1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

MY WAY (ჩემი ხუთეული)

with 19 comments


ვინც არ მიცნობთ, ბლოგის მეტყველი სათაურითაც მიხვდებით თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის My Way და როგორ მიყვარს ეს სიმღერა😀 მთვრალი ვარ? My Way. ფხიზელი ვარ? My Way. მხიარულად ვარ? My Way . ცოტა მოწყენილი ვარ? My Way . ერთი სტყვით, ყოველთვის და ყველგან – My Way ! ახლა კი მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ თქვენთვის ისედაც ნაცნობი ისტორია ამ სიმღერაზე. შემოკლებული ინფო, თუ საიდან და როგორ გამოჩნდა(ვრცლად შეგიძლიათ თავადაც მოიძიოთ) და აქვე შემოგთავაზაოთ My Way-ს შესრულების 5 საუკეთესო ვერსია, ცხადია, ჩემი სუბიექტური აზრით.

იმაში, რომ საოცარი სიმღერაა, ალბათ არც ისე ბევრი არ დამეთანხმება. ხოლო ვინც ქილიკობს ან რაღაც უაზრო პრინციპის ან უგემოვნების გამო არ უყვარს ეს სიმღერა, მისი აზრი არც მაინტერესებს🙂 მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, მუსიკა უფრო მაგარია თუ ტექსტი და ის რო არ ყოფილიყო ეს არ იქნებოდა და ასე შემდეგ. ფაქტია, ორივე გენიალურია და ერთმანეთს ერწყმის დიდებულად. ინგლისურ ტექსტს ვგულისხმობ ცხადია.

მუსიკა კი ფრანგულია და Comme d’habitude ჰქვია(რაც ითარგმნება დაახლოებით ასე – როგორც ყოველთვის). ეკუთვნის კლოდ ფრანსუასა და ჟაკ რევოს(არ ვიცი რამდენად ზუსტად ვამბობ  – Claude François; Jacques Revaux). ასრულებდა ფრანსუა(ესეც ლინკი http://www.youtube.com/watch?v=bMoY5rNBjwk კარგია, მაგრამ შედარებაც არ არის…🙂 ). ტექსტის ავტორები  არიან იგივე კლოდ ფრანსუა და ჟილ ტიბო( Gilles Thibaut). ეს სიმღერა 1967 წელს შეიქმნა, თითქოს სპეციალურად… ფრენკ სინატრასთვის😀 ვინც გახადა კიდეც ყველაზე პოპულარული და მის საფირმო ნომრად იქცა. საერთოდ, ფრენსის ალბერტ სინატრა ცალკე საუბრის თემაა…

აი რაც მთავარია, ინგლისური ტექსტის ავტორი კი გახლავთ პოლ ანკა, რომელიც სინატრასთან ხშირად თანამშრომლობდა. მუსიკა თითქმის იგივე დარჩა, ტექსტი კი(რომელსაც ფრანგული ტექსტის შინაარსთან არაფერი საერთო არ აქვს) ანკამ პირადად სინატრასთვის დაწერა. საერთოდ ჩვენი ანკა ძალზედ ნიჭიერი კაცია, კანადელია, 1990 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. თავადაც მღერის, მსახიობიცაა და სიმღერების ტექსტებსაც წერს. 2010 წლის 30 ივლისს 69 წლის გახდება. მარტო My Way-ს ბრწყინვალე ტექსტის დაწერისთვის ერგება ქება ამ ადამიანს(რომელსაც ასევე აქვს გარკვეული კავშირი იტალიასთან :P). 1969 წელს სინატრამ ამავე სახელწოდების ალბომში ,My Way’ პოპულარული გახადა ეს სიმღერა და დაიწყო და დაიწყო…😀🙂 საერთოდ, My Way ბევრის აზრით, ისტორიაში საუკეთესო ,გადაკეთებული’ სიმღერაა, მიდი და არ დაეთანხმო😀

ტექსტის დაწერას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია (ოღონდ სინატრა მაფიის გაქაჩულია და არ მევასება – ტექსტები არ იყოს😀 მე ან რომელიმე სხვა უსმენოს რომ დაეწყო სიმღერა, ეჭვი მაქვს ვერ გავიქაჩებოდი რაღაც, მაფია ყირაზეც რომ დამდგარიყო😀 და საერთოდ ფრენკი დონეა😛😉 ). მოკლედ… როგორც მერე ანკამ გაიხსენა, მოვუსმინე ამ სიმღერას, მართალია ცუდი ჩანაწერი იყო, მაგრამ მივხვდი, რაღაც იყო მასშიო… ჰოდა, გაემგზავრა საფრანგეთში უფლებებზე მოსალაპარაკებლად. გავიდა ხანი და ანკა უკვე ფლორიდაში სინატრასთან ერთად სადილობდა, როცა ფრენკთან რამდენიმე მაფიის წარმომადგენელი იყო – a couple of Mob guys😀 ჰოდა, სინატრამ ამ ტიპებს უთხრა – quitting the business. I’m sick of it, I’m getting the hell out. დავიღალეო რა, მივდივარ ამ საქმიდანო😀

ანკამ წესიერად დალაპარაკება ვერც მოახერხა სინატრასთან, ნიუ იორკში დაბრუნებულმა კი სპეციალურად მისთვის ,გადაწერა’ მუსიკა და ტექსტზე ფიქრიც დაიწყო. ,,დილის 11 საათზე ვიჯექი ჩემს IBM-ის ელექტრონულ საბეჭდ მანქანასთან და ვფიქრობდი – ახლა ფრენკი აქ რომ იყოს, რას იტყოდა?”. ჰოდა, ასე სპონტანურად დაიწყო ჯადოსნური სიტყვების წერა – And now the end is near…🙂 ასეთი გავალენა მოახდინეს და მნიშვნელობა იქონიეს Mob ტიპებმა😀 ანკამ წერა გამთენიისას, 5 საათზე დაასრულა(პატარა დეტალები გამოვტოვე ტექსტის დაწერასთან და სიტყვებთან დაკავშირებით და შეგიძლიათ გაეცნოთ ცალკე, საინტერესოა) და მყისვე ნევადაში, ,სეზარ პალასში’ მყოფ სინატრას დაურეკა – შენთვის რაღაც, მართლაც განსაკუთრებული მაქვს – უთხრა მან ფრენკს. მოგვიანებით კი ანკა იხსენებს: ,,ჩემს ჩამწერ სტუდიაში რომ გაიგეს, ასეთი სიმღერა შევქმენი და ,ქარს გავატანე’, ძალიან შეწუხდნენ, შენთვის რატომ არ დაიტოვეო. მე კი მათ ვუპასუხე – ჰეი, მე შემიძლია ამის დაწერა, მაგრამ ის ტიპი არ ვარ, ვინც ეს უნდა იმღეროს – ეს სიმღერა მხოლოდ ფრენკისთვის იყო, მეტი არავისთვის”.🙂

სინატრამ საჩქაროდ ჩაწერა სიმღერა 1968 წლის 30 დეკემბერს და My Way 1969 წლის დასაწყისში უკვე ფართო მასებმა გაიცნო. სიმღერამ უმალვე მოიპოვა პოპულარობა და ეკუთვნის რამდენიმე რეკორდი, როგორც აშშ-ში ასევე დიდ ბრიტანეთში. არსებობს მისი მრავალი ვერსია, როგორც ზუსტად ნამღერი, ასევე ცოტა გადაკეთებული.

დიახ, ეს სიმღერა მართლაც ფრენკისთვის იყო. ძალიან ჰგავს და უხდება მის ცხოვრებას და ბევრ ჩვენგანსაც გვხვდება გულზე. ჩემთან ძალიან ახლოს არის ეს სიმღერა თავისი ყველაფრით. ჩემებურად ვაკეთებ ყველაფერს! ეს ჩემი გზაა! Oh no, oh no, not me I did it my way! ცხოვრებაში ის რაც ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული და მერე სანანებელი გამხდომია ცუდია, მაგრამ ის, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, გავაკეთე და მერე გაირკვა, რომ არასწორი ვიყავი, არასოდეს მინანია და არც ვინანებ და ალბათ ისევე მოვიქცევი უკან დაბრუნების შემთხვევაში, რადგან – I did it my way! Yes it was my way!
მთავარია შენი ცხოვრებით იცხოვრო, შენი გზით, შენებურად🙂

MY WAY
And now the end is near
And so I face the final curtain
My friend I’ll say it clear
I’ll state my case of which I’m certain

I’ve lived a life that’s full
I traveled each and every highway
And more, much more than this
I did it my way

Regrets I’ve had a few
But then again too few to mention
I did what I had to do
And saw it through without exemption

I planned each charted course
Each careful step along the byway
And more, much more than this
I did it my way

Yes there were times I’m sure you knew
When I bit off more than I could chew
But through it all when there was doubt
I ate it up and spit it out, I faced it all
And I stood tall and did it my way

I’ve loved, I’ve laughed and cried
I’ve had my fill, my share of losing
And now as tears subside
I find it all so amusing

To think I did all that
And may I say not in a shy way
Oh no, oh no, not me
I did it my way

For what is a man what has he got
If not himself then he has not
To say the things he truly feels
And not the words of one who kneels
The record shows I took the blows
And did it my way

Yes it was my way

ესეც ჩემი ხუთეული:
გირჩევთ, ყველას ერთად მოუსმინოთ და მერე, სხვა დროს ცალცალკე, რომ უფრო ობიექტურად შეაფასოთ და არ აგერიოთ.

1). Frank Sinatra

ულაპარაკოდ ფრენკ სინატრას შესრულება🙂 არ დავიწყოთ ახლა ახსნა, რატომ და ასე შემდეგ. ვის მობეზრდა, ვის არ მოსწონს ეს სხვა საკითხია. ფაქტი კი ჯიუტია, ისე როგორც ეს ადამიანი, ამ სიმღერას ვერავინ ვერ ასრულებს! ჯიგარს წვავს😛🙂
იუთუბზე უკეთესი ვერსია იდო, კარგი ვიდეოთი, ფრენკის სურათები და რამე, მაგრამ გააქვრეს. ამაში ტექსტია სამაგიეროდ. ეს შესრულებაა ყველაზე კარგი.

2). Robbie Williams

ეს არის ვერსია, რომელიც სინატრას შესრულებაზე მეტჯერ თუ არა, ნაკლებჯერაც არ მომისმენია🙂 ძალიან ძაააალიან მაგარია და საერთოდ რობი უილიამსი უიშვიათესი ინგლისელია, რომელიც მიყვარს და ვაფასებ. პიჟონობაც უხდება ამ კაცს, შეცდომებიც ეპატიება და ყველაფერი, იმდენად მაგარია, ისე ცალკე საუბრის თემაა ეგ ნიჭიერი თაღლითი ეგა😛 ეს შესრულება კი არნახულია, თავისი ალალი ცრემლებით, დასაწყისში ნათქვამი – სტივი-თ, მოძრაობებით, ბოლო ბზრიალით, ,მამ ზის იზ იორ სან სინგინგითა’ და თავისი ყველაფრით. ის მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად, რო ერხევა უკვე და სახე რო ეჯღანება, თავს რო ვეღარ იკავებს😀 ძალიან მაგარი შესრულებაა, ეპატიება ისიც, რომ უშუალოდ my way-ს ჯიგრულად ვერ ,ამბობს’, ბოლო ძალიან მაგარ კუპლეტს საერთოდ ყლაპავს და არ მღერის და ის რომ ინგლისელია😀 სამაგიეროდ რა დღეში ჰყავს დარბაზი! მთლიანად ამ უმაგრეს კონცერტზეც სხვა დროს უნდა ვისაუბროთ.

3). Sid Vicious

მართლა კარგი შესრულებაა. ,ორიგინალურები’, ,მრავლისმცოდნე პროფესიონალები’, ,მძიმე მუსიკის მოყვარულნი’, ,სინატრას მოძულენი’, ,უაზროები’… და რამდენიმე ნორმალური ადამიანიც😀 კი ამბობენ, სინატრას შესრულებას სჯობია და საერთოდ ყველაზე მაგარი my way-აო, მაგრამ არა მეგობრებო😀 ნაბოძები მესამეთიც დაკმაყოფილდით, არც მეტი და არც ნაკლები რო არა ეგეც კაია😀 სხვა ვერსია: http://www.youtube.com/watch?v=CIp_N6bjj64&feature=related

4). Gipsy Kings

რა ვქნა, მიყვარს ეს ბოშები. რაღაც სხვანაირი დუხით მღერიან და ამ სიმღერასაც უხდება ძალიან, თან სათაურიც ზეა, კარგად ჟღერს😀 ბოლოს – ლოლეი ლოლეიიი😀 მოკლედ კაია🙂

5). Shirley Bassey

დაბოლოს, ქალებსაც გავუსწოროთ. თან მენ, ვუმენითაა შეცვლილი ტექსტში და რამე😀😀 მშვენიერია, ღირსეული.

აქვე ყველას გირჩევთ, მოუსმინოთ სხვა ვერსიებსაც, რომლებიც ძალიან ბევრია, მეტალ ვერსიებიდან დაწყებული, შარჟით დამთავრებული. შესაძლოა რამდენიმე ძალიანაც მოგეწონოთ და ხუთეულზე ან სამეულზე გამოათქმევინოთ პრეტენზია😀 ნუ პირველი ორი ადგილი ხელშეუხებელია ჩემთვის😛

ძალიან პოპულარული ვერსიებია:
ელვის პრესლის – რომელიც მე არ მომწონს http://www.youtube.com/watch?v=4HhAcvlCPb4 თუმცა დონეა ცხადია🙂 უბრალოდ ის დუხი არ მოაქვს ჩემთვის

ნინა ჰაგენის – სიდის ვერსია ვისაც მოსწონთ იმათ და ზოგადად შერეკილებს გაუისწორდებათ😀 ჩემთვის სლაბია http://www.youtube.com/watch?v=zO6HbzZPxvc

ნინა სიმონესი – ვიზ ოლ რესპექტ, ვერ ქაჩავს, თორე ნინა მკვლელია ისე… http://www.youtube.com/watch?v=OzQkX-IZDbQ

პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი და ლუჩანო პავაროტი – დიდებული ხალხია ტენორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ😀 ცხონებული ფრენკი ზრდილობის გულისთვის წამოდგა მგონი ბოლოს და ტაში დაუკრა😀 მის საპატივცემულოდ იყო🙂 სამწუხაროდ 1998 წელსვე გარდაიცვალა😦 სხვათა შორის, 14 მაისს (არადა, განგებ არ დამიმთხვევია)🙂 ახლა, უკვე რამდენიმე საათია 15-ია.  http://www.youtube.com/watch?v=1BEaAbGuCfw (ბეჭედი მაინც ვერ მოიშალა, ნეკაზე როგორ უელავს ბოლოს ნახეთ😀 მაფია კი არა და ფრენკი უკვდავია😛🙂 )

და კიდევ ბევრი, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თავად შეგიძლიათ ნახოთ, არის რამდენიმე მართლაც საინტერსო და კარგი ;)  ბოლო ბოლო აქ ნახეთ (ყველა არა, მაგრამ ბევრია): http://en.wikipedia.org/wiki/My_Way_(song)🙂

პ.ს.
ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სევდაც მეუფლება და სიამოვნებაც, სიხარულიც და სინანულიც, სიამაყაით ვივსები და ძალიან უცნაური ენერგიით ვიმუხტები, რაც მეხმარება🙂

ვერაფერს ვერ გამოვარჩევ, ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ ტექსტში, ამიტომ უბრალოდ ბოლო ნაწილს დავაკოპირებ🙂

For what is a man what has he got
If not himself then he has not
To say the things he truly feels
And not the words of one who kneels
The record shows I took the blows
And did it my way

Yes it was my way

Written by 1myway1

May 14, 2010 at 9:47 pm

Posted in მუსიკა

19 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კლოდ ფრანსუა

    შესანიშნავი პოსტია გუდმენ. შემიყვარდა ეს სიმღერა. მაპატიე რომ აქამდე მაინცდამაინც არ მიყვარდა😀

    Azazello

    May 15, 2010 at 7:52 am

  2. 😀 გაიხარე
    ჩასწორებულია, როგორც გვარი, ისე მთლიანად პოსტი(შეცდომები), ნუ რაღაც დარჩებოდ ალბათ კიდევ ))

    1myway1

    May 15, 2010 at 12:20 pm

  3. ბიჭოოოოოო, სიდი რა ვინმეა!

    შირლი ჩემთვის საუკეთესო მომღერალი ქალია დუნიაზე!

    პ.ს. პოსტი მართლაც კარგია!

    lomski

    May 15, 2010 at 12:54 pm

  4. 😀😀
    შირლის რაც შეეხბა, ძაან მაგარია, მაგრამ საუკეთესო მაინც ხმამაღალი ნათქვამია😛 თუმცა ყველას ტავისი აზრი აქვს

    მთავარია ამ სიმღერას იმ დუხით და ისე მღერის, როგორც საჭიროა და როგორც ყველაზე მეტად მოაქვს

    1myway1

    May 15, 2010 at 1:22 pm

  5. მოწოდების სიმაღლეზე ხარ რაა🙂 ვიკიპედიის სტატიაზე ბევრად კარგი წასაკითხია ეს პოსტი🙂 მიყვარს მე სინატრა და სამი ტენორის მაი ვეიც მომწონს. და შირლი კიდე ეთერ კაკულიას მაგონებს და არ მევასება😀

    რა შუაშია, მაგრამ ეს გამახსენდა რატომღაც ახლა❤

    nency

    May 15, 2010 at 7:59 pm

  6. გაიხარე :*
    შირლიც მაგარია და ეგ სიმღერაც😛

    1myway1

    May 15, 2010 at 8:12 pm

  7. “ხმა” მაგარია! ბოლო–ბოლო, სიცილიელის და გენუელის ნაჯვარი იყო😀

    ძალიან მაგარი სიმღერაა და მხოლოდ(!) ფრენკის შესრულებით. ჰა–ჰა შირლი, ისიც, იმიტომ, რომ ქალია და სხვა ხიბლს სძენს, თორემ..

    რობი კარგია, მაგრამ რაღაც თავისებურ–ქლესური შემოაქვს და დისკომფორტს მიქმნის😀 და საერთოდ, არ მევასება რა ეს უილიამსი, გალაჰერების საძმოდან ვარ მე😀

    ბოშებზე სიცილი დავიწყე. გააბოშეს cool სიმღერა. A mi manera არა ხორხე კამპოსი.

    ტენორებზე გეთანხმები.

    დანარჩენი – 0.

    ikadoriano

    May 16, 2010 at 10:29 am

  8. ჰო, ისა, შექება დამავიწყდა, კარგი პოსტია :user:

    ikadoriano

    May 16, 2010 at 10:31 am

  9. სიცილიელის და გენუელის ნაჯვარი, შენც კარგად ხვდები რა აპასნია კაცია😀

    იასნა ფრენკი სულ სხვაა და პირველია. შირლი თავისებურ პეწს სძენს, როგორც ქალი…

    გალაჰერები ბაზარი არაა, მაგრამ რობი თავის პოინტში მაგარი კაცია. მესმის რასაც ამბობ, მაგრამ მაინც როჟაა რა😀 თაღლითია, თან. პუბლიკის აყოლიება ოსტატურად შეუიძლია😛

    ნუ ბოშები…😀😀 ახურებენ თავისას, რას ერჩი😛

    სიდის გაპროტესტებაც მესმის და დანარჩენიც😀🙂

    p.s.
    მადლობა

    1myway1

    May 16, 2010 at 5:03 pm

  10. I love this game კი არა და, კარგი პოსტია🙂

    p.s. რამდენიმე ხნის წინ, სუპერლიგის ერთ-ერთ ტურში თოდრიას შეკითხვა იყო ამ ზე სიმღერაზე და მარტო მე (და 25-ე საათმა ან) და იმ პერიოდის ერთ-ერთი კლუბ-მემი იყო ჩვენს კლუბში (ნუ, ჩემს მეგობრებში)😀

    blumgardt

    May 16, 2010 at 5:05 pm

  11. 😀😀
    გაიხარე

    1myway1

    May 16, 2010 at 5:35 pm

  12. მოკლედ, შენ გაბლოგერდი და ამასობაში ფორუმი детвора–მ აიღო😀 განსაკუთრებით ბებერი ქალბატონის თემა გახდა საოცრებათა საუნჯე😀 ავიკრავ ალბათ მეც გუდა–ნაბადს და გადმოვბლოგერდები on my way🙂

    ikadoriano

    May 16, 2010 at 7:45 pm

  13. აუ ეგ არ მიხსენო😀😀 საშინელება ხდება
    მშვენიერი იდეაა😉
    ნუ ხანდახან იქით შეხედვაც შეიძლება😀

    1myway1

    May 16, 2010 at 7:58 pm

  14. ეეე, აქ უნდა მოხვედრილიყო Mad Dog Time–დან, პოლ ანკა და გაბრიელ ბირნი რომ მღერიან ის ვერსია🙂

    Tato

    July 10, 2010 at 10:09 pm

  15. Tato
    სიმართლე გითხრა, არ ვგიჟდები მაგ შესრულებაზე😀
    თუმცა ვაფასებ და დონეა ცხადია

    რო რამე ჯიპსები შეგვიძლია ჩავაჩოჩოთ😀

    1myway1

    July 11, 2010 at 1:31 am

  16. sagol, kai iyo. magari simgeraa martla magram amdeni rame ar vicodi, kai postia!🙂

    Zura

    September 10, 2010 at 6:44 am

  17. gaixare🙂

    1myway1

    September 10, 2010 at 11:41 am

  18. რა საინტერესოა… რამდენი საერთო გვქონია🙂

    I

    June 27, 2011 at 10:36 am

  19. მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. რობის შესრულებულზე საერთოდ მეკეტება

    რეზო

    July 24, 2012 at 1:59 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: