1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

3 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 3

with 19 comments

როცა მხოლოდ 2 საათი გეძინა(თან ლინზებით თვალში), როცა ბოლო პერიოდში გადაღლილი ხარ გრაფიკით, როცა ძალიან ცუდ პახმელიაზე ხარ, როცა წინა დღეს მთვრალი ძმაკაცის გამოისობით ძალიან უცნაურ ადგილებში იარე, სადღაც ლიანდაგებზე, გამყოფ კედლებზე და ,მჩხვლიტავ მავთულებზე’ იძრომიალე და დაისერე, როცა ფული გაქვს საშოვნელი მორიგი პროცენტის გადასახდელად, როცა სუშნიაკი გახრჩობს, როცა ალერგია ტვინს გიბურღავს – რა უნდა ქნა? (ნუ ცხადია, გარდა იმისა, რომ წიგნები უნდა წაიკითხო ©) – რასაკვირველია, უნდა დაწერო ,რსრ რსრ-ზე 3′ და ეს 6 კაცში ერთს მაინც უნდა სცოდნოდა ©

სერიოზულად კი, მართლა ასე მოვბანცალდი სახლში დილით და ცოტა რომ ვიჩალიჩე რაღაცეები, მეთქი რა ვქნათქო და…😀 გადავწყვიტე მესამე ნაწილი დამეწერა – ტრილოგია😀 ვიტყოდი, ექსპერიმენტმა გაამართლა, ექსპერიმენტი შედგა! )))🙂 მე კმაყოფილი ვარ. თქვენ კი ითამაშეთ და გაერთეთ ისევ.

ეს არის ბოლო ან მომავალი საკმაო ხნის მანძილზე ბოლო ნაწილი😀
კიდევ არის ბევრი იდეები. არ ვეხები სასაცილომდე დასულ ,ტრაკში პერო’ ავტორებს, ,წასაკბენ’ მასალას, სასაცილო თუ სატირალ წყვილებს, გაბანძებულ ტიპებსა თუ ტიპშებს, სასიამოვნო წყვილებს, საქილიკოს ან საქებს… ცოტ-ცოტა კი შევეხე😀 მაგრამ ძაან არა, უბრალოდ მეზარება, გავუშვათ იფრინონ ცოტა ხანს. მე უფრო ზოგადი სახე მივეცი.
ხუთი დაწერილი მქონდა, ორზეც იდეა მიტრიალებდა… დანარჩენი დღეს ისვქენი😀 ბოლოს ცოტა მივახალტურე😛
მოკლედ, გამგებები გაიგებდნენ ამ ,ლირიულ’ და საჭირო გადახვევას, ჩვენ კი გვიყვარს გასამება და გავასამოთ.

კითხვები:

1). ქვემოთ მოცემული ისტორიიდან ყრზოზე, თქვენ უნდა გამოიცნოთ ჩაფიქრებული მოაზროვნე:
როგორც რადიო 105 ამბობდა – ყრზო დიდი მაჟორიტარი ვინმეა. ამჟამად, იგი იქ ტრიალებს, რასაც სახელი იმისგან მიეცა, რაც კვლავაც შეიმოსება და რასაც მუმლი მუმლიო ეუბნებიან. მისი დაპირება მარტივია: გრობი – 10 თეთრი; ბლიცი – 5 თეთრი; შავი ყუთი – უფასო. არ უყვარს სვეჩკების… უი მე მაპატიეთ, სანთლების შუქზე თამაში.

პასუხი: გიორგი მოსიძე / მოსიკა

კომენტარი: როგორც მოგვეხსენება, გიორგი მოსიძე არის მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მუხაზე ბევრი მინიშნება იყო, თან მაჟორიტარიც ბევრი არ გვყავს კლუბში😀 ის უაზრო სლოგანი კი გია ჭანტურიასი რომ არის მერე რა, აგერ ჩვენ აზრიანი გავხადეთ.

წყარო: ბზრიალა

2). დასარიგებელი მასალა:

დააკვირდით წინადადებას და დაასახელეთ ჩაფიქრებული მოაზროვნე

პასუხი: გოგა ტარიელაშვილი
ტა-მტამების რი-ტმი ელ-ერდაშვილს აშ-ინებს, ვი-თარცა ლი-პოსაქცია

კომენტარი: გოგა მოსი არის ძველი და ცნობილი მოაზროვნე. ბუს ლოგოს ავტორი და მთელი ამბები მოკლედ. იგი ყველამ იცით ალბათ. მერე რა, რომ კომპიუტერში ფეხბურთს სულ ვუგებდი )))) დამატებითი მინიშნებები ,ტარიელზე’ მაგალითად, აღარ ჩავრთე, რადგან კითხვა სხვანაირი გამოვიდოდა მერე

წყარო: ტამტამების ჩინური ტრადიციული ანსამბლი ,va xu li ka’ და კლინიკა ,მედი’, ლიპოსაქცია შეღავათიან ფასებში

3). ჯერ X გვყავდა ფეხბურთში, შემდეგ Y ჩოგბურთში და ახლა Z-ია რსრ-ში. დააკავშირეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და მითხარით ჩაფიქრებული მოაზროვნე.

პასუხი: ია მეტრეველი

კომენტარი: სლავა მეტრეველს ზედმეტი კომენტარები არ სჭირდება. ვფიქრობ, ალექსანდრე მეტრეველიც ყველამ იცის, უიმბლდონის ფინალშია კაცი გასული ბოლო ბოლო. ია მეტრეველიც ყველა კლუბელმა იცის სავარაუდოდ. ისეთი ქართული გვარი რომ ჩოგბურთსა და ფეხბურთში დიდი წარმატებისთვის მიეღწიოთ, სხვა რაღაც არ მახსენდება.

წყარო: კოკი კანდელაკის ჩანახატი:
ჯერ იყო ფეხბურთში სლავა,
მეტოქის კარი სულ იყო ღია
მერე, ჩობურთში მივიღეთ ,სლავა’
ახლა კი ჭკუაში მარჯვობს ია

4). (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ლონდონის არსენალის კოტდივუარელი ფეხბურთელი ემანუელ ებუ. დაფიქრდით და დამისახელეთ მოაზროვნე, რომელიც მე ჩავიფიქრე. თანაც მემენტო, ოღონდ მორი არა, რომ ლეონარდ… უი ეს უკვე აღარ იყო საჭირო. დრო…

პასუხი: ნიკა ესებუა

კომენტარი: ეს – ებუა ესებუა😀 არ ვიცი ვინმე დააბნია თუ არა ტექსტმა და განსაკუთრებით მისმა ბოლო ნაწილმა, მაგრამ იდეაში ეს დამატებითი მინიშნება იყო. პატივცემული ,ვოჩმენის’ ნიკნეიმი გეიმტივის ფორუმსა და მის საკმაოდ პოპულარულ ბლოგზე, არის ლეონარდ შელბი. კრისტოფერ ნოლანის 2000 წლის ფილმის ,მემენტოს’ მთავარი პერსონაჟი ლეონარდ შელბია, რომელის როლსაც გაი პირსი ასრულებს

წყარო: მერვე. უფრო სწორად მეცხრე რაიონიდან – ვიკუს ვან დე მერვე

5). და კვლავაც კოკი კანდელაკის ჩანახატი, რომლისგანაც თქვენ ჩაფიქრებული მოაზროვნე უნდა გამოიცნოთ:

მუხრანელი კი არ არის, თუმც არის მისი გვარისა
კამათში რთული ვინმეა, ხშირად აოცებს ყველას,
მაგრამ აღვიქვათ თვისებად, კარგი ჯიუტი კაცისა
და მოუსმინოს ამ სიტყვებს, თუკი მოელის შველას:
მოგწყინდა განა, უნაყოფოდ ელჩო ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ,
სამყარო, ისევ შავ-ლურჯად შეიმოსება

პასუხი: არჩილ მაჭავრიანი

კომნტარი: მუხრან მაჭავარიანზე საკმარისი მინიშნება იყო, მისი ლექსის ,საბას’ ამონარიდის ჩათვლით. რაც შეეხება შველას და შავ-ლურჯ სამყაროს. ინტერნაციონალე მილანოს ეშველა მე მგონი ცოტა ხნით და რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს, საფეხბურთო სმაყარო და მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილი შავ-ლურჯად შემიოსა და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე, კიდევ უფრო შეიმოსოს ))) ხოლო აჩი რომ ინტერის ფანია, ცნობილი ფაქტია

წყარო: ვალტერ კედელი სამუელი, ელეგანტური ესტებან ,კამბი’ კამბიასო და ლეგენდა ხავიერ ძანეტი.

6). თქვენს წინაშეა ნაწყვეტი კოკი კანდელკაის ლექსიდან ,ძალით ალტერნატივა’:

ერნესტო, შეჩე გებარა
ერთი ქვეყანა კუბა
საქართველოში კი გვსურს, რომ
აღარ მღეროდეს ბუბა

ხოლო შენ, როცა გკითხავენ –
ლექსებს წერ?
გირჩევ, პასუხად თქვი – არა
ნეტავი ყველამ თუ იცის
რატომ დაირქვი …

თუ მიხვდით, რომელი მოაზროვნეა ჩაფიქრებული, მაშინ დაწერეთ ის სიტყვა, რომელიც ლექსის ბოლოს არის გამოტოვებული

პასუხი: ხვიარა (ჩე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე არ ითვლება)

კომენტარი: ექიმი, მეწარმე და ლიდერი სანდრო ლორთქიფანიძე ყველასათვის ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლექსებს წერს, ჩე, რომელიც მისი ერთ-ერთი მეტსახელია, ნახსენები იყო. ხოლო ხვიარა რომ დაირქვა ეგ კი უნდა იცოდეთ, თუნდაც ისე შემთხვევით გაგებული უნდა გქონდეთ, როგორც მე გავიგე თავის დროზე. ლექსის მრავალაზროვან სათაურს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ბუბა რა შუაშია არ ვიცი.

წყარო: ფიდელ კასტროს მომავალი მემუარები

7). ბლიცი (თითოეულ კითხვაზე, მოსაფიქრებლად 20 წამი😀 )

ა). ისინი სამი ძმანი არიან. უფროსს ვიცნობ და იდეაში სმა უყვარს(უყვარდა), გამოჩნდა ეკრანზე და გაიბადრა. შუათანას ბევრი ლაპარაკი უყვარსო, ,ბოროტი ენები’ ამბობენ, მე არ ვიცნობ, მხოლოდ ნანახი მყავს, ისევე როგორც უმცროსი, რომელიც უმცროსია…

პსუხი: ძმები ბერიკაშვილები

კომენტარი: სოსოს სმა ახლა თუ არა, ადრე მაინც უყვარდა ძალიან. ეკრანზეც გამოჩნდა და გაიბადრა. დანარჩენი უკვე გაგებულის გადმოცემა გახლდათ

წყარო: გივი ბერიკაშვილი

ბ). (შეკითხვაში ცვლილებაა)
აი რა ცუდია, როცა ერთ პატარა კლუბში ბუდობს ორი მარინე და ორივე ფერაძე. ერთი მარინე ფერაძე ჯერ მკვდრების მდინარეზე გადაყვანით შოულობდა ფულს (როგორ იკადრა ეს), მერე კი პოკერს დაუმუღამა და ახლა იქ აზარტულობს. მეორეს რაც შეხება, ის კლუბში უფრო ცნობილი და პოპულარულია. იგი დიდი ხნის წინ, საბროსაში დაბადებულ ერთ ძალიან ცნობილ პორტუგალიელს ეტოლება. ახლა კი ჩაანაცვლეთ ,მარინე ფერაძე’ სხვა სახელითა და გვარით

პასუხი: დათო სიჭინავა

კომენტარი: დათო სიჭინავებთან დაკავშირებით მართლა საინტერესო დამთხვევაა და ბევრი, პატარა გაუგებრობაც მომხდარა, ჭრიჭინასი არ იყოს. ერთი ქარონში თამაშობს და ახლა ქარონს ფლეშ როიალი დაარქვეს. მეორის, დიდი ზღვაოსანის შესახებ კი ყველას სმენია ალბათ.

წყარო: მოკლული ძერა (არწივი, ძერა, ქორი, ნიანგი, სპილო…)

გ). ამ დების გვარის დასახელება არ გაგიჭირდებათ თუ გეტყვით, რომ ისინი ჩვენი დაუძინებელი მტრის შვილები არიან. ერთი საეჭვო და მითიური პლანეტის არსებობას აპრავებს და აწვება. მეორე კი ჭკუის შტორმით იმუქრება

პასუხი: დები რუსეიშვილები

კომენტარი: კარგით უმცროსი და მისი ბრეინსტორმი თუ არ იცით, უფროსი ხომ მაინც იცით კაცო, ბოლო ბოლო თვით სოლ’არისში თამაშობს. მტრის შვილებიც მუშა მინიშნება იყო

წყარო: დუდუჩავები(გუგა დუდუჩავას თამადობით), პერტაიები, გიგუაშვილები, ტყუპები და ბორგეზა

8). საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსიაო და თუ ანოსი არა და ვანოსი მაინც არის, მაშინ ცოტათი ამ მოაზროვნისაც არის. ამაზე მეტყველებს ჩვენი ეროვნული ვალუტის სახელიც, რომელსაც ხშირად ისე ეძახიან მოფერებით, რაც ამ მოაზროვნის სახელია. ერთი ესაა, ყიფშიძეზე არ ცხოვორბს…

პასუხი: გელა(ნდრია) მერაბიშვილი

კომენტარი: გელა მაგარი კაცია. გემახსოვრებათ ზოგად გელაზე პასეანსის სკეჩი, რომელიც ყიფშიძეზე ჩითავდა. ლარს ,მოფერებით’ ხშირად ეძახიან ,გელა’-ს. საქართველო რომ ვანოსია მერაბიშვილის დიდი ხანია დაასკვნეს გურჯებმა.

წყარო: ოპოზიციური პარტიები და პირადად ზვიად ძუძუგული

9). (დასარიგებელი მასალა)
,ერთ-ერთ სურათზე. ლევან სარქისოვს ოლვეის ულტრალექსი უკავია’

თქვენს წინაშეა ამონარიდი კოკი კანდელაკის ჩანახატიდან, რომლის ერთ-ერთ ნაწილშიც დაშიფრულია თქვენთვის ნაცნობი მოაზროვნე. თუმცა ის ,მიიღება’ მაშინ, როცა ერთ-ერთ სიტყვას დავუმატებთ ერთ ასოს. მაშ ამოხსენით ეს შიფრი და დაწერეთ პასუხის ფურცელზე ის სიტყვა სწორ ადგილას ჩამატებული საჭირო ასოთი ან უბრალოდ დაწერეთ დაშიფრული მოაზროვნე.

პასუხი: უკაევია / ალექსი სიუკაევი

კომენტარი: დიახ, ალექსი სიუკაევია და თუ დააკვირდებით ფრაზის ბოლო ნაწილს ამაში თავადაც დარწმუნდებით. ცხადია, სინამდვილეში არანაირი სურათი და მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ასე რომ, არ მესროლოთ მეგობრებო, კარგი კაცი ვარ. კითხვა სიმპათიებით ეძღვნება სრულიად 26-ე საათს. რასაკვირველია, ანი მარდალეშივილის თამადობით ))) უამეეე

წყარო: პაპარაცი თათუს ფოტოაპარატი – ის (სურათი) მაინც არსებობს

10). მაგარი კაცია მარა სიჯიუტეებს, ამტკიცებს! ხშირად. ეგ არაფერი რაღაც. ნაკლი ყველას გვაქვს. მე უთხარი რო ალბად ყველაფერი კარგათ იქნება და ახალგაზდული ლიგა ისევ იმეFFებს დიდი ხანს. ეს შურაცყობა არ არი, ხუმრობაა.
ახლა კი ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, მითხარით ვინ ჩავიფიქრე მე

პასუხი: ილია ლეჟავა

კომენტარი: წინადადებებში განგებ იყო ბევრი შეცდომა დაშვებული, რაც ილოს ხშირად მოსდის და ზოგი ჯიგრულად ეკაიფება, ზოგი უსწორებს და ასე შემდეგ. ილო ბრაზდება და აგრძელებს, ყველაფერი მარტივია – ცხოვრება მშვნეიერია. ეგ არაფერი, ვსიო ბუდიტ ოკ. მთავარია კარგი ტურნირების ორგანიზება განაგრძოს ამ კაი კაცმა

წყარო: ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (-ს შავი სია)

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე

გვახსოვდეს წინა ორი ნაწილი(პირველი მაინც სულ სხვაა):

მეორე
https://1myway1.wordpress.com/2010/04/27/2-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%96/

პირველი
https://1myway1.wordpress.com/2010/04/19/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a0-%e1%83%96%e1%83%94/

პ.ს.
მოაქვს

Written by 1myway1

May 10, 2010 at 12:31 pm

Posted in Uncategorized

19 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნელ-ნელა იზრდები, როგორც ავტორი. აქ თითქმის ვერ გამოვიცანი, რადგან უცნობი თემატიკა იყო😀 (მეოთხეს გარდა, რომელიც მე ძალიან იოლი მომეჩვენა, გასაგები მიზეზების გამო :D) დასარიგებლები იყო საკაიფო🙂

    blumgardt

    May 10, 2010 at 12:59 pm

  2. 😀 მადლობა რატი🙂
    მეოთხე ღადაობაა მაგარი😀 პროსტა ტეხავს სიმარტივის ამბავი

    1myway1

    May 10, 2010 at 1:20 pm

  3. ეს უკვე მართლა კითხვებია, ნაკლებად სახალისო, თუმცა უფრო სააზროვნო. ყოჩაღ!

    lomski

    May 10, 2010 at 1:25 pm

  4. უკვე სერიოზული დონეა🙂 ბევრი ვერ გამოვიცანი, მარა ბლიცი ავიღე რაც მთავარია😛

    chiqo

    May 10, 2010 at 1:49 pm

  5. მადლობა მეგობრებო მადლობა
    თუმცა არის ,გაპარული’ ერთი-ორი ადვილი, ხალტურა და სახალისო მომენტიც😀

    1myway1

    May 10, 2010 at 1:55 pm

  6. დამისახელეთ მოაზროვნე, რომელიც მე ჩავიფიქრე…
    პასუხი: ნიკა ესებუა

    ასეთი კომპლიმენტი ესებუასთვის ვრიად ლი გაუკეთებიათ.😀

    სიუკაევი მომეწონა ყველაზე მეტად.

    ამ სამი ეპიზოდის მერე იმედია ლუკასივით 15–20 წლიან შესვენებას არ აიღებ.😛

    guniah

    May 10, 2010 at 2:01 pm

  7. 😀 ამას მარტო იმიტომ არ ვიზამ, რომ ლუკასს და მის ეპოპეას არ დავემსგავსო😀

    ამ შემთხვევაში კლუბის ყველა წევრს მოაზროვნე უნდა ვუწოდოთ, ფორმალობაა😀😀

    1myway1

    May 10, 2010 at 2:11 pm

  8. საღოლ, კოკი კანდელაკის გაგონებაზე უკვე ისე მეცინება😀 უფრო მაგაზე რომ გააკეთო აქცენტი ცუდი არ იქნება, მაგარი კაცია😀 სარქისოვმა დაგლიჯა😀

    svani

    May 10, 2010 at 4:15 pm

  9. კოკი ზეჩუვაკია😀 peace ჩუვაკ peace😀

    1myway1

    May 10, 2010 at 4:32 pm

  10. რამდენიმე ვადამდელი. მეტრეველი ვერ გამოვიცანი, არც მიფიქრია ისე გავამუქე პასუხი. მართლა სერიოზულში გადავიდა უკვე შენი ლოთობასავით😀

    2929

    May 10, 2010 at 4:47 pm

  11. ხო, შენთვის ახლა ყველაფერი რო იცი ადვილია😛 ეგრეც უნდა იყოს😀
    და ნუ ბლატაობ😛 მე ადრე რო ვსვამდი ის იყო თუ იყო ლოთობა და მერე რა😛 ახლა არაფერი, პროსტა დაემტხვა ბოლო 3 დღეში😀

    1myway1

    May 10, 2010 at 4:49 pm

  12. yochag gudmen😀
    magariaa😀😀
    :appreciate:

    shen tavzec dawere erti😀 tvitshefaseba mainteresebs😛

    Anushka

    May 11, 2010 at 2:39 pm

  13. :* :*
    tvitshefasebebs ise gavcem, araa problema😀

    1myway1

    May 11, 2010 at 6:34 pm

  14. :)))) კაი იყო

    ჩე

    May 16, 2010 at 9:51 am

  15. 🙂

    1myway1

    May 16, 2010 at 11:12 pm

  16. giorgi,axla davfiqrdi am sakitxze_ ratom maincdamainc sarkisovs?😀

    aleqsi

    May 18, 2010 at 8:46 am

  17. ნუ ამაშიც დევს რაღაც😛😉

    1myway1

    May 19, 2010 at 7:23 pm

  18. ra devs__qsenofobiur_shovinisturi reminiscenciebi?😀

    aleqsi

    May 19, 2010 at 9:30 pm

  19. მთლად ასეთი რადიკალურებიც ნუ ვიქნებით ბატონო ჩემო

    შეიძლება რამე მარცვალი არის ჩაქსოვილი, მაგრამ ალალი და უბოროტო, თან თქვენი ფორუმული მიმოწერიდან დაჭერილი პრიკოლის ნიადაგზე

    88

    1myway1

    May 19, 2010 at 9:51 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: