1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

I’m Fucking Matt Damon

with one comment

სარა კეიტ სილვერმენი 1970 წლის 1 დეკემბერს აშშ-ში, კერძოდ ნიუ ჰემპშირში და კიდევ უფრო კერძოდ ბედფორდში დაიბადა. მისი წინაპრები რუსეთიდან და პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელები არიან. სარა ბეტ ან ჰალპინისა და დონალდ სილვერმენის ოჯახში მეოთხე და ყველაზე ახალგაზრდა ქალიშვილად დაიბადა.

სარას ბავშვობაშივე დაეტყო ნიჭიერება და მსახიობობაში თუ სხვადასხვა საქმეში ბედის ცდის მერე, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში თავადვე გადაწყვიტა, რომ ე.წ. სთენდაპ კომიკოსი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც, თან გვარიანად წარმატებული.

კარიერულ წინსვლაზე, პირადი ცხოვრების დეტალებსა და სხვადასხვა ისტორიებზე დიდ ხანს აღარ შევჩერდები, მით უმეტეს დაწვრილებით თავადაც არ ვიცი. თუმცა მერწმუნეთ საინტერესოა და შეგიძლიათ თავად გაეცნოთ ცალკე.  აი მოკლედ კი გეტყვით, რომ სარა ერიდება ალკოჰოლს, რადგან მისი დალევა ცუდად მთავრდება. ასევე რომელიღაც ანტიდეპრესანტზე – ზოლოფტზე – შეჯდა და ცუდად წაუვიდა საქმე. მთელი ცხოვრებაა ქრონიკულ დეპრესიას ებრძვის, რაც ცუდია და მოგეხსენებათ ასეთ ტიპაჟებს ვერ ვიტან, უაზროდ დეპრესიულებს(არც გარეგნულად მომწონს ეს ქალი და არც ქცევებით), მაგრამ ფაქტია ნიჭიერია და ის ვიდეო, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ და ეს იდეა საერთოდ, ძალიან მაგარია, თავისი მუსიკით, ტექსტითა და შესრულებით. ალბათ უმეტესმა თქვენგანმა იცის კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ გაერთობით🙂

მაშ ასე, სარა მიდის მისი ბოიფრენდის ჯიმი კიმელის საკმაოდ პოპულარულ კომედიურ შოუში და ნაწილში სახელად ,,Jimmy Kimmel Live!” ასრულებს ამ სიმღერას, რითაც უმხელს ჯიმის თუ რა ხდება მის ზურგს უკან და მოკლედ ძალიან სახალისოა😀

მეტ დაიმონი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი და ტიპია(ზოგადად მევასება, როგორც როჟა),  ამიტომ ეს ვიდეო ორმაგად მომწონს. ეს ამბავი 2008 წლის იანვარში მოხდა და რამდენიმე თვეში არც კიმელის პასუხმა დააყოვნა😀 რომელიც ასევე საკმაოდ ორიგინალურია, მაგრამ პირველ ვიდეოსთან ახლოს ნამდვილად ვერ მოვა🙂 სამაგიეროდ კიმელის ვიდეოში სხვა კაიფებია და უამრავ ცნობილ სახეს შეხვდებით, ასევე ისიამოვნებთ ყურებით.
ხოლო თუ რატომ აირჩია კიმელმა ბენ აფლეკი, ვფიქრობ ახსნა არ სჭირდება😀 დეიმონისა და აფლეკის ძმაკაცობისა და მათი კარიერული ერთობლივი წინსვლის შესახებ ალბათ ყველასთვის ცნობილია.

Written by 1myway1

July 28, 2010 at 3:58 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს მართლა მაგარი კაიფია🙂

    ჯიმი კიმელი დიდად არ მევასება, მაგრამ გაარტყამს–ხოლმე მსგავს რაღაცეებს🙂

    Tato

    July 28, 2010 at 4:14 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: