1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Pagliacci

with 20 comments

მეგობრებო, დაივიწყეთ ყოველგვარი პროფესიონალური აზრი და მცოდნეების თუ ,მცოდნეების’ კუთხით დანახული საგანი. ისტორია, წინაპირობა, პოსტფაქტუმი და ყველაფერი. უბრალოდ, როცა ასეთ განწყობაზე იქნებით, შემოდით და მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და გაძლიერდით.

ასევე გახსოვდეთ, რომ იტალია დიდებული რამაა ამ სამყაროში(საქართველოსი არ იყოს :D), ხოლო ცხოვრება მშვენიერია🙂
ყველაფერი კარგად იქნება…

საოცარი ენა, ბუმბერაზი ხმა, ბრწყინვალე მონაკვეთი, უკვდავი ადამიანი და ორგაზმისა და პიკის მომენტი(2:03-დან)
დატკბით…

ასევე საოცარი ვიდეო, ჩემზე მეტ გურმანებს უფრო გაუსწორდებათ🙂

აუცილებლად უნდა ჩავრთო ესეც: ნაწყვეტი ბრწყინვალე ფილმიდან, დიდებული მომენტი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საერთოდ… და ჩემი ერთი უსაყვარლესი პერსონაჟის ,სოლოს’ ,ასრულებს’ მეორე ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი კინემატოგრაფიაში😀
გამგებნი გაიგებენ🙂

პ.ს.
ამ სერიოზული ვიდეოების მერე, ერთი პატარა სახალისო უაზრობაც გავიხსენოთ

ესეც, რაც არ უნდა ვლანძღოთ, მაინც უმაგრესი ნაწარმია🙂 კოკა-კოლას ერთ-ერთი უძლიერესი რეკლამა, ეს თითქმის არასდროს ეშლებოდათ

პ.პ.ს.
კარგი სცენაა

A man goes to the doctor. Says he’s depressed. He says life seems harsh and cruel. Says he feels all alone in a threatening world where what lies ahead is vague and uncertain. The doctor says “The treatment is simple. The great clown Pagliacci is in town tonight. Go and see him, that should pick you up.” The man bursts into tears. He says “But doctor… I am Pagliacci.”

ერთი კაცი მიდის ექიმთან და ეუბნება, რომ დეპრესიაშია. იგი ამბობს, რომ ცხოვრება უმოწყალო და დაუნდობელია. ამბობს, რომ თავს სრულებით მარტო გრძნობს ამ ბოროტებით დატვირთულ სამყაროში, რომელშიც შენი მომავალი ბურუსითა და აბსოლუტური გაურკვევლობითაა მოცული. ექიმი პასუხობს, რომ ამის წამალი მარტივია: ,,ცნობილი კლოუნი პალიაჩია ქალაქში, დღეს წადი, ნახე და აუცილებლად გამხიარულდები”. კაცი კი ცრემლებად იღვრება და ამბობს: ,,კი მაგრამ ექიმო… ეს მე ვარ პალიაჩი”.

🙂

Written by 1myway1

July 21, 2010 at 4:02 pm

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კაია🙂

    ოღონდ რაღა პავაროტი :)) კარუზო, დი სტეფანო, დელ მონაკო…

    WDC

    July 21, 2010 at 4:22 pm

  2. WDC

    July 21, 2010 at 4:27 pm

  3. WDC

    July 21, 2010 at 4:28 pm

  4. ეს დი სტეფანო

    WDC

    July 21, 2010 at 4:30 pm

  5. ეს ჩემი საყვარელი🙂

    WDC

    July 21, 2010 at 4:32 pm

  6. WDC
    კარუზოს დაგდებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან პავაროტით მოვინათლე…😀

    დელ მონაკო არ მაქვს მოსმენილი

    1myway1

    July 21, 2010 at 4:42 pm

    • კარუზო ლეგენდაა, მეორე მასეთ არ დაბადებულა. აი ნახე, ბანის პარტიას მღერის აქ:

      WDC

      July 21, 2010 at 4:53 pm

    • ეს კიდე სამი ვესტი ლა ჯუბა კარუზოსი:

      WDC

      July 21, 2010 at 4:53 pm

    • დელ მონაკოს იტალიელ ტენორებში ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა, დაჟე ბორგატიზე და მარტინელიზე ძლიერი, და ბევრი გერმანელი ტენორი ვერ მივიდოდა ხმით მასთან. ლირიულ პარტიებში უშლიდა ხელს, მაგრამ დაჭექვა თუ იყო საჭირო, მაშინ ოოოო😀

      აი, ნახე, ოტელოს შესავალი

      WDC

      July 21, 2010 at 4:57 pm

  7. WDC
    ერთი და იგივე ლინკია🙂
    აი კარუზო, მართლა მანიაკალური შესრულებაა

    დანარჩენები ასევე სუფთაა, მაგრამ ამ პავაროტის ,ესროლეს’ ეს არაადამიანური ხმა და ტემბრი და რა ვქნათ😀😀

    1myway1

    July 21, 2010 at 5:06 pm

    • ეს ის სამი, ახლა სწორად დავაკოპირე, იმედია😀

      WDC

      July 21, 2010 at 5:13 pm

    • პავაროტის კაი ხმა და ლამაზი ტემბრი აქვს, მაგრამ გემოვნებაში ერხეოდა დროდადრო და ზომაც არ იცოდა რაღაცეებში, ისეთებს მღეროდა, რაც არ უნდა ემღერა. და ამ ყბადაღებულ სამეულში დომინგო მირჩევნია ბევრად, თუმცა დელ მონაკომდე ვერ მივა ეგეც. ნუ, კარუზოზე აღარაა ბაზარი :))))

      PS უი, იგივე დაგიდია😀

      WDC

      July 21, 2010 at 5:15 pm

  8. ,,დელ მონაკოს იტალიელ ტენორებში ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა, დაჟე ბორგატიზე და მარტინელიზე ძლიერი, და ბევრი გერმანელი ტენორი ვერ მივიდოდა ხმით მასთან. ლირიულ პარტიებში უშლიდა ხელს, მაგრამ დაჭექვა თუ იყო საჭირო, მაშინ ოოოო😀

    აი, ნახე, ოტელოს შესავალი”

    zaan magaria

    1myway1

    July 21, 2010 at 5:08 pm

  9. WDC
    ნუ როგორც ბევრ რამეს, ფულმა და კომერციამ ოპერასაც დაურხია ცოტა და უშუალოდ პავაროტიზეც იმოქმედა. ბევრი მისი პაპსა შესრულებაც მომწონს. ნუ ყველა არა ცხადია. მაინც ვერ დავძრახავ ბოლომდე ამის გამო. თან ციტა ბოჰემა მასტი იყო და…

    და ტემბრზე მეც ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, ძალიან ლამაზი ტემბრი აქვს და ეს დიდი პლუსია, საშინლად ტკბილად ჩაგესმის, საოცარი მხის პატრონი იყო მაგ მხრივ. ბოლო ეპოქის სხვა ტენორებს არც შევადარებდი, ყველას სჯობდა ჩემი ამ საკითხში არაჩახედული აზრით. თან არა იმიტომ, რომ იტალიელი იყო, და იუვეს ქომაგი😀 მართლა სჯობდა🙂

    1myway1

    July 21, 2010 at 5:32 pm

    • არა, კაკ რაზ პაპსას რო მღეროდა და ესტრადის ვარსკვლავებთან რო გამოდიოდა, ეს კარგი იყო, ოპერის პოპულარიზაციისთვის უდიდესი სამუშაო ჩაატარა. გემოვნების ნაკლებობაში უფრო ის ვიგულისხმე, როგორ მღეროდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს. და მისი ხმის შეუფერს პარტიების სიმღერა კიდე🙂 დიდი იყო, ბაზარი არაა, ქარიზმატული, შარმიანი, მარა…

      WDC

      July 21, 2010 at 5:35 pm

  10. რაც შეეხება ტემბრს – აი ამ კაცს ვერავინ ვერ შეედრება, მათ შორის ლუჩანოც🙂 ოღონდ სავსებით სერიოზულად ვამბობ ამას.

    WDC

    July 21, 2010 at 5:37 pm

  11. WDC
    ,,დიდი იყო, ბაზარი არაა, ქარიზმატული, შარმიანი, მარა…”

    hoda egaa mere😀😀

    ,,რაც შეეხება ტემბრს – აი ამ კაცს ვერავინ ვერ შეედრება, მათ შორის ლუჩანოც🙂 ოღონდ სავსებით სერიოზულად ვამბობ ამას.”

    vici🙂 lamazi xma aqvs zalian, magram cota sxva pontis, taviseburi

    1myway1

    July 21, 2010 at 5:58 pm

    • “მარა”-ში იყო მთელი შინაარსი :))
      მარა ნუ მესმის, თან სუბიექტივიზმიცაა აქ, თან მეოცე საუკუნის ბოლოს ცოტა იყო ჭეშმარიტად დიდი მომღერალი.

      მარა იუვეს ფანი თუ იყო, არ ვიცოდი :((( ხო ვამბობ, გემოცნებაში ენძრეოდა მეთქი😀

      WDC

      July 21, 2010 at 6:22 pm

  12. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომელსაც მე ვერ შევამოწმებ, ამიტომ, უბრალოდ ვერსიის სახით მოვიყვან. ვისაც ცოცხლად მოუსმენია პავაროტისთვის და ჩანაწერებისთვის შეუდარებია, ამბობენ, რომ საოცრად “ტელეგენური” ან, თუ გინდა “ფონოგენური” ხმა ჰქონდა, რომელიც ბევრად უკეთ ჟღერდა ჩანაწერში, ვიდრე ნებისმიერი მისი იმდროინდელი კოლეგისა, რამაც, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო მის ასეთ პოპულარობას. ცოცხლად მოსმენილი არ მყავს, ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი.

    WDC

    July 21, 2010 at 6:48 pm

  13. არ არის გამორიცხული🙂 ფაქტია ისე, ჩანაწერში უმაგრესი და ლამაზი ხმა აქვს

    პ.ს.
    სწორედ გემოვნება ჰქონდა მაგარი😛
    თან უბრალო, ზერელე ქომაგი კი არ იყო, საკმაოდ სერიოზული
    მის გასვენებას მთელი იუვენტუსი დაესწრო

    1myway1

    July 21, 2010 at 8:43 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: