1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Mr. Bojangles TOP 3

with 9 comments

გამარჯობა, თქვენ იცნობთ მისტერ ბოჯანგლეს? ან იქნებ მისტერ ბოჯანგელს, ვისაც როგორ ესიამოვნოს ისე დაუძახოს… მაგრამ თქვენ იცნობთ მას?

სხვათა შორის, მარტო თქვენ არა, მას ბევრი არ იცნობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ მისტერ ბოჯანგლესმა უნდა იცეკვოს, მას ეს საოცრად გამოსდის და ჩვენ ის გვიყვარს, არა?

გთხოვთ მისტერ ბოჯანგლეს, გთხოვთ იცეკვეთ, დაბრუნდით და იცეკვეთ!

ქანთრი არ მოგწონთ? ვაი თქვენს პატრონს, ოღონდ არ გეწყინოთ, ის ქანთრი რომელშიც მე ვცხოვრობ, არც მე მომწონს, მაგრამ ქანთრი დიდებული რამეა🙂

იცით, რომ 1942 წლის 16 მარტს ონეონტაში დაიბადა ვინმე რონალდ კლაიდ კროსბი? ალბათ არა და ის მით უმეტეს არ გეცოდინებათ, რომ მას ჯერი ჯეფ უოკერად იცნობენ.

ჩვენი ჯერი ჯეფ უოკერი ჰალსტუხით არ დადიოდა, არც ბანკირი იყო, და არც ბევრი წიგნის კითხვა უყვარდა. ბევრი რესპექტაბელური სამი ასო იტყვის რამეს, მასზე იქილიკებს, მაგრამ სხვაობა იცით რაშია? ის რესპექტაბელური სამი ასოები ბოლომდე ეგეთებად დარჩნენ, კარგი ხელფასებით და ოჯახში ფულის შემომტანებად, მაგრამ ჩვენ მათი სახლეებიც არ ვიცით ან რატომ უნდა ვიცოდეთ? ისევე უფერულად წავიდნენ და ვინც ჯერ არ წასულა ისე უფერულად წავა, როგორც ბარათზე ხელფასი ერიცხებათ და სუპერმარკეტში კალათას იღებენ მაიონეზისა და ვიჩინის საყიდლად. აი ჯერი ჯეფ უოკერზე კი ვსაუბრობთ და იცით რატომ ვსაუბრობთ? იმიტომ, რომ ის კარგი კაცია, ქალაქიდან ქალაქში დადის, უყვარს ქანთრი, დააქვს გიტარა და შედარებით ღარიბად, მაგრამ ცხოვრობს – ცხოვრობს!🙂

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერი ჯეფ უოკერმა გვაჩუქა ისეთი სიმღერა, როგორიც მისტერ ბოჯანგლესია🙂 ადამიანი ადგა და დაწერა ეს სიმღერა, რომელიც მით უმეტეს სათანადო კონდიციაში თუ ხარ, გაგათავებინებს🙂 რაა? უხამსად ვთქვი რამე, არ მოგეწონათ? ჰალსტუხი გაისწორეთ მეგობრებო, ხელფასი 26-ში გერიცხებათ ხომ? 2 კილო ხორცის ყიდვა არ დაგავიწყდეთ🙂

ბრიუს უილისის და მიკი რურკის ფილმები ხომ გინახავთ? აი მყრალ, მაგრამ ამრეიკულად კარგ ტიპებს რომ თამაშობენ ხომ იცით? ყველა ფილმში გამოგდებული პოლიციელები რომ არიან და თითქმის მთელ მსოფლიოს რომ იხსნიან ხოლმე. აი ასეთივე მყრალი ტიპია შეიძლება ჩვენი ჯერი ჯეფ უოკერი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ამ სიმღერის დაწერისთვის, ის დიდი ადამიანია.

ვისაც ეს სიმღერა მოგისმენიათ, არ აქვს მნიშვნელობა ვისი შესრულებით, ალალად მითხარით, ხომ გრჩებოდათ შთაბეჭდილება(და სავსებით ლოგიკურად და საფუძვლიანად), რომ მისტერ ბოჯანგლესი ზანგი უნდა ყოფილიყო? დაახლოებით ისევე, როგორც MC Hammer – U Can’t Touch This, აი ამის მომღერალი ხომ ფიზიკურად შეუძლებელია თეთრი ადამიანი იყოს? უბრალოდ, დახუჭეთ თვალები, მოუსმინეთ სიმღერას, მომღერლის ტემბრს… და მითხარით, შესაძლებელია ამას თეთრი ადამიანი მღეროდეს? რა თქმა უნდა, არა, ის აუცილებლად ზანგი უნდა იყოს🙂

დაახლოებით ასევე შავი უნდა იყოს მისტერ ბოჯანგლესი, არ მითხრათ არაო🙂 მაგრამ იცით რომ ყველაფერი, მუზის ჩათვლით თეთრი ადამიანისგან წამოვიდა? ოღონდ, მე არ ვიცნობ მისტერ ბოჯანგლეს, თქვენ? ნეტა როგორ იცხოვრა მისტერ ბოჯანგლესმა და ნეტა ჯერი თუ იცნობდა მართლა.

ყველა რესპექტაბელურის და წიგნების ჭიის თავზეც გავიარე, ვისთვისაც რაღაც არაიორდინალური და მგრძნობიარე, სიგიჟე და პათოლოგია წარმოუდგენელია🙂 1965 წელს ჯერი დათვრა, ძალიან დათვრა და დაიჭირეს🙂 სწორედ ამ შემთხვევითობამ დააწერინა მას ეს ლეგენდარული სიმღერა. თქვენი მაქსიმუმი კი სხვისი დაწერილი წიგნების კითხვაა🙂 მათი დაზეპირება, ციფრებთან მუშაობა და მაღალი ხელფასი, აი ეს არის თქვენი მაქსიმუმი, ნუ მიწყენთ, მაგრამ თქვენ ძალიან მცირეები ხართ და არაფერს წარმოადგენთ, თქვენ ვერ გრძნობთ, თქვენ ვერ ცხოვრობთ🙂

ციხეში ჯერი შეხვდა თეთრ ადამიანს, რომელიც თავის თავს მისტერ ბოჯანგლეს ეძახდა🙂 რათა პოლიციისგან რეალური სახელი დაემალა, მაგრამ როგორ ახერხებდა ამას უცნობია. ის დაჭერილი ყოფილა რომელიღაც გახმაურებული მკვლელობის ამბავში, თავად არავინ მოუკლავს, მაგრამ ხურდაში მოჰყვა, ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა. ორი ხულიგანი რაღაცეებს ხუმრობდნენ, როცა მისტერ ბოჯანგლესმა თავის ძაღლზე სევდიანი ისტორია მოჰყვა და ,კაი ბიჭების’ სასტავი დაგრუზა. მოგეხსენებათ, ასეთ ტიპებს აზროვნება ცოტა შეზღუდული აქვთ და არც სევდიანი ისტორიების მოსმენისა და გაგების ნიჭით გამოირჩევიან, ამიტომ სასწრაფოდ მოითხოვეს სიტუაციის გამოსწორება(ისინიც კი რაღაცაში გამოდგნენ) და ,გამფუჭებელსვე’ დაავალეს, ეგრე არ არის ბრატ, როგორმე გაგვამხიარულე ახლაო… და იცით რა ქნა მისტერ ბოჯანგლესმა? ადგა და იცეკვა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხომ? მაგრამ… მიდი მისტერ ბოჯანგლეს, ჩვენ ეს უნდა ვნახოთ, ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ ამას მოვითხოვთ და გთხოვთ მისტერ ბოჯანგლეს, იცეკვეთ, იცეკვეთ…

შაკალ ჯერის მეტი რა უნდოდა, ადგა და კი არ ისტეპა, დაწერა ამ ყველაფერზე და დაწერა გენიალური რამ🙂 თან დაიგინა, ცნობილ ბილ ,ბოჯანგლეს’ რობინსონთან ჩემს მისტერ ბოჯანგლეს არაფერი აქვს საერთოო. მართალიც არის, ამ, ჩვენს მისტერ ბოჯანგლეს იცით რა სიმაღლეზე შეუძლია ხტომა? იცით როგორ ცეკვავს? არა, თქვენ არ იცით, თქვენ ის არ გინახავთ…

სამაგიეროდ დიდი შანსია, სწორედ ჯერის რომ შეხვდა ციხეში, იმ კაცისთვის იყო ,ის’ ლუთერ რობინსონი, იგივე ბილი ,ბოჯანგლეს’ რობინსონი მუზა, რომელიც ცნობილი სტეპის მოცეკვვე გახლდათ, ფილმეში თამაშობდა და ასე შემდეგ. დიდი ვინმე იყო, მსმელი, მოჩხუბარიც ალაგ-ალაგ(დაჭერილიც) და ქალების მიყვარული🙂 ეს მისტერ ბოჯანგლესი ნამდვილად შავგვრემანი გახლდათ🙂 მოკლედ საინტერესო ადამიანი იყო, და 1949 წელს როცა გარდაიცვალა, მისი კუბო ბევრ ცნობილს ადმიანს მოჰქონდა, მათ შორის დიუკ ელინგტონს🙂

ჯეფის სიმღერამ სინათლე 1968 წელს იხილა. სულ ცოტა ხანში სიმღერა The Nitty Gritty Dirt Band-მა იმღერა და ძალიან პოპულარულიც გახდა. ხალხმა აიტაცა, ხალხმა უსმინა, ხახლმა იცეკვა, ხალხმა იმღერა… და ნეტა სად იყო ამ დროს მისტერ ბოჯანგლესი, გთხვოთ მისტერ ბოჯანგლეს, გამოჩნდით, დაბრუნდით, დაბრუნდით და იცეკვეთ…

ამხელა შესავლისა და დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ დიდი ,რამის’ შესრულების ჩემეულ სამეულში არც ჯეფი შემყავს და არც The Nitty Gritty Dirt Band. თუმცა მაინც მათით დავიწყოთ:

მერე რა რომ ცოტა უჯიგროდ მღერის, სამაგიეროდ, ხმები თუ გესმით ვიღაც გალეშილი მა მენების? აი ეს არის ქანთრი, ეს არის იქაური პონტი, ეს არის ჯეფი… გუშინ ნამდვილად იჩხუბა, ბევრი იგინა და ცოტა ხმა აქვს ჩახლეჩილი, შესაძლოა ქალსაც გაარტყა ხელი, მერე რა… ხდება, ნასვამია და გაგრძელება უნდა, ეგებ ბანაობაც დაეზარა და მერე ვეღარც მოასწრო, პირდაპირ სცენაზე გამოვიდა, ვისკის ნაკლული ბოთლი ქვემოთ უდევს, კუთხეში… ის მყრალია, ხშირად საზიზღარიც არის, მაგრამ თქვენ გგონიათ რომ მასზე უკეთესები ხართ? ვაი როგორ ცდებით, ძალიან… ძალიან🙂

არც ეს არის ის, რაც უნდა იყოს, მაგრამ აბა გაბედეთ და თქვით რამე ცუდი და არ დააფასოთ🙂 აი ბენდის წევრები, ვოკალისტის გარდა ტიპიური ამერიკელი ,მეოჯახეები’ არიან, ყოველ საღამოს ბარში სმით რომ ამთავრებენ და სამი შვილიდან პირველი რომ ყველაზე მეტად უყვართ, თავზე ხელს რომ უსვამენ და ეზოში კალათბურთს ეთამაშებიან. ხანდახან გასტროლები აქვთ და ვინ იცის, ადგილობრივ მარტოხელა ქალებთანაც ათენებენ ერთ ღამეს, მაგრამ ცოლი უყვართ, მართლა უყვართ, მისი გაკეთებული სადილი უფრო უყვართ და პიკნიკი ქალაქგარეთ…

აი ვოკალისტი სულ სხვა ჩუვაკია. ის ,ლუზერია’ ლუზერი, რომელიც ბევრ ,ვინერს’ სჯობია. ტიპი რომელსაც იმდენი ნიჭი არ აქვს, მაგრამ რაღაც მაინც აქვს და თან გამოიმუშავა, ბავშვობაში გადაწყვიტა რომ ეს უნდა ეკეთებინა და მიყვება. მერე ცოლმა მიატოვა, ცოლის შემდეგი ბოიფრენდი ამაზე კაიფობს, მაგარამ ამას ჰკიდია, მაინც თავისი ლურჯი ბრჭყვიალა რაღაცეებით გაწყობილი მოსაცმელი აცვია და ასე დადის ყველგან, თან გიტარა აქვს გადაკიდებული, ულვაშს არ იპარსავს, თმებიც მოზრდილი აქვს, ,კუზაოიანი’ მანქანა ჰყავს და ვისკის ბოთლი მუდმივად მისი მეგობარია…

ოხ როგორ მიყვარს ჩემი თავი ასეთ რაღაცეებს რომ ვწერ😀 რომ ვიცი და რომ ვგრძნობ მსგავსებს🙂

და აი მივედით მთავართან, ჩემი ვერსია ამ სიმღერის საუკეთესო სამეულისა:

1). სემი დევის ჯუნიორი

ჯეფი არ გვიწყენს და ეს სიმღერა ამ კაცისაა🙂 ალალად ვთქვათ და ხშირად სხვისი შესრულება გვირჩევნია, მაგრამ მაინც, ეს სიმღერა სემი დევის ჯუნიორისაა! რატომ? იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ გაითავისა სიმღერა, მის ხასიათსა და ცხოვერებაში ჩაჯდა და თავადაც უხდება სიმღერას, ტიპია ასეთი🙂 და კიდევ იმიტომ, რომ ყველას ვისაც არ უნდა უხსენო ეს სიმღერა, ათიდან ცხრა მაინც გეტყვის – აა სემი დევის ჯუნიორი რომ მღერისო😀 ჯეფი საერთოდ არც იციან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით🙂

ან ვინ შეუშლიდა სემი დევის ჯუნიორს ამ სიმღერის ათვისებასა და დაპიარებას, ფრენკ სინატრას ახლო მეგობარსა და თავადაც კაი ტიპსა და იმჟამინდელი გლამურის ერთ-ერთ წამომადგენელს ვინმე რამეს გაუბედავდა? ვერა.

არც ეს შესრულებაა თავად სემის საუკეთესო შესრულება, მაგრამ სწორედ ეს უნდა დამედო! იმიტომ, რომ ამ ვერსიაში ყველაზე უკეთ ჩანს, რომ ეს სიმღერა სემისია, მან იცის ყველა მუღამი ამ სიმღერის და ყველა ნიუანსი. მერე რა რომ ცოტა დაბერებულია, მერე რა რომ ისე ვერ ცეკვავს, მერე რა რომ თავხედურად და ზედმეტად უსტვენს დასაწყისში… ეს ყველაფერი არ გვაღიზიანებს, რადგან ბუნებრივია, ეს სიმღერა მისია, მისთვის შეიქმნა. ამბობს კიდეც – it’s very special to me🙂 for us too ჩემო სემი🙂

2). ნინა სიმონე

ქალბატონი ნინა ზოგადად არის პათოლოგიურად მაგარი და ეს შესრულება საერთოდ ორგაზმამდე მიგიყვანს კაცს, მით უმეტეს თუ ასეთ ხასიათზე ხარ🙂 ასეთი შესრულების ხასიათზე🙂

სიტყვები სრულიად ზემდეტია აქ, მეც ვეღარაფერს ვიტყვი მეტს, უბრალოდ უნდა მოუსმინო და დატკბე🙂

3) რობი უილიამსი

რობი არის ერთ-ერთი იშვიათი ბრიტანელი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მთელი არსებით, თავის ყველაფრით, ეს არის უნიჭიერესი ადამიანი, პუბლიკაზე თამაშისა და გადამღერების ოსტატი, დიდოსტატი!

რობი ათავებს სინატრაზე, იმდენად,რომ მისტერ ბოჯანგლესშიც კი ის ფრენკს ხედავს და ამიტომ ორმაგად მიყვარს🙂 აუცილებლად ნახეთ მეორე ვიდეოც, სადაც მისი და ფრენკის სუართები მიდის სიმღერის ფონად🙂 ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ სინატრას შესრულებას, ის დონე ვერ არის, მაგრამ მაინც სინატრაა😉

მთავარი ვიდეო კი იმ არანორმალური კონცერტიდანაა(რომელზეც ჩვენ მომავალში ცალკე ვრცლად ვისაუბრებთ აუცილებლად), რომელიც რობიმ დადგა როიალ ალბერტ ჰოლში. ადამიანი, რომელიც ძალიან მოუხდა ამ ამბავს, არის ჯუნიორ ლანიანი (სტეპის (ხო კარგით ჩიჩოტკის) ცნობილი მოცეკვავე და მსაწავლებელი), დიდებულად ცეკვავს🙂 რობი კი უბრალოდ პატარა სკამზეა ჩამომჯდარი, ზოგჯერ სიგარეტსაც ეწევა სცენაზე, თმები ტრადიციულ სტილზე აქვს დაყენებული, პერიოდულად თვალში ცრემლი გამოერევა, ზის და ასრულებს, მთელი გულით და მონდომებით, თავისი ტემბრით მღერის, (უ)სტვენს…

პ.ს.

ესეც ბონუსი თქვენ:

ნაწყვეტი გენიალური ფილმიდან ოუშენის 11 მეგობარი, სინატრა და მისი მთელი ბანდა🙂

სემი დევის ჯუნიორი გვისრულებს – იოოო ილეეეევენ

პ.პ.ს.

ესეც ბონუსი N2

ორი ლეგენდა🙂

პ.პ.პ.ს.

გთხოვთ მისტერ ბოჯანგლეს…

Written by 1myway1

July 10, 2010 at 2:44 am

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. gemovneba sufevs🙂

    magdu

    July 10, 2010 at 7:08 am

  2. 🙂

    1myway1

    July 10, 2010 at 8:42 am

  3. gemovneba sufevs +1

    ჯუნიორი რა კაცია?!😀

    ikadoriano

    July 10, 2010 at 12:32 pm

  4. აქაც მოგწერ

    ყოჩაღ🙂

    სემი დევის ჯუნიორს მართლა ვერავინ წაართმევს, მაგრამ სხვებმაც მაგრად შეასრულეს🙂

    ერთი შენიშვნასავით :
    რობისთან ერთად ის მოცეკვავეც უნდა გეხსენებინა🙂
    ძალიან მაგრად ჩაჯდა და მაგარი კაცია🙂

    Tengobarca

    July 10, 2010 at 1:01 pm

  5. Tengobarca
    კი ვაპირებდი და მერე რატომრაც გადავიფიქრე😀 თუმცა არასწორი გადაწყვეტილება იყო აშკარად თან აგერ ეგრევე თვალში ხვდება🙂

    ახლა ჩავამატე, მაგარი კაცი, როცა ვნახე ეს ვიდეო პირველად, იმის მერე მახსოვს მისი სახელი და გვარი – ჯუნიორ ლანიანი, ოღონდ თავიდან ცუდად მესმოდა😀

    კიდევ ბილ რობინსონზე ჩავამატე ერთი აბზაცი მოკლედ, მაინც ის იყო პირველი მისტერ ბოჯანგლესი და…😀

    1myway1

    July 10, 2010 at 6:03 pm

  6. ხოო მაგარი კაცია ჯუნიორი🙂

    არადა პირველ მომენტში კინაღამ დაიმტვრა(Then he’d lightly touch down-ის შემდეგ ზუსტად, უხერხულად დასრიალდა).. რობის ბრალია სცენა სრიალებდა ძალიან, რომ ესრიალა და ეთამაშა მას პუბლიკაზე😀 ეს ლანიანი კინაღამ დაღუპა.. მაგრამ ბოლოს მაინც იფრინა ტიპმა🙂

    Tengobarca

    July 10, 2010 at 11:20 pm

  7. 😀
    ხოოო. პუბლიკაზე თამაში მაღთლა საოცრად ეხერხება

    1myway1

    July 11, 2010 at 1:34 am

  8. ძალიან მომეწონა პოსტი. და საერთოდ,მომწონს,ვინერ-ლუზერებზე როგორც წერ ხოლმე🙂

    რობის ვერსია ყველაზე ძალიან მიყვარს. ნინასი არ ვიცოდი,პირველად მოვუსმინე და ცოტა შეჩვევა ჭირდება🙂

    mariefille

    July 11, 2010 at 11:51 am

  9. 🙂 გაიხარე

    სიმონეს შესრულებას რაც შეეხება, მარტივად მიჩვევადი და მოწონებადია😀

    1myway1

    July 11, 2010 at 11:43 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: