1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უცნაური მსოფლიო(2010)

with 9 comments

ეს პოსტიც ისე დავწერე, თითქოს მოვალე ვიყავი😀 ამიტომ, გადასარევი და კარგი არ გამოვიდა,. მაგრამ რაცა არის, ეს არის🙂

მართლაც რომ უცნაური ჩემპიონატია. უნდა ვაღიარო, რომ ბევრად უკეთესს ველოდი, მაგრამ საშინელებაც არ არის, როგორც ბევრი ლანძღავს. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია და რას ვიზამთ. ფეხბურთელები გადაღლილები არიან და ბევრი კარგი თამაში არ არის, ძირითადად ამ მიზეზით. სამხრეთამერიკელთა აშკარა უკეთ გამოსვლასაც ამას მივაწერდი. გარდა ამისა, ლეგიონერთა რიცხვი ევროპაში ძალიან დიდია და თავად საკუთარ ფეხბურთელებზე ხშირად მეორე პლანზე რომ წევენ, ამის ბრალიცაა ახლა რომ იჩაგრებიან.

ჩემპიონატი უცნაურია იმითაც, რომ სულ ერთფეროვანი მატჩები მიდის. ლამაზი გოლები თითქმის არ გადის(კუალიარელას გოლია ყველაზე ლამაზი ჯერჯერობით და ვილიას გოლიც კარგი იყო ვარდნაში რომ გაიტანა შორეულში) და ვერ გაიგებ ვინ არის ბომბარდირობის კანდიდატი. იმენნა ჯაჯგური მიდის და უცნაური ხალხი ბლატაობს. თუ ესპანეთი შორს წავა, ვილია გახდება უეჭველი. ნუ თუ ბევრ პენალტს არ გამაზავს კიდევ, გლეხურად😀

ცუდი კიდევ ის არის, რომ მსაჯების შეცდომები კვლავ ძალიან ბევრია და ვიდეო-გამეორების შემოღების აუცილებლობას ისევ აშკარად ვხედავ. ახლა დაწვრილებით ყველა შეცდომას არ მოვყვები, ქვემოთ განვიხილოთ უმეტესი მათგანი. უბრალოდ ამის ატანა აღარ შეიძლება🙂 თუნდაც ეს წვრილ-წვრილი ყვითელი ბარათები, წითლებს, ოფსაიდებსა და პენალტებს თავი რომ დავანებოთ, ძალიან ბევრ რამეს ცვლის და მსაჯები უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდებიან მართლა.

სამაგიეროდ ვიღაცეებს რომ ეგონათ აფრიკელები იმაიმუნებენო. არაფერიც🙂 ალალი ხალხია და ალალდ ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, მათი მხოლოდ ერთი ნაკრები რომ გავიდა ჯგუფიდან, ისიც გაჭირვებით. ფრანგებს გურკუფი ტყუილა კი გაუგდეს, მაგრამ ვერავინ იტყვის მსაჯები სამხრეთ აფრიკას დაეხმარნენ და ჯგუფიდან გაჰყავდათო🙂

ვუვუზელა ტვინს გაგვიბურღავს ბოლომდე, მაგრამ ცოტა შევეჩვიეთ კიდეც. აი ეს ჯაბულანი მართლა კვერცხი ბურთია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სუსტი მეკარეები ტრუხა ბურთებს უშვებენ, კარგ მეკარეებს კი უჭირთ ჩვეულებრივ მომენტებში მისი დამორჩილება. კარგი დამრტყმელები ჯერ თავს ვერ იჩენენ შორეული გასროლებით. ახლა იაპონიამ ორი ჯარიმა რომ შეაგდო მეც მომეწონა, პატივს ვცემ ამ ხალხს და ნაკრებიც მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერზე არ მეტყველებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ მერვედფინალებიდან, ვყელაფერი უფრო უკეთ გაგრძელდება და ბევრ კარგ თამაშს ვიხილავთ. ახლა კი გადავიდეთ ჯგუფური ეტაპის განხილვაზე.

A ჯგუფი

სამარცხვინო დომენეკი და საფრანგეთის სირცხვილი

მთავარი ფრანგთა ფიასკო იყო ამ ჯგუფში. მე სხვას არც ველოდი, მაგრამ ვფიქრობდი, შესაძლოა ჯგუფიდან გაბობღდნენ და მერე შერცხვნენთქო, მაგრამ სრული კრახი განიცადეს. მიკვირს ძალიან უცნაურად რომ აღიქვამს ამას ზოგი, ალბათ არცოდნის ამბავია. საფრანგეთი ასეთი გუნდია ან ძალიან სიმპათიური ნაკრები ჰყავს და სადღაც ნახევარფინალამდე მაინც მიდის და დრამატულად აგებს, ანაც საერთოდ ამაზრზენად გამოიყურება თუ გადის დიდი ტურნირის დასკვნით ეტაპზე.

თან სხვაგვარად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, როცა გუნდს ისეთი სლე თავკაცობს როგორც დომენეკია. ფრანგებმა ის მიიღეს რაც დაიმსახურეს და სასაცილო. სამარცხვინო და საცოდავმა დომენეკმაც ის დაიმსახურა რაც მიიღო. ბოლო მატჩის წინ რაც მოხდა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა – მყრალი ნიკოლას ანელკა მგონი ცხოვრებაში ერთხელ მოიქცა კარგად, ადგა და დომენეკს დედის MU უტრიალა სულ, მერე ვარჯიშზეც არ მივიდა და ცხადია, მოკვეთეს ნაკრებიდან. ეს არ მოიწონა ბევრმა ფეხბურთელმა. რიბერიმ და გურკუფმა ავტობუსში იჩხუბეს და ამბობენ, ხელის დარტყმამდეც მივიდა საქმეო. ამასობაში ევრამ გადაწყვიტა ყველაფერი ფიზმომზადების მწვრთნელის ბრალიაო და გალახა მგონი ის საწყალი(ნუ ევრა რომ კაპიტანია ესეც ცოტა კომიკურია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა საკაპიტნო). მოკლედ, საოცარი ამბები იყო, მაგრამ ეს დომენეკი მაინც ვერ მოიშორეს დიდი ლანძღვის მიუხედავად. ღირსებიც არიან, იმ ყველაფრის მერე ამ ლუზერს რომ დატოვებ პოსტზე… ,დიადმა’ ფრანკ რიბერიმაც ვერ გაიბრწყინა, როგორც ელოდნენ🙂 და მოკლედ ბაყაყიჭამიები ან თუ გნებავთ მამლები, კუდამოძუებულნი გაეშურნენ სამშობლოში. ძალიანაც კარგი. ამ სლე დომენეკმა კიდე ბოლოს რაც გააკეთა, ხელი რო არ ჩამოართვა პარეირას, პიკი იყო, თან რას ჰგავდა😀

პირველ რიგში მექსიკა მინდოდა გასულიყო ამ ჯგუფიდან და ასეც მოხდა, მაგრამ ურუგვაიზე მეტად თუ გაუჭირდებოდათ არ მეგონა. თუმცა ასე აეწყო, მექსიკას ჰქონდა პირველი რთული მატჩი, რომელიც კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ უკვე წაგებაც შეეძლო და მოგებაც. საბოლოოდ, გუნდი დამსახურებულად გავიდა. ცოტა მეტი მონდომება და იღბალი, რომ ჰქონოდათ პირველ ადგილზე გავიდოდნენ და მიჯრით მეორე ჩემპიონატზე არგენტინასთან ურთულეს მატჩს ასცდებოდნენ. ისე წინა მექსიკა უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ესეც კარგია. პრობლემა არის თავდასხმაში, რასაც ჰქვია გამტანი არ ჰყავთ. დოს სანტოსი კაი ბიჭია, მაგრამ ჯერ დასაღვინებელი. აი ერნანდესი ყველაზე ზაბივალაა, მაგრამ სკამზე უზით, ტრადიციულად ფანებს ყველაზე მეტად ვინც ევასებათ, ის სკამზეა ხოლმე მექსიკი ნაკრებში😀 მეკარეც ძალიან არასტაბილურია. მოკლედ არის პრობლემები.

ურუგვაის, რომ ბოლო წლებში ასეთი კარგი და დაბალანსებული გუნდი არ ჰყოლია, იქამდეც ვამბობდი, მაგრამ მათგან ასეთ კარგ თამაშს მაინც არ ველოდი. ძალიან მომეწონა გუნდი სამივე მატჩში, მწყობრად და ჭკვიანურად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ამ გუნდის ჩემი აზრით იმაზე მეტად ირწმუნეს უკვე, ვიდრე რეალურად არის, უკიდურესობებში ჩავარდნა არ გვინდა. წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ამ გუნდსაც აქვს სუსტი წერტილები. მუსლერა ჯერჯერობით მოულოდნელად კარგად თამაშობს😀 მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ დაღუპოს გუნდი, მეშინია. შემტევი წყვილი შთამბეჭდავია, მაგრამ მე არც ფაფხურა სუარესი მევასება და არც დიქტატორი და ვითომ ძალიან მაგარი ფორლანი. თუმცა კუთვნილი ქება უნდა ვარგუნოთ და წარმატებები ვუსურვოთ. კავანიც ეხმარება მათ, მაგრამ კავანი ჯერჯერობით ვერ ქაჩავს ამ ჩემპზე, იმედია გამოსწორდება.

სამხრეთ აფრიკა უბედნიერესი უნდა იყოს იმით, რასაც მიაღწია. საოთხქულე გუნდი ნაღდად არ ჰყავდათ აფრიკელებს, მაგრამ მონდომებასაც ნუ დავუკარგავთ. პიენაარისგან მეტს ველოდი. ჩაბალალა რა კაცი იყო…😀 ერთი გაუვარდა და მერე ყველა წერტილიდან რო ურახუნებდა და აცილებდა😀

B ჯგუფი

კოსტუმიანი მარადონა

ამ ჯგუფმა დაგვანახა, რომ არგენტინა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ისიც დაგვანახო, რომ გუნდ დაცვაში მთლად წესრიგში ვერ აქვს საქმე და ერთმა კარგად ორგანიზებულმა კარგმა გუნდმა, შესაძლოა თავისუფლად დააყუდოს. თანაც კოსტუმში გამოწყობილი მარადონა ხომ მწვრთნელი არ არის და… ერთადერთი ამიტომ არ მინდა, რომ არგენტინა გახდეს, არ მსურს მარადონამ თუნდაც ფორმალურად, მწვრთნელის რანგში მსოფლიოს თასი აღმართოს.

მისი საქმე რაც არის, ერთ-ერთი თამაშისას გვაჩვენა, ძალიან მშვიდად, მოედანს გარეთ გადმოვარდნილი ბურთი ქუსლით რომ შეაბრუნა მინდორზე. ასევე ვარჯიშებზე ჯაბულანით ჯარიმები რომ ჩაახვია😀

ყველაზე ბედნიერი ალბათ მაშინ იყო, როცა კომიკურმა მარტინ პალერმომ გოლი გაიტანა – აი ტყუილა ხომ არ წამიყვანიაო😀

უცნაურია და ყველაზე რთული შეხვედრა არგენტინას კორეასთან ჰქონდა, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად მოიგო ანგარიშის მიხედვით, მაგრამ გეხსომებათ კორეელთა მომენტები 2:1-ზეც მათ შორის. მესის ჯერ გოლი ვერ გააქვს და ეს ცალკე კომედიაა😀

მე მეგონა ამ ჯგუფიდან მეორე ადგილზე ნიგერია გავიდოდა, მაგრამ აფრიკელებმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ. არ ჰყავდათ ცუდი გუნდი, შანსებიც იყო, მაგრამ ანიავეს. საბერძნეთთან სულელურმა მარცხმა დაღუპა ისინი, ამაში მთავარი დამნაშავე კაიტაა, რომელიც გაფსიხდა და ბერძენმაც გაუფორმა. ამ ყველარის გამო, კინაღამ ყოვლად უსახური საბერძნეთი გაძვრა ჯგუფიდან.

სამხრეთ კორეელებზე რა ვთქვათ… სწრაფი, მოძრავი და არცთუ ხელწამოსაკრავი გუნდი ჰყავთ. გასვლა დაიმსახურეს და გავიდნენ.

C ჯგუფი

ჰოლივუდური სცენარი

რამდენიმე დღის წინ, მე და ერთი მეგობარი(ვინც იცნობთ – ანდრო :D) ვლაპარაკობდით, აშშ-ს ნაკრებზე, ორივეს გვესიმპათიურება თან… ჰოდა სუფთა ჰოლივუდის ფილმის სცენარია რა😀 მერე კიდევ იტყვიან არ ხდება ეგეთები და იგონებენ იქო. დაიცადეთ ცოტაც და ამაზე ფილმს გადაიღებენ ალბათ მომავალში.

წარმოიდგინეთ, ამერიკა იწყებს ჩემპიონატს და ინგლისთან, გრინის შეცდომის გამო იღებს ქულას და ისედაც ცუდად არ თამაშობს. მოდის მნიშვნელოვანი თამაში სლოვენიასთან და უცებ, უყურადღებობის გამო გუნდი თავიდანვე აგებს 0:2-ს. მიუხედავად ამისა, მებრძოლი ამერიკელები ფარხმალს არ ყრიან და მეორე ტაიმის დებიუტშივე, მათი ლიდერი, ლენდონ დონოვანი(რომელიც თავისივე როლზე იდეალური სიფათი იქნებოდა და ვაბშე მაგარი კაცია), ერთ ბურთ ქვითავს ჩინებულ სტილში. აქ საქმეში ერთვება კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ფილმებში ხშირად გვინახავს – გუნდს წვრთნის ტიპიური ამერიკელი მასტი და გუნდში თამაშობს მისი შვილი😀 რომელიც მთავარი მუხტის მიმცემია და ჟილკიანი ტიპია… ჰოდა, სწორედ ის ათანაბრებს ბოლო წუთებზე და მთელი ამერიკა ზეიმობს. თუმცა ეს ყველაფერი როდია… ბოლო წამებზე ამერიკას გააქვს მესამე გოლი, წესების სრული დაცვით, მეტიც, დაჟე პენალტის დადება შეიძლებოდა სლოვენიელთა კარში. თუმცა მალელი მსაჯი ვინმე კულიბალი, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით ამ გოლს აუქმებს და ამერიკას რეალური საფრთხი წინაშე აყენებს. თან მერე მგონი ასეთი რამეც თქვა – ჩამესტვინაო😀 ფიფამ კი მოაშორა ჩემპიონატს, მაგრამ ამით ამერიკას რა?🙂 თან ამავე მატჩში, ამერიკელთა შემტევს ფინდლის, აბსოლუტურად ტყუილა მისცა ყვითელი ბარათი და ბოლო შეხვედრა გამოატოვებინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო.

მოდის მეორე მატჩი ნამდვილად ანგარიშგასაწევ ალჟირთან ამერიკა ნერვიულობს, პირველ ტაიმში ორივე გუნდს აქვს მომენტები. მათ შორის, ამერიკას 2-3 აშკარა, მაგრამ ბიჭები ჩვეულად მაზავენ და მეტიც… ერთ ეპიზოდში კლინტ დემპსის გააქვს გოლი, რომელსაც მსაჯები არ თვლიან(არადა იმ შეცდომის მერე დე ბლეკერე იდეაში განგებ დანიშნეს, რომ გამოცდილი მსაჯიაო და რამე), გამეორებაზე კი გვაჩვენებენ, რომ დემპსი და ალჟირელთა მცველი აშკარად ერთ ხაზზე იყვნენ და გოლი ჩასათვლელი გახლდათ. ესეც უკვე მეორე ტყუილა გაუქმებული გოლი, მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩში. აშშ, იჩაგრება, მაგრამ ისევ აგრძელებს ბრძოლას, უკვე აზის მეტოქეს, თუმცა გოლი მაინც ვერ გააქვს, დემპსი და სხვანი კარგი პოზიციიდან აცილებენ. ბოლოს ალჟირსაც ექმნება ჩინებული მომნენტი და ვერ იყენებს. 89-ე წუთია და თითქოს ყველაფერი დასრულდა, ამერიკა ჯგუფიდან ვეღარ გადის, მაგრამ… (კალათბურთზე ფილმებში რომ აქვთ – დროის უკუთვლა რომ მიდის და 5 წამი…4…3…2…1…0…)კიდევ ერთი შეტევა, დემპსი ისევ ვერ თამაშობს სათანადოდ, მაგრამ დამატებაზე ბურთთან ჩნდება ვინ თუ არა ლენდონ დონოვანი(ირლანდიური სისხლის მქონე შეშლილი), გააქვს გადამწყვეტი გოლი და მთელი ამერიკა სიხარულისგან გიჟდება. დონოვანი კამერასთან გულს ანსახიერებს, რითაც თავის გერლფრენს შერიგებას თხოვს და დრამა მელოდრამაშიც იზრდება… მოკლედ სუფთა კინოა😀

ახლა მოვეშვათ ხუმრობას და სერიოზულად ვილაპარკოთ, იაზრებთ რამხელა ნაგვობას და უსამართლობას ჰქონდა ადგილი? გუნდს ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში, არ ჩაუთვალეს ორი აშკარა გოლი და ამის გამო ტოვებდნენ ჯგუფში და გადიოდა ამაზრზენი სლოვენია, ძალიან უკლასო და უსახური გუნდი. ამის გაძლება მართლაც აღარ შეიძლება, ვიდეო-გამეორება აუცილებელია. ვთქვი თუ აშშ ვერ მოიგებს და ვერ გავა აღარ ვუყურებ ამ ჩემპიონატსთქო და კიდევ კაი გაიტანა ))

არ მესმის ბევრს რატომ აღიზიანებს ამერიკა, უცნაური ხალხია. ისიც არ მესმის აუცილებლად სლოვენიისთვის რომ უნდა გვექომაგა, რადგან ჩვენასავით პატარა ერია და რამე. კი ბატონო, რაღაც სიმპათიები იყო, მაგრამ ვისაც ეკუთვნოდა, ის უნდა გასულიყო ჩემი აზრით. თან სულაც პირველი ადგილიდან გავიდა აშშ და ჩინებული შანსი აქვს ნახევარფინალში მოხვდეს საერთოდ. თუმცა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიაა, პირველ ნორმად თამაშიც უჭირს და მიწოლაც.

ჩვენში დარჩეს და მექსიკისა არ იყსო ძველი აშშ-ც უფრო ტონკი იყო, მაგრამ არც ეს ახალი ბიჭები არიან ცუდი, თან უფრო და უფრო შეთამაშდებიან. უბრალოდ ცოტა ქაოტურები არიან და მარტო ალტიდორი არ ჰყოფნით წინ. დემპსით უკმაყოფილო ვარ, ყველაფერს მაზავს და ისე სასარგებლო ვერ არის ჯერჯერობით, არადა მაგარია და საჭიროა. დონოვანი მშვენიერია.

ძალიან არ მომწონს მწვრთნელი ბრედლი და მისი ლაწირაკი. არ მომწონს გარეგნულად და ტიპაჟები, თორემ ბიჭი აშკარად კარგად თამაშობს და მწვრთნელიც არ არის ცუდი, კარგად თუ დააკვირდებით, იმენნა სქემები აქვს მიმიქარავს კაპელო😀 თუმცა ტიპიური მყრალი ამერიკელი, ცუდი ამერიკელი მამა-შვილია, აი სანადიროდ რო დადიან და მეტი რო არაფერი აინტერესებთ და არალეგალები რომ არ ევასებათ, მათ მიმართ აგრესიულად რომ არიან განწყობილნი და მოკლედ ხვდებით რა ტიპებზეც ვამბობ. თან ეს მწვრთნელი სამ წამში ხუთჯერ იფურთხება, საშინელი სანახავია. თუმცა საქმე აკეთონ კარგად და ამ ყველაფერს გადავიტანთ😀 ვნახოთ სადამდე გაგრძელდება კინო…

ნუ ინგლისი როგორ მეზიზღება კარგად იცით და ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა უნიჭოებიც არიან😀😛 ახლა სულ თავზე რომ გადაიხიონ ყველაფერი, ის რაც მათ ჯგუფში ითამაშეს ამაზრზენი იყო და ფავორიტობასა და ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია. იტალიას ამ კალიბრის მოთამაშეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა რომ ჰყოლოდა, ძალიან წყნარად გავიდოდა ჯგუფიდან და სულ მცირე ფინალამდეც მივიდოდა. აქეთ კიდევ კაპელოს აბრალებენ რაღაცეებს, დონ ფაბიოს ბრალიც არის რაღაცეები(კერძოდ საჭირო რომ არის და მაინც არაფერს რომ არ ცვლის, ზოგჯერ უაზროდ ჯიუტი რომაა და უკვე კლიმაქსი რომ აქვს შეპარული(აბა ისე ინგლსისი ნაკრების მწვრთნელად რატომ უნდა მიხვიდე :D)), მაგრამ ისიც კაპელოს ბრალია, ორი ,დიდი დამრტყმელი’ რომ ჰყავთ და 2 მეტრიდან ბურთს რომ უცაცუნებდნენ და ძლივს ურტყამდნენ კარში? ჰესკის აზრს ვხედავდი, მაგრამ ამ ვარიანტმა არ გაამართლა, თან ღორი რუნიც ვერ ირჯება ჯერ სათანადოდ. დაცვაშიც პრობლემებია, რიოს არყოფნაც ეტყობათ. გრინი მევასება, მაგრამ აშშ-სთან ისეთი ყლაპა ფსიქოლოგიურადაც ვერ დაძლია ალბათ და კაპელომ ჯეიმსი დააბრუნა ძირითადში.

აშშ-სთან მატჩზე დაწვრილებით ნუღარ ვისაუბრებთ და ალჟირთან, აქეთ აფრიკელები ფლობდნენ ხშირად უპირატესობას. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცვეტში ის ჩიტი იყო, ალბათ შამანებმა რომ გამოგზავნეს და ალჟირის კარის ძელზე რომ იჯდა მშვიდად, არც ვუვუზელა აწუხებდა და არც რუნის დანახვა აშინებდა, ჩმდდშვც გოლს ვერ გაგვიტანთო, იჯდა მშვიდად…

სლოვენიასთან ცოტა იფხიზლეს დ მოსაგები მატჩი ჩაატარეს, ამას ნუ უარვყოფთ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სლოვენიელებს სულ მცირე სამჯერ(და აქედან ერთ შეტევაში სამჯერ თან) შეეძლოთ გოლის გატანა, მათ შორის ბოლო წამებზე და ეს შენი ინგლისი ღირსიც იქნებოდა დარჩენილიყო ჯგუფში. ბოლოს რა საშინლად გაჰყავდათ დრო, სადამდე დაეცნენ. გუნდს ჯო კოული ჰყავს ყველაზე ტექნიკური მოთამაშე. ამხელა სახელებით მათხოვრულად გადის და მერე სხვებზე ლაპარაკობს და ლამაზ თამაშზე ლაპარაკობს უნამუსოდ😀😀😀 კარგით რა…

ერთადერთი კარგი იყო ტერის არანორმალურად თავგანწირული ნახტომი. აი ასეთი კაცია ტერი, საქმე საქმეზე რომ მიდგება თავს გაწირავს და სხვა ამას არ იზამდა! თქვენ კიდევ ფსევდო კრიტიკოსებო, ფსევდო ანგელოზებო და ფსევდო კაი ტიპებო, ბოლო მომენტში ჩამსრველებო, საკუთარ თავებს და ცხოვრებას მიხედეთ😀 ვის შეუყო და რამდენჯერ ტერიმ, ეგ ასე გასარჩევი არ არის და არავის აქვს უფლება ტერი გაამტყუნოს, როცა არ იცის რა და როგორ მოხდა და არც არავის საქმე არაა ეს.

ინგლისს ამერიკაზე მეტად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს პრობლემა საერთოდ ინგლისის მოგონილია😀 დაკომპლექსებულები არიან, მესმის კიდეც, ამაზრზენი ხალხი, ამაზრზენი პრესა და ამაზრზენი გუნდი😛 დაკომპლექსდები ძალაუნებურად, აბა რუნი სარკეში რო ჩაიხედავს არ დაკომპლექსდება?😀😀

ნუ უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ეს ფსიქოლოგიური პრობლემა თუ დაძლია ინგლისმა(რისთვისაც მხოლოდ ერთი დამაჯერებელი მოგება სჭირდება, დამაჯერებელი ანგარიშით მოგება ან უბრალოდ გამარჯვება ისეთ პრინციპულ მეტოქესთან, როგორიც გერმანიაა), მერე ძალიან რთული გასაჩერებელი იქნება და სულ მცირე ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივა. მოკელდ მაინც ძალიან საშიში ნაკრებია და კაპელო იყოს გამყიდველი და ნაძირალა, თუ ამ სიმახინჯეს რამე მოაგებინოს😀 მაგრამ მეშინია

სლოვენია იყო ყოვლად უსახური და სერი, უკლასო ნაკრები. ძალიან კარგია რომ ჩარჩა. აი ალჟირმა კი აფრიკულებს შორის სულაც არ დატოვა ყველაზე სუსტის შთაბეჭდილება. კი ბატონო, კლასი აკლიათ, მაგრამ ტექნიკურად ითამაშეს საკმაოდ და გასვლაც შეეძლოთ, ყოჩაღ ალჟირელებს.

D ჯგუფი

ქაოსი და ხელბურთი

ეს იყო ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ჯგუფი ჩემთვის და სწორადაც ვვარაუდობდი. ვთქვი ალბათ განა და გერმანია გავლენთქო, მაგრამ როგორც გავიდნენ ასეთ გზას არ ვგულისხმობდი😀 გერმანია იმიტომ მიყვარს, რომ მაინც გერმანიაა და თუნდაც არაგერმანელებით სავსე, იმ დუხს და ჟილკას არ კარგავს. აბა რა ისეთი ნაკრები ეხლა ამათ ჰყავთ, მაგრამ მაინც გავიდნენ, ბეწვის ხიდზე კი გაიარეს, მაგრამ გავიდნენ!

ავსტრალიასთან მოგება იყო შოუ, რომელშიც მსაჯმაც შეუწყო ხელი და კეჰილი ტყუილა გააგდო. როცა გერმანიას შემადგენლობის მხრივ კარგი გუნდი არ ჰყავს, სუსტ მაქსიმალურად დიდი ანგარისით უგებს, რათა თვითრწმენა გაიღვივოს, ეს კი ამ ნაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა დიდი თვითრწმენა აქვთ, აბსოლუტურად სუსტი გუნდითაც კი შეუძლიათ ფინალამდე მივიდნენ.

იოზილი კარგი ბიჭია(ნუ თურქია :D), მაგრამ დასახვეწია ჯერ, თუმცა ბევრი ვინმეს გამწარება შეუძლია თავისი პასებითა და დარტყმებით კიდევ. პოდოლსკი არის მოსაკლავი იმისთვის რაც სერბეთთან გააკეთა. არანაკლებ მოსაკლავია კლოზე, ტიპმა აბსოლუტურად უაზროდ აიკიდა მეორე ყვითელი და თავი გააგდებინა. გამიტყდება მიულერსა და რონალდოს რომ დაეწიოს კლოზე, მაგრამ თუ გაიტანს მაგდენ გოლს, რა გაეწყობა… თუმცა ერთი მატჩი ტყუილა რომ გამოტოვა თავის თავს დააბრალოს.

პოდოლსკიმ კი 2-3 უმაგრესი შანსი გაანიავა და პენალტიც გააცუდა, რითაც კინაღამ ჯგუფში ჩატოვა გერმანია. მესიამოვნა ეს ამბავი, რადგან არ მიყვარს ამ გერმანელების ამოჩემებები… ჯერ ერთ მეაკრე ამოიჩემებენ ხოლმე და აკვდებიან, ეს ახლა დაიწყეს ცოტა ახალგაზრდის დაყენება, თორემ იქამდე 27-28 წლის თუ არ იყავი კარამდე არ მიგიშვებდნენ😀 მერე მეორე და ტიპებმა სათადარიგოთა სკამი ხეხეს სეზონის მანძილზე და მაინც ამოჩემებულები ჰყავთ და ძირითადში აყენებენ, ცოტა უსამართლო მომენტია. მესმის, რომ კლზოეც და პოდოლსკიც ნაკრებში სხვანაირად თამაშობენ, მაგრამ მაინც… ისე გემრანია რომ მაგარია სერბებთანაც გამოჩნდა, ათი კაცით ტოლი რომ არ დაუდო სერბეთს და კინაღამ მოუბრუნა თამაში🙂

ბოლო მატჩს რაც შეეხება, განას ერთი ნორმალური გამტანი ჰყავდეს და პაგალოვნად მაზილები არ იყვნენ, ვნახავდი იოაჰიმ ლიოვის ბუმბულს…😀 მაგრამ კარგია გერმანია, რომ გავიდა, მთელი გულითა და სულით ვქომაგობ ინგლისთან, ისედაც მიყვარს ეს ნაცია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ – Deutschland über alles !!!

განამ ალბათ დაიმსახურა და თან არ დაიმსახურა გასვლა. სერბებეს მოუგო სერბეთისვე სისულელით. ათკაციან ავსტრალიას ვერ მოუგო საერთოდ და აქეთ შეეძლო წაგება. გერმანიასან იწვალა, მომენტები მაზა და წააგო. აბა ეკუთვნოდა? თუმცა მეორეს მხრივ, მართლა არ არის ცუდი გუნდი და ერთი ზაბივალა რომ ჰყავდეს, ბევრს გაამწარებდა. ერთადერთი აფრიკული გუნდი შემორჩა მსოლფიოს. ისე ესიენი მაგრად აკლიათ.

ნუ სერბეთზე რა უნდა ვთქვა. ამ ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგად ითამაშოს, გარდა სტაბილურობისა და ხასიათისა. ამიტომ ვიყავი ამ ნაკრებისადმი ცოტა სკეპტიკურად განწყობილი. არადა რა კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით. ისე ეს ხელბურთი რა იყო? ჯერ კუზმანოვიჩმა აიკიდა აბსოლუტურად უაზრო პენალტი და განას სამი ქულა აჩუქა, რაც დამღუპველი გამოდგა(არადა იქამდე უკვე ათი კაცით დარჩენილ სერბებს კარგი მომენტები ჰქონდათ. კრასიჩს შეეძლო გატანა და ვერ იხეირა. თუმცა ჯამში კრასიჩმა მშვენივრად ითამაშა და ძალიან მინდა იუვეში). მერე იყო და ვიდიჩმა გერმანიას აჩუქა პენალტი და პოდოლსკი რომ არა, იმ მატჩსაც ვერ მოიგებდნენ ალბათ სერბები. ბოლოს კი ფრეზეც გადიოდნენ 70% და როგორც მიმდინარეობდა განა-გერმანია, იმის მიხედვით 100% გადიოდნენ ფრეზე და სულ წააგეს. 0:2 რომ გახდა მერე გამოიღვიძეს. 1:2-ზე ავსტრალიელებს მოხვდათ ხელზე და ვიდიჩი გაგიჟდა, ჩვენ თუ გვინიშნავთ ასეთ დროს პენალტებს მეტოქის კარშიც დანიშნეთო, მაგრამ მსაჯი დუმდა… ბოლო წამზე კი მაზილა პანტელიჩმა დუბლის შესრულებისა და სერბების ჯგუფიდან გაყვანის ურეალურესი შანსი გაანიავა. ასე უაზროდ დარჩა სერბეთი ჯგუფში.

რაც შეეხება ავსტრალიას, აქაც მსაჯებმა იჩინეს თავი. ჯერ პირველ მატჩში კეჰილი გაუგდეს ტყუილა, გუნდის ლიდერი. მერე მეორე შეხვედრაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა, ჰარი კიუელი გააძევეს და პენალტი დანიშნეს. შეიძლებოდა ყვითლის მიცემა მხოლოდ. კიუელს ბურთი ხელზე მოხვდა, რომელიც კარში გადიოდა, მაგრამ ძალით ნაღდად არ უთამაშია და გადამლაშება იყო. უბრალოდ ზურგით რომ მდგარიყო, მაგ დროს ხომ ალბათ დაინდობდნენ? ჰოდა ახლაც უნდა დაენდოთ.

წინა ავსტრალია უფრო ძლიერი იყო, მაგრამ არც ეს გახლდათ ჯაბანი, მსაჯები რომ არა და ცოტა იღბალსაც გაეღიმა, ვინ იცის რას იზამდნენ. ბოლო მატჩი ადგნენ და მოიგეს. მოკლედ, მაინც კარგი გუნდი ჰყავდათ ოზებს.

E ჯგუფი

ნარინჯისფერი პოტენციალი

ეს იყო ყველაზე წყნარი ჯგუფი, რა ლოგიკითაც დაიწყო თავიდან, იმითივე დასრულდა. ჰოლანდია ძალიან მომეწონა მე. თუ ეს სამი მატჩი მათ ასე ჰქონდათ მართლა დაგეგმილი და ძალების დაზოგვით მოიგეს(არადა ასე ჩანს თითქოს და პოტენციალი მართლა იგრძნობა ამ ნაკრებში), მაშინ ეს სერიოზული ნაკრებია, ადრინდელი ჰარიჰარალესგან განსხვავებით ჭკვიანურად თამაშობს და შორსაც წავა.

ჰოლანდიამ პირველი ორი მატჩი აშკარა ლიდერის, არიენ რობენის გარეშე ჩაატარა და შეიძლება ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ დინჯად მოიგო. ისე რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა იმას ჯერ მაინც ვერ გადაეჩვია ამ ფორმაციის ჰოლანდია, რომ რაღაც ქაოტური გოლის მოლოდინშია, ან რიკოშეტი ან ვიღაცამ თავის კარში უნდა შეაგდოს ან შეცდომა უნდა დაუშვას მეკარემ და ა.შ.😀 ორივე მატჩში ჰქონდა ამ ამბებს ადგილი.

საინტერესო იყო ბოლოსკენ რომ შემოუშვებდა ხოლმე ახალგაზრდებს – ელიასა და აფელაის. ელია ტეხნარი და სწრაფია, კარგი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოზეც, თორემ ისედაც ვიცოდით. აფელაის კიდევ უკეთ ვიცნობთ და ვიცით, რომ კარგი ბიჭია, მაგრამ ბევრს დააწყვიტა ნერვები, ორივე მატჩში შემოსვლის მერე ორ-ორი საგოლე მომენტი შეექმნა და ვერცერთი ვერ შეაგდო😀

ბოლო შეხვედრა უკვე უმოტივაციო კამერუნთან, რომელშიც რობენიც დაბრუნდა, ჰოლანდიამ ასევე წყნარად ჩაატარა და თავის მოკლვის გარეშე, მაინც მოიგო.

კამერუნზე გული დამწყდა ცოტა და ეტოოზე. ნამდვილად არ იყო ეს გუნდი 0 ქულის ღირსი, მაგრამ მომენტების მაზვას და თავის თავს დააბრალონ. ჯგუფიდან გასვლაც თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ სულაც ბოლოზე დარჩნენ უქულოდ.

დანია მობერებული გუნდი იყო და არასტაბილური. მარტო რომედალი არ ეყოფოდა ყველაფერს. სორენსენმაც კი აურია ბოლო მატჩში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იაპონია მოიგებდა და ყველას ვეუბნებოდი ამას.

ბოლოს უკვე კი ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ თავიდან ნამდვილად არ მეგონა თუ იაპონელები ასეთ კარგ გუნდს გამოყვნადნენ. ზოგადად ამ ერს ვცემ პატივს და ნაკრებიც სულ მესიმპათიურება, რადგან ტექნიკურები არიან საკმაოდ, ეს ტექნიკა ისე უყვართ და ისე იციან მოკლედ, რომ ფეხბურთშიც კი ტექნიკურები არიან😀 თუმცა ასეთ კარგ ნაკრებს მართლა არ ველოდი. წარმოიდგინეთ ამათ კიდევ ნაკატა რო ჰყავდეთ😀 ბევრს გაამწარებდნენ.

აზიელებმა მოიგეს პირველი მატჩი, ეჭიდავნენ ჰოლანდიას და კინაღამ ქულაც აართვეს(სნეიდერის კაი დარტყმა იყო, მაგრამ მაინც მეკარის ბრალი იყო ეგ გოლი). ბოლოს კი ნაომარ დანიას, ორი გამაოგნებელი ჯარიმა და მესამე ასევე ულამაზესი გოლი გაუტანეს, როცა ჰონდამ ჩაქუსლა და მერე კაი პასი გააკეთა. საერთოდ ჰონდა მაგარ ფორმაშია და ყველა ქების ღირსია იაპონიის მხრიდან.

F ჯგუფი

მოსალოდნელი ფიასკო

იტალიის ამ ფიასკოს ფანები ველოდით, მაგრამ მაინც მგონია რომ ცოტა არ გაგვიმართლა, ცოტა უსამართლობებიც იყო და ლიპის შეცდომები ცხადია. მოგვიანებით კი თქვა ლიპიმ, სრულ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებო, მაგრამ გვიანი იყო უკვე🙂 ოღონდ მაინც შაკალია😀 ის კი არ თქვა შემადგენლობასთან დაკავშირებით დავუშვი შეცდომებიო – თქვა, აი ბოლო 15 წუთი როგორც ვითამაშეთ სლოვაკებთან, ეგრე და უკეთ თამაში შეგვიძლია და იქამდე რომ ვერ შეძლეს ბიჭებმა, ესე იგი მე ვერ დავქოქე სათანადოდ და ესაა ჩემი ბრალიო😀

ცხადია, ეს ამბავი ბევრს გაუხარდა, სამწუხაროდ ბევრი დაბოღმილი ადამიანიც გამოჩნდა, რომ არ ველოდი ისეთებიც და ზოგი რომ ველოდი, აბსოლუტურად უვიცი, გარკვეულები რომ ჰგონიათ თავი და რაღაც სისულელეებს ლაპარკობენ ლამაზ ფეხბურთზე(და ამ დროს ინგლისს ფანობენ :D) და ასე შემდეგ. ყველა დაბოღმილს და იტალიის უაზროდ, უსაფუძვლოდ მოძულეს შეუძლია პიზის კოშკიდან დაასკდეს სკუადრა აძურას😀

ასევე მეწყინა, არგენტინის ფანების სექტასავით გამოჩენა და იტალიაზე ბოღმის ნთხევა. სულელური აზრები, რომ თურმე ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას არგენტინასთან სათქმელი არასდროს არაფერი ექნება😀 :D:D (ამ დროს ჯერჯერობით პირიქითაა და კიდევ კარგა ხანს იქნება ასე). რომ იტალიას ფეხბურთის თამაში არ შეუძლია თურმე და მით უმეტეს ლამაზი ფეხბურთის თამაში… არადა ტექნიკური ფეხბურთელები ტალიაზე მეტი, ოდენ ბრაზილაის თუ ჰყავს და მხოლოდ ორ ნაციას შეუძლია იტალაისთან თანასწორად საუბარი – ბრაზილაის და გერმანიას.

მოკლედ, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, ვეცადოთ ცოტა ობიექტურები ვიყოთ და არ დავიბრმავოთ თავი და მერე სხვებს არ დავაბრალოთ, თქვენ ბრმავდებითო🙂 იტალიას ახალმა ზელანდიამ გაუტანა ოფსაიდიდან. სლოვაკეთთან კი საკამთო ოფსაიდი დაგვიფიქსირეს და ასევე საკამათოდ გაგვიუქმეს გოლი. ხალხი კი ისევ იტალიის გამართლებაზე ლაპარაკობს🙂

არც იმ საუბრებს ვემხრობი, რომ იტალიას ისედც უნდა მოეგო ამ ნაკრებებისთვის. არ არის ეგრე, ყველამ ისწავლა ფეხბურთიოს თამაში და მით უმეტეს, როცა მსაჯი შეცდომებს უშვებს, მე იქნებ იმ დღეებში არ მიმდის თამაში და რასაც შევქმნი და დავიმსახურებ ის უნდა წამართვა? იქნებ იმ დღეს მეტს ვერ ვქმნი და ამიტომ უნდა დავიჩაგრო უსამრთლოდ? არ არის ეს სწორი. თორემ თავის მხრივ, იტალიამ ცუდად ითამაშა ჯამში, ამას არავინ უარყოფს, ამ ნაკრებისგან ამდენსაც კი არ ველოდით.

მეორე მომენტიცაა, რომ ლიპისაც არ გაუმართლა ფატალურად, პირლოზე ჰქონდა მთელი გეგმები აწყობილი და დამეტვრა პირლო. არადა, სლოვაკეთთან რომ შემოვიდა, ტრავმიანი პირლოს პირობებშიც კი სულ სხვა თამაში წავიდა ბოლო წუთებში.

ასევე ბუფონი დამეტვრა(მეტი უმაღლესი კლასის იგროკი არც ჰყოლია, ისეთი რომ ფორმაში ყოფილიყო)და შერჩა მარკეტი, რომელმაც ვერ გვიხსნა, არდა შეიძლებოდა იმ ზელანდიის ჩათვლით 4 ბურთიდან 2-ს აღება მაინც.

მარტო კუალიას გოლი და ცრემლები მირჩევნია, მერვედფინალში გასულ ზოგიერთ უსახურ და ძალით ფავორიტ ნაკრებს😛

კუალიას გოლი და პირველი გოლისას გათამშებული კომბინაცია არის სილამაზე და ამ სილამაზის გამო ვქომაგობ მე იტალიას და ბრწყინვალე შემსრულებლების გამო და თუ თქვენ სხვანაირად ხედავთ სილამაზეს და თავს იბრამვებთ მართლა, თქვენი ნებაა.

ყველა ორი დღის გუნდის, ტიტულებით და ფეხბურთელებით ქვემოთ მყოფი და საერთოდ ყველა გუნდის და მისი ფანების გასაგებად – გახდით ჯერ მსოფლიო ჩემპიონები და ვნახოთ ვინ გახდება 11 ივლისს მსოფლიო ჩემპიონი და მერე იმის მიხედვით თუ ვინ იქნება ის გუნდი, ელაპარაკეთ იტალიას🙂 მანამდე კი – ჩუმად🙂

ხო, კიდევ ერთი. ვინც ამბობს, რომ წარსულით ნუ გველაპარაკებით და იტალია როდესღაც იყო ჩემპიონი და მით უმეტეს ის ტიტულები როდის მოიგო, პირველი ორი და ეს წარსულია და მთავარია დღევანდელობა და ამდაგვარი მფრინავი აზრებით, მათ გასაგონად მინდა ვთქვა – დღევანდელი დღეც ხვალ უკვე წარსული იქნება. ასე რომ, ამ უაზრო მიდგომებს შეეშვით. დრო მალე გადის, მაგრამ ისტორია და ფაქტები რჩება, რომლებსაც ვერ გავექცევით. მარტო დღევანდელი დღით ცხოვრება არ გამოდის, მით უმეტეს თუ რამეს და ვინმეს ვადარებთ ერთმანეთს.

და სხვათა შორის, მთავარი, ესეც დღევანდელი დღეა ანუ ის რომ იტალია 4-გზის მსოფლიოს ჩმეპიონია🙂 სწორედ ასეა დღეს🙂 ამიტომ გაიაზრეთ და მერე ილაპარაკეთ. დღეს 4-გზისაა მერე 5-გზის იქნება და ასე, მაგრამ დღევანდელობა ესაა სწორედ🙂

მოკლედ, ისედაც გამიგრძელდა იტალიაზე და აღარ გვინდა. დაწვრილებით აქ იხილეთ:

http://www.facebook.com/profile.php?id=1442910714#!/notes/giorgi-kakabadze/mosalodneli-piasko/399831738229

რაც შეეხება დანარჩენ ნაკრებებს. პარაგვაი ძალიან მომწონს მე. შესაძლოა დიდად მიმზიდველ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ ძალიან დაბალანსებული და ძლიერი გუნდია. მძიმე გასაგდები იქნება. მოკლედ მე მესიმპათიურება და ასეც ველოდი რომ პირველზე გავიდოდა ამ ჯგუფში.

დავწერე და ბევრჯერ ვთქვი კიდეც, რომ იტალია-სლოვაკეთს შორის ალბათ ურთიერთშეხვედრაში ან ბურთებით გადაწყდებათქო. თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ გზით გადაწყდებოდა და ასეთი უსუსური სლოვაკეთი გავიდოდა. სლოვაკებისგან ბევრად უკეთეს თამაშ ველოდი და კერძოდ მარეკ ჰამშიკისგან. ჰამშიკმა ჯერჯერობით ვერ ითამაშა სათანადოდ, მაგრამ ცხადია ყველაზე უკეთ იტალიასთან ითამაშა, ყველას ხომ ჩვენთან აუდგება ხოლმე😀 არის ერთი მომენტიც ნაპოლიში ჰამშიკს ბევრად მეტი თავისუფლება აქვს, ამ სიტყვის ყოველგავრი მნიშვნელობით, პოზიციურადაც თავისუფალია და ფსიქოლოგიურადაც. ერთის მხრივ კარგიცაა რომ ვერ გაიბრწყინა😛 მისი ფასი არ აიწევს და ეგებ ვიყიდოთ😛

ისე, არაკაცი მეკარე ჰყოლიათ სლოვაკებს და ისე ვეღარ ვქომაგობ. თან სუსტად თამაშობენ, მახინჯურად. ჩვენთან იფაფხურეს ცოტა.

ახალ ზელანდიაზე რა ვთქავთ, მათაც უსახურად ითამაშეს, მაგრამ რაც შეეძლოთ და ქების მეტი რა ეკუთვნით აბა? წაუგებლად წავიდნენ სამშობლოში, ნამდვილად ღირსეულად.

G ჯგუფი: ხელბურთი პაპუასურად

ვფიქრობ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზიები ჰქონდა დუნგასთან და ეჭვი ეპარებოდა ამ გუნდის სიძლიერეში, ეს კითხვები, ეჭვები და პრეტენზიები, სანახევროდ მაინც მოიხსნა. პაპაუსებს ძალიან კარგი და საშიში გუნდი ჰყავთ. თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფიფა ისევ მათკენაა და ოფიციალურად მისცა ხელით თამაშის უფლება🙂 აბა რას ჰგავს ეს? ლუიშ ფაბიანომ კარგი გოლი კი გაიტანა, მაგრამ სამოცჯერ ითამაშა ხელით და მგონი მსაჯებმაც დაინახეს და არ გააჩერეს მაინც😀 ეს გურჯობები, რომ ისეთი კარგი გოლი გაიტანა არ უნდა გაეჩერებინა მსაჯს და მსგავსები არ გვინდა, რას ნიშნავს არ უნდა გაეჩერებინა? მარაზმი ჰქვია ამას, ისევე როგორც ე.წ. ღმერთის ხელს.

მერე, პორტუგალიასთან ორჯერ ხელით ითამაშეს ბრაზილელებმა, სულ მცირე ორჯერ, ჟუანის გაგდება შეიძლებოდა და ლუსიოზე პენალტი იყო და არც არაფერი… მხოლოდ ყვითელი ჟუანს. ეს უკვე მეტისმეტია.

იქ კაკა გაგვიფსიხდა და წითელი აირტყა. ელანო დაშავდა და მანაც გამოტოვა მატჩი პორტუგალიასთან, თუმცა არა უშავს, ვყელაფერი ჩაივლის და ბრაზილია ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდი იქნება, სამწუხაროდ.

რაც შეეხება მეორე ადგილს. მჯერა სულ სხვაგავარად იქნებოდა ყველაფერი, დროგბას ტრავმა რომ არ მიეღო. ტრავმით ითამაშა, მაგრამ ისე ვერა. უმთავრეს მატჩში პორტუგალიასთან მხოლოდ ცოტა ხანი დაჰყო მინდორზე. გარდა ამისა კოტ დივუარის საწინააღმდეგოდ იმუშავა კალენდარმა. ჯერ ისინი შეხვდნენ ბრაზილიას და ბოლოს პორტუგალია. ეს გადამწვყეტი იყო. თან პორტუგალიას გაეხსნა ჩრდ. კორეასთან მეორე ტაიმში და ყველაფერი ისე დაემთხვა მოკლედ, რომ კოტ დივუარის საკმაოდ ძლიერი ნაკრები გავარდა. ხოლო ბოლო ტურში ბრაზილიამაც თავი არ მოიკლა და დიდ წილად ტრუხა პორტუგალია, რონალდუსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, გავიდა შედმეგ ეტაპზე.

ჩრდილოეთ კორეაზე აღარაფერს ვიტყვი, თავისი გაჭირვება ეყოფათ საწყლებს.

H ჯგუფი

შვეიცარული საათი გაჩერდა

ამ ჯგუფი შვეიცარიამ ყვეალფერი თავდაყირა დააყენა და ბოლოს იმავე შვეიცარიამ, ისევ თავის ადგილზე დააბრუნა ყველაფერი. შვეიცარულმა საათმა დაცვაში ჩინებულად იმუშავა, მაგრამ შეტევაში გაჩერდა. მხოლოდ ტრანკვილო ბარნეტა და ერენ დერდიოკი არ ეყოთ კრეატივში ევროპელებს(ბევრი არაშვეიცარიული ჯიშის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულებს).

მიუხედავად ამისა, მათ ძალიან კარგი რამე გააკეთეს, მოუგეს რა ესპანეთს. ეს ორმხრივად კარგი იყო – ერთი იმიტომ, რომ ესპანეთომანია, ცოტა დაემხო და ყველამ დაინახა, რომ ასე მარტივად არ არის, ცუდად ნუ გაიგებთ და ,ორი დღის გუნდი’ მოვიდეს ეგრევე და მსოფლიოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ფავორიტი იყოს, გამოკვეთილი. არ ხდება ეგრე🙂 არარეალურია. შესაძლოა ახლა ესპანეთი ფინალში გავიდეს და სულ მოიგოს ჩემპიონატი, მაგრამ ეს წაგება მაინც კაი იყო, მრავლისმეტყველი. უბრალოდ, ერთმა სიმპათიურმა და ორგანიზებულმა საშუალო გუნდმა დააყუდა ეს დიადი ესპანეთი🙂 თან ისიც გამოჩნდა, რომ ესპანელებს ისევ აქვთ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა, გაამრჯვებულის მენტალიტეტი არ აქვთ ჯერ ბოლომდე. ამავე დროს, ზოგმა ძალით მცოდნემ თქვა, რომ ვისაც შვეიცარიის მოგება გაგვიხარდა, მათ არ გვესმის ფეხბურთი, სილამაზე არ გვიყვარს და ვერ აღვიქვამთ მას😀 ამაზე ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ, მაგრამ ტრაგედიაა გარკვეულ წილად, დაღუპულია ეს ქვეყანა, ამ მენტალიტეტით🙂 თუმცა კარგი იყო, რომ ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა. გინდა თუ არა დაუმსახურებლად მოიგო შვეიცარიამო, არადა არ იყო ასე არანაირად.

მეორე მხრივ კარგი კი ეს მოგება თავად ესპანეთის ნაკრებისთვის იყო🙂 გუნდი გამოფხიზლდა, მიწაზე დაეშვა და უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად აგრძელებს თამაშს.

ბნელების გულის გასახარად გავარდა შვეიცარია, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს ნაკრები დიდი ხანია მესიმპათიურება და რამეს შემოდგვთავაზებსთქო ვივარაუდე კიდეც, ასეც მოხდა, მაგრამ დიდად გული არ დამწყდა, რადგან ჩილეს უფრო ვქომაგობდი. დაიმსახურა ამ პოხუისტმა და კარგად მოთამაშე ჩილემ გასვლა🙂 ძალიან გამიხარდა, მაგრამ უფრო გამიხარდებოდა პირველი ადგილიდან, რომ გაუსლიყვნენ. თუმცა ეს რომ ვერ შესძლეს თავის თავს დააბრალონ. უამრავ მომენტს ანიავებენ და ეს არი მათი მთავარი პრობლემა. ასევე ის, რომ ყვითელ ბარათებს იღებენ ძალიან უაზროდ. მიუხედავად ამისა, ჩილემ მართლა ძალიან სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

ჰონდურასს რაც შეეხება, ამ ნაკრებისგან ცოტა მეტს ველოდი. საერთოდ ისე წავიდნენ გოლი ვერ გაიტანეს. არადა მეგონა რამდენიმეს გაიტანდნენ და უფრო მეტს გაუშვებდნენ. ჩემი აზრით, ამ ნაკრებზე სუსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა იყო.

მერვედფინალები

ყველაზე საინტერესო წყვილი ულაპარაკოდ გერმანია-ინგლისია. ყველა გაგებით პრინციპული დაპირისპირება. უდიდესი იმედი მაქვს გერმანიის, ის სიმახინჯე უნდა მოვაშოროთ მსოფლიოს ჩემპიონატს. თუმცა მცირე უპირატესობით მაინც მათხოვრები არიან ფავორიტები.

საინტერესო დაპირისპირებაა არგენტინა-მექსიკა. ასევე დიდი ბრძოლა იქნება. ვნახოთ მექსიკას თუ გამოუვა თავს ზემოთ ახტომა. 2006-ში მართლა კარგი გუნდი იყო და დამენანა, მაქსის გაუვარდა შორიდან, თორემ პენალტებს უნდა გადაეწყვიტა ცვეტში, ლატარიას, არცერთი არ იმსახურებდა წაგებას. Vamos Mexico Vamos!

ურუგვაი-სამხრეთ კორეა ძალიან რთული მატჩია, არც ისე ადვილად არის საქმე როგორც ზოგს ჰგონია. ურუგვაი ვერ გამოვა და უპრობლემოდ ვერ მოიგებს, თუ საერთოდ მოიგებს.

აშშ-განაც ურთულესი მატჩია. მე აშშ-სკენ ვარ. განასადმიც მაქვს სიმპათიები, მაგრამ აშშ წონის დიდი უპირატესობით. იმედია, მსაჯები ახლა არ დაიწყებენ მაიმუნობას და ამერიკას ისევ არ დაწვავენ. ოხ რა მომენტების მაზვა იქნება ამ მატჩში…😀 ორივე ნიჭიერია ამ საქმეში😀

ჰოლანდია-სლოვაკეთი არის ყველაზე დაუბალანსებელი წყვილი. საოცარი დისბალანსია, აშკარაა ჰოლანდიის უპირატრესობა. სლოვაკები თუ რაღაც სასწაულად არ ათამაშდნენ. მიუხედავად ჰოლანდიის მაინც არასერიოზული ხასიათისა, მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უპრობლემოდ, ფორით უნდა მოიგოს ეს თამაში.

კიდევ ერთი ურთულესი წყვილი არის – პარაგვაი-იაპონია. ერთი შეხედვით პარაგვაი ფავორიტია. თუმცა კაცმა არ იცის რა იქნება. პარაგვაი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ძალიან დაბალანსებულია, ჰყავს კარგი დაცვა და შემსრულებლები წინა ხაზში. მეორეს მხრივ, იაპონელები უფრო სწრაფები და ჯამში უფრო ტექნიკურები არიან, დაცვას დიდად არც ისინი უჩივიან და ცოტა მეტი ფანტაზიით გამოირჩევიან. ალბათ მაინც პარაგვაი იძალებს, შესაძლოა პენალტებამდეც მივიდეს საქმე.

პორტუგალია იმდენად ტრუხა ნაკრები მგონია, რომ ესპანეთმა, დაჟე ასევე სულით არასერიოზულმა ესპანეთმა, ცალ ლუკმად უნდა ჩაყლაპოს. მით უმეტეს თუ ფსიქოლოგიური რწმენა და გაამრჯვებულის მენტალიტეტი ოდნავ აიმაღლა ესპანეთმა, გაანადგურებს პორტუგალიას.

ბრაზილია-ჩილეზე ამ გუნდების 1998 წლის მუნდიალის შეხვედრა მახსენდება. მაშინაც არ იყო ცუდი ჩილე(ბრაზილია კი სულაც უკეთესი იყო იდეაში), ასეთი დაბალანსებული არ იყო, მაგრამ სა-სა(სალასი-სამორანო) ჰყავდათ სამაგიეროდ. თუმცა ბრაზილელებთან უშანსოდ 4:1 წააგეს. ახლა მსგავსი ანაგრიში ალბათ არ იქნება, მაგრამ დიდი შანსია, ასევე უშანსოდ წააგონ, რადგან სამი კაცი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო😦 თან უკანახაზელები. იმედია, ვინმე არ დაშავდა კიდე დამატებით. ასევე მომენტებს ვერ იყენებს ჩილე და ეს სერიოზული პრობლემაა. ზაბივალა უმბერტო სუასო ფორმაში არაა. მაინც საინტერესო შეხვედრას ველი. მიდი ბიელსა, ცხოვრებაში ერთხელ პატარა წარმატებებთან შედარებით დიდი ნახტომი გააკეთო ეგებ…😀

R1 June 26 Uruguay vs. Korea Republic

R2 June 26 United States vs. Ghana

R3 June 27 Germany vs. Englan

R4 June 27 Argentina vs. Mexico

R5 June 28 Holland vs. Slovakia

R6 June 28 Brazil vs. Chile

R7 June 29 Paraguay vs. Japan

R8 June 29 Spain vs. Portugal

Q1 July 2 Netherlands/Slovakia vs. Brazil/Chile

Q2 July 2 Uruguay/South Korea vs. USA/Ghana

Q3 July 3 Argentina/Mexico vs. Germany/England

Q4 July 3 Paraguay/Japan vs. Spain/Portugal

S1 July 6 Winner QF 2 vs. Winner QF 1

S2 July 7 Winner QF 3 vs. Winner QF 4

Th July 10 Loser SF 1 vs. Loser SF

Fn July 11 Winner SF 1 vs. Winner SF 2

მეოთხედფინალებზე მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ მაინც, მოგეხსენებათ, რომ ურუგვაი-კორეისა და აშშ-განას წყვილებში გაამრჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან. ჰოდა დიდი იმედი მაქვს, ნახევარფინალისტი ან აშშ გახდება ან ურუგვაი. აშშ საშინლად მესიმპათიურება, ხოლო ურუგვაის სულ ვქომაგობ, ძველი ტრადიციები როდესმე უნდა ააღორძინოს ამ გუნდმა. ესე არ ხდება რა – იყო თაობები და უცებ აღარ არის და აღარც იქნება. იქნენა და მერე როგორ😉

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ესპანეთი ნახევარფინალშია😦 თან დასვენებული და ფორმაში შესული ალბათ, ეს უპირატესობას აძლევს ესპანელებს.

მთავარი სურვილები მაქვს რომ… ჩემპიონები არ გახდნენ ინგლისი(იმიტომ, რომ სირცხვილია და სამარცხვინო ინგლისომანიაც უნდა შეწყდეს. აბბსოლუტურად უსაფუძვლო, გაურკევველი ხალხის) და ბრაზილია(იმიტომ, რომ მეექვსედ ხდება, ძალიან გაგვსაწრებენ და ტვინი გაიბურღება სისულელეებით. კონტიტნეტს გარეთ მარტო ჩვენ ვიგებთ და რამე).

მეორადი სურვილები: არ გახდეს ესპანეთი(უბრალოდ იმიტომ, რომ ეს პატარა გოგოშკები და ზერელ ქომაგი კაცებიც დაშოშმინდნენ და რაღაც უაზრო შექმნილი მითი დაენგრათ) და არ გახდეს არგენტინა (აქ უკვე მესიმანია გვემუქრება და უბრალოდ, არ მინდა, რომ დიეგო არმანდო მარადონამ, როგორც მწვრთნელმა მოიგოს თასი, ტეხავს)

მესამეხარისხოვანი სურვილი: არ გახდეს გერმანია(იმიტომ, რომ გვეწევა :D), მაგრამ ზემოთ ხსენებულებს მირჩევნია. უბრალოდ ამდენი არაგემრანელითაც რო გახდეს, ეგეც მიტყდება

ამავე დროს მაქვს სურვილი, რომ ამ ევროპული ფეხბურთის დაჩაგვრის ფონზე, მაინც ევროპულმა მოიგოს. შესაბამისად ყველაზე კარგი გამოსავალი არის ჰოლანდია🙂 ვუქომაგებ ამ ნაკრებს. თუმცა ზოგი ისეთი ფანი ჰყავს, რომ შეგაზიზღებს ყველაფერს. აზრზე რომ არ არიან და რაღაც დოგმებით ცხოვორობენ. თუ არ შეგვაზიზღებენ ბოლომდე ჰოლანდიას, ვუქომაგებ.

ყველაზე მეტად კი გამიხარდება ურუგვაი თუ მოიგებს ან აშშ😀 რაც არარეალურია. ფეხბურთისთვის ტეხავს და რაღაც ფრაზები არ გვინდა. ფეხბურთისთვის და ყველაფრისთვის ყველაზე კაია, ვინც დაიმსახურებს იმან მოიგოს, სიმართლე და სამართალია საჭირო(იმედია მსაჯების კატასტროფული შეცდომები აღარ იქნება).

სტატისტიკა

(ჯგუფური ეტაპის შემდეგ)

ნუ სენსაციები რომ ბევრი იყო ამ ჩემპიონატზე თავადაც კარგად იცით.

მაგალითად რომ ავიღოთ, ბუკმეკერები ვისაც ფავორიტად თვლიდნენ, თუნდაც 0,1 კოეფიციენტის უპირატესობით, ამ ფავორიტების აბსოლუტურმა უმეტესობამ ,გატეხა’ და ზოგი ისე გატყდა საერთოდ რომ სულ უკუღმა წამოვიდა😀

ნუღარ გავართულებთ და ჩავყვებით დეტალებს და ასე ვქნათ:

A ჯგუფში – 6 მატჩიდან, მხოლოდ ერთხელ მოიგო ფავორიტმა

ჩ ჯგუფში – 3-ჯერ მოიგო ფავორიტმა

C ჯგუფში – ასევე 3-ჯერ მოიგო ფავორიტად მიჩნეულმა

D ჯგუფში – მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა ფავორიტმა

E ჯგუფში – 4-ჯერ იმარჯვეს ფავორიტებმა

F ჯგუფში –😀 მხოლოდ ერთხელ მოიგო ფავორიტმა, პარაგვაიმ მოუგო სლოვაკეთს

G ჯგუფში – 4-ჯერ მოიგო ფავორიტმა

H ჯგუფში – ასევე 4-ჯერ იმარჯვეს ფავორიტებმა

შედეგად, 48 მატჩიდან მხოლოდ 22-ჯერ მოიგეს ფავორიტებმა, ნახევარჯერაც არა ანუ და ესეც ბოლოსკენ გამოსწორდა სტატისტიკა თორემ, იქამდე სულ არალოგიკურები მოდიოდა.

———————————————————————————————-

კონტინენტების მიხედვით თუ გავყვებით აშკარაა სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა. ყველამ ნორმალური ფეხბურთი ითამაშა თან და 5-დან 5 გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე, 100%-იანი შედეგი🙂

გაჭირვებულმა ევროპამ 50%-იანი შედეგიც ვერ აჩვენა. 6 გუნდი გაიყვანა და თან ბედის ირონიით ერთმანეთს ხვდება ეს 6 გუნდი, ყველა პონტში 3 დარჩება🙂

ევროპაზე უკეთესი შედეგი აზიამ აჩვენა(ნუ ავსტრალიაც აზიაში ითვლება თან, რადგან აზიის შესარჩევში თამაშობს) და ჩრდ. ამერიკამ. აფრიკამ ჩაისვარა. ახალ ზელანდიას რაც შეეძლო ექნა

სამხრეთ ამერიკელთა აშკარა უპირატესობას და ევროპელთა ფიასკოს მე მაინც იმ გადატვირთულ რეჟიმს ვაბრალებ, რომელიც ევროპაშია(კი სამხრეთ ამერიკელების მეტი რა თამაშობს ევროპაში, მაგრამ ეგ კიდევ ცალკე თემაა), ამავე დროს, ლეგიონერებს რომ არიან გადამკვდრები და საკუთარ ბავშვებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ამის ბრალიცაა. სასწრაფოდ ცვლილებებია საჭირო🙂 და რაღაც სასიკეთო ძვრები თითქოს არის, კუს ნაბიჯებით.

აფრიკა(6): სამხ. აფრიკა, ნიგერია, ალჟირი, განა, კამერუნი, კოტ დივუარი

3-მოგება; 5-ფრე; 10-წაგება. (გავიდა – 1)

ევროპა(13): საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია, ინგლისი, გერმანია, სერბეთი, ჰოლანდია, დანია, იტალია, პორტუგალია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ესპანეთი

15-მოგება; 10-ფრე; 14-წაგება. (გავიდა – 6)

სამხრეთ ამერიკა(5): ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბრაზილია, ჩილე

10-მოგება; 4-ფრე; 1-წაგება. (გავიდა – 5)

აზია(4): ჩრდ. კორეა, იაპონია, სამხ. კორეა, ავსტრალია

4-მოგება; 2-ფრე; 6-წაგება. (გავიდა – 2)

ჩრდ. / ცენტრ. ამერიკა(3): მექსიკა, აშშ, ჰონდურასი

2-მოგება; 4-ფრე; 3-წაგება. (გავიდა – 2)

ოკეანეთი(1): ახ. ზელანდია

0-მოგება; 3-ფრე; 0-წაგება. (გავიდა – 0)

Scoring (გოლები)

• Total number of goals scored: 101 (as of full time of Spain vs Chile)

• Average goals per match: 2.10 (as of full time of Spain vs Chile)

• Total number of hat-tricks: 1

• Total number of penalty kicks awarded: 10 (as of full time of Spain vs Chile)

• Total number of penalty kicks scored: 7 (as of full time of Spain vs Chile)

• Top scorer: 3 – Gonzalo Higuaín, Róbert Vittek, David Villa

• Most goals scored by a team: 7 – Argentina, Portugal

• Fewest goals scored by a team: 0 – Algeria, Honduras

• Most goals conceded by a team: 12 – Korea DPR

• Fewest goals conceded by a team: 0 – Portugal, Uruguay

• Most goals in a match: 7: Portugal 7–0 Korea DPR

• Most goals in a match scored by a single team: 7: Portugal against Korea DPR

• First goal of the tournament: Siphiwe Tshabalala for South Africa against Mexico

• 10th goal of the tournament: Lukas Podolski for Germany against Australia

• 20th goal of the tournament: Winston Reid for New Zealand against Slovakia

• 30th goal of the tournament: Gonzalo Higuaín for Argentina against Korea Republic

• 37th goal of the tournament: Javier Hernández for Mexico against France (This goal is a milestone goal as it marks the 2100th goal overall in the FIFA World Cup.)

• 40th goal of the tournament: Valter Birsa for Slovenia against United States

• 50th goal of the tournament: Enrique Vera for Paraguay against Slovakia

• 60th goal of the tournament: Hugo Almeida for Portugal against Korea DPR

• 70th goal of the tournament: Luis Suarez for Uruguay against Mexico

• 80th goal of the tournament: Mesut Özil for Germany against Ghana

• 90th goal of the tournament: Yasuhito Endō for Japan against Denmark

• 100th goal of the tournament: Andrés Iniesta for Spain against Chile

• First hat-trick of the tournament: Gonzalo Higuain for Argentina against Korea Republic

• Fastest goal in a match from kickoff: 3 minutes and 52 seconds: Steven Gerrard for England against United States

• Fastest goal in a match by a substitute: 2 minutes: Cacau for Germany against Australia, Rodrigo Millar for Chile against Spain, and Kamil Kopúnek for Slovakia against Italy

• Latest goal in a match without extra time: 90+5 minute: Álvaro Pereira for Uruguay against South Africa

• Latest winning goal: 90+1 minute – Landon Donovan for USA against Algeria

• Most goals scored by one player in a match: 3 – Gonzalo Higuaín for Argentina against Korea Republic

• Own goals scored: 2 – Park Chu-Young and Daniel Agger

• Oldest goal scorer: 37 years and 151 days old – Cuauhtémoc Blanco for Mexico against France

• Youngest goal scorer: 20 years and 273 days old – Thomas Müller for Germany against Australia

Wins and losses (მოგება და წაგება)

• Most wins: 3 – Argentina, Netherlands

• Fewest wins: 0 – Algeria, Cameroon, France, Honduras, Italy, Korea DPR, New Zealand, Nigeria

• Most losses: 3 – Cameroon, Korea DPR

• Fewest losses: 0 – Argentina, Brazil, England, Netherlands, New Zealand, Paraguay, Portugal, United States, Uruguay

• Biggest win: 7–0 – Portugal against Korea DPR. See Portugal vs North Korea.

Clean sheets (კარის მშრალად შენახვა)

• Most clean sheets: 3 – Portugal, Uruguay

• Fewest clean sheets: 0 – Australia, Cameroon, Denmark, Greece, Honduras, Italy, North Korea, Nigeria, Slovakia, South Africa

Written by 1myway1

June 25, 2010 at 10:54 pm

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. deep and compehensive იყო !!!

    andria

    June 26, 2010 at 6:34 am

  2. გუდმენ, რაც შეეხება იმას, რომ ყველა გუნდმა ისწავლა ფეხბურთის თამაში, შენს მიერ ზემოთხსენებული სლოვაკეთი მერვედფინალში ჰოლანდიას ხვდება და ნახავ, როგორ უსწავლიათ თამაში🙂 ცვატა

    temoblumgardt

    June 26, 2010 at 7:01 am

  3. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იტალიაზე მეტი ტექნიკური ფეხბურთელები მხოლოდ ბრაზილიას ჰყავს (ჩახველება), არც ვიცი რა გიპასუხო. იკნებ მერე პირადად ამიხსნა, რატომაა იტალია უფრო ტექნიკური გუნდი, ვიდრე, ვთქვათ, არგენტინა, ან ეპანეთი და ა. შ. ცვატა

    temoblumgardt

    June 26, 2010 at 7:04 am

  4. “მარტო კუალიას გოლი და ცრემლები მირჩევნია, მერვედფინაLში გასულ ზოგიერთ უსახურ და ძალით ფავორიტ ნაკრებს ”

    damindeeeeeeeeeeeeee😆

    Anonymous

    June 26, 2010 at 7:08 am

  5. ცვატა
    slovakeTi, rom ganadgurdeba eg arafers Secvlis im mabavSi rom yvelam iswavla TamaSi🙂

    rac Seexeba teqnikurobas, mase Cvenc bevri teqnikuri fexburTeli gvyavs, magram saubaria umaglesi donis ostatebze, saerto jamshi. didi fexburTelebi rasac hqvia, brazilias T chamovrchebit, radgan isini araadamianebi arian. danarchenebi aqet dagvetolon. mase germanias sul ar hyavs teqnikuri igrokebi, kale rumenige hyavda erti da kidev 2-3, magrma rame akldeba amit?🙂 tragedia ar aris es, germnias tavisi stili aqvs. hoda sxvebsac nu dawydebat guli, imas rom vityvi italias bevri didi teqnikuri fexburTeli hyavstqo.axla mechqareba, mere uket gipasuxeb😀

    1myway1

    June 26, 2010 at 8:39 am

  6. videos Semorebis momxre mec var🙂 plius kide evropis garet sul cudad tamashoben evropelebi xolme, ubralod cels nametani mouvidat🙂 shens mier chamotvlil sxva mizezebsac vetanxmebi🙂

    skiamakia

    June 26, 2010 at 9:59 am

  7. ბრედლების ნადირობა ყველაზე მაგარი რამ იყო!
    “ძევიატკაში” გაარტყი😀

    ikadoriano

    June 29, 2010 at 10:04 pm

  8. სცენარისტობა არ გინდა?

    lomski

    July 1, 2010 at 9:52 am

  9. ikadoriano
    ეგენი მაგრად დავაპრიკოლე😀

    lomski
    მსუბუქად ვცადე ერთი-ორჯერ😀

    1myway1

    July 1, 2010 at 10:00 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: