1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

შეცდომებში ვიდეო-გამეორებით დანახული ვიდეო-გამეორება(გარემოება) და ჩიტუნა ბაუტისტა

with 13 comments

წინა მიმოხილვაში მსაჯების შეცდომებით აღშფოთებული ვწერდი, ასე არ შეიძლება და იმედია, ამგვარი შეცდომები აღარ მოუვათთქო და…😀😀😀 თურმე ჯერ სად ხარ. მთავარი წინ ყოფილა და ვინ იცის კიდევ რა იქნება დარჩენილ მატჩებში. მე მაგალითად ამ მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი ფეხებზე მკიდია უკვე, რადგან ასე არ შეიძლება. ძალიან ვწუხვარ, რადგან აფრიკის 2010 წლის მუნდიალს დიდი იმედებით ველოდი და რატომღაც ვფიქრობდი, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე 2002-ზე მარაზმი გახდა.

2002 წელს გაგავაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ სამხრეთკორეელებს აშკარად დაეხმარნენ. ისიც ორ მატჩში, რადგა ჯგუფიდან კორეა თავისით გავიდა და საერთოდ არ იყო ცუდი გუნდი. თუმცა იტალია და ესპანეთი აშკარად მსაჯების უდიდესი დახმარებით გააგდეს აზიელებმა. მერე ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და ნახევარფინალში გერმანიასთან მსაჯთა მაიმუნობას ადგილი აღარ ჰქონია. თან ალბათ კორეელებმა იფიქრეს ამ გერმანიას შეიძლება ისედაც მოვუგოთო და მართლაც შეიძლებოდა. იმავე ჩემპიონატზე, იმავე გერმანიასთან ძალიან დაიჩაგრა საწყალი აშშ. გეხსომებათ, ამერიკელებმა თვალნათლივ აჯობეს ბუნდესნაკრებს, მომენტები ანიავეს, მაგრამ ერთი ეპიზოდი როცა ბურთი აშკარად კარში გადიოდა და გერმანელებმა ხელით ითამაშეს, მსაჯებმა ვერ დაინახეს. რეალურად, იმ ჩემპიონატზე ეს იყო და ეს.

მოკლედ, 2002-ში ვიცოდით, რომ მასპინძელს ეხმარებოდნენ და მორჩა. ამ ჩემპიონატზე კი არაფერი არ ვიცით და რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც გაცილებით მეტი ამაზრზენი შეცდომები დაუშვეს მსაჯებმა, რაც დაუშვებელია და მართლა ხალისს კარგავს ფეხბურთის ყურებისა. პირადად ჩემთვის სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია და თან ფეხბურთი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში, აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს. დავიღალეთ ამ გაკომერციულებით და ,ზემოთ’ ვიღაცეების ინტრიგებით, ხუშტურებითა თუ ჯიბეების გასქელებით.

მესმის, რომ ფეხბურთი ძალიან გაკომერციულდა სამწუხაროდ, ბიზნესი, შოუბიზნესია უკვე. ასევე არის დიდი პოლიტიკა და ხალხის მართვის ჩინებული საშუალება. ამის გამო, ბოროტ ძიებს არ სურთ ამა თუ იმ მატჩებზე კონტროლის დაკარგვა და ასე ვთქვათ ,არ აწყობთ’ სამართლიანობის პროცენტის ამაღლება ფეხბურთში, მაგრამ ვინძლო ადრე თუ გვიან მოუწევთ დანებება და იმედია, ეს მალე მოხდება. ყოველ შემთხვევაში ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი, ჩვენი თაობა ამას მოესწრება. გამორიცხულია თანამედროვე ფეხბურთს მსაჯებმა ძალიანაც, რომ მოინდომობ ფეხი აუწყონ და როგორც ყველაფერი ვითარდება, ისევეა აუცილებელი ფეხბურთში ამ კუთხით განვითარებაც. ვიდეო-გამეორების შემოღება გარდაუვალი და აუცილებელია!

როგორც ყოველთვის, ცუდ ამბავში ვცდილობ რაღაც კარგი დავინახო. ეგებ ვიდეო-გამეორების ყინულის დაძვრისთვის მაინც გამოგვადგეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი. ამდენ აშკარა შეცდომას და უსამართლობას ზურგს ნამდვილად ვეღარ შეაქცევენ. უკვე ითქვა, რომ ფიფა დათანხმდა ამ ვერსიის განხილვას და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მართალია კუს, მაგრამ მაინც ნაბიჯი. ეს ყველაფერი რაც ხდება, საერთოდ იმის ბრალია, რომ ფიფა არის მატრაკვეცა და ბოლომდე გამარაზმებული, თავის თავში დარწმუნებული იდიოტების ორგანიზაცია.

მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ვიდეო-გამეორების შემოღებას ეწინააღმდეგებიან, არგუმენტებით – ,ფეხბურთი ხიბლს დაკარგავს’, ,თამაში დიდი ხანი და წარამარა შეჩერდება’ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, ფეხბურთი შეიძენს უმთავრესს – რასაც ჰქვია სამართლიანობა. მერე მეორე, დავიჯერო იმაზე დიდ ხანს გაჩერდება ხოლმე თამაში, რამდენი ხანიც თუნდაც არგენტინა-მექსიკა იყო გაჩერებული? რაღაც არა მგონია. საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ოფსაიდების დროს ვიდეო-გამეორება, ჯერ ადრეა. მთავარია ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს და თავიდან გოლებზე მაინც იყოს. ცოტა არც ეს არის, ალბათ დამერწმუნებით. მერე კი, ნელნელა დაიხვეწება სისტემა და მაქსიმალურად კარგი და სასარგებლო მოდელის მორგება გახდება შესაძლებელი. თორემ მიდი და გაამტყუნე ამერიკელები, რომ ამბობენ ,ეს თამაში მაინც ერთი დიდი სისულელეაო’😀 კი სისულელეს ამბობენ, მაგრამ ამ ხალხისთვის, სპორტში მაინც სამართლიანობაა მთავარი და ყველაფერი დახვეწილი აქვთ იქ, არის ვიდეო-გამეორებაც და ყველაფერი, ვისაც ერგება ის იგებს და არა ის, ვისაც გაუმართლებს და მსაჯის შეცდომას აირიდებს თავიდან. ჩოგბურთში და რაგბშია ბოლო ბოლო ეს ვიდეო-გამეორება, ვითომ კონსერვატორულ და ჩაკეტილ ამბავში და რა გხადა ფეხბურთი ბოლო ბოლო, არანაირად არ დაკარგავს დინამიურობას🙂

მერვედფინალები

ურუგვაი -სამხ. კორეა 2:1


სხვათა შორის, ამ მატჩშიც იყო მინიმუმ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და წონადი მსაჯების შეცდომა. ყველამ უნდა გაიზროს, რომ ერთმა ტყუილა დაფიქსირებულმა თამაშგარემ ან ტყუილა დადებულმა ჯარიმამ შეიძლება თავდაყირა დაყენოს მატჩი და არგუმენტი, რომ – მერე ეგაა ფეხბურთი – ჩემთვის არადამაჯერებელია.

რაც შეეხება მატჩს, მოდი ვთქვათ ასე – ურუგვაი უკეთესი გუნდია დღეს და დამსახურებულად მოიგო. თუმცა ვერც ვერაფერს ვიტყოდით, შემდეგ ეტაპზე კორეა რომ გასულიყო. აზიელებმა გუს ჰიდინკის ჩაყრილ საფუძველს მშვენივრად დააშენეს და სწორად აგრძელებენ საქმეს. კარგი გუნდი ჰყავდათ, მომენტებიც იყო 0:0-ზეც, 1:0-ზეც, 1:1-ზეც და 2:1-ზეც. თუმცა საბოლოო გამარჯვებული მაინც შედარებით უფრო უკეთესი და სიმპათიური ურუგვაი გამოვიდა.

მე არ მიყვარს დიეგო ფორლანი, მაგრამ ვაღიარებ, კარგ ფორმაშია და მნშვნელოვანმი ფიგურაა გუნდისთვის, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა ორი გოლი სუარესმა გაიტანა🙂 მართალია არც ლუისიტოზე ვგიჟდები და რაც არ უნდა იყოს, მელკი ფორვარდად ვთვლი, რომლის ადგილიც დიდ გუნდში ნაკლებად მგონია(ახლა უკვე დიდ გუნდშია, მაგრმა დღევანდელი აიაქსი და ჰოლანდიის ჩემპიონატი… მოკლედ ხვდებით), მაგრამ ბიჭი აშკარად ნიჭიერია და მეორე გოლი ჩინებული შესრულება იყო. ვნახოთ ვისი აჯობებს დარჩენილ შეხვედრებში.

ისე, მართალია კაი ხანია ურუგვაის ასეთი დაბალანსებული და კარგი გუნდი არ ჰყოლია, მაგრამ ჯამში, მაინც 2-3 კაცის გუნდია. წინ ფორლანი და სუარესი არიან, ხოლო უკან მგელივით დგას დიეგო ლუგანო, მაგრამ უშეცდომო ნამდვილად არაა, ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ედისონ კავანი ისევ სუსტ წერტილად რჩება, ვერაფრით ვერ ათამაშდა. ნელნელა არევა დაიწყო ნანდო მუსლერამაც. თუმცა ურუგვაის კიდევ ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია და ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ ბოძებულ ისტორიულ შანსს.

აშშ-განა 1:1; 1:2 დ.დ.


მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა, ამერიკამ გავარდნა დაიმსახურა. იმიტომ კი არ დიმსახურა, რომ ცუდად თამაშობდა(თუმცა არც უმაგისობა იყო, შეიძლება ითქვას კარგად თამაშობდნენ და მონდომებულნი იყვნენ, მაგრამ ძალიან ქაოურები და ასე შორს ვერ წავიდოდნენ), არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ არ შეიძლება გუნდი ყველა მატჩის პირველ წუთებში ასე ნერვიულობდეს და ასეთი არაკონცენტრირებული იყოს. ინგლისისგანაც, სლოვენიისგანაც და განასგანაც აშშ-მ გოლი გაუშვა შეხვედრის დებიუტში და შეიძლება ითქვას აბსოლუტურად უაზროდ. ალჟირს არავისთვის გაუტანია, თორემ აუცილებლად აფრიკელებიც საწყის წუთებშივე შეუგდებდნენ. ერთხელ და ორჯერ გამოძვრნენ, მაგრამ სულ აღარ გამოვიდოდა… იმდენად მანიაკები გამოდგნენ, რომ დამატებითი დროშიც კი დებიუტში გაუშვეს😀

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც თუ როგორი გოლები გაუშვა ამერიკამ. პირველი, დაკარგეს თავის საჯარიმოში ბურთი მიაცილეს ბოატენგი საჯარიმოს მისადგომებამდე და ჰოვარდმა ახლო კუთხეში გაუშვა. არც ჰოვარდის დადანაშაულება მინდა და თავის მხრივ, ბოატენგმაც ოსტატურად ითამაშა ამ ეპიზოდში, მაგრამ ამ გოლის არგაშვება თავისუფლად შეიძლებოდა, რაღაცნაირი უაზრო, ძალით გოლი იყო. არანაკლები გახლდათ მეორე, გამოვიდა, რომ მეკარემ(სხვათა შორის კინგსონი ძალიან დამაჯერებელია ჯერჯერობით) პირისპირ გაიყვანა ასამოა გიანი. აშშ-ს დაცვა პირწმინდად ჩავარდა და მეკარის ბრალი აღარაფერი იყო.

ამერიკამ ეს მატჩი ალბათ ყველაზე ცუდად ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით დამატებით დროში იყვნენ უღიმღამოები. აი ძირითადში კიდევ რაღაც ითამაშეს და მოგებაც შეეძლოთ. ჟოზი ალტიდორმა კინაღამ ვარდნაში გაიტანა უცნაური გოლი და უმცროს ბრედლის ჩინებული პოზიციიდან შეეძლო გატანა, მაგრამ ძალიან სუსტად დაარტყა(და მერე მამამისისკენ გაიხედა ეგრევე, სახლში რო მივალ ახლა გამლახავს ესო). საერთოდ, რას უცაცუნებენ ამ ისედაც ბანძ ბურთს ვერ ვხვდები, ხშირად კარგი პოზიციებიდან უსუსტესად ურტყამენ. ამ ჩემპიონატზე საოცარ მომენტებს აფუჭებენ ზოგადად ეს პროფესიონალი ფეხბურთელები, ჩვენ კი ის გვიკვირს მინიზე რაღაცეებს რომ ვერ ვიტანთ ხოლმე და ერთმანეთს დავცინით.

ამერიკა ამერიკად და ამასობაში, განა აღარ ხუმრობს. აფრიკელებმა ძალიან დამაჯერებლად, მწყობრად და ჭკვიანურად ითამაშეს. განამ დამსახურებულად იმარჯვა და არაფერს არ დაუთმობს ურუგვაის.

გერმანია ინგლისი 4:1😀


სანამ შედარებით სერიოზულად ვისაუბრებდეთ, მინდა ვთქვა, რომ გერმანიის დევიზი შეიძლება თავისუფლად იყოს – ვისა ბიჭო? ეს არის არანორმალური ნაცია, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. მოეშვან ძველი(მართალია ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც) ცოდვების გამო თავის ზედმეტად, უკვე პათოლოგიურად დაჩმორებას და თვითგვემას და გაიხსენონ რას ამბობდა ერთ დროს ფიურერი – высшая раса😀😀😀 შორს რომ აღარ წავიდეთ, გაიხსენეთ რა ნაკრებებით გავიდა გერმანია 2002 წლის მსოფლიოს ფინალში, 2006 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში და 2008 წლის ევროს ფინალში. ბუნდესნაკრები უამრავი არაგერმანელის პირობებშიც ინარჩუნებს იმ გერმანულ მებრძოლ სულსა და ხასიათს. პრინციპში ეს არც მიკვირს, რადგან ათწლეულების მანძილზე, რა ფეხბურთელებიც არ უნდა მოვიდნენ სიტყვაზე იუვენტუსში, ბარსელონასა და რეალში, ეს გუნდები მაინც გამოირჩევიან თავისი სტილითა და ხასიათით, რომელიც სამივეს სხვადასხვანაირი აქვს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ეს ასეა და ასეა გერმანიის შემთხვევაშიც, დრო მიდის, მაგრამ ის რაღაც სტილი და ხასიათი, არ იცვლება, ფეხბურთელების ცვლილების მიუხედავად და ეს კარგია.

დიდი მადლობა გერმანელებს, რომ ის საშინელი, მახინჯი მონსტრი, მათხოვარი და უნიჭო გუნდი და ნაცია მოაშორა მსოფლიოს ჩემპიონატს და თან მოაშორა მტკივნეულად, ძალიან ატკინა😦 არავინ ილაპარაკოს უსამართლობაზე, რადგან თავის უსამართლობებსა და ბახრამოვს ინგლისი სამი ასეთი არჩათვლილი გოლით ვერ გამოისყიდის😛 ააცვეს თავიანთ მართლაც დასაწვავ კუნძულზე და ძალიანაც კარგი, ცხვირი აღარ გამოყონ ახლა. მომინდომეს ჩემპიონობა ამ ყოვლად უნიჭოებმა. იმენნა ასე რო წააგეს ერთის მხრივ კარგიც არის, იქნებ ახლა მაინც გაიაზრონ მათ და ინგლისის ქომაგებმა(ნუ ამაში ცოტა ეჭვი მეპარება, რადგან ინგლისის ფანების უმეტესობა სამწუხაროდ ზესუბიექტური და ფეხბურთში გაურკვეველია, ყველა არა ცხადია), თუ რას ნიშნავს უსამართლობა და როგორია, როცა შენს გუნდს უსამართლოდ ექცევიან🙂 და რომ თვლი, რომ შენმა გუნდმა უსამართლოდ წააგო(არადა არ არის ასე).

ასევე მინდა ვთქვა, რომ ნუ შეგვიკიკინეთ ამ თქვენი ინგლისით და იმ ერთი ეპიზოდით. გულისამრევია ეს სუბიექტურობა და ბოლო დროს ატეხილი უაზრო ინგლისომანია, რომელიც იმედია დაცხრება შედარებით. თუმცა ახლა ჩაგრულის მანტია რომ მოისხა ინგლისმა, გურჯებს მეტი რაღა უნდათ, შესაძლოა პირიქით გაძლიერდეს ეს აბსურდული და სასაცილო ინგლისომანია. ჰოდა, ნუ შეგვიკიკინეთთქო, მსგავსები მომხდარა და სამწუხაროდ კიდევ მოხდება ალბათ ფეხბურთში, სანამ ვიდეო-გამეორებას არ შემოიღებენ. თქვენით არ იწყება და არ მთავრდება. არგენტინა-მექსიკაში ბევრად აშკარა თამაშგარე ვერ დაინახა მსაჯმა, ვიდრე ეგ არჩათვლილი გოლია და რატომღაც ყველა მაინც ინგლისზე ლაპარაკობს, მარაზმია ეს. სუ სლეზე არ ჰკიდია ახლა ნებისმიერ მექსიკელს ან ობიექტურ ქომაგს გემრანია-ინგლისის პრინციპული დაპირისპირება, როცა მექსიკა არანაკლებად დაიჩაგრა თუ უფო მეტად არა? (უფრო მეტად იმიტომ, რომ ინგლისისგან განსხვავებით, მსაჯის შეცდომამდე არ აუპატიურებდნენ მექსიკას და ანგარიშითაც არ აგებდნენ მექსიკელები, თან როგორც ვიცით და როგორც ვთქვი, ის თამაშგარე ბევრად უფრო ყვიროდა, ვიდრე ლამპარდის გოლი). რაღაც მაშინ არ ახსოვდათ სამართალი ინგლისის ფანებს ამერიკას გოლებს რომ არ უთვლიდნენ და იტალიაზე, რომ ქილიკობდნენ უნიჭოდ, როცა იტალია სამჯერ დაიჩაგრა მსაჯებისგან და თავისი ცუდი თამაშის გარდა, ამიტომ ჩარჩა ჯგუფში, ხოლო ჯგუფში ჩაგტოვებენ თუ მერვედფინალში გაგადბენ, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ამაში. მით უმეტეს, რომ იტალია მეტჯერ დაიჩაგრა, ვიდრე ინგლისი. მერე რა რომ ისე აშკარა არ იყო მსაჯების შეცდომები, როგორც ლამპარდის გოლისას, შეცდომა შეცდომაა.

ახლა მივყვეთ შედარებით სერიოზულად. ვთხოვ, ყველა ინგლისის ქომაგს და ინგლისის ჩაგრულობით გულნატკენ არაინგლისის ქომაგს, კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რასაც ვიტყვი:

1. ვეთანხმები ყველა ინგლისის ქომაგს ერთად და ცალ-ცალკე იმაში, რომ არავინ იცის რა მოხდებოდა ანგარიში 2:2 რომ გამხდარიყო და რა თამაში წავიდოდა მერე. უბრალოდ, კარგად დააკვირდით სიტყვებს – არავინ იცის🙂 ანუ იმის მტკიცება, რომ ინგლისი მოიგებდა, ცოტა არ იყოს ღიმილს იწვევს🙂 ისევე როგორც ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ გერმანია მაინც მოიგებდა.

2. ინგლისი არის გუნდი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას და ეს 3 წუთში 2 გოლი(რაც მერწმუნეთ და არის სლეობა და ნუ შე^ვცა ამ ინგლისმა და მანჩესტერმა ამ 5 წუთში 9 გოლით და 3 წუთში 2 გოლით, რადგან ეს არის შემთხვევითობა და უსამართლობა, რაც თუნდაც ამ მატჩშიც ჩანდა, როცა გერმანია აჯდა, ხნავდა, მომენტებს მაზავდა და ამათმა 3 წუთში მოინდომეს ორი დაუმსახურებელი გოლის გატანა. ლამპარდის არჩათვლილ გოლზე დიდად შორს არაა ადამიანური კუთხით ესეთი რამეები, ისევე როგორც 1999 წელს მანჩესტერი მიერ მოტრიალებული ფინალი), ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ინგლისისთვის. შესაძლოა მართლა სულ სხვა თამაში წასულიყო და თავდაჯერებული ინგლისი კარგად ათამაშებულიყო. ეს ძალიან რეალურია, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ ვინ იყო ინგლისის მეტოქე. გატეხო ფსიქოლოგიურად გერმანია და ამაში აჯობო, ძალიან რთული მეჩვენება მე და წესით თქვენც ცოტა რთული უნდა გეჩვენებოდეთ, თუ ობიექტურად მიუდგებით.

3. არ დამიწყოთ ეხლა იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი შეცდომის დავიწყება არ შეიძლება და ა.შ. გეუბნებით, ამოვიღოთ ერთ წამს ლამპარდის გოლი, ჩავთვალოთ, რომ არ ყოფილა(რადგან ფეხბურთში სამწუხაროდ ხშირია უსამართლობები და თუნდაც ასეთ აშკარაზე, ბოლომდე არ უნდა ტყდებოდეს გუნდი), რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ პირველი ნახევარი საათი, გერმანიამ ინგლისი ყველა კომპონენტში და ყველა ხვრელში იხმარა და 2:0-ს მერე, მინიმუმ 2 ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა კიდევ. თავად კი ძალიან ტუფტა გოლი გაუშვა. ხოლო 2:1-ს მერე, ისევ იხმარეს ინგლისი. გერმანიამ ინგლისს თამაშით აშკარად აჯობა და მოუგო ორივე ტაიმი🙂 მარტივია.

მესმის, რომ ძალიან ძნელია როცა შენ გუნდს ასეთ გოლს არ უთვლიან და რთულია იმის აღიარება, რომ ინგლისი მაინც წააგებდა და ეს რეალურად არავინ ვიცით, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ გერმანიამ ინგლისს ამ ეპიზოდამდეც აჯობა და ამ ეპიზოდის მერეც. საერთოდ ინგლისმა ამაზრზენი ფეხბურთი ითამაშა ფაქტობრივად ყველა მატჩში, მცირე მონაკვეთსა და გაფაფხუირებას თუ არ ჩავთვლით სლოვენიასთან, რომელისგანაც ბოლოს კინაღამ გოლი გაუშვა(აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სისულელეა იმაზე დავა, იტალიის ჯგუფი უფრო სუსტი იყო თუ ინგლისის, ფატქებზე ბევრჯერ ვისაუბრე უკვე, რომ ინგლისის უფრო სუსტი იყო და ფაქტები ისევ სახეზეა). ასეთი თამაშით კი ამაზე მეტს ინგლისი არ იმსახურებდა, არ შეუძლია ამ ხალხს მეტი და არ იციან და ჰა😛

კი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიასთან თუნდაც ერთბურთიანი სხვაობით მოგება და მერე ინგლისს შეიძლება გახსნოდა და რთული შესაჩერებელი ყოფილიყო. კი რიო ფერდინანდი აშკარად დააკლდა გუნდს(მაშინ იტალიამ რაღა თქვას, ორი კაცი ჰყავდა ფორმაში და ორივე დაემტვრა, ბუფონი და პირლო, რომელთა რიოსთან შედარება, ცოტა არ იყოს უხერხულია😀 მიუხედავად პატივისცემისა). კი იყო შეცდომები და რაღაც დოზით უიღბლობა, მაგრამ… ჯერ ერთი გუნდს რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ერთი ფეხბურთელის არყოფნა არ უნდა უწყვეტდეს საქმეს, მით უმეტეს, რომ შემადგენლობა კარგი ჰყავს(და ამ შემადგენლობითაც ი^ვამს, იმიტომ, რომ ინგლისია :D). მერე მეორე, არც ერთი უსამართლო მომენტი უნდა უწყვეტდეს და რაც მთავარია, ელემენტარულად უკეთეს ფეხბურთს უნდა თამაშობდეს! არ ეკუთვნოდა ამ თამაშით ინგლისს არაფერი და მორჩა ამით, ნუ შეგვაწუხეთ. კიდევ კარგი ავერიდეთ ამ სამარცხვინო საშიშროებას და შორიდანაც არ დაანახეს ამ მათხოვრებს წმინდა თასი. ამისთვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დიად გერმანიას.

მივედით ფაბიო კაპელომდეც😀 ბუნებრივია ინგლისი ყველა ,მცოდნე’ ქომაგი ახლა გამოდის და ყველაფერს კაპელოს აბრალებს, რაც მართლა სასაცილოა😀 რგოროც ხუმრობით ვამბობ: ,,ფაბიო კაპელოს დანაშაული ის არის, რომ სიმახინჯე ერთი ჯოხის დატრიალებით ლამაზ გოგონად ვერ აქცია, მაგრამ… მახინჯიც მოტ%ნეს :(”. სერიოზულად კი, კაპელოს ჰქონდა მელკი შეცდომები, მაგრამ მასზე ხელის შეწმენდა ძალიან უმადური საქციელი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ როგორ დამაჯერებლად მოაგებინა კაპელომ ინგლისს შესარჩევი ჯგუფი და საკმაოდ კარგი ფეხბურთი ათამაშა გუნდს. სიტყვაზე ისიც ვთქვათ, რომ მან დაუშვა შეცდომები სელექციის დროს, ტაქტიკისა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ისიც კაპელოს ბრალია ,დიდი დამრტყმელები’ ჯერარდი და ლამპარდი ორი მეტრიდან კარში წესიერად რომ ვერ ურტყამდნენ? ისიც კაპელოს ბრალია უეინ რუნიმ დიდ ტურნირზე მორიგი დიდი ფუნა რომ დატოვა და ვერაფერი გააკეთა? ტიპს მშვენიერი სეზონი ჰქონდა და მუნდიალზე ისევ ჩაისვარა, გინდა ფსიქოლოგიურად და გინდა ფიზიკურად. გაიხსენეთ რამდენჯერ იყო დასარტყმელ პოზიციაზე და რამდენჯერ გააკეთა უაზრო პასი. გაიხსენეთ რას აკეთებდა დაცვა და მეკარე… ეს ყველაფერი კაპელოს ბრალია? მე მგონი არა. მე მგონი, რომ თავად გუნდი არ ვარგა გუნდად და ძალიან გადააფასეს ეს ინგლისი, რაღაც მომენტში მეც გადავაფასე. თორემ კაპელოს ზედმეტად მე არ დავიცავ, რადგან სულაც არ ვგიჟდები მასზე და მახსოვს იუვენტუსში როგორ გაგვამწარა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე უყურებდა ხოლმე როგორ ვაგებდით, იდგა და არაფერს არ ცვლიდა ხოლმე, უბრალოდ უყურებდა და ელოდებოდა რაღაცას… გადაფასებულია კაპელოც და საერთოდ, მას მერე რაც რომა გააჩემპიონა ის კაპელო აღარ არის🙂 კლიმაქსი აქვს უკვე დიდი ხანია, აბა სხვაგავარად ინგლისში ნორმალური კაცი არც მივა😀

ბევრი იმასაც ამბობდა, ჯერარდი და ლამპარდი ერთად ვერ თამაშობენ, ერთ-ერთი უნდა დასვასო. შესაძლოა ეს სწორიც არის, მაგრამ… ხომ ყველა იმას ამბობდა, ლამპარდი უნდა დასვას ნულიაო, მაგრამ გერმანიასთან თუ ვინმემ რამე ითამაშა, ეს ლამპარდი იყო🙂 ერთი თამაში ითამაშა ტიპმა და იქაც გოლი არ ჩაუთვალეს. ესეც ,კლასიკა ჟანრაა’ ასეთი ტიპია ლამპარდი, ტრაგიკული. საერთოდ ინგლისი ლუზერების გუნდია და უნდა შევეგუოთ ამას. როი კინი რაც თამაშს შეეშვა დაჭკვიანდა ცოტა😀 თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა შეიქმნეს და რეალურად არ შეხედეს სურათს, არაფრი დიდი გუნდი არ იყო ინგლისი და კაპელოს ბრალი არაფერია, მადლობა თქვან რომ ასეთი მწვრთნელი ჰყავთო😀 ნუ კინმაც გადაამეტა ცოტა, მაგრამ სიმართლის დიდი მარცვალი აშკარად არის მის სიტყვებში.

ყოველთვის მიყვარდა ეშლი კოული😀 ტიპმა პირდაპირ თქვა: I hate England and the fucking people😀 საააღოლ ეშლი, საააღოლ🙂

რუნი ფანებს გაუწყრა. ტერიმ წაგება სხვას დააბრალა და რაღაცეები იბოდიალა(მისმა სკანდალმა ბრიჯის გერლფრენდთან დაკავშირებით ხო ასევე იმოქმედა გუნდზე). ბიჭებმა ლუდი დალიეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ🙂

ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ გუნდში იყო არაჯანსაღი გარემო(როგორც ყოველთვის ფაქტობრივად და როგორც ყველა მწვრთნელის დროს). ეს არის არაჯანსაღი ქვეყანა, არაჯანსაღი პრესით, არაჯანსაღი ხალხით და არაჯანსაღი ნაკრებით და ეს ფაბიო კაპელოს ბრალი არ არის მეგობრებო🙂

დაბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი სიმპათიები და წარმატებები გერმანიას. იოზილი მომწონს ძალიან, იქამდეც მომწონდა, მაგრამ მსოფლიოზე კარგად თამაში ადვილი არ არის და… დუხზე არიან ბიჭები, მაგრამ სუსტი წერტილები აშკარად არის, განსაკუთრებით დაცვაში. ისე ინგლისთან არნე ფრიდრიხი მომეწონა ძალიან. ნოიერი კი ცოტა არადამაჯერებელია. შეიძლება ორი გამაოგნებელი ბურთი აიღოს და ამდენივე სისულელე ქნას.

არგენტინა – მექსიკა 3:1


ძალიან კარგ რეჟისორს ალან პარკერს აქვს ერთი მშვენიერი ფილმი Birdy (1984). სხვათა შორის გირჩევთ, თუ არ გინახავთ. და არის ასეთი მექსიკელი ფეხბურთელი ადოლფო ბაუტისტა. Birdy-ში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არანორმალურად შეყვარებულია ჩიტებზე და მიზეზთა და მიზეზთა გამო(არ დავასპოილერებ) ბოლოს ისე გარეკავს, რომ გადაწყვეტს თავადაც ჩიტი იყოს და ჩიტუნების პოზაში არის გაუნძრევლად, გაშტერებული… არც ხმას იღებს და არაფერი. ზუსტად ასეთად იქცა ადოლფო ბაუტისტა როცა რობერტო როზეტიმ მექსიკელთა კარში კარლოს ტევესის მიერ აშკარა თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა. სხვათა შორის, ბაუტისტა შესვენებაზე შეცვალეს… არასოდეს დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე.

ძალიან მაინტერესებს რაზე ბჭობდნენ როზეტი და მისი ლაინსმენი რამდენიმე წუთის მანძილზე. გახარებული ვიყავი, მეთქი აქ მაინც იზეიმებს სამართლიანობა და გოლს გააუქმებენთქო, აბა რაზე უნდა ელაპარაკათ იმდენი ხანი ვერ ვხვდები. თუმცა არა, ორმეტრიან თამაშგარეზე ფართოდ დახუჭეს თვალები მსაჯებმა და რობერტო როზეტიმ ხელი ჯიუტად გაიშვირა ცენტრისკენ, რითაც საწყალი ბაუტისტა დააჩიტუნა.

სწორედ ამ დღეს და ამ მომენტიდან ბოლომდე დავიკიდე ეს ჩემპიონატი და ახლა ისე, გასართობად ვუყურებ, სხვანაირად აზრი აღარ აქვს. ასეთი მარაზმები არ უნდა ხდებოდეს და არავინ თქვას, რომ არგენტინა ისედაც მოიგებდა ამ მატჩში უეჭველიო, ეს უცნობია. მით უმეტეს, რომ მექსიკამ დაიწყო ჩინებულად, ჯერ შორეული დარტყმით ძელს გაარტყა ბურთი და მერე, გუარდადოს მილიმეტრები დააკლდა გოლის გასატანად. არ იყო ცუდი გუნდი მექსიკა და შეეძლო კონკურენციის გაწევა.

არიან ნაკრებები და გუნდები, რომლებსაც მცირე უსამართლობაც კი(და მით უმეტეს ასეთი) წამშივე ანადგურებთ და მექსიკაც მათ რიცხვშია. ეს არის ხალხი, რომლებიც მყისვე ყურებს ჩამოყრიდნენ და მეც მესმის მათი, რადგან დიდ წილად ასეთი ვარ შეიძლება, ეს კარგი არ არის, მაგრამ ადამიანის ბუნებაა რა… და ვთვლი, რომ სადაც უსამართლობაა, იქ ჩემი ადგილი არ არის და იქიდან უნდა გაეცალო. ბრძოლა, სადაც ღირს და სადაც სამართალია იქ მიყვარს. მექსიკელებმაც ყურები ჩამოყარეს და გეხსომებათ, როგორ გაუშვეს მეორე გოლი. თავს დავდებ, რომ ის ტყუილად ჩათვლილი გოლი რომ არა, რიკარდო ოსორიო იმ საშინელ შეცდომას არ დაუშვებდა და არგენტინა მეორე ნაჩუქარ გოლს ვერ მიიღებდა. შესვენებაზე ფეხბურთელებმა კინაღამ იჩხუებს და ბუნებრივიცაა. თან სლე გაბრიელ ჰაინცე ძალიან აღზნებული იყო და გასალახიც.

მერე უკვე ტექნიკის საქმე იყო, რაც არგენტინელებს უხვად აქვთ. კარლოს ტევესმა უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით გაიტანა მესამე გოლი. ხოლო ბოლოს ოდნავ გამოღვიძებულმა მექსიკელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ეს ხავიერ ერნანდესმა შეძლო, ჩიჩარიტამ მშვენიერი დარტრყმით გაიტანა და საერთოდ, ყველაზე გამტანი და კარგი ფორვარდია ამჟამად მექსიკელთა რიგებში, იქამდეც ძირითადში უნდა ყოფილიყო. ერთადერთი მინუსი აქვს ჩიჩას, თავისი კარიერა ისეთ ამაზრზენ კლუბს დაუკავშირა, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია😀 (ეს ნახევრად ხუმრობით).

არგენტინა უკეთესი გუნდია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ არგენტინელები უეჭველი მაინც მოიგებდნენ არასწორია, ეს თამაში მსაჯებმა გააფუჭეს და მორჩა. მექსიკას კი ჰქონდა სუსტი წერტილები და აგირესაც მოუვიდა რამდენიმე შეცდომა, რაც დასანანია. რა გაეწყობა, მომავალ მექსიკამდე.

ცალკე კაიფია ის, რომ ლიონელ მესის გოლი ვერ გააქვს ჯერჯერობით და პატარა ლეო ისევე ნერვიულობს ამის გამო, როგორც მისი ჩამწკრივებული ფანები😀😀 ვნახოთ სადამდე გაგრძელდება ხალისი, ისე ნუ ინერვიულებთ მეგობრებო – ყველაფერი კარგად იქნება.

ჰოლანდია – სლოვაკეთი 2:1


ვიცი, რომ იტალია ბევრს აძლევს თამაშის საშუალებას(არადა რო კითხო ზოგს კეტავს თამაშს და არავის არ აძლევს თამაშის საშუალებას :D) და ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც… ყველა სლეს რაღა იტალიასთან აუდგება ხოლმე?😀 რობერტ ვიტეკმა რაც დაინახა იტალიასთან ყველაფერი გაიტანა და ჰოლანდიასთან ბევრად უფრო მარტივად გასატანი ბურთები გააცუდა, განსაკუთრებით ერთი. ასევე ჩინებული შანსი ჰქონდა მიროსლავ შტოხს. სლოვაკებს ამ მომენტებიდან ორი რომ გამოეყენბინათ, დაავიწყებდნენ ჰოლანდიას ძალების დაზოგვას და პრაგმატულ თამაშს😀

აკი ვამბობდი ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაშითქო. არაო აი ნახავ მაგ სლოვაკეთს რას უზამს ჰოლანდიაო, მეც ასე მეგონა, რომ ფორით მოუგებდა(მაგრამ ეს არ შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში), მაგრამ ცოტა სხვანაირად წავიდა საქმე. კი ნარინჯისფერებს ჰქონდათ მომენტები და რომ გამოეყენებინათ 2:0, 3:0 გახდებოდა წყნარად, მაგრამ ვერ გამოიყენეს და კინაღამ აქეთ გაუშვეს. მერე კი ის უაზრო პენალტი და გოლი ბოლო წამზე იმისთვის იყო მგონი, რომ მე და კიდევ ბევრს ბილეთი ვერ მოგვეგო ტოტალიზატორში. ისე რას მოვესწარით, რობერტ ვიტეკმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა😀 კარგად მეტყველებს თავად ჩემპიონატზე.

რობენის გოლი ტრუხა ჭამეს სლოვაკებმა, დაახლოებით ისეთი აშშ-მ რომ ჭამა ბოატენგისგან. რობენს ტრავმამ ფორმა არ დააკარგვინა როგორც ჩანს. მართალია თითქმის სულ ერთი და იგივეს აკეთებს პრიმიტიულად, მაგრამ კარგად გამოსდის. კარგია სნეიდერიც. 1:0-ზე რობენი რატომ გაიყვანაო რომ ამბობენ, ალბათ 90 წუთისთვის ჯერ მზად არ არის, თან მოუფრთხილდა თავის ლიდერს, ცოტა გარისკა, მაგრამ ჭკვიანი კაცია მარვიიკი.

ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვა მატჩის წინა ღამეს ელჯერო ელიას. ალბათ ველური სექსი ჰქონდა, ერთბაშად რამდენიმე ქალთან. აბა სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმას, რასაც ის მინდორზე აკეთებდა, აბსოლუტურად ძალაგამოცლილს ჰგავდა, ვერც პასს აკეთებდა წესიერად და ვერც ურტყამდა, უცაცუნებდა ამ ჯაბულანს და უცაცუნებდა. არადა ძალიან ტეხნარია და ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. ვიტყოდი, მარვიიკის ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

ისე, ცოტა ხო არ დაუგვიანდა ჰოლანდიას პოტენციალის გამოჩენა, ვნახოთ ვნახოთ…

ბრაზილია – ჩილე 3:0


ბრაზილიას ვერ ვიტან, მაგრამ ასე მათი ნაკრები არ მომწონებია დიდი ხანია და დუნგა ჩუვაკია საერთოდ. თან ის მიხარია, ბრაზილიას უმთავრეს ფავორიტად რომ მივიჩნევდი და ბევრ ბრაზილიის ქომაგს აქეთ ვეკამათებოდი ყველაზე მაგარი ნაკრები გყავთთქო და ისინი მეუბნებოდნენ არა, დუნგა კვერცხია ყურით მკენწლავები არ მიჰყავსო. ახლა კი აქებენ და ნაკრებიც მოსწონთ, მაგრამ… ეს ახლა😀

ჩილესთან ბრაზილიამ აჩვენა თუ რამხელა პოტენციალი აქვს და ალბათ მარტო მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ესეც მხოლოდ 50, მაქსიმუმ 70% იყო იმისა, რაც დღევანდელ, დუნგას ბრაზილიას შეუძლია. შეიძლება რონალდინიოს ცუდი სეზონი არ ჰქონია, მაგრამ მისი ადგილი ამ სახის ნაკრებში არ იყო. აი პატოს წაყვანა შეიძლებოდა. თუმცა დუნგამ ასე გადაწყვიტა და ჯერჯერობით ვერაფერს ვეტყვით.

ლუიშ ფაბიანო ცოტა მოუხეშავია და ხანდახან სასაცილოც არის ზედმეტ ტეხნარობას რომ ცდილობს, მაგრამ მაინც ნორმალური ფორვარდია და ვინ იცის, ბომბარდირადაც მოგვევლინოს. კაკა უჩვეულოდ ნერვიულია, ამ მშვიდი ტიპისგან ასეთ ფსიხობებს არ ველოდი და ვნახოთ როგორ გააგრძელებს, როგორ წაუვა თამაში. რობინიო რაც არის ეგ არის რა… მე დიდი წარმოდგენისა არასდროს ვიყავი მასზე, მაგრამ შეუძლია კარგად თამაში. დანარჩენებიც მშვენივრად თამაშობენ სეზარიდან და ლუსიოდან დაწყებული, რამირესითა და ბასტოსით დამთავრებული.

ჩილესთან ისე ითამაშეს პაპუასებმა, რომ გულწრფელად შემეშინდა, აი ასეთი ნაკრები ჰყავთ. დუნგას ერთადერთი მინუსი გემოვნების არქონაა, პანიკურად ცუდად იცვამს😀 მოკლედ, ძალიან არ მინდა მეექვსედ გახდნენ ესენი, თან მერე ბრაზილიაში ტარდება და მოკლედ, ტვინს გადაგვჭამენ და არ გვინდა რა…

პარალელურად, ასე დასრულდა ჩილეს ლამაზი თავგადასავალი… მარსელო ბიელსამაც განაგრძო ლუზეროლოგია და მორჩა კინო. არ დაეტყობათ ყველა ერთნაირები არიან დაბალანსებული გუნდიაო, კი ამბობდა ზოგი, მაგრამ გარი მედელის არყოფნა მაინც შესამჩნევი იყო ჩილეს შემადგენლობაში, ასევე ესტრადასი და პონსესი. ვერც თავად ითამაშეს ბრაზილიასთან ჩილელებმა და ტაქტიკაც არ უვარგოდათ. ამიტომ უნდა გასულიყვნენ ჯგუფში პირველზე და რაღაც შანსები ექნებოდათ, არც უაზრო ყვითელი ბარათები არ უნდა აეკიდებინათ.

პარაგვაი – იაპონია 0:0 (5:3 პენ.)


თამაშის მხრივ ეს იყო ყველაზე უღიმღამო მერვედფინალი, მაგრამ ძნელია რომელიმე გუნდის ფეხბურთელები დაადანაშაულო და ლამაზი თამაში მოთხოვო, როცა სასწორზე მეოთხედფინალში გასვლა არგასვლა დევს. მით უმეტეს, იაპოშკებმა ერთი-ორი ისეთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს ბევრს შეშურდებოდა და პარაგვაისაც ჰქონდა რამდენიმე გააზრებული იერიში. გასავარდნად ნამდვილად ორივე გუნდი ცოდო იყო, და აზიელების სიმპათიურ ნაკრებზე გული დამწყდა.

პარაგვაი უფრო მძლავრი გუნდია და ბურთის ფლობით და ტერიტორიული უპირატესობით აჯობა მეტოქეს. იაპონია შედარებით უკეთესია ტექნიკით და შორეული დარტყმები აქვს მაგარი. ჯამში აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო და გაიმარჯვა იმან, ვისაც უფრო გაუმართლა. დაისუკე მაცუი, იასუჰიტო ენდო, იოშიტო ოკუბო, განსაკუთრებით კეისუკე ჰონდა და საერთოდ ყველა იაპონელი, კარგი ფეხბურთელები არიან და წარმატებები მათ.

ისე კომანო რომ პენალტს ააცილებდა, წინასწარ ვთქვი. სახეზე ეწერა მასტს. 90% ვიცნობ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს😀 ვინმე ჩემნაირი უნდა ჰყავდეთ გუნდებს, სახეზე რო შეხედოს ტიპებს და თუ შეატყობს რომ წინასწარ აქვს დარხეული მასტს აღარ დაარტყმევინონ😀

ესპანეთი – პორტუგალია 1:0


დღევანდელი პორტუგალია ტრუხა რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მე უარესს ველოდი, არ მეგონა თუ ესპანეთს თუნდაც ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. საბოლოოდ, ესპანელებმა დამსახურებულად მოიგეს და გატანილი(სხვათა შორის საკამათო, მგონი თამაშგარე იყო, მაგრამ ისეთები ვნახეთ უკვე, ეს ვიღას უკვირს) ლამაზი გოლის მერე, მართლა ძალიან კარგად ითამაშეს. აი იქამდე კი არცთუ დამაჯერებლად. ერთი-ორი, ქაოტური, მაგრამ მანც მომენტი პორტუგალიასაც ჰქონდა და რომ გაეტანა, ძალიან გაუჭირდებოდა მერე ესპანეთს, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ბოლომდე არ აქვს გამჯდარი გამარჯვებულის ფსიქოლოგია და ეს ლოგიკურიცაა. გოლი რომ გაიტანეს, მხოლოდ მერე გაიხსნენ ტიპები.

დავიდ ვილია, ძალიან კარგი ვინმეა და ბომბარდირობაში მისკენ ვარ, რაღაცნაირი ლუიშ ფაბიანო და ნე რიბა ნე მიასა გონსალო იგუაინი(მიუხედავად ზოგადი სიმპათიისა) არ მინდა. ინიესტა ცოტა აჭრილია და ბურთს ზედმეტად ათრევს. ხაბი ალონსო დონეა. ფერნანდო ტორესი აშკარად არ არის ფორმაში და მააგარი კაცი ფერნანდო ლიორენტე ჯობია, რომელიც როგორც ბასკების უმეტესობა თავისებურად კაი ტიპია. აი დაცვაში ვერ არის ესპანეთის საქმე მთლად კარგად. ეგ კი არა, იკერ კასილიასმაც ორჯერ ისე არადამაჯერებლად ითამაშა რომ…

პორტუგალიელებიდან ძალიან მომეწონა ყველა მატჩში და გულწრფელად შემეცოდა მეკარე ედუარდო, საოცარ ბურთებს იღებს. კრიშტიანუ რონალდუს თამაში არ უნდოდა და შეგუებული იყო მარცხს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არაფერი არ გაუკეთებია, არც უნდოდა, აი ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, არ შეეძლო კი არა, არ უნდოდა. კარგი ბიჭი ჩანს ფაბიო კოენტრაუ, ოღონდ დასახვეწია. პეპემ თავისთვის ცოტა უჩვეულო პოზიციაზე კარგად ითამაშა. დანარჩენები არ ვარგოდნენ. არც შეიძლებოდა კარლოშ კეირუშს რამე სერიოზულისთვის მიეღწია.

მეოთხედფინალები

იმედს ვიტოვებ, რომ ჰოლანდია ცხოვრებაში ერთხელ ჩაიდენს სერიოზულ საქციელს და გააგდებს ამ ბრაზილიას. იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ ჰოლანდიელებს მართლა აქვთ დიდი პოტენციალი და აქამდე უბრალოდ ვარჯიშობდნენ. თუმცა ფავორიტად მაინც ბრაზილიას მივიჩნევ😦 და მგონია, რომ პაპუასები ძირითად დროში მოიგებენ, მაგრამ სიამოვნებით შევცდები. ფაქტი ერთია, ორივე ამ ნაკრებს ჩემპიონატზე პირველი რეალური მატჩი და ბრძოლა, სწორედ ურთიერთშეხვედრისას ექნებათ.

განა ადვილად ურუგვაის ნამდვილად არ მოაგებინებს, თუ საერთოდ მოაგებინებს. თუმცა მაინც მგონია, რომ ურუგვაელები ნახევარფინალში გასვლის ამ საოცარ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და იძალებენ. ნიჭიერი ხალხია მაინც ფეხბურთში. ისე ჩემი აზრით, პირველ მატჩში ჰოლანდიისკენ უნდა იყვნენ, რადგან მგონია, რომ ჰოლანდიას უფრო ეჭიდავება ურუგვაი, ბრაზილიასთან კი შანსი არ ექნება. შესაძლოა ვცდები კიდეც.

მიუხედავად გერმანიის სიყვარულისა და პატივისცემისა და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა მარადონამ მწვრთნელის რანგში მოიგოს მსოფლიო და ვიღაცეებს ეგონოთ, რომ მთავარი ფსიქოლოგიაა და ტაქტიკა საერთოდ არაფერს წყვეტს და მარადონა ღმერთია და ბლაბლაბლა… მაინც მგონია, რომ არგენტინა შურს იძიებს 2006-ზე და გავა ნახევარფინალში. ისიც მგონია, რომ პირველი ტაიმბოლი(ანუ 1/2 უფრო კი 2/1) სწორედ ამ მატჩში წამოვა. ვინმემ ისე არ გაიგოს მარადონა მძულდეს, უბრალოდ არ ვაფანატებ ამ ადამიანზე და ჩემთვის ის უბრალოდ უდიდესი ფეხბურთელია და მეტი არავინ და არაფერი. ვნახოდ რას ურჩევენ ამჯერად ის აპასნად გრძელთმიანი და ბრიოლინიანი ორი ჩუვაკი, პერიოდულად რო მიუახლოვდებიან და რაღაცას ჩასჩურჩულებენ ხოლმე😀

ისე კაი რთული მატჩი იქნება, დაცვაში ორივეს უჭირს, ცოტა უკეთ ამ მხრივ გერმანიას აქვს საქმე. სამაგიეროდ, არგენტინა შეტევითი პოტენციალით ჯობია აშკარად მეტოქეს. გერმანიას კი კიდევ ერთი დამატებითი პლუსი აქვს – გერმანიაა😛

ოხ როგორ ერჩივნა ესპანეთს იაპონია გასულიყო😀 ვფიქრობ, ურთულესი მატჩის გადატანა მოუწევთ პირინეელებს. პარაგვაი ძალიან ძნელი გასაგდები იქნება. სამხრეთამერიკელთა ფორვარდებმა თუ არ გამაზეს ის 2-3 მომენტი, რომელიც მჯერა მიეცემათ ამ მატჩში, მაშინ შესაძლოა ბევრი პატარა გოგოშკას ცრუ ცრემლი ვიხილოთ 3 ივლისს😀 ასევე ბევრი უაზროდ აჟიტირებული და ესპანეთომანიას აყოლილი ბიჭუნას გინება და გოდება. ნუ ცხადია მცირე ნაწილი სერიოზული ქომაგებისაც ჰყავს ესპანეთს. მაინტერესებს რა შემადგენლობით ითამაშებს დელ ბოსკე, დააყენებს თუ არა ლიორენტეს ძირითადში, ალბათ მაინც არა.

სამხრეთამერიკული გუნდები ისევ უდიდესი წარმატებით განაგრძობენ სვლას. ხუთივე ვერ გავიდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბრაზილია და ჩილე ერთმანეთს ხვდებოდნენ😀 8 გუნდში 4 სამხრეთ ამერიკულია, სამი ევროპული და 1 აფრიკული. ყველანაირი ლოგიკით უფრო დიდი შანსია სამხრეთამერიკული ფინალი ვიხილოთ. ნურც ევროპას ჩამოვწერთ, ვინ იცის, ეგებ იქითა მხრიდან ჰოლანდია გადის და აქედან გერმანიასა და ესპანეთს აქვთ შანსები.

სტატისტიკაზე უფრო დაწვირლებით, სხვა ამბებზე და ძუძუებზე, მერე ვილაპარაკოთ.

მოკლედ, ასე ამოუვსეს ყველა ხვრელი სამარცხვინო ინგლისს და ასე გაამგზავრეს იმ საშინელ კუნძულზე. ასე დაკარგა ჩილემ ესტრადა და პუბლიკა. ასე გმირულად დაეცა იაპონია და მისმა მწვრთნელმა ყველაფერი ჩემი ბრალია, მეტი შეგვეძლო და რომ ვერ ვქენით ჩემი ბრალიაო და კინაღამ ხარაკირი გაიკეთა. ასე მისცა სალაპარაკო რონალდუმ მის მოძულეებს. ასე ვეღარ ჩაეხუტნენ სიხარულისგან ერთმანეთს მამა-შვილი ვაიზები, მხოლოდ სინანულით ანუგეშეს ურთერთი, ისევე როგორც მამაშვილმა ბრედლებმა, მაგრამ მათ ნაკლებად ანუგეშეს, კაცური არ არის, მათ სტილში არ ჯდება, მამამ უბრალოდ გადააფურთხა. ასე დაწყდათ გული კორეელებს და ნეტა როგორ არის ადოლფო ბაუტისტა?

პ.ს.

ალბათ ხვდებით ეს სურათი რით არის განსაკუთრებული. თუმცა მაინც ავხსნი ვინც ვერ მიხვდა. ერთ იტალიურ სანაყინეს ვეწვიეთ, რომელშიდაც არის ასეთი ბუკლეტები, რომლებზეც ფასები და მენიუ წერია სხვადასხვა ენაზე, რათა უცხოელთათვისაც გასაგები იყოს. მეც სურათი გადავუღე, მეტი რაღა მინდოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ არის ესპანურენოვანი ბუკლეტები? იმიტომ რომ საქართველოს ბოლო დღეებში ესპანელთა უჩვეულოდ დიდი ნაკადი მოაწყდა და ყველამ იმ სანაყინეს მიაშურა? არა მეგიობრებო, ესპანურენოვანი ბოლო ბუკლეტი ჩემს წინ ერთმა ბიჭმა ამოიღო და იცით რატომ? იმიტომ რომ… ,ვაიმეეეე ფერნანდო ტორესიიი რა საყვარელია, ჭორფლებიიიი’, ,ჩემი პუდელი პუიოლიიიიი’, ,ვილიააა მარავილიაააა’, ,პიკე ანგელოზიაა, საკალელეიიი’.

და ეს უკვე მარაზმია🙂 მხოლოდ ამიტომ არ მინდა, რომ ესპანეთმა მოიგოს, რადგან უაზრო ესპანეთომანია და გოგოშკომანიაა ქვეყანაში. აბსოლუტურად ზერელე ჩაუხედავი ბავშვები რაღაც სისიულელეებს იძახიან და ნერვებზე მოქმედებს ეს ყველაფერი და ნერვები გვერდზე იყოს, მათ ფსიქოლოგიაზეც და სერიოზული პრობლემაა მოკლედ😀 ისევე როგორც უაზრო ინგლისომანია, რომელიც ცოტა დავაცხრეთ იმედია. ესპანეთს უნდა ქომაგობდე იმიტომ, რომ მართლა მოგწონდეს და ერკვეოდე, თორემ იმიტომ კი არა ევროპის ჩემპიონი რომ გახდა და ფერნანდო ტორესს ჭორფლები რო აქვს და ფეშენბოია.

ესპანეთის ჭეშმარიტ ქომაგებთან ბოდიში, მაგრამ სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ:

მოკლედ, ყველა ელეს, ყველა თაკჩოს, ყველა ნატაშკას, ყველა ანკას, ყველა მაკოს, ყველა ნიიიის, ყველა ეკის, ყველა მარის, ყველა თეოს და ყველა სოფის ვულოცავ ესპანეთის მოგებას!

ესპანეთი ყუელაზე მუაგარია ბავშვებოოოო! პაკჩო

Written by 1myway1

July 1, 2010 at 11:00 am

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სიმართლე გითხრა დამეზარა მთლიანად წაკითხვა, სურათების მიხედვით ამოვარჩიე საინტერესო მონაკვეთები.
    ვიზიარებ შენს აზრს ამ ძალით გულშემიტკივრობაზე და გაპიარებულ ნაკრებებზე.

    Deutschland Über Alles

    Giorgi Gubeladze

    July 1, 2010 at 11:53 am

  2. magari xar ra😀

    skiamakia

    July 1, 2010 at 11:56 am

  3. miuxedavad didi mcdelobisa (an sheidzleba arc gicdia:)) ) imglisis monakveti dzalian subieqturad aris naweri.. ise kargia😉

    sandro

    July 1, 2010 at 2:24 pm

  4. გაიხარეთ🙂

    sandro
    ნუ სადღაც-სადრაც სუბიექტურია შესაძლოა, მაგრამ მთლიანად არა. ინგლისი ინგლისია რა😀

    1myway1

    July 1, 2010 at 6:15 pm

  5. მშვეენიერია🙂 რამე თუ გამოვტოვე შენს ბლოგს ვეწვევი ხოლმე და დეტალნად ყველაფერი :)))) მადლობ

    პ.ს . ინგლისზე გეთანხმები 100 % :)))

    Van Lover

    July 1, 2010 at 7:12 pm

  6. შესანიშნავი მიმოხილვაა, განსაკუთრებით გერმანიის ქება და ინგლისის ჩაძირვა მომეფონა გულს. მგონი პირველი ხარ, ვინც თქვა/დაწერა/გაიფიქრა, რომ 2:2-ზე გერმანია არ გატყდებოდა და ფაცანა ინგლისელები მაინც წაასხამდნენ.

    იფ იფ იფ

    BigCrow

    July 1, 2010 at 7:40 pm

  7. გაიხარეთ გაიხარეთ🙂

    1myway1

    July 2, 2010 at 6:38 am

  8. მოკლედ, შენ თუ გადაეკიდე ნაკრებს, მორჩა, შანსი არ არის რომ აზრი შეიცვალო : )))
    საერთო ჯამში გეთანხმები, რომ არა გადამეტებული ლანძღვა საცოდავი ინგლისელების და მშვიდად ვარ იმის გამოც, რომ ესპანეთის იმ გულშემატკივრებში არ გავდივარ, ვინც შენც გაღიზიანებს და მეც : ))

    ჩემი ძალიან ძველი დროშაც ამას ამტკიცებს : ))
    მე მახსოვს 2002 და არ გაპატიებთ!!! : ))

    Nata

    July 2, 2010 at 10:08 am

  9. როგორც ესპანეთის ნაკრების ნამდვილ გულშემატკივარი
    ( მხოლოდ და მხოლოდ მათი ფეხბურთი მხიბლავს და არა დავიდ ვილას ბლანჟე ან ხაბი ალონსოს პრესი) აღშფოთებული ვარ ამ სტატიით :):):):):) მე რაზე ვღადაობ იცით ?🙂 ყოვლად დამცირებულმა და გაფარჩაკებულმა იტალიის ფანებმა ბოღმით რომ აღარ იციან რა ქნან იმ ესპანეთის ლანძღვას მიჰყვეს ხელი რომელიც ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს დედამიწაზე და თან ისე გაკადნიერდნენ რომ გოგოშკების საყვარელ გუნდს ეძახიან. პოსტის ავტორს მივმართავ ნამუსი არ გაქვთ ? ფეხბურთს არ უყურებთ ? დაბრმადვით ? ობიექტურობის ნატამალი არ აქვს ამ პოსტის ავტორს. ვერ ხედავთ რომ ესპანეთის ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა არც ერთ გუნდს არ აქვს ? ზემონახსენები გოგოშკები იტალიელებს რო ყავთ ფანებად ნეტა მაგდენი ვინმეს ყავდეს. იტალიას რის გამო გულშემატკივრობდნენ ეგეც გაიხსენეთ. პროსტა ტეხს რააა. ჯერ ინტერში იტალიელები ათამაშეთ, მერე შამახის, ტიმოშჩუკის და ვან ბუიტენის გაბახებულ საწყალ უდღეურ იუვენტუსს მიხედეთ, ატირებულ კანავაროს ცრემლები მოწმინდეთ, ვიტეკის გატანილი გოლი გამოიღეთ ხოლო ლიპის კი საკუთარი სათვალე აჭამეთ. როგორც მავანნი ამბობენ იტალიის ნაკრების თამაშზე მეტ ესთეტიურ სიამოვნებას სილვიო ბერლუსკონის პლაჟზე გადღებული ტიტველი ფოტოების ყურება მიანიჭებს თავად იტალილებეს. ხავიმ და ინიესტამ დაამტკიცეს რომ ისინი უბრალოდ ფეხბურთს თამაშობენ და ვერც შაინშტაიგერი ან თუნდაც კრიშიტო
    (ლეგენდარული აპენინელების ლეგენდარული ფეხბურთელი იააკუინტასთან ერთად) ფეხებს ვერ მოსჭამენ ძირში. ესპანეთის კი გშურდეთ და ლანძღეთ რამდენიც გინდათ მტრები და მოშურნეები მარტო ძლიერებს ყავთ.

    მეზიზღება იტალია. უბრალოდ მაკარონშიკების ნაცია.

    July 8, 2010 at 10:08 am

  10. მეზიზღება იტალია. უბრალოდ მაკარონშიკების ნაცია.

    საააღოლ საააღოლ
    😆

    1myway1

    July 8, 2010 at 10:13 am

  11. 😀 საღოოოლ საღოოოოლ თქვენს ობიექტურობას

    მეზიზღება იტალია. უბრალოდ მაკარონშიკების ნაცია.

    July 8, 2010 at 10:28 am

  12. ყველაფერი კარგად იქნება

    1myway1

    July 8, 2010 at 10:29 am

  13. იუვენტუსი გაბრწყინდება🙂 ნეტარ არიან მორწმუნენი:)

    მეზიზღება იტალია. უბრალოდ მაკარონშიკების ნაცია.

    July 8, 2010 at 11:30 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: