1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

წვიმიანი ოცწუთეული

with 7 comments

თავის დროზე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი რომ წვიმა კარგი რამეა. მაშინ პატარა ვიყავი და ზოგისგან რომ ვიგებდი, ვაიმე რა კარგია წვიმა, წამოვიდეს ნეტაო, ძალიან ვბრაზდებოდი, რადგან წვიმის მოსვლა იმას ნიშნავდა, რომ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. მე კი წავიდოდი, მაგრამ უმეტესობას მშობლები არ გამოუშვებდნენ, ამიტომ არ მიყვარდა წვიმა. თუმცა გულის სიღრმეში მაშინაც მიყვარდა და სულ ვცდილობდი ,გამართლება’ მომეძებნა წვიმისთვის და ბოლოს ვიპოვე…

წვიმა იმიტომ არ შემყვარებია, რომ მიწისთვის კარგია და მოსავალი იქნება კარგი და არც იმიტომ, რომ გაგავაგრილებს ხოლმე. წვიმა წვიმის გამო შემიყვარდა, მრავალი წლის წინ, როცა ისევ პატარა ვიყავი კოკისპირულად დაცხო და ხალხმა მოფარებულში შესვლა, ქოლგების გაშლა და თავზე სხვადასხვა ნივთების დაფარება დაიწყო, მე კი აუღელვებელი ნაბიჯით დაახლოებით 25 წუთი ვიარე სახლამდე, არც გუბეებს ვუვლიდი და არც თავზე ვიფარებდი რამეს. საოცარი სიამოვნება მივიღე და სახლში მისულს, გალუმპულს ჩემები რომ მეჩხუბებოდნენ, იავნანად ჩამესმოდა მათი სიტყვები ყურში. იმ დღეს შემიყვარდა წვიმა. მას მერე, მსგავსი რამ ბევრჯერ გამიკეთებია.

მერწმუნეთ, წვიმაში სეირნობაზე კარგი ცოტა რამ არის ცხოვრებაში, მშვიდად რომ მიდიხარ, რაღაც აზრები რომ გიტრიალებს და სასიამოვნოდ სველდები, თუნდაც ძალიან დასველდე, უდიდესი სიამოვნებაა. ამ დროს ბევრ რამეზე ფიქრობ და კიდევ ერთხელ ხვდები რომ ცხოვრება მშვენიერია.
ან იმას რა სჯობია, საღამოს ლოგინზე რომ ხარ წამოწოლილი ან ბუხართან რომ ზიხარ ან ფანჯარაში იყურები და გესმის როგორ შხაპუნებს წვიმა ასფალტზე, ფოთლებზე, სახლებზე, ფანჯრებზე…
ისე, აბსოლუტურად სხვადასხვა კაიფია დღე წვიმაში სიარული და ღამე.
თუმცა ცხადია, ყველაფერს თავისი ზომა, წონა, დრო და კაიფი აქვს. უზომო და გაუთავებელი არაფერი ვარგა. ზოგჯერ წვიმაც კი გამაღიზიანებელი ხდება, მაგრამ წვიმაში სეირნობა – არასდროს🙂

არც ცოტა ხანი იყო გასული და არც დიდი ხანი რაც წვიმაში არ მისეირნია, ჰოდა დღეს რომ წამოვიდა, ძალიან მომინდა გასვლა. ჩავიცვი სპორტულები, დავიხურე იტალიის კეპკა და გავუყევი გზას, ძალიან ძააალინ ძაალიან მაგარი იყო, ცოტა უფრო მძლავარად და დიდ ხანს რომ ეწვიმა კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ესეც მშვენიერი გახლდათ🙂
ჰო, კეპკა იმიტომ დავიხურე, რომ ცოტა დიდხანს ვაპირებდი სეირნობას და ვიფიქრე, მერე უკანა გზაზე მოვიხდითქო, უკანა გზაზე კი მოვიხადე, მაგრამ წვიმამ არ ამიბა მხარი და დიდ ხანს არ გაგრძელდა.

ყოველთვის საინტერესოა რატომ არ უყვარს ხალხს განსხვავებული ადამიანები. ან რა დიდი განსხვავებულობაა იმაში, რომ წვიმაში მისეირნობდე დამცავი საშუალებების გარეშე და ნელი ნაბიჯით, მგონი არაფერი, მაგრამ მაინც არ უყვართ, ეჭვის თვალით გიყურებენ, თითქოს რაღაცას აშავებდე და ცუდი იყო.

უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ,ძალით ორიგინალური’ ხალხი არც მე მიყვარს, რატომღაც რომ გადაწყვეტენ ორიგინალურობას და თმას მწვანედ შეიღებავენ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს მართლა მოსწონთ, უბრალოდ, იმიტომ, რომ ბევრისგან განსხვავებით სხვა ფერის თმა ჰქონდეთ.

წვიმაზეც ასეა, არის ბევრი, რომელიც განგებ სხვის დასანახად სველდება, არადა ეს დიდად სულაც არ სიამოვნებს. სურათებსაც იღებს, რომ მერე სხვებს აჩვენოს, აი რა მაგარი ვარო. სურათები მეც გადამიღია წვიმაში და დასველებული ტანსაცმლით ოღონდ სხვა მიზნით, ადმიანები საერთოდ სურათს მაშინ იღებენ დიდ წილად, როცა რამე სიამოვნებთ და კმაყოფილები არიან, შესაბამისად ის მომენტი ვიზუალურადაც უნდათ რომ მეხსიერებას შემორჩეს.

ისე, ადვილი გასაშიფრია, ფსევდო წვიმომანკები(ნუ უფრო გოგოები არიან ხოლმე ასეთები) და ფსევდო წვიმაომანებიც, ზოგიერთი ბიჭია, კაი ბიჭობა უკრძალავს მოფარებულში დადგომას ან თავზე რამის დაფარებას, რადგან ეგრეხება და უტყდება. წამებში ვშიფრავ ამ კატეგორიებს😀

არის მეორე უკიდურესობაც, კისრისტეხით რომ მიიჩქარიან, რადგან 500 წვეთი წვიმის ნაცვლად 300 მოხვდეთ მხოლოდ, გუბეების მოსავლელად აკრობატულ ილეთებს ასრულებენ, რადგან ფეხი ოდნავაც არ დაუსველდეთ და შეუძლიათ 3 საათი იდგნენ გადახურულში, სანამ წვიმა არ გადაიღებს ან სანამ სადარბაზოში შემსვლელ და კარებამდე მიმყვან ტაქსს არ გამოიგონებენ. ზოგი გადახურულში იმიტომაც დგას ხოლმე, რომ წვიმის მოსმენა და ყურება უსწორდება, გინდა დამდგარს და გინდა ჩამომჯდარს, ასეთებს არ ვერჩი, ესენი კაი ჩუვაკ-ჩუვიხები არიან😀

მოკლედ ეს წვიმის მოძულეები ბევრი ვნახე დღეს, მაგრამ მე რაღას მერჩოდნენ ვერ გავიგე, თითქოს წვიმა მე მოვიყვანე და პერანგი თუ კაბა მე დავუსველე. თუ უფლება არ მქონდა მესეირნა? ისე ალმაცერად მიყურებდნენ, რატომ მოდის ასე კმაყოფილი სახით და ასე ნელა ამ წვიმაშიო, ვიფიქრე, რამე ხო არ მისვია ან ტანსაცმელი ხომ არ გამეხათქო, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა ჩემი ადგილმდებარეობა და უფრო გამეღიმა.

მოკლედ, ასე ნელნელა მივაბიჯებდი, როცა ჯერ ამხანაგი ზ. გუნცაძე შემხვდა, სამსახურიდან, კერძოდ კი ბანკიდან რომ გამოდიოდა და მანქანისკენ მიიჩქაროდა. მერე კი ჩემი ყოფილი უფროსი და კარგი ნაცნობი გ. დარჯანია, რომელიც გადახურულში იდგა სადარბაზოსთან. გზად ხან my way-ს ვღიღინებდი, ხან ამას. სხვათა შორის, მთელი განცხრომითა და ჩემი უსმენობის პოტენციალის სრული გამოყენებით Pagliacci-ს ვღიღინებდი, თან თავი ქვემოთ მქონდა დაწეული, ვერავის და ვერაფერს ვხედავდი – ბატონო გიორგიო – დარჯანიამ, რომ დამიძახა და მე უკვე ისე შორს ვიყავი გასული ცოტა შევცბი კიდეც🙂

პირველად გამკრა თავში ამ ოთხი თვის მანძილზე, ახლა ერთი ღერი სიგარეტი გაასწორებდათქო, რადგან ჩემს საპირისპირო მიმართულებით, ახალგაზრდა კაცი მოდიოდა, ასევე საკმაოდ დინჯად და სანახევროდ დასველებულ სიგარეტს ისეთი მონდომებითა და განცხრომით ექაჩებოდა, რომ ბოლომდე გავუგე, მეც გამახსენდა და დავაფასე ეს ტიპი. თუმცა არ მინანია, რადგან წვიმაში სხვა ბევრ სიამოვნებასთან ერთად, ნიკოტინის ჭვარტლის გარეშე, სუფთა, არომატიან ჰაერს რომ ჩაისუნთქვა ღრმად, ესეც საოცარი გრძნობაა. თუმცა განვმეორდები და მწეველთათვის სიგარეტიც ასწორებს და მესმის მათი.

უკანა გზაზე კიდევ უფრო უცნაურად მიყურებდა ხალხი, რადგან კაი ნელა მოვდიოდი ჯანდაბას, კაი სველი ვიყავი ეგეც ჯანდაბას, კმაყოფილი სახე მქონდა ეგეც ჯანდაბას, მაგრამ ქუდი ხელში რატომ მეჭირა წვიმაში, ვერაფრით ვერ ამოხსნეს. მით უმეტეს ხშირად ცაში რომ ვიყურებოდი, მაგრა გაუტყდათ. ნელნელა წვიმამაც იკლო და მეც სახლს მივუახლოვდი. ასე დასრულდა ეს ტკბილი, სველი და გემრიელი ოცწუთეული. მომავალ წვიმამდე… კოკისპირულ წვიმაში ქუჩაში კმაყოფილ და დინჯად მოსეირნე ბიჭს თუ შენიშნავთ, დიდი შანსია მე ვიყო, დაე მიცნობდეთ.

პ.ს.
ეს ჩემგან, კიდევ ერთხელ…
რომელი ვერსიაც გისწორდებათ იმას მოუსმინეთ და უყურეთ ან ორივეს🙂

Written by 1myway1

July 15, 2010 at 4:02 pm

Posted in Uncategorized

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე უზომოდ მიყვარს ხოლმე გუბეებში პირდაპირ გავლა. თუ არსად ვარ წასასვლელი,არ არსებობს,გუბეს გვერდი ავუარო🙂 და წვიმომანკა რა კატეგორიაა ისე?🙂 დამაინტერესა,კარგად არ აგიხსნია და… საინტერესოდ წერ ხოლმე პოსტებში სხვადასხვა კატეგორიებზე🙂

    mariefille

    July 15, 2010 at 5:23 pm

  2. რას ნიშნავს და წვიმის მოყვარულს😛 აი თმები რო უსველდება და მერე ეწეპება და ჭკუაზე რო არ არის სიხარულისგან😀😀😛
    უბრალოდ გარჩევაა საჭირო, ნამდვილი წვიმომანკისა და ფსევდოსი😛

    1myway1

    July 15, 2010 at 5:51 pm

  3. პატარა ვიყავი და ზოგისგან რომ ვიგებდი, ვაიმე რა კარგია წვიმა, წამოვიდეს ნეტაო, ძალიან ვბრაზდებოდი, რადგან წვიმის მოსვლა იმას ნიშნავდა, რომ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით.

    au, zustad eg mogoneba maqvs mec😀😀 atianshi gaartyi😀 wvimis merec cudi ponti iyo, tu wyali gubdeboda vegar vtamshobdit😀

    blumgardt

    July 16, 2010 at 7:38 am

  4. xo, magari cudi ponti iyo, rodis gashreba ro elodebi da yvelaze cudi iyo, ai titqmis mshrali roa ukve da kide wvima ro wamovidoda😀

    1myway1

    July 16, 2010 at 8:21 am

  5. miyvars miyvars miyvars wvima❤

    Anonymous

    October 8, 2012 at 8:15 pm

  6. არც ისე ცოტა ფიქრი დამჭირდა იმისთვის, რომ გამერკვია ფსევდო წვივომანკა ვარ თუ ნამდვილი, მაგრამ 10% ფსევდო და დანარჩენი ნამდვილი. თუ კატასტროფულად არ მეჩქარება სიამოვნებით ვილუმპები:):)

    პატენტა

    August 2, 2013 at 10:22 am

    • შეცდომის გასცორება: წვიმომანკა:):):)

      პატენტა

      August 2, 2013 at 10:24 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: