია, თუ თქვენია ეს ძაღლი გაათრიეთ აქედანო და მერე, ისტერიკები მოაწყო, გული ცუდად გამიხდა, კინაღამ მიკბინაო და ასე შემდეგ. ისეთი რამეები თქვა, რაც ნამდვილად არ ყოფილა. მე ბათურა ხელში ავიყვანე და სადარბაზოსკენ წამოვედი, მგონი იმ ქალმა მომაწყევლა, მაგრამ მსგავსი რამეები უკვე იმდენად ნაცნობი იყო ჩემი ყურებისთვის, რომ არანაირი რეაქცია არ მქონია.

2
და კიდევ ერთხელ სიმართლე გითხრათ, როგორ მოხდა ჩვენი იმ ქალბატონთან ხელმეორე შეხვედრა, ზუსტად არ მახსოვს. სავარაუდოდ, ეს მეცხრე საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელთან ან სტუდქალაქთან უნდა მომხდარიყო. ჩვენს ქუჩაზე ის ქალბატონი კიდევ საკმაო ხანი არ გამოჩენილა, მაგრამ ხსენებულ ადგილებში ხშირად ნახავდა კაცი.

მე და ბებია კი ამ ადგილებში ძალიან ხშირად დავდიოდით და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ძირითადად ბებიაჩემის მეგობრებთან დავდიოდით ტელევიზორის საყურებლად, რადგან ტელევიზორი, მაცივარი და მსგავსი რაღაცეები მაშინ კი არა, კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ გვქონდა, ყველაფერი გაფუჭებული იყო.

ერთ-ერთი ასეთი მიმოსვლისას, ის ქალბატონი, რომელიც ბათურას ეჩხუბებოდა მეცხრე საავადმყოფოს(მაშინ ,კრუგს’ უფრო ეძახდნენ იმ ადგილს) მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელის  ბორდიურზე იჯდა, გვერდზე პური და სხვა წვრილმანი ნივთები ეწყო და ჰყიდდა. მაშინ, არ მივსულვართ და არც ერთამენთისთვის გვითქვამს რამე, მხოლოდ გავხედეთ იმ ქალს და გავაგრძელეთ სიარული. თან ფრიად სერიოზული საქმით ვიყავით დაკავებულნი, როცა უკან ვბრუნდებოდით უკვე დაღამებული იყო ხოლმე ტრადიციულად, არაყიშვილთან მუდამ რეიდი უნდა გაგევლო, კავსაძეზე გაგერბინა, რომ ტყვია არ მოგხვედროდა და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარდა ეს ღამის რეისები და რაღაც პერიოდი ასეთი გასართობი მოვიგონე: ბებიაჩემს ხელს ჩავკიდებდი და მკაცრად ვაფრთხილებდი, რომ ისე ექნა, როგორც ვეტყოდი, არ იზამდა და მერე გენახათ ჩემი ისტერიკები, ისიც როგორც წესი მიჯერებდა. მოკლედ, ხელს ჩავკიდებდი და თვალებს ვხუჭავდი, მიზანი კი ის იყო, რომ ჩვეულებრივი ნაბიჯებით უნდა გაგვეგრძელებინა სვლა, მაგრამ როცა გადასასვლელი მოახლოვდებოდა, დალის(ეს ბებიას სახელია) არ უნდა ეთქვა ეს ამბავი, შესაბამისად ერთ-ერთი ნაბიჯის გადადგმისას ფეხი ჩამივარდებოდა და ამ მოულოდნელი პატარა ხიფათისგან გამოწვეული გრძნობით ვირთობდი ხოლმე თავს. კარგად მახსოვს, მაშინ მშვენივრად ვერთობოდი, ბებიაჩემი კი წვალდებოდა და თან ნერვიულობდა რამე არ მოუვიდესო, მაგრამ რამეს რომ ავიხირებდი, როგროც წესი ჩემი გამქონდა, მით უმეტეს ასეთ შედარებით წვრილმან საკითხებში.

ჰოდა, ამ საქმით დაკავებულებს, ცხადია, უცნობი ქალბატონის განსახილველად არ გვეცალა. ზუსტად მახსოვს, ისევ როგორ დავხუჭე თვალები კავსაძის გადასახვევს რომ მივუახლოვდით, მაგრამ ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ზუსტად ბორდიურის კიდეზე დადგამდი ფეხს, ისე, რომ ხვდებოდი ახლა არის გადასასვლელიო და მთელი სიამოვნებაც იკარგებოდა, მაშინაც ასე მოხდა.

3
რა მომენტში გადავწყვიტე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს იმ უცნობ ქალს გოსე მაყანა შევარქვი. ასეთი ჩვევა მქონდა, უცნაურ სახელებს და სიტყვებს ვიგონებდი. ვინმესთვის რამე მეტსახელი რომ არ შემერქმია, თითქმის გამორიცხული იყო, ყველაზე მეტი მეტსახელი ბებიაჩემს აქვს მაგალითად, გაგიკვირდებათ და ამჟამად გუგას ან გუბაზის ვეძახი. ბოლო შემთხვევაში პოლიტიკოსი ან ,ეს ისეთი მამის შვილია’-ს სერიიდან ნაცნობი გუბაზ სანიკიძე იყო ჩემი შთაგონების წყარო. წავუმავნებლებდი მოკლედ, ერთხელ ბანაობა მეზარებოდა და დედაჩემმა მითხრა დაიბანე თორემ სუნი აგივა და ცუდი ბიჭი იქნებიო, მე ვუპასუხე, შენ გაქვს სუნი თუ კარგიათქო და იმის მერე, სუნას ვეძახდი, თან სხვების თანდასწრებითაც. სად მქონდა მაშინ ჭკუა, ეგებ არც ახლა მაქვს, მაგრამ მგონი მაქვს.

მაყანათი – გამოვხატე ის, რომ ეს ქალი ძალიან ბევრს ლაქლაქებდა, არა უფრო სწორი სიტყვა იქნება – ჯუჯღუნებდა. თან აქცენტი ჰქონდა, აქაური არ იყო, და რაღაც სიტყვა მაყანა მოვარგე. მაყანა მისი გვარი იყო ჩემს წარმოსახვაში.

რაც შეეხება გოსეს, არ ვიცი, ეს სიტყვათაშეთანხმება თავისით მოვიდა, ამგვარ რაღაცეებზე არ ვფიქრობ ხოლმე, უცებ მოდის და მორჩა. ალბათ რაღაც ასოციაციები გამიჩნდა და იმ ქალის ვიზუალური შეფასების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ გოსე უნდა რქმეოდა.

მეცხრე საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს ერთი გასტრონომი იყო, რომელშიდაც კოკა კოლის ყიდვა განსაკუთრებულად მიყვარდა. ამის გარეშეც, ხშირად მივდიოდი იქით და ერთხელაც, გადავწყვიტე იმ, ჯერ კიდევ უცნობი ქალის გაბრაზება დამეწყო. მივიდოდი ახლოს და ვეძახდი – გოსე მაყანა, გოსე მაყანა, გოსე გოსე… სულაც აღარ იწყევლებოდა: რა გინდა ბიჭო, წადი თავი დამანებე, რას მერჩი, რა დაგიშავეს… აი დაახლოებით ასეთი და ამ შინაარსის პასუხები ჰქონდა გოსე მაყანას.

ამასობაში, ბებიაჩემი ნელნელა დაახლოებულა გოსესთან და ბევრი რამ გაურკვევია მისი ცხოვრებიდან. ეს დეტალები ახლა მე კი არა, ალბათ თავად დალისაც არ ახსოვს კარგად, არადა მერწმუნეთ, საინტერესო იყო. თუ არ ვცდები გაგრიდან არის დევნილი, ცხადია, კარგი სახლკარი ჰქონდა და დარჩა ასე… გოსეს სინამდვილეში ვენერა რქმევია, გვარი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თუ გავიხსენე აუცილებლად გეტყვით.

თავიდან, ბებიაჩემს გაეცინა ვენერას გოსე მაყანა რომ შევარქვი და საიდან მოიტანეო მითხრა. მეჩხუბებოდა, ნუ ეძახი, ამხელა ქალია და უხერხულიაო. თუმცა გავიდა ხანი და ხანდახან თავადაც დაუწყო ასე მიმართვა – გოსე როგორ ხარ გოსე? – და თან იღიმოდა, მე კი ეს ძალიან მიხაროდა. უკვე აღარც გოსეს ჰქონდა რაიმე საწინააღმდეგო.

ნამდვილად არ გვილხინდა, მაგრამ დალი სულ ცდილობდა, როგორმე დახმარებოდა, თუნდაც მცირე ყურადღება გამოეჩინა და რამდენიმე კანფეტი მიერთმია. ზოგჯერ პური გვქონდა, მაგრამ მაინც ყიდულობდა ვენერასგან და ძირითადად სწორედ მისგან ყიდულობდა კიდეც, იმ უცნაურ პურს. არადა იმ ფულით, რომელიც თავად სადგურზე ბოთლების ჩაბარებით აეღო.

ყოველი გასვლა-გამოსვლა, ვენერასთან შეჩერებით და გასაუბრების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ზოგჯერ ისე შეუყვებოდნენ ლაპარაკს, რომ ნერვები მეშლებოდა და წავედით ჩქარათქო ვეუბნებოდი.
გოსე სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ალბათ ახლაც იქ ძინავს. პატარა ოთახი მაქვსო წუხდა.

მახსოვს, ერთხელ ვიღაც კაცი გადაეკიდა და აწუხებდა, ამაზეც ჩვენ შემოგვჩივლა, გამიწყალა გული, რა უნდა ვერ გავიგეო. ბებიაჩემმა უთხრა, დამანახე რომელია და მაგას ვაჩვენებ სეირსო, მაგრამ ის კაცი უცებ გაქრა. სამაგიეროდ სხვა ყველაფერი ძველებურად იყო. ღამე ჩამოვივლიდით და გოსე ამოიკნავლებდა – პურიიი, ახალი პურიიი, პური არ გინდა გოგოო? და დალიც იყიდდა ხოლმე თუ საშუალება ჰქონდა.

4
ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. მე და ბებიაჩემი სახლში ვბრუნდებოდით და როგორც კი კარგად ნაცნობ მიწისქვეშა გადასასვლელს მივუახლოვდით, შევამჩნიეთ ვენერას ფერი არ ედო და ტიროდა. ცხადია, სასწრაფოდ გამოველაპარაკეთ და ცუდი ამბავიც გავიგეთ. თურმე ფულს აგროვებდა, ბინის ყიდვა მინდოდაო… მართალია ბინამდე ჯერ შორი იყო, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხა დაასახელა, რომელიც დაზოგილი ჰქონია და სადღაც თავის დასაძინებელთან ახლოს მალავდა. ჰოდა, იმ დღეს ის ფული საერთოდ აღარ დახვედრია. ძალიან ცუდად იყო, გული დაგვეწვა და საკმაო ხანს სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდით.

გოსე ამბობდა, იმან არ გაიხაროს ვინც ეს გააკეთა, სიმწრით შეგროვებული ფული მომპარა და ნულზე დამტოვაო. ეჭვიც ჰქონდა ერთ-ორ ადამიანზე, მაგრამ არც ის ფული დაბრუნებულა და არც ქურდი გამოაშკარავებულა. გოსემ ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო მაშინ, მაგრამ მაინც ცდილობდა რაღაცნაირად გამკლავებოდა გასაჭირს.

გავიდა წლები, ისე მოხდა, რომ აღარც ბებია დადიოდა უკვე ხშირად სტუმრად და როცა დადიოდა მე აღარ დავყვებოდი. ჩემით კი თითქმის ყოველდღიურად მიწევდა იმ ტერიტორიებზე ჩავლა, მაგრამ გოსე მაყანას ძალიან იშვიათად ვხედავდი. გავიგე, უავადმყოფია კიდეც და კარგა ხანს არ სჩანდაო, მაგრამ მარტო ამის ბრალი არ იყო, ისედაც აშკარად იშვიათად ვხედავდი რატომღაც. ხოლო როცა ვხედავდი, სხვა, ,უცნაურ’ ადგილებში, სადაც წესით არ უნდა შემხვედროდა.

პირველად, როცა უკვე მათხოვრად ქცეული ვენერა ვნახე ძალიან მეუცხოვა და შემეცოდა. იმდენი წლის მანძილზე არ უმათხოვრია, სულ რაღაცას წვალობდა, მაგრამ წლებმა და ცხოვრებამ მაინც გატეხა. თან ისეთი მობერებული და გამხდარი იყო, რომ გული შემეკუმშა, ასე შეუმჩნევლად როგორ შეიცვალა ეს ქალითქო.

ვხვდებოდი ვერ მცნობდა უკვე. ისეთი საწყალი ხმით მომაძახებდა ხოლმე დამეხმარეთო, რომ არ ვიცოდი რა მექნა, როგორც წესი დასახმარებელი ხურდებიც მიჭირდა იმ პერიოდში.
ერთ დღესაც, ბებიაჩემს მის მეგობართან მივაცილებდი. დალიც მობერდა ცოტა, ისე ჯანზე ვეღარ არის და მეც ვაცილებდი. ცხადია, ვენერასთანაც აღმოვჩნდით. იჯდა და გამვლელებს თან ფულს სთხოვდა და თან რაღაც წვრილმანები ეწყო გასაყიდად. როგორც ჩანს, ცოტა ფულს რომ მოაგროვებს რაღაცეებს ყიდულობს და მოაქვს, მაგრამ ბოლო დროს ძირითადად სულ მათხოვრობს, მერე იქვე კავსაძეზე 40 ან 50 თეთრიან ღვეძელს ყიდულობს და ცხოვრობს ასე… ბებიაჩემმა სინანულით ამოიოხრა და ჰკითხა:
– როგორ ხარ ვენერა?
– ეჰ, რა ვიცი…
– გახსოვს გიორგი – და მე გავიღიმე
– უი, ეს არის შენი ბიჭი, ვეღარც ვიცნობდი, რამხელა გაზრდილა, რა კარგი ბიჭია.
– კი კარგი ბიჭია, მაგრამ ათასი პრობლემა აქვს ახლა…
– მუშაობს?
– არა, წელიწადზე მეტია უმუშევარია, იმდენი ვალები გვაქვს ჩემო ვენერა, რომ ნუ მკითხავ.
– ხო, რა მშვენიერი ბიჭია, სულ პატარა მახსოვს. ახლა კარგი სამსახური უნდა და გამოსწორდება ყველაფერი. რა, ამაზე უკეთესები მუშაობენ?
– ეჰ, იმედია ჩემო ვენერა, იმედია… აბა შენ იცი – უპასუხა ბებიაჩემმა და გამოვცდით კიდეც იმ ადგილს. მე მხოლოდ გავიღიმე, ხმა არ ამომიღია. საერთოდ მრავალი წელი იყო უკვე გოსესთვის სიტყა არ მეთქვა.

5
ერთ დღესაც, ყველაზე ნაკლები ვალი სადაც მაქვს იმ ბანკში პროცენტის გადახდის ბოლო დღე იყო. სულ რაღაც 27 ლარი უნდა გადამეხადა, მე 10 მქონდა და ვფიქრობდი კიდევ 17 სად მეშოვნა. ამ და სხვა ფიქრებში წასული მივუყვებოდი ქუჩას და უცებ გაუაზრებლად ნაცნობი სახეც შემეფეთა და ხმაც ჩამესმა – დამეხმარეთ. იქვე ჯიხურში მივბრუნდი და ათლარიანი მივაწოდე, დამიხურდავეთმეთქი. რასაკვირველია, ხურდა არ გვაქვსო მიპასუხეს. მერე, სახაჭაპურეს მივადექი და ანალოგიური პასუხი მივიღე. ისევ ჯიხურს მივუტრიალდი და რომელიღაც გაზეთი ავიღე, ეს მომეცითმეთქი, გამყიდველს არც შერცხვა ისე გამომართვა ის ათლარიანი და სულ ლარიანები და ორლარიანები მომცა. არა მგონია, ეს იმიტომ ექნა, რომ ხურდა ვთხოვე და ცოტა კეთილი საქმე მაინც ექნა, ალბათ სხვა ფული უბრალოდ არ ჰქონდა.

მივედი და ვენერას ორლარიანი მივეცი, ძალიან გაუხარდა, დიდი მადლობაო. თუმცა ისე მითხრა როგორც უცნობს, რითაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ისევ ვერ მიცნო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მნახა და გარკვეულ წილად გამიხრადა კიდეც, ასე სჯობდა. მერე, მიწისქვეშაში ჩავედი, იქ ადრე არავინ იყო ხოლმე, ახლა კი ორი ქალი მათხოვრობს და ვერასდროს ვერ ვეხმარები. ერთი საწყალი ხმით თხოულობს ხოლმე ფულს, მეორე კი უფრო ომახიანად – დაგვეხმარეთო – გეუბნება, ვიღაც იფიქრებს გავალდებულებსო. ლარიანები მივეცი ორივეს. საერთოდ იმდენ მათხოვარს ვხედავ ხოლმე, რომ ძალიან მიჭირს გავლა, მით უმეტეს, მცირე ხურდებითაც რომ ვერ ვეხმარები და სულ ასე მინდება, როცა მაქვს, დავახურდავო ათი ან ოცლარიანი და ჩამოვარიგო ხოლმე.

შემდეგ, უკან ამოვედი და ისევ გზას გავუყევი, თან რაღაც ფიქრებში გავერთე და ბავშვობის რამდენიმე ამბავი ამომიტივტივდა, რაც იმ ტერიტორიას უკავშირდებოდა. ცოტა ხანში კი იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რას ემსახურებოდა ჩემი საქციელი. იქნებ ეს ეგოიზმის გამოვლინება იყო? რომ მე, რომელსაც ახლა ასეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ბოლო ფულს ვხარჯავ და სხვებს ვაძლევ და აი, რა კაი ტიპი ვარ. თუ იქნებ თავის მოტყუების ერთგვარი ხერხი იყო, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იქნება…

ამასობაში, კედელთან აწურული ხელჯოხიანი ბებერი კაცი დავინახე და ისევ ჯიბეზე ვიტაცე ხელი, მასაც ლარიანი მივეცი. საერთოდ ძალიან მიმძიმს, როცა გამათხოვრებულ ასაკოვან კაცს ვხედავ. ქალი კიდევ სხვაა და კაცი, რომ ამაზე მიდის, ესე იგი, უმეტეს შემთხვევაში სხვა გზა არ აქვს და ძალიან ცუდად აქვს საქმე, თან რამხელა დარტყმას აყენებს საკუთარ პატივმოყვარეობას. ეს ნორმალურ კაცს ვგულისხმობ და არა ლოთს(არადა, თავადაც ლოთი ვარ, ოღონდ ცოტა სხვანაირი), ასეთებს არც ვეხმარები, არც ციგნებს და არც იმათ ერთი და იგივე ტექსტებით მოტყუებას რომ ცდილობენ. იმედია, კაცისა და ქალის თანასწორობის წინააღმდეგობაში არ დამდებით ბრალს. უბრალოდ, პირადად მე გამათხოვრებული კაცის, თან ასაკოვანის, ყურება ძალიან მიჭირს. ბევრად მეტად, ვიდრე ქალის.

მერე, შეიძლება გადამეტებულმა სენტიმენტალიზმა შემომიტია, გამახსენდა ჩემი წინდაუხედავი ქმედებები, გასაჭირის დროს ვალის ვალზე დამატება. სხვადასხვა თამაშებში წაგებული თანხა და მსგავსები. მაქსიმუმი ერთ ჯერზე 150 დოლარი წამიგია, ვიღაცისთვის ეს სასაცილო თანხაა, ვიღაცისთვის ორი კოქტეილის ფული, ჩემთვის კი ბევრია, იმ დროს კიდევ უფრო ბევრი იყო და გავიფიქრე, საკუთარ თავს რომ შევეშვა, რამდენ მათხოვარს დაეხმარებოდა ეს ფული თუნდაც მცირედითთქო. თუმცა ცხოვრებაში ასეთ მომენტებს ვერ გაექცევი, ხან აზარტი აგიყოლიებს, ხან წინდაუხედავად მოიქცევი, ხან ის და ხან ეს, ხანდახან მცირე ეგოიზმიც საჭირო თუ არა, გარდაუვალია. მთავარია სიკეთის კეთება არ დაგავიწყდეს, თუნდაც მცირედის…

ამ ფიქრებით თავი დავარწმუნე, რომ ჩემი საქციელი არც თავის მოტყუების მცდელობა იყო, და არც ეგოიზმის გამოვლინება. უბრალოდ, მცირე კარგი საქმე ჩავიდინე და  ბოლოს ყველაფერი მაინც კარგად იქნება. რამდენიმე ადამიანს, იმედის ერთი ბეწო ნაპერწკალი გავუჩინე, რომელსაც ზოგჯერ, ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ხოლო რატო მივეცი, გოსე მაყანას ორი ლარი და დანარჩენებს ერთი, ამას ვერ გეტყვით – ასე მომინდა.

რიგის ქუჩის ბოლოსაც მივუახლოვდი და სანამ ბარნოვზე ავიდოდი გამახსენდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც მრავალი მრავალი წლის წინ მოხდა, დაახლოებით მაშინ, დალიზე ხელჩაკიდებული და თვალდახუჭული რომ დავდიოდი და გოსე მაყანა იმ უცნაურ პურს ჰყიდაა. სწორედ აქ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ბარნოვიდან ჩამოვდიოდით რიგის ქუჩაზე 20 დოლარი ვიპოვე, 20 დოლარი კი მაშინ კარგი ფული იყო. ტრადიციულად, ღამე სახლში ვბრუნდებოდით და რომელიღაც მანქანამ რომ მოუხვია ჩვენს წინ, ტრასაზე რაღაც დავინახე, ავიღე და 20 დოლარი შემრჩა ხელში. ბებიაჩემს ყალბი ეგონა, მაგრამ მერე გადავამოწმეთ და ნამდვილი აღმოჩნდა.

დალის მეგობრის ნათესავი დუბაიში დადიოდა და ის 20 დოლარი გავატანეთ, რაღაც კურტკა და ფეხსაცმელები ჩამომიტანა, ჩემები უფრო არ იყვნენ სიხარულისგან ჭკუაზე, ვიდრე მე. მე ის კალკულატორი უფრო მიხაროდა, რომელიც მაშინ ხურდაში დარჩენილი ფულით მიყიდეს და რომელიც მრავალი წელი ერთგულად მემსახურა ტოტალიზატორის კოეფიციენტების გამოთვლაში. თან გამახსენდა, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ, მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი გახლდათ.

დარჩენილი 4 ლარი და რაღაც ხურდები საფულეში ჩავაბრუნე და გზა განვაგრძე. უცებ საშინლად მომინდა გამეგო და დამენახა ის, ვინც მაშინ გოსე მაყანას ფული მოპარა.

Written by 1myway1

მაისი 31, 2010 at 6:58 AM

Posted in Uncategorized

უგვირგვინო მეფეები 4

with 14 comments

ესეც მეოთხე ნაწილი და მოახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატი… ჰოდა მალე ჩვენც მისი ცქერით დავტკბებით. ამიტომ, უგვირგვინო მეფეების გაგრძელებას ივნისში ნამდვილად არა და ალბათ ივლისშიც არ დავწერ, აგვისტო-სექტემბრიდან გავაგრძელოთ მაგარი ხალხის გახსენება, იქამდე, სხვა ციებ-ცხელებით ვიქნებით შეპყრობილნი 🙂

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ უმეტესობა ამ პატარა მოგონებებისა დავწერე დღეს, ჯერ კიდე ნასვამმა და მერე პახმელიაზე მყოფმა. ეს დიდად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ პახმელიაზე ცოტა ცუდად ვიყავი და სხვანაირი ენით დავწერე, თუ ვინმეს არ მოეწონება, მე მაპატიეთ 😀 განა რამე განსაკუთრებულად სხვანაირით, უფრო ჯიგრულად ჩემი აზრით, მაგრამ არა კლასიკურად და ადგილ-ადგილ შესაძლოა ცოტა მძიმედაც, ზოგან კი პირიქით ზედმეტად მარტივად. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბლოგია და ფეხბურთზე ,ჟურნალისტურად’ წერა მრავალი წლის მანძილზე მეყოფოდა და მომავალშიც მეყოფა. ამიტომ, ბლოგზე უფრო სხვანაირად მირჩევნია, როდის როგორ რა, თორემ ხშირად ისე უნდა დაწერო და კი არ ვამტყუნებ, პირიქით, კარგია, რაც მეტი ეცდება, მით უკეთესი. აი რამდენს გამოუვა ეს ცალკე თემაა 😀 უბრალოდ, ერთმანეთში არ აგვერიოს, მოყვარულობა, ჟურნალისტობა და ბლოგერობა. ზოგი სამივე ერთადაა, ზოგი ორი, ზოგი მხოლოდ ერთი 😀 ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა ერთზე – რა გინდა მშვენივრად წერსო, თან რამდენი ხანია ბლოგერია და ე.ი. ჟურნალისტიცო, ერთი და იგივეა ფაქტობრივადო… 😀 მე გამეღიმა და აღარ ვუპასუხე არაფერი, დამეზარა და თან აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ის ადამიანი და სხვანი მართლა მუშაობენ ახლა ჟურნალისტებათ(რატომ და როგორ ეს ცალკე თემაა უკვე). ჰოდა, მოკლედ არა არის ერთი ბლოგი და ჟურნალისტობა, დაივიწყეთ ეს 😀 მთავარია, ვისაც რა უნდა ის აკეთოს და სცადოს, რომ კარგად აკეთოს, როგორც გამოვა გამოვა. პირიქით, მე სულ ალალისა და ბუნებრივის მომხრე ვარ. ახლაც ამას ვაწვები, მაგრამ ნუ გავაიგივებთ ჟურნალისტიკას ბლოგერობასთან, არც ისე ადვილი საქმეა ჟურნალისტობა, როგორც ერთი რიგითი ცუდი ჟურნალისტი, ისე ვამბობ ამას 😀
შევეშვათ ახლა ამ გადახვევას და ვისიამოვნოთ მშვენიერი ხალხის გახსენებით(და არც წინა ნაწილები არ დაივიწყოთ):

1). მეტიუ პოლ ,მეტ’ლე ტისიე

ძალიან დახვეწილი ვინმე იყო მინდორზე.  სახელიც კარგი დარჩა, ბევრს მისდამი მოწიწებითი დამოკიდებულება აქვს და ცოტა ზედმეტი ინგლისური სისულელეები, მაგრამ ზოგს უხდება ეს მიდგომები დე ლე ტისიეც ამ რიცხვშია. მშვენიერმა ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 1968 წლის 14 ოქტომბერს ჯერნსიში ფოე ფოე დვიჟენიაში დაიბადა, მთელი საკლუბო კარიერა საუთჰემპტონში გაატარა. წმინდანების მაისურით ამ ქარიზმატულ ფიგურას 444 მატჩი აქვს ჩატარებული და 162 გოლი გატანილი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში იგი მხოლოდ მაიკ კენონს ჩამორჩება. ლე ტისიეს ასევე ერთი საინტერესო მიღწევა ეკუთვნის, იგი გახდა პირველი ნახევარმცველი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 100 და მეტი გოლი გაიტანა. მშვენიერი თამაშის გარდა, იგი გამოირჩეოდა უშუალოდ პენალტების შესაშური შესრულებით. 49 პენალტიდან ლე ტისიემ 48 გაიტანა და ის ერთი, ნოტინგემ ფორესტის მეკარემ მარკ კროსლიმ აუღო, ისიც მაგარი ჩუვაკია თავის მხრივ 😀 დიდწილად ასეც არის ცნობილი, ერთადერთი მეკარე, ვინც მეტიუ ლე ტისიეს პენალტი არ გაუშვა 🙂 მეტის პირველი გუნდი ვეილ რეკრეიშენი იყო, მაგრამ მალევე საუთჰემპტონში აღმოჩნდა და 1986 წელს უკვე წმინდანების ძირითად გუნდში იყო, სადაც დაასრულა კიდეც სათამაშო კარიერა 2002 წელს. ორმაგად შემიყვარდა მას მერე, მანჩესტერს სამჯერ რომ ატკინა და წმინდანებმა კინაღამ ოლდ ტრაფორდზე მოუგეს MU-ს (3:3 მორჩა), თან ის პერიოდია, იმათ კარში ტაიბი, რომ ედგათ და იყოჩაღა მასიმომ 😀 ნორმანდიელ ლე ტისიეს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებსიც უთამაშია და ინგლისის B ნაკრებშიც, რომლის რიგებშიც  ჰეთ თრიქი გაახერხა, თან 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც ისე დიდი ხნით ადრე. მიუხედავად ამისა, გლენ ჰოდლიმ ამაზე თვალები დახუჭა და ლე ტისიე მუნდიალზე არ წაიყვანა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეროვნულ ნაკრებში მან სულ 8-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. საუთჰემპტონის სტადიონზე სენტ მერიზე, არის ლე ტისიეს სახელობის სპეციალური ლუქსი. საერთოდ, მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდგომი ისტორიებიც საინტერესოა და თუ ვრცლად გაეცნობით კარგი იქნება. სკაი სპორტზე მუშაობდა მიმომხილველად, საუთჰემპტონს ძალიან რომ გაუჭირდა ლე ტისიემ გადაწყვიტა საკმაოდ დიდ თანხას შესულიყო და ფაქტობრივად გუნდის (თანა)მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, რამაც გარკვეულ-გაურკვეველი ეჭვები გამოიწვია. 2009 წელს ლე ტისიემ ავტობიოგრაფიაში აღიარა, რომ ერთხელ, კერძოდ 1995 წელს უიმბლდონთან მატჩში ფსონი გააკეთა, რომ პირველი აუტი მალე, მგონი საწყის წუთშივე იქნებოდა და სცადა ბურთის განგებ გადაგდება, ცუდი პასი მისცა თანაგუნდელ ნილ შიპლის, ამ საწყალმაც თავი გაიგიჟა და ბურთი არ გაუშვა აუტზე 😀 ჩვენი ლე ტისიეც გიჟს გავდა, ასე დაგეშილი არასდროს ვყოფილვარო… ბურთის გადაგდებაზე ჩალიჩობდა 😀 😀 საბოლოოდ პირველი აუტი 70 წამზე ყოფილა, რაც იმ ფსონის მიხედვით ,გაყრას’ ნიშნავდა ანუ არც მოიგო და არც წააგო მეტიუმ, ის ფული უკან დაუბრუნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, დაქორწინებული გახლდათ ბავშვობის სიყვარულ კეტიზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. განქორწინდა 1997 წელს და კეტი ბავშვებითურთ ჯერნსიში დაბრუნდა. მისი ძმები მარკი, კარლი და კევინი ასევე თამაშობდნენ ფეხბურთს, მაგრამ პროსფესიონალურ დონეზე არასდროს. მარკი ახლა ჯერნსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ყოფილა.

2) ოლივერ ნოივილი

აი ზუსტად მასზეა ნათქვამი – მაგარი ,ჩუვაკი’. თუნდაც იმიტომ, რომ იტალიელი დედა ჰყავს 😉 გერმანელი მამა და დაიბადა ლოკარნოში, შვეიცარიაში 🙂 ხოლო მისი გვარი, მომდინარეობს ბელგიელი ბაბუისგან და ფრანგულად გამოითქმის როგორც – მოდა. ერთი სიტყვით, ძალიან ძალიან მაგარი კაცია 😀 რა დამავიწყებს, რაღაც უცნაურად რომ დარბოდა, საქმიანად დაფაფხურებდა ))) მშვენიერი სასარგებლო თავდამსხმელი იყო, და ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ დაფასდა. მინდორზე რომ გამოუშვებდი, ჯერ ხომ ბევრს შრომობდა და თან სულ გქონდა იმედი, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო. ცოტა ქარიზმა არ ეყო, ცოტა ის, ცოტა ეს… თუმცა ასეც მშვენიერი გახლდათ. ფეხბურთზე 6 წლის მიიყვანეს, კლუბ გამბარონიოში, სადაც 1990 წლამდე გახლდათ.მერე ცოტა ხანი გაატარა ლოკარნოში და პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი გუნდი სერვეტი გახლდათ, რომლის რიგებშიც გატარებული 4 წლის მანძილზე 108 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 1994 წელს გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. ეს მისი ერთადერთი ტიტულია. დასანინია, რომ ასეთი ტიპები ბევრს ვერ იგებენ. სერვეტს მოჰყვა ტენერიფე, რომლის მაისურითაც გატარებულ ერთ სეზონში 33 შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ იხეირა, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კუნძულელები უეფას თასისი ნახევარფინალში გავიდნენ(დამატებით დროში წააგეს შალკესთან). ნოივილის პირველი გერმანული კლუბი როსტოკის ჰანზა გახლდათ(1997-1999 წლებში; 50 მატჩში 22 გოლი). 1999 წელს იგი ლევერკუზენში გადაბარგდა და ფარმაცევტებში 5 წელი გაატარა. ამ პერიოდში იგი 165 შეხვედრაში 42 გოლით გამოირჩა. 2004 წლიდან ამ სეზონისა და მისი კარიერის ბოლომდე კი, ნოივილი მიონხენგლადბახის ბორუსიაში ირიცხებოდა(151 მატჩი; 42 გოლი). გერმანიის ნაკრებში 1998-2008 წლებში 69 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ყველაფერში მეორეობა ან მესამეობა გამოუვიდა – ლევერკუზენთან ერთად 2000 და 2002 წლებში ბუნდესლიგის მეორეობა და იმავე 2002 წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 2002 წელსვე მეორე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მესამე ადგილი 2006 წლის მუნდიალზე და კიდევ ერთი წაგებული ფინალი ევრო 2008-ზე. ბერნდ შნაიდერთან ერთად ნაკრებში ცნობილი მწეველი ფეხბურთელი გახლდათ. ჰყავს ერთი ვაჟი ლარს-ოლივერი. ამჟამად გლადბახის ახალგაზრდების მწვრთნელად მუშაობს.

3). ჰიდეტოში ნაკატა

თავისი თაობის და იმ პერიოდის აზიის უდავოდ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და ალბათ ყველაზე ნიჭიერიც, რასაც ბუნებრივი, მომადლებული ნიჭი ჰქვია. ნაკატა აზიელთა ზიდანი და ლაუდრუპ(ებ)ი იყო. მინდორზე მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ჭკუაზე, დახვეწილობაზე, ტექნიკაზე აგებს და არა სისწრაფეზე, ფიზიკურ ძალაზე ან სხვა გამომუშავებულ თვისებებზე. უბრალოდ, ცოტა უცნაური ვინმე იყო და ბოლოს უკლო რატომღაც, თითქოს აღარ უნდოდა, აღარ ინდომებდაო. ფეხბურთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე შეეშვა, არადა სულ 29 წლისა იყო. თუმცა თქვა, წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტე 2006 წლის მუნდიალის მერე წავიდოდი და ამის მერე, პროფესიონალურ დონეზე აღარასოდეს ვითამაშებ, მაგრამ ზოგადად ფეხბურთს არასოდეს ჩამოვშორდებიო… რა გაეწყობა, კაცია და გუნება. ამის შემდეგ, ის მხოლოდ ერთხელ იხილა დიდმა პუბლიკამ მწვანე ბალახზე – 2007 9 ივნისს, ლუიშ ფიგუს ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩზე. 1997-2006 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით 77 შეხვედრა გამართა და 11 ბურთი გაიტანა. იაპონიასთან ერთად მან 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალებზე ითამაშა და მშვენივრადაც. უთამაშია 1996 და 2000 წლების ოლიმპიადაზეც. შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს, მაგრამ ნაკრების ლიდერობის მიუხედავად, 2000 და 2004 წლებში იგი არ იყო იაპონიასთან ერთად, როცა გუნდი აზიის თასს იგებდა, მაგრამ არა მგონია ეს დიდად მნიშვნელოვანი გახლდეთ. მისი საკლუბო კარიერის უდიდესმა ნაწილმა იტალიაში ჩაიარა. ფეხი ბელმარ ჰირაცუკაში აიდგა და მალევე იგი პერუჯამ იყიდა. რა დამავიწყებს პირველად აჟიოტაჟსა და უმბრიელთა ფანების რიგებში გამოჩენილ წვრილთვალებებს, ნაკატას პოსტერებითა და ასე შემდეგ. პერუჯაში გატარებული ორი წლის მერე, ერთი წლით რომაში გადაბარგდა და იქ ჩემპიონიც გახდა. შემდგომ 3 წელი პარმაში ირიცხებოდა, საიდანაც ცოტა ხნით ბოლონიაში გაანათხოვრეს 2004 წელს. იმავე წელს გადავიდა ფიორენტინაში, ხოლო ბოლოს იჯარის წესით თამაშობდა ბოლტონ უონდერერსში. 2005 წელს გახდა Knight of the Star of Italian Solidarity, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წოდებაა იტალიაში. ეს პატივი ნაკატამ იტალიის სხვა ქვეყნებში კარგად წარმოჩენისთვის დაიმსახურა. ჰიდოტეშის უყვარს მოდა და მსგავსი დვიჟენიები. სხვათა შორის, განაცხადა, რომ ფეხბურთელობა დიდ წილად პოპულარულმა ანიმემ ,კაპიტანი ცუბაშა’-მ გადააწყვეტინა. პელემ, რომელიც ყავაა, 2004 წლის მარტში იგი თავის 100 საუკეთესოს სიაში შეყანა.

4). ფრანსისკო მიგელ ნარვაეს მაჩონი  – ან უბრალოდ – კიკო


გურჯებში ცნობილი, როგორც კიკო ნარვაესი, ქვეყანას 1972 წლის 26 აპრილს მოევლინა, საინტერესო სახელის მქონე ქალაქში, რომელიც კადისის პროვინციაა და ხერეს დე ლა ფრონტერა ჰქვია. ამ აყლაყუდა ცენტრფორვარდმა ფეხი კადისში აიდგა და პროფესიონალური დებიუტი კადის B-ში ჰქონდა, 1991 წელს კი ძირითად გუნდში ამოიყვანეს და იქ 2 წელი ითამაშა. 2003 წელს იგი ატლეტიკოში გადავიდა, სადაც გაატარა კიდეც კარიერის მთავარი ნაწილი. მადრიდელთა რიგებში მან 225 შეხვედრა მოაგროვა და 48 ბურთი გაიტანა. როცა ატლეტიკო სეგუნდადივიზიონში გავარდა, კიკო გუნდს გაჰყვა და მართალია გოლებით ორი სეზონის მანძილზე ვერ შეეწია, მაგრამ მისი საქციელი დაუფასებელი არ დარჩენილა. 2002 წელს მან 6 თვე ითამაშა ე(ქ)სტრემადურაში. იგი იქ კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟთან, იტალო-ესპანელ ფორვარდ პიერ ლუიჯი ჩერუბინო ლოჯისთან ან უბრალოდ პიერთან ერთად, გუნდის შემტევ დუეტს წარმოადგენდა. კარიერა 30 წლისამ დაასრულა. ცოტა ადრე მოუვიდა და საერთოდ, ვთვლი, რომ მეტი შეეძლო. კიკო თითქმის 190 სანტიმეტრი გახლავთ სიმაღლეში, მაგრამ ამის მიუხედავად, საკმაოდ მოძრავი და ტექნიკური იყო, მოედნის ხედვაც ჰქონდა და ერთი სიტყვით, ბევრი გოლი თუ არ გაჰქონდა, არ ნიშნავს, რომ სხვა სასარგებლო საქმეს არ აკეთებდა. მაგალითად 1995-1996 წლების სეზონში თავისი გოლებითა და პასებით ლომის წვლილი დაიდო ატლეტიკოს მიერ ისტორიული დუბლის შესრულებაში(მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატიც და თასიც). ნაკრებში კიკოს საუკეთესო მიღწევა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის მოგება იყო, თანაც როგორ… მან ფინალში პოლონეთს ორი გოლი გაუტანა, ესპანეთმა 3:2 მოიგო და კიკომ გამარჯვების ბურთი 90-ე წუთზე შეაგდო. ითამაშა ევრო 96-ზე და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც. არ დამავიწყდება 98-ში ბულგარეთს 6:1 რომ მოუგეს, უკვე აღარ შველოდათ და კიკომ ორი გოლი გაიტანა, როგორი სახე ჰქონდა, გაბრაზებულ-უღიმღამო, მერე რა რო გავიტანეო, მაგრამ თან უსწორდება სადღაც გულის სიღრმეში. ნათამაშები აქვს ესპანეთის 19, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულში სულ 26 მატჩი და 5 გოლი მოუგროვდა. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი კიკოს მონაგარი. ისე, მისი გოლის ორიგინალური აღნიშვნა ხომ არ დაგავიწყდათ? 😉

5). დარიო უბნერი


ტრიესტეს პროვინციაში, მუჯაში 1967 წლის 28 აპრილს დაბადებული დარიო უბნერი კაი გლეხი კაცი იყო. ნუ იყო რატომ, არის კიდეც, მაგრამ მე ფეხბურთის ამბავი ვიგულისხმე. თუმცა ისეთი მუშა, რომ თავის დროზე უფრო აქტიუროად რომ ეფაფხურა, პატარა პიარიც ჰქონოდა და ,ვიდიც’, ეგებ სულაც ბევრად მაღალ დონეზე ეთამაშა. არადა კაცი 35 წლის ასაკში პიაჩენცას რიგებში გახდა სერია ა-ს ბომბარდირი(ისე პიაჩენცა კალჩოზე როგორ მწყდება გული, კაი გუნდი იყო, სულ იტალიელებით, ვერ გაქაჩეს და ცუდ დღეში ჩავარდნენ). უბერნმა სერია ა-ს კაპოკანონიერობა 2002 წელს შეძლო და იმაზეც კი დაიწყო საუბარი, მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ არ იმსახურებს ადგილსო… თუმცა ნაკრებში არასდროს უთამაშია, არ დაუძახეს. სამაგიეროდ უამრავი კლუბი გამოიცვალა, ბოლოს სერია D-მდე იყო ჩასული და საბოლოოდ ფეხბურთს 2008 წელს შეეშვა. პიევიჯინა, პერგოკრემა, ფანო, ჩეზენა, ბრეშა, პიაჩენცა, ანკონა, პერუჯა, მანტოვა, კიარი, როდენიო საიანი, ორსა კორტე ფრანკა… აი მისი კლუბების სრული ჩამონათვალი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სერია ა-მდე გახდა სერია ბ-სა(1995-96) და სერია ც-ს(1991-92) ბომბარდირიც. ერთი სიტყვით, სტაბილური გამტანი იყო – ჩეზენაში 166 მატჩში 74 გოლი; ბრეშაში 129 მატჩში 75 გოლი; პიაჩენცაში 57 მატჩში 49 გოლი; მანტოვაში 23 მატჩში 22 გოლი… განა არ კმარა? 😀 პრესას იმითაც აინტერესებდა, რომ ბრეშას სათადარიგოთა სკამზე სიგარეტს აბოლებდა ხოლმე…

6). ჯალმა ფეიტოშა დიასი (ჯალმინია)

ჯალმინია ყველაზე უკეთ ლა კორუნიის დეპორტივოდან გვახსოვს და ლოგიკურიცაა, საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. კარგი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი იყო, ტექნიკითა და მოედნის ხედვით, მაგრამ ყველაფერს მიაღწია რაც შეეძლოო რომ ვთქვათ, მოვიტყუებით. დაიბადა სანტოსში, აღიზარდა ფლამენგოში და სწორედ ფლამენგოში დაიწყო მისი კარიერა(გუნდთან ერთად ბრაზილიის მასშტაბით მოიგო კიდეც რმადენიმე ტიტული). ამას მოჰყვა მოულოდნელი განათხოვრება იაპონურ შიმიცუში, მერე პალმეირასი და შვიდწლიანი კავშირი დეპორტივოსთან(137 მატჩში 38 გოლი). ერთი სეზონით ლაკორუნიელებმა იგი ვენის აუსტრიას ათხოვეს, 2004 წელს კი სულაც მექსიკურ ამერიკას მიჰყიდეს, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა იმავე წელს. მის პოზიციაზე დიდმა კონკურენციამ და ჯალმინიას ცოტა რთულმა ხასიათმა ბრაზილიის ნაკრებში დიდი გასაქანი არ მისცა, მან მხოლოდ 14-ჯერ მოირგო სელესაოს მაისურა და 5 ბურთი შეაგდო. 1997 წელს იგი კოპა ამერიკის მომგებ ნაკრებში იყო. 1996 წელს კი ბოლა დე ოურო ანუ ,ოქროს ბურთი’ მოიპოვა, როგორც ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ(მაშინ პალმეირასში იყო), ამ ჯილდოს პრესტიჟული ჟურნალი პლასარი 1973 წლიდან გასცემს. 2008 წელს ჯალმინია დეპორტივოს ფუტზალის გუნდს შეუერთდა რიაზორის ბინადართა სხვა ძველ გამორჩეულ მოთამაშეებთან დონატოსთან, ფრანთან, ნურედინ ნაიბეტსა და ჟაკ სონგოოსთან ერთად.

7). კრისტოფ ჟერომ დიუგარი


უცნაური მოთამაშე იყო ჩვენი დიუგარი. თითქოს გადაფასებული, ისეთ კლუბებში ითამაშა და ისე დაპიარდა, ბევრ უკეთესს რომ არ ღირსებია. მოიგო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი(რისთვისაც მოგვიანებით შევალიეს-რაინდის წოდება მიენიჭა) და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. თითქოს მეტი რაღა უნდა უნდოდეს ფეხბურთელს, მით უმეტეს, ,გადაფასებულს’, მაგრამ ამავე დროს, უფრო მეტიც შეეძლო და გარკვეულ წილად, სწორედაც რომ უგვირგინო მეფეა. იგი ბორდოში გაიზარდა, ისეთ მოთამაშეებთან ერთად, როგორცებიც ზინედინ ზიდანი და ბიქსენტ ლიზერაზუ იყვნენ. ჟირონდელთა რიგებში დიუგარიმ 8 წელი გაატარა. 1996 წლის უეფას თასის მეოთხედფინალში, მან მილანს ორი გოლი გაუტანა, რითაც იტალიელთა ყურადღება მიიქცია და მალევე როსონერიში ამოჰყო თავი. თუმცა კრისტოფის მილანური კარიერა არცთუ წარმატებული გამოდგა – 27 მატჩში მხოლოს 2  გოლი. როსონერიდან ის ბარსელონამ იყიდა, მაგრამ ნოუ კამპზე კიდევ უფრო უიღბლო პერიოდი ჰქონდა, მხოლოდ 7 შეხვედრა გამართა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა(თუმცა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული კი მოიპოვა). 1998 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა და მარსელში ჩაირიცხა, რასაც მშობლიური ბორდო მოჰყვა. თუმცა დიუგარი ძველებურად შთამბეჭდავად ვეღარ ირჯებოდა. ახალგაზრდობა ბირმინგემში გაიხსენა, სადაც ბორდომ გაანათხოვრა 2003 წელს. მან 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ბირმინგემს პრემიელიგაში ადგილი მშვიდად შეუნარჩუნა. ინგლისურმა კლუბმაც მისი კონტრაქტი ბოლომდე გამოისყიდა, მაგრამ რატომღაც დუგარი ისევე ვეღარ ათამაშდა და 15 მატჩში ოდენ ერთხელ იყოჩაღა. 2004 წელს ბირმინგემელებს შეუთანხმდა და კლუბი ოფიციალურად ოჯახური პრობლემებისა და მიზეზების გამო დატოვა. იგი კლუბ ყატარში ჩაირიცხა, სადაც საერთოდ არ უთამაშია და 2005 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ნაკრების ღირსებას 1994-2002 წლებში იცავდა(55 მატჩი, 8 გოლი).

8). ამედეო კარბონი


ტიპიური იტალიელი მასტი იყო, მე სულ მევასებოდა. შესაძლოა სასწაული დონის მცველი არ ყოფილა, მაგრამ ჟილკა არ აკლდა და რაღაც პატარა ქარიზმაც ჰქონდა, ჯიგრული. არეცოში დაბადებულმა, კარიერა ამავე სახელწოდების და თქვენთვის ნაცნობ გუნდში დაიწყო. მშობლიური ქალაქის გუნდი მალევე დატოვა და ბარის მიაშურა, მერე ემპოლის, შემდეგ პარმას და პირველი გუნდი სადაც ერთ სეზონზე მეტი გაატარა სამპდორია იყო. გენუელთა რიგებში ის ორი წელი ირიცხებოდა. მერე იყო შვიდწლიანი პერიოდი რომაში და ბოლოს რვა წელი ვალენსიაში. ორივე ამ გუნდიდან კარგად გვემახსოვრება, ცოტა უფრო მეტად ალბათ მაინც ვალენსიადან. იგი ნელნელა ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, კაპიტნობა კიდეც ღამურებს და მათ წარმატებბეში დიდი წვლილი შეჰქონდა. თუმცა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან ერთ-ერთი პენალტი სწორედ მან ვერ გამოიყენა. 2005 წლის 23 ოქტომბერს ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვისაც ლა ლიგაში უთამაშია, კარბონი 40 წლის 6 თვისა და 17 დღის იყო. წინა რეკორდი დეპორტივოელ დონატოს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გემახსოვრებათ და უკვე აქამდეც ვახსენეთ. ასევე, 2004 წელს კარბონი უეფას ტურნირების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა, როცა გუნდთან ერთად უეფას თასს დაესაკუთრა. 2006 წელს იგი თამაშს შეეშვა და ვალენსიას სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამ პსოტზე მან დაახლოებით ერთი წელი იმუშავა, მერე კი კლუბის მაშინდელ მწვრთნელ კიკე სანჩეს ფლორესთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, უფროსობამაც საბოლოო არჩევანი კიკეზე გააკეთა და ამედეო გუნდიდან გაუშვა, რაც ჩემი აზრით არცთუ კარგი საქციელი იყო. მით უმეტეს, მალევე სანჩეს ფლორესიც მოხსნეს, რადგან მან ვერ გაამართლა. 2009 წლიდან კარბონი ბელგიური მუსკრონის სპორტული დირექტორია. და იცით ვინ არის ამჟამად ექსელსიორ მუსკრონის მწვრთნელი? ვინ და მიროსლავ ჯუკიჩი, კარბონის მეგობარი და ექსთანაგუნდელი, რომელიც ასევე უნდა გახსოვდეთ, თუნდაც იმავე ვალენსიიდან და მასზე სხვა დროს ვისაუბრებთ. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის 21-წლამდელთა შემადგენლობაში კარბონიმ ერთხელ ითამაშა და გოლიც კი გაიტანა (ოღონდ გამონაკლისის სახით, როგორც ერთ-ერთმა ასაკოვანმა მოთამაშემ, მაშინ უკვე 23-ს იყო). ეროვნული ნაკრების ფორმა კი 18-ჯერ მოირგო 1992 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში, რის მერეც მას სკუადრა აძურაში დიდი კონკურენციის გამო აღარ სწყალობდნენ.

9). პაველ კუკა


პაველ კუკა 1968 წლის 19 ივლისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაიბადა და მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, სლავიაში აღიზარდა. თუმცა პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთს გემო რუდა ჰვეზდაში გაუგო, სადაც 2 წელი გაატარა და სლავიაშიც მიხვდნენ – ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ იყოო და დაიბრუნეს. 125 მატჩში გატანილი 63 გოლით კუკამ უცხოური გუნდების ყურადღება მიიქცია და ასე აღმოჩნდა კაიზერსლაუტერნში, რომლის რიგებშიც გერმანიის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასიც მოიგო. ლაუტერნში 121 შეხვედრა გამართა და 53-ჯერ იხეირა. მისი გერმანული კარიერა, არცთუ წარმატებულად, თითო სეზონით გაგრძელდა ჯერ ნიურნბერგში და მერე შტუტგარტში. ამას კი სლავიაში დაბრუნება და იქ გატარებული 5 წელი მოჰყვა (2000-2005; ამჯერად, 110 მატჩი და 33 გოლი). კარიერა 2005 წელს მარილა ვოტიცეში დაასრულა. შემდეგ ჯერ მწვრთნელობა სცადა პრიბრამში, მერე საფეხბურთო აგენტობა და 2008 წელს ვიქტორია ჟიჟკოვის სპორტული დირექტორიც იყო. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში 1991-1993 წელბში 22-ჯერ ითამაშა და 6 გოლი შეაგდო. ჩეხეთის ნაკრების მაისურა კი 1994-2001 წლებში 63-ჯერ მოირგო და 22-ჯერ გაიტანა. ცუდი ფორვარდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თითქოს რაღაც ცოტა აკლდა ბოლომდე მისასვლელად. ბევრს ვხუმრობდით ბავშვობაში მის გვარზე… კუკა კუკა… ცოტა დააკლდათ ევრო 1996-ზე, მშვენიერი ნაკრები იყო ჩეხეთი.

10) სერგეი რებროვი


კარგი ვინმე იყო სერგეი სტანისლავიჩი, მაგრამ ვერ გაქაჩა. შევჩენკო მის გარეშე ისეთი  წარმატებული იქნებოდა და დაპიარდებოდა თავიდან? არ ვიცი, შევა მაგარი იყო, მაგრამ სერგეი უფრო დახვეწილი, ტექნიკური, ჭკვიანი და მრავალმხრივი გახლდათ. სხვა საქმეა, რომ ნიჭს გამოყენება უნდა. უფრო რუს ფეხბურთელებს მოსდით ხოლმე, უცხოეთში რომ გადავლენ და საერთოდ დაიკარგებიან(მაგრამ ბოლო თაობამ მეტ-ნაკლებად გაამართლა) და რებროვსაც რაღაც ასეთი დაემართა, მაგრამ ალბათ მისი ბრალიცაა. იგი 1974 წლის 3 ივნისს ჰორლივკაში, დონეცკის რაიონში დაიბადა და შახტარში აღიზარდა, სადაც პროფესიონალური კარიერაც დაიწყო და ერთ სეზონში უკვე კიევის დინამოში იყო. იქ რებროვი 1992 წლიდან 2000-მდე თამაშობდა და 189 მატჩში 93 გოლიც გაიტანა. 2000 წელს მის კარიერაში ყველაზე დიდი ნახტომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა კლუბიც ვერ აარჩია კარგად და ალბათ თავადაც ვერ ივარგა, მაგრამ ფაქტი ერთი და ჯიუტია, ტოტენჰემში რებროვი დაიკარგა – 60 მატჩში მხოლოდ 10 გოლი და არცთუ შთამბეჭდავი თამაში. ერთი სეზონით ფენერბაჰჩეში გაანათხოვრეს, მაგრამ ვეღარც იქ ივარგა და ვეღარც მერე ვესტ ჰემში გადასულმა. კიევის დინამოში დაბრუნება ნორმალური გამოუვიდა, 2005-2008 წლებში 53 შეხვედრაში 20 გატანილი ბურთით გამოირჩა. ბოლოს კი ერთი სეზონი ყაზანის რუბინში გაატარა. უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მისი მონაგარი 17 მატჩში 7 გოლია, ხოლო ძირითადში 75 მატჩში 15 გოლი. ისე ამ 15 გოლიდან ყველაზე მეტი, კერძოდ კი 3, იცით ვის გაუტანა? დიახ, სწორად მიხვდით, საქართველოს 😀 მის ყველა ტიტულსა და ინდივიდუალურ ჯილდოს არ ჩამოვთვლი, უბრალოდ გეტყვით, რომ 1996 და 1998 წლებში უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 1998, 2000 და 2006 წლებში კი უკრაინის ჩემპიონატის უძლიერესად. დღემდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად რჩება 123 გოლით, მაგრამ მოქმედებიდან მაქსიმ შაცკიხი(111) და ანდრეი ვორობეი(101) უკვე ახლოს არიან. 2008 წელს პატარა სკანდალში გაეხვა, როცა ურჩია ტოტენჰემში ახლადგადასულ რომან პავლიუჩენკოს, უაით ჰართ ლეინის სიახლოვეს ფეხით არ იარო, ბევრი შავკანიანი ცხოვრობსო… მერე კი ახსნა – დიახ ასეა, იქ ბევრი შავკანიანი ბინადრობს და შესაბამისად იმ ტერიტორიაზე ქურდობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია და ნამდვილად არ არის სასიამოვნო როცა გძარცვავენ, ამიტომ, მჯერა რომანმაც გაითვალისწინა ჩემი რჩევაო ))) ამჟამად კიევის დინამოში სარეზერვო გუნდის მწვრთნელის თანაშემწეა.

11). ჰაიკო ჰერლიხი

იგი 1971 წლის 3 დეკემბერს მანჰაიმში დაიბადა და ბავშვობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, ფრაიბურგის ჩათვლით. მისი პროფესიონალური დებიუტი კი ლევერკუზენში შედგა. ფარმაცევტებში ჰერლიხმა 4 წელი გაატარა, მაგრამ არც ისე შედეგიანად. ამას მოჰყვა მშვენიერი ორწლიანი მონაკვეთი გლადბახში(55 მატჩში 28 გოლი) და მერე, კარიერის ბოლომდე დორტმუნდის ბორუსია, რომლის რიგებშიც 1994-2005 წლებში ირიცხებოდა და 128 შეხვედრაში 42-ჯერ იხეირა. სასწაულებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომისმოყვარე, წყნარი ფორვარდი იყო. 2000 წელს თავში სიმსივნე აღმოუჩინეს და მახსოვს, ძალიან მეწყინა ეს ამბავი და განვიცდიდი ადამიანურად, მაგრამ ჰერლიხმა დასხივების კურსები და ყველაფერი წარმატებულად გადაიტანა და უკვე 2001 წელს დაუბრუნდა მინდორს. მართალია ისე წარმატებულად ვეღარ ბურთაობდა, მაგრამ ყველანაირად დასაფასებელია. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. 1997 წელს დორტმუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. 2002 წელს იყო უეფას თასის ფინალში. 1995 წელს კი მარიო ბასლერთან ერთად გახდა ბუნდესლიგის თანაბომბარდირი. გერმანიის ნაკრებში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. აი 21-წლამდელთა ნაკრებში კი გაცილებით წარმატებული იყო: 20 შეხვედრაში 17 გატანილი ბურთი, მათ შორის ქართველი ახალგაზრდების კარშიც. სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ლიცენზია დორტმუნდის ბავშვების გუნდის წვრთნისას მიიღო. მერე სათავეში ჩაუდგა გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებს და 2007 წლის მსოფლიოზე მესამე ადგილზეც გაიყვანა გუნდი. ერთი წლის მერე 17-წლამდელთა საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გასულ სეზონში ბოხუმს თავკაცობდა, მაგრამ წარუმატებლად, გუნდი ბუნდესლიგას დაემშვიდობა. ჰერლიხიც ამჟამად უმუშევარი დარჩა. მაგარი კაი ტიპია, მაგრამ გიჟმაჟ კანთან მოუვიდა ერთხელ უსიამოვნება, ცნობილი სურათები არსებობს და ერთ-ერთს ხედავთ კიდეც

Written by 1myway1

მაისი 21, 2010 at 7:48 PM

MY WAY (ჩემი ხუთეული)

with 19 comments


ვინც არ მიცნობთ, ბლოგის მეტყველი სათაურითაც მიხვდებით თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის My Way და როგორ მიყვარს ეს სიმღერა 😀 მთვრალი ვარ? My Way. ფხიზელი ვარ? My Way. მხიარულად ვარ? My Way . ცოტა მოწყენილი ვარ? My Way . ერთი სტყვით, ყოველთვის და ყველგან – My Way ! ახლა კი მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ თქვენთვის ისედაც ნაცნობი ისტორია ამ სიმღერაზე. შემოკლებული ინფო, თუ საიდან და როგორ გამოჩნდა(ვრცლად შეგიძლიათ თავადაც მოიძიოთ) და აქვე შემოგთავაზაოთ My Way-ს შესრულების 5 საუკეთესო ვერსია, ცხადია, ჩემი სუბიექტური აზრით.

იმაში, რომ საოცარი სიმღერაა, ალბათ არც ისე ბევრი არ დამეთანხმება. ხოლო ვინც ქილიკობს ან რაღაც უაზრო პრინციპის ან უგემოვნების გამო არ უყვარს ეს სიმღერა, მისი აზრი არც მაინტერესებს 🙂 მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, მუსიკა უფრო მაგარია თუ ტექსტი და ის რო არ ყოფილიყო ეს არ იქნებოდა და ასე შემდეგ. ფაქტია, ორივე გენიალურია და ერთმანეთს ერწყმის დიდებულად. ინგლისურ ტექსტს ვგულისხმობ ცხადია.

მუსიკა კი ფრანგულია და Comme d’habitude ჰქვია(რაც ითარგმნება დაახლოებით ასე – როგორც ყოველთვის). ეკუთვნის კლოდ ფრანსუასა და ჟაკ რევოს(არ ვიცი რამდენად ზუსტად ვამბობ  – Claude François; Jacques Revaux). ასრულებდა ფრანსუა(ესეც ლინკი http://www.youtube.com/watch?v=bMoY5rNBjwk კარგია, მაგრამ შედარებაც არ არის… 🙂 ). ტექსტის ავტორები  არიან იგივე კლოდ ფრანსუა და ჟილ ტიბო( Gilles Thibaut). ეს სიმღერა 1967 წელს შეიქმნა, თითქოს სპეციალურად… ფრენკ სინატრასთვის 😀 ვინც გახადა კიდეც ყველაზე პოპულარული და მის საფირმო ნომრად იქცა. საერთოდ, ფრენსის ალბერტ სინატრა ცალკე საუბრის თემაა…

აი რაც მთავარია, ინგლისური ტექსტის ავტორი კი გახლავთ პოლ ანკა, რომელიც სინატრასთან ხშირად თანამშრომლობდა. მუსიკა თითქმის იგივე დარჩა, ტექსტი კი(რომელსაც ფრანგული ტექსტის შინაარსთან არაფერი საერთო არ აქვს) ანკამ პირადად სინატრასთვის დაწერა. საერთოდ ჩვენი ანკა ძალზედ ნიჭიერი კაცია, კანადელია, 1990 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. თავადაც მღერის, მსახიობიცაა და სიმღერების ტექსტებსაც წერს. 2010 წლის 30 ივლისს 69 წლის გახდება. მარტო My Way-ს ბრწყინვალე ტექსტის დაწერისთვის ერგება ქება ამ ადამიანს(რომელსაც ასევე აქვს გარკვეული კავშირი იტალიასთან :P). 1969 წელს სინატრამ ამავე სახელწოდების ალბომში ,My Way’ პოპულარული გახადა ეს სიმღერა და დაიწყო და დაიწყო… 😀 🙂 საერთოდ, My Way ბევრის აზრით, ისტორიაში საუკეთესო ,გადაკეთებული’ სიმღერაა, მიდი და არ დაეთანხმო 😀

ტექსტის დაწერას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია (ოღონდ სინატრა მაფიის გაქაჩულია და არ მევასება – ტექსტები არ იყოს 😀 მე ან რომელიმე სხვა უსმენოს რომ დაეწყო სიმღერა, ეჭვი მაქვს ვერ გავიქაჩებოდი რაღაც, მაფია ყირაზეც რომ დამდგარიყო 😀 და საერთოდ ფრენკი დონეა 😛 😉 ). მოკლედ… როგორც მერე ანკამ გაიხსენა, მოვუსმინე ამ სიმღერას, მართალია ცუდი ჩანაწერი იყო, მაგრამ მივხვდი, რაღაც იყო მასშიო… ჰოდა, გაემგზავრა საფრანგეთში უფლებებზე მოსალაპარაკებლად. გავიდა ხანი და ანკა უკვე ფლორიდაში სინატრასთან ერთად სადილობდა, როცა ფრენკთან რამდენიმე მაფიის წარმომადგენელი იყო – a couple of Mob guys 😀 ჰოდა, სინატრამ ამ ტიპებს უთხრა – quitting the business. I’m sick of it, I’m getting the hell out. დავიღალეო რა, მივდივარ ამ საქმიდანო 😀

ანკამ წესიერად დალაპარაკება ვერც მოახერხა სინატრასთან, ნიუ იორკში დაბრუნებულმა კი სპეციალურად მისთვის ,გადაწერა’ მუსიკა და ტექსტზე ფიქრიც დაიწყო. ,,დილის 11 საათზე ვიჯექი ჩემს IBM-ის ელექტრონულ საბეჭდ მანქანასთან და ვფიქრობდი – ახლა ფრენკი აქ რომ იყოს, რას იტყოდა?”. ჰოდა, ასე სპონტანურად დაიწყო ჯადოსნური სიტყვების წერა – And now the end is near… 🙂 ასეთი გავალენა მოახდინეს და მნიშვნელობა იქონიეს Mob ტიპებმა 😀 ანკამ წერა გამთენიისას, 5 საათზე დაასრულა(პატარა დეტალები გამოვტოვე ტექსტის დაწერასთან და სიტყვებთან დაკავშირებით და შეგიძლიათ გაეცნოთ ცალკე, საინტერესოა) და მყისვე ნევადაში, ,სეზარ პალასში’ მყოფ სინატრას დაურეკა – შენთვის რაღაც, მართლაც განსაკუთრებული მაქვს – უთხრა მან ფრენკს. მოგვიანებით კი ანკა იხსენებს: ,,ჩემს ჩამწერ სტუდიაში რომ გაიგეს, ასეთი სიმღერა შევქმენი და ,ქარს გავატანე’, ძალიან შეწუხდნენ, შენთვის რატომ არ დაიტოვეო. მე კი მათ ვუპასუხე – ჰეი, მე შემიძლია ამის დაწერა, მაგრამ ის ტიპი არ ვარ, ვინც ეს უნდა იმღეროს – ეს სიმღერა მხოლოდ ფრენკისთვის იყო, მეტი არავისთვის”. 🙂

სინატრამ საჩქაროდ ჩაწერა სიმღერა 1968 წლის 30 დეკემბერს და My Way 1969 წლის დასაწყისში უკვე ფართო მასებმა გაიცნო. სიმღერამ უმალვე მოიპოვა პოპულარობა და ეკუთვნის რამდენიმე რეკორდი, როგორც აშშ-ში ასევე დიდ ბრიტანეთში. არსებობს მისი მრავალი ვერსია, როგორც ზუსტად ნამღერი, ასევე ცოტა გადაკეთებული.

დიახ, ეს სიმღერა მართლაც ფრენკისთვის იყო. ძალიან ჰგავს და უხდება მის ცხოვრებას და ბევრ ჩვენგანსაც გვხვდება გულზე. ჩემთან ძალიან ახლოს არის ეს სიმღერა თავისი ყველაფრით. ჩემებურად ვაკეთებ ყველაფერს! ეს ჩემი გზაა! Oh no, oh no, not me I did it my way! ცხოვრებაში ის რაც ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული და მერე სანანებელი გამხდომია ცუდია, მაგრამ ის, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, გავაკეთე და მერე გაირკვა, რომ არასწორი ვიყავი, არასოდეს მინანია და არც ვინანებ და ალბათ ისევე მოვიქცევი უკან დაბრუნების შემთხვევაში, რადგან – I did it my way! Yes it was my way!
მთავარია შენი ცხოვრებით იცხოვრო, შენი გზით, შენებურად 🙂

MY WAY
And now the end is near
And so I face the final curtain
My friend I’ll say it clear
I’ll state my case of which I’m certain

I’ve lived a life that’s full
I traveled each and every highway
And more, much more than this
I did it my way

Regrets I’ve had a few
But then again too few to mention
I did what I had to do
And saw it through without exemption

I planned each charted course
Each careful step along the byway
And more, much more than this
I did it my way

Yes there were times I’m sure you knew
When I bit off more than I could chew
But through it all when there was doubt
I ate it up and spit it out, I faced it all
And I stood tall and did it my way

I’ve loved, I’ve laughed and cried
I’ve had my fill, my share of losing
And now as tears subside
I find it all so amusing

To think I did all that
And may I say not in a shy way
Oh no, oh no, not me
I did it my way

For what is a man what has he got
If not himself then he has not
To say the things he truly feels
And not the words of one who kneels
The record shows I took the blows
And did it my way

Yes it was my way

ესეც ჩემი ხუთეული:
გირჩევთ, ყველას ერთად მოუსმინოთ და მერე, სხვა დროს ცალცალკე, რომ უფრო ობიექტურად შეაფასოთ და არ აგერიოთ.

1). Frank Sinatra

ულაპარაკოდ ფრენკ სინატრას შესრულება 🙂 არ დავიწყოთ ახლა ახსნა, რატომ და ასე შემდეგ. ვის მობეზრდა, ვის არ მოსწონს ეს სხვა საკითხია. ფაქტი კი ჯიუტია, ისე როგორც ეს ადამიანი, ამ სიმღერას ვერავინ ვერ ასრულებს! ჯიგარს წვავს 😛 🙂
იუთუბზე უკეთესი ვერსია იდო, კარგი ვიდეოთი, ფრენკის სურათები და რამე, მაგრამ გააქვრეს. ამაში ტექსტია სამაგიეროდ. ეს შესრულებაა ყველაზე კარგი.

2). Robbie Williams

ეს არის ვერსია, რომელიც სინატრას შესრულებაზე მეტჯერ თუ არა, ნაკლებჯერაც არ მომისმენია 🙂 ძალიან ძაააალიან მაგარია და საერთოდ რობი უილიამსი უიშვიათესი ინგლისელია, რომელიც მიყვარს და ვაფასებ. პიჟონობაც უხდება ამ კაცს, შეცდომებიც ეპატიება და ყველაფერი, იმდენად მაგარია, ისე ცალკე საუბრის თემაა ეგ ნიჭიერი თაღლითი ეგა 😛 ეს შესრულება კი არნახულია, თავისი ალალი ცრემლებით, დასაწყისში ნათქვამი – სტივი-თ, მოძრაობებით, ბოლო ბზრიალით, ,მამ ზის იზ იორ სან სინგინგითა’ და თავისი ყველაფრით. ის მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად, რო ერხევა უკვე და სახე რო ეჯღანება, თავს რო ვეღარ იკავებს 😀 ძალიან მაგარი შესრულებაა, ეპატიება ისიც, რომ უშუალოდ my way-ს ჯიგრულად ვერ ,ამბობს’, ბოლო ძალიან მაგარ კუპლეტს საერთოდ ყლაპავს და არ მღერის და ის რომ ინგლისელია 😀 სამაგიეროდ რა დღეში ჰყავს დარბაზი! მთლიანად ამ უმაგრეს კონცერტზეც სხვა დროს უნდა ვისაუბროთ.

3). Sid Vicious

მართლა კარგი შესრულებაა. ,ორიგინალურები’, ,მრავლისმცოდნე პროფესიონალები’, ,მძიმე მუსიკის მოყვარულნი’, ,სინატრას მოძულენი’, ,უაზროები’… და რამდენიმე ნორმალური ადამიანიც 😀 კი ამბობენ, სინატრას შესრულებას სჯობია და საერთოდ ყველაზე მაგარი my way-აო, მაგრამ არა მეგობრებო 😀 ნაბოძები მესამეთიც დაკმაყოფილდით, არც მეტი და არც ნაკლები რო არა ეგეც კაია 😀 სხვა ვერსია: http://www.youtube.com/watch?v=CIp_N6bjj64&feature=related

4). Gipsy Kings

რა ვქნა, მიყვარს ეს ბოშები. რაღაც სხვანაირი დუხით მღერიან და ამ სიმღერასაც უხდება ძალიან, თან სათაურიც ზეა, კარგად ჟღერს 😀 ბოლოს – ლოლეი ლოლეიიი 😀 მოკლედ კაია 🙂

5). Shirley Bassey

დაბოლოს, ქალებსაც გავუსწოროთ. თან მენ, ვუმენითაა შეცვლილი ტექსტში და რამე 😀 😀 მშვენიერია, ღირსეული.

აქვე ყველას გირჩევთ, მოუსმინოთ სხვა ვერსიებსაც, რომლებიც ძალიან ბევრია, მეტალ ვერსიებიდან დაწყებული, შარჟით დამთავრებული. შესაძლოა რამდენიმე ძალიანაც მოგეწონოთ და ხუთეულზე ან სამეულზე გამოათქმევინოთ პრეტენზია 😀 ნუ პირველი ორი ადგილი ხელშეუხებელია ჩემთვის 😛

ძალიან პოპულარული ვერსიებია:
ელვის პრესლის – რომელიც მე არ მომწონს http://www.youtube.com/watch?v=4HhAcvlCPb4 თუმცა დონეა ცხადია 🙂 უბრალოდ ის დუხი არ მოაქვს ჩემთვის

ნინა ჰაგენის – სიდის ვერსია ვისაც მოსწონთ იმათ და ზოგადად შერეკილებს გაუისწორდებათ 😀 ჩემთვის სლაბია http://www.youtube.com/watch?v=zO6HbzZPxvc

ნინა სიმონესი – ვიზ ოლ რესპექტ, ვერ ქაჩავს, თორე ნინა მკვლელია ისე… http://www.youtube.com/watch?v=OzQkX-IZDbQ

პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი და ლუჩანო პავაროტი – დიდებული ხალხია ტენორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ 😀 ცხონებული ფრენკი ზრდილობის გულისთვის წამოდგა მგონი ბოლოს და ტაში დაუკრა 😀 მის საპატივცემულოდ იყო 🙂 სამწუხაროდ 1998 წელსვე გარდაიცვალა 😦 სხვათა შორის, 14 მაისს (არადა, განგებ არ დამიმთხვევია) 🙂 ახლა, უკვე რამდენიმე საათია 15-ია.  http://www.youtube.com/watch?v=1BEaAbGuCfw (ბეჭედი მაინც ვერ მოიშალა, ნეკაზე როგორ უელავს ბოლოს ნახეთ 😀 მაფია კი არა და ფრენკი უკვდავია 😛 🙂 )

და კიდევ ბევრი, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თავად შეგიძლიათ ნახოთ, არის რამდენიმე მართლაც საინტერსო და კარგი 😉  ბოლო ბოლო აქ ნახეთ (ყველა არა, მაგრამ ბევრია): http://en.wikipedia.org/wiki/My_Way_(song) 🙂

პ.ს.
ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სევდაც მეუფლება და სიამოვნებაც, სიხარულიც და სინანულიც, სიამაყაით ვივსები და ძალიან უცნაური ენერგიით ვიმუხტები, რაც მეხმარება 🙂

ვერაფერს ვერ გამოვარჩევ, ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ ტექსტში, ამიტომ უბრალოდ ბოლო ნაწილს დავაკოპირებ 🙂

For what is a man what has he got
If not himself then he has not
To say the things he truly feels
And not the words of one who kneels
The record shows I took the blows
And did it my way

Yes it was my way

Written by 1myway1

მაისი 14, 2010 at 9:47 PM

Posted in მუსიკა

Do you like me now? +კინო 2009+

with 12 comments

როცა მე ვნახე ლორენს დენმორის სადებიუტო ფილმი The LIbertine(ქართველებმა მექალთანე დაარქვეს და უხდება სხვათა შორის, მაგრამ ისა რ არის ცხადია, რაც უნდა იყოს :D), ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ სიამოვნებისგან მენსტრუაცია დამეწყო, მერე რა, რომ ქალი არ ვარ. იმენნა ციკლი მქონდა, გავჟონე… ოთახში დავდიოდი, ვერ ვისვენებდი, ჟურანტელი მივლიდა, სევდანარევი შინაგანი სიამოვნების გრძნობა მქონდა(რაც ყველაზე მეტად მიყვარს).

ეს არის ფილმი, რომელიც ბევრს არ მოეწონა და ვინც ნახავს კიდევ, ბევრს არ მოეწონება ასევე, მაგრამ ეს მათი პრობლემაა 🙂 სამაგიეროდ, ასევე ბევრს მოგვეწონა და უდიდესი სიამოვნება მივიღეთ, მხოლოდ პროლოგი და ეპილოგი ღირს ყველაფრად. შედევრი და რაღაც სასწაული არ არის, მაგრამ უფილმესია რა. ეს არის (შე)გრძნობა, ყველა ვერ გაიგებს 😉

რეჟისორისთვის ჩინებული სადებიუტო ნამუშევარი, ჯონი დეპის ტრადიციული არნახული თამაში(თან მოერგო ტიპაჟს), ჯონ მალკოვიჩი და სხვანი, მთლიანობაში მსახიობების მშვენიერი შესრულება. ბრწყინვალე მუსიკა(მაიკლ ნაიმანი ძალიან კარგი კომპოზიტორია) და ბევრი რამ, რაც ფილმით რაც სიამოვნების მისაღებადაა საჭირო. სხვათა შორის, ეძღვნება ჟურნალისტი ჰანტერ ტომპსონის(მაგარი კაცი იყო), მერი სელვეისა(ვინც ამ ფილმის კასტინგზე მუშაობდა) და დიადი მარლონ ბრანდოს ხსოვნას.

ფილმი არის რეალურ ამბავზე და ადამიანზე(ნუ მცირე ცვლილებებით ალბათ). კერძოდ, როჩესტერის გრაფ ჯონ უილმოტზე, რომელიც უმაგრესი ვინმე იყო. წერდა, პიესებს დგამდა და ასე შემდეგ. საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა მეფე ჩარლზ II-სთან.
He(უილმოტი) is also notable for his impromptus, one of which is a teasing epigram of King Charles II:

God bless our good and gracious king,

Whose promise none relies on;

Who never said a foolish thing,

Nor ever did a wise one.

To which Charles is reputed to have replied:

“That is true; for my words are my own, but my actions are those of my ministers.”

მოკლედ, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ ამ ადამიანის საინტერესო ცხოვრებას(ჩემ ძმაკაც არჩილას, მგონი წიგნიც აქვს მისი შემოქმედების). ჩვენ კი ფილმს დავუბრუნდეთ და სიამოვნებისგან ვიკრუტუნოთ 😀 ოღონდ, მხოლოდ გურმანებამა. ვისაც ძალიან სპეცეფექტები, ჩხუბები, ჩქარები და ნელები გიყვართ არ უყუროთ, დაიტანჯებით და მეც ტყუილა გამლანძღავთ და თავადაც დროს დაკარგავთ.

დღეს, ლინკი დააგდეს ეპილოგისა, რომელზეც ვჭედავ და ვაფანატებ(პროლოგთან ერთად) და გადავწყვიტე ნაწყვეტები დამეგდო ფილმიდან, ავდექი და დავიწყე დაჭრა, მაგრამ გაირკვა, რომ ბევრი სულაც ვერ ამოვჭერი 😀 ალბათ ასე 30-40 წუთი მხოლოდ, დანარჩენი აქეგ ქვემოთ იდება. ვისაც არ გაქვთ ნანახი და სურვილი გაქვთ, ჯერ ნახეთ სრულად(იმ ამოჭრილ მომენტებში ბევრი მნიშვნელოვანი და კარგი რამაა) და მერე დაუბრუნდიოთ აქაურობას და ჩემტან ერთად აფრქვიეთ ემოციები ამ ვიდეოების ნახვისას.

მე ამ ადამიანს რარაცეებით ვამსგავსებ ჩემ თავს(ყველაფერს არ ვიტყვი, ზედმეტად რო არ იქილიკოს ვინმემ :D), იმიტომ კი არა, რომ მაგარი ტიპი ვარ ან რამე. ნამდვილად ზოგიერთი რაღაცით, ზუსტად რა… 😀 😀 მჯერა, რამდენიმე თქვენთაგანიც გაავლებს პარალელს და იპოვნის მსგავსებებს.

მექალტანე იყო? ძალიან გარყვნილი იყო? ბევრს სვამდა? … მერე რა, კიდევ ერთხელ გავარტყი იდიოტობამდე დასულ მოწესრიგებულ სლეებსა და პედანტებს. უგრძNობ ,ჭკვიანებსა’ და თავის თავში დარწმუნებულ ,ნაკითხებს’, რომლებიც სიქლიავემდე დასული ნარცისიზმის გამო ცინიზმს შეურაცხყოფას აყენებენ, ისე ხმარობენ მას. თუმცა ესენი კიდევ სჯობიან, ძალით ,მგრძნობიარეებსა და ჯიგრებს’, რომლებიც თვალთმაქცობენ.
ისტორიას კი უილმოტისნაირები ჰქმნიან, მათი ცხოვრებაა საინტერესო და მათზე საუბრობენ გაუთავებლად 😉

რა რა და ენა რუსებს კარგი აქვთ(მარტო ქალების კი არა, ზოგადად ენა), შესაბამისად შეგიძლიათ ორივე ენაზე ნახოთ, ინგლისურად ხომ კარგია, მაგრამ ამათიზოგიერთი გადაკეთებული თარგმანიც მაგრად უხდება, შესაბამისად, ორმაგად მოიტანს.

იმედს ვიტოვებ, რომ იუთუბი გვაცლის ცოტა ხანი მაინც(სახელებიც ისეთი დავარქვი… თან ქართულად) და არ წამიშლის ვიდეოებს თუ არა და მაინც ამოვთხრი! მივაგნებ ვიდეოების დადების რამენაირ საშუალებას 😛

მაშ დავიწყოთ:

1). პროლოგი:
მოემზადეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, უსმინეთ და ისწავლეთ… 🙂

Allow me to be frank at the commencement. You will not like me. The gentlemen will be envious and the ladies will be repelled. You will not like me now and you will like me a good deal less as we go on. Ladies, an announcement: I am up for it, all the time. That is not a boast or an opinion, it is bone hard medical fact. I put it round you know. And you will watch me putting it round and sigh for it. Don’t. It is a deal of trouble for you and you are better off watching and drawing your conclusions from a distance than you would be if I got my tarse up your petticoats. Gentlemen. Do not despair, I am up for that as well. And the same warning applies. Still your cheesy erections till I have had my say. But later when you shag – and later you will shag, I shall expect it of you and I will know if you have let me down – I wish you to shag with my homuncular image rattling in your gonads. Feel how it was for me, how it is for me and ponder. ‘Was that shudder the same shudder he sensed? Did he know something more profound? Or is there some wall of wretchedness that we all batter with our heads at that shining, livelong moment. That is it. That is my prologue, nothing in rhyme, no protestations of modesty, you were not expecting that I hope. I am John Wilmot, Second Earl of Rochester and I do not want you to like me.

2). ,წათამაშება დედასთან’, ცოლის მოტაცების უმაგრესი ისტორია 🙂 და მუშაობა თითით 😀 უმაგრესია

3). მსახური (ს)ანდროს ანუ პენისის 😀 პოვნა და საკაიფო სცენა და დიალოგები 🙂 ,ი კტო იშო ვორ?’ 😀
ბილის გაცნობა.. მსახურის დაბრუნება და რო იტყვის პენისი მქვიაო 😀 😀 და ის ორი საშინელი ჩუვაკი, რომ ჩაილაპარაკებს, რა უფეროსი ისიც მსახურიო 😀

4). შეხვედრა მეფესთან. რო გამოაცხადებენ მეფეს რა რეაქცია აქვს ჯონის 😀 😀
ასევე ბოზეულის ნახვა, ერთის და მეორის, იმ საზიზღარი ელიზაბეთ ბერის

5). როგორც ხშირად ხდებათ ხოლმე, ასეთ ტიპებს(და არამარტო ასეთ ტიპებს) უყვარდებათ ისეთი ქალი, რომელიც მათი ღირსი არ არის. შესაძლოა ამას სიყვარულიც არ ჰქვია და რაღაც გატაცებაა ,მუღამი’ რომლის აკმაყოფილებაც გინდა, თან რამდენჯერმე და მერე, როცა ის პროვიცნიულად ხელს გკრავს ,ზამასკაში’ რჩები. ცხოვრებისეული მომენტია. არადა, ტიპს ულამაზესი ცოლი ჰყავს, ქალები თავზე საყრელად… მაგრამ მაინც ვიღაც პროვინციელი, მეშჩანი გოგო უყვარდება, რომელსაც რაღაც ისეთი აქვს რო იზიდავს რა… პირადად მე, ლიზი ბერის დარ გოგოებზე, გინდა გარეგნულად და გინდა ბუნებით, გული მერევა, შორიდანაც არ დავანხებდი, მთვრალი თუ არ ვიქნებოდი 😀 ან ერთდჯერადად, ზიზღით და აგრესიით იმასვიზამდი და მორჩა.
მერწმუნეთ, ცოლი უყვარს(ზოგ ასეთ შემთხვევებში არც უყვართ ხოლმე ცხადია, მაგრამ ძირითადად კი), უბრალოდ არ შეუძლია მხოლოდ მისით დაკმაყოფილება, ,მობეზრების’ მომენტია, მრავალფეროვნების წყურვილის, იმის რაც ხელოვან კაცს ახრჩობს, თავისუფლების, ვნების… ბევრს არ ესმის ეს, მაგრამ რა გაეწყობა…
მაგარი მონაკვეთია, ბერის ვარჯიში, კამათი ცოლთან, დედასთან, ბერის წარმატებული დაბრუნება სცენაზე, ჯონის დათორბა და ლიზისთან მისვლა ღრიალით…

6). ბერის მიქინძვა, მეფესთან შეხვედრა და მეფის დაკვეთა, თან ძველ ამბებს რო გაუხსენებს, მამაშენმა მიშველა და იმიტომ გპატრონობდიო(არადა რა სპატრონობდა… :D) ჰოდა ახლა ვალი დამიბრუნეო

7). ძაან მაგარი წარმოდგენა
შეუსრულებს უილმოტი მეფეს და გაქცევა მოუწევს. მეფეს კი საფრანგეთის ელჩი გაექცევა

8). ცოლს რო იმ სურათს გაუგზავნის…
ამაზრზენი ტიპები და ბილის მკვლელობა – ,აი თოლდ იუ’

9). მიაგნეს გაუბედურებულ ჯონის
ცოლთან უმძიმესი სცენა…

10). 

ასევე ძალიან ძლიერი მონაკვეთი
მეფეს რო მოგებაში დაეხმარება, ტიპიურ ინგლისელ სლეფეს გაუსწორდება, მაგრამ კაი და სწორ პასუხსაც გასცემს – ეს შენთვის კი არა, ჩემთვის გავაკეთეო.
მერე იმ დიშოვკასთან გამოსამშვიდობებლად წავა

11). 
დაბოლოს… ბოლო სიტყვები და ელიზაბეტს რომ ეტყვის მოტაცებაზე მომიყევიო… როგორ უყვარს ეს ისტორია 🙂 და ცოლიც, რომ უყვება, ბოლო ამოსუნთქვამდე…
სპექტაკლი, რომელშიც ბედის ირონიით მის როლს ის ტიპი თამაშობს და ეს საზიზღრობა ლიზი ბერიც.
სულისშემძვრელი მუსიკა
და არადამიანური ეპილოგი, როცა თავად ჯონი საუბრობს… როგორ შეიძლება ამ სიტყვება არ შეგძრას(ნუ ის ხალხი, ვინც გრძნობს 😉 )… So here he lies at the last. The deathbed convert. The pious debauchee. Could not dance a half measure, could I? Give me wine, I drain the dregs and toss the empty bottle at the world. Show me our Lord Jesus in agony and I mount the cross and steal his nails for my own palms. There I go, shuffling from the world. My dribble fresh upon the bible. I look upon a pinhead and I see angels dancing. Well? Do you like me now? Do you like me now? Do you like me now? Do you like me… now?

კი, უნიჭიერესი იყო და მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენა, ქაოტური ცხოვრების წესის გამო და მერე რა? თქვენ რომელიმე მასზე უკეთესი ხართ? არა, პირიქით… სხვანაირად რომ ეცხოვრა(ცოტა სხვანაირად და უკეთ კიდევ ხო, მაგრამ რადიკალურად სხვანაირად გამორიცხულია), ის ხომ ჯონი უილმოტი აღრა იქნებოდა და უკან რომ დააბრუნოთ, მჯერა ის იმავე გზას აირჩევს… ,რაზვი ია მოგ ჟიტ ვპოლსილი? დაიტი მნე ვინა ი ია ვიპიუ ვსიო და კაპლი ი ზაპუშჩუ პუსტუიუ ბუტილკუ მირუ ვლიცო…’

ესეც ეპილოგი ინგლისურად:

ეს ორგაზმია!
ახლა კი მე, გეკითხებით თქვენ:
Do you like me now?

პ.ს.
ლიბერტინმა ბევრი დრო წაიღო(ვიდეოების დაჭრამ და ატვირთვამ), მაგრამ ღირდა. სულ სხვა ტალღაზე და ემოციებში ვარ ახლა, ამიტომ კარგად ვერ გადმოვცემ იმ ფილმებს, რომლებიც 2009 წლის ჩემი პატარა მიმოხილვის დროს გამომრჩა და ახლაც გამომრჩება რამდენიმე, მაგრამ არა უშავს, შევავსებთ, ბურთი და მოედანი, ხომ ჩვენს ფერხთითაა. ამიტომ, გთავაზობთ პატარა კინო2009+ს

Hachiko: A Dog’s Story – ეს ფილმი პირველ რიგში უნდა ვახსენო, როგორ გამომრჩა არ ვიცი. ახლა ისე ვერ შევაფასებ, როგორც ეკუთვნის, გასაგები მიზეზების გამო, რომლებიც ვახსენე ზემოთ. თუმცა გეტყვით, რომ დიდებული რიმეიკი გამოუვიდათ ამერიკელებს. ორიგინალიც ნახეთ, მაგრამ ახლა რიმეიკზე შევჩერდეთ. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და იაფფასიანი სენტიმენტალიზმის შთაბეჭდილებას უნდა გიტოვებდეს, მაგრამ მუღამიც იმაშია, რომ არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, რადგან კარგად არის გაკეთებული და ძალიან ამაღელვებელი ფილმია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძაღლი ძალიან ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრ ადამიანს სჯობია 😉 რიჩარდ გირიც მშვენიერია და ყველაფერიც. ჰატიკოს ძეგლი მართლაც არსებობს და ეს ისტორიაც 🙂 უყურეთ და დატკბით.

Madeo  – კიდევ ერთი მასტერსკი ნამუშევარი აზიიდან, აუცილებლად გირჩევთ!

Gigante – ამ ფილმზე აზრი ორნაწილად იყოფა, მაგრამ მე მომწონს და ასევე გირჩევთ.

Brüno – საშა ბარონ კოენის პატივისცემის ამბავში ვახსენოთ ეს ფილმიც და შევიყვანოთ წლის იმედგაცრუებათა რანგში. პირადად მე ბევრად მეტს ველოდი და შემრჩა იდიოტობა, მხოლოდ რამდენიმე მომენტზე, რომ გაგეცინება, ისიც ისე. თუმცა ერთხელ ნახვა ჰა და ჰა, შეიძლება.

Bakjwi  aka “Thirst” – კიდევ ერთი საკმაოდ კარგი ფილმი აზიიდან, უთუოდ უნდა ვახსენოთ, თან თათოს გაუსწორდება )))

ეს იყო და ეს. თუ რამეა, კიდევ შევხვდებით…

Do you like me… now?

3 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 3

with 19 comments

როცა მხოლოდ 2 საათი გეძინა(თან ლინზებით თვალში), როცა ბოლო პერიოდში გადაღლილი ხარ გრაფიკით, როცა ძალიან ცუდ პახმელიაზე ხარ, როცა წინა დღეს მთვრალი ძმაკაცის გამოისობით ძალიან უცნაურ ადგილებში იარე, სადღაც ლიანდაგებზე, გამყოფ კედლებზე და ,მჩხვლიტავ მავთულებზე’ იძრომიალე და დაისერე, როცა ფული გაქვს საშოვნელი მორიგი პროცენტის გადასახდელად, როცა სუშნიაკი გახრჩობს, როცა ალერგია ტვინს გიბურღავს – რა უნდა ქნა? (ნუ ცხადია, გარდა იმისა, რომ წიგნები უნდა წაიკითხო ©) – რასაკვირველია, უნდა დაწერო ,რსრ რსრ-ზე 3′ და ეს 6 კაცში ერთს მაინც უნდა სცოდნოდა ©

სერიოზულად კი, მართლა ასე მოვბანცალდი სახლში დილით და ცოტა რომ ვიჩალიჩე რაღაცეები, მეთქი რა ვქნათქო და… 😀 გადავწყვიტე მესამე ნაწილი დამეწერა – ტრილოგია 😀 ვიტყოდი, ექსპერიმენტმა გაამართლა, ექსპერიმენტი შედგა! ))) 🙂 მე კმაყოფილი ვარ. თქვენ კი ითამაშეთ და გაერთეთ ისევ.

ეს არის ბოლო ან მომავალი საკმაო ხნის მანძილზე ბოლო ნაწილი 😀
კიდევ არის ბევრი იდეები. არ ვეხები სასაცილომდე დასულ ,ტრაკში პერო’ ავტორებს, ,წასაკბენ’ მასალას, სასაცილო თუ სატირალ წყვილებს, გაბანძებულ ტიპებსა თუ ტიპშებს, სასიამოვნო წყვილებს, საქილიკოს ან საქებს… ცოტ-ცოტა კი შევეხე 😀 მაგრამ ძაან არა, უბრალოდ მეზარება, გავუშვათ იფრინონ ცოტა ხანს. მე უფრო ზოგადი სახე მივეცი.
ხუთი დაწერილი მქონდა, ორზეც იდეა მიტრიალებდა… დანარჩენი დღეს ისვქენი 😀 ბოლოს ცოტა მივახალტურე 😛
მოკლედ, გამგებები გაიგებდნენ ამ ,ლირიულ’ და საჭირო გადახვევას, ჩვენ კი გვიყვარს გასამება და გავასამოთ.

კითხვები:

1). ქვემოთ მოცემული ისტორიიდან ყრზოზე, თქვენ უნდა გამოიცნოთ ჩაფიქრებული მოაზროვნე:
როგორც რადიო 105 ამბობდა – ყრზო დიდი მაჟორიტარი ვინმეა. ამჟამად, იგი იქ ტრიალებს, რასაც სახელი იმისგან მიეცა, რაც კვლავაც შეიმოსება და რასაც მუმლი მუმლიო ეუბნებიან. მისი დაპირება მარტივია: გრობი – 10 თეთრი; ბლიცი – 5 თეთრი; შავი ყუთი – უფასო. არ უყვარს სვეჩკების… უი მე მაპატიეთ, სანთლების შუქზე თამაში.

პასუხი: გიორგი მოსიძე / მოსიკა

კომენტარი: როგორც მოგვეხსენება, გიორგი მოსიძე არის მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მუხაზე ბევრი მინიშნება იყო, თან მაჟორიტარიც ბევრი არ გვყავს კლუბში 😀 ის უაზრო სლოგანი კი გია ჭანტურიასი რომ არის მერე რა, აგერ ჩვენ აზრიანი გავხადეთ.

წყარო: ბზრიალა

2). დასარიგებელი მასალა:

დააკვირდით წინადადებას და დაასახელეთ ჩაფიქრებული მოაზროვნე

პასუხი: გოგა ტარიელაშვილი
ტა-მტამების რი-ტმი ელ-ერდაშვილს აშ-ინებს, ვი-თარცა ლი-პოსაქცია

კომენტარი: გოგა მოსი არის ძველი და ცნობილი მოაზროვნე. ბუს ლოგოს ავტორი და მთელი ამბები მოკლედ. იგი ყველამ იცით ალბათ. მერე რა, რომ კომპიუტერში ფეხბურთს სულ ვუგებდი )))) დამატებითი მინიშნებები ,ტარიელზე’ მაგალითად, აღარ ჩავრთე, რადგან კითხვა სხვანაირი გამოვიდოდა მერე

წყარო: ტამტამების ჩინური ტრადიციული ანსამბლი ,va xu li ka’ და კლინიკა ,მედი’, ლიპოსაქცია შეღავათიან ფასებში

3). ჯერ X გვყავდა ფეხბურთში, შემდეგ Y ჩოგბურთში და ახლა Z-ია რსრ-ში. დააკავშირეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და მითხარით ჩაფიქრებული მოაზროვნე.

პასუხი: ია მეტრეველი

კომენტარი: სლავა მეტრეველს ზედმეტი კომენტარები არ სჭირდება. ვფიქრობ, ალექსანდრე მეტრეველიც ყველამ იცის, უიმბლდონის ფინალშია კაცი გასული ბოლო ბოლო. ია მეტრეველიც ყველა კლუბელმა იცის სავარაუდოდ. ისეთი ქართული გვარი რომ ჩოგბურთსა და ფეხბურთში დიდი წარმატებისთვის მიეღწიოთ, სხვა რაღაც არ მახსენდება.

წყარო: კოკი კანდელაკის ჩანახატი:
ჯერ იყო ფეხბურთში სლავა,
მეტოქის კარი სულ იყო ღია
მერე, ჩობურთში მივიღეთ ,სლავა’
ახლა კი ჭკუაში მარჯვობს ია

4). (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ლონდონის არსენალის კოტდივუარელი ფეხბურთელი ემანუელ ებუ. დაფიქრდით და დამისახელეთ მოაზროვნე, რომელიც მე ჩავიფიქრე. თანაც მემენტო, ოღონდ მორი არა, რომ ლეონარდ… უი ეს უკვე აღარ იყო საჭირო. დრო…

პასუხი: ნიკა ესებუა

კომენტარი: ეს – ებუა ესებუა 😀 არ ვიცი ვინმე დააბნია თუ არა ტექსტმა და განსაკუთრებით მისმა ბოლო ნაწილმა, მაგრამ იდეაში ეს დამატებითი მინიშნება იყო. პატივცემული ,ვოჩმენის’ ნიკნეიმი გეიმტივის ფორუმსა და მის საკმაოდ პოპულარულ ბლოგზე, არის ლეონარდ შელბი. კრისტოფერ ნოლანის 2000 წლის ფილმის ,მემენტოს’ მთავარი პერსონაჟი ლეონარდ შელბია, რომელის როლსაც გაი პირსი ასრულებს

წყარო: მერვე. უფრო სწორად მეცხრე რაიონიდან – ვიკუს ვან დე მერვე

5). და კვლავაც კოკი კანდელაკის ჩანახატი, რომლისგანაც თქვენ ჩაფიქრებული მოაზროვნე უნდა გამოიცნოთ:

მუხრანელი კი არ არის, თუმც არის მისი გვარისა
კამათში რთული ვინმეა, ხშირად აოცებს ყველას,
მაგრამ აღვიქვათ თვისებად, კარგი ჯიუტი კაცისა
და მოუსმინოს ამ სიტყვებს, თუკი მოელის შველას:
მოგწყინდა განა, უნაყოფოდ ელჩო ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ,
სამყარო, ისევ შავ-ლურჯად შეიმოსება

პასუხი: არჩილ მაჭავრიანი

კომნტარი: მუხრან მაჭავარიანზე საკმარისი მინიშნება იყო, მისი ლექსის ,საბას’ ამონარიდის ჩათვლით. რაც შეეხება შველას და შავ-ლურჯ სამყაროს. ინტერნაციონალე მილანოს ეშველა მე მგონი ცოტა ხნით და რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს, საფეხბურთო სმაყარო და მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილი შავ-ლურჯად შემიოსა და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე, კიდევ უფრო შეიმოსოს ))) ხოლო აჩი რომ ინტერის ფანია, ცნობილი ფაქტია

წყარო: ვალტერ კედელი სამუელი, ელეგანტური ესტებან ,კამბი’ კამბიასო და ლეგენდა ხავიერ ძანეტი.

6). თქვენს წინაშეა ნაწყვეტი კოკი კანდელკაის ლექსიდან ,ძალით ალტერნატივა’:

ერნესტო, შეჩე გებარა
ერთი ქვეყანა კუბა
საქართველოში კი გვსურს, რომ
აღარ მღეროდეს ბუბა

ხოლო შენ, როცა გკითხავენ –
ლექსებს წერ?
გირჩევ, პასუხად თქვი – არა
ნეტავი ყველამ თუ იცის
რატომ დაირქვი …

თუ მიხვდით, რომელი მოაზროვნეა ჩაფიქრებული, მაშინ დაწერეთ ის სიტყვა, რომელიც ლექსის ბოლოს არის გამოტოვებული

პასუხი: ხვიარა (ჩე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე არ ითვლება)

კომენტარი: ექიმი, მეწარმე და ლიდერი სანდრო ლორთქიფანიძე ყველასათვის ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლექსებს წერს, ჩე, რომელიც მისი ერთ-ერთი მეტსახელია, ნახსენები იყო. ხოლო ხვიარა რომ დაირქვა ეგ კი უნდა იცოდეთ, თუნდაც ისე შემთხვევით გაგებული უნდა გქონდეთ, როგორც მე გავიგე თავის დროზე. ლექსის მრავალაზროვან სათაურს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ბუბა რა შუაშია არ ვიცი.

წყარო: ფიდელ კასტროს მომავალი მემუარები

7). ბლიცი (თითოეულ კითხვაზე, მოსაფიქრებლად 20 წამი 😀 )

ა). ისინი სამი ძმანი არიან. უფროსს ვიცნობ და იდეაში სმა უყვარს(უყვარდა), გამოჩნდა ეკრანზე და გაიბადრა. შუათანას ბევრი ლაპარაკი უყვარსო, ,ბოროტი ენები’ ამბობენ, მე არ ვიცნობ, მხოლოდ ნანახი მყავს, ისევე როგორც უმცროსი, რომელიც უმცროსია…

პსუხი: ძმები ბერიკაშვილები

კომენტარი: სოსოს სმა ახლა თუ არა, ადრე მაინც უყვარდა ძალიან. ეკრანზეც გამოჩნდა და გაიბადრა. დანარჩენი უკვე გაგებულის გადმოცემა გახლდათ

წყარო: გივი ბერიკაშვილი

ბ). (შეკითხვაში ცვლილებაა)
აი რა ცუდია, როცა ერთ პატარა კლუბში ბუდობს ორი მარინე და ორივე ფერაძე. ერთი მარინე ფერაძე ჯერ მკვდრების მდინარეზე გადაყვანით შოულობდა ფულს (როგორ იკადრა ეს), მერე კი პოკერს დაუმუღამა და ახლა იქ აზარტულობს. მეორეს რაც შეხება, ის კლუბში უფრო ცნობილი და პოპულარულია. იგი დიდი ხნის წინ, საბროსაში დაბადებულ ერთ ძალიან ცნობილ პორტუგალიელს ეტოლება. ახლა კი ჩაანაცვლეთ ,მარინე ფერაძე’ სხვა სახელითა და გვარით

პასუხი: დათო სიჭინავა

კომენტარი: დათო სიჭინავებთან დაკავშირებით მართლა საინტერესო დამთხვევაა და ბევრი, პატარა გაუგებრობაც მომხდარა, ჭრიჭინასი არ იყოს. ერთი ქარონში თამაშობს და ახლა ქარონს ფლეშ როიალი დაარქვეს. მეორის, დიდი ზღვაოსანის შესახებ კი ყველას სმენია ალბათ.

წყარო: მოკლული ძერა (არწივი, ძერა, ქორი, ნიანგი, სპილო…)

გ). ამ დების გვარის დასახელება არ გაგიჭირდებათ თუ გეტყვით, რომ ისინი ჩვენი დაუძინებელი მტრის შვილები არიან. ერთი საეჭვო და მითიური პლანეტის არსებობას აპრავებს და აწვება. მეორე კი ჭკუის შტორმით იმუქრება

პასუხი: დები რუსეიშვილები

კომენტარი: კარგით უმცროსი და მისი ბრეინსტორმი თუ არ იცით, უფროსი ხომ მაინც იცით კაცო, ბოლო ბოლო თვით სოლ’არისში თამაშობს. მტრის შვილებიც მუშა მინიშნება იყო

წყარო: დუდუჩავები(გუგა დუდუჩავას თამადობით), პერტაიები, გიგუაშვილები, ტყუპები და ბორგეზა

8). საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსიაო და თუ ანოსი არა და ვანოსი მაინც არის, მაშინ ცოტათი ამ მოაზროვნისაც არის. ამაზე მეტყველებს ჩვენი ეროვნული ვალუტის სახელიც, რომელსაც ხშირად ისე ეძახიან მოფერებით, რაც ამ მოაზროვნის სახელია. ერთი ესაა, ყიფშიძეზე არ ცხოვორბს…

პასუხი: გელა(ნდრია) მერაბიშვილი

კომენტარი: გელა მაგარი კაცია. გემახსოვრებათ ზოგად გელაზე პასეანსის სკეჩი, რომელიც ყიფშიძეზე ჩითავდა. ლარს ,მოფერებით’ ხშირად ეძახიან ,გელა’-ს. საქართველო რომ ვანოსია მერაბიშვილის დიდი ხანია დაასკვნეს გურჯებმა.

წყარო: ოპოზიციური პარტიები და პირადად ზვიად ძუძუგული

9). (დასარიგებელი მასალა)
,ერთ-ერთ სურათზე. ლევან სარქისოვს ოლვეის ულტრალექსი უკავია’

თქვენს წინაშეა ამონარიდი კოკი კანდელაკის ჩანახატიდან, რომლის ერთ-ერთ ნაწილშიც დაშიფრულია თქვენთვის ნაცნობი მოაზროვნე. თუმცა ის ,მიიღება’ მაშინ, როცა ერთ-ერთ სიტყვას დავუმატებთ ერთ ასოს. მაშ ამოხსენით ეს შიფრი და დაწერეთ პასუხის ფურცელზე ის სიტყვა სწორ ადგილას ჩამატებული საჭირო ასოთი ან უბრალოდ დაწერეთ დაშიფრული მოაზროვნე.

პასუხი: უკაევია / ალექსი სიუკაევი

კომენტარი: დიახ, ალექსი სიუკაევია და თუ დააკვირდებით ფრაზის ბოლო ნაწილს ამაში თავადაც დარწმუნდებით. ცხადია, სინამდვილეში არანაირი სურათი და მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ასე რომ, არ მესროლოთ მეგობრებო, კარგი კაცი ვარ. კითხვა სიმპათიებით ეძღვნება სრულიად 26-ე საათს. რასაკვირველია, ანი მარდალეშივილის თამადობით ))) უამეეე

წყარო: პაპარაცი თათუს ფოტოაპარატი – ის (სურათი) მაინც არსებობს

10). მაგარი კაცია მარა სიჯიუტეებს, ამტკიცებს! ხშირად. ეგ არაფერი რაღაც. ნაკლი ყველას გვაქვს. მე უთხარი რო ალბად ყველაფერი კარგათ იქნება და ახალგაზდული ლიგა ისევ იმეFFებს დიდი ხანს. ეს შურაცყობა არ არი, ხუმრობაა.
ახლა კი ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, მითხარით ვინ ჩავიფიქრე მე

პასუხი: ილია ლეჟავა

კომენტარი: წინადადებებში განგებ იყო ბევრი შეცდომა დაშვებული, რაც ილოს ხშირად მოსდის და ზოგი ჯიგრულად ეკაიფება, ზოგი უსწორებს და ასე შემდეგ. ილო ბრაზდება და აგრძელებს, ყველაფერი მარტივია – ცხოვრება მშვნეიერია. ეგ არაფერი, ვსიო ბუდიტ ოკ. მთავარია კარგი ტურნირების ორგანიზება განაგრძოს ამ კაი კაცმა

წყარო: ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (-ს შავი სია)

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე

გვახსოვდეს წინა ორი ნაწილი(პირველი მაინც სულ სხვაა):

მეორე
https://1myway1.wordpress.com/2010/04/27/2-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%96/

პირველი
https://1myway1.wordpress.com/2010/04/19/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%96%e1%83%94/

პ.ს.
მოაქვს

Written by 1myway1

მაისი 10, 2010 at 12:31 PM

Posted in Uncategorized

კინო 2009

with 17 comments

სულ მინდოდა 2009 წლის ფილმების ჩემეული ათეული შემომეთავაზებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე, მერე ვიფიქრე გვიანია უკვეთქო. ახლა კი დროც მაქვს დღეს და თან, რომ დავფიქრდი, რატომ არის ვითომ გვიანი? 😀 თანაც სიღრმისეულ და ვრცელ მიმოხილვებს სულაც არ შემოგთავაზებთ, მოკლედ და მშრალად ჩემს აზრს, უბრალოდ. მით უმეტეს, რომ რამდენიმე ფილმზე ისედაც ბევრი მაქვს უკვე ნალაპარაკები. ბუნებრივია, არის რამდენიმე იდეაში საინტერესო ფილმი, რომელიც არ მოხვდება აქ, რადგან ვერ მოვახერხე ნახვა, მაგრამ არა მგონია იმ ფილმებს მნიშვნელოვნად შეეცვალა სურათი. თან ეს ჩემი 10-ეული 20-ეულად იქცა უცებ 😀 😀 თავიდანვე რომ მოვყევი 2009-ს და კიდევ რამდენიმეს ისე განვიხილავ…

ნუ ავატარი რომ არ მოხვდება ჩემს რჩეულებში, ვინც ოდნავ მაინც მიცნობს მიხვდებით 😀 არც მულტფილმები, რადგან არ ვუყურებ, სხვა რამე აჩემთვის და არც კომპეტენტური ვარ შესაბამისად. არ მოხვდება არც ჰარტ ლოკერი, მადლობა ამ ფილმს ავატარომანიისგან რომ გვიხსნა და არცთუ ურიგო ნამუშევარია, რეჟისურის მხრივ განსაკუთრებით, მაგრამ საუკეთესოებს შორის… მე მაპატიეთ 😀

ნუმერაციას დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, მაგრამ რაღაც სიმბოლურად მაინც ჩავთვალოთ.

 1). El secreto de sus ojos

aka “The Secret in Their Eyes”

სიმბოლურად დავიწყებ ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო და უკონკურენციო ოსკარებზე(არა იმიტომ, რომ ავატარმა ვერ მოიგო) საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულით. არგენტინელებს ხშირად კარგი ფილმები გამოსდით თუ გამოსდით (ბრაზილელებზეც დაახლოებით ასეა), ეს ფილმიც ასეთია. თითქოს მარტივი სიუჟეტი, რომელიც უკვე გვინახავს, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გაკეთებული და მსახიოებიც მშვენიერი. აველანედას რასინგიდან დამნაშავეზე გასვლა, საწყალი მსმელი კაცის მკვლელობა, დამნაშავეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოკლულის ქმარი, საოცარი მუსიკა, ენიო მორიკონეს სტილში და ბევრი სხვა რამ. ნამდვილად არ ინანებთ და დაუმსახურებლად ამ ფილმს არ მოუგია ოსკარი. მე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი(მინუს ერთი-ორი მცირე დეტალი). ისე, რეჟისორის იტალიურ ფესვებზე გვარი მიგვითითებს 😛 ეს მაინც ხომ უნდა მეთქვა 😀

 2). Das weisse Band – Eine deutsche Kindergeschichte

aka “The White Ribbon”

გავაგრძელოთ ,თემატურად’. მორიგი შედევრი მიხაელ ჰანეკესგან. მოიგო კანის ფესტივალი და ამით ყველაფერი ნათქვამია 😉 ჩემთვის ოსკარზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. ისე მოხდა რომ ოსკარებს როცა ვუყურებდი El secreto de sus ojos არ მქონდა ნანახი, თან ჰანეკეს ფავორიტად თვლიდნენ და უცებ, რომ არ მისცეს მეც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ის ფილმი რომ ვნახე, უსამართლოდ ნამდვილად არ აუღია. თუმცა არც The White Ribbon-ია ნაკლები. უბრალოდ, მასაზე ცოტა ნაკლებად არის გათვლილი. ჰანეკე თავის სტიქიაშია, ჩინებულ ნაშრომს გვთავაზობს, მშვენიერი სიუჟეტით და ერთი სიტყვით, ასევე ძალიან ნასიამოვნები დარჩებით ამ ფილმით, გურმანები, ვისაც შემთხვევით არ გინახავთ ჯერ.

 3). Inglourious Basterds

და აი მოვედით 😀 ტარანტინოს ერთ-ერთი ბრწყინვალე ფილმი, წმინდა კვენტინისეულ სტილში. უბრალოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე (რასაც მე მის მცირე გოიმობას ვაბრალებ ხოლმე 😛 იტალიური სისხლი, ამერიკული შესაძლებლობები, უკიდეგანო ნიჭი საოცარ რეჟისორად ხდის მას დიდი ხანია, მაგრამ იმ მცირე გოიმობას მაინც ვერ გავურბივართ, რაც ჩემის აზრით მის თითქმის ყველა ფილმში ჩანს, რის გამოც სულ რაღაც აკლდება სრულ ტრიუმფამდე და რის გამოც არ ევასებათ ,ცუდ ძიებს’), სულ ცოტა დააკლდა ტარანტინოსაც და შესაბამისად, უშუალოდ ფილმსაც. მიუხედავად ამისა, საოცრად ძლიერი რამეა, დიალოგებით, სცენებით(ბოლო ბოლო მარტო პაბის სცენა ღირს ერთ-ორი გაპაპსავებული ოსკარი :D), მუსიკით, სიგიჟით და რასაკვირველია მანიაკალურად მაგარი კრისტოფ ვოლცით – კოლონელ ჰანს ლანდა! ძალიანაც აღარ შევჩერდები, რადგან ეს ფილმი ცალკე მაქვს ბლოგზე განხილული ადრე და… იმედია, კვენტინი ოდესმე ეღისება სრულ აღიარებას. მანამდე კი – ორევუარ შოშანა

 4). Antichrist

მე მაინც ვაპრავებ ამ ფილმს. ლარს ფონ ტრიერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ფილმი საოცრება მგონია. ანტიქრისტეზე უკეთესი ნამუშვებრებიც აქვს თავისთავად. უბრალოდ, ამ ფილმისადმი ანთიპათია და ცოტა დაბალი შეფასება, ჩემი აზრით, გამოწვეული იყო დიდი მოლოდინიდან. ეს ფილმი იყო დაპიარებული, სათაურიც მყვირალა ჰქონდა, ხალხი ელოდა და უცებ რაღაც სასწაული რომ ვერ მიიღეს, გადაწყვიტეს, რომ ისე რა ფილმია. ბრავო უილიამ დეფო და შარლოტა გეინსბურგი.

 5). A Serious Man

ძმები კოენების კიდევ ერთი ჩინებული ფილმი, რომელმაც რატომღაც სათანადო შეფასება ვერ მიიღო, ჩემი აზრით. მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ზოგიერთი გურმანი რაღაცნაირად განუდგა ამ ფილმს – ,ნიტოაო’. მე კი მგონია, რომ ძალიანაც ,ტოა’ 😀 ტონკი იუმორი, ამერიკული ელემენტებით თუნდაც. მშვენიერი სიუჟეტი. ცოტა დამაბნეველი დასაწყისი და მოკლედ, კარგი რამეა.

 6). The Messenger

წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი, რომლის ყურების მერეც ძალიან ნასიამოვნები და რაღაცნაირი ემოციებით დავრჩი. მართლა ძალიან კარგი ფილმია. პოლიტიკური მოსაზრებები და სხვა სისულელეები(მაგალითად ლურჯ კაცებში დახარჯული მილიონები), რომ არა ეს ფილმი მეტ ყურადღებასა და აღიარებას მიიღებდა. თითქოს ყველანაირად გადაღეჭილ ომის თემას, კიდევ ერთი კუთხე უპოვეს ამერიკელებმა, მაგრამ ნამდვილად წარმატებული. გული მწყდება ვუდი ჰარელსონზე, რომელიც აუცილებლად მიიღებდა ოსკარს(და ეკუთვნოდა) კრისტოფ ვოლცი რომ არ ყოფილიყო. არანაკლებ მაგრად თამაშობს ბენ ფოსტერი და მე ნომინანტთა შორის მაინც შევიყვანდი(უბრალოდ, ახლა ჯეფის დრო იყო :D). Jena Malone ეს გოგონა კი დიდი ხანია რაღაცნაირად მიზიდავს, სიამოვნებით განვმარტოვდებოდი მასთან ცოტა ხნით 😀 😀 მელოუნის ბევრი ფილმი მაქვს ნანახი.

 7). Up in the Air

ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი. ჯეისონ რაიტმანი უნიჭიერესი რეჟისორია და თუ ძალიან არ ჩაიციკლა ამ წმინდა ამერიკული პონტებით, არაერთ კარგ ფილმს შემოგვთავაზებს კიდევ. თუმცა ჯერჯერობით მშვენივრად გამოსდის ეს ამერიკული სიტუაციების, იუმორისა და პრობლემების ეკრანზე გადმოტანა, თან ისე, რომ თითქმის ყველა დააინტერესოს. ეს ფილმიც ამისი ნათელი მაგალითია და პირადად მე ძალიან მომეწონა, როგორც რეჟისურა, ასევე მსახიობების თამაში და სცენარიც. ვიცი, რომ გურჯისტანში ბევრს არ მოეწონა და არც მიკვირს. ეგ არაფერი დსმებო

 8). Watchmen

საყოველთაო ბუმის გამო, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ ფილმისადმი განწყობილი, მაგრამ მახარებს ის, რომ ,უზნაძის ეფექტი’, როგორც მასწავლეს 😀 (ანუ უხეშად რომ ავხსნათ: როცა ვინმეს ან რამეს გიქებენ სიტყვაზე ძალიან და აჟიოტაჟია, ხოლო მერე იმ ვინმეს ან რამეს ერთი პატარა ნაკლი აღმოაჩნდება, ქვეცნობიერად უკვე ობიექტურად იმ ერთი დეტალის გამო კი არ იწუნებ, ათი იმდენი ნაკლი გეჩვენება და პროტივზე დგები) ჩემს შემთხვევაში ყოველთვის არ მოქმედებს ხოლმე. ნახვის შემდეგ, მნიშვნელოვნად შევიცვალე აზრი ამ ფილმზე. ცხადია, მაინც არ ვგიჟდები ამ ჟანრზე და მსგავს ფილმებზე, მაგრამ ხარისხიანია და კარგია ერთი სიტყვით.

 9). District 9

დაახლოებით იგივეს ვიტყოდი ამ ფილმზეც, რაც ვოჩმენზე ვთქვი. თან თავიდან სასაცილოდ მეჩვენებოდა, ვიკუს ვან დე მერვეს პერსონაჟი, მთლიანად ისტორია, უცნაური არსებები და გულისამაჩუყებელი ისტორია ამ ამბავზე. თუმცა მთლიანობაში ნორმაა და თან იმდენი მოახერხეს ზოგიერთებმა ლურჯ კაცებზე აჟიტირებით, რომ დავრწმუნდი, თურმე დისტრიქტ ნაინი სულაც არ არის ისეთი უაზრო და უშინაარსო ფილმი და მასზე ბევრად უაზრობეზე შეიძლება დახამება 😀 😀 😀 ერთი სიტყვით, კარგი ეთქმის ნამდვილად.

 10). The Hangover

როცა რამდენიმე ახლობლემა ამ ფილმის ნახვა მირჩია, ვფიქრობდი, მორიგი ამერიკული სისუსლელეა, ძალით უნდა ვუყურო და იდიოტობებზე თუ გამეცინება ერთი-ორჯერთქო. თუმცა მწარედ შევცდი, ეს არის ბრწყინვალე კომედია, რომელმაც ბევრი მაცინა. დაჟე ერთი-ორი გადამლაშებაც გავუპრავე, რაც არ მევასება ხოლმე ფილმებში, მაგრამ დიდად გამაღიზიანებლად არ არის აქ და თან სხვა იმდენი პლუსი აქვს, რომ… ძალიან ძალიან მაგარია. თავისი ტიპაჟებით და სიუჟეტით. საცოლის ძმა, დანტისტი, რომელიც საავადმყოფოში ექიმს ტვინს გაუბურღავს თურმე წინა დღეს, მეც ექიმი ვარო 😀 და ათასი რამ. თითქოს ქაოსია, მაგრამ მსმელები აბა კარგად დაფიქრდით, არ გაგიღვიძიათ ხშირად ისე, რომ მთელი წინა დღის ისტორია თუ არა, რაღაც მონაკვეთი ან მონაკვეთები არ გახსოვთ? ჰოდა, რატომ არ შეიძლება ასეთ დროს, როცა ლას ვეგასში ხარ და ფულსაც არ უჩივი, დილით შენს ოთახში მამალი, ვეფხვი და ჩვილი ბავშვიც კი აღმოჩნდეს…

 11). Sherlock Holmes

ყოჩაღ გაი რიჩს, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ფილმით. ორი ძალიან ძლიერი მსახიობი და კარგად გაკეთებული ყველაფერი. კამთი იმაზე, რომ ეს ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი არ არის და ასე შემდეგ, სისულელე მგონია. უცნაური ხალხი ვართ გურჯები, ფილმს აფასებენ კუთვნილზე ნაკლებად იმიტომ, რომ თურმე ეს ,ის’ შერლოკ ჰოლმსი არ არის. აბა გაი რიჩი

ს ფილმისგან რას ელოდით? ჩავთვალოთ რომ კომერციული სათაურია უბრალოდ, ბევრი რამეა შეცვლილი და სიტყვაზე შალვა ნათელაშვილი ჰქვია ფილმს. შერლოკ ჰოლმსი რო არ ერქვას უფრო მომეწონებოდა არა ტოროლა 😀 მაგრები ხართ რა… მოკლედ, მშვენიერი ფილმია და ველოდებით გაგრძელებას

 12). An Education

ძალიან კარგი ფილმია, მე მომეწონა, ცოტა ნერვებიც მომეშალა და თან ვისიამოვნე. ნერვები მომეშალა კეკელკა გოგოზე, რომელიც რაღაც მომენტში უარესის ღირსია 😛 ეგრე რო იცით აცეტება. გოგოს მშობლემბზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. ასეა თუ ისე, მთლიანობაში ხარისხიანი და კარგი რამეა, სამაგალითო 😀 ზედმეტად ოპტიმისტურად ამთავრებს რეჟისორი, მაგრამ არა უშავს. ეს კერი მულიგანი კაი გოგოა, ნიჭიერი, წმინდა ინგლისური გამაღიზიანებელი კეკელკობა სახეშიც აქვს და მანერებშიც, მაგრამ ჯანდაბას. მერე, ოსკარებზეც დაამტკიცა ბრიტანელი სოფლელი რომ არის 😛 თმებგაკორტნილი რო მოვიდა, ვირთხასავით. რა იციან ეს მოკლედ შეჭრა, არ გიხდებათ შვილო 90%-ს არააა

 13). Precious: Based on the Novel Push by Sapphire

კი იყო ძალიან დაპიარებული, იყო ცოტა გამაღიზიანებელი, ამერიკული მომენტები. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ ისტორია არის სავსებით რეალური და ფილმი გამოვიდა კარგი. მსახიობების თამაშსაც ვერაფერს დავუწუნებთ. აი მონიკი კი უბრალოდ შეუდარებელია. ვოლცისა არ იყოს ზედამსახურებულად მიიღო ოსკარი. სირცხვილია, ასეთი შესრულებისთვის და სანდრა ბალოკის მიღებულ ოსკარს რომ შეადარებ სიტყვაზე 😀

 14). Brothers

თითქოს ესეც ნაცნობი ისტორიაა და ასე შემდეგ, მაგრამ ჯიმ შერიდანს მშვენიერი ფილმი გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომეწონა და რაღაც მომენტში ემოციებსაც ავყევი, რადგან ასეთ რაღაცეებსზე სულ ვჭედავ. ისე უმტკიცებენ იმ კაცს, რომ შენ ცოლსა და ძმას შორის რამე ურთიერთობაზე როგორ გაიფიქრეო, თითქოს არც ეკოცნათ ერთმანეთისთვის და ერთ ნაბიჯში არ ყოფილიყო ყველაფერი. ფიქრით ღალატსა და საქმით ღალატს შორის მე კატასტროფულ სხვაობას ვერ ვხედავ. ამიტომ, სასტიკად მაღიზიანებს, ეს ძალით ,დიდსულოვანი და წესიერი’ გამოხტომები – ეს როგორ გაიფიქრე, არ გრცხვენია? რა საშინელი ფანტაზია გაქვს პათოლოგიური… არადა, ცხოვრებაა და ყველაფერი ჩვეულებრივად ხდება რო რამე, თქვენ გვასწავლეთ ახლა ჩვენ? 😀 😀 😀 ფილმი არის კარგი და გირჩევთ ყველას. აცეტებული ნატალი პორტმანი, ქალების ნამდვილი სახით 😛 ჯეიკ ჯილენჰალი რომელიც ძალიან მიყვარს და აქაც დონეა და ტობი მაგუარეი. ბევრი კაი მომენტია ფილმში.

 15). Welcome

,ბანალურია, მოსაწყენია, არარეალურია, ზედმეტად ტრაგიკულია…’ ასეთი კომენტარები მსმენია ამ ფილმზე. წადით ზოჰანს უყურეთ 😛 და ეგეთებს. ძალიან ძალიან კარგი ფილმია. საშინლად მომეწონა. ბევრი ტიპაჟი ჩანს, თან ფრანგებზე ვაპრიკოლებ(მაინც არ მევასებიან, მაგრამ კარგად ჩანან გარკვეულ წილად აქ). გრძნობებზე ახერხებს ფილმი თამაშს და კარგი რამეა, გირჩევთ.

 16). In the Loop

ძალიან მაგარი ბრიტანული კომედია. სხვანაირად როგორ იქნებოდა, გლაზგოში დაბადებული, მაგრამ იტალიელის გადაღებულია და 😛 თან იტალიელობს ჩვენი არმანდო იანუჩი, მის ვაჟებს ემილიო და მარჩელო ჰქვიათ 😛 მართლა კაია(მოგეხსენებათ ბრიტანელებს კომედიები გამოსდით ხოლმე, რაღაცაში მაინც ვარგიან, ისიც ხანდახან 😛 ხოლო როცა საქმეში იტალიელის ხელი ურევია… :D). მე რუსული  სუბტიტრებით ვუყურე და ჩემი ინგლისური სამწუხაროდ, მაღალ დონეზე არ არის ჯერ. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვნახო რუსული გახმოვანებით, ახლა ვიწერ ტორენტიდან.

 17). Un prophète

ასეთი ისტორიები, პირადად მე ძალიან ბევრი მინახავს, მსგავსები, ამ თემაზე. თუმცა ფილმი იმდენად საინტერესოდ არის გაკთებული, იმდენი კარგი ნიუანსი და დეტალია, რომ ძალიანაც ნასიამოვნები უნდა დარჩეთ წესით ბოლოს.

 18). The Lovely Bones

პერიოდულად ვხვდები ხოლმე ასეთ ფილმებს. თითქოს ყველაფერი სწორად რომ არის ჩაფიქრებული, მაგრამ რაღაც(მარილის გარდა) მაინც რომ აკლია ფილმს. ცოტაც და ძალიან ძალიან კარგი იქნებოდა, ახლა კი უბრალოდ კარგია. ვოლბერგი მიყვარს და მაგარი ტიპია. სტენლი ტუჩიც კაი როჟაა და თავის როლს ასრულებს ჩინებულად. იქ რეიჩელ ვაიზი, სიუზან სარანდონი, ბავშვიც მშვენიერია. პიტერ ჯეკსონის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. მოკლედ, ყველაფერი გვაქვს თითქოს, სცენარიც საინტერესო და კარგია, მაგრამ რაღაც მაინც აკლია ფილმს. თუმცა მთლიანობაში კარგია, ვიმეორებ. ოღონდ, უბრალოდ კარგი.

 19). Crazy Heart

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ჯეფ ბრიჯესის გამოა ეს ფილმი კარგი 😛 სერიოზულად კი, მე მიყვარს ასეთი სტილის ფილმები. ერთი ალალი ისტორიაა, ცხოვრებისეული. ნიჭიერი, ცოტა რთული, მსმელი კაცი, რომელიც ბოლომდე ვერ იქაჩება და ბევრად ნაკლებად ნიჭიერი ტიპები მასზე წინ არიან, თან მისივე სიმღერებით. უყვარდება საყვარელი გოგო (Maggie Gyllenhaal სხვათა შორის, ძალიან კარგად თამაშობს და საერთოდ მიყვარს ეს გოგო, ზემოთ ხსენებული ჯეიკის უფროსი დაა და საცოლე პიტერ სარსგაარდის, რომელიც An Education-ში კაცის მთავარ როლს ასრულებს), მერე ელემენტარული ლაფსუსის გამო, იძაბება ურთიერთობა, არადა ასეთები ხდება და ის გოგოც გოიმივით ვერ შეიგნებს და გადაწყვეტს, რომ არა… და მოკლედ, ასეთი ალალი, ცხოვრებისეული და ნამდვილი ისტორიები ყოველთვის მირჩევნია, ძალით პომპეზურ სისულელეებს.

 20). Angels & Demons

მე მომწონს. სასწაული არ არის ცხადია, მაგრამ ლამაზად არის გაკეთებული, იტალიაში ვითარდება მოვლენები თან 😛 ტომ ჰენქსიც ბავშვობიდან მიყვარს. მოკლედ, ხარისხიანი, გასართობი და საინტერესო ფილმია. ევან მაკგრეგორი მშვენიერია ამ როლშიც.

წლის ყველაზე გადაფასებული ფილმები:

Avatar – გავიგეთ, რომ რევოლუცია და ძუძუები და რა მაგარია ეს ლურჯი კაცები და საოცარი სამყარო და სათვალეები. მესმის, მართლა სერიოზული ნამუშევარია, აბა ამდენ მილიონად კი უნდა იყოს, ხალხს კაპიკებად გადაუღია შედევრი და… 🙂 თუმცა მე გადაფასებული მგონია მაინც ეს ფილმი.

The Hurt Locker – მარტო ავატარი რომ დაამარცხა იმიტომ არა, მართლა მომწონს ეს ფილმი. თუმცა ასევე, რომ გადააფასეს დავა არ უნდა. სამაგიეროდ, არის მეორე მხარე, რომელიც ძალიან ლანძღავს და ცუდი ფილმიაო ამბობს, არც ესაა სწორი.

 წლის ,უყურეთ, ასწორებს’:

World’s Greatest Dad – ძალიან კარგი ფილმია. ვრცლად აღარ დავიწყებ, წესით უნდა მოგეწონოთ.

(500) Days of Summer – ასევე მშვენიერი ფილმი. ზოგმა ძაან გააფანატა, არც ასეა საქმე, მაგრამ ნამდვილად კაია.

Julie & Julia – ბოლო ბოლო ბლოგზეა გარკვეულ წილად 😀 მართლა ნორმა ფილმია ისე.

Invictus – მორგან ფრიმენი და მეტ დეიმონი, მეტი რაღა გინდათ 🙂 ფილმიც ნორმაა

წლის სირცხვილი:

The Blind Side – ამ ფილმს მარტო იმიტომ უნდა უყუროთ, რომ ნახოთ რაში მიიღო სანდრა ბალოკმა ოსკარი და რატომ შერცხვა ასე აკადემია და რატომ მოგვიშალა ნერვები. თავად ფილმი იმდენად ცუდი არ არის, ბანალური ამერიკული ისტორიაა, ძალით რღაცეებით. სანდრასაც რო შეხედავთ, ოდნავ უსწავლია რაღაცო იფიქრებთ, მაგრამ ძალიან ტეხავს 😦 სიმბოლურია ისიც, რომ წელსვე ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ჯილდოც მისცეს

წლის იმედგაცრუება:

Nine – უპირობო გამარჯვებული. კატასტროფულად არ მომეწონა ეს ფილმი(იმიტომ არა რომ მიუზიკლები არ მიყვარს) და ისედაც ცნობილია, რომ ჩავარდა. დენიელ დეი ლუისმა რატომ ითამაშა ეგ მიტყდება 😦 თუმცა თავად ცუდად არ თამაშობს. კარგი მსახიობები და კარგი იდეა, ყველაფერს არ ნიშნავს.

Public Enemies – დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრად მეტს ველოდით და სწორედ ამიტომ შევიყვანე ეს ფილმი ამ ნომინაციაში, თორემ ცუდი კი არ არის.

The Road – მიჭირს ცუდი ვუწოდო ამ ფილმს. ვიგო მორტენსენიც მაგარი კაცია და ასრულებს. თან ამ თემაზე იმდენი ფილმია გადაღებული, რომ ისეთი რა უნდა ექნათ. მთლიანობაში ნორმაა მაინც. თუმც მეტს ველოდით, ამის გარეშეც, მარტო მოლოდინიგან გამოწვეული იმედგაცრუება კი არ არის, სხვა ლაფსუსები და ნაკლებიც მოიპოვება.

ამ ხუმრობა-ხუმრობაში 30 ფილმი კი გამოგვივიდა 😀
დავასრულოთ ასევე თემატური მუსიკალური ჩანართით