1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

კინო 2009

with 17 comments

სულ მინდოდა 2009 წლის ფილმების ჩემეული ათეული შემომეთავაზებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე, მერე ვიფიქრე გვიანია უკვეთქო. ახლა კი დროც მაქვს დღეს და თან, რომ დავფიქრდი, რატომ არის ვითომ გვიანი?😀 თანაც სიღრმისეულ და ვრცელ მიმოხილვებს სულაც არ შემოგთავაზებთ, მოკლედ და მშრალად ჩემს აზრს, უბრალოდ. მით უმეტეს, რომ რამდენიმე ფილმზე ისედაც ბევრი მაქვს უკვე ნალაპარაკები. ბუნებრივია, არის რამდენიმე იდეაში საინტერესო ფილმი, რომელიც არ მოხვდება აქ, რადგან ვერ მოვახერხე ნახვა, მაგრამ არა მგონია იმ ფილმებს მნიშვნელოვნად შეეცვალა სურათი. თან ეს ჩემი 10-ეული 20-ეულად იქცა უცებ😀😀 თავიდანვე რომ მოვყევი 2009-ს და კიდევ რამდენიმეს ისე განვიხილავ…

ნუ ავატარი რომ არ მოხვდება ჩემს რჩეულებში, ვინც ოდნავ მაინც მიცნობს მიხვდებით😀 არც მულტფილმები, რადგან არ ვუყურებ, სხვა რამე აჩემთვის და არც კომპეტენტური ვარ შესაბამისად. არ მოხვდება არც ჰარტ ლოკერი, მადლობა ამ ფილმს ავატარომანიისგან რომ გვიხსნა და არცთუ ურიგო ნამუშევარია, რეჟისურის მხრივ განსაკუთრებით, მაგრამ საუკეთესოებს შორის… მე მაპატიეთ😀

ნუმერაციას დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, მაგრამ რაღაც სიმბოლურად მაინც ჩავთვალოთ.

 1). El secreto de sus ojos

aka “The Secret in Their Eyes”

სიმბოლურად დავიწყებ ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო და უკონკურენციო ოსკარებზე(არა იმიტომ, რომ ავატარმა ვერ მოიგო) საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულით. არგენტინელებს ხშირად კარგი ფილმები გამოსდით თუ გამოსდით (ბრაზილელებზეც დაახლოებით ასეა), ეს ფილმიც ასეთია. თითქოს მარტივი სიუჟეტი, რომელიც უკვე გვინახავს, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გაკეთებული და მსახიოებიც მშვენიერი. აველანედას რასინგიდან დამნაშავეზე გასვლა, საწყალი მსმელი კაცის მკვლელობა, დამნაშავეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოკლულის ქმარი, საოცარი მუსიკა, ენიო მორიკონეს სტილში და ბევრი სხვა რამ. ნამდვილად არ ინანებთ და დაუმსახურებლად ამ ფილმს არ მოუგია ოსკარი. მე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი(მინუს ერთი-ორი მცირე დეტალი). ისე, რეჟისორის იტალიურ ფესვებზე გვარი მიგვითითებს😛 ეს მაინც ხომ უნდა მეთქვა😀

 2). Das weisse Band – Eine deutsche Kindergeschichte

aka “The White Ribbon”

გავაგრძელოთ ,თემატურად’. მორიგი შედევრი მიხაელ ჰანეკესგან. მოიგო კანის ფესტივალი და ამით ყველაფერი ნათქვამია😉 ჩემთვის ოსკარზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. ისე მოხდა რომ ოსკარებს როცა ვუყურებდი El secreto de sus ojos არ მქონდა ნანახი, თან ჰანეკეს ფავორიტად თვლიდნენ და უცებ, რომ არ მისცეს მეც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ის ფილმი რომ ვნახე, უსამართლოდ ნამდვილად არ აუღია. თუმცა არც The White Ribbon-ია ნაკლები. უბრალოდ, მასაზე ცოტა ნაკლებად არის გათვლილი. ჰანეკე თავის სტიქიაშია, ჩინებულ ნაშრომს გვთავაზობს, მშვენიერი სიუჟეტით და ერთი სიტყვით, ასევე ძალიან ნასიამოვნები დარჩებით ამ ფილმით, გურმანები, ვისაც შემთხვევით არ გინახავთ ჯერ.

 3). Inglourious Basterds

და აი მოვედით😀 ტარანტინოს ერთ-ერთი ბრწყინვალე ფილმი, წმინდა კვენტინისეულ სტილში. უბრალოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე (რასაც მე მის მცირე გოიმობას ვაბრალებ ხოლმე😛 იტალიური სისხლი, ამერიკული შესაძლებლობები, უკიდეგანო ნიჭი საოცარ რეჟისორად ხდის მას დიდი ხანია, მაგრამ იმ მცირე გოიმობას მაინც ვერ გავურბივართ, რაც ჩემის აზრით მის თითქმის ყველა ფილმში ჩანს, რის გამოც სულ რაღაც აკლდება სრულ ტრიუმფამდე და რის გამოც არ ევასებათ ,ცუდ ძიებს’), სულ ცოტა დააკლდა ტარანტინოსაც და შესაბამისად, უშუალოდ ფილმსაც. მიუხედავად ამისა, საოცრად ძლიერი რამეა, დიალოგებით, სცენებით(ბოლო ბოლო მარტო პაბის სცენა ღირს ერთ-ორი გაპაპსავებული ოსკარი :D), მუსიკით, სიგიჟით და რასაკვირველია მანიაკალურად მაგარი კრისტოფ ვოლცით – კოლონელ ჰანს ლანდა! ძალიანაც აღარ შევჩერდები, რადგან ეს ფილმი ცალკე მაქვს ბლოგზე განხილული ადრე და… იმედია, კვენტინი ოდესმე ეღისება სრულ აღიარებას. მანამდე კი – ორევუარ შოშანა

 4). Antichrist

მე მაინც ვაპრავებ ამ ფილმს. ლარს ფონ ტრიერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ფილმი საოცრება მგონია. ანტიქრისტეზე უკეთესი ნამუშვებრებიც აქვს თავისთავად. უბრალოდ, ამ ფილმისადმი ანთიპათია და ცოტა დაბალი შეფასება, ჩემი აზრით, გამოწვეული იყო დიდი მოლოდინიდან. ეს ფილმი იყო დაპიარებული, სათაურიც მყვირალა ჰქონდა, ხალხი ელოდა და უცებ რაღაც სასწაული რომ ვერ მიიღეს, გადაწყვიტეს, რომ ისე რა ფილმია. ბრავო უილიამ დეფო და შარლოტა გეინსბურგი.

 5). A Serious Man

ძმები კოენების კიდევ ერთი ჩინებული ფილმი, რომელმაც რატომღაც სათანადო შეფასება ვერ მიიღო, ჩემი აზრით. მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ზოგიერთი გურმანი რაღაცნაირად განუდგა ამ ფილმს – ,ნიტოაო’. მე კი მგონია, რომ ძალიანაც ,ტოა’😀 ტონკი იუმორი, ამერიკული ელემენტებით თუნდაც. მშვენიერი სიუჟეტი. ცოტა დამაბნეველი დასაწყისი და მოკლედ, კარგი რამეა.

 6). The Messenger

წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი, რომლის ყურების მერეც ძალიან ნასიამოვნები და რაღაცნაირი ემოციებით დავრჩი. მართლა ძალიან კარგი ფილმია. პოლიტიკური მოსაზრებები და სხვა სისულელეები(მაგალითად ლურჯ კაცებში დახარჯული მილიონები), რომ არა ეს ფილმი მეტ ყურადღებასა და აღიარებას მიიღებდა. თითქოს ყველანაირად გადაღეჭილ ომის თემას, კიდევ ერთი კუთხე უპოვეს ამერიკელებმა, მაგრამ ნამდვილად წარმატებული. გული მწყდება ვუდი ჰარელსონზე, რომელიც აუცილებლად მიიღებდა ოსკარს(და ეკუთვნოდა) კრისტოფ ვოლცი რომ არ ყოფილიყო. არანაკლებ მაგრად თამაშობს ბენ ფოსტერი და მე ნომინანტთა შორის მაინც შევიყვანდი(უბრალოდ, ახლა ჯეფის დრო იყო :D). Jena Malone ეს გოგონა კი დიდი ხანია რაღაცნაირად მიზიდავს, სიამოვნებით განვმარტოვდებოდი მასთან ცოტა ხნით😀😀 მელოუნის ბევრი ფილმი მაქვს ნანახი.

 7). Up in the Air

ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი. ჯეისონ რაიტმანი უნიჭიერესი რეჟისორია და თუ ძალიან არ ჩაიციკლა ამ წმინდა ამერიკული პონტებით, არაერთ კარგ ფილმს შემოგვთავაზებს კიდევ. თუმცა ჯერჯერობით მშვენივრად გამოსდის ეს ამერიკული სიტუაციების, იუმორისა და პრობლემების ეკრანზე გადმოტანა, თან ისე, რომ თითქმის ყველა დააინტერესოს. ეს ფილმიც ამისი ნათელი მაგალითია და პირადად მე ძალიან მომეწონა, როგორც რეჟისურა, ასევე მსახიობების თამაში და სცენარიც. ვიცი, რომ გურჯისტანში ბევრს არ მოეწონა და არც მიკვირს. ეგ არაფერი დსმებო

 8). Watchmen

საყოველთაო ბუმის გამო, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ ფილმისადმი განწყობილი, მაგრამ მახარებს ის, რომ ,უზნაძის ეფექტი’, როგორც მასწავლეს😀 (ანუ უხეშად რომ ავხსნათ: როცა ვინმეს ან რამეს გიქებენ სიტყვაზე ძალიან და აჟიოტაჟია, ხოლო მერე იმ ვინმეს ან რამეს ერთი პატარა ნაკლი აღმოაჩნდება, ქვეცნობიერად უკვე ობიექტურად იმ ერთი დეტალის გამო კი არ იწუნებ, ათი იმდენი ნაკლი გეჩვენება და პროტივზე დგები) ჩემს შემთხვევაში ყოველთვის არ მოქმედებს ხოლმე. ნახვის შემდეგ, მნიშვნელოვნად შევიცვალე აზრი ამ ფილმზე. ცხადია, მაინც არ ვგიჟდები ამ ჟანრზე და მსგავს ფილმებზე, მაგრამ ხარისხიანია და კარგია ერთი სიტყვით.

 9). District 9

დაახლოებით იგივეს ვიტყოდი ამ ფილმზეც, რაც ვოჩმენზე ვთქვი. თან თავიდან სასაცილოდ მეჩვენებოდა, ვიკუს ვან დე მერვეს პერსონაჟი, მთლიანად ისტორია, უცნაური არსებები და გულისამაჩუყებელი ისტორია ამ ამბავზე. თუმცა მთლიანობაში ნორმაა და თან იმდენი მოახერხეს ზოგიერთებმა ლურჯ კაცებზე აჟიტირებით, რომ დავრწმუნდი, თურმე დისტრიქტ ნაინი სულაც არ არის ისეთი უაზრო და უშინაარსო ფილმი და მასზე ბევრად უაზრობეზე შეიძლება დახამება😀😀😀 ერთი სიტყვით, კარგი ეთქმის ნამდვილად.

 10). The Hangover

როცა რამდენიმე ახლობლემა ამ ფილმის ნახვა მირჩია, ვფიქრობდი, მორიგი ამერიკული სისუსლელეა, ძალით უნდა ვუყურო და იდიოტობებზე თუ გამეცინება ერთი-ორჯერთქო. თუმცა მწარედ შევცდი, ეს არის ბრწყინვალე კომედია, რომელმაც ბევრი მაცინა. დაჟე ერთი-ორი გადამლაშებაც გავუპრავე, რაც არ მევასება ხოლმე ფილმებში, მაგრამ დიდად გამაღიზიანებლად არ არის აქ და თან სხვა იმდენი პლუსი აქვს, რომ… ძალიან ძალიან მაგარია. თავისი ტიპაჟებით და სიუჟეტით. საცოლის ძმა, დანტისტი, რომელიც საავადმყოფოში ექიმს ტვინს გაუბურღავს თურმე წინა დღეს, მეც ექიმი ვარო😀 და ათასი რამ. თითქოს ქაოსია, მაგრამ მსმელები აბა კარგად დაფიქრდით, არ გაგიღვიძიათ ხშირად ისე, რომ მთელი წინა დღის ისტორია თუ არა, რაღაც მონაკვეთი ან მონაკვეთები არ გახსოვთ? ჰოდა, რატომ არ შეიძლება ასეთ დროს, როცა ლას ვეგასში ხარ და ფულსაც არ უჩივი, დილით შენს ოთახში მამალი, ვეფხვი და ჩვილი ბავშვიც კი აღმოჩნდეს…

 11). Sherlock Holmes

ყოჩაღ გაი რიჩს, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ფილმით. ორი ძალიან ძლიერი მსახიობი და კარგად გაკეთებული ყველაფერი. კამთი იმაზე, რომ ეს ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი არ არის და ასე შემდეგ, სისულელე მგონია. უცნაური ხალხი ვართ გურჯები, ფილმს აფასებენ კუთვნილზე ნაკლებად იმიტომ, რომ თურმე ეს ,ის’ შერლოკ ჰოლმსი არ არის. აბა გაი რიჩი

ს ფილმისგან რას ელოდით? ჩავთვალოთ რომ კომერციული სათაურია უბრალოდ, ბევრი რამეა შეცვლილი და სიტყვაზე შალვა ნათელაშვილი ჰქვია ფილმს. შერლოკ ჰოლმსი რო არ ერქვას უფრო მომეწონებოდა არა ტოროლა😀 მაგრები ხართ რა… მოკლედ, მშვენიერი ფილმია და ველოდებით გაგრძელებას

 12). An Education

ძალიან კარგი ფილმია, მე მომეწონა, ცოტა ნერვებიც მომეშალა და თან ვისიამოვნე. ნერვები მომეშალა კეკელკა გოგოზე, რომელიც რაღაც მომენტში უარესის ღირსია😛 ეგრე რო იცით აცეტება. გოგოს მშობლემბზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. ასეა თუ ისე, მთლიანობაში ხარისხიანი და კარგი რამეა, სამაგალითო😀 ზედმეტად ოპტიმისტურად ამთავრებს რეჟისორი, მაგრამ არა უშავს. ეს კერი მულიგანი კაი გოგოა, ნიჭიერი, წმინდა ინგლისური გამაღიზიანებელი კეკელკობა სახეშიც აქვს და მანერებშიც, მაგრამ ჯანდაბას. მერე, ოსკარებზეც დაამტკიცა ბრიტანელი სოფლელი რომ არის😛 თმებგაკორტნილი რო მოვიდა, ვირთხასავით. რა იციან ეს მოკლედ შეჭრა, არ გიხდებათ შვილო 90%-ს არააა

 13). Precious: Based on the Novel Push by Sapphire

კი იყო ძალიან დაპიარებული, იყო ცოტა გამაღიზიანებელი, ამერიკული მომენტები. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ ისტორია არის სავსებით რეალური და ფილმი გამოვიდა კარგი. მსახიობების თამაშსაც ვერაფერს დავუწუნებთ. აი მონიკი კი უბრალოდ შეუდარებელია. ვოლცისა არ იყოს ზედამსახურებულად მიიღო ოსკარი. სირცხვილია, ასეთი შესრულებისთვის და სანდრა ბალოკის მიღებულ ოსკარს რომ შეადარებ სიტყვაზე😀

 14). Brothers

თითქოს ესეც ნაცნობი ისტორიაა და ასე შემდეგ, მაგრამ ჯიმ შერიდანს მშვენიერი ფილმი გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომეწონა და რაღაც მომენტში ემოციებსაც ავყევი, რადგან ასეთ რაღაცეებსზე სულ ვჭედავ. ისე უმტკიცებენ იმ კაცს, რომ შენ ცოლსა და ძმას შორის რამე ურთიერთობაზე როგორ გაიფიქრეო, თითქოს არც ეკოცნათ ერთმანეთისთვის და ერთ ნაბიჯში არ ყოფილიყო ყველაფერი. ფიქრით ღალატსა და საქმით ღალატს შორის მე კატასტროფულ სხვაობას ვერ ვხედავ. ამიტომ, სასტიკად მაღიზიანებს, ეს ძალით ,დიდსულოვანი და წესიერი’ გამოხტომები – ეს როგორ გაიფიქრე, არ გრცხვენია? რა საშინელი ფანტაზია გაქვს პათოლოგიური… არადა, ცხოვრებაა და ყველაფერი ჩვეულებრივად ხდება რო რამე, თქვენ გვასწავლეთ ახლა ჩვენ?😀😀😀 ფილმი არის კარგი და გირჩევთ ყველას. აცეტებული ნატალი პორტმანი, ქალების ნამდვილი სახით😛 ჯეიკ ჯილენჰალი რომელიც ძალიან მიყვარს და აქაც დონეა და ტობი მაგუარეი. ბევრი კაი მომენტია ფილმში.

 15). Welcome

,ბანალურია, მოსაწყენია, არარეალურია, ზედმეტად ტრაგიკულია…’ ასეთი კომენტარები მსმენია ამ ფილმზე. წადით ზოჰანს უყურეთ😛 და ეგეთებს. ძალიან ძალიან კარგი ფილმია. საშინლად მომეწონა. ბევრი ტიპაჟი ჩანს, თან ფრანგებზე ვაპრიკოლებ(მაინც არ მევასებიან, მაგრამ კარგად ჩანან გარკვეულ წილად აქ). გრძნობებზე ახერხებს ფილმი თამაშს და კარგი რამეა, გირჩევთ.

 16). In the Loop

ძალიან მაგარი ბრიტანული კომედია. სხვანაირად როგორ იქნებოდა, გლაზგოში დაბადებული, მაგრამ იტალიელის გადაღებულია და😛 თან იტალიელობს ჩვენი არმანდო იანუჩი, მის ვაჟებს ემილიო და მარჩელო ჰქვიათ😛 მართლა კაია(მოგეხსენებათ ბრიტანელებს კომედიები გამოსდით ხოლმე, რაღაცაში მაინც ვარგიან, ისიც ხანდახან😛 ხოლო როცა საქმეში იტალიელის ხელი ურევია… :D). მე რუსული  სუბტიტრებით ვუყურე და ჩემი ინგლისური სამწუხაროდ, მაღალ დონეზე არ არის ჯერ. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვნახო რუსული გახმოვანებით, ახლა ვიწერ ტორენტიდან.

 17). Un prophète

ასეთი ისტორიები, პირადად მე ძალიან ბევრი მინახავს, მსგავსები, ამ თემაზე. თუმცა ფილმი იმდენად საინტერესოდ არის გაკთებული, იმდენი კარგი ნიუანსი და დეტალია, რომ ძალიანაც ნასიამოვნები უნდა დარჩეთ წესით ბოლოს.

 18). The Lovely Bones

პერიოდულად ვხვდები ხოლმე ასეთ ფილმებს. თითქოს ყველაფერი სწორად რომ არის ჩაფიქრებული, მაგრამ რაღაც(მარილის გარდა) მაინც რომ აკლია ფილმს. ცოტაც და ძალიან ძალიან კარგი იქნებოდა, ახლა კი უბრალოდ კარგია. ვოლბერგი მიყვარს და მაგარი ტიპია. სტენლი ტუჩიც კაი როჟაა და თავის როლს ასრულებს ჩინებულად. იქ რეიჩელ ვაიზი, სიუზან სარანდონი, ბავშვიც მშვენიერია. პიტერ ჯეკსონის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. მოკლედ, ყველაფერი გვაქვს თითქოს, სცენარიც საინტერესო და კარგია, მაგრამ რაღაც მაინც აკლია ფილმს. თუმცა მთლიანობაში კარგია, ვიმეორებ. ოღონდ, უბრალოდ კარგი.

 19). Crazy Heart

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ჯეფ ბრიჯესის გამოა ეს ფილმი კარგი😛 სერიოზულად კი, მე მიყვარს ასეთი სტილის ფილმები. ერთი ალალი ისტორიაა, ცხოვრებისეული. ნიჭიერი, ცოტა რთული, მსმელი კაცი, რომელიც ბოლომდე ვერ იქაჩება და ბევრად ნაკლებად ნიჭიერი ტიპები მასზე წინ არიან, თან მისივე სიმღერებით. უყვარდება საყვარელი გოგო (Maggie Gyllenhaal სხვათა შორის, ძალიან კარგად თამაშობს და საერთოდ მიყვარს ეს გოგო, ზემოთ ხსენებული ჯეიკის უფროსი დაა და საცოლე პიტერ სარსგაარდის, რომელიც An Education-ში კაცის მთავარ როლს ასრულებს), მერე ელემენტარული ლაფსუსის გამო, იძაბება ურთიერთობა, არადა ასეთები ხდება და ის გოგოც გოიმივით ვერ შეიგნებს და გადაწყვეტს, რომ არა… და მოკლედ, ასეთი ალალი, ცხოვრებისეული და ნამდვილი ისტორიები ყოველთვის მირჩევნია, ძალით პომპეზურ სისულელეებს.

 20). Angels & Demons

მე მომწონს. სასწაული არ არის ცხადია, მაგრამ ლამაზად არის გაკეთებული, იტალიაში ვითარდება მოვლენები თან😛 ტომ ჰენქსიც ბავშვობიდან მიყვარს. მოკლედ, ხარისხიანი, გასართობი და საინტერესო ფილმია. ევან მაკგრეგორი მშვენიერია ამ როლშიც.

წლის ყველაზე გადაფასებული ფილმები:

Avatar – გავიგეთ, რომ რევოლუცია და ძუძუები და რა მაგარია ეს ლურჯი კაცები და საოცარი სამყარო და სათვალეები. მესმის, მართლა სერიოზული ნამუშევარია, აბა ამდენ მილიონად კი უნდა იყოს, ხალხს კაპიკებად გადაუღია შედევრი და…🙂 თუმცა მე გადაფასებული მგონია მაინც ეს ფილმი.

The Hurt Locker – მარტო ავატარი რომ დაამარცხა იმიტომ არა, მართლა მომწონს ეს ფილმი. თუმცა ასევე, რომ გადააფასეს დავა არ უნდა. სამაგიეროდ, არის მეორე მხარე, რომელიც ძალიან ლანძღავს და ცუდი ფილმიაო ამბობს, არც ესაა სწორი.

 წლის ,უყურეთ, ასწორებს’:

World’s Greatest Dad – ძალიან კარგი ფილმია. ვრცლად აღარ დავიწყებ, წესით უნდა მოგეწონოთ.

(500) Days of Summer – ასევე მშვენიერი ფილმი. ზოგმა ძაან გააფანატა, არც ასეა საქმე, მაგრამ ნამდვილად კაია.

Julie & Julia – ბოლო ბოლო ბლოგზეა გარკვეულ წილად😀 მართლა ნორმა ფილმია ისე.

Invictus – მორგან ფრიმენი და მეტ დეიმონი, მეტი რაღა გინდათ🙂 ფილმიც ნორმაა

წლის სირცხვილი:

The Blind Side – ამ ფილმს მარტო იმიტომ უნდა უყუროთ, რომ ნახოთ რაში მიიღო სანდრა ბალოკმა ოსკარი და რატომ შერცხვა ასე აკადემია და რატომ მოგვიშალა ნერვები. თავად ფილმი იმდენად ცუდი არ არის, ბანალური ამერიკული ისტორიაა, ძალით რღაცეებით. სანდრასაც რო შეხედავთ, ოდნავ უსწავლია რაღაცო იფიქრებთ, მაგრამ ძალიან ტეხავს😦 სიმბოლურია ისიც, რომ წელსვე ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ჯილდოც მისცეს

წლის იმედგაცრუება:

Nine – უპირობო გამარჯვებული. კატასტროფულად არ მომეწონა ეს ფილმი(იმიტომ არა რომ მიუზიკლები არ მიყვარს) და ისედაც ცნობილია, რომ ჩავარდა. დენიელ დეი ლუისმა რატომ ითამაშა ეგ მიტყდება😦 თუმცა თავად ცუდად არ თამაშობს. კარგი მსახიობები და კარგი იდეა, ყველაფერს არ ნიშნავს.

Public Enemies – დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრად მეტს ველოდით და სწორედ ამიტომ შევიყვანე ეს ფილმი ამ ნომინაციაში, თორემ ცუდი კი არ არის.

The Road – მიჭირს ცუდი ვუწოდო ამ ფილმს. ვიგო მორტენსენიც მაგარი კაცია და ასრულებს. თან ამ თემაზე იმდენი ფილმია გადაღებული, რომ ისეთი რა უნდა ექნათ. მთლიანობაში ნორმაა მაინც. თუმც მეტს ველოდით, ამის გარეშეც, მარტო მოლოდინიგან გამოწვეული იმედგაცრუება კი არ არის, სხვა ლაფსუსები და ნაკლებიც მოიპოვება.

ამ ხუმრობა-ხუმრობაში 30 ფილმი კი გამოგვივიდა😀
დავასრულოთ ასევე თემატური მუსიკალური ჩანართით

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თითქმის ყველაფერში გეთანმხები🙂
    El secreto de sus ojos– მართლა კარგი ფილმია თითქოს არაფერი აკლია, მაგრამ რაღაც მაინც ვერ არის ბოლომდე სათანადოდ. ცოტაც გაწელილი მომეჩვენა.
    ჩამოთვლილთაგან მხოლოდ The White Ribbon არ მაქვს ნანახი.
    მეც იმ ხალხთა კატეგორიას განვეკუთვნები, ვინც Serious Man–ზე ნიტოს იძახის. შეიძლება მეორედ რომ ვნახავ ეგ აღარ ვთქვა🙂
    Hangover წლის საუკეთესო კომედიაა ჩემი აზრით.
    საუკეთესო ფენტეზი არა ავატარი, არა ვოჩმენი არამედ District 9 არის. მომეწონა ფილმი რასაც ჰქვია.
    Road – ისგან მართა უფრო მეტს მოველოდი.
    Brothers – საკმაოდ ძლიერი ფილმია🙂
    ჩემთვის საუკეთესო მაინც ნაბიჭვარი ტარანტინოს ფილმია🙂 + ჰოლმსი. იმედია 2010–ში უკეთესები დაიდება და ოსკარიც ოსკარს დაემსგავსება. აგერ სკორსეზემ გადადგა პირველი ნაბიჯი

    Tengobarca

    May 5, 2010 at 2:58 pm

  2. აქედან მხოლოდ ‘Brothers’ მაქვს ნანახი და ძალიან მომეწონა, ისე, რომ 2-ჯერ ვნახე. მე მაგ ფაქტზე ნაკლებად გავამახვილე ყურადღება, რაც შენ გიწერია ჩემო გუდმენ😀 და ნატალი პორტმანს არ ვთვლი აცეტებულად და არც ის კოცნა ჩამითვლია ღალატად, ვოტ! :))

    ტობი მაგუაირმა გამაოცა ამ ფილმში, არ ველოდი. და ჯეიკ ჯილენჰაალი მიყვარს🙂

    Natalia

    May 5, 2010 at 5:39 pm

  3. იასნია😀 კამასუტრას რომელიმე პოზა თუ არ გაიმეორე, ისე რა არს ღალატი😀😀

    Tengobarca

    May 5, 2010 at 6:48 pm

  4. საღოლ, კარგი რეიტინგია, უსახელო ნაბიჭვრების დაფასება მომეწონა, კოენების ფილმი კიდევ შედევრია, ფარგოს მერე ასე მაგათი ფილმი არ მომწონებია. ანტიქრისტე არ მომწონს და რა ვქნა, breaking the waves-ს მერე ტრიერის არცერთმა ფილმმა ისე აღარ მოიტანა. ბევრი არ მაქვს ნანახი ამ რეიტინგიდან და რომ ვნახავ მერე გეტყვი აზრს🙂

    svani

    May 5, 2010 at 6:49 pm

  5. Tengobarca
    ხომ ამბობენ მარილი აკლიაო და El secreto de sus ojos-ს ცოტა წიწაკა აკლია ჩემი აზრით😀 მაგრამ ძალიან კარგია. The White Ribbon ნახე აუცილებლად. კოენები გაპატიებენ😀 ხო გეუბნები დისტრიქტ ნაინმა დამაჯერა😀 ბრაზერსი ძლიერია და მესინჯერი კიდევ უფრო ძლიერი ჩემი აზრით.
    ვნახოთ ვნახოთ, მეც იმედი მაქვს, უკეთესები გველის

    Natalia
    საააღოოოლ საააღოოოლ აქედან თუ მხოლოდ ბრაზერსი გაქვს ნანახი😀
    კი ნამდვილად კარგია და შენ რო ნატალი პორტმანზე აფანატებ, ამით კი არ უნდა შეაფასო ზოგადად ყველაფერი😛 ზოგადად აცეტებულიათქო არ მითქვამს (ალბათ არც ისე აკლებს მამენტ :D). ფილმში კი საკმაოდ აცეტდება😛 ნუ ,აცეტებას’ ვამბობ ცოტა გადატანითი მნიშვნელობით.

    იასნა კოცნას რა უჭირს კაცო, მერე რააა😀😀 კოცნაა რა ხვალ ისევ ძველებურად იქნება ყველაფერი… და მერე კიდევ კაცებზე იტყვით რამეს😛 მშვენივრად შეატყობდი, თუ ორჯერ ნახე მით უმეტეს, რომ უკვე სიმპათიები უჩნდება ჯეიკის მიმართ(არადა თავიდან როგორ არ ევასებე, ესეც ქალური კიდევ ერთი მარაზმი :P) და მშვენივრადაც გატოვია და თანახმა ყველაფერზე და ის რომ მცირე აქტი არ შედგა(არ მოესწრო უბრალოდ, თორემ გარდაყუვალი იყო), უბრალო ფორმალობაა და მეტი არაფერი. სიტუაციაც მესმსი და ყველაფერი, ცხოვრებაა და ხდება, მეც ამის მომხრე ვარ. უბრალოდ პირადად მე ვეღრა ვიცხოვრებდი ერთად ცოლთან, მსგავს ვითარებაში. ამაზე არც მაქვს საუბარი, იმაზე ვცოფდები აღშფოტებით რომ ამბობენ, ეს როგორ იფიქრე, საიდან მოგივიდა თავში აზრადო… თითქოს შეუძლებელი იყოს და არ მომხდარიყოს არაფერი.

    ტობი ძლიერია და ჯეიკი იმენნა მიყვარს😀 მაგარი ტიპია

    svani
    გაიხარე
    breaking the waves არის ტრიერის პირველი ფილმი, რომელიც ვნახე და მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ფილმთან, მაგრამ მას მერე ბევრი მომეწონა კიდევ. განსაკუთრებით დენსერ ინ ზი დარკი. ,ევროპამ’ სულ სხვა მუღამში მოიტანა და ასე შემდეგ. ანტიქრისტეც მომეწონა. თუმცა იგივე breaking the waves ჯობია ცხადია.

    1myway1

    May 5, 2010 at 7:18 pm

  6. კაი პოსტია : ))
    თუმცა აი 10 ფილმში ბევრი არ უნდა მომხვდარიყო რაც შენ სიაშია…

    Erekle

    May 5, 2010 at 8:02 pm

  7. ნუმერაცია უფრო სიმბოლურია
    თან ასეთ რაღაცეებზე კამათი გაუთავებლად შეიძლება და გემოვნების ამბავიცაა
    საერთოდ, კი სუსტი წელი იყო

    1myway1

    May 5, 2010 at 8:05 pm

  8. სტიქიაში ხარ რა🙂

    E madame

    May 6, 2010 at 8:58 am

  9. სტიქიაში კი ვარ, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო რამდენიმე ფილმი გამომრჩა და 2009+ უნდა გამოვუშვა მალე😀

    1myway1

    May 6, 2010 at 9:23 am

  10. wow, თითქმის ყველა ფილმში გეთანხმები… ისე ავატარი მაინც უნდა შეგეყვანა ამ 20-ში😀 brothers არ მაქვს მარტო ნანახი და ვნახავ

    Azazello

    May 6, 2010 at 10:39 am

  11. 😀
    ავატარი არ და ვერ იქნებოდა ოცეულში😛 ისე ხო მოვიხსენიე😀
    ნახე ბრაზერსი, კაია

    1myway1

    May 6, 2010 at 1:46 pm

  12. Hachiko-ზე ველოდები ცალკე პოსტს😀 ეკუთვნის

    Azazello

    May 6, 2010 at 3:04 pm

  13. ვსიო ბუდიტ(ოკ)😀

    1myway1

    May 6, 2010 at 4:39 pm

  14. Un prophète – ოჰ, რა მძიმე ფილმია🙂 არ ვუყურებდი კორსიკელებზე რომ არ ყოფილიყო🙂

    The Road – დავიწყ ვიგოს ყურება, თითქოს თემაც ისეთი იყო, მე რომ მომწონს, ვუყურებდი და ველოდებოდი რაღაცას, რას – არ ვიცი? ჰოდა,სადღაც შუისკენ ვეღარ გავძელი და შევეშვი😀

    ikadoriano

    May 8, 2010 at 9:57 pm

  15. ჩემთვის არც იმდენად მძიმე, კარგია ისე
    კორსიკელები მაგარია😀

    ხო, ვიგო მაგარი კაცია
    და ეგ ფილმი ზუსტად მასეთია, მაგრამ მე რომ ფილმი დასრულებამდე გამოვრთო, აი ძალიან ძალიან უნდა ,მოინდომოს’ რეჟისორმა ან მსახიობებმა😀

    1myway1

    May 9, 2010 at 11:10 am

  16. ცუდი წელი იყო 2009. მიკვირს,რომ ოცეული გამოადნე მაინც:))საოცარია, თითქმის ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ანტიქრისტეს ცოტ უფრო ზედა პოზიციებზე მოვათავსებდი🙂 იმიტომ არა,რო ტრიერია. იმიტომ,რომ იმსახურებს :)ხო,მე აფ ინ ზე ეარს არ შევიყვანდი კიდევ. არ იმსახურებს ოცეულს,ძაან საშუალო ფილმია ჩემი აზრით.

    აზაზელო,რა უნდოდა ავატარს ოცეულში,ეს ფილმების ოცეულია🙂 :*

    mariefille

    May 11, 2010 at 9:32 am

  17. mariefille
    ,აზაზელო,რა უნდოდა ავატარს ოცეულში,ეს ფილმების ოცეულია :*’😀😀 :*

    ნუ აპ ინ ზი ეას კრიტიკას მივეჩვიე, ეგ არაფერი😛

    რამდენიმე კინო გამომრჩა კიდევ, დავამატებ მერე სხვა პოსტში😛

    1myway1

    May 11, 2010 at 11:08 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: