1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

11.06.10-ს მოლოდინი

with 14 comments

და აი მოახლოვდა 2010 წლის 11 ივნისი. ეს დღე ჩემთვის ორი რამითაა გამორჩეული. პირველი და მეორის ფონზე თქვენთვის ნაკლებად საინტერესო, ის არის, რომ ზუსტად 3 თვე და 1 დღე ხდება რაც სიგარეტს აღარ ვეწევი. ეს კი ნიშნავს, რომ 9 წლის ასაკიდან დაწყებულ მაიმუნობას თუ არ ჩავთვლით, სერიოზულ დონეზე რაც მოწევა დავიწყე, სადღაც 19 წლიდან, მას მერე ყველაზე დიდ პაუზას ვაკეთებ. რამდენჯერმე მიცდია თავის დანებება და რაღაც პერიოდებით დამინებებია, მათ შორის ერთხელ 3 თვით, მაგრამ მერე უაზროდ მოვწიე, რააღაც ცუდ ამბავზე. ახლა კი ახალი ,რეკორდი’ მყარდება და დიდი იმედი მაქვს, ეს პაუზა რამდენიმეწლიანი მაინც იქნება, სამუდამო თუ არა.

მივიდეთ მთავართან. იწყება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრებაში – მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ფეხბურთი თითქმის შექმნის დღიდანვე არ არის მხოლოდ ფეხბურთი, გაცილებით მეტია, ეს მოვლენა კი უდიდესი რამაა ზერელე მაყურებლებისთვისაც კი. სულ რო არ უყვარს ხალხს ფეხბურთი ისინიც კი უყურებენ მსოფლიოს ჩემპიონატს და მათთვისაც რაღაც სიმბოლური მნიშვნელობები აქვს. სერიოზულ დატვირთვებს თავი დავანებოთ, ვისაც გიყვართ და ერკევევით, თავადაც იცით ყველაფერი, ჩემი ახსნა არ გჭირდებათ.

მარტო ჟოზე მაურინიუს ბრალი არ არის, ისედაც იყო ამაზე კამათი – მსოფლიოს ჩემპიონატი ჯობია თუ ჩემპიონთა ლიგა? ნუ დავიწყებთ შვარცნეგერი თუ სტალონეს და ნუ დავატოლებთ უეინ რუნებს, უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ჯამში ჩემპიონთა ლიგა, ბევრად უფრო დახვეწილი და მძიმე ტურნირია, ამ მხრივ მსოფლიოს ევროპის ჩემპიონატიც კი სჯობია ხოლმე ხშირად, რადგან იქ ხიჭაპაჭუ ნაკრებები ნაკლებია, მაგრამ… ეს ძალიან დიდი მაგრამ არის… მსოფლიოს ჩემპიონატი არის უდიდესი მოვლენა, საოცარი მნიშვნელობის და დატვირთვების, ამ მხრივ მას ვერასდროს ვერ შეედრება სხვა რომელიმე ტურნირი. ჰოდა ჩვენც ამჟამად ამ ტურნირით დავტკბეთ, სხვები არსად გაგვექცევა.

ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარება რომ გადაწყდა, ძალიან გავიხარე, რაღაცნაირად მიზიდავდა აფრიკული მსოფლიო. გადავწყვიტე პირველი მსოლფიო ეს იქნება, რომელსაც დავესწრებითქო, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, გამოირიცხა ეს ამბავი😀 მეტიც, ეს იქნება ყველაზე მძიმე მსოფლიო ალბათ თავისულფების მხრივ, რადგან ყოველდღე უნდა ვიმუშავო😦 მიუხედავად ამისა, მოლოდინი ისევ დიდია.

მოლოდინი და კაი მსოფლიოს იმედი დიდი კი არის, მაგრამ სრული ფიასკოს საშიშროებაც გამოიკვეთა უკვე. ძალიან არ მინდა ,კორეა-იაპონია 2′ მოხდეს და მსაჯების მხრივ იმედი მაქვს ეს არ მოხდება(თუმცა არ არის გამორიცხული), მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელებს თუ გადავხედავთ და სხვადასხვა ნაკრების მწვრთნელების მიერ განაცხადს მიღმა დატოვებულ ფეხბურთელებს… ცოტა ხნით ძალიან ცუდ ხასიათზეც კი დადგება კაცი. ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე დააკლდება მუნდიალს. ნებისმიერ მსოფლიოს აკლდება ხოლმე ერთი-ორი კაცი, სამწუხაროდ ეს გარდაუვალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთთან და ორთან არ გვაქვს საქმე.

ბავშვობიდან ვერ ვიტან ამხანაგურ მატჩებს და ახლა კიდევ უფრო შემძულდა… შესაშურ ფორმაში მყოფი არიენ რობენი, თანამედროევეობის ერთ-ერთი საუკეთესო, არანორმალურად მაგარი ფორვარდი დიდიე დროგბა და იტალიის ერთადერთი ძველი მოფანტაზისტო მოთამაშე ანდრეა პირლო, ვსიზე იდეაში ბევრი უნდა აეგო მარჩელო ლიპის… ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამხანაგური თამაშები თქვენც შეგძულდეთ😀 რაღაც უაზრო მატჩების გულისთვის, ეს(და არამარტო) ფეხბურთელები შესაძლოა მსოფლიოს დააკლდნენ. ნუ ჯერ კიდევ არის რაღაც მიზერული შანსები და თუ შეძლებენ თამაშს როგორ ეგ ცალკე საკითხია უკვე…

გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში არეულობაა. უსაფრთხოების ზომები არ არის იდეალურ დონეზე, ქურდობა ხშირია. თან ის რაღაც საყვირები შეგვიჭამს ტვინს. ფიფამ ამ თავისი ჯინიანობით, შტერული პრინციპებითა და უაზრო ლოიალურობით, როცა საჭირო არაა, ხო გაახურა საქმე. არც ბურთი ვარგაო, ფეხბურთელების უმეტესობა უკმაყოფილოა. ბუშტივით ბურთი ყოფილა, უცნაურად ფრინავს და შესაძლოა ბევრი შორიდან გატანილი გოლი ვიხილოთ, როგორც კარგი და მოულოდნელი, ასევე კურიოზული. ასეა თუ ისე, იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი მაინც კარგად ჩაივლის.

ახლა კი მინდა მოკლედ განვიხილო შვიდი ფავორიტი და დანარჩენი გუნდები:

პარანორმალური მოვლენები

გეუბნებით მე თქვენ, დააკვირდით თქვენს გარშემო ბოლო პერიოდში რეები ხდება, მჯერა ბევრ უცნაურ და დასაფიქრებელ, ზოგჯერ საშიშ რამეს აღმოაჩენთ. ამას თავი რომ დავანებოთ, წმინდა ფეხბურთის თვალსაზრისით: ბარსელონამ კინაღამ მიჯრით ორჯერ მოიგო ლიგა(იქამდე კიდევ უარესი და მანჩესტერი იყო ამასთან ახლოს), მასიმო მორატის ინტერი ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია… სამყარო დასასრულისკენ მიექანება😀😛

დიახ! ესპანეთი ფავორიტია, ეს რეალობაა და არცთუ უსაფუძვლო. მართალია მე დღემდე არ მჯერა იმისა, რომ ამ გუნდმა იტალიის დამარცხება შეძლო, მაგრამ რა გაეწყობა… ისე მაურო კამორანეზის ორი მეტრიდან ცოტა უფრო ზუსტად რომ დაერტყა და რობერტო დონადონი არ ყოფილიყო იტალიის მწვრთნელი, კი ვიცი რასაც მოიგებდა ესპანეთი და როგორ შეახსენებდნენ მერე ლუის არაგონესს, აი რაული რო არ წაიყვანეო… თუმცა ეს არ ითვლება, სამწუხაროდ იტალიას დონადონი წვრთნიდა და ასეთ ნაკრებს პენალტებში, რომლებსაც ისედაც სუსტად თამაშობს, ვერ გაუმართლებდა. იქ გაისროლა ესპანეთისთვის ავრორამ, იქ მოიგო ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატი, იტალიასთან გადაწყდა ყველაფერი და მას მერე შეიძინა სწორედ ის თვითრწმენა, რომელიც ასე აკლდა ამდენი ხანი. თუმცა მთავარი კითხვა სხვა რამეშია – საკმარისი შეიძინა? ეყოფა? რაღაც ეჭვი მეპარება…

მართლა გეუბნებით მესიმპათიურება ეს ნაკრები. თავისი რეალში გაგიჟებული და წვერმოშვებული იკერ კასილიასით, ინკუბატორში გაზრდილი ხავი-ინიესტათი, ტერფიდან სეპარატისტულ კულულებამდე კატალონიელობით გამსჭვალული კარლეს პუიოლით, სევილიაში გლეხუჭობიდან ფეშენობამდე ასული სერხიო რამოსით, უცებ თავში ავარდნილი ხერარდ პიკეთი და პედრო როდრიგესით, ფეშნებოი ელ ნინიოთი, მშრომელი-შედეგიანი იქ გადასული დავიდ ვილიათი, მადრიდული დახვეწილობითა და ბარსელონური საწრყავი სისტემის ჩართვით და ერთი სიტყვით ყველაფრით, მაგრამ… ყელში ამოგვიყვანეს უკვე ზოგიერთებმა🙂

გავიგეთ ბატონო, გაუვარდათ მეორედ და მოიგეს ეს ევროპა. ნაკრებიც დიდებულია, შემადგენლობით ალბათ ყველაზე კარგიც. პერსპექტივა ჩინებულია. მწვრთნელიც ნორმალური(მაინც გადაფასებული, ჩემი აზრით, მაგრამ ნორმალური). ოღონდ არ შეიძლება ასე რა, ყველამ თავისი ადგილი ხომ უნდა იცოდეს?🙂 თან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას, სულ მცირე ორჯერ მეტი ძალა, გამძლეობა, შემართება, არსენალი, იღბალი და სხვა ფაქტორები უნდა, ვიდრე ევროპისას. რაც მთავარია, მე მაინც არ მგონია ესპანეთი ჯერ ფსიქოლოგიურად მომწიფებულად.

ერთი-ორი ადამიანი დამსდევს ბოლო დღეებია და მეუბნება – აი შენი იტალია რას ჰგავს, რა ნაკრები გყავთ, მაგრამ მამენტ არც არასდროს გყოლიათ, სულ უღირსად იგებდითო…😀 დაუზეპირებიათ რაღაცა და ორი დღის გამოჩეკილი გუნდებით ბლატაობენ😀 არ მიყვარს ასეთ დროს კამათი და იშვიათად ვკამათობ, რადგან… უნდა დაუწყო ახსნა, რომ ნამდვილი კატენაჩო 60-იანი წლების მერე არავის არ უთამაშია და ტყუილა ხმარობს ამ სიტყვას… 1934-ში იყო საშინელი დარღვევები, მაგრამ ჩეხებს ჰქონდათ ჩინებული საგოლე მომენტი ბოლო წუთებზე და რო გაეტანათ მოიგებდნენ კიდეც სავარაუდოდ, რო ვერ გაიტანეს ეს ჩვენი ბრალი არაა…არც ისაა იტალიის ბრალი წესების მიხედვით არიოლ-რეშკაში რო გაუმართლა და გავიდა ფინალში ევროპაზე. 1938-ში არც არაფერი ყოფილა, უბრალოდ აწერენ 1934-საც უაზროდ. ლეონიდასის დასვენებები და ტრადიციული პაპუასობა დამიწყეს ბრაზილიელებმა და კიდეც მიიღეს თავისი🙂 ფიანლში კი უნგრეთი დაეცა და თუ მისმა მეკარემ რაღაც შეცდომით გაიგო, არც ესაა იტალიის ბრალი, თან მშვენიერი გუნდი ჰყავდა იტალიას მაშინ, პოცო კი გენიოსი იყო. მერე უნდა უთხრა, რომ ეგრე 1954-ში ტრავმირებულ პუშკაშს საკამთო ეპიზოდში გოლი არ ჩაუთვალეს, გერმანიამ კი აღიარა რომ აკრძალულ პრეპარატებს ხმარობდა. 1966 წელს წამპალმა ინგლისმა ჯერ ის ჩააწყო, რომ მსოფლიო მათთან ჩატარებულიყო, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს(როუზი იყო მაშინ ფიფას შეფი), მერე კი თავად ჩემპოიონატი ჩატარდა ხარვეზებით, რაც ბახრამოვმა დააგვირგვინა. გერმანიამ ზუსტად 1:0 დაასრულა თამაში როცა დასჭირდა, არგენტინამ კი მშვენიერ პერუს არარეალურად დიდი სხვაობით მოუგო. მარადონამ ხელით გაიტანა და გადაგვაყოლეს, მაინც მაგარი გოლი იყოო. არგენტინელებმა ბრაზილიელები მოწამლეს ერთხელ. 2002 თავიდან-ბოლომდე მარაზმი იყო მრავალი მიზეზის გამო, რითაც ცხადია, ბრაზილიამ ისარგებლა საბოლოოდ… და კიდევ უამრავი ფაქტის ამოქექვა შეიძლება. ამიტომ, სანამ დაზეპირებული სტერეოტიპებით ისაუბრებთ, უნდა დაფიქრდეთ მეგობრებო და გაერკვიოთ კარგად.

სწორედ ასეთი ხალხი მაიძულებს დავდგე ესპანეთის პროტივზე, რომელიც მესიმპათიურებ(ოდ)ა. თან ეს უაზრო აჟიოტაჟი… უეჭველი მოიგებს და ასე შემდეგ…კარგით რა. მით უმეტეს, ფავორიტად შერაცხული გუნდი(ბრაზილიის გარდა, პაპუასებისგან ყველაფერი მოსალოდნელია ყოველთვის), ვერ იგებს ხოლმე ჩემპიონატს, ამ ცრურწმენებსაც აქვს რაღაც მნიშვნელობები.

მოკლედ, ნაკრები უდავოს კარგია, შემადგენლობაც სრულად ჰყავს სხვებისგან განსხვავებით და ვნახოთ რა… ჩვენ არ გვინახავს ამ ფორმაციის ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრების ჭიდილი ანუ როგორ ეთამაშება ესპანეთი ბრაზილიას. დიდი შანსია, გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდეს.

არაპაპუასი პაპუასები

მე მთავარ ფავორიტად სწორედ ბრაზილია მიმაჩნია. ჩემდა საწმუხაროდ, ინგლისსაც დიდ შანსს ვაძლევ და თან როცა იტალიას ასე უჭირს… ძალიან მძმიმე მსოფლიოა ამ მხრივ ჩემთვის😀 ჩემი ფავორიტი ნაკრები გასაჭირშია და ორი ყველაზე საძულველი ნაკრები სწორედ ჩემივე ხედვით და რეალურადაც ფავორიტები არიან.

რატომ ბრაზილია? იმიტომ, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფინტაობა, ყურით კენწვლა, ტემპი და ჟონგლიორობა არ არის. ამისთვის ცირკი, თეატრი და სხვა ადგილები არსებობს. ფეხბურთი ბევრი რამაა ერთად და ბრაზილიას სწორედ ის ხდის ყველაზე საშიშ ნაკრებათ, რომ მინდორზე გავა 11 პაპუასი, საოცარი ტექნიკური არსენალით და ითამაშებს არა ტრადიციულ ბრაზილიურ, არამედ ევროპულ ფეხბურთს… ჰოდა, მიდი და მოუგე ასეთ ნაკრებს, ძალიან ძნელი იქნება, ძალიან.

დუნგას პლუსი სწორედ ეს არის, რომ ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს და ჰყავს მაქსიმალურად ცოტა ყურით მკენწლავი. აქცენტს აკეთებს ეფექტურ ეფექტიანობაზე და არა ცარიელ ეფექტურობაზე. ,ჭეშმარიტი ბრაზილიის’ ქომაგებს ეს ნაკრები არ მოსწონთ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს… სახალისოა😀 თუმცა ერთადერთი იმას ვეთანხმები, რომ ცოტა ნამდვილად გადაამლაშა, გულის გასახარებლად ერთი ტინგიცა მაინც ჩაესვა წინ, რონალდინიო მაგალითად. პატოც დატოვა. ცოტა ზემდეტი კი მოუვიდა, მაგრამ ნაკრები მაინც ძალიან კარგი ჰყავს.

დიდებულ ფორმაში მყოფი ჟულიო სეზარი გოლს არ უშვებს ფაქტობრივად. მის გარეშეც, დონი და გომესი მშვენიერი მეკარეები არიან. ამ რგოლში ასეთი ძლიერი შემადგენლობა არ ღირსებია ბრაზილიას, სეზარინაირი მეკარე კი საერთოდ არ ჰყოლია. დაცვაში ისეთი არჩევანი აქვს, რომ რა ვიცი, თან შეტევაში ყველა სასარგებლოა, დაუღალავები არიან და მოკლედ… ნახევარდაცვაში შედარებით ჩამშლელებიც ჰყავს და შემტევებიც, არანაირი პრობლემა. თავდასხმაზე წუხს ბევრი ყველაზე მეტად. მესმის, რონალდოს მერე… მაგრამ ის ლუიშ ფაბიანო იქნება ბევრს რომ გაამწარებს. რობინიოც იტინგიცებს თავისებურად, მე მისი არ მჯერა მაინც, მაგრამ დუნგა კარგად იყენებს. ხოლო ნილმარი და გრაფიტე, იმაზე გაცილებით მაგრები არიან, ვიდრე ბევრს ჰგონია.

კაპელო არ დაგვღუპო…

 

ვიტორიო პოცოს, ენცო ბეარზოტისა და მარჩელო ლიპის მერე, ფაბიო კაპელოს შეუძლია გახდეს მეოთხე იტალიელი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, რაც საოცარი შედეგი იქნება. თუმცა ამისთვის მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეს ინგლისი, რაც მარაზმი იქნება😀😀😀 (ჩემი აზრით ცხადია და არამარტო ჩემით :P)

ამ მახინჯ ნაციას, ბოლო წლებში სულ კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. ბოლოს ტუგადუმ თავში შეუშვეს, რომ კარგი მწვრთნელი უნდა ნაკრებს და ცხადია, იტალიელს მიმართეს. ვკაიფობდი რომ წუწუნებდნენ სანახაობრივ ფეხბურთს არ ათამაშებს ნაკრებსო… ტიპმა უპრობლემოდ მოაგებინა შესარჩევი(ისე მეგონა მოხსნიდნენ, ამ უნიჭოებისგან ხო არაფერია გამორიცხული :D) და ესენი ისე წუწუნებდნენ თითქოს სულ ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდეთ, როგორებიც დელ პიერო, ტოტი, ბაჯო, ბერხკამპი და სხვანი არიან. ნაკრების ყველაზე ტექნიკური მოთამაშე ჯო კოულია(მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მრავლისმეტყველია) და ესენი წუწუნებენ ლამაზ ფეხბურთს არ გვათამაშებსო😀 ან რა არის ლამაზი ფეხბურთი? დელივერი-თავი დელივერი-თავი დელივერი-თავი და ცხენებივით სირბილი ხო?😀😀 მართლა სასაცილოა😀

სასაცილო კი არის, მაგრამ ბოლოს გაღიმებული არ დაგვტოვონ ჩვენ. კლიმაქსიანი კაპელოც კი ძალიან საშიშია. გუნდი ნამდვილად ჰყავს და იცის როგორ გამოიყენოს. ძალიან სახიფათო ნაკრები იქნება ინგლისი. ჩემი აზრით ნახევარფინალამდე მისვლის ურეალურესი შანსი აქვს და აი მერე უკვე მართლა ყველაფერი შესაძლებელია, სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება და ამდენი ხნის მერე ფინალში გავიდეს ინგლისი და წააგოს, არა მგონია.

რიო ფერდინანდის დამტვრევა დანაკარგია ცხადია, მაგრამ შეუცვლელი არ არის რიო. თან ეს ღორი და ამაზრზენი რუნი მართლა კარგ ფორმაშია, თუ ძველებურად არ გაფსიხდა, რამე არაკაცური არ ჩაიდინა და წითელი არ აირტყა ისევ ან ტრავმა. პორტუგალიაც არ არის ხოდზე, რომ გამოაგდოს ესენი😀 მოკლედ, მძიმე სურათია

მესია?

ლიონელი მესია და ებრძვის დემონ მარადონას😀😀 არგენტინა ჩემპიონატის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი უნდა იყოს, რომ არა დიეგო არმანდო მარადონა😀 ახლა კი, დიდი დიეგოს წყალობით, მხოლოდ ზემოთ ხსენებული ნაკრებების მერე მოიაზრება და არც ესაა უსაფუძვლო. მარადონამ მოახერხა და მსოფლიოზე ძლივს გაყვანილ ნაკრებს რამდენიმე მშვენიერი ფეხბურთელი მოაკლო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მომგები ხავიერ ძანეტი და ესტებან კამბიასო.

ორივე ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნებოდა. ასაკიც არაფერ შუაშია, სადაც ხუან სებასტიან ვერონი ნაკრებშია… უბრალოდ, ვერონი ფეხს კარგად გრეხს და მოჭრილ პასს აკეთებს, მარადონასთვის კი მთავარი ესაა. ნაკრებშია მარტინ პალერმოც… უკომენტაროდ. გარსე, ბოლატი, პასტორე… მოკლედ ძნელია. მარადონე ეტა ი ბიდა ი რადასტ არგენტინცავ😀

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სანამ ეს ქვეყანა დიეგოს კომპლექსიდან არ გამოვა და არ მოეშვება მარადონაზე მასტურბაციას და ჩვენც ტვინს აღარ გადაგვჭამს, მანამდე ძნელი სავარაუდოა რამე ეშველოს. არ შეიძლება ყველა ბავშვი დააკომპლექსო იმით, რომ მომავალი მარადონა უწოდო, ასე უამრავი ახალგაზრდა დაკარგა არგენტინამ. ეს მესი დიეგოსავით იტალიურ სისხლნარევია უბრალოდ😛 და თან იმათმა გაიტაცეს ინკუბატორში და გამოჩეკეს კარგად და ამიტომ გამოვიდა ასეთი, თორე ამასაც გააფუჭებდნენ.

დაცვა და მეკარე არგენტინის მთავარი პრობლემა იქნება. მარტო ვალტერ ,კედელი’😀 სამუელი ვერ გასწვდება ყველაფერს. შეიძლება ნახევარდაცვაში უფანტაზიობამაც იჩინოს თავი, ვერონი ბებერია, მასკერანო ჩამშლელი… მაგრამ იქ არიან სხვებიც და რაც მთავარია მაქსი როდრიგესი და ანხელ დი მარია. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ ვნახე, დი მარიას თამაშმა გაცილებით დიდი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე მესისამ. ამ ბიჭის ბურთაობას ძალიან ველოდები და ვფიქრობ, მაგარი ვინმე უნდა დადგეს საბოლოოდ.

აი თავდასხმაში არაფერი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს არგენტინას თუ პალერმო ყველა თამაშში ძირითადში არ იქნება😀 და თუ სწორად გამოიყენებენ თავდამსხმელებს. არიან ტევესი, დიეგო მილიტო, იგუაინი, აგერო და თავად მესი, რომელზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ათრევს არგენტინას და იქნება მესია, მაშინ ვინ იცის, ეგებ ისეთმა სუსტმა მწვრთნელმა, როგორიც მარადონაა, მსოფლიოს თასიც კი აღმართოს ამ ამპლუაში და მერე ხო საერთოდ ვეღარ გავაჩერებთ მარადონისტებს.

ისე, მგონია, რომ იქნება ერთი მატჩი, როცა მინდორზე ოთხ ნომინალურ ფორვარდს ვიხილავთ. ოღონდ მერე რა მოხდება არ ვიცი, უფრო წააგებენ.

88

ჰაილ ჰიტლერი იქით იყოს და სულ მცირე 88 მიზეზის თავისუფლად ჩამოთვლა შეიძლება თუ რატომ არ და ვერ უნდა გახდეს გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა ამ ყველაფრის პასუხად, კმარა მხოლოდ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს ის ფავორიტების რანგში – იმიტომ, რომ ეს გერმანიაა.

არასოდეს არ უნდა იყო მშვიდად გერმანიასთან და არასოდეს არ უნდა გამორიცხო ის ფავორიტებიდან, თუნდაც ასეთი დაბეჩაევბულიც კი. პირველ რიგში 90-იანებზე და ძველ ფეხბურთზე ნოსტალგიით რომ ვსაუბრობთ, სწორედ გერმანია მომყავს მაგალითად. შეხედეთ ძველ გერმანიას და ახლანდესლ. იმ ნაკრებებში ყველა ლიდერი და ნამდვილი ფრიცი იყო. ახლა კი ვიღაც ტიპები არიან შეყრილები და წვალობენ რაღაცას. ძალიან დასანანია… თუმცა რაღაც მომენტში ის შეუპოვრობა და გერმანული სული, ფერმკრთალად მაინც ჩანს და იგრძნობა. ამიტომ, უბალაკოდაც კი(ჯერ იმ გერმანიას რა ვუთხარი, ბალაკი რომ ლიდერია), ნუ ჩამოვწერთ ამ დიდ ნაციას.

როგორც ყოველთვის?

შეუძლებელია ფავორიტებში არ მოიხსენიო ასეთი კარგი ნაკრები. მით უმეტეს, როცა რობენი და სნეიდერი ასეთ ფორმაში არიან(იყვნენ). არის ვან დერ ვაარტი, დაუღალავი კუიტი, სწრაფი ბაბელი, გამტანი ჰუნტელაარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბერტ ვან მარვიიკიც არა ფოე-ფოე, მაგრამ კარგი სპეციალისტია. თუმცა ეჭვი მაქვს, ჰოლანდია როგორც ყოველთვის, ისევ ჩავარდება. გუნდის მთავარი სისუსტე დაცვაა და მაინც მგონია, რომ ეს ნაკრები არ არის აწყობილია მექანიზმი და მხოლოდ ინდივიდუალურ ოსტატობასა და ქაოტურად მიღწეულ შედეგზეა დამოკიდებული.

სიმართლე გითხრათ, წინა წლებში უფრო დარწმუნებული ვიყავი ხოლმე, რომ ჰოლანდია ჩავარდებოდა. ახლა ისეთი საყოველთაო აჟიოტაჟის არ არის მაგარი ნაკრებია მაგარი ნაკრებიაო(არადა არის) და იქნებ სწორედ ახლა ქნან რამე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩავარდებიან. ეს ხომ ასეთი, ნუ მიწყენთ და ,სულით არასერიოზული’ გუნდების ბედისწერაა(ბარსელონა და სხვანი). ხანდახან წარმატება, იშვიათად საერთაშორისო დონეზე. მუდამ ლამაზი თამაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩავარდნა და ბოლომდე ვერ მისვლა. ტრადიციული სცენარია და მერე მარტო ,ეგაა ფუტბოლი აბა სვარკა რად მინდა’ არ შველის ამას.

და ეს არის იტალია?

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ამჟამად სწორედ იტალიაზე საუბარია. ვერ ვეგუები უფანტაზისტო ნაკრებს და ვერც შევეგუები. მარჩელო ლიპი ჩემი ყველაზე საყვარელი მწვრთნელია, მაგრამ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხვდები ყველაფერს რა რატომ გადაწყვიტა და რა გზა აირჩია. დონ მარჩელოს თავისი ხედვა აქვს და მასზე ვერასდროს ვერავინ ახდენდა ზეწოლას, ვერც ახლა მოახდინა ვინმემ. თუმცა არ მინდა ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდეს და ლიპი ტრაპატონისა და არიგო საკის, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს შევადარო. თუმცა დონ მარჩელო ნებისმიერ შემთხვევაში საკიზე მაღლა იქნება და მიუხედავად დიდი პატივისცემისა და მიწევებისა თუ დამსახურებისა, ტრაპზეც მაღლა. ჯოვანის სასწაული კლიმაქსი ჰქონდა ნაკრები რო ჩაიბარა, იმედია, ლიპისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ… არც დელ პიერო(კაი ბებერია, არადა როგორ მიჭირს ამის თქმა და როგორ სიამოვნებით წავიყვანდი, მაინც საჭირო იყო), არც მათჯოხი ტოტი(წავიდა ნაკრებიდან და ვერ დაიყოლიეს ვთქვათ), არც გლეხი და ამაზრზენი მიკოლი(ნუ ეს არც მინდოდა, მაგრამ მაინც), ეს ხულიგანი კასანო მაინც წაიყვანე რა, აღარ არის ისეთი აჭრილი და რაღაც განსხვაევბულის შემოთავაზება შეუძლია… მაგრამ არა, როგორც ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, ლიპიმ ყველანი გარეთ დატოვა და გადაწყვიტა, რომ ფანტაზისტას როლი ანდრეა პირლომ და ანტონიო დი ნატალემ უნდა შეითავსონ.

მოვადექით ამ თემასაც… პირლო დაიმტვრა და დიდი შანსია ვერ ითამაშოს, რაც ვინ იცის ეგებ უკეთესიც იყოს, მისი წინ ამოწევის გეგმა ჩაიშლება, ტიტულის შემნარჩუნებლები ჩვენ ალბათ მაინც არ ვართ, მომავალში მაინც პირლოს გარეშე უნდა ვითამასოთ და ეგებ სხვებს მიეციეთ შანსი. სხვებს რა, სავარაუდოდ მონტოლივოს, რომლისაც ასევე არ მჯერა.

რაც შეეხება ანტონიო დი ნატალეს, მოვესწარით ასეთ რამესაც, რომ იტალიის მაგიური ათნომრიანი მაისურა, კი ბატონო ბევრი გოლის გამტანს, ტექნიკურსა და მშრომელს, მაგრამ მაინც გლეხ და არა ,იმ დონე’ ტოტო დი ნატალეს აცვია. ეს უკვე მრავლისმეტყველია და იტალიის პრობლემებზე მიუთითებს. ღმერთმა ქნას დი ნატალემ დაიმხოს და საერთოდ იტალია ჩემპიონი გახდეს, მაგრამ მეეჭვება რაღაც. ტოტო გადამწყვეტ მომენტში სავარაუდოდ ისევ ჩაისვრის, ჩვენ კი მთავარია სამარცხვინოდ მაინც არ გამოვვარდეთ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ბუფონს ახლა იდეალური პერიოდი არ უდგას, მაგრამ ჯიჯი ჯიჯია და პრობლემა არ გვექნება. აი ასეთი დაცვა კი კარგა ხანია არ მახსოვს იტალიას ჰყოლოდეს. მხოლოდ კიელინის იმედად ვერ ვიქნებით. მე რო ვიყო კანავაროს სულ ამოვაგდებდი, უკვე პოზიციასაც ვეღარ იჭერს ფაბიო, დაბერდა და ძაან გაიდირკება. დააყენოს ბარემ ის ბონუჩი და ეგ იქნება. ფლანგებზეც გვიჭირს. ძამბრო არ ვიცი რამდენად გაქაჩავს, მაჯო გამუცდელია სანაკრებოდ. მოკლედ მძიმე სურათია.

ნახევარდაცვაში გატუზოსა და პეპეს ხილვა ძალიან მგრუზავს, მაგრამ ჩავთვალოთ რომ მაესტრომ უკეთ იცის😦 ჩემი ფავორიტის კლაუდიო მარკიზიოს იმედზე ვარ. ასევე რომაელი მაგრამ ლიუბიმჩიკი დანიელე დე როსის იმედზე. დანარჩენი ჯერ გაურკვეველია, ვის ტრავმა ექნება და ვის არა. ზუსტად ეს ტრავმებიღა გვაკლდა რა.

თავდასხმაში დი ნატალეს გარანტირებული აქვს ადგილი😀 გამოკვეთილი ფორვარდი თავიდან ალბათ ჯილარდინო იქნება და მერე პაცინით ჩაანაცვლებს, საერთოდ ორივე ძალიან მომწონს და ორივეს დიდ წარმატებას ვუსურვებ. იაკუინტას დაყენება ფლანგზეც შეუძლია და დიდწილად ამის გამო ჰყავს ეს კიდევ ერთი გლეხი, მაგრამ ძალიან მშრომელი. აი კუალიარელამ კი უნდა დააფასოს, რომ ბორიელოსა და რაც მთავარია ჯუზეპე როსის შორის ის არიჩია ლიპიმ და თავისებურად უნდა გაისროლოს ფაბიომ, როცა შანსი მიეცემა. მოკლედ, ქომაგის სენია და რაღაც მიზერული იმედის ნაპერწკალი მაინც მაქვს😀

სხვანი:

საფრანგეთი – ყველაფრის მერე, რომ გუნდის მწვრთნელი ისევ ოფიციალური სლე რაიმონ დომენეკია, არ შეილძება ამ გუნდმა რამეს მიაღწიოს. ძალიან მძიმე ნაკრები ჰყავთ ფრანგებს, სულაც ჯგუფში არ ჩარჩნენთქო ვფიქრობ, მაგრამ ალბათ იბობღებენ ცოტას.

პორტუგალია – დაახლოებით იგივეს ვიტყოდი. არ მჯერა, რომ კარლუშ კეირუშის ნაკრები რამეს მიაღწევს. თან დიდი პატივიცემის მიუხედავად, რონალდუ მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებს და შემადგენლობა არცთუ სახარბიელოა, განსაკუთრებით თავდასხმაში – უგო ალმეიდასა და ლიდსონის იმედზე ყოფნა ძნელია.

კოტ დივუარი – ჩემი და არამარტო ჩემი აზრით ამჟამად აფრიკის აშკარად საუკეთესო გუნდი, რომელსაც წარმატებას ვუწინასწარმეტყველებდი, მაგრამ თუ დროგბა ვერ ითამაშებს, შანსები ნახევრდება.

განა – ასევე მშვენიერი გუნდია, მაგრამ მიკაელ ესიენის არყოფნა მარტო განასთვის კი არა, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არის ძალიან ცუდი. მის გარეშეც, გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა და ესიენით ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა.

აშშ – მშვენიერი ნაკრებია. ამერიკელები იხვეწებიან და პროგრესირებენ, თაობათა ცვლამაც არ შეუშალათ დიდად ხელი და ვფიქრობ ნებისმიერისთვის არცთუ სასიამოვნო მეტოქეები იქნებიან.

პარაგვაი – ყველამ ვნახეთ თუ როგორ ითამაშა პარაგვაიმ შესარჩევი. ვინძლო ბევრი გაამწაროს ამ გუნდმა და მეშინია, მათ შროის იტალიაც არ მოხვდეს.

ჩილე – ანალოგიურის თქმა შეიძლება ჩილეზეც, ძალიან მესიმპათიურება ეს ნაკრები. სამორანო-სალასის მერე ასე აღარ ყოფილა.

მექსიკა – მექსიკელები მუდამ მომწონან ხოლმე და ცუდი გუნდი ფაქტობრივად არც არასდროს ჰყავთ. სულ ბოლომდე იბრძვიან და რაღაც პატარა აკლდებათ ხოლმე დიდ ნაბიჯამდე, დიდი გუნდი გაგდებამდე და მერე ვინ იცის ეგებ გაეხსნათ კიდეც… თავისი მუღამები აქვს ამ ნაკრებს, სხვანაირი.. იმენნა ტიპაჟები ჰყავს სხვადასხვა შემადგენლობაში.

სერბეთი – ჭეშმარიტად გუნდი გამოცანაა. თითქოს მძლავრი, მშვენიერი შემადგენლობით, რომელშიდაც ახალგაზრდებიც არიან და ვეტერანებიც, კარგი ნაზავია… მაგრამ უცებ შეილძება სრული ფიასკოც განიცადოს, ვერ გაუგებ ამ სერბეთს ვერაფერს. თავდასხმაში რაღაც ვერ არიან ჯანზე.

ურუგვაი – ჩემი აზრით, ეს ნაკრები იმაზე მეტ ყურადრებას იმსახურებს, ვიდრე ექცევა. ასეთი ნორმალური, შეკრული ურუგვაი არ მახსოვს კარგა ხანია. ყველაზე სუსტი წერტილი მეკარეებია. ძირითადი გოლკიპერი ფერნანდო მუსლერაა, რომელსაც უყვარს ტრუხა გოლების გაშვება. ნახევარდაცვაც არ ბრწყინავს, მაგრამ არიან იქ იგროკები. აი დაცვა და განსაკუთრებით თავდასხმა საკმაოდ სოლიდურია. წინ ლეგენდარული ,ბოტებიანი’ აბრეუს გარდა, სუარესი, კავანი და ფორლანი არიან.

კამერუნი – ნახევარდაცვაში ასეთი უფერული კამერუნი რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე არ მახსოვს. თუმცა მაინც მგონია, რომ გუნდი მოუმატებს და ეტოოსა და კომპანიას შეუძლიათ ერთი-ორი მწარე სიტყვის თქმა.

სამხრეთ აფრიკა – ისეთ ჯგუფში არიან, დიდი შანსია ის მოხდეს, რაც იშვიათად ხდება ანუ ტურნირის მასპინძელი ჯგუფშივე ჩარჩეს. წილისყრის დროს რომ არ იმაიმუნეს ძალიან მესიამოვნა, ალალად მოხვდნენ რთულ ჯგუფში და თუ მაინც გავლენს საღოლ მაშინ, თუმცა შემადგენლობა ხელს არ უწყობთ. პიენაარი რას იბურთავებს ვნახოთ ერთი.

დანია – ეჰ, სადღაა ,ის’ დანია. ძალიან ბევრი სუსტი წერტილი აქვს ამ ნაკრებს. მგონია, რომ გადაიწვება და ვერ გაქაჩავს.

საბერძნეთი – მეკარიდან დაწყებული, ნახევარდაცვის ჩათვლით, ხერიოზული ხარვეზებია ამ სერ გუნდში. ვნახოთ ნინისი თუ იზამს რამეს.

ნიგერია – ჩვენ რომ ნიგერია გვახსოვს ეს მხოლოდ იმის აჩრდილია. დარბიან და ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ ბევრში არაფერში ეყოფათ, ჩემი აზრით.

ავსტრალია – დიდ წილად ის ავტრალიაა, რაც ბოლო წლებში იყო, თავისი გრელათი, ემერტონით, კეჰილით, ბრეშიანოთი და ა.შ. თუმცა თავდასხმაში მცირე არჩევანია ძალიან. ვნახოთ ჯოშუა კენედი და ჰარი კიუელი რას შემოგვთავაზებენ.

შვეიცარია – თქვენი არ ვიცი და მე ჯიუტად მესიმპათიურება ეს ნაკრები და ველი, რომ რაღაცას იფაფხურებს.

სლოვაკეთი – სლოვაკეთის პრობლემებია გამოუცდელობა და ძალიან სუსტი მეკარეები. თორემ ისე ბრძოლისუნარიანი გუნდია. შკრტელი, ჰამშიკი, სესტაკი, ვიტეკი… ამ ფეხბურთელებს ძალუძთ მაღალ დონეზე თამაში. საერთოდ ჰამშიკი კაი ხანია სერია ა-ში საოცრებებს შრვება და იუვეში მინდა ძალიან. უნდა ვაბლატაო მარეკა ამ ჩემპიონატზე😛

სლოვენია – საშინლად უსახური და ერთფეროვანი გუნდია. არაფრისგან კი იცის ხოლმე შედეგი მიღწევა, მაგრამ მე კრახს ვუწინასწარმეტყველებ.

სამხრეთ კორეა – ირბენენ რამდენიც შეეძლებათ და ეგაა რა😀

იაპონია – ეს ნაკრები მომწონდა ბოლო წლებში, რამდენიმე ძველი სახე შემორჩენილია. ვნახოთ რას იჯადოქრებს შუნსუკე ნაკამურა და რამდენ გოლს გაიტანს საკუთარ კარში ტულიო.

ალჟირი – უცნაური იყო ალჟირის მოხვედრა მუნდიალზე, მაგრამ კი დაიმსახურეს. გეცოდინებათ, ჰყავთ 2-3 მეტ-ნაკლებად ცნობილი და კარგი ფეხბურთელი. თუმცა ბევრს ვერაფერს უნდა გახდნენ.

ახალი ზელანდია – ავსტარლიის აზიაში გადასვლა და მსოფლიოს საგზური, როგორც იქნა ეღირსა ახალ ზელანდიას. ამ ნაკრებს პირადად მე ყველაზე ცუდად ვიცნობ. განსაკუთრებულს ალბათ ვერაფერს შემოგვთავაზებს.

ჰონდურასი – კოსტა რიკის ცუდი ვარიანტია რა, გაგიტანს სამს, გაუშვებს შვიდს. თუმცა ძალიან ხელწამოსაკრავ მეტოქედ სულაც არ ვთვლი. ჰყავს პალასიოსები, სუაზო, პავონი…

ჩრდილოეთ კორეა – იმდენად ამაზრზენი ქვეყანაა, რომ იმედი მაქვს, მწარედ დამარცხდება ყველა მატჩში.

პროგნოზი:

A ჯგუფი – სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ურუგვაი, საფრანგეთი

რთული ჯგუფია ძალიან, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ალბათ მაინც საფრანგეთი და მექსიკა გავლენ.

B ჯგუფი – არგენტინა, ნიგერია, სამხ. კორეა, საბერძნეთი

არგენტინა უპრობლემოდ გავა, აი მეორე გუნდი კი ძნელი პროგნოზირებადია, საბერძნეთი მსოფლიოზე სუსტია და მაინც ნიგერიას ვიტყვი. არც კორეა დამვიწყებია მთლად😀

C ჯგუფი – ინგლისი, აშშ, სლოვენია, ალჟირი

ინგლისს არ გაუჭირდება და ჩემი აზრით, არც ამერიკას გაუჭირდება გასვლა.

D ჯგუფი – გერმანია, სერბეთი, განა, ავსტრალია

ჩემთვის ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი ჯგუფი სწორედ ეს არის, რასაც ჰქვია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ მართლა😀 განა გამყავს ჯგუფიდან და ალბათ გერმანიასთან ერთად. თუმცა არ გამოვრიცხავ გერმანია სერბეთმა ჩატოვოს, მით უმეტეს ავსტრალიაც იბრძოლებს.

E ჯგუფი – ჰოლანდია, დანია, კამერუნი, იაპონია

ჰოლანდია სულ რიხინ-რიხინით უნდა გავიდეს. იაპონიას კონკურენტუნარიანი გუნდი არ ჰყავს. ამჟამად არც დანია გლიჯავს და არც კამერუნი, მე მგონი მაინც აფრიკელები იმარჯვებენ.

F ჯგუფი – იტალია, პარაგვაი, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია

სლოვაკეთმა თავდაჯერებულად თუ ითამაშა, ვინ იცის ამ ჯგუფში რა მოხდება… მაინც ვიტყვი, რომ იტალია და პარაგვაი გავლენ, მაგრამ… რეალური შანსია იმის, რომ პარაგვაიმ მოიგოს ჯგუფი, ხოლო იტალიასა და სლოვაკეთს შორის პირად ამბავში ან ბურთებში გადაწყდეს ყველაფერი.

G ჯგუფი – ბრაზილია, პორტუგალია, კოტ დივუარი, ჩრდ. კორეა

ბრაზილია გავა ცხადია და მეორე გუნდი კოტ დივუარი იქნება ულაპარაკოდ თუ დროგბა ითამაშებს. ისედაც ექნებათ შანსი, მაგრამ გაცილებით ნაკლები და უდროგბოდ ალბათ პორტუგალია გავა, მაგრამ ეგეც ძალიან მეეჭვება.

H ჯგუფი – ესპანეთი, ჩილე, შვეიცარია, ჰონდურასი

ეს მხიარული და უხვგოლიანი ჯგუფი იქნება, ესპანეთი და ჩილე გავლენ

დანარჩენზე მერე ვისაუბროთ🙂

ესეც ძალიან მაგარი ჰიმნი, რაღაცნაირია, აფრიკას რომ შეეფერება, ტექსტითა და მუსიკით, მე მომეწონა. ალბათ 90-ს მერე ასეთი კაი ჰიმნი არ ყოფილა😛

და ასევე ძალიან მაგარი რეკლამა

პ.ს.

 შამანები

მე ვიცი ყველაზე მეტად ვის არ გაუმრთლებს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ესენი არიან აფრიკელი შამანები, მჩხიბავები, ჯადოქრები… ხანდახან თან რომ დაჰყავთ და შელოცვებს, რომ აკეთებინებენ ხოლმე. მათი მთავარი თავის მართლება ის იყო ხოლმე, ჩვენი ჯადოები აფრიკის კონტინენტის გარეთ არ ვრცელდებაო… ჰოდა, ახლა სავარაუდოდ, აფრიკული გუნდი ისევ ვერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი და რაღაც მოიმიზეზებენ? ვერც ვერაფერს და სწორედ იქ დაერხევათ😀

 პ.პ.ს. ხო, ვიცი რომ ცუდია. სულ არ ვიყავი მუღამზე, მაგრამ რატომღაც თავი ვალდებულად ჩავთვალე რამე დამეწერა და ,მოვალეობის მოხდის მიზნით’ დავხარჯე ამდენი დრო წერაში

Written by 1myway1

June 9, 2010 at 1:19 am

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 😀😀

    GeorgianFan

    June 9, 2010 at 1:33 am

  2. კაია, ოღონდ ეს შედცომა არ გეკადრება😛
    >> 1958-ში ტრავმირებულ პუშკაშს
    1954–ში

    WDC

    June 9, 2010 at 7:41 am

  3. აიმარს და სავილოას რომ არ წაყვან, ჯგუფში არ უდნა ჩარჩე?

    is

    June 9, 2010 at 9:13 am

  4. WDC
    მექანიკური😀 არ გადამიკითხავს, ერთი ის შევნიშნე, რომ 1934-ს ნაცვლად 1924 მეწერა გუშინ და ჩავასწორე.

    ახლა გადავიკითხე და კორექტურა ძალიან ბევრი იყო ცხადია, ღამე და სიჩქარეში ვწერდი. რაც შევნიშნე ჩავასწორე

    is
    აბა ჩემო კოსტინია აბაა😀😀

    1myway1

    June 9, 2010 at 9:23 am

    • მივხვდი რო მექანიკური😛

      WDC

      June 9, 2010 at 3:14 pm

  5. არ გეთანხმები ძალიან ბევრ რამეში😀

    skiamakia

    June 9, 2010 at 9:37 am

  6. ეს ბუნებრივი მოვლენაა😀
    თან მიჩვეული ვარ😀

    1myway1

    June 9, 2010 at 9:40 am

  7. kargi iyo🙂

    p.s. fricoba/arafricobaze ar dagetanxmebi: adamiani, romelic daibada germaniashi, mis himns mgeris da misi maisurit tamashob, is germanelia!

    da tan kidev, miuleris, marinis da kroosis meimedeba. ratomgac bevrs moveli iozilisgan, shvanini ki wesit albat lideri unda gaxda (ar vambob xarixsxe😀 mtavaria vinme iyos lideri😀 )

    blumgardt

    June 9, 2010 at 11:13 am

  8. ეგ კიდევ ცალკე და საკამთო თემაა, მაგრამ მე ამ კონტექსტში არ მიგულისხმია
    მაგალითად.: სად ეფენბერგი და სად შვაინშტაიგერი… ამ ამ კუთხით ვიგულისხმე😀

    კროოსმა უკლო ბოლო დროს და არ ვიცი
    აი მარინი და იოზილი მეც მაინტერესებს

    1myway1

    June 9, 2010 at 12:21 pm

  9. მოვალეობის მოხდის მიზნით რატო?🙂

    კარგი იყო. მიყვარს მოვლენების, ფაქტების სენეული მიმოხილვა და ანალიზი🙂 რაღაცნაირად უშუალოა და გემრიელი.🙂

    ვაი, რომ იტალია არაა ის რაც ჩვენ გვინდა, როგორიც ჩვენ გაგვიხადება და გვესიამოვნება, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ. მე მჯერა იტალიელების და ლიპისი🙂

    და საერთოდაც მგონია, რომ თასს ევროპა ვერ წამოიღებს.

    K'NAAN

    June 9, 2010 at 6:55 pm

  10. სააააღოლ საააღოლ😀 :*

    1myway1

    June 9, 2010 at 7:09 pm

  11. kide ramdeni Svili yavs maradonas, ramdenia dgilia darezervebuli?

    is

    June 10, 2010 at 9:16 am

  12. არგენტინა მარადონას გამო შემიყვარდა ბავშვი რომ ვიყავი, ეხლა კიდევ ეგ კაცი მეზიზღება, სულ რომ გახდეს ჩემპიონი არგენტინა, მარადონას დამსახურება მანდ 0 კი არა – 50 იქნება.

    აი წარმოვიდგნინოთ რომ არგენტინის ნაკრების რეალური პოტენციალი არის 100 პრობითი ერთეული, მარადონამ იმდენი და ისეთი ფეხბურთელები არ წაიყვანა მუნდიალზე, რომ ის 100 დავიდა 40–მდე, ხოლო მერე აქაც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომ იმ 40–საც 20–მდე დაიყვანს. არაა საშველი, ბანძი მწვრთნელი კიდევ მესმის, მაგრამ კაცი საკუთარ გუნდს ებრძოდეს ეგეთი რამე არ მინახავს… ვერონის მაქსით შეცვლა რა იყო მაინც… სამწვრთნელო ანტოლოგიაშია შესატანი “ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებები”, იქვე 2006–ის პეკერმანის ცვლილება რიკელმე – კრუსი უნდა შეიტანო კაცმა… მოკლედ, გრონდონას დებილი (ან პირიქით ჭკვიანი) დედაც ჯეკ🙂

    Tato

    June 16, 2010 at 11:32 pm

  13. მე მაინც ნუ ბევრის აზრით ნაკლებათ ძლიერ გუნდებს შევეხები იაპონიასა და კორეას (აღარ მაქვს ლაპარაკი ესპანეთზე რაულს რომ კაცი არ წაიყვან) კორეაში (შეიძლება ბევრმა არ იცოდეს) ლიი ჩუნ სოო იყოო ერთ ერთი ლიდერი აქამდეც და არ წაიყვანეს (ყველას რომ პაკ ჯი სუნგი აკერია პირზე კორეის გაგონებისას) ასევე დატოვეს აჰნ ჯუნგ ჰვანი. გადავიდეთ იაპონიაზე გუნდში არ არიან გამოძახებულნი ნაკამურა (სახელის გაგონებაზეც ჟრუანტელი მივლის) ნაკატა (ბევრ ახსნა განმარტებას არ დავიწყებ),ტაკაჰარა. კიბატონო კარგი ბიჭია ჰონდა მაგრამ ეგ გუნდის ლიდერობას ვერ გასწევს ნაკამურა ჭირდებათ ნაკამურა და მისი მარცხენა ფეხი. ეს ვიდეოც ისე ვინც არ იცი ვინ არის შუნსუკე ნაკამურა https://www.youtube.com/watch?v=DfixH1lVe-o

    Nicolas

    November 1, 2014 at 9:22 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: