1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

განდაგანა

with 9 comments

მეოთხედფინალებმა ისე დამცალეს ემოციისგან და ისეთი გადაღლილი ვარ, არ ვიცი რას და როგორ დავწერ, მაგრამ მაინც უნდა ვცადო, შედარებით მოკლედ😀 აი ასე იძახეს და ვიძახეთ სამხრეთ ამერიკული ნაკრებები დომინირებენო და… ასამოა გიანს 120-ე წუთზე პენალტი რომ გაეტანა დღეს აღარაცერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი აღარ იქნებოდა ნახევარფინალში :)  ახლა კი დარჩა მხოლოდ ერთი, შესუსტებული შემადგენლობის მქონე ურუგვაი და შესაბამისად უდიდესია იმისი შანსი, რომ ისტორიაში პირველად ევროპულმა ნაკრებმა სხვა კონინენტზე მოიგოს მუნდიალი, რაც თავისთავად კარგი იქნება და ბევრს გააჩუმებს🙂 მოკლედ მაინც ყოჩაღ ჩვენი ბებერი კონტინენტის ბინადრებს🙂

პოზიტივის დანახვა ცხადია ყოველთვის კარგია, მაგრამ ნეგატივსაც ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ ამ შემთხვევაში. მსაჯები ყოჩაღობას აგრძელებენ და თითოეული თამაშის შემედეგ, მინიმუმ თითო ახალი მიზეზი ემატება ვიდეო-გამეორების შემოღების აუცილებლობას. ასევე თითოეული დარტყმისა და მეკარესთან ბურთის მისვლის მერე ისევ ვრწმუნდები, რომ ჯაბულანი ძლიან ცუდი ბურთია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი დიდ წილად აღარ მაღელვებს უკვე, რადგან სამართალს სძინავს.

მართალია, მეოთხედფინალები ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს მაინც არ არის კარგი ჩემპიონატი და დრამატიზმით თუ აღემატება სიტყვაზე იმავე 2002-ს, აშკარად ჩამორჩება სამართლიანობის ხარისხითა და მსაჯების შეცდომების სიუხვის კუთხით ანუ ამ ჩემპიონატზე ბევრად მეტია მსაჯთა უხეში შეცდომები, რამაც ბევრი თამაში გააფუჭა უკვე და ვინ იცის, ისედაც ჩაშხამებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალები და ფინალიც ჩაგვაშხამოს.

მეოთხედფინალები

ჰოლანდია – ბრაზილია 2:1


ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი ბრაზილიის ნაკრები ყველაზე მეტად მძულდა(სანამ ინგლისი არ გადააჭარბებდა, სულ ეს ორი ნაკრები მეზიზღება) და არც არასდროს ამომივა პაპუასებზე მზე და მთვარე, მაგრამ პატივს მათ ყოველთვის ვცემდი, რადგან თუ კი რამე აქვს ამ ქვეყანას კარგი ეს პირველ რიგში ფეხბურთია. თუმცა ყოველთვის მათ წინააღმდეგ ვქომაგობდი და ასე იყო ახლაც. ოღონდ, სხვაობა დიდია, გულწრფელად ვამბობ, საბოლოოდ ჰოლანდიის მოგება თან გამიხარდა და თან საშინლად დამწყდა გული ბრაზილიის გავარდნაზე, ასე მე ბრაზილია რასაც ფეხბუღტს ასე ვთქვათ, ლაივში ვუყურებ(ანუ სანაკრებო დონეზე 1994 წლიდა) არასოდეს არ მომწონებია და რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სადღაც, გულის სიღრმეში გული დამწყდებოდა პაპუასების გავარდნაზე.

თამაშის შემდეგ ლაპარაკი და შეცდომების ძებნა ადვილია. ბევრი სუბიექტურიც არის და ზედმეტს პროფესორობს, მაგრამ… გულზე ხელი დაიდოს ყველამ და აღიაროს, რომ მთელი ტურნირის მსვლელობისას ნაჩვენები თამაშით, განსაკუთრებით, ჩილესთან მატჩისა და ჰოლანდიასთან ჩატარებული პირველი ტაიმის მერე, ბრაზილია მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა სჩანდა და აშკარა ფავორიტად იკვეთებოდა. თითქოს დაუმარცხებელი გუნდი ყოფილიყოს. მე ბრაზილია ვაღიარე და ახლაც მგონია, რომ ბრაზილიელებმა თამაში თავისით, ძალით წააგეს. თუმცა არცერთი წამით არ უნდა დავუკარგოთ თავისი მშვენიერ ჰოლანდიასაც და ენა არავის არ უნდა მოუბრუნდეს იმის სათქმელად, რომ დაუმსახურებლად გავიდა ჰოლანდია, რა სისულელეა.

არ მიყვარს გურჯული დოგმები და სტერეოტიპები, ამიტომ ბოლომდე ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, რომ ბრაზილია შემტევ ფეხბუღტს არ თამაშობდა და აუცილებლად ყურით უნდა ეკენწლა, რადგან სხვანაირად ამ ნაკრებს არ შეშვენის… ბოლომდე ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, მხოლოდ ნაწილობრივ.

ჯერ ერთი, ბრაზილია თამაშობდა საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს, ოღონდ შედარებით მცირე დოზით ავლენდა ამას და რაც მთავარია აღწევდა შედეგს, სანამ თავადვე არ დაიღუპავდა თავს. ციხე შიგნიდან ტყდებაო და ფელიპე მელუმაც ,თავი გამოიჩინა’.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დუნგას სახით ბრაზილიამ დაკარგა ძალიან კარგი მწვრთნელი და ამ უდავოდ ნიჭიერ და ახალგაზრდა სპეციალისტს წარმატებას ვუსურვებ კარიერაში. არ უნდა გადამგარიყო, მაგრამ ალბათ იცოდა, რომ პაპუასები მაინც მოხსნიდნენ და თავად წავიდა. მე არ ვთვლი, რომ ბრაზილიის მარცხი დუნგას ბრალი იყო, და მან სერიოზული შეცდომები დაუშვა. ფაქტი ის არის, რომ დუნგას ჰყავდა უმაგრესი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა.

ვინ არის ფელიპე მელუ მე კარგად ვიცი, იუვენტუსში გაგვამწარა და იტალიაში ჩამოსვლამდე ასეთი იყო, ფიორენტინაშიც პირველივე მატჩში წითელი ბარათით ,გამოირჩა’. ადამიანს წამიერად ბინდი ეფარება ხოლმე თვალებზე და ფსიქოპატი ხდება, მე ასეთების გამოსწორების არ მჯერა.

ახლა ვინმე იკითხავს ესეც დუნგას ბრალია, მაშინ რატომ წაიყვანა ნაკრებშიო? დუნგამ მელუ იმიტომ წაიყვანა, რომ მის პოზიციაზე ფართო არჩევანი მართლა არ ჰქონდა და მერე მეორე, ფსიქოპატობის გარდა, მელუს შეუძლია იყოს ისეთი  საოცარი, როგორიც იყო მაშინ, როცა რობინიოს არანორმალურად მაგარი საგოლე პასი გაუკეთა. მელუს შეუძლია კარგი პასიც, დარტყმაც და ჩამშლელიც კარგია. ამიტომ, ხშირად იღებ და რისკავ რა… თან ვერ წარმოიდგენ, რომ ერთ მატჩში, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ტიპი ამდენ სლეობას გააკეთებს, ჯერ საკუთარ კარში გაიტანს გოლს და მერე წითელ ბარათს აიკიდებს.ვთქვათ ერთიც, გოლი მარტო მელუს ბრალი არ იყო. რაღაც წვლილი ჟულიო სეზარსაც მიუძღვის, შეიძლება არ დაუძახა სათანადოდ და მაინც ცოტა ცუდად გამოვიდა.

კი ბატონო, გუნდი ერთი მომენტის გამო (თუნდაც ასეთი უაზრო მომენტის გამო) არ უნდა ტყდებოდეს და იმაზეც თანახმა ვარ, რომ 1:1-ს მერე, ბრაზილია ძალიან ცუდი იყო, ვერაფრიტ ვერ გააძლიერა შეტევა და ვერ მიაწვა მეტოქეს, რის გამოც გადავიდა აუტანელ წუწუნზე, უხეშობაზე, ჩხუბსა და ისტერიკაზე(რაც მას სჩვევია, როცა აგებს), მაგრამ… ეს პირწმინდად დუნგას ბრალია? რატომ, რონალდინიო და პატო რომ არ ჰყავდა? ოღონდ ადრიანო არ მიხსენოთ.

ჯერ ერთი, როანლდინიოს ცუდი სეზონი არ ჰქონია. მაგრამ არც გამაოგნებელ ფორმაში იყო, მერე მეორე, დავიჯერო ერთი რონალდინიო შეცვლიდა ყველაფერს, როცა ამჟამად საუკეთესოდ მიჩნეულმა(და არცთუ უსაფუძვლოდ) ლიონელ მესიმ ისე დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გოლი ვერ გაიტანა? გარდა ამისა, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში, დუნგას ნაკრებში რონალდინიოს ადგილი არ იყო. აი პატოზე შეიძლება დავა, მე ვთვლი, რომ პატოს შემტხვევასი ცოტა გადააჭარბა დუნგამ და შეიზლებოდა მისი წაყვანა. ცენტრფორვარდი კი არ ჰყავდა უკეთესი და… ეს ლუIშ ფაბიანო, ისედაც საშუალო დონეა და თან ფორმაში არ გახლდათ. კაკანაც ვერ ითამაშა ის ფეხბურთი რაც საჭირო იყო.

ჩემი აზრით, ამ მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო მაშინ, როცა აბსოლუტურად დაბნეული და დიად ბრაზილიასთან რაღაც საცოდავ, პატარა გუნდად გამოჩენილ ჰოლანდიას, ბრაზილიელებმა საოცარი, მათ სტილში მყოფი კომბინაცია გაუთამაშეს და კაკას(რომელიც ამასაც გაიტანდა და სხვა მომენტშიც იყოჩაღებდა კარგ ფორმასი რომ ყოფილიყო) დარტყმული სტეკელენგბურგმა მოიგერია(კარგი მეკარეა, არაერთხელ იხსნა უკვე ჰოლანდია). აი იქ ამთავრებდა ბრაზილია თამაშს და ვერასოდეს დავიჯერებ მე, რომ ჰოლანდია მობრუნდებოდა მერე.

ისე ეს ყურით კენწვლა, ტინგიცი და ფინტაობა ამ ბრაზილიელების მთავარი იარაღი და სიმდიდრეც არის და ამავე დროს ხსირად მთავარი დამღუპველიც. გაიხსენეთ პირველ ტაიმში, რას მოჰყვა ჰოლანდიელთა ოდენ ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი… რას და იმას, რომ ბრაზილიელებმა ცენტრში, ორჯერ აბსოლუტურად უაზროდ გააკეთეს ქუსლით პასი, როცა ჩვეულებრივადაც შეიძლებოდა კი არა, ჩვეულებრივად უნდა გაეკეთებინათ. ეს ორივე პასი ცუდი გამოდგა და ჰოლანდიამ კინაღამ გოლი გაიტანა. მეორე ტაიმიც ასე ატინგიცებულებმა დაიწყეს პაპუასებმა, მაინც სისხლმა უყივლათ და დაიწყეს ის თამაში, რომელსაც მისგან ითხოვდნენ ზერელე ფანები(და არამარტო ისინი), ჰოდა ამას მოჰყვა ის უაზრო გოლი და მერე ბრაზლია თავის თავს აღარ ჰგავდა.

ხო, კიდევ რაც აშკარად მინუსი იყო ამ ბრაზილიის არის ის, რომ ფეხბუღთელ;ები ზედმეტად განერვიულებულნი იყვნენ, რისი მიზეზიც ვერ გავიგე და ეს საიდუმლო ვერაფრით ვერ ამოვხსენი. თითქოს ყველა აღზნებული იყო. ამის განსაკუთრებულად კარგი და ნათელი მაგალითი არის კაკა, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ფეხბურთელად ვიცნობდით აქამდე.

მოკლედ, 1:1-ს მერე მართლა ცუდი იყო ბრაზილია, ძალიან გატყდა და აირია. ცუდადაც იქცეოდნენ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს თამაში ბრაზილიამ უფრო წააგო, ვიდრე ჰოლანდიამ მოიგო. არგუმენტები, რომ ჰოლანდიას 5:1-ც შეეძლო მოეგო და ასე შემდეგ, არასერიოზულია, რადგან ბოლოს როცა პაპუასები მთელი ძალებით უტევდნენ და კაცით ნაკლებნი იყვნენ, ბუნებრივია მომენტები შეიქმნა… და ისე😀 ეს ჰოლანდია მაინც სულით არასერიოზულ გუნდად რომ რჩება ისევ დამტკიცდა, ეს რა ბუღტები ვერ გაიტანეს😀 ნებისმიერი გაიტანდა მანდ ჰოლანდიის გარდა, ღირსებიც კი იყვნენ რომ დასჯილიყვნენ ისე მაზეს😀

მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელებს არ უნდა დავუკარგოთ მონდომება, ბოლომდე ბრძოლა და არაფერი, ბოლო ბოლო გუნდმა თვით ბრაზილია და თან ასეთი ბრაზილია გააგდო, თან მას მერე რაც აგებდა. ბრაზილიამ რა დაიმართა, ეს ჰოლანდიის პრობლემა არ არის.

ყოჩაღ რობენს, თითქოს დაშინებული ჰყავდა ბრაზილიელები და კაციც გააგდებინა მსაჯს. თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ როცა ყველაზე საჭირო გახდა, სნეიდერი უფრო გალიდერდა და მის აქტიურობას მოჰყვა ორივე გოლი🙂 სად ფლანგის იგროკი(რომელიც ყოველთვის შედარებით პრიმიტიულია) და სად ცენტრის მოთამაშე, სადაც უფრო ძნელია თამაში🙂 ამიტომ სნეისკენ ვარ მე ამ ამბავში.

თავისი წილი ქება ერგება მარვიიკსაც, რომელსაც აშკარად რამდენიმე საჭირო და კარგი მითიტება ჰქონდა მიცემული ფეხბურთელებისთვის და რაც არ უნდა მძულდეს ცუდი ხასიათისა და ტიპობის გამო, აუცილებლად უნდა შევაქოთ მარკ ვან ბოლმელიც, რომელმაც ძალიან მაგრად ჩაატარა ეს მატჩი.

ურუგვაი-განა 1:1 (4:2 პენ.)


ურუგვაისკენ ვიყავი, მაგრამ ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, რომ აღარც ვიცოდი უკვე ვის ვქომაგობდი. როცა დავმშვიდდი და კარგად გადავხარშე ყველაფერი, მივხვდი, რომ მაინც ურუგვაის გასვლა უფრო გამიხარდა და ახლაც ვგულშემატკივრობ ამ მშვენიერ გუნდს. თუმცა განა, ძალიან ძაააალიან შემეცოდა.

როცა ასამოა გიანმა დამატებითი დროის ბოლო წამზე დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა, თან გამიხარდა და თან მეწყინა. ამის მერე, უკვე ცხადი იყო, რომ განა ვეღარ მოიგებდა პენალტების სერიაში და ასეთები რომ ხდება საერთოდ, ე.ი. არ უწერია იმ გუნდს მოგება ვინც მსგავს ვიტარებაში ვარდება, თუმცა როცა პენალტების სერიის მერე, დაზაფრული, მომტირალი განელები დავინახე, შინაგანად რაღაცა ჩამწყდა და უცნაური გრძნობა გამIჩნდა, აი როგორ გითხრათ… დაახლოებით ისეთი, მეგობარ/ნაცნობ/შეყვარებულ ქალს უნებურად, გაუაზრებლად ძალიან რომ ატკენ გულს და მერე მის ცრემლებს რომ დაინახავ, შიგნიდან ყველაფერი რომ გეწვის და გული გეკუმშება და ძალიან განიცდი, გინდა აუხსნა, რომ არ გინდდოა, ახლა ძალიან განიცდი და ძალიან გიყვარს, მაგრამ ვერ აგებინებ ამას და ეს ორმაგად გტანჯავს, შეიძლება რაღაც მომენტში იმაზე მეტად, ვიდრე ის არის გულნატკენი… აი რაღაც მსგავსი გრძნობა მქონდა, საშინლად, არანორმალურად შემეცოდნენ.

თან წარმოიდგინეთ რამხელა მოვლენა იყო მთლიანად აფრიკისთვის, შავი კონტინენტის წარმომადგენელი გუნდი პირველად გადიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ძალიან ძალიან ბევრს ნისნავს ეს. თითქმის მომხდარი იყო უკვე, ფაქტობრივად გატანილი გოლი ,ვიღაცის’ ხელით თამაშის გამო მოჰპარეს განელებს და დაინიშნა პენალტი… ანუ ერთი დარტყმა აშორებდა განას ამ ისტორიულ მოვლენამდე და სულ რაღაც მილიმეტრები დააკლდა. მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასამოა გიანი გოლს გაიტანდა, მაგრამ ანერვიულდა როგორც ჩანს და პირდაპირ ვთქვათ, უტვინოდ დაარტყა.

ახლა ერთი წამით მაქსიმალურად რეალურად წარმოვიდგინოთ თავი ასამოა გიანის ადგილას… რამხელა ტრაგედია და უსამართლობა მოხდა ამ ფეხბურთელისთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ… ურთულესად გადასატანი ამბავი შეემთხვა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება მას და არც სხვებს. მიუხედავად ამ სიმძიმისა, იგი დაახლოებით 5 წუთში განელთაგან პირველი მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და დაარტყა აუღებელი პენალტი🙂 ამას ბევრი ვერ შეძლებდა და ეს ადამიანი, მხოლოდ პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს.

მეორე ადამიანი, რომელიც აღფრთოვანების ღირსია, სწორედ ის ,ვიღაცაა’ კარის ხაზიდან ხელით რომ გამოიტანა ბურთი😀 საერთოდ, ცოტა უკეთ რატომ ვერ დაარტყეს განელებმა მიკვირს, სამი შანსი ჰქონდათ ამ ეპიზოდში და მერე მეორე თავიდაც შეეძლო ლუის სუარესს ბურთის მოგერიება, მაგრამ საშინლად დაბნეული იყო, და ვერ მოვთხოვთ ამას. კაცმა წინა დარტყმული ასევე ხაზიდან გამოიტანა და უცებ კიდევ დაურტყეს, წარმოდგინეთ რა რთულია… ამ დროს არც წესებზე ფიქრობ, არც ჯენტლმენობაზე და არაფერზე, ელემენტარული ინსინქტია, შენ ქვეყანას ნახევარფინალის საგზურის ამბავი უწყდება და ადამიანური ინსტინქტია…🙂

მიუხედავად ამისა, თიტქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ განა ამ პენალტს გაიტანდა. ვინძლო თავად სუარესიც, რომელიც დამწუხრებული მიემართებოდა გასახდელისკენ, მაგრამ როცა გიანმა ბურთი ძელს გაარტყა, ამ ფაფხურა, თაღლითმა და გლეხმა სუაერესმა ბავშვივით გაიხარა და ეს ძალიან სასაცილო სანახავი იყო😀 აი რაღაც ისეთი ტიპია რა სუარესი, ფილმებში და რეალურ ცხოვრებაშიც რომ არიან, ლათინოსი ტიპები, ზუსტად ეგეთი პრიჩოსკით, ტყავის ბრჭყვიალა კურტკით, ვერცხლისფერი დიდი საათით, ძეწკვით, პრიალა ფეხსაცმელებითა და შავი სათვალეებით. თავი მაგარი ტიპები რომ გონიათ, უაზროდ რომ იღეიმებიან და ამ დროს ერთი დიდი სიცარიელეები რომ არიან😀 ეს ისე, თორემ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორეასთანაც და განასთანაც ურუგვაის სუარესმა მოაგებინა! თუნცა გოიმობა დაამტკიცასავით, როცა თქვა – ეს იყო ნამდვილი ღმეთის ხელი, ახლა მე მეკუთვნის ღმერთის ხელიო😀 ტურნირის საუკეთესო სეივი გავაკეთეო.

ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ, ის რაც ქნა სუარესმა, რომელიმე იტალიელს რომ ექნა😀😀 ვაი, რა პანიკა ატყდებოდა და დაიწყებოდა იდიოტური დაზეპირებული ფრაზების გამეორება იტალიაზე და დაუმსახურებელ მოგებაზე ლაპარაკი😀 ამიტომ ვერ ვიტან გურჯებს და მათ გადაგვარებულ ტვინებსა და ორმაგ სტანდარტებს. ურუგვაის მოგება ყველამ გააპრავა(ბევრმა დიდ წილად იმიტომ, რომ ზანგებს მოუგეს, განას კი არა, ზანგებს, შავებს, აფრიკელებს…. :D), ხოლო იტალიას რომ მოეგო ასე, ისტერიკებს მოაწყობდნენ.

სებასტიან აბრეუ იმ ურუგვაელთა რიცხვში შედის, რომლებიც გგონია რომ ბოტები აცვიათ და ისე თამაშობენ(არის ასეთი კასტა, სალაიეტაც მისი წევრია), რადგან ისე უცნაურად და მოუხეშავად დარბის, შეშაა საერთოდ😀 კაპიკის საღირალი საქმე არ გაუკეთებია და მინდორზე გამოსვლა იმით გააპრავა, რომ ფაქტობრივად უკვე მოგებულ პენალტების სერიაში პანენკასავით დაარტყა პენალტი. ნუ განელებმა ძალიან ცუდად დაარტყეს და სხვას არც ველოდი, გატყდნენ ყველანაირად.

მანამდე კი იყო ის, რომ ურუგვაი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ უპირობო უპირატესობას არ ფლობდა, თანაბარი თამასი უფრო გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი განამ ძალიან კარგად ჩაატარა და გოლიც დაიმსახურა, მაგრამ არა ისეთი როგორიც გაიტანა😀 ძალიან ტრუხა ჭამა მუსლერამ მუნტარისგან. ვამბობდი მუსლერა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაღუპავს ურუგვაისთქო და კინაღამ ახდა. პენალტებში არა უშავს კიდევ, მაგრამ ისეთები დაურტყეს, არ იყო რთული ასაღები🙂

განამ ასევე მეტოქეზე უკეთ ჩაატარა მეორე დამატებითი ტაიმი და სწორედ ამიტომაა ცოდო. მიაწვა მეტოქეს და მომენტებიც შეუქმნა. ურუგვაი კი თითქოს ადრე განეწყო პენალტებისთვის, დაიღალა თან. ისე ტაბარესის გადაწყვეტილებები ცოტა საკამათო კი იყო. ჯერ აბრე შემუშვა და თიტქოს ვა-ბანკზე წავიდა, ძირითად დროშივე უნდოდა მოგება, ხოლო მერე ზედმეტად ადრე დაიწყო ურუგვაიმ პენალტებზე თამაში და საერთოდ აღარ რისკავდა.

მოკლედ, მთლიანობაში ურუგვაელებმა მაინც ცოტა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა გოლი მათაც ტრუხა გაიტანეს. ლამაზი სანახავი კი იყო ფორლანის დარტყმა, მაგრამ კინგსონმა ჭამა და საერთოდ ამ მეკარეს ჰქონდა 15-20 წუთიანი ჩავარდნა, თორემ ისე ისევ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ არასტაბილურობა მაინც სერიოზული პრობლემაა. ფორლანს კი საღოლ, მართლა კარგი ჩემპიონატი აქვს და ძალიან რთUლ და მნIშვნელოვან მომენტში შეაგდო გოლი. არ დაგვავიწყდეს გუნდის კაპიტნის, დიეგო ლუგანოს ტრავმა, რაც სამხრეთამერიკელთათვის სერიოზული პრობლემაა.

არგენტინა-გერმანია 0:4


ვეცდები ვრცლად და გრძნობებით არ განვიხილო ეს მატჩი, რადგან არ მინდა არგენტინის ქომაგებს გული ვატკინო.თუმცა ამ მატჩმა ძალიან ბევრ რამეს გასცა პასუხი და ძალიან მასიამოვნა🙂

ყველაფერი იყო გერმანული პორნოს კლასიკურ ტრადიციებში – შნელ, შნელ, გუთ გუთ, ია იააა და დას ის ფანტასტიშ! ყველა პოზაში, ყველა ხვრელში, ყველანაირად აჯობა გერმანიამ არგენტინას და ყველანაირად იხმარა. ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ ეს რეალობაა. ბოლო გოლი(და მეტიც შეიძლებოდა), უკვე ის იყო, სახეზე რო… კაი ძალიან უხამსობას აღარ დავწერ😀😀😀

აი თუ ტაქტიკა არ არის მთავარი და მთავარი ფსიქოლოგიაა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი მარადონაზე უკეთ ვინ იცის და მასზე უკეთ ვინ დაქოქავს გუნდს… ბევრისგან მსმენია მსგავსი ფრაზები და უბრალოდ ღიმილით უნდა ვუპასუხოთ🙂

არ არის ასე, უმწვრთნელო გუნდი ვერ გავა შორს, მით უმეტეს, ასეთი მეკარით, დაცვითა და ხასიათით.

ესეც თქვენ გერმანიის მერამდენედ შეუფასებლობა… ვიმეორებ, ეს არის არანორმალური, მანიაკალური და სიგიჟემდე მააგრი, გაუტეხელი ნაცია. ის თურქებიც და პოლონელებიც გერმანულ ფეხბურთს თამაშობენ და სული გერმანულია.აბსოლუტურად დამსახურებულად იმარჯვა ბუნდესნაკრებმა.

კი გაუმარტლათ გერმანელებს რომ სწრაფი გოლი გაიტანეს ისევ. თუმცა ფეხბურთიც ესაა, გამარტლების გარეშე არაფერი გამოდის და თან ამის მერეც გადაახიეს ბურთი ამ ჩვენს არგენტინას. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საკმაო ხანი ცენტრში ბურთს უგორებდნენ. რაღაც პატარა მონაკვეთში არგენტინა ოდნავ გამოფხიზლდა, აი როცა ოფსაიდიდან გოლი გაიტანეს. თუმცა ეს იყო და ეს, მეტი ვეღარაფერი შეძლეს.

შესვენებაზე, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა სერიოზული გადანაცვლებები, ვინ გააკეტებდა ამას? მარადონა?🙂 შესვენებამდე ყველა ფეხბურთელი რომ ხურდებოდა ვიხუმრე კიდეც, ალბათ ახლა ფურცლებზე დაწერს ფეხბუღთელების გვარებს და ვინც ამოვა იმას შემოუშვებსთქო.

ყველაზე მეტად ამ მატჩში არგენტინას ალბათ დიეგო მილიტოს ტიპის ფორვარდი სჭირდებოდა წინ, რომელიც არ გამოუშვეს.

არგენტინის ერთი შეხედვით მძლავრ შემტევ ხაზს არ აღმოაჩნდა ის პოტენციალი, რომელიც გერმანელთა დაცვას გაარღვევდა. გერმანელებმა კი პირიქთ, დიდებულად ითამაშეს. შვაინშტაიგერი გალიდერდა(ერთი სასწაული გარღვევა და საგოლე პასი გააკეთა), ხედირაც მშვემიერი იყო, ნოიერი ძალიან დამაჯერებელი გახლდათ, ლამი ხუთიანზე ირჯება ჯერჯერობით, ბოლო ორი მატჩIა სასტიკად მომწონს არნე ფრიდრიხი, პოდოლსკიც სასარგებლო იყო და მით უმეტეს კლოზე, იოზილი დიდი ვერაფერი დღეს, მაგრამ ისე ყველაზე მოზგი და ტექნიკური ეგ არის ამ ნაკრებში. მოკლედ ყველანი კარგები იყვნენ. პარადოქსივითაა, მაგრამ დიდი შანსია გერმანიისთვის უკეთესიც მოხდა, ბალაკი რომ დაიმტვრა😉

მეც მეუხერხულება, რომ კლოზესნაირმა ფორვარდმა გადაასწრო პელესა და ჟუსტ ფონტენს, გაუტოლდა გერდ მიულერს და რონალდომდე და ახალ რეკორდამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია. თუმცა რა გაეწყობა, ეს არის ფეხბურთი და სტატისტიკა, თუ გაიტანს კაცი ხომ ვერ წავართმევთ? რა, ამით ის რონალდოზე დიდი თავდამსხმელი გახდება? ცხადია არა…. ჰოდა თუ გაიტანს და დაიმსახურებს ახალ რეკორდს, ჰქონდეს, რა გაეწყობა.

სხვა საკითხია ის, რომ არგენტინას თავის თავში ძალები რომ ეპოვნა და 0:1-ს მერე თამაში შეეს კლოზეს ბრალი იქნებოდა, რადგან 1:0-ზე ისეთი მომენტი ვერ გამოიყენა რომ… ასეთ მატჩებში ფორვარდი ასეთ მომენტებს უნდა იყენებდეს და კლავდეს მატჩსა და მეტოქეს.

ისე ძალიან სიმბოლურად დასრულდა შეხვედრა, ზუსტად ბოლო წამზე ლიონელ მესის კიდევ ერთმა დარტყმამ არ უწია მიზანს. დიადმა მესიმ მუნდიალი ისე დატოვა, რომ კინკილა გოლიც ვერ შეაგდო და ესეც მრავლისმეტყველია🙂 ისევ არ მიდის თამაში ნაკრებში ამ ბიჭს, სადაც ერთპიროვნული ლიდერობა უნდა ითავოს და ისევ იმსხვრევა ცოტათი მაინც მისი არნახული სიდიადის მითები. წარმატებები მას 2014-ში, მნიშვნელოვანი გამოცდა ელის.

წყობიდან გამოსული მარადონა კი გერმანიის ფანებისკენაც გაიქაჩა. მერე სხვებთან ერთად მას ერთ-ერთი ქალიშვილი დალმა მივარდა და როგორღაც დააშოშმინა. არ იყო მარადონას საქმე ეს🙂 თუმცა სახადივით იყო რა, ადრე თუ გვიან უნდა გამხდარიყო ნაკრების მწვრთნელი და ეს სახადი არგენტინამ მოIსორა, ცოტა ძვირი დაუჯდა, მაგრამ რას ვიზამთ.

პარაგვაი – ესპანეთი 0:1


უაღრესად გულდაწყვეტილი დამტოვა ამ მატჩმა, მერჩივნა ესპანელებს დამაჯერებლად მოეგოთ, არ დამწყდებოდა მაინც გული. ძალიან ბევრჯერ ვთქვი და დავწერე კიდეც, რომ პარაგვაის აუცილებლად ექნებოდა 2-3 მომენტი და თუ ამ 2-3 მომენტს გამოიყენებდა დიდი ალბათობით ესპანეთს სახლში გააგმზავრებდა. ჰოდა 2-3 უბრალო მომენტი კი არა… გუნდს გოლი არ ჩაუთვალეს, პენალტი ააცილეს და რა ვიცი…🙂

იმედია, საბოლოოდ შეწყდება იმაზე საუბარი, რომ რეალურად პარაგვაი არაფერი გუნდი არ იყო და ასე შემდეგ. ეს აბსურდია, პარაგვაი იყო ძალიან მძლავრი, დაბალანსებული და სერიოზული გუნდი, რომელმაც გამოუცდელობის, პატარა კლასის ნაკლებობისა და იღბლის არქონის გამო წააგო გაპიარებულ და ფავორიტ ესპანეთთან, თორემ თამაშით დაუთმო რამე?🙂

მსაჯების დედა ვატირე კიდევ ერთხელ იმ აშკარა გოლის არჩათვლის გამო და ნელსონ ვალდესზე აბსოლუტურად არარსებული თამაშგარის დაფიქსირების გამო. მერე, კარდოსოს არასოდეს არ ვაპატიებ იმ გამოუყენებელ პენალტს. მეგობრებთან ერთად ვუყურებდი თამაშს და ყველამ აღვნიშნეთ, რომ ისეთი სახე ჰქონდა კარდოსოს არ იყო გამტანი და ძალიან გული დამწყდა. ახლადმომჯობინებული იყო კარდოსო და არ არის ფორმაში, მაგრამ მაინც უნდა გაეტანა და მერე არც ესპანელთა პენალტი იქნებოდა და არაფერი.

ასევე, გავარტყი მაზილა როკე სანტა კრუზს ეს რა ბურთი ვერ შეაგდო ბოლოს და ბრავო იკერ კასილიასს, გადაარჩინა ესპანეთი.

მეორედ დედა ვატირე ამ მსაჯების იმის გამო, რომ თუ ხაბი ალონსოს გადაარტყმევინეს პენალტი, მაშინ რატომ კარდოსოსაც არ გადაარტყმევინეს, იქაც ადრე შეცვივდნენ ფეხბურთელები საჯარიმოში.

პატარა შეცდომები ხერარდო მარტინომაც დაუშვა. კაი ვთქვათ ვალდესი დაშავდა და იმიტომ გაიყვანა და მაზილა სანტა კრუზი შემოიყვანა. ლუკას ბარიოსის გვიან შემოშვება რაღა იყო? უკვე 0:1-ზე… დააგვიანდა ბარიოსის შემოშვება, ბევრად ადრე უნდა მიეცა შანსი.

რაც შეეხება დელ ბოკსეს. ამ გაბერილი მწვრთნელის სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ, მაინც ფერნანდო ტორესს გადააკვდა და სიტყვაზე ეს კაი, ელ ნინიოს კლასის გამოვლენას ელოდება, მაგრამ (ლ)იორენტეს საერთოდ არშემოშვება რაღა იყო? ერთადერთი პედროს შემოყვანამ გაუმართლა, ისიც ნაწილობრივ.

ხაბი ალონსოს ნერვები წესრიგში აქვს და მეგონა მეორე დარტყმითაც გაიტანდა პენალტს. ისე ამ ეპიზოდში, მეორე პენალტი იყოდასანიშნი😀 მაგრამ არა უშავს, პარაგვაის საზიანოდ მეტი შეცდომა დაუშვეს მსაჯებმა. ისე უკვე ნაადრევად გაფეტიშებულმა პიკემ, მორიგი გმირობა ჩაიდინა😀 თუ ვინმესჰგონია, რომ არ იყო დასანიშნი პენალტი, ძალიან ცდება, ეს უბრალო ჯაჯგური და მაისურზე ქაჩვა არ გახლდათ, 100%-იანი პენალტი იყო.

მოკლედ, ესპანეთმა მოიგო ძალიან მძიმე ბრძოლაში და ძალიან არადამაჯერებლად. ეს საჩემპიონო გუნდი არ არის. აი, დავიდ ვილია რომ არ ჰყავდეთ ესპანელებს რას იზამდნენ ნამდვილად არ ვიცი რა(თუმცა ვილიაც მაინც ,ვილიკი’ რო არ არის ეტყობა სასწაულ გამაზულ მომენტებზე, თუმცა ახლა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მსოფლიოზე). გოლის მომენტში ინიესტამ ითამაშა დიდებულად და ერთბაშად გამოისყიდა ის პატარა შეცდომები რაც იქამდე დაუშვა, ხოლო ვილია ისევ იქ გაჩნდა სადაც საჭირო იყო, და პარაგვაელთა სამწუხაროდ, ბუღთმა ძელებთან არაერთგზის ჭიდილის შემდეგ, მაინც გადაკვეთა კარის ხაზი. ყოჩაღ ვილიას, კიდევ ერთხელ გაათრია ესპანეთი, ვნახოთ სადამდე…

ნახევარფინალები

ურუგვაი-ჰოლანდია

ჰოლანდია ფავორიტია, თუნდაც იმიტომ, რომ ურუგვაის შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, კი ბატონო, ჰოლანდიასაც აქვს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი, მაგრამ თუ ლუგანო და გოდინი ვერ მოასწრებენ მომჯობინებას, ფუსილე ისედაც არ იქნება და ურუგვაის დაცვაში ჩავარდება ურთულეს მდგომარეობაში, ვიტყოდი გამოუვალში. იმედი დავიტოვოთ, რომ მოასწრებენ ბიჭები მომჯობინებას. ნუ სუარესი რომ არ იქნება, მოგეხსენებათ. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტაბარესი. ძალიან არ მინდა შეშა აბრეუ დააყენოს. ისევ ეს ჯერჯერობით წესიერად ვერათამაშებული კავანი წაწიოს წინ და ფორლანს შეუწყილოს. უკან კი უაზროდ ფაფხურა ლოდეირო დააყენოს. მოკლედ რამე მოიფიქროს აბრეუს გარეშე რა😀

ასევე საინტერესოა, რას შემოგვტავაზებს მარვიიკი და მთლიანად ჰოლანდია. მათი ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ისევ თუ ამჩატდნენ და ჰარიჰარალე დაიწყეს, როგორც არაერთი ათწლეულია მოსდით თავისით წააგონ ეს მატჩი. თუმცა ნაკლებად მგონია.

გერმანია – ესპანეთი

რაც შეეხება, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორებას, ძალიან საინტერესო მატჩი გველის. მასინ ესპანეთს უკეთესი გუნდიც ჰყავდა და უკეთესი მწვრთნელიც. ხოლო გერმანიას უარესი ნაკრები ჰყავდა ჩემი აზრით. თან ძალიან გამიტყდება ყველაფერი იმის მერერაც მოხდა, ამ ესპანეთმა ამ გერმანიას რომ მოუგოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გერმანელები ისე ვერ გაუგორებენ ბუღტს ესპანეთს, როგორც ამას არგენტინასთან აკეთებენ. ცენტრში სერიოზული ბრძოლა იქნება, ისევე რეოგორც მთელ მატჩში და ვნახოთ მოკლედ, მე უფრო გერმანიისკენ ვარ, სამართლიანობის ამბავია, თორემ სულ არ მინდა იტალიას დაეწიოს ვარსკვლავებით, თან ესპანეტომანიის დამხობის ამბავში, ერთი ეგ მისიაღა დამრჩა ამ ჩემპიონატზე😀😀

თავის მხრივ, დელ ბოსკეს ქმედებები ქინება საინტერესო, რამდენიმე ვარიანტი აქვს ახლა და ვნახოთ ისევ ტორესით დაიწყებს თუ არა. ჩემი აზრით, საუკეტესო გამოსავალი, სიევ ორი ფორვარდით თამაში იქნება, ოღონდ, ტორესის ნაცვლად (ლ)იორენტე.

ჯერჯერობით ასეთი იყო ჩვენი განდაგანა და ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ფეხბუღთის ღმერთები დარჩენილ 4, ნუ რეალურად სამ მატჩში(მატჩი მესამე ადგილისთვის მაგარი იდიოტობაა).

პ.ს.

მთავარი დასკვნა ამ ორი დღის მანძილზე არგენტინა-გერმანიის მატჩის ყურებისას გავაკეთე:

ვუყურებდი როგორ აცამტვერებდა გერმანია მშვენიერ არგენტინას და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აი ლამპარდის გოლი რომ ჩაეთვალათ ის ინგლისი აუცილებლად მოუგებდა ამ გერმანიას…

აბა რაააა😀😀😀😀😀😀😀

Written by 1myway1

July 4, 2010 at 1:14 am

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ფუ რა ბლინ რა
    გამიხარდა თუ მეწყინა ვეღარ გავიგე

    ყველაზე მეტად ვერ ვიტან, იმენა მძულს რიკელმე და გუშინ მაგას ვფიქრობდი ეგ მაინც წაეყვანა მეთქი 😦

    ზატო მუხტი მუხტი, რამხელა მუხტი ჰქონდათ??

    დაუბრუნეთ 10 ნომერი პატრონს :yes: `

    meore

    July 4, 2010 at 8:17 am

  2. იტალიელებს ესპანეთი ყოველთვის განსაკუთრებულად გძულდათ, და ბოღმას ყოველთვის ფარულად ანთხევდით, თითქოს კი არ გძულთ, უბრალოდ ობიექტურად მსჯელობთ მასე… ლოოოოოოლ
    ნუ გასაგებიც არის…

    oa

    July 4, 2010 at 10:51 am

  3. რატი რა ნამუსით არ ახსენე ამხელა პოსტში, ან ჩიქო😛

    lomski

    July 4, 2010 at 11:05 am

  4. გიო არგენტინა–გერმანიაზე ცოტა ზედმეტი მოგივიდა მგონი :)))) ეგრეც არ ყოფილა, კი რასაც ქვია დაჩაგრა გერმანიამ და არა იმიტომ რომ 1–0 მოიგო, მაგრამ ეგ ყველაფერი ისევ და ისევ დიეგოს არაკომპეტენტურობის ბრალია… პირველი ბურთი რომ არ გაეშვა არგენტინას, სულ სხვა თამაში იქნებოდა, თუმცა მაინც გერმანია მოიგებდა ალბათ…

    და დიეგოს მილიონ მძღნერისჭამას გუშინ კიდევ დაემატა: სამუელის და ვერონის არდაყენება, მათ მაგივრად კი ბურდისოს და მაქსის გამოყვანა…

    მაქსის სარგებლიანობის კოეფიციენტი იყო მინუსებში ალბათ მთელ ჩემპიონატზე. საერთოდ არაფერი გაუკეთებია და მაინც ათამაშებდა.

    მოკლედ იქნებ ამის მერე მაინც გაუშვან მარადონა, მაგრამ რაღაც არამგონია სლე და სლისშვილმა გრონდონამ ეგ ქნას… სანამ ეგ კაცი ცოცხალია, არგენტინას იქამდე არაფერი ეშველება.

    Tato

    July 4, 2010 at 11:23 am

  5. მთავარი გამომრჩა: მესის დიდი ფეხბურთელობა არაფრით არ არის გადაჭარბებული ან გაზვიადებული. 4 წლის განმავლობაში, ერთი თვის მონაკვეთში, ერთი თამაში თუ ვერ ითამაშა, მაგის გამო უფსკრულში ნუ მოვისვრით…
    მანამდე ყველა თამაშში ლიდერი იყო გუნდის და ეგ მიათრევდა რასაც ქვია, თორემ აქამდეც ვერ მოვიდოდა არგენტინა.
    და გოლს რაც შეეხება, ტორესს რომ ვერ გააქვს ან რუნის რომ არ გაუტანია, ეგ სირცხვილია, მაგრამ მესი ამ ჩემპიონატზე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა და თუ დააკვირდი, კარში რამდენჯერაც დაარტყა (მგონი პირველ ადგილზეა მაგ მაჩვენებლით), სულ თვითონ შეიქმნა მომენტი, სულ სიღრმიდან წამოღებული შეტევის შემდეგ ურტყამდა, რადგან ერთი რომ ძალიან უკნიდან თამაშობდა და მეორეც წინ ვერ ითამაშებდა, დიეგომ ხომ სახლში დატოვა ლუჩო, რიკელმე, ბანეგა, აიმარი.. ხოლო ვერონი სკამზე დაალპო და პასის მიმცემი ფიზიკურად არ ჰყავდა.

    და ბოლოს: ფეხბურთელის დონე არ იზომება მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი ან ცუდი თამაშით. მაგ მაჩვენებლით კლოზეზე დიდი თავდამსხმელი არ ჰყოლია მსოფლიოს, რადგან ტიპს შანსი აქვს არამარტო ყველა დორის საუკეთესო ბომდარდირი გახდეს, არამედ პირველი ფეხბურთელი გახდეს 2 ჩემპიონატის ბომბარდირი რომ გამხდარა…
    ხოლო პუშკაშს, დი სტეფანოს, სიმონსენს, ბესტს, კანტონას, ვეას და კიდევ მრავალს ან საერთოდ არ უთამაშიათ მუნდიალზე, ან კიდევ დიდი ვერაფერი ვერ გაუკეთებიათ…

    მესი კი მინდორზე რასაც აკეთებს და რა სარგებელიც მოაქვს გუნდისთვის, მაგხელა მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს, რადგან სულ რომ არაფერი გააკეთოს, მარტო მინდორზე მისი ყოფნა არის უდიდესი უპირატესობა, ბოლოს და ბოლოს მიწინააღმდეგის მინიმუმ 2 ფეხბურთელი მუდამ მას უყურებს და დაყვება, რაც სივრცეებს უთავისუფლებს სხვებს…

    Tato

    July 4, 2010 at 11:46 am

  6. oa
    აბა რა, ძალიან დაბოღმილები ვართ ესპანეტის დიად და წარმატებულ ნაკრებზე😦

    lomski
    მართალი ხარ მართალი😀 არა უშავს, მოესწრება კიდევ, წინ ესპანეთთან მატჩია

    Tato
    სერიოზულად არის საუბარი მარადონას დარჩენაზე და მეცინება😀
    სამუელის არდაყენება პიკი იყო😀

    მესის რაც შეეხება, მაინც ისეტი პონტია ერტ გოლს რო ვერ გაიტანს კაცი რა, თან ისეთ მეტოქეებთან…
    ყველაფერს არ წყვეტს ცხადია, მაგრამ სანაკრებო დონეზე წარმატება მაინც ძალიან მნშIვნელოვანია სიდიადისთვის

    1myway1

    July 4, 2010 at 6:53 pm

  7. ერთი “მისიის” ქვეშღა ვართ, ლაბავ, მე და შენ :აბრეუ:

    ikadoriano

    July 4, 2010 at 7:41 pm

  8. მართალი იყო ის საუბრები, რომ ის იდილია, რაც ვითომ არგენტინის ნაკრებშია, მოჩვენებითი იყო, რადგან ზუსტად ის ტრიო არ ათამაშა, ვისაც მარადონაზე გაბრაზებას აბრალებდნენ: გუტიერესი, სამუელი და ვერონი…
    გუტიერესი ხო, მიუხედავად იმისა, რომ ოტამენდი ცალსახად გერმანელი იყო, გუტიერესს მაინც სჯობდა, მაგრამ სამუელის და ვერონის არდაყენება იყო დანაშაული არგენტინელი ხალხის წინააღმდეგ.
    სამუელის იმიტომ, რომ ვალტერ სამუელია!
    და ვერონის კიდევ იმიტომ, რომ მისი ალტერნატივა (მარადონას აზრით) იმპოტენტი მაქსი როდრიგესი იყო (და არა ცენტრალური ნახევარმცველი ბოლატი ან პასტორე), რომელის მუნდიალზე წაყვანის აზრიც ვერ გავიგე, არაფერს ვამბობ მის თამაშზე ძირითადში.
    ბოლოს პასტორეს შემოყვანა და მარცხენა ფლანგზე გადასროლა, დი მარიას ნაცვლად, ასევე მორიგი მარგალიტი იყო :))

    Tato

    July 5, 2010 at 3:13 am

  9. ikadoriano
    იმედია შევძლებთ

    Tato
    პასტორეს გამოყვანა იყო კომედია😀😀

    1myway1

    July 5, 2010 at 7:31 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: