1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

TOP 101 MOVIES ანუ კინომარათონი

with 4 comments

დავიწყოთ იმით, რომ იმდენი ამათ რა ვუთხარი, რაც ეს 101 საუკეთესო ფილმია… თუმცა ძირითადად საკმაოდ კარგი ფილმებია ამორჩეული და ამითაც კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 95% ნანახი მაქვს, დიდ ეკრანზე მაინც სხვანაირია და თან ამდენი ფილმისგან, ყველა ერთმანეთში მერევა და დავიწყებული მაქვს, ამიტომ გამეორება კარგი საქმეა.

მოკლედ, საკმაო ფიქრის, ფულისა და დროის დანანების, ორჭოფობისა და ამბების მერე, მაინც გადავწყვიტე აბონიმენტი მეყიდა და მთელი აგვისოტო შემეწირა უკვე ნანახი ფილმებისთვის. თუმცა პირველივე დღეს ჩეპე მოხდა… მოულოდნელად გახდა საჭირო ჩემიტელევიზიაში მისვლა(ზესტაფონს მოეგო მაინც) და ამის გამო დავაგვიანე ,ტაქსის მძღოლზე’, რომ მივედი ამირანში, მშვენიერი რამ მითხრეს – კი, აბონიმენტით როგორ ვერ შეხვალთ, მაგრამ უბილეთოდ ვერ შეხვალთ და ბილეთს ვერ აიღებთ, რადგან სალარო დაიკეტა, თორემ ისე როგორ ვერ შეხვალთო…😀 ნუ ნახევარი საათი უკვე გადაცდენილი იყო და აღარ მივაწექი, წამომოვედი უკან, თან ეს ფილმი ახლახან ვნახე მერამდენეღაცაჯერ და არა უშავსთქო, მაგრამ მაინც გული მწყდება(მეორე დღეს ვერ ვნახავდი, რადგან ,ბანქო, ფული და 2 ლულა’ უნდა მენახა), ისეთი კინოა რომ არ გბეზრდება და დიდ ეკრანზეც გაასწორებდა. არა უშავს ან მორიგ ჩვენებას დაველოდები ან კიდევ ერთხელ ვნახავ მონიტორზე, რომ გულდაწყვეტა გავაქარწყლო😀

ჩემი კინომარათონი კი 5 აგვისტოს ,ადამიანები შავებში’-ს ნახვით დაიწყო. ეს ჟანრი ჩემი უსაყვარლესი ნამდვილად არ არის და არც ამ ფილმზე ვგიჟდები, მაგრამ უნდა ვაღიარო, გვარიანად ვიმხიარულე და კარგია მაინც. მეორე ნაწილსაც სიამოვნებით ვნახავ.


ნუ ტაქსის მძღოლზე რომ ვერ შევედი უკვე გითხარით. აი დღეს კი(ანუ უკვე გუშინ) პატიოსნად სამი ფილმი ვნახე. ჯერ თქვენი საყვარელი ,ვარსკვლავური ომები’. მერე, ,კარგი, ცუდი და ბოროტი’ და დესერტად ,ბანქო, ფული და 2 ლულა’, რომელიც საშინლად მენატრებოდა და არანორმალური სიამოვნება მივიღე.

კი ბატონო, ვაღიარებ, კლასიკაა, რევოლუციური ,კინო ეპოპეა’, ბრწყინვალე ჩანაფიქრი და ნამუშევარი და ასე შემდეგ. თუმცა არ არის ჩემთვის ეს ,ვარსკვალვური ომები’ მაინც რაღაც განსაკუთრებული და ნურავის ეწყინება. ამიტომ, თამამად ვიტყვი, რომ გავიფიქრე, ეგებ გურჯისტანი გადარჩეს კიდეცთქო, როცა ,კარგი, ცუდი და ბოროტი’-ს სანახავად შედარებით მეტი ხალხი მოვიდა😀 რაღაცანაირად მესიამოვნა.

აუცილებლად სიამოვნებით ვნახავ ვარსკვალვური ომების დანარჩენ ნაწილებსაც(მიუხედავად იმისა, რომ ესეც ცოტა ხნის წინ ვნახე ბოლოს), მაგრამ მთელი მაგ ეპოპეასა და კიდევ რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარს ამ ჟანრში, ლეონეს რამდენიმე სცენა მირჩევნია მარტო😛

კარგი, ცუდი და ბოროტი ერთი წელიწადნახევარი, ორი წელი არ მექნებოდა ნანახი და კინაღამ ორგაზმი განვიცადე. შედევრია, უბრალოდ გენიალურია. მე ყოველთვის წვრილმანებსაც ვაქცევ ყურადღებას და ამ ფილმშიც არის რაღაცეები რაც არ მომწონს, თუნდაც ყურით მოთრეული რაღაცეები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი, თუმც ჯამში ისეთი მაგარია, რომ სიტყვები არ მყოფნის. ამ სიგრძე ფილმს ფაქტობრივად ვერ წყდები და რამდენჯერაც არ უნდა ნახო, არ გბეზრდება. ნუ იტალიელებს ესმით საგანი😛

მართლა საოცარი კინოა, თავისი სცენებით, მუსიკით, სიუჟეტით, ისტორიით, იუმორით, სერიოზულობით… კლინტ ისტვუდი, თავისი ტიპობით, ელი ვოლახი, არანორმალური თამაშით და მისი პერსონაჟი ტუკო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა კინემატოგრაფიაში. შეუდარებელი ლი ვან კლიფი… ლეონეს რეჟისურა, მორიკონეს მუსიკა… მოკლედ სიამოვნების ზღვა.

ზუსტად ასევე მენატრებოდა ბანქო, ფული და 2 ლულა. სულ სხვა პონტის შედევრი, თამამად ვუწოდებ ამ სიტყვას. გაი რიჩი ძალიან ნიჭიერია, თუნდაც მეტი რომ არაფერი ექნა, ესეც საკმარისი იქნებოდა. ასევემ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა ,სნეჩისადმი’, მას თუნდაც ცოტათი მაინც, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია ბანქო, ფული და 2 ლულა. მარტო ბოლო სცენა, იარაღების… არნახულია!
მოკლედ, ბევრი ვიცინე და ძალიან ვისიამოვნე. პერსონაჟების ჩინებული შერჩევა, საჭირო დონეზე თამაში, სცენარი, ტექსტი, ძუძუები… მოკლედ, ყველაფერი ხუთიანზეა.

სამაგიეროდ, გურჯებს არ შველით არაფერი. რიჩის ფილმის სანახავად უფრო მეტი ხალხი იყო, არც გამკვირვებია, მაგრამ კომენტარები იყო ისეთი გული დამეწვა და შევწუხდი. ნუ ელემენტარულ უზრდელობას რომ შევეშვათ ანუ ლაპარაკს ფილმის დროს, მობილურის ზარებსა და სხვას… უშუალოდ ფილმზე სასწაულებს ამბობდნენ, ისეთი ვარაუდები გააკეთა ერთმა-ორმა გაი რიჩისაც არ მოუვიდოდა თავში აზრად, ტარანტინო რომ დახმარებოდა მაინც ვერ მოიფიქრებდნენ. ზოგმა ელემენტარული რამ ვერ გაიგო და სასწაულ კითხვებს სვამდნენ, ზგომა ისიც კი თქვა, რომ ეს მაგარი საუნდტრეკიაო, მაგრა დაუწერეს ამ ფილმსო – საუბარი სირტაკზე იყო.

სამაგიეროდ, ვიღაც საკმაოდ სასიამოვნო გოგონა მოძრაობდა მთელი დღე ჩემი ,მარშრუტით’და ბოლო ფილმზე როგორღაც გვერდიგვერდ აღმოვჩნდით😀 საოცარი ინტუიცია მაქვს, იქ დავჯექი სადაც საჭირო იყო😀

მერე, უკანა გზაზე დავიგრუზე, ლუდმაც ვერ მიშველა. ისევ სიგიჟეა ქალაქში, თან ძალიან ცხელა და… შარზეა ხალხი, დიდიც, პატარაც… რამდენიმე წწ-ც გაიჩითა, როგორღაც არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია, ბევრი ვიარე და მოვაღწიე სახლამდე. სწორედ, მაშინ გადვწყვიტე დამეწერა ბლოგზე ნანახ და მომავალ ფილმებზე და მინდოდა დამეწერა ბევრად უკეთესად  დავრცლად, მაგრამ ვინ გაცალა… გელოდებოდით და წამოდი პარკში ბურთი გავაგოროთო. დაღლილი კი ვიყავი და სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ არ მიყვარს საერთო საქმეში რო უკუკავ ხალხს და არც უარის თქმა მიყვარს ზოგადად ეგეთ რაღაცეებზე, ჰოდა წავედი, ოთხის წუთებამდე პარკში ბურთი ვაგორავეთ და მერე, აგერ კი დავჯღაბნე ეს, ,მოვალეობის მოხდის მიზნით’, რადგან გეგმაში მქონდა, ნიხვატკა რომ არ დამრჩენოდა.

კი მეჩალიჩებიან ერთი-ორი ღამის ფილმი გააცდინე და ფეხბურთი ვითამაშოთ ნორმალურადო, მაგალითად ოუშენის 11 მეგობარი გააცდინეო(თან ახლახან ვნახე ეგეც, რაღა სულ ის ფილმებია, რაც ახლახან ვნახე :D), მაგრამ ვერ ეღირსდებიან😀 კინოზე მეტად მარტო ფეხბურთი მიყვარს ალბათ და ნორმალური და მით უმეტეს, კარგი ფილმების ნახვა არ მბეზრდება, თან დიდ ეკრანზე და თან რადგან გადავწყვიტე ასეთი მომქანცველი კინომარათონი მოვიწყო, ბოლომდე უნდა მივიდე😀
პერიოდულად გაგიზიარებთ ხოლმე შთაბეჭდილებებს, აბა სხვა რამის დაწერის დრო არ მექნება და ბლოგს ამ ჩემი კინოისტორიებით მაინც გამოვაცოცხლებ ხოლმე.

ხვალ ალბათ მთლიანად ამირანსი დავიდებ ბინას. სტარ ვორსის მეორე ეპიზოდს ვიხილავ, მერე გაქცევა შოუშენკიდან(მონატრებული) და ახლახანს კიდევ ერთხელ ნანახი მაკულატურა დააგვირგვინებს დღეს. ზეგ კი რუსთაველს მივაშურებ და ადმიანები სავებში 2-სა და ოუშენის თერთემტ მეგობარს ვნახავ. ვერაფერს იტყვი, კაია…

Written by 1myway1

August 7, 2010 at 12:18 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. star wars I epizodit daiwyes?😀
    ai mesmis profesionalizmi.
    eg epizodi yvelaze naklebad momwons, erti qui gon aris magari tipi

    guniah

    August 7, 2010 at 5:41 am

  2. ki, I epizodiT daiwyes
    mec yvelaze naklebad momwons da qui goni martla chuvakia

    1myway1

    August 7, 2010 at 6:37 am

  3. პირველი და მეორე ეპიზოდები ძალიან ცუდია. ძველი ტრილოგია და ახალის ბოლო ნაწილი არის ნამდვილი Star wars.
    გუშინ 4 ფილმი ვნახე. MIB, ბენჯამენა, 300 და LOTR :დ დღეს ერთ მაგდენს მივამატებ : )

    Leonard Shelby

    August 7, 2010 at 9:38 am

  4. ცხადია, ძველი ტრილოგია კლასიკაა და უკეთესია

    ეს LOTR და დანარჩენები რა პონტია ვერ გავიგე😀 არ შედის ხო ამ 101 ფილმში? ისე აჩვენებენ პროსტა?

    თორემ თუ შედის, მე მცდარი განრიგი მქონია და ტყუილა ვმაზავ ე.ი.😀

    1myway1

    August 7, 2010 at 10:40 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: