1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

2010 წლის მუნდიალი ანუ ტრაგიკომედია

with 8 comments

დიახ, მართლაც რომ ახალი მსოფლიოს ჩემპიონი და არა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი… ეს მსოფლიო, ასეთი ამბები და ასეთი ჩემპიონატი, ასეთი გუნდებით ფინალში და ლუზეროლოგიით, ნამდვილად ახალი მსოფლიოა🙂

სპეციალურად არ დავწერე ეს პოსტი ცხელ გულზე, როცა უფრო კარგად იწერება ბლოგისთვის🙂 რადგან უხასიათოდ ვიყავი და არც ახლა მინდა წერა, მაგრამ სადაც ამდენი ვჯღაბნე მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში, ეს პოსტიც უნდა გამოვაცხო. ოღონდ ეს არ იქნება ისეთი პოსტი, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა ანუ ამომწურავი, თავისი კარგი სტატისტიკით, პარალელებითა და ასე შემდეგ. იქნება ისეთი, როგორზე მეტსაც ეს ჩემპიონატი არ იმსახურებს. თუმცა სულ ხალტურასაც არ შემოგთავაზებთ ცხადია🙂

როგორც უკვე ვთქვი, რა ჩემპიონატიც, ის ფინალი და ის დასასრული🙂 თუმცა ასეთ კოშმარსაც არ ველოდი. ეს იყო ცუდი ჩემპიონატი, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ძალით ნეიტრალურებმა, ობიექტურებმა ან ესპანეთის ნორმალურმა თუ გოგოშკა ფანებმა, ანდაც ჰოლანდიის ქომაგებმა. 2002 წლის მუნდიალზე მსაჯებს ამის ნახევარი შეცდომებიც კი არ დაუშვიათ და აქ უკვე მთავრდება ლაპარაკი… არადა მარტო ესეც არ ყოფილა. სანამ გადავიდოდეთ მატჩების მოკლე განხილვაზე, ვიტყვი მთავარს თუ რატომ არ მომეწონა ეს ჩემპიონატი:

მსაჯობა

მსაჯის ნებისმიერ პატარა შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ჩემპიონატზე ეს შეცდომები ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ყველა მათგანს ჩვენ ვერ და არ ჩამოვთვლით, მაგრამ ახლავე თავადაც დარწმუნდებით რამხელა მარაზმთან გვქონდა საქმე, როცა ჩამოვთვლი გამოკვეთილ შეცდომებს ან ძალიან საკამათო ეპიზოდებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მატჩების მსვლელობაზე.

1. არგენტინამ მოუგო ნიეგრიას 1:0. კი ბატონო უკეთ ითამაშა და ბევრი მომენტიც ჰქონდა, ნიგერიელთა მეკარემ თავი გაიგიჟა და ყველაფერი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა ჰაინცემ თავით შეაგდო, იქამდე არგენტინელებმა იუხეშეს და ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი გახლდათ.

2. გერმანია ავსტრალიას 2:0-ს უგებს, როცა ავსტრალიელებს ტიმ კეჰილს უგდებენ, აბსოლუტურად უაზროდ, ყვითელი ბარათით შემოფრაგვლაც შეიძლებოდა, რაც თავად გერმანელებმაც აღიარეს. ვინმე არიფი იკითხავს, მერე რა გერმანია ისედაც ხომ 2:0-ს იგებდაო? ჯერ ერთი ამ ჩემპზე ბურთების სხვაობა წყვეტდა ბევრ რამეს და გერმანიამ მიიღო დიდი უპირატესობა ამით. მერე მეორე, კეჰილი გახლავთ ავსტრალიის ლიდერი და მან ამ ტყუილი წითელი ბარათის გამო, განასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა.

3. სლოვაკეთს ახალი ზელანდიისთვის გააქვს ოფსაიდიდან გოლი და ამ სამ ქულას თავდაყირა შეიძლებოდა დაეყენებინა ყველაფერი. მართალია ბოლო წამზე სლოვაკებმა გაუშვეს, მაგრამ ამით უსამართლობა ბათილდება?

4. (შუალედში არის ბევრი მომენტი, ტყუილი ოფსაიდები, შესაძლოა გასაგდები ფეხბურთელები და ა.შ. მაგრამ ამაზე არ ვჩერდები) მექსიკა აშკარად სჯობნის საფრანგეთს, მაგრამ ხავი ერნანდესს პირველი გოლი სავარაუდოდ ოფსაიდიდან გააქვს. ამ გოლით უსახური ფრანგები საბოლოოდ გატყდნენ.

5. სლოვენია მოულოდნელად 2:0-ს უგებს აშშ-ს. ამეირიკელები ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას და მეტიც… ბოლო წუთებზე გააქვთ წესების სრული დაცვით გატანილი გოლი(თუ ვინმე არღვევადა იქ წესს, ეს სლოვენიელები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი მაშინ), მაგრამ იდიოტი მსაჯი ამ გოლს არ თვლის და ამერიკას ურთულეს მდგომარეობაში აგდებს. გარდა ამისა, იმავე მატჩში მსაჯი აბსოლუტურად ტყუილა აძლევს ყვითელ ბარათს აშშ-ს შემტვეს ფინდლის, რომელიც საჭირო მოთამაშეა და მას ამის გამო უწევს ბოლო მატჩის გამოტოვება.

6. განასა და ავსტრალიის უპრინციპულეს მატჩში, ავსტრალიას უკვე მეორე ლიდერს ჰარი კიუელს უგდებენ. ამაზე შესაძლოა ცოტა ნაკლებია სადავო, მაგრამ ადამიანს მოხვდა ბურთი ხელზე და არ ითამაშა, ზურგით რომ მდგარიყო ხო არ გააგდებდნენ? პენალტი და ყვითელიც საკმარისი იყო. ავსტრალია და ამერიკა დაბრიდეს მსაჯებმა რასაც ჰქვია.

7. იტალიის კარში ახალზელანდიელებს თამაშგარედან გააქვთ გოლი. მეორე გოლის გატანას იტალია ვერ ახერხებს(იტალის პენალტი რატომ გამოტოვეო არ მითხრათ, მოძულეებმა და სიძულვილით დაბრმავებულებმა, პენალტი იყო დე როსიზე, რომც არ ყოფილიყო ეს მსაჯებისა და ჩემპიონატის მორიგ მარაზმს დაამტკიცებდა🙂 ). საბოლოოდ ეს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა გამოდის იტალიის საზიანოდ.

8. ბრაზილიისა და კოტ დივუარის მატჩში ძალიან ბევრი რამე წყდებოდა, ფაქტობრივად ამ წაგებაამ ჩატოვა აფრიკელები ჯგუფში. ხოლო ასეთ მატჩში რომ ვერ დაინახავ თუ როგორ თამაშობს ფორვარდი 60-ჯერ ხელით და გოლს ჩაუთვლი, ერთი რამე ჰქვია მარტო – სლეობა. მე საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დაინახეს მსაჯებმა და მაინც ჩათვალეს. მოკლედ… მარაზმ.

9. საფრანგეთს თავისი გაჭირვება ეყოფოდა და არ მაქვს ილუზია, რომ დიდად რამე შეიცვლებოდა გურკუფი რომ არ გაეგდოთ, მაგრამ ფაქტია ტყუილა გააგდეს.

10. ამერიკის ნაკრებს უკვე მეორედ არ უთვლიან გოლს. ალჟირელებთან შეხვედრაში გუნდმა იღბლის წყალობით მაინც მოახერხა 89-ე წუთზე გატანა და ჯგუფიდან გავიდა, თორემ ფაქტობრივად ჯგუფში ტოვებდნენ, კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველამ🙂

11. ის რომ სერბეთი არაორგანიზებული გუნდია და პოტენციალს ვერ იყენებს, ის რომ პირველ ორ მატჩში აბსოლუტურად უაზროდ აიკიდა პენალტი ხელით თამაშისთვის, ცალკე საუბრის თემაა და მსაჯების ბრალი არ არის. თუმცა როცა სერბეთის კარში ნიშნავ სამართლიანად პენალტს, მეტოქის კარშიც უნდა დანიშნო. ავსტრალიასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე, ოზებმა ხელით ითამაშეს და პენალტი არ დაიდო, არადა 2:2-ზე სერბეთი ჯგუფიდან გადიოდა. ნუ ავსტრალიის მშვენიერ გუნდს როგორ მოექცნენ, ვთქვით უკვე.

12. ის რომ იტალიამ ზოგიერთი ეპიზოდის გარდა, სათანადოდ ვერ ითამაშა, გავიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი რასაც შექმნის ისიც უნდა წაართვა. სლოვაკეთთან სლე ინგლისელმა ჰოვარდ ვებმა(ამიეს მერე რო ფინალზე დანიშნავ… ფიფას დედას გავატყი კიდევ ერთხელ) და მისმა ბრიგადამ დიდი ფუნა დადეს მინდორზე. იტალიას არ ჩაუთვალეს ორი გოლი, რომელთაგან ერთი ნამდვილად იყო და დიდი შანსია მეორეც. ამის გამო იტალია ჯგუფში ჩარჩა. გარდა ამისა, სლოვაკების არაკაც მეკარეს მუხას აუცილებლად უნდა მიეღო წითელი ბარათი, როცა მან კუალიარელას მუშტი ჩაარტყა სახეში, მაგრამ მსაჯმა მუხასაც და კუალიარელასაც ყვითლები უჩვენა, რაც აბსურდი იყო, რადგან თუ იმ ეპიზოდში იტალიელთაგან ვინმე იყო ოდნავ მაინც დამნაშავე, ეს იაკუინტა გახლდათ და არა კუალიარელა.

13. პორტუგალია ბრაზილიასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა და სატურნირო ბადე მნიშვნელოვნად იცვლებოდა მერე. ბრაზილია თავს არ იკლავდა და არც პორტუგალია, მაგრამ… იყო მომენტი, როცა ჟუანი გასაგდები იყო, და მხოლოდ ყვითელი მიიღო. ასევე გახლდათ ეპიზოდი, როცა პენალტის დადება შეიძლებოდა ბრაზილიის კარში და ტყუილი თამაშგარეს მომენტიც გვახსოვს.

14. ჩილეს ესპანეთთან ძალიან საკამათო ვითარებაში გაუძევეს ესტრადა. ასევე ყვითელბი ჩამოურიგეს უპრაგონოდ და ამის გამო გუნდს ბრაზილიასთან სამი კაცი აკლდა.

15. თუ აქამდე ჯგუფურ ეტაპზე ვსაუბრობდით და მხოლოდ ზოგიერთი მომენტი გავიხსენეთ, ახლა უკვე პლეი ოფსაც მივადექით და გამოვტოვოთ ურუგვაი-კორეა, სადაც ასევე იყო მცირე რაღაცეები და მივიდეთ მთავარ მარაზმებთან…

ინგლისის ნაკრები მძულს, კარგად მოგეხსენებათ და არ ვფიქრობ, რომ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე დაუმსახურებლად, მაგრამ მაინც ინგლისელებს რომ გაეთანაბრებინათ, მერე მოიგებდნენ. თუმცა ვერც საპირისპიროს ვიტყვით, აი ფაქტს კი ვერ გავექცევით, თან როგორ ფაქტს… ლამპარდს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ეს ხდება მერვედფინალში ინგლისსა და გერმანიას შორის… შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჯგუფურ ეტაპზე და ნაკლებად პრინციპულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომა რამით ნაკლებია ასეთ მატჩში დაშვებულ შეცდომაზე, მაგრამ ხაზი მაინც უნდა გავუსვათ შეხვედრის სტატუსსა და პრინციპულობას.

16. თუ ამ შეცდომებზე უარესებს კიდევ ვნახავდი ამ ჩემპიონატზე ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ჯერ სად ვყოფილვართ… კარლოს ტევესმა მექსიკას ორმეტრიანი ოფსაიდიდან გაუტანა, ამ მომენტის არდანახვა როგორ იყო შესაძლებელი უბრალოდ ვერ ვხვდები… ამ გოლმა მექსიკა, რომელმაც მშვენივრად დაიწყო, ნამდვილად გატეხა და მერე მეორე გოლიც აჩუქეს მექსიკელებმა მეტოქეს, რაც აშკარად იმ უსამართლობას მოყოლილი მომენტი იყო. მოკლედ, ამას ერქვა სირცხვილი.

17. დიადი ესპანეთის ნაკრები პორტუგალიას გასცდა თამაშგარედან გატანილი გოლით. დავიდ ვილიამ 22,5 სანტიმეტრიანი ოფსაიდიდან გაიტანა და ასე მოიგო ახლა უკვე მსოლფიოს ჩემპიონმა ესპანეთმა🙂

18. და აი ისევ დავუბრუნდით ჩვენს ღირსეულ მსოფლიოს ჩემპიონს… პარაგვაის ნაკრებს ესპანეთის კარში აბსოლუტურად სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. გარდა ამისა, ნელსონ ვალდესზე რომელიც პირისპირ გადიოდა ფაქტობრივად, დააფიქსირეს ტყუილი თამაშგარე. მერე პარაგვაიმ პენალტი გააცუდა(რომ გაეტანა არაფერიც აღარ მოხდებოდა), ამას მოჰყვა ესპანეთის პენალტი, რომელიც მსაჯმა ხაბი ალონსოს გადაარტყმევინა, იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები ადრე შევარდნენ საჯარიმოში, არადა კარდოსოს დარტყმისასაც ადრე შევარდნენ ფეხბურთელები🙂 მეორე დარტყმა მეკარემ მოიგერია და შემდეგ ფეხებში ჩაუვარდა ფაბრეგასს და კიდევ პენალტი იყო დასანიშნი, მსაჯმა აღარ დადო. ამას მოჰყვა ესპანელთა იღბალა გოლი, პარაგვაის მაზვა და ასე გავიდა დელ ბოსკეს არმადა🙂

19. ფინალიც ყველამ კარგად ვნახეთ, ჯერ ვები რა დასანიშნი იყო🙂 მერე მეორე რაც მოხდა საშინელებაა. კი ბატონო, დე იონგის გაგდება შეიძლებოდა, მაგრამ აქ მთავარი სიტყვაა შეიძლებოდა! და არა აპრიორი გასაგდები იყო.(არანაირი პენალტი ინიესტაზე არ ყოფილა) აი კუთხური კი რომელიც უნდა დანიშნულიყო ნამდვილად იყო! არ დაინიშნა და ამას მოჰყვა ის შეტევა, რომლიდანაც ესპანეთმა გოლი გაიტანა და ასე გახდა ჩემპიონი. გარდა ამისა, ბევრი ყვითელი ტყუილა დაარიგა ვებმა, შესაძლოა ჰეიტინგაზეც🙂 მოკლედ, ეს იყო გვირგვინი იმ ყველაფრისა რაც თავიდან ბოლომდე მოხდა ამ ჩემპიონატზე🙂

20. ფიფას დედას შევე*ი

მერწმუნეთ ეს ყველაფრი არ გახლდათ. უამრავი პატარა მომენტი იყო კიდევ, ტყუილი ოფსაიდები, ყვითლები, აუტები, კუთხურები… გასაგდები და არგაგდებული ხალხი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თავდაყირა შეეძლო ბევრი რამის დაყენება. ერთადერთი შედარებით ნორმალური მსაჯი იყო უზბეკი რავშან ირმატოვი და ესეც მრავლისმეტყველია. ვინმეს არგუმენტი, რომ ესაა ფეხბურთი, ჩემთვის არასერიოზული და არადამაკმაყოფილებელია – ფეხბურთი უსამართლობა არ არის.

ბურთი, ვუვუზელა და გარემო

სახელი ,ჯაბულანი’ უკვე თავად მეტყველებს იმაზე თუ რასთან გვაქვს საქმე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადიდასს არ შეეშლებოდა და მხოლოდ იმიზეზებდნენ ამ ბურთის პრობლემას, ფაქტები ჯიუტია. არ შეიძლება მსოფლიოს წამყვან მეკარეებს უწყინარ სიტუაციებში ბურთი უხტებოდეთ და ხელიდან უვარდებოდეთ. შესაბამისად რაღა გასაკვირია, რომ შედარებით ნაკლებად კლასნი მეკარეებს შეცდომები მოუვიდათ.

კარში დარტყმა მარტო იაპონელებსა და დიეგო ფორლანს გამოსდიოდათ. ერთი ორი კრიშტიანუმაც დაარტყა. აშკარად ეტყობოდა დარტყმისას, რომ უაზროდ მიფირნავდა ბურთი.

ასევე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ვუვუზელას შეეჩვია ყველა. პროფესიონალი ფეხბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ბლაბლაბლა, ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და ზოგზე ეს აბსოლუტურად უაზრო და გამაყრუებელი ზუზუნი გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა და ახდენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდორზე ელემენტარული კომუნიკაციის მომენტია.

დაბოლოს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ე.წ. არასაფეხბურთო ქვეყნები არ არიან მზად მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად, უფრო სწორედ პირობებს ქმნიან, მაგრამ გარემო თავისთავად არ არის სათანადო. არ გამოდის რა.. ფაქტი სახეზეა, ჯერ 2002 ახლა 2010. არადა, რატომღაც მეგონა აფრიკაში უმაგრესი ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი.

სხვადასხვა ფაქტორები

გარემოსა და ძუძუების გარდა, სხვადასხვა ფაქტორებიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩემპიონატი არ ვარგოდა. ჯერ ერთი ჩემპიონატს არ ჰაყვს გამოკვეთილი ვარსკვლავი, მეტიც, 1-2-ც არ არის ასეთი, არამედ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც დაახლოებით ერთ დონეზე, ასე თუ ისე კარგად ითამაშეს. გავიდა ძალიან ცოტა ლამაზი გოლი და უმეტესობა შემთხვევით ამ ისედაც მცირე რაოდენობიდან. ნათლად ვერ გამოვლინდა ბომბარდირი, 5 გოლი ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაუგროვდა.

რაც მთავარია დასამახსოვრებელი მატჩი იყო ძალიან ძალიან ცოტა. ურუგვაის ნაკრები რომ არ ყოფილიყო შესაძლოა დასამახსოვრებელი მატჩები სულაც არ გვქონოდა, ეს კი დიდი მინუსია მოგეხსენებათ. ასევე ასეთი ცუდი ფინალი, რაც ფეხბურთს ვუყურებ ლაივში ანუ 1994 წლიდან, პირადად მე არ მახსოვს. ვერცერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ გაიბრწყინა. ყველაზე კარგი ტომას მიულერი გახლდათ, რომელსაც ისედაც კარგად ვიცნობდით.

მწვრთნელები გამოირჩნენ შესაშური პრაგმატიზმით და უმეტესობა არასწორით. ასევე ბევრი კარგი, შემოქმედი ფეხბურთელი დააკლდა ტურნირს.

მატჩი მესამე ადგილისთვის

მოვრჩით, მოკლე დასაბუთებას იმისა, თუ რატომ არ მომეწონა ჩემპიონატი და ორი სიტყვა ბოლო ორ მატჩზეც ვთქვათ. მართალია მესამე ადგილისთვის მატჩი სახალისო და კარგი საყურებელი გამოდგა ბევრი გოლით, მაგრამ ეს მესამე ადგილისთვის მატჩი მაინც გასაუქმებელია, სისულელეა უბრალოდ.

ყველაზე ,სახალისო’ იყო ის, რომ მილიონობით ადამიანი ბჭობდა გაიტანდა თუ არა კლოზე გოლს და თუ გაიტანდა რამდენს. ვის მოსწონდა, რომ კლოზე ახალი ბომბარდირი და რეკორდსმენი ან თანარეკორდსმენი უნდა გამხდარიყო და ვის არ მოსწონდა. ზოგი გამოთქვამდა აზრს, რომ გერმანია წააგებდა ასე 3:2-ს, სამაგიეროდ ურუგვაი კლოზეს 2 გოლს გაატანინებდა და ასე შემდეგ… მიროსლავ კლოზე კი საერთოდ არ გამოსულა მინდორზე😀😀 რასაც ჰქვია ცირკი ჩემპიონატი იყო.

არ მესმის მე რა ტრავმა უნდა ჰქონოდა ასეთი კლოზეს, რომ ასეთი ისტორიული შანსის გამოყენება ხელიდან გაეშვა და მინდორზე არ გამოსულიყო ან ლიოვმა რატომ არ გამოუშვა, კლოზეს სახეზე რაღაც უკმაყოფილება ეტყობოდა. გერდ მიულერს რო დაეწია ის გაუტყდათ და აღარ გადაასწროსო თუ რონალდომ ჩარია ხალხი, ამან როგორ უნდა გამასწროსო😀😀 მოკლედ, ასეა თუ ისე, მოვეშვათ ამ თემას.

უშუალოდ მატჩი მოიგო იმან, ვინც ნაკლები შეცდომა დაუშვა. გერმანია რეალურადაც უფრო ორგანიზებული და ძლიერი გუნდი იყო. თუმცა ურუგვაის ჰქონდა მომენტი, როცა 2:1 დაწინაურდა, მესამეც გაეტანა, მაგრამ არ გამოვიდა. დიეგო ფორლანმა მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და ბოლო წამზე კინაღამ ჯარიმიდან გაათანაბრა, ხარიხა შეაზანზარა. ფერნანდო მუსლერა მორიგი იდიოტური შეცდომების კასკადით გამოირჩა, ლიოვმა კი გერმანიის თითქმის მეორე შემადგენლობა გამოიყვანა… ბუნდესნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი როგორც თამაშის კუთხით ასევე ფსიქოლოგიური კუთხით სიძლიერე.

ფინალი

რაც არ უნდა მიმტკიცონ არანაირი ისტერია არ არის ესპანეთზე და გოგჩოები იტალიას რო ქომაგობდნენ ეგეთი უნდაო… აბსურდია ეს, მახსოვს ის პერიოდიც და შედარებაც არ არის. ის რაც ესპანეთთან მიმართებაში ხდება, მარაზმიც აღარ ჰქვია უკვე. დღის ბოლოს ისევ მეგობრებთან ერთად შევიყარე და ფინალს ლისის ტბაზე ვუყურე, მოქალაქე დ. ლომინაძესთან, ი. კოხოძესთან, გ.გილმოურიძესა და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად… სულ რო არაფერი, ეს პატიოსანი ადამიანები არ მომცემენ ტყუილის თქმის უფლებას. ის რაც იქ ხდებოდა, გულისრევის, სირცხვილის, ზიზღის… რავი ათასი ცუდი გრძნობის ნარევს გიჩენდა ადამიანს… აბსოლუტურად გაურკვეველი გოგოშკები და ბიჭუშკები, ზოგი შეყვარებულის პონტში რომ ქომაგობს, ზოგს დადებული რომ აქვს, ზოგი მოდას რომ არის აყოლილი, ზოგს პიკე მოსწონს სახეზე და ასე შემდეგ.

მე იქ ფრაზები მოვისმინე… ნუ ბანალურ გატყლარჭული ტონით ნათქვამ ,მიდი მიდი…’, ,იკეეერ, რა სიცოცხლეა, კასილიასი’, ,ხუჭუჭა პუდელიიი’, ,ვილია გაიტანე ნუ რა გჭიიირს’, ,ინიიიიი’, ,ვაიმე ცუდად გავხდები ეხლა'(ეს ჰოლანდიის შეტევებისას), ,ხო ხედავ რა მჭიიირს, ნუ აღარ შემიძლია'(და ხელს იფრიალებს სახეზე), ,გული შემიწუხდება ეხლააა, გოგოო’ და მსგავსი მარაზმების გარდა, კიდევ იყო საოცარი შეკითხვები – ფრე რომ დამთავრდეს გავალთ? და მსაგვსები🙂 ეს ბიჭი საერთოდ ჯიუტად აწვებოდა გასვლას, თავის Fეშენ გოგოშკებს ამშვიდებდა პერიოდულად – ნუ გეშინიათ, მაინც გავალთო.

ნუ ყველა იმ მარაზმს დაწვრილებით ვერ აღვწერ რაც იქ ხდებოდა. ყველა შეძახილს, უაზრო ოვაციებსა და სექტანტურ დვიჟენიებს. ჰოლანდიისკენ მგონი 5 პროცენტიც არ ვიყავით, არადა ბლომად ხალხი იყო. თამაშის მერე, მსაჯს ვაგინებდი და ჩმეპიონატს და ვიღაც 16-17 წლის გოგომ ჩაილაპარაკა, ნუ ყველა დაბოღმილი ვინც იყო ჰოლანდიისკენ იყოო😀😀 უხასიათოდ კი ვიყავი, მაგრამ ხომ არ ავყვებოდი, თან რა უნდა ამეხსნა ახლა იმისთვის, რამე მაინც ესმოდეს. ჯერ ის უნდა ამეხსნა, რომ დაბოღმილობა არფერ შუაშია, მერე ის თუ რატომ იყო ცუდი ჩემპიონატი და მოკლედ წყლის ნაყვა ისედაც მეყოფა ცხოვრებაში.

უშუალოდ მატჩზე რაღა ვთქვათ, მსაჯის მარაზმების მერე, სალაპარაკო ბევრი არც არაფერია. ესპანეთი უფრო სერიოზული და კლასნი გუნდია დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგები თამაში ჰქონდა. ყველანაირად უკვე პენალტებისკენ მიდიოდა საქმე და მე თუ მკითხავ სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი, პენალტებს გადაეწყვიტა ვინ მოიგებდა რა… მაგრამ მსაჯის უაზრო შეცდომისა და მერე, თავად ჰოლანდიელების შეცდომის გამო, გავიდა ის ტრუხა გოლი და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბლოგზეც დავწერე და ისედაც ვამბობდი, არიენ რობენის მამენტ ისტინი არისთქო. თუ უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ ფლანგის იგორკი არაა და დიდობაზე აქვს პრეტენზია, ამ მატჩში რამე უნდა ექნა. კი, ჩაიკუნტრუშა ერთი-ორი სწრაფად, ამგრამ საბოლოოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ლუზერია(ჰოლანდია კი ისევ სულით არასერიოზულ ნაკრებად რჩება). როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი მომენტი გექმნება და არიენ რობენი ხარ, უნდა გაიტანო(მერე ძალიან ეჭვი მეპარება ესპანეთს მოებრუნებინა შეხვედრა), საშინლად გამაბრაზა ამ მომენტმა. კარგად იცით, იყო მეორე მომენტიც, კი პუიოლმა ხელი შეახო, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა და დარტყმა შეეძლო, ამან კი გაანიავა ეს მომენტიც.

ვან დერ ვილი მთელი თამაში ბურთს ვერ იჩერებდა. ვერ გაიბრწყინა ელჯერო ელიამ. ვან პერსი ისევ უმაქნისი იყო, ვან ბომელი რომ არ გააგდეს მიკვირს. სნეიდერმაც ვერ ქნა ბევრი ვერაფერი, მაგრამ თავისი საგოლე პასი, თან ძალიან კარგი, გააკეთა🙂 და იმ იდოტმა ვერ გაიტანა.

აი ყველაზე კარგი, მონდომებული და უშეცდომო კი ჰოლანდიის ნაკრებიდან მაარტენ სტეკელენბურგი იყო, შემიყვარდა ტიპი, არადა არ არის უმაღლესი კლასის მეკარე. ლომივით იდგა, ბურთი ამოჰქონდა, ყვლაფერს აკეთებდა, ბოლოს ლამის ინიესტასაც აუღო. ყველაზე ცოდო სწორედ ის გახლდათ ამ მარცხის გამო. ბოლოს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაყვანა რამდენად მართებული იყო მარვიიკის მხრიდან ესეც საკითხავია. ისე ჰოლანდიელებმა მართლა უხეშად ითამაშეს.

ასე წააგო ჰოლანდიამ თავისი მესამე ფინალი და როგორც ბარსელონას სჩვევია ხოლმე, სულით არასერიოზულად, წაუგებლად დაასრულა ტურნირი, შესარჩევის ჩათვლით ფინალამდე 14 მატჩი მოიგეს ჰოლანდიელებმა, ბოლოს ფრე ითამაშეს(დამატებით დროში წაგება სხვაა, ძირითადში არ წაუგიათ), მაგრამ ჩემპიონები მაინც ვერ გახდნენ. გული დამწყდა, მაგრამ რა გაეწყობა.

ესპანელებს კი ამის მეასედიც არ ღირსებიათ, ჯერ ევროპა(რომელიც ნამდვილად ულაპარაკოდ და დამსახურებულად მოიგეს, ვიდრე მსოფლიო), მერე მუნდიალი. მშვენიერი თაობაა და უდიდესი წარმატება. ამ ფორმაციის ნაკრებს ალბათ ევროპაზეც ვნახავთ და აი, 2014-ში უკვე ცოტა სხვაგავრად იქნება საქმე.

დელ ბოსკემ უბრალოდ ხელი არ შეუშალა ნაკრებს და ცხადია, მარადონასავით პრაფანიც არ არის, რაღაცეები ესმის. უბრალოდ, ნაკრების წარმატების მასზე მიწერა, ცოტა არ იყოს უხერხულია😀 ისევე როგორც არაგონესისა და დელ ბოსკეს ესპანეთის შედარება.

ინიესტა ძალიან კარგი იყო ამ ჩემპიონატზე, მართლაც გამოვიდა ხავის ჩრდილიდან საბოლოოდ. ხაბი ალონსო აკეთებდა თავის საქმეს. რამოსი იყო მშვენიერი. კასილიასი საერთოდ დიდებული. ვილია შრომობდა ბევრს და ბრწყინვალეა, მაგრამ ის პატარა გლეხობა და პატარა უქარიზმობა მაინც უშლის ხოლმე პერიოდულად ხელს, ხან პენალტს გამაზავს, ხან ფინალში ორი მეტრიდან ვერ გაიტანს და ასე😉 პუიოლი კაი იყო და ასე შემდეგ, თითქმის ყველა. ერთი ტორესი არ იყო ფორმაში და პედრო პედროა😀😀 (ისე მაგრა ვიკაიფე გოგოშკებზე, პედრო რო გაიყვანა და ხესუს ნავასი შემოუშვა, კი არ გაუხარდათ.. პედრიტო როგორ გაიყვანაო😀😀 :D)

ასე გახდა მადრიდული არომატის მქონე კატალონია მსოფლიოს ჩემპიონი და ესპანელთა ამ გამარჯვებას პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს, მაგრამ მაინც არ შველით მგონი, ქვეყანაში ისევ არეულობაა და ზოგზე ამ ჩემპიონობამ უარესადაც კი იმოქმედა, უფრო აბუნტდნენ.

დაბოლოს, მომკალით და ეს არ იყო საჩემპიონო თამაში, რაც ესპანეთმა ითამაშა. ყველაზე კარგად პირინეელებმა გერმანიასთან ითამაშეს და იქაც ციდან ვარსკვლავები მოწყვიტესო რომ ვთქვათ არ იქნება სწორი. უბრალოდ, ამ ჩემპიონატის ლოგიკური დასასრული იყო😀 რა ჩემპიონატიც, ისეთი დასასრული.

თავად ფინალიც ცუდი იყო, ამ ძედსკი სადს 2006 წლის ნებისმიერი ფინალისტი იოლად მოუგებდა, გინდა ის იტალია და გინდა ის საფრანგეთი, გინდა ამ ჰოლანდიას და გინდა ამ ესპანეთს. ისე ბოლო წლების ესპანეთს, თან ამ ესპანეთზე ბევრად უკეთესს ერთადერთი გუნდი დაუდგა, 2008 წელს იტალიამ მოახერხა ეს. 2006 წლის იტალიაზე ბევრად უარესმა. უბრალოდ, პენალტებში წავაგეთ, თარსი დონადონი რო გეყოლება მწვრთნელად😀

ახლა უფრო სასაცილო ხდება საუბრები იტალიის დაუმსახურებელ ჩემპიონობაზე 2006-ში😀 ლაპარაკიც მეზარება, მოკლედ რომ ვთქვათ:

1. იტალიამ იმ ჩემპიონატზე თამაში არ წააგო

2. იტალიამ იმ ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა (ესპანეთმა 8 და აქედან 1 ოფსაიდით, გაამრჯვების გოლი სხვათა შორის. მეორე კი ფინალში მოჰყვა შეტევას, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რადგან კუთხური იყო დასანიშნი)

3. იტალიამ გაუშვა ორი გოლი და აქედან ერთი საკუთარ კარში გაიტანა, მეორე კი არცთუ ნაღდი პენალტიდან გაუშვა.

4. იტალიას არცერთ მეტოქესთან არ მოუგია საეჭვოდ ავსტრალიის გარდა, მაგრამ ავსტალიასთან გროსოს წაქცევაზე დანიშვნადი პენალტი იყო, სხვა საქემა რომ თავად გროსომაც გააფორმა. ხოლო ის რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ამავე მატჩში მატერაცი გაგვიგდეს ტყუილად. აი ესპანეთმა კი პორტუგალიას ოფსაიდით მოუგო. პარაგვაის გოლი არ ჩაუთვალეს და მერე პენალტი ვერ გაუტანა და ასე შემდეგ.

5. იტალიამ ითამაშა ტაქტიკურად ბევრად უფრო მრავალმხრივი ფეხბურთი. მოუგო მასპინძელ გერმანიას.

პლუს ტორესის, ბუსკეტსისა და ინიესტას მერე სიმპულანტობაზე ხმა აღარავინ ამოიღოს🙂

გავარტყი იმ ჩემპიონატს მატჩების მაგივრად ყველაზე დასამახსოვრებელი ის რომ იქნება, რვაფეხამ ყველაფერი რომ იწინასწარმეტყველა და გაარტყა. კარგად ცნობილმა ჯიმი ჯამპმა ფინალზე მინდორზე გადმოხტომა რომ შეძლო და თამაშის მერე იკერ კასილიასმა თავის შეყვარებულსა და ჟურნალისტ სარა კარბონეროს რომ ჩაუზასა პირდაპირ ეთერში (ვაიმეე, იკერიიი საკალელიიიი)

ახლა დავივიწყოთ ყველა ცუდი რაღაც რაც იყო, ოთხი წელი დავიძინოთ და დაველოდოთ ნამდვილ, კარგ მსოფლიოს…🙂

გამორჩეულები

საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

ეს ჯილდო დიეგო ფორლანს ჰხვდა წილად და ვეთანხმები გადაწყვეტილებას😀 არ მინდა დიეგო დავაკნინო, პირიქით, ამ ჩემპიონატზე შემიყვარდა, ტიპი იმენნა ლიდერი იყო და სიგიჟეებს სჩადიოდა, მაგრამ ზუსტად ასეთი ჩემპიონატი იყო, 31 წლის დიეგო ფორლანი უნდა გამხდარიყო საუკეთესო😀

დავიდი ვილია, უესლი სნეიდერი, ტომას მიულერი, ანდრეს ინიესტა… შეიძლებოდა ამათზე ფიქრიც. კაია რომ ინიესტას არ მისცეს გოლის გამო🙂

საუკეთესო ბომბარდირი: ტომას მიულერი (გერმანია) – 5 გოლი


მოგეხსენებათ, კიდევ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა 5 გოლი, მაგრამ მიულერს სამი საგოლე პასი ჰქონდა დამატებით. ვილიასა და სნეიდერს მხოლოდ თითო საგოლე პასი. დიეგო ფორლანს კი ერთო გოლი პენალტით ჰქონდა გატანილი.

საუკეთესო ახალგაზრდა: ტომას მიულერი (გერმანია)

ესეც ლოგიკურია. უკეთ ვერავინ ითამაშა და… ანხელ დი მარიასგან ველოდი ბევრს, მაგრამ არასწორად ათამაშებდა მარადონა. მარეკ ჰამშიკიც არ იყო თავის პოზიციაზე და თან ვერ გაქაჩა. ელჯერო ელიას ჰქონდა შანსი, მაგრამ ბოლომდე ვერ ივარგა და დროსაც ცოტას აძლევდნენ. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ნუღარ შევჩერდებით.

საუკეთესო მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)

ესეც სიმართლეა. ერთი-ორი გააფრინა თავისებურად კასილიასმა, მაგრამ ესპანეთის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

ასევე მომეწონა მეკარეები ენიეამა, ცორვასი, კინგსონი და პორტუგალიელი ედუარდო იყო დიდებული. მშვენივრად გაისარჯა შვეიცარიელი ბენალიო, ნოიერიც კარგი იყო, ცოტა არასტაბილური, მაგრამ კარგი და სტეკელენბურგი მარტო ფინალის გამო უნდა ვახსენოთ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე მუსლერა გახლდათ😀

ფიფას ფეირ პლეის პრიზი: ესპანეთი

ნუ ამაშიც არის ლოგიკა, ძალიან ცოტა ყვითელი მიიღეს. ფინალში კი აურიეს ბოლოს, მაგრამ ჰოლანდიაც უხეშობდა, ვებიც სლეა და… თუმცა მეტოქეებს გოლებს რომ არ უთვლიან და ოფსაიდიდან გააქვთ რამდენად ფეირ პლეია არ ვიცი😀

მოვეშვათ ახლა ფიფას სისულელეებს და სხვა რამეებზეც ვთქვათ. საუკეთესო მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ჩემეული ვერსია მინდოდა დამესახელებინა, მაგრამ გამიჭირდება, ისეთი ჩემპიონატი იყო ვისი ვისშია ვერ გაიგებ. კასილიასი-არ ვიცი ვინ, ერთს ვერ ვიტყვი-მიულერი-ვილია ალნათ ასე გამოდის.

ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთნელები: ბერტ ვან მარვიიკი და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი

ორივემ რაღაც გამოადნო, ტაბარესმა უფრო ნაკლები რესურსით ცხადია, ხოლო მარვიიკამ ჰოლანდიას ათამაშა შედარებით სერიოზული ფეხბურთი, ბოლომდე აღარ ეყო.

ჩემი აზრით სიმპათიური გუნდები: ძალიან მომეწონა ურუგვაი, მაგრამ ნუ გავაფეტიშებთ, რომ დავფიქრდეთ კარგად… მოუგო უსუსურ სამხრეთ აფრიკას. ვერ მოუგო უსახურ საფრანგეთს. მოუგო მექსიკას არაფრისმომცემ მატჩში. თანაბარ ბრძოლაში სუარესისი ოსტატობით სძლია კორეას. ვერ მოუგო განას, აქეთ გადარჩა ბოლოს და მერე პენალტებში იმარჯვა. წააგო ჰოლანდიასთან, წააგო გერმანიასთან ანუ თითქმის ვერცერთი მთავარი მატჩი, ძლიერ გუნდთან ვერ მოიგო. თუმცა რომ არა ურუგვაი ეს ჩემპიონატი საერთოდ კოშმარული იქნებოდა.

ჩემი უდიდესი სიმპათიები პარაგვაის ნაკრებსა და მის მწვრთნელ ხერარდო მარტინოს. ეს იყო ძალიან დაბალანსებული და ძალიან სერიოზული ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან. ესპანეთთან რა და როგორ მოხდა ვისაუბრეთ უკვე ამაზე.

ასევე სიმპათიები პარაგვაის გამოგდებულ იაპონიას, რომელსაც ნამდვილად ბევრად მეტი შეეძლო და სიმპათიები იაპონელთა თითოეულ ფეხბურთელს, ჰონდას თამადობით.

განის ნაკრებს ქება ეკუთვნის ნამდვილად და მის მწვრთნელსაც. განელებმა ისევ დამტკიცეს, რომ აფრიკაში ყველაზე სერიოზული ნაკრები ჰყავთ და ერთ ნაბიჯში იყვნენ შავი კონტინენტისთვის პირველ ნახევარფინალთან.

ნუ თამაშის მხრივ სიმპათია ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ზელანდია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც წაუგებლად დატოვა ეს მუნდიალი😀😀 (ჰოლანდიას დამატებით დროში წაგებას, წაგებად თუ ჩავთვლით). ზელანდიელთათვის ეს დიდი წარმატებაა.

გოლების საუკეთესო ხუთეული ჩემი ვერსიით:

1). ვან ბრონკჰორსტის გოლი ურუგვაის კარში.

მართლა საოცარი დარტყმა გამოუვიდა, თან ძალიან მნშივნელოვანი.

2). დიეგო ფორლანის გოლი გერმანიის კარში.

ამ გოლში თავად ფორლანის უმაგრესი დარტყმის გარდა, კარგია კომბინაცია, რომელიც ურუგვაელებს ფლანგზე გამოუვიდათ.

3). ფაბიო კუალიარელა სლოვაკეთის კარში და (იმ ინციდენტის მერე თან)მუხას დედის ტრაკში აგდებს ბურთს.

ჩემი აზრით ეს საუკეთესო გოლია საერთოდ😛 მაგრამ მერე არაობიექტურობა დამწამდებოდა. არადა, უმაგრესი გოლია ამ გოლში ჩანს მთელი იტალია, ვიღაცეები სილამაზეზე რომ ბოდავენ, აი ეს არის სილამაზე, იტალიაც ეს არის, პატარა, ცოტა, მაგრამ ეფექტური და რაც მთავარია შედეგიანი, უტონკესი. ისე კუალიამ ნორმალური გოლის გატანა არ იცის. ვისაც არ გაქვთ ნანახი ეს ვიდეო ნახეთ, მცირე ნაწილია მისი შემოქმედების, ბოლომდე უყურეთ, ისიამოვნებთ:  http://www.youtube.com/watch?v=1vaqzE6VUUA

4). კარლოს ტევესი მექსიკის კარში გატანილი გოლით

წაუვიდა კარლიტოს მაგარი დარტყმა, თან მექსიკის მეკარეც არ არის ძალზედ ძლიერი და…

5). რობინიოს გოლი ჰოლანდიის კარში

კი, ჰოლანდიელთა დაცვა საშინლად ჩავარდა, მაგრამ ამ გოლს შესრულება უნდოდა. მელუმ ძალიან მაგრი პასი გააკეთა, ნელნელა რომ მიხტუნ-მიგორავს ბურთი და ვერავინ რომ ვერ წვდება შენიანის გარდა🙂

ფავორიტები და არამარტო

მოკლედ ჩემპიონატი კი არა, ცირკი იყო ცირკი

ჩვენ კი გავიხსენოთ ფავორიტები და ორი სიტყვა შევაწიო კიდევ ერთხელ მათ და არამარტო მათ. ჯერ კონტინენტების მხრივ დავიწყოთ.

ევროპა: ძალიან სასიხარულოა, რომ ფინალი ევროპული გამოდგა, ერთი ეს პლუსი მაინც დავინახოთ🙂 და ევროპამ ტიტულების საერთო რაოდენობით, როგორც იქნა გაასწრო სამხრეთ ამერიკას. არადა ჩემპიონატი ისე დაიწყო, თითქოს ევროპელების ფიასკო გვემუქრებოდა.

სამხრეთ ამერიკა: კარგად დაწყებული საქმე ვერ გააგრძელეს სათანადოდ. ყურადსაღებია ისიც, რომ სხვებზე მომზადებულნი მეხუთეადგილოსანი ურუგვაი და ცოტა სხვა ფეხბურთის მოთამაშე პარაგვაი გამოდგნენ🙂

ჩრდ./ცენტრ. ამერიკა: ამ კონტინენტიდან ჩემი ორი საყვარელი ნაკრები გამოდიოდა, აშშ და მექსიკა. ორივეს მშვენიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ორივეს ქაოტური და ამის გამო დაისაჯნენ. ნუ ჰონდურასი ყველაზე სუსტი ნაკრები იყო ჩრდ. კორეასთან ერთად.

აფრიკა: აფრიკელთაგან აშკარად მეტს ელოდნენ, მეც მეტს ველოდი. კამერუნმა კი აიღო 0 ქულა, მაგრამ ყველაზე სუსტი ნაკრები არ იყო, უბრალოდ არაორგანიზებული გახლდათ. ნიგერიამ ბოლომდე თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. ალჟირი შედარებით ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ის დონე არ არის რა. 4 ქულის მიუხედავად ყველაზე სუსტი ალბათ სამხრეთ აფრიკა გახლდათ. კოტ დივუარს არც გაუმართლა და ვერც ითამაშა საჭირო დონეზე. აი განას კი ყოჩაღ მართლაც🙂

აზია: აზიელებს ყოჩაღ, ისევ ორი მშვენიერი გუნდი ჰყავთ – სამხრეთ კორეა და იაპონია. ორივეს მეტი შეეძლო, თან სხვადასხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ. რადგან აზიის ზონაში გადავიდა, ავსტრალიაზეც აქ უნდა ვთქვათ, რომ ოზებსაც არა უშავს გუნდი ჰყავთ, წინა სჯობდა, მაგრამ ამასაც არა უშავს.

ოკეანეთი: ახალი ზელანდია წაუგებელია😀

———————————————————————————————–

ესპანეთი – მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ და ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გამართლდა ეს მოსაზრება. ნუ თუ რატომ, როგორ და რამდენად დამსახურებულად იმარჯვა ესპანეთმა ამაზე ცოტა ვისაუბრეთ უკვე. ძალიან კარგად იმქომედა ესპანელებზე შვეიცარიასთან წაგებამ დასაწყისში, ცოტა მოეგნენ გონს და დაეშვნენ მიწაზე. მერე უკვე ცოტა გაუმართლათ ჩილესთან, თამაშგარეთი მოიგეს პორტუგალიასთან, ძალიან გაუმრათლათ პარაგვაისთან(ამ მატჩით გახდნენ ჩემპიონები, ისევე როგორც ევროპა მოიგეს იტალიასთან მოგებით მეოთხედფინალში) და გამართლების გარდა უსამართლობის მომენტიც იყო. ყველაზე კარგად ითამაშეს უმიულერო გერმანიასთან და ბოლოს რაც მოხდა კი ვნახეთ, ვების დედა რო ვატირე, პენალტებში მოეგოთ უფრო სამართლიანი იქნებოდა. ისიც სისულელეა, რომ არავის არ გაახსენდება მომავალში ის ყველაფერი რაც ამ მსოფლიოზე მოხდა და მხოლოდ ის ეცდოინებათ, რომ ესპანეთმა იმარჯვა. ნამდვილი ქომაგი ყოველთვის მიაქცევს ყველა ნიუანსს ყურადღებას და ყველაფერი ეცოდინება. ხოლო ეკა-ლიკა-თიკა-მაკა რას იტყვიან და რას ჩათვლიან არც მაინტერესებს🙂 მათ უბრალოდ ვულოცავ და დაჭკვიანებას ვუსურვებ. ისიც ფაქტია, რომ ესპანეთს ჰყავს ძალიან კარგი თაობა და ნაკრები.

ჰოლანდია – ესპანეთისა არ იყოს არც ჰოლანდიელებს უჩვენებიათ საჩემპიონო თამაში, მაგრამ ბოლო ბოლო ამ გუნდს 14 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბრაზილია გააგდო. ისტორიულადაც ერგებოდა, მაგრამ ხასიათმა, რობენმა და მსაჯმა არ გაუშვა ჰოლანდია.

გერმანია – ამ ნაკრებისგან ბევრს არავინ ელოდა და მისი ჯგუფში ჩარჩენაც რეალური გახლდათ,. თუმცა უკვე მემილიონედ გერმანიამ დაამტკიცა, რომ საოცარი ქვეყანაა და საოცარი ნაკრები ჰყავს. ძალიან ღირსეულად ითამაშა და მიულერის გარეშეც ესპანეთს ცოტა წაეჭიდავა, მაგრამ ვერ გაქაჩა. ჯამში გერმანიისთვის წამრატებული ტურნირი იყო, მაგრამ ფინალში გაუსლიყვნენ აჯობებდა🙂

ურუგვაი – ურუგვაი არ იყო ფავორიტი, მაგრამ აქ უნდა მოვისხენიოთ, რადგან მეოთხე ადგილზე გავიდა ბოლო ბოლო და ძალიან გამიხრადა ეს ფაქტი. ისტორია და ტრადიციები არ იკარგება და არ ქრება, ეს საფეხბურთო ერია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა😉

არგენტინა – მარადონას ფაქტორისა და უამრავი შეცდომის გამო ეს ნაკრები სერიოზულს ვერაფერს მიაღწევდა. უცნაური ხალხია, მაინც დარჩენას სთხოვენ, იმდენად ფანატიკურად უყვართ. გაძნელდება ასე შედეგის მიღება… ისიც კი მოვისმინე, ისწავლის მარადონა შეცდომებზე, აი როგორც ფრანც ბეკენბაუერმა ისწავლაო😀😀 როგორ უნდა შეადარო ხასიათით ეს ორი ადმიანი😀 ბეკენბაუერი უძლიერესი პირვონებაა და მარადონას საჭირო თვისებბეი არ აქვს, არ ვარგა მწვრთნელად. თუმცა მე ვიცი რა ფაქტორიც არის მანდ, ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, წარმოიდგინეთ:

2014 წელია… ბრაზილია… ბრაზილიაში არგენტინის ნაკრები დიეგო არმანდო მარადონას ჩაჰყავს და არგენტინელები მოსისხლე მტრის ბუნაგიდან მსოფლიოს თასის წამოღებას ლამობენ… ლიონელ მესი 27 წლისაა, წესით ფორმის პიკში…

ხვდებით როგორ კოკაინზე უკეთ მოაქვს ამ გარემოებებს სექტანტებისთვის?😀

ბრაზილია – მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ეს ნაკრები იყო ყველაზე ძლიერი ამ ჩემპიონატზე და ძალით გაიგდო თავი. დუნგას ერთადერთი შეცდომა იყო, რომელიმე ერთი შემტევის არყოფნა, მაგალითად პატოსი. ასევე ბრაზილიელებს არ გაუმერთლათ კაკას ტრავმაში, იყვნენ ზედმეტად ნერვიულები და ის გიჟი მელუ გაფსიხდა, თორემ… ერთი ტაიმის ჩაგდების გამო, ეს ძალიან ძლიერი ნაკრები დროზე ადრე გაემგზავრა სამშობლოში, არადა აშკარად უმაგრესი ნაკრები იყო. ყოჩაღ დუნგას და წარმატებები.

იტალია – სკუადრა აძურას ფიასკო მოსალოდნელი იყო. თუმცა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები არ ველოდი, თამაშით უარეს თამაშსაც კი ველოდი ისე, სხვა რამეს ვგულისხმობ, თამაშის სტილსა და მსაჯების შეცდომებს. ლიპიმ ბევრი მიჰქარა, თორემ ამ იტალიასაც კი უფრო მეტი და ერთი-ორის გამწარება შეეძლო. ლიპის, მსაჯების, ცუდი თამაშისა და სხვა ფაქტორების გარდა, იყო ელემენტარული უიღბლობა, ორი მთავარი ფიგურა გუნდისა, პირლო და ბუფონი დაიმტვრნენ. ახლა მოვიდა ნიჭიერი მშრომელი კაცი, ჩეზარე პრანდელი და ახალი ერა იწყება იტალიისთვის.

ინგლისი – დავესესხები სლავენ ბილიჩს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ დროს მის მიერ წარმოთქმულ მართალ და ბრწყინვალე სიტყვებს: ,,ინგლისის ნაკრები ისევ ის მძღნერია, რაც იყო”.

საფრანგეთი –

Written by 1myway1

July 13, 2010 at 3:16 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. goodman, zogadad gogoebtan rame problema gaqvs?😀

    Natalia

    July 13, 2010 at 7:02 pm

  2. Natalia
    ala patala

    1myway1

    July 13, 2010 at 7:03 pm

  3. Zaan saintereso iyo sagol🙂

    skiamakia

    July 13, 2010 at 8:22 pm

  4. momewona🙂

    respect😉

    blumgardt

    July 13, 2010 at 9:20 pm

  5. gaixareT🙂

    1myway1

    July 13, 2010 at 10:10 pm

  6. ‘ფრე რომ დამთავრდეს გავალთ?’

    :D:D=)))))

    secondpower

    July 14, 2010 at 8:54 am

  7. “ისიც სისულელეა, რომ არავის არ გაახსენდება მომავალში ის ყველაფერი რაც ამ მსოფლიოზე მოხდა და მხოლოდ ის ეცდოინებათ, რომ ესპანეთმა იმარჯვა. ნამდვილი ქომაგი ყოველთვის მიაქცევს ყველა ნიუანსს ყურადღებას და ყველაფერი ეცოდინება.”

    მეც ვიცი გუდმენ 34 და 38 წლები. ამიტომაც სულ შამბალაზე მახატია იტალიის 4 ჩემპიონობა, საიდანაც 2 მინიმუმ გამოსაქვითია😛

    ვახო

    July 14, 2010 at 11:01 am

  8. ,,მეც ვიცი გუდმენ 34 და 38 წლები. ამიტომაც სულ შამბალაზე მახატია იტალიის 4 ჩემპიონობა, საიდანაც 2 მინიმუმ გამოსაქვითია :P”

    იტალიას ისედაც კარგი გუნდი ჰყავდა 30-იანებში, ძლაინ ძლიერი.
    38-ში მოიგო ალალად
    აი 34 იყო ნაჩალიჩარი, ისიც მთლიანად არა და არც ამას ივიწყებს ვინმე smile.gif

    ისევე როგორც არ ივიწებს არავინს 1954 წელს, 1966 წელს, 1978 წელს, 1990 წელს, 1998 წელს, 2002 წელსა და ახლა უკვე 2010 წელს smile.gif
    მარტო იტალიაზე ნუ ლააპრაკობთ დაზეპირებულ ისტერეორიპებით, რომელიც მცდარია smile.gif

    1myway1

    July 14, 2010 at 11:18 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: