1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მაკულატურაზე მძინარე გიმლი

with 13 comments

და აი კინომარათონის მორიგი ორი დღე ჩაბარდა წარსულს. სამსახური, მერე ოთხი ფილმი, სიცხე, სიცივე, რუსთაველიდან სახლამდე ფეხით მსვლელობა… მოკლედ, ფრიად დაღლილი გახლავართ და ალბათ ბევრით თავს არ შეგაწყენთ.

დავიწყოთ ცუდი ამბებით – ჯერ ერთი მე უმეცარს😀😀 უყურადღებობის გამო, როგორღაც გამომეპარა ის ამბავი, რომ რუსთაველში ფილმები თურმე ორ დარბაზში გადის და არა ერთში. ამიტომ, ყველა ფილმს ძალიანაც რომ მოინდომო ვერ ნახავ კაცი, ეს კი უკვე ცუდია, რა იყო, დაემატებინათ ერთი 3-5 დღე და მოეცათ ყველას ნახვის საშუალება… შესაბამისად, მოდის ხოლმე არჩევის მომენტი, რაც არცთუ იოლი საქმეა.

გამოვიდა ის, რომ… საქმის გამო მომიწია ,ტაქსის მძღოლის’ გამოტოვება. განრიგის გამო, ასევე ვერ ვნახე – ,ბეჭდების ბრძანებელი’, ,ბენჯამინ ბატონი’, ოუშენის 11 მეგობარი, 300 და ჩასაფრებული ვეფხვი თუ რაღაცა(ბოლო ორზე გული დიდად არ მწყდება).

დანარჩენი ნეგატიური ამბებიდან კინოთეატრში არანორმალური დატვირთვით ჩართულ კონდიციონერს გამოვარცევდი. გაყინული გამოვდივარ ხოლმე დარბაზიდან და ჩემს ორგანიზმს არ აწყობს ეს ამბავი😀 ჯიუტად არაფერს ცვლიან ამკუთხით, ოდნავ რო დააკლონ ხოლმე გაციებას არ უნდათ.

ასევე ვერანაირად ვერ დავხუჭავ თვალს იმაზე, რომ ფილმების ნახევარი… არა, ალბათ უმეტესობა, ცუდი გახმოვანებითა და ხარისხით არის.

მოვეშვათ ახლა უარყოფითს და ფილმებზე გადავერთოთ. 7-ში ამირანში დავიდე ბინა და ადრეულ ფილმად სტარ ვორსის II ეპიზოდი ვნახე, რომელიც პირველთან ერთად ყველაზე სუსტია(თუ ყველაზე სუსტი არა).

მეორე ფილმი დიდებული ,გაქცევა შოშუენკიდან'(ან გაქცევა შოუშანკადან, როგორც სალაროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა)იყო. ბუნებრივია, გარანტირებული დოზით სიამოვნებამ არ დაახანა. შეუდარებელი ტიმ რობინსისა და მორგან ფრიმენის ციხის თავგადასავლის შესახებ ალბათ ყველამ იცით, ხოლო თუ ვინმემ არ იცით, აუცილებლად იხილეთ. ერთადერთი მინუსი ის გახლდათ, რომ ხარისხი იყო საშინელი, ეგეთ ხარისხს როგორც წესი დისკზე არ ვიჩერებ და კინოთეატრში როგორ უშვებენ…

ბოლოს, ჩვენი ძმისა და მეგობრის კვენტინ ტარანტინოს მაკულატურამ დააგვირგვინა ყველაფერი. ამ შესანიშნავ ფილმზე დიდ ხანს ნუ შევჩერდებით, არც მას სჭირდება დიდი წარდგენა. ტარანტინო მართლაც გენიოსია. თუმცა ერთი რამე აუცილებლად უნდა ვთქვა – ნამდვილად არ მეგონა, თუ ოდესმე მაკულატურაზე კინოში ღრმად ჩაძინებულ ადმიანს ვნახავდი, რომელიც გემრიელ ხვრინვას ამოუშვებდა…
ფილმი ფილმად და ხმაურმა ხომ უნდა შეგაწუხოს? თან როცა მთელი დარბაზი შენზე იცინის უკვე და ორმაგი ხმაურია. ზოგი რა ბედნიერია, სულ მშურს ხოლმე ასეთი ხალხის, მსგავს პირობებში კი არა, სახლში ჩემს ლოგინში ვერ ვიძინებ წესიერად და… ჩუვაკი რაღაცით გნომ გიმლისა და ჰენგოვერის ალან გარნერს ჰგავდა, ისე ჯიგრულად ეძინა ერთი 20-30 წუთი, რომ მართლა შეგშურდებოდა, მაგრამ ხმამაღალი ხვრინვა უკვე აღარ იყო შესაშური. ერთი ნერვიული კინოგრუმანი სეწუხდა და გადაჯდა. ჩუვაკის მეგობრებს არც უფიქრიათ მისი გაღვიძება, მეტიც, ყველაზე მეტს ისინი იცინოდნენ. ბოლოს იგივე ნერვიული კინოგურმანი დაბრუნდა და გამოაღვიძა… ვერ აიტანა რა მთელი დარბაზის სიცილი საწყალზე და ხმაური.

მეორე დღეს ანუ დღეს და ანუ უკვე გუშინ, დადგა არჩევის მომენტი. დღის ფილმის გაწირვა არცთუ ძნელი გამოდგა, ჩასაფრებული ვეხვდი და რარაცეები ძალიან არ მიყვარს, ამიტომ ულაპარაკოდ გავწირე და მენ ინ ბლექ 2 ვიხილე, რომელიც ცხადია პირველს ჩამოუვარდება, მაგრამ ერთი-ორჯერ გაერთობა კაცი. აი ღამის ფილმზე კი ხელი მიკანკალებდა, მე მიყვარს ოუშენები, მაგრამ რადგან ახლახან მქონდა ნანახი და დიდ ეკრანზე ბეჭდების მბრძანებელი უფრო სანახავია(მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაწილი გავმაზე) და თან მომავალი დღეების განრიგის მიხედვით ოუშენის მეორე სერიის გაწირვას მაინც ვაპირებდი, გადავწყვიტე, მთლიანად სამივე სერიაზე მეთქვა უარი.

ამასობაში, მოვლენებსაც გავასწარი, რადგან ღამის ფილმამდე იყო, კიდევ ორი ფილმი. ჯერ ინგლორიუს ბასტერდსით ვისიამოვნე, რომელიც უკვე მებევრედ ვნახე და რაღაც პერიოდი ნამდვილად აღარ ვნახავ ალბათ. ამ ფილმზე, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს ბევრი მაქვს ნალაპარაკები და ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ.

მოკლედ კი ვთქვათ, რომ ფილმის ბოლო ფრაზაა, როგორც უკვე ბევრჯერ აღინიშნა, მართლაც რომ სიმბოლურია ,ტიანიტ ნა შედევრ’. თუმცა მე ამ ფრაზაში სიტყვა ,ტიანიტ’-ს დიდ დატვირთვას მივცემდი😀 რაღაცა უნდა კიდევ კვენტინს, პატარა რაღაც და მჯერა, მისი დიდი, მაღთლა უშედევრესი ნამუშევარი კიდევ წინ არის, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. მაკულატურას სახით ერთი აქვს უკვე და კიდევ ექნება. ბასტერდსი არის ლაფსუსები, რომლებიც პირადად მე ნერვებს მიშლის, ზოგისთვის კი წვრილმანია. ცალკე პოსტშიც მაქვს ამაზე ნალაპარაკები. თუნდაც რო გავიხსენოთ და დავამატოთ… გერმანელმა მაღალჩIნოსნებმა, სახეზე რომ არ იციან თითქოს ალდო, უგო და სხვანი, არადა მთელი ჯარი მათზე ლაპარაკობს დ აისე უშვებენ კინოში და ყველგან, რომ ვერ ცნობენ და ასე შემდეგ… თუმცა ჯამში ფილმი ჩინებულია და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნება მივიღე.


ამას მოჰყვა მეხუთე ელემენტი, რომელიც კარგა ხანი არ მქონდა ნანახი და ასევე გაასწორა, თავის დონეზე. ცუდი ის იყო, რომ გახმოვანება და ხარისხი გვარიანად მოიკოჭლებდა. ბოლოს კი, როგორც გითხარით, ოუშენი გავწირე და სამი საათი ბეჭდების მბრძანებლით ვტკბებოდი. ასე რომ, ჯამში მშვენიერი დღე იყო.


ხვალინდელ გეგმებს რაც შეეხება, ხვალ დიდი დღეა ,უკან მომავალში’ იწყება, სულ მცირე 50% ამის მუღამში ვიყიდე აბონიმენტი. თუმცა მოლოდინსა გავიგრძელებ და მერე უფრო სასიამოვნო იქნება😀 ანუ ზეგ ვნახავ უკან მომავალში-ს და მაზეგ ეგრევე მივაბამ მეორე ნაწილს. ხვალ წავალ ,სხვატკაზე’. შესაბამისად, მიხვდებოდით, რომ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღე და ვარსკვალვური ომების ყველაზე კარგი ეპიზოდები გავწირე😀 მოგეხსენებათ, ეს ფილმი არ მიყვარს, მაგრამ გული მაინც ძალიან მწყდება. თუმცა უკან მომავალში-ს გაწირვა გამორიცხულია და მაგალითად, სხვატკა და ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებიც მენანება. სტარ ვორსს კომპიუტერში ვნახავ კიდევ ერთხელ. ოსევე როგორც ყველა გამოტოვებულ ფილმს, ნიხვატკაში რომ არ დავრჩე😛 ან კინომარათოსნის მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე, აუცილებლად ვნახავ ყველა იმ ფილმს რომელსაც გავმაზავ კინოთეატრში😛

სხვატკის მერე, იქვე დავრჩები და ხვალაც (ანუ დღეს)ოთხფილმიან დღეს მოვიწყობ ანუ რუსთაველში ვნახავ უცხოს, ღმერთის ქალაქსა და ბეჭდების მბრძანებელ 3-ს. 10-ში კი ჩავუჯდები უკან მომავალში-ს, მერე ოლდბოის ვნახავ და ბოლოს გაიცანით ჯო ბლეკს გავიხსენებ. ცხადია, ეს ყველაფერი მაშინ, თუ რამე ჩეპე არ მოხდა😀 ნუ ერთი ვიცი რომ back to the future-ს არაფრის დიდებით არ გავმაზავ და დანარჩენს მერე მოგიყვებით.

პ.ს.
პარალელურად, შემიძლია გიტხრათ, რომ ქალაქში ისევ მასობრივი ფსიქოზია. აგრესიული ხალხი ბევრია. სამწუხაროდ, მათხოვრებიც იმატებს და იმატებს. პატრულიც ბევრია და ზოგჯერ ტყუილა აჩერებს მანქანებს. ისე ამ გახსენებაზე, ორი ავარია ვნახე, გუშინ და გუშინწინ, ორივე მშობლიური ვაკის ტერიტორიაზე. ასევე ფილარმონიასთან შევესწარი როგორ გადაუხტა ბავშვი ველოსიპედით მანქანას და დაარტყა მანქანამ, საბედნიეროდ, მსუბუქად დასრულდა ყველაფერი, ნუ სედარებით მსუბუქად. ასე იღუპავდა ის ბავშვი თავს და ღუპავდა მძღოლსაც.

ისე, რუსთაველიდან ჩემ სახლამდე გზა ღრმა ბავსვობიდან სამ ნაწილად მაქვს დაყოფილი. მილიონჯერ გამივლია ამ მარშრუტით, მშობელთან, მეგობართან, გოგოსთან, ბავშვთან, დიდთან… ყველასთან ერთად, მაგრამ ამ დაყოფის მხვრივ აზრი არ მეცვლება. პირველი პუნქტი არის თავისუფლების მოედნიდან ზემელამდე. მეორე პუნქტი მეტრო რუსთაველიდან ვერის ჩათვლით ანუ ვარაზის ხევამდე. მესამე კი ვაკე ანუ I კორპუსიდან ჩემს სახლამდე. თუმცა როგორც ყოველთვის, ამ პუნქტებშიც არის ქვეპუნქტები, არ ვიცი დამთვხევაა თუ არა, მაგრამ ყველა ამ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით არასასიამოვნო მონაკვეთი ბოლოსკენაა. გამოვარჩევდი კინოს სახლის წინა ტერიტორიას, გვირაბსა და სასტუმრო საქართველოსა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიას, ესენი განსაკუთრებით არასასიამოვნოა. ნუ კიდევ არის ამ მარშრუტში ასეთი ადგილები, როდის როგორ😀 და მხარეს აქვს დიდი მნIშვნელობა, რომელი მხარით ივლი ქუჩაზე, ამის სპეციალისტი ვარ😀😀😀

ღამე სიარული ბავშვობიდან მიყვარს და ასევე ერთი გრძნობა მაქვს გამომუშავებული… ნუ სახლსი სანამ ფეხს არ შედგამ ვერ იგრძნობ რომ სახლსი ხარ. თუმცა ცოტა აბსტრაქტულად თუ ვიტყვით, კეკელიძეს, რომ გადავკვეთ და ვაკეში შევაბიჯებ, მაშინ კი არ ვგრძნობ, რომ უკვე ჩემთან ვარ, არამედ მაშინ ვგრძნობ ამას, როცა არაყიშვილს გადავკვეთ ანუ მძიურს გაცდები რა, უხეშად რომ ვთქვათ… იქიდან იწყება ნამდვილი ვაკე :lol:/სახლი.

პ.პ.ს.
შოუშენკში ბევრი მურტალი სცენაა, მაგრამ ძალიან ნერვებს მIშლის ხოლმე ტომის მკვლელობის სცენა, რადგან ძალიან რეალური და უსამართლო პონტია, უსამართლობა კი მძულს. აი მაკულატურაში კი ბევრი სცენა მომწონს და ყველა პერსონაჟი, მათ შორის ვინსენტ ვეგაც კი. ც-ს იმიტომ ვამბობ, რომ ჯონ ტრავლოტა სასტიკად არ მევასება, მაგრამ ამ ტინგიცა და ამავე დროს ,კარგ’ პერსონაჟს მართლა ძალიან უხდება და ასრულებს.

Written by 1myway1

August 8, 2010 at 11:37 pm

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. იმენა შავი შურით მშურს შენი რა…

    chiqo18

    August 9, 2010 at 12:08 am

  2. გამარიაჟება შხარბება პოსტია😦

    აუ, ისე არც შოუშენკი მაქვს ნანახი და არც მაკულატურა😦 არადა თვეებია გადმოწერილი მაქვს და ვერ დავუჯექი😦

    და ამ შენი ვაკელობით ნუ შეგვჭამე რა :ჵ ვოტ! :ჵ

    2929

    August 9, 2010 at 7:40 am

  3. 2929
    შემომელახები შენ😛

    1myway1

    August 9, 2010 at 8:54 am

  4. კაი პოსტია :უპ:
    მაკულატურაზე ბევრი ვიცინე მარა კინოში თუ არ შეგერგოთ ნახვა ეგ რაღააა : D

    okey

    August 9, 2010 at 1:23 pm

  5. vaime zaan chem gemovnebashi jdebi raaaa!:D (komplimeeent)..nu star warss tu ar shevimchnevt…
    erti shekitxva:busterds targmanit ukure?-tu ki,mashin erti rcheva(mokrzalebuli) originalshi naxe,otx enazea inglisur-germanul-frangul-italiurad…frangulis garda met-naklebad kvela ena vici da martla udidesi siamovnebaa, roca xasiatebs konkretuli enis sashualebit ecnobi,romelic tavistavad ukve characteria da gmiris mentalitets magal procentebshi gansazgvravs.risi migcevac albat chemi quentinis erterti mizanic iko da kvela pirobasac kmnis samagisod🙂 es ise erterti punkti filmshi,tore zogadad da upro konkretuladac sxvadasxva aspektebs tu gavarchevt…..uuf ramdens vilaparakebdi!:D mokled ra, ver movitmine mainc ragac ro ar mimecera ak🙂

    natia

    August 9, 2010 at 5:40 pm

  6. okey
    mtlianobashi shegvergo😀😀

    natia
    eg iasnia, originalshi yoveltvis tavisi mugami aqvs🙂
    aq sul rusulad targmnilebi gadis, es 101 filmi da amjamad kmayofili var, radgan germanuls da franguls sul rom sheveshvat, chemi inglisuric ver qachavs filmebs, golomde rom gavigo😀 vapireb inglisurad yurebis dawyebas da enis uket swavlas, magram jer ara😀😀

    piriqit daje, ra nawilic ar iyo targmnili rusulad gamityda, radgan ise ver moitana😀 chemit vtargmniti, chemtvis chumad😀 ,ia vas ne sprashivaiu obershturmanfiurer ,,miunxen” … da rame😀 nagaria
    ra ra da rusebs ziritadad kargi targmani aqvt

    magram mainc unda gadavidet originalze da qartulze🙂

    1myway1

    August 9, 2010 at 10:58 pm

  7. ნათია ვეთანხმები სასტიკად🙂 იტალიურის გარდა მეც მესმის ასე თუ ისე🙂 ნუ გერმანული ინგლისური ნორმალურად და ფრანგულს ვექაჩები ამ ბოლოს :)ჰოდა როგორც შენ იტყვი ხოლმე ორიგილ\ნალში მოაქვს🙂 რუსები კარგად თარგმნიან გეთანხმები, მაგრამ თარგმანს მირჩვნი ორიგინალს ვუყურო და ნახევარი გავიგო :

    2929

    August 10, 2010 at 5:56 am

  8. naxevris gagebashi ver dagetanxmebi😀 roca iswavli da mtlianag gaigeb bazari araa😀

    aba exla chems mier xsenebuli scena aqcentze da kidev bevri kargavs mugams, oca is intonacia ar aris, rogoric sachiroa da ar gesmis araferi😛

    1myway1

    August 10, 2010 at 8:13 am

  9. enis shedarebit naklebad mcodneebistvis subtitlebic xo arsebobs,xoda visac ainteresebs da mugami akvs dajdeba da lexikonshic chaixedavs,ra tkma unda sashinao pirobebs vgulisxmob,kinoshi gajirdeba eg ambavi:) me piradad rasac ver vigebdi,chem shemtxvevashi italiurad(franguli inglisuri subtitlebit vtargmne,ar vici samcuxarod) atasjer vaxvevdi ukan kvela sitkva rom gamego,mokled gadagejili makvs eg filmi da pulp fictioni…da sheamchnevdit albat rom stilistika da arkitektura zalian gavs ertmanets.mag:tavebadaa dakopili orive,filmis morali tu idea,-pulp fictionshi bibliidan agebuli fraza shepardze da tiranze,samuel el jacksonis mier gaxmovanebuli da busterdshi-naci nacistis samoss rom gaixdis vegaravin icnobs vin ariso da a.sh-bred pittis sakvareli fraza,oriveshi dasackisshive figurirebs da finalshi rogorc aseti ganmtkiceba xdeba da a.sh. kide mravali….

    natia

    August 10, 2010 at 3:46 pm

  10. xi kide aldos inglisuris gageba,mgoni tviton amerikels gaujirdes,zaan dialektze laparakobs da nebismiers arainglisuri samkarodan gaujirdeba gageba subtitlebis gareshe.
    enis mugams rac sheexeba kide,ai tundac igive pubis scenashi is ingliseli sul germanulad laparakobs da roca tavs gacems mere inglisurze gadadis,xoda rac unda kargad mitargmos rusulma tu rac ikneba,mainc mtel dialogebs ert enaze mitargnis da is xibli veraprit ver akvs ratkma unda da ragacnairad nexvatkashi xar ra mokled:D
    martla,im dges gogaggg-ze cavackdi qartulad natargmns…katastropaa!neta rodis gveshveleba chven:(

    natia

    August 10, 2010 at 4:08 pm

  11. nu blataob😛

    1myway1

    August 11, 2010 at 12:45 am

  12. mainc bevri vilaklake xo?:) kai vso,chumad var aci…:)

    natia

    August 11, 2010 at 1:43 pm

  13. arapiriqiT,ilaparake,ilaparake…:*

    1myway1

    August 11, 2010 at 2:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: