1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი

with 11 comments

როგორც იქნა, მოვედით ფინიშის ხაზთან. მოკლედ –  რა ჩემპიონატიცაა, ისიც გინალი. ნურავის ეწყინება და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. მესმის, რომ ჰოლანდიისა და განსაკუთრებით ესპანეთის ქომაგთათვის ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი, რადგან ესპანეთს ასეთი რამ ცხოვრებაში არ ღირსებია, ახლოსაც არ ყოფილა😀 ხოლო ჰოლანდია ბოლოს ფინალში დიდი ხნის წინ იყო, და თანამედროვე ჰოლანდიის ქომაგთათვისაც ეს საოცარი სიხარულია. თუმც ჩემპიონატი იყო ცუდი და ამას საუბარიც არ უნდა. ძალიან მცირე დასამახსოვრებელი და კარგი მატჩი. მცირე ხარისხიანი ფეხბურთი და რაც მთავარია უუუამრავი მსაჯების უხეში შეცდომა(რაზეც კიდევ ერთხელ და ცოტა დწვრილებით ფინალის მერე ვისაუბროთ). ამას ემატება აბსოლუტურად უაზრო ბურთი ჯაბულანი და აფრიკული ატმოსფერო, რომელმაც სამწუხაროდ, არ გაამართლა, არადა მე სხვა რამეს ველოდი. რაც შეეხება პოზიტივს. იმ 2-3 მეტ-ნაკლებად კარგ თამაშსა და 2-3 კარგ გოლს უნდა ჩავეჭიდოთ. ასევე იმას, რომ მსაჯებზე ყველა ალაპარაკდა უკვე და ვიდეო-გამეორების ამბავი ოდნავ წინ წავიდა. მეტი კარგი არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას.

შეცდომა დაუშვეს მწვრთნელებმა, რომლების წვლილიც არის იმაში, რომ ჩემპიონატი ასეთი ცუდი გამოვიდა. თითქმის ყველამ რაღაც დაიჯინა და დაისაჯა კიდეც. ზედმეტად პრაგმატიზმზე გააკეთეს აქცენტი, რამაც არ გაამართLა. გაამართლა, პრაგმატიზმის შერწყმამ შემოქმედ ფეხბურთელებთან, რაც ქნეს კიდეც ესპანეთმა და ჰოლანდიამ და ახლა ფინალში არიან(თუმცა არა იღბლის დახმარების გარეშე).

კი, დუნგას ჰყავდა ყველაზე კარგი ნაკრები ჩემი აზრით, ჩამოყვანილი ამ მსოფლიოზე, მაგრამ რონალდინიოს თუ არა, პატოს დამატება იქ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ კაკა ისედაც არ იყო ფორმაში და თან ტრავმიანი ყოფილა, ექიმებმა ბრაზილიის გავარდნის მერე თქვეს, მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა ეთამაშაო. ბრაზილია დაისაჯა მყისვე, როცა პრაგმატული შემადგენლობით ტინგიცი დაიწყო.

დაისაჯა იტალიაც, რომელმაც პარაგვაისთანაც, ზელანდიასთანაც და სლოვაკეთთანაც პირველ ნომრად ითამაშა და ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. აგერ ესპანეთმა და ჰოლანდიამ დაიწყეს მეორე ნომრად თამაში (თუმცა მათი ზოგიერთი ფანი, მერე ნაგლად იტყვის, რომ დაცვა ცუდია და იტალია სვარკაა და მარტო იტალია თამაშობს დაცვიდან და ისინი უტევენ😀 მაგრამ ასეთებს რომ უსმინო… 🙂 ) და ლიპი რამ გადარია. უფრო სწორად, კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამისთვის უნდა გყოლოდა გუნდში კასანო😉 ან ალექსა ან ვინმე. მით უმეტეს, როცა შენი მთავარი იმედი ანდრეა პირლო დაგემტვრა.  ხოლო გუნდში გყავს გიჟი ფაბიო კუალიარელა, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია და ბოლო მომენტამდე შანსს არ აძლევ.

დაიასაჯა ინგლისი, ეგენი ისედაც ცხოვრებისგან დასჯილები არიან😀 მაგრამ დაისაჯა იმითაც, რომ თამაში არ იცის, ფსიქოლოგიური პრობლემები ვერ გადალახა და ისევ მიიღო თავისი. თუმცა არც კაპელო ყოფილა შეუცდომელი. უნდა შეეტყო რა ,ხილებიც’ არიან ეს უნიჭოები. თუ ხედავ რო არ ჭრის ეს ჰესკის სტრატეგია, დააყენე თავიდანვე დეფო რა ან ჯო კოულს რას ერჩი. დიდი დამრტყმელები ერთად თუ ვერ თამაშOბენ, მოიფიქრე რამე რა… თუმცა კაპელოს მაინც იმაზე მეტად ადანაშაულოებენ, ვიდრე თავად ინგლისი უნდა დადანაშაულდეს🙂

საფრანგეთი რომ ჩაისვრიდა, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. როცა შენი მწვრთნელი დომენეკია… კაცმა ბენზემა და რაც მთავარია ნასრი არ წაიყვანა. მოახერხა გუნდში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ ორი ადამიანი, რომელთაც რამე უნდა შეექმნათ, ერთმანეთში აჩხუბა – რიბერი და გურკუფი.

ნუ დიეგო მარადონა ცალკე თემაა კიდევ. ადამიანმა მესი აპორნად ათამაშა ლამის. არგენტინელებისაა საერთოდ ორი ჩამშლელით თამაში და ამაზეც უარი თქვა. ვერონი თითქოს ამისთვის წაიყვანა და აღარ დააყენა. კაი კამბიასო არ გინდოდა(თუმცარატომ ეს ცალკე თემაა), მაშინ ვინც მიგყავს ის დააყენე რა… ან თუ გაქვს ამ პასტორეს იმედი, დააყენე თავიდანვე და მესი ცოტა წინ გაუშვი. როც ანხელ დი მარიას ათამაშებ არათავის პოზიციაზე, ეს უკვე საშინელი შეცდომაა. როცა შენი გუნდის საუკეთესო მცველი ვალტერ სამუელია უკვე ვერ გაქვს საქმე იდეალურად, მაგრამდ ააყენე რა… ესეც კატასტროფული შეცდომა იყო. გერმანიასთან დიეგო მილიტო რომ გახლდათ საჭირო 9 წლის ბავშვიც მიხვდებოდა, მაგრამ ჩემი ფეხები. მხოლოდ კოცნა და ის, რომ მარადონა სამუდამოდ დარჩება ისეთ მწვრთნელად, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, არაფერს შეცვლის, არგენტინა ასე ვერ გაბრწყინდება.

თუმცა ვიმეორებ, ყველაფერი მწვრთნელებს არ უნდა დავაბრალოთ, როცა ლიონელ მესი ხარ, კლასის ხარჯზე მაინც  უნდა შეაგდო ერთი გოლი. კეირუშს თავის გაჭირვებაც ჰყოფნის და თუ კრიშტიანუ რონალდუს სირბილი ეზარება, რაღა ქნას საერთოდ და ასე შემდეგ.

იყვნენ კარგი მწვრთნელებიც, რომელთაც შემადგენლობა არ აძლევდა შორს წასვლის საშუალებას. შედარებIტ შორს წასულებიდან პარაგვაის ხერარდო მარტინო უნდა გამოვარჩიოთ(რომელიც შეიძლება არგენტინაში დაინიშნოსო, მაგრამ მარადონას კალთებს ახევენ და ალბათ დაიტოვებენ :D) და ცხადია, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი. ამ ადამიანის ჩინებული შრომის არდანახავ შეუძლებელია. ხოლო როცა ხალხი ლაპარაკობს მარადონა იმით არის კარგი, რომ ფსიქოლოგიურად კარგ ატმოსფეროს შექმნის გუნდსი და შემართული ეყოლება ნაკრებიო… რა არის ეს ყველაფერი, ფეხბურთელების კოცნა? შემართბეა, ვაჟკაცობა, თავდადება და ფსიქოლოგიური სიძლიერე ის არის, რაც ტაბარესის ურუგვაიმ გვაჩვენა. გუნდი 4 ძირითადი ფეხბუღთელის გარეშე 1:3-ზე არ გატყდა ჰოლანდიასთან და უპირობო ლიდერის, დიეგო ფორლანის გარეშეც კი მიაწვა მეტოქეს და კინაღამ გაუთანაბრა.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ ვარგა ეს ჩემპიონატი ის არის, რომ გადაჭრით ვერ იტყვი ფეხბურთელს ან ფეხბუღთელებს, რომელთაგან ერთიც საუკეთესოდ უნდა დასახელდეს. ალბათ ისევ ნაცად და პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ და ჩემპიონატს ვინც მოიგებს, იმ ნაკრების მოთამაშეს დაასახელებენ. ოდნავი უპირატესობა ამჟაამდ დავიდ ვილიასა და უესლი სნეიდერს აქვთ. ნუ თუ ფინალში რობენი ან ინიესტა არ დაიმხობენ მაგალითად. არადა მე რომ მკიტხო ამ ჩემპიონატის კაცი იყო დიეგო ფორლანი😀😀 რომელიც არ მევასებოდა, როგორც ტიპი და გამიქრა ანტიპათია.

ნახევარფინალები

ურუგვაი – ჰოლანდია 2:3


ურუგვაის არ ჰყავდა კაპიტანი დიეგო ლუგანო(გოდინი რა კონდიციაში დაბრუნდა ეს კიდევ ცალკე თემაა), არ ჰყავდა ფუსილე, არ ჰყავდა ლოდეირო(ნუ კიდევ არა უშავს) და რაც მთავარია არ იყო ლუის სუარესი. სუარესი ამ ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი არყოფნის გამო, ტაბარესს აბსოლუტურად გადაწყოპბა მოუხდა, რადგან აბრეუს იმედზე ჩემი მტერი იქნა, ჰოდა ამანაც წინ წაწია ფორლანი და კავანის მეტი პასუხისმგებლობა მისცა. მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ მომწონდა ედისონ კავანი, მას მეტი შუეძლია. თუმცა ამ მატჩში მონდომებას ვერ დავუკარგავ ნამდვილად. ერთი ესაა,, რაც არ უნდა მოენდომებინა კავანის ურუგვაის სიმწვავე მოაკლდა, რადგან ფორლანს წინ უხდებოდა წასვლა გამოკვეთილ ფორვარდად და ცენტრში ბურთის კარგი დამჭერი და თამაშის გამკეთებელი აღარავინ იყო. ძალიან ძააალიან აკლდათ სუარესი.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, ურუგვაი არ გატყდა და 1:3-ზეც კი გააგრძელა ბრძოლა, მართალია შედარებით ფრთამოტეხილმა, მაგრამ როცა ერთი ბურთი გაქვითა 90-ე წუთზე, ისე მიაწვა იმ ჰოლანდიას რომ კინაღამ… ძალიან დასანანი იყო. ასეა თუ ისე, ურუგვაის ნაკრები იმსახურებს მხოლოდ ქებას და პატივისცემას. ბრავო!

ნურავინ დაძრახავს ტაბარესს 84-ე წუთზე ფორლანის შეცვლისთVის. პირიქით, ამან გაამრთლა კიდეც რაღაც კუთხით. ფორლანი ამოკეტილი იყო მეორე ტაიმში და მისი გაყვანის შემდეგ გაქვიტა ურუგვაიმ ერთი ბურთი და ჰოლანდიელებიც ცოტა დაიბნენ.

ნუ თავად მატჩზე რა უნდა ვთქვათ. ბერტ ვან მარვიიკი, რომელიც ჭკვიანი კაცია და მისი შრომა უთუოდ დასაფასებელია, მიდგომების ერთგჰული დარჩა და ფრთხილად დაიწყო თამაში. ჰოლანდიას გაუმართლა იმაში, რომ შემთხვევითი გოლი შეაგდო. თუმცა გოლი უალამაზესი გახლდათ, დიდებული. მუსლერა ცოტა ცუდად კი იდგა, მაგრამ შესაძლოა აუღებელი ბურტიც კი იყო. ძალიან შორიდან, ულამაზესად და უზუსტესად დაარტყა ვან ბრონკჰორსტმა.

ჯაბულანი იაპონელებისა და დიეგო ფორლანისთვის მოიგონეს როგორც ჩანს😀 ურუგვაისაც გაუმართლა, როცა ფორლანის მორიგი მართალია კარგი, მაგრამ არააუღებელი ბურთი უცნაური ტრაექტორიით აღმოჩნდა ჰოლანდიელთა კარში. სტეკელენბურგმა ყლაპა.

როგორც ჩანს, შესვენებაზე მარვიიკმა ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა და ფეხბურთელები კარგად დაქოქა, რადგან ჰოლანდიამ მშვენივრად დაიწყო. თუმცა არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა, სანამ ის საკამათო მომენტი არ მოვიდა. საკამატო იმიტომ, რომ მე მგონია ის ბურტI ჩასათვლელი არ იყო. მეკარეს აშკარად ხელს უშლიდა თუ არ ვცდები ვან პერსი, როცა სნეიდერმა დაარტყა. მართალია მითხრეს, კარგი გამეორებით ვნახე და არ იყო დარტყმოს მომენტში თამაშგარეო, მაგრამ მე მომეჩვენა რომ იყო და ჯერ კარგი გამეორებაც არ მინახავს.

ასეა თუ ისე, გოლი გავიდა და გაიტანა ის ისევ და ისევ უესლი სნეიდერმა! და არა არიენ რობენმა. უმნშივნელოვანეს მომენტში. სამაგიეროდ, რობენმა თავით ეფექტური გოლი ცოტა ხანში შეაგდო, სანამ ურუგვაი შოკიდან გამოვიდოდა. ამას მოჰყვა პერეირას გოლი 90ეზე და ურუგვაელთა შტურმი. ერთ მომენტში მთელი ურუგვაი ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდა და არც ეს მომენტი მინახავს გამეორებაზე, დიდი შანსია ყოფილიყო, არ გამიკვირდება🙂 ისე პირველ ტაიმშიც იყო საკამატო ეპიზოდი ჰოლანდიის საჯარიმოში და მსჯამა ერთი-ორი მიჰქარა, მაგრამ რავშან ირმატოვი მაინც საუკეთესო არბიტრად რჩება ჯერჯერობით.

ნუ მარკ ვან ბომელი რჩება ამაზრზენ ადამიანად, რომელიც არასდროს არ ისჯება სათანადოდ. პირველი გოლის დროსაც იუხეშაო და ვერ დაინახესო, სანახავი მაქვს ეგ მომენტი. მერეც, საშინელებებს აკეთებდა.

ვთქვათ მაინც, რომ ჰოლანდია ოდნავ უკეთესი იყო, უფრო კლასნი და დამსახურებულად გავიდა. თუმცა რომ არ აის დანაკლისი და პირველ რიგში სუარესის არყოფნა. ვინძლო რაღაცა მოხდებოდა ამ თამაშში, ცოტა ტრაგიკული😀 თუმცა რომა რა სუარესი, ურუგვაი ნახევარფინალშიც ვერ იქნებაოდა და მოკლედ, ეს არის ფეხბურთი.

გერმანია – ესპანეთი 0:1


სამწუხაროდ, ამ მატჩში საბოლოო გამარჯვებული არცთუ ძნელი პროგნოზირებადი იყო, თან რვაფეხამაც გვითხრა😀 სამწუხაროდ, იმიტომ, რომ გერმანია აქამდე გაცილებით ღირსეულად და კარგი თამაშით იყო მოსული, ვიდრე ესპანეთი. ასევე, სამწუხაროდ იმიტომ, რომ გოგოშკებმა და სექტანტებმა ტვინი გაგვიბურღეს უკვე ამ ესპანეთით. თუმცა ესპანეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამიცაა, ბარსელონაა ნახევარზე მეტი გუნდი, სეპარატისტები აბლატავდნენ ))

გერმანიისკენ ვინც ვიყავით, ერთადერთი ის გვიმაგრებდა გულს, რომ ეს გერმანიაა და მას ყველაფერი შეუძლია, ყოველთვის. თუმცა ბუნდესნაკრების დასასრული დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც 2006-ში და ასევე პროგნოზირებადი. გუნდი მთელი ჩემპიონატის მანძილზე დაქოქილ მერსედესს ჰგავდა, რომელსაც არ ზადნი აქვს, არც ტორმუზი, არც უხვევს, ასე მიდის პირდაპირ… დაუსრულებლად ასე არ გამოვიდოდა.

ადამიანები ყველა მატჩში ამდენს ფიზიკურად ვერ ირბენენ. თან ის ფეხბურთი, რასაც აქამდე თამაშობდა გერმანია ესპანეთთან არ გაჭრიდა. გარდა ამისა, თამაშზეც ეტყობოდათ გერმანელებს, რომ როგორც იტალიის კომპლექსი აქვთ, ყველგან სადაც ხვდებიან, ახლა ესპანეტის რიდი და კომპლექსიც ჰქონდათ 2008 წლის ევროპის ფინალის მერე.

იოაჰიმ ლიოვზე მე განსაკუთრებული წარმოდგენის არ ვარ. თუმცა იგი უკეთესი ტაქტიკოსია, ვიდრე ვისენტე დელ ბოსკე(უშუალოდ ტაქტიკოსი). თუმცა მან ვერაფერი მოიფიქრა და არც იმხელა რესურსი ჰქონდა, როგორიც დელ ბესკეს. აქამდე მოვიდა ესპანეთი ამაზრზენად და დაუმსახურებლად, თორემ ეს თამაში საუკეთესო იყო მათთვის ამ მუნდიალზე. ცენტრში ესპანეთის მომგები გუნდი მე დღეს არ მეგულება, სხვანაირად უნდა გაჟIმო ეგენი და ლიოვმა მეტი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რაც გერმანიამ ითამაშა. ალბათ რესურსიც არ იყო. ერთადერთი რაზეც შეიძლება ვედავოთ, ეს არის გომესის გამოყვანა, ტიპი ოფიციალური ხეა და რა დაუშავა ასეთი კისლინგმა შანსი რომ არ მისცა ან რატომ არ გამოიყვანა კაკაუ. აი კროოსი ნორმალურად ჩაერთო და ის მომენტი არ უნდა გაეფუჭებინა😦

ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ დრევანდელი გერმანიისთვის ტომაშ მიულერი ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ფეხბუღთელი ისეთი გასაფეტიშებელი არ არის, როგორც ბევრი აფეტიშებს, მაგრამ არც ისეთი  უმნიშვნელოა, როგორც ბევრს ჰგონია. მიულერი დღევანდელი, ლიოვის გერმანიისა და ტაქტიკისთვის შეუცვლელი ფიგურაა. ძალიან აკლდა ბუნდესნაკრებს.

უცნაურია, დამესიზმრა პუიოლი გოლს გაიტანსო და ვიმედოვნებდი, რომ საკუთარ კარში გაიტანდა😀 მაგრამ… დასანანი გოლი გაუშვა გერმანიამ. ესპანეთმა კი პერიოდულად ბარსელონას ინკუბატორის ფეხბურთიც ითამაშა და რამდენიმე კარგი ეპიზოდი დადო. ორგაზმი იყო, როცა ერთ-ერთი კონტრიერიშისას ხავიმ ჩაქუსლა და თან გაიდირკა ერთი გერმანელი, ძალიან მაგარი იყო.

ვიცი ბევრი დაიწყებს ისევ დელ ბოსკეს ქებაის და დიდებაის, მაგრამ არ მაღელვებს ეს. დელ ბოსკე კი არა მარადონას გარდა ვინც არ უნდა დაგეყენებინა, ყველამ იცოდა უკვე, როგორ უნდა ეთამაშა გერმანიასთან და თან ესპანეთი სტილიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე ვერც ითამაშებდა სხვანაირად. დელ ბოსკე არის ტიპი, რომელიც უბრალოდ, ისე აკეთებს ყველაფერს როგორც ფურცელზე წერია. ხოლო როცა სტანდარტებიდან ამოვარდნა და სერიოზული გადანაცვლებების გაკეთებაა საჭირო(და თუ გახდა საჭირო) იქ ერხევა და დაერხევა. მისი მთავარი პლუსი, როგორც აღვნიშნე, გუნდში კარგი ატმოსფერო და ფეხბურთელებთან თბილი ურთიერთობაა, რაც ესპანეთისთვის წლების მანძილზე მთავარი პრობლემა იყო. ნუ ახლა რაღა პრობლემა იქნება, ჯერ ერთი არაგონესმა ჩაუყარა საფუძველი და მერე მეორე, ბარსელონაა მთელი გუნდი😀😀

ერთი საკითხი იყო, ორი თავდამსხმელით ითამაშებდა თუ ნახევარდაცვაში სიტყვაზე პედროს დაამატებდა. დიდი არაფერი შეიცვლებოდა ჩემი აზრით. უბრალოდ, გერმანიისთვის მაქსიმალურად რომ მოესპო სივრცე, რაც აუცილებელი იყო, მეორე ვარიანტი არჩია. თუმცა იმ პედრომ, რომელზეც ძალიან მეცინება😀😀 იმიტომ კი არა რომ ცუდი ფეხბუღტელია, უბრალოდ ბარსას ინკუბატორის ასეთ გამოხტომებზე სულ ვვკაიფობ😀😀 ცოტა ხნით რო წამოყოფენ თავს და ფაფხურობენ, რაღაც სასაცილო იგროკია თან😀 ჰოდა, იმ პედრომ, დაადასტურა რომ ფაფხურა და ყანაა😀 კინაღამ დაღუპა გუნდი. გეხსომებათ, როცა ორი ესპანელი ერთ მცველთან პირისპირ დარჩა და ამ კრეტინმა პასი არ გააკეთა და იმდენი ქნა, რომ ბურტი დაკარგა და სუფთა საგოლე მომენტი გაანიავა, ამის გამო, ესპანეთი შეიძლება მწარედ დასჯილიყო.

ორი სიტყვით ის ჩუვაკიც მაგარი კაციც ვახსენოთ, სტადიონზე რომ შემოხტრა დასაწყისში. ეს ამ ჩემპიონატზე პირველი შემთხვევა იყო. სუპერმენის ამუნიციით შემოსილი ყმაწვილი ვუვუზელათი იყო აღჭურვილი და დაცვამ მალევე გაარიდა მინდორს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მსაჯების მორიგი შეცდომები. ზედ საჯარიმოს ხაზზე გერმანიას არ დაუდეს ორი სუთა ჯარიმა და ეს დიდი შეცდომაა, ასეთ ჯარიმებს კი არა ერთ აუტს შეუძლია თამაშის მსვლელობის შეცვლა. ჯამსი ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო და აშკარად აჯობა გერმანიას. თუმცა ქამდე არ მოსულა კარგად🙂 ამ თამაშის მერე უფრო გამიტყდა პარაგვაის ამბები. ის უაზროდ არ ჩათვლილი გოლი და მოკლედ, გავარტყი ასეთ ჩემპიონატს და ფიფას მსაჯებიანად.

ესპანეთში ახლა არეულობაა და პოლიტიკურად ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება გამარჯვება. ისიც ფაქტია, რომ ამ ჩემპიონატზე არაერთხელ შეცდნენ ესპანელების სასარგებლოდ მსაჯები. იმედია ეს უბრალოდ დამთხვევაა(დამთხვევაც რომ იყოს ეს კარგი არ არის და ბევრს არაფერს ცვლის). ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ჰოლანდიას წაუვიდეს ფინალში თამაში და აი მერე ვნახოთ რას მოიმოქმედებენ მსაჯები🙂 თუ კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმე შეცდებიან ესპანეთის სასარგებლოდ… მაშინ უკვე რა ვიცი🙂

90-ში გერმანია საბოლოოდ ფეხბურთმა გააერთიანა შეიძლება ითქვას. ძალიან საკამათო პენალტი დაუდეს ფინალში. 78-ში არგენტინაში დიდი არეულობა იყო, ავტომატებით აღჭურვილი დაცვა, ქალაქში ქაოსი და მთელი ამბავი, ფინალიც დაგვიანებით დაიწყო. არგენტინა-პერუს ისტორიაც ვიცით… მოკლედ ხდება ასეთები, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არაო🙂 იმედია, ამჯერად არა.

მატჩი მესამე ადგილისთვის

ურუგვაი – გერმანია


ეს არის გასაუქმებელი თამაში ჩემი აზრით, აბსოლუტური იდიოტობაა. მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთში. გუნდი ნახევარფინალში რომ წააგებს, სულ არ ახატია ახლა იმას მესამე ადგილზე გავა თუ მეოთხეზე? როგორც ევროპის ჩემპიონატზეა, ისე უნდა იყოს აქაც, ორივე ნახევარფინალისტს უნდა გადაეცეს ბრინჯაოს მედლები, უფრო სამართლიანიცაა.

თითქოს ხომ ურუგვაისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ახლა ამ მატჩს, მაგრამ ეჭვი მაქვს არც ურუგვაი იგიჟებს თავს. მოკლედ, სისულელეა და ერთი ის არის საინტერესო, გაიტანს თუ არა მიროსლავ კლოზე გოლს ან გოლებს. ვნახოთ…

ფინალი

ჰოლანდია – ესპანეთი


მომკალით და არცერთი ეს გუნდი არ არის საჩემპიონო, მაგრამ რა გაეწყობა, რაც არის ეს არის. მე ჰოლანდიისკენ ვიქნები და ჯამში ეკუთვნის ამ ერს ერთი ტიტული. თუმცა როგორც გუნდი, ესპანეთი უფრო სერიოზული ძლიაერია. ესპანელები  დაჟე ფსიქოლოგიურად სჯობიან ჰოლანდიას. ამ ბოლო წლების წარმატებამ ესპანეთი ოდნავ წინ წაწია, იმდენად ლუზერული ფსიქოლოგია აღარ აქვთ. ამ მძლავრი ნახევარდაცვის ფონზე, დაცვის სისუსტეებიცა რ ჩანს ისე და მოკლედ, ძლიერი გუნდია, მრავალმხრივი. ჰოლანდიის პლუსი კი სისწრაფე და უკეთესი მწვრთნელი უნდა იყოს. მათავარ მინუსად ისევ სულიტ არსერიოზულობა და ხასიათი რჩება. თითქოს მთელი ჩემპიონატია პრაგმატულად თამაშობენ, მაგრამ საკმარისია ერთი არაორდინალური რამე მოხდეს და ბრინჯივით იბნევიან და ბოლომდე თუ მიაჭერ, მომბრუნებლები აღარ არიან ცემი აზრით. თუნდაც ბოლო მაგალითები გავიხსენოთ, პირვე ტაიმში ბრაზილიასთან ბავშებივით გამოიყურებოდნენ, რეებს აკეთებდნენ. დანარჩენი უკვე ბრაზილიამ გააფუჭა, ემროე რომ ვერ შეაგდო და ზედმეტად აკადემიურობა დაიწყო. ან ახლა ურუგვაისთან, გახდა 2:3 და კინაღამ მესამეც გაუშვეს ბოლო წამს. ნუ  მომენტების გამოუყენებლობაზე აღარაფერს ვამბობ,

ახლა გავახაროთ ამ ნაკრებების ქომაგები და ვთქვატ ისიც, რომ მიხუედავად ცუდი ჩემპიონატისა ლოგიკურია რომ ეს ნაკრებები ფინალსი არიან. სამხრეთ ამერიკელები გვერდზე გადავდოთ, ვერ გაქაჩეს. მათ შორის ორ ყველაზე სახელოვანიდან ერთი მარადონამ დაღუპა და მეორე გაურკვეველმა ვიტარებამ და მელუმ. აი ევროპაში კი რაც ხდებოდა კარგად ვიცოდით, განა 2008 წელს რამე სხვა მოხდა? გერმანია იმიტომ გავიდა ფინალსი იმ გუნდით, რომ ბადე გამოუვიდა უფრო ადვილი და თან გაუმართლა თამაშის ამბავშიც. ესპანეთს ერთადერთი ვინც დაუდგა, იტალია იყო, დაჟე რობერტო დონადონის იტალიაც კი😀 და კინაღამ გააგდო ეს ესპანეთი, სწორედ იტალიასთან მოგებით გახდა ესპანეთი ჩემპიონი და ეს იყო მთავარი ნაბიჯი, გარდამტეხი. სხვა მხრივ ესპანელები თითქმის ყველაზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგნენ. ჰოლანდია კი თამაშობდა ყველაზე კარგ ფეხბურთს ჯგუფსი და მერე, რუსეთთან რაც მოუვიდა ეს ნარინჯისფერთა წყეული ხასიათისა და არასერიოზულობის ბრალია. თორემრ ეალურად ეს ორი ყველაზე კაშკაშა გუნდი იყო იმ ჩემპიონატზე და ახლა ეს ორი გუნდი ფინალში. მართალია შედარბეით სახეცვლილია ორივე, მაგრამ მაინც.

მიუხედავად პესიმისტური შესავლისა, ბუნებრივია, ჰოლანდიას აქვს რეალური შანსი დაამარცხოს ესპანეთი და ეს ღირსეული ჩემპიონობა იქნება. ნარინჯისფერთა მთავარი კოზირი უნდა გახდეს სისწრაფე და ეგებ კიდევ აქვთ რაღაც მცირე პოტენციალი რაც აქამდე არ უჩვენებიათ,.

სწორედ ახლა აქვს ცოტა ზედმეტად გაბერილ რობენს(ფლანგის იგროკი როგორც წესი მაინც შედარებით პრიმიტიულია), რაღაც მართლა ხამამაღალი თქვას. ცენტრში ჰოლანდიამ არა მგონია ესპანეთს აჯობოს და ამიტომ ფლანგიდან თუ გაარღვევს რობენი. ბუნებრივია უესლიმ ისევ ისე კაცურად უნდა ითამაშოს როგორც აქამდე. თუ საჭირო გახდა ელჯერო ელიას შევაშველებთ აქეთა ფლანგიდან და მოკლედ ეგებ გამოვიდეს რამე. პრობლემა ისაა, რომეს ვან პერსი ჯერჯერობით უმაქნისია და გატანა ისევ სნეიდერმა და რობენმა უნდა ითავონ(აფელაი მაზილაა,, რომც გამოიყავნო).

ესპანეთის ამ დიდებულ თაობას კი აქვს ისტორიული შანსი და ოდნავ ფავორიტადაც მივიჩნევ ფინალში. ამ გუნდის მთავარი ძალა არის უსერიოზულესი, მბოილური და მრავალმხრივი ნახევარდაცვა. რომელიც არცთუ ძლიერ დაცვასაც კი კრიშავს და თავდასხმაშიც საოცრად პროდუქტიულია. ამას ემატება, ფუტკარივით მშრომელი და ძალიან კარგი დავიდ ვილია, რომელმაც შესაძლოა გლეხურად გაამზოს 2-3 კარგი მომენტი, მაგრამ სამაგიეროდ, იტანს, ქმნის, შრომობს, მოკლედ მაგარია. პლუს ამას, არ გამორიცხოთ, რომ მთელი ჩემპიონატი უქმად მყოფმა ფერნანდო ტორესმა ფინალში გაისროლოს, აქვს კლასი ამ ბიჭს და ჰა. არის ბასკური ეშხის მქონე (ლ)იორენტეც. მოკლედ, ესპანეთს თავისი პლუსები აქვს ცხადია.

ნამდვილად კარგი თამაში უნდა გამოვიდეს და დაველოდოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მსაჯები ამჯერად მაინც აღარ გააფუჭებენ, ისედაც გაფუჭებულ ჩემპიონატს. ორივე გუნდისთვის ისტორიული მომენტია, ესპანეთს, რომელსაც პირველად ეღირსა ფინალი და ასეთი თაობა ჰყავს, შთამომავლობა😀 არ აპატიებს, რომ ვერ მოიგოს. მეორე მხრივ, ჰოლანდიას ჯამურად ერგება ეს ტიტული და მესამე ფინალიც უნდა წააგოს?

ასეა თუ ისე, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება🙂 ფინალი ევროპულია და ეს კარგია და ევროპა გადაასწრებს საერთო ჯამში სამხრეთ ამერიკას. ნახევარფინალსი გერმანიისკენ კი ვიყავი სამართალის ამბავში, მაგრამ ისიც კარგია, რომ გერმანია ვერ დაგვეწია ტიტულებით🙂 და დანარჩენმა ლუზერმა და ორი დღის გუნდებმა, იხარონ ცოტა ხანი და დიად ნაციებზე ფრთხილად და მორიდებით იალაპარაკონ, ერთხელ ინგლისიც კი(აყვავდა) გახდა(გახადეს) ჩემპიონი😀😀😀
პ.ს.


ნუკი, ელე, ეკი, სალი…
გილოოცაააავთ!
ესპანეთიიიიიიი

პ.პ.ს.
გავრცელდა ინფორმაცია პაულმა ჰოლანდიის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველაო, მაგრამ ეს ცრუ ინფო გამოდგა. ჩვენმა საცეცებიანმა მეგობარამა ესპანეთის ჩემპიონობა ,თქვა’ და დააყოლა გერმანია მესამეზე გავაო.

Written by 1myway1

July 8, 2010 at 11:11 am

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ,,დაისაჯა იტალიაც ზელანდიასთანაც პირველ ნომრად ითამაშა”- ეს რა არის😀😀 ზელანდისთან ტოპმიოლერის საქართველომაც I ნომრად ითამაშა😀 და ბოლოსდაბოლოს იტალიაა

    atila

    July 8, 2010 at 1:58 pm

  2. მართალია, მაგრამ ფაქტია რა🙂
    ამხანაგურსი 3:4 მოგვიგო ზელანდიამ, სლოვაკეთთანაც და პარაგვაისთანაც პირველ ნორმად ითამასა იტალიამ. შეიძლება უნდა ეთამაშა კიდეც, მაგრამ სხვანაირად და ასე რომ ითამაშა თან პირველ ნომრად, დაისაჯა

    ბოლო ბოლო ამ ზელანდიამ წაუგებლად დატოვა მსოფლიო😀

    1myway1

    July 8, 2010 at 2:00 pm

    • მე თუ მკითხავ იტალიამ პარაგვაისთან ითამაშა ყველაზე კარგად.🙂 ამ შემადგენლობის იტალიის ნაკრებისგან არ ველოდი პარაგვაისთან I ნომრად თამაშს. ნამდვილად კარგად ითამაშა იტალიამ ის თამაში (პეპემ განსაკუთრებით)

      P.s. ზელანდიას არ მოუგია ის თამაში იტალიამ მოიგო 4-3😛

      atila

      July 8, 2010 at 2:23 pm

  3. უი ხო, მართალია 2:3-ს რომ ვაგებდით სულ ეგრე ჩამრჩა, რომ საბოლოოდაც წავაგეთ😀 პირველად არ მეშლება უკვე. თან ამხანაგურებს დიდ ყურაღდებას არ ვაქცევ

    მეც ეგრე ვთვლი, რომ პარაგვაისთან ყველაზე კარგად ითამასეს ჯამში. თუმცა სლოვაკეთთან რომ ჩაატარეს ბოლო წუთები, მიხუედავად გასვებული გოლისა, ისიც კაი იყო.
    ლიპის რო მარ დაეშვა ბერვი შეცდომა, მგონია ამ იტალიასაც კი ბევრად მეტი შეეძლო

    1myway1

    July 8, 2010 at 2:28 pm

    • არ მეგონა თუ ოდესმე იტალიის გულშემატკივარს რამეში დავეთანხმებოდი მაგრამ 100 % ყველანაირად და აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები🙂🙂 იმაშიც კი რომ იტალიასაც შეეძლო უკეთესად თამაში. კაპელოსაც ტყუილად რომ აბრალებენ მაგაშიც. ბრაზილიას რომ საუკეთესო ნაკრები ყავდა მაგაშიც თანაც თავდასხმაში “ექსტრა” კლასის შემსრულებლების ( კაკა ვერ იყო ფორმაში )გარეშე რაც უკვე დუნგას დონეზე მეტყველებს მემგონი. ჩემი აზრით დუნგამ ერთადერთი შეცდომა დაუშვა რომ თამაშის გამძლიერებელი უბრალოდ არავინ ყავდა (ვინც ყავდა ყველა ძირითადში იწყებდა თამაშს) თორე სხვა მხრივ ბრაზილიის ნაკრები უბრალოდ ყველაზე ძლიერი იყო ამ ჩემპიონატზე. ისე ამ პოსტში იგრძნობა ობიექტურობა ერთ ერთი წინა პოსტისგან განსხვავებით🙂🙂🙂🙂

      ვერ ვიტან იტალიელებს უბრალოდ მაკარონშჳკების ნაცია.

      July 11, 2010 at 10:12 am

      • obieqturoba yvelgan igznoba, ubralod, simartlis mosmena ar uyvars xalxs😀

        isa da shen romeli xar?

        1myway1

        July 11, 2010 at 10:55 am

  4. ლიპის რო მარ დაეშვა ბერვი შეცდომა, მგონია ამ იტალიასაც კი ბევრად მეტი შეეძლო

    +1

    შეეძლო. ბუფონის ტრავმა და იაკინტას აჩემება რომ არა მეოთხედფინალამდე გაქაჩავდა იტალია. მაინც რა გახდა ეს იაკინტა რა. კაცი მართლა ოფიციალური პოლისჯოხია😀

    atila

    July 8, 2010 at 2:33 pm

  5. იაკუინტა კარგია მაშინ, როცა იყენებ ისე, როგორც 2006-ში
    ბუფონის ტრავმასთანე რთად მთავარი უიღბლობა პირლოს დამტვრევა იყო

    იაკუინტას აჩემება, კუალიარელასთვის შანსისა რ მიცემა(პაცინისათვისაც)
    კასანო და ასე შემდეგ

    1myway1

    July 8, 2010 at 2:35 pm

  6. იმენა რა, ურუგვაის მაინც ეფაფხურა ცოტა კიდე😦

    ოხ მარადონა შენი

    meore

    July 8, 2010 at 8:34 pm

  7. კარგი პოსტია.. მომეწონა..

    და გერმანიისთვის ბოდიშს მე გიხდით ჯადოები გავუკეთე : )))

    ეს ხუმრობით

    გამიხარდა რომ გერმანია არ გავიდა თჲმცა გითანაგრძნობთ გერმანიიის ქომაგებო ^^

  8. მარწყვიანი ბლოგი🙂

    1myway1

    July 10, 2010 at 12:01 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: